შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსკვლავებს შორის (თავი 1)


23-02-2022, 10:25
ავტორი krystal
ნანახია 9 459

ჩემი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც დედაჩემი მამაჩემს გაჰყვა ცოლად და ორი წლის მერე მეც მოვევლინე ამ სამყაროს. ძირითადად მამიდაჩემთან ვიზრდებოდი, რადგან მშობლები მუდმივად მუშაობდნენ ხოლო, როდესაც სახლში იყვნენ მაშინ გამუდმებით ჩხუბობდნენ.
მე და ჩემმა უმცროსმა ძმამ ყველაფერი მამიდასგან ვისწავლეთ და საბოლოოდ, არც კი გაგვკვირვებია, როდესაც ჩვენმა მშობლებმა განქორწინების საბუთებს მოაწერეს ხელი. სამაგიეროდ, გაგვიკვირდა როდესაც რამოდენიმე წელიწადში ორივემ ახალი ოჯახი შექმნა და ერთმანეთისგან განცალკევებით განაგრძეს ბედნიერი ცხოვრება.
მე და ერეკლემ, ჩემმა ორი წლით პატარა ძმამ, მოვიგონეთ თამაში, რომლის მიხედვითაც მამიდაჩვენი იყო ნამდვილი დედა, რომელიც დილაობით ტანსაცმელს გვაცმევდა, გვაჭმევდა, ბაღში მივყავდით, საღამოობით კი ზღაპარს გვიკითხავდა და ისე გვაძინებდა. თამაშს არავის ვუმხელდით, მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, რომ ჩვენთვის ნამდვილი დედა მამიდა იყო და ძილის წინ ჩუმად ვეჩურჩულებოდით დაღლილ მამიდას „ძილინებისა დედიკო“
როდესაც მე 11 წელი შემისრულდა მამიდა გარდაიცვალა. ისე გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც გაზაფხულზე აკვირტებული ყვავილები ქრებიან ხოლმე და მე და ერეკლე მარტო დავრჩით. ჩვენი ბიოლოგიური მშობლები რა თქმა უნდა დილემის წინაშე აღმოჩდნენ და საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, ერეკლე მამაჩვენთან მე კი დედაჩვენთან გაგვამწესეს.
ერთდროულად საყვარელ მამიდასა და ძმასთან გამომშვიდობებამ დიდი დაღი დაასვა გარდატეხის პერიოდს და მეც გულჩათხრობილ, ჩუმ პიროვნებად ჩამოვყალიბდი. სურვილი ხმის ამოღებისა უფრო და უფრო ქრებოდა, როდესაც დედაჩემსა და მის პაწაწუნა ჩვილს ვხედავდი, რომელსაც დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით უვლიდა.
ერეკლეს ნახვის დღეებმა, კვირაში სამიდან ორ კვირაში ერთზე გადაინაცვლეს. დროთა განმავლობაში ჩემი ძმისგანაც გავუცხოვდი და მეტად ჩავიკეტე საკუთარ თავში. თექვსმეტი წლისას სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება მომიხდა.
დედაჩემისა და მისი მეუღლის სამსახურეობრივი საქმიდან გამომდინარე რუსეთში გადასვლა მოუწიათ. მე, მათთან ერთად წასვლის სურვილი სრულიად არ მქონია და მტკიცე უარი ხმა აკანკალებულმა გამოვუცხადე. ერთადერთი შანსი რჩებოდა მამაჩემის კარს მივდგომოდი. რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემმა ბიოლოგიურმა მშობლებმა კრება მოაწყვეს და რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ შემეძლო საქართველოში დავრჩენილიყავი. მამაჩემთან, ჩემს ძმასთან, ნახევარძმასთან და დედინაცვალთან ერთად.
ჩემსა და ჩემ ძმას შორის დიდი ხნის ჩამოწოლილი იყო გაუცხოების დიდი და განიერი უფსკრული ასე რომ რამდენიმე თვე თავს სრულიად უცხოდ ვგრძნობდი სახლში, რომელშიც სხვა ადამიანების ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჩემი ნახევარძმა ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, თუმცა მასაც ვერ ვეწყობოდი ასე, რომ ცხოვრება უჩვეულოდ, მოსაწყენადა და მარტოსულად მიდიოდა.
ჩვიდმეტი წლისამ ჩავაბარე უნივერსიტეტში, ფაკულტეტზე, რომელიც არ მაინტერესებდა იმ ოცნების ასასრულებლად, რომელიც მე არ მეკუთვნოდა და მერე, უნივერსიტეტის ჩამონგრეულ დერეფანში შევხვდი ადამიანს, რომელმაც ჩემი ცხოვრების შეცვლაში ყველაზე მცირე დიდი წვრილი შეიტანა.
-მოწევ? -მკითხა ცისფერთმიანმა გოგომ და ქაღალდში გახვეული გამომიწოდა.
-არა მადლობა -გვერდით მივუჯექი და მის თმებს დავაკვირდი. -ძალიან მომწონს.
-მადლობა, მხოლოდ ერთი კვირა უწერია ამ ფერს ჩემს თავზე, მომავალ კვირას მწვანედ ვიღებავ.
-ისე იქნები, როგორც ბალახი. -გამეცინა მე -შეგიძლია ყვავილის ფორმის თმის სარჭები გაიკეთო, მერე ნამდვილი ბალახი იქნები.
-დედამიწა ვიქნები. -გაიცინა და ნაფასი დაარტყა.
-დაბოლილი რო ხარ თავს როგორ გრძნობ? -ვკითხე მას და სახეზე დავაკვირდი.
-ისე, თითქოს ზღვის ზედაპირზე ვტივტივებ და ვარსკვლავებით სავსე ცას ავყურებ, ოღონდ ვარსკვლავები მიღიმიან.
წარმოვიდგნიე, როგორი შეგრძნება იქნებოდა ზღვის ზედაპირზე ტივტივი და მომღიმარი ვარსკვლავების ყურება. წამით დავეჭვდი, მომეწია თუ არა.
-ამას იმიტომ ვეწევი, რომ რეალობაში ვერ აღვიქვამ ემოციებს. -გამიმხილა საიდუმლო დაბოლილმა გოგონამ.
-რას გულისხმობ?
-დავდივარ, ვიყურები და ვერ ვგრძნობ. აღვიქვამ მაგრამ ვერ ვგრძნობ. არაერთხელ მიტივტივია ზღვის ზედაპირზე შუაღამისას და ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის მიყურებია, მაგრამ არცერთხელ არ მიგრძვნია, რომ სამყაროში საუკეთესო შეგრძნება იყო ის. როცა ვეწევი ყველა განცდა მიორმაგდება, ანდაც მიასმაგდება. ისეთი თავისუფალი ვარ, მგონია, რომ ცა გულში ჩამიკრავს და მე მას მოვეფერები.
მისმა აღწერილმა იმდენად აღმაფრთოვანა გადავწყვიტე, რომ მინდოდა ცას ჩავხუტებოდი და ჩემი ცისფრად შეღებილი ფრჩხილებით მოვფერებოდი ისე, რომ ნეტარების კვნესა მომესმინა მისგან.
-მგონი ცხოვრებაში ყველაზე მაგარი იდეა მომივიდა. -ვუთხარი ცისფერთმიან გოგონას და გავუღიმე.
-არადა, არცერთი ნაფასი არ დაგირტყამს. -გაიცინა მან.
-არც დამჭირდა, შენმა საუბარმა დამაბოლა. -მეც გავუცინე და ცხოვრებაში ყველაზე იმპულსური გადაწყვეტილებაც მივიღე.
უნივერსიტეტიდან საბუთების გამოტანის შემდგომ პირდაპირ მამაჩემთან მივედი და დაველაპარაკე. რათქმაუნდა კაცმა, რომელმაც ჩემზე ბევრი არაფერი იცოდა ეს გადაწყვეტილება გაიკვირვა, თუმცა მეორე მხრივ, კაცმა, რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობდა თავისი უფროსი ქალიშვილის წინაშე, რომელსაც არც კი იცნობდა გამიღიმა და ანგარიშზე თანხა გადმომირიცხა.
საკუთარ თავს დედლაინი ზუსტად ექვსი თვე მივეცი, რომ მისთვის ეს ვალი დამებრუნებინა. ბილეთები ვიყიდე, ჩემს ძმას დავემშვიდობე, ჩემოდანი ჩავალაგე და როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, თვალის დახუჭვამდე სანამ ყველა ადღაბნილ ფერს შავი გადაწონიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ გალაქტიკის შუაგულში მივფრინავდი, მზესთან ახლოს და მალე ცა ჩამიხუტებდა და მისიანად მაქცევდა.

.2.
ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი პერიოდები ერთმანეთს ენაცვლებოდა ცხოვრებაში, ისე, რომ ბალანსი მათ შორის მუდამ დარღვეული იყო და თუ მეგონა, რომ ერთ წამს ფეხისწვერებზე ავიწეოდი და ღრუბლების ტოლი გავხდებოდი, მეორე წამს საშინელი ჭექაქუხილისაგან მობუზული ვეგდე მატრასზე, რომლის ცისფერი გადასაფარებელიც დიდი ხნის გახურებული იყო.
იტალიაში ყველაზე იაფიან კურსებზე მაკიაჟის შესწავლა დავიწყე. სტილისტობისთვის მთავარი ყველა მოთხოვნილება მქონდა. ორი ხელი და არტისტული ხედვა. იტალიაშივე ავუწყვე ფეხი ხატვას და იქვე დაიხატა ჩემს თავში ათასი ოცნება, რომელსაც უნდა გავყოლოდი.
კოლეჯიდან მიღებული სერთიფიკატით სწავლა გავაგრძელე უფრო დახვეწილ კოლეჯში და მალე ინტერნადაც დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სალონში. შემოსავალი ისე გავანაწილე, რომ ოთხ თვეში მამაჩემს აღებული ვალი გადავურიცხე და გახუნებული ცისფერი მატრასიც გალაქტიკის გამოსახულებიანი მატრასით შევცვალე.
ცხოვრება უჩვეულოდ კარგად მიდიოდა. ვმუშაობდი სალონში, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვუკეთებდი მაკიაჟს ხალხს, რომელთაც არ ვიცნობდი. ვსაუბრობდი ენაზე, რომელიც არ მესმოდა, დავდიოდი ქუჩებში, რომელსაც არ ვეკუთვნოდი და ვეკედლებოდი ქალაქს, რომელმაც ვერ მიმიღო, ვერ ჩამიხუტა, თუმცა, როგორც ადამიანს შესაძლებლობებითა და ოცნებებით დამტვირთა.
კვირის დღეები გადანაწილებული მქონდა. ხუთი დღე სტუდიაში ვმუშაობდი ათიდან შვიდამდე. შაბათ კვირას სამხატვრო გალერიაში დავდიოდი და თავისუფალ ხატვაში ვვარჯიშობდი. იშვიათად ვრეკავდი საქართველოში და უფრო იშვიათად მომდიოდა შეტყობინებები იქიდანაც.
ცის ჩახუტება კვლავ მაკლდა და სწორდე ამიტომ, იტალიაში ჩასვლიდან ერთი თვის თავზე ტელეფონზე ზარმა გამაღვიძა შუაღამის სამ საათზე.
-ლენა, გაგაღვიძე? -ჩემი უფროსი მირეკავდა.
-ყველაფერი კარგად არის? -ვკითხე აღელვებულმა, რადგან დარწმუნებული ვიყავი შუაღამისას სოლიდური მიზეზის არქონის შემთხვევაში არ დამირეკავდა.
-ლენა, მთელი გუნდი მჭირდებით ერთ საათში სტუდიოში. შეძლებ, მოხვიდე?
-დიახ, რა თქმა უნდა.
მატრასიდან სწრაფად წამოვდექი. გავემზადე და სტუიისკენ გზას ფეხით გავუდექი. ოც წუთში განათებულ ოთახში ვიჯექი, გუნდის თერთმეტ წევრთან ერთად და ჩვენს ანერვიულებულ უფროსს შევყურებდი.
ბოდიშის მოხდისა და სათითაოდ ყველასთვის ყავის ჩამორიების შემდგომ, ქერათმიანმა ქალმა, რომელმაც თავისი ხელით მასწავლა თვალის ჩრდილებისთვის კოსმიური ელფერის მიცემა გაიღიმა და წარმოთქვა.
-ძალიან კარგი შეთავაზება მივიღეთ მეგობრებო, იმდენად კარგი, რომ მინდოდა ყველასთვის ასე შუაღამისას მეხარებინა, რათა თქვენც ის დაუვიწყარი ბედნიერი შეგრძნება გაიგოთ, რაც მე ვიამე. -წყალი მოსვა, ანერვიულებულმა გაიღიმა და გამოაცხადა. -მომავალი ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდიო ოფიციალურად იქნება კნცერტჰოლ მეიქის სტაფის წევრი. კონტრაქტს ხელს ხვალ მოვაწერთ.
გუნდის წევრების ბედნიერი სახეების დანახვისას მეც გამეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერც ვხვდებოდი თუ რა ხდებოდა. არ მინდოდა მათთვის ბედნიერების ეს მომენტი კითხვით გამეფუჭებინა და მათ ბედნიერებას ვიზიარებდი ჩუმი დაბნეულობით.
მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვე, რომ „მექიაფის“ სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გარიგება მიუღია სტუდიას, რომელშიც მე ვმუშაობდი. ნახევარწლიანი კონტრაქტის მიხედვით, ყველა ცნობილი პიროვნება, რომელიც კონცერტჰოლ მეიში შოუს გამართავდა ჩვენი სტუდიის მომსახურებით უნდა ესარგებლა. მომგებიანი ციფრების, გავლენისა და ცნობადობის გაზრდის გარდა, სიამაყისა და ბედნიერების შეგრძნება იზრდებოდა გუნდში და მეც ვრწმუნდებოდი, რომ აქ მუშაობით სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
პირველი ორი თვე სრული სიგიჟე იყო დღეში დაახლოებით ათ საათს ვმუშაობდით და ყველა ჩვენგანი გადაღლილი იყო, თუმცა უამრავ ცნობილ ადამიანს ვხვდებოდით და ყველა კონცერტზე წინა რიგების ბილეთები გარანტირებული გვქონდა. მომავალი ორი თვე სიტუაცია დაწყნარდა, სამუშაო საათებიც დაბალანსდა. კონცერტებზე წასვლაც იმდენად აღმაფრთოვანებელი აღარ იყო ჩემთვის და შემოთავაზებებს ზრდილობიანი უარით ვისტუმრებდი, მანამ სანამ არ მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრების შეცვლაში ყვეაზე დიდი დიდი წვრილი ითამაშა.
გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩამიხუტა და ჩემი ცისფრადშეღებილი ფრძხილებით მის თმაზე მოფერებისას ნეტარი კვნესა აღმოხდა. მე ვიგრძენი, რომ ცამ ჩამიხუტა, სამყაროს ნაწილად მიმიღო და შთამბერა ის, რაც ვიცოდი აკლდა ჩემს არსებობას.

.3.
როდესაც მინ იუნგის შევხვდი, ცხოვრების საკმაოდ ბედნიერ ტალღაზე ვიყავი და სამსახურში შუაღამისას გამოძახებას, არცერთი წამით არ ავუღელვებივარ. უფროსმა ინსტრუქცია მომცა და გამიშვა კონცერტ ჰოლის სტაფთან ერთად. შუაღამისას მე მხოლოდ ინვენტარის მიტანა და დალაგება მევალებოდა. შუადღისას კონცერტის წამყვანების მაკიაჟის მოწესრიგება გუნდის წევრებთან ერთად, ხოლო დღის მეორე ნახევარში შოუს მთავარი ვარსკვლავების გარეგნობაზე უნდა მეზრუნა.
კონცერტჰოლის დარბაზში ყველაფერი მივიტანე დავაწყვე და ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში დივანზე ჩამოვჯექი ჩემს უსაყვარლეს თანამშრომელთან ერთად. მე და ემა ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვეწყობოდით, ღამე ხშირად დავდიოდით ბარში ერთად. რამდენჯერმე ჩემთანაც დარჩა და სულ მეუბნებოდა, დილით გაღვიძებულზე შენი ფანჯრის წინ რომ დგახარ თეთრ პერანგში, ფანქრით აწეული თმებით და ქარისგან მოფარფატე ფარდებს შორის ტილოზე გალაქტიკას ხატავ, მგონია არარეალური ხარო.
ემას ნაზმა ხმამ გამაღვიძა, რომელიც კანს მიწვავდა. კონცერტი იწყებოდა, დარბაზი სავსე იყო მაყურებდლებით, რომლებიც დღეების განმავლობაში იცდიდნენ რიგში, ამ მომენტისთვის. თავდაპირველად წამყვანები უნდა გამოსულიყვნენ და ესაუბრათ რამოდენიმე საათი, უნდა გაეშვათ კომერციული რეკლამები, სპონსორების სიტყვები და მალევე მათ შეუერთებოდნენ ვარსკვლავები, რომელთა სანახავადაც იყო შეკრებილი საზოგადოება.
ორივე წამყვანს გარს დაახლოებით თხუთმეტი ჩვენგანი ეხვია. მე ქერათმიანი ქალის თვალის ჩრდილების მოწესრიგება მევალებოდა, რომელიც უნდა ყოფილიყო კოსმიურ, თუმცა ატამივით ნაზ ფერებში. მითითება კარგად ვერ გავიგე, თუმცა ნაზი ატმისფერისა და მკრთალი მუქი ციფერის შერევის შემდგომ, ქალს თეთრი ლაინერის ხაზებიც დავახატე. საქმეს ყველა ნახევარ საათში მოვრჩით და ორივე წამყვანი შეუდარებლად გამოიყურებოდა. ემამ ჩრდილებზე კომპლიმენტი მომაძახა და კულისებისკენ გაიქცა ხალხის რეაქციის საყურებლად.
სტაფს დრო არ დაუკარგავს და ათ წუთში კონცერტის მთავრ მონაწილეებზე გადაინაცვლეს. ინსტრუმენტების ორი ჩანთა მოკიდებული გავედი დარბაზში, სადაც ხუთ-ხუთი ინდივიდუალურად გადაგვანაწილეს მონაწილეებთან. ოცდამეცხრე ოთახი ჩემთვის ანათებდა.
მე, ემა და კიდევ სამი გუნდის წევრი ოთახში შევედით. იქაურობა ხალხით იყო დატყვირთული. შავ ჰუდიანი ბიჭები ყველა ტექნიკური გუნდის წარმომადგენელი იყო და სასცენო აღჭურვილობას ხსნიდნენ. სამი დაბალი გოგონა კოსტუმებს ანაწილებდა. მაღალი კაცი სათვალეებით სარკის წინ ჩამომჯდარ ბიჭს ესაუბრებოდა უცხო ენაზე. ჩვენი მთავარი ობიექტი სწორედ ის იყო. სარკის წინ ჩამომჯდარი ვერცხლისფერთმიანი ბიჭი, რომელსაც საუბრისას ყურზე ჩამოკიდებული საყურეები უქანავებდა საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა.
მაღალმა კაცმა აგვათვალიერა და როდესაც გაიგო, მაკიაჟისა და თმისთვის ვიყავით მისულები ადგილი დაგვითმო.
-კონცეფტი ისეთი გვაქვს, გვინდა, რომ დღევანდელი მაკიაჟი უფრო მსუბუქი, მაგრამ კოსმიური იყოს გაზაფხულის ფერებში. -აგვიხსნა გატეხილი ინგლისურით.
ვერცხლისფერთმიანს შევხედე, პატარა ცხვირით, ტუჩებით და საოცრად თეთრი კანით მართლაც კოსმიურ ქმნილებას გავდა. სხეულში ტალღებად დამიარა ელექტროობამ, როდესაც მის სახესთან ახლოს მივედი და თვალებზე დავაკვირდი.
-ჩემი აზრით ღია ფერის ცისფერი, მსუბუქი ვარდისფერი და შავი ლაინერი მოუხდება. -ვუთხარი ემას იტალიურად. თავი დამიქნია. ვერცხლისფერ თმიანმა მზერა გამისწორა, როდესაც უცხო ენაზე ნათქვამი ჩემი სიტყვები მოისმინა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა.
-იტალიელი არ ხარ. -გაკვირვებულმა დავხედე, მისი საოცრად ბოხი, თუმცა ნაზი ბარიტონის მოსმენისას სხეულზე ნიავმა დამიარა. თავი დავუქნიე და თავდაპირველად გუნდის სხვა წევრები მივუშვი მასთან.
პალეტები ამოვარჩიე, ჩემს წინ გავშალე და ბიჭს დიდი ხანი ვაკვირდებოდი. თვალების გარშემო წრიული ფორმის ლაინერის ხაზებს წარმოვიდგენდი, რომელი უფრო მოუხდებოდა თუმცა ამავდროულად აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, თუ როგორ საოცრად გამოიყურებოდა მისი მარმარილოსავით თეთრი კანი.
შეატყო, რომ მივჩერებოდი და თავადაც გამისწორა მზერა.
-საიდან ხარ? -კვლავ თავისი დამტვრეული ინგლისურით მითხრა.
-შენ საიდან ხარ? -შევუბრუნე კითხვა ინგლისურად. გაეცინა. მასაც და ოთახში მყოფ ყველა სულიერსაც. მეც გამეცინა. რათქმაუნდა ვიცოდი საიდანაც იყო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის წევრი, თუმცა მინდოდა მისთვის ეს არ მეჩვენებინა.
-თუ გინდა, გამოიცანი. -მითხრა მან.
-აზია. -ვთქვი დაუფიქრებლად და ფუნჯი ცისფერ პალეტშ ნაზად ამოვავლე.
-ახლოს ხარ -მითხრა ვერცხლისფერ თმიანმა. -მეც გამოვიცნობ გინდა?
-მეეჭვება პასუხამდე მიხვიდე -გავუცინე. -შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ჩემი ქვეყანა ზედმეტად პატარა და უცნობია.
-ჩემიც პატარაა, -თქვა მან - თუმცა უცნობობაზე ვერაფერს გეტყვი.
-მჯერა. -ცისფერი საღებავი თვალების გარშემო სასწაულად მოუხდა მის ყავისფერ თვალებს და როდესაც ამომხედა, საოცრად ნაცნობი შეგრძნება დამეუფლა გალაქტიკის შუაგულში ყოფნისას. -კორეა? -ყურადღების გადასატანად ვკითხე მას.
-კავკასია? -პასუხად დამიბრუნა მან. გაკვირვებულმა და ნასიამოვნებმა შევხედე.
-საიდან იცი? -ვკითხე.
-შენმა მეგობარმა გიღალატა. -გაეცინა და ემას გახედა, რომელიც იღიმოდა.
ნახევარ საათში მისი მაკიაჟიც მზად იყო კოსმიური გაზაფხულის არომატით და გაოცებული და ნასიამოვნები შევყურებდი ჩემი შემოქმედების კვალს ფაიფურივით თერთრი კანის მქონე ბიჭის სახეზე და ერთდროულად სიცილიც მინდოდა და ტირილიც იმიტომ, რომ გალაქტიკას ვგრძნობდი ჩემს ფეხქვეშ.
სანამ კონცერტის დაწყებამდე კულისებიდან სცენაზე გაუჩინარდებოდა ბიჭი მომიბრუნდა, ცისფერი განათება მთლიან სახეზე დასთამაშებდა და არაამქვეყნიურ სილამაზეს ჰმატებდა მას.
-იუნგი. -ხელი გამომიწოდა, როდესაც მისი სახელი გამიმხილა.
-ლენა -ვუთხარი და ჩემი ხელი მისაში მოვათავსე. ფრჩხილები ცისფრად მქონდა შეღებილი და როდესაც მარმარილოს კანზე გავუსვი წამიერად კვნესა აღმოხდა. ტკივილისგან, გაოცებისაგან და გაკვირვებისგან. -ბოდიში ჩავიბურტყუნე და ხელი უკან წავიღე.
გაიცინა და სცენაზე გავიდა. ოვაციებმა დაანგრია დარბაზი. შვიდი ვარსკვლავი კი ცისფერ განათებაში ჩაიძირა.



№1 სტუმარი agust d

საოცრად აჟიტირებული ვარ ამ ისტორიის გამო დდდ
მიხარია, რომ შუგას აქ, ამ საიტზე ვხედავ

ახალს ველოდები, წარმატებებიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი SALIO

ძალიან მომეწონა. გთხოვ მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent