მარტივი ბედნიერება ( 15 ) დასასრული
- არ მჯერა რომ შუა აპრილში ასეთი ამინდებია და ასე ცხელა, -ბალახზე გაშლილ პლედზე გულაღმა დავეშვი და ჩემს გერდით გაშოტილ დემეტრეს ცალი თვალით გავხედე, ხელის ზურგები თვალებზე ჰქონდა აფარებული და საყვარლად იღიმოდა. - რაზე ფიქრობ? -თითები მაისურის ქვეშ შევუცურე და ყურთან მსუბუქად შევუბერე სული, ნათლად დავინახე როგორ დაეხორკლა კანი. - რატომ ვერ ისვენებ მაო? -ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა, წამებში მომექცა ზემოდან და ვნებისგან დაბინდული თვალებით მომაჩერდა, მისი საკმაოდ მოზრდილი თმები სახეზე მეყრებოდა, ცხვირით ცხვირზე მეხებოდა, საყვარელი სურნელი ნესტოებში მიძვრებოდა, ტვინის ყოველ უჯრედამდე აღწევდა და სიამოვნების საბურველში მხვევდა, მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა რომ მისთვის ცოტაოდენი წინააღმდეგობა გამეწია. - გეყოფა, ხომ არ დაგავიწყდა რომ აქ მარტო არ ვართ, -საცოდავად ამოვიკნავკლე და თვალების ცეცება დავიწყე რომ ვინმე მაინც დამენახა ახლომახლო. - ტყუილად აცეცებ მაგ ლურჯ თვალებს, აქ არავინაა, ბექა, ონისე, ნატა და ანა, ქალაქში ჩავიდნენ პროდუქტებისთვის, იკა და ლიზა კი სახლში შევიდნენ წეღან და დარწმუნებული ვარ ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცალიათ, თანაც სახლიდან საკმაოდ მოშორებით ვართ, დიდი-დიდი ციყვებმა დაინახონ რას ვაკეთებთ. - კარგი რა დემე. - ჯერ მიწვევ და მერე წუწუნებ, ასეთი რაღაცეები ჩემთან არ გაგივა პატარავ, -ჩაიცინა, წამოჯდა, თეძოებში ხელი ჩამავლო, მაღლა ამწია და მის მუხლებზე აღმოვჩნდი, ცალი ხელი კისერზე მომხვია, თავისკენ დამქაჩა და ტუჩებზე დამაცხრა, ცალი ხელით კი კაბა ზემოთ ამიცურა, საცვალს მისწვდა, სიფრიფანა, მაქმანებიან მატერიას საჩვენებელი და შუა თითი გამოდო და გაგლიჯა. - ცოტა ნელა ველურო, -ჩავილუღლუღე როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი, მერე კი აცახცახებული თითებით დავწვდი მის შარვალს და შევუხსენი. - მომწონს რომ კაბა გაცვია, ასეთი სიტუაციებისთვის პირდაპირ მისწრებაა, -ამჯერად ორივე ხელი ჩამავლო თეძოებში რომ ჩემთვის მის ასოზე მოთავსება გაეადვილებინა, მერე კი ისევ ტუჩებზე მეცა რომ სიამოვნებისგან წამოცდენილი ხმები ჩაეხშო, კაბის ღილები ჩამიხსნა, ამჯერად მოშიშვლებული მკერდი დამიკოცნა, საჯდომზე მტკივნეულად მომიჭირა და ჩემს მოძრაობებს აყვა, ეს ნამდვილად სრულყოფილი სიამოვნება იყო, ორივე ვცდილობდით ერთმანეთისთვის გვესიამოვნებინა და ერთმანეთის ნასიამოვნები სახის დანახვას ნეტარების მწვერვალზე ავყავდით... ჯერ კიდევ ბურანში მყოფი ვიწექი მის გვერდით და საოცრად ლურჯ ცას თვალებმოჭუტული შევყურებდი, ჩემსკენ გადმობრუნდა, იდაყვზე დაეყრდნო და ზემოდან დამხედა, ისეთი სუფთა და კამკამა თვალები ჰქონდა რომ მათში გარკვევით ვხედავდი ჩემს ბედნიერებისგან გამოშტერებულ სახეს, უნებურად გამეღიმა. - გთხოვ მითხარი რა გაიფიქრე? -რაღაცნაირად საყვარლად მთხოვა. - მაინტერესებს ახლა როგორ მხედავ, შენი თვალით დანახული ჩემი თავის დანახვა მინდა. - ნეტავ მართლა შეგეძლოს ამ სასწაულის დანახვა, -თითები ნაზად ჩამომისვა ლოყაზე და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ისე მიყურებდა თითქოს ჩემს კანში შემოძრომა, ჩემი მთლიანად შესრუტვა და შთანთქმა უნდოდა, ტუჩებზე ნაზად შემეხო, შეხსნილი ღილები სათითაოდ შემიკრა და თავი მკერდზე დამადო. - - - - - - - ცუდია რომ ასე მალე მივდივართ, ჯერ სულ ხუთი დღეა რაც ჩამოვედით და ხვალ უკვე უკან ვბრუნდებით, იქნებ ცოტა ხანს კიდევ დავრჩენილიყავით, -ნატა ონისეს მიეხუტა და საყვარლად აუხამხამა თვალები. - ნუ მიხამხამებ თვალებს აფერისტულად, -თმა აუჩეჩა ონისემ უმცროს დას და ლოყები ისე დაუჩქმიტა რომ ააკივლა. - მაო ვერ ხედავ რა დღეში მაგდებს, ხომ მითხარი რომ სულ ჩემ მხარეს დაიჭერდი ხოლმე, -დაიწუწუნა და ისე შემომხედა რომ აშკარად მხარდაჭერას ელოდა ჩემგან. - აჰა, ესე იგი ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ? -ონისემ გაბრაზებულმა გადმომხედა. - კარგი ერთი, გეყოფა, ამხელა კაცი ხარ და არ გრცხვენია რომ პატარა ბავშვს აწვალებ? -გვერდით მივუჯექი ჩემს ძმას და ვაიძულე რომ ნატა გაეშვა, ისიც მაშინვე ბექას მიუჯდა გვერდით გაბუტული სახით და მიეხუტა, მანაც მაშინვე თავზე მოფერება დაუწყო და თან ონისეს ანიშნა ვერ გადამირჩებიო, არ გამომპარვია როგორი თვალებით უყურებდა ონისე ბექას. - რა ხდება ძამიკო, ასე რატომ უყურებ ბექას და ნატას. - არ ფიქრობ რომ ზედმეტად ახლო ურთიერთობა აქვთ? - კარგი რა, ამას როგორ ამბობ, დარწმუნებული ვარ ისე უყურებს როგორც პატარა დაიკოს. - ამაში მეც დარწმუნებული ვიყავი, როცა ნატა თორმეტი წლის იყო, მაგრამ ახლა შეხედე მაო, უკვე ჩვიდმეტი წლისაა და ძალიან ლამაზი გოგოა, ისეთი ლამაზი რომ ვერცერთი კაცი გულგრილად ვერ შეხედავს, მიჭირს ამის აღიარება მაგრამ უკვე გაიზარდა, ის პატარა გოგო აღარ არის ზურგზე მოკიდებული რომ დაგვყავდა და დღეები გვქონდა განაწილებული, ვის უნდა წაეყვანა მაკდონალდში, როცა საფრანგეთიდან შენს გასაცნობად ჩამოვიყვანე, აეროპორტში მე და ბექა დავხვდით, რომ გენახა როგორ უყურებდა... - დარწმუნებული ხარ? - მე კაცი ვარ მაო და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს ისეთი მზერა როგორითაც ბექა ნატას უყურებდა, არ მინდა არასწორად გაიგო, ნამდვილად არ ვარ ისეთი ტიპი რომელიც საკუთარი დის ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი ეგოისტური მიზნების გამო ჩაერევა, არც ბექას ასაკზე და იმაზე მაქვს პრობლემა რომ ჩემი ძმაკაცია, დარწმუნებული ვარ ისეთს არაფერს გააკეთებს რომ ნატას გული ატკინოს და ჩვენს მეგობრობას საფრთხე შეუქმნას, უბრალოდ ნატა ამ ყველაფრისთვის ჯერ ძალიან პატარაა, ყველაფერი წინ აქვს, უნდა ისწავლოს, ფეხზე მყარად დადგეს, არ მინდა მთელი ცხოვრება ჩემზე ან ვინმე სხვაზე იყოს დამოკიდებული, არ მინდა რომ ადრეულ ასაკში იტვირთოს ოჯახის ტვირთი, არ მინდა მხრებზე ნაადრევად დაწოლილი პრობლემების გამო თვალებში ის სხივი ჩაუქრეს ასე რომ მიყვარს, მის გამო მეშინია მაო... ვუსმენდი და არ მჯეროდა, ვუსმენდი და გული მტკიოდა იმის გამო რომ მივხვდი თუ რაოდენ ცუდად ვიცნობდი საკუთარ ძმას, თურმე როგორი მგრძნობიარეა და როგორი სიყვარული შეუძლია, იჯდა ჩემს გვერდით მხრებში მოხრილი, ფიქრებისგან დაღლილი და სევდისგან დამძიმებული, იჯდა და თვალის დაუხამხამებლად შეჰყურებდა კოცონს, წელზე შემოვაჭდე მკლავები და თავი მკერდზე მივადე, მანაც მომხვია ხელები ნიკაპით თავზე დამეყრდნო და ღრმად ამოიხვნეშა. - რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო, -ჩემთვის არ უკითხავს უბრალოდ თქვა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ბექას მკლავებში მომწყვდეულ ნატას. - ამაზე ნუ იფიქრებ, ახლა მეც გყავართ შენ და ნატას, მარტო აღარ ხართ, მე დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ. - როგორ? ეტყვი რომ ბექას ახლოს არ გაეკაროს? - არა, რას ამბობ, ამას არ გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ რომ ნატა ბექას როგორც კაცს ისე არ უყურებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ახლა რომ ვუთხრა მგონი ბექას მოსწონხარ და მისგან თავი შორს დაიჭირეთქო, ამით იმას მივაღწევთ რომ პირიქით, მის მიმართ ინტერესი გაუჩნდება და სხვა თვალით შეხედავს, ხომ გაგიგია შეძახილმა ხე გაახმოო, ყველაფერი მე მომანდე კარგი? ვიცი რაც უნდა გავაკეთო. - რა კარგია რომ ისეთი ვინმე მყავს ვისაც ასეთ თემებზე დაველაპარაკები, შენზე ვგიჟდები დაიკო, შენ რომ არა ალბათ რამე სისულელეს გავაკეთებდი... უეცრად შეწყვიტა საუბარი და ვიგრძენი როგორ დაიძაბა, მის მზერას გავაყოლე თვალი, სახლიდან თეთრ ფრიალა კაბაში გამოწყობილი ანა გამოვიდა ხელში თეფშებით, იქვე ცეცხლთან მდგარ მაგიდაზე დაალაგა და მოგვიახლოვდა. - თავს როგორ გრძნობთ ბატონო ონისე, -დამტკბარი ხმით და თვალების ჟუჟუნით ჰკითხა, ონისემ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და ამოილუღლუღა კარგადო, მე კი ღიმილი ძლივს შევიკავე, სასაცილო იყო როგორ იბნეოდა ჩემი ორმეტრიანი ძმა ამ ციცქნა გოგოს დანახვისას. - ჰოდა თუ კარგად ხარ კეთილი ინებე ადექი და მაგიდის გაშლაში დამეხმარე, -მიახალა და თეძოების მაცდური რხევით წავიდა სახლისკენ. - ერთხელაც იქნება შემომაკვდება ეს ენაგრძელი, -ჩაიბურტყუნა და წამოდგა. - აბა, აბა, არც კი გაბედო და არ აწყენინო, ანასთან ფრთხილად იყავი თორემ იცოდე საქმე ჩემთან გექნება. - როგორ გეტყობა რომ შენს დაქალს არ იცნობ, რომელ წყენინებაზეა ლაპარაკი, სიცოცხლეს მიმწარებს, მე გყავარ მისგან დასაცავი და ვერ ხვდები, -თავი გადააქნია და მხიარული სიცილით წავიდა სახლისკენ. - - - - - - - არ მეტყვი როგორ მოახერხე და ირაკლი და ნათია თავიდან როგორ მოიშორე? -ისე მოულოდნელად მკითხა დემეტრემ რომ ალუბლის წვენი სასულეში გადამცდა და კინაღამ დავიხრჩვი. - მე რა შუაში ვარ, ალბათ ნათიას საზღვარგარეთ ცხოვრება მოუნდა და ხომ იცი ირაკლიც ყველაფერს უსრულებს, ადგნენ და წავიდნენ, -რაც შემეძლო უდარდელად ვთქვი. - კარგი რა ხომ იცი რომ ვერ მომატყუებ, ვიცი რომ მაგ საქმეში შენი და ლიკას ხელი ურევია. გამომცდელად შევხედე, ღიმილით მიყურებდა და თვალებში მხიარული ნაპერწკლები უთამაშებდა, აშკარად არ იყო გაბრაზებული და მეც გული მომეცა. - შეიძლება სულ ცოტათი ჩავერიეთ კიდეც, სულ ცოტათი, ოღონდ არ მკითხო რა გავაკეთე, მთავარია რომ ჩვენგან შორს იქნებიან და ონისეც ვერასდროს გაიგებს დედამისის ინტრიგების შესახებ. - საშიში ქალი ხარ. - განსაკუთრებით მაშინ როცა მშია, -დავიწუწუნე და მწვადით სავსე თეფშზე ვანიშნე, გაეცინა და რამდენიმე ნაჭერი გაგდმომიღო. - აბა როგორ მოგწონს? - ძალიან გემრიელია, ნამდვილი პროფესიონალი ხარ, -პირგამოტენილმა ძლივს მოვახერხე რომ მეპასუხა. - არ დაიჯერო რძალო, მე შევწვი, ეგ უბრალოდ იბრალებს, -იკამ სავსე თეფში ლიზას მიაწოდა და შესცინა. - აფერისტი, როგორ ცდილობს რომ ლიზას თავი მოაწონოს, -ჩამჩურჩულა დემეტრემ და თან პირზე ხელი აიფარა რომ როგორმე სიცილი შეეკავებინა. - მოიცა, შენ რა იცი მათ შესახებ? როგორ? რამდენი ხანია? ვინ გითხრა? -ერთბაშად მივაყარე. - ვხვდებოდი, იკას დიდი ხანია მოსწონს ლიზა, მაგრამ ვერ ეუბნებოდა. - შენს გამო? - ჰო, ჩემს გამო, ხომ გესმის ძმაკაცის დაიკო და რამე, -ჩაიცინა და სიყვარულით სავსე მზერა შეავლო წყვილს რომელიც ერთმანეთის გარდა აშკარად ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევდა. - მერე რა მოხდა, როგორ გაიგე? - გახსოვს იმ ღამეს იკა ჩვენთან რომ დარჩა და ლიზას საძინებელში ეძინა? - ესეც იცი? - იკამ მითხრა, იმ დღეს დამელაპარაკა პირველად თავისი გრძნობების შესახებ. - შენ რა უთხარი? - შეხედე მათ და მიხვდები, იკას მის მიმართ სერიოზული გრძნობები აქვს, ლიზასაც უყვარს, ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და ვუთხარი რომ ყველაფერი ვიცი, მიტომაც არის ასე თავისუფლად. - არადა იცი როგორ ეშინოდა რომ გაბრაზდებოდი. - მე მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერი იყოს, იკას გვერდით კი ბედნიერი იქნება, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ ოღონდ იცოდე არავის უთხრა თორემ იკას ძალიან დიდ სიურპრიზს ჩაუშლი, თბილისში რომ დავბრუნდებით ცოლობა უნდა სთხოვოს. - მართლა? რა კარგია, როგორ მიხარია, რომ ერთად იქნებიან და როგორ მიხარია რომ ასეთი კარგი მყავხარ, იღბლიანი ვარ, სამყაროში ერთადერთი არსებობ ასეთი იდეალური და ჩემი ხარ. - გეყოფა, ამდენმა ქებამ შეიძლება მაწყონოს, -თვალები აუციმციმდა და ბედნიერებით აევსო, მე მას ვაბედნიერებ, ის კი მე, ღმერთო ოღონდ ეს ყველაფერი უბრალო მირაჟი არ აღმოჩნდეს... - სამ დღეში ხომ შენი დაბადების დღეა, ჰოდა იკამ იფიქრა რომ როცა ყველა ერთად ვიქნებით რესტორანში შეკრებილები მაშინ სთხოვოს ხელი, რას იტყვი? - მართლაც ძალიან მაგარი დაბადების დღე გამოვა, აუ დემე ახლა გამახსენდა და რაღაც უნდა გითხრა, -წინასწარ მოვემზადე უსიამოვნო საუბრისთვის, მანაც აშკარად იგრძნო ჩემი ცვლილება და დაიძაბა, ჩემსკენ მობრუნდა და თვალებში ჩამხედა. - გისმენ, რა უნდა მითხრა? - ხომ გახსოვს გითხარი რომ ახალი ლექტორი გვყავს. - რათქმაუნდა მახსოვს. - ჩემს დაბადების დღეზე დავპატიჟე. - ძალიან კარგი, -გამიღიმა და ლოყაზე მომეფერა, -შენი დაბადების დღეა და ვინც გინდა ის დაპატიჟე. - მე უბრალოდ... არ ვიცი როგორ გითხრა... ის... -ენა დამება და მთლად გავწითლდი, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის თუ ვინ იყო ჩემი ახალი ლექტორი, მიყურებდა და ელოდა როდის მოვაბავდი თავს სათქმელს, ბოლოს ვეღარ მოითმინა და გულიანად გადაიხარხარა. - რა გაცინებს? -გამიკვირდა. - დამშვიდდი მაო, ვიცი რომ დაჩი შენი ლექტორია, ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, შენ თუ თვლი რომ ის შენს დაბადების დღეზე უნდა იყოს მოვიდეს. - საიდან იცი? როგორ გაიგე? - ვცდილობ ყველაფერი ვიცოდე რაც შენ გეხება. - ჰმ, მითვალთვალებ? - არა, უბრალოდ შენს მიმართ ყურადღებას ვიჩენ. - ესე იგი არ მიბრაზდები? - რატომ უნდა გავბრაზდე? - იმის გამო რომ ყველაფერი ვიცოდი თქვენს შესახებ და მაინც დავპატიჟე. - კარგად გიცნობ მაო და ვიცი დაუფიქრებლად არაფერს აკეთებ, შენს კეთილ ზრახვებშიც დარწმუნებული ვარ, ალბათ გქონდა მიზეზი რომ დაგეპატიჟებინა. - მინდა რაღაც მოგიყვე, როცა პირველად შემოვიდა აუდიტორიაში და გაგვეცნო, მიცნო, არ ვიცი საიდან, ალბათ სოციალური მედიიდან, ლექციის შემდეგ დარჩენა მთხოვა და ცოტახანს ვისაუბრეთ, მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვილაპარაკეთ... - გისმენ, გააგრძელე, -სრულიად მშვიდად მისმენდა, ის კი არადა იღიმოდა კიდეც, არადა როგორ მეგონა რომ გაცოფდებოდა... - რამდენჯერმე ვისაუბრეთ და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი ადამიანია. - ვიცი მაო, ერთად გავიზარდეთ, ძმებივით ვიყავით, მანამდე სანამ... - სწორედ ამაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი, ვფიქრობ დრო მოვიდა რომ აპატიო და შეურიგდე. - არ მინდა გაწყენინო მაგრამ ეს შენ არ გეხება. - მისმინე, შენ რომ გენახა მისი თვალები რამხელა ტკივილს და სევდას იტევს, შენ რომ გეგრძნო როგორ ტკივა ის ყველაფერი რაც თქვენს შორის მოხდა... მე ჩავხედე მას თვალებში, ვიგრძენი მისი ტკივილი და თქვენ არცერთი არ იმსახურებთ რომ იმ ალქაჯის ინტრიგების გამო გული გტკიოდეთ. - შენ არ გესმის, არ გესმის რა გააკეთა. - შენ კი არ გესმის რისი გაკეთება შეუძლია ქალს თუ მოინდომა, ქალმა თუ ისურვა ეშმაკსაც კი შეაცდენს, იმ დღეს ნასვამი იყო დაჩი, სამსახურში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, შეყვარებულსაც დაშორდა და ძალიან ცუდად იყო, ბევრი დალია, მერე ნინიმ მიაკითხა სახლში... - ეს თვითონ მოგიყვა? - ჰო, თვითონ მომიყვა და არ თქვა რომ ასეთი რამ არ შეიძლება ვინმეს დაემართოს, გაიხსენე ნათიამ რა გაგიკეთა, არ ვიცი რატომ მაგრამ მისი მჯერა, დარწმუნებული ვარ ნინიმ ეს ყველაფერი შენთვის გულის სატკენად მოაწყო, შენ წარმოიდგინე ახლაც კი ამდენი ხნის შემდეგაც კი ტანჯავს დაჩის დანაშაულის გრძნობა, შენ აკლიხარ, შენც გაკლია ის, ხომ ასეა? ერთხანს უხმოდ მიყურებდა, მერე იდაყვებით მაგიდაზე დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო, მერე თავი აწია და უცნაურად ჩაწითლებული თვალებით შემომხედა. - კარგი იყოს ასე, მივცეთ შენს ლექტორს ერთი შანსი. - ამას სერიოზულად ამბობ? - არასერიოზულობის რა მეტყობა, -გახუმრება სცადა, თუმცა ვატყობდი როგორ ნაძალადევად იღიმოდა. - მაპატიე რომ ამ ყველაფერში ჩავერიე, უბრალოდ დავინახე თუ არა შევატყვე როგორი კარგი ადამიანია დაჩი, უყვარხარ... - ვიცი მაო ვიცი, მეც მიყვარს, ყოველთვის, მთელი ცხოვრება ისე მიყვარდა როგორც შეიძლება რომ ღვიძლი ძმა გიყვარდეს, შენი აზრით ასე ადვილია ასეთი სიყვარულის დავიწყება? მადლობა რომ მაიძულე, ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება, ვცდი, მართლა მინდა ვცადო და ისევ დავიბრუნო ჩემი მეგობარი, არ ვიცი რამდენად გამოგვივა მაგრამ... - ადვილი არ იქნება. - გამხნევებაც ამას ჰქვია. - გინდა რომ მოგატყუო? გინდა გითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება? არა, ასე არ არის, თვითონაც იცი რომ თავიდან გაგიძნელდებათ თუმცა ვფიქრობ თქვენი მეგობრობა ყველაფერს გადაწონის. - ჩემი სასწაული ხარ, -ათრთოლებული ბაგეებით მაკოცა შუბლზე და მკერდზე მიმიკრა. - - - - - - დილიდანვე განსაკუთრებულად ვემზადებოდით ჩემი დაბადების დღისთვის, დავითს და ლიკას თავიდანვე უარი ვუთხარი პომპეზურად აღნიშვნაზე და პატარა წყნარ რესტორანში მხოლოდ ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში აღნიშვნაზე შევთანხმდით, მთელი დღე მაღაზიებში გავატარეთ და საღამო ხანს როგორც იქნა სახლამდეც მოვაღწიეთ, ნატა და ანა ხალიჩაზე გაიშხლართნენ, ლიზა ჩემთან ერთად წამოგორდა საწოლზე. - აბა ვინ ვის უკეთებს მაკიაჟს, მე ანამ გამიკეთოს, მაგრად გამოსდის, -ლიზამ აფერისტულად აუჟუჟუნა თვალები ანას. - კარგი ჰო, შენ და ნატას მე გაგალამაზებთ, მაო საკუთარ თავს თვითონ მიხედავს, მაინც არ უყვარს მაგას მკვეთრი მაკიაჟი, -უცბად მომიშორა თავიდან და წამოხტა. - აბა ჩადექით რიგში, სწრაფად, ამდენი დრო არ მაქვს, -გამოაცხადა და ფუნჯი თითებში დაატრიალა. - ამას მგონი თავი მართლა პროფესიონალი ვიზაჟისტი ჰგონია, -ჩაიფხუკუნა ლიზამ. - ჩუ არ გაგიგოს თორემ დარჩები ისე, -ჩავჩურჩულე და წამოვიზლაზნე რომ საკუთარი თავისთვის მიმეხედა, დღეს განსაკუთრებით ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, მინდოდა დემეტრე ჩემი დანახვისას აღფრთოვანებულიყო, კარადიდან შავი გრძელი კაბა გამოვიღე, გულდახურული, ღია ზურგით და მარჯვენა ფეხზე ჭრილით, ჩავიცვი და თმა უბრალოდ გადავივარცხნე უკან, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მაღალქუსლიან ფეხსაცმელი მოვირგე. - ანა შეხედე მგონი წელთან ცოტა ვიწრო მაქვს, რა სჭირს ვერ გავიგე, მგონი წონაში მოვიმატე, -სარკის წინ დავტრიალდი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი. - ორსულად ხარ და გვიმალავ? -მომახალა ანამ პირდაპირ და ჩემს შევარდნილ მუცელს და ვიწრო წელს ეჭვიანი მზერა სტყორცნა. - ორსულად არ ვარ, უბრალოდ ერთი-ორი კილო მექნება მომატებული. - რა იცი რომ არ ხარ? - ვიცი იმიტომ რომ თავს ვიცავთ. - მოიცა, თქვენ რა ბავშვი არ გინდათ? -გაუკვირდა ლიზას, ნატას გავხედე რომელიც კუთხეში ჩუმად იჯდა და ცდილობდა ჩვენი არცერთი სიტყვა არ გამოპარვოდა, კარგიც კი იყო რომ გვისმენდა, ჯობია თუ აქედანვე ეცოდინება რა არის სწორი, რა არასწორი და მახინჯი ტრადიციების და დოგმების გამო ცხოვრებას არ გაიმწარებს. - ესე იგი ჯერ არ აპირებთ ბავშვის გაჩენას? -ანამ კიდევ ერთხელ მოინდომა დაზუსტება. - ხომ გითხარით რომ თავს ვიცავთ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. - კარგი რა ყველაფრის დაგეგმვა ხომ არ შეიძლება, -ჩაიფხუკუნა ლიზამ. - გეთანხმები, ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება, შეიძლება დაუგეგმავად წახვიდე საღამოს რესტორანში ან კინოთეატრში, შეიძლება დაუგეგმავად ეწვიო ვინმეს სტუმრად ან სულაც დასასვენებლად წახვიდე, მაგრამ როცა საქმე ბავშვს შეეხება, სწორედაც რომ უნდა დაგეგმო, გათვალო, იფიქრო, რათქმაუნდა გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება მაგრამ უნდა ეცადო რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე დაიყვანო და რაც მთავარია, მეწყვილესთან, პარტნიორთან, მეუღლესთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტო ასეთი სერიოზული რამ, ბოლოს და ბოლოს ახალ სიცოცხლეზე იღებ პასუხისმგებლობას, ბავშვის გაჩენა, გაზრდა, აღზრდა, თამაში არ არის, შენს თავს უნდა კითხო, შეგიძლია უბრალოდ ორ ფეხზე მოსიარულე სულიერი კი არა ადამიანი აღზარდო? შეგიძლია შენი ცხოვრების საუკეთესო წლები და თითქმის მთელი თავისუფალი დრო მას მიუძღვნა? შეგიძლია სრულფასოვანი ბავშვობა და ბედნიერი მომავალი აჩუქო? ეს ყველაფერი ბოლომდე უნდა გქონდეს გააზრებული სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ. - როგორ ახერხებ ყოველთვის ასეთი იდეალური იყო, მეც მინდა რომ შენ გგავდე, -ნატა გვერდით მომიჯდა და მხარზე მომეკრო. - იდეალური არ ვარ და არც არავინ არ არის, საყვარელო, უბრალოდ ღმერთმა ტვინი იმიტომ მოგვცა ადამიანებს რომ ვიაზროვნოთ და კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი ერთმანეთისგან გავარჩიოთ, ყოველთვის არ გამოგვდის მაგრამ ხომ უნდა ვცადოთ მაინც. - მიყვარხარ დაიკო. - მეც მიყვარხარ პატარავ. - გეყოფათ ერთმანეთისთვის სიყვარულის ახსნა, ალბათ უკვე გველოდებიან ბიჭები, ანამ კარი გამოაღო და ჩვენც ლამის ძალით გაგვყარა ოთახიდან. - - - - - - დაჩიმ დაიგვიანა, ვერთობოდით, ცეკვავდით, ვსვავდით, თუმცა დემეტრეს აშკარად ვატყობდი როგორი დაძაბული იყო, დავითმა და ლიკამ მალევე დაგვტოვეს და მხოლოდ ჩვენ დავრჩით, საბა და ნატა, ონისე და ანა, ლიზა და იკა, დაწყვილებულები ცეკვავდნენ, ის იყო მუსიკა დამთავრდა და მე და დემეტრე მაგიდისკენ წავედით რომ დარბაზში დაჩი შემოვიდა, ხელში პატარა ლამაზად შეფუთული იასამნისფერი ყუთი ეკავა და ნელი ნაბიჯით და უხერხული ღიმილით მოიწევდა ჩვენსკენ, დემეტრემ გაუცნობიერებლად ისე მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი რომ თითებმა ტკაცუნი დაიწყო და სიმწრისგან ამოვიკვნესე, დაჩი მოგვიახლოვდა, საჩუქარი გადმომცა, ლოყაზე მსუბუქად მაკოცა და მომილოცა, მერე დემეტრეს გაუწოდა ხელი, ვუყურებდი ნაცრისფერ თვალებში და შიშს ვხედავდი, შიშს რომ დემეტრე ვერ შეძლებდა ეპატიებინა, ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა ჩვენ გვიყურებდა და ელოდნენ რა მოხდებოდა, დემეტრემ თვალები დახუჭა ღრმად ამოისუნთქა, მხრები შეარხია თითქოს მოდუნებას ცდილობსო და ჰაერში ხელგაშეშებულ და თვალებგაფართოებულ დაჩის მოეხვია. გაკვირვებისგან პირი დავაღე, ჩემი და დაჩის მზერა ერთმანეთს შეხვდა, დემეტრეს ეხუტებოდა და მადლიერებით სავსე მზერას არ მაშორებდა, თვალები აუწყლიანდა და ცრემლი ნელ-ნელა ჩამოუგორდა ლოყაზე. - მტირალა გამხდარხარ, -დემეტრემ სიცილით მოწმინდა ცრემლი და მაგიდისკენ მიუთითა, -წამოდი დავსხდეთ დავლიოთ. - ესე იგი მე... შენ... -ენა დაება და მთლად დაიბნა. - არ გინდა, ჯობია საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ იმაზე რაც იყო, დღეს მაოს დაბადების დღეა და არ გვინდა ისეთ რაღაცეებზე საუბარი რამაც შეიძლება განწყობა გაუფუჭოს, -დაჩის მხარზე ხელი მოხვია და მაგიდისკენ წაიყვანა, ცოტა ხანში უკვე იმდენი გვქონდა დალეული ნინი და მათი წარსულში დარჩენილი უთანხმოება აღარავის ახსოვდა, ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ, იცინოდნენ და მათზე ბედნიერი მგონი არავინ იყო ამ სამყაროში, ‘’მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა?’’ მეგონა მომეჩვენა როცა დავინახე როგორ შემონარნარდა დარბაზში ნინი და ჩვენს გვერდით მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს მიუჯდა გვერდზე, ფეხი ფეხზე გადაიდო და ურცხვი მზერა მიაპყრო დემეტრეს, არ გამომპარვია როგორ შეხედა დემეტრემ და კბილი კბილს დააჭირა, მერე იკასთან საუბარში გართულ დაჩის გადახედა რომელმაც არც კი იცოდა ნინის იქ ყოფნის შესახებ და ერთ ყლუპად გამოცალა სასმლით სავსე ჭიქა. - დემე უკვე გვიანია, იქნებ სახლში წავსულიყავით? -სასმლისგან ამღვრეული თვალებით შემომხედა და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა, შეივსო და დალია, ვხვდებოდი რაც ხდებოდა ახლა მის გონებაში, ვხვდებოდი და გამალებით ვფიქრობდი რისი გაკეთება შეიძლებოდა. - საპირფარეშოში გავალ, -ბარბაცით წამოდგა ფეხზე. - იქნებ რომელიმე გამოგყვეს? -ბიჭებზე ვანიშნე. - კარგი რა მაო, არც ისეთი მთვრალი ვარ, -ღიმილით დამხედა, თავზე მაკოცა და არეული ნაბიჯით გავიდა დარბაზიდან, ორიოდე წუთით გადავიტანე ყურადღება იკაზე რომელიც რაღაც სასაცილოს ყვებოდა და როცა დარბაზი მოვათვალიერე ნინი აღარსად ჩანდა, გავბრაზდი, გავცოფდი, მივხვდი რომ დემეტრეს გაყვა, აშკარად სახეზე მეწერა ყველაფერი, დაჩი მიყურებდა თუმცა ვერ ბედავდა ეკითხა რა ხდებოდა, - ცოტა ხნით გავალ, -ვთქვი, წამოვდექი და დარბაზიდან გავედი, მივდიოდი რბილი შუქით განათებულ დერეფანში და ფეხები უკან მრჩებოდა, იქნებ არ ღირს, იქნებ არ მსურს ამ ყველაფრის ნახვა, შემობრუნება დავაპირე მაგრამ წყეულმა ცნობისმოყვარეობამ ამის საშუალება არ მომცა, პირდაპირ შევაღე კაცების საპირფარეშოს კარი, ხომ ვიცოდი რაც დამხვდებოდა მაგრამ მაინც იმდენად მტკივნეული იყო დემეტრეს სხეულზე აკრული ნინის დანახვა რომ უნებურად ამოვიკვნესე და გულზე ხელი მივიჭირე, გამარჯვებულის სახით შემომხედა ნინიმ და მის ტუჩებს წაეტანა, უზარმაზარ სარკეში დაინახა დემეტრემ ჩემი გაფითრებული სახე, ნინი ცივად მოიშორა და განადგურებული სახით შემომხედა. - არ გაბედო და არ გამომყვე, -ამოვიხავლე, კარი გამოვიხურე და გასასვლელისკენ გავიქეცი, გარეთ რომ გავედი ცრემლებისგან დაბინდული თვალებით უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, კიბეებთან დაჩის შევეჩეხე, მოაჯირზე მიყრდნობილი ეწეოდა სიგარეტს, შემაჩერა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თვალებში. - რა მოხდა მაო? რა გჭირს, რა გატირებს? - მეტი აღარ შემიძლია, -ამოვიქვითინე და უღონოდ მივეყრდენი შუბლით მხარზე. - აქ რა ხდება? -დემეტრეს ცივმა ხმამ მაიძულა დაჩის მოვშორებოდი და მისთვის თვალი გამესწორებინა, ისე გვიყურებდა თითქოს რამე დანაშაული გქვონოდა მის წინააღმდეგ ჩადენილი, მის თვალებში... ჯანდაბა, მის თვალებში იმხელა უნდობლობა ჩანდა... აღარაფერი მითქვამს, ფრთხილად ჩავიარე კიბეები და ტაქსი გავაჩერე, როცა იქაურობას მოვშორდი, ის ისევე იმავე პოზაში იდგა გაშეშებული და უაზროდ უყურებდა სივრცეს. სახლში მივედი, გამოვიცვალე, სასწრაფოდ ჩავალაგე ერთ ჩემოდანში აუცილებელი ნივთები და ეზოში გამოვედი რომ ტაქსს დავლოდებოდი, ამ სახლში გაჩერება უკვე აღარ შემეძლო, აქაურობა სულს მიხუთავდა, ის იყო ტაქსი მოვიდა რომ დემეტრემაც შემოაღო ჭიშკარი და როცა იქვე მდგომი დამინახა ჩემოდნით ხელში გაშრა, ერთ ადგილზე გაშეშდა, აშკარად არ ელოდა ამას. - მაო იქნებ გველაპარაკა, -ჩამწყდარი ხმით მითხრა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ. - არამგონია იმის მერე რაც მოხდა სალაპარაკო გვქონდეს, -გვერდი ავუქციე და ღია ჭიშკრისკენ წავედი. - მაო გთხოვ ნება მომეცი აგიხსნა, გეფიცები არაფერ შუაში ვარ, ნინი უკან შემომყვა საპირფარეშოში და შენ რომ შემოხვედი მაშინ ზუსტად მის მოშორებას ვცდილობდი. - ვერ ხვდები არა? -მწარედ გამეცინა და მისი გაკვირვებული სახის დანახვისას უფრო მეტად მეტკინა გული. - მე ეგ უკვე გაპატიე დემე, როგორ ფიქრობ ისეთი სულელი ვარ რომ ნინის დაგებულ მახეში გავებმები? - თუ მაპატიე რატომ მიდიხარ? - იმ უნდობლობას ვერასოდეს გაპატიებ რაც შენს თვალებში ჩანდა როცა მე და დაჩის გვიყურებდი, -ვუთხარი და უკანმოუხედავად დავტოვე იქაურობა, არ გამომყოლია... ის ღამე სასტუმროში გავატარე და დილით ანას მივადექი ამოღამებული თვალებით, არაფერი უკითხავს, ყავა მომიდუღა და წინ დამიდგა ოხშივარავარდნილი ფინჯანი. - შეიძლება რომ ცოტახანს შენთან დავრჩე სანამ ბინას ვიქირავებ? - ამის კითხვა საჭირო არ იყო მაო და საერთოდაც რატომ უნდა იქირაო ბინა, ჩემთან დარჩი მანამდე სანამ დემეტრეს შეურიგდები. - არ შევურიგდები, -თვითონაც რომ არ ველოდი ისეთი მტკიცე ხმით გამოვაცხადე. - დარწმუნებული ხარ? -სასაცილოდ მოჭუტა თვალები, გვერდით მომიჯდა და მომეხუტა. - ის მე არ მენდობა, გუშინ ფაქტიურად იმ კახპა ნინისთან გამაიგივა, ამას არასოდეს ვაპატიებ, არასოდეს. - არასოდეს თქვა არასოდესო არ გაგიგია? - შემეშვი რა. - არ გააგებინებ რომ ჩემთან ხარ და კარგად ხარ? მეც გირეკავდი, ტელეფონი გამორთული გაქვს, ალბათ ახლა გიჟს გავს. ახლა დავფიქრდი იმაზე რომ არავინ იცოდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი, ალბათ ნატა და ონისე როგორ ნერვიულობენ, დემეტრე? რაც არ უნდა იყოს მაინც არ მინდა რომ ჩემზე ინერვიულოს. - დაურეკე და უთხარი რომ შენთან ვარ, ოღონდ არ უთხრა რომ მე გითხარი დარეკვა და კიდევ აქ არ გაბედოს მოსვლა მისი დანახვა არ მინდა, რომ დაურეკავ მერე ტელეფონი მათხოვე ონისეს უნდა ველაპარაკო, ალბათ ძალიან ნერვიულობს. - კიდევ რამეს ხომ არ მიბრძანებთ ქალბატონო? - კარგი რა შენ მაინც ნუ მომიშლი ნერვებს, ისედაც ჩემი გამჭირვებია, -დავიწუწუნე და ჩემოდანს დავეჯაჯგურე რომ საძინებელში შემეთრია. - იცოდე მაინც მოგიწევს შერიგება, იკამ თქვენს გამო ლიზას ხელი ვერ სთხოვა და სანამ არ შერიგდებიან მანამდე უნდა გადავდოო ამბობს. - მოიცა ეგ შენც იცოდი? - რათქმაუნდა ვიცოდი, შენი აზრით ვინ შეარჩევინა ბეჭედი. - - - - - - ათი დღე ისე გავიდა რომ დემეტრე თვალით არ მინახავს, ანას ურეკავდა და ჩემს ამბავს კითხულობდა თუმცა ჩემთან დალაპარაკება არ უთხოვია, არ მიკვირდა რომ ასე იქცეოდა, კარგად მიცნობდა და იცოდა რომ დრო მჭირდებოდა, გაწეწილი, აბაზანის ხალათში გახვეული ვიჯექი მთელი დღეები მისაღებში, უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს და ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი... - ღამით კიდევ არ გეძინა, თვალები ჩაშავებული გაქვს, -ონისე გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია. - ვერ ვიძინებ ონო, მის გარეშე ვერ ვიძინებ, არ შემიძლია, სიზმარშიც და ცხადშიც მხოლოდ მას ვხედავ, სიცოცხლეს მიმწარებს ეგ უსინდისო. - აქეთ შენ იტანჯები და იქით ის, ადამიანს აღარ ჰგავს, ამას რატომ აკეთებთ? - ახლა უკვე მის მხარეზე ხარ? მოღალატე, -გაბრაზებული წამოვხტი და სავარძელში გადავჯექი. - პატარა ბავშვივით ნუ იქცევი მაო, შენ არაფერს მეუბნებოდი ჰოდა დემეტრეს მოვთხოვე ყველაფერი აეხსნა ჩემთვის. - რა გითხრა? - მითხრა რომ შენს წინაშე დამნაშავეა და საშინლად ნანობს რომ იმედი გაგიცრუა. - მან გთხოვა რომ დამლაპარაკებოდი? - მას არაფერი უთხოვია, კარგად გიცნობს და იცის სანამ ყველაფერს შენ თვითონ არ გადახარშავ გაითავისებ და გადაიტან მანამდე შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. - ჰოდა ნუ მელაპარაკები, -ზურგი შევაქციე და თავი სავარძლის საზურგეზე ჩამოვდე. - ასეთს რომ გიყურებ, ვკვდები მაო, შენ ჩემი საყვარელი დაიკო ხარ და არ მინდა რაღაც სისულელის გამო ბედნიერებაზე უარი თქვა, ჰო, შეცდომა დაუშვა მაგრამ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, კარგად დაფიქრდი, მერე არ ინანო. წამოდგა, მომიახლოვდა, ზურგიდან მომეხვია, თავზე მაკოცა და უხმოდ გავიდა ოთახიდან, მეორე დღეს ლიკა მესტუმრა, ჩემი დანახვისას წარბები მაღლა აზიდა და ისეთი სახით შემომხედა რომ მივხვდი აშკარად ზედმეტი მომივიდა დეპრესიული ქალის როლის თამაში, მოვუბოდიშე და ცოტა ხნით მარტო დავტოვე რომ მოვწესრიგებულიყავი, წყალი გადავივლე, თმა დავივარცხნე, გამოვიცვალე და ისე გამოვედი მისაღებში. - ასე ჯობია, სხვა თუ არაფერი ადამიანს გავხარ, -გამიღიმა და ყავის ჭიქა გამომიწოდა. - შენ მოადუღე? - ჰო, რამე ხომ უნდა გამეკეთებინა სანამ შენ ცდილობდი რომ ისევ ადამიანს დამსგავსებოდი, მართალია სამზარეულოში საშინელი არეულობა გაქვთ მაგრამ, მოვახერხე ყავის პოვნა, -ამაყად გამომიცხადა, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო, მიწკრიალებულ-მილაგებულ სამზარეულოს გავხედე გაოცებულმა, საინტერესოა სად ნახა არეულობა? - როგორ ხარ მაო? - არა მიშავს, მშვენივრად ვარ. - ჰოო, შენი თვალები ამას არ მეუბნება, არც დემეტრეს უბედური სახე და ჩამქრალი მზერა მეუბნება რომ კარგად არის, იცი რომ გადავიდა? - ჰო, ვიცი, ბიჭები მოდიან ხოლმე აქ და მითხრეს რომ თქვენთან ერთად აღარ ცხოვრობს. - სამსახურში ათენებს და აღამებს, საერთოდ არ სძინავს, საშინლად აგრესიული და უხასიათო გახდა, დავითს ძალიან ეშინია რომ... არ ვიცი რა გითხრა, კარგად არ არის მაო. - არც მე ვარ კარგად, უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება, ორივეს გვჭირდება, მიყვარს, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, დემეტრეს გარეშე გატარებული ყოველი დღე და ღამე კოშმარია ჩემთვის, უბრალოდ ახლა არ შემიძლია დავივიწყო... - მესმის საყვარელო, უბრალოდ მითხარი მე რისი გაკეთება შემიძლია შენთვის? - შენ არაფრის, ახლა იცი რას ვიზავ, ავდგები და სამსახურის ძებნას დავიწყებ, მერე უნივერსიტეტში სიარულს გავაგრძელებ, ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანო თორემ გავგიჟდები. - როგორ სამსახურს ეძებ? - სულ ერთია, რასაც ვიპოვი იქ ვიმუშავებ, თანაც ფული მჭირდება. - კი მაგრამ დემეტრე... - კარგი რა ხომ იცი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა მაგრამ გაბრაზების მაგივრად გაეცინა. - ვიცი, ვიცი, შენ იმ იშვიათი ქალების კატეგორიას განეკუთვნები ქმრის ფულის ხარჯვა რომ არ უყვართ, შენთან შემოთავაზება მაქვს, ჩემი მეგობარი ასისტენტს ეძებს, იტალიელია, ქართულს ახლა სწავლობს, იტალიაში საკმაოდ დიდი კომპანიის მფლობელია, ახლა აქ აპირებენ დამკვიდრებას, როგორც მახსოვს იტალიურიც იცი, მისთვის ზუსტად შესაფერისი კანდიდატი ხარ, თუკი სურვილი გექნება ვეტყვი რომ გასაუბრებაზე დაგიბაროს. - მართლა? არ ვიცი, დავფიქრდები. - საფიქრალი რა არის მაო, მე მართლა მინდა რომ ჩემს მეგობართან იმუშაო. - ოღონდ დამპირდი რომ დემეტრეს არაფერს ეტყვი. - კარგი, შენ როგორც გინდა, ახლა წავალ, ხვალ ალბათ გასაუბრებაზე დაგიბარებენ, აბა შენ იცი, -წამოდგა სანამ გავიდოდა გადამეხვია და წავიდა. - - - - - - - - გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, უფროსი საკმაოდ სასიამოვნო, ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი აღმოჩნდა, სახელად მარკო, იმ დღესვე ამიყვანა სამსახურში და მეც ბეჯითად შევუდექი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ერთ კვირაში ბინა ვიქირავე და ანას წინააღმდეგობის მიუხედავად, მარტო გადავედი საცხოვრებლად, დღე უნივერსიტეტში ვიყავი და მერე გვიანობამდე ვმუშაობდი, ისეთი დამღლელი სამუშაო მქონდა რომ სახლში მისულს ხანდახან ისიც კი მავიწყდებოდა რომ ანასთვის ან ონისესთვის დამერეკა, მომწონდა კიდეც რომ ამდენი საქმე მქონდა, მთელი დღე ვერ ვიცლიდი დემეტრეზე ფიქრისთვის მაგრამ ღამეები... ღამეებს ვერაფერს ვუხერხებდი, შუაღამისას მეღვიძებოდა ხოლმე ტირილით და ჩემს გვერდით ცარიელი საწოლის დანახვისას გული მეწურებოდა, ვერაფრით ვაძულე ჩემს თავს რომ მისთვის დამერეკა როგორც კი მისი ნომრის აკრეფას დავაპირებდი მაშინვე მისი ეჭვით და უნდობლობით სავსე თვალები მიდგებოდა წინ, ისიც ჯიუტად დუმდა და არც კი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, თუმცა ვიცოდი რომ ყველა, ანაც, ნატაც, ონისეც და დანარჩენებიც სათითაოდ აბარებდნენ ანგარიშს ჩემს შესახებ. რამდენჯერმე დაჩისაც ვესაუბრე, დემეტრესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დროდადრო ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც, ბედნიერი იყო და იმედი ჰქონდა რომ მათი ურთიერთობა ადრე თუ გვიან ძველ კალაპოტში ჩადგებოდა. ვერც კი მივხვდი ისე გავიდა თვეზე მეტი, უკვე ოცდარვა მაისი იყო როცა საღამოს რვა საათზე დამირეკა მარკომ და რესტორანში გაყოლა მთხოვა სადაც ახალ პარტნიორებთან ქონდა შეხვედრა, სანამ უარს ვეტყოდი მანამდე მომიხადა ბოდიში იმის გამო რომ წინასწარ არ გამაფრთხილა, ვეღარაფერი ვუთხარი დავეთანხმე, ნახევარ საათში გამოგივლიო მითხრა და ტელეფონი გათიშა, სასწრაფოდ გავემზადე და რომ ჩავედი უკვე მელოდებოდა, ავტომობილიდან გადმოვიდა, კარი გამიღო და მერე მიუჯდა საჭეს. - დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურები, -შევატყვე მხოლოდ იმიტომ მითხრა კომპლიმენტი რომ ზრდილობა ავალდებულებდა, თუმცა ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდი, მეც ზრდილობის გამო გადავუხადე მადლობა და გარე განათებებით გაჩახჩახებულ ქუჩას გავხედე. რესტორანში რომ მივედით პარტნიორები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულნი, მაგიდას მივუსხედით. - ორიოდე წუთში აქ იქნებიან, ხომ არაფერს შეუკვეთავ? -გადმომხედა მარკომ. - არა, ჯობია დაველოდოთ და მერე... -პირდაპირ ჩვენსკენ მომავალი ნაცნობი სილუეტის დანახვისას ენა ჩამივარდა, თითქოს საუკუნედ გაიწელა ის რამდენიმე წამი რაც ჩვენს მაგიდასთან მოსვლას მოანდომა, თვალებში მიყურებდა და ჩვეული, საყვარელი, თბილი ღიმილით მიღიმოდა, მივხვდი, იცოდა რომ იქ დავხვდებოდი, საგრძნობლად გამხდარი იყო, უცნაურად სევდიანი მაგრამ როგორც ყოველთვის არანორმალურად სიმპათიური, ან იქნებ იმ უსაშველო მონატრებისგან მეჩვენებოდა ასე რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და რაც შიგნიდან მხრავდა და მანადგურებდა... - მაო გაიცანი ჩვენი ახალი პარტნიორები, დემეტრე ცინცაძე და ონისე ლიპარტელიანი, -მარკოს ხმამ გამომარკვია და როგორც იქნა შევძელი დემეტრესთვის თვალი მომეშორებინა, ღიმილით მივუბრუნდი უფროსს. - მათ ვიცნობ მარკო, ონისე ჩემი ძმაა ხოლო დემეტრე ჩემი მეუღლე, -მარკოს გაოცებული სახის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავეს, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ონისე საკმაოდ გამართულად საუბრობდა იტალიურად და მან და მარკომ ერთმანეთს კარგად გაუგეს. - როგორ ხარ? -მკითხა როგორც კი დაინახა რომ ჩვენთვის არ ეცალათ, ის იყო უნდა მეპასუხა რომ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, როგორც კი წაიკითხა სახე გაუბრწყინდა, წამოდგა, მოიბოდიშა და დარბაზიდან გავიდა, ვუყურებდი მის ფართო მხრებს, ვუყურებდი როგორი მოხდენილი ნაბიჯებით მიდიოდა გასასვლელისკენ და თვალები ნელ-ნელა მევსებოდა ცრემლებით, ეს რა გავაკეთე, ცხოვრებაში პირველად მოვიქეცი დაუფიქრებლად და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, მოვკვდები, ჯანდაბა, ვერ გადავიტან რომ სხვა შეიყვაროს, ჯანდაბაშიც წასულა ყველა და ყველაფერი, მე ის მინდა, სიგიჟემდე მინდა და სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ძალიან გვიანი არ არის... შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი, წამოვდექი და ვერანდისკენ წავედი რომ სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა და დავფიქრებულიყავი, საკმაოდ გრილოდა, ქვის მოაჯირს დავეყრდენი და მოციმციმე სინათლეებს გავუშტერე თვალი, ჩემი სისულელის გამო, ჩვენი პირველი გაზაფხული მის გარეშე დასრულდა, თავი უკან გადავაგდე, თვალები დავხუჭე და ჩემი საყვარელი პოეტის სიტყვები, ჩემდაუნებურად წამომცდა ხმამაღლა. ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი... ზურგს უკან ნაცნობი ნაბიჯების ხმა მომესმა, ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი ჩამჩურჩულა და ყურთან მომაფრქვია ცხელი სუნთქვა, შემაჟრჟოლა და ფეხებში უცნაური სისუსტე ვიგრძენი, თითქოს მიხვდაო, ძლიერი მკლავები მომხვია, თავისკენ შემაბრუნა, ჩემი საყვარელი აციმციმებული თვალებით თვალებში ჩამხედა და გააგრძელა... რა დაგიშავე, მითხარი ბარემ რად ამითრთოლე მგზნებარე გული, რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე ეს სიჭაბუკე და გაზაფხული. მე სიყვარული ამიტანს უცებ, დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული, დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული. ვაი, სად გნახო, საით იქნები, ვიცი _ გარბიხარ და მემალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამღვრეული ჩემი თვალები. ჩემთვის ერთია, სადაც იქნები, ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ. შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით, გაიცქრიალებ და შებრუნდები, მე ვნებიანი და ნამთვრალევი გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები! ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ, ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური, მე შენთვის მინდა ეს საოცრება, ეს სიჭაბუკე და სიყვარული... მეტი მოთმენა აღარ შემეძლო, მისი სიახლოვე, ხელები, ხმა, სურნელი, ჭკუიდან მშლიდა, კისერზე მოვეხვიე და ათრთოლებული ტუჩებით შევეხე ტუჩებზე, ახლოს მიმიზიდა, ხელები თმებში შემიცურა და უდაბნოში ნახეტიალები დიდი ხნის მწყურვალი მოგზაურივით დამეწაფა ბაგეებზე... დ ა ს ა ს რ უ ლ ი ლექსი ეკუთვნის ლადო ასათიანს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.