შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებებს იწვევს გრძნობა(სრულად)ნაწილი მეორე


20-02-2022, 01:50
ავტორი სვანი
ნანახია 10 344

ნაინა აივანზე იჯდა და ადრე გაზაფხულის სუსხს ყურადღებას არ აქცევდა,რომელიც ერთიანად უყინავდა სხეულს.გაბრუებული მისჩერებოდა სივრცეს და ყველაფრის აღქმის უნარი ჰქონდა დაკარგული.ვერაფრით იჯერებდა,რომ დუდა თბილისიდან მიდიოდა და მას და ილიას უმოწყალოდ,უბოდიშოდ ტოვებდა.გათოშილ ლოყებზე დაგორებულმა ცრემლებმა მოიყვანა გონს.უცებ შეიმშრალა მლაშე სითხე და ფეხზე წამოდგა.ტირილის უფლება არ ჰქონდა.ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და ოთახში შეაბიჯა.ილია მისაღებში იჯდა,მხრებჩამოყრილი.დედის შესვლა,რომ იგრძნო,ოდნავ ასწია თავი და გაფითრებულ ქალს მიაჩერდა
-ჩვენი ბრალია,დუდა რომ მიდის?
ნაინას გული მოეწურა შვილის გამტყდარ ხმასა და ამღვრეულ თვალებზე
-არა,დუდას წასვლა უნდა და მიდის,ჩვენ არაფერ შუაში ვართ
-ბიძიამ თქვა,რომ თქვენი ჩხუბის გამო მოხდა ეს ყველაფერი
-ეს ასე არ არის,მამაშენს უბრალო საბაბი სჭირდებოდა და იპოვა
ნაინა სამზრეულოში გავიდა.აღარ შეეძლო ილიასთან საუბარი,სული ეხუთებოდა.მაგიდას ჩამოეყრდნო და უხმოდ ატირდა.ადამიანი,რომელიც მისი სულის,ხორცის ნაწილი იყო,ისევ ტოვებდა.უცებ შეკრთა,სამზარეულოს კარი რომ შეაღო ვიღაცამ.სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და თავი მიატრიალა.დუდა უემოციოდ მისჩერებოდა
-ილია მარიკასთან და ზურასთან გადავიდა
-რატომ?
ნაინამ ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და მარმარილოს მაგიდას მიეყრდნო.წარბებშეკრული უყურებდა კარებში გაჩხერილ ქმარს
-სალაპარაკო გვაქვს და იმიტომ
-სალაპარაკო რაღაა,დუდა?რაღაზე უნდა მელაპარაკო იმ ყველაფრის შემდეგ,რაც მე და ილიას გვითხარი?!
-ნუ ყვირი და მომისმინე!
გაგნიძე ნაინას წინ დადგა და ათრთოლებულს ზევიდან დააჩერდა
-ორივესთვის ასე აჯობებს,ცოტა ხანს მარტოები ვიყოთ.დავფიქრდეთ და გავიაზროთ,რა გვინდა ერთმანეთისგან
დუდა,როგორც ყოველთვის,აუღელვებლად,მშვიდად ესაუბრებოდა გაფითრებულ ნაინას
-გაგნიძე,ამ კარიდან თუ გახვალ, გეფიცები,უკან ვეღარასდროს დაბრუნდები
ქალმა ძლივს ამოიხავლა და სწრაფად გაეცალა დაძაბულ ქმარს.ილიას ოთახში შევიდა,იმ მომენტში ნამდვილად ვერ დაწვებოდა დუდას გვერდით.მთელი ღამე თეთრად გაათენა.განვლილ 14 წელზე ფიქრობდა.იმ წლებზე,რომლებიც გაგნიძესთან ერთად გაატარა.ასე ეგონა,ორგანოები ამოაცალესო იმდენად სტკიოდა თითოეული ნაწილი.ოთახი რომ დატოვა,ილია უკვე სახლში იყო და ბიძამისთან ერთად ტელევიზორის ყურებით ირთობდა თავს
-გამარჯობა
ნაინა ძმას მიესალმა,რომელმაც მხოლოდ ამოხედა.სამსახურში წასვლის თავი ნამდვილად არ ჰქონდა.იცოდა,ვერაფერს დაუდებდა გულს და არ უნდოდა,საქმე გაეფუჭებინა
-ილია,სკოლაში რატომ არ წახვედი?
შვილს წარბაზიდული დააჩერდა,რომელსაც საერთოდ არ ადარდებდა ის ფაქტი,რომ სკოლა უმიზეზოდ გააცდინა
-არ მინდოდა,თან მამამ მითხრა,რომ შემეძლო,დავრჩენილიყავი.ბებომაც არ დამაძალა
მხრები უდარდელად აიჩეჩა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა
-ბოლო და უკანასკნელია!
-სადაა შენი ქმარი?
ირაკლი სამზარეულოში შესულს უკან მიჰყვა და კარი ზურგს უკან მიიკეტა
-არ ვიცი და არც მაინტერესებს
-ნაინა!
-რა იყო,მოგაწვა კაცური სოლიდარობა?!
ირაკლის ხმამაღლა გაეცინა დის სარკასტულს ტონზე.ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს სწრაფად მოუკიდა
-ასე უბრალოდ აღარ გაინტერესებს სად,როგორ და ვისთან არის?
-თვითონ თუ არ აინტერესებს სად,როგორ და ვისთან ვარ,მეც აღარ შევიწუხებ თავს
-ნაინა,კარგად იცი,რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებ
-აბა რა ვქნა,ირაკლი?მუხლებზე ჩამოვეკიდო და ვსთხოვო,არ წახვიდე,არ მიმატოვო მეთქი?დავიღალე,აღარ შემიძლია!ილია მასზე უარესია.ხომ ხედავ,საერთოდ არაფერი ადარდებს,მამამისივით,ქუჩაში დგომოს და ჩხუბის გარდა.დუდას მისჩერებია,იქნებ რამე ცუდი ისწავლოს მისგან.თვითონ კიდევ საერთოდ არ ანაღვლებს ის, რომ ყოველ მეორე დღეს სკოლაში მიბარებენ და ილიას საყვედურებით მავსებენ.იქნებ სჯობს,რომ წავიდეს
ნაინა აკანკალებული ხაოდა და ცრემლებს გამწარებული იწმენდდა
-დამშვიდდი
ირაკლიმ ხელები შემოხვია და მაგრად ჩაიხუტა
-შენ თუ თვლი,რომ უნდა წავიდეს,გაუშვი.მე მართლა მეგონა,ერთმანეთის გარეშე არ შეგეძლოთ და თუ ასე არ არის,ყველაფერი მოგვარდება
თავზე აკოცა და აცახცახებულ მხრებზე ხელები დაუსვა.
***
-ნაინა,მალე გამოდი,გვაგვიანდება
დუდა შემოსასვლელში იდგა და ყოველ ორ წამში საათზე იხედებოდა
-მოვდივარ,ნუ ხარ მოუთმენელი
გოგონა საყურეებს იკეთებდა და ისე მიაბიჯებდა.გაგნიძე წარბაზიდული ათვალიერებდა ლამაზ,შავ კაბაში გამოწყობილს,რომელიც მომღიმარი უყურებდა.ვერ მოითმინა,სწრაფად მოხვია წელზე ხელი და მონდომებით დაეწაფა გოგონას სავსე ბაგეებს.ნაინამ მოულოდნელობისაგან ამოიგმინა და თითებით გაგნიძის პერანგს ჩააფრინდა
-დუდა,დაგვაგვიანდება...
ძლივს დააღწია თავი მის ტუჩებს და თავად გავიდა პირველი სახლიდან.
თებე და ნიკუშა პატარა ლილეს ნათლავდნენ.დუდა თვალებაციმციმებული უყურებდა თავის ნაინას,რომელსაც ლილე მკერდზე მიეხუტებინა და თავზე მონოტორულად ჰკოცნიდა.
მშვიდ მელოდიაზე ცეკვავდნენ ,გაგნიძე მულოდნელად რომ გაჩერდა
-მოხდა რამე?
ნაინა გაოცებული შესცქეროდა დუდას,რომელიც წარბშეუხრელი უყურებდა
-ჩემთან სახლში გადმოდი საცხოვრებლად
ნაინას გაეღიმა,მაგრამ ღიმილი მალევე გაუქრა,როცა გააცნობიერა,რომ დუდა არ ხუმრობდა
-შენს სახლში?
-ჰო
-დუდა,ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე?
გოგონა დაბნეული აცეცებდა თვალებს და ცდილობდა,უჰაერობა დაეიგნორებინა
-შენც მოულოდნელად დამთანხმდი, ნაინა
გაგნიძემ ხელი კეფაზე გამოსდო და ძლიერად დააცხრა გაპობილ ბაგეებზე
-კარგი, ვიცხოვროთ ერთად
***
-დედა,ნუ ათამამებ ილიას,ისედაც არ მიჯერებს და საერთოდ აღარაფერს გააკეთებს
-რა ვქნა დედიკო,ისეთი დანაღვლიანებული იყო ბავშვი,შემეცოდა სკოლაში გასაშვებად
მარიკა საცოდავად მისჩერებოდა საოცრად შეცვლილ,გადაღლილ და გამოფიტულ შვილს
-არ გინდა მარიკა,გთხოვ.აწი მთელი ცხოვრება მარტო მოგვიწევს ყოფნა და უნდა შეეჩვიოს!
-ასე ნუ ამბობ,ნაინა...დუდას არ უთქვამს,რომ სამუდამოდ მიდის და
-და თუ დაბრუნდება,მე აღარ მივცემ უფლებას,ჩვენთან გაჩერდეს
ნაინა აკანკალებულ თითებს მთელი ძალით უჭერდა ფინჯანს და ასე ცდილობდა,თავი როგორმე დაემშვიდებინა.გრძნობდა,სუნთქვა ნელ-ნელა როგორ უძნელდებოდა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ღრმად ისუნთქავდა,თითქოს,დამძიმებულ ჰაერს.
დუდამ ისე დატოვა ქვეყანა,ნაინა არ უნახავს.სამსახურიდან ახალი დაბრუნებული იყო ილია ირაკლიმ რომ შეიყვანა სახლში.შვილის ჩამოყრილ მხრებზევე მიხვდა ყველაფერს და მაშინვე იგრძნო ყრუ ტკივილი მკერდის არეში
-ილია,ოთახში შედი ცოტა ხნით
ირაკლიმ მსუბუქად გაუღიმა დის შვილს და გაფითრებულ ნაინას მკლავში წაავლო თითები,რომ არ წაქცეულიყო
-უნამუსო და არაკაცია
ძლივს ამოიხავლა და დივანზე ჩამოჯდა
-ორივეს ბრალია,ის რაც ახლა ხდება და მორჩი მხოლოდ დუდას დადანაშაულებას
-კი,ნამდვილად ჩემი ბრალია...ყველაფერს თვალდახუჭული ვპატიობდი და აი მანდ შევცდი ყველაზე მეტად
-აზრი აღარ აქვს აღარაფერს.შვილი გყავს,რომელსაც სჭირდები და მორჩი აწი არაფრის მომცემ თვითგვემას
ირაკლიმ თავზე აკოცა დას და სახლი სწრაფად დატოვა.ვერასდროს აპატიებდა დუდა გაგნიძეს ნაინას ასეთ მდგომარეობამდე მიყვანას.
***
მთელი ღამე მისაღებში იჯდა და სულმოუთქმელი ელოდა დუდას სახლში დაბრუნებას,რომელიც არა და არ სჩანდა.აღარ იცოდა,რა გაეკეთებინა.ნერვიულობისაგან თითები სულ დაიმტვრია.ადგილს ვერ პოულობდა სახლში.ყურებში ჩაესმოდა უცხო კაცის არასასიამოვნო ხმა,რომელიც გაგნიძის ამბებს ისე უყვებოდა,ვითომაც არაფერიო.ჭკუიდან გადადიოდა,აღარ შეეძლო ამდენი ლოდინი.ირაკლის დაურეკა,რადგან დუდასთან დაკავშირებას აზრი აღარ ჰქონდა,მაინც არ ჰპასუხობდა
-რა იყო
-სად ჯანდაბაში არის დუდა?
-ნუ ყვირი და ამიხსენი,რა ხდება
ნაინა ოთახში დააბიჯებდა და ყველანაირად ცდილობდა,ნერვებს არ აჰყოლოდა,მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა
-ირაკლი,ახლავე მითხარი,სად არის,თორემ მთელს საქართველოს შემოვივლი და მაინც ვიპოვი
-თელავშია
ირაკლი დანებდა.იცოდა,ასე კიდევ უფრო გააღიზიანებდა დას.ნაინას აღარ მოუსმენია მისთვის.სწრაფად გავარდა სახლიდან და ნიკუშასგან ინათხოვლა მანქანა.გიჟივით მიჰქროდა მაგისტრალზე და ბრაზი ახრჩობდა.ერთ საათში უკვე თელავში იყო.სწრაფად აკრიბა მოკლე ტექსტური შეტყობინება და დუდას გაუგზავნა.ბიჭმა არც დააყოვნა და მალევე აზიზინდა ნაინას ტელეფონი
-სად ხარ?!
-ქალაქის შესასვლელში ვდგავარ
გოგონას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება დუდას გაღიზიანებული ხმისთვის და მანქანიდან გადავიდა.ღრმად სუნთქავდა და გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა. წამოიკივლა მკლავში ვიღაც რომ სწვდა და მისკენ დაქაჩა
-აქ რას აკეთებ?!
დუდას ადამიანის სახე დაჰკარგვოდა.ყბებდაჭიმული დასჩერებოდა გაფითრებულ ნაინას
-და შენ?შენ რას აკეთებ აქ?
-რატომ მაღიზიანებ და რატომ მიქმნი პრობლემებს?
დუდა ყველანაირად ცდილობდა,არ ეყვირა,მაგრამ ხმას ვერ იმორჩილებდა
-ან ჩემთან ერთად წამოდი სახლში,ან გეფიცები,როდესაც იქ დაბრუნდები,მე აღარ დაგხვდები
გაგნიძე გაშრა.სახის ნაკვთები მოერყა.ნაინა გრძნობდა მის აჩაქარებულ გულისცემასა და გახშირებულ სუნთქვას,მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა
-ვიღაც ზვიადიმ დამირეკა და მითხრა,რომ რაღაც საქმის გარჩევაზე მიდიოდი თუ რაღაც.დუდა,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ,წამოდი სახლში
გაგნიძე დაიხარა და გოგონას ცრემლებით დანამული სახე ხელებში მოიქცია.ლოყაზე მსუბუქად აკოცა და გაუღიმა
-სახლში წადი და შენს თავს გეფიცები,მეც მალე მოვალ
-არ წავალ...
-ნაინა
დუდას ზედმეტად მკაცრმა ტონმა,გოგონა მიახვედრა,რომ უთქმელად უნდა წამოსულიყო იქიდან.სალხში ვერ ავიდა.იქვე,ეზოში ხის ქვეშ იჯდა და ელოდა,როდის გამოჩნდებოდა თავისი დუდა.
***
ნაინას იმაზე მეტად უჭირდა დუდას გარეშე ყოფნა,ვიდრე წარმოედგინა.ერთი კვირაც არ იყო გასული და უკვე ეგონა,რომ მთელმა ცხოვრებამ განვლო მის გარეშე.ისევ იგივე მეორდებოდა.ისევ მარტო იყო.
თორნიკეს მიაკითხა კლინიკაში.ნამდვილად სჭირდებოდა მისი ჩახუტება და თუნდაც რამდენიმე სიტყვა.
მიმღებში იჯდა ბატონი ანანიძე რომ გამოჩნდა.ფეხზე წამოდგა და მისკენ დაიძრა.რამდენიმე ნაბიჯში საოცარი თავბრუსხვევა იგრძნო და მოახლოებულ თორნიკეს მკლავზე ჩამოეყრდნო
-ნაინა,ფერი არ გადევს სახეზე
კაცმა მაშინვე კაბინეტში შეიყვანა და დივანზე ჩამოსვა.სწრაფად ჩამოუსხა წყალი და მიაწოდა
-საერთოდ ჭამ რამეს?
-უნდა მეჩხუბო?
-საჩხუბარი ხარ.ვერ ხედავ რას დაემსგავსე?ქარს დაჰყვები უკვე
ნაინას გაეცინა და დაბღვერილს ახედა
-რამდენიმე გამოკვლევა ჩაიტარე.ისე არ წახვიდე აქედან!
ფურცლებზე რაღაცეები დაწერა და სახედამანჭულს გაუწოდა
-რად მინდა გამოკვლევები
-ნუ მეჯინები!
ქალს კიდევ ერთხელ გაეცინა და გვერდით ჩამომჯდარს მხარზე ჩამოაყრდნო თავი
-დუდა გაგნიძე მოსაკლავია ამ ყველაფრისთვის
თორნიკემ თავზე აკოცა და მხრებზე მოეხვია.
ნაინას აკანკალებულ თითებში მოექცია ექიმის მიცემული ფურცელი და ამღვრეული მზერით მისჩერებოდა ერთ სიტყვას.ვერ წარმოედგინა,რომ ოთხი კვირის ორსული იყო.
***
-თებე,ორსულად ვარ გესმის?!მე და დუდას შვილი გვეყოლება
ნაინა ოთახში დახტოდა და ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ამ ყველაფერს
-იმედია,ეს მაინც დააჭკვიანებს გაგნიძეს
თებემ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მაინც წაჰკბინა დუდას
-ჩემი და დუდას შვილი
გოგონა მოწყვეტით ჩამოჯდა იატაკზე და გაკრეჭილი მიაჩერდა წარბაზიდულ დაქალს
-შენებს უთხარი?
-არა,ჯერ დუდად უნდა ვუთხრა
ღიმილს ვერ იკავებდა,ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა.გაგნიძე როგორც კი მივიდა სახლში ნაინამ ამოსუნთქვაც არ აცადა,ისე დააცხრა საყვარელ ბაგეებზე.გაბრწყინებული უყურებდა ოდნავ დაბნეულს
-მოხდა რამე?
დუდამ ხელი მოხვია და ოთხაში მასთან ერთად შევიდა
-ჯერ დაჯექი და მერე გეტყვი
გაგნიძის წინ,მაგიდაზე ჩამოდჯდა,ბიჭის თითები თავისაში მოიქცია და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი
-მე და შენ პირველი შვილი გვეყოლება
დუდას სახეზე ფერი დაეკარგა.თითები ისე სწრაფად გაეყინა,ნაინას სერიოზულად შეეშინდა.დამრგვალებული თვალებით მისჩერებოდა გაქვავებულს
-არ იტყვი არაფერს?
ძლივს ამოიკნავლა და შეეცადა,რომ არ ეტირა
-ნაინა...
დუდას ხმა ჩახლეჩვოდა.გაყინული თითები სწრაფად გამოსდო კეფაზე და ისე აკოცა საყვარელ ქალს,როგორც არასდროს.
***
ახლაც თებესთან მივიდა.ქალი ატირებული უყურებდა გათიშულ მეგობარს და ხვდებოდა,რომ ვერაფრით დაეხმარებოდა
-იქნებ დუდას უთხრა და დაბრუნდეს?
-რომ ვკვდებოდე,მე მაგ კაცს არ დავურეკავ,მით უმეტეს,დაბრუნებას არ ვთხოვ
ნაინა ნერვიულად ისმევდა მუხლებზე აკანკალებულ თითებს და ტუჩებს გამეტებით ჰკბენდა
-მარიკას და ზურას უთხარი?
-არა,პირდაპირ აქ მოვედი
-მე მაინც ვფიქრობ,რომ დუდას უნდა გააგებინო
-თებე,ლილეს თავს გაფიცებ,არ უთხრა და ნიკუშაც გააფრთხილე!
ნაინა მშობლებთან ავიდა.ილიაც იქ იყო.ბაბუას ნარდს ეთამაშებოდა და გულიანად იცინოდა
-ირაკლი სად არის?
-ვიცი?არ ვიცი.ვიღაც ქალს სწერს 24 საათი და დაბოდიალობს სადღაც პირდაფჩენილი
მარიკა ქოთქოთით ამზადებდა საჭმელს და გაფქვილულ ხელებს უმისამართოდ აქნევდა
-სალაპარაკო მაქვს,ყველასთან
-რა მოხდა,შვილო
მარიკამ ისე შეიცხადა,რომ არ ჩამომჯდარიყო,გონებას დაკარგავდა
-არაფერი დედა,დამშვიდდი
ნაინამ გაუცინა და აიძულა,დამშვიდებულიყო.ირაკლი სახლში რომ დაიგულა,ნატალისაც დაურეკა და მათთან მისვლა სთხოვა.
მისაღებში ისხდნენ და ფერდაკარგულ ნაინას მისჩერებოდნენ,რომელიც ვერაფრით აბამდა თავს სათქმელს
-პირველ რიგში,უნდა შემპირდეთ,რომ დუდას არაფერს ეტყვით და ეს არ იქნება მიზეზი,მისი აქ დაბრუნების
-ნაინა,რა ხდება შვილო
ნატალი შეშინებული უყურებდა რძალს და ილიას მტევანს მთელი ძალით უჭერდა თითებს
-აღმოჩნა,რომ ორსულად ვარ.იმედი მაქვს,ოდნავ მაინც მცემთ პატივს და ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ
-ნაინა,სისულელეს ამბობ!ეს როგორ უნდა დაუმალო დუდას?
ირაკლი ფეხზე წამოვარდა და დას თავზე დააცხრა
-მას ჩემთან და ჩემს შვილთან ყოფნა, რომ სდომოდა,არსად არ გაიქცეოდა,თან უკვე მერამდენედ
-ამის დამალვა მაინც არ შეიძლება
ზურამ ნაღვლიანად ახედა შვილს და აგრძნობინა,რომ აფსურდს ამბობდა
-მე ამაზე საუბარს მოვრჩი!თუ რომელიმე,რამეს ეტყვით დუდას,მეცოდინება,რომ პატივს საერთოდ არ მცემთ!
ნაინამ შვილს შეხედა,რომელიც თავდახრილი იჯდა და ყბებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს
-ილია,ეს შენც გეხება.ვიცი,რომ მამაშენს ყოველ ღამე ესაუბრები
-მამას ვუყვარვართ,ასე არ შეიძლება
-დამშვიდდი ბებო
მარიკამ გულში ჩაიკრა ათრთოლებული შვილიშვილი და თვითონაც ატირდა
-წამოდი,ცალკე ვისაუბროთ
ხელი ჩაჰკიდა შვილს და ოთახში გაიყვანა.საწოლზე ჩამოსვა და თვითონ მის მუხლებთან ჩაჯდა
-ილია დედა,ყველაზე მეტად ახლა შენი გვერდში დგომა მჭირდება.მამაშენს უყვარხარ და არავინ გიშლის მასთან ურთიერთობას.მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ,ეს საიდუმლო შემინახე თუ ოდნავ მაინც გიყვარს დედა
ილია საცოდავად მისჩერებოდა ნაინას და არ იცოდა რა გაეკეთებინა
-მამას შენც უყვარხარ
-ამაზე ლაპარაკი არ გვინდა
შვილს გაუღიმა და ფეხზე წამოაყენა.
ახლა ორნი იყვნენ.არ ჰქონდა უფლება თავის ჯერ არ დაბადებულ შვილზე არ ეზრუნა.მარიკამ ძალიან სთხოვა,მათთან გადასულიყვნენ ის და ილია საცხოვრებლად,მაგრამ ნაინამ კატეგორიული უარი განაცხადა და თქვა,რომ მის სახლს არ დატოვებდა.ნატალი თითქმის ყოველ ღამე სტუმრობდა რძალს,მარიკასთან ერთად და გემრიელი კერძებით ანებივრებდა.ქალი სევდიანი თვალებით უყურებდა რძალს,რომელიც ღიმილით ცდილობდა,დაემალა სულის ტკივილი.ყველაზე მეტად საკუთარ თავს ადანაშულებდა,რადგან სათანადოდ ვერ აღზარდა შვილი.
ილია იმაზე მეტად ჩუმი და უხეში გახდა,ვიდრე იყო.ნაინა მასზე ძალიან ჯავრობდა.უკვე აგიჟებდა ყოველ კვირაში სკოლაში სიარული და დირექტორისგან საყვედურების მოსმენა
-ილია,ყველაზე წმინდას გეფიცები,თუ ნორმალურად მოქცევას არ დაიწყებ,ისე მწარედ დაგსჯი,მთელი ცხოვრება გემახსოვრება
ნაინა ბოლო ხმაზე უყვიროდა წარბებშეკრულ შვილს,რომელიც დუმილით აგრძნობინენდა მას,რომ არაფრის გაგონება არ სურდა
-ნორმალურად მოქცევას რას ეძახი?
-მორჩები უაზრო ჩხუბს ყოველ მეორესთან და ისწავლი!
ილიას მწარედ გაეცინა.ნაინას უკვე ჭკუიდან შლიდა,საოცარი მსგავსება ილიასა და დუდას შორის
-მომისმინე
ისევ ბოლო ხმაზე დაიყვირა და სწორედ ამ დროს შეაღო სახლის კარი ირაკლიმ,რომელიც უკმაყოფილოდ უმზერდა ოთახის ცენტრში მდგარ დასა და დის შვილს
-რა გაღრიალებს გოგო,მთელ უბანს ესმის შენი ხმა
-აშკარად ჰორმონების შემოტევა აქვს
ილია ღიმილით ჩამოჯდა დივანზე და ბიძას თვალი ჩაუკრა
-გამასწარი აქედან,თორემ ისე გცემ,ვერ გაივლი
ნაინა აკანკალებულ თითებს სახეზე ისმევდა და ცდილობდა,ოდნავ მაინც დამშვიდებულიყო
-რა მოხდა?
-არ იცი ახლა რა მოხდებოდა?!ვიღაცას ცხვირი გაუტეხა და დამიბარეს სკოლაში.აღარ შემიძლია ირაკლი,რაზე ვიდარდო,არ ვიცი
-ილია,ოთახში შედი და მეც მოვალ
ირაკლიმ ისეთი სახით გადახედა დის შვილს,რომ ამ უკანასკნელმაც სწრაფად დატოვა იქაურობა
-ხომ ხედავ,მარტო ვერაფერს უმკლავდები,დროა,დუდა ისევ დაუბრუნდეს ქალაქს
-ირაკლი,გთხოვ რაა,შენ მაინც ნუ მაღიზიანებ და მაფორიაქებ,უკვე აღარ ვიცი,ეს ბავშვი როგორი დაიბადება
-მშია,მიდი,გამიმზადე რამე და მეც მალე მოვალ
ირაკლიმ შუბლზე აკოცა დას და ილიას ოთახისკენ წავიდა.ფანჯარასთან მდგომს,გვერდით ამოუდგა და თავადაც გადახედა ღამის ვერას
-სამი წლის რომ იყავი,ცუდად გახდი.დუდა მაშინაც არ იყო თბილისში.ისე ცუდად იყავი,ექიმებს იმედი აღარ ჰქონდათ შენი გადარჩენის.დას გეფიცები,ნაინას წამითაც არ მოუხუჭავს თვალი,გამწარებული ცდილობდა,რომ გადაერჩინე და შენთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.ილია,დედაშენს იმაზე დიდი ამაგი აქვს შენზე,ვიდრე წარმოგიდგენია.უნდა მოუფრთხილდე მასაც და შენს დედმამიშვილსაც,რომელსაც ნამდვილად აქვს სიცოცხლის უფლება და შენს გაუთავებელს ჩხუბს ნამდვილად არ უნდა შეეწიროს.არ ვყოფილვარს შენს ტოლობაზე ფრთიანი ანგელოზი,მაგრამ ვცდილობდი,დედაჩემს ნაკლებად სტკენოდა გული.შენ გგონია,რომ დუდას სახლიდან წასვლით,ასე დასჯი დედაშენს,მაგრამ ცდები.ყველაზე მეტად სწორედ აქ ცდები.დუდამ,დუდამ მიგატოვა და არა ნაინამ
ირაკლის წამითაც არ შეუხედავს ქვად ქცეული დისშვილისთვის ისე გამოიხურა ოთახის კარი.ნაინას მისთვის უკვე გაემზადებინა საჭმელი და სამზარეულოში ელოდა
-თორნიკე ვნახე დღეს.ისე უჩხუბიათ იმას და კესოს
-მაგათმაც დამღალეს უკვე,ლამის ოცი წელი გავიდა ერთმანეთი უყვართ და ვერ ხვდებიან,ამდენი ჩხუბით,რა მნიშვნელოვან დროს ჰკარგავენ
ნაინა თავისთვის ბუტბუტებდა და სამზარეულოში ტრიალებდა.ირაკლიმ ღიმილი ვერ შეიკავა და სახე გაებადრა ,დის მუცელი რომ შეამჩნია,ნაინამ ჭიქა რომ შემოდო თაროზე
-იქნებ ამას მაინც დაარქა ირაკლი
-არა,დარწმუნებული ვარ,ეს გოგოა
ქალმა ღიმილით მოისვა მუცელზე თითები და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
ირაკლი მოსაწევად იყო გასული მისი ტელეფონი რომ ამღერდა.ნაინამ ვერ მოითმინა და ქალის სახელი რომ ამოიკითხა,უპასუხა.ღიმილი ძლივს შეიკავა,ყურმილს იქიდან რამდენიმე წამიანი პაუზა რომ ჩამოვარდა
-იცით,მე ირაკლის ვეძებდი
მოსაუბრეს საოცრად წკრიალა,ნაზი ხმა ჰქონდა
-ვინ ბრძანდებით?
-ნაცნობი ვარ მისი
ნაინას ისე უნდოდა ხმამაღლა გასცინებოდა გოგონას შეშფოთებულ ხმაზე,მაგრამ ტუჩებს თავი ძლივს მოუყარა
-სახელს თუ მეტყვით,ირაკლის გადავცემ,რომ დარეკეთ
-თამარა მქვია
-კარგით,თამარა,ვეტყვი,რომ იკითხე
ზარი როგორც კი გაწყდა,ნაინამ ხმამაღალი სიცილი დაიწყო და ოთახში დაბრუნებულ ირაკლის მრავლისმეტყველი მზერით გახედა
-რა?
კაცი დაბნეული უყურებდა გაბრწყინებულ დას
-თუ გოგო იქნება,გადავწყვიტე,თამარა დავარქვა,საოცრად ჟღერადი სახელია
ირაკლი გაშრა.წარბებშეკრული ადევნებდა თვალს ოთახის დალაგებაში გართულს
-საიდან მოიტანე ეგ სახელი?
-არ ვიცი,ასე უბრალოდ გამახსენდა და მივხვდი,რომ საოცარი სახელია
ირაკლი დადუმდა.ნაინას საოცარი ინტერესი ჰკლავდა,ვინ იყო თამარა.ძმის მობილური აიღო და გვერდით ჩამოუჯდა,დაძაბულს
-თამარამ დაგირეკა და გიკითხა
ხმადაბლა უთხრა და აკისკისებულმა აკოცა ლოყაზე გაოცებულსა და ამავე დროს,გაბრაზებულს
-უპასუხე?!
-ჰო,დამაინტერესა და ვუპასუხე
-ნაინა,მარიკასავით რატომ იქცევი?!
კაცი წარბაზიდული უყურებდა გაკრეჭილს და თავადაც ვერ იკავებდა ღიმილს
-ამდენი წელი გავიდა და მაინც ისევ ისეთი ცნობისმიყვარე დარჩი
ხელი გადახვია და ჩაიხუტა
-მომიყევი რა თამარაზე
-მოსაყოლი არაფერია
-მატყუებ,ისე შეგეცვალა სახე ეს სახელი რომ გაიგე,ნიშადურის მოსატანად კინაღამ გავიქეცი
ირაკლიმ გაიცინა და მასთან ერთად გადაწვა დივანზე
-აეროპორტში შევხვდი,რამდენიმე თვის წინ.დამეჯახა და ისე გამომლანძღა,ახლაც მიკვირს,როგორ გადავრჩი იმ დღეს და თვითმფრინავი არ ჩამოვარდა.იმ მომენტში საერთოდ არ მიფიქრია,ვიღაც გიჟ გოგოზე,რომელიც დამეჯახა და აქეთ მლანძღავდა,მაგრამ გეფიცები,იმ საღამოს არ მძინებია.მოვდუნდებოდი თუ არა,მისი აკიაფებული მწვანე თვალები მახსენდებოდა.აუ,შენს თავს ვფიცავარ,არ წარმომედგინა სადმე კიდევ თუ შევხვდებოდით ერთმანეთს და ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა.ორი თვის უკან,ჩვენთან,კომპანიაში შევხვდი.მაშინაც დამეჯახა და რა თქმა უნდა,ლანძღვა დამიწყო.კარგად რომ მიმაკრო კედელზე,ამომხედა და მითხრა,რას დამსდევ,რას გადამეკიდეო.დაცვა გაოცებული გვიყურებდა.ისევ ლანძღვა რომ გააგრძელა,კაბინეტში შევიყვანე და დამრგვალებული ჭაობის ფერებით რომ ამომხედა,მანდ მივხვდი,შარში ვიყავი
ნაინას ცოტა აკლდა აკივლებამდე.ვერ წარმოედგინა,რომ ახლა თავისი ძმა,ირაკლი ჯაყელი ესაუბრებოდა
-შეგიყვარდა,იკუნაა?
-ჯერ ადრეა სიყვარულამდე
-ვაიმეე,არ მჯერაა,ჩემი ძმა შეყვარებულია
ირაკლი იცინოდა და თმაზე ეთამაშებოდა ატინგიცებულ დას
-გაჩუმდი და მარიკასთან არაფერი თქვა,თორემ მიგახრჩობ
-როდის უნდა გამაცნო?!
-ჯანდაბა,დაიწყო ჩემი წამება
ირაკლიმ ხელები სახეზე დაილაგა და ხმადაბლა ამოიზმუვლა
-მე თვითონაც არ ვიცნობ ნორმალურად.ჯერ-ჯერობით მხოლოდ მლანძღავს
-შენთან რა უნდოდა,კომპანიაში?
-არქიტექტორის ვაკანსია გვქონდა და გასაუბრებაზე იყო ნიკუშასთან.აუყვანია
-იცის,შენ კომპანია რომაა?
-არა და ყველა გავაფრთხილე,რომ არ თქვან.ნიკუშამ გიორგის უთხრა და შევწუხდი.ეჭვიანი საყვარელივით კუდში დამსდევს და რაღაცეებს მეკითხება
ნაინა გულიანად იცინოდა ძმაზე და მართლა ვერ იჯერებდა,რომ ირაკლი ასეთ ცვლილებას განიცდიდა თამარაზე საუბრის დროს.
***
დუდას მკლავში ჩაევლო ხელი ნაინასთვის და კიბეებზე რასაც ჰქვი, მიაფრიალებდა
-დუდა,მტკენ
გოგონამ ძლივს ამოთქვა და სახლში შესულმა, ხელი ძალით გაინთავისუფლა
-რამ გადაგრია და გაგაცოფა?!
გაოცებული უყურებდა ოთახის ცენტრში გახევებულ,ყბებდაჭიმულ გაგნიძეს
-ონიანს სანამ არ მოვკლავ,არც შენ დაისვენე და არც ის ხო?!
-ნუ ღრიალებ და წესიერად ამიხსენი,რა მოხდა
-დაგინახე მისი მანქანიდან რომ გადმოხვედი
ნაინას სიმწრით გაეცინა და ბიჭს მიუახლოვდა
-მერე?
-რა მერე გოგო.რა გინდოდა მასთან ერთად?!
-სამსახურიდან რომ გამოვედი,შემთხვევით შემხვდა და სახლამდე მოყვანა შემომთავაზა
-ჭკუიდან რატომ მშლი?!შენს თავს ვფიცავარ,მოვკლავ ისე,რომ ხელი არ ამიკანკალდება
გაგნიძემ ყბებში წაავლო თითები და მისკენ მისწია
-კარგად იცი,ამის გამკეთებელი ვარ
ამოიხავლა და სწრაფად დაეწაფა გოგონას გაპობილ ბაგეებს
-დუდა,შეწყვიტე ეს უაზრო ეჭვიანობა.არ გაბედო და არასდროს არ გაიფიქრო,რომ როდესმე გიღალატებ!მე შენ,დუდა მიყვარხად და არ ავიღაც ალექსანდრე,საბა ან გიორგი.ერთადერთი კაცი ხარ,რომელიც მინდა, ჩემთან,ჩემი იყოს.ამიტომ მოეშვი ამ მასკარადს და მაკოცე!
***
ნაინა კესოსთან და თორნიკესთან ავიდა,მათი ამბავი რომ გაეგო.კესო, როგორც ყოველთვის,დაქოთქოთებდა და თორნიკეს ეჩხუბებოდა.ნაინამ მაშინ გაიგო,რომ ისიც ორსულად ყოფილა.გულაჩუყებული ეხვეოდა მეგობარს და არ იცოდა,დაუკითხავად გადმოგორებული ცრემლები,როგორ შეეჩერებინა.თორნიკე საოცრად ექცეოდა კესოს,რომელიც კიდევ უფრო სენტიმენტალური და ენერგიული გამხდარიყო
-კიდევ კარგი მოხვედი,თორემ მარტო ვეღარ ვუძლებდი
თორნიკემ მადლიერების ნიშნად თავზე აკოცა ნაინას
-ხომ ხედავ,ვეღარ მიძლებს.საერთოდ არ მჭირდები,ჩემს შვილს მამა აღარ ჰყავს
-გაიბუტა ჩემი პატარაა
თორნიკე ახლა კესოს მოეხვია,რომელიც დაბღვერილი იდგა ფანჯარასთან და ზედაც არ უყურებდა ანანიძეს
-აპატიე შენს უგუნურ ქმარს
ყელში აკოცა და საცოდავად შეხედა
-წამიყვანე დღეს სადმე და გაპატიებ
-დღეს ვერა ჩემო გაბერილო,მორიგე ვარ
-ხოდა,არ გაპატიებ
კესომ თორნიკე მოიშორა და ნაინას ჩამოუჯდა გვერდით
-აუფ,შენ კიდევ ჰორმონების შემოტევა გინდოდაა,ისედაც რა ხარ
ნაინამ საცოდავად დამანჭა სახე და თორნიკეს თანაგრძნობით გადახედა
-აღარც შენ გელაპარაკები!
ქალმა ორივეს ზურგი აქცია და ოთახში შეიკეტა
-წადი,შემოირიგე.მე ზურასთან და მარიკასთან უნდა ავიდე
თორნიკეს თვალი ჩაუკრა და იქაურობა დატოვა.
ქუჩას ჰკვეთდა,უცნობი მანქანა რომ ამოუდგა გვერდით.სერიის ნომერი რომ ვერ იცნო,ყურადღება არ მიუქცევია და გზა განაგრძო
-ნაინა
ინტერესით შეტრიალდა, მისი სახელი რომ გაიგო.გაკვირვებული უყურებდა მანქანიდან გადმოსულ ალექსანდრეს,რომელიც მისკენ ღიმილით მიიწევდა
-როგორ ხარ?
ქალისკენ დაიხარა და ხელები ძლიერად შემოხვია
-კარგად ალექსანდრე,შენ?
მანაც გაუღიმა და მკლავზე ჩამოჰკიდა თითები
-მეც კარგად.სულ არ შეცვლილხარ
ონიანმა სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა და გაუღიმა
-სად დაიკარგე,რომ არ ჩანდი?
-არ ვიყავი საქართველოში,რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი
-ძალიან გამიხარდა შენი ნახვა
-მეც და იმედი მაქვს,კიდევ ბევრჯერ შეგხვდები
კაცმა ლოყაზე ნაზად აკოცა და დატოვა დაბნეული.
ილია ისევ ძალიან ცოტას ელაპარაკებოდა ნაინას და ეს ძალიან აწუხებდა.ამღვრეული მზერით უყურებდა ბაბუასთან საუბარში გართულს და გული საშინლად სტკიოდა
-არ ინერვიულო დედა,გადაუვლის.ახლა ასაკიც ისეთი აქვს,უჭირს რაღაცეების გაგება.თან ხომ იცი,დუდა მისი კერპია.მამამისზე მეტად არავისი სწამს და უყვარს
-დედა,აღარ ვიცი, რა გავაკეთო.ყველა პრობლემის წინაშე მარტო ვარ.ილიაც არ მიწყობს ხელს,რომ მისი სახით პრობლემა არ შემიქმნას
ნაინამ ისევ ვერ შეიკავა თავი და ატირდა.ლოყებზე დაგორებულ ცრემლებს სწრაფად იწმენდდა.არ უნდოდა მარიკა კიდევ უფრო დაემძიმებინა და აეფორიაქებინა
-დაწყნარდი, დედას გოგო.ყველაფერი დალაგდება,აი ნახავ
ქალი შვილს ეხვეოდა და თავადაც ტიროდა.
ნაინას არ უნდოდა სახლში წასვლა,ამიტომ მშობლებთან დარჩა.ვერაფრით დაიძინა.სამზარეულოში იჯდა და ცხელ ჩაის სვამდა,ირაკლიმ რომ შეაკითხა
-რა გეჩქარებოდა სახლში მოსვლა
ძმას ახედა და დაბნეულს გაუღიმა
-შენ აქ არ ცხოვრობ და გაჩუმდი თუ შეიძლება
ირაკლიმ თავზე აკოცა გაკრეჭილს და წარბი აუწია
-რა გინდა,რატომ მიყურებ ეგრე?
-სად იყავი?
-გოშაძესთან ერთად ბარში
-უიმეე,ორი უსაქმური
ნაინამ ხელი ჩაიქნია და წინ ჩამომჯდარს ინტერესით მიაჩერდა
-რაო,თამარამ?
ირაკლის გაეცინა და ძალით ჩაიტენა პირში თეფშზე დალაგებული,მარიკას გამზადებული ორცხობილა
-ჩემს ზარებს არ პასუხობს.ნიკუშამ მითხრა,სამსახურში ჩვეულებრივად დადისო.დროა,მეც მივიდე
თვალი ჩაუკრა და მისი ფინჯნიდან მოსვა ჩაი
-გამაცანი რაა მალე
-ჯერ ადრეა
ფეხზე წამოაყენა და ოთახისკენ წაიყვანა.
***
ნაინას უეცრად გამოეღვიძა და საწოლიდან წამოიწია.დუდა მის გვერდით არ იყო.სწრაფად წამოდგა და მთელს სახლში დაუწყო ძებნა.აივანზე იპოვა.ბიჭი სავარძელში ჩამჯდარიყო,თავი მისი საზურგესთვის გადაედო და თვალები დაეხუჭა.ნაინა ნელა მიუახლოვდა და მუხლებზე ჩამოუჯდა.გაგნიძემ თავი წამოსწია და ამღვრეული მზერა მიაბყრო მომლოდინეს
-დუდა,გაწუხებს რამე?
გოგონამ ლოყაზე დაადო ხელისგული და წვერზე ჩამოუსვა ცერა თითი
-ცუდად ვარ,ნაინა
დუდას ხმა დაჰკარგვოდა,დამძიმებულ,
ჩაწითლებულ თვალებს ძლივს ახელდა
-მომიყევი,რა გჭირს
-ყველაფერი აირია.ყველგან კრიზისი მაქვს.კომპანიებში უამრავი პრობლემაა.ბიძაჩემს ცალკე სჭირდება დახმარება.პოლიცია ისევ მებრძვის.ნატალი სულ მამაჩემს ახსენებს და რატომღაც უნდა,მისი დაწყებული საქმეები მე დავასრულო
მკერდზე მიაყრდნო შუბლი და ღრმად შეისუნთქა ნაინას სურნელი
-ყველაფერს ეშველება.ნელ-ნელა გამოვასწორებთ,აი ნახავ.მითხარი,თუ რამეში შემიძლია დაგეხმარო,მე შენს გვერდით ვარ
ნაინა თავზე ეფერებოდა და დრო და დრო შიშველ მხარზე ჰკოცნიდა
-არასდროს მიმატოვო,გთხოვ
-გპირდები დუდა,გპირდები,რომ ამ სახლს არასდროს დავტოვებ და ყველა პრობლემას შენთან ერთად გავუმკლავდები.გპირდები,ჩვენ,მე და შენ ყველაფერს ერთად შევეჭირდებით
***
ნაინასა და ალექსანდრეს შეხვედრები რატომღაც უფრო გახშირდა.ქალი გრძნობდა,ბავშვი ნელ-ნელა როგორ იზრდებოდა და საოცარი შეგრძნებებით იმუხტებოდა.ილიაც ცოტა გახალისდა და ესეც ძალიან ახარებდა.ერთ საღამოს,კაფიდან ახალი დაბრუნებული იყო,ირაკლიმ სახლის კარი რომ შეგლიჯა.გაცოფებული უყურებდა დას,რომელიც დამრგვალებულ თვალებს არ აშორებდა
-სულ გაგიჟდი ხო შენ?!
-რამ აღგაშფოთა?
ნაინას გულწრფელად უკვირდა ძმის ასეთი გაცოფება
-დაუფიქრებლად გამოჭრის ყელს!ისე გაიგებ მისი სიკვდილის ამბავს,ვერც კი გაიაზრებ!ნაინა,ნუ ქარაფშუტობ და უარესად ნუ ამძიმებ,ისედაც თავდაყირა მდგარ სიტუაციას
ირაკლი მკაცრად ესაუბრებოდა დას,რომელიც დაძაბული უსმენდა
-დუდა წავიდა.აღარ ვარ ვალდებული,მას შევუთანხმდე ჩემს თითოეულ ნაბიჯზე.არ აქვს უფლება, რამე ამიკრძალოს და მეც ვთვლი,რომ არაფერს ვაშავე
-რას ბოდავ გოგო.რას ჰქვია,არაფერს აშავებ?გაგნიძის შვილს მუცლით ატარებ და იძახი,რომ იმ ს*რთან ერთად კაფეებში სიარულით,არაფერს აშავებ?!მთელი უბანი შენზე და ონიანზე საუბრობს
ირაკლი ხმას ვერ აკონტროლებდა და ისე გაჰყვიროდა,სახლი ზანზარებდა
-ნუ ღრიალებ და გთხოვ,მაცადე მშვიდად ცხოვრება
-ნაინა,თავს შემოსძახე,თორემ სამს გაგასვენებენ ამ უბნიდან!
ყვირილით დატოვა ირაკალიმ ნაინა,რომელიც დიდხანს იდგა ოთახის ცენტრში და სიტუაციის გააზრებას ცდილობდა.
უკვე საკმაოდ ცხელოდა.ნაინას ლამაზი,ჭრელი სარაფანა ეცვა და ილიასთან ერთად მიაბიჯებდა ქუჩაში.ნატალისთან მიდიოდნენ.ილიას დედასთვის შემოეხია ხელი და დრო და დრო მუცელზე ეფერებოდა
-დარჩები დღეს ბებოსთან?
-არ მინდა,მარტო დაგტოვო
-არაუშავს დეე,მე კარგად ვიქნები
თავზე აკოცა მომღიმარს და კარზე ზარი დარეკა.ნატალი მალევე გამოჩნდა.უჩვეულოდ გახარებული ეჩვენა ნაინას
-ოო,რა სუნი გამოდის შენი სამზარეულოდაან
ღიმილით შევიდა ოთახში და კინაღამ გონება დაკარგა,ფანჯარასთან მდგომი დუდა რომ დაინახა.ილია ამოუდგა გვერდით,თორემ თავს ვერ შეიკავებდა და აუცილებლად წაიქცეოდა.დუდა ნელა დაიძრა მათკენ.ილიამ ვერ გაუძლო და სწრაფად მოეხვია რამდენიმე თვის უნახავ მამას.ნაინა გაქვავებული იდგა და აკანკალებულ თითებს ძლიერად უჭერდა ერთმანეთს.გაგნიძე მასთან მივიდა,დაიხარა და ძალიან ნაზად აკოცა გაყინულ ლოყაზე.წამიერმა შეხებამაც კინაღამ გააგიჟა ქალი.ნელ-ნელა გრძნობდა,როგორ იშლებოდა
-გამარჯობა,ნაინა
ამ რამდენიმე თვეში დუდა საოცრად შეცვლილიყო.ოდნავ მოზრდილ წვერში ჭაღარა შეჰპარვოდა.ნაინა ვეღარ ხედავდა მისთვის საყვარელ შრამს ტუჩზე.თმა,როგორც ყოველთვის,დაბალზე დაეყენებინა.ისევ ამაყად იდგა და აკიაფებული თვალებით უყურებდა ულამაზეს ცოლს.
ნაინა განადგურებული იჯდა სამზარეულოში და ერთი სული ჰქონდა,როდის გააღწევდა იმ სახლიდან.ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.ლიბლგადაკრული უყურებდა ილიასთან მოსაუბრე დუდას და თავს ძლივს იკავებდა,რომ არ მიეხრჩო
-ილია,ნატალისთან გადი
გაგნიძემ კარისკენ მიუთითა შვილს და მასთან ერთად წამოდგა.ბიჭმა სწრაფად დატოვა სამზარეულო და კარი გაიხურა.დუდა ერთხანს მდუმარედ უყურებდა აფორიაქებულ ცოლს.შემდეგ ნელა დაიძრა მისკენ,სკამი ხმაურით გამოსწია და მის წინ ჩამოჯდა
-დაგპირიდ და პირობს აგისრულებ!
ნაინას გააჟრჟოალა გაგნიძის გამყინავი ხმა რომ გაიგო.თავი ასწია და თვალებში ჩახედა ყბებდაჭიმულს
-არაფერი შეგეშალოს,გაგნიძე!არაკაცივით ნუ მოიქცევი
-ბავშვი ვისია?!
ნაინა გაშრა.იგრძნო როგორ გაეყინა თითები.აკანკალებულ ტუჩს სწრაფად წაავლო კბილები და ასე სცადა ნერვიულობის დაფარვა
-შენი საქმე არ არის
-ნაინა!ნუ მაიძულებ,რამე ცუდი გავაკეთო
-აქამდე არაფერი დაგიშავებია,ხო?ფრთიანი ამგელოზი ხარ პირდაპირ.აღარაფერი არ არის შენი საქმე.აღარ გაქვს უფლება,მაკონტროლო.შენ ისევ მიმატოვე,ისე დამტოვე არც ახლა დაფიქრებულხარ!ამიტომ,აღარასოდეს გაბედო და არ ეცადო,ჩემზე შენი უაზრო მენტალიტეტის გადმოფრქვევა
ნაინას ხმა სულ მთლად ჩახლეჩვოდა.ცრემლები სახეს უსველებდა და აკანკალებული ხელებით სწრაფად იწმენდდა.გაგნიძე სარივით დაჭიმული უყურებდა ცოლს,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა,მთელს დედამიწაზე
-ბავშვი ვისია?!
-შენი არ არის
ქალი ფეხე წამოვარდა და დისორიენტირებული გავარდა კარებისკენ,მაგრამ დუდას ძლიერმა მკლავმა ამის უფლება არ მისცა.ნაინა უხეშად შეასკდა გაგნიძის მკერდს და ყრუდ ამოიგმინა
-გაფრთხილებ,სისულელე არ ჩაიდინო.ჭკუიდან ნუ გადამიყვან ნაინა,თორემ ინანებ!
გაგნიძე დაიხარა და მთელი ძალით დაეწაფა ცოლის მონატრებულ ბაგეებს.იგრძნო,როგორ აუთრთოლდა მთელი სხეული ქალს და გაეღიმა.ხელი შეუავა და თავად დატოვა იქაურობა
***
საგურამოში იყვნენ ის და ირაკლი.ერთმანეთის წინ ისხდნენ და იმ მომენტში არც ერთს ეძმაკაცებოდათ ერთმანეთი.ირაკლი ყბებდაჭიმული უყურებდა გაგნიძეს,რომელიც ზედმეტად მშვიდად იყო
-მოყვები თუ სიტყვები ამოგაძრო?
დაიღრინა და კიდევ შეივსო ჭიქა მათრობელა სითხით
-ზედმეტები მოსდის უკვე ნაინას
-გაგნიძე,არ დაგავიწყდეს,ჩემს დაზე საუბრობ
ირაკლიმ ალმაცერად ახედა სავარძელში გადაწოლის და ჭიქა ხმაურით დააბრუნა მაგიდაზე
-იმაზე მეტის უფლებას აძლევ საკუთარს თავს,ვიდრე აქვს.მაგიტომ გაბრაზდა უაზროდ და გამოიქცა სახლში.მიაჩნია,რომ ყველა ჩემს საქმეში უნდა ჩაიქექოს და ყველაფერი უნდა იცოდეს.ძალიან კარგად იცი,ამის უფლებას ვერ მივცემ და პირველ რიგში,იმიტომ რომ უსაფრთხოდ იყოს.ვთვლი,რომ ამ შემთხვევაში მართალი ვარ და ტყუილად გაიქცა ნაინა
-გაგაფრთხილე,რომ შეცდომა არ უნდა დაგეშვა და არასდროს გაპატიებდი ჩემი დის ცრემლებს!ყველაზე მეტად შენზე ნერვიულობს და არ გაქვს უფლება,ისე უყვიროდე,რომ მთელ უბანს ესმოდესე.მე მასაც დაველაპარაკები,მაგრამ იცოდე,რამე არ მიქარო,თორემ ისე გაგაქრობ,კვალსაც ვერ იპოვნიან შენსას
ცივად გაუღიმა და ჭიქა შეუვსო.
***
ისევ საგურამოში იყვნენ,ისევ ერთმანეთის პირისპირ და ისევ მტრებივით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.ირაკლი ცალყბად უღიმოდა ჭკუიდან გადასულს და მართლა ცდილობა,ხმამაღალი სიცილი არ ასტეხვოდა
-ზედმეტად ბევრი დააშავე უკვე
-არ მჭირდება შენი თქმა,ისედაც ვიცი
დუდა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფეხს კანტუზიანივით აქანავებდა
-ნუ იღრინები და ტ*აკი დააყენე!
-ვისია ბავშვი მითხარი,თორემ ორივეს მოვკლავ და მეც ზედ მივყვები
-მე ამის თქმის უფლება,არ მაქვს,ეს ნაინას საქმეა
დუდამ ყრუდ ამოიგმინა და წიხლი ჰრკა იქვე დადგმულ კომოდს
-რატომ დაბრუნდი?
-გიორგის ვესაუბრებოდი,ონიანი დაბრუნდა,ნაინასთან ისევ განაახლა ურთიერთობაო.ჭკუიდან კინაღამ შევიშალე.არ მივცემ უფლებას,ამდენი წლის შემდეგ,ჩემი ნაინა წამართვას!მოვკვდები და მაინც დავიცავ
დუდა ფეხზე წამოვარდა და სახლი ისე დატოვა,ირაკლის სიცილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
კარი ილიამ გაუღო.შვილს თავზე აკოცა და გაუბედავად შეაბიჯა სახლში
-ნაინა სად არის?
-ოთახშია,დაღლილი იყო და დაწვა
საძინებლისკენ მიუთითა და თავად ისევ მაგიდას მიუჯდა.პატარა დედმამიშვილის გამოჩენამ ძალიან შეცვალა.წინ წიგნები გადაეშალა და მონდომებით ჩაშჩერებოდა.აშკარა იყო,რომ ამას დედის გამო აკეთებდა.დუდა ოთახისკენ წავიდა.კარი ფრთხილად შეაღო და ემბრიონის ფორმაში მწოლიარე ცოლისკენ დაიძრა.ნაინას თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა.საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და მის ულამაზეს ნაკვთებს მიაჩერდა.ლოყები შევარდისფერებოდა.აშკარა იყო,რომ სცხელოდა.ფრთხილად შეახო ტუჩები მოშიშვლებულ მხარზე და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.ნაინა შეკრთა.თავი სწრაფად წამოსწია და შეშინებულმა შეხედა,მომღიმარ დუდას
-მშვიდად
-აქ რას აკეთებ?!
-ჩემს სახლში რას ვაკეთებ?
დუდას გაეცინა და ფეხზე წამოდგა,თორემ აშკარა იყო,თავს ვეღარ იკავებდა
-შენი სახლი დიდი ხანია,აღარაა
-მორჩი,სისულელეების საუბარს.ნუ გგონია,რომ ასე მარტივად მომიშორებ
ლოყებზე წაავლო თითები და ახლოს მისწია.ნაინა გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა,გაცხარებულს
-ნაინა,სისულელე არ გააკეთო,თავს ნუ დაიღუპავ და მეც ნუ დამღუპავ
ამოიხავლა და ტუჩებზე დააცხრა.ქალი ცდილობდა მოეშორებინა,მაგრამ არ გამოუვიდა.დუდა მასზე ბევრად ძლიერი იყო
-გიმეორებ,აღარ გაქვს უფლება,რამე მიკონტროლო
-ნაინა!
დუდამ იმხელა ხმაზე დაიღრიალა,მთელი უბანი ჩაჩუმდა
-შენ ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ხარ,მოიქცე ისე,როგორც საჭიროა
-ხო წახვედი,ხო მიმატოვე,რაღა გინდა,რა არ გასვენებს?!
ნაინა ფეხზე წამოვარდა და მთელი ძალით დასცხო მუშტები მკერდზე
-შემეშვი,გესმის?ნუ მიმწარებ ცხოვრებას,აღარ მინდა,მიყვარდე,აღარ მინდიხარ
ატირებული დაემხო იატაკზე და ეცადა,გაგნიძის მკლავებისგან განთავისუფლებულიყო
-წადი,გთხოვ,წადი და დამანებე თავი
დუდას ყველაფერი ერჩივნა,გაეგონა,მაგრამ ის სიტყვები არა,რომლებსაც საყვარელი ცოლისგან ისმენდა.მთელი სხეული უხურდა.გრძნობდა,როგორ იშლებოდა ნაწილებად და როგორ ენგრეოდა შიგნიდან ყველაფერი.დიდხანს ისხდნენ იატაკზე.ნაინა ცოტა რომ დამშვიდდა,საწოლზე დააწვინა და თხელი ზეწარი გადააფარა.
ილია ოთახის კარებთან ატუზულიყო და შეშინებული აცეცებდა თვალებს.დუდას გაეღიმა და მომლოდინე შვილს ხელი გადახვია
-დედა როგორ არის?
-კარგად არის
თვალი ჩაუკრა და მასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე
-რა ხდებოდა,მე რომ არ ვიყავი?
-ყველას ძალიან გაგვიჭირდა შენი წასვლა.მამა,გთხოვ,აღარ წახვიდე
დუდამ ძლიერად ჩაიხუტა შვილი და თავზე აკოცა
-აღარსად ვაპირებ წასვლას
-დედა მეცოდება.ყველაფერზე ნერვიულობს.მართლა ვცდილობ,ცუდად აღარ მოვიქცე,მაგრამ ეს საკმარისი არაა
-ილია,შენ მაინც მითხარი,ბავშვი ვისია?
გაგნიძეს იმდენად სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა,ვინმეს რომ გაეგო,არ დაიჯერებდა,რომ ის იყო
-დედას უნდა ჰკითხო
ილიამ თავი დახარა და საცოტავად დააჩერდა მაგიდის ზედაპირს
-ჯანდაბა,უკვე ჭკუიდან მშლით ყველა!
ფეხზე წამოდგა და სწრაფად გააბიჯა აივანზე.სული ეხუთებოდა,ჰკლავდა ეჭვიანობა და ის ფაქტი,რომ შეიძლება ბავშვი მართლაც ონიანის ყოფილიყო.
ნაინას საშინელმა თავის ტკივილმა აიძულა,რომ გაეღვიძა.ფეხზე ძლივს წამოდგა და ოთახიდან გააბიჯა.სახლში საოცარი სურნელი იდგა.სამზარეულოსკენ გაოცებული წავიდა და კიდევ უფრო გაოცდა,გაზქურასთან მდგარი,უფროსი გაგნიძე რომ დაინახა
-დილა მშვიდობისა,დედა
ილია მაშინვე წამოდგა ფეხზე და თავზე აკოცა
-დილა მშვიდობისა
ჩაიბურტყუნა და სწრაფად ჩამოისხა ცივი წყალი.ცდილობდა დუდასთვის ყურადღება არ მიექცია,მაგრამ სულის წვა,ამის უფლებას არ აძლევდა
-აქ რა გინდა,გაგნიძე?!
ამოიოხრა და სკამზე მძიმედ ჩამოჯდა.იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და კაცს ახედა
-მეორედ გეუბნები,ჩემს სახლში,როცა მინდა,მაშინ მოვალ
-ნუ მაიძულებ,ჩემი შვილიანად,აქაურობა დავტოვო
-შენ სადაც გინდა იქ წადი,ილიას ვერსად ვერ წაიყვან
დუდას ისეთი ხმა ჰქონდა,ვითომ საერთოდ არ ადარდებდა,რას ამბობდა,მაგრამ ისე აფორიაქდა,კინაღამ დაიწვა ათივე თითი
-მალე გაემზადე და წავიდეთ
ილიას უთხრა და იქაურობა დატოვა.თავადაც დაიწყო გამზადება.სამსახურში უნდა წასულიყო.
მანქანაში ისხდნენ.აშკარა იყო,რომ ილიას რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ ბედავდა
-მოხდა რამე?!
ნაინამ შვილს გახედა,რომელიც ნერვიულად ათამაშებდა თითებს
-ვალდებული ხარ,მამას სიმართლე უთხრა
-ამას მე გადავწყვეტ
ნაინა გაბრაზდა.არა იმიტომ,რომ ილიამ ეს თემა წამოჭრა,არამედ იმიტომ,რომ სიმართლეს ამბობდა
-ნაინა,მარტო ვერ წყვეტ და სანამ მითქვამს ყველაფერი,სჯობს შენ უთხრა
ილიამ დაუმშვიდობებლად დატოვა მანქანა და ჯიქურ გაემართა სკოლის შენობისკენ.
მთელი დღე გათიშული იჯდა კაბინეტში და ვერაფერზე ფიქრობდა.ვერ გადაეწყვიტა,როგორ მოქცეულიყო.თორნიკე ესაჭიროებოდა.სწრაფად გაიგო,სად იმყოფებოდა და მისკენ გაემართა.
-12 წლის ბავშვი უფრო კარგად აზროვნებ,ვიდრე შენ
თორნიკე სავარძელში ჩამჯდარიყო და კაბინეტის ცენტრში გახევებულ ნაინას უღიმოდა
-რა ვქნა,მართლა არ ვიცი.დუდამ სიმართლე რომ გაიგოს,არ მაპატიებს.არც იმის საშუალებას მომცემს,ვიცხოვრო მშვიდად,ჩემს შვილებთან ერთად
-არ აქვს უფლება,რამე ზედმეტი თქვას!თვითონ წავიდა და საკუთარ თავს დააბრალოს,მაგრამ მიმაჩნია,რომ მისი შვილის არსებობის შესახებ, უნდა იცოდეს
-როგორ მეზიზღება
ამოიზმუვლა და თავი მაგიდაზე ჩამოსდო
-კი არ გეზიზღება,სიგიჟემდე,ავადმყოფურად გიყვარს
თორნიკემ მხრებზე მოხვია ხელი და თავზე აკოცა
-მართლა ავადმყოფი ვარ,ამდენი რამის შემდეგ,მაინც რომ ვაღმერთებ!
***
ნაინა ატირებული იჯდა დუდას წინ,რომელიც წარბებშეკრული მისჩერებოდა
-რატომ მოხვედი?ხო გაგაფრთხილე,არ მოსულიყავი
-სასამართლო მოსმენა გადმოიტანეს,ირაკლიმ მითხრა,საქმე ცუდად არისო.დუდა,მართლა შენ მოკალი ის კაცი?
ნაინას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება გაგნიძის მკაცრი ტონისთვის.თითები ბიჭის მაჯას შემოხვია და აიძულა,მისთვის შეეხედა
-შვილს გეფიცები,არავინ მომიკლავს!
-მე მჯერა შენი
გაუღიმა და გაყინულ ლოყაზე ჩამოუსვა თითები.
ცოცხალ-მკვდარი ნაინა უზარმაზარი დარბაზის ბოლოში იჯდა და მოსამართლეს დაძაბული უსმენდა.ისმენდა,როგორ კითხულობდნენ ვინმე ნუგზარ კილაძის მკვლელობის დეტალებს,რომელიც დუდას ბრალდებოდა.გაგნიძე თავაწეული,უხმოდ ისმენდა რამდენიმე “მოწმის” ჩვენებას და დრო და დრო ირინიულად იღიმოდა.მოსამართლემ საბოლოო განაჩენი ისევ ვერ გამოიტანა.გაგნიძემ თავი მიატრიალა და ფერდაკარგულ ნაინას თვალი ჩაუკრა.დუდა ზედამხედველებთან ერთად ოთახიდან გაიყვანეს.ნაინა აკანკალებული იჯდა სკამზე და ღრმად სუნთქავდა.შეკრთა,მხრებზე შეხება, რომ იგრძნო.ირაკლის ახედა,რომელიც არა ნაკლებ განადგურებული იყო
-ყველაფერი კარგად იქნება
შუბლზე აკოცა და ფეხზე წამოაყენა.
-რა ქენით,დედა?
მარიკა კარებშივე შეხვდა შვილებს და სასოწარკვეთილი მოეხვია ნაინას,რომელიც ფეხზე ძლივს იდგა
-ისევ ვერ გახსნეს საქმე,სამი თვით გადაიდო მოსმენა
-ვაი,მოგიკვდი შვილო
ატირებულმა მარიკამ ნაინა ოთახში შეიყვანა,სადაც სულ პატარა ილიას უშფოთველად ეძინა
-ცოტას დავისვენებ
ნაინამ კარი გამოიხურა და შვილს მიუწვა გვერდით.ღრმად ჩაისუნთქა მისი უტკბესი სურნელი და ატირებულმა დაუკოცნა პაწაწინა თითები.
ნაინა ისევ იმ ადგილად იჯდა და ისევ დაძაბული უსმენდა მოსამართლის საუბარს.დუდას ადვოკატი ბოლომდე იცავდა მის უდანაშაულიბას და ამან შედეგიც გამოიღო.გირაოს სანაცვლოდ,გაგნიძე სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს.მკვლელობა ვერა,მაგრამ რამდენიმე წვრილმანი დანაშაულებები მაინც ამოუძებნეს.დუდამ ამაყად გადახედა მოსამართლეს და ხელი დამშვიდიბების ნიშნად აუწია.
ნაინა დიდხანს ეხვეოდა მონატრებულს და მთელ სახეს უკოცნიდა
-სახლში წავიდეთ
ბიჭმა წელზე მოხვია ხელი და გასასვლელისკენ წაიყვანა
***
სამზარეულოში იჯდა,სახლში დუდა და ილია რომ შევიდნენ.ილია პირდაპირ ოთახში შევიდა,ისე რომ დედისთვის ყურადღება არ მოუქცევია.ნაინამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გაგნიძეს ახედა,რომელიც ცალყბად უღიმოდა
-ონიანი ვნახე,მოგიკითხა
თვალი ჩაუკრა და ფანჯარასთან დადგა.სიგარეტს მოუკიდა და მისკენ შეტრიალდა
-ნუ ცუნიკოსობ
-მაგარი ბიჭი დამდგარა,წვერიც მოუზრდია და უფრო დიდი მანქანაც უყიდია
-გაგნიძე,რას ცდილობ?!
დუდას ხმამაღლა გაეცინა.სიგარეტის ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა და ნაინასკენ წავიდა.თავზე დაადგა და მისკენ დაიხარა
-შენ რას ცდილობ,ნაინა?
ქალი აფორიაქდა.შეეცადა,თვალი აერიდებინა მისთვის,მაგრამ არ გამოუვიდა
-მე მშვიდად ცხოვრებას ვცდილობ
-უჩემოდ?!
ნაინამ ხმა ვერ ამოიღო.ათრთოლებული თითები ძლიერად შემოხვია წყლის ფინჯანს.მთელი სხეული ეწვოდა,ისე უნდოდა,დუდას შეხებოდა
-უჩემოდ მშვიდად ვერასდროს იქნები
გაგნიძემ ფრთხილად აკოცა ლავიწის ძვალზე და სწრაფად დატოვა ჭკუიდან გადასული ნაინა.
ირაკლი დერეფანში მიაბიჯებდა,თამარა რომ დაინახა.გაეღიმა,გოგონამ რაღაც რომ ჩაიფრუტუნა და გვერდის ავლა სცადა.წვრილ მკლავში გამოსდო თითები და კაბინეტში შესვა
-თუ შეიძლება,ხელი გამიშვით,მეჩქარება
თამარამ პატარა ცხვირი ჰაერში აბზიკა და ოდნავ ჩამოცურებული სათვალე შეისწორა
-მოიცდის საქმე
ირაკლიმ შუბლზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა და უკეთ მოიმწყვდია კედელთან
-ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ, თამარა?
-არ ვთვლი საჭიროდ და მაგიტომ
ქალი დაბნეული აცეცებდა თვალებს და არ იცოდა,აჩქარებული გულისცემა, როგორ დაემშვიდებინა
-და მე ვფიქრობ,რომ ამით კიდევ უფრო ცდილობ, ჩემი ყურადღების მიქცევას
ცერა თითი აწითლებულ ყვრიმალზე გადაატარა და ათრთოლებულს არაამქვეყნიურად გაუღიმა
-ახლავე გამიშვით
თამარამ ძლივს ამოიხავლა და გაყინული თითები ირაკლის მკერდს მიაბჯინა.საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ირაკლის მისთვის,დაიხარა და მოშიშვლებულ ყელზე ცხვირის წვერი გაუსვა.თამარა უარესად აკანკალდა.ტუჩზე სიმწრით იკბინა,ხმა რომ დაემორჩინელბინა
-სად ხარ შე ჩემა,მოვკვდი დაცვასთან ლაპარაკით
კაბინეტის კარი გიორგიმ შეგლიჯა და ამან უშველა ფერწასულ გოგონას.დრო იხელთა და დაბღვერილ ირაკლის დაუსხლტა.სწრაფად დატოვა იქაურობა და დისორიენტირებული შევარდა საპირფარეშოში
-გოშაძე,გამასწარი,თორემ იმდენს გირტყამ,ვერ აგაწყობენ
ირაკლი გაცოფებული შეტრიალდა ძმაკაცისკენ.ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,მართლა გადაამტვრევდა ძვლებში საცოდავად მომზირალს
-ვაიმე,ვაიმე მაპატიე,მე რა ვიცოდი მარტო თუ არ იყავი
-მიგახრჩობ
ამოისისინა და მისკენ დაიძრა
-მიშველეეეთ
გიორგი კივილით გავარდა დერეფანში და ნიკუშას კაბინეტისკენ გაიქცა
-ნიკოლოზ,გამოდი ბიჭოო,გააფთრებული გორილა მომსდევს
გაჰკიოდა და ფეხარეული გარბოდა
-რა აღნავლებს ამას?
ნიკუშა გაოცებული გამოვიდა კაბინეტიდან და მიმავალ ირაკლის წარბაზიდულმა გადახედა
-მოვკლავ,გეფიცები
-რა მოხდა?
-შემომივარდა კაბინეტში,თამარასთან ერთად ვიყავი
-ირაკლი,დაანებე მაგ გოგოს თავი.ვერსად ვიშოვი მისნაირ კადრს და ეგ რომ გამიქციო,მართლა შემომაკვდები
ნიკუშამ გოშაძე თავისი სავარძლიდან წამოაგდო და მომღიმარ ირაკლის თითი გამაფრთხულებლად დაუქნია
-არსად არ გაიქცევა
თვალი ჩაუკრა და ოთახში შესულ მდივანს ყავა სთხოვა.
ილია ლილესთან ერთად იჯდა ეზოში და მის კალთაში ედო თავი.თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა
-ნათლია იყო გუშინ ჩვენთან,ტიროდა
-სულ ტირის,ვეღარ გავიგე,დუდას ბრალია თუ ჰორმონების
-მგონი,ორივესი
ლილეს გაეცინა და მომღიმარ ილიას თმაზე დაუწყო თამაში
-სულ ჩხუბობენ,დავიღალე
-არა უშავს,დედა და ნიკუშაც სულ ჩხუბობენ,მაგრამ ბოლოს მაინც რიგდებიან
-დარჩი დღეს ჩვენთან,ან მარიკასთან დავრჩეთ,ნამცხვრებს გამოგვიცხობს
ილიამ გოგონას შეხედა,რომელიც საყვარლად უციმციმებდა წყლისფერ თვალებს
-დედას ვეტყვი და იმედია,დამტოვებს
ილიამ მაშინვე წამოაყენა ფეხზე და ლილეს სახლისკენ გაიქცა,აკისკისებულ გოგონასთან ერთად.
ნაინამ სააბაზანოს კარი გამოაღო და ახურებულ ლოყებზე თითები დაისვა.ტანზე თეთრი პირსახოცი შემოეხვია,რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა.შეშინაბულმა წამოიკივლა,იქვე აყუდებული დუდა რომ დაინახა.ეგონა,მარტო იყო სახლში
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?
გულზე ხელი მიიბჯინა და ოთახისკენ წავიდა
-ილია სად არის?
კაცი თვალს ვერ აშორებდა იდეალურ ცოლს,რომელსაც ფორმები კიდევ უფრო გამოჰკვეთოდა
-მარიკასთან რჩებიან ის და ლილე.რას მომყვები?
სწრაფად შეუტრიალდა უკან ადევნებულს და დაბღვერილმა ახედა.დუდას ჩაეღიმა.კიდევ უფრო მიუახლოვდა და წინ აესვეტა.უნებლიედ გაექცა თვალი ნახევრად მოშიშვლებული სხეულისკენ.ფრთხილად დაიხარა და მკერდისკენ დაცურებულ წყლის წვეთს ტუჩები დააწია.ნაინამ რეაგირება ვერ მოასწრო.გაქვავებული იდგა და ლოცულობდა,სიამოვნებისგან არ წაქცეულიყო
-ნუ კანკალებ
გაგნიძემ ლავიწზე გადაატარა ცხელი ბაგეები და წელზე მჭირდოდ მოხვია ხელი,რომ არ დასხლეტვოდა
-მომშორდი
ამოიხავლა ქალმა და მისი მოშორება სცადა,მაგრამ რა თქმა უნდა,უშედეგოდ
-ნაინა,სიმართლე მითხარი,ბავშვი ვისია?!
დუდა ტუჩებს არ აჩერებდა და დანამულ კანზე ურცხვად დაატარებდა გამაგიჟებელ ბაგეებს
-შენი არ არის...
ამოიწრიპინა და ძლიერად მოეჭიდა გაგნიძის პერანგს.ჭკუიდან შლიდა მონატრებული დუდა
-ვისია?!
-შენი არ არის
ისევ გაიმეორა და მწარედ უჩქმიტა მოდუნებულს ფერდზე.ოთახში შევიდა და კარი ცხვირ წინ მიუკეტა ხახამშრალ გაგნიძეს.
***
პატარა ილიასთან ერთად ისვენებდნენ მესტიაში.ნაინამ ბავშვი რომ დააძინა,დუდასთან მივიდა,რომელიც ჩაფიქრებული მიშტერებოდა ერთ წერტილს
-რაზე ფიქრობ?
მუხლებზე ჩამოუჯდა და მკლავები კისერზე ჩამოსდო.დუდამ წელზე შემოხვია ხელი და მთელი მკერდი დაუკოცნა
-მინდა,ჯვარი დავიწეროთ
ამოთქვა და მრავლისმეტყველად ახედა დაბნეულ გოგონას
-აქ?ახლა?
-აქ და ახლა
-ასე უცებ,როგორ?საერთოდ არ ვარ მზად
გაგნიძემ ძლიერად აკოცა და ასე სცადა,აფორიაქებული ნაინას დამშვიდება
-მთავარი,სურვილის სიძლიერეა
კიდევ აკოცა და ატირებუალს გაუღიმა.
იმ საღამოს ჯვარი დაიწერეს ღვთისმშობლის ტაძარში.ნაინა ასეთი ბედნიერი მის ცხოვრებაში არ ყოფილა.მოზღვავებული ემოციებისგან მთელი ტანით თრთოდა.
მხოლოდ
მეორე დღეს გააგებინეს ოჯახის წევრებსა და მეგობრებ.გოშაძე გაუჩერებლად ლანძღავდა დუდას,რადგან ჯვრისწერაზე არ დაპატიჟეს
-გიორგი,ხომ აგიხსენი,უცებ გადავწყვიტეთ
ნაინა უშედეგოდ სცდილობდა მის დამშვიდებას
-აპ,აპ არ მინდა მე ტყუილები.ეგ ზღაპრები მოუყევი შენს თავგასიებულ ძმას
-ძვლებში გადაგტეხ,გოშაძე
ირაკლიმ ცალყბად გაუღიმა აბუზღუნებულს და დისშვილს დაუკოცნა აწითლებული ლოყები.
საღამოსთვის ლამაზ რესტორანში ისხდნენ და ნაინასა და დუდას შეუღლებას აღნიშნავდნენ.
მშვიდ მელოდიაზე ცეკვავდნენ.გოგონას თავი გაგნიძის მკერდზე ედო და თვალებდახუჭული აყოლებდა ტანს სასიამოვნო მუსიკას
-ბავშვი მარიკას დავუტოვოთ
დუდამ ყურში უჩურჩულა განაბულს და იქვე აკოცა.გრძელ თითებს გოგონას ნაზ კანზე დაასრიალებდა და კიდევ უფრო ადუნებდა
-დუდა,მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე ვინმეს სიყვარული შეუძლია
ნაინა ფეხის წვერებზე აიწია და მოულოდნელად დაეძგერა მხურვალე ბაგეებზე.მანამ არ გაჩერებულა,სამან უჰაერობა არ იგრძნო
-ეუ,ამათ სირცხვილ-ნამუსი ხო არ გააჩნიათ
გონს გოშაძემ მოიყვანა,რომელიც ტუჩაბზუსბული მისჩერებოდა წყვილს
-ერთ დღესაც,რომელიმე მოგკლავს
ნიკუშამ გაიცინა და ნახევრად ჩაძინებულ ცოლს თავზე აკოცა
-დავიშალოთ აწი,გვიანია
ფეხზე წამოდგა,თებეც წამოაყენა,დუდას და ნაინას კიდევ ერთხელ მიულოცა და იქაურობა დატოვა
-მოდიხარ შენ?
ირაკლიმ გიორგის გადახედა,რიმელიც აშკარად ვიღაცას უღიმოდა
-აა,არა წადი შენ,მე საქმეები მაქვს
პერანგი შეისწორა და ლამაზი ქალისკენ გაკრეჭილი დაიძრა.
ნაინა ძალიან დაღლილი იყო.კინაღამ ჩაეძინა მანქანაში.სადარბაზომდე ფეხარეული ძლივს მივიდა
-დუდა,ვერ უნდა მიხვდე,რომ ხელში ამოყვანო?!
დაბღვერილმა ახედა მომღიმარს და თავადაც გაეღიმა,გაგნიძემ ხელში რომ აიყვანა.მკლავები კისერზე შემოხვია და ყბაზე მიაკრო ტუჩები.დუდა პირდაპირ საძინებელში შევიდა.ნაინა საწოლზე დასვა და თავად გახადა თხელი კაბა
-დუდა,დაღლილი ვარ
ნაინამ ძლივს ამოთქვა,მაგრამ გაგნიძე გაჩერებას არ აპირებდა.ცხელი ტუჩები ჯერ ყელზე,შემდეგ მკერდზე მიაკრო.ნაინამ ცდუნებას ვერ გაუძლო და თავადაც წასწვდა ქმრის პერანგს.სწრაფად გაუხსნა ღილები და თითები მოშიშვლებულ მხრებზე გადაატარა.იგრძნო,როგორ დაეჭიმა დუდას კუნთები და სიამოვნებისგან გაეღიმა.
***
ნაინა ვეღარ იტანდა გაუსაძლის სიცხეებს,ამიტომ გადაწყვიტა სამეგრელოში,ნატალის სოფელში წასულიყო.ზურას,მარიკასა და ნატალის სთხოვა,მასთან და ილიასთან ერთად წასულიყვნენ.უარი არც ერთისგან მიუღია.ილიას მარტო წასვლა არ უნდოდა და ლილეც თან მიჰყავდა.
ნაინა ილიას ოთახში,კარადასთან იჯდა და მის ნივთებს ალაგებდა, თავზე ირაკლი რომ წამოადგა და ფეხზე წამოაყენა.ჯერ ლოყაზე აკოცა,შემდეგ მუცელზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოსვა საწოლზე
-რატომ აგიჟებ,ისედაც გიჟ და ავადმყოფ კაცს?!
ირაკლი წარბაწეული უყურებდა გაოცებულ დას
-უთხარი სიმართლე და ყველა დავისვენებთ
-ჩემს შვილს არ სჭირდება ისეთი მამა,რომელიც დაუფიქრებლად მიატოვებს
-ნაინა,ნუ მაგიჟებ!მე ვარ შუაში გაჩხერილი და თქვენი პრობლემების გამო,მე ვეღარ ვაგვარებ ჩემსას
-რა წუწუნა გახდი,იკაკო
ნაინამ გაიცინა და წარბები საყვარლად აუთამაშა,დაბღვერილს
-ორი ხისთავიანი
ირაკლიმ ოთახი დატოვა და სამზარეულოში ბუზღუნით შეაბიჯა
-იმხელა გზაზე რომ მიდიხარ,მანქანის მართვას შეძლებ?
-ინვალიდი კი არ ვარ
ნაინამ ისე შეიცხადა,ვითომ უკადრებელი აკადრესო
-ეგ რა შუაშია?!ვიფიქრე,თუ უნდა,წავიყვან თქო
-არ მინდა,იყავი აქ
გაუცინა და წვენის ჭიქა ხელიდან ააცალა.
მეორე დილით სამეგრელოს გზას ედგნენ.
გზაში ძალიან ხალისობდნენ,განსაკუთრებით ილია და ლილე
-ნუ მაწვალებ,მე შენზე უფროსი ვარ
ლილემ ცხვირი მაღლა ასწია და ილიას ზურგი აქცია
-აუ,ნუ გადამაყოლე ეგ წელიწად ნახევარი
-მერე რა,მაინც შენზე დიდი ვარ
ლილემ ფანჯარაში გაიხედა და სახე მსუბუქ ნიავს მიუშვირა
-არა უშავს,ეგ ხელს არ გვიშლის
ილიამ რბილ თმაზე გამოსდო თითები და აწუწუნებულს გაუღიმა.
ნატალის რამდენიმე დღის წინ ჰყავდა მეზობლები გაფრთხილებული,რომ ჩადიოდნენ,ამიტომ სახლი იდეალურ მდგომარეობაში დახვდათ.დიდი ეზო მოთიბული იყო და საჩრდილობელში ჰამაკიც გაებათ.ნაინას სიამოვნებისგან სახე გაებადრა.მარიკამ და ნატალიმ არაფერს გააკარეს,ამიტომ ჰამაკში იჯდა,მუცელზე ალუბლით სავსე ჯამი დაედო და მომღიმარი უყურებდა ეზოში მორბენალ ბავშვებს.ასეთი სიმშვიდე დიდი ხანი იყო,რაც არ ეგრძნო.
ისე უშფოთველად ეძინა,რომ გვერდიც კი არ უცვლია.ფანჯარაში შემოსულმა მზის სხივებმა გააღვიძა.ღიღინით ჩაიარა კიბეები და სამზარეულოში მოფუსფუსე ქალებს შეუერთდა.ორივეს დაუკოცნა ლოყები და იქვე ჩამოჯდა
-ბავშვები სად არიან?
-უკანა ეზოში არიან,ზურასთან ერთად
-მშია და მაჭამეთ რაა
ამიწუწუნა და ნატალის გაწვდილი ღომი ბედნიერმა გამოართვა.თავადაც მამასთან გასვლას აპირებდა,გაბმული სიგნალების ხმა რომ გაიგო.ინტერესით მიაჩერდა ჭიშკარს და მომლოდინე დაელოდა სტუმრების გამოჩენას.სიხარულისგან კინაღამ კივილი დაიწყო რიგრიგობით რომ შემოლაგდნენ ნიკუშა,გოშაძე,თებე და ირაკლი,რომელსაც ლამაზი გოგონა მოჰყვებოდა უკან.მიხვდა,რომ თამარა იყო.ყველას მოეხვია და ჩაკოცნა
-თორნიკე და კესარია სად დამიტოვეთ?!
-ეგენი ზღვაზე წაბრძანდნენ,გენაცვალე
გიორგიმ ცხვირი აიბზუა და უაზრმაზარი საზამთრო ეზოში მყოფ დაბალ ონკანს შეუდგა
-დუდაც ამოვა საღამოს
ირაკილი დას მოეხვია და მუცელზე დაუწყო თამაში
-ეგ არ მაინტერესებს,თამარა გამაცანი
მკლავი ჰკრა და მორცხვად მდგარ გოგონას გაუცინა
-თამარა,ეს ჩემი დაა,ნაინა
-ძალიან სასიამოვნოა
გოგონამ ხელი ღიმილით ჩამოართვა და იქვე დადგა
-დედა გაგიჟდება
-ნაიან,ზედმეტი არაფერი თქვა,თორემ ენას ამოგაძრობ!
ირაკლიმ ჩუმად გადაუსისინა და სახლიდან გამოსული უფროსებისკენ დაიძრა.
ნაინა თვალს ვერ აშორებდა თამარას,რომელიც მართლაც ულამაზესი იყო.მარიკა ინტრიგაში ჩავარდნილი,ყოველ წამს აცეცებდა თვალებს სამზარეულოდან
-აუ ნიკიშაა,ილია ისევ მაბრაზებს
ლილე წუწუნით მივიდან მამასთან და მხარზე აეკრო
-მერე გააბრაზე მამა შენც,ვერ ხედავ რამდენი რაღაც ყრია ძიირს?ესროლე თავში
-რაებს ასწავლი ბავშვს?!
თებემ თვალები დაუბრიალა ქმარს და ისევ მაგიდის გაწყობა განაგრძო
-ილია გაიგონე,ვაშლს გესვრი იცოდე
ენა გომოუყო ხეზე მხრით მიყრდნობილს და ისე მამას ჩაეხუტა
-მაინც გაგაწვალებ
-აუ მამაა
-ისე ესროლე ის ვაშლი,ფეხზე რომ ვერ დადგეს
-ნიკოლოზ,შვილს ნუ მომიკლავ
ნაინამ თავი სწრაფად ასწია,არსაიდან გაგნიძე რომ გამოჩნდა,რომელიც ეზოში მიაბიჯებდა
-სად ხარ შე ჩემა აქამდე
-შენ რას მელოდებოდი ერთი
დუდამ დაბღვერილ გიორგის წარბაწეულმა დაგახედა და იქვე მდგარ შვილს თავზე აკოცა
-დალევა მინდა,ესენი კიდევ შენს გარეშე არ იწყებენ
-სუფრაც არ გამზადებულა ჯერ და მოითმინე
-ნიკოლოზ,თუ შეიძლება,თქვენი ცოლი მომაშორეთ და ნუ მიბრიალებს იმ თვალებს
ნაინა გრძნობდა,დუდას გამჭოლ მზერას,მაგრამ თავი არ აუწევია,ისევ წვრილ ყვავილებს დასჩერებოდა
-ირაკლი,მომიწყვიტეთ რა ის ვარდი
თამარამ მის გვერდით ჩამომჯდარ ირაკლის კნუტის თვალებით სთხოვა,ეზოს ბოლოში დარგული ყავილის მოწყვეტა
-რად გინდა,მაინც გახმბება და უნდა გადააგდო
-მერე რა,მინდა
-მეზარება,თან ბალახის სუნი ამივა ხელებზე
თამარამ ერთი შეუბღვირა უდარდელად გაწოლილს და ფეხზე წამოდგა.გაბრაზებული წავიდა მცენარისკენ
-აეგდე ბიჭო ფეხზე და გაყევი უკან
ნინიამ თეძოზე უჩქმიტა ძმას და აიძულა ფეხზე წამომდგარიყო.ირაკლიმ ერთი დაუბღვირა არა ნაკლებ დაბღვერილს და თამარას აედევნა უკან.გოგონა საცოდავად შეშჩერებოდა ყვავილებს და გეგმას სახავდა,თუ როგორ მოეკრიფა ისე,რომ არც ხელი ეტკინა და არც ნერგი გაეფუჭებინა
-პირველ როგში,უნდა ეცადო,ყლორტი ძალიან არ დააზიანო
ირაკლი ზურგზე აეკრო მას და უფრო ახლოს მისწია ბუჩქთან.თამარა შეკრთა,დაფეთებულმა გახედა მომღიმარს
-გადაატრიალებ და ზევით ასწევ,ვსო ვარდი შენია
ყვავილი გოგონას მიაწოდა და ყვრიმალზე ნაზას აკოცა
-მადლობა
გამოართვა და ცხვირაწეული წავიდა თავისი ადგილისაკენ.ირაკლის ხმამაღლა გაეცინა და სწრაფად დაეწია.მაჯაში ჩაავლო ხელი და იქვე მდგარი მსხლის ხეზე ააყუდა
-გამიბრაზდი?!
ერთი ხელი წელზე შემოხვია,მეორე კი თავთან,ხეს მიაყრდნო
-არა,თქვენთვის დროსა და ნერვებს ნამდვილად არ დავხარჯავ
-ძალიან კარგი,თუ გაბრაზებული არ ხარ
ირაკლი დაიხარა და ყბის ძვალზე ხანრგძლივად მიაკრო გავარვარებული ბაგეები.თამარამ იგრძნო,როგორ აუდუღდა მთელი შიგნეულობა და თვალები მაგრად დახუჭა.ათრთოლებული თითები კაცის პერანგს წაავლო და ხმადაბლა ამოიგმინა
-თამარა,როგორი ნაზი და ალქაჯი ხარ
ირაკლიმ ვერ მოითმინა და უხეშად წაეტანა გოგონას ბაგეებს,რომელიც კინაღამ მკლავებში ჩაესვენა
-საკმარისია,ცოტა ხანს გეყოფა
სწრაფად მოშორდა აკანკალებულს და ისე წავიდა თავისი ადგილისაკენ,ვითომ არაფერიო.თამარა ძლივს სუნთქავდა.გამეტებით უჭერდა თითებს ხელში ჩაბღუჯულ ვარდს.ისევ გრძნობდა,ირაკლის გამაგიჟებელ არომატს და ტანში საოცარი ჟრუანტელი უვლიდა.დიდხანს იდგა ხეზე მიყრძნობილი და დამშვიდებას ცდილობდა.
სუფრა ეზოში გაშალეს.სასიამოვნო საღამო იყო.რა თქმა უნდა გაიმართა ქართული ქეიფი,უზომო ღვინითა და სადღეგრძელოებით.დუდა ნაინას წინ იჯდა და ცოლს თვალს არ აშორებდა.როგორ უნდოდა,მოფერებოდა,მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა
-ზურა,წავიდეთ ჩვენ,დავტოვოთ ბავშვები
მარიკა ნატალისთან ერთად წამოდგა და ყველას დაემშვიდობა
-წამომეყვანა ვინმე მაგარი ნაშა
გიორგი სკამზე გადაწვა და მომღიმარმა გახედა თამარას
-სახე გაასწორე,თორემ მაგ ჭიქას გადაგაყლაპებ
ირაკლიმ ისე დაუბღვირა,საცოდავ გოშაძეს ხველა აუტყდა და ძლივს მოითქვა სული
-მე ცოტას გავივლი
ნაინას წელი სტკიოდა ჯდომისგან,ამიტომ ფეხზე წამოდგა და სკამზე გადაკიდებული მოსაცმელი მხრებზე მოიხვია
-სად გაივლი?
-დავიღალე ჯდომით,მალე მოვალ,ნუ გეშინია
ძმას გაუცინა და უკანა ეზოსკენ წავიდა.ონიანმა თითქოს იგრძნო,ნაინას განმარტოვება და მალევე აზუზუნდა ქალის მობილური
-დიდი მადლობა,რომ მიპასუხე
-არაფრის
ალექსანდრეს გაეცინა ნაინას სერიოზულ ხმაზე
-როგორ ხარ?
-მე კარგად,შენ როგორ ხარ?
ნაინა მინდორზე გაწვა,ზარი ხმამაღალზე დააყენა და ტელეფონი იქვე გადადო
-მომენატრე,იმდენი ხანია არ მინახიხა,თან ისე წახვედი,არც გითქვამს
-მოულოდნელად გადავწყვიტე და ვერ მოვასწარი
ქალი მომღიმარი უყურებდა ვარსკვლავებს,სანამ ცა დუდას სახემ არ ჩაანაცვლა
-მეც მომენატრე და არ ინერვიულო,მალე ჩამოვალ
რა თქმა უნდა,გაგნიძის გასაღიზუანებლად თქვა.კინაღამ ხარხარი დაიწყო,დუდას გამომეტყველებაზე
-ილიკო როგორაა?
-მშვენივრად,ერთობა ლილესთან ერთად
-ნაინა,მალე ჩამოდი რაა.ახლა გავიქეცი,გკოცნი
-მეც გკოცნი
ქალი ღიმილით წამოჯდა და წარბებშეკრულ ქმარს გახედა
-რას მისმენ,ჭორიკანა მეზობელივით?!
-ისე ვცემ,ორ სიტყვას ვერ გადააბამს ერთმანეთს
გაგნიძეს ხმა ისე დასჭიმვოდა,ნაიანს სერიოზულად შეეშინდა,მაგრამ უკან არ დაიხია
-რატომ,რომ ვუყვარვარ და ჩემს გვერდითაა,იმიტომ?!
-დაუფიქრებლად ნუ იქცევი,თორემ წაიმტვრევ მაგ ცხვირს
-შენ არ იდარდო მაგაზე,ალექსანდრე მომიშუშებს
ნიშნისმოგებით გაუღიმა და ფეხზე ძლივს წამოფოფხდა
-რა არ ვიდარდო გოგო?!ჩემი ცოლი ხარ და ვინ ალექსანდრეს ესიყვარულები?
გაგნიძემ იმხელა ხმაზე დაიყვირა,ლამის თბილისში გაიგონა ონიანმა
-ავიყაროთ ჯვარი და აღარ ვიქნები შენი ცოლი
დუდა გაშრა.ფერი დაკარგა სახეზე.კუპრივით შავი თვალები საოცრად უელავდა
-შენ მართლა გინდა ეს?!
-შენთვის პრობლემას მხოლოდ ის ფაქტი თუ წარმოადგენს,რომ დუდა გაგნიძის ცოლს არავისთან ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეს,მაშინ დავასრულოთ ეს ცოლქმრობა
-რას ბოდავ?
კაცს ხმა ჩახლეჩვოდა.უკვე შესამჩნევად უთრთოდა ხელები
-ილიას არავინ გართმევს,არ ვაპირებ,შენი თავი შევაძულო,მაგრამ მე თავი დამანებე
-ვერასდროს,ნაინა,ვერასდროს ეღირსები ამას
გაგნიძემ ქამარზე გამოსდო თითები და სწრაფად დაქაჩა მისკენ.ქალს გააზრების საშიალება არ მისცა,ისე დააცხრა ბაგეებზე.არაამქვეყნიურად უკოცნიდა ტუჩებს და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.ნაინა მთლიანად მოდუნდა,კინაღამ მინდორს ჩაეხუტა.დუდას მკლავებს ჩააფრინდა და თავადაც აჰყვა კოცნაში.ვეღარ ერეოდა მოჭარბებულ გრძნობებს.
***
ნაინა წარბებშეკრული უყურებდა დუდას,რომელიც მისაღებში,დივანზე იწვა და ღრმად სუნთქავდა.გული უწუხდებოდა,მის რამდენიმე ჭრილობაზე,საიდანაც სისხლი მდორედ მოჟონავდა,მაგრამ იმდენად იყო გაბრაზებული,საერთოდ არ შესცოდებია
-აღარ მჭირდები,შეგიძლია,მიბრძანდე
იქვე მდგარ ძმას მიაძახა და თავად საჭირო ნივთების შესაგროვებლად წავიდა
-მე რას მიბღვერ?!
-ირაკლი,წადი
ისევ დაუღრინა და დივანთან ჩაიმუხლა.წყალბადის ზეჟანგი ბამბაზე დაასხა და ჭრილობას დაადო.გაგნიძემ სწრაფად ჩაავლო თითები წვრილ მაჯაში და შავი თვალები,აუელვა
-მტკივა
ამოისისინა და ხელი შეუშვა,წარბაწეულ ცოლს,რომელსაც ცოტა აკლდა აფეთქებამდე
-ფრთხილად
ხმა მოალბო და ისევ მიწვა ბალიშზე.ნაინა საერთოდ არ ფრთხილობდა,პირიქით იმაზე უხეშად ექცეოდა,ვიდრე საჭირო იყო
-ამაღამ სტუმრების ოთახში იძინებ
გოგონა ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა.ხელებს იბანდა დუდა რომ შეუვარდა,სწრაფად შეატრიალა და ზევიდან დააჩერდა,უკმაყოფილო
-რას ქვია,სტუმრების ოთახში ვიძინებ?!
-არ გაქვს უფლება,ასეთ მდგომარეობაში,ჩემს გვერდით დაწვე
იქვე დაკიდებული პირსახოცი ჩამოხსნა და ვითომაც არაფერიო,ისე გააბიჯა ოთახში
-გინდა,რომ ვიჩხუბოთ?!
-შენ რომ ნორმალურად,ადამიანურად ცხოვრება გინდოდეს,ნაცემ-ნაბეგვი არ მოხვიდოდი სახლში
-გაჩუმდი და წამოდი დავიძინოთ,ფეხზე ძლივს ვდგავარ
დუდა ზუზუნით შევიდა ოთახში და საწოლზე მოწყვეტით დაეცა
-კარგი,მაშინ მე დავიძინებ მეორე საძინებელში
გოგონამ მხრები აიჩეჩა და ცხვირაწეულმა დატოვა იქაურობა
-ნაინა,ახლავე დაბრუნდი,თორემ განანებ
ოთახიდან გასულს დაუყვირა,მაგრამ უშედეგოდ.ფეხზე გინებით წამოდგა და ნახევრად შიშველ ცოლს შეუვარდა
-წამოდი!
დაუღრინა და პენუარის ჩაცმაც არ აცადა,ისე გააპორწიალა კარისკენ
-მე შენ გაგაფრთხილე,კიდევ ერთხელ,მოხვიდოდი სახლში ამ მდგომარეობაში და ყველაფერი დასრულდებოდა
-ნუ ბოდავ და წამოდი ნაინა,ცუდად ვარ,არ გესმის?!
-არ მაინტერესებს
გაგნიძემ ხმადაბლა დაიღმუვლა და ცოლი კედელზე ააკრო.ძლიერად დაეწაფა სიბრაზისგან მოკუმულ ბაგეებზე.ნაინამ ერთი ამოიგმინა და მისი მოშორება სცადა.რომ ვერაფერს გახდა,ახლად გადახვეულ ჭრილობაზე თითები მოუჭირა.გაგნიძეს ისეთი ხმა აღმოხდა,მთელმა უბანმა გაიგო
-მეტკინა გოგო
კბილებშორის გამოსცრა და მომღიმარ ცოლს გამწარებულმა ახედა
-ჭკუას სანამ არ ისწავლი,მანამდე არ შემეხო
-შენ თვითონაც იცი,რომ აბსურდს ამბობ.არასდროს ვისწავლი ჭკუას და ყველაზე მარტივი გამოსავალია,გაჩუმდე და ოთახამდე მიმიყვანო
დუდამ კიდევ ერთხელ აკოცა,მაგრამ ამჯერად ხელები ძლიერად გაუკავა
-არ მინდა,რომელიმე კორპუსის ქვეშ,სისხლისგან დაცლილი გნახონ და ისე ნუ მოიქცევი,მარტო დამტოვო და შენ მშვიდად მოკვდე
ბიჭისკენ აიწია და ქვედა ტუჩზე ძლიერად გამოსდო კბილები.
***
მუცელს ეფერებოდა და ჩაფიქრებული მისჩერებოდა ჭერს.ვერ გაეგო,რა ექნა.თავადაც კარგად იცოდა,რომ დუდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა,მაგრამ ილია იმდენად ითრგუნებოდა,მისგან შორს ყოფნუთ,იგივეს ვერ გადაატანინებდა მეორე შვილსაც
-სად ხარ ქალო,ამდენ ხანს
ოთახში შევარდნილმა თებემ შეაშინა,რომელიც წარბებშეკრული უყურებდა
-მიშველე
ამოიკნავლა და საწოლზე წამოჯდა
-დუდა ხო?
რა თქმა უნდა,უთქმელად მიუხვდა.თავადაც გვერდით ჩამოუჯდა და მოეხვია
-უთხარი სიმართლე,შენც დაისვენებ და ისიც
-უკვე ჭკუიდან მშლის,მინდა,რომ მივახრჩო
-უთხარი ნაინა,ნუღა გადადებ
თავზე აკოცა და დატოვა მარტო,არეულ ფიქრებთან ერთად.
დიდხანს იჯდა ოთახში და მთელ იმ პერიოდს იხსენება,რაც გაგნიძესთან ერთად გაუტარებია.საბოლოოდ გადაწყვიტა,რომ ბავშვის შესახებ ეტყოდა,მაგრამ თბილისში დაბრუნების შემდეგ.
შიმშილმა სძლია,თორემ ოთახის დატოვებას არ აპირებდა.რა თქმა უნდა,პირველი დუდა შეეჩეხა.ერთი ახედა და გვერდი მშვიდად აუარა.ქალები სამზარეულოში შეკრებილიყვნენ.ყველას მიესალმა და თამარას ჩამოუჯდა გვერდით,რომელიც მორცხვად აცეცებდა ლამაზ თვალებს
-ნაინა,რას შეჭამ შვილო?
ნატალი რძალს მიუახლოვდა და თავზე აკოცა
-ხილი მინდა რაა
-ახლავე დაგიჭრი
კიდევ ერთხელ აკოცა და სწრაფად დაფაცურდა
-ძალიან ცხელა,ბიჭებს ვუთხრათ და მდინარეზე გავისეირნოთ რაა
ნაინა საყვარლად ილუკმებოდა და თან საუბრობდა.
უფროსები ნატალის ნათესავთან წასვლას აპირებდნენ,ამიტომ ყველამ ერთად დატოვეს სახლში.ნაინა თვალს ვერ აშორებდა მოკლე შორტში გამოწყობილ ქმარს,რომელსაც მაისური გაეძრო და მხარზე გადაეკიდა
-ამ ასაკში,ასეთ ფორმას რომ ინარჩუნებ,არა ხარ ნორმალური
თებე გაგნიძეს შემფასებლურად ათვარიელებდა და თან ქირქილებდა
-შენს ქმარს რას უწუნებ?!
-ოჰჰ,ჩემს ქმარს რა გაასუქებს,არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას,არც საწოლში და არც იმის იქით
გადაიხარხარა და ქმრისკენ წავიდა
-ილია,დაგახრჩობ იცოდე!
ლილე წყლიდან გაჰყვიროდა და ილიას კენჭებს იგერიებდა
-აუუ,მამააა
-ესროლე შვილო ლოდი
ნიკუშამ შვილს გაუცინა და იდეალური აზრი მიაწოდა
-ბიჭო,ნუ ასწავლი ასეთ რაღაცეებს
-აბა ჩემი შვილი დავაჩაგვრინო?!
ცოლს წარბაზიდულმა დახედა და ვნებიანი ტუჩები დაუკოცნა.
მარტვილში დიდხანს არ დარჩენილან.
წამოსვლისას დუდამ არ მისცა უფლება ნაინას,რომ საჭესთან დამჯდარიყო.მთელი გზა ერთმანეთს უბღვერდნენ.ნაინამ კინაღამ თავი არტყმევინა საჭეზე ამაყად მომღიმარ გაგნიძეს.
***
წარბაზიდული უყურებდა ოთახში შესულ დუდას,რომელსაც ვერ გაეგო,რატომ უბღვერდა ცოლი
-თიკომ მოგაკითხა.გაგნიძე,ყველაფერს გეფიცები,ორივეს ცოცხლად დაგმარხავთ და ამაში ხელს ვერავინ ვერ შემიშლის!
დუდას გაეცინა აქოთქოთებულ ცოლზე.მიუახლოვდა და ყბებზე წაუჭირა თითები.მისკენ მისწია და ტუჩებზე დააცხრა.იქამდე ჰქოცნიდა სანამ სისხლის გემო არ იგრძნო
-ველურო
ამოთქვა და კიდევ ერთხელ აკოცა
-მომშორდი ახლავე.როგორ ბედავ,ჩემს კოცნას?!
-ახლა რაზე აგაგდო თიკომ?
-პერანგი დასჩა ჩემთან და მოვუტანეო
-რომელი პერანგი?
-მე რა ვიცი,დავხიე და ნაგავში ყრია.რა მნიშვნელობა აქვს?!ახლავე წადი სახლიდან
მხარზე დაექაჩა და კარებისკენ სცადა მისი წაყვანა
-სად წავიდე,თიკოსთან?
გაგნიძე ბოლო ხმაზე ხარხარებდა და ცდილობდა,ნაინას მუშტები მოეგერინებია
-ფუ,რა საზიზღარი ხარ
-გაჩერდი გოგო
დუდამ დაუყვირა და მაშინვე გააკრა კედელზე ატირებული ცოლი
-აქამდე ის თუ არ იცი,რომ არასდროს,არავისთან გიღალატებ,მაშინ საერთო არაფერი გვქონია.მაშინ მე შენ ასე უთავმოყვარეოდ არ მყვარებიხარ.ნაინა,ნუ ხარ მეამიტი ბავშვი და ნუ იჯერებ ყველაფერს.იქ სადაც შენ,ჩემი ნაინა ხარ,რაში მჭირდება თიკო?!
ნაზად უკოცნიდა სახეს და ასე ცდილობდა მის დამშვიდებას
-შეუშვი ამ პატარა თავში,რომ შენ ხარ ჩემი სამყარო და არ მჭირდება არავინ სხვა!
***
ქალაქში დაბრუნების შემდეგ,დუდა რამდენიმე დღე არ გამოჩენილა.ისედაც ზღვარზე იყო და ყოვე წამს იცვლიდა აზრს,ეთქვა თუ არა სიმართლე,მისმა გაქრობამ კიდევ უფრო აურია ფიქრები.კესოსგან ბრუნდებოდა,ალექსანდრე რომ შეხვდა.კაცი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და მოეხვია
-როგორ მომენატრე
ლოყაზე ძლიერად აკოცა და მუცელზე მოეფერა
-როგორ ხარ,ალექსანდრე?
ნაინამ მკრთალად გაუღიმა.დიდად არ ესიამოვნა კაცის თითები მის მუცელზე,მაგრამ არაფერი თქვა
-კარგად,შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად
-ილიკო და ლილე შემხვდნენ,ახლა შენთან მოვდიოდი.არ უნდა გეთქვა,რომ დაბრუნდი?
-სახლიდან არ გავსულვარ
მხრები საყვარლად აიჩეჩა და გზა ონიანთან ერთად განაგრძო
-საღამოს გავიდეთ სადმე,კარგი?
-ვნახოთ,ვერაფერს შეგპირდები
-კარგი რა,ნუ მაწყენინებ
ალექსანდრე დაიხარა და მუცელზე აკოცა.
დუდა ფანჯრიდან უყურებდა ონიანს,რომელიც ნაინასკენ დახლრილიყო და მუცელზე ჰკოცნიდა.ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა.ძლივს იკავებდა თავს,რომ არ ჩავარდნოდა და ძვალ-რბილი არ დაელეწა.ეჭვიანობა ახრჩობდა.იმის გაფიქრებაც არ უნდოდა,რომ ბავშვი შეიძლება,ონიანის ყოფილიყო.ამ ყველაფრის სიკვდილზე მეტად ეშინოდა.
ნაინამ მალევე შეაღო სახლის კარი.შეკრთა,მისაღებში გახევებული გაგნიძე რომ დაინახა.მარცხენა ხელით ხელჯოხს ეყრდნიბოდა და მოქუფრული უყურებდა ცოლს
-რა დაგემართა?
წარბაზიდულმა ჰკითხა,ყბებდაჭიმულს
-ისე ვცემ,ისე ვცემ,რომ ექსპერტიზაც ვერ ამოიცნობს
ამოისისინა და სიგარეტს გაუკიდა.ნაინას მწარედ გაეცინა.ნივთები იქვე დააწყო და წინ დაუდგა,აფორაჯებულ დუდას
-უნდა ვისაუბროთ
-განქორწინებაზეო,არ მითხრა,თორემ შვილს გეფიცები,დავლეწავ ყველაფერს
-დამშვიდდი და ნუ იქცევი ქაჯივით
ამოთქვა და აიძულა დივანზე დამჯდარიყო
-მერამდენეჯერ უნდა ჩაიმსხვრიო ეგ მუხლი?
-ამაზე უნდა ვისაუბროთ ახლა?!
ქალმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და თავადაც წინ ჩამოუჯდა.მზერა გაუსწორა ერთიანად დაჭიმულს
-ისე წახვედი,არც კი გიკითხავს არაფერი.ყველაფერს ვფიცავ,შენი სიყვარული წამითაც არ შემიწყვეტია გაგნიძე,მაგრამ აუტანელია ეს ყველაფერი.აუტანელია,შენი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ.არასდროს მომიცია იმის საბაბი,რომ სახლიდან წასულიყავი.ილიას ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ.გაგნიძე,შენია ბავშვი.რომ მიმატოვე,რამდენიმე დღეში გავიგე,ორსულიბის შესახებ.არ ხარ არც ერთი შვილის ღირს და სწორედ ამიტომ,არ გეუბნებოდი არაფერს
დუდა გამშრალი მისჩერებოდა ცოლს.ნაინა კარგად ხედავდა მის ჩაწითლებულ თვალებს.ფეხზე ისე მოულოდნელად წამოვარდა,მხოლოდ წამოკივლება მოასწრო
-როგორ გაბედე,ამის დამალვა?!
უყვირა ქალს და ყბებში ძლიერად წაავლო თითები
-არ ხარ მეთქი,არც ერთი შვილის ღირსი!
ამოისისინა და ჯიქურ გაუსწორა მზერა,ადამიანობა დაკარგულ ქმარს
-შენ რომ შენი შვილი გყვარებოდა,უპრობლემოდ არ მიატოვებდი
-გაჩუმდი,გაჩუმდი!
დუდა დაჭრილი ცხოველივით ბღაოდა.ხელები ერთიანად უკანკალებდა.სუნთქვა უჭირდა.ნაინას არ გამოჰპარვია,მის თვალებში გამკრთალი ცრემლები
-ამას არასდროს გაპატიებ
ამოთქვა ქალმა და მისი ხელები უხეშად მოიშორა.ზედაც არ შეუხედავს ქმრისთვის,ოთახში თავაწეულმა შეაბიჯა.ვერ გაუძლო.იქვე ჩაჯდა და ხმადაბლა ატირდა.ახლა გული ყველაზე მეტად სტკიოდა.მუცელს ეფერებოდა და ხმადაბლა ბურტყუნებდა.ცოტა ხანში გაიგო,დუდამ როგორ დატოვა სახლი.მარტო ვერ გაჩერდებიდა,თორნიკეს სთხოვა,მასთან მისულიყო.მთელი ღამე მის კალთაში ედო თავი და ხმადაბლა ქვითინებდა.
დილით ირაკლის ზარმა გააღვიძა.თავი ძლივს ასწია ბალიშიდან
-შენი იდიოტი ქმარი დააკავეს
რამდენიმე წამი გაუაზრებლად იჯდა საწოლზე,ბოლოს ფეხზე წამოხტა და სწრაფად მოწესრიგდა.ილია მშობლებს დაუტოვა და უსწრაფესად გაიქცა განყოფილებაში
-სად ჰყავთ?!
ირაკლის ეცა,რომელიც არხეინად იცინოდა
-დაკითხვაზე
-რატომ არ დამელოდნენ?!
-თვითონ თქვა,რომ ადვოკატი არ სჭირდება
წარბები შეკრა და ცივად მომზირალ ბადრაგს წინ აესვეტა
-უთხარით,რომ ადვოკატი მოვედი და ჩემთან ერთად დაკითხონ
ბადრაგმა თავი უხმოდ დაუქნია და ოთახის კარი შეაღო.მალე ნაინა ცივ სკამზე იჯდა,დუდას გვერდით და გამომძიებეს ყურადღებით უსმენდა
-ბრალად ედება სხვისი საკუთრების დაზიანება,ოთხი პიროვნების მძიმე მდგომარეობამდე მიყვანა,არაფხიზელ მგონარეობაში მანქანის მართვა და რამდენიმე საგზაო წესის დარღვევა
-თუ შეიძლება,მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,გავისაუბრებთ
-მე მოვრჩი ჩემს საქმეს,ამიტომ შეგიძლით
გამომძიებელმა მალევე დატოვა ოთახი.ნაინა ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა მასზე მიშტერებულ ქმარს,რომელიც ცალყბად უღიმოდა
-არ გრცხვენია?!
ქმართან ერთად მარტო საუბარი უნდოდა,მაგრამ ოთახში რიგრიგობით შემოლაგნენ ირაკლი,გოშაძე და ნიკუშა
-ამას აქ რა უნდა?
დუდას თვალი არ მოუშორები ნაინასთვის ისე იკითხა
-შენი ადვოკატია და უფლება აქვს,იცოდეს სად გდიხარ
ირაკლიმ თავში წამოარტყა ხელი და დაიმსახურა კიდევაც გააფთრებული მზერა გაგნიძისაგან
-ასე არ უნდა შეგეწუხებინათ ჩემი ყოფილი ცოლი
ირონიულად გაიცინა და ისევ ნაინას გახედა,რომელიც დაბღვერილი დასჩერებოდა ფურცლებს
-ჯერ ისევ შენი ცოლი ვარ და თუ შეილძლება,გაბრძანდით.მინდა,
მარტოებმა ვისაუბროთ
-დავტოვო პრეზერვატივი?
გოშაძეს უნდოდა ჩუმად ეთქვა დუდასთვის,მაგრამ აშკარად ყველან გაიგო
-გამასწარი,სანამ გცემო!
ამოისისინა ნაინამ და წინ ჩამოუჯდა ქმარს
-20 წლის ბიჭივით ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდი და ჩხუბობდი ხო?
დუდას არაფერი უთქვამს,ლოყა შეკრულ მუშტზე ჩემოსდო და ისევ ირონიულად გაუღიმა,გაგიჟების პირას მყოფს
-ისეთ არაფერია,გირაოს გადაიხდი და გაგანთავისუფლებენ
საქაღალდე ხმაურით დახურა და მზერა გაუსწორა ღამენათევს
-უთავმოყვარეო კაცივით ნუ იქცევი!
-არ მჭირდება,ჭკუის დარიგება
ამოისისინა და სკამის საზურგეს აეკრო
-ხო,შენზე მაინც არაფერი ჭრის
-თუ ყველაფერი მოაგვარე,წადი აღარ მჭირდები
დუდას წინადადება არ ჰქონდა დასრულებული,ლოყა ნაინას მოქნეულმა ხელმა რომ აუწვა
-მთელი ცხოვრება იმას ვცდილობდი,ამყრალებულ ჭაობში არ ჩაფლულიყავი,მაგრამ უშედეგოდ!უკვე არაკაცს ემსგავსები
ამოიხავლა,ფეხზე წამოვარდა და სწრაფად დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი.ზედაც არ შეუხედავს იქვე აყუდებული ბიჭებისთვის.გამომძიებელთან რამდენიმე საკითხი მოაგვარა და იქაურობას გაეცალა.მარიკას სთხოვა,ილია დაეტივებინა.აივანზე იჯდა და მთვარეს აცრემლებული უყურებდა.
***
მორიგი უაზრო საქციელის გამო,დუდა ისევ მოხვდა პოლიციის განყოფილებაში.სწორედ მაშინ გადაწყვიტა ნაინამ,რომ ყველაფერი ზედმიწევნით შეესწავლა.თავიდან ჩააბარა გამოცდები,რათა გამხდარიყო სრულფასოვანი ადვოკატი და თავად დაეცვა საკუთარი ქმარი.გაგნიძეს დიდად არ სიამოვნებდა ეს ფაქტი,მაგრამ საერთოდ არ მოუსმენია მისთვის
-ძაღლებში უნდა იმუშაო?!
ზევიდან მოექცა დივანზე გაწოლილ ცოლს და მოშიშვლებულ ფეხზე თითები აატარა
-მე არსად მუშაობას არ ვაპირებ.მე მხოლოდ ჩემი ქმრის შველას ვცდილობ
-არ მომწონს მე ეგ ამბავი
მაისური მარტივად გახადა და მკერდის ძვალზე აკოცა
-შენ არავინ გეკითხება
გაუცინა და ქვედა ტუჩზე გამოსდო კბილები
-გოგო,ნუ მკბენ,რამდენჯერ გითხარი?!
დუდამ წარბები სწრაფად შეკრა და ახითხითებულს მუცელზე აკოცა
-შეეშვი რა მაგ საქმეს
-არა,ტყულად წუწუნებ.ისედაც არ მომწონდა შენი ადვოკატი.საქმეზე მეტ დროს,ფლირტაობაში ხარჯავდა,თან ჩემზე დიდი მკერდი აქვს და საერთოდ არ აღმაფრთოვანებს ეგ ფაქტი
დუდა გულიანად იცინოდა ცოლის საუბარზე.ლოყებზე მოუჭირა თითები და მთელი სახე დაუკოცნა
-ახალი კანონი უნდა მივიღოთ.მოვითხოვ,საკანში ცოლის შეყვანა შეიძლებოდეს,თორემ ვერ ვძლებ შენს გარეშე
ვნებიანად აკოცა და მასთან ერთად წამოდგა დივნიდან.ხელში აიყვანა და ოთახში უხმოდ შეიყვანა
-დუდა,აღარ მოგბეზრდა ასე მოქცევა?!მერამდენედ უნდა გაათიო ღამე საპატრულოში და როდემდე უნდა ვირბინოთ გამომძიებლებთან და პროკურორებთან?
-ამას აღარაფერი ეშველება და ტყულად ნუ ვინერვიულებთ იმაზე,რაც არ გამოსწორდება
თეძოებზე მოუჭირა გრძელი თითები და თავისკენ დაქაჩა.შარვლის ღილი გაუხსნა და მარტივად გააძრო ვიწრო ჯინსი
-მე დავიღალე უკვე
-ფიცი გაქვს დადებული,რომ ჭირსა და ლხინში ჩემს გვერდით იქნები
-რატომ ცანცარებ ამდენს?!
ნაინა ეჭვისთვალით უყურებდა საეჭვოდ გახალისებულ ქმარს
-სამი ღამეა სახლში არ მძინებია და აღარც ავცანცარდე?
-გოშაძეს უნდა მოგაშორო,თორემ უკვე ურევ
გაუცინა და თავად დაეწაფა მონატრებულ ბაგეებზე.
***
დუდა პირდაპირ ნაინასთან მივიდა.სახლის კარი შეგლიჯა და აივანზე ჩამომჯდარს თავზე წამოაგდა.ქალს გული გაუსკდა მოულოდნელობისაგან.
თვალებგაფართოებული უყურებდა აქოშინებულს.გაგნიძემ მაჯაში ჩაავლო თითები და ფეხზე წამოაყენა.ცივ კედელზე ააკრო და სწრაფად დააცხრა ტირილისგან დაბერილ ტუჩებზე
-უთავმოყვარეოდ მიყვარხარ
ამოიხავლა და გაშლილ თმებში შეუცურა თითები.ხელჯოხი ყრუ ზათქით დაეცა მეტლახზე.განთავისუფლებული ხელი წელზე წაავლო და მისკენ მისწია
-ამის სათქმელად თუ მოხვედი,შეგიძლია,წაბრძანდე
დუდას მწარედ გაეცინა.კიდევ უფრო მოუჭირა წელზე შემოხვეული თითები
-როგორ მინდა,მწარედ დაგსაჯო
-შენგან დასჯა არასდროს მაკლდა,გაგნიძე
-ონიანს გაა*მევინე,თორემ პირობას აგისრულებ
ამოისისინა და ოთახში შესულს,უკან მიჰყვა
-ეგ შენი საქმე არ არის და მინდა,რაც შეიძლება სწრაფად გავშორდეთ ერთამენთს
მშვიდად ახედა და ოთახში მომიფანტული ნივთების ალაგება დაიწყო
-ტყუილად გაქვს ამის იმედი!გოგოა თუ ბიჭი?
-ჯერ არ ჩანს საქესი
-მინდა,რომ ექიმთან მივიდეთ
დუდა უკან დასდევდა და მასთან ერთად ალაგებდა ილიას ნივთებს
-იქით კვირას მაქვს ვიზიტი,მაგრამ შენ არსადაც არ მოდიხარ
-ისიც მეყოფა,ამდენი თვე რომ გამაწამე
-მე ბოდიში
ირონიულად გაუღიმა და ხელში ჩაბღუჯული მაისური გამოართვა
-განქორწინება აღარასდროს ახსენო,გესმის
-აღარ მინდა,შენი ცოლი ვიყო
ნაინამ მზერა გაუსწორა გაგნიძეს,რომელიც მაგიდას ეყრდნიბოდა.აშკარა იყო,რომ მუხლი ძალიან სტკიოდა
-ნუ იმეორებ მაგ სისულელეს
-წადი,დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო
-ჩემი სახლიდან,არსად წასვლას არ ვაპირებ
-ნუ მიძულებ,მე წავიდე
დუდამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,ერთი აათვარიელა ცოლი და იქაურობა დატოვა.
ბიჭებს შეუერთდა,რომლებიც ერთ-ერთ ბარში სვამდნენ
-მოვიდა,გულდამწვარი ტარიელი
ნიკუშამ გადაიხარხარა,მაგრამ მალევე აწკმუტუნდა,თავში ხელჯოხი რომ მოხვდა
-შენ რა იყო,დიდი ხანია დავალაგეთ ოჯახი და აღარ ვდარდობთო?
ირაკლიმ წაჰკბინა მომღიმარ ნიკუშას,რომელმაც სახე სასაცილოდ დამანჭა
-შენ თამარას მიხედე,ზედაც რომ არ გიყურებს
გოშაძემ ისეთი ხარხარი დაიწყო,მუსიკის ხმაც გადაფარა
-ეგ ჭიქა არ გადაგაყლაპო ახლა
დაუღრინა და ჩუმად მყოფ გაგნიძეს გახედა
-რაო,გამოგაბუნძულა ჩემმა დამ?
-განქორწინება უნდა
ყველანი გაჩუმდნენ და დუდას მიაჩერდნენ,რომელიც მაგიდას დაჰყურებდა
-ასე პირდაპირ გითხრა?
გოშაძემ საცოდავად ამოთქვა და სასმლის ჭიქა ხელთავიდან შეუვსო
-არა,ნელ-ნელა შემოპარა
-რამ გააგიჟა?
ირაკლი ნამდვილად არ მოელოდა ამას ნაინასგან
-მე რა ვიცი,შენი დაა და ჰკითხე
-დამშვიდდი,ახლა აფორიაქებულია.გადაუვლის ცოტა ხანში
ნიკუშამ გაუცინა და მხარზე დაჰკრა ხელი.
ირაკლიმ უნებლიედ ამოჰყო თავი თამარას ბინის წინ.ფრთხილად დააკაკუნა კარზე და მას დაელოდა.გოგონას კინაღამ გული გაუსკდა,კედელზე მიყრდნობილი ირაკლი რომ დაინახა
-ისე ნუ მიყურებ,თითქოს მოჩვენებას ხედავდე
გაიცინა და სახლში შეაბიჯა
-აქ რამ მოგიყვანათ?
კარი სრწაფად დახურა და უკან მიჰყვა დაუპატიჟებელ სტუმარს
-ყავას არ დამალევინებ?
ირაკლი დივანზე ჩამოჯდა და კრავის თვალებით ახედა,დაბნეულ თამარას
-ასე გტვირთავს ნიკოლოზი,შუა ღამემდე ნახაზებს რომ უზიხარ?
თვალი მოავლო მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს და ერთ-ერთი აიღო
-საჩქარო შეკვეთაა და მალე უნდა მოვრჩე
ყავის ფინჯანი იქვე ჩამოუდგა და თავად მოშორებით ჩამოჯდა.ირაკლის გაეღიმა
-აქ ყავის დასალევად მოხვედით?
-ხო,ძალიან მომეწონა სამეგრელოში რომ მომიდუღე და ისევ შენ მოგაკითხე
თვალი ჩაუკრა და გემრიელად მოსვა არომატული სითხე
-გეთქვათ და ტონიან თერმოსს გიყიდდით,სულ ჩემთან რომ არ იაროთ
ირაკლი უკვე ხმამაღლა იცინოდა.თამარა მობუზული იჯდა სავარძლეში და თითებს ნერვიულად აწვალებდა
-თამარა,თამარა
ამოთქვა კაცმა და ფეხზე წამოდგა.გოგონა კიდევ უფრო დაიძაბა.დამრგვალებული თვალებით უყურებდა თავზე წამომდგარ ჯაყელს
-ამ ტუჩებს დაანებებ თავს თუ არა?
მისკენ დაიხარა და ლამის ბოლომდე დაჭმულ ტუჩებზე ცერა თითი გადაატარა.თამარას ერთიანად გააკანკალა
-მითხარით,რისთვის მოხვედით
ძლივს ამოიკნავლა და გაყინული თითები მკლავებზე წაავლო,რომლებიც სავარძლის სახელურებზე ჩამოეყრდნო
-აი ამისთვის
ამოთქვა და დაუფიქრებლად აკოცა.გოგონამ ერთი ამოიგმინა და თავი სწრაფად გასწია
-რატომ ცდილობ,რომ გამექცე?!
-მე...მე უბრალოდ მინდა,რომ წახვიდეთ
ძლივს ამოთქვა და სავარძლიდან წამოხტა.ირაკლი წარბაზიდული უყურებდა
-გთხოვთ,წადით
უთქმელად დატოვა თამარას სალხი.ბრაზი ახრჩობდა.ისევ ბარში მიბრუნდა.სწრაფად გაიცნო მორიგი ლამაზმანი და მასთან ერთად ძვირად ღირებულ სასტუმროში გადაინაცვლა.
ნაინა ექიმთან იყო,კაბინეტის კარი დუდამ რომ შეაღო.ჯერ გაოცებული,შემდეგ კი გაბრაზებული უყურებდა მის გვერდით ჩამომჯდარს.დუდა მშვიდად აიგნორებდა ნაინას მზერას და ექოსკოპიის აპარატს შეშჩერებოდა.მართალია,ვერაფერს აღიქვამდა და არჩევდა,მაგრამ გული მაინც საოცრად უცემდა.პატარა ბავშვივით უხაროდა და თავს ძლივს იკავებდა,ხტუნვა,რომ არ დაეწყო
-ბავშვი სრულებით ჯანმრთელია და კარგად ვითარდება
ექიმმა ორივეს გაუღიმა და ისევ მონიტორს გახედა
-სქესი გაინტერესებთ?
-ჩანს უკვე?
გაგნიძეს ისეთი ხმა ჰქონდა,თავადაც ძლივს იცნო.ნაინას უყურებდა,რომელიც ღიმილს ძლივს იკავებდა
-დიახ,გოგონაა
ექიმმა კიდევ ერთხელ გაუღიმა და მარტო დატოვა ცოლ-ქმარი.დუდამ სწრაფად მიაწოდა ხელსახოცები და წამოჯდომაში მიეხმარა.ვერაფრის თქმას ბედავდა
-სახლში წამიყვან?
ნაინამ ქვევიდან ახედა,ფერდაკარგულს,რომელმაც თავი სწრაფად დაუქნია
-ანალიზების პასუხს ავიღებ და წავიდეთ
გაშტერებული დუდა იქნე ჩამოსვა და თავად დერეფანს გაუყვა.ვერც თვითონ იჯერებდა,რომ პატარა კიკინებიანი გოგონა ეყოლებოდა.
მანქანაში ჩუმად ისხდნენ.ნაინას მარტო ყოფნა არ უნდოდა,ამიტომ გაგნიძეს სთხოვა,ნატალისთან მიეყვანა.რა თქმა უნდა,თავადაც გადაჰყვა.
ქალი ატირებული იკრავდა გულში რძალს,რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა
-ეს ვაჟბატონი დღემდე არ მელაპარაკება,სიმართლე რომ არ ვუთხარი
-მისი პრობლემაა,შენ მე შემისრულე ყველაზე დიდი თხოვნა და ამ ხეპრემ ეგ თუ ვერ შეიგნო,შეეშვი
ნაინა ისე საუბრობდა,ვითომაც არაფერიო.ზედ არ უყურებდა ფანჯარასთან მდგარ ქმარს,გემრიელად მიირთმევდა ნატალის ნამცხვრებს
-ნაინა,მესმის
ამოისისინა დუდამ და სიგარეტს მოუკიდა
-ხოდა,გესმოდეს
ნიშნის მოგებით გადახედა და ხმაურიანად მოსვა ჩაი.
***
ნაინა ცივი მზერით უყურებდა ქმარს,რომელიც გასისხლული,გაუბედურებული იდგა უბნის ცენტრში და აელვებულ თვალებს არ აშორებდა საყვარელ ქალს.ყრუდ ისმოდა მიწაზე გართხმული ონიანის ღმუილი და იქვე შეკრებილი მეზობლების ზუზუნი.დაეფიცება ყველას,რომ არც ერთი აღიქვამდა იქ მყოფებს.დედამიწაზე მხოლოდ ორნი იყვნენ დუდა და ნაინა.გოგონა წამითაც არ განძრეულა.გულს ურევდა ის სანახაობა,რასაც შეესწრო.ეზიზღებოდა უმოწყალო გაგნიძე,რომელიც წარბშეუხრელი ურტყამდა ალექსანდრეს.ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი.ერთი გადახედა ონიანს და რომ დარწმუნდა,ცოცხალი იყო,სადარბაზოში გაუჩინარდა.მშვიდად მიაბიჯებდა,მაგრამ არავინ იცოდა,ამ სიმშვიდეს ქარიშხალი რომ მოჰყვებოდა.ფანჯრები დაკეტა და დაელოდა ქმარს,რომელიც ბორძიკით მიჰყვა უკან.წინ დაუდგა დივანზე ჩამომჯდარს და ზევიდან დახედა.გაეღიმა ცოლის განრისხებულ მზერაზე.მისკენ დაიხარა და ყბაზე აკოცა.ნაინას ცხვირი აუწვა სისხლის გულისამრევმა სუნმა.თავი გვერდით გასწია და ამით აგრძნობინა,რომ უნდა მოშორებოდა
-დავაშავე რამე?
დუდა უღონოდ ჩამოჯდა დივანზე და წარბაზიდულმა გახედა მოქუფრულ გოგონას
-უკვე ყელში ამომივიდა იმის ახსნა,თუ რას აშავებ და როგრი ამაზრზენია,შენი ყველა საქციელი
-მე გავაფრთხილე,ოდნავადაც რომ მოგკარებოდა,ცოცხალი ვეღარ გადამირჩებოდა
-შენ დუდა,შენ უნდა გაგაჩნდეს იმხელა თავმოყვარეობა,რომ მის დონემდე არ დაეშვა და ასე გაცხოველებულმა სიკვდილის პირას არ მიიყვანო.შენ ხარ ჩემი ქმარი და გმართებს,უფრო მომთმენი იყო.ამით კიდევ უფრო იმცირებ თავს.იმდენ ხალხში,შენი შვილის თვალწინ,ასე უმოწყალოდ არ უნდა გეცემა
-მე დუდა გაგნიძე,არასდროს ვაბლატავებ მისნაირ მატლს!
ამოისისინა და ფეხები დივანზე ააწყო.ონიანსაც მოესწრო ერთი-ორი ძლიერი მუშტის მოქნევა მისთვის და ყველაფერი კატასტროფულად სტკიოდა
-შენ ჩემი უნდა გჯეროდეს,მე უნდა მენდობიდე და იმის უნდა გწამდეს,რომ არასდროს გიღალატებ და არავის მივცემ იმის უფლებას,ზედმეტი გამიბედოს.შენ იმან გაგამწარა,რომ მე მასთან ერთად გავიარე ხუთასი მეტრი
-ნუ მაგიჟებ!მეზიზღება მისი მზერა,შეხება და თუნდაც ამოსუნთქვა.მეზიზღება მისი ცინიკური ღიმილი.არ აქვს უფლება,ჩემს ნაინას ასე უყურებდეს
დაიყვირა და ფეხზე წამოვარდნილს წინ დაუდგა
-შენზე ფიქრის უფლებაც არ აქვს
ამოთვქა და შეეცადა მისთვის ეკოცნა,მაგრამ ნაინა გვერდით გაიწია
-და ასე მთელი უბანი უნდა სცემო?
-მთელს უბანს,მთელს ქალაქს და მთელს ქვეყანას ვცემ,თუ ვინმე კიდევ ერთხელ შემოგხედავს ეგრე
თითქოს ფოლადი ჩაესხაო ხმაში გაგნიძეს.თავალებაკიაფებული უყურებდა ცოლს,რომელსაც უღონოდ ჩამოეყარა მხრები
-უკვე საკუთარ თავს კარგავ
-შენს დაკარგავს,მირჩევნია,საკუთარი თავი დავკარგო
ამოიჩურჩულა და საფეთქელზე აკოცა დანებებულს.
იმ საღამოს,კიდევ ერთხელ ისხდნენ სასამართლო მოსმენაზე და რიგრიგობით ისმენდნენ მოწმეების ჩვენებენს.იმ საღამოს,კიდევ ერთხელ იხსნა ნაინამ დუდა და კიდევ ერთხელ დააბრუნა სახლში.
სამივენი ილიას საძინებელში იწვნენ და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ
-მამა,ისე შემეშინდა.მეგონა,მოგერეოდა
ილიამ გაბრწყინებული თვალებით ახედა მამას,რომელიც ნაინას თვალს არ აშორებდა
-და იმან არ შეგაშინა,გაცხოვებული,რომ ღრიალებდა?
ნაინამ უკმაყოფილოდ დახედა,გაკრეჭილ შვილს
-არა,ჩემი მამიკო ყველაზე ძლიერია
-ილია,მისმინე,რაც დღეს ნახე და რაც მოისმინე,იმაზე ცუდია,ვიდრე შენ ახლა წარმოგიდგენია.მამა,მე ცუდად მოვიქეცი და ჩემი გამარჯვება არ ნიშნავს იმას,რომ კარგი კაცი ვარ.შეიძლება,იმ ა*ვარს
-წესიერად ილაპარაკე
ნაინამ თვალები დაუქაჩა ქმარს და შემდეგ ახითხითებულ შვილს
-იმ იდიოტს სახე გავუერთიანე,მაგრამ დედას ყველაზე მეტად ვატკინე გული,რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.კარგის და ცუდის გარჩევა უნდა შეგეძლოს.კაცობა არ უნდა დაკარგო მამა და ამით ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ შენ საყვარელ ადამიანებს არ უნდა ავნო
-დედას აწყენინე?
ილია დამრგვალებულ თვალებს სასაცილოდ აცეცებდა.ხან დედას უყურებდა და ხან მამას
-ყველაზე მეტად...
თავზე აკოცა და ამით აგრძნობინა,რომ საუბარი დაასრულა.
ილიას რომ ჩაეძინა,თავადაც ნაინას მიჰყვა,რომელიც უკვე საძინებელში ელოდა.დიდხანს იდგა კარებთან,კედელზე აყუდებული და ულამაზეს ცოლს უყურებდა,რომელიც ისევ გაბრაზებული იყო.გაეღიმა და ნელა დაიძრა საწოლისკენ.გვერდით ჩამოუჯდა და მუქ ქერა თმაზე თითები ჩამოუსვა
-მითხარი,რომ გიყვარვარ
გოგონასკენ დაიხარა და გავარვარებული ტუჩები აცრემლებულ თვალებზე მიაკრო
-უთავმოყვარეოდ
ამოთქვა და თავი ვეღარ შეიკავა,ატირდა.დუდამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ხელები შემოხვია და ძლიერად ჩაიხუტა
-შემომხედე
აიძულა თავი აეწია და მისთვის თვალი გაესწორებინა
-შენ ხარ ჩემი ყველაზე კარგი შეცდომა,დუდა
ამოიჩურჩულა და შუბლი ყბაზე მიაყრდნო.მაზოხისტურად სიამოვნებდა ეს ყველაფერი გაგნიძეს.იცოდა,ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჯეროდა,რომ ნაინა არასდროს შეწყვეტდა მის ისყვარულს.იცოდა,სამუდამოდ,
სიცოცხლის ბილომდე მის სყვარულში გაატარედა.
***
ილიასთან და ლილესთან ერთად სანაყინეში იყო ირაკლი რომ წამოდგთ თავზე
-ილია,კიდევ შეუკვეთეთ ნაყინი
ირაკლიმ ფული მისცა დის შვილს და ამით აგრძნობინა,რომ მარტო უნდა დაეტივებინათ და-ძმა.ლილე სწრაფად გავარდა დახლისკენ და გამარჯვებული მზერით გადახედა ილიკოს,რომელიც დინჯად მიაბიჯებდა
-ისევ მიდის
დის ჭიქიდან აიღო ერთი კოვზი ნაყინი და იქაურობას მოავლო მზერა.ნაინას ხმა არ ამოუღია.თავი დახარა და მაგიდას დააჩერდა
-როგორ გაბედე და განქორწინებაზე ხმა ამოიღე?
-ჩემი გადასაწყვეტია და ამაში ნურავინ ჩაერევით
ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა.ხმა ჩავარდნონდა.თავს ძლივს იკავებდა,ხმამაღლა რომ არ ეტირა
-მის გარეშე ისე განადგურდები,საკუთარი თავი შეგძულდება.მის გარეშე,სუნთქვასაც ვეღარ შეძლებ,ნაინა
მშვიდად ესაუბრებოდა დას,რომელსაც ცოტა აკლდა პანიკურ შეტევამდე
-თავს იტყუებ ამ ყველაფრით და ეს ყველაზე ამაზრზენია.ავადმყოფები ხარ ორივე და ეს ავადმყოფობა მოგიღებთ ბოლოს.შენს გამო შემიძლია,ცოცხლად დავმარხო გაგნიძე,მაგრამ საკუთარ თავს ანადგურებ,ისე უმოწყალოდ,რომ დაფიქრებაც არ გინდა.არასდროს ვაპატიებ იმას,რაც შენ და ილიას გაგიკეთათ,მაგრამ პასუხს იმაზს ვერ მოვთხოვ,რასაც საკუთარ თავს უკეთებ
ლოყაზე აკოცა და ილიას მოწოდებული ნაყინი გამოართვა
-ირაკლი,ხომ შეიძლება,ბიჭს მართლა უყვარდეს გოგო?
ლილე თვალებაციმციმებული უყურებდა ირაკლის,რომელიც ნაყინს შეექცეოდა
-რა თქმა უნდა
-ხომ გეუბნებიდი,საბას ვუყვარვარ შენ კიდევ დაჯერება არ გინდა
-კი არ უყვარხარ,საკონტროლოების გადასაწერად გიყენებს და ვერ ხვდები,იმიტომ რომ ქარაფშუტა ხარ და არ გინდა,სიმართლე გაიგო
-აბა ახლა,სიტყვები შეარჩიე და ნორმალურად ამიხსენით,რა ხდება
ირაკლიმ თვალები დაუბრიალა დისშვილს და მოქუფრულ ლილეს გადახედა
-ჩემს კლასელს ვუყვარვარ.ეს კიდევ მეუბნება,რომ მიყენებს
-ასე რატომ ფიქრობ?
-ლილეს გარდა,სამ გოგოს ეფიცება სიყვარულს
ჩაიფრუტუნა და ლილეს გადახედა,რომელიც სახეზე სულ წამოწითლებულიყი
-შენ რას იტყვი,ლილე
-მე მჯერა,რომ მართლა ვუყვარვარ
-არა,მაგას არ გეკითხები.შენ გიყვარს?
გოგონა დაიბნა.კიდევ უფრო გაწითლდა,სირცხვილისგან სად წასულიყო,აღარ იციდა.თვალს ვერ უსწორებდა,მომღიმარ ირაკლის
-მე მომწონს
ძლივს ამოიჩურჩულა და აქოჩრილ ილიას ახედა
-ილია თუ სწორს ამბობს,მაშინ შენი გრძნობების ღირსი არ ყოფილა.ის ვინც, შენნაირ გოგოს ვერ აფასებს და სხვებს დასდევს კაცი ვერასდროს იქნება
თავზე აკოცა ლილეს,ილიას თვალი ჩაუკრა და იქაურობა დატოვა.
ნაინამ უხმოდ მიიყვანა ბავშვები სახლში.ოთახში იყო,დუდას ხმა რომ გაიგო.ვერ გაბედა გასვლა.მხოლოდ მაშინ წამოდგა,შვილმა რომ შეუღო საძინებლის კარი.ფერი არ ედო სახეზე და ეტყობოდა,რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა.დედას მიუახლოვდა და მუხლებზე ჩამოადო თავი
-ისევ დაგვტივა, დედა
-არ ინერვიულო დე,ყველაფერი კარგად იქნება
ამ სიტყვების თავადაც არ სჯეროდა,მაგრამ რაღაც იმედის ნაპერწკალი ორივეს სჭირდებოდა.
დუდას წასვლამ კიდევ უფრო არია სიტუაცია.ალექსანდრე ამან იმაზე მეტად გაათამამა,ვიდრე აქამდე იყო.უკვე აღარსად მალავდა მის დამოკიდებულებას ნაინასადმი.ირაკლი ძლივს იკავებდა თავს,შუაზე არ გაეხია ჯერ ონიანი და მერე საკუთარი და.
ერთ-ერთ სასტუმროში მიაბიჯებდა ლამაზ ქერა ქალთან ერთად ნაცნობ მზერას რომ წააწყდა.იმ მზერას,რომელსაც ათას ადამიანში გაარჩევდა.თამარა აწურული უყურებდა მომღიმარს,რომელსაც დაძარღვული ხელი ქალის წელზე შემოეხვია და წამის წინ,მოშიშვლებულ ყელს მონდომებით უკოცნიდა.დერეფანში შეყოვნდა და გაფითრებულს ზევიდან დააჩერდა
-სალამი,თამარა
ცალყბად გაუღიმა და ამით გამოაფხიზლა,გაშტერებული
-გამარჯობა,ბატონი ირაკლი
გოგონას ხმა საგრძნობლად უთრთოდა.თავადაც ვერ გაეგო,რა დაემართა.თვალს ვერ უსწორებდა,მის წინ გახევებულ ირაკლის
-საით გაგიწევია?
-შეხვედრა მქონდა ერთ-ერთ კომპანიასთან.თქვენის ნებართვით,დაგტივებთ.ნახვამდის
აკანკალებულ თითებს ძლიერად უჭერდა ხელებში ჩაბღუჯულ ქაღალდებს.ისე გავარდა აწყვეტილ გოშაძესაც გაასწრებდა.უახლოეს პარკში ჩამოჯდა და აჩქარებული გულისცემის დარეგულირება სცადა
-ამაზე უკეთ,საკუთარ თავს ვერ გამოვააშკარავებდი
ამოიწრიპინა და სახე გრილ ჰაერს შეუშვირა.საშინლად ეშლებოდა ნერვები საკუთარ თავზე,ასე რომ დაიბნა ირაკლის დანახვისას.არ ავიწყდებოდა მისი მკლავები,რომელბის აკისკისებულ ქალს ეხვეოდა.
მთელი დღე ნახაზებს ეჯდა,ირაკლიზე რომ არ ეფიქრა.ლამის მთელი ქალაქის პროექტი დახაზა.შეკრთა,კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა რომ გაიგო.მიხვდა ვინც იქნებიდა და მაქსიმალურად გაწელა კარის გაღების პროცესი.ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ირაკლის შეეგება.ისიც ვერ გაიაზრა,რომ მოკლე მაისურის და შორტის ამარა იყო.კაცმა ერთი აათვარიელა ათრთოლებული და სახლში უხმოდ შეაბიჯა.დივანზე ჩამოჯდა და ქვევიდან ახედა საცოდავად მომზირალ თამარას
-ისევ ყავისთვის მოხვედით?
ძლივს ამოთქვა და მოწყვეტით დაეცა სავარძელზე
-ახლა შენთვის მოვედი
გაუღიმა და დივანზე არხეინად გადაწვა.ფუმფულა ბალიში ხელში აიღო და რამდენიმეჯერ ააგდო ჰაერში
-გისმენთ,რა გნებავთ
-ნუ მესაუბრები ისე,თოთქოს 80 წლის ვიყო
-ჩემზე უფროსი მაინც ხართ
გაუცინა და იქვე დადგმულ ჭიქას წაავლო თითები
-ბევრია 12 წელი,არაა?
-ვისთვის,ჩემთვის თუ თქვენთვის?
-ზოგადად.მე რომ პირველად განყოფილებაში მოვხვდი,შენ პამპერსში იფსამდი
ირაკლის გულიანად გაეცინა თამარას აწითლებულ ლოყებზე
-მხოლოდ ამით განსაზღვრავთ ასაკს?!
-არა,ერთ-ერთი მიზეზი დავასახელე
მარცხენა ხელს ჩამოეყრდნო და გოგონას გაუღიმა
-და თქვენთვის დიდი სხვაობაა 12 წელი?
-არანაირად
-მაშინ რატომ გაუსვით ხაზი ასაკს?
-თამარა,მოდუნდი.ზედმეტად იძაბები
-ჩემგან რა გინდათ?
გოგონას შეშფოთებულმა ხმამ ირაკლი დაასერიოზულა.გასწორდა და ჯიქურ გაუსწორა მზერა
-მეც არ ვიცი,რა მინდა,შენ რა გითხრა
-ასე არ შემიძლია,ასე არ ვარ კარგად.ყველაზე ცუდი ადამიან მგონია თავი,თქვენი კოცნა,რომ მახსენდება და ურცხვად მინდა,იგივე შეგრძნება,რომ ასჯერ განმეორდეს.მე თვითონ ვხვდები,რომ ეს ყველაფერი ცუდია,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ
თამარა აკანკალებულ თითებს მუხლებზე იჭერდა და ყველანაირად ცდილობდა,თავზე წამომდგარი კაცისთვის,არ შეეხედა.ირაკლი მის მუხლებთან ჩაჯდა.გაყინული მტევნები თავისაში მოიქცია და ჯერ ერთ ხელის გულზე აკოცა,მერე მეორეზე
-ცუდი,რა არის თამარა?
-ის რომ,თქვენ ყოველ დღე ახალ ქალს იცვლით და ამაზე არანაირი პრობლემა არ გაქვთ.ის რომ,შეიძლება,მე მორიგი მათგანი ვიყო და ისე დამივიწყოთ,როგორც წინა მეასე ან მეათასე
ირაკლის გულიანად გაეცინა და ლოყებზე დაგორებული ცრემლები შეუმშრალა
-თამარა,როგორი მეამიტი ხარ
-მითხარით,რომ ვტყუი
-რა თქმა უნდა,ტყუი.სრულ სისულელეს იძახი.ახლა დამშვიდდი,მე ხელს აღარ შეგიში.დაისვენე და მერე ვისაუბროთ
მოშიშვლებულ ბარძაყზე მიაკრო თუჩები.გაეღიმა,გოგონას კანი მომენტალურად რომ დაეხორკლა.ფეხზე წამოდგა და ისევ უთქმელად დატოვა იქაურობა.
***
დუდა ღიმილით მიაბიჯებდა ცოლ-შვილისაკენ,რომლებიც ეზოში თამაშით ირთობდნენ თავს.ზურგიდან აეკრო მოკისკისე ნაინას და ყელში აკოცა.გოგონა სწრაფად შეტრიალდა მისკენ და კისერზე ჩამოეკიდა
-აბა დღეს საგურამოში ვრჩებითო?
-ვერ გავჩერდი თქვენს გარეშე და წამოვედი
მოწყვეტით აკოცა და ილია ხელში აიყვანა,რომელიც ფეხზე ჩამოჰკიდებოდა
-მამას კაცი
ლოყები დაუკოცნა და კისერზე მარტივად შემოისვა.იქამდე ისეირნეს ქალაქში,სანამ ილიკოს არ ჩაეძინა.ბავშვი დუდას მოჰყავდა,ნაინას თავი ქმრის მხარზე ჩამოედო და ნოემრბის მშვიდი ღამით ტკბებოდა.როგორ უნდოდა ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელებულიყო,როგორ უნდოდა,მთელი ცხოვრება ასე მშვიდად ყოფილიყვნენ.
იმ საღამოს დუდას დაურეკეს.სასწრაფოდ გავარდა სახლიდან.იმ ღამეს დუდა გაგნიძე სახლში არ დაბრუნებულა.იმ ღამეს პირველად დატოვა ცოლ-შვილი სრულიად მარტო და უკრაინაში წავიდა.პირველ დიდ იმედგაცრუებას ნაინა სწორედ მაშინ შეეჯახა.ყველანი მის გვერდით იყვნენ,უკლებლივ,მაგრამ მას დუდა სჭირდებოდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.
მაღაზიიდან პარკებით დახუნძლული,დაღლილი სახით,ჩაფიქრებული მიაბიჯებდა სახლისკენ.საკმაოდ ციოდა და უნდოდა სწრაფად ასულიყო,თან მძინარე ილია მარტო ჰყავდა დატოვებული
-სად მიიჩქარი,ნაინა?
ადგილზე გაქვავდა ნაცნობი ხმა რომ გაიგო.შეტრიალების შეეშინდა.შეეშინდა,რომ ეს ყველაფერი მისი წარმოსახვა არ ყოფილიყო.დუდა თავად გადაუდგა წინ,მონატრებულ ცოლს.ისე უღიმოდა,თითქოს თვეებით თვითონ არ გადაკარგულიყო.ნაინამ სწრაფად დაყარა პროდუქტები ძირს და მთელი ძალით მოუქნია გაშლილი ხელი სახეში.დუდა თავჩახრილი იდგა ატირებული ცოლის წინაშე.ვერ ბედავდა მოხვეოდა და აქვითინებული დაემშვიდებინა
-როგორ არ გრცხვენია საკუთარი საქციელის?!
-ნაინა,არ გინდა
-როგორ ბედავ აქ ისე მოსვლას,თითქოს არაფერი მომხარა?!
-ნაინა
დუდა გოგონასკენ მიიწია და აკანკალებულ მაჯაში თითები წაავლო
-როგორ ბედავ აქ ჩემთან საუბარს?!
-დამშვიდდი და ნუ ყვირი
გულში ჩაიკრა რა თავზე აკოცა.დიდხანს იდგნენ ასე.მანამ სანამ ნაინას ბოლომდე არ გაეყინა სხეული.
დუდა დიდხანს ეხვეოდა სიგიჟემდე მონატრებულ შვილს.ვერ ძღებოდა მისი სურნელით.ეგონა,საუკუნე გაატარა მათ გარეშე.
ნაინა სამზარეულოში იჯდა,ფერდაკარგული და მის გამოჩენას ელოდა.დიდხანს იდგა კარებთან გაჩხერილი.ძლივს მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა.წინ ჩამოუჯდა და მუხლზე ფრთხილად დაადო ხელისგული
-ნაინა
მისკენ გადაიხარა და გაყინულ ტუჩებზე თავისები შეახო.გოგონამ თვალები მაგრად დახუჭა,ცრემლები რომ შეეკავებინა
-ყველაზე არაკაცურად მოვიქეცი,მაგრამ რომ არ წავსულიყავი,ყველაზე მეტად ამით თქვენ გავნებდით
-მიზეზები არასდროს გელევა
ნაინას ხმა წართმეოდა.მტევნები უღონოდ ჩაედო კალთაში
-უთავმოყვარეოდ ხომ გიყვარვარ,ნაინა
-სწორედ ესაა კატასტროფა,ამდენი ხნის შემდეგ,ისევ ასე აუტანლად მიყვარხარ
დუდას გაეღიმა.კალთაში ჩაისვა მონატრებული ცოლი და მთელი სახე დაუკოცნა
-მე ვარ შენი ყველაზე კარგი შეცდომა!
***
ლილეს დაბადების დღე იყო.ყველანი საგურამოში იყვნენ და იქ აღნიშნავდნენ ქალბატონის დღეს.ილია მთელი დღე დაბღვერილი დააბიჯებდა,რადგან მათ შორის ასაკის სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა
-ხო შეიძლებოდა,პირველი მე დავბადებულიყავი
ამოიზუზუნა და ლამაზ კაბაში მოფრიალე ლილეს მოქუფრულმა გახედა
-რა ვქნა შვილო,მამაშენს დაასწრი ნიკუშამ
ნაინამ შვილს გაუცინა და თავზე აკოცა.უზარმაზარი ტორტი უკვე გაეტანათ ეზოში.ყველანი მის ირგვლივ შეკრებილიყვნენ და ლილეს უმღეროდნენ.გოგონა თვალებდახუჭული იდგა და ხმადაბლა ბუტბუტებდა.სურვილი ჩაიფიქრა და 16 სანთელს ერთ დროილად შეუბერა სული.გაბადრული ათვარიელებდა იქ შეკრებილებს,სახეზე ცივი კრემი რომ იგრძნო.გაოცებულმა მიატრიალა თავი და ნიშნის მოგებით მომღიმარ ილიას კივილით გაეკიდა
-ამათ რა ეშველებათ,ნეტა
თებემ ხელი ჩაიქნია და ტორტის დაჭრა დაიწყო.ნაინა ალექსანდრეს ეყრდნობოდა მხრით და ღიმილით უყურებდა საყვარელ ხალხს.კესო,როგორც ყოველთვის სისხლს უშრობდა თორნიკეს და ხმადაბლა ეჯუჯღუნებოდა.ნაინას კინაღამ ტორტი გადასცდა,ეზოში დუდა გაგნიძემ რომ შეაბიჯა.ხველა ავარდნილი მკლავზე ონიანს ეყრდნობიდა და ცდილობდა,ამღვრეული მზერა დაეწმინდა,რათა უკეთ დაენახა ქმარი.დუდა ლილეს მოეხვია და საჩუქარი გადასცა.ილიას გაუჭირდა მამის არ შემჩნევა,მაგრამ გმირულად დააიგნორა მისი მზერა და სახლში გაუჩინარდა.ყველას მონახულების შემდეგ,ცოლს დაუდგა წინ,ირონიული ღიმილით
-საღამო მშვიდობისა
ალექსანდრეს გადახედა და ნაინას წელზე მოხვეულ მის მკლავს ზიზღით დახედა
-დაბრუნებას გილოცავ,დუდა
ონიანმა ხელი გაუწოდა,მაგრამ გაგნიძემ ზედაც არ შეხედა.მოქუფრული ჩაშჩერებოდა ცოლს თვალებში,რომელიც ერთიანად დაჭიმული იდგა და ცდილობდა,ნერვიულობა არ შეემჩნია
-შენ დიდად ნუ გაგიხარდება
ამოღერღა და სწრაფად გასცილდა მათ.იქვე დადგა ძმაკაცების გვერდით,ისე რომ მათთვის კარგად ეყურებინა
-როგორ მინდა,მაგრად გცემო
ირაკლიმ სიძეს გახედა,რომელიც ყბებდაჭიმული,მთელი ძალით უჭერდა ხელში ჩაბღუჯულ ჭიქას თითებს
-მცემე,იქნებ მიშველოს
ამოისისინა და სულმოუთქმელად გამოცალა მათრობელა სითხე.ირაკლი შეტრიალდა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი,გახევებულ ძმაკაცს.სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა ირგვლივ.არავინ განძრეულა
-ჯანდაბა
ამოიხავლა გაგნიძემ და ხმამაღალი სიცილი დაიწყო.ირაკლის ახედა,რომელიც კმაყოფილი დასცქეროდა
-სულ გამო*ირდით თქვეენ?
გოშაძე გაოცებული უყურებდა ორივეს
-ღმერთო,ასე მგონია,უზარმაზარი ლოდი მომეხსნა მხრებიდან
ირაკლი ბედნიერი იღიმოდა და გაოცებულ საზოგადოებას უყურებდა
-ბოდიშით,ცუდად გამეხუმრა და თავი ვერ შევიკავე
მიახლოებულ დას თვალი ჩაუკრა და ხელსახოცში გახვეული ყინულები გამოართვა.ნაინა დუდასთანაც მივიდა და ყბაზე ძლიერად დააჭირა ცივი მატერია.კაცმა თავი ვერ შეიკავა და ხმადაბლა ამოიგმინა
-ცხოველები ხართ
ამოისისინა და სწრაფად გაეცალა მათ.
ილია ოთახში იჯდა ლილესთან ერთად და ბრაზი ახრჩობდა.როგორ უნდოდა მამას მოხვეოდა,მაგრამ თავმოყვარეობა ამის უფლებას არ აძლევდა
-შენს სურვილებს არ შეეწინააღმდეგო ილი.მე ხომ ვიცი,დუდა ყველაზე მეტად გიყვარს.სჯობს,უთხრა რასაც ფიქრიბ.ასე უფრო გაგიადვილდება
ლილემ ლოყაზე აკოცა აფეთქებამდე მისუს და ამით სრულიად დაამშვიდა.ილიამ ხელი მოხვია და თავზე აკოცა
-ჩემი ჭინკა ხარ
გაუცინა და თმებზე წაეპოტინა
-ოოო,ვარცხნილობას გამიფუჭებ
ამოიწუწუნა გოგონამ და სწრაფად მოიშორა უმცროსი გიგაურის ხელები.
უკვე საღამო იყო.ეზოში გაშლილ სუფრას ესხდნენ და მშვიდი ღამითა და ერთმანეთით ტკბებოდნენ.დუდა ნაინასა და ონიანის წინ იჯდა.ძლივს იკავებდა თავს იქვე დადებული დანით,რომლითაც ნიკუშამ პური დაჭრა,ყელი არ გამოეჭრა უდარდელად მყოფი ალექსანდრესთვის.ეზიზღებოდა საკუთარი თავი,ახლა მისი ცოლი,სხვის გვერთიდ რომ იჯდა და სხვას,თავსი ბავშვობის მეტრს,რომ უცინოდა.ტუჩეში მოქცეული სიგარეტი მთელი ძლით მოქაჩა და მზერა ნაინას გაუსწორა.ასამარებდა ონიანის ყველა შეხება.სულს უხუთავდა ნაინას ყველა გადაკისკისება.სტუმრებს აცილებდნენ მაგიდასთან მხოლოდ სამნი რომ დარჩნენ.ნაინას უკვე ეტყობოდა,რომ ძალიან დაღლილი იყო და დაძინება უნდოდა
-ადი ოთახში და მეც მალე ამოვალ
ნაინას გაუკვირდა ალექსანდრეს სიტყვები.სად უნდა ასულიყო,სხვადასხვა საძინებელში ეძინათ.მაშინ საერთოდ არ უფიქრია იმაზე,რომ ონიანმა ეს დუდას გასამწარებლად თქვა
-ღამენებისა
გაგნიძეს გადახედა და სუფრა დატოვა.თითქოს უხილავი ცეცხლი დაინთი ალექსანდრესა და გაგნიძეს შორის.დუდა ცალყბად უღიმოდა წარბაზიდულს
-ბავშვობიდან მეზიზღება ის ადამიანები,რომლებიც საკუთარს ვერ პოულობენ და სხვისას ეპოტინებიან
-მე კიდევ ის ადამიანები მეზიზღებიან,რომლებიც საკუთარს ვერ უვლიან და სხვასაც ხელს უშლიან
ნიშნის მოგებით აარიდა თვალი გაგნიძეს და ახლად დაბრუნებულ ბიჭებს მოავლო მზერა
-რა ნაშა ყოფილა თებეს დაქალი
გოშაძე სკამზე გადაწვა და ცას ახედა.სავარაუდოდ თებეს დაქალს,კატოს ხედავდა იქ სადღაც ღრუბლებში.ირაკლიმ ჭიქები შეუვსო ყველას და აღრენილ დუდას მხარზე დაჰკრა ხელი
-ეს დავლიოთ და დავიშალოთ
ნიკამ ჭიქა მაღლა ასწია და სწრაფად გამოცალა სასმელი.პირველი ის წავიდა,რომელსაც გიორგი მიჰყვა.ირაკლი,ალექსანდრე და დუდა სახლისკენ მიაბიჯებდნენ ონიანმა ღიმილით რომ გადახედა გაგნიძეს
-სჯობს,თვალი გაახილო და გაიაზრო,რომ ყველაფერი დაკარგე
ამოისისინა და კიბეებზე აბიჯება სცადა,მაგრამ აღმუვლებული დუდა გვერდში დაეტაკა და მინდორზე დასცა
-მე შენ ხომ გაგაფრთხილე,ჩემს ოჯახს არ გაეკარო მეთქი
უღრიალა და მთელი ძალით შემოსცხო მუშტები გაოგნებულ ონიანს
-მე შენ ხომ გაგაფრთხილე,არ მიქარო მეთქი
ისე გამეტებით ურტყამდა,ალექსანდრეს მაშინვე დაუჟივა სახე სისხლმა
-დუდა,გონს მოდი!
ირაკლიმ შეჰყვირა და მისი გაჩერება სცადა,მაგრამ გაცხოველებულ გაგნიძეს ვერაფერი მოუხერხა.მალე ყველანი გამოლაგდნენ ეზოში.ნაინა შეშფოთებული უყურებდა,ბალახზე გაწოლილებს
-ქენი რამე
-გაგნიძე!
დაიყვირა უფროსმა ჯაყელმა და ამით აგრძნობინა,რომ ზღვარს გადავიდა.დუდა გაჩერდა,ერთი ზიზღით დახედა აწკმუტუნებულ ონიანს და ფეხზე წამოდგა.გააფთრებული მზერა გაუსწორა ცოლს,რომელიც ერთიანად კანკალებდა
-როგორ ვერ გიტან!
ამოთქვა და ალექსანდრეს მოუახლოვდა.თორნიკე უკვე მასთან იყო და ცდილობდა ოდნავ მაინც დახმარებოდა
-სახის ძვლები მთელი აქვს
ისე თქვა ვითომაც არაფერიო
-მუცელში რაღას ურტყამდი,ჩაემთხლა ყველაფერი
გაიცინა და კესოს ანიშნა,რომ სასწრაფოში დაერეკა.მალევე უახლოეს კლინიკაში იყვნენ და ექიმის გამოჩენას ელოდნენ.ნაინა ძმაზე იყო ჩამოყრდნობილი,თავს ძლივს იჭერდა
-მდგომარეობა ნორმალურია,ორგამოები მთელია,უბრალოდ რამდენიმე დაჟეჟილობა აქვს და სისხლჩაქცევები
-მისი ნახვა თუ შეგვიძლია?
-ახლა სძინავს,დილით შეძლებთ
ექიმმა მკრთალად გაუღიმა და მარტი დატივა და-ძმა
-წამოდი სახლში წაგიყვან,თორემ ცუდად გახდები
-კარგი,დილით მოვალ
ამოთქვა და უხმოდ გაჰყვა ძმას.
საავადმყოფოდან ბრუნდებოდა,დუდა რომ შეეჩეხა სადარბაზოში.გვერდის ავლა უნდოდა,მაგრამ მკლავზე ჩაჭიდებულმა გრძელმა თითებმა ამის უფლება არ მისცა
-რაო იტირა,შეგაცოდა თავი?!
-ამაღამ მოდი,საქმე მაქვს
ნაინამ მშვიდად დააიგნორა მისი ღვარძლი და კიბეებს აუყვა.
რამდენიმე საათში,თავიანთ მისაღებში,ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.ნაინამ თხელი საქაღალდე მაგიდაზე დადო და დუდასკენ გააცურა
-განაქორწინების საბუთებია,ჩემი ხელმოწერით.შეგიძლია,ახლავე მოაწერო,ან სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს
მშვიდად ესაუბრებოდა.ბევრის თქმის საშულებას ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი არ აძლევდა.გაგნიძე ცივად დაჰყურებდა საქაღალდეს.ხელებს ძლიერად უჭერდა ერთმანეთს,თორემ ყველაფერს ერთი ხელის მოსმით დალეწავდა
-გირჩევნოდეს,აქვე,ახლავე გავშორდეთ
-გითხარი,ამას ვერასდროს ეღირსები
ამოისისინა დუდამ და სახლი დატოვა.ნაინამ ღრმად ჩაისუნთქა დამძიმებული ჰაერი და წამოზრდილ მუცელზე დაისვა ათრთოლებული თითები.
***
მორიგი გაუჩინარების შემდეგ,ნაინას ყველანაირი იმედი გადაეწურა.მარტო ცხოვრება აღარ შეეძლო.აცრემლებული მიადგა დედამთილის კარს,პატარა ილიასთან ერთად
-მე არასდროს მიგატოვებ,ნატალი
დანამულ ლოყებს უკოცნიდა და ლამაზ სახეზე ეფერებოდა,ქალს რომელმაც მისთვის ყველაზე დიდი ტკივილი მოავლინა დედამიწაზე
-შენ ერთადერთი სწორი,მართალი და ბედნიერი გადაწყვეტილება ხარ,რაც ჩემს შვილს ოდესმე მიუღია,ჩემო გოგონა.
დუდა გაგიჟდა,ცოლ-შვილი სახლში რომ არ დახვდა.პირველი ზურას და მარიკას მიადგა.ცოტა აკლდა კაცს,შუაზე არ გაეგლიჯა სიძე,რომელიც ურცხვად იდგა.ორი სიტყვით გაისტუმრა და კარი ცხვირ წინ მიუხურა.ამაზე სულ გადაირია გაგნიძე.მაშინვე ირაკლის დაურეკა,რომელიც განგებ არ პასუხობდა.ლამის მთელი ქალაქი შემოიარა და გვიან ღამით მიადგა დედას.ნატალი თავაწეული,მხრებში გამართული უმზერდა კართან გახიდულ შვილს
-არ შემომიშვებ?
-არა
მტკიცედ მიუგო და აგრძნობინა,იქაურობას უნდა გასცლოდა.კინაღამ გრძნობა დაკარგა,დედის კაბის უკან ატუზული შვილი რომ დაინახა,რომელიც დამრგვალებული თვალებით მისჩერებოდა მამას
-ილია,მა
მისკენ დაიხარა,მაგრამ ნატალიმ უფლება არ მისცა,სახლში შესულიყო
-მე მეგონა კაცად გზრდიდი,მაგრამ სულ ტყუილად
-სიტყვები შეარჩიე,ნატალი
წარბებს ქვევიდან ახედა დედას და ფეხზე წამოდგა.მიხვდა,ნატალი სახლში არ შეუშვებდა.ილიას თვალი ჩაუკრა და იქაურობას გაეცალა.
მთელი ღამე ეზოში იჯდა და არ გამოჩენილ ცოლ-შვილს ელოდა.სული ეხუთებოდა ცარიელ კედლებში.იქ,სადაც თავისი ნაინა არ იყო.
მისაღებში ეძინა პატარა ხელებმა რომ გააღვიძა,რომლებიც მის სახეზე დახტუნავდნენ.თვალები სწრაფად გაახილა და მომღიმარ ილიას შეხედა.დიდხანს მისჩერებოდა შვილს,ბოლოს რომ გაიაზრა,ნაინა სახლში დაბრუნდა,ფეხზე წამოხტა და მთელი სახლი შემოიარა.ნაინა აივანზე იდგა და სარეცხს ფენდა.გაეღიმა.ილიკო ხელში აიყვანა და მასთან გავიდა.ისეთი ლამაზი იყო მისი ცოლი,როგორც არავინ,არასდროს.მის უკან დადგა და ნაინასეული სურნელით აივსო ფილტვები.თავიდან დაიბადა.ჰკლავდა გოგონას მონატრება.ერთი სული ჰქონდა,როდის მოეხვეოდა და სავსე ბაგეებს დაუკოცნიდა.ნაინა თითქოს განგებ აიგნორებდა.საერთოდ არ შეუმჩნევია,მის გვერდით მდგარი ქმარი.არა და მთელი კანი ეწვოდა,ისე უნდოდა,შეხებოდა.ბოლო სარჭიც მიამაგრა დუდას მაისურს და სახლში შეაბიჯა.გაგნიძე მომღიმარი აკვირდებოდა ცოლს.ყველგან გაჰყვა,სადაც კი წავიდა.აჩრდილივით მისდევდა.ილია დააძინა და ფრთხილად გამოიხურა მისი საძინებლის კარი.მსუბუქად წამოიკივლა,დუდა წინ რომ აესვეტა.დამრგვალებული თვალებით ახედა,მომღიმარს
-რა ლამაზი ხარ,ნაინა
ამოთქვა და ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები.გოგონა კინაღამ ჩაიკეცა,მოზღვავებული ემოციებისაგან.სწრაფად დაეყრდნო ქმირის მკლავებს,რომლებიც წელზე სუროსავით შემოხვეოდა
-როგორ ვერ გიტან
სასოწარკვეთილმა ძლივს ამოიხავლა და მთლიანად მიენდო მის სხეულს
-სახლის დატოვება,როგორ გაბედე?
-როგორი ნაგავი ხარ,ამას რომ იძახი
-ნაინა,ჩვენი სახლი შენ არასდროს არ უნდა მიატოვო
მკაცრი,მომთხოვნი იყო გაგნიძის ხმა
-ასე აღარ შემიძლია,დუდა.ვიტანჯები.ყოველი შენი წასვლა სიცოცხლის 10 წელს მაკლებს.რისთვის მსჯი,ავადმყოფურად რომ მიყვარხარ,იმისთვის?
ნაინა ტიროდა.ცხელი ცრემლები ლამაზ სახეს უსველებდა,რომელბის ნიკაპიდან გაგნიძის მკლავებს ეცემოდნენ
-მიყვარხარ ნაინა და ეს საკმარისია
აკოცა და ატირებული გულში ჩაიკრა.
მეასედ ან მეათასედ ჰპატიოდა ნაინა დუდას...
***
ირაკლიმ და დუდამ ისე სცემეს ერთმანეთი,რომ ფეხზე ვერც ერთი იდგა.გოშაძე ორივეს დასცინოდა და გასისხლულებს ცივ ბოთლებს ადებდა
-ჯანდაბა,მგონი ყბა მომტეხე
სახე დამანჭა გაგნიძემ და გახეთქილ ტუჩზე მიიდო თითები.ირაკლი სიმწრით იცინოდა.გვერდულად გახედა ბავშვობის ძმაკაცს
-ეს იმის მეასედი არ არის,რასაც იმსახურებ
გამსკდარი წარბიდან მდორედ მოჟონავდა სისხლი და თავალებმოხუჭული უყურებდა მომღიმარ სიძეს
-ამდენი “გრუშაზე” რომ გერტყა,სილვესტერ სტალონე იქნებოდი შე ჩემა
გიორგიმ თავისი მაისური მიაწოდა ირაკლის და დუდას თვალი ჩაუკრა
-ვახ,გვერდები
ამოიგმინა და ძლივს წამოდგა ფეხზე.ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა
-წავედი მე და აბა თქვენ იცით
-სად მიდიხარ,იკუნაა?
-ნუ ინაზები,თორემ შენც მაგრად მოგხვდება
ირაკლიმ სწრაფად დატოვა გოშაძის სახლი.ვის მიადგრებოდა,თუ არა თამარას.სახე გაისაცოდავა და ისე დააკაკუნა ნაცნობ კარზე.ღიმილი ძლივს შეიკავა გოგონას შეყვირებასა და მის მაჯაზე შემოხვეულ თითებზე
-რა დაგემართა?
დივანზე ჩამოსვა და სწრაფად მოარბენინა ის ნივთები,რომლებიც მისი ჭრილობის დამუშავებაში დაეხმარებოდა
-ცუდად ვარ,თამარა
-ვაი
ამოიკნავლა გოგონამ და გაგლეჯილ წარბს შეწუხებულმა შეხედა.შეძლებისდაგვარად გაუწმინდა სახე და ხელები,რომლებზეც კანი სულ გადაჰყვლეფოდა.გაწევას აპირებდა,ირაკლიმ მუხლები ახლოს რომ მისწია და მის ფეხებს შორის მოიქცია,ათრთოლებული სხეული
-მაკოცე,თამარა
ამოთქვა და ქევიდან ახედა გადაფითრებულს
-გამიშვით
-მაკოცე,თამარა
მისკენ მისწია და მაისურში შეუცურა გავარვარებული თითები.თამარამ ტუჩზე იკბინა,სიმოვმების ბგერები რომ დაეფარა.ირაკლიმ გაყინულ თითებზე ნელა შეახო თავისები და მისკენ დაქაჩა.თამარას ცოტა აკლდა ატირებამდე.გრძნობდა,როგორ ეთოშებოდა მთელი სხეული.გააკანკალა, ირაკლიმ შუბლი მუცელზე რომ მიადო.თვალები მაგრად დახუჭა და ხმადაბლა ამოიჩურჩულა “უფალო,მიშველეო”.ჯაყელს ხმამაღლა გაეცინა.გრძნობდა,მისი სხეულიდან წამოსულ ვიბრაციებს და კიდევ უფრო აგიჟებდა
-რა მეამიტი ხარ,თამარა
თითები თეძოებზე წაავლო და კიდევ უფრო ახლოს დაიყენა
-ბავშვურად მეამიტი
-რას მერჩით?
გოგონას ხმა წართმეოდა.სუნთქვასაც კი ძლივს ახერხებდა
-როგორ მლანძღავდი ასროპორტში.გაუნათლებელი გორილა მეძახე
თამარას ისე შერცხვა,სახეზე სულ მთლად წამოწითლდა.თავადაც გაახსენდა,როგორ გაუაზრებლად ლანძღავდა ჯაყელს
-კომპანიაში უარესები მითხარი.თამარა,რა ნაზი და რა ალქაჯი ხარ
გაუცინა და გაუაზრებლად წაეტანა მის ათრთოლებულ ბაგეებს.მთელს სხეულზე ეფერებოდა.ვერ მოითმინა და სწრაფად გადააწვინა დივანზე.თამარა მოდუნებული მოქცეულიყო მის მკლავებში და სასიამოვნო,ვერ დაფარული ბგერებით ჰკვეთდა ჰაერს.წამოიკივლა ირაკლი მოშიშვლებულ მკერდის თავს რომ წაეტანა კბილებით.თავი ყველაზე ცოდვილი და ამავე დროს ყველაზე ბედნიერი ეგონა.აგიჟებდა,ჯაყელის თითოეული შეხედა.აგიჟებდა,კაცის ტუჩები,რომლებიც მისი სხეულის არც ერთ ნაწილს ტოვებდნენ უკოცნელად.
დილით ადრე გაეღვიძა.ირაკლის მისჩერებოდა,რომელსაც მშვიდად ეძინა,მის გვერდით,თან შიშველს.სახის ნაკვთები მოდუნებოდა.თვალი იმაზე მეტად შესიებოდა,ვიდრე გუშინ.ფრთხილად შეახო ნაზი თითები,გალურჯებულ წარბზე.ისე უნდოდა ეკოცნა,სული ეხუთებოდა.ნელა დაატარებდა პატარა თითებს მის სახეზე და ჯაყელისგან წამოსული სიმხურვალით თბებოდა.შეცბა,ირაკლიმ თვალები რომ გაახილა.სწრაფად აარიდა მზედა და ხელი დაბლა დაუშვა.გაეღიმა ჯაყელს.გოგონასკენ მიიწია და აკოცა
-ჩემი გრცხვენია?
-არა
-შემომხედე
თამარამ ნელა ასწია მწვანე,დამრგვალებული თვალები და მომღიმარს შეხედა.ირაკლი ზევიდან მოექცა და სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა.ყვრიმალზე ხანგრძლივად მიაკრო ბაგეები და ღრმად შეისუნთქა მისი იასამნის სურნელი
-სამსახურში დავაგვიანებ
თამარამ მორცხვად ამოთქვა და სიამოვნებისგან მილულული თვალები ძლივს დააშორა ერთმანეთს
-რა დროს სამსახურია,თამარა?
-უპასუხისმგებლოდ ვერ მოვიქცები.ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს
-ჩემზე მნიშვნელოვანი,არის ვინმე?!
გოგონა დაიბნა.მზერა ძლივს გაუსწორა მოხითხითეს
-გთხოვთ,ადექით
მკერდზე მიაწვა და საწოლიდან ზეწარშემოხვეული წამოდგა.სწრაფად მოწესრიგდა.როგორც ყოველთვის,ლოცვები წაიკითხა და სამზარეულოში შევიდა,სადაც წელს ზემოთ შიშველი ირაკლი ელოდა.ყავა უხმოდ მოადუღა და მის წინ ჩამოჯდა.სწვავდა ჯაყელის ამოუცნობი მზერა.
ნაინას ბრაზი ახრჩობდა გაგნიძის შემხედვარე.გაბრაზებული აჭერდა საფენებს გახეთქილ ტუჩზე
-საბავშვო ბაღი მომიწყვეს აქ
ამოისისინა და მომღიმარს შეუბღვირა
-რა ჯანდაბა გაჩხუბებდათ?
-ამას ვერასდროს მიხვდები
თვალი ჩაუკრა და მოცინარ ილიას გახედა
-მეტკინა
ხმა ვერ დაიმორჩილა,ნაინამ ჩალურჯებულ ყბაზე რომ მიაჭირა თითები.ქალს რეაქცია არ ჰქონია.ისევ ისე დაბღვერილი უყურება
-ორი ცხოველი
ამოისისინა და სწრაფად გაეცალა კმაყოფილ ქმარს
-რა მაგალითს აძლევ ამას?
ილიასკენ თითი გაიშვირა,რომელიც ისე იყურებიდა,ვითომაც არაფერიო
-უმოწყალოდ ჩხუბი გენეტიკურია,ნაინა
-მაგ კმაყოფილ სახეს აგაცლი ახლა.აქ რას მოეხეტებოდი საერთოდ?!
-როგორ გიყვარს,ქოთქოთი
-სწრაფად აორთქლდი აქედან
ამოთქვა და ოთახში შეიკეტა.ბოლო წვეთი იყო.ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლებოდა.უკვე ცუდად ხდიდა გაგნიძის უზნეო საქციელი.
***
დუდამ ქუჩა გადაკვეთა და სადარბაზოში უნდა შესულიყო,წინ ნაცნობი სხეული რომ გადაუდგა.შუა ხნის კაცი ცივად უმზერდა მოქუფრულ გაგნიძეს
-ასე უნდა,მეგობრების დავიწყება, დუდიკ?
მხარზე დაჰკრა ხელი და აიძულა მანქანში ჩამჯდარიყო
-რა არ გასვენებს,მალხაზ?
-არ ვარგა ის საქციელი,რასაც შენ აკეთებ.როგორ შეიძლება,ასე დაკარგვა?მე და სოსო სულ გკითხულობთ.შენ კიდევ ყურადღებას არ გვაქცევ.ვიფიქრეთ,პატივს ვცემთ თქო
-კარგად იცი,რომ შევეშვი მაგ საწამლავს
დუდამ ზიზღით დახედა მალხაზის ხელის გულზე დადებულ პატარა პაკეტს
-რა იყო ბიჭო,ცოლ-შვილმა დაგაჩმორა?
-შევეშვი მეთქი და მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახო,გაფრთხილებ!
თვალები ავად უელავდა.დუდა თავს ძლივს იკავებდა
-კარგ საქმეს დასდგომიხარ
მალხაზი პატარა მეგობარს გადაეხვია და ისე შეუმჩნევლად ჩაუცურა წამალი ჯიბეში,გაგნიძეს არც კი გაუგია.სახლში ავიდა,იქ სადაც ცოლი სულმოუთქმელი ელოდა.სწრაფად მივიდა მასთან და წამის მეასედში დაეწაფა ტუჩებზე
-მიყვარხარ,ნაინა
კიდევ ერთხელ აკოცა და მთელი ძალით ჩაიხუტა
-რამე მოხდა?
-არაფერი მომხდარა
-ილიკოს სიცხე აქვს.გთხოვ,სახლში იყავი რა
-არ მივდივარ არსად
დააიმედა და ილიას ოთახში შევიდა.გვიანი იყო,აივანზე იდგა და ეწეოდა.შემთხვევით ჩაიყო ჯიბეში ხელი.გაშრა.გააჟრჟოლა იმის გააზრებაზე,თუ რა იდო ახლა მის ჯიბეში.თვალები წამოენთო.არ უნდა მიეცა უფლება ამ საწამლავისთვის,რომ მოეშხამა,მაგრამ გატყდა.ბოლომდე დაეცა.ყველაზე მეტად ამის გაკეთება სახლში არ უნდოდა.სწრაფად დატოვა იქაურობა და მანქანაში ჩაჯდა.შედარებით მშვიდ ადგილას გაჩერდა და სწრაფზე უსწრაფესად გახსნა წამალი.ერთიანად მოდუნდა.სასიამოვნოდ გაუბუჟდა სხეული.დიდხანს არ გაჩერებულა იქ.სახლში დაბრუნდა.ნაინა მისაღებში ელოდა,ანერვიულებული
-სად იყავი?!
-არსად
ძლივს ამოილუღლუღა და დისორიენტირებული წავიდა სააბაზანოსკენ.ძალა არ ეყო.მოულოდნელად მოსწყდა და იატაკზე დაეშვა.გოგონამ ერთი წამოიკივლა და მასთან მივიდა.პირველი რაც თვალში მოხვდა,შეწითლებული ვენა იყო.მწარედ გასცხო სახეში გაშლილი ხელი და აიძულა,გამოფხიზლებულიყო
-როგორ გაბედე?!
სასოწარკვეთილ ხმას ძლივს იმირჩილებდა.ვერ უძლებდა,ქმრის მინაბულ თვალებსა და მკრთალ ღიმილს
-სულ არ გეცოდები?როგორ მიმეტებ ამ ყველაფრისთვის?
დუდა მთლიანად მოდუნდა.ხელები უღონოდ დაეშვა და თვალები დახუჭა.ნაინა რამდენიმე წამი მისჩერებოდა ქმარს,რომელსაც საეჭვოდ ულურჯდებოდა ტუჩები.ტირილის დრო აღარ ჰქონდა.სწრაფად აუწია ქუთუთოები და შეშფოთებულმა ჩახედა შევიწროვებულ გუგებს
-დუდა,თვალები გაახილე
შემზარავი იყო ნაინას ხმა,მაგრამ გაგნიძეს რეაქცია არ ჰქონია.კიდევ ერთხელ გაარტყა სახეში.შვებით ამოისინთქა,დუდამ თვალები ზანტად რომ გაახილა,მაგრამ მალევე მიხუჭა
-დუდა,შემომხედე,თორემ ჩვენს სიყვარულს გეფიცები,ჩემი ხელით მიგახრჩობ
ამოიხავლა და ძლიერად შეანჯღრია ქმარი.დუდამ პირველი რაც დაინახა,ოთახის შუაში მდგარი,შეშფოთებული შვილი იყო.შეზიზღდა საკუთარი თავი.ეზიზღებოდა ის წამი,პორველად წამალი რომ გასინჯა.ცოლს გაუღიმა და ეცადა ფეხზე წამომდგარიყო,მაგრამ დამძიმებულ კიდურებს ვერ იმორჩილებდა
-მაკოცე,ნაინა
ამოიხავლა და ატირებულს სასოწარკვეთილმა ახედა.ნაინა სწრაფად დაიხრა მისკენ და გაყინულ ტუჩებზე დაეწაფა.შეკრთა.ამდენი წლის განმავლობაში,ასე ცივი არასდოს ყოფილ მისი სხეული.
სწორედ ეს იყო ბოლო წვეთი.გაგნიძემ იმ დღეს თქვა უარი წამალზე.ვეღარ აიტანდა შვილის შეშინებულ თვალებს და ცოლის განადგურებულ სახეს.
***
ალექსანდრესთან ერთად ბრუნდებოდა სახლში დუდა ეზოში რომ იდგა და წარბებშეკრული უყურებდა წყვილს.მშვიდად გადავიდა მანქანიდან და იქვე მდგარ ბიჭებს მიესალმა.ირაკლის ზედაც არ შეუხედავს დისთვის,საუბარი განაგრძო გოშაძესთან,რომელიც დაბნეული აცეცებდა თვალებს.ყველაზე მეტად ეშელებიდა ნერვები საკუთარ დაზე,რომელიც ქარაფშუტა ქალივით იქცეოდა.ნაინა იქვე დაემშვიდობა ალექსანდრეს და სახლში ავიდა.დუდას მზერა ცოცხლად სწვავდა.ვერ იტანდა ასე ყოფნას.საკუთარი თავიც სძულდა და დუდა გაგნიძეც,რომელიც ტკივილამდე უყვარდა.გაუკვირდა ზურამ რომ მიაკითხა.მამის კალთაში ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა
-ცოლად რომ წაგიყვანა,გითხარი,შენ რასაც მეორე დღეს აპატიებ,მე ვერასდროს მეთქი.გითხარი,თუ მასზე ცუდს გავიგებ,რაც არ უნდა მოხდეს,საკუთარი ხელით დაგაბრუნებ უკან თქო.ნაინა,პირველად მაშინ მივხვდი,უმოწყალოდ რომ გიყვარდა,სახლში რომ არ წამოხვედი და მითხარი,მე ვალდებული ვარ,აქ ვიყო და მთელი ცხოვრება ველოდოო.მთელი ღამე არ მეძინა შვილო.ვფიქრობდი,ასე რამ შეაყვარა მეთქი.მე მეგონა,მარიკა იმ სიყვარულით მიყვარდა,რომელიც არავის შეეძლო,მაგრამ ვერასდროს დავივიწყებ თქვენს ანთებულ თვალებს,რომლითაც ყოველ წამს შესცქეროდით ერთმანეთს.რა შეიცვალა ნაინა?!არ მითხრა,ალექსანდრე შემიყვარდა და გაგნიძე გადავიყვარეო.ეგ ტყუილი მამაშენს არ უთხრა
ზურა ატირებულ შვილს გულმოკლული უყურებდა
-შენ გჯერა,იმის რომ მე დუდა აღარ მიყვარს?
-ეგაა შვილო საქმე,რომ ვერ ვიჯერებ და ვერ გამიგია,რა ხდება შენს თავს
-სულის,გულის ტკივილამდე მიყვარს მამა,მაგრამ მეც და ილიაც დაგვტანჯა,გვაწვალა,გაგვანადგურა.
ასე მოვექცე მეორე შვილსაც?
-იმ ბიჭზე რას იტყვი,ალექსანდრეზე
-ვერაფერს.არ მინდა,გული ვატკინო,მაგრამ ეს ყველაფერი გარდაუვალია.მე სხვასთან ვერ ვიცხოვრებ.ამას მირჩევნია,მოვკვდე
-სიყვარული რომ გტანჯავს ეგაა,ყველაზე საშინელება
ზურამ გულში ჩაიკრა შვილი და მასთან ერთად,უხმოდ ატირდა.
დუდას ანადგურებდა ის ფაქტი,რომ არდაბადებულ შვილს ვერ ეფერებოდა.ახსენდებოდა,როგორ ესაუბრებოდა მუცელში მყოფ ილიას და როგორ არ ასვენებდა ნაინას.ილიასთან ერთად ჭადრაკს თამაშობდა და გულიანად ეღიმებოდა შვილის გაბრაზებულ სახეზე
-სვლებს დააკვირდი
იქვე მჯდარ ლილეს თვალი ჩაუკრა და ისევ ილიას გახედა
-ეს ხელი და მორჩა,შენ აღარ გეთამაშები
ჩაიბურტყუნა და თავიდან დაალაგა ქვები
-ბაბუაშენს ჩემზე მარტივად ატყუებ და იმიტომ?
-ზურა ბევრ რამეს მითმობს.შენ არც ერთი შეცდომა მაპატიე
-უნდა ისწავლო და იგივე შეცდომა ისევ არ უნდა გაიმეორო
-ლილე,რას აკეთებ?!
ილია წარბებშეკრული უყურებდა გოგონას,რომელიც მომღიმარი აწკაპუნებდა თიეთებს ტელეფონის ეკრანზე
-არაფერს
მობილური სწრაფად ჩაიჩურთნა ჯიბეში და მორცხვად ახედა დუდას
-მომეცი
ილია ფეხზე წამოდგა და ზევიდან დააჩერდა,დაბნეულს
-ოოო,რა გინდა.დამანებე თავი
-ლილე,მომეცი ტელეფონი
-დუდა,უთხარი რამე
-ილია,რაშია საქმე?
გაგნიძემ შვილს გახედა,რომელიც სახეზე სულ მთლად წამოწითლებულიყო
-ისევ მის სულელ კლასელს სწერს
ამოისისინა და ისე დაუბღვირა,საწყალმა გოგონამ ძლივს ამოისუნთქა
-შენ რაზე გაქვს პრობლემა?
-იყენებს,მეასედ ვუმეორებ
-ილია,თვითონ მოაგვარებს
-მე გავაფრთხილე,გულს ატკენს და მერე გვიანი იქნება
აივანზე გააბიჯა.დუდამ ლილეს ანიშნა,რომ ისიც მიჰყოლოდა.ფანჯარასთან იდგა,ნაინამ რომ შეაღო კარი.ხმადაბლა მიესალმა ქმარს და სამზარეულოში შევიდა.ისე უნდოდა რამე ტრკბილი,ცუდად იყო.სწრაფად გამოიღო მაცივრიდან ტორტის უზარმაზარი ნაჭერი და სიამოვნებისგან ზმუილი დაიწყო.დუდა კარებთან იდგა და ღიმილს ვერ იკავებდა,მისი შემხედვარე.გვერდით ჩამოუჯდა ცოლს და გაბადრული მიაჩერდა
-მეც მაჭამე
პირი დააღო ნამცხვრის მოლოდინში.ნაინას გაუკვირდა.მარტო მან იციდა დუდას ჭირის დღესავით რომ ეზიზღებოდა ტკბილეული.კადრებივით გაახსენდა ის დრო,ილიაზე რომ იყო ორსულად.დუდა მასთამ ერთად ჭამდა ტკბილსაც,მწარესაც და მჭავესაც.გაეღიმა და ნამცხვარს დახედა
-კივი აქვს
დუდას ალერგია ჰქონდა კივზე.თავადაც გაეღიმა და მაგიდაზე ჩამოსდო თავი
-ჩვენი შვილი შენსავით ლამაზი იქნება
-მთავარია,ის შეცდომები არ დაუშვას,რაც მე
-შეცდომად მთვლი,ნაინა?!
-კი,შენ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ხარ.ის შეცდომა,რომელიც დღემდე მანადგურებს
-ბავშვებზე იფიქრე,ნაინა
-როგორი ლაჩარი და ეგოისტი ხარ!მე ყველაფერი გაპატიე,დუდა.მე შენ მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე ღმერთამა ამის უფლება მოგვცა კაცობრიობას.გამანადგურე,უშენობით გამანადგურე და დამასამარე.მარტოობაში გამატარებინე უამრავი დრო და როგორ ბედავ,როგორ ბედავ და მეუბნები,რომ შვილებზე ვიფიქრო,მაშინ როდესაც დაუფიქრებლად მიგვატოვე მე და ილია და თან,არა ერთხელ,უამრავჯერ
დუდა აკიაფებული თვალებით უყურებდა ცოლს,რომელიც ყველაზე განადგურებული მოეჩვენა იმ წამს
-მე ნაინას გარეშე მოვკვდები
-ისე უნდა დაიტანჯო,როგორც მე დამტანჯე.როგორ მინდა,ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და განადგურდე,დაიფერფლო ისე,როგორც მე
-შენ ხომ დუდა არ ხარ,შენ ხომ ჩემზე ძლიერი ხარ,ნაინა
-არა,ცდები.მე ვალდებული ვიყავი,ჩემი სიყვარული ბოლომდე დამეცვა,მაგრამ ახლა ვიხსნი ამ ვალდებულებას და გტოვებ მარტო.გეფიცები,მინდა,ჩვენმა სიყვარულმა დაგახრჩოს და სუნთქვის საშუალება არ მოგცეს!
ქალმა დატოვა განადგურებული დუდა და სახლიდან წავიდა.თორნიკეს შეაფარა თავი.დიდხანს ესაუბრებოდა მეგობარს.გული ამოაყოლა მის ტკივილს.
ბავშვი უფრო და უფრო იზრდებოდა.ნაინა ცდილობდა,ბევრი არ ენერვიულა,მაგრამ არ გამოსდიოდა.ალექსანდრესთან ერთად ვახაშამი ჰქონდა დაგეგმილი.ლამაზი თეთრი კაბა ეცვა.მუცელი საყვარლად ემჩნეოდა.სადარბაზოდან გასულმა იგრძნო ის მზერა,რომელიც ყოველთვის თან დაჰყვებოდა.მომღიმარ ონიანს მიესალმა და მანქანაში მისი დახმარებით ჩაჯდა.მყუდრო რესტორანში ისხდნენ და მშვიდად ვახშმობდნენ.ნაინას მოსვენებას არ აძლევდა რაღაც.გული ცუდს უგრძნობდა
-ნაინა,დიდი ხანია მიყვარხარ და ეს კარგად იცი.შენი ქმრის გამო ყოველთვის ვიკავებდი თავს,მაგრამ ახლა ხელს არაფერი გვიშლის
ალექსანდრემ ქალის გაყინული მტევანი თვისაში მოიქცია და ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოაცურა
-გამომყევი ნაინა ცოლად.ისე გავზარდოთ ეს პატარა,როგორც ჩვენი შვილი.მე შენსას ყველას და ყველაფერს შევიყვარებ.იყავი ჩემთან ერთად ბედნიერი,ისეთი ბედნიერი,როგორიც არასდროს ყოფილხარ გაგნიძის გვერდით
ნაინამ წარბები შეკრა და ხელი გაინთავისუფლა
-შენ ცდები,თუ გგონია,რომ ბედნიერი არ ვიყავი.არასდროს მინანია გაგნიძის სიყვარული და დღემდე ისე მიყვარს,როგორც პირველ გააზრებულ წამს.ალექსანდრე,მე ძალიან არასწორი ვიქნები,შენ თუ ცოლად გამოგყვები.მე შენ არ მიყვარხარ და ვერასდროს შეგიყვარებ.მაპატიე,მაგრამ ეს ასეა.მე გაგნიძის იქით ვერავის შევიყვარებ
ალექსანდრემ თავი მსუბუქად დაუქნია და სწრაფად გამოცალა ღვინის ჭიქა
-სახლში წამიყვანე
მანქანაში სრული სიჩუმე იყო.ნაინა ნერვიულად უჭერდა თითებს ერთმანეთს.კიდევ უფრო დაიძაბა,თბილისს რომ გასცდნენ
-სად მივდივართ?
ონიანს გახედა,რომელიც გზას თვალდაუხამხამებელი მისჩერებოდა
-შენ არ გქონია იმის შესაძლობა,რომ სხვასთან გეცხოვრა,ამიტომ ვერ მიხვდები,შემიყვარებ თუ ვერ
-ალექსანდრე,მანქანა გააჩერე
-არა,ნაინა.ახლა ვერავინ შემაჩერებს!
ქალი შეცბა,მის მუხლებზე დადებული ტელეფონი რომ აზუზუნდა.დუდა იყო
-მანქანა გააჩეროს,თორემ ვფიცავ,ახლავე გავუხვრეტ შუბლს
მეტი ვერაფრის თქმა მოასწრო.ონიანმა ტელეფონი გამოართვა და ჩაწეული ფანჯრიდან მოისროლა
-ალექსანდრე,მობრუნდი სანამ უბედურება დატრიალებულა
-მე გაგნიძის არასდროს მეშინოდა და არც ახლა დავიხევ უკან
-ნუ ბოდავ და გაჩეერე მანქანა.იარაღი აქვს და მე გაძლევ იმის პირობას,რომ მართლა მოგკლავს
-ხოდა,მომკლას
ალექსანდრემ კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და სარკიდან გახედა უკან ადევნებულ დუდას მანქანას.
გაგნიძე საჭეს ისე უჭერდა თითებს,ლამის შემოეფშვნა.მძიმე მეტალის იარაღი უკვე მომარჯვებული ჰქონდა.არავის აპატიებდა,მისი ნაინას წართმევას,მით უმეტეს ალექსანდრე ონიანს.ის იყო წინ უნდა გადასდგომოდა,მანქანამ წინასწორობა რომ დაკარგა და გზიდან გადავიდა.დუდამ კარგად დაინახა,როგორ შეასკდა ხეს ალექსანდრეს მანქანა.ეგონა,თავადაც იქ იჯდა,ისე შეეკრა სუნთქვა.დაუფიქრებლად გაიარა დარჩენილი მანძილი და ნაინას მხარეს კარი ლამის გამოგლიჯა.პირველი რაც დაინახა,ონიანის უკან გადაგდებული შუბლგახვრეტილი თავი იყო.ვიღაცამ ესროლა,მაგრამ იმ წამს ამისთვის არ ეცალა.უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოლი მანქანიდან გადმოიყვანა.ვერაფრერს იაზრებდა.ინერციით მიიყვანა უახლოეს საავადმყოფომდე.იმ წამს ვერაფერზე ფიქრობდა,გარდა ნაინასა და ბავშვზე.ხელებზე ისევ შერჩენოდა ცოლის სისხლი,რომელიც მკლავიდან მოჟონავდა.ბიჭები მალევე გაჩნდნენ მასთან.ირაკლის ადამიანის სახე დაეკარგა
-ახლავე ამოღერღე,რა მოხდა!
ისე დაუყვირა,გამოაფხიზლა გონებაწართმეული
-ილიამ მითხრა,რესტორანში მიდიანო.ვერ მოვითმინე და მეც გავყევი.კარგად მესმოდა,როგორ სთხოვა ხელი იმ არაკაცმა ჩემს ცოლს.ნაინამ უარი უთხრა.თითქოს მშვიდად წამოვიდნენ იქიდან,მაგრამ სახლს რომ გასცდნენ,მივხვდი,რაღაც რიგზე ვერ იყო.მცხეთაში ვიყავით,მანქანამ გზიდან რომ გადაუხვია.ონიანს ორი ტყვია ჰქონდა მორტყმული.ერთი შუბლში,მეორე ყელში.მეტი მეც არაფერი ვიცი
დუდა ძალაგამოცლილი იჯდა იატაკზე და თავის ხელებს დასჩერებოდა
-ნაინას გონება ჰქონდა დაკარგული.ხელზე რაღაც ჭრილობა აქვს.ბავშვზე არავინ არაფერს მეუბნება
-ვინ გადაიმტერე,გაგნიძე?
ირაკლიმ ამოისისინა და მის წინ ჩაიმუხლა
-მეე?
-აბა ონიანი არასდროს ყოფილა ისეთი კაცი,ვინმე მოსაკლავად რომ დასდევდეს
-წარმოდგენა არ მაქვს.ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებ.მთავარია,ნაინა გადარჩეს
არავისთვის არაფერი უთქვამთ.ოთხნი ისხდნენ საავადმყოფოს იატაკზე და საათობით ელოდნენ ექიმის გამოჩენას.შუა ხინს კაცის დაღლილ სახეზე აღბეჭდილმა უიმედობამ,ყველა მიახვედრა,რომ რაღაც საშინელება მოხდა.დუდა სწრაფად წამოვარდა ფეხზე და მასთან მივიდა
-სამწუხაროდ ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.ძლიერი შოკისა და უჟანგბადობის გამო,რომელიც დედის ორგანიზმიდა ვერ მიეწოდებოდა,ნაყოფი მუცელშივე გარდაიცვალა.ამის გარდა,ძლიერი სისხლდენა იყო.თქვენი მეუღლე ახლა ძალიან მძიმედაა.მართვით სუნთქვაზე იმყოფება
დუდას ყურები დაუგუბდა.გიორგი რომ არა,უდავოდ წაიქცეოდა.აღარაფერი ესმოდა.როგორ ეზიზღებოდა საკუთარი თავი.როგორ უნდოდა,ახლა ნაინას ადგილას თვითო ყოფილიყო.შვილი აღარ ეყოლებოდათ.გოგონა,რომელსაც ასე მონდომებით ელოდა.ძლივს მიაღწია სკამამდე.ისე დაიღრიალა,კედლებიც კი შეზანზარდა.ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოებას.ყველაფერი სტკიოდა.სული ეხუთებოდა.ნაინას რომ რამე მოსვლოდა,დაუფიქრებლად მიჰყვებოდა უკან.გონს ნიკუშამ მოიყვანა,რომელსაც გარეთ გაჰყავდა
-ახლა უნდა იყო ყველაზე ძლიერი,დუდა.ახლა უნდა იდგე შენი ცოლის გვერდით.
მალე ყველანი კლინიკაში იყვნენ და ნაინას დასტიროდნენ.დუდას არავის ატანა შეეძლო.მარტოდ მარტი იჯდა რეანიმაციის წინ და უხმოდ ტირიდა.ტიროდა ყველაფერს.ვერგადარჩენილ შვილს,საყვარელ ქალს რომელიც სიკვდილს ებრძოდა.რა საცოდავი იყო.კაცი,რომელიც თავდახრილიც კი არავის უნახავს,კუთხეში ჩამჯდარიყო და პატარა ბავშვივით ტიროდა.
გამთენიისას უკვე საპატრულოში იჯდა გაგნიძე ხელბორკილებ დადებული.რა თქმა უნდა,მას ბრალდებოდა ალექსანდრე ონიანის მკვლელობა.არ გაჰკვირვებია,ონიანის ძმაკაცი,გამომძიებელი ჯაბა ქარდავა რომ შევიდა მასთან.სიმწრით გაეცინა და მზერა აარიდა კაცს
-მაინც მოუღე ხო ბოლო?!
-საკუთარ თავს,თავად გამოუტანა განაჩენი.მე ამ საქმეში ისეთი სუფთა ვარ,როგორც არასდროს
-შენს ცოლთან განხორციელებული სატელეფონო საუბარია ამოღებული,სადაც ნათლად იმუქრები ალექსანდრეს შუბლის გახვრეტით.ამასთანავე,დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია შენი კუთვნი ცეცხლსასროლი იარაღი
დუდას მხოლოდ მაშინ გაახსენდა,როგორ მოისროლა ირაღი სადღაც ბუჩქებში
-შენისთანა გამომძიებლები ღუპავენ ამ ქვეყანას
-ცინიზმის გარეშე, გაგნიძე.ხო ყველა საქმიდან გამოძვერი,მაგრამ ახლა ვერაფერი გიშველის
-ფეხებზე მ*იდია შენი აზრი,ქარდავა.იქ სადაც,ჩემი ცოლი სიკვდილს ებრძვის,ფეხებზე მ*იდია შენი მკვდარი ძმაკაცი
იღრიალა და კინაღამ კედელს მიანარცხა გამომძიებელი.ოთახში შევარდნილმა ბადრაგმა ამის საშუალება არ მისცა.
წინასწარი დაკავების იზოლატორში იჯდა და ნერვიულობისგან,ექვსი კვადრატი ოთახი მილიონჯერ შემოირა.მალევე გამოჩნდა ირაკლი
-როგორ არის?
-მდგომარეობა არ შეცვლილა,ისევ მძიმედაა
ირაკლის ფერი არ ედო სახეზე.განადგურებული იყო
-მოყევი ყველაფერი
-წარმოდგენა არ მაქვს,რა ხდება.საეჭვოა,ქარდავას გამოჩენა ამ საქმეში.არასდროს აუღია ამხელა საქმე თავის თავზე.ეჭვი არავისზე მაქვს
-საქმეს გავეცანი.ფაქტია,მოსყიდულები არიან.ექსპერტიზის დასკვნაში წერია,რომ ტყვია შენი იარაღიდან გავარდა,მაში როდესაც მჭირი სავსეა
-იმას მაინც დაუფიქრდნენ,უკნიდან როგორ ვესროდი
-გაები გაგნიძე,მაინც დაგღუპა იმპულსურობამ.დიდი ხანია გიტრიალებენ და ამას ვერც ერთი მიხვდით
-ახლა ყველაზე მეტად,ნაინა მადარდებს
-დაუფიქრებლად მოგკლავ,რამე რომ დაემართოს
ირაკლის არ ეცალა მასთან საჭორაოდ.სწრაფად გაეცალა იქაურობას.ჯერ კლინიკაში მივიდა,ნაინას მდგომარეობა გაიგო და მერე გაგნიძის საქმეს მიუბრუნდა.
თამარამ კაბინეტის კარი გამოიხურა და ჩაბნელებულ დერეფანს გაუყვა.ძალიან გვიანი იყო,ამიტომ გაუკვირდა ირაკლის კაბინეტის შეღებული კარიდან გამოსული სინათლე.ფრხილად მიუახლოვდა და შიგნით შეიჭყიტა.ჯაყელი სავარძელში იჯდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო
-რამდენ ხანს უნდა იდგე მანდ?!
თავი არ აუწევია,ისე ჰკითხა,კარებში გახიდულ გოგონას
-მე უბრალოდ...დიდი ბოდიში,მეგონა არავინ იყო
-აქ მოდი
გოგონა ნელა მიუახლოვდა უზარმაზარ მაგიდას,რომელზეც რამდენიმე სურათი და უამრავი ფურცელი ეყარა
-თქვენს დაზე გავიგე,ძალიან ვწუხვარ
-შენ რომ მკვლელი იყო,მკვლელობის შემდეგ, რას გააკეთებდი?
ისე უეცრად ჰკითხა,თამარას თვალები შუბლზე აუვიდა.სწრაფად გადაიწერა პირჯვარი და “ღმერთმა დაგვიცვასო” ამოიბუტბუტა.ირაკლის გაეღიმა
-არ ვიცი,ალბათ იქვე ვიტრიალებდი,რომ უფრო თვალსაჩინო გამხდარიყო,ჩემი უდანაშაულობა
-თამარა,ჩემთან მოდი
ირაკლიმ ხელი გაუწოდა.გოგონამ სწრაფად დადო თავისი ნივთები სავარძელზე და მას მიუახლოვდა.მსუბუქად წამოიკივლა,წელზე რომ მოხვია ხელები და მუხლებზე დაისვა.წინ რამდენიმე ფოტოსურათი გადმოუდო.ერთ-ერთი მათგანი მათ უბანში იყო გადაღებული,იქვე მდგარი მაღაზიის კამერით.ფოტოზე ნაინა და ალესქანდრე აღბეჭდილიყვნენ.ცოტა მოშორებით კი ასე 50-55 წლის მამაკაცი.მეორე ფოტო ნაინას სამსახურთან იყო გადაღებული,იგივე კაცი ისევ ფიგურირებდა
-თქვენ თვლით,რომ ეს კაცია,მკვლელი?
-თანამონაწილე მაინც
-თქვენს სიძე ბრალდება ხომ?
ირაკლიმ თავი დაუქნია და საზურგეს უკეთ მიეყრდნო
-გამოდის,მისი თავიდან მოშორება სურთ
-თამარა,კორუმპრებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ?
-კი,რა თქმა უნდა
-ხო და,ახლა სწორედ ეგაა,ყველაზე დიდი პრობლემა
-საშიში საქმეა
თამარამ კაცს გახედა,რომელიც ცალყბად იღიმოდა
-უსაფრთხო მემწვანილეობაა
-ვერ დაგეთანხმებით,მწვანის შეუძლია,მოწამლოს უამრავი ადამიანი
ირაკლის გულიანად გაეცია.ვერ მოითმინა და სწრაფად აკოცა მის კალთაში მოკალათებულ თამარას
-ახლა შენ ჩემი თანამზრახველი ხარ
-რატომ გამორიცხავთ იმ ფაქტს,რომ თქვენი სიძე არ არის დამნაშავე
გოგონა გონს რომ მოვიდა,ისევ მიუბრუნდა ფურცლებს
-მის თვალწინ არავის მოკლავდა, მით უმეტეს განზრახ არასდროს ავნებდა
ირაკლი სრულებით იყო საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული
-თქვენს დას არასდროს წაუგია სასამართლო პროცეს,ესეიგი ნაინას ცუდად ყოფნა აწყობდა მკვლელს
-რა გინდოდა არქიტექტურაზე,შენ უნდა გამხდარიყავი გამომძიებელი
თამარას გაეცინა.ირაკლი მონუსხული უყურებდა გოგონას,რომელიც საქმიანად დაძვრებოდა მაგიდაზე მიმოფანტულ საბუთებში და მნიშვნელოვან რაღაცეებს ინიშნავდა
-კერძო ექსპერტიზა რომ დაიქირაოთ?
-აზრი არ აქვს,მოსამართლემ უარი გვითხრა სხვა ექსპერტიზის პასუხებზე
-რთულადაა საქმე
მთელი ღამე იქ ისხდნენ და უამრავ დეტალს განიხილავდნენ.თამარას ძალიან ეძინებოდა,მაგრამ ისე ჩაითრია ამ საქმემ,საყვარელი ძილიც კი გადადი გვერდით.თავები მხოლოდ მაშინ ასწიეს,კაბინეტის მოსაწესრიგებლად რომ შევიდა მდივანი
-ლიზი,შეგიძლია,დაისვენო.ბოლო რამდენიმე თვის ყველა შეხვედრა გააუქმე
თამარა აწურული იჯდა.წამოდგომა უნდოდა,მაგრამ ირაკლის ძლიერმა მკლავმა,რომელიც წელზე შემოხვეოდა,ამის საშუალება არ მისცა.მდივანმა ოთახი დატოვა და დარჩნენ ისევ მარტო
-სახლში მიგიყვან.შეგიძლია,ნიკუშას უთხრა,რომ დღეს დაისვენებ
თამარასთან ერთად წამოდგა და გოგონას თავისი ნივთები მიაწოდა
-არც ერთი არ არის საჭირო
გაუღიმა და კარებისკენ წავიდა.ისევ ირაკლის მკლავმა არ მისცა წასვლის საშუალება
-უხმოდ დამეთანხმე
მკაცრად უთხრა და მასთან ერთად დატოვა შენობა.თამარა სახლში დატოვა და თავად კლინიკაში მივიდა.ნაინა გონს მოსულიყო,მაგრამ იმდენად სუსტად იყო,მასთან შესვლას აზრი არ ჰქონდა
-ზურა,წაიყვანე ესენი სახლში.ხომ ხედავთ,აქ ღამეების თენებით ვერაფერს შველით
-არ მინდა არსად წასვლა,ჩემს გოგოსთან უნდა ვიყო
მარიკა ატირებული ეხვეოდა თებეს,რომელიც ვერაფრით აწყნარებდა
-მარიკა,ხელს ნუ შემიშლი.ყველანი წადით.თუ რამე შეიცლება,გაგაგებინებთ
ისე გამოჰყარა საავადმყოფოდან,ვითომ წიწილები ყოფილიყვნენ.თორნიკეს შეაკითხა კაბინეტში,რომელიც ცოცხალ-მკვდარი იყო
-ყველანი წავიდნენ.მაშინვე დამირეკე,თუ მდგომარეობა შეიცვლება.მე რამდენიმე საქმე მაქვს.თორნიკე,პირველი შენ მოგთხოვ პასუხს,გვიან რომ გავიგო რამე
-წადი,ირაკლი
ანანიძემ მზერით აგრძნობინა,რომ ყველაფერს ისე გააკეთებდა,როგორც მას სურდა.
დუდა მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა,გაეხსენებინა ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი.წლები იყო,სერიოზულად არავინ გადაემტერა და მართლა ვერ ხვდებიდა,ვინ შეიძლება ყოფილიყო.ირაკლისგან ელოდა ყველა კითხვაზე პასუხს,რომელსაც ძალიან უჭირდა პროკურატურასთან განმკლავება.
ცივად უმზერდა მის წინ ჩამომჯდარ ქარდავას,რომელიც ავად უღიმოდა
-რას დაძვრება ჯაყელი,რას ეძებს,რა არ ასვენებს?იცოდე,ახლა იესო ქრისტეც ვერ გიშველის
ავად უელავდა თვალები ჯაბა ქარდავას.ცხადზე უცხადესი იყო,ეს ამბავი კარგად შეთითხნილი ფარსი იყო
-შენს ძმაკაცს არ მიჰყვე,ფრთხილად იყავი
-მემუქრები?!
გამომძიებელი სკამიდან წამოიწია და რკინის ზედაპირზე დასცა ხელის გულები
-გაფრთხილებ
გაუღიმა და უდარდელად აეკრო სკამის საზურგეს
-ცდები,თუ გგონია,რომ აქედან გააღწევ.ოთხ კედელში ამოგალპობ,გაგნიძე.საკნებს გახეხინებ და გპირდები,შენ ფეხით მოხოხდები ჩემთან და შეწყალებას მთხოვ!
დუდას გაეცინა.ისე გაეცინა ჯაბა ქარდავას სისხლი გაეყინა ძარღვებში.შეშფოთებული ჩაჰყურებდა კუპრივით შავ თვალებში,იქ სადაც შემზარავად ელავდა რაღაც ამოუხსნელი.
ნაინას მდგომარეობა უფრო და უფრო უმჯობესდებოდა.ირაკლი დის გვერდით ჩამომჯდარიყო და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა.პირველად მის ცხოვრებაში სიტყვებს ვერ პოულობდა დასთან სასაუბროდ
-მითხარი,რომ ყველაფერი კარგადაა
ირაკლის გააჟრჟოლა დის ჩახლეჩილ,არაადამიანურ ხმაზე
-მე მაპატიე,ნაინა.მე ვერ დაგიცავით
-გთხოვ,არ მითხრა,რამე ცუდი
ტირილი აუტყდა ქალს.ირაკლიც ტიროდა და ფერდაკარგულს თავზე ეფერებოდა
-ახლა ილიასთვის,დუდასთვის და ჩვენთვის,ყველასთვის უნდა ეცადო,რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდე კარგად
-ჩემი გოგონა აღარ არის?
-მაპატიე,ნაინა
ცრემლებით სავსე თვალები დაუკოცნა და აბღავლებული გულში ჩაიკრა.საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი.ნაინა ძლივს დააწყნარეს.მშვიდად მიძინებულ დას უყურებდა და ბრაზი ახრჩობდა.საკუთარ თავს პირობა მისცა,რომ აუცილებლად იპოვნიდა იმ ადამიანს,რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ნაინა.
დუდა ყველაზე მეტად საკუთარ თავზე ბრაზდებოდა.სული ეხუთებოდა საკანში გამომწყვდეული,საკუთარ ცოლს რომ ვერ ნახულობდა.გაჭიანურებული სასამართლო პროცესი კიდევ უფრო აგიჟებდა.მთელი პროკურატურა თავდაუზოგავად შრომობდა იმაზე,რომ დუდა დამნაშავედ ეცნოთ
-ყველაფერი იმაზე ცუდადაა,ვიდრე გვგონია
-მალხაზ ჭკუასელის შეთითხნილია ეს ყველაფერი
დუდამ თავი ასწია და ირაკლის ჩააჩერდა თვალებში.იმ თვალებში,რომლებიც საოცრად ჰგავდა ნაინასას
-რატომ ფიქრობ,რომ ეგაა?
-უკრაინაში რომ ვიყავი,ისევ შემეხმიანა.პოლიცია გვდევნის და იქნებ შენმა რომელიმე კომპანიამ ხელი წაგვიკრას და ჩვენი საქონელიც გაასაღოო.უარი ვუთხარი,რა თქმა უნდა.გაბრაზდა.ასე არაკაცურად ექცევი შენ ყველა მეგობარსო?ხომ არ გინდა, მივაკითხო შენს ცოლ-შვილსო.ისე ვცემე,საავადმყოფომდე ძლივს მიაღწია ცოცხალმა.მის მერე სულ კუდში დამსდევდა.რაც აქ ჩამოვედი არ მინახავს.სამი კვირის უკან, სოსო შემხვდა,მისი პაძელნიკი.ისეთი არაფერი უთქვამს,მაგრამ შევატყვე,ღელავდა
-სად არის ახლა ჭკუასელი?
-აზრზე არ ვარ.ეცადე მოძებნო,სადმე აქ იქნება,უკრაინაში მტრები გაუჩენია და იქიდან წამოხეტებულა
-ნაინა უკეთ არის,ნელ-ნელა გადაადგილებასაც ცდილობს
დუდამ მკრთალად გაუღიმა ირაკლის და ბადრაგს დაუძახა.
ირაკლიმ სწრაფად დატოვა კაბინეტი და კიბეები ჩაირბინა.ის იყო შენობა დატოვა,ნაცნობ სხეულს რომ მოჰკრა თვალი.თამარა თანამშრომელს ესაუბრებოდა.მანქანას ზურგით იყო მიყრდნობილი და მოხდენილად უღიმოდა ნახევრად გამელოტებულ ახალგაზრდა კაცს.წარბებშეკრული წავიდა წყვილისკენ და უაზროდ მოცინარს ამოუდგა უკან.თამარას ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან.მსუბუქად ჩაახველა და დაბღვერილ ირაკლის მზერა აარიდა
-გაგა,საქმე არაფერი გაქვს,თუ რას ჩამომიდექი აქ ყველის ვაჭარივით?!
მხარზე ისე მოუჭირა თითები,საწყალმა წკმუტუნი დაიწყო
-დავამთავრე,ბატონო ირაკლი მუშაობა
ამოიწრიპინა და ეცადა ჯაყელის თითები მოეშორებინა თავისი მხრიდან
-მერე წადი სახლში,დაისვენე.არ გადამეღალო
-მივდივართ,ბატონო ირაკლი
-მიდიხართ,რას ნიშნავს?
წარბი ისე ასწია,თამარას შეეშინდა
-მე და თამარა
-შენ წახვალ და ეს აქ დარჩება.ზედმეტი აღარაფერი თქვა
გაუღიმა და თავად გაუღო მანქანის კარი
-ნახვამდის თამარა
-ჩაჯექი გაგა,თორემ გაცივდა სალონი
ირაკლიმ ისე დიპლომატიურად გააძევა საწყალი ბიჭი,რომ წარბიც არ შეუხრია
-რას გაუბი ამას საუბარი?!
თამარას ისე უეცრად მიუტრიალდა,გოგონა შეხტა
-აბა თქვენსავით გამეგდო?
-წამოდი და ნუ ლაპარაკობ ბევრს
თავისი მანქანისკენ წაათრია დაბნეული
-თქვენი და როგორ არის?
-უკეთ.შენ ის მითხარი,იმ თავგასიებულს რა უნდოდა?
-ვის?
-თავს ნუ იშტერებ,იცი ვისაც
-გაგას თუ გულისხმობთ,უბრალოდ ვსაუბრობდით
ირაკლიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მოსახვევში სწრაფად შევიდა.
რა შეიძლება იყოს იმაზე საშინელება,ვიდრე შვილ მკვდარი დედის ყურება?ნაინასთვის ყველაზე მტკინვეული გასააზრებელი იყო ახლა მისი მდგომარეობა.ეზიზღებოდა ხალხის მზერა,რომელთა თვალებში სიბრალურს ხედავდა.ისევ ძალიან სუსტად იყო,მაგრამ საავადმყოფოში გაჩერება აღარ შეეძლო.ახლოს არავის იკარებდა,ილიას გარდა,რომელიც დედის საწოლს არ შორდებოდა.
ირაკლი დის ოთახში,კომოდზე ჩამომჯდარიყო და სევდიანად უღიმოდა უხმოდ ატირებულს
-ნაინა,მჭირდები.ახლა შენ კი არა,მე მჭირდება შენი ნუგეში
ნელა მიუახლოვდა და მუხლებზე დაადო თავი,წელზე შემოხვია ხელები და თვალები დახუჭა.გაეღიმა,თმებში ნაინას გალეული თითები რომ იგრძნო
-ვერ გეტყვი,რომ გლოვის დრო არ არის,მაგრამ ყველაზე მეტად ახლა შენი გახსნილი გონება და ცივი აზროვნება მჭირდება
ახედა და ისე გაუცინა,როგორც წლების წინ იცოდა ხოლმე
-იმ კაცს სჭირდები,რომლის სიყვარულიც მთელი ცხოვრებაა განადგურებს
-მისი ნახვა მინდა
ამოიხავლა და მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი
-ხვალ მივიდეთ.მანამდე,უნდა შემპირდე,რომ ისევ იქნები გაგნიძის ადვოკატი და ისევ ისე დაიცავ,როგორც ყოველთვის
-მითხარი,რომ უდანაშაულოა...
-უდანაშაულო არავინაა,ნაინა.ჩვენი,ყველას ბრალია,ახლა რაც ხდება
-კითხვაზე მიპასუხე
-სრულებით!
-ისევ ვიხსნი ციხისგან,მაგრამ ეს იქნება უკანასკნელი
ირაკლიმ ცრემლებისგან დასველებული სახე დაუკოცნა და საწოლიდან წამოდგომაში დაეხმარა.
მისაღებში ისხდნენ თითქმის ყველანი,თამარას ჩათვლით და დუდას უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდნენ
-ზუსტად მახსოვს,პირველი გასროლის ხმა.ალექსანდრეს რომ გავხედე,ყელზე ჰქონდა ხელი მიდებული და ხაოდა.სწრაფადვე განმეორდა მეორე.გააზრება ვერაფრის მოვახერხე,სწრაფად შევენარცხეთ ხეს.დუდას რომ ვესაუბრე,დაახლოებით ორას მეტრში,პატარა მაღაზია შეგვხვდა.მოხუცი კაციც მახსოვს,ცხენი ჰყავდა.ისიც მაღაზიასთან იდგა
-უნდა ვიმედოვნოთ,რომ რამე დაინახეს
-აუცილებლად უნდა ვიპოვოთ,მთავარია,სხვას არ დაესწრო ჩვენთვის
-ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს,რომ ვერც პროკურატურამ და ვერც მკვლელმა გაიგოს.არაა,გამორიცხული,ისინიც მოისყიდონ,ან მოკლან
საუბარში იქვე ჩამომჯდარი თამარა ჩაერია,რომელიც სწრაფად დაიმორცხვა,უამრავი თვალი რომ მიაჩერდა
-პირველ რიგში,სოსო უნდა მოვძებნოთ
-ეგ რთული ამბავია,ორო კვირაა მაგას ვეძებთ და მის კვალსაც ვერ მივაგენით
ნიკუშამ სოსოს ფოტოები დაყარა მაგიდაზე
-ამ კაცს ვიცნობ.უფრო სწორად,მინახავს.სამეგრელოდან რომ დავბრუნდით,მოვიდა.დუდას ეძებდა.უცნაურად მიყურებდა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია
ნაინა აფორიაქდა.მონდომებით ათვარიელებდა კაცის ფოტოსურათებს
-ეგაა,სიმართლე თქვა დუდამ,ამათი მოწყობილია ყველაფერი
-კონკრეტული მიზეზი არ ვიცით?
-ქურდები არიან.დუდამ უარი უთხრა ნარკოტიკის გასაღებაზე.სავარაუდოდ,ამან გააღიზიანა
საუბარი სწრაფად შეწყვიტეს,ოთახში ლილე და ილია რომ შევიდნენ
-რა ხდება?
-არაფერი დედა,უბრალოდ ვსაუბრობდით
შვილს გაუღიმა და თებეს სთხოვა,სამზარეულოში გაეყვანა ისინი
-კაკოს ვესაუბრე,მართლაც არის იმ ტერიტორიაზე მაღაზია.ამ ამბის შემდეგ,დაკეტილან და პატრონი აღარ გამოჩენილა
ოთახში გოშაძე შევიდა და ირაკლის წამოადგა თავზე.ჯაყელმა სწრაფად მოიშორა მის კისერზე დალაგებული გოშაძის თითები და ეცადა,ნერვებს არ აჰყოლოდა
-შეუძლია,იპოვოს ვისია მაღაზია?
-იპოვა უკვე.ნოდარ ახალაძის სახელზეა გაფორმებული.მისი ცოლი და ხანდახან შვილი იდგნენ გამყიდვლად
-სად ცხოვრობენ?
-მცხეთაში
-მერე რას ველოდებით,წავიდეთ და შევხვდეთ
-უფრო არ შევაშინოთ
-ნუ გეშინია,ნაინა.უბრალოდ გავესაუბრებით.
მუქი ლურჯი ჭიშკრის წინ გააჩერეს მანქანა.ნიკუშამ ბიჭებს გადახედა და მათთან ერთად მიუახლოვდა სახლს.ფრთხილად შეაღეს ეზოში მდებარე მეორე,უფრო პატარა,ჭიშკარი,რომელსაც სწრაფად მიუახლოვდა პატარა ძაღლი და ყეფა დაიწყო.რამდენიმე წამში სახლის კარიც გაიღი და 75-80 წლის კაცი გამოჩნდა
-რომელი ხართ?!
მკაცრი ხმით შეჰყვირა და ხელში მომარჯვებულ მსხვილ ჯოხს ჩამოეყრდნო
-თქვენთან საუბარი გვინდა
-ვინ ხართ?
-სულ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ
-გავეცი მე უკვე კითხვებს პასუხი პროკურატურაში.მეტი რაღა გინდათ?
კაცს ეტყობოდა,რომ აღელდა.მარცხენა ხელს უმისამართოდ იქნევდა
-პოლიციელები არ ვართ
ირაკლიმ ეზოში შეაბიჯა და საერთოდ არ მიუქცევია აყეფებული ძაღლისთვის ყურადღება
-აბა ვინ ხართ?
-მე ის ვარ,ვისი დაც კინაღამ მოკვდა იმ საღამოს,მე ის ვარ,რომელსაც არდაბადებული დისშვილი მოუკლეს და სიძეს ციხეში ამოლპობას უპორებენ,სრულიად უსამართლოდ
ბერიკაცი გატყდა.სახლის კარი ფართოდ შეაღო და ამით აგრძნობინა,რომ თანახმა იყო,მათთან საუბარს.გოშაძემ პირველი რაც დაინახა,დივნის კიდეში ჩამომჯდარი ლამაზი გოგონა იყო,რომელიც დაბნეული აცეცებდა დიდ,თაფლისფერ თვალებს.სხვა სიტუაციაში, აუცილებლად დაემხობოდა მის ფეხებთან და შებმას დაუწყებდა,მაგრამ ახლა ამისთვის არ ეცალა
-იმ საღამოს გვიან გადავწყვიტეთ მაღაზიის დაკეტვა.სამივენი იქ ვიყავით.მე სიმინდი მქონდა საფქვავში დატოვებული და ამათ ვუთხარი,დამლოდებოდნენ და ერთად წავიდოდით შინ.მანქანების გადაჭარბებული ციჩქარე არასდროს მიკვირდა.ცხენის ჭიხვინმა მიიქცია ჩემი ყურადღება.გზაზე სამი მანქანა მოქროდა.ერთ-ერთი საპირისპირო მხრიდან.მალევე გავიგე გასროლის ხმა და ერთ-ერთი მათგანი ხეს შეენარცხა.ჩემი გოგონა იქვე იჯდა,სწრაფად მოვკიდე ხელი,ცხენზე შევსვი და სახლში გამოვიშვი.პოლიცია უკვე მოსული იყო,მე და ჩემი მეუღლეც რომ წამოვედით
-მანქანის ნომრები თუ გახსოვთ?
-სამწუხაროდ არა,სიბნელე იყო და ცოტა მხედველობა მიჭირს,ამიტომ ვერაფერი...
-მე მახსოვს
ოთახში ზარის ჟღარუნივით გაისმა წკრიალა ხმა და ყველამ დიდთვალება გოგონას გახედეს
-მართლა გახსოვს?
-დიახ,სამივესი
გოგონამ თავი დაუქნია მომლოდინედ მიჩერებულ ირაკლის,რომელიც სიხარულისგან კინაღამ ფეხზე წამოხტა
-ეს ყველაფერი პროკურატურას რატომ არ მოუყევით?
ნიკუშამ ისევ ბერიკაცს გახედა,რომელიც თავჩახრილი იჯდა
-მე ჩემს ოჯახს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებდი
-თქვენი გოგონა უნდა წავიყვანოთ
-სად უნდა წაიყვანოთ?!
კაცს საგრძნობლად დაეჭიმა ხმა.ფეხზე წამოდგა და ქალიშვილს ამოუდგა გვერდით
-ნუ გეშინიათ.კაცობას ვფიცავ,არაფერი დაემართება
-არა,გამორიცხულია
-მამა,დამშვიდდი.მთელი ცხოვრება უსამართლობას ებრძოდი,ახლა ერთადერთი შანსი გვაქვს,უდანაშაულო ხალხს დავეხმაროთ
გოგონა ფეხზე წამოდგა და წვერიანი ლოყები დაუკოცნა წარბებშეკრულ მამას
-მეშინია შვილო
-ნუ გეშინიათ.მე გაძლევთ იმის პირობას,რომ შინ უვნებელი დაგიბრუნებთ
გოშაძემ ძლივს ამოიღო ხმა.მონუსხული შეჰყურება სიფრიფანა სხეულს.
მცხეთა მალევე დატოვეს.გვიანი იყო,ამიტომ ნაინასთან წასვლას აზრი არ ჰქონდა
-სოფიო სასტუმროში მივიყვანოთ
-რა სასტუმროში ბიჭო,იმხელა სახლი რისთვის მაქვს
გიორგის სულ დაავიწყდა საჭესთან რომ იჯდა,გაკრეჭილმა გახედა,მორცხვად მჯდარ სოფიოს
-არ შეგეშინდეს,მანიაკი არ ვარ
-დებილი ხარ სამაგიეროდ
ნიკუშამ თავში წამოარტყა ხელი და ძმაკაცის ჭყავილი დააიგნორა.
ნაინას მთელი ღამე არ სძინებია.აკანკალებულ ხელებს მუცელზე ისმევდა და ხმადაბლა ქვითინებდა.თავისი გოგონა აღარ ჰყავდა.არა და,როგორ ოცნებიბდა,პატარა,კიკინებიან გოგოზე.
ირაკლისთან ერთად მივიდა გაგნიძესთან.სული შეეხუთა,ქმარს რომ შეხედა.წვერი კიდევ უფრო გაჭაღარავებოდა და თოთქოს თვეები კი არა,წლები გასულიყო
-გარეთ დაგელოდები
ირაკლიმ თავზე აკოცა და ოთახში შეუშვა.ნელა მიუახლოვდა მაგიდას და ცივ სკამზე ჩამოჯდა.არ გამოჰპარვია დუდას თვალებში გამკრთალი ცრემლები.უხმოდ ისხდნენ ერთმანეთის წინ და ეს იყო ყველაზე მტკინვეული რამდენიმე წუთი,მათ ცხოვრებაში
-38 წლის განმავლობაში,არასდროს,არაფერზე მითხოვია პატიება,ნაინა.მაპატიე ის ყველაფერი,რაც ამდენი წლის განმავლობაში,მე გადაგატანინე.მაპატიე ჩვენი ვერდაბადებული შვილი,მაპატიე შენი თეთრად გათენებული ღამეები და ყველა დაღვრილი ცრემლი.ჩემი სიყვარული მაპატიე,ნაინა
ჰო,ამდენი წლის შემდეგ,დუდა გაგნიძე პირველად უხდიდა ბოდიშს განადგურებულ ნაინას.აკანკალებული იჯდა და თვალსაც კი ვერ ახამხამებდა.ეშინოდა,დუდა არ გამქრალიყო და ეს მისი სიზმარი ყოფილიყო.გააჟრჟოლა,მაგიდაზე დადებულ მტევანზე,დუდას თითები რომ შეეხო.თვალები მაგრად დახუჭა და მდუღარე ცრემლებს გზა გაუკვლია
-მე შენ ყველაფერი გაპეტიე.პატიება ჩვენს გარდაცვლილ შვილს უნდა სთხოვო
დუდა გაშრა.სუნთქვა შეეკრა.ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ჰაერი ჩაეყლაპა,რომ არ გაგუდულიყო.ახრჩობდა საკუთარი ცოდვები,საკუთარი თავისადმი სიძულვილი.ისევ აუტანელი სუჩუმე ჩამოვარდა.ისევ აუტანლად სტკიოდა ორივეს
-შენი საქმე მე ჩავიბარე.ბოლომდე დავიცავ შენს უდანაშაულობას და ილიას გეფიცები,ეს ბოლოა
ძლივს მოიკრიბა ძალა და საქაღალდე გადაშალა.დუდა ცარიელი თვალებით შეჰყურებდა ცოლს,რომელიც უთქმელად ჰკლავდა.
დიდი ძალისხმევის შედეგად სოსო ისაკაძის კვალს მიაგრენს.მეზობელ აზერბაიჯანში იმალებოდა.ირაკლი და ნიკუშა მაშინვე გადაფრინდნენ.დრო აღარ იცდიდა.ყველანი საგურამოში დატოვეს,მშვიდად რომ ყოფილიყვნენ.
თებე ცოცხლად დამწვარ გიორგის ეღადავებიდა,რომელიც სოფიოს ისე ექცეოდა,თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო.
ნაინა აივანზე იჯდა და ადრეული შემოდგომის ნიავით ტკბებოდა.თავში ქაოსი ჰქონდა.რაღაზე ეფიქრა,არ იცოდა.შეკრთა,მისი მობილური რომ აზუზუნდა.ნიკუშა ურეკავდა
-ვიპოვეთ,ხვალ დილით გადმოვფრინდებით
-გითხრათ რამე?
ქალი აღელდა,ფეხზე სწრაფად წამოდგა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო
-მოითმინე,ნაინა.ნუ ხარ სულსწრაფი
ტელეფონზე საუბარი არ სურდათ,რადგან არ იყო გამორიცხული,რომ ისმინებოდნენ
-კარგი,ხვალამდე
გაუთიშა და სულაფორიაქებული შევიდა სახლში.
ეზოში დააბიჯებდა ჭიშკარი ირაკლიმ რომ შეაღო.სწრაფად დაიძრა ძმისკენ და სასოწარკვეთილი მზერით ააჩერდა
-მოითმინე
თვალი ჩაუკრა ჯაყელმა დას და ყველას ანიშნა,სახლში შესულიყვნენ
-დედა,ილოკოს და ლილეს ნამცხვარი გამოუცვეთ,შენ და ნატალიმ
მარიკამ თავი უხმოდ დაუქნია შვილს და ბავშვები სამზარეულოში შეყარა
-ამოღერღავთ თუ არა?
გოშაძემ წამოიყვირა და იქვე ჩამოჯდა,თორემ თავს ვეღარ იკავებდა
-სოსო ჭკუასელს ემალება.ის არაკაცი საკუთარ მეგობარსაც არ ენდობა და მოკვლით ემუქრება
-რა გითხრათ?
-ამას ეგონა,რომ მხოლოდ შეაშინებდნენ,მაგრამ იმ ნაბი*ვარმა ყველაფერი კარგად გათვალა.ყველამ კარგად იცოდა,დუდას და ონიანის მტრობის შესახებ და ეს ყველაფერი ისე შეკაზმა,ერთი მკვდარია, მეორე ციხისკენ მიისწრაფვის
-მე როდის გაგაფრთხილე,შეეშვი მეთქი ონიანს?!
ირაკლიმ დას გახედა,რომელიც ჩაფიქრებული იჯდა
-მე მაბრალი?
-გითხარი,ახლა რაც ხდება,ჩვენი ყვალას ბრალია!
დაუყვირა და რამდენიმე საქაღალდე მაგიდაზე დაყარა
-სასამართლო ორ კვირაშია.ჩვენ კი ნორმალური მოწმეებიც კი არ გვყავს
-დამშვიდდი,სოფიო და სოსოც საკმარისია
გიორგიმ ხმარზე დაჰკრა ხელი და აიძულა,ჩამომჯდარიყო
-არაა,საკმარისი.იმ არაკაცს ვიღაც იცავს ზევიდან
-ვიღაც,ვინც თავადაც გარეულია ამ ბინძირ საქმეებში და ნარკოდილერობს
ყველამ ისევ თამარას გახედა,რომელიც ოთახის კუთხეში აწურულიყო
-ეს გოგო ხშირად რომ ვალაპარაკოთ,არ შეიძლება?!
ნიკუშამ თამარას გაუცინა და წინ გადმოსვა
-ეს უბრალოდ ჩემი აზრია
-ეს ძალიან სწორი აზრია
ნაინა ფეხზე წამოვარდა და მაგიდაზე რაღაცის ქექვა დაიწყო
-მამუკა ჯუღელი.შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილე.ბევრჯერ აუგორეს ჭორი,რომ ნარკოვაჭრობაში იღებდა მონაწილეობას,მაგრამ ვერასდროს დაუმტკიცეს ძლიერი “კრიშის” გამო
-სად ხართ ხალხნო ამდენ ხანს
წამოიყვირა გიორგიმ და ირაკლის ლამის შეახტა
-ამ კაცზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვჭირდება.
იმ საღამოს არც ერთ სძინებია.ყველანი თავ-ფეხიანად იკვლევდნენ მამუკა ჯუღელის ასავალ-დასავალს
-საყვარელი ჰყავს.ვინმე ნანიკო აფხაზავა.წლებია მასთან დადის
ნაინამ სწრაფად მიიქცია ყველას ყურადღება და ლეპტოპი მაგიდის ცენტრში დადგა
-გიორგი,კაკოს დაურეკე და ამ ქალის მისამართი გაიგე
ბიჭმა უხმოდ დაუქნია თავი და ოთახი დატოვა
-ამ ქალის იმედი გავქვს
-ქალის გაბო*ება ყველაზე მარტივია.არა მგონია,მისი “შებმა”გაგვიჭირდეს
ირაკლიმ გადაიხარხარა და წარბაზიდულ თამარას თვალი ჩაუკრა
-23 წლის ბიჭი ჰყავს,ამერიკაში ცხოვრობს.თვითონ ვაკეშეი აქვს სახლი.სწორედ იქ აკითხავს ჯუღელიც.დღის განმავლობაში თითქმის არაა სახლში.კაფეებში,რესტორნებსა და მაღაზიებში დახეტიალობს.აქ გვჭირდება იკაკო შენი მომხიბვლობა
გოშაძემ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ძმაკაცს და მიიღო კიდევაც მაგიდაზე დადებული ვაშლი თავში.
ლამაზი ქერა ქალი ერთ-ერთი ძვირად ღირებული მაღაზიიდან გამოდიოდა და და ტელეფონზე ლაღად იცინოდა.წინ არც იყურებიდა ისე მიაბიჯებდა.უკმაყოფილოდ წამოიკივლა ვიღაც რომ დაეჯახა და მუბილური გააგდებინა.ყვირილის დაწყებას აპირებდა,უსიმპატიურესი,ახალგაზრდა კაცი რომ შერჩა ხელში
-ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით
კაცი დაიხარა და მის ფეხებთან დაყრილი ნივთების წამოკრებვა დაიწყო
-ვერ დაგინახეთ
გასწორდა,ჩანთა და მობილური დაუბრუნდა და არაამქვეყნიურად გაუღიმა.იქვე ჩამომსხდარი გოშაძე და ნიკუშა სიცილს ძლივს იკავებდნენ აკეკლუცებულ ძმაკაცზე
-მგონი ხელი ვიტკინე
ქალი არ დაიბნა.მაჯაზე წაივლო თითები და ირაკლის დამრგვალებული თვალებით ახედა.გაება ჯაყელის მახეში.ირაკლიმ ფრთხილად შემოხვია ქალის თითებს თავისი და ნაზად აკოცა
-როგორ გავაყუჩო,თქვენი ტკივილი?
-კოქტეილზე დამპატიჟეთ
ნაინიკომ თვალები ააფახუნა და სასიამოვნო ბგერები ამოუშვა ირაკლიმ წელზე რომ წაავლო ძლიერი თითები.
ერთ-ერთ მყუდრო ბარში ისხდნენ.ქალი საპირფარეშოში იყო გასული,მისი მობილური რომ აზუზუნდა.გოშაძე იყო
-რა ბებო ააგდე,აღიარე
ხარხარებდა და ირაკლის ჯუჯღუნს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა
-ნუ ცანცარებ და მოემზადეთ.აქედან მასთან ავდივართ
-მერე ჩვენ რად გინდებვართ,შე ჩემა?თუ გეშინია სე*სის დროს,გულის შეტევა არ მიიღოს?
ირაკლიმ თვალები აატრიალა და სწრაფად გათიშა ზარი.ყველაფერი ისე წავიდა,როგორც ვარაუდობდნენ.ქალმა “შემთხვევით” გადასხმული კოქტეილი მოიმიზეზა,რომელიც ბიჭის თეთრ პერანგზე აღბეჭდილიყო და ირაკლის მასთან ასვლა შესთავაზა.უკვე სადარბაზოსთან იყვნენ,მაცნობ სახეებს რომ დალანდა.თვალი ჩაუკრა ნაინას და კიბეებს აუყვა.კარს იყვნენ მიმდგარი,ირაკლიმ ვნებიანად რომ აკოცა მოშიშვლებულ ყელზე
-როგორი ცუღლიტი ხარ
ამოიკისკისა გონებადაკარგულმა ნანიკომ და სწრაფად შეაჭრა ოთახში.სრულიად ურევდა აზროვნებას ეს ბიჭი.ჯაყელმა დივანზე ჩამოსვა ქალი და განძრევის საშუალება არ მისცა
-ახლა ყველაფერს ისე გააკეთებ,როგორც მე გეტყვი
ყურში უჩურჩულა და ოთახში სინათლე აანთო.ქალმა მსუბუქად წამოიკივლა რამდენიმე უცო ადამიანი რომ დაინახა.კივილის დაწყებას აპირებდა,ირაკლიმ თითები რომ წაავლო ტუჩებზე
-რა გითხარი,ყველაფერს ისე გააკეთებ,როგორც მე გეტყვი მეთქი.კივილის უფლება არ მომიცია
ამოისისინა და ისე დააკვესა თვალები,ქალმა სუნთქვა ძლივს შეძლო
-ჩემგან რა გინდათ?
-შენგან არაფერი,აი შენი საყვარლოსგან კი ბევრი რამ
ნაინა ქალის წინ ჩამოჯდა და მისკენ გადაიხარა
-მინდა,რომ მისი საქმიანობის შესახებ ყველაფერი მომიყვე
-ყველამ კარგად იცით,რასაც საქმიანობს
-არა,მე ის მაინტერესებს,რაც ყველამ არ ვიცით
-რას გულისხმობ?
-შტერ ქალს არ გავხარ და ახლა რას ცდილობ?
ირაკლიმ ისე მოუჭირა თეძოებზე ხელები,ქალმა ხმა ძლივს დაიმორჩილა
-შენი საყვარლის გამო,შვილი დავკარგე და ჩემი ქმარი ახლა ციხეშია.ქალურად,როგორც დედას,გთხოვ დამეხმარო და მაპოვნინო დამნაშავე,რომელმაც ჩემს გოგონას სუნთქვის საშუალება არ მისცა,რომელმაც ცხოვრება სანანებელი გამიხადა
ნანიკო შეძრწუნებული უყურებდა აკიაფებულ თვალებში ნაინას და თითქოს თვითონაც გრძნობდა მის ტკივილს.წამით მოავლო ყვლას მზერა და მშვიდად ალაპარაკდა
-ქურდებთან არის შეკრული.რაღაცას ასაღებენ.ზუსტად არ ვიცი,მგონი ნარკოტიკს.წლებია ამას აკეთებს
-იცი,ვისთან თანამშრომლობს?
-მხოლოდ ერთი მინახავს,მალხაზ ჭკუასელი.ერთად დავისვენეთ
ერთ-ერთ ზაფხულს
ნაინას კმაყოფილს გაეღიმა.სწორედ ეს სჭირდებოა
-მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს შენთან და დარწმუნებული ვარ,იცი რაც უნდა გთხოვო
-არაფერს ვიტყვი
-კარგი ქალი ხარ,ნანიკო
ნაინამ მადლობა გადაუხადა თვალებით და იქაურობა დატოვა
-რას ფიქრობ,უნდა ვენდოთ?
ირაკლი დას აედევნა და თავად გაუღი მანქანის კარი
-კი,არაფერს იტყვის
-იკუნა,იქნებ მოწმეთაც გამოგვადგეს,დარწმუნებული ვარ,დაითანხმებ
გოშაძემ თვალები აუფახუნა დაბღვერილ ძმაკაცს რაზეც ყველას გაეცინა
-მოწმედ მართლა გამოგვადგება,მაგრამ ჯერ ადრეა მაგასთან ამაზე საუბარი.ჯერ დავაკვირდეთ,ჯუღელს
-ხმის ჩანაწერი მაინც გვაქვს
-ვფიქრობ,ეგ არ დაგვჭირდება და ნანიკო ყველაფერს თავისი პირით იტყვი.
დრო უფრო და უფრო ცოტა რჩებოდა.გაგნიძე ვეღარ ძლებდა ოთხ კედელში გამომწყვდეული,უმოქმედოდ რომ იჯდა.ყველაზე მეტად ის წამები უხაროდა,როდესაც ნაინა აკითხავდა.ქალი თითქოს განგებ ესაუბრებოდა მხოლოდ საქმეზე და მეტი არაფერზე
-ისევ უთავმოყვარეოდ გიყვარვარ,დუდა?
გაგნიძეს გული გაუჩერდა, მოულოდნელად რომ ახედა ცოლმა და ამღვრეული თვალები შეანათა
-მე შენს სიყვარულს სიკვდილის მერეც არ შევწყვეტ
მისკენ გადაიწია და თითქმის 75 დღიანი განშორების შემდეგ ისევ დაეწაფა მისთვის ყველაზე საყვარელ ტუჩებს.ყველა და ყველაფერი გაქრა მათ გარშემო.ნაინა ძლიერად ჩააფრინდა მის პერანგს და მონდომებით დაუკოცნა ორივე ბაგე
-ამ უთავმოყვარეო სიყვარულისთვის უნდა დაამტკიცო,შენი უდანაშაულობა
ამოიხავლა და იქაურობა დაუმშვიდობებლად დატოვა.
სასამართლო დღეს ილია დედას არ მოშორებია.ძალიან უნდოდა მამის პროცესს დასწრებოდა,მაგრამ ნაინასგან მტკიცე უარი ძალინ ბევრჯერ მიიღო
-ბებიებთან დარჩი და მათ მიხედე
თავზე აკოცა,ერთი ღმრად ჩაისუნთქა და სახლი დატოვა.ყველანი იქ იყვნენ.დუდა ისეთი მშვიდი იყო,როგორც არასდროს.ცალყბად უღიმოდა ჯაბა ქარდავას.არავის გაჰკვირვებია,მამუკა ჯუღელის იქ ყოფნა,მაგრამ ყველაზე მნიშვენლოვანი,მალხაზ ჭკუასელი არავის შეუმჩნევია,რომელიც იქვე კუთხეში ჩამჯდარიყო
-მოგესალმებით,გთხოვთ,დაიკაოთ ადგილები
მოსამართლე უზარმაზარ ოთახში შევიდა და მძიმედ ჩამოჯდა კუთვნილ სკამზე
-პირველ რიგში,მოგესალმებით.ჩვენ განვიხილავთ ალექსანდრე ონიანის მკვლელობას.ეჭვიმტანილი დუდა გაგნიძის ადვოკატი ადგილზეა და ვხედავ,რომ ცოლი იცავს
კაცს ცივად გაეღიმა.ნაინას ყურადღება არ მიუქცევია მისთვის
-ბრალი გედებათ ალექსანდრე ონიანის მკვლელობაში.თუ შეიძლება,მოგვიყევით,თქვენი ურთიერთობის შესახებ
მოსამართლემ ახლა დუდას გახედა,რომელიც ნელა წამოდგა ფეხზე და იქაურობას მოავლო თვალი
-ყველამ იცის,მე და მკვდარ ონიანს,ერთი ქალი გვიყვარდა.ჩვენი, ეგრეთ წოდებული,მტრობა ძალიან დიდი ხნის წინ,მეთერთმეტე კლასში დაიწყო და იმ დღის შემდეგ,დასანახად ვერ ვიტანთ ერთმანეთს
-ესე იგი,აღიარებთ,რომ გარდაცვლილის მიმართ,დაუფარავი ზიზღი გქონდათ?!
-ვაპროტესტებ
წამოიყვირა ნაინამ და მომღიმარ დუდას ახედა
-პროტესტი უარყოფილია
-დიახ,ვაღიარებ
-გვითხარით,სად და როგორ იმყოფებოდით მკვლელობის დროს
-შუადღე იქნებოდა ვერაზე რომ მივედი.ცოტა ხანში ონიანი და ჩემი ცოლი გამოჩნდნენ,სადღაც მიდიოდნენ.რა თქმა უნდა,მეც გავყევი.იმ საღამოს მკვდარმა ონიანმა
ამ სიტყვებს თითქოს განგებ იმეორებდა
-ჩემს ცოლს ხელი სთხოვა,რაზეც უარი მიიღო.მე კმაყოფილი ის კიდევ გაღიზიანეული იყო.რესტორანი რომ დატოვეს,მშვიდად გავყევი,მაგრამ ონიანმა უარი საკმარისად არ ჩათვალა და ნაინას მოტაცება გადაწყვიტა.მე მართლაც მქონდა იარაღი თან და მრთლაც დაუფიქრებლად მოვკლავდი ონიანს,ზედმეტი რამე რომ გაეკეთებინა.მაგისტრალზე ვიყავით,მანქანა უეცრად რომ გადავიდა გზიდან და ხეს შეენარცხა.მეტი არაფერი მაქვს მოსაყოლი
დუდა თავის ადგილს დაუბრუნდა და ცოლის გაყინულ თითებში თავისი ახლართა
-ამ ავარიას თქვენი შვილიც ემსხვერპლა,ხომ ასეა?
-ვაპროტესტებ
ნაინა კიდევ ერთხელ წამოვარდა ფეხზე და ავად აუელვა თვალები მშვიდად მომღიმარ მოსამართლეს
-პროტესტი მიღებულია.მოვიხმობ,
გარდაცვლილის ადვოკატს
ყველანი დაძაბულები შესცქეროდნენ დაბალ,მელოტ კაცს,რომელიც საბუთებში იქექებოდა
-მე თან მაქვს რამდენიმე ჩვენება,სადაც მეზობლები ადასტურებენ,რომ დუდა გაგნიძე გარდაცვლილს ხშირად ემუქრებოდა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა.შემიძლია,რამდენიმე მოწმე ახლავე მოვიხმო
ნაინას მწარედ გაეცინა და ოთახს მზერა მოავლო.მალევე გამოჩნა მათი რამდენიმე მეზობელი,რომელებიც რიგრიგობით ჰყვებოდნენ დუდასა და ალექსანდრეს ჩხუბზე
-ახლა მოვიხმობ დამნაშავის,მეუღლეს თუ ადვოკატს,როგორ გირჩევნიათ?
დარბაზში ჩუმი სიცილი ატყდა.ნაინა ამაყად წამოდგა ფეხზე და წინ გადადგა რამდენიმე ნაბჯი
-მე ჯერ ადამიანი ვარ,შემდეგ ცოლი და ბოლოს ადვოკატი
-წარმოგვიდგინეთ მასალები,რომლითაც შეძლებთ თქვენი მეუღლის დაცვას
ნაინას გაეღიმა მოსამართლის ირონიულ სხმაზე.რამდენიმე ფურცელი ამოაძვრინა საქაღალდიდან და პროკურორს წინ დაუდო
-თქვენ უკვე გვითხარით უარი,კერძო ექსპერტიზის დასკვნაზე,მაგრამ ვიმეორებ,მე ჯერ ადამიანი ვარ და შემდეგ სხვა დანარჩენი.ამიტომ,ადამიანურად მინდა საუბარი.მე მაქვს დასკვნა იმის შესახებ,რომ ალექსანდრე ონიანის მანქანას ტყვია მოხვდა წინიდან,რაც სრულებით გამორიცხავს,რომ დუდაა მკვლელია.მეორე,გაგნიძის იარაღის მჭიდი სავსეა და მანქანიდა არ ამოღებულა ვაზნები,რომელიც დაადასტურებდა,რომ ალექსანდრე სწორედ დუდას იარაღით არის მოკლული.ამის გარდა,მე მყავს მოწმე,რომელმაც კარგად დაინახა,მაგისტრალზე მესამე მანქანა,რომლის სერიის ნომრები და რამდენიმე ფოტოსურათი თან მაქვს
-თუ შეიგიძლიათ,მოწმე წარმოგვიდგინოთ
ოთახში გამოჩნდა სოფიო სიხარულიძე,რომელსაც გიორგი გოშაძე თვალებაციმციმებული ადევნებდა თვალს
-სოფიო,თუ შეგიძლია,მოგვიყვე,რა დაინახე?
-მე დავინახე ერთი აუდისა და ორი მერსედესის ფირმის მანქანა.აქედან ერთ-ერთი,სერიის ნომრით 633 მოძრაობდა საპირისპირო მხარეს.სწორედ ამ მანქანიდა განხორციელდა სროლა
-თქვენ მიერ შექმნილი ფოტორობოტი ასე გამოიყურება,არა?
ნაინამ ფოტო მოსამართლეს მიაწოდა
-დიახ
-მინდა კონკრეტულად ამიღწერით,როგორ გამოიყურებოდნენ ისინი
-ერთი მელოტი იყო,შედარებიდ მსუქანი.მეორე უფრო გამხდარი იყო,ალბათ ძალიან მაღალი.მე თავიდანვე შევნიშნე ისინი,იქამდე იდგნენ ჩვენს მაღაზიასთან,ვიდრე აუდი და მის წინ მიმავალი მერსედესი გამოჩნდებოდნენ
-ზუსტად იცით,რომ გასროლა სწორე ამ მანქანიდან განხორციელდა?
-დიახ და ამას დაადასტურებენ ჩემი მშობლებიც,რომელბიც იქ იყვნენ
ოთახში სოფიოს მშობლები გამოჩნდნე.მოსამართლემ ისინიც დაკითხა,რის შემდეგაც ნაინამ მოწმედ გამოიძახა სოსო,რომლის დანახვაზეც ფერი დაკარგა ჯუღელმა.სოსომ დაწვრილებით მოყვა ჭკუასელთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ამბავი.ისიცთ თქვა თუ როგორ მიიღო უარი დუდასგან თანამშრომლობაზე.ბოლოს კი მკვლელობის ღამე გაიხსენა
-თუ ეს ყველაფერი სიმართლეა,თქვენ მკვლელობის თანამონაწილე გამოდიხართ
მოსამართლემ გაფითრებულ სოსოს გადახედა,რომელსაც შუბლზე ოფლის წვეთები აჩნდა
-გითხადით,მე მომატყუეს.მალხაზმა მითხრა,რომ უბრალოდ შეაშინებდა და მანქანით წინ გადაუდგებოდა.ისიც არ ვიცოდი,თუ იარაღი თან ჰქონდა
-რატომ გაიქეცით ამის შემდეგ,თუ იცოდით,რომ უდანაშაულო იყავით
-დამემუქრნენ,მითხრეს,ოჯახს გამიწყვიტავდნენ თუ არ გავჩუმდებოდი
-კონკრეტულად ვინ გემუქრებოდნენ?
-მალხაზ ჭკუასელი და მამუკა ჯუღელი
ამის გაგონებაზე მთელი დარბაზი ახმაურდა.ყველა იქვე მჯდარ სახედამანჭულ ჯუღელს მიაჩერდა
-სიწყნარე
წამოიყვირა მოსამართლემ და მამუკას გაუსწორა მზერა
-სასამართლოს თქვენთან კითხვები აღარ აქვს
სწორედ ამ დროს გამოჩნდა დარბაზში ნანიკო აფხაზავა.ქალი თავაწეული მიაბიჯებდა და წითლად შეღებილი ტუჩებიდან მაცდურად აჩენდა თეთრ კბილებს.ქალმა ყველაფერი დაწვრილებით მოყვა.თუ როგორ ყიდდა ჯუღელი ნარკოტიკს და როგორ იყო შეკრული ქურდულ სამყაროსთან.ის იყო მამუკას დარბაზის დატვება,რომ უნდოდა პროკურატურამ იქვე აიყვანა
-მე თუ დამიჭერთ,იქ მჯდომი ჭკუასელიც უნდა მომაყოლოთ
წამოიყვირა კაცმა და თავი ლამის კარში გასული მალხასისკენ აიქნია.ამის თქმა იყო და დუდამ ისე მიატრიალა თავი,კისრის მალების ტკაცუნი გაიგო.ერთი ამბავი ატყდა დარბაზში.ძლივს დაიჭირეს გაქცეული ჭკუასელი.სასამართლომ რამდენიმე საათიანი შესვენება გამოაცხადა.ამ დროის განმავლობაში დუდასთან არავინ შეუშვეს,რომელიც ლამის საკანს ამტვრევდა,სიბრაზისაგან.
-გამოაჩინე შენი სიმშვიდე
ნაინამ გადაუჩურჩულა და ისევ მოსამართეს მიუბრუნდა
-სასამართლოს და ნაფიცმსაჯულთა გადაწყვეტილებით მოქალაქე გაგნიძე უდანაშაულოა...
დუდას გაეღიმა და ცოლს ისე აკოცა,საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება იქ მყოფებისთვის.
დუდა გაგნიძემ კიდევ ერთხელ აალაპარაკა მთელი ქალაქი.
იმ საღამოს ერთი ზეიმი იყო სამეგობროში.დუდას უდანაშაულობას აღნიშნავდნენ.მარტო ნაინა იჯდა ჩუმად და ცრემლებს ყლაპავდა.მარტონი ისხდენ სამზარეულოში და ერთმანეთს შესცქეროდნენ
-შვილი დავკარგეთ,დუდა
ქალმა ამოიტირა და აკანკალებული ხელი მუცელზე მიიჭირა
-ჩემო ლამაზო,იმდენი შვილი გვეყოლება,ერთმანეთშვი აგვერევა.იმდენი შვილი გვეყოლება,სახლში ვეღარ დავეტევით.გთხოვ,ნუ დაამძიმებ ჩვენი პატარას სულს
დუდა სახეს უკოცნიდა ატირებულს და მუქ ქერა თმაზს ეფერებოდა
-როგორ ვაპატიო საკუთარ თავს?
-ნაინა,ეს არ არის მარტო შენი ბრალი.გეფიცები,იმდენ გოგოს გვაჩუქებს ღმერთი,დასარქმევი სახელები ამოგვეწურება
ნაინა თან ტიროდა და თან იცინოდა ქმრის სულელურ საუბარზე.
იმ საღამოს,იყვნენ ორნი.დუდა და ნაინა,რომლებიც ერთმანეთის ტანჯვისთვის იყვნენ გაჩენილები და უთავმოყვარეოდ უყვარდათ ერთმანეთი.ისე ძლიერ,როგორც არავის არავინ.იმ სიყვარულით,რომელიც არავის შეეძლო,გარდა ამ ორისა.
***
მარიცა ღიმილით მიაბიჯებდა აღმართზე და გრძელ,მუქ ქერა თმას ლამაზად მიანარნარებდა.უბანში მდგარ ბიჭებს ხელის აწევით მიესალმა და ძმას თვალი ჩაუკრა,რომელიც როგორც ყოველთვის,უბღვერდა
-მარიცა,მოდი აქ
ილიამ დას დაუძახა,რომელიც სწრაფად მივიდა მასთან და წინ აესვეტა
-რა იყო?
-რას მეკრიჭები ერთი.სად იყავი?
-გოშაძეებში,მე და ნუციკო
-ნუცა სადაა?
ილიამ კიდევ უფრო შეკრა წარბები,ბიძაშვილი ვერსად რომ ვერ დაინახა
-ოო,გოშაძესთან დარჩა.გაბრიელმა დარჩიო და დარჩა
-სახლში ადი,მეც მალე ამოვალ
შუბლზე აკოცა და მზერა ბოლომდე გააყოლა,ბავშვივით ლაღს.
მარიცამ ნელა შეაღო სახლის კარი და ფეხაკრებით გაიარა რამდენიმე ნაბიჯი.ღიმილით წავიდა აივნისკენ,იქ სადაც მშობლები ეგულებოდა.დუდას ნაინასთვის შემოეხვია მკლავები და თმაზე მონოტორულად ეფერებოდა
-რა იყოთ თქვენ,ამის იქით,სხვა ადგილი არ გაქვთ?
-შემაშინე,მარიცა
ნაინა წამოიწია და შვილს გაუღიმა
-დე,გაიგე,ირაკლი და თამარა ბიცოლა მეორედ ქორწინდებიანო
-ვიცი,თამარამ მითხრა.ისე უხარია,ვითომ პირველი იყოს
-ანანიძემ ზღვაზე ერთად წავიდეთო
გოგონამ მორცხვად ასწია თავი და მამას შეხედა,რომელსაც ცალი წარბი უნებლიედ აეწია
-ჯერ თორნიკემ და ახლა მისმა შვილმა უნდა გამიშროს სიხსლი?
გაგნიძეს ისე დაეჭიმა ხმა,დედა-შვილმა ერთმანეთს გადახედეს
-წავალ რა
-ხელებს მივამტვრევ
-მამა
-ნუ მიციმციმებ მაგ თვალებს
მარიცას გაეცინა.ფეხზე წამოხტა და მშობლების შუაში ჩაჯდა
-ავიდეთ რა ზურასთან და მარიკანთან საგურამოში
-ავადეთ,დე.
საღამოს უკლებლივ ყველანი საგურამოში იყვნენ და ერთმანეთთან სიახლოვით ტკბებოდნენ.ნაინა ღიმილს ვერ იკავებდა მარიცაზე,რომელიც მორცხვად აპარებდა თვალს დემეტრე ანანიძისკენ.ბიჭი თითქოს არ იმჩნევდა და უდარდელად ესაუბრებოდა მეგობრებს.არავინ იციდა,რა ხდებოდა მის გულში.ეღიმებოდა ირაკლიზე,რომელიც დაბღვერილი უყურებდა გაბრიელ გოშაძეს,თავის ქალიშვილს ტკიპასავით რომ აჰკვროდა.ეღიმებოდა მის ქმარზე,რომელიც აკიაფებული თვალებით უმზერდა,თავის უთავმოყვარეო სიყვარულს...



№1 სტუმარი one

ra kargi iyo)) pirveli tavi wakhitkhuli mqonda da isev gadavavle tvali)) makhsivs rogor ar meyo mashi)))
meorec, miuxedavad emociuri ganwyobisa, dzalian kargi iyo.
warmatebebi da khshiri muzebi, ar daikargot❤️

 


№2 სტუმარი ანათეა

ძალიან სასიამოვნო ისტორიააა თავისივე გმირებით????

 


№3  offline წევრი სვანი

one
ra kargi iyo)) pirveli tavi wakhitkhuli mqonda da isev gadavavle tvali)) makhsivs rogor ar meyo mashi)))
meorec, miuxedavad emociuri ganwyobisa, dzalian kargi iyo.
warmatebebi da khshiri muzebi, ar daikargot❤️


მადლობა,რომ წაიკითხე❤️

ანათეა
ძალიან სასიამოვნო ისტორიააა თავისივე გმირებით????


ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

რა კარგი და სასიამოვნო იყო, სათვალავი ამერია მერამდენედ წავიკითხე, მესამე ნაწილსაც ხომ არ გაჩუქებდი?

 


№5  offline წევრი სვანი

სტუმარი ნინი
რა კარგი და სასიამოვნო იყო, სათვალავი ამერია მერამდენედ წავიკითხე, მესამე ნაწილსაც ხომ არ გაჩუქებდი?


ძალიან დიდი მადლობა❤️❤️ნუ,ჯერ-ჯერობით არ,მაგრამ ვნახოთ

 


№6 სტუმარი სტუმარი Nestani

Ra magaria zalian momecona qaosuri siyvaruli iyo saintereso sadiamovno wasakitxi tan meartla utavmoyvarei siyvaruli a iyo martla velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????????????

 


№7  offline წევრი სვანი

სტუმარი Nestani
Ra magaria zalian momecona qaosuri siyvaruli iyo saintereso sadiamovno wasakitxi tan meartla utavmoyvarei siyvaruli a iyo martla velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????????????


ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ენე

ამის მესამე ნაწილსაც დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. მერამდენეჯერ წავიკითხე ამერია სათვალავი. ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent