შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მყარ საგნებში დაკარგული


12-02-2022, 05:21
ავტორი აიესმე
ნანახია 1 001

წაიკითხეთ ისე,საერთოდ თუ წაიკითხავ.ისე თითქოს არაფერი გადარდებდეთ ამქვეყნად.წარბები არ შეკრა ! და რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ.საჭირო მომენტებში შემიცოდე,რადგან უნებლიედ იგივე გავცე.წაკითხვას რაც შეეხება,არ წაიკითხო ისე,თითქოს რაიმე ერთჯერად პაკეტს ხსნიდე.არამედ შეგნებულად.გააზრებულად.მე მართალია მთელი სერიოზულობითა და ასე ვთქვათ „არსებით“ დავიწყებ წერას.მარა მერწმუნეთ,სერიოზული სახით ნუ წარმოიდგენთ ამის დამწერს.უფრო ზუსტად თქვენ ნუ წაიკითხავთ სერიოზული,რაღაც ღრმა „ანალიტიკური გონებით“
და საერთოდ,თუ სასიყვარულო ისტორიას ელით "გაგვითავდა გელი!" ახლავე გეტყვით, ამიტომ შეცდით.
აჰა,ვაპირებ ყველაფერი ზედაპირზე ამოვყარო რო განვთავისუფლდე რა.და როგორც ყოველთვის.სულაც ნუ წაგიკითხავთ -ამასთან,ამასთან! მერწმუნეთ,გააზრებულად ვარღვევ.რადგან ასე უფრო მშვენიერი მეჩვენება.

არა და რა კარგად ვიყავით მანამ სანამ ამ სამყაროებში შევაბიჯებდით !

როგორი ბედნიერები,ლაღები,უდარდელები.უმიზეზოდ მომღიმარნი !

მარა აი სწორედაც,რომ ჯერ უნებლიედ რომ მოგვატარეს მთელი საზიზღარი სამყაროები,რომლის მეშვეობითაც ჩამოგვიყალიბდა ღრმა რწმენა

კი არა მეტიც ! შეგრძნება,ქცეული გრძნობად იმისა,რომ

ასე ვთქვათ

უეჭველობა მთელი ამ სიმყრალისა,რომ მხოლოდ ეს სიმყარეა.

და შემდეგ კი ნებით ვსტუმრობდით ათას სამყაროს.ჩვენ მთელი ამ მოგზაურობისას,საერთოდ დავკარგეთ სახლისკენ მიმავალი გზა.დღემდე ვერ ვხვდებით,რომ ორმგზის მუდმივად დევნა შეუძლებელია.ამიტომ ვიღლებით და მერე ამავე მყრალ სამყაროებში გვინდა,რომ სული მოვითქვათ ! მაგრამ როგორც კი დაკარგული ენერგია აღდგება ჩვენში,ჩვენ ისევ გამუდმებით ორმგზას ვაწვებით! მერე ისევ ვიღლებით და გვიკვირს.

გვიკვრის,გვიკვირს თუ რატომ ვიღლებით და რატომ გვზღიზღს ის ვისაც სარკეში ვუყურებთ. და ვაი მას,ვისაც ის-ვისაც უყურებს არ სძულს.ვინაიდან მოვა დრო,რომ მოკლავს მას!

პირდაპირი მნიშვნელობით.

ეს ქმედება კანონზომიერი და სრულიად გამართლებულიც იქნება ობიექტური კანონების გათვალისწინებით.ი ის ხომ ამ ქმედებამდე,მხოლოდ და მხოლოდ თავისი სამოთხით ტკბებოდა.მაგრამ დღეს ღამე მოყვება ! ეს გარდაუვალია.ამიტომ ფრთხილად იყავით ციყვო,შეიძლება შენი ფუმფულა ბეწვი,რომელსაც ასე დიდებულად ატარებ და ეტრფი,ანუ შენს ხორცს

„სქესს არ აქვს მნიშვნელობა“

ორივე ან სამივე შემთხვევაში.შესაძლოა უეცრად ფეხი გაგიცურდეს,გაიფხიო და გახმე."კი არ გწყევლი.დაე წყალი და ჩიტების გალობა არ მოგგკლებოდეს.ამინ!"

ჰოო,თანაც სად გაექცევი ქვიშის ჭაობს,რომელიც ნელ-ნელა და შეუმჩნევლად გითრევს ? ფსკერზე მოხვედრა გარდაუვალია.

იძირები და არც დარდობ. აი მე მაგალითად,მიუხედავად ჩემი ერთი შეხედვით „ობისა“ ანუ ლაღი უდარდელობისა,უშიშრობისა,სიბრიყვისა თუ გამბედაობისა

და თუ გენებოს,ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალისა.თავს უფლებას არ ვაძლევ,რომ ძაღლსაც კი „ამზერით“ შევხედო.ანუ ისე,რომ თავი ცუდად ვაგრძნობინო. რამდენჯერაც ეს მიქნია,იმედნჯერ საკუთარი თავის მიმართ ისეთი მტანჯველი გრძნობები დავტანჯულვარ.ოჰჰ ისეთიით. - შე საწყალო - მეთქი.ვეუბნები ჩემს თავს.

ასე,რომ როცა კვლავ გაიღვიძებ,როგორც კარგ მეგობრებს ვურჩევ,უფრო მეტად კი ვთხოოვ.ასევე შენც მინდა გირჩიო.

რამოდენიმე წუთით დაფიქრდი იმაზე თუ მთელი ეს „X” საათი. სად იყავი ! და როცა მიიღებ პასუხს,რომ თითქმის არ იყავი,სადაც არ უნდა ყოფილიყავი.

აი მერე გადათვალე შენი ასაკის წლები უკან და თითქმის იგივე ძალით შეიგრძენი,რომ ოდესღაც არ იყავი ! და აი ახლა,გადახედე შენი ამ ქვეყნად მოვლინების წამიდან,ამ წამამდე შენს ე.წ ძვირფას „ყოფნას“

უფრო ზუსტად მიაშტერდი.თვალი არ მოაშორო.-რამდენიც გინდა ამტკიცე საპირისპირო.

მარა ის სიზმარს ჰგავს !

მეტიც

არ განსხვავდება შენი განვლილი რეალური ცხოვრების მოგონებების ხარისხი,შენს მიერ სიზმარში განვლილისაგან. მხოლოდ ერთი განსხვავება შეიძლება იპოვო და ეს შენი ამ სამყაროში არსებული ბოძებული ღვთაებრივი იმპულისის „მონური მინდა“-ს გამოვლინებაა.

ამიტომ თუ კი ჩემი ნაწერის ამ ადგილას შეძელი მოსვლა და რაც მნიშვნელოვანია,არა სხვა რაღაცეები არამედ

სამყაროთაშორის დაკარგვასა და სიზმრის რეალობასთან იდენტურობა,არა თუ მხოლოდ ოდნავ მაინც განიცადე,არამედ სასიამოვნო მონახაზიც კი გააკეთე და მიხვდი,რომ ახლა ჩემს სამყაროში გიტყუებ და მაინც არ წყვეტ კითხვას

და ასევე კიდევ ერთი „და“ გულიანად არ იცინი ჩემს ახირებებზე.მაშინ შემიძლია მოგილოცო და მეც მშვიდად ვიყო.გაცილებით მშვიდად ვიდრე აქამდე ვიყავი.რადგან დიდია იმის შანსი,რომ ოდესმე ნამდვილი სიყვარულის განცდა შეძლო.

ჰო,ჰო.ის ჯერ მეც არ განმიცდია მთელი სინამდვილით.მარა ახლა ამას,რომ ვწერ პირდაპირ გეტრფი !

ქალს-თუ კაცს. - ამასთან ე.წ „სამსქესიანი,ანუ ბისექსუალიუალი ან რამე ეგეთი არ ვარ!“

ეს სიყვარულის სხვა ხარისხია ! და ნუ მოკლედ,აი მოვრჩი ხითხითს.

როცა ამას შეძლებ

ანუ მთელი არა მარა,შენი სიზმრისეული რეალური ცხოვრების განცდა ნაწილობრივ მაინც დაიწყებს შენში გაფურჩქვნას და გაშლას

აი სწორედ ამ დროს საჭიროა შემდეგი.

მე არ ვიცი ოდესმე თუ გინატრია დაძინებამდე,ძილის შემდეგ ე.წ „სიზმრებში“ საკთარი თავის გაცნობიერება და თუ გითქვამს,რა მაგარი იქნებოდა ეს

სიზმარში,რომ გამეღვიძაო.

მარა თუ არ გიფიქრია,დაფიქრდი !

ეს რომ შეგვძლებოდა,მართლაც მაგარი იქნებოდა.არარეალურ სამყაროში-სიზმარში შეგვძლებოდა ის,რომ ჩვენი არსების მართვა საერთოდ არ გაგვჭირვებოდა,აი მაგალითად როგორც მაშინ და ზუსტად ისე,როცა გემრიელ ყავას მივირთმევთ.სრული შეგნებით !
ან ჩვენს მიყრილს ვალაგებთ.

ანდაც,რომ ვსეირნობთ და ვამბობთ -აი რა მაგარი დღეა-ო ! რომ გვესმის ის თუ სადაც ვართ და რასაც ვაკეთებთ და რაც ხდება.ანუ სრულიად გვაქვს ცნობები საკუთარ თავზე !

ჰო მაგარი იქნებოდა ?

არა

ეს უძალიანმგარესი იქნებოდა. ეს ფანტასტიური იქნებოდა.გასაგიჟებელი პირდაპირ ! განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვენს ყველა ვნებას ჩვენი ნებით,ძალიან იოლად დავიკმაყოფილებდით ყოველგვარი წინაღობის გარეშე.

არა ავს !

არამედ სასიამოვნო სურვილებს რა.

ჰო,ეს მართლაც კარგი იქნებოდა.

და აი თუ გიფქრია ამაზე და რაღა თქმა უნდა არ გამოგსვლია,რაც უეჭველია ! თუ მაინც და მაინც კასტანედა ან მისი შვილი არ ხარ.

„ერთხელ ან ორმოცდააჯერ მე არ ვიცი ! ეგ არაფერს ნიშნავს,მარა ჩაინიშნე არ დაგავიწყდეს“

და ვინაიდან ჩვენ ყველაზე წარმართ კასტას მივეკუთვნებით ! სჯობს,რომ გაიაზრო ის,რომ მომავალი 1 კვირის და საერთოდაც რას გიმალავ-მთელი ცხოვრების გატარება მსგავსად „სიზმარში“ მოგიწევს.ანუ ისე,როგორც აქამდე აკეთებდი ამას.

ამიტომაცაა წარსულს,რომ მივსტირით ყოველ ჯერზე.ამის ბრალია ამის.საკმარისად,რომ ვერ ვჭამთ მზღნერს,რომ დავბრძენდეთ. „უგუნური მზღნერის ჭამაში დაბრძენდა და შეეშვა ჭამასო“ - არ გსმენიათ ? მგონი ეს მე ვთქვი.ანდაც იტყოდა ვინმე !

რაიმე ახალს ვინ იტყვის... ვინ !

ამიტომაც თუ არ გსურს,რომ ამ მტკიცე მყარ და მყრალ რეალობაში ჩარჩე ! და რაიმეთი მაინც განამტკიცო ჩვენს საყვარელ ბიბლიაში ჩაწერილი ადამიანის არსის ის თვისება რაც ღმერთს ეკუთვნის და ანუ ის რაც საერთოდ განგვასხვავებს ცხოველებისაგან.ერთი კარგად უნდა დაფიქრდე იმაზე თუ რა არის ღვთის ის განსაკუთრებული თვისება,რომელიც მას საერთოდ ღმერთად აქცევს !

მაგრამ სანამ ამაზე საერთოდ ფიქრს შეძლებ,მინდა ის გითხრა რაც აქამდე მინდოდა მეთქვა.- ხო მაგარი იქნებოდა რეალური ცხოვრება რომ სიზმარი ყოფილიყო ?!!! და აი ეს ასეცაა.

გილოცავ.

აჰა,შენი ნატვრა ასრულდა !

შენ ყველაფერს აცნობიერებ.შენ ყოველ წამს გაქვს ცნობები შენს თავსა და გარემოზე !

მარა მაინც ჩემსავით უგუნური ხარ.თუმცა მე ვიცი,რომ ეს ჩემი მომავლის საკეთილდღეოდ კეთდება.რომელსაც თავად ვიქმნ.ჰო,როგორც ვიღაცას ისე ვესაუბრები ასეთი საშუალებით ჩემს თავს.ჩემს თავს ვაძლევ ახსნა განმარტებებს ! ჩემს თავს ვეტრფი.

მოკლედ აი

მე დარწმუნებული ვარ,რომ ეს რაღაცნაირი „მისტიური“ განცდა,თუნდაც ერთხელ და თუნდაც მისი მესამედი ძალით,რომ განგეცადა.აუცილებლად შეიცვლიდი ცხოვრების დინების მიმართლებას

ანუ მიზნებს და სურვილებს

ანუ თუ მსგავსი პროდუქტის არათუ გემო,არამედ სურნელის შეგრძნების უნარი „“ გაქვს-გილოცავ.

დარწმუნებული ვარ,რომ მთელ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა,პრობლემები,დარდები ტანჯვები შეგძულდება და ერთადერთი რაც მოხდება შეემატები იმ ადამიანებს ვისაც სურს,რომ სამყარო,უფრო ზუსტად კი ადამიანთა ჩვეულებრივი ცხოვრება მოაწესრიგოს და საბოლოო ჯამში ერთ დღესაც თავისი თვალით დაინახოს მშვიდი,სიყვარულის დიდებით გაჟღენთილი პლანეტა და მასზე მცხოვრები ადამიანები.მარა,მარა.

მარა ეს,რომ შეძლო.ვინმე ჰიპების რიგებში კი არ უნდა ჩაეწერო !!! რომლებიც 5-6 სიმიან დასაკრავებს იდეალურად ფლობენ და მწვანე ჩაიზე გიჟდებიან.

ჯერ უნდა განიღმრთო !

ჰო ასეა.

ანუ ადამის დევნას შეეშვა

ანუ დაკარგო ადამიანობა

რადგან ირგვლივ ყველა,მეეც შეენც და აის ბებრუხანაც ეზოში ამ ღამის 4 საათზე სემიჭკას რომ ყიდის არა თუ ძაან მაგრად ვერ არის. არამედ ყოველი ჩვენგანი ადამია ! /იანი- თუ არ იცი გეტყვი : მიმდევარს ნიშნავს

და აი მოკლედ,რა.

რა აქცევს ღმერთს ღმერთად ?

რთული კითხვაა ???

რა თქმა უნდა სულაც არა ! ის ხომ ღმერთია.თავის თავს თვითონ არ მოწმობს თუ რა არის ის ? "ყოვლის შემძლე არსება"

მარა მაინც

რა აქცევს ღმერთს-ღმერთად ?

ნება !

გესმისს?????????????????????????????????????????????????????????????????????

ჰო,თავდაპირველად ამას გაიგებთ მის შესახებ ! რომ მას სურდა ! და იქმნა ნათელი.

ყოველმხრივ ხაზი აქვს გასმული ამას. თანაც ასე ვთქვათ,დიიდი ხაზგასმით რა !

ღმერთს აქვს ნება ! უფრო ზუსტად ის თავად არის ნება.

რა ხდება შემდეგ ???

შემდეგ იგი ქმნის კაცს,უფრო ზუსტად თავის მსგავსს.ვინმე „ადამ“-ს !

„და რომ ამბობენ,მხოლოდ კარგი თვისებები უბოძაო -მე ვყვირი.ეგრე არაა „ძმაო“ - მეთქი,ჰოო გაიგე თქოო !!!“

ჰოდა მოკლედ.რომელსაც ასევე უნდა ჰქონოდა ნება !!!

ნება გესმის ?!

ღმერთი ქმნის ადამს,თავის მსგავსად.ხოლო თევზებს წყალში.მაიმუნებს კი ხეზე !

მაგრამ ეს ღმერთი ადამი და მისი უძვირფასესი ასე ვთქვათ : ცოლი

რომლეთაც უნდა ჰქონოდათ წესით და რიგით ნება ! ნამდვილი ნება.

რომლებიც წესით და რიგით უნდა ყოფილიყვნენ ნამდვილი ღმერთები და არა ცხოველები

ყველამ მშვენივრად იცის თუ რა დაემართათ ! მათში ასე ვთქვათ ამ ნების-შენარჩუნების მუდმივ შემახსენებელი ფაქტორი რომელიც თავად შემქმნელმა შეუქმნა,რომ არასდროს დავიწყებოდათ თავიანთი თავები-მათ ის ქნეს რაც არ უნდა ექნათ.

„და თუ რა არის საკუთარი თავის დავიწყება,შეავლეთ თვალი თქვენს მრავალწიან ცხოვრებას და ნახავთ,რომ უამრავი რამ არ გახსოვთ და დაინახავთ,რომ ყველაფერს „თ უ რ მ ე „ სიზმარივით ჩაუვლია“ – „წუთი კია წუთი სოფელი.მარა...ეს ცხოველებისთვის!!!რომლებმაც ხელი მოაწერეს სანამ დროა აბა ჰეოო და გასიება დაიწყეს.ხოლო ეს წუთი ვიღაცეებისთვის მარადისობაა“

ჩვენ.ჩვენ ადამიანებს.ჰო ყველას.ნებისმიერს.-როცა გვინდა,ჩვენ მონურად გვინდა.ჩვენ ცხოველურად გვინდა.გვჭირდება.აუცილებლად გვჭირდება !! გვსურს,ძაან გვსურს !!! ასე ვთქვათ,გვინდა იმიტომ,რომ არ შეგვიძლია არ გვინდოდეს ის რაც გვინდა.ოდნავი ძალისხმევაც კი არაა საჭირო ჩვენივე მონურ ნდომაში გასარკვევად.ან ვიღაცისთვის ამას „რამოდენიმე“ მარადისობა შეიძლება დასჭირდეს !.ანუ მისთვის ვინც არასდროს დაფიქრდება ამაზე.

ვერ ვანსხვავებთ ამას.ვერ ვხვდებით „ნები“-ს მთელ ამ მაგიურ ამბავს და თავს ვთვლით

ძალიან ნებისყოფიან პიროვნებებად !

არა და ჩვენ არც პირი გვაქვს და არ ვნებები ! ჩვენ ჩამქრალნი ვართ.

და აი „ნების-„ჩვენთან“-ყოფნა“ - ისევე ზღაპრული ოცნებაა,როგორც აის ბაყაყი,რომ ოცნებობს
!პრინცად გადაქცევაზე!

რატომ არ გვინდა მოვრჩეთ უტოპიას და მართლაც,რომ უბრალოდ ავდგეთ და შევძლოთ შეუძლებელი ?! -ხახაა

აი მაგალითად გვიყვარდეს ! ჰოო,გვიყვარდეს !!!

უტოპია სინამდვილეში ესაა.ეს !ანდაც ამას ეხლა მე „ვაზვიადებ“ - უტოპია ადამიანების სიყვარულია ერთმანეთისადმი,მის ნებისმიერ ხარისხში.მხოლოდ ამჟამად,ანუ ასეთ მდგომარეობაში.

ჰო,როგორც არ უნდა იყოს მათ მაინც აქვთ ეს ხილი.გრძნობა და ბედნიერება ამ გრძნობით თრობის მარა

ეს ასე ვთქვათ,ობიექტური კანონების წონასწორობისთვის ასევე აუცილებელია.

ანუ-ანუ,თქვენი სიყვარული არაა ნამდვილი.ის მონურია !

ნუ გწყინთ და ნუ გვწყინს როცა გვეძახიან მონებს,ბრმებსა და ცხოველებს.

ბოლო ბოლო კუს კუს ვეძახით,რადგან ის მართლაც კუა ! და ოდესმე ვინმეს თუ გაუგია კუს პროტესტი ? არა,კრინტიც კი არასდროს,არცერთ კუს არ და-უძ-რავს ! რადგან იცის,რომ კუა და ბობღვის მეტი არაფერი შეუძლია.-მაგრამ ამასთან... ამასთან ! რა, განა მორბენალი კუები არ გვინახავს ?!!!

კარგად დაფიქრდი !

ჰოოდა,ასეეეე

ჩვენ ადამიანები ჯერ კიდევ იმიტომ ვარ ადამიანები,რომ იმ ადამის თვისებებს ვავლენთ „ნებასთან“ მიმართებით.უფრო ზუსტად ადამის ნებას ვფლობთ ყოველთვის.ყოველ დღე და ყოველ წამს.

მაშინ როცა საკუთარ თავს,საკუთარ სურვილებს და მოთხოვნილებებს გადავაბიჯებთ ხოლმე,უფრო მაღალი,ასე ვთქვათ „საქმისთვის“ გვიხარია და შესაძლოა თავები ღმერთები არა მარა,სერიოზული ოკულტისტები მაინც გვეგონოს.ან ესეც თუ არა ძლიერი პიროვნებები !

აი ნახე.რაიმე ოკულტიზმისა და ფსი“ხ“ო ანალიზის გარეშე შეხედე.

უნდა გავიგოთ რომ მუდმივად ორმგზას ვერ მივდევთ... ! შეუძლებელია. ამიტომ ვიღლებით.

და საერთოდაც რა სირობებს გვაყურებინებენ ან გვიკითხავენ ასეთს,რომ ღმერთის როგორი გაგება გვაქვს,ასეთი ეშმაკსაც კი არ აქვს.და საერთოდაცცც.რა ცოდვა ! რა ცოდვა !!! ჩვენ უბრალოდ ცნობები არ გვაქ ირგვლივ რა ხდება ! ერთი სიტყვით ცოდნა.

ჩვენმა წინაპრებმა,მოდი არა მხოლოდ ქართველმა წინაპრებმა.არამედ იმენა ადამიანის მოდგმის წინაპრებმა. ძალიან მშვენივრად იცოდნენ უზნეო ხალხის საქციელი

და ეს სხვა არაფერია თუ არა ვნებების დაკმაყოფილება ! და ვნებების დაკმაყოფილება

უბრალოდ წვავს ადამიანს.ენერგიას ახარჯინებს გესმის >+?

ენერგიას ანუ სასიცოცხლო ძალას.ძალას რომელიც საჭიროა იმისთვის „ნები“-ს ბირთვი,რომ შექმნას კაცმა თავის თავში.მაცადე და გაიგებ!

აი ნახე. მიმოიხედე ! ის ხო მაინც უეჭველია,რომ მზის გარშემო ბრუნავენ პლანეტები ?

ჰოდააა

ეს თუ უეჭველია !!! ის რატომ აღარაა უეჭველი,რომ ჩვენ როგორც მონები ვიღაცის მიერ შექმნილ ქალაქებში ვცხოვრობთ?იმ ქალაქებში სადაც მშვენივრად არიან მოქალაქენი მოტყუებულნი იმით,რომ ეს მათ საკეთილდეღეოდ გაკეთდა.აი ეს „რაღაც“ და რომ მათ თავიანთი თავი თვითონ შექმნეს ! სინამდვილეში არანაირი კეთილდღეობა ჩვენს ირგვლივ არ სუფევს.ამის მსგავსიც კი არ არის რაიმე. ჩვენ უმოწყალოდ გვექცევიან. და თუ ბედნიერებით შეპყრობილ ადამიანებს შეხვდებით ქალაქში ! მაშინ მას,ან უძვირფასესისი მოჯადოებული ნივთები აქვს „ბლომად“ ანდაც სიფრიფანა ქაღალდები არ უჭირს.

არის სხვა ვარიანტიც ის მორწმუნეა !

მარა არის მესამე კატეგორიაც.მას ვისაც ღვიძავს ! და ამ სიზმარს რომელსაც ახლა ნახულობს სრული შეგნებით აცნობიერებს. ნუ მოკლედ,ასეა ! ის უეჭველია,რომ ჩვენც ვიღაც ტიპების ტვინების ირგვლივ ვბრუნავთ.უნებლიედ ! ჰო,ადამიანი მზეა. მზე !!! მარა ჩვენ,ჩამქრალი მზეები „ადამიანები“ ვართ.

მაშ ასე... მთავარი კითხვა.ვინ ვინ არის და ვინ რას ფლობს კი არა.როგორ დავრჩეთ ფხიზელნი რეალური ცხოვრების პროცესში ? ასე ვთქვათ,როგორ არ დაგვავიწყდეს,რომ რაღაც რიგზე ძაან ვერ არის ?!!!

რომ არათუ რაღაც რიგზე ვერ არის ძაან,არამედ ძაან ღრმად რიგზე ვერ არის ?

რა ვქნათ ჩვენ,გიჟებმა თუ ნორმალურობა უკვე კი არ გვაწუხებს... არამედ დიდ ზიანსაც გვაყენებს ? პირდაპირ გვახრჩობს,გვანადგურებს და გვკლავს ?

მიუხედავად ჩემი ეგოისტური მიზნისა რომელიც სრულიად გულწრფელად გავამხილე ამ ნაწერში.ვიმედოვნებ,რომ ჩემი განზრახვის,ასე ვთქვათ მეორე "ფარული" ნაწილი ასრულდება და ვინმე მაინც კითხულობს ამას.ანუ შენ ! ვისაც ასე ძალიან გჭირდება რაღაც ისეთი,რასაც მაგალითად ციალა ან ფროიდასგან ვერ მოისმენ. და თუ შენც ჩემს მსგავსად "ცაგარელიიანების" ამოწყვეტაზე ოცნებობ“ხი ხი ხი“.მაშ ახლა ნამდვილად შემიძლია მოგილოცო.რადგან კიდევ იმდენი უნდა დავწერო !!! ოჰ,იმდენი. რომ ვფიქრობ „საკაიფოდ“ გაძღები.მერე კი იმედია ორ გზაზე სიარულს თავს დაანებებ და ერთ გზას გაყვები.გზას სადაც შესაძლებლობა მოგეცემა რომ სამყარო შეცვალო !!! მხოლოდ შენი სამყარო.რომელშიც ცხოვრობ.ანუ,შეცვალო შენი ჯოჯოხეთი ამის სრულიად საპირისპირო „ოთახით“. და ვფიქრობ,მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი დადგეს ის სანატრელი დღე,როდესაც ჩვენი თვალით დავინახავთ მოწესრიგებულ,სიყვარულით განჟღენთილ პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს.ვინაიდან დავძლევთ ყოველგვარ ავადმყოფობას და სამყაროს კი არ შევცვლით,არამედ ადამიანების შინაგან ჯოჯოხეთურ მდგომარეობას.

ისეთი მომენტია,სანამ განვაგრძობ ეს აუცილებლად უნდა ჩავაგდო რა,ღიმილი და ექსტრა კლასის აღქმა,რომ არ მოგვაკლდეს.



მოკალით !!! მარა ეს იმას არ ნიშნავს,რომ "ასტროლოგია" უაზრობაა არა ! ყველაფერი მართლაც,რომ წინასწარ არის ჩვენს წყეულ დეტერმინრებულ სამყაროში "გაწერიილი" .ამიტომაც ვართ ასეთი სუსტები,რომ ჩვენ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების წარმოდგენებს წარმოვადგენთ.
როგორც ვთქვი,ყველა მიშკას ბაშკა მოკალით.მარა,სანამ "არხი" დაიხურება.თორე მერე აზრი არ აქვს
და სანამ ეს მოხდება,მანამდე არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ეშმაკები ჩვენ ვართ.ჰოო ჩვეენ ! -ხახაა

ჰოო ეშმაკები,რომლებიც საკუთარ თავს აცდუნებენ ! თანაც ყოველჯერზე.ნებისმიერ ვითარებაში ! ეშმაკები რომელთა,პირადი განსაკუთრებული სახის დემონები ჰყავთ ! რომლებიც არა თუ სხვებს აყენებენ ზიანს,არამედ ეს პატარა პარაზიტები იმდენად უმართავნი არიან,რომ ჩვენც კი გვაყენებენ ზიანს.თან ისე,ხანდახან გვკლავენ კიდეც. ეს დემონები,ჩვენი დამოკიდებულება,სურვილები და აზრებია ყველასა და ყველაფერზე.

ხოლო ჩვენი სატანასთან მსგავსება მშვენვირად ჩანს მაშინ როცა საკუთარ თავს ვეღარ ვიტანთ ხოლმე.ან ირგვლივ ვინმე ვერ გვიტანს ! ანდაც ჩვენ ვერ ვიტანთ ვინმეს.-მარტივია.


გესმისს ?????????? მოკლედ,არ უნდა დაგვავიწყდეს ის,რომ ნებისმიერ დროს როცა გავლით ვინმეს ქუდში ხურდას ვუგდებთ,კარგს არაფერს ვაკეთებთ !!! სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია კარგი გავაკეთოთ ! რადგან საკუთარ თავებს ვანადგურებთ.საკუთარ თავებს ვანადგურებთ გესმის ? რა სხვების კეთილდღეობასა და ბედნიერებაზეა საუბარი.

მაშ ასე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა. მივედი იმ დასკვნამდე,რომ თუკი სრულ ეგოისტად არ იქეცი.თუ კი მხოლოდ საკუთარ თავზე არ იმუშავე და სხვა დანარჩენი არ დაივიწყე ! არაფერი გამოვა.რადგან როგორც ვთქვიი,არა მხოლოდ ჩვენ ვართ ეშმაკები.არამედ,მიდი ირგვლივ მიმოიხედე !

აი შენზე ძლიერი ეშმაკები !!!

აჰა და ნახე მათი დემონების მოქმედების ძალა.როგორ უმოწყალოდ შეიძლება შეგეხონ ისინი.თუმცა ვფიქრობ მე და შენ მხოლოდ ჩვენივე თავი გვნებს. მხოლოდ და მხოლოდ ის
და არა ისინი... !

განა რეალური არ არის ყოველივე ?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ხანდახან,ამდენწლიან ნაცრისფერ საბანში მყოფს.მაინც დაუჯერებლად მეჩვენება მეთვითონ ყველა ჩემი აზრი მარა,მარა.ეს რაღაც ისეთია რასაც ვერ ვემალები. „დაჟე“ მწვავს კიდეც ! ეს მე-სხვისი არ ვიცი.არც მინდა ვიცოდე !

ამიტომაც ახლა უნდა დავუბრუნდე იმ ადგილს სადაც გავწყვიტე.როგორ არ უნდა დამავიწყდეს ყველაფერი ?!!! ანუ ეს ყველაფერი ! რომ ირგვლივ მხოლოდ ამაოება და სიმყრალე სუფევს ? - ფილმი „მემენტო“ უნდა იკრძალებოდეს !!! ასევე სხვა ყველა ფილმი საერთოდ მარა.ეს განსაკუთრებით.ამ შემთხვევის „პონტში“ !

ეს გახსენება:ასე ვთქვათ საკუთარ თავზე და ირგვლივ ყველაფერზე ცნობების შენარჩუნება,ასეთი მარტივი არაა !

რამდენი დღე-ღამეა იგივე მეორდება.იგივე! თითქოს 24 საათიან ფილმში ვიყო,არა სერიალში ! რომელ სერიალშიც უამრავი სერიაა და თან ყველა ნანახი მაქვს !!! უამრავჯერ,უკვე უამრავჯერ ვნახე მთელი ეს 1 სეზონი და მისი 365 სერია.ჯანდაბა ! რამდენჯერ ვნახე ? 4 ჯერ ? 5-ჯერ ? ან იქნებ მეტჯერ....მოკლედ ფირი,რომელსაც ვიღაც გნიდა ყოველ ჯერზე ხელახლა უყურებს.~-ამასთან... სერიალებს საერთოდ არ ვუყურებ !

როგორ არ დამავიწყდეს ის =,რომ სამყარო დეტერმინერებულია ?!

რომ აწყმოში მიღებული გადაწყვეტილების,ქმედების შედეგი თავისთავად მიზეზია მომავალ
წამს დამდგარი წამისა ?

როგორ არ ვიკითხო ის თუ ეს რაც დამემართა რატომ დამემართა მეთქი ?

აი ახლანდელ წამებს სრულიად ვიმსახურებ ! და ეს სიამოვნებასაც კი მღვრის რაღაც მხრივ.

ანუ საბოლოო ჯამში,როგორ ვიქცე გონიერ არსებად ?!!!

როგორ !!!!!!!!!!!!!!!

როგორ გადავწყვიტო საბოლოოდ ?! როგორ კი არ გადავწყვიტო,იმენნა გავ“წყვიტო !??? როგორ !!! ეს ამაოების წყეული წრე !

როგორ მახსოვდეს

როგორ მახსოვდეს ის,რომ უნდა მახსოვდეს !!!? ამის დედაც! ამის დედაც! მახსოოვდეს ის,რომ ყოველივე ჩემს ირგვლივ ამაო და მყრალია ?!!! როგორ !!!
აა ვიცი,მარა მანამდე სხვარაღაც უნდა მოვხარშო.

აი რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანებსა და უკვე კარგად ორგანიზებულ დაწესებულებებში მოხვედრილ ადამიანებს შორის.ჰო რა,აი მათ შორის „გიჟებს“ რომ ვუწოდებთ.

განსხვავება მართალია თვალსაჩინოა,განსაკუთრებით იმ საწყალი ქალბატონსა და ცაგარელებს შორის,მარა რაღაც მაინც არ ჩანს.არ ჩანს უდიდესი საერთო ამ ორი ტიპის ადამიანებს შორის.

მოკლედ.ჩვენს ძვირფას გიჟებს როგორღაც,ალბათ კანონზომიერად და „უეჭველად“ განვითარებული აქვთ,მეექვსე,მეშვიდე,მერვე და ა.შ გრძნობები.

და მათაც,ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანების მსგავსად,თავი აქვთ დაკარგული !!!ამიტომ ფრთხილად მომიწევს მოქმედება.თუ კი იგივე შედეგი არ მსურს.ანუ მომავალ 10 წელიწადში,სუფთა,ქათქათა რბილი კედლები,რომ არ დავიმსახურო.აუცილებელია გამოვნახო გზა იმისათვის,რომ განვავითარო ჩემში ატროფირებული გრძნობები,უნარები ! მარა მანამ ! სანამ ამას გავაკეთებდეთ,საჭიროა მთლიანად შევიმეცნო ის თუ რას ნიშნავს იყო ცნობიერი და არაცნობიერი. -მხოლოდ არა თანამედროვე ფსქილოგიის გაგების თვალსაზრისით.არა ! არამედ პირდაპირი გაგებით რა.

აი ეს მარტივია:არაცნობიერად ყოფნის შესახებ იმდენი ვუწყი...

მადლობა ღმერთს !

არც ისე ხშირად მძინავს მარა,მაინც ვიცი რაც არის ყოველგვარი ცნობის გარეშე ყოფნა !

და ისიც ხომ მშვენივრად ვიცით,რომ თითქმის არარის განსხვავება ჩემს უკვე წასულ,რეალურ ცხოვრებასა და სიზმარს შორს ? ყოველ ახალ წამს აჰა,მწამს,რომ მაშინ ასე ვთქვათ „მეძინა“ აი მაშინ,მეგობრებთან ერთად,რომ ვსვამდი,ვკიაფობდი და „ვკაიფობდი“ ! მიუხედავად იმისა,რომ მაშინაც კი ვფიქრობდი იმას,რომ არ დამვიწყებოდა ყველაფერი. რა არის გზაა ????

წიგნი ხომ არ მეყიდა სათაურით „ცნობიერების ამაღლება“ – ან რაიმე მსგავსი ?! ანდაც იქნებ... ვინმეს დავლაპარაკებოდი ? მძინარეს,მეკითხა მისთვის თუ როგორ გავიღვიძო !

აიიი ესსს მეს-მის. ვიზამ მაგას.
ვიზამ !!!

სხათაშორის სანამ გახსენების ფაქტორის მოძებნას შევძლებდე,მსურს გავიხსენო რამოდენიმე ბერი.რომელთაც პირადად ვიცნობდი მათ ძველ ცხოვრებაში და სამწუხაროა,რომ მათი ახალი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ თუ ვიცი.

მარა ის კი ვიცი,რომ ისინი ახლა სამოთხეში არიან ! უსაფრთხოდ,მშვიდად.ძალიან-ძალიან მშვიიდად.

მათ ირგვლივ წმიდა თეთრი ფერის გარდა ვერაფერს ნახავს კაცი ! ჰოო,სხვათაშორის ეს სამოთხე და ეს ქათქათა გარემო საკუთარი ძალისხმევებით დაიმსახურეს.

მოკლედ ეს ბერები თავიანთ ძველ ცხოვრებაში ღვთის მორწმუნენი იყვნენ.მხოლოდ ნამდვილი მორწმუნენი.მე მათთან იმდენი დრო მაქვს გატარებული,რომ ბოლოს თითქმის ათეისტი გამხადეს !

მოკლედ ყველას,თითოეულ მათგანს ერგო სამოთხე ! აი ისინი,ვინც ჩემს უბანში ცხოვრობდნენ,ერთ დღესაც საბოლოოდ გადაწყვიტეს ბრძოლა თავიანთ დაუძინებელ მტერთან.- მატერიასთან !

ჰოდა თუ იცი რა გააკეთეს ? რწმენა ყელში ამოუვიდათ და ეწამნენ.

მოკლედ.გაიხადეს ტანსაცმელი,აშკარად ნოეს მიბაძვით.

ნოეს მიბაძვით გესმით ?!!!

მერე ოთახში ჩაიკეტნენ.თან ისე,რომ სულ არ გადაუწევიათ საკეტი.დაიწყეს შიმშილი,მოყვნენ აინშტაინივით ენის გადმოგდებას.ანუ ერთი უძველესი ტომის ჩვეულებას.ანუ ენისა და ხახის გამოშრობას.რომელიც საერთო ჯამში ამას გულისხმობს „გრძნობად სამყაროსთან ჯერ კიდევ ვიბრძვით !“ და როგორც „ბუდებმა“ და „ქრისტეებმა“ გაიმარჯვეს და საკუთარი თავი ჯვარს აცვეს.

და აი მათი აღდგომის რამოდენიმე განსაკუთრებულ დღეს თავად შევესწარი !

ისინი გამოდიოდნენ ოთახიდან.მხოლოდ არა უკვე ბერნი ანდაც ჩვეულებრივი ადამიანები,არამედ როგორც უბნის ჭეშმარიტი მხსნელნი ! ჰოდა,ოთახიდან გამოსვლის შემდეგ,მათ დაიწყეს სირბილი.შიშვლებმა,მშივრებმა,გამხდრებმა,დასუსტებულებმა და დაიწყეს ქადაგება.

მხოლოდ მათი ქადაგება განსაკუთრებულ თემებს შეეხებოდა.აი როცა მშვიდდებოდნენ და ირგვლივ მყოფი ადამიანების ყურადღებას როგორც იქნა იპრყრობდნენ.მათი ქადაგების განსაკუთრებული ნაწილი,ქალისა და კაცის სასქესო ორგანოების განხილვა,მათი დანიშნულება და მთელი ანატოომიის „რომელიც ჭეშმარიტად სექსოლოგია იყო“ ლექციის აუტანელი წუთები იყო.მადლობა ღმერთს მოკლედ ჭრიდნენ.მართლა.თან ამ ტიპებს,თითოეულს მრევლი ყავდა გესმის ?! ათასობით კაცი მაინც დაბოდიალობდა მათთან და ისინიც წმენდდნენ და წმენდდნენ სუყველას.მოკლედ,ისინი შემდეგ და შემდეგ კიდევ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენდნენ და უკვე სხვადასხვა უბნებში,აქა იქ ნორმალურ ადამიანებს სახლებში უვარდებოდნენ და ითხოვდნენ დარჩენას ! ჩვენ გამოგზავნილი ვართ მისგანო,თვალებს მაღლა აღაპყრობდნენ და საჩვენებელი თითის მსუბუქი რხევით ზეცისკენ მიანიშნებდნენ ! ჰოდა მათაც ვაგინასა და ფალოსსზე ესაუბრებოდნენ და ამტკიცებდნენ,რომ არაფერი იყო ამაში სასირცხვილო,რომ ეს დაშვებულიც კი იყო ! და აბა ჰე,მოდით აქო.

მე რა თქმა უნდა არა თუ არ ვცრუობ,არამედ სიტყვასაც კი არ ვამატებ.ეს რეალურად მოხდა.თანაც არა ერთხელ,რამოდენიმე ინდივიდს ერთნაირი სიმპტომები აღმოაჩნდათ.

მათი შეტევების,ან უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი:ქადაგებების:სხვა ნაწილის შესახებ ვერ მოვყვები.რადგან სხვა დანარჩენ მომენტებში,ისინი ვიღაცეებს აჩერებდნენ,მერე იხსენებდნენ უკვე რამოდენიმე წლის წინაც გარდაცვლილ ადამიანებს,რომლებიც თურმე წეღან მასთან იყვნენ სახლში და აი რა უთხრეს

„ყავა დაიქცევა,საჭმელი გახმება,ლიზას უთხარით "ნიფხავი" გადამადლოს“

ამ სრულიად დაკარგული მხსნელების ხარჯზე,ბევრი რამ ვისწავლე.

მათ ასე ვთქვათ ჩემსავით არ გაუმართლათ.ესეიგი მათ,გრძნობად სამყაროსთან ბრძოლის დროს,ვერ გამონახეს შესაბამისი საშუალება,რომ საკუთარი თავის არ დაკარგვა შესძლებოდათ.

არამედ მათ ისე დაიწყეს თავიანთ არსში არსებული უნარების განვითარება,ასე ვთქვათ გრძნობებისა და შეგრძნებების „რომელიც ამავე გრძნობებისა და შეგრძნებების ტანჯვით ხდება“ ,რომ ის არ ჰქონიათ რაც ჩვენ გვაქვს.

და ვფიქრობ,შიმშილის დროს,საერთოდაც აღარ ფიქრობდნენ ამას რატომ აკეთებდნენ.რადგან მე ისინი მინახავს მაგიდასთან მჯდომნი,იგივე სურათით.შიშვლები,ძვალგაფხეკილნი,დაუძლურებულნი მაგრამ მომღიმარნი როგორ გემრიელად შეექცეოდნენ ალბათ რაღაც წვნიანს,ალბათ იმიტომ რომ კოვზის ჭერისა და ხვრეპის საოცარ იმიტრებას ახდენდნენ.თითქოს იქ მართლაც იდო რამე ! მაგრამ ეს ჩვენ!ჩვენ,ნორმალური ადამიანები ვერ ვხედავდით.

მოკლედ,გახსენების წყაროს არ ქონის გამო.ანუ ცნობიერების არ ქონის გამო,მათ საბოლოოდ დაიმსახურეს დიდებული,თეთრი,ქათქათა და რაც მთავარია რბილი სამოთხე.

და მაინც,ბოლოს და ბოლოს რაშია საქმე ?

რატომ შექმნა ღმერთმა ბოროტება ?

ააა

იქნებ იმისთვის,რომ ეს მისი მუდმივ შემახსენებელი წყარო გამხდარიყო ?!

თუ აქამდე მოხვედი და განსაკუთრებით მუღამი მაინც დაუჭირე რაიმეს,მაშინ სასწრაფოდ იმის გასაგებად თუ ქვემოთ რაც უნდა ვთქვა,უბრალოდ გაფურცლე „არ გადაფურცლო“ ეს წიგნი.თუ აქამდე არ წაგიკითხავს „გ.გურჯიევის:ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ როცა „მე ვარ“ „ გადაშალე და 27-ე გვერდიდან 37-ე გვერდამდე ნახე ის განსაკუთრებული ადგილები ამ წიგნში,რომლისთვისაც ახლა მას მადლობას ვუხდი. „მადლობა შე ბებრუხანავ,საერთოდ მსგავსი აზროვნების ფორმებისთვის“

მაშ ასე.

უეჭველია,ყოვლის შემძლე ღმერთმა რაღაც მიზეზით საერთოდ დაუშვა ტკივილი,ტანჯვა,სიცივე !

მარა რატო... ?

იმიტომ,რომ არასდროს დავიწყებოდა თავისი თავი !

ეს რომ არ ექნა,როგორც ჩანს ჩვენი დიდებული მზე ან დაგვწვავდა ანდაც საკაიფოდ შეგვაციებდა. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ მასში ვართ ! და ყოველ ჯერზე მოუწევდა ქაოსური სამყაროს დალაგება ! მთელი 7000 სი წლის განმავლობაში.ჩვენ რო 7 დღეს ვუწოდებთ. ეს არ დაგვავიწყდეს.

ანუ.გავიყინებოდით გაიგეე ?!! გავიყინებოდით.

ჰოო,ანუუ საერთო ჯამში რა ?

ანუ რა გამოდის

რაღაც ისეთი თვისება უნდა შევიძინოთ,რომელსაც ასე ვთქვათ სიფხიზლის მდგომარეობაში გამუდმებით გამოვავლენ ?

და რომელიც რა თქმა უნდა შეუფერებელი და უსიამოვნოც კი უნდა იყოს ჩემი ბუნებისთვის ?! ასე ვთქვათ,შემაწუხებელი ?

მაგრამ რა არის ეს ?

შემიძლია კი საერთოდ მსგავსი რამის პოვნება ჩემს შინაგან ან გარეგან სამყაროში ? რომ საბოლოოდ გავიგოთ სახარებაში ჩვენამდე ყვირილით მოტანილი შეტყობინება „იფხიზლეთ! იფხიზლეთ!!!“ ანუ ის,თუ საერთოდ რას ნიშნავს ის,რომ იყო ფხიზელი ???!

იქნებ რაიმე მოვიკლო ? ან დავიმატო ?

მარა რაა ???

ვაგინას ხო არ მივიხატავ შუბლზე ! ბოლოს და ბოლოს ესეც დამავიწყდება ! ან შევეჩვევი.
ააა,მოიცა.

მოკლედ,ჩემო ძვირფასო,რომელმაც საერთოდ შეძელი და წაიკითხე ეს ყველაფერი.გილოცავ.

მართლა გილოცავ,რადგან ისეთი თემები გაინტერესებს რაც ჭეშმარიტად ყველაფერზე მეტად არსებითი და საინტერესოა.

ამიტომ ამ ე.წ უმარტივესი თემის,რასაც ცნობიერება და ცნობა ჰქვია,ანუ „რაღაც“ სიტყვებით ყველაზე უკეთ ასე გამოითქმის „აცნობიერებდე საკუთარ თავს ყველგან და ყოველთვის“ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია დაზუსტებით გითხრა,რომ არანაირი საერთო არ აქვს სიტყვებთან იმას,რაც საერთოდ სინამდვილეში იგულისხმება და მეტიც,რა მნიშვნელობასაც ატარებს.ანუ რაც სინამდვილეში არის ის !

ანუ ასე ვთქვათ „თვითგახსენებაში“ „სიფხიზლეში“

მოკლედ,ეს არაა ინტელექტის საკითხი.ანუ რამდენიც გინდა იფიქრე ამას აზრი არ აქვს !ამას ვერ შეძლებ.მანამ სანამ შენი შეგრძნებები ხარისხით გრძნობებს არ გაუტოლდება.ეს კი მრავალი წლის შემდეგ მოხდებ.ანუ ამჟამად აზრი არ აქვს.

მაგრამ ახლა,ეს ჩვენი გრძნობიერი „ინტელექტის“ საკითხია.რომელიც სხვათაშორის თითქმის ჩამქრალია.

რადგან აჰა,გამუდმებით გავიწყდება ის,რომ „ამაოების ხარისხი არ განსხვავდება და რომ ამაოება,ამაოებაა და მორჩა“ და ამის გამო,გამუდმებით ერთსადა იმავე სისულელეეების კეთებაში ვხარჯავთ დროს.

ეს რომ გამოსწორდეს და ასე ვთქვათ მოვიპოვოთ ის,რასაც როგორ წესი ცნობიერებას უწოდებენ.ანუ ჩემს წარმოდგენაში სულს ! ანუ რაღაცას რაც „სულ“ გამუდმებით შეგახსნებს იმას რომ თავი არ დაკარგო !

საჭიროა თვითუარყოფა ! ანუ

ეს რომ მარტივად ავხსნათ

ან ერთ ბატონს უნდა სცე ტაყვანი და მეორეს „ეღადაო“ ან პირიქთ. ან
ან,ორი კურდღლის დევნას შეეშვა.
ანუუუ ან ერთ მდინარეში უნდა იჭყუმპალაო,ან მეორეში.

ანუუუუუუუ ან ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით უნდა დაკავდე მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება. ან მთლიანად ყველა მოთხოვნილება უარყო !

ანუ ბოლოს და ბოლოს 5 გრძნობა.ამრიგად დაამარცხო ეს წყეული მოჩვენებით სამყარო ! აერიდო მისი ამაოების ხილვასაც კი !

თუმცა არა დასაწყისში,დასაწყისსში საქმე უფრო რთულადაა ვიდრე „ხე“-დ გადაქცევის მცდელობა.

დასაწყისში საკუთარი აბსოლიტურად ყველა ფიზიკური მოთხოვნილება უნდა დაიკმაყოფილო ზომიერად ! საჭიროებისამებრ,თუმცა უნდა ალაგმო ყვეელა „ვნეება“ რაც საერთო ჯამში მართლაც,რომ ცოდვაში გვაგდებს,ანუუ სახლისკენ მიმავალ გზას გვაცდენს ! ჩვენი ბედნიერების,ჰარმონიის სახლისკენ მიმავალ გზას !

და აი როცა რაღაცით მაინც დავემსგავსებით იმას,ანუ ვინც უნდა ვყოფილიყავით თავიდან,წესით და რიგით ჩაფიქრებული „ჩვენ“ სინამდვილეში და აღარ ვიქნებით ისინი ვინც ვართ,ანუ ცხოველები და მონური მინდა-ს პატრონები,აი ამის შემდეგ ! ამის შემდეგ შესაძლებელია უკომპრომისო ბრძოლა ამ სამყაროსთან,ანუ საკუთარ თავთან სხეულთან და გონებასთან.

და შემდეგ რა უნდა მოხდეს ?

შემდეგ ალბათ,ალბათ კი არა!!! მას შემდეგ რაც შევძლებთ საკუთარი თავები დავიხსნათ სხეულის ბორკილებისაგან

ავმაღლდეთ მთელ ამ სიმყრალესა და ამაოებაზე.მოვიპოვებთ სიმშვიდეს,სიყვარულს,სიხარულს და სიკეთეს.ყოფნის ჰარმონიულ განცდას.ანუ ასევე სიყვარულს,სიხარულს,სილაღეს.ამის შემდეგ,ვფიქრობ თუ ამას შევძლევთ ოდესმე

შემდეგ აუცილებლად სხვებსაც მივეხმარებით !

მხოლოდ არა უბრალოდ უკანალის ქნევით.არამედ ამა თუ იმ საქმით.

აი მაგალითად,საკმარისია ე.წ შეუძლებელი შეძლო და მაგალითად,ავი ძაღლს წკმუტუნი დააწყებინო ისე,რომ არც კი შეეხო.ამ დროს მოგისმენს უამრავი ორფეხა არსება. და თუ კიდევ უფრო მეტს შეძლებ. კიდევ უფრო მეტი !

მოკლედ გახსოვდეს.

სხეული ღვთის სახლია.

და ეს ღმერთი შენ ხარ !

დაალაგე არა მხოლოდ „ეზო“ ანუ სხეული.არამედ თიოთეული ოთახი ! ანუ გონების ყველა კუთხეკუნჭული.

ასეა.
ჰარმონია თუ გსურს,სუფთა სახლში უნდა იცხოვრო.
ასეა,ასე !

მარა ნახე,ყველაზე მაგარი რამ რაც იმ ადამიანებმა გააკეთეს ჩვენთვის,

„მაგარი თავიანთი სიამაყისა და ძალაუფლების წყურვილისთვის.თორე,საშინელება ჩვენთვის“

ნორმალური ადამიანებისთვის,ესაა მაგია-ჯადოქრობა და მთელი მისტიციზმი მხოლოდ და მხოლოდ ციფრულ სამყაროსა და წიგნებში,რომ დაუშვეს ჩვენი აღქმისთვის შესაძლებლად.
ჩვენს გარეთ კი მყარი კედლები აღმართეს და გაამეფეს უსასოება.
ამიტომაც აღარ გვიკვირს



გესმისს ???

საბოლოო ჯამში,ნამდვილ-შინაურ ცხოველებად გვაქციეს.ცხოველებად რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური სხეულის საჭიროებებისამებრ ავლენენ თავიანთ „ნებას“ ! ანუ ჩვენი დანდაყოლილი,უმემკვიდრეო შეზღუდული აღქმა,კიდევ უფრო მეტად შეზღუდეს.

მიუხედავად იმისა,რომ უამრავ მნათობ წიგნს შევხვდებით მოციმციმე „მაგიური“ სათაურით.
თუმცა ყველაზე ჯადოქრული წიგნი ეს „სახარებაა“ სადაც თვითონ იესო გიყვირის,რომ შენ ღმერთი ხარ !

ჰო იცოდე
ჩვენ ღმერთები ვართ !

რომლებიც ამჟამად მთელი ჯოჯოხეთის ქარხანას ვფლობთ და დანადგარებს ისე მშვენივრად ვამუშავებთ,რომ ძაანაც სწორია თუ კი ერთმანეთს ვერ ვიტანთ.

რადგან ჩვენ არა მხოლოდ ეშმაკი,არამედ ამას დამატებული ევა+ადამი,სამივე ერთად შეკრული არსებები ვართ ! ეს ჩვენ ვართ !!! ვიღასი გეშინია ?

და ბოლოს რა.

აი ჩვენ,ჩვენ ოკულტისტები რა).ჩვენს გულში მობინადრე საშინელ ურჩხულებს-დემონებს,დაახლოებით პრაქტიკულ მოქმედებას რომ გაზიარო ასე ვებრძვით



მხოლოდ ცოტა უფრო მკაცრ ფორმებში. )))))))))))))))))))))))))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent