ლუკა კუხიანიძე - წვავს ლამპიონი სველ გრძნობებს, და...
არა წვიმს, დნება. მე წინანდელივით მინდება გაშლილ ხელის გულებში შენი მხრები დავტიო, ტუჩები გავშალო... მერე ძველეუბრად წვრილი ტუჩები დავასველო ჩემი ტუჩებით... თვალები დავხარო... და შენი თვალები ჩემი თვალებით გავსვარო, მერე გადავწვე გულაღმა, სუნთქვა დავხუჭო, გული ვასუნთქო, და შენი თმები ავაშრიალო ჩემს გულისსუნთქვაში, ჩამოვჯდე ცვარიან სკამზე და ლამპიონებს გადავდო ეს მონატრება. არ უთნდებათ ტკივილებს, თითებს არ უთენდებათ... ისმის ქუჩებიდან ხმები სიჩუმის და ხმები მიტოვების. როცა გზები ადამიანებს ჩაეხუტებიან, შუქები ჩაეხუტებიან... როცა სიზმრები უდროოდ მოდიან, გრძნობები მოდიან... დგას ლამპიონი და მზესავით ირეკლავს წვის ალს თაღოვნად, მზესავით იწვის, სძინავს მთვარისებრ. ჩემს ფანჯრებთან იძინებს ქარი ჰაერის, იწვიან შუქისგან სველი ქუჩები, სველი გრძნობები, წვავს ეს მონატრება, და ანადგურებს, ასე მაშინებს. მერე მე გულს ვხრი — და შენი თმები სხდებიან ზეზე, რადგანაც არა წვიმს, დნება. ლუკა კუხიანიძის ნებისმიერ ახალ ჩანაწერს ყველა ისე ელოდება რომ იქურდოს, როგორც მე. კიდევ ერთ ახალ (ჩემთვის) თარიღით კი ძველ ლექსს წავაწყდი, რომლის გაგებაც, მთავარი სათმქელის, ძნელია, მაგრამ ძალიან, ძალიან კარგი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.