შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი გმირი [თავი მე4]


10-02-2022, 19:56
ავტორი L.G-25
ნანახია 945

ელის წვრთნაც დაიწყო, დილით ადრე წამოაყენა არბენინა, წყლით სავსე სათლები ატარებინა, ხმლის დაჭრა და მშვილდის სროლა ასწავლა, ყველასდა გასაკვირად მოხუცი კაცი ძლიერი და ნიჭიერი აღმოჩნდა. ამ ვარჯიშებში უკვე მთელი თვე გასულიყო. დილით ადრე ელმა მშვლდი დ ხმალი აიღო, დღს როგორც ყოველთის სანადიროდ უნდა წასულიყვნენ, ელი ხმალს ისევ ვერ ფლობდა კარგად, მაგრამ მშვენიერი მიზანი აღმოაჩნდა, მშვილდით გაფრენილ ჩიტსაც კი არტყავდა.ტყეში ტბასთან იხვების დასახოცად წავიდნენ, ელი ბალახებში დაიმალა დიდხანს იჯდა გარემოს თავის თავს აჩვევდა, იხვები გაფართხალდნენ და ცაში აფრინდნენ ელმა მშვილდი მოჭიმ კარგად დაუმიზნა და გაისროლა, იხვს მუცელში გაარტყა, ძირს ჩამოვალრდა ელი ახლოს მივიდა ასაღებად, იხვს დააჩერდა ფიქრობდა რომ ერთ დღს მასაც ასე მოკლავდნენ, ნეტავ მასზე თუ იდარდებდა ვინმე?! ან ვინმეს მაინც თუ მოენატრებოდა?! იხვს ხელი მოკიდა და წამოიღო. საღამოს ცეცხლის გარშმო დასხდნენ.
-გოგონა მგონი უკვე დროა წახვიდე, შნი წვრთნა დავასრულე.
-მაგრამ ჯერ ხმალს კარგად ვერ ვიყენებ.
-დანარჩენს ბრძოლაში ისწავლი, თუ ასე ყველფრის სწავლა დაიწყე უკან ვერასდროს დაბრუნდები, შენ ხომ თქვი რომ იქ ხალხი გიცდის, ისინი დაგიცდიან მაგრამ მათი სიცოცხლე არა.
-მაშ შენი აზრით ჯობს უკვე დავბრუნდე?!
-მე მეტს მაინც ვეღარაფერს გასწავლი, დანარჩენი შნით უნდა ისწავლო.
-მოხუცო შენც ჩმთან ერთად წამოდი.
-მე იქ უკვე აღარაფერი მესაქმება.
-კი მგარამ იქნებ ეს შენი შანსია უკან სახლში დასაბრუნებლად.
-უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ აღარ მგონია ჩემი ოჯახი ცოცხალი დამხვდეს.
-შენ იქ ოჯახი გყავდა?
-კი ცოლი და შვილები, როდესაც ამ სამყაროში აღმოვჩნდი და დავმარცხდი მივხვდი, რომ მათ ნახვას ვეღარასდროს შვძლებდი, ერთადერთი მათზე ოცნებაღ დამრჩა.
-და იქნებ ისევ გიცდიან, რატომ არ ცდი ჩემთან ერთად ბრძოლას.
-ბრძოლას მოვრჩი,ეს ბრძოლა დრომ მოიგო.
-არ მადარდებს გინდა თუ არა მე მაინც დაგაბრუნებ უკან შენს ოჯახთან.
-ოხ ღმერთო რა ჯიუტი მოზარდი ხარ.
-მე მოზარდი სულაც არ ვარ.
- ლაწირაკი მოზარდივით კი იქცევი ჰაჰაჰ....
-არა არ ვარ
გაიბუსხა ელი თუმცა მასაც ეღიმებოდა. მეორე დღეს ელი ადრიანად წამოდგა და ყველაფერი მოამზადა, საღამოს აპირებდა წასვლას, სასახლისკენ ჰქონდა გამიზნული წასვლა. როგორც კი დაბნელდა გზას გაუდგა, გეგმა მარტივი იყო პატარა გოგონა ოჯახში უნდა დაებრუნებინა და შემდგომ ბიჭებთან მისულიყო. სასახლეს მიუახლვდა, შესასვლელთან ორი მცველი იდგა ამიტომ ღობიდან გადაძრომა გადაწყვიტა, ღობეზე აძვრა ეზოში მდგარ ხეზე გადაძვრა და როდესაც ქვემოთ უნდა ჩასულიყო ხმა მოესმა.
-გაიგე პრინცს ტახტიდან მეფის გადაგდება უნდოდა.
-როგორც ჩანს მამა-შვილს შორის დაძაბულობა.
-ბატონმა არ გაგვიგოს მოგკვლავს, წამოდი იარაღის საწყობში დავლიოთ.
-კარგი აზრია.
მცველები საწყობისკენ მხიარუად წავიდნენ, ელი ჩამოხტა ხიდან, ზუსტად არც იცოდა სად მიდიოდა, აზრზე არ იყო გოგონა სად ყავდათ. ამიტმ ისიც იარაღის საწყობის გზას დაადგა, რადგან იქ ვიღაცას პასუხები ქონდა. ელმა დიდხანს უცადა კარებთან და როდესაც მცველები კარგად გამოთვრნენ კარი შეაღო.
-გამარჯობა ბიჭბო.
კარი მიხურა და შიგნიდან ჩაკეტა.
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ?.
-ჰო ვინ ხარ? უბრალო ხალხის სასახლეში შემსვლა არ შეიძლება, დაიკარგე აქედან!
-ოჰ ასეთი უხეშობა რა საჭირა! მე უბრალოდ კითხვებზე პასუხები მჭირდება.
ელმა ხმალი ამოიღო და ერთ-ერთ მცველს კისერზე მიაბჯინა.
-თუ გაინძრევით ორივეს მოგკლავთ... სად არის გოგომა?!
-რა? გთხოვ ეს ხმალი გაწიე ყველაფერს ვიზავ.
-სად არის გოგონა? მეტჯერ აღარ გავიმეორებ.
-ვინ გოგონა?
-პატარა გოგონა რომელიც ერთი თვის წინ სოფლიდან წამოიყვანეთ
-შენ ალბათ მედურგლის გოგოზე ლაპარაკობ, ის სასახლეში სარდაფში ყავთ.
-მადლიერივარ თქვენი.
-ახლა მომაშორე ეს ხმალი.
-კი მაგრამ ხმალი რო მოგაშროთ ბატონთან ჩამიშვებთ,ასე ვერ გაგიშვებთ.
-რა შენ ხომ დაგ.....
ელმა ღვინის ბოთლი დაარტყა ორივეს და გათიშა ცოტახანი ფიქრობდა მათ მოკვლაზე, მაგრამ ვერ შეძლო და გოგოს საძებნელად წავიდა.სასახლეში ფანჯრიდნ შძვრა, დ სარდაფის კარის ძბნა დაიწყო, როდესაც დერეფანს მიუყვებოდა ერთი ოთახიდან ლაპარაკი მოესმა, ახლოს მივიდა რომ უკეთ გაეგო.
-ვირთხები ჭამენ აქ ყველაფერს აჯობებს საზაფხულო სასახლის საწყობში გადავიტანოთ, თორემ მალე საჭმელი სულ აღარ დაგვრჩბა.
-კი მაგრამ ამდენ ბოსტნეულს როგორ გადავიტანთ ან იქ როგორ დავიცავთ?
-ბატონო ეს ჩენ მოგვანდეთ, მათ უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ.
უცბად მოძრაობა დაიწყეს ელს შეეშინდა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. ბევრი ბოდიალის შემდეგ სარდაფის კარსაც მიაგნო, როდესაც კარი გამოაღო შიგნით კიბე იყო კედელზე კი შანდლები ეკიდა რმელიც კიბეს ანათებდა, ელი ქვემოთ ჩავიდა, სარდაფში უამრავი ხარახურა ეყარა მარცხენა კედელთან კი პატარა კარი იყო, რომელიც ჩაკეტილი იყო ელისთვის ეს საკეტი დიდი სირთულე არ აღმოჩნდა, ის ხომ მთელი ცხოვრება ქურდია. კარი გამოაღო და შიგნით გოგონა დაინახა, შეშინებული იჯდა მატრასზე რომელიც ძირს ეგდო, ხელებზე და ფეხებზე გრძელი ჯაჭვები ქონდა მობული და ის საბოლოოდ კედელზე იყო მიმაგრებული, რომ ვერსად გაქცეულიყო. გოგონამ თავი ნელა წამწია, დახეული ტანსაცმელი ეცვა , ლამაზი პატარა სახე სულ ჩალურჯებული ქონდა, დიდი თვალებიდან მნათობი ცრელები მარგალიტებივით უცვიო, ცხვირთან ხელი გაისვა ამოისუნთქა და ჩუმად წარმთქვა.
-გთხვთ ნუღა დამსჯით კარგად მოვიქცევი.
ელმა ამას ვეღარ გაუძლო გოგონასკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ნუ ღლავ მე შენ გადასარჩენად მოვედი, აქედან გაგიყვან.
-ჩემ გადასარჩენად?
-კი მე ყველას გადაგარჩენთ. მოდი ბორკილებს მოგხსნი.
ელმა ბერკილები მარტივად გახსნა, რთული საკეტი არ ქონია, გოგონა ფეხზე წამოაყენა, მაგრამ ისე იყო ნაცემი რომ დიდხნს ფეხზე დგომა ვერ შეძლო და დაეცა, ახლა ხელმეორედ წაოაყენა ზურგზე შისვა და ოთახიდან გამოიყვანა, კიბეები სწრაფად აირბინა, სარდაფიდან ფრთხილად გავიდა უცბად ფეხის ხმა გაიგო და ვიღაცის ოთახში შვარდა, ოთახში ფანჯარა იყო და იქიდან გადაძრა ეზოში აღმოჩნდა უკვე ისე ბნელოდა რომ ვერც ხედავდა სად მიდიოდა , გზად ხან რას ეფარებოდა და ხან რას, მცველები მუდმივად დადიოდნენ ეზოში შესამოწმებლად. საბოლოოდ ძლივს მიაგნ ისევ ღობეს, თუმცა ზედ ზურგზემოკიდებული გოგონათი ვერ გადაძვრებოდა, სხვა გზა არ იყო ჭიშკრიდან უნდა გასულიყო, გასასვლელთან ორი მცველი იყო გოგონა კედელთან დააჯინა ხმალი ამოიღო და ზურგიდან თავს დაესხა მცველებს, ხმალი მოიქნია და მცველს კისერთან დაარტყა, საძილე არტერიას მოხვდა სისხლი ირგვლივ მიმოიფანტა და ძირს მაშინვე დაეცა, ხმალი შმოაბრუნა და მეორე მცველი სანამ ხმალს ამოიღებდა ელმა გულში გაუყარა, ცოტა ხანს ასე იდგა მანამ სანამ კაცმა უკან დახევა არ დაიწყო, ხმლი გულიდან გამოძვრა და ზურგით მიწაზე დაეცა, თვალები ჯერ კიდევ გახელილი ქონდა, ელი ცოტა ხანს გაშტერებული დაჰყურებდა შემდეგ წყნარად მობრუნდა გოგონა ისევ ზურგზე შემოისვა და გარეთ გავიდა, სასახლე სოფლის ცენტრში იყო მაგრამ სასახლესა და სოფელს შორის მდელო იყო ამ მდელოზე წყნარად მიაბიჯებდა, თითქოს არსად ეჩქარებოდა, თავ დახრილი მიდიოდა, მაგრამ თუ კარგად შხედავდი შეამჩნევდი რომ ელს ცრემლები სდიოდა თვალებიდან, ხმას არ იღებდა მთელი გზა ჩუმად ტიროდა. სოფელში შვიდა და ბიჭების სახლისკენ წავიდა, კარი შეაღო სიჩუმე იყო.
-ბილ.... ალექს.... რობერტტტ... ბიჭებო სად ხართ...
საძინებლის კარები გაიღ და იქიდან ნამძინარევი ბიჭები გამოვიდნენ თვალების ფშვნეტით.
-ელ?
-ბიჭებო გთხოვთ მაპატიეთ რომ დაგტოვეთ. ისევ მიმიღბთ?
-ელ მოგვენატრე
წამოიძახეს და ელისკენ გაიქცნენ გარშემო შემოეხვივნენ და ეხუტებოდნენ.
-ელ ამდენი ხანი რატმ დაგჭირდა დასაბრუნებლად.
-გვეგონა სამუდამოდ დაგვტოვე.
-ნუ ღელავთ აწი აღარ დაგტოვებთ, თან ნახეთ ვინ მოგიყვანეთ.
-ეს ხომ მარიაა, ნუთუ ის ბატონისგან წამოიყვანე.
-ხო ის დროებით აქ დავმალოთ მმართველი რო დაწყნარდება მამამისთან დავაბრუნებთ.
-რა კარგია, მოდი შემოდი დაღლილი იქნებით.
ელი სახლში შევიდა ის ღამე ლამაზი და მშვიდი იყო, ელი სიამაყეს გრძნობდა თავისი საქციელის გამო, თავი მართლა გმირი ეგონა ცხოვრებაში პირველად გრძნობდა რომ სწრ ადგილას იყო, ეს უკვე მისი სახლიც იყო. დილა გათენდა ბიჭები ოთახიდან ამოვიდნენ სუფრა გაშლილი დახვდათ, გაუკვირდათ დაინახეს სამზარეულოში ელი როგორ ტრიალებდა, ის დღეს განსხვავებულად ბედნიერი ჩანდა, რაღაც სიმღერას ღიღინებდა.
-მოდით ბიჭებო საჭმელად დავსხდეთ.
ყველა სუფრას შემოუსხდა, თუმცა ჭამა არ დასცალდათ გარეთ უცნური ხმაური ატყდა, ელი ფეხზე წამოდგა და გარეთ გვიდა.
-ბიჭებო თქვენ აქ დარჩით და გოგოს მიხედეთ, მე გარეთ შევამოწმებ რა ხდება.
-კარგი ფრთხილად იყავი.
ელმა ხმალი გიკეთა წელზე და გარეთ გავიდა, ბატონი იყო მოსული თავისი რაზმით და ხალხს ამოწმებდნენ, უცბად ერთი მცველი გამოვარდა და ელისკენ თითი გაიშვირა.
-აი ეს იყო, ეს შემოიპარა სასახლეში.
-ისევ შენ?! ამჯერად აქვე მოგკლავ.
ელისკენ რაზმი გამემართა 20 კაცი იქნებოდა, ელმა ხმალი ამოიღო, გასაქცევი მაინც არსად იყო უნდა ებრძოლა, ერთდროულად 20ივესთან იბრძოდა რაზმის ნაწილი გაარღვია და ბატონისკენ გაიწია, განზრახული ჰქონდა ის კაცი მოეკლა მაგრამ არსაიდან ვიღაც უზარმაზარი კაცი გადმოხდა ხმალით ბრძოლა დაიწყეს ორივემ ისე ძლიერად დაარტყეს რომ ხმლები გატყდა, ახლა მუშტებით ჩხუბი დაიწყეს, ირგვლივ მთელი რაზმი გაჩერდა ჩხუბში არავინ ერეოდა, კაცი ძლიერი იყო მაგრამ ელი თავისი ტანის გამო უფრო მოხერხებულად და სწრაფად მოძრაობდა, კაცმა მუშტი მოიქნია და ელს პირდაპირ სახეში გაარტყა ელი წაბორძიკდა , მანაც მოიქნია მუშტი და მუცელში დაარტყა, კაცმა ელს ხელში და ფეხში წაავლო ხელი მაღლა აწია დააბზრიალა და ძირს მთელი ძალით დაანარცხა, ელმა წამოდგომა ცადა მაგრამ კაცმა წიხლი პირდაპირ მცელშიი დაარტყა და ისევ დაეცა, უცბად გარშემო ხალხით შმორტყმული წრე ვიღაცამ გაარღვია მოსასხამი ქონდა მოხურებული და თავზე ქუდი ეფარა ხმალი ამოიღო ელს მიუახლოვდა ხელში აიტაცა და ზურგზე ტომარასავით გადაიკიდა.
-მას ვინც მიუახლოვდება საქმე ჩემთან ექნება.
თქვა და ქუდი მოიხსნა, ახალგაზრდა ბიჭი იყო ელის ასაკის ან ცოტა დიდი იქნებოდა, შავი მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა, მუქი ლურჯი თვალები, სწორი ცხვირი, მაღალი და ძლიერი ჩანდა, ელი აზრზე არ იყო ვინ იყო ეს ბიჭი.
-ახლავე დამსვი!
-ნუ ფართხალებ თორემ აქედან მოგისვრი!.
მკვახედ მიაძახა ბიჭმა. წინ ერთი მეომარი გამოვიდა წამიც არ დაჭირდა ხმლის მოქნევას და მეომრის თავი მხრებიდან მოწყდა, ყველა გაოცდა და უკან დაიხია.
-ეს ხომ მონადირეა, მასთან ბრძოლას არ ვაპირებ.
წამოიძახა ერთმა მეომარმა, ბიჭმა ხმალი მოიქნია და გზა გაათავისუფლა, წრეში შავი ცხენი შმოვარდა ჭიხვინით, ცხენზე ჯერ ელი გადაკიდა და შემდეგ თვითონაც შეჯდა, ცხენი გააჭენა და როცა წრეს გაცდა გაოცებულ და სახტად დარჩნილ ბატონს მოაძახა.
-ბატონო მგონი ისევ წაგართვით ის რაც თქვენი იყო, შემდეგში უკედ დაიცავით თქვენი ნივთები.
-ნივთი ვის დაუძახე არაკაცო.
-შენ ენა ჩაიგდე თორემ პირს აგიკრავ.
ცხენი სწრაფად გააქროლა და ჰორიზონტზე მალევე აღარ ჩანდნენ.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა.მომწონს ძალიან..კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს,

 


№2  offline წევრი L.G-25

სტუმარი nancho
საინტერესოა.მომწონს ძალიან..კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს,

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent