სამოთხე დედამიწაზე
უკვე დიდი ხანია ოჯახური ვახშამამი ოჯახურს აღარ გავდა . შვილები რომლებსაც მამის ეშინიათ, ცოლი რომელიც ყოველ წუთს მზადაა შენიშვნისთვის . ეს არ არის ოჯახი რომელზეც ფეფო ოცნებობდა. ჯერ კიდევ მაშინ ,როცა ფეფო სკოლის მოსწავლე იყო , უეცრად გამოჩენილმა დაქალის ბიძაშვილმა ხელი დაავლო და თავის ქალად აქცია . ალექსანდრე ფილფანი ,სვანი ბიჭი რომელიც პატარა ,ცქრიალა გოგომ მოხობლა .დიდ ხანს არც უფიქრია დაინახა თუ არა მშობლებთან მივიდა გამოუცხადა ცოლი მომყავსო. ბევრს ეხვეწნენ მშობლები კარგად დაფიქრებულიყო ,მაგრამ ვერაფერი შეასმინეს . რამდენიმე დღეში სკოლიდან მომავალი ,მეგობრებით სავსე მანქანაში ძალით ჩასვა და მთებში წაიყვანა . რა აღარ მოიმოქმედა, როგორ არ ეხვეწა ფეფო ,რომ გაეშვა ,მაგრამ არაფერმა გაჭრა . მიხვდა აზრი აღარ ქონდა არაფრის გაკეთებას, ჩუმად დაჯდა და ტირილი დაიწყო . -სესილია , ჭამა დაამთავრე . გაისმა ალექსანდრეს ხმა . სესო მაშინვე მოიღუშა ,ლამის ტირილი დაიწყო . -სესო შენ ხო გინდა ,რო დიდი გაიზარდო და კალათბურთი ერთად ვითამაშოთ ხოდა ამიტომ ბოლომდე უნდა შეჭამო ხო ? .სიტუაცია მიშომ გამოასწორა ,სესომ ცრემლი მოიწმინდა და მამას გაუღიმა . -კარგი მა , იცი რა მაგრა თამაშობს მიშო კალათბურთს რატო არ დადიხარ ხოლმე ჩვენთან ერთად თამაშებზე? ლაპარაკი დაიწყო და აღარ ჩერდებოდა, ნელ-ნელა ალექსანდრეს სახე ეცვლებოდა. საბოლოოდ ამოსასხა , მაგიდაზე ხელი დაარტყა და ხმამაღლა დაიყვირა : - გეყოფა, რამდენჯერ გითხარი ნუ საუბრობ მაგიდასთან თქო ! ავკრძალე ამ სახლში კალათბურთზე საუბარი, ფეფო რატომ არ ვიცი რომ მიშო კიდევ დადის ამ სპორტზე . გამაგებინეთ არ შეგიძლიათ მოიქცეთ ისე როგორც გეუბნებით , რთული გასაგებია ?! მისაღებში უცებ ჩამოწვა შემზარავი სიჩუმე . აღარც პატარა სესოს უცინოდა თვალები,ფეფომაც ვეღარ გაიჩერა სახეზე ყალბი ღიმილი. სიჩუმე ისევ ალექსანდრემ დაარღვია. -კიდევ ერთხელ გეუბნებით . აღარასდროს ახსენოთ ეს დაწყევლილი სპორტი და აღარ გაბედოთ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.