სიყვარული და ტკივილი (17თავი)
-კი მაგრამ იქნებ არც უყვარს სანდრო, მაინც ძმაა და რანაირად უნდა უყვარდეს. ღმერთო ჩემო რა საშინელებაა. ეხლა მართლაც უნდა დავაკვირდე უყვარს თუ არა სანდრო და შემდეგ თქმაც მომიწევს, მაგრამ შევძლებ კი მაგის თქმას? სანდროს რომ ვუთხრა და მერე მასაც შეუყვარდეს? მაინც ყოველთვის ერთად არიან. ღმერთო ჩემო რა გავაკეთო? (ნიკა) -სანდრ შეიძლება რომ შემოვიდე? -კი თიკო შემოდი რა ხდება? -დედა წავიდა. მე მოვიწყინე და ადექი რა. -მაპატიე მაგრამ ხასიათზე არ ვარ. -კარგი, სანდრო მესმის შენი, ძნელია როდესაც ვინმე გიყვარს და მას არა, მაგრამ რას ვიზამთ? უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს, შესაძლოა ზოგჯერ თავი ძალიან ცუდად ვიგრძნოთ, მაგრამ საკუთარ ნაჭუჭში არ უნდა ჩავიკეტოთ. -ვიცი თიკო რომ ესე ჩაკეტვა ცუდია, მაგრამ ჯერ დრო მჭირდება რომ შევეგუო ამ ყველაფერს, ასე ადვილი არ არის მისი დავიწყება. ეხლა კი თუარ გეწყინება მარტო მინდა ყოფნა. -კარგი ჩემო ძამიკო. თუ რაიმე დაგჭირდა შემატყობინე. -პრივეტ თიკო როგორ ხარ? (ნინო) -რავი ნი, არამიშავს . შენ როგორ ხარ? -მე კარგად ვარ. რას აკეთებ? -რავი ეხლა არაფერს. ვისვენებ და კომპიუტერთან ვარ. -ეგ მეც ვიცი. აპა ისე როგორ მომწერდი? გცალია რომ ამოვიდე შენთან და რაიმე კინოს ვუყუროთ? -ნინო ჩემი აზრით ეხლა მაგისთვის შესაფერისი დრო არ არის. -აუ რატო? აღარ ხარ ჩემი მეგობარი? რა გჭირს? -არა მეგობარი როგორ არ ხარ კარგად ხარ? უბრალოდ სანდრო ცუდადაა, გუშინს მერე ოთახიდან არ გამოსულა. ცუდად არ გამიგო და არამგონია შენი ამოსვლა ესიამოვნოს. მემგონი უფრო მეტად გაუტყდება გული და მეცოდება. -მეთქი რა ხდებათქო. ისე ამოვალ რომ მან ვერ გაიგოს. -ნინი ასეთი სულელი გგონია სანდრო რომ ეგრე მოტყუვდეს? -აუ ხო კარგი, როგორ გეცოდება. მაშინ ჩემთან გამო. -მეცოდება დიახაც. შენ რომ მის მდგომარეობაში იყო, შენც კი დაგიდგებოდი გვერდით. შენთან გამოსვლით რავი. ამას ჯერ საჭმელიც არ უჭამია და რომ წამოვიდე პირში ლუკმას არ ჩაიდებს და მოკვდება მშიერი. -აუ ხო კარგი რა. მაშინ თუ მოიცალო გამოდი. მთელი დღე შენც სახლში ნუ ჩაჯდები ისე რომ თითქოს შენც ეგეთი პრობლემა გქონდეს. -ნინი ჩვენ ყველას გვაქვს პრობლემა. მეც, შენც, სანდროსაც და ნიკასაც. მე სანდრო მიყვარს და მას არ ვუყვარვარ, შენ ნიკა გიყვარს და მას არ უყვარხარ, ნიკას მე ვუყვარვარ და მე არ მიყვარს და სანდროს შენ უყვარხარ და შენ არ გიყვარს. -ერთი შეხედვით სასიყვარულო ,,კუბია“ შექმნილი რა. -ნინი შენი აზრით ეს სასაცილოა? ყველაფერს არასერიოზულად როგორ აღიქვამ? ეს თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და არცერთს მოგვარება არ უწერია. -დავიჯერო მართლა არცერთს არ უწერია მოგვარება? იმედია მე მაინც გამიმართლებს და სხვა არვიცი. -ნინი ესეთი ეგოისტი რატომ ხარ? მარტო შენს თავზე როგორ ფიქრობ? სხვაზეც იფიქრე, ეგეთი გულქვა თუ იქნები არ შეგიყვარებენ. კარგი წავედი მე აღარ მცალია. -რატო? სანდროს უნდა მიხედო? -ხო სანდროს უნდა მივხედო. წავედი მე... ღმერთო ჩემო რატომ გახდა ეს გოგო ასეთი ეგოისტი რა უნდა ერთი გამაგებინა? მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს... სანდრ შეიძლება? -რად უნდა კითხვა. შენ ყოველთვის შეგიძლია შემოხვიდე. -მადლობა ჩემო საყვარელო. სანდრ უკვე ორი საათი დაიწყო და ჯერ არაფერი გიჭამია. წამოდი ჭამე რაიმე ცოდუა ხარ. -რომ არ მინდა ჭამა თიკო? -ვიცი სანდრო რომ არ გინდა, მაგრამ ეგრე არ შეიძლება, რაიმე მაინც უნდა ჭამო. გავამზადებ და გამოდი ერთად ჭამოთ... აუ ამ გოგომ ხომ შემიკლა ხელში რა. -ვინ არის თიკო? ვინ შეგიკლა ხელში? -არავინ ისეთი სანდრო. მოდი ჭამე. -ნინია ხო? დამალვას აზრი არ აქვს. -ხო ნინია. მთელი დღეა არ მასვენებს და საერთოდ გაუბერა მემგონი მაგ გოგომ. -რა მოხდა ასეთი? რაზე ხარ გაბრაზებული? -ეგოისტი გახდა, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და უნდა ვინც უყვარს მანაც შეიყვაროს და ჩვენ ფეხებზე ვკიდივართ. აქ უნდოდა ამოსვლა, მაგრამ არ ესიამოვნება სანდროსთქო და არ ამოვიყვანე და შემჭამა რა. საერთოდ არ ადარდებ. -მადლობა თიკო ასე რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ გთხოვ მითხარი ვინ უყვარს ნინის. -არა სანდრო მაგის თქმა არ შემიძლია. -გთხოვ თუ გიყვარვარ ოდნავ მაინც. გემუდარები. -კარგი ხო, ის პიროვნება ოდესმე მაინც გაიგებს და რააზრი აქვს დამალვას. ნინის ნიკა უყვარს სანდრო. მოგეწონათ ახალი თავი? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.