ჩუმი ტანგო (საცდელი)
-არ გქონდეს იმედი, რომ მოგონებები კვდებიან. ისინი იქამდე იარსებებენ შენში, სანამ იმედგაცრუება სულს გამოგჭამს და დასახიჩრებულ ურჩხულად გაქცევს.- იმ წელს უცნაურად შეიცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. ცვლილებები კარგია-ო მეტყვით და არც შეგედავებით, მაგრამ მახსოვს რა სიცივით გაჯერებულმა შიშმა ამიტანა პირველი რევოლუციისას და როგორ დავიძაბე საკუთარი თავის სარკეში დანახვისას სრული სიცარიელის შემდეგ. ზაფხული იყო, აგვისტო და ისეთი სიცხე იყო დასადგურებული არემარეში, რომ გულის წასვლამდე სულ რაღაც წამები მაკლდა. ჰამაკში ვიწექით იმ დროს მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი, ნენე და ოცნებაში გართულნი სიამოვნებით ვუსმენდით ჩარკვიანის ჰანგებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა უკვე თითქმის 6 წელია. არ მოგატყუებთ, ნენეზე ახლო მეგობარი არ მყავს და დარწმუნებულივარ არც არასდროს მეყოლება, რადგან მას ესმის და მიგებს ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე და იზიარებს ჩემს ტკივილს, ზედმეტი სენტიმეტების მოშორებით ნამდვილ გრძნობებთან. არ მახსენდება არც ერთი წამი რთულად გადასატანი მის გარეშე და არც ერთი ბედნიერი დღე ბევრი ღიმილით მისი მოციმციმე თვალების უქონლად, ალბათ ამიტომაც ვართ ამდენი ხანია ერთმანეთთან. ჰო და, იმ წელსაც ერთად ვისვენებდით ბახმაროში ორივე. მარიამობა იყო, გარშემო ყველა ემზადებოდა საღამოს კოცონის დასანთებად და მწვადის შესაწვავად, სუფრის გასაშლელად, ჩვენ კი ამ ყველაფრით თავმობეზრებულნი ერთმანეთთან ლაპარაკით ვირთობდით თავს, როგორც ყოველთვის. -დღეს საღამოს ბევრს დალევ.-სიცილით მეუბნება ნენე და მოუსვენრად ფეხს მირტყამს მუცელში. -გოგო!-ვკივი ტკივილისგან.-ნუ მებოთავები ამომძვრა სული.-ხელს ვკრავ მის ფეხს და ფეხზე სიცილით ვდგები. რამდენიმე ნაბიჯს გავდივარ დასაწყნარებლად და წინ მთებისკენ ვიხედები. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალებს ვხუჭავ, სხეულში ბედნიერების ტალღები მივრცელდება. -დამიანე ისევ გწერს? ვიგრძენი ნენეს დაძაბული და სასიამოვნოდ მომღიმარი სახე ერთდროულად და გამეცინა მის რეაქციაზე. -კი...თითქმის ყოველ დღე. -ვიღაცა უკანალს ათამაშებს-თვალი ჩავუკარი მას ღიმილითდა ტელეფონზე ახლად მოსულ შეტყობინებას დავხედე. -სანდრო ბურდული ჰო არ გეცნობა ვინ არის? ნენეს სახე გაუნათდა და ნაგლი ღიმილით გამომხედა. თითქოს რაღაცას მიხვდაო ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა. -ვინ არის და დამიანეს დეიდაშვილი, თუ მამიდაშვილი, კაროჩე რა მნიშვნელობა აქვს ნათესავია. -მერე ჩემთან რა უნდა?-ცხვირი ავიბზუე სიამაყით. -ნეტა რა...-უნამუსოდ ამათვალიერა ნენემ და უკვე გაქცეულს უკან გამომეკიდა. ვიღაც სანდროს მეგობრობის თხოვნა დავუდასტურე და სახლში შევედი მამიდაჩემთან, რომელიც კარტოფილს წვავდა. დამიანე ნენეს პირველი და ერთადერთი ნამდვილი სიყვარულია. მათი ურთიერთობა 6 წლის წინ დაიწყო აქ, ამ ადგილას, თუმცა ჩამოყალიბებული სახე არასდროს ქონია. როგორ მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, როდესაც დამიანე გავიცანით, ის ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი და ჩემს სახლში მუდამ მიღებული სტუმარია, ამიტომაც მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ იმ წელს სასტავმა. ნენესა და დამიანეს შორის კი ის უცნაური სიახლოვე ჩამოყალიბდა, რომელმაც ყველა გაგვაკვირვა. თუმცა წლების განმალობაში მათი ურთიერთობა უფრო და უფრო უცნაური და ჩახლართული ხდებოდა, ნენე კი უფრო და უფრო აზარტში შედიოდა, მიუხედავად იმისა რომ შეყვარებულები არასდროს ყოფილან და არც აუღიარებიათ მათი გრძნობები, დარწმუნებით ვიცოდი ერთმანეთზე სიგიჟემდე იყვნენ დამოკიდებულები ამ დამოკიდებულებას კი უწყვეტი გრძნობათა ჯაჭვი მოსდევდა. -ეს სანდრო ვინღა არის...-ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და ნენესთან ერთად მაგიდის გამზადება დავიწყე. გურიაში დიდი ოჯახი მყავს. მამის მხარე მთლიანად აქ არის თავმოყრილი, მამიდით რამდენიმე ბიძით, ორი ბებიით, მამიდაშვილებით და საყვარელი ადამიანებით. ეს ადგილი ჩემი ცხოვრების ნათელ წერტილს წარმოადგენს სადაც მელოდება ყველა ცხოვრებისეული სიამოვნება, რომელიც ადამიანისთვის შეიქმნა. -თეფშები მომაწოდე, იდიოტო....-დავეჭყანე ნენეს და ფეხი გავკარი. -ავადმყოფი ხარ ადამიანო-სიცილით გამომეპასუხა დაქალი და ხელსახოცები ლამაზად დაალაგა მაგიდაზე. -რომლის გარეშეც ვერ შეგიძლია? -ოი ისე კარგად შემიძლია.-დამეჭყანა ისევ ნენე და უკანალის ქნევით მეორე ოთახში გავიდა. მე სამზადისი გავაგრძელე და საზაფხულო სალათი დავჭერი. სწორედაც დიდი დღესასწაული არის ჩემს ოჯახში მარიამობა, განსაკუთრებული წევრის, ჩემს გამო, რომელსაც სახელი მამამ შეურჩია და იმის მერე ამაყად ატარებს. ყოველ 28 აგვისტოს აღნიშვნა ჩემი სადღეგრძელოთი იწყება და იმავე სიტყვებით მთავრდება. სწორედ ჩემი ქებით დაიწყო ბიძაჩემმა ის საღამო ბახმაროში, როდესაც სუფრას მივუსხედით და ცეცხლთან გაწყობილ სუფრას ჩემი წარმატებების შესახებ გააცნო ყველაფერი. ამ დროს მე და ნენე რაღაც თემას გაცხარებით განვიხილავდით და ჩართულად ვიცინოდით. -მარიამ, მოგვაქციე ყურადღება.-გამომძახა ჩემმა მამიდაშვილმა რომელსაც დავეჭყანე და მადლობების თქმით მოვყევი ყველა ნათესავს. ჩვენი მხიარულების დანახვისას მეზობლებიც შემოგვიერთდნენ და იმხელა სუფრა გაიშალა, თავში კარგ მეფესა და პატარძალსაც დასვავდა კაცი. შუა განცხრომაში ვიმყოფებოდით ნენეს ტელეფონზე რომ ესემესი მოვიდა შემდეგი შინაარსით-ახლავე უნდა დაგირეკო-დამიანესგან და ორივე რომ კივილით წამოვხტით. ნენემ წამებში აიღო დამიანეს ზარი და თვალები დამიჭყიტა. -კი, აქ ვართ... არა მარიამიცვ აქ არის... გელა ბიძია? მოიცა აქ? დარწმუნებული ხარ? კი, კი აქ არიან ყველა... კარგი, გელოდები. კითხვა ვერ მოვასწარი ხელი რომ ჩამკიდა და სახლში შემაბუნძულა. -დამიანე აქ მოდის.. -რააა?-კივილით აღმომხდა და პირზე ხელი მივირტყი.-შანსი არაა. -გელა ბიძის (მამაჩემის მეგობარს) დაუჩემებია მარიამის ნახვა მინდა, ყველანი აქ მოდიან და რა თქმა უნდა დამიანეც თან მოყავთ. მარიამ, მეშინია. -კარგი, გოგო, დაწყნარდი, რისი გეშინია, მე აქ რისთვის ვარ. -იცოდე კიდე ერთხელ თუ მატკენს გულს... -არ გატკენს, პირობას გაძლევ.-ვუთხარი მას და შუბლზე ვაკოცე. ის კი არ ვიცოდი რა თავგადასავალი მელოდა წინ... * ნენე დაწყნარებული ქვევით ჩავუშვი, მე კი საკვების დახარისხება და მაცივარში შეწყობა დავიწყე, რათა ბებიაჩემს ბევრი საქმე არ გასჩენოდა. თეთრი კაბა, რომელიც მუხლამდე არ მიდიოდა შევისწორე, თმა ოდნავ ჩამოვივარცხნე და გარეთ სტუმრებთან გავედი, როდესაც დამიანეს მანქანა შევნიშნე და არ ვიცი რატო, მაგრამ მეც დავიძაბე. ეგრევე ნენეს შევხედე, რომელიც დამიანესთან იდგა და ლოყებაწითლებული დახმარებას მთხოვდა. პირველი გელა ვნახე, რომლის ნახვაც ყოველთვის ჩემს საყვარელ რიტუალს წარმოადგენდა. შემდეგ მისი ცოლი და შვილი, რომლებთანაც მთელი ბავშვობა გავატარე და ბოლოს დამიანესთან მივედი. ღიმილით გადავკოცნე ბავშვობის მეგობარი, რომელიც ჩვეული ნაგლი გამომეტყველებით აბნევდა ნენეს. -როგორ ხარ, მარიამ? -კარგად.-მოკლედ მოვუჭერი.-შენ? -ახლა უკეთესად.-ღიმილით გახედა ნენეს და დაბნეულმა მიმოვიხედე.-ისა მე იქეთ გავალ, მელოდებიან ალბათ. -მეც წამოვალ.-მომესმა უცნობი ხმა და სინათლეზე ახალი სახე დავინახე. ის. მკითხველო. აქვე ჩაგერთვები და გეტყვი, რომ ეს ის, არაა ერთი უბრალო პერსონაჟი, ამიტომაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ დღეს. ის მაღალი იყო. ყავისფერი გრძელი თმა და ყავისფერი თვალები ქონდა, გრძელი ნატიფი ხელები, შევსებული ტუჩებიდა ეს უცნაური გამომეტყველება რომელმაც არ მოგატყუებთ, პირველივე წამიდან დამაბნია. -თქვენ...-დავიბენი და ნენეს გავხედე. -მე სანდრო ვარ...-მითხრა მან და ისე რომ ვერც მოვასწარი ხმის ამოღება თმა გადამიწია და გადამკოცნა. -მარიამი...-ძლივს ამოვიღე ჩავარდნილი ხმა და წარბები მაღლა ავზიდე.-ჰო მე, სხვაგან მივდიოდი.-ვთქვი და ისე რომ მისკენ არც შევბრუნებულვარ უკან წამოვედი. მუცელში უცნაური გრძნობა მითამაშებდა. რაც შემეძლო ჩქარი ნაბიჯებით მივუჯექი სუფრას და თავი ხელებში ჩავრგე. მაინც რამ დამაბნია ასე? ყურადღება არ მივაქციე სანდროს, რომელიც ნაგლი სახით მიუჯდა სუფრას და ბიძაჩემს გაუბა ლაპარაკი. ვგრძნობდი დრო და დრო მის თვალებს ჩემზე და ვღიზიანდებოდი ამ მზერის შეგრძნობისას. დაახლოებით 15 წუთში როცა ნენე და დამიანე არსად ჩანდნენ, მამიდაჩემმა თეფშების დასამატებლად გამაგზავნა სახლში. კაბის ფერთხვით შევედი სამზარეულოში და რამდენიმე თეფში მაგიდაზე გადმოვალაგე. ის იყო წყლის დალევას ვაპირებდი, წინ სანდრო გამეჩითა. რა უნდა ამ ბიჭს ჩემგან? -უნდა გავიცნოთ ერთმანეთი.-მკაცრი ხმით მითხრა. ცხვირი ავიბზუე და გვერდი ავუარე. -დაინტერესებული არ ვარ.-ნაგლად გავუღიმე. -იქნები. -ნაკლებად მგონია. -რა პრობლემა გაქვს ჩემთან? -მე? შენ რა გინდა ჩემთან? სულ რაღაც ორი წამია გნახე და უკვე ჩემს ცნობას ითხოვ, რას ხედავ ასეთს ჩემში. -რასაც შენ ჩემში ვერა... -სანდრო, რა გინდა? -იცოდი მამაჩემი და მამაშენი რო ძმაკაცები არიან? -მე...არა.. ის...-დავიბენი ჩემებურად და სანდროს კმაყოფილ სახეს რომ შევხედე მტკიცედ ვუთხარი-არც ვიცოდი შენი არსებობის შესახებ. თეფშები ავიღე და გზა გავაგრძელე. -სამაგიეროდ ახლა იცი. ეს ხმა მთელი ღამე გამყვა აჩრდილად. * დამიანე და ნენე გვერდიგვერდ მიდიოდნენ და ერთმანეთს ხმას არ ცემდნენ. თუმცა რა საჭშირო იყო მათთან სიტყვები, როცა თვალები ისედაც ყველაფერს ამბობდნენ უთქმელად. ამდენი ხნის შემდეგ, ამ სივრცეში ყოფნა, დასარულის ახალი დასაწყისი იყო და კვდებოდა ნენე ამ დასაწყისის მოლოდინში. იდგა და უყურებდა ადამიანს რომელიც გულში გადახურებამდე უყვარდა და ფიქრობდა, რით დაიმსახურა ასეთი მოქცევა მისგან. მან ხომ ყველაფერი დათმო, გაატანა, აჩუქა, დაუზარელად გადაუფრომა გულიდან გულში, პასუხად კი სიყვარული კი არა იმედგაცრუება მიიღო. -როდის მიდხართ აქედან? -ხვალ. -ჩვენც ხვალ ვაპირებთ წამოსვლას. -ვინ თქვენ? შენ და სანდრო? -ხო. -კარგია. -არ გინდა ჩემთან საუბარი? -საიდან მოიტანე? -არა, უბრალოდ ასე მეჩვენება... -იმედი მაქვს არ გეგონა რომ კისერზე ჩამოგეკიდებოდი... დამიანე გაჩუმდა. -ნენე, მაოცებ. -შენც... მეტი არაფერი, სრულიად არაფერი სიჩუმის გარდა, სიჩუმის რომელიც თავისებურად ხმაურობდა ორივეს გულში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.