შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (თავი 8)


21-02-2022, 09:22
ავტორი donald duck
ნანახია 2 031

2018 წლის დეკემბერი
მალე ახალი წელი დადგება და რათქმაუნდა ანდრიას გეგმები აქვს და ცქმუტავს. ერთი კვირაა უკვე მეხვეწება „სანამ სახლი არ გაგიყიდა პატარა წვეულება მოვაწყოთ“-ო. ვყოყმანობ არ მინდა იმ სახლთან რამე მოგონებები მაკავშირებდეს, მაგრამ იმასაც ვატყობ რომ ნელ-ნელა მიყოლიებს. იცის როგორ უნდა მომიდგეს და მეც უარს ვეღარ ვეუბნევი.
საღამოს დივანზე ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. ვერც კი შევამჩნიე ისე მომიჯდა გვერდით ანდრია. გამომხედა და ეშმაკურად გამიღიმა. გამეღიმა მეც მაგრამ ხმა არ გამიცია ისევ განვაგრძე ტელევიზორიდ ყურება. ანდრიამ რამოდენიმეჯერ ჩაახველა.
-რა გჭირს? - გავხედე ანდრიას
-არა არაფერი - მხრები აიჩეჩა - თუმცა.. - დაფიქრდა და გაეცინა -ხომ შეიძლება ჩემი ბედი წყდებოდეს ეხლა?
-მოხდა რამე? - წარბაწეულმა გავხედე დიშვილს - რამე დააშავე?
-მე კანონ მორჩილი მოქალაქე ვარ - იწყინა ანდრიამ - არაფერსაც არ ვაშავებ ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით - მრავალმნიშვნელოვნად თქვა და მაგიდიდან გაზიაანი სასმელის ქილა აიღო.
-აი მანდედა უკვე დაწვრილებით მომიყევი ვინ ზოგ-ზოგიერთებს გულისხმობ ვაჟბატონო?
-შენ - მოკლედ მომიგო და ქილა გახსნა - ვითომ ვერ ხვდები ეხლა - ჩაიღიმა და ქილიდან სითხე მოსვა.
-ვერა - თავი გავაქნიე უარის ნიშნად
-ჩემ მომავალს ანგრევ შენ ეხლა ორივე ხელით თან.
-ხომ კარგად ხარ? - შუბლზე მივადე ხელი - სიცხე არ გეტყობა.
-უფრო კარგად ვიქნები 31-ში თუ წვეულების გამართვის საშვალებას მომცემ.
-მაინც ვერ ვხდები რატომ ჩაიციკლე ამ წვეულებაზე და მომკალი - ხელები გავშალე და დივანიდან წამოვდექი.
-შეყვარებული ვარ - ოდნავ გასაგონად თქვა ანდრიამ და ქილა მაგიდაზე დადგა
გამეცინა, ვიცი არ უნდა გამეკეთებინა ასე. მაგრამ მის სახეზე გამეცინა. გულიანად გადავიხარხარე. ანდრია გაოგნებული მიყურებდა მე კიდე სიცილს ვერ ვიკავებდი. სული ძლივს მოვითქვი და ისევ ანდრიას გვერდით დავჯექი.
-რა გაცინებს? - შემომბღვირა ანდრიამ - შენც ეგრე დაგცინოდნენ სოფო რომ გიყვარდა?
გავშრი, სიტყვა ჰაერში გამიწყდა. ცივმა ოფლმა დამასხა და რაღაც არასასიამოვნო ტალღამ დამიარა.
-მერე? - ნაწყენმა ავუწიე წარბი - ჩემ მაგალითზე ვერაფერი ისწავლე?
აღარაფერი უთქვამს ანდრიას. წამოდგა და თავის ოთახში გავიდა. მივხვდი რომ ვაწყენინე და ცუდად მოვექეცი. ბოდიში მქონდა მოსახდელი.
მეორე დილას ისევ ისე უხმოდ ისაუზმა და წავიდა. არც კი მომესალმა, აი აქ მივხვდი რომ ძალიან დავაშავე მის წინაშე და ესე ადვილად ვერ გამოვისყიდიდი. ათასი რამე მოვიფიქრე. საჩუქარი, სურპრიზი, მონოლოგიც კი დავწერე გონებაში თუ როგორ ვთხოვდი პატიებას. ყველა ვარიანტი ვუარყავი და დახმარებისთვის ანანოს დავურეკე. ვიცოდი რომ მას შეეძლო ჩემი დახმარება და ანდრიას შემორიგება.
საღამოს ანანოს შევხვდი კაფეში. როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მაგიდასთან იჯდა, ყავის ფინჯანისთვის ორივე ხელი შემოეხვია და ისე ყნოდავდა ყავის სურნელს. ისეთი ლამაზი დასანახი იყო წამით შევჩერდი და ვცადე ეს მომენტი სამუდამოდ აღმებეჭდა ჩემს მეხსიერებაში. ღიმილით მივუახლოვდი მაგიდას, ანანო გადავკოცნე და მის წინ სავარძელში მოვკალათდი.
-როგორ ხარ? - ღიმილით მოვიკითხე
-როგორც ყოველთვის - მხრები აიჩეჩა და მანაც გამიღიმა
-ვიცი არასწორედ ვიქცევი, მაგრამ შენ უნდა მიშველო - მუდარის თვალებით შევხედე - ანდრია გავაბრაზე და არ ვიცი როგორ შემოვირიგო.
-ანდრია? - გაოცებისაგან ლამის თვალები შუბლზე აუვიდა - რა გააკეთე ეგეთი?
-მრცხვენია - თვალი ავარიდე ანანოს, ნამდვილად მრცხვენოდა - დავცინე, არა გამეცინა, ძალით არ მინდოდა, მართლა, ინსტიქტურად მომივიდა.
-რაზე? - წარბი ამიწია უკვე ანანომ - ნორმალური ხარ?
ძალა მოვიკრიბე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. 31-დეკემბრის წვეულებიდან დაწყებული სიყვარულით დამთავრებული. მისმენდა და თან სახეზე მიმიკები ეცვლებოდა. ბოლოს რომ შევხედე ისეთი სახე ქონდა შემეშინდა რომ ანანოც არ გამბუტვოდა.
ანანომ ყავის ფინჯანი გვერდით გაწია და წინ გადმოიხარა. თითქოს უკეთ უნდოდა დამკვირვებოდა და ჩემს თვალებში ამოეკითხა იდიოტი ვიყავი თუ უბრალოდ თავს ვიდებილებდი.
-ანდრიას ხათრით - როგორც იქნა ამოთქვა ანანომ - ვიცი როგორ უყვარხარ და მას უფრო უჭირს ეხლა შენთან გაბუტული ყოფნა ვიდრე შენ.
-მადლობა - მისი ხელები ჩემს ხელებში მოვიქციე და თითის წვერებზე ვაკოცე
-არ გინდა - უხერხულად შეიშმუშნა და ხელები გაინთავისუფლა.
-ბოდიში, შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ ანანო - გავუღიმე და ყავა მოვსვი
-ვიცი - გაეღიმა ანანოსაც - ბევრჯერ გითქვამს ჩემთვის.
-ხო, სიმართლეა და კიდევ ბევრჯერ გეტყვი, სანამ არ მოგბეზრდება ჩემი მოსმენა.
-მოვიფიქრებ რამეს - უცებ გადაიტანა სხვა თემაზე ლაპარაკი - ისე უყვარხარ ანდრიას უბრალო ბოდიშითაც კი შემოირიგებ დარწმუნებული ვარ.
პასუხად მხოლოდ ღიმილით დავაჯილდოვე. საკუთარ თავს ვლანძღავდი ამ დღეში რომ ამოვყავი თავი. ერთ დროს გაუჩერებლად რომ შეგვეძლო გელაპარაკა ყველაზე და ყველაფერზე, ეხლა ყველა სიტყვას და მიმიკას ვაკონტროლებთ და ვზომავთ რამე ზედმეტი რომ არ მოგვივიდეს. ეს გაურკვეველი სიტუაცია ჩემი ბრალია და მეტი არავის. ვერავის დავადანაშაულებ. მე რომ პატარა ბავშვივით არ ავცუნდრუკებულიყავი და სიყვარულს არ გავტირებოდი ეხლა ასეთ დღეში აღრ ვიქნებოდი.
ასე უხერხულად დავიშალეთ მე და ანანო. მანქანამდე მივაცილე, ლოყაზე კოცნით დავემშვიდობე და ხელი დავუქნიე. ცოტახანი ისევ ვიდექი და გავყურებდი გზას რომელ მხარესაც ანანოს მანქანა დაიძრა. ალბათ უკანა ხედვის სარკეში ხედავდა დებილი ბავშვივით რომ ვიდექი და ხელს ჯერ ისევ ვუქნევდი.
2008 წლის მარტი
ისე უცებ გარბის დრო რომ ყველაფრის გააზრებას ვერც კი ვასწრებ. სამი თვეც და უკვე დიპლომი მეჭირება ხელში. არც ისე პატარა ვარ, სადღაც შუაში ვარ კაცსა და ბიჭს შორის. მინდა რომ როგორც კაცი ისე მიყურებდნენ, მაგრამ სოფოსთან როგორც 16 წლის შეყვარებული ბიჭი ისე ვიქცევი. მადლობა ღმერთ გვანცა ჩმოვიდა და ურთიერთობებიც სხვანაირი გახდა. შეიძლება სოფოც გაიზარდა, ისე აღრ ფხუკიანობს და აღარ იბუსხება.
ჩემი მხიარული გვანცა დამიბრუნდა. შეუცვლელი მეგობარია. ყველაფერზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ისე მარიგებს ხოლმე როგორც დედა პატარა ბავშვს. მისი კისკისი ყურს სასიამოვნოდ ესმის. არასდროს ბუზღუნებს, ადამიანი პოზიტივია. მგონი მერაბს მოსწონს, მაგრამ მაინც ვერ გამოვტეხე. ჯიუტად უარობს და მასაც მეგობრული უჭირავს გვანცასთან.
საღამოს მერაბთან ვიყავით ასულები მეგობრები. ჩემდა გასაკვირად სოფომ თვითონ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად წამოსვლის. გვანცა როგორც წესი უშუალო და მხიარული იყო. სოფოც ცდილობდა რომ ხანდახან გაეღიმა, მაგრამ ძირითადად უსიტყვოდ, თვალებით აძლევდა გვანცას შენიშვნას ცოტა მორიდება იქონიეო. გვანცა არ იმჩნევდა. ყველასთან თბილი და კარგი დამოკიდებულება ქონდა. რამოდენიმეჯერ მერაბს გავაყოლე თვალი. აშკარად მოსწონდა გვანცა. რამოდენიმეჯერ დავიჭირე მის მზერაში როგორ უბრწყინავდა თვალები როცა გვანცას უყურებდა.
მე და გვანცა აივანზე ვიჯექით და სიგარეტს ვეწეოდით. ათას სისულელეზე ვიცინოდით. მიყვებოდა ჩეხეთში გატარებულ დროზე, ახალ მეგობრებზე. თვალებში ნაპერწკლები ენთებოდა როცა ჩეხეთზე ლაპარაკობდა. აღფრთოვანებული იყო ჩეხეთი არქიტეკტურით და სილამაზით.
-შენ რა შეყვარებული ხარ? - დავასკევნი ჩემი ჭკუით და ცოტა მეწყინდა კიდეც.
-რა სისულელეა - ტუჩები გაბუსხა და ხელი აიქნია თითქოა აბეზარი ფიქრების მოშორებას ცდილობდა.
-ძალიან შეცვლილი კი დაბრუნდი - მხრები ავიჩეჩე
-ისევ ის გვანცა ვარ - თითი წამკრა ცხვირის წვერზე - არ შევცვლილვარ არანაირად.
-ერთი საიდუმლო რომ გითხრა ძალიან გაბრაზდები? - ვცადე მერაბის ამბავი შემეპარებინა
-აბა როგორ გითხრა? - მხრები აიჩეჩა - ჯერ მითხარი და მერე განვიხილოთ გავბრაზდე თუ არა.
-რას ფიქრობ მერაბზე? - კითხვით სავსე მზერა ვესროლე
-და რა უნდა ვიფიქრო? ან ეგ რა საიდუმლოა? - გადაიკისკისა გულიანად და მხარზე ოდნავ მომარტყა ხელი.
-მე მგონია რომ მოსწონხარ - მხრები ავიჩეჩე და მორიგ ღერს მოვუკიდე
-მერაბს? - ისე გადაიხარხარა მეგონა ვერ დამშვიდდებოდა. ცრემლები სცვიოდა გადამეტებული სიცილისაგან და სულს ძლივს ითქვავდა.
-ხო რა იყო? არ შეიძლება? - გავბრაზდი ცოტა არ იყოს.- რას უწუნებ მერაბს?
-არაფერს, ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ სხვა მომწონს. - წამსვე დასერიოზულდა და სიგარეტის კოლოფ მიწვდა მაგიდაზე.
-ანუ აღიარებ რომ ჩეხეთიდან შეყვარებული ჩმოხვედი - დავასკვენი და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
-არა -თავი გააქნია და სიგარეტს მოუკიდა - აქედან წავედი შეყვარებული - სევდიანად გამიღიმა და სანთებელა მაგიდაზე დადო - სიყვარული იქ დავტოვე და მხოლოდ მოწონებით ჩამოვედი, მალე ესეც გამივლის. ალბათ მერე კიდე შეიძლება მერაბზე საუბარი. ეხლა კი ვერავის მოწონებაზე და შეყვარებაზე ვერ მოვახდენ ორიენტირებას. ბოდიში.
აივნის კარები გაიღო და სოფო გამოვიდა აივანზე. მეც და გვანცამაც ინსტიქტურად გავხედეთ სოფოს. სოფოს ხელში წვენის ჭიქა ეჭირა და გამგმირავი მზერით გვიყურებდა ორივეს. მაგიდას მოუახლოვდა, ჭიქა მაგიდაზე დადო და კოლოფს მიწვდა. ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა უხმოდ. ღრმა ნაფაზი დაარტყა, კვამლი გამოუშვა და თვალი გააყოლა, მერე ჩვენ მოგვიტრიალდა გაბუსხული ტუჩებით.
-რა შეყვარებული წყვილივით ჭუკჭუკებთ? - წარბ აწეული გვათვალიერებდა მეც და გვანცასაც.
-რას ბოდავ? - გავბრაზდი და ფეხზე წამოვდექი - შენც შემოგთავაზეთ გამოსვლა, მაგრამ არ გვიკადრე. ეხლა რაღატო ბრაზობ?
-დაიდეთ აქ სამუდამო ბუდე და აღარ გეღირსად შემოსვლა. მიმატოვე იქ უცხო ხალხში მარტო- არ მშვიდდებოდა სოფო.
-და ვის არ იცნობ? - გამომესარჩლა გვანცა -ერთი მაინც დამისახელე რომელსაც არ იცნობ.
-ეგ რა შუაშია? - ჩემს სკამზე ჩამოჯდა სოფო - მე თქვენთან ერთად მოვედი.
-მე წავედი - წამოდგა გვანცა და ნამწვი მაგიდაზე მდგარ საფერფლეში ჩააქრო - ეხლა თქვენ იჭუკჭუკეთ შეყვარებულებივით - ბოლო სიტყვებს ხაზი გაუსვა გვანცამ და კარებში გაუჩინარდა.
როგორც წესი ამ დღის მერეც სოფო გაიბუსხა. სიმართლე გითხრათ დიდად აღარც ვდარდობდი. ვიცოდი რომ შემოვირიგებდი. გვანცა აქ არ მყავდა? რამე გამოსავალს აუცილებლად ვნახავდით მე და გვანცა. ამ დღის მერე მერაბთან გვანცაზე ხმა აღარ ამომიღია. ველოდებოდი როდის გაუვლიდა გვანცას მოწონება. ხო ცოტა ბავშვური და ფანტაზიური აზრები მაწუხებდა, მაგრამ რატომღაც მქონდა სურვილი რომ ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს ერთმანეთი ყვარებოდათ და ერთად ბედნიერები ყოფილიყვნენ.
გვანცა პრაქტიკებზე დარბოდა ერთ-ერთ სადისტრუბუციო კომპანიაში. საღამოობით დაღლილს გავუვლიდი ხოლმე და სასეირნოდ გავდიოდით მეგობრები. ხანდახან სოფოც გამოყოფდა ხოლმე თავს თავისი ნაჭუჭიდან და გვკადრულობდა ჩვენ უბრალო მოკვდავ ხალხს.
ჩვენი ძრითადი გასეირნების ლოკაცია ან კუს ტბა ან ლისის ტბა იყო. ორი- სამი მანქანით ავდიოდით და ტბის მიმდებარეთ სანაპიროზე ვსხდებოდით ხოლმე. სასუსნავები მიგვქონდა პლედებს ვშლიდით და საღამოს პიკნიკებს ვმართავდით. გოგოები სურათებს იღებდნენ. ბიჭები ცოტა ლუდს ვსვავდით და არაჯანსაღ საკვებს შევექცეოდით. ვისხედით და განვიხილავდით გასულ დღეს და მომავალს. ვგეგმავდით სად წავსულიყავით მომავალში ან რა გვეკეთებინა. ათასში ერთხელ საბილიარდოში ან კინოში თუ წავიდოდით. ძირითადად მაინც კოლექტიური გასვლები გვქონდა. შაბათ კვირას ქალაქ გარეთ გასვლასაც ვრისკავდით ხოლმე.
2019 წლის იანვარი
ჰაერში ჯერ ისევ ტრიალებს ახალი წლის სურნელი. ჯერ ისევ არ გამოფხიზლებულან მოსახლეობის 60%. ვერ ვიტყვი რომ არ მიყვარს ახალი წელი მაგრამ სიმართლე გითხრათ არც აღფრთოვანებული არ ვარ. არც ბავშობაში არ ვგიჟდებოდი. ალბათ იმიტომ რომ ქართველებს ყველაფერი უზნეოდ გაკეთება გვიყვარს. დიასახლისები ერთი თვით ადრე იწყებენ მზადებას ახალი წლისთვის და 31 დეკემბერს უკვე 12 საათს მიღწეული ძლივს იხსნის წინსაფარს ხელების მშრალებით, დანარჩენები კი უკვე გაპრანჭულ გამოწყობილები შამპანიურით ხელში შესცქერიან საათს რომ მოასწრონ ერთმანეთს ახალი წლის მილოცვა. ჩემში არანაირ ემოციას არ იწვევს ეს დღესასწაული. მომწონს ახლობლების გახარება და საჩუქრების გაკეთება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მივესალმები ქალების გაზქურასთან მიჯაჭვას და სამსართულიანი სუფრების გაშლას, რომელიც მტელი თვე გრძელდაბა და ვერასდროს ალაგდება რომ დიასახლისმა დაისვენოს. ბოლო წლებია დედაჩემს ვუკრძალავ სახლში საჭწმელის გაკეთებას და ყველაფერს რესტორანში ვუკვეთვ, მაგრამ გოზინაყს და ტოლმას ჩემსავით ვერავინ გააკეთებსო და ამიტომ მაინც ათუხთუხებს ხოლმე უზარმაზარი ქვაბით კომბოსტოში გახვეულ გუფთას და მართლაც რომ უგემრიელეს გოზინაყს აკეთებს.
დედაჩემის გოზინაყის გაკეთებას რომ უყუროთ მხოლოდ იმით დაიღლებით არამც თუ ანალოგიურად კეთებით. ნიგოზს მილიმეტრების სიზუსტით ჭრის სათითოდ, დაჭრილ ნიგოზს ღუმელში რამოდენიმე წუთით ათავსებს, სრულ მოხალვამდე არ მიყავს, თაფლს რამოდენიმეჯერ წამოადუღებს და გააგრილებ ძალიან დაბალ ცეცხლზე. საბოლოოდ ნიგოზსაც მოათვსებს ხოლმე თაფლის მასაში, რამოდენიმე წუთი ასე ერთად შუშავს ხოლმე და შემდგომ გადმოაქვს ხის დაფაზე და აბრტყელებს არც ისე თხლად. იდელურ რომბებად ჭრის დამიჯერეთ ასე ალბათ ბოლო მოდელი დანდადგარიც კი ვერ დაჭრის. იმდენდად ზუსტად და ერთი ზომისას ჭრის. და საიდან ვიცი მე ეს ყველაფერი? მთელი ცხოვრებაა ამ რიტუალს ვუყურებ და ამ ახალ წელს კი ანანოს ასწავლიდა დეტალურად თუ როგო უნდა გააკეთოს გოზინაყი. რათქმაუნდა მეც მათთან ერთად ვიყავი და ვცდილობდი რამეში დავხმარებოდი.
-აბა რითი დაგეხმაროთ?- ხელების ფშვნეტით შევედი სამზარეულოში და დედას ლოყაზე ვაკოცე
-ნიგოზის დაჭრაში დაეხმარე ანანოს -დამასაქმა დედამ და დანა მომაჩეჩა ხელში
-ხედავ რა ცივი იარაღი მაქვს? - ხელში შევათამაშე დანა და ანანოს გვერდით ჩამოვჯექი
-როგორ ხარ? - ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა
-დიდი ხანია მოხვედი? -კითხავ დავუბრუნე და მეც ლოყაზე ვაკოცე
-ნახევარი საათი იქნება - კედელზე დაკიდებულ საათს გახედა ანანომ და ნიგოზი დამიყარა საჭრელ დაფაზე - აი უყურე ასე უნდა დაჭრა.
-ჩემი ყოჩაღი - გამეღიმა და ოდნავ მხარი მივკარი ანანოს მეგობრულად - დღეს „დიდი დღეა დიდი“ - მოვიშველია სერიალ „შუა ქალაქი“- იდან ერთ ერთი პერსონაჟის გამონათქვამი და გამეცინა.
-მაიკოს არაფერი უთხრა ისედაც ნერვიულობს - დამტუქსა დედამ ტოლმიანი კოვზის ქნევით
-ეგეც 18 წლის გოგო არ მყავდეს. რას ნერვიულობს? - მხრები ავიჩეჩე - იმ დეგენერატის გამო სიყვარულზე უარი ხომ არ უნდა თქვას?
-შენ ვიზე რას ამბობ? - ისევ მომიტრიალდა დედაჩემი - იმ დეგენერატის გამო რა დღეში ჩაგვყარე
-დედა! - ხმა გამიმკაცრდა და ანანოს გავხედე რომელსაც ფერი აღარ ედო სახეზე - ეგ თემა დახურულია
დედას აღარაფერი უთქვამს, მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, არა ჩემთან არამედ ანანოსთან. მეც არაფერს ვეტყოდი, რომ არა ანანო. ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო ანანო და არ მინდოდა დაძაბულიყო. ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო და არ მინდოდა რომ გული ტკენოდა კიდევ ჩემს გამო.
ძველით ახალი წელი ასე მოვიხსენიებთ ქართველები 13 იანვარს. ხო ჩვენ ხომ ყველა დღესასწაული წელიწადში ორჯერ გვაქვს. აბა ერთხელ ქეიფი და დალევა გონების დაკარგვამდე არ გვყოფნის. ძალიან ევროპელი და გამოსული არ ვარ, შეიძლება ითქვას რომ რაღაც საკითხებში ნამდვილი „გრუზინი“- ვარ მაგრამ ბევრი ტრადიაცია და ადათ წესი მეუზნეოება და რა ვქნა? ქეიფი და დალევა ღეობაში რომ იზრდება მაგალითად. დიასახლისები რომ თავს დატრიალებენ სუფრას და მაინც სულ მათი სახელების ძახილში რომ არიან „ეს მოიტანე“ „ეს დააამატეთი“.
ძველით ახალი წელიც უნდა ავღნიშნოთ აბა როგორ? თან მაიკოს თყვანისმცემელსაც გავიცნობთ. დროა უკვე რომ საკუთარ პირად ცხოვრებასაც მიხედოს. ანდრია უკვე დიდი ბიჭია და ისედაც არც ასე შეიძლება ძველი შეცდომის გამო ბედნიერებაზე უარის თქმა. როგორც ჩვენ ვართ ინფორმირებულები უკვე დიდი ხანია ხვდებიან ერთმანეთ უბრალოდ ურთიერთობი სერიოზულ ფაზაში გადაყვანას არ ჩქარობდნენ.
საღამოს სუფრა სახლში გაშალეს. ბევრს სტუმარს არ ველოდებოდით. ანანო, მეგი ჩემი დეიდაშვილი თავის მეუღლესთან ვატოსთან ერთად, ალეკო მეგის ძმა , მამიდაშვილი სალომე თავის მორიგ შეყვარებულთან ლევანთან ერთად (ლევანს უკვე ვიცნობთ) რამოდენიმე მაიკოს მეგობარი და თავად მაიკოს რჩეული.
ანანო შეუდარებელი იყო. ანათებდა. სადად მაგრამ გემოვნებით ეცვა. ძალიან დახვეწილი იყო. ჩემს წინ იჯდა სუფრაზე და მიღიმოდა დროდადრო რომ გამომხედავდა. უკვე სიყვარულის სადღეგრძელო იყო. მაიკოს და მის რჩეულ სანდროს ადღეგრძელებდნენ ჩემი ტეეფონი რომ განათდა. ეკრანს დავხედე. სოფო მწერდა. დროული იყო, ეკრანს ხელი გადავუსვი და შეტყობინება გავხსენი „ გოლოცავ ყველაფერს ერთად, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ“-ო და რამოდენიმე „სამილიკი“ მანამდე გვანცასაც მოეწერა მოლოცვითი ხასიათის შეტყობინება ბოლოში „არ ავღნიშნოთ?“-ო კითხულობდა. ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე და ანანოს გავხედეგვერდით მჯდომ მეგის რაღაცას უხსნიდა ღიმილით.
ბოდიში მოვიხადე და წამოვდექი. ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი. შეტყობინებები კიდევ ერთხელ გავხსენი და გვანცას დავურეკე. მხიარული ხმით მიპასუხა. ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი სიცილი ქონდა მთელს მსოფლიოში გვანცას. ესეთი წრფელი და ალალი სიცილი არავის ქონდა.
-ზურიკელააა - გვანცას მხიარული ხმა გაისმა ყურმილს იქით - როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ? -მოვიკითხე მეგობარი - უკვე ნასვამი ხარ?
-ცოტათი - გადაიკისკისა გვანცამ - საყვარელო გილოცავ, მრავალ მრავალ და კიდევ მრავალს. ჩემი თავი ნუ მოგიშალოს ღმერთმა - კიდევ გულიანად გადაიკისკისა გვანცამ
-შენც ასევე - მეც სიცილით ვუპასუხე - ცოტა ადრე ხომ არ დაიწყე აღნიშვნა?
-ჯერ მოთელვა მაქვს - ისევ გადაიკისკის - თუ გინდა მისამსრთს ჩგიგდბ და გამოდი. გამიხარდები ძალიან.
-დღეს ვერა - ცოტა სინანული შემეპარა ხმაში - სტუმრები გვყავს სახლში.
-და მე რატო არ დამპატიჟე? - ეწყინა გვანცას
-ჩემი წვეულება არ არის - დავიწყე თავის მართლება - მაიკომ თავისი მეგობარი მოიყვანა გასაცნობად.
-ხო კაი გეხუმრები - ისევ გულიანად გადაიკისკისა გვანცამ
-არ გცივა? - პიჯაკი მომახურა ანანომ მხრებზე და სიგარეტს მოუკიდა
-ანანოა? -ხმა შეეცვალა გვანცას და წამსვე დასერიოზულდა, თითქოს გამოფხიზლდაო
-ხო - მოკლედ ვუპასუხე - კარგი ხვალ დაგირეკავ და შევხვდეთ სადმე - ნორმალურად არც დავმშვიდობებივარ გვანცას, არც მის პასუხს დავლოდებივარ მაშინვე გავუთიშე ტელეფონი და პიჯაკის ჯიბეში ჩავდე.
ანანოს არაფერი უკითხავს. უსიტყვოდ მომაწოდა სიგარეტის კოლოფი. თვითონ აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და ვიტრაჟის იქინ მხიარულ სუფრას გახედა. მეც გამოვართვი კოლოფი და ერთი ღერი ამოვაცურე კოლოფიდან. ტუჩებს შორის მოვიქციე და სანთებელას დავუწყე ძებნა. ანანომ ისევ უხმოდ მომიკიდა და სანთებელა ჯიბეში ჩაიდო.
-გვანცა იყო - ნაფაზი დავარტყი სიგარეტს და ტელეფონზე ვანიშნე, ანანოს არაფერი უთქვამს უბრალოდ მხრები აიჩეჩა - ახალი წელი მომილოცა.
-რატო მიხსნი? - ძალიან სევდიანი ხმით მითხრა ანანომ. ცოტაც და ალბათ ატირდებოდა.
-არ მინდა რამე არასწორად რომ გაიგო - ვეცადე თავი მემართლებინა
-ზურა - უცემ მოტრიალდა ჩემსკენ.
იმ მომენტში ისე ახლოს ვიდექით ერთმანეთთან რომ მის გულის ცემას ვგრძნობდი. მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს და სურნელს. იმდენად ახლოს იდგა რომ ოდნავ შერხევაზეც კი შესაძლებელი იყო შევხებოდი. თვალი თვალში გამიყარა, ისეთი სევდიანი და ღრმა თვალები ქონდა სულ მთლად ჩავიძირე მასში. რაღც თბილი ჩამეღვარა სხეულში. მთელი ტანი მოიცვა და გამათბო. ესეთი გრძნობა ჯერ არავისთან არ განმიცდია აქამდე. არც სოფოსთან და არ ანანოსთან. პირველად ვგრძნობ ამ გრძნობას რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. სურვილი მაქვს რომ სულ ვუყურო და ვტკბებოდე მისი სილამაზით სა სინაზით.
-ზურა - გაიმეორა ისევ, ამჯერად ცოტა ცუმად და თვალი მომარიდა -არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა.
-მე კი მინდა რომ აგიხსნა - მის ნიკაპს ორი თითით მოვკიდე და სახე მოვატრიალებინე ჩემსკენ ისევ.
-არ გინდა ზურა - ცადა თავი დაეხსნა ჩემი ხელებისგან - ჯერ ისევ მტკივა.
-მაპატიე - ჩუმად ამოვილუღლუზე და ოდნავ შევაზე მის ტუჩებს ჩემი ტუჩები.
ღმერთო, ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია. თითქოს განათდა, ფეიერვერკები მქონდა თვალებში. გული ამოხტომას ცდილობდა. ანანო წამსვე მომცილდა, არაფერი უთქვამს. ასე უსიტყვოდ დამტოვა და წავიდა. მისმა შეხებამ ადგილზე გამაქვავა. ვეღარ ვინძრეოდი. მისი ტუჩების შეხებამ დამწვა, დამადნო და „ფენიქსი“-სავით ისევ ავღსდექი ფერფლიდან. თითქოს თავიდან დავიბადე.



№1 სტუმარი სტუმარი ანო

რა სისულელეა. ზურა ჩამოუყალიბებელია, კიდევ კარგი ვერ შეიყვარა სოფომ თორე მარტივად დატოვებდა, არაფერი იცის სიყვარულზე დდდ

 


№2 სტუმარი მე❤

იქნებ ეღირსოს გამოღვიძება❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

უცებ გაუნათდა გონება და მიხვდა რო ანანო უყვარდა თურმე????????????სოფოს ფინია????????მეგონა რამე მიზეზი ექნებოდ სოფოს ამგვარ საქციელს, ძაან გააზღაპრე????????❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი Sanari

ზურაჩამოუყალუბელი პიროვნებაა.ნარცისტი,ჰგონია მასზე უკეთესი არავინ არის,არასერიოზული,ვისაც უყვარს განზე სწევს თუ….

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent