შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი გმირი [თავი მე5]


12-02-2022, 18:38
ავტორი L.G-25
ნანახია 783

მონადირე ცხენს მიაქროლებდა, ელი ცხენზე ტომარასავით იყო გადაკიდებული ზემოთ ამოიხედა და მონადირეს შხედა, მშვენიერი ბიჭი იყო ელს მის დანახვაზე ჩაეღიმა, თუმდათუმცა სახე მალევე შეცვალა, უცბად რისხვა მოაწვა.
-ახლავე გააჩერე ცხენი და ჩამომსვი!
-რაღც დიდი ხანი მოუნდი მაგ სიტყვების მოფიქრებას.
-შენ რა დებილი ხარ?! არ გთოვ გიბრძანებ რომ ჩამომსვა!
-ოჰ ღმერთ რა უმადური ხარ სიკვდილს გადაგარჩინე და მადლობის ნაცვლად მიყვირი, მანერები სულ არ გაქვს.
-მანერებით მიიღებ ჩემს წიხლს თუ არ გააჩერებ.
-ოდესმე გაჩუმდები, ჯანდაბას შენ თავს.
მონადირემ ცხენი გააჩერა ელს ხელი მოკიდა და ცხენიდან ჩამოაგდო, ელი მაგრად დაენარცხა მიწაზე ეს მტკნეული იყო, ფეხზე გაბრაზებული წამოხტა მონადირეს შეუბღირა.
-არაკაცო
მიაძახა ელმა და ზურგი აქცია, წასვლა დააპირა მაგრამ მონადირემ მკლავში ხელი წაავლო მოატრიალა ახლოს მოიზიდა, ისე ახლოს იდგნენ რომ მათი სახეები ლამის შეეხნენ.
-არაკაცს ვის ეძახი შეშლილო, მე შენ სიკვდილს გადაგარჩინე და ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინე.
-ხელები მომაშორე გარყვნილო.
შშინებული და ბრაზნარევი ხმით წარმოთქვა ელმა, მონადირე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და ელს ხელი გაუშა ერთი ნაბიჯით უკან გადგა.
-სად მიდიხარ შშლილო?
-რა კითვააა?! რა თქმა უნდა, უკან სოფელში ვბრუნდები.
-სოფელში?! იქ მოგკლავენ ვერ ხედავ ყველა შენ გეძებს.
-მე იქ ჩემი საქმე მაქვს.
-რა საქმე?
-რა შენი საქმეა?! შენ შენს საქმეზე იფიქრე გირჩევნია.
-კარგი ნუ ბრაზობ უბრალოდ ვიფიქრე დახმარება ხომ არ ჭიედებათქო.
-შენი ფიქრებიც და დახმარების ხელიც შნთვის შინახე, მე არ მჭირდები.
-რაღაც იმ ბრძოლის დროს არ გეტყობოდა რომ დახმარება არ გჭირდებოდა.
-შენ რომ არ ჩარეულიყავი მას მეთვითონაც გავუმკლავდებოდი.
-კი აბა რა მჯერა, შენი დაკუნთული სხეულით თავ-ყბას გაუნგრევდი არა?!
-მას თუ არა ახლა შენ ნამდვილად გაგინგრევ.
ელმა მშვილდი მოჭიმა და ბიჭს დაუმიზნა ისარი ისროლა, ბიჭს სახე გაუკაწრა, მონადირე შეკრთა და უკან გახტა.
-შენ რა გაგიჟდი, რომ მომხვედროდა რას იზამდო?!
-ეს ძალით აგაცილე თუ კიდევ რამეს მეტყვი ან უკან გამომყვები მეორედ აღარ აგაცელ.
ელი შეტრიალდა და სოფლისკენ წავიდა, უცბად მონადირემ თავი მაღლა აწია და ელს მიაძახა.
-თავს მიხედე შეშლილო.
-შენ თავზე იფიქრე გარყვნილო.
მონადირემ ჩაიცინა და თავისთვის ჩაილაპარაკა ,,-საინტერესოა,, შმდეგ ცხენს შმოახტა და ტყეში შვიდა.
-უკვე დიდი დრო გავიდა და ელი კიდევ არ დაბრუნებულა.
-იმედია მონადირემ რამე არ დაუშავა.
-უნდა წავიდეთ და მოვძებნოთ, ის მონადირე გიჟია, კაცმა არ ივის ვის მხარესაა მეფის მტერია მაგრამ სოფლებსაც ატერორებს ხოლმე.
ელის მოსაძბნად მომზადება დაიწყეს ბიჭებმა, როდესაც ელმა კარი შემოაღო, ძლივს სუნთქავდა სკამთან მიბობღდა და ჩამოჯდა, მონადირეს ნამდვილად შორს წაუყვანია.
-ელ დაბრუნდი?
-იმ კაცმა რამე ხომ არ დაგიშავა?
-არა არაფერი, ის ნამდვილი გიჟია, არ მესმის რატო, გამიტაცა თუ ჩემს ასე მარტივად გამოშვებას გეგმავდა, შეიძლება ლამაზია მაგრამ თავში რაღაც არ აქვს კარგად.
-მთავარია უვნებელი დაბრუნდი, მასზე ნუღარ ვიდარდებთ.
-მართალია მასზე ფიქრს აზრი არ აქვს.
-ელ გავიგეთ ხმალი გაგიტყდა ამიტომ სოფლის მჭედელმა ხმალი გაგიკეთა და გაჩქა.
-რა? ხმალი? რატომ მაჩუქა?
-სოფელში ყველა შენზე ლაპარაკობს, ხალხს უნდა რომ დაგეხმარონ ბატონთან და მეფესთან ბრძოლაში.
-ზედმეტ ხალს ნუ ჩავრევთ,ბატონს ჩენც გავუმკლავდებით.
-რას ვაპირებთ ელ?
-როდესაც სასახლეში ვიყავი გავიგონე, რომ ბატონი აპირებს თავისი საკვების მთლიან მარაგ საზაფხულო სასახლის სწყობში გადაიტანოს, ვიფიქრე გადატანის დროს საკვები ვერ იქნება კარგად დაცული და ამ დროს დავესხათ თავს, საკვები წავართვათ და სოფელს დავუბრუნოთ.
-ეს ძალიან კარგია.
-კი კარგია მაგრამ არ ვიცი გადატანას როდის აპირებენ, ამის მოსმენა ვეღარ მოვასწარი.
- ნუ ღელავ ახლა შენი გამოჩენით სასახლეში არეულობაა და არ მგონია ახლავე გადაიტანონ, ამიტომ ჯერ დრო გვაქვს ყველაფრის გასარკვევად.
-ბილი მართალია ელ ნუ იდარდებ, თანაც შენ ჩვენ გყავართ და დაგეხმარებით.
-ჩვენ ოთხნი ყველაფერს შევძლებთ.
ოთხივე ერთმანეთს გადაეხვია, ერთ დიდ ოჯახს გავდნენ. უცბად ვიღაცამ კარი გრანდიოზულად შმოაღო და შემოვიდა.
-და აი მეც მოვედი დადამმმ.
ყველამ გაოცებულმა შეხედა სტუმარს, ჯერ ისევ ჩახუტებულები იდგნენ შოკში იყვნენ.
-ოო ამათ შეხედეთ რა საყვარლები ხართ, ჯგუფური ჩახუტებები მიყვარს მეც ჩამეხუტეთ.
-გარყვნილო?! აქ რა ჯანდაბას აკეთბ.
-მომენატრე და შენ სანახავად მოვედი.
-აქედან გაეთრიე, შენ არავის დაუპატიჟებიხარ.
-გულს მტკენ, არადა თქვენთან საქმიანი შემოთავაზებისთვის მოვედი.
-შენ რა უნდა შმოგვთავაზო, უმაქნისი ხარ.
-შეშლილო დაჯექი და მომისმინე თუ არ მოგეწონება წავალ.
-კარგი დაეგდე და ამოღერღე რა გინდა.
-იცი აქვე დავსეირნობდი უსქმოდ და გავიგე რომ მეფის და ბატონის მტერი ხარ, ვიღაცეებმა ჭორის დონეზე მითხრეს რომ გმირსაც გეძახიან, ნუ გმირის არაფერი გეტყობ თუმცა მეფის მტერს ნამდვილად გავხარ.
-მერე შენ რა?
-დამაცადე გითხრა. მეც მეფის მტერი ვარ ხოდა მოვედი რომ გაგახარო, ამიერიდან მე და შენ პარტნიორები ვართ.
-არაფერიც არ ვართ, მე არაფერზე დაგთანხმებივარ.
-კარგი რა დაფიქრდი მე ძლიერი ვარ, მეფეზე ბევრი ვიცი გამოგადგები.
-შენნაირ გარყვნილს რატომ უნდა ვენდო.
-ბავშვებთან ასე ნუ მეძახი სირცხვილია. დამასაქმე ნება მომეცი ერთგულებ დაგიმტკიცო, მერე ერთად წავალთ მეფესთან და გავიმარჯვებთ, მშვენიერი გეგმაა არ მეთანხმები?!
-არა არ გეთანხმები.
-კარგი რა შეშლილო მიდი ხომ იცი რომ გამოგადგები.
-კარგი გამგცდი, მაგრამ იცოდე რასაც ვიტყვი ყველაფერს გააკეთენბ აქ ლიდერი მე ვარ.
-კარგი მაგრამ უხერხულს ნურაფერს მიბრძალებ კარგი.
თქვა მონადირემ და ჩაიღიმა, ელს სულაც არ გაცინებია ერთი შუბღვირა და ფეხზე წამოდგა.
-ახლ წაეთრიე და ძილის საშუალება მოგვეცი, გამოცდას ხვალიდან დავიწყებთ.
-კარგი ნუ უხეშობ დავრჩები მეც და აქ დავიძინებ.
-გაეთრიე!
-კარგი კარგი მივდივარ შეშლილო.
ელი ფეხსაცმელს წვდა და მონადირეს ესროლა, თუმცა მონადირე უკვე კარებთან იყო და კარი მიიხურა, შემდეგ ისევ გააღო და შემოძახა.
-ამცდა.
გაიცინა და გიჟივით გაიქცა.
-ელ მას ვერ ვენდობით.
-ნდობას არც ვაპირებ, მგრამ ერთ რამეში მართალია მან ბევრი რამ იცის და გამოსადეგია, ამიტომ გამოვიყენებ.
-გასაგებია მაგრამ ახლოს არ მოუშვა, შეშლილია ღმერთმა იცის იმ დებილ თავში რა უდევს.
-ჩემზე ნუ ღელავთ ბიჭებო ყველაფერს მივხედავ.
მეორე დღეს რგორც კი მზემ ამოანათა მონადირემ მაშინვე ელთან მივიდა, ყველას ეძინა კარი ხმაურით შეაღო და დაიყვირა.
-აი მეც მოვედი შშეშლილო.
ელი ოთახიდან თმააჩეჩილი და შეშლილი სახით გამოვარდა.
-რა გაყვირებს ძილს რატო არ გვაცდი.
-გამოცდაზე მოვედი.
-ოჰ ღმერთო რა თავის ტკივილი ხარ. აქ დამიცადე.
ელმა მონადირე მთელი დღე აქეთ-იქით ატარა სოფელში ვისაც კი დახმარება დაჭირდებოდა ყველასთან მას უშვებდა დასახმარებლად.საღამოს გაუშვა და თითონ სახლში დაბრუნდა.
-ელ მე და ბიჭებმა ვიფიქრეთ იქნებ სასახლეში ვინმე მოგვესყიდა და ასე გაგვეგო მარაგი როდის გადააქვთ?
-საშიშია რომ ვერ მოვისყიდოთ ბატონს ეტყვიან.
უცბად ფანჯრიდან ხმა მოესმათ თითქოს ვიღაც უსმენდათ, ელი გარეთ გავარდა და იქ მონადირე დახვდა.
-ოი შეშლილო ახლა ვაპირებდი შემოსვლას.
ელი მონადირესთან მივიდა ყურში ხელი წაავლო და სახლში შეათღია.
-ეი მეტკინა გამიშვი.
-შენ რა ჩუმად გვისმენდი, ახლავე მოგკლავ.
-არ არა გაჩერდი, მე აქ საჭმლის მოსატანად მოვედი და შემთხვევით გავიგე არ მინდოდა.
-ვერ გადამირჩები.
-ისე შენი დახმარება შემიძლია მაგ საქმეში, მე შემიძლია გავიგო დრო.
-შენ რა გგონია გენდობი მას შმდეგ რაც ჩუმად გვისმენდი.
-ხომ გითხარი ძალით არ მიქნია,გთხოვ გგამიშვი და უკან ინფორმაციით დავბრუნდები.
-ელ ახლა მაინც რა აზრი აქვს გაბრაზებას, მან უკვე ყველაფერი გაიგო, გავუშვათ იქნებ მართლაც შეძლოს დახმარება.
-ჰო ჰო ბიჭუნას მოუსმინე ჭკვიანი ჩანს.
-ოხხხხხ კარგი წადი და თუ შევატყობ რომ გვატყუებ ვფიცავ აღარ დაგინდობ.
-კარგი ახლა ყურზე ხელი გამიშვი ძალიან მტკივა.
ელმა ხელი გაუშვა და ჩაფიქრდა,გეგმა აირია საქმეს რაც უფრო წელავდნენ მით უფრო მეტი პრობლემა ჩნდებოდა, სწრაფად უნდა ემოქმედა, თანაც მონადირეს და ბატონს აშკარად არ აქვთ კარგი ურთიერთობა ჩაშვებით არ ჩაუშვებდა, მთავარი იყო მისთვის თვალი არ მოეცილებინა.
-კარგი ამიერიდან აქ დარჩები და ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიგო.
-და რა გეგმა გაქვთ?
-გეგმას მაშინ გეტყვი როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი.
მონადირე წავიდა და ყველასდა გასაკვირად 3 დღეში ინფორმაციით დაბრუნდა, გაირკვა რომ გადატანა 3 კვირაში მოხდებოდა, მონადირემ ისც კი გაიგო რომელი გზით წაიღებდნენ.
-ეს როგორ მოახერხე?
-მე ჩემი ხერხები მაქვს საყვარელო.
გაიღიმა მონადირემ ოდნავ დაიხარა და თავისი სახე ელის სახესთან ახლოს მიიტანა. იმ დღის შემდეგ გეგმას აწყობდნენ რამდენიმე კაცი შემოიერთეს მარტო ბრძოლას ვერ შეძლებდნენ, მონადირე ელს მუდამ თან დაყავდა თვალს არ აშორებდა, მარამ მალე ელისთვის მარჯვენა ხელად იქცა, ბევრს ჩხუბობდნენ მაგრამ საერთოც ბევრი ქონდათ, საბოლოო ჯამში მათგან მშვენიერი ჯგუფი შედგა.
დრო გავიდა უკვე გეგმაც ქონდათ და სადაც თავს უნდა დასხმოდნენ ის ადგილიც კარგად შათვალიერეს,დღეს შებინდებისას აპირებდნენ თავდასხმას, რაზმი კლდეს რომ მიუახლოვდებოდა უცბად გამოჩნდებოდნენ და კლდესთან მიიმწყვევდნენ,დანარჩენს კი ბრძოლა გადაწყვეტდა.
-დღეს საღამოს ბატონს გავაგიჟებთ ჰაჰაჰ.
-მონადირე კი არა ნამდვილი გიჟ ხარ.
-კრგი რა შეშლილო ხო ვიცი არა შენც ჩემსავით ხარ ახლა. მიდი ჩემთან ერთად იცინე.
მონადირე ელს მიუახლოვდა და ღიტინი დაუწყო, ელმა ვეღარ გაუძლო.
-კარგი კარგი გაჩერდი, ახლა გართობის დრო არ არის მოემზადე მალე გავალთ.
ელის რაზმი ტყეში კარგად დაიმალნენ, მალევე ბატონიც გამოჩნდა თავისი რაზმით, ორთვალებით მარაგს მოათრევდნენ, როდესაც კლდეს მიუახლოვდნენ ელმა თავისი რაზმით წრე შემოარტყა, ზოგიც კლდეზე მშვილდ მომარჯვებული იდგა.
-თავს დაგვესხნენ მარაგი და მე დაიცავით.
დაიყვირა ბატონმა, ბრძოლა დაიწყო ვინ ვის ურტყავდა უკვე აღარც ჩანდა, ელი ბატონისკენ გაემართა მის მოსაკლავად, მაგრამ წინ რაზმის კაპიტანი გადაუდგა, ხმლით ბრძოლა დაიწყეს, კაპიტანი ძლიერი იყო თუმცა ელი დანებებას არ აპირებდა, მთელი ძალით იბრძოდნენ ვერცერთმა ვერ გაარტყა ერთმანეთს, უცბად არსაიდან ბრძოლაში მონადირე ჩაერია.
-არ გრცხვენია ქალს ხმალს როგორ უქნებ?! მაგრამ რა გასაკვირია შენ ბავშვივით იქნევ ხმალს.
-აქედან გადი ვინმე სხვა იპოვე, ეს ჩმია.
-კარგი რა შეშლილო შეგვიძლია გავიყოთ.
კაპიტანს ორივე ერთად ებრძოდა, ყველაფერი არეული იყო ძირს ბევრი ცხედარი ეყარა ხალხი ირეოდა, ხმლის ქნევის და დარტყმის ხმების გარდა არაფერი ისმოდა, უცბად ელს არსაიდან ბავშვების ხმა მოესმა.
-ელ ჩვენ აქ შენ დასახმარებლად მოვედით.
-ბილ? ალექს? აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?
ელი ბიჭებისკენ გაიქცა, ამ დროს კაპიტანმა ხმალი ელისკენ გაწია, თუმცა მონადირე გადაუდგა და მისი დარტყმა მოიგერია.
-მე ჯერ კიდევ აქ ვარ სხვებს ნუ უყურებ.
კაპიტანმა და მონადირემ ბრძოლა განაგრძეს, ელი ბიჭებთან მივიდა და ხელი წაავლო ორივეს ბრძოლის ველიდან შორს გაიყვანა და გაბრაზებული ხმით უთხრა.
-აქედან წადით და სახლში დამიცადეთ.
-ჩვენ გვინდა რომ დაგეხმაროთ.
-არა აქედან წადით ახლავე! და რობერტი სად არის?
-რობერტი ის ბრძოლის ველზე დარჩა.
-რა? აქ დაიცადეთ რობერტს მოვიყვან, ჩუმად იყავით.
ელი გაიქცა ბრძოლის ველისკენ.
-იმედია რობერტი კარგად არის.
რობერტს ყველგან ეძებდა, მაგრამ ის არსად ჩანდა,ირგვლივ ბნელოდა, მტვერი იდგა ყველა ერთმანეთში ირეოდა, რობერტის პოვნა რთული იყო, მოულოდნელად სადღაც შორიდან ტირილის ხმა გაისმმა, ვიღაცა შველას ითხოვდა.
-მეშინია ელ.
ელმა ბიჭუნას თვალი მოკრა, შუა ბრძოლის ველზე იდგა და ტიროდა, ვერსად გარბოდა შეშინებული იყურებოდა, ხელში თავისი საყვარელი სათამაშო ეჭირა რომელსაც ყველგან თან დაატრებდა, თავის დიდ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ელს ეძებდა, ერთდროულად დაინახეს ერთმანეთი და ერთმანეთისკენ გაიქცნენ, ელმა ხელები გაშალა ბიჭის დასაჭერად, უცბად არსაიდან ბატონი გამოჩნდა, ბოროტად ჩაიღიმა და გაქცეულ ბიჭუნას ზურგიდან ხმალი პირდაპირ გულში გაუყარა, მინდორი სისხლით შეიღება, ბატონმა ნიშნის მოგებით წამოიძახა.
-ხომ გითხარი გაგანადგურებთქო.
მაგრამ ელს არ გაუგონია, ყურებში აღარაფერი ესმოდა. ბრძოლა გრძელდებოდა, მაგრამ მისთვის ირგვლივ ყველაფერი გაშეშდა. აი ისევ, ისევ ესმოდა ელს ეს უცნაური და სევდიანი მუსიკა, ხელებ გაწვდილი იდგა შუა მინდორზე, ირგვლივ სისხლის სუნი იდგა, ეს სუნი აქმდეც იყო, მაგრამ ახლა ელი ამას უფრო მძაფრად და მკაფიოდ გრძნობდა. ბატონმა ხმალი უკან გამოაძრო და გაიქნია, ბიჭუნას სისხლის წვეთები ჰაერში გაიფანტა. ცოტახანს ბიჭუნა ფეხზე იდგა თავის თოჯინასთან ჩახუტებული, შემდეგ წინ დაეშვა მისი უსიცოცხლო სხეული,ელი გაიქცა ხელებს არ კეცავდა ბიჭის სხეული დაიჭირა, ბატონმა ხმალი აწია და ელის კისრისკენ გააქანა,ეგონა ახლა ელის მოკვლა მარტივი იქნებოდა, მაგრამ განნრისხებულმა ელმა ბატონს ახედა, ამ სახის დანახვაზე ხმალი გააჩერა სულ გათეთრდა შეშინებულმა უკან დახევა ცადა, მაგრამ ელი ისე სწრაფად ადგა და ხმალი მოიქნია, რომ ბატონმა თვალიც ვერ დაახამხამა, ხმალის ერთი მოქნევით ელმა ბატონს თავი წააცალა, თავი გადაგორდა მინდორზე, სხეული კი უთაოდ ჯერ მუხლებზე დაეცა და შემდგომ ელის ფეხებთან აღმოჩნდა.ელი მოტრიალდა უსიცოცხლო სახით მუხლებზე დაიჩოქა და ბიჭუნას სხეული ხელში ფრთხილად აიყვანა, ისე ნაზად ექცეოდა თითქოს ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სიარული დაიწყო ბიჭუნა სადღაც მიყავდა, მას არავინ უახლოვდებოდა, ყველა შორიდან მიშტერებოდა, ბრძოლა გრძელდებოდა მაგრამ მის წინააღმდეგ ხმალი აღარავის აღუმართავს, გზაზეც კი არ გადასდგომიან. მიდიოდა ელი და თან იმ სიმღერას ღიღინებდა, რომელიც აქ მოსვლის დღიდან გონებიდანნ ვრაფრით ამოიგდო. მისი გონება ისევ აირია, გულში ყრუ ტკივილს გრძნობდა,ცრემლები თქრიალით მოსდიოდა სახეზე, ლამაზი სახე ცრემლს დაეფარა. ბატონს ვერ იტანდა, მაგრამ თავის თავი მასზე მეტად ეზიზღებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent