არასწორი გმირი [თავი მე-6]
ელი ნელა მიდიოდა ბიჭებისკენ, ხელში პატარა რობერტის სხეული ეჭირა, როდესაც ბიჭებმა ელი დაინახეს მისკენ გაიქცნენ ჯერ ვერ შეემჩნიათ, რომ რობერტი მკვდარი იყო, ახლოს რომ მოვიდნენ ელი მუხკებზე დაეცა და მთელი ხმით დაიღრიალა ,,-აააააააააააააა,, ეს ყვირილი საშინლად მტკივმნეული იყო ბიჭებმა ტირილი დაიწყეს და რობერტს ჩაეხუტნენ. -არა ეს შეუძლებელია ის მკვდარი არ იქნება. -მართალია ექიმთან უნდა წავიყვანოთ. -მაპატიეთ ბიჭებო მე მისი დაცვა ვერ შევძელი, ის უკვე მკვდარია ექიმი მას ვეღარ უშველის. ისინი იქურობას მალე გაეცალნენ, არცერთ მათგანს აღარ აინტერესებდა ომი როგორ დასრულდებოდა. რადგან მათთვის ბრძოლის მიზეზი მოკვდა. რობერტი იმ ღამითვე დამარხეს, იმ ღამეს წვიმამ დაიწყო თითქოს ზეცაც გრძნობდა პატარა ბიჭუნად სიკვდილს და ისიც სხვებთან ერთად ატირდა. მეორე დღეს მონადირე დაბრუნდა, ბრძოლაში გაიმარჯვეს და მთელი მარაგი სოფელს მოუტანა, ყველა გახარებული იყო მხოლოდ ერთი სახლი იყო სადაც სიხარულის ნაცვლად სევდის ზარები რეკდნენ. მონადირე მათთან წავიდა სახლში შესულს იმაზე უარესი სურათი დახვდა ვიდრე ელოდა, ბიჭები ჩაბნელებულ სახლში იატაკზე ისხდნენ ჩუმად, კარის გაღებაზე მაღლაც კი არ ამოუხედავთ, მათ თვალებში იმედი გამქრალიყო. მონადირემ ელის ძებნა დაიწყო მაგრამ იქ არ იყო ბიჭებისთვის კითხვა ვერ შეძლო და სახლიდან გამოვიდა, ელის მოძებნა დაიწყო, ყველგან ეძებდა სადაც კი შეიძლება ყოფილიყო ბოლოს იფიქრა იქნებ სასაფლაოზეაო და იქით გაემართა, იქ მისულს ელო დაინახა საფლავის გვერდით იჯდა, როდესაც მისკენ წასვლა დააპირა შეამჩნია, რომ ელისკენ ვიღაცა მიდიოდა გაჩერდა, გადაწყვიტა კაცის წასვლის შემდეგ მისულიყო. ელი თავდახრილი მთელი ღამე საფლავთან იჯდა ტიროდა და ბოდიშს იხდიდა, თვალები სულ ჩაშავებოდა, ვინ იცის ეს სტრესის ბრალი იყო თუ იმის მთელი ღამე რომ არ უძინია. გიომ, ძველმა გმირმა, მას მხარზე ხელი ფრთხილად დაადო. -ელ საკმარისია, ამით მას ვერ დაავრუნებ. ელმა განრისხებული და ცრემლიანი თვალებით ამოიხედა. -აქ შენ იმის სათქმელად მოხვედი, რომ ეს ჩემი ბრალი არ არის და არ უნდა დავნებდე.... ყველა ერთნაირები ხართ. -არა, მე იმის თქმას არ ვაპირებ რომ ეს შენი ბრალი არ არის, რადგან ეს სწორედაც რომ შენი ბრალია. -რა? -შენ რომ არა ეს ბიჭი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, მე რომ არა ათასობით ადამიანი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, მე და შენ ორივემ ბევრი დავაშავეთ, ჩვენ ორივემ ხალხი სასიკვდილოთ გავწირეთ, მაგრამ ჩვენ ორივემ ვცადეთ.....ვცადეთ თუმცა არ გამოგვივიდა. -არ ვიცი ახლა რა უნდა ვქნა. ქვითინით წარმოთქვა ელმა. -მე როდესაც დავმარცხდი არაფერი ვქენი და ეს არასწორი აღმოჩნდა, ახლა შენ დამრცხდი და ფეხზე უნდა ადგე, ვინ იცის იქნებ ეგ გზა სწორი აღმოჩნდეს. -მე არ შემიძლია. -ვიცი, არცაა საჭირო ერთიანად ადგე ნელ-ნელა ყველაფერს შეძლებ, ახლა ადექი და სახლში წადი ეს პირველი ნაბიჯია. -კარგი წავალ, მაგრამ აქ რობერტს მარტო ვერ დავტოვებ არ შემიძლია. -ის მარტო არც არის, აქ მისი სხეულია, ის კი მუდამ შენთან იქნება. ელი ფეხზე წამოდგა და იქიდან ნელა სვლით წამოვიდა. მთელი გზა თავ დახრილი მიდიოდა უკან კი ჩუმად მონადირე მიყვებოდა. სოფელში ყველას უხაროდა, იცინოდნენ, ბავშვები თამაშობდნენ, ელის დანახვაზე ყველა მისკენ გაიქცა, მადლობის გადახდა უნდოდათ, მაგრამ ისეთი შეგრძნება იყო თითქოს ელის თავზე შავი ღრუბელი დატრიალებდა, ამის დანახვაზე ყველა გაჩუმდა და მას უყურებდნენ, ელს სვლა არ შეუნელებია არც გაჩერებულა მიდიოდა და ირგვლივ ვერავის ამჩნევდა. სახლში შესულმა თავი ზევით აწია და ბიჭებისკენ გაიხედა,ბიჭები საჭმელს აკეთებდნენ, ელს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ სიტყვების თქმა ვე შეძლო, გაჩუმდა და თავდახრილი თავის ოთახში შევიდა. მონადირეც შევიდა სახლში და ბიჭებისკენ წავიდა. -ვიცი რომ ახლა გიჭირთ, მაგრამ ამ ტირილს რა აზრი აქვს მას ვერ დააბრუნებთ, ასე დავიშლებით და ერთმანეთს დავცილდებით, დროა შეწყვიტოთ ეს ტირილი. -შენ რა იცი ჩვენ რას ვგრძნობთ, შენ ჩვენი ოჯახის ნაწილიც კი არ ხარ და როგორ შეგიძლია იმის თქმა თუ რა ჯობია ახლა. განრისხებულმა წარმოთქვა ალექსმა. -მართალია ჩვენ ტირილით ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ახლა ცრემლები ერთადეღტია რაც გაგვაჩნია. მშვიდად დაამატა ბილმა.მონადირემ ვეღარაფრის თქმა ვეღარ შეძლო სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა და გაჩუმდა. ელი საწოლზე პირქვე დაეცა, ფიქრობდა რობერტზე და მასთან ერთად გატარებულ დროზე. რობერტი ყველაზე პატარა იყო ბიჭებს შორის, მას დიდი ლოყები, მრგვალი სახე და დიდი შავი თვალები ქონდა. ელთან ერთად ხშირად თამაშობდა, ელი მასთან ერთად იმ ბავშობის დროს ინაზღაურებდა , რომელიც ქუჩაში გაატარა, მასთან ერთად ისიც პატარა ხდებოდა. რობერტი ხშირად აწუხებდა კოშმარები და როდესაც ასე ხდებოდა ელთან მიდიოდა და მასთან დაძინებას თხოვდა, ელს გაახსენდა პირველად როგორ თხოვა მასთან დაძინება. ელს ტკბილად ეძინა, როდესაც კარის გაღების ხმა გაიგო თავი ზემოთ წამოწია და კარისკენ გაიხედა, კართან რობერტი იდგა თავის სათამაშოსთან ჩახუტებული. -ელ გღვუძავს. ჩუმად წარმოთქვა რობერტმა, და თავისი დიდი თვალებით პასუხის მომლოდინედ შეხედა ელს. -კი მღვიძავს, რამე მოხდა? -იცი მე.... მე ცუდი რაღაც ვნახე და ვიტირე, შეიძლება შენთან დავწვე. ელი გაჩერდა, გულში სიხარული იგრძნო, თითქოს ის ვიღაცას ჭირდებოდა, მაგრამ გულიც დაწყდა შეეცოდა რობერტი, რა იქნებოდა როცა ის აქედან წავიდოდა, ვინ დაეხმარებოდა რობერტს დაძინებაში. -კი შეგიძლია, მოდი ერთად დავიძინოთ. რობერტმა გაიღიმა და ელისკენ გაიქცა, მის საწოლში ჩახტა და ელს მიეხუტა. -მადლობა ელ. იმ ღამეს ორივეს ტკბილად ეძინა, ელს დიდიხანია რაც ასე კარგად არ დაუძილია. რატომ გაახსენდა ელს ახლა ეს ამბავი, ამ წარსულის მონაკვეთმა რობერტი უფრო მოანატრა. ნუთუ მთელი ცხოვრება ამ ცოდვით უნდა იცხოვროს, არა ელს ასეთი ცხოვრება არ უნდა, ურჩევნია ეს სიცოცხლე დათმოს ვიდრე ამ ტკივილით უცხოვროს. ასე გადიოდა დღეები, ბოლოს ბილი ფეხზე წამოდგა და დაიძახა. -მონადირე მართალია დროა ეს დავამთავროთ, წინ უფრო მეტი სირთულე გველის ახლა ტირილი ვერ გვიშველის, მეფე მალე გაიგებს ბატონის სიკვდილის შესახებ და ჩვენ დიდი პრობლემები გვექნება, ამასთანავე ელის ასე ყურება აღარ შემიძლია, დროა მას დავეხმაროთ. -ძლივს ვიღაც ჭკვიანი გამოჩნდა. წამოიძახა მონადირემ. -კი მაგრამ რა უნდა ვქნათ? ელს როგორ ვუშველით? -ვიფიქრე იქნებ ტყეში პიკნიკზე წავიდეთ, ეს მას გუნებას გამოუკეთებს, თან ამ სახლსაც გავარიდებთ სადაც ყველაფერი რობერტს გვაგონებს. მონადირე:-არ ვიცი ეს უაზროთ ჟღერს, თუმცა ვცადოთ სხვა აზრი მაინც არ გვაქვს. ყველა ფეხზე წამოდგა და ელის ოთახში შევარდნენ, ელმა თავი მაღლა აწია და გაოცებულმა შეხედა მათ. -ელ ადექი. -ახლა მარტო დამტოვეთ გთხოვთ. -არა ნუ გვტხოვ. მონადირე ელთან მივიდა და ელი ზურგზე გადაიკიდა, ელი ვერც ინძრეოდა ვერ გაეგო ამ სამს მისგან რა უნდოდათ ან რას ცდილობდნენ. მთელი გზა ასე მითრევდა, ელმა ბევრჯრე თხოვა გაეშვა, მაგრამ მონადირე მაინც არ უშვებდა. მდინარის ნაპირთან ნოხი გაშალეს ზედ საჭმელი დააეყეს, მონადირემ ელი ზედ ნოხზე დასვლა, სახე ახლოს მიუტანა და ეშმაკურად ჩაუღიმა, ელს ლოყები აუეითლდა და თავი დაბლა დახარა, შემდეგ მოწყენილი ხმით წამოუზახა. -აქ რატომ მომიყვანეთ? -ელ ნუ ბრაზდები, ჩვენ ყველამ ვიფიქრეთ რომ დროა საკუტარი თავის დადანაშაულებას მორჩე და ცხოვრება განაგღზო. -ყველა მაგას მეუბნებით მე კი არ მესმის ამაზე ფიქრი როგორ უნდა შევწყვიტოთ, მონადირე გასაგებია მაგრამ თქვენ ბიჭებო როგორ შეგიძლიათ რობერტის ასე დავიწყება. -შენ რა გგონია რომ რობერტი ჩვენზე მეტად გიყვარდა, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით მას შენზე კარგად ვიცმობდით, მაგრამ ვხვდებით რომ ტირილს აზრი არ აქვს, ეს ვერ დააბრუნებს მას. გაბრაზებული და ნაწყენი ხმით წამოიძახა ალექსმა. -საკმარისია დრო ჩვენ ყველამ ჩვენ თავევს ვაპატიოთ, რობერტი ჩვენ არ მოგვიკლავს და ეს უნდა მივიღოთ. მშვიდად და მყარად წარმოთქვა ბილმა. მონადირე ფეხზე წამოდგა მდინარესთან მივიდა ხელში წყალი დაიგუბა ელს მიუახლოვდა და თავზე დაასხა. -რა ჯანდაბას აკეთებ?! -ვიფიქრე დრო იყო წყლით გამომეფხიზლებინე. ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა მონადირემ, ელი ფეხზე წამოხტა და მას გაეკიდა, ორივე წყლისკენ გაიქცნენ, ელმა ფეხი წამოუდო და მონადირე წყალში მთლიანად ჩააგდო, ბავშვებიც მათკენ გაიქცნენ, საბოლოოდ ყველა სველი და გაწუწული ამოვიდა ნაპირზე, დიდი ხანი გავიდა რაც ყველამ ასე ერთად იცინეს, ელს რობერტი ისევ ენატრებოდა, თუმცა ახსოვდა რომ ამ ქვეყნად კიდევ დარჩა ორი ბიჭუნა რომლის დაცვაც კვლავ უნდოდა. იქ მთელი დღე გაატარეს ყველა ერთობოდა მანამ სანამ ერთი კაცი არ მოვიდა. -სოფელს შემოუტიეს ჩვენ თქვენ გვჭირდებით. -რა? ვინ შემოგვიტია? -ვფიქრობთ მეფის ჯარები არიან, უკვე გაიგეს ბატონის სიკვდილის შესახებ. უნდა წამოხვიდეთ და ჯარს წინ გაუძღვეთ, ყველა თქვენ გელოდებათ. -ბიჭებო, მონადირე წავედით ჯერ კიდევ დაგვრჩა საქმეები. ყველა სოფლისკენ წავიდნენ, იქ მისულ ელს უცნაური სურათი დახვდა, სოფლის კედლები გაემაგრებინათ მოსახლეობას და მეფესთან საომრად ემზადებოდნენ. ომი მოახლოვდა, ყველგან ბრძოლის ყიჟინა ისმოდა, ბავშვები და მოხუცები გადამალეს, ქალები და კაცები კი საბრძოლველად წინ გამოვიდნენ, ირგვლივ დაძაბული გარემო იყო სიხარული და ბედბიერება სოფლიდან გაქრა ახლა ყველა დაძაბული ელოდა ხმის ჭახუნის ხმის გაგონებას, ირგვლივ სიჩუმე იყო, მაგრამ ეს სიჩუმე ყვირილზე ხმამაღალი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.