შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციცინათელა გარდაიცვალა


8-02-2022, 13:29
ავტორი lilit
ნანახია 854

ერთ ქალაქში პატარა გოგო ცხოვრობდა. მისი ოჯახი საშუალო ფენის წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახი კორპუსის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. სულ ხუთნი იყვნენ: დედა,მამა, 2 და და ერთი ძმა. ყველაზე უფროსი იყო ნუცა 16 წლის, ალექსანდრე 14 წლის და ელენა 3 წლის.
ზაფხულობით სოფელში ისვენებდნენ, მშვენიერ გურიაში, სადაც ორსართულიანი სახლი იდგა. ერთ პატარა სოფელში გოგორეთში, აქ ატარებდნენ ბავშვები არდადეგებს.
ერთი ასეთი სტუმრობის დროს, გოგოს დედისგან მალულად ჰქონდა შექმნილი facebook. იქ ერთი ბიჭი გაიცნო, რომელმაც ამოაყირავა და ბოლომდე შეცვალა გოგოს ცხოვრება.
6 ივნისი დღე, როცა ისინი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ, თუმცა როდია ყველაფერი ასე ბედნიერი და ხანგრძლივი. ყველა დადის, ზოგიერთები უბრალოდ მოდიან და მიდიან ადამიანის ცხოვრებაში, ზოგიერთები კი ყველაფერს გირევენ, ამსხვრევენ შენს ოცნებებს და მერე მიდიან.
აი ასეთი ადამიანის გამო დაკარგა ამ პატარა გულის მქონე ბავშვმა თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული.
რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ სცადა ბიჭთან დაკავშირება, ის უკვე ქალაქში იყო. რამდენიმე დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
12 ოქტომბერს ბიჭმა სიმართლე უთხრა, რომელმაც გოგოს ცხოვრება სამუდამოდ გაანადგურა და ყველაფრის ხალისი დაუკარგა.
ალბათ იკითხავთ: ნეტა ასეთი რა უთხრა? ვერ ხედავს როგორ უყვარს ამ გოგოს?
აი რა უთხრა ბიჭმა:
" მე მხოლოდ შენი სხეულის გამო ვარ შენთან, შენ თუ ჩემთან დაწვები, მე სამუდამოდ შენთან დავრჩები." თავი დახარა პატარამ, უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, ცრემლები, როგორც წვიმის წვეთები ისე მოსდიოდა. ბიჭმა მოსწმინდა, არ უყვარდა გოგოს თვალცრემლიანს რომ ხედავდა.
სახლში წავიდნენ. გოგო დიდხანს ფიქრობდა, თავის პრინციპებს ვერ უღალატებდა ამიტომაც გადაწყვიტა გაეშვა და გაუშვა.
ყველა წელს ითვლიდა და ელოდა მის დაბრუნებას. იმედი ჰქონდა, რომ ოდესღაც მოვიდოდა. მისი ცხოვრება ჩვეულებრივი გახდა, მის ცხოვრებას ცხოვრებაც არ ერქვა. სული მოკვდა, თან წაიყოლა ბიჭმა მისი მოცინარე სახე, მისი ღიმილი, სხეული კი განაგრძობდა სიცოცხლეს. ამასობაში რამდენიმე წელი გავიდა არაფერი შეცვლილა.
ბოლოს ბიჭის ქორწილში ნახეს, თვალზე ცრემლმომდგარი, ორი დღის შემდეგ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ნათელი იყო სიყვარულმა შეიწირა ადამიანი.
არავინ ელოდა იმას, რაც დასაფლავებაზე მოხდა. დაკრძალვაზე ბიჭი მოვიდა, რომელიც წესით თაფლობის თვეში უნდა ყოფილიყო, თითზე ბეჭედი არ ეკეთა. როცა სასაფლაო დაცარიელდა მხოლოდ მაშინ მივიდა საფლავთან პატიება სთხოვა. ბოლოს კი უთხრა, როცა მის ქორწილში მის თვალებს წააწყდა, იმ გოგოზე აღარ უქორწინია და ყველაფერი გააუქმა.
აზრი აღარ ჰქონდა ამ ყველაფრის თქმას, უბრალოდ არ შეეძლო არ ეთქვა და ეს გულში შეენახა.
" მიყვარხარ ციცინათელა - საფლავს აკოცა და წავიდა " .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent