მარტივი ბედნიერება ( 11 )
- ჯანდაბა, რატომ არის ეს გოგო ასეთი ლამაზი, -ეს იყო პირველი რაც გავიფიქრე, იმის არ ვამბობ რომ მე მახინჯი ვიყავი მაგრამ ნინი ხელოვნურად დაბერილი ტუჩები რომ არა ნამდვილი სრულყოფილება იქნებოდა, თუმცა თავცარიელი სრულყოფილება, ერთი შეხედვით ეტყობოდა რომ ტიპიური სულელი ქერათმიანების კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვუყურებდი და ნელ-ნელა უფრო და უფრო მიპყრობდა ბრაზი, დემეტრეზე ვბრაზობდი, როგორ შეეძლო ასეთი თავცარიელი ეგოისტი არსების გამო დეპრესიაში ჩავარდნა და თვითგვემა, ალბათ ბავშვის ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი თორემ შეიძლება არც ედარდა ასე ძალიან, თანაც ბავშვობის მეგობარიც... - რა მოხდა ენა გადაყლაპე? -ნინის დამცინავმა ხმამ გამომარკვია. - უბრალოდ ვფიქრობდი, -სრულიად მოვეშვი და თავისუფლად გავიღიმე, მასში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავდი მითუმეტეს მისი მეტოქედ მიჩნევა წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა. - შეგეშინდა? მიხვდი რომ თუ მოვისურვებ დემეტრე მაშინვე მიგატოვებს? - არამგონია შენ დემეტრეზე ასეთი გავლენა გქონდეს. - ასე გგონია? -ვხედავდი როგორ აცოფებდა ჩემი მშვიდი ტონი და ღიმილი მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, მე კი ვხალისობდი, თვალის კუთხით ვხედავდი როგორი დაძაბული მაკვირდებოდა კაილი, ალბათ ელოდა რომ ავფეთქდებოდი და აქაურობას გადავბუგავდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ამ თვითკმაყოფილ ინდაურს (ლამაზ ინდაურს) იმას არ მივცემდი რაც სურდა. - თავს რატომ იმცირებ ნინი? -ღიმილით ვკითხე, სკამიდან ჩამოვხტი და წინ დავუდექი. - მაგას მე მეუბნები? როგორ ბედავ? -იკივლა და მთელი ძალით მომიქნია ხელი, თუმცა ამას ველოდი და მანამდე მოვასწარი მისი მაჯისთვის ხელი მეტაცა სანამ მისი თხელი თითები ჩემს ლოყაზე დაეშვებოდა, ახლაღა შეამჩნიეს ლიზამ და ანამ რომ რაღაც ხდებოდა, დავინახე როგორ წამოხტნენ და ჩვენსკენ წამოვიდნენ. - ხელი გამიშვი, როგორ ბედავ, დემეტრეს აუცილებლად დავიბრუნებ იმიტომ რომ ისევ მე ვუყვარვარ, - იყვირა და ხელი გამომგლიჯა. - რომ უყვარდე ახლა შენ იქნებოდი მის გვერდით და არა მე, -თვითონაც მიკვირდა ჩემი სიმშვიდე. - აქ რა ხდება? -ლიზა გვერდით ამომიდგა და ნინის დანახვისას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. - შეენ? აქ? როდის დაბრუნდი? - ესე იგი არ დაგვიწყებივარ. - როგორ შეიძლება ის ადამიანი დამავიწყდეს ვინც ჩემს საყვარელ ბიძაშვილს სიცოცხლე გაუმწარა, ახლა რისთვის დაბრუნდი, ისევ ყველაფრის ასარევად? - იმისთვის დავბრუნდი რომ ის დავიბრუნო რაც ჩემია, დარწმუნებული ვარ გახსოვს როგორი ბედნიერი იყო ჩემს გვერდით. - შენი საქციელის შემდეგ განადგურებულიც მახსოვს, ასე რომ არ გაბედო მაოს და დემეტრეს შორის ჩადგომა თორემ იცოდე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბოლო მოგიღო, -ასეთი გაცოფებული ლიზა ჯერ არ მენახა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ალბათ რომ მიგვეშვა ნინის ყელს გამოღადრიდა. - გეყოფა ლიზა, ეს არსება ნამდვილად არ ღირს ნერვების მოშლად, -მასაც და ანასაც გასასვლელისკენ ვანიშნე და ნინისთვის გვერდის ავლა ვცადე. - ასე უბრალოდ წახვალ? გგონია ამ ანგელოზის გამოხედვით და მანერებით დაიპყრობ დემეტრესა და მისი ოჯახის გულს? არ გამოგივა. - ამდენს ნუ ფიქრობ, შენნაირებისთვის ბევრი ფიქრი არ შეიძლება, ნაოჭები გაგიჩნდება, -ვუთხარი და ძლივს შევიკავე სიცილი როცა დავინახე როგორმა შეშინებულმა წაივლო სახეზე თითები და არარსებული ნაოჭების ძებნა დაიწყო, ის იყო რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდით და თავი სამშვიდობოს დავიგულე რომ უკნიდან მისი დამცინავი ხმა მომესმა... - სად მიდიხარ? ჯერ მთავარი არ მითქვამს. - შეეშვი, არ შებრუნდე, -მიჩურჩულა ანამ და ალბათ მართალიც იყო, არ უნდა შევბრუნებულიყავი თუმცა ეს ცნობისმოყვარეობა... ნინის მოთამაშის გამომეტყველება ჰქონდა რომელსაც მთავარი კოზირი ჯერ არ გამოუყენებია და ახლა თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია. - დღეს დემეტრეს შევხვდი, უნდა გენახა მისი რეაქცია ჩემი დანახვისას, ძალიან გაუხარდა, გიჟივით მკოცნიდა და მეფერებოდა, მისი ტუჩების გემო ზუსტად ისეთი იყო როგორც წლების წინ, -დაბერილ ტუჩებზე ენა გადაისვა და თვალები ისე მილულა თითქოს კოცნას იხსენებსო... ვუყურებდი, ვუსმენდი და მისი თითოეული სიტყვა ბასრპირიანი ხანჯალივით მესობოდა სხეულში, იმის წარმოდგენაც კი მაცოფებდა რომ დემეტრე იმ ტუჩებით რომლებზეც ლამის მაბოდებდა მას კოცნიდა, თავისი ულამაზესი თითებით მას ეფერებოდა, ვეცადე, ვეცადე და მაინც ვერ შევძელი მთელი ეს გრძნობები სახეზე არ ამსახვოდა, ნინიც მიხვდა... - მიხვდი რომ მისთვის მხოლოდ დროებითი გასართობი იყავი? დროებითი, მანამდე სანამ ისევ არ გამოვჩნდი მის ცხოვრებაში, -გამარჯვებულის ღიმილით მკითხა... დროებითი? დროებითი... კი მაგრამ ასე რატომ მტკივა გული, მე ხომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, ყველანაირი იმედგაცრუებისთვის, ასე რატომ მოქმედებს ჩემზე იმის წარმოდგენა რომ დემეტრემ შესაძლოა ამ გაფხორილ ინდაურთან მიღალატოს, ან ღალატად ჩაეთვლება კი? მე ხომ არც კი ვიცი რა ქვია იმ ურთიერთობას რაც გვაქვს... იქნებ სწორედ ეს დროა ის დრო როცა უნდა გადავწყვიტო რა მინდა მისგან და რა მინდა საკუთარი თავისგან... ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა ჩვენ გვიყურებდა, ლიზა და ანა, ნინის მეგობრები, კაილი, უცნობებიც კი, ნეტავ რას ელოდნენ? აშკარად იმას არა რის გაკეთებასაც ვაპირებდი, ყოველთვის ვახერხებდი არაპროგნოზირებადი ვყოფილიყავი... ნინის სახე სახესთან ახლოს მივუტანე და მშვიდად, დამტკბარი ტონით და ღიმილით ვკითხე, - იცი რა ანგრევს ურთიერთობებს? - რა? -აშკარად ვერ მიმიხვდა. - უნდობლობა, -ისევ გამეღიმა როცა მის სახეს შევხედე, ზედ ისეთი ტანჯვა ჰქონდა გამოსახული თითქოს რაღაც ძალიან რთულ ამოცანას ხსნიდა. - ამით რისი თქმა გინდა? - იმის რომ დემეტრეს ვენდობი და არ მაინტერესებს შენ რას გააკეთებ, -მის საპასუხო რეაქციას აღარ დავლოდებივარ, მომღიმარ კაილს თვალი ჩავუკარი, გოგონებს ხელი ჩავკიდე და ამაყად თავაწეულმა დავტოვე იქაურობა, ანა თავის ბინაში დავტოვეთ და უკვე სახლს ვუახლოვდებოდით როცა შევამჩნიე როგორ ცმუკავდა ლიზა ერთ ადგილზე, თითქოს ჩემთვის რაღაცის კითხვა უნდოდა და ვერ ბედავდა, - მიდი მკითხე რაც გაინტერესებს, - დემეტრეზე რაც თქვი მართალი იყო? - რაზე მეკითხები? -მართლა ვერ მივხვდი. - იმაზე ნინის რომ უთხარი ვენდობიო. - შენ რა გეგონა ასეთი რამ მხოლოდ იმიტომ ვთქვი რომ ნინი გამეცოფებინა? ცოტა არ იყოს მეწყინა, მართლა ასე ფიქრობ? - არა მე უბრალოდ... შენ ისეთი მტკიცე ხმით, ისეთი დარწმუნებული ამბობდი ამას... - იმიტომ რომ მართლა ასე ვფიქრობ, მართალია დიდი ხანი არ არის რაც ვიცნობ მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის რომ ჩემი ნდობა მოეპოვებინა, ვიღაც გაბოროტებული ქალის გამო მის დაკარგვას არ ვაპირებ, ვიცი რომ ნდობას არასოდეს გამიცრუებს. - იღბლიანი , -ჩაიბურტყუნა ლიზამ. - მაგას დემეტრეზე ამბობ? -გამეღიმა. - ჰო, დემეზე ვამბობ, იღბლიანია რომ შენნაირი გოგო ჰყავს გვერდით, მაპატიე თუ ცოტახნის წინ შენს მიმართ უნდობლობა გამოვხატე, კარგი? ხომ მაპატიებ? -ისე საყვარლად მიფახულებდა წამწამებს ღიმილს ვერ ვიკავებდი, არ შემეძლო იმ წუთას ბაგეზე მომდგარი გულიდან წამოსული სიტყვები რომ არ მეთქვა... - ეს მე ვარ იღბლიანი. - - - - - - - - სახლში დაბრუნებულს დემეტრე არ დაგვხვდა, მანანამ ანგარიში ჩამაბარა, შენი მეუღლე ახლახანს გავიდა და ალბათ ჯერ არ დაბრუნდებაო, საძინებელში ასვლა და დასვენება გადავწყვიტე, მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან შემაჩერა დავითმა. - მაო შვილო შენთან საქმე მაქვს, თუ ძალიან დაღლილი არ ხარ იქნებ ცოტა ხნით გვესაუბრა. უხმოდ დავუკარი თავი და სამუშაო ოთახისკენ მიმავალს უკან გავყევი, აქამდე მხოლოდ ლიკა აქტიურობდა ჩემთან მიმართებაში, დავითისგან კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თუ მსმენოდა, საინტერესოა რა თემაზე სურს ჩემთან საუბარი, ოთახში შევიდა, მეც უკან ვივყევი და ზურგს უკან კარი მივიხურე, ოთახში ბუხარი ენთო და სასიამოვნო სითბო იდგა, დავითი სამუშაო მაგიდასთან დაჯდა და მეც მანიშნა რომ მის წინ დავმჯდარიყავი, ისე მიყურებდა რატომღაც დავიძაბე, თავი გასაუბრებაზე მეგონა, იმ გასაუბრებაზე რომელიც არა სამსახურში აყვანას არამედ მთელ ჩემს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავდა, ვეცადე აღელვება არ შემტყობოდა, ღიმილით შევხედე დავითს რომელიც მაგიდაზე დალაგებული დოკუმენტებში რაღაცას ეძებდა და დროდადრო უცნაურად, თითქოს გამომცდელად მიყურებდა, ბოლოს როგორც იქნა იპოვა რასაც ეძებდა, რამდენიმე ერთად შეკრული ფურცელი აიღო, ზერელედ გადახედა, შემდეგ გადმოიხარა და წინ დამიდო, პირველივე ფურცელზე მომხვდა თვალში ‘’საქორწინო ხელშეკრულება’’ უცბად მოვეშვი, მოვდუნდი და შვებით ამოვისუნთქე, ღიმილით შევხედე და მისმა გაკვირვებულმა გამოხედვამაც არ დააყოვნა. - შენთან საქორწინო ხელშეკრულებაზე მინდოდა საუბარი, -ისეთი ხმით მითხრა რომ ჩემგან ჩხუბს და პანიკას თუ არა, სულ მცირე ოთახიდან უხმოდ გავარდნას და კარის გაჯახუნებას მაინც ელოდა. - მე კი რა აღარ ვიფიქრე და შემეშინდა, -უნებურად გამეცინა და თავისუფლად მივეყრდენი საზურგეს. - ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია, შენი რეაქცია მაკვირვებს. - მესმის, ანუ გინდათ რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო? - მიხარია რომ ასე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს, ალბათ არც იმის გაგება გაგიჭირდება ამას რატომაც ვაკეთებთ, დემეტრე ძალიან დიდი ქონების პატრონია... - მე კი არაფერი გამაჩნია... არა, არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ყველაფერი მესმის, ახლავე მოვაწერ ხელს, უბრალოდ მითხარით დემეტრემ იცის ამ ხელშეკრულების შესახებ? - რათქმაუნდა იცის, -დავითმა კალამი გამომიწოდა, ერთი წამითაც არ მიყოყმანია აღნიშნულ ადგილებზე ხელი მოვაწერე და ხელშეკრულება კალამთან ერთად გავუწოდე დავითს, უცნაური ღიმილით ჩამომართვა. - არც კი წაგიკითხავს ისე მოაწერე ხელი. - თქვენ მითხარით რომ დემეტრემ იცის ამის შესახებ, ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია, მე თქვენ ორივეს გენდობით, ურთიერთობები ნდობის გარეშე, ეს უბრალოდ... - საოცარი გოგო ხარ მაო, -შემაწყვეტინა დავითმა, -მომწონხარ და იმედია ეს ყველაფერი ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს. - რატომ უნდა მოახდინოს, -გულწრფელად გამიკვირდა, დავითმა ერთხანს კიდევ მიყურა ღიმილით, მერე წამოდგა, ხელშეკრულება შუაზე გადახია და ბუხარში შეუძახა, გაოცებული წამოვხტი ფეხზე. - კი მაგრამ რას აკეთებთ? -ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მომიახლოვდა, ხელი მომხვია, გულზე მიმიკრა და პატარა ბავშვივით მომეფერა თავზე. - შეიძლება ბავშვურ საქციელად ჩამითვალო მაო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდოდა გამომეცადე, ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, შენ ამას არ იმსახურებდი, მაპატიე. - საპატიებელი არაფერი გაქვთ ბატონო დავით, სულაც არ მიმიღია ცუდად. - ძალიან გთხოვ ბატონ დავითს ნუ მეძახი, უბრალოდ დათო დამიძახე კარგი? - ალბათ გამიჭირდება რომ ასე მოგმართოთ მაგრამ ვეცდები, -ოდნავ მოვშორდი და გულიანად გავუღიმე, -ახლა თუ შეიძლება დაგტოვებთ. უხმოდ დამიქნია თავი და ის იყო ოთახიდან უნდა გავსულიყავი რომ შემაჩერა. - ცოტა ხნის წინ მოგატყუე როცა გითხარი რომ დემეტრემ იცოდა ამ ხელშეკრულების შესახებ, მას ასეთი რამის გაკეთება თავში აზრადაც არ გაუვლია ასე რომ ნურაფერს ეტყვი, -მუდარანარევი ხმით მთხოვა და ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი სადღაც გულის სიღრმეში ცოტათი, სულ ცოტათი რცხვენოდა იმის რაც ცოტახნის წინ გააკეთა, შეიძლება არც სჯეროდა როცა ვუთხარი რომ მესმის თუ რატომ აკეთებს ამას, არადა მართლაც მესმის, ის მშობელია და ყველა მშობელი ზრუნავს შვილზე, თუმცა არსებობენ იშვიათი გამონაკლისები... ირაკლის გახსენებამ ხასიათი გამიფუჭა და სახე შემეცვალა რაც მაშინვე შემატყო, მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. - მაპატიე, ზედმეტი მომივიდა. - თქვენ არაფერ შუაში ხართ, შეიძლება არ დამიჯეროთ მაგრამ მესმის თქვენი, თქვენს ადგილას მყოფი ნებისმიერი მშობელი ვისაც საკუთარი შვილის მომავალი აინტერესებს ასე მოიქცეოდა. - კარგია თუ ასე ფიქრობ, უბრალოდ ისეთი სახე გქონდა ვიფიქრე რომ რამე გაწყენინე. - უბრალოდ მამაჩემი გამახსენდა, ერთხელ მაინც რომ მეგრძნო მისგან ასეთი ზრუნვა, ერთხელ მაინც... - ჰო მაგრამ შენ თქვი რომ მამაშენი დიდი ხნის წინ დაიღუპა. - ასეა, ის არაკაცი ჩემთვის პირველად მაშინ დაიღუპა როცა მე და დედა მიგვატოვა, მეორედ კი მაშინ როცა წლების შემდეგ გამომეცხადა და ფული შემომთავაზა მისგან და მისი ოჯახისგან შორს ყოფნისთვის... არც კი ვიცი რატომ ვუთხარი და ახლა იძულებული ვიყავი მისი თანაგრძნობით სავსე მზერა ამეტანა, იქნებ უბრალოდ მჭირდებოდა მისი თანაგრძნობა, იქნებ უბრალოდ ადამიანური გრძნობების დანაკლისი მქონდა და ახლა დემეტრესა და მისი ოჯახის მეშვეობით ვცდილობდი მის შევსებას, უნებურად იმ ძაღლს მივამსგავსე საკუთარი თავი, რომელიც ათასნაირ ოინს ჩადის იმისთვის რომ თავზე ხელის გადასმა დაიმსახუროს, უნებურად გამეღიმა და თავი გადავაქნიე რომ აბეზარი ფიქრები გამეფანტა. - მაპატიეთ, ჩემს პრობლემებს გახვევთ თავზე, ზოგადად ასეთი რამ არ მჩვევია... - იცოდე რომ ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, არ იფიქრო ამას იმიტომ გეუბნები რომ მეცოდები, -ღიმილით მომითათუნა ლოყაზე ხელი და კარი გამიღო, ჯანდაბა, აი თურმე ვისგან გამოჰყოლია დემეტრეს ეს უნარი რომ გაფიქრებისთანავე მიხვდეს ადამიანის გულისნადებს, აღარაფერი მითქვამს უხმოდ დავუკარი თავი, ოთახიდან გამოვედი და თითქმის სირბილით წავედი კიბისკენ, საძინებელში შევედი თუ არა მაშინვე გავიხადე და მაკიაჟი მოვიშორე, მერე წყალი გადავივლე, პიჟამო ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი, თუმცა ვერ დავიძინე, დიდხანს ვტრიალებდი აქეთ-იქით და თან ათასნაირ უცნაურ სცენარს ვხატავდი გონებაში თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო დემეტრე, წამდაუწუმ დავყურებდი საეჭვოდ დადუმებულ ტელეფონს, არ რეკავდა, არც მე დამირეკავს, უბრალოდ ველოდი, მერე როგორც იქნა ჩამთვლიმა, შუაღამისას ზურგიდან აკრულმა ცხელმა სხეულმა, მუცელზე მოხვეულმა ძლიერმა ხელებმა და სასმლის სუნთან შერეულმა მისმა სურნელმა გამაღვიძა, მთელი ძალით მიხუტებდა და რაღაცას გაუგებრად ბუტბუტებდა, მივხვდი რომ მთვრალი იყო, აშკარად ბევრი ჰქონდა დალეული, ხელებს ნელ-ნელა დააცურებდა ჩემს მოშიშვლებულ წელსა და მუცელზე, კისერში ნაზად მკოცნიდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა... - არ მიმატოვო, მარტო არ დამტოვო, უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, მიყვარხარ მაო, სიგიჟემდე მიყვარხარ, მიყვარხარ... მითხარი რომ არ მიმატოვებ, მითხარი... -ახლა უკვე აშკარად მესმოდა რას ამბობდა, ვეღარ შევძელი თავის მომძინარება, მისკენ გადავბრუნდი, ნახევრად დახუჭული, სასმლისგან ამღვრეული თვალებით მიყურებდა, მიღიმოდა და განუწყვეტლად, სასოწარკვეთილი მთხოვდა რომ არ მიმეტოვებინა, თითები თმებში შევუცურე, დაბლა ჩაცურდა და თავი მკერდზე დამადო, გულაღმა დავწექი რომ უფრო მოხერხებულად ყოფილიყო, დიდხანს ვეფერებოდი ასე პატარა ბავშვივით, ისიც დიდხანს ბორგავდა და ბუტბუტებდა თუ როგორ ეშინოდა ჩემი დაკარგვის, მხოლოდ გამთენიისას, როცა შავი ზეცა ნაცრისფრად გაიცრიცა ჩაეძინა ჩემს მკერდზე თავდადებულს და მეც როგორც იქნა ძილმა წამართვა თავი. გამეღვიძა თუ არა მაშინვე ტელეფონს გადავწვდი, პირველის ნახევარი იყო, დემეტრეს ისევ ჩემზე დამხობილს ეძინა, მე კი ასე გაუნძრევლად წოლისგან მთელი სხეული საშინლად მტკიოდა, ძლივს მოვახერხე და მის მკლავებს დავუძვერი როგორც კი იგრძნო რომ მოვშორდი, უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა, ჩემი ბალიში ჩაბღუჯა და ჩაიხუტა, ახლა ისეთი საყვარელი იყო, წელსზემოთ შიშველი, თმააბურდული და თვალებდასიებული, ისე საყვარლად ისუნთქავდა ბალიშზე შერჩენილ ჩემს სურნელს და ძილში ისე ბავშვურად და ლაღად იღიმოდა რომ დიდხანს ვერ მოვედი გონს, ვიდექი ასე გაშეშებული და მძინარეს ვუყურებდი, როდის როდის მოვედი გამოვფხიზლდი, გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და სამზარეულოსკენ გავეშურე, სამზარეულოში მანანა დამხვდა და როგორც ყოველთვის გულთბილად მომესალმა. - რას ეძებ შვილო? -მკითხა როცა დაინახა რომ უზარმაზარ მაცივარში რაღაცას ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, - მინერალური წყალი მინდა და კიდევ რამე თავის ტკივილისთვის. - რა გჭირს შვილო ცუდად ხარ? -შეშფოთდა და დაფაცურდა, მაშინვე გამომიღო მაცივრიდან მინერალური წყალი და წამალიც მომირბენინა, გამეღიმა როცა დავინახე როგორ გულწრფელად სწუხდა. - ჩემთვის არ მინდა დემეტრემ გუშინ ცოტა ზედმეტი დალია და... - ჰოო? -შევატყვე რომ აშკარად გაუკვირდა, -ალბათ ქორწილის წინ ღელავს, ეს სრულიად ბუნებრივია, მიდი წამალი აუტანე, მე რამეს გავუმზადებ, ვიცი რაც მოუხდება. მადლობა გადავუხადე და თითქმის სირბილით წავედი საძინებლისკენ, ისევ იგივე პოზაში დამხვდა, საწოლთან ტუმბოზე დავულაგე წყალი და წამალი და ახლაღა შევამჩნიე მისი ტელეფონი რომელიც ძირს ეგდო, ავიღე და ის იყო იქვე უნდა დამედო რომ შეტყობინება მოვიდა და ეკრანი განათდა, ძალაუნებურად გამექცა თვალი არ ვიცი მაშინ რამ მაიძულა რომ შეტყობინება გავხსენი, ნომერს სახელი არ ეწერა. - - - როგორ ხარ საყვარელო? იმედია ძალიან არ იჩხუბეთ იმ ფოტოების გამო რაც გამოგიგზავნე, ვიცი რომ ვერაფერს უარყოფს რადგან ყველაფერი აშკარაა, მადლობა უნდა მითხრა რომ მისგან გადაგარჩინე, გამაგებინე როცა ქორწილს ჩაშლი და მასთან ურთიერთობას გაწყვეტ, გკოცნი... ხელის კანკალით გავხსენი გალერეა, და როცა იქ ჩემი და კაილის გუშინდელი შეხვედრის თითქმის ყველა რაკურსიდან გადაღებულ ფოტოებს წავაწყდი აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა უნდა მეტირა თუ უნდა მეცინა, სიმწრის ღიმილ აკრული ვათვალიერებდი ფოტოებს, არა უშავს კარგად უმუშავიათ, ყველა მომენტი არაჩვეულებრივად იყო დაფიქსირებული, როგორ მეხუტება, როგორ მატრიალებს ჰაერში, როგორ მკოცნის ლოყებზე, როგორ ვუღიმით ერთმანეთს... ფოტოები გუშინდელი გამოგზავნილი იყო, ესე იგი გუშინვე ნახა დემეტრემ და ამიტომაც დალია... იმაზე არც კი მიფიქრია ვისი გაკეთებული იყო ეს ყველაფერი, ნათიას და ანას კავშირი, დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერში ეს ორი იყო დამნაშავე, ახლა უკვე ისიც კი აღარ მჯეროდა რომ იმ დღეს ბაჩო შემთხვევით შემხვდა კლუბში, თანაც იმ არარეალური ბრალდებებით დამადგა თავს, კიდევ რას გეგმავ ნათია, კიდევ რა გიტრიალებს თავში? ტელეფონი იქვე ტუმბოზე დავდე და დემეტრეს გვერდით მივუწექი, სულელია, ნამდვილი სულელი, როგორ იფიქრა რომ ასე მოვატყუებდი, ნუთუ საერთოდ არ მენდობა? ნინიმ ფოტოები გამოუგზავნა და იმის მაგივრად რომ ყურადღება არ მიექცია ან ჩემთვის მაინც ეთქვა წავიდა და დალია, ალბათ რა არ წარმოიდგინა, ამიტომაც იყო ასეთ დღეში, მევედრებოდა რომ არ მიმეტოვებინა, ჩემი სულელი ბიჭი, როგორ შემიძლია მისი მიტოვება... ვუყურებდი და ფრთხილად ვეფერებოდი აჩეჩილ თმებზე, სახეზე ნელ-ნელა ჩამოვუტარე თითები და გამშრალ ბაგეებთან შევჩერდი, -რატომ ხარ ასეთი კარგი, -უნებურად ხმამაღლა აღმომხდა და ვეღარ მოვითმინე, ფრთხილად შევეხე ტუჩებით ტუჩებზე, არ გამკვირვებია როცა უცბად გამოფხიზლდა და თვითონაც მიპასუხა კოცნაზე, წელზე მომხვია ხელები და მიმიზიდა. - დილით შენი კოცნა მაღვიძებს, ამაზე მეტი რა უნდა ვინატრო, -ჩაიბუტბუტა ისე რომ თვალები არ გაუხელია და ახლა ყელზე მომაკრო მხურვალე ტუჩები, მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა მისი მკლავებიდან თავის დსაღწევად, ძლივს მოვშორდი, ავდექი და რამდენიმე წამს ვცდილობდი რომ აჩქარებული გულისცემა დამემშვიდებინა და ნორმალურად მესუნთქა, ის კი საყვარლად თვალებმოჭუტული მიღიმოდა და მანიშნებდა რომ ისევ გვერდით მივწოლოდი. - ადექი წყალი გადაივლე და სამზარეულოში ჩამოდი, მანანამ თქვა რომ შენს საყვარელს საჭმელებს მოამზადებს ისეთს ნაბახუსევზე რომ მოგიხდება, -ვუთხარი და მისი წუწუნისთვის რომ მასთან დავრჩენილიყავი ყურადღება აღარ მიმიქცევია, ოთახიდან გავედი, მაშინვე ლიზას საძინებლისკენ გავეშურე, მაინტერესებდა როგორ იყო, დავაკაკუნე თუმცა როცა არ მიპასუხა კარი შევაღე შევედი და იქვე გავშეშდი გაოცებული, ლიზას საკუთარ საწოლში იკასთან ჩახუტებულს ეძინა, ის იყო შებრუნება დავაპირე რომ ლიზამ თვალი გაახილა, დამინახა თუ არა მაშინვე წამოხტა საწოლიდან, პიჟამოები ეცვა, იკას კი ტანსაცმლით ეძინა. - მაო ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე, გეფიცები. - კი მაგრამ შენ რა იცი მე რა ვიფიქრე? -ხმამაღლა გამეცინა და მაშინვე პირზე ავიფარე ხელი როცა დავინახე თუ როგორ შეიშმუშნა იკა. - ალბათ ის იფიქრე რასაც ზოგადად ფიქრობენ ხოლმე როცა ქალსა და კაცს ერთ საწოლში ხედავენ, თანაც ეს სხვა სიტუაციაა, კარგად არ მიცნობ მაო მაგრამ ისეთი გოგო არ ვარ რომელსაც ბიჭები სახლში მიყავს ღამღამობით, თანაც იკა ხომ ჩვეულებრივი ბიჭი არ არის დემეტრეს მეგობარია, ჩვენ კი მის სახლში ვართ, ახლა შენს ადგილზე ჩემი ბიძაშვილი რომ ყოფილიყო მე ად იკას ორივეს მოგვკლავდა. - ჰო, მთლად სახარბიელო სიტუაცია არ არის მაგრამ დარწმუნებული ვარ შეძლებთ რომ დემეტრეს ყველაფერი აუხსნათ. - ყველაფერს ავუხსნი, მაგრამ ახლა ხომ გჯერა რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ ერთად გვეძინა, გუშინ ძალიან მთვრალები მოვიდნენ, დემეტრე ისეთი მთვრალი იყო, იკამ მიიყვანა საძინებლამდე და მერე თვითონაც ლამის დერეფანში ჩამოეძინა, მეც ჩემს საძინებელში შევიყვანე აბა დერეფანში ხომ არ დავტოვებდი. ისეთი დაფეთებული ცდილობდა ყველაფრის ახსნას შემეცოდა და ისე მოვიქეცი თითქოს საერთოდ არ ვიცოდი რომ ამ სახლში ჩვენი საძინებლების გარდა კიდევ სამი ცარიელი საძინებელი იყო, დავამშვიდე რომ დემეტრეს არაფერს ვეტყოდი და თვითონ ექნებოდა ახსნის შესაძლებლობა, ის იყო კარი გამოვიხურე რომ დემეც გამოვიდა საძინებლიდან, ერთად ჩავედით სამზარეულოში, მანანას უკვე მზად ჰქონდა ყველაფერი და ჩვენთვის სუფრას შლიდა, მაგიდას მივუსხედით, დემეტრე არაფერს ჭამდა, ცოტა წვნიანი შეხვრიპა, თეფში გვერდზე გაწია, ახლა კოვზს ხელში ატრიალებდა და ცდილობდა ჩემთვის თვალებში არ შემოეხედა. - აბა როგორ ჩაიარა შენმა გუშინდელმა დღემ, -პირველმა მე დავარღვიე სიჩუმე. - ისეთი არაფერი მომხდარა, ბიჭებთან ერთად დავლიე მაგრამ მგონი ზედმეტი მომივიდა. - სულ ეს იყო? დარწმუნებული ხარ რომ მეტი არაფერი მომხდარა? - რატომ მეკითხები? -კოვზი გადადო და როგორც იქნა თვალი გამისწორა, ვეცადე მის მზერაში რამე ამომეკითხა მაგრამ იქ მხოლოდ ქაოსს წავაწყდი. -შენ არ მომიყვები გუშინ როგორ გაერთეთ? -კითხვა შემომიბრუნა. - კაბა შევარჩიეთ, თაიგულიც, მერე ბარში წავედით დასალევად და კაილის სანახავად. - კაილის სანახავად? - ჰო, მე ხომ გითხარი რომ მის ნახვას ვაპირებდი, ქორწილში დავპატიჟე, ძალიან გაუხარდა, კარგი ბიჭია, რომ გაიცნობ დარწმუნებული ვარ მოგეწონება. - რაღაც არა მგონია, -ჩაიბურტყუნა და უკვე მესამე ნაჭერ პურზე გადაუსვა კარაქი. - კარაქიანი პურის კოლექციას აგროვებ? -გამეღიმა. - რა? ეს... -თეფშს დახედა და თვითონაც გულიანად გაეცინა, მე უბრალოდ რაღაცაზე ვფიქრობდი და... - იცი ვინ ვნახე გუშინ ბარში? - ვინ? - შენი ძველი ნაცნობი ნინი. ვაღიარებ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი, გაწითლდა, გალურჯდა, გაფითრდა, აცახცახებული თითებით ჩაეჭიდა მაგიდის კიდეს, თუმცა რამდენიმე წამში შეძლო თავის ხელში აყვანა. - რა გითხრა? -მკითხა ჩახლეჩილი ხმით. - ამდენი წლის შემდეგ თქვენს პირველ ვნებიან შეხვედრაზე მომიყვა. - რაა? - ჰო, მითხრა რომ გუშინ შეხვდით, რომ ერთმანეთს აკოცეთ და იმის თქმაც არ დავიწყებია რომ შენი ერთადერთი და ნამდვილი სიყვარულია... საუბარი ტელეფონის ხმამ შემაწყვეტინა, ინსტიქტურად დავხედე ეკრანს, მაშინვე ვიცანი ნომერი, იგივე ნომერი იყო საიდანაც დემეტრეს მოუვიდა შეტყობინება, გავხსენი, დაახლოებით ამდაგვარ რამეს ველოდი და არ გამკვირვებია, მაგრამ გული მაინც საშინლად მეტკინა. - რა მოხდა, რა გჭირს? დემეტრემ მაშინვე შეამჩნია ცვლილება ჩემს სახეზე, უხმოდ გავუწოდე ტელეფონი, დახედა თუ არა ფოტოებს უშვერად შეიგინა და ტელეფონი იქვე მიაგდო. - იმის დამამტკიცებელი ფოტოებიც მივიღე რომ ნინიმ სიმართლე მითხრა და ნამდვილად კოცნით ერთმანეთს, ვერაფერს ვიტყვი კარგი ნამუშევარია. - გეფიცები ყველაფერი ასე არ ყოფილა, უნდა დამიჯერო, გუშინ მართლა ვნახე მაგრამ შემთხვევით შევხვდი, ის კოცნაც... შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს მაგრამ ძალით მაკოცა, -ისეთი სასოწარკვეთილი მიხსნიდა რომ შემეცოდა, ძლივს შევიკავე თავი რომ არ მივსულიყავი და არ ჩავხუტებოდი. - არ ვიცი რის გაკეთებას ცდილობს მაგრამ უკვე დიდი ხანია ნინის ადგილი აღარ არის ჩემს ცხოვრებაში. - ვიცი დემეტრე, ასე რომ არ არის საჭირო ამ ყველაფრის ახსნა. - იცი? ანუ არ გჯერა ის ყველაფერი რაც გითხრა? - რათქმაუნდა არ მჯერა, უამრავი სისულელე მითხრა. - და შენ რა უთხარი? - ის რომ ურთიერთობებს უნდობლობა ანგრევს და რომ მე შენ გენდობი. დავინახე როგორ ამოისუნთქა შვებით, მოეშვა, თითქოს მხრებიდან უმძიმესი ტვირთი მოშორდა, თავი ასწია და ჩემი საყვარელი, მოციმციმე თვალები შემომანათა, წამოდგა მომიახლოვდა, წამომაყენა და გულში ჩამიკრა. - არ იფიქრო რომ არ მახსოვს რას გეუბნებოდი გუშინ ღამით, მიყვარხარ მაო, სიგიჟემდე მიყვარხარ და უშენოდ ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს, -ანგარიშმიუცემლად მოვძებნე მისი ტუჩები და ისიც მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს... კარის გაღების ხმამაც კი ვერ შეგვაწყვეტინა კოცნა, თავდავიწყებით მეალერსებოდა, ტუჩებს არ მაშორებდა და თითებს ჩემს თმებში დაასრიალებდა... - დემე მანანამ მითხრა რომ აქ იქნებოდი, ქორწილი ხვალ არის და ვიფიქრე რომ... -ძლივს მოვწყდით ერთმანეთს და ახლაღა დავინახეთ ღია კარში მდგარი ნათია, ხელში ფურცლებით სავსე საქაღალდით, ერთხანს თვალებგაფართოებული, გაოცებული შემოგვცქეროდა, თითქოს არ სჯეროდა რასაც ხედავდა, მერე უღონოდ ჩამოუშვა ხელები ძირს და ქაღალდები იატაკზე გაიფანტა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.