შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარი აბჯარში (სრულად)


23-02-2022, 20:57
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 12 945

- ზაფხულია ცხელა ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს, -ვღიღინებ საკმაოდ ფართო და კომფორტულად მოწყობილ აივანზე მდარ სავარძელში მჯდარი, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ვწრუპავ ცივ ყავას და ნეტარებისგან ჩემი კარის მეზობელი ნაზიკოსავით ვკვნესი, არ იფიქროთ ახლა საიდან იცის როგორ კვნესის ნაზიკოო, ამ ახალი შენობების ამბავი ხომ იცით, სულ ზეპირად ვიცი ნაზიკოს განრიგი, როდის მიდის ქმარი, როდის მოდის საყვარელი, ის კი არადა უკვე ოხვრის და კედელზე საწოლის ბიძგების მიხედვით ვხვდები რომელთან ერთად ნებივრობს.
- ახლა თუ ღმერთი გწამთ მანიაკი ან ცხოვრებაზე იმის გამო დაბოღმილი ადამიანი არ გეგონოთ რომ ნაზიკოს ორი კაცი ჰყავს და მე კიდევ მხოლოდ ორი კატა, უბრალოდ ერთი მარტოხელა, დედისერთა, ოცდაერთი წლის მესამეკურსელი სტუდენტი ვარ, რომელსაც მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს და მხოლოდ იმდენი ფულის გამოგზავნას თუ ახერხებენ რომ ბინის და სწავლის ქირის გადასახდელად ეყოს, ასე რომ შუა ზაფხულში ჩემს მოცუცქნულ ერთოთახიან ბინაში გამოკეტილი ვცდილობ ზაფხული როგორმე გადავაგორო და ზღვაზე ოცნების უფლებასაც კი ვერ ვაძლევ თავს, ჩემი დანაზოგი და ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში იმის საშუალებას ნამდვილად არ მაძლევს რომ თუნდაც ერთკვირიან დასვენებაზე ვიფიქრო, ჩემმა გოგონებმაც უდროო დროს მოიფიქრეს დასასვენებლად წასვლა და დამტოვეს ასე მარტოდმარო.
- არსაიდამ ხმა, არსით ძახილი! -ვჩურჩულებ, თვალებს ვხუჭავ და საერთოდ არ მაინტერესებს რომ უკვე საკმაოდ მოძლიერებულმა და გათავხედებულმა ნიავმა ჩემი სიფრიფანა, თითქმის თეძომდე ჩახსნილი სარაფანი ააფრიალა, მაგიდაზე შეწყობილი ფეხებიდან ჩამომიცურა და მთელი ავლადიდება გამომიმზეურა,
- გაგიჟდი გოგო? ვერ ხედავ კაცი რა დღეშია ლამისაა ნერწყვებმა დაახრჩოს, -თეკოს ხმის გაგონებისას იმხელაზე შევხტი, კინაღამ მთელი ყავა ზედ გადავისხი, მოჭუტული თვალებით ავხედე თავზე წამომდგარ დაქალს, მერე კი საკმაოდ ახლოს მდგარი კორპუსის აივნიდან მომზირალ, წელზემოთ გახდილ ვაჟას გავხედე, რომელიც ჩემს შიშველ ფეხებს თვალს არ აშორებდა, გრძელი წაბლისფერი თმა ნელი სექსუალური მოძრაობით გადავიყარე ზურგს უკან, გულისპირზე რამდენიმე ღილი შევიხსენი და კაბის ისედაც მოღეღილი სამხრე უფრო მეტად გადავაცურე გვერდით, აშკარად დავინახე როგორ დაქაჩა ისედაც დაქაჩული თვალები და მოწოლილი ხველა რომ ვეღარ შეიკავა, სახლში შევარდა და მთელი ძალით მოიჯახუნა კარი,
- შენ მართლა მაგარი გიჟი ხარ, თეკომ გულიანად გადაიხარხარა და ჩემს გვერდით სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, -კი მაგრამ რას ერჩოდი იმ საცოდავს?
- უარესის ღირსია, ტვინი არ აქვს თავში ამხელა კაცს, ცოლი ყავს, ორი ანგელოზივით შვილი და მაინც მე დამდევს კუდში ეგ უბედური, ვაჟა კი არა შენ ის მითხარი აქ რა გინდა?
- შემოგიარე, კარი ღია იყო და...
- მაგას არ გეკითხები, ახლა ბათუმში არ უნდა იყო? გუშინ საღამოს ხომ წახვედი? -შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე, ამოიოხრა, თვალი ამარიდა და სივრცეს გახედა, არ ჰგავდა ეს ყოველთვის მხიარული და ლაღი თეკოს საქციელს, წამოვიწიე და ხელი მუხლზე დავადე,
- შემომხედე, რა გჭირს, რა პრობლემა გაქვს? ხომ იცი ყველაფერში შეგიძლია მენდო,
- ეგ რომ ვიცი მიტომ ვარ შენთან მიაკო, -ნაძალადევად გამიღიმა და ღრმად ამოისუნთქა, კარგად ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბრის დაწყება,
- ხომ იცი მამაჩემი როგორია, გუშინ სანამ წავიდოდი გათიშული მთვრალი მოვიდა სახლში, მარკეტში ვიყავი გასული, სახლში რომ მივედი დედაჩემი უკვე ისე ჰყავდა ნაცემი ფეხზე ვეღარ დგებოდა, იწვა იატაკზე და ის ცხოველი წიხლებს ურტყავდა, ძლივს მოვაშორე, აღარ ვიცი რა გავაკეთო მია, ათასჯერ ვთხოვე რომ ეჩივლა და გაშორებოდა იმ არაკაცს, არ შვება, არც მარტო გადასვლაზე მთანხმდება, ვიცი რომ დედაჩემზე ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ ნამდვილი მაზოხისტია, -გაჩუმდა და მუჭით მოიწმინდა ცრემლი,
- ახლა სად არის დედაშენი, როგორ არის? -ვატყობდი როგორ მითრთოდა ხმა, ჩემთვის იმდენად უცხო იყო ასეთი რამ... ვერც კი წარმომიდგენია როგორ უნდა ცემოს ქმარმა ცოლი, და ცოლმა როგორ უნდა აიტანოს ეს ყველაფერი, მართალია დედაჩემს და მამაჩემს იდეალური ურთიერთობა არ ჰქონიათ და მათ ცხოვრებაშიც იყო ცუდი მომენტები მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ექცეოდნენ,
- ახლა დეიდაჩემთან რჩება, -ფიქრებიდან თეკოს მისუსტებულმა ხმამ გამომარკვია, -ვიცი რომ როგორც კი გამოკეთდება ისევ დაბრუნდება სახლში, ამ ყველაფრის ატანა აღარ შემიძლია და აღარც მინდა, უნდა წამოვიდე იმ დაწყევლილი სახლიდან,
- ჩემთან იცხოვრე, -არც დავფიქრებულვარ ისე შევთავაზე, -მართალია აქ ერთადერთი საძინებელია მაგრამ საწოლი საკმაოდ ფართოა და ორივეს გვეყოფა,
- მართლა? -სახე გაუბრწყინდა, -შეგვიძლია ხარჯები და ქირა გავინაწილოთ, -ისე უცბად დამთანხმდა მივხვდი აშკარად ნაფიქრი ჰქონდა ამ ყველაფერზე,
- ახლავე ხარჯებზე და ქირაზე ნუ იფიქრებ, წყნარად, მშვიდად ჩაალაგე ბარგი და გადმოდი, დანარჩენ ყველაფერს მივხედავთ ნელ-ნელა, -ვუთხარი და ცრემლჩამდგარ თაფლისფერ თვალებში მივაჩერდი, უეცრად წამოხტა, კალთაში ჩამიჯდა, მომეხვია, თავი მხარზე დამადო და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა.
* * *
ერთი კვირის შემდეგ პარიზიდან დაბრუნებული მაგდა ქარიშხალივით დაგვაცხრა თავს, ორი უზარმაზარი ჩემოდანი მისაღებში შემოარიხინა, ფარფლებიანი ქუდი პირდაპირ იატაკზე მოისროლა, მოკლედ შეჭრილი ქერა თმა ნერვიულად ჩამოისწორა გრძელი თითებით და სავარძელში ჩაეშვა,
- მიაკო დღეიდან შენთან ვრჩები, -გამოაცხადა და შრეკის კატის თვალებით ამომხედა ქვემოდან,
- მე საძინებელში ჩემს ადგილს არ დაგითმობ, -თეკოს აშკარად ეტყობოდა რომ პოზიციის დათმობას არ აპირებდა, გამხდარი ფეხები დივანზე აიკეცა და გრძელი წამწამები ააფახულა,
- შენ რაღა დაგემართა, შენი ბინა ხომ გაქვს, -ძლივს ამოვილუღლუღე ამ მოულოდნელი შემოტევით დაბნეულმა და ისე მოვსვი ყავა საერთოდ არ გამხსენებია მდუღარე რომ იყო, სანამ მე ჩემი დამდუღრული სასის გაგრილებას ვცდილობდი, მაგდა ჩვენთვის ჩამოტანილ საჩუქრებს ალაგებდა ჩემოდნიდან და თან შეუსვენებლად ლაქლაქებდა,
- მამაჩემის ბიზნესპარტნიორი ხომ იცით მამუკა ჯანელიძე, აი ის დიდი, ღიპიანი კაცი გასულ წელს ჩემს დაბადების დღეზეც რომ იყო, ჰოდა მისი შვილი ბექა ჩამოვიდა გერმანიიდან, იქ ცხოვრობს წლებია და ახლა იცით რისთვის ჩამობრძანებულა? თურმე ნუ იტყვით და სანამ მე პარიზში ვერთობოდი, ჩვენს ოჯახებს ჩვენი ნიშნობა დაუგეგმავთ,
- ნიშნობა? რა ნიშნობა როდის? -მე და თეკო ერთმანეთს არ ვაცლიდით კითხვების დასმას,
- როდის და დღეს, საღამოს რვა საათზე უნდა ყოფილიყო, -საათს დახედა და გაეღიმა, -სულ რაღაც ერთი საათით გამოვასწარი, ხომ იცით რომ გუშინ საღამოს ჩამოვედი, არც აეროპორტში დამხვედრიან, სახლში მისულსაც კი არავინ დამხვდა, სად ეცალათ ჩემთვის, ჩემს ზურგს უკან გეგმავდნენ ჩემს ცხოვრებას თურმე, დღეს დილით დედაჩემი დამადგა თავზე საძინებელში და იმის მაგივრად რომ ჩამხუტებოდა და მოვეკითხე, გამომიცხადა რომ დღეს ნიშნობა მაქვს და ერთ თვეში ქორწილი, რის შემდეგაც მე და ბექა გერმანიაში მივდივართ,
- შენ რა უთხარი? -შევეკითხე და მის ჩემოდნებს რომ მოვავლე თვალი მივხვდი თუ რაოდენ უაზრო იყო ჩემი კითხვა,
- რომ გავაპროტესტე მითხრა რომ ჩვენი ქორწინება მამაჩემის ბიზნესს ჭირდება და თუ უარს ვიტყვი დამსჯიან, საკრედიტო ბარათებს გამიუქმებენ, ბინას გამიყიდიან, სწავლის ფულს აღარ გადამიხდიან და ბლა ბლა ბლა ...
- მერე?
- რა მერე? როგორ მიცნობთ? ასეთი მუქარის გამო გავყვები ცოლად იმ მანიაკ რობოტს?
- რაა? რა მანიაკი რას ამბობ, -თეკომ გულიანად გადაიკისკისა, -ფოტოები მაინც არ გინახავს მისი? უსიმპათიურესია, გოგოები გიჟდებიან ბექაზე, ინსტაგრამზე ორ მილიონზე მეტი გამომწერი ყავს,
- ჰოდა თუ ასე კარგია შენ გყავდეს, გარეგნობა მატყუარაა იცოდე, ერთი უგულო იდიოტია, ჩვენი დამხმარე რომ არის თამარა დეიდა ხომ იცი, იცით რა მომიყვა? ჩვენთან ყოფილან სტუმრად და მამამისს ჩემი ფოტოები უჩვენებია, ერთი შეუხედავს და გამოდგებაო უთქვამს, წარმოგიდგენიათ? -გაცოფებული მაგდა ფეხზე წამოხტა, კისერი ამაყად მოიღერა, მარცხენა ხელით დოინჯი შემოიდგა და მარჯვენა ხელი უზადო სხეულზე ჩაიტარა, -ჩემზე გამოდგებაო თქვა, თითქოს რაღაც ნივთი ვიყო, რომელსაც ინტერვიუების და წვეულებების დროს გამოიყენებს, ჰოდა სახლიდან გავიდნენ თუ არა ბარგი ჩავალაგე, მთელი ჩემი დანაზოგი წამოვიღე და წამოვედი, იმედია მანამდე მეყოფა სანამ სამსახურს ვიშოვი.
- შენ და დანაზოგი? -თეკომ გაკვირვებით ასწია წარბი,
- იცით არა როგორი მფლანგველიც ვარ? ბევრი ვერაფერი, სულ რაღაც ათიათასი დოლარი მქონდა ნაღდ ფულად შენახული, ცოტა ეკონომია და ვიმყოფინებ როგორმე ცოტა ხანი, მერე გამოჩნდება რაღაც, -ცოტა ხანს შეიცადა და რომ მიხვდა რომ გაოცებისგან პირდაღებულები არაფრის მთქმელები არ ვიყავით, ამოიხვნეშა და დაჯდა, მე და თეკო ერთხანს კიდევ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებდაქაჩულები და ბოლოს რომ მივხვდი რომ ასე შეიძლებოდა გამეფრინა, ფეხზე წამოვხტი და ომახიანად შემოვძახე,
- ადექით, ჩაიცვით, მივდივართ,
- სად მივდივართ? -პატარა საყვარელი სპლიყვებივით შემომხედეს და წამოდგნენ?
- აბა თუ მიხვდებით ასეთ მშვენიერ საღამოს სად შეიძლება წავიდეს სამი ზრდასრული და ზომიერად ფერხორციანი პატიოსანი გოგონა?
- ბარში დასალევად, -ერთხმად შესძახეს და ტაში შემოკრეს,
- ხანდახან ტყუპები მგონიხართ ხოლმე, -ვუთხარი და ორივე შემფასებლურად შევათვალიერე, არადა ფიზიკურად არაფრით არ გავდნენ ერთმანეთს, მაგდა საშუალოზე მაღალი იყო, გამხდარი, მოკლე ქერა თმით და დახვეწილი ნაკვთებით, თეკო საშუალო სიმაღლის, წელამდე წითური თმით, პატარა პაჭუა ცხვირით და საყვარელი ჭორფლებით მისი სრული ანტიპოდი იყო, აი მე კი როგორც ამბობდნენ ძალიან ლამაზი და სახიფათოდ სექსუალური ვიყავი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არასოდეს მქონია, ის კი არადა სკოლის პერიოდში იმდენად ვიყავი დაკომპლექსებული საკუთარი გარეგნობის გამო, გამოსაშვებ საღამოზეც კი არ წავსულვარ, მაგრამ შემდეგ როცა უნივერსიტეტში პირველ კურსზე თეკოს და მაგდას დავუმეგობრდი, შედარებით კომუნიკაბელური და თავისუფალი გამხადეს, ჩემს კონსერვატიულ ჩაცმის სტილზეც მოახდინეს გავლენა და პირველმა კომპლიმენტებმაც არ დააყოვნა, თავდაჯერებული გავხდი, დავიხვეწე, გავთამამდი და მამაკაცების აღფრთოვანებულ მზერასაც შევეჩვიე ჩემი დანახვისას რომ ჰქონდათ ხოლმე, რის გამო აღარ მიმიღია კომპლიმენტი, გრძელი ფეხების, ოდნავ დატალღული, წელამდე წაბლისფერი თმის, ლურჯი თვალების თუ წითელი ვნებიანი ტუჩების გამო, ერთხელ ერთმა მეორეკურსელმა იდიოტმა ჩემს საჯდომს რვასტროფიანი ლექსი მიუძღვნა და შემდეგ სასწავლო წლის ბოლომდე მთელი უნუვერსიტეტი ამაზე საუბრობდა, ერთი სიტყვით საკმაოდ პოპულარული გოგო ვიყავი მაგრამ ახლოს არავის ვუშვებდი, გულთან არავინ მიმდიოდა და მხოლოდ მცირეხნიანი ფლირტით და უბრალო გართობით შემოვიფარგლებოდი, ორჯერ ისიც ვცადე რომ შეყვარებული მყოლოდა მაგრამ რატომღაც არც ეგ გამომივიდა,
- ნახე რა ეს ისევ თავის ფანტაზიებშია გადავარდნილი, -ჩემზე მიუთითა თეკომ და გულიანად გადაიკისკისა, რას აპირებ აღარ უნდა მოემზადო?
სადა, მთლიანი, მოკლე შავი კაბა ჩავიცვი დახურული გულით და ღრმად ამოჭრილი ზურგით, შავი დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელიც შევუხამე და თმა უბრალოდ გავიშალე,
- ოჰო, მხოლოდ შენ თუ მოახერხებ რომ ასე უბრალოდ, მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდე, -მაგდას თვალებზე ეტყობოდა რომ გულწრფელი იყო, სწორედ ამიტომ მიყვარდა ისინი, მათაც ვუყვარდი, ჩვენ სამს არანაირი ქვენა გრძნობა არ გაგვაჩნდა ერთმანეთის მიმართ,
- ტაქსი მოვიდა, -თეკომ ტელეფონი ხელში შეათამაშა, მაგდას რომ გადავხედე გაკვირვებულმა, მხრები უხერხულად აიჩეჩა, -რა ვქნა, იძულებული ვიყავი მანქანაც დამეტოვებინა, რომც წამომეყვანა მაინც წამართმევდნენ,
- არა უშავს, -თეკომ მხიარული ღიმილით დაჰკრა მხარზე ხელი, -შენი ათიათასი დოლარი მთელი ცხოვრება გვეყოფა ტაქსის ფულად,
- სულელო, -მაგდამ ხელი მოხვია და თავზე აკოცა, უცნაურად აჟიტირებულ თეკოს,
ტაქსი სადარბაზოსთან გველოდებოდა, ჩვენდა გასაკვირად დაგვინახა თუ არა მძღოლმა გადმოვიდა და უკანა კარი გაგვიღო, სანამ გოგონები ჩასხდებოდნენ მისი შეთვალიერება მოვასწარი და არც მისი სუნამოს სურნელი დამრჩენია შეუმჩნეველი, საოცრად გრილი ციტრუსის და ზღვის არომატი ჰქონდა, უცნაურად უცხო და თან ნაცნობი, ახალგაზრდა იყო, ასე ოცდახუთი -ოცდაშვიდი წლის, სრულიად უბრალო შავ პერანგში და შარვალში გამოწყობილი, მაღალი, ტანადი, გარუჯული, ძლიერი დაძარღვული ხელები ჰქონდა და მუქი ფერის, სახეზე და კისერზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა, რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ეს მისი დიდი, ულამაზესი შავი თვალები იყო, შეიძლება იფიქროთ ეს ყველაფერი ასე უცბად როგორ შეამჩნიაო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რამდენი დრო დასჭირდათ ნორმალურად მოსათავსებლად, ვიწრო კაბებში და მაღალ ქუსლიანებში გამოწყობილ გოგონებს, ეს ნამდვილად არ გამჭირვებია,
ბარამდე სულ რაღაც თხუთმეტი წუთის სავალი გზა იყო, ხმა აღარ ამომიღია, ვუსმენდი გოგონების საუბარს, უაზროდ ვათვალიერებდი თბილისის ღამის განათებებით გაჩახჩახებულ ქუჩებს და ფილტვებს ღრმად ვივსებდი იმ საოცარი სუნამოს სურნელით გაჟღენთილი ჰაერით, ტაქსი გაჩერდა თუ არა მაშინვე გადმოვხტი და გოგონებს არ დავლოდებივარ, უკან არც კი მიმიხედავს ისე წავედი შესასვლელისკენ, არ ვიცი რა დამმართა იმ ბიჭმა მაგრამ ვიცოდი, ახლა რომ არ გავცლოდი, რაღაც სისულელეს გავაკეთებდი,
ბარი სავსე იყო ხალხით, რატომღაც არ მესიამოვნა ხმამაღალი მუსიკა, კუთხის მაგიდას მივაშურე და რბილ სავარძელში მოწყვეტით ჩავეხეთქე,
- რა გჭირს? უცნაურად იქცევი, -თეკო გვერდით მომიჯდა და წელზე ხელი მომხვია,
- არაფერია უბრალოდ ცოტა დალევა მჭირდება და მოვალ ხასიათზე,
- ჰოდა ძალიან კარგი, მაგდა სასმელს მოიტანს,
- და უბრალოდ რომ შეგვეკვეთა არა?
- მერე ბარმენთან ფლირტს ვინღა გააბავდა, -ჩაეცინა თეკოს, -ბარისკენ გავიხედე, ბარმენი მაღალი საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, ტატუებიანი მკლავებით და კეფაზე კოსად შეკრული ქერა თმით,
- როდის აქეთია მაგდას ასეთი ბიჭები მოსწონს? -გულწრფელად გამიკვირდა,
- დარწმუნებული ვარ არ მოსწონს, უბრალოდ ახლა თავისუფლების გამო ეიფორიაშია, თანაც რაც არ უნდა თავი მოგვაჩვენოს რომ იმ ყველაფერზე არ ღელავს რაც მოხდა, ასე არ არის, ამიტომაც ყველანაირად ცდილობს რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს და ეს საწყალი ბიჭი მოხვდა ხელში,
- შენ ფსიქოლოგი უნდა იყო, დარწმუნებული ხარ რომ სწორი ფაკულტეტი შეარჩიე?
- შენ? შენ რას ფიქრობ? -მივხვდი რომ სხვა თემაზე ცდილობდა საუბრის გადატანას და ბევრი აღარ გამიგრძელებია,
- მე მომწონს უცხო ენები, ყოველთვის მომწონდა, ახლა უკვე ოთხ ენაზე ვსაუბრობ გამართულად, აი კორეულსაც რომ ვისწავლი მერე ...
- სასმელიც მოვიდააა, -შემაწყვეტინა მაგდამ და გვერდით მომიჯდა, რამდენიმე ჭიქის შემდეგ გოგონები ერთ ადგილზე ვეღარ გაჩერდნენ და მოცეკვავეებს შეუერთდნენ მე კი ვერაფრით მაძულეს მათთან ერთად ცეკვა, რატომღაც არაფრის ხასიათზე არ ვიყავი, რამდენიმე აბეზარი ბიჭის მოშორების შემდეგ წამოვდექი და უკვე ფეხარეული გავემართე ბარისკენ კიდევ ერთი ჭიქის დასალევად, ბარმენისთვის არც კი შემიხედავს, ისე გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი თუ არა ნესტოები ნაცნობმა სურნელმა ამიწვა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე,
- რას დალევთ? -საოცრად რბილი და თბილი ხმა მომესმა, თვალები გავახილე და ცოტა დამაკლდა რომ არ გადავყირავებულიყავი, მთელი ძალით ჩავეჭიდე ბარის პრიალა ზედაპირს, ის იყო, ნამდვილად ის იყო, ტაქსის მძღოლი, ჩემს წინ იდგა, ბარმენის ფორმა ეცვა, სასმელს მთავაზობდა და ისე მიღიმოდა რომ რამოდენიმე წამი ხმის ამოღება ვერ მოვახერხე, ის კი იდგა და მოთმინებით უცდიდა ჩემს შეკვეთას,
- შენ? აქ რას აკეთებ? -ძლივს ამოვილუღლუღე და მის უძირო შავ თვალებს არეული მზერა გავუსწორე.
- მე აქ ვმუშაობ, ბარმენი ვარ, -მიპასუხა თავაზიანად და კიდევ ერთხელ შემომთავაზა სასმელი,
- ცოტა ხნის წინ აქ სხვა ბარმენი იყო,
- არა, მე ვიყავი, საერთოდ ცვლა მყავს მაგრამ დღეს მხოლოდ მე ვმუშაობ,
- მეხუმრები არა? -ვკითხე და ხელი ისე მაგრად შევკარი რომ, ფრჩხილებმა კანი გამიჭრა, -ახლა ნამდვილად არ ვიყავი ხუმრობის ხასიათზე, ნამდვილად არ მეშლებოდა, იგივე თვალები, იგივე სურნელი...
- რას ბრძანებთ, არ ვხუმრობ, -მიპასუხა თავაზიანად.
- სხვაგან არსად მუშაობ შეთავსებით? მაგალითად ტაქსის მძღოლად?
- ტაქსის მძღოლად არასოდეს მიმუშავია, მაგრამ საკმაოდ კარგი ბარმენი ვარ და ახლა ჩემი რეცეპტით მომზადებულ კოქტეილს გაგასინჯებთ, -უხმოდ დავუქნიე თავი, ვიცოდი რომ მატყუებდა, ვიცოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ვიჯექი სულელივით და ველოდებოდი, ორიოდე წუთში წინ ცისფერი სასმლით სავსე ჭიქა დამიდო და უკან დაიხია, არაფერი მითქვამს, ავიღე და გამოვცალე, განსხვავებული გემო ჰქონდა, მთელ სხეულში ერთბაშად გაიშალა და სისხლძარღვები უცნაური ცეცხლით ამივსო, მზერა დამებინდა, წინ გადავქანდი და სანამ გავითიშებოდი რაც ვიგრძენი, სახეზე მისი თბილი თითების შეხება იყო.
* * *
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, თვალები გაჭირვებით გავახილე, ჩემს მისაღებში ვიწექი, დივანზე, პირქვე, ბალიშში ჩამხობილი, ერთხანს გაუნძრევლად ვცდილობდი გამეხსენებინა რა მოხდა გუშინ, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი, აშკარად ნაბახუსევზე ვიყავი, მაგრამ საერთოდ არ მახსოვდა რა და რამდენი დავლიე, ის კი არადა იმის შემდეგ რაც სადარბაზოდან გავედით და ტაქსი დავინახე რომელიც გველოდებოდა, ჩემს გონებაში აღარაფერი იყო, რაღაც სასწაულით მთელი ღამე გაქრა თითქოს არც ყოფილა, ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ჩემს ზურგზე მოკალათებულმა არსებამ ძირს ისკუპა, ცხირწინ დამიჯდა და შემომკნავლა,
- ოჰ, მოგშივდა ქალბატონო? მეორე სად გყავს? -შემომხედა და თითქოს გაიგო რაც ვკითხე, საძინებლისკენ წავიდა და კართან აიტუზა, კარი შევაღე და ერთმანეთში ახლართული მაგდას და თეკოს დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე, მათ ფეხებში მოკალათებული ფისო მაშინვე ჩამოხტა როგორც კი დამინახა და კნავილით წამოვიდა ჩემსკენ,
- ამათ უყურე რა, -ჩავიბურტყუნე ჩემთვის, თვითონ ჩემს საწოლში ნებივრობენ და მე დივანზე მძინავს, ამათზეა ნათქვამი გარეულმა კატამ შინაური კატა გააგდოო, -ასე ბუზღუნით გავედი სამზარეულოში ყავა მოვიდუღე და აივანზე სავარძელში ჩავეშვი, უკვე დანაყრებული კატებიც მაშინვე მომიჯდნენ გვერდით, მალე გოგონებიც შემომიერთდნენ ხელში ყავის ჭიქებით, ყველაფერი ძველებურად იყო, წყნარად მშვიდად, მაგრამ არ მტოვებდა შეგრძნება რომ რაღაც დამავიწყდა რაც აუცილებლად უნდა მხსომებოდა, ორივეს რამდენიმეჯერ მოვაყოლე გუშინ რაც მოხდა, როგორ წავედით ტაქსით ბარში, როგორ დავლიე იმდენი რომ დამეძინა და როგორ წამომიყვანეს სახლში,
ერთი კვირა ისე გავიდა რომ უცნაური სიცარიელის შეგრძნება არ მომცილებია, თავს ცუდად ვგრძნობდი მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი გოგონებს არ შეემჩნიათ, ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა რათა იმაზე აღარ მეფიქრა თუ რა დამავიწყდა.
- მოდი დღეს პიცა გამოვაცხოთ, -გამოვაცხადე და მათი აღფრთოვანებული სახეების დანახვაზე გამეღიმა, პიცა ერთადერთი იყო რისი გაკეთებაც მართლა კარგად გამომდიოდა და რაც ძალიან მოსწონდათ, უბრალო თეთრი მაისური, შორტი და კეტები ჩავიცვი, თმა უკან ცხენის კუდად შევიკარი და იქვე კუთხის მაღაზიაში გადავწყვიტე ჩასვლა მასალის საყიდლად, მარკეტი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იყო, დაველოდე როდის აინთებოდა მწვანე ფეხით მოსიარულეებისთვის და ზებრაზე გადავირბინე, ის იყო ტროტუარზე ავაბიჯე რომ უეცრად მომესმა,
- შეჩერდით,
შევბრუნდი, ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით პატრულის მანქანა იდგა, გაკვირვებულმა მიმოვიხედე ირგვლივ, ნუთუ მე მომმართეს, კი მაგრამ რა დავაშავე? კარი გაიღო, ოფიცერი გადმოვიდა, ფორმა შეისწორა, ქუდი მოირგო და ჩემსკენ გამოემართა, რა ჯანდაბა ხდება? თავი დავხარე და მზერა ჩემს თეთრ კონვერსებს გავუშტერე,
- ფეხით მოსიარულეთა წესი დაარღვიეთ, მომესმა სასიამოვნო თბილი ხმა და როცა მსუბუქმა ნიავმა ზღვისა და ციტრუსის სუნიც მომიტანა უნებურად გამეღიმა და სულ რაღაც რამდენიმე წამში გამახსენდა ის ყველაფერი რის გახსენებასაც მთელი კვირა ვცდილობდი, თავი ავწიე და როცა უკვე ნაცნობ შავ თვალებს შევეფეთე სუნთქვა შემეკრა, საოცრად უხდებოდა ფორმა,
- ანუ პოლიციელი ხარ? -ძლივს ამოვღერღე
- მგონი ეს საკმაოდ აშკარაა არა? -ირონია შეეპარა ხმაში
- არ გახსოვარ?
- უნდა მახსოვდეთ? -შეუვალი იყო, ზუსტად ისე როგორც იქ ბარში, არაფრით აღიარა რომ მიცნობდა, ჩემს კითხვებს ტაქსის და ბარის შესახებ დუმილით შეხვდა, ჯარიმა გამომიწერა მხოლოდ იმიტომ რომ ქუჩის გადაკვეთისას ზებრას ნახევარი მეტრით გადავცდი, მერე უბრალოდ ზურგი შემაქცია, მეწყვილეს გვერდით მიუჯდა და წავიდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ტროტუარზე ქვითრით ხელში, გაშეშებული, გონს ტელეფონის ზარმა მომიყვანა
- მია კარგად ხარ? -მაგდას შეშფოთებული ხმა ჰქონდა,
- ჰო კარგად ვარ, რა ხდება?
- ძალიან დაგაგვიანდა,
- სალაროსთან დიდი რიგია და ამიტომ ვაგვიანებ, -მოვიფიქრე სახელდახელო ტყუილი, ჯარიმის ქვითარს შევხედე რომელზეც რატომღაც ოფიცრის ვინაობა არ ეწერა და სახლში ისე დავბრუნდი რომ არაფერი მიყიდია, ახლა ნამდვილად არ მქონდა პიცის გამოცხობის თავი, უნდა გამერკვია, აუცილებლად უნდა გამეგო ვგიჟდებოდი თუ ვიღაც სასტიკად მეხუმრებოდა,
- შენ რა არაფერი მოიტანე, -თეკო მშიერი მზერით მომაჩერდა ცარიელ ხელებში,
- იმ რიგში დგომის თავი არ მქონდა, შეუკვეთეთ და მოიტანენ, -ჩაბიბურტყუნე, დივანზე გავიშხლართე და ცისფრად შეღებილ ჭერს მივაშტერდი, ნეტავ რომელმა შტერმა შეღება ცისფრად?
- კარგად ხარ? -სულთამხუთავებივით დამადგნენ თავს.
- გგონია რაკი არაფერს გეუბნებით ვერაფერს ვამჩნევთ?
- მთელი კვირაა ცუდად ხარ, აღარ იღიმი, აღარ ხუმრობ, კატებსაც კი აღარ უვლი, იმაზეც კი არ აცხადებ პრეტენზიას რომ უმეტეს შემთხვევაში დივანზე გიწევს ძილი,
- გეყოფათ გოგონებო, უბრალოდ ხანდახან მემართება ხოლმე ასე, დეპრესიული პერიოდი მაქვს ცოტა ხანში გამივლის, ისეთი არაფერია,
- დარწმუნებული ხარ?
- არ გვატყუებ?
- ხომ იცი ვერაფერს გამოგვაპარებ?
დაკითხვა კარზე ზარმა შეაწყვეტინათ, ფეხზე წამოვხტი და შვებით ამოვისუნთქე,
- ალბათ პიცა მოიტანეს, მე გავაღებ, ამ ადამიანს მადლობა უნდა გადავუხადო რომ თქვენგან მიხსნა,
-სეროზული სახით მომზირალ დოინჯშემოყრილ გოგონებს ენა გამოვუყავი და კარისკენ გავიქეცი, გავაღე და როგორც კი ზურგით მდგარი კურიერი ჩემსკენ შემობრუნდა ღონემიხდილი მივეყრდენი კარის ჩარჩოს,
- ეს უკვე მეტისმეტია, -ჩავიჩურჩულე და თავზე ხელები შემოვიჭდე, ის იყო, იდგა ჩემს წინ უხმოდ, ხელში ყუთებით, უნიფორმაში გამოწყობილი, პიცის სუნს შერეულ ციტრუსის გრილ სურნელს აფრქვევდა, შავ თვალებს არ მაშორებდა და თავაზიანად მიღიმოდა...

- - - - - - - - - - -

- თქვენი შეკვეთა, ორი პეპერონი, -მითხრა და ყუთები გამომიწოდა, ჩამოვართვი თუ არა, გემრიელად მიირთვითო ჩაილაპარაკა, შებრუნდა და წავიდა,
- მოიცადე, -დავუძახე, შედგა და შემოტრიალდა,
- გისმენთ,
- ახლა რომ გკითხო მიცნობ თუ რა, ალბათ იტყვი რომ არ მიცნობ,
- ასეა, ნამდვილად არ გიცნობთ, პირველად გხედავთ,
მთელი ჯერ კიდევ შერჩენილი მოთმინების უნარის მობილიზება დამჭირდა რომ არ ავფეთქებულიყავი,
ერთი, ორი, სამი, ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ისევ მისმა ხმამ გამომარკვია,
- არ ვიცი რა ხდება მაგრამ თუკი ჩემი მომსახურებით კმაყოფილი ხართ იქნებ აპლიკაციაში დადებითი შეფასება მომცეთ, -შევხედე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, გვერდზე თავგადაგდებული, საყვარელი, გულუბრყვილო, კნუტის თვალებით შემომცქეროდა, უნებურად გამაჟრჟოლა და მთელ სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა,
-ამის დედაც მგონი მართლა ვგიჟდები, -ჩავიბურტყუნე და ჩემდაუნებურად გამეღიმა,
- სტრიპტიზიორი რომ გამომეძახა ალბათ ისიც შენ იქნებოდი, -ჯანდაბა, არც კი მჯეროდა რომ ეს სისულელე ხმამაღლა ვთქვი,
- სტრიპტიზიორის გამოძახებას აპირებდით? -დავინახე როგორ იკბინა ქვედა ტუჩზე სიცილის შესაკავებლად და თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუციმციმდა,
- არა მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებ მაგ საკითხზე, -მივუგე მეტნაკლებად სერიოზული ხმით, ბინაში შევბრუნდი და ზურგს უკან გამეტებით მივიჯახუნე კარი.
ყველანაირად ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ მოვერიე თავს, მაინც ვერ დავმალე გრძნობები და განცდები და მაინც არ მოისვენეს ჩემმა სულთამხუთავებმა, შესაშური სიჯიუტით აგრძელებდნენ ჩემს დაკითხვას, კიდევ ერთი წამების სეანსის შემდეგ, რაც ჩემი ტვინის ბურღვაში გამოიხატებოდა, საბოლოოდ გავტყდი და ყველაფერი მოვყევი თავიდან ბოლომდე, პიდაღებულები მისმენდნენ, ეჭვით და გაოცებით სავსე თვალებით მიყურებდნენ,
- არ გჯერათ არა? -დავიღრინე, წამოვდექი და ჩემს ფეხებთან მჯდარ კატას დავუცაცხანე, ჩემს ასეთ საქციელს შეუჩვეველი, შეხტა, აიფხორა და დივნის უკან შეძვრა შეშინებული,
- ამ საწყალ კატას თავი დაანებე და დაჯექი, -შემომიტია მაგდამ, -ახლა ჩხუბის დრო არ არის, უნდა მოვიფიქროთ რატომ ხდება ეს ყველაფერი,
- იქნებ ვინმე ხუმრობს? იქნებ უბრალოდ შენი შეშინება ან გაბრაზება უნდათ, -წამოაყენა იდეა თეკომ,
- ან იქნებ შენი თაყვანისმცემელია და ასეთი გზით ცდილობს შენს დაინტერესებას,
- კარგი რა მაგდა, რა თაყვანისმცემელი, ისეთი სიმპათიურია ასეთი სისულელეები არ სჭირდება, რომ მოენდომებინა ამ ყველაფრის გარეშეც არ ვიტყოდი მასთან ურთიერთობაზე უარს, ხუმრობას რაც შეეხება, არამგონია ვინმე ისეთ მნიშვნელობას მანიჭებდეს რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რამ გააკეთოს, ჩემს შესაშინებლად ან გასაბრაზებლად, -ვთქვი და ახლაღა შევამჩნიე როგორი გაოცებულები მიყურებდნენ გოგონები,
- რა გჭირთ, ისეთი რა ვთქვი რომ ასე მიყურებთ,
- სულ რაღაც სამჯერ თუ ოთხჯერ ნახე რამდენიმე წუთით და ისე ძალიან მოგწონს რომ მასთან ურთიერთობაზე უარს არ იტყოდი? -თეკო დაეჭვებული მიყურებდა, ეს არც თუ ისე გასაკვირი იქნებოდა ვინმე სხვისგან რომ გაეგოთ მაგრამ ჩემგან აშკარად უკვირდათ ასეთი რამ, მეც მხოლოდ ახლა დავფიქრდი თუ რას ვგრძნობდი იმ უცნაური და იდუმალი უცნობის მიმართ, უბრალოდ ლტოლვას? ინტერესს? არა ეს აშკარად სხვა უფრო მეტად ძლიერი რამ იყო ვიდრე უბრალოდ ინტერესი,
- მოდით რამდენიმე ჭიქა დავლიოთ და ტვინიც უკეთ იაზროვნებს, -მაგდამ კარადიდან არყის ბოთლი და სამი ჭიქა გამოიღო და მაგიდაზე დადო,
- კარგი რა სულ დალევაზე როგორ ფიქრობთ, -ამოიხვნეშა თეკომ და ცხვირი აიბზუა,
- ახლა ყველას გვჭირდება ცოტა განტვირთვა, მიაკოს არანორმალურ ისტორიას რომ თავი დავანებოთ მეც ნერვები მაქვს მოშლილი, ახლა უკვე თვითონ ბექა არ მანებებს თავს, ვერ აიტანა ჩემი უარი ვაჟბატონმა და რაღაც სპორტულ ჟინად აქცია ჩემი ხელში ჩაგდება, მაგრამ ვერ მივართვი, მაგან მარტო უნდა იოცნებოს ჩემნაირ გოგოზე,
- ჰო რომ იცოდეს რა ლოთიც გვყავხარ იოცნებებდა კი არა უკანმოუხედავად გაიქცეოდა გერმანიაში,
- ბევრს ნუ ლაპარაკობ მიდი კარტოფილი შეწვი რა,
ცოტა ხანში ჩვენი სუფრა უკვე გაშლილი იყო ჟურნალების მაგიდაზე, მალე უბრალო განტვირთვა სერიოზულ თრობაში გადაიზარდა და ტვინის უკეთ ამუშავება კი არა საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა, იქამდე ვცეკვავდით ხმამაღალ მუსიკაზე, სანამ ნაზიკომ კედელზე ბრახუნით არ გვაუწყა რომ სიწყნარე სჭირდებოდა,
- მაშინ უნდა დავუბრახუნო კედელზე მურთაზი რომ მოაკითხავს და ერთ ამბავში რომ იქნებიან, მაგის ღირსია ეგ, -ჩავიბუზღუნე და მუსიკას დავუწიე, მაგდამ მეორე ბოთლი გამოიღო კარადიდან...
შუაღამისას შეხებამ გამომაფხიზლა, თმაზე რაღაც მეხებოდა, ისევ დივანზე ვიწექი და ვერაფრით ვახერხებდი თვალების გახელას, ამჯერად სახეზე ვიგრძენი მსუბუქი შეხება და მივხვდი ეს არც თათები იყო და არც კუდი, ოდნავ უხეში და გრილი თითები მსუბუქად მეხებოდნენ და ჩემს სახეს იკვლევდნენ, მერე ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და სუნთქვა შემეკრა, თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და გავყუჩდი, ვიცოდი რომ აქ იყო, ვიცოდი რომ არ მეჩვენებოდა, ჩემდა გასაკვირად შიშს ან საფრთხეს ვერ ვგრძნობდი, მსიამოვნებდა მისი შეხება, გაუნძრევლად ვიწექი, არ მინდოდა დამეფრთხო,
- ვიცი რომ არ გძინავს, ჩემი არ შეგეშინდეს, მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, -ჩამჩურჩულა და ფერება შეწყვიტა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი ასე გაშეშებული, თვალი რომ გავახილე მისაღებში არავინ იყო, გიჟივით წამოვვარდი ფეხზე, სათითაოდ შევამოწმე ყველა ფანჯარა და კარი, ყველაფერი დაკეტილი იყო, რომ არა მისი სურნელი რომლითაც მთელი ოთახი იყო გაჟღენთილი, ვიფიქრებდი რომ მომეჩვენა.
* * *
მთელი ორი კვირა ისე გავიდა არ მინახავს, თუმცა ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდი მის არსებობას, იქნებ მეჩვენებოდა, იქნებ უბრალოდ რაღაც აკვიატებად მექცა ან მართლაც ვგიჟდები, ქუჩაშიც კი ვერ გავსულვარ რომ მისი არსებობა არ ვიგრძნო, ვერ ვხედავ მაგრამ ვიცი რომ სადღაც ახლოსაა, არა, ასე აღარ შეიძლება, მგონი დროა აფთიაქში შევიარო და დამამშვიდებლები ვიყიდო,
- შეგიძლიათ წვენსაწურის არჩევაში დამეხმაროთ? -ფიქრებიდან გამოვერკვიე, სახეზე ხელოვნური ღიმილი ავიკარი და მომხმარებელს შესაბამისი სექციისკენ გავუძეხი.
არც თუ ისე დატვირთული დღე მქონდა, ბოლოს და ბოლოს ზაფხული იყო და ხალხის ნახევარზე მეტი გასული იყო ქალაქიდან, უკვე საღამოს რვა საათი ხდებოდა მაგდამ რომ დამირეკა, მივიხედ-მოვიხედე, სექციაში არავინ იყო, სტენდზე ჩამოვჯექი და ვუპასუხე,
- მიაკო ვიცი რომ მუშაობ და არ გცალია მაგრამ იქნებ როგორმე მოახერხო, გაენთავისუფლო და წამოხვიდე,
-შეშფოთებული და აღელვებული ხმა ჰქონდა,
- რა გჭირს, რა ხდება, სერიოზულია რამე?
- თეკო საავადმყოფოშია, მისამართს მოგწერ და მოდი, გთხოვ ახლა არაფერი მკითხო, რომ მოხვალ აქ მოგიყვები ყველაფერს.
აცახცახებული ხელებით ძლივს მოვახერხე, ტელეფონის გათიშვა და ჯიბეში ჩადება, -ჯანდაბა, ახლა მომიწევს რომ იმ იდიოტ ზურას ვეღრიჭო განთავისუფლებაზე, წარმომიდგენია როგორ გაუხარდება, იმედია ვაჭრობას არ დამიწყებს, -მენეჯერის ოთახთან მისულმა ღრმად ჩავისუნთქე-ამოვისუნთქე და დავაკაკუნე, როგორც ვფიქრობდი ისე მოხდა, განთავისუფლების სანაცვლოდ რესტორანში ვახშამზე დამითანხმა, გაცოფებული გამოვვარდი ოთახიდან, რამდენიმე წუთში გამოვიცვალე ფორმა და ტაქსი გამოვიძახე, ნახევარ საათში უკვე მითითებულ მისამართზე ვიყავი, გული მომიკვდა როცა დავინახე როგორ იჯდა მხრებაწურული მობუზული მაგდა მარტოდმარტო მოსაცდელში, დამინახა თუ არა ფეხზე წამოხტა და ჩამეხუტა, მისი გაფითრებული სახის და ნამტირალევი თვალების დანახვისთანავე მივხვდი რომ საქმე მთლად კარგად ვერ უნდა ყოფილიყო,
- რა ხდება? თეკოს რა სჭირს, როგორ არის?
- დღეს აიჩემა დედაჩემი უნდა ვნახოო, ვუთხარი არ წახვიდე მეთქი და არ დამიჯერა, მამამისი მისულა სახლში მთვრალი, დედამისი უცემია, თეკო შუაში ჩასდგომიათ, მამამისს ხელი უკრავს და თავი მაგიდის კუთხისთვის ჩამოურტყია, არ ვიცი კიდევ რა უქნა იმ ცხოველმა მაგრამ ექიმმა თქვა რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აქვს, ტვინიც დაზიანებულია, -მაგდამ თავი ვეღარ შეიკავა, მხარზე მომეყრდნო და აზლუქუნდა, გული ყელში მომებჯინა, ახლა ისე მინდოდა ტირილი როგორც არასდროს, მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა და მთელი დაგროვილი ემოციებისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ამას ვერ ვიზავდი, მე მაინც უნდა ვყოფილიყავი ძლიერი,
- ეს ყველაფერი ვინ მოგიყვა? -ჩამწყდარი ხმით შევეკითხე,
- ნანა დეიდამ მომიყვა, მეც მან დამირეკა, თვითონ სასწრაფოს წამოყოლია და მე რომ მოვედი აქ დამხვდა,
- ახლა სად არის?
- გამოაცხადა ჩემს ქმარს ვჭირდებიო და წავიდა,
- ოჰ მაგის... თავი ძლივს შევიკავე უშვერი სიტყვებისგან, ჯანდაბა, შვილი უკვდება და ეგ კიდევ იმ ცხოველზე ფიქრობს, რანაირი დედაა?
განადგურებული ვიყავი, თეკო, ჩემი პატარა ჭორფლიანი გოგო სიკვდილს ებრძოდა, იმის დაჯერებაც კი არ მინდოდა რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს გაეღვიძა,
- ყავას მოგიტან დალევ? -მაგდას ჩაწითლებულ თვალებში შევხედე და თავზე ხელი გადავუსვი, თავი უხმოდ დამიქნია, დერეფანში გამოვედი და თვალებით ყავის აპარატს დავუწყე ძებნა, დავინახე როგორ გამოვიდა რეანიმაციიდან თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, რაც უფრო მიახლოვდებოდა მით მეტად იმატებდა გულისცემა და მით მეტად მეკარგებოდა ძალა ფეხებში, ის იყო ჩემთვის უნდა ჩაეარა რომ მკლავში ვწვდი და შევაჩერე, მობრუნდა და გაკვირვებული შავი თვალები შემომანათა, ვინც არ უნდა ყოფილიყო აშკარად ძალიან კარგი სამსახიობო მონაცემები ჰქონდა, არანაირად არ იმჩნევდა რომ მიცნობდა, ხელი გავუშვი და უღონოდ მივეყრდენი კედელს,
- ამჯერად ექიმი ხარ?
- ამჯერად არა, ექიმი ვარ, რამე კითხვა გქონდათ ჩემთან?
- კარგი, საერთოდ არ მაინტერესებს რა თამაშს თამაშობ, შეგიძლია წახვიდე, რაც არ უნდა იყოს ახლა ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, -ზურგი შევაქციე და დერეფნის ბოლოსკენ წავედი სადაც ყავის აპარატი იდგა,
- იმ გოგონას ახლობელი ხომ არ ხართ რეანიმაციაში რომ წევს თავის ტრამვით? -მომესმა, შევდექი და მისკენ შევბრუნდი, იდგა არაფრისმთქმელი სახით და შეიძლება მომეჩვენა მაგრამ აშკარად თანაგრძნობით სავსე მზერით მიმიმზერდა.
- ჩემი მეგობარია,
- თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, სერიოზული არაფერი სჭირს, ცოტა ხანში გონს მოვა და კარგად იქნება,
-მითხრა, სრულიად მშვიდი ხმით, გამამხნევებლად გამიღიმა და წავიდა, მე რომ გამოვერკვიე უკვე აღარსად ჩანდა, ყავა ავიღე და მაგდასთან მივედი, არაფერი მითქვამს, არ მინდოდა ფუჭი იმედები გასჩენოდა, მთელი ღამე ერთმანეთზე თავმიდებულებმა გავატარეთ მოსაცდელში, დილით კი თეკოს მკურნალმა ექიმმა გვაცნობა რომ თეკო გონს მოვიდა და კარგად იყო, მაგდა ლამის სიხარულისგან გაგიჟდა, მე არ გამკვირვებია, ექიმებმა კი თანამედროვე სასწაულად შერაცხეს ეს შემთხვევა, ვერაფრით ხსნიდნენ მის ასეთ სწრაფ გამოჯანმრთელებას მაშინ როცა ერთი პროცენტიც კი არ ჰქონდა სიცოცხლის შანსი, სულ რაღაც ერთ კვირაში თეკო საავადმყოფოდან გაწერეს და სახლში გავაგრძელეთ მისი მკურნალობა, მე და მაგდა თავს ვევლებოდით ად ყველა სურვილს ვუსრულებდით, არაფერი მითქვამს, ვიცოდი რომ ვერ გაიგებდნენ და არ დამიჯერებდნენ, მათვის პრობლემას არ წარმოადგენდა იმის დაჯერება რომ უცნაური თაყვანისმცემელი მყავდა რომელიც ჩემს მოსახიბლად ხან პატრულის ფორმით მეცხადებოდა და ხან კურიერის, მაგრამ ის რაც საავადმყოფოში მოხდა... არ ვიცი, მეც კი ვერ გამეგო რა ხდებოდა და როგორ უნდა მეთქვა მათთვის, ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრში თუ ვინ უნდა ყოფილიყო, იქნებ მოჩვენებაა, ანგელოზი ან თუნდაც ლუციფერი რომელიც გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ საბოლოოდ სულს მომთხოვს,
- მია დედამიწაზე დაეშვი, -ფიქრებიდან მაგდას ხმამ გამომარკვია, -ხომ გახსოვს რომ ხვალ თეკოს დაბადების დღეა და უნდა მოვემზადოთ.
- კარგი რა ახლა არაფრის თავი არ მაქვს, ცოტა მერე რომ აღვნიშნოთ არა? -საცოდავად გაფითრებული და გამხდარი თიკო, დივანზე იყო მოკუნტული და ბედნიერად მოკრუტუნე კატას ყურებს ფხანდა,
- დაბადების დღეს იმიტომ ქვია დაბადების დღე რომ იმ დღეს უნდა აღინიშნოს რა დღესაც დაიბადე,
-გამოაცხადა მაგდამ ომახიანი ხმით,
- აუ კარგით რააა,
- შენ გაჩუმდი, მაგდა მართალია, გინდა თუ არ გინდა მაინც მოგიწევს ჩვენთან ერთად აღნიშვნა, თუ გინდა არავინ დაპატიჟო და ჩვენ სამი ვიყოთ მარტო, ტორტი ვიყიდოთ და გაზიანი სასმელები,
- მხოლოდ გაზიანი?
- ჰო, მე და მაგდამ გადავწყვიტეთ რომ სანამ შენც არ შეგეძლება ალკოჰოლური სასმელების დალევა, სოლიდარობის ნიშნად აღარც ჩვენ დავლევთ.
- მიყვარხართ ორივე, -თეკომ ხელები გაშალა, აქეთ-იქიდან მივუსხედით და ჩავეხუტეთ, ამ წუთას სულ არ მაინტერესებდა ვის ან რის გამო იყო ცოცხალი თეკო, მთავარია რომ ჩემს გვერდით იყო,
- კიდევ კარგი რომ ხვალ არის და არა ზეგ შენი დაბადების დღე,
- რატომ, რა ხდება?
- ზეგ საღამოს ზურასთან ერთად რესტორანში მივდივარ სავახშმოდ და ვიცი ისე გამიფუჭებს ხასიათს რომ მერე რამდენიმე დღე არავის და არაფრის ნერვები არ მექნება,
- ოჰო, შენ აღარ ხუმრობ, -მაგდა აშკარად გაკვირვებული იყო, -შენ და ზურა? კი მაგრამ როგორ მოახერხა შენი დათანხმება?
- შენი აზრით რატომ გამომიშვა იმ დღეს სამსახურიდან?
- უყურე რა ა? შენ კი ჩემს გამო იძულებული გახდი რომ დათანხმებოდი,
- შენ არაფერ შუაში ხარ თეკო, ზურაა უბრალოდ იდიოტი,
- და რისი იმედი აქვს რომ თავს შეგაყვარებს?
- არა, იმის იმედი აქვს რომ დამათრობს და საწოლში შემიტყუებს,
- საერთოდ რომ არ წახვიდე?
- გაცოფდება და სამსახურიდან გამომიშვებს, მე კი ახლა ეს სამსახური ძალიან მჭირდება ხომ იცით, ჩემი მშობლები ფულს აგროვებენ და მე ვეღარაფერს მიგზავნიან, ისედაც ძლივს ვწვდები ხარჯებს,
- ჩემს გამო კი ორივემ მთელი დანაზოგი დახარჯეთ, -თეკომ თავი ჩაღუნა და მოიბუზა,
- ნუ სულელობ რა, მეორედ აღარ თქვა არაფერი ამ საკითხზე, შენს გამო დანაზოგი კი არა რომ დამჭირვებოდა ბექასაც კი გავყვებოდი ცოლად, მიაკოც და მეც ყველაფერს გავაკეთებთ შენთვის,
- რა მეშველებოდა თქვენ რომ არ მყავდეთ,
- ჰო ასეთი კარგები ვართ ჩვენ, -მხიარულად გადავიკისკისე და წამოვხტი, -ახლა ეს კარგი გოგოები, გარეთ უნდა გავიდნენ ცოტახნით, მარტო ხომ დარჩები?
- სად მიდიხართ?
- პატარა საქმე გვაქვს, მალე მოვალთ, შენ არაფერზე ინერვიულო და კატებს მიმიხედე კარგი? -სევდიანი მზერით გაგვაცილა მე და მაგდა თეკომ.
* * *
სულ რაღაც ორ საათში მე და მაგდამ საჩუქრების ყიდვაც მოვასწარით და ტორტის შეკვეთაც, სახლში დაბრუნებულებმა, ფილმს ვუყურეთ ერთად და ჩემდა გასაკვირად მალევე მომერია ძილი, დილით ადრე ავდექი და მაგდაც გავღვიძე რომ სახლი სადღესასწაულოდ მოგვერთო, თეკოს გახარებული სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა, დღემ მშვენივრად ჩაიარა, თეკოს არავინ დაუპატიჟნია, მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით, მხიარულობდა და არ იმჩნევდა როგორი გულნატკენი იყო იმის გამო რომ დედამისს არც კი გახსენებია მისი დაბადების დღე,
ძილის წინ შეტყობინება მივიღე, ჩემი დიდსულოვანი მენეჯერი ზურა მატყობინებდა რომ ხვალ მთელი დღე დასვენების დღე მქონდა, რათა დასვენებული და მომზადებული მივსულიყავი რესტორანში, მისამართსაც მიგზავნიდა, გოგონებს რომ ვაჩვენე მაგდამ გაკვირვებისგან წარბები მაღლა აზიდა,
- ძალიან კარგი რესტორანი შეურჩევია, თან დასვენების დღესაც გაძლევს, მგონი ეგ ბიჭი სერიოზულად ფიქრობს შენზე,
- უბრალოდ ცდილობს თავგზა ამირიოს, თვითონაც რომ არ იცის ისე კარგად ვიცნობ და ვიცი რომ რაღაცას ხლართავს,
- ჰოდა თუ ასე ფიქრობ მაშინ ფრთხილად უნდა იყო,
- ფრთხილად ვიქნები, თქვენ არაფერზე ინერვიულოთ, ახლა კი საშინლად მეძინება, დღეს კატები თქვენთან დაიწვინეთ რა, უკვე ზურგი მტკივა მაგათ გადამკიდეს, -მაგდამ ორივე ფისო ამოიღლიავა და საძინებლისკენ წავიდა.
როგორც იქნა ის საბედისწერო საღამოც დადგა და რესტორანში წასასვლელად მოვემზადე, სადა, მთლიანი, მუხლამდე თეთრი კაბა ჩავიცვი, დახურული გულით და მხრებით, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე, მსუბუქი მაკიაჟი და ჩანთა,
- ულამაზესი ხარ,
- ზურას გააგიჟებ, -გოგონები კომპლიმენტებს არ იშურებდნენ, ბევრი აღარ მომიცდია და შეტყობინების მიღებისთანავე რომ ტაქსი მელოდებოდა, კარი გავიხურე და ლიფტის ღილაკს თითი დავჭირე, დათქმულზე თხუთმეტი წუთით ადრე მივედი რესტორანში, მაგრამ ზურა უკვე იქ იყო და შესასვლელთან მელოდებოდა, დამინახა თუ არა, ჩემსკენ ღიმილით გამოემართა და ხელი გამომიწოდა,
- არაჩვეულებრივად გამოიყურები,
- მადლობა,
- მაპატიე რომ სახლში ვერ მოგაკითხე,
- მესმის, ალბათ არ გინდოდა შენი ცოლისთვის ვინმეს ეთქვა რომ თანამშრომლებს სახლში აკითხავ რესტორანში წასაყვანად, -ერთ რამედ ღირდა მისი გაოცებული და გაფითრებული სახის დანახვა, სიცილი ძლივს შევიკავე,
- შენ რა მართლა გეგონა რომ შენი ორსული ცოლის შესახებ არ ვიცოდი?
- საიდან გაიგე? არავინ არ იცის სამსახურში, -ძლივს ამოღერღა და ამღვრეული თვალებით მომაჩერდა, თავი რატომღაც ძალიან კარგად ვიგრძენი, როდისმე ვინმეს ხომ უნდა მიეჩინა ადგილი ამ იდიოტისთვის,
- ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ბატონო ზურა, რას იტყვი შევიდეთ თუ გამოვიძახო ტაქსი და სახლში დავბრუნდე იმ პირობით რომ ჩემს სამსახურს არაფერი დაემუქრება,
- შენს სამსახურს ისედაც არაფერი დაემუქრებოდა, ასეთი ნაძირალა გგონივარ? -შეიცხადა ზურამ და წამში გულუბრყვილო წმინდანის სახე მიიღო, -მოდი უბრალოდ რამე შევჭამოთ და დავიშალოთ კარგი? გპირდები არაფერი ზედმეტი არ იქნება,
- კარგი რაკი ასეა შევიდეთ, - დიდად აღარ მიუარია, ახლა გემრიელად ჭამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რესტორანში საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია იყო, ზურამ რამდენიმე სხვადასხვა კერძი და წითელი ღვინო შეუკვეთა, იმით დამშვიდებულმა რომ უკვე ყველაფერი გარკვეული გვქონდა, ჩემი თეორიები დავივიწყე მის შესახებ და ერთი ჭიქა ღვინო ბოლომდე გამოვცალე, რამდენიმე წუთში მოვითენთე და თავბრუსხვევა ვიგრძენი, ზურამ მაშინვე შემატყო რომ კარგად არ ვიყავი, წამოდგა და მომიახლოვდა,
- მგონი ცუდად ხარ, წამოდი სახლში წაგიყვან, -წინააღმდეგობა არ გამიწევია, გარეთ რომ გამოვედით უკვე სიარულიც კი მიჭირდა,
- რა ჯანდაბა ხდება, -ძლივს ამოვილუღლუღე,
- შენ რა გეგონა ასე ადვილად დამიძვრებოდი ხელიდან? -ბოროტულად ჩაიცინა და მანქანის კარი გააღო, გავიბრძოლე მაგრამ არაფერი გამომივიდა, ძალით ჩამსვა და ღვედი გადამიჭირა, ხელფეხი იმდენად მქონდა მოდუნებული განძრევასაც კი ვერ ვახერხებდი, ის იყო გასაღები გადაატრიალა რომ საიდანღაც გამოვარდნილმა, შავმა ავტომობილმა გზა მოუჭრა და პირდაპირ მის წინ დაამუხრუჭა, მერე უკვე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, ორი მამაკაცი გადმოვიდა ერთ-ერთმა ზურას აიძულა გადმოსვლა, მეორემ მე ამიყვანა ხელში და შავი ავტომობილის უკანა სავარძელზე მომათავსა, თვალები ნელ-ნელა დამეხუჭა და საბოლოოდ გავითიშე.


- - - - - - - - - - - - - -

ჩიტების ჭიკჭიკმა და წყლის ხმამ გამომაღვიძა, გავიზმორე და ხელში ზეწრის მაგივრად ქვიშა რომ მომყვა შეშინებულმა ვჭყიტე თვალები, ქვიშაზე ვიწექი მდინარის ნაპირას, ღია ცის ქვეშ, ცა მოწმენდილი იყო, საოცრად ლურჯი, და მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა, რამდენიმე წამით თვალი გამიშტერდა, უკვე აღარც კი მახსოვდა ბოლოს როდის ვნახე ცა ასეთი ლურჯი, აშკარაა რომ თბილისში არ ვიყავი, არამგონია ჩვენს დედაქალაქში ისეთი მდინარე იყოს რომელსაც ასეთი ქვიშიანი სანაპირო ექნება, თანაც თბილისში ცა ყოველთვის უსახური და ნაცრისფერია, ჰაერი კი ჭუჭყიანი და მძიმე, აქ კი თავზე ხასხასა სილურჯე დამყურებდა და ვამჩნევდი როგორ მივსებდა ფილტვებს კამკამა ჰაერი,
ჯანდაბა, მხოლოდ ჩემნაირმა უცნაურმა ადამიანმა შეიძლება ასეთ მდგომარეობაში გაიღვიძოს და პირველი იმაზე იფიქროს თუ რაოდენ მოწმენდილია ცა, ასეთი შტერი რომ ვარ ალბათ ამიტომ მემართება ყოველთვის უცნაურობები, თვითონაც რომ მეხამუშა ისე უშვერად შევუკურთხე ჩემს ბედს და წამოვჯექი, თხელი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი მაისური მეცვა, თან არაფერი მქონდა არც საათი, არც ტელეფონი, არც არანაირი სამკაული, ფეხშიშველი ვიყავი თმაგაწეწილი და სრულიად მარტო.
- ეს შეუძლებელია, აშკარად სიზმარში ვარ, უნდა გავიღვიძო, -ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს და მკლავზე მთელი ძალით ვიჩქმიტე, ტკივილმაც არ დააყოვნა, აშკარა იყო ეს ყველაფერი არ მესიზმრებოდა და სხვა რაღაცაში იყო საქმე, ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემ მარჯვნივ მდინარე მიედინებოდა, წინ ხიდი ჩანდა, ირგვლივ კი მხოლოდ ტყეები იყო, დავფიქრდი და ჯერ გაოცებამ შემიპყრო, მერე შიშმა, მერე გაურკვევლობის გრძნობამ, მერე ისევ გაოცებამ და იქამდე ვიყავი ასე გაოცებულად პირდაღებული სანამ ჩემმა გონებამ ათობით სხვადასხვა სცენარი არ შექმნა, საშინელებათა ფილმის სცენარიდან დაწყებული, კომედიური ჟანრით დამთავრებული, ყოველთვის ასე იყო, ფანტაზიის უნარს არასდროს ვუჩიოდი, შემეძლო მთელი ღამე სხვადასხვა უცნაური რაღაცეების წარმოდგენაში გამეტარებინა,
ჯანდაბა, უკვე ოცდაერთი წლის ვარ და მხოლოდ ახლა შუაგულ ტყეში მდინარის პირას მჯდარი მივხვდი თუ რატომ არ ხდება არასდროს ჩემს ცხოვრებაში არანაირი სასწაული, ანდა როგორ მოხდებოდა როცა ყველაფერზე უკვე წინასწარ მქონდა ნაფიქრი, ყველა უცნაური და ფანტასტიკური სცენარი უმცირეს დეტალებამდე მქონდა გათვლილი და ხომ წარმოგიდგენიათ, წინასწარ დაგეგმილი და გაწერილი რაღაც რომ მართლაც მოხდეს ვინმეს ცხოვრებაში, არაა, ალბათ ეს ღმერთისთვისაც კი ზედმეტი იქნებოდა.
ახლაც ასე გაუნძრევლად ვიჯექი და ვცდილობდი გამეგო რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ხომ იცით რას ვგულისხმობ და ზოგადად როგორც ხდება, როცა წინასწარ თუნდაც დაახლოებით მაინც იცი რა გელოდება, იმდენად აღარ გეშინია და მეც რამდენიმე სხვადასხვა სცენარიდან საუკეთესოები ამოვარჩიე, სხვები კი კუთხეში მივაწყვე ყოველი შემთხვევისთვის.
1) ვიღაც მანიაკმა გამიტაცა და აქ დამაგდო რომ ჩემზე ნადირობა გამართოს, ტყე-ღრეში უთავბოლოდ მარბენინოს, გაერთოს და მერე მომკლას,
-შეშფოთებულმა მოვათვალიერე გარემო, არავინ და არაფერი ჩანდა, -სულელო, -შევუძახე ჩემს თავს, რის დანახვას ელოდებოდი, კარგი მონადირე ზუსტად იმიტომ არის კარგი მონადირე რომ არ ჩანს სანამ ნადირს ტყვიას არ დააჭედებს,
- მაგრამ შენ ხომ ნადირი არ ხარ შემომეპასუხა ჩემი ქვეცნობიერი,
- არ ვარ მაგრამ მანიაკებს რა დალევს, -შევეპასუხე და მეორე სცენარზე დავფიქრდი.
2) ეს ყველაფერი უბრალოდ ილუზიაა და ახლა სინამდვილეში დედამიწაზე კი არა კოსმოსში ვარ რომელიღაც უცხოპლანეტურ ხომალდზე, სადაც უცხოპლანეტელები ადამიანებზე ცდებს ატარებენ, გამძლეობაზე, მოთმინებაზე და კიდევ ათასგვარ სხვა უბედურებაზე, -ეს იდეა არცთუ ისე ცუდად მეჩვენა, ასეთ რამეზე თანახმა ვარ, მგონი უცხოპლანეტელებს თავისუფლად შევეგუები, რომელიმე სხვა პლანეტაზე ცხოვრებაზეც არ ვიტყოდი უარს, რათქმაუნდა თუკი ჩემი გამოკვლევის მიზნით ჩემს გაბურღვას ან გაჭრას არ დააპირებენ.
3) ვიღაც მდიდარი შეშლილების მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი თამაში, სადაც ადამიანები გადარჩენისთვის ერთმანეთს ებრძვიან, ხოცავენ და ანადგურებენ, ადამიანურ სახეს კარგავენ და მზად არიან ჰაერის კიდევ ერთი ყლუპისთვის სხვა ცოცხლად გაატყავონ, -არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
4) ხუმრობა, ბოროტი ხუმრობა, სასტიკი ხუმრობა, -ვიღაცას ჩემი დასჯა ან გამწარება აქვს გადაწყვეტილი, იმ დანაშაულისთვის რომელიც არ ჩამიდენია, ან ჩავიდინე და რატომღაც აღარ მახსოვს, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ოღონდ ის სამი წინა სცენარი ნუ იქნება და ვინც არ უნდა იყოს მაშინვე ვაპატიებ ამ ყველაფერს, ის კი არადა პირიქით, თუ სურვილი ექნება აქეთ მოვუხდი ბოდიშს.
* * *
რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ, როცა დავასკვენი რომ არც ჩემს გადასარჩენად მოვიდოდა ვინმე და არც ჩემს მოსაკლავად, წამოვდექი და ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე, პირველ რიგში როგორმე იმ ხიდამდე უნდა ამეღწია და მერე მოვიფიქრებდი რამეს, ჯერ ციცაბო ფერდობს ავხედე და მერე ჩემს შიშველ ფეხებს შევავლე თვალი, რაც ცხრა წლის გავხდი მის მერე ფეხშიშველი აღარ მივლია და ახლა ნამდვილად არ მეპიტნავებოდა ამ ქვა-ღორღში ასე სიარული, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ღრმად ჩავისუნთქე და აღმართს შევყევი, როგორც კი ავაღწიე და მოასფალტებული გზა დავინახე, შვებით ამოვისუნთქე, მართალია გზა მოუვლელი და მიგდებული ჩანდა, ალაგ-ალაგ დაბზარული და ალაგ-ალაგ ბალახით დაფარული მაგრამ ქვა-ქვიშას ნამდვილად სჯობდა, როგორც იქნა ხიდამდე მივაღწიე, ძველი ხიდი იყო, საღებავგადაცლილი დაჟანგული რკინის მოაჯირებით და მორყეული ფიცრებით, ფეხების კანკალით მივაღწიე შუამდე, არც თუ ისე საიმედო მოაჯირს დავეყრდენი და მიდამოს გავხედე,
როგორც ვამჩნევდი საკმაოდ მაღლა ვიყავი ზღვის დონიდან, ის გზა საიდანაც მოვედი, მაღლა გორაკზე ადიოდა და მთებისკენ მიემართებოდა, ხიდის მეორე მხარეს მდებარე გზა კი ქვემოთ ეშვებოდა, ადგილ-ადგილ ტყეებში იკარგებოდა, შემდეგ ისევ ჩნდებოდა და იმ დასახლებული პუნქტისკენ მიემართებოდა რომელიც აქედან იმდენად შორს იყო რომ შენობებს ძლივს ვარჩევდი, დასახლების გარშემო კი ყველგან გაუვალი, უღრანი ტყეები მოსჩანდა, ესეც ასე, რაკი დასახლებული პუნქტია იქნებ ახლო მახლოს ვინმე იყოს ვინც ჩემს დახმარებას შეძლებდა, ხომ არ ვიყვირო და შველა ხომ არ ვითხოვო, -ფსიქოლოგიურად მოვემზადე, პირი დავაღე და არ გამკვირვებია როცა ყელიდან ხმა არ ამომივიდა, აი ჩემი კიდევ ერთი უცნაურობა, არასდროს არ შემეძლო ხმამაღლა ყვირილი, რომ ვიხრჩობოდე ან უზარმაზარი დათვი რომ მომდევდეს მაშინაც კი ვერ ვიყვირებდი ალბათ, ხელი ჩავიქნიე, ხიდზე გადავედი და გზას დავადექი, რაღაც მეეჭვებოდა რომ ამ მდგომარეობაში დაღამებამდე მომესწრო იმ დასახლებამდე ჩასვლა, მაგრამ უნდა მეცადა მაინც, ჩემი მშობლები და გოგონები ალბათ უკვე გაგიჟებულები იყვნენ და მეძებდნენ,
ჩემდა გასაკვირად საკმაოდ სწრაფად ვფარავდი მანძილს, შიმშილი, წყურვილი და ფეხების ტკივილი რომ არა აქაურობით ალბათ აღფრთოვანებულიც კი დავრჩებოდი, მწვანედ გადაბარდნილი ტყეები, ჩრდილი, სიმშვიდე, სიწყნარე, მხოლოდ ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი, მაგრამ ვის რაში ედარდებოდა ახლა ეს ყველაფერი, პირი ისე მქონდა გამშრალი ენას ძლივს ვატრიალებდი და როცა შემდეგ მოსახვევში უზარმაზარი ხის ქვეშ წყაროს მოვკარი თვალი ისე გამიხარდა რომ მუხლებზე დავეცი და იმ ღმერთს მადლობა შევწირე რომლის არსებობაც უკვე დიდი ხანია აღარ მწამდა, ეჰ, ჩვეულებას რომ ვერ უხერხებს ადამიანი ვერაფერს თორემ... ანკარა ცივ წყალს დავეწაფე და წყურვილი რომ მოვიკალი მაშინღა გავბედე ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოჯდომა, დაკაწრულ-გაუბედურებული ფეხები დავიბანე, ხეს ზურგით მივეყრდენი და ფოთლებიდან მომზირალ მზეს ავხედე რომელიც აშკარა იყო რომ უკვე ჩასვენებას აპირებდა,
- ქალაქამდე ვერ მივაღწევ, -ჩავილაპარაკე და თავზე ხელები შემოვიჭდე, სხვა გზა არ იყო, ღამე იქვე იმ ხის ძირში უნდა გამეთენებინა, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა მელოცა და არარსებული ღმერთებისთვის მეთხოვა რომ არ ეწვიმა და მგლებს არ შევეჭამე, აი რას ნიშნავს იდიოტი რომ იქნები ადამიანი, თურმე სულაც არ არის ცუდი როცა გჯერა რომ არსებობს ვიღაც შენზე ძლიერი რომლის იმედიც გექნება შუაღამისას, შუაგულ ტყეში, რომელიც დიდი ალბათობით მგლებით და ფოცხვერებით არის სავსე.
მეშინოდა, როგორც იქნა ვაღიარე, იმდენად მეშინოდა რომ ისეთ უკიდურეს ზომასაც კი მივმართე რასაც ლოცვა ჰქვია, ჩემს შემთხვევაში უფრო ხვეწნა-მუდარა გამოვიდა მაგრამ მაინც...
შუაღამემდე თვალი ვერ მოვხუჭე, ჩემი ვარაუდით შუაღამემდე თორემ ისე დროის შეგრძნება უკვე დაკარგული მქონდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ძალით ვცდილობდი თვალები არ დამეხუჭა გადაღლილობამ თავისი გაიტანა და ხეზე ზურგით მიყრდნობილს და სიცივისგან მობუზულს მაინც ჩამეძინა, ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე, სიზმარშიც ზუსტად ასე ხის ძირას მეძინა როცა ის მომიახლოვდა, ფრთხილი შემპარავი ნაბიჯებით, მისი ნაბიჯის ხმა არ გამიგია, ნაცნობმა სურნელმა მაიძულა გაჭირვებით გამეხილა თვალები, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით იდგა, სამხედრო ბოტებში და ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, ქამარზე დანით და მხარზე მშვილ-ისრით, უცნაურად გაფითრებულ სახეს ხის ხშირ ვარჯს შორის გამოღწეული მთვარის შუქი უნათებდა და სევდანარევი სიბრაზით სავსე შავი თვალებით მიყურებდა, მომიახლოვდა ჩემს წინ ჩაიმუხლა, ხელისგული გათოშილ ლოყაზე ამატარა და სახეზე ჩამოშლილი თმები ყურს უკან გადამიწია, სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი როგორ სწრაფად დაიწყო მოძრაობა ძარღვებში თითქმის გაყინულმა სისხლმა,
- შენ? ეს შენ ხარ, აქ რას აკეთებ, რა ხდება? -ძლივს ამოვილუღლუღე სიცივისაგან გალურჯებული ტუჩებით,
- ყველაფერი ჩემი ბრალია, ჩემს გამო ხარ ამ მდგომარეობაში, დამაგვიანდა, მაპატიე რომ ასე დავიგვიანე, ალბათ როდესმე მაპატიებ, მინდა რომ მაპატიო, -ჩურჩულებდა, სახეზე მეფერებოდა და ცდილობდა გაეღიმა,
- ვერ ვხვდები, ვერაფერს ვხვდები, ვინ ხარ? ჩემგან რა გინდა? ეს რა ადგილია? აქ რატომ ვარ? -ჩემი ჩაწყვეტილი ხმა უკვე მე თვითონაც ძლივს მესმოდა,
- ცოტა დრო გვაქვს, დიდხანს ვერ დავრჩები მაგრამ პირობას გაძლევ, ყველანაირად ვეცდები შენს დაცვას და დახმარებას, არ შეგეშინდეს გესმის? არავის მისცე უფლება შენი სისუსტე დაინახოს და ყველაფრისთვის მზად იყავი, დაიმახსოვრე, არავის ენდო და არაფერი დაიჯერო რასაც გაიგებ, ჭკვიანი გოგო ხარ და აქ მხოლოდ შენს გონებას შეგიძლია ენდო, მაგრამ ვაი რომ ხანდახან საკუთარ გონებასაც შეუძლია თამაში გვეთამაშოს,
- ისე როგორც ახლა? ეს ყველაფერი გონების თამაშია ხომ ასეა? მესიზმრები? აქ ვერ იქნები, ეს არარეალურია და საერთოდაც ყველაფერი რაც ხდება არარეალურია, აქ რატომ ვარ, რატომ? -ვერც კი მივხვდი როგორ ჩამომიგორდა ლოყებზე ცრემლები, ნიკაპთან ერთმანეთს შეუერთდნენ, ყელს ჩამოუყვნენ და გულისპირისკენ გაიკვლიეს გზა, დაბინდული თვალებით შევყურებდი, ვხედავდი როგორ ებრძოდნენ მის სახეზე ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები, თვალები ერთდროულად სევდით, ბრაზით, უზომო ტკივილით და შემიძლია დავიფიცო რომ სიყვარულით ჰქონდა სავსე,
- არ წახვიდე, აქ მარტო არ მიმატოვო, -ჩავიჩურჩულე, ხელი გაჭირვებით ავწიე და ის გავაკეთე რაზეც მისი დანახვის დღიდან ვოცნებობდი, საყვარლად გაჩეჩილ თმებში შევუცურე, ეს ყველაფერი ისეთი რეალური იყო... ისევ შემეხო სახეზე, ფრთხილად და ნაზად მეფერებოდა, თვალები თავისთავად დამეხუჭა და გავითიშე.
არ ვიცი ლოცვამ იმოქმედა თუ ამ ტყეში ნადირი არ იყო მაგრამ დილას ცოცხალი შევხვდი, დაღლილი, მშიერი, გათოშილი და გასავათებული, თუმცა ცოცხალი, ირიჟრაჟა თუ არა მაშინვე გზას დავადექი, ყველანაირად ვცდილობდი წუხანდელ სიზმარზე არ მეფიქრა, არც იმაზე მინდოდა ფიქრი რომ იმ ყველაფრის მიუხედავად რაც ხდებოდა, შიგნიდან უცნაური მონატრების გრძნობა მწვავდა და მანადგურებდა, იქნებ სწორედ ამიტომ მესიზმრა რომ მენატრება, ან იქნებ სულაც არ იყო სიზმარი, შეიძლება სულაც შიშის, შიმშილისა და სიცივისგან გამოწვეული გონების თამაში იყო, ჰმ, აშკარაა რომ ვიღაც მართლაც მეთამაშება, მაგრამ ვინ? ფიქრისგან ლამის ტვინი ამიდუღდა და როცა დასახლების შესასვლელს მივაღწიე, შვებით ამოვისუნთქე, თუმცა რაღაც მაშინვე მეუცნაურა,
ეს მხოლოდ უბრალოდ დასახლება ან პატარა უბანი კი არა უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილი ქალაქი იყო, მოასფალტებული ქუჩებით და შთამბეჭდავი შენობებით, ჩემს წინ ფართო კალაპოტში მოთავსებული მდინარე ნება-ნება მიაგორებდა აქაფებულ ტალღებს, ხიდი გადავიარე რომელიც გზასა და ქალაქს აკავშირებდა და ცოტა არ იყოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა სულიერის ჭაჭანებაც კი არსად იყო, არა ძაღლი, არა ადამიანი ან რამე სხვა არსება, ქალაქი მთლიანად ჩამკვდარი და გაყუჩებული იყო, მაშინვე ‘’მე ვარ ლეგენდა’’ გამახსენდა, მართალია ამ ქალაქის ქუჩებში ირმები არ დარბოდნენ და არც ნანგრევები ეყარა ყველგან, მაგრამ მაინც ყველაფერი იმ ფილმს მახსენებდა, უცბად უილ სმიტის შემშურდა, ჩემგან განსხვავებით ნორმალური ტანსაცმელი მაინც ეცვა, იარაღი ჰქონდა და ძაღლი ჰყავდა, მე კი ვდგავარ უკაცრიელი ქუჩის შუაგულში შიშველ-ტიტველი, მშიერი და არ ვიცი რა გავაკეთო, თანაც სრულიად უადგილოდ ისევ ჩემი უცნაური ფანტაზია ჩამერთო,
- იქნებ აქ სადმე ზომბები ან ვამპირებიც არიან, თუ ასეა სანამ დაღამებულა სასწრაფოდ უნდა მოვძებნო თავშესაფარი, ირგვლივ დამფრთხალმა მიმოვიხედე და საცოდავად მობუზული გავუყევი ქუჩას, უამრავი ფილმი მაქვს ამდაგვარ თემებზე ნანახი და მაინც, აქამდე ვერც კი წარმოვიდგენდი თუ რაოდენ საშინელი და დამზაფვრელია, ყველასგან მიტოვებულ ქალაქში მარტოდმარტო ხეტიალი, მეშინოდა, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, ახლა უბრალოდ კატა რომ გადმომხტომოდა საიდანმე შიშისგან სულს გავაცხებდი.
შენობები და მაღაზიები დაკეტილი იყო, ალაგ-ალაგ მტვრის სქელი ფენით დაფარული ავტომანქანები ეყენა, თითქოს ამ ქალაქში ცხოვრება ერთბაშად გაჩერდა და ერთ ადგილზე გაიყინა, მაგრამ ხალხი? ხალხი სად არის? ვათვალიერებდი, ტანსაცმლით, ტექნიკით, ავეჯით და ძვირფასეულობით სავსე ვიტრინებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს მთელმა ქალაქმა ერთ დღეს გადაწყვიტა ქალაქგარეთ გასეირნება და რატომღაც უკან ვეღარ დაბრუნდნენ, ვცდილობდი სადმე რაიმე სახის აბრა ან წარწერა მენახა რაც იმაზე მიმითითებდა თუ სად ვიყავი, მაგრამ არაფერი იყო სრულიად არაფერი, არსად ეწერა ქუჩის დასახელება, არსად იყო გზის მაჩვენებლები რომლებიც აღნიშნავენ თუ ესა და ის გზა რომელ უბანში მიდის, ყველაფერი უფრო და უფრო უცნაურად მეჩვენებოდა, შიშისგან და ზედმეტი დაძაბულობისგან ნერვიული კანკალი ამიტყდა და ერთი წუთითაც კი არ მტოვებდა შეგრძნება რომ მარტო არ ვიყავი,
- ღმერთო რას არ მივცემდი ახლა ერთი წყვილი ბოტისთვის და დატენილი იარაღისთვის, გესმის ჩემი? -თავი მაღლა ავწიე და მოკრიალებულ უღრუბლო ზეცას შევღაღადე, ცოტა ხანს ასე თავგადაგდებული ვიდექი, თითქოს პასუხს ველოდი, -რას ვაკეთებ მგონი გავგიჟდი, -ჩავილაპარაკე და ის იყო ყველაფერზე ხელი უნდა ჩამექნია რომ თვალში მყვირალა ფერის რეკლამებით დაფარული ოთხსართულიანი შენობა მომხვდა, ‘’სავაჭრო ცენტრი’’ რომ წავიკითხე, ჯერ თვალებს არ დავუჯერე, მერე ისევ ზეცას ავხედე დაეჭვებულმა,
- რაკი მადლი ქენი ბარემ მარილიც მოაყარე და კარი ღია დამხვდეს გთხოვ, -ხელები ერთმანეთს გადავაჭდე თხოვნის ნიშნად და შეძლებისდაგვარად სწრაფი ნაბიჯით ავიარე კიბეები, შესასვლელში უზარმაზარი მბრუნავი კარი დამხვდა, მივაწექი მაგრამ ერთი სანტიმეტრითაც კი ვერ დავძარი ადგილიდან,
- ჯანდაბა, დამცინი არა? მბრუნავი კარი რომელიც არ ბრუნავს, ისტერიკული სიცილი ამიტყდა რომელიც მალე ხველებაში გადაიზარდა, ძლივს ვაიძულე თავი რომ დავწყნარებულიყავი, მიმოვიხედე, იქვე კუთხეში პატარა კარი შევამჩნიე და ყოველი შემთხვევისთვის მოვსინჯე, ჩემდა გასაკვირად უპრობლემოდ გაიღო, მხრებში მოხრილი, თვალებისცეცებით შევიძურწე შენობაში.
- ნეტავ ახლა რამე დანაშაულს ჩავდივარ? არამგონია, კარი ღია იყო, თანაც ეს ხომ სავაჭრო ცენტრია და ნებისმიერს შეუძლია აქ შემოსვლა, -თავს ვიმშვიდებდი და ფეხაკრეფით მივიპარებოდი ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში, ხელოვნური განათებები არ მუშაობდა, სავაჭრო ცენტრს მხოლოდ მთლიანად მინით დახურული ჭერიდან ჩამოსული მზის სხივები ჰფენდა ნათელს, ვიცოდი რომ ასეთ ადგილებში პირველ სართულზე ყოველთვის არის ისეთი ჰიპერმარკეტი სადაც საკვები და ჰიგიენური ნივთები იყიდება, მაგრამ ახლა პირველ რიგში ტელეფონი უნდა მეპოვნა, არ ვიცი რამდენ ხანს მოვუნდი მაგრამ ყველა სართული დავიარე, ძვირფასი ბრენდების მაღაზიების უმეტესობა ღია იყო, არ დაიჯერებთ და იარაღის გამყიდველი მაღაზიაც შემხვდა, თუმცა ერთ დაწყევლილ ტელეფონსაც კი ვერსად მივაგენი, არა კომპიუტერი, არა ტელეფონი, უბრალო საათსაც კი ვერსად მივაგენი, არც ტელევიზორი იყო სადმე და არც არანაირი მოწყობილობა რის გამოყენებასაც შევძლებდი რომ გამეგო სად ვიყავი და აქედან გამეღწია, სამაგიეროდ შემეძლო ვერადროს რომ ვერ ვიოცნებებდი ის ბრენდული ძვირადრირებული სამოსი ჩამეცვა, ვიქტორია სეკრეტის საცვლები და ნაიკის სპორტული ფეხსაცმელი რომელზეც უკვე დიდი ხანია ვოცნებობდი და მაღაზიის წინ გავლისას ყოველთვის მხოლოდ ნერწვების ყლაპვით შემოვიფარგლებოდი ხოლმე.
- ჰმ, ეს ყველაფერი უკვე ნამდვილად აღარ ჰგავს შემთხვევითობას, -ჩავიჩურჩულე და უღონოდ ჩავიკეცე ერთ-ერთ ჩაბნელებულ ვიტრინასთან.
- აქამდე გეგონა რომ შემთხვევითობა იყო? -ღვარძლიანად ჩაიხითხითა ჩემმა ქვეცნობიერმა,
- აქამდე მეგონა რომ ხუმრობა იყო, უბრალოდ ხუმრობა,
- მართლა ასე გეგონა თუ უბრალოდ თავს იმშვიდებდი?
- სხვა რამის დაშვება არ მინდოდა, -უცრემლოდ ამოვისლუკუნე,
- და ახლა?
- ახლა ვხვდები რომ მაგარ შარში ვარ, არ ვიცი რა ხდება მაგრამ დარწმუნებული ვარ აქ სულაც არ ვარ იმისთვის რომ ადვილად გავაღწიო აქედან, ან საერთოდ ცოცხალმა გავაღწიო,
- ასე ადვილად ნებდები? არადა მეგონა კეთილი დასასრულების გჯეროდა, -ისევ ჩაიქირქილა,
- მჯერა კიდეც, უბრალოდ ასეთი დასასრულისთვის ყოველთვის ბრძოლაა საჭირო, ისე უბრალოდ არავინ არაფერს მოგართმევს ხელისგულზე დადებულს,
- როგორც იქნა ნორმალურად აზროვნებას იწყებ, იცი ახლა აქ რა გამოგადგება? შენი წყეული ფანტაზიის უნარი, დაჯექი და მოიფიქრე რას გააკეთებ სანამ რამე გამოსავალს არ იპოვი, ასე უბრალოდ ვერ დანებდები,
- არ ვიცი როგორ მოვიქცე, -ამოვიკვნესე და თავი ხელებში ჩავრგე,
- იცი, ყველაფერი მშვენივრად იცი, ახლა ამ წუთას თვითონაც ვერ ხვდები რამდენად მზად ხარ ასეთი გამოწვევებისთვის, არავის მისცე შენი სისუსტის ხილვის უფლება, იმიტომ რომ შენ სუსტი არ ხარ,
- მართალია არ ვარ, -წამოვხტი და ვიტრინაში არეკლილ ჩემს ორეულს რომ მოვკარი თვალი შეშინებულმა დავიხიე უკან, -ჯანდაბა, მგონი გავგიჟდი, საკუთარ თავს ველაპარაკები და თან საშინლად გამოვიყურები, -ჩამქვრალი და ჩაშავებული თვალები, გაწეწილი თმა და დალაქავებული ტანსაცმელი,
- ასე არაფერი გამოვა მია, უნდა ჩავიცვა მოვწესრიგდე და რამე საჭმელი ვიპოვო რომ მთლად არ დავსუსტდე, დანარჩენ ყველაფერს მერე მივხედავ, -გადავწყვიტე და მარკეტის ძებნას შევუდექი, როგორც ვვარაუდობდი მარკეტი პირველ სართულზე ვიპოვე, საერთოდ არ გამკვირვებია როცა ვნახე რომ თაროები სავსე იყო პროდუქტით, ჰიგიენის საშუალებებით და სხვადასხვა ნივთებით, იქაურობა თითქმის მთლიანად ჩაბნელებული იყო, შესასვლელში მდგარი მაცივრიდან წყალი გამოვიღე, ერთი ბოთლი მთლიანად ჩავცალე და შეიძლება ითქვას რომ ხელის ცეცებით შევუდექი იმ სექციის ძებნას სადაც ჩემი აზრით შევძლებდი ფანრის ან რამე ისეთის მოძებნას რაც აქაურობას გაანათებდა,
თვითონაც გამიკვირდა ისე ადვილად მივაგენი ფანარს, ღილაკს თითი დავაჭირე და რომ აინთო ისე გამიხარდა სიხარულის ყიჟინა შემოვძახე, თუმცა შეშინებულმა მაშინვე პირზე ხელი ავიფარე, ახლა ნამდვილად არ მაწყობდა ვიღაც მანიაკებთან ან სისხლიმსმელ ქოფაკებთან შეხვედრა, თუ რათქმაუნდა ამ ქალაქში ასეთები არსებობდნენ, იქვე უპატრონოდ მიგდებული ურიკა ავიღე და შევსება დავიწყე, ფანარი, სათადარიგო ელემენტები ყოველი შემთხვევისთვის, ჰიგიენური ნივთები, მშრალი საკვების პაკეტები და რამდენიმე ბოთლი წყალი ჩავალაგე, ახლა სააფთიაქო სექცია მჭირდებოდა, მართლაც სუპერმარკეტის ბოლოში აფთიაქისთვის ცალკე გამოყოფილი ადგილი ვიპოვე თაროები სავსე იყო სხვადასხვა დასახელების წამლებით, პატარა პაკეტი ბინტით, ბამბით, სხვადასხვა სახის ანტისეპტიკური საშუალებებით და ანტიბიოტიკებით გავავსე, ახლა მხოლოდ ჩასაცმელი და ზურჩანთა მჭირდებოდა,
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა მესამე სართულზე სპორტული-სალაშქრო ტანსაცმლით და აქსესუარებით სავსე მაღაზიას გადავაწყდი, მაღაზია ისეთი ნივთებით იყო სავსე რომელთა შეძენაზეც ვერც კი ვიოცნებებდი, რამდენიმე წუთში შევარჩიე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სამხედრო სტილის ტანზე თავისუფლად მომდგარი მრავალჯიბიანი შარვალი, კოჭსზემოთ ბოტები სქელი კაუჩუკის ძირით, უბრალო სადა შავი მაისური და კაპიუშონიანი წყალგაუმტარი ქურთუკი, სალაშქრო ზურგჩანთის ძირზე რამდენიმე საცვალი, ორი წყვილი წინდა და ყოველი შემთხვევისთვის თბილი ჯემპრიც ჩავდე, შემდეგ კი საკვების და იმ სხვადასხვა ნივთების დახარისხებას მივყავი ხელი რომელიც მარკეტიდან წამოვიღე, როცა ზურგჩანთის ჩალაგებას მოვრჩი, იქვე მაღაზიაში გავიხადე ტანზე, სხეული სველი ხელსახოცებით გავიწმინდე, თმა დავივარცხნე და უკან ცხენის კუდად შევიკარი, ახალ ტანსაცმელში გამოვეწყვე და როცა სარკეში ჩემს ასე თუ ისე მოწესრიგებულ გამოსახულებას შევავლე თვალი, ცოტახნით შვებით ამოვისუნთქე, ახლა მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა, იარაღი, რათა თავი უფრო მეტად მშვიდად მეგრძნო.
იარაღის მაღაზიაში რომ შევედი და იქაურობას თვალი მოვავლე, გული მამაჩემის მიმართ მადლიერების გრძნობით ამევსო, იარაღის მოყვარულია და ბავშვობიდან მასწავლიდა სროლას და იარაღთან მოპყრობას, სანადიროდ არასდროს გვივლია, არასდროს უყვარდა ნადირობა, მაგრამ მიზანში კარგად ისვრის, ამ მხრივ მეც არ ჩამოვუვარდები, თუმცა ცოცხალი სამიზნისთვის არასოდეს მისვრია,
- იმედია არც ახლა დამჭირდება ამის გაკეთება, -ჩავილაპარაკე და იმ თაროს მივაშურე სადაც დანები იყო გამოფენილი, ცოტა ხანში შეიარაღებული და საკმაოდ დამშვიდებული გამოვედი მაღაზიიდან, სხვა თუ არაფერი ახლა თავის დაცვა მაინც შემეძლებოდა,
- კი მაგრამ ვისგან აპირებ თავის დაცვას, -ჩამსისინა ისევ საკუთარმა ქვეცნობიერმა, -აქ ხომ არავინაა,
- ზუსტად ამიტომაც მეშინია რომ ასეთი სიმშვიდეა, ყველაფერი ისე უბრალოდ და ადვილად ხდება, ეჭვი მაქვს რომ დიდხანს არ გაგრძელდება ასე,
- ისევ ფანტაზია?
- ამ შემთხვევაში უფრო წინათგრძნობა და ჯობია გაჩუმდე, ახლა დაძინება და დასვენება მჭირდება რომ მერე უკეთ დავგეგმო რას გავაკეთებ, -გონების ხმისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი, თაროებს უკან კედელთან ტანსაცმლისგან რბილი საწოლი მოვიწყვე და თავი მივდე თუ არა ღრმად და უსიზმროდ დამეძინა,
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ კარგად დასვენებულმა გავიღვიძე, მაღაზიას ოდნავ ანათებდა სავაჭრო ცენტრის მინის სახურავიდან ჩამოსული მზის სხივები, ხელის ცეცებით მოვძებნე ზურგჩანთა, ცოტაოდენი ორცხობილა შევჭამე, წყალი დავაყოლე და ის იყო წასასვლელად წამოვდექი რომ უჩვეულო ხმამ ადგილზე გამაშეშა, სავაჭრო ცენტრში ვიღაც იყო, ჩემს გარდა კიდევ ვიღაც სხვა სულიერი, ფეხაკრეფით მივიპარე ვიტრინასთან, დავიჩოქე და ტანსაცმლით სავსე საკიდის უკნიდან შევეცადე დამენახა რა ხდებოდა, ამ მაღაზიიდან მშვენივრად მოჩანდა როგორც მთავარი შემოსასვლელი ისე სავაჭრო ცენტრის შუაში მოქცეული მოედანისმაგვარი მრგვალი სივრცე, მოედანზე ზუსტად შუაგულში, სამი მაღალი, იარაღასხმული, გრძელწვერიანი მამაკაცი იდგა და იქაურობას ათვალიერებდა, შემდეგ თითქოს რაღაცაზე მოილაპარაკესო, ერთ-ერთი მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა დანარჩენი ორი კი პირდაპირ იმ მაღაზიისკენ წამოვიდა სადაც მე ვიმალებოდი, შემოსასვლელთან შედგნენ და აქეთ-იქით მიმოიხედეს,
- დარწმუნებული ხარ რომ აქ იქნება? -ყურებს არ ვუჯერებდი, როცა ესპანურად ჰკითხა ერთ-ერთმა მეორეს
- არ ვიცი, უბრალოდ ივანი ამტკიცებს რომ დაინახა როგორ შემოვიდა ქალაქში, -უპასუხა მეორემაც ესპანურად ოღონდ რაღაც უცნაური აქცენტით, აედევნა უბრალოდ რაღაც სხვაზე გადაიტანა ყურადღება და თვალთახედვიდან დაეკარგა,
- თქვა როგორია?
- ზუსტად ისეთი გოგო აღწერა უფროსს რომ მოეწონება, საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, გრძელი თმით, როგორმე უნდა ვიპოვოთ და მივუყვანოთ,
ჯანდაბა, აშკარად ჩემზე ლაპარაკობდნენ, ესე იგი აქ მარტო არ ვარ, სხვებიც არიან და თან ჯგუფებად დაყოფილები, უფროსიც კი ყავთ, იარაღასხმულები დადიან და ღმერთმა იცის რას აკეთებენ, უკვე თვალიც დამადგეს, მეძებენ და აშკარაა რომ არა კარგი საქმისთვის, რაც შეიძლება მალე უნდა მოვშორდე აქაურობას,
- ივან საკმარისია წავიდეთ, აქ აშკარად არ არის არავინ, -რუსულად დაიყვირა ერთ-ერთმა რომელიც აქცენტით საუბრობდა ესპანურად, პირველად ვამაყობდი საკუთარი თავით ოთხი უცხო ენის ცოდნის გამო, რომელთა შორის რუსული და ესპანურიც იყო, ცოტა ხანში ივანად წოდებული მამაკაციც ჩამოვიდა კიბიდან და მიუახლოვდათ,
- წავიდეთ მაგრამ მარკოს რა ვუყოთ?
- მარკო მარტო წამოვა თავისი მანქანით და გზაში დაგვეწევა ალბათ, უფროსისთვის სიურპრიზი მაქვსო აიჩემა, ვნახოთ ერთი ახლა რა ჩაიფიქრა მაგ ქათმისტვინამ,
სათითაოდ გალაგდნენ შენობიდან, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი გაშეშებული, ვერ ვაზროვნებდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ზურგჩანთა მოვიკიდე და გასასვლელს მივუახლოვდი, გარეთ არავინ ჩანდა, როგორც მათი საუბრიდან მივხვდი, ავტომობილებით მოძრაობდნენ, ახლა კი ქუჩაში არავინ იყო, ესე იგი წავიდნენ, ფრთხილად ჩამოვირბინე კიბეები და ქუჩას იმ მხარეს გავუყევი, რომელი მხრიდანაც მოვედი, ახლა ქალაქიდან გასვლა ყველაზე ჭკვიანურად მეჩვენებოდა, რამდენიმე ასეული მეტრი თუ მექნებოდა გავლილი რომ ძრავის ხმა შემომესმა, შემდეგ კი განწირული კივილი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ინტიქტურად ჩავიმუხლე ტროტუართან უპატრონოდ გაჩერებული ავტომობილის უკან და ფრთხილად დავაკვირდი თუ რა ხდებოდა, მოსახვევიდან კივილით გამოვარდა გამხდარი ქერათმიანი გოგონა, ნათლად ვხედავდი მის შეშლილ სახეს, სულ რაღაც 15 - 16 წლის თუ იქნებოდა, ფეხშიშველი იყო, მარჯვენა მკლავიდან სისხლი მოსდიოდა, დაფლეთილი თეთრი სარაფანი ეცვა, საბურავების წუილით შემოვარდა ავტომობილი მოსახვევში, ორიოდე წამში მოუჭრა გოგონას გზა და მოწყვეტით დაამუხრუჭა, კარი გაიღო და მოკლე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა შიშისგან აკანკალებულ გოგონას და თმაში ხელი წაავლო,
- გეგონა გამექცეოდი პატარა ძუკნავ? -ქართულად, ბოხი ხმით უთხრა და მანქანისკენ წაათრია,
- მიშველეთ, დამეხმარეთ, აყვირდა გოგო და მოძალადეს წიხლები დაუშინა, მამაკაცს აღარაფერი უთქვამს, გაშლილი ხელი მთელი ძალით შემოსცხო სახეში, გოგონა მანქანას მიეხეთქა და უღონოდ ჩაცურდა ძირს, დავინახე როგორ იფეთქა სისხლმა გახეთქილი ტუჩიდან, ამის ყურება უკვე აღარ შემეძლო, სიბრაზისგან ვცახცახებდი, ბევრი აღარ მიფიქრია, ზურგჩანთა მოვიხსენი, იარაღი ამოვიღე, გადავტენე და ფეხზე წამოვდექი...


- - - - - - - - - - - -


ყველანაირად ვცდილობდი მღელვარება და ცახცახი არ შემტყობოდა, ხელს მთელი ძალით ვუჭერდი იარაღს და მიახლოვებას ვცდილობდი, ის იყო ბიჭმა გონდაკარგულ გოგონას თმაში ხელი წაავლო და მანქანაში ჩატენვა დაუპირა რომ დავუმიზნე და მთელი ხმით ვიყვირე,
- გოგოს ხელი გაუშვი და არ გაინძრე,
ერთ ადგილზე გაშეშდა, თმაში ჩავლებული ხელი გაუშვა და ნელ-ნელა შემოტრიალდა, ჩაწითლებული ჭროღა თვალები ერთდროულად ბრაზით და ინტერესით ჰქონდა სავსე და როგორც ეტყობოდა საერთოდ არ ეშინოდა ჩემი და ჩემი იარაღის, ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და რომ შეატყო უკან ვიხევდი გაჩერდა,
- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ ამის დედაც, ესღა მაკლდა, -ჩაილაპარაკა ბოხი ხრინწიანი ხმით და ხელი ქამარზე დაკიდებული იარაღისკენ წაიღო,
- ხელები მაღლა ასწიე თორემ იცოდე გესვრი, -თვითონაც რომ არ მჯეროდა ისე მტკიცედ და ომახიანად ისმოდა ჩემი ხმა, -ფეხები გაბიჯგა, თავი გვერდზე გადაწია და შემფასებლური მზერა შემავლო, უცნაურად მიყურებდა ცივად, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო,
- მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა შენთვის დრო არ მაქვს, ამ გოგოს წავიყვან და წავალ შენ კი შენს გზაზე წადი,
- მას არ ეკითხები უნდა თუ არა წამოსვლა? -თავით ვანიშნე მსხვერპლზე რომელიც უკვე გონს მოსულიყო და შეშინებული თვალებით გვიმზერდა,
- შანსი მოგეცი მაგრამ აშკარად იმ ცალტვინებიდან ხარ შანსის გამოყენება რომ არ შეუძლიათ, სხვის საქმეში რომ ცხვირი არ უნდა ჩაყო არ იცი? თუმცა ჩემი რა მიდის, ერთის მაგივრად ორი საჩუქრით მივალ უფროსთან, - ჩაიღრინა და ჩემსკენ წამოვიდა, იარაღს ვუმიზნებდი და ახლა უკვე ხელი მიკანკალებდა, არ ყოფილა ისეთი ადვილი როგორიც მეგონა, არ შემეძლო, არ შემეძლო ასე უბრალოდ და ხელაღებით ცოცხალი ადამიანისთვის მესროლა, ცარიელი ქილები სხვაა მაგრამ ცოცხალი სამიზნისთვის სროლა... თვალებზე თითქოს ბინდი გადამეკრა, ვერც კი მივხვდი როდის მომიახლოვდა, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი როცა იარაღი ხელიდან გამომგლიჯა,
- ვიცოდი რომ ვერ მესროდი, არ გაქვს შენ მკვლელის თვალები, -ჩამჩურჩულა ღვარძლიანად, იარაღი ლულით დაიჭირა და მაღლა ასწია, ინსტიქტურად თვალები მაგრად დავხუჭე, ვიცოდი რომ დამარტყავდა მაგრამ რატომღაც დარტყმა არ მიგრძვნია, სროლის ხმა მომესმა, მერე ტკივილნარევი ყვირილი, უშვერი გინება და რაღაცის ძირს დავარდნის ხმა, თვალი გავახილე, იარაღი ძირს ეგდო, ჩემს წინ იდგა ტკვივილისგან სახე დამანჭვოდა და მარჯვენა მკლავიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი, გაშეშებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა,
- შენი დედაც ძუკნა, მარტო არ ხარ არა? იღრიალა და საღი ხელით თმაში მწვდა, მთელი ძალით დამქაჩა, ტკივილისგან ხმამაღლა შევყვირე, ამ დროს კიდევ ერთი გასროლა გაისმა და ბიჭმა ამჯერად ბარძაყზე იტაცა ხელი, სახე უცნაურად გაუფითრდა, ჩაიჩოქა და უღონოდ გაწვა ასფალტზე, ჩემმა გონებამ ძლივს მოახერხა იმის გაანალიზება რომ ვიღაც აშკარად ჩემს დახმარებას ცდილობდა, ბევრი აღარ მიფიქრია, ზურგჩანთას მივუბრუნდი ავიღე და გოგონასკენ დავიძარი, მივუახლოვდი თუ არა შეშინებული აეკრა ავტომობილს და ქვემოდან დიდი, გაფართოებული ცისფერი თვალები ამომანათა,
- ჩემი ნუ გეშინია, უნდა წავიდეთ, ადექი და წამომყევი, -თავს ძალა დავატანე რომ რაც შეიძლებოდა თბილად მეთქვა და გავუღიმე, უმწეოდ გადააქნია თავი და თვალები ცრემლებით აევსო,
- არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ სისულელეს აკეთებ, ვიცი რომ ჩემს გადარჩენას ცდილობდი მაგრამ ახლა შენც აღარ მოგასვენებენ, შენს დევნას დაიწყებენ, ყველგან გიპოვნიან,
უეცრად სიბრაზემ შემიპყრო, მე მისი გულისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდე, მართალია ვიღაცის დახმარება რომ არა ახლა ღმერთმა იცის რა დღეს ვიქნებოდი მაგრამ ვცადე მაინც, ის კი აქ ზის და წუწუნებს, ხმა აღარ გამიცია, ავტომობილის კარი გამოვაღე და საჭეს მივუჯექი,
- ათ წამს გაძლევ, მერე კი უშენოდ წავალ, -ვუთხარი ხმამაღლა, რაც შემეძლო ცივი და უემოციო ხმით და გასაღები გადავატრიალე, ღიმილი ძლივს შევიკავე როცა დავინახე როგორ წამოხტა, თვალი სწრაფად შეავლო უგონოდ გაშხლართულ მოძალადეს, კარი გამოაღო და გვერდით მომიჯდა, ვხედავდი რომ ჯერ კიდევ მოსდიოდა სისხლი და სახეც ტკვილისგან ეჭმუხნებოდა, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს მივხედავდი ჯერ აქაურობას უნდა გავცლოდით, ადგილზე მოვტრიალდი, უგონო სხეულს გვერდი რამდენიმე სანტიმეტრით ავუქციე და გაზს ფეხი დავაჭირე, რამდენიმე წუთში ქალაქის შემოსასვლელს მივაღწიეთ, ხიდზე გადავედით და ტყის შუაგულში გაჭრილ გზას ავუყევით, ორი წუთიც არ გასულა რომ ძრავამ უცნაური ხმა გამოსცა და ჩაქრა,
- ამის დედაც, ოჰ შენი, ახლა ამის დრო იყო? -აღმომხდა და საჭეს უღონოდ დავსცხე ხელი,
- მგონი საწვავი გათავდა, დაიჩურჩულა ჩემმა თანმხლებმა და შიშისგან გაფართოებული თვალებით მომაჩერდა,
- ჰო ალბათ საწვავი გათავდა, ახლა აქ ვეღარ დავრჩებით, ავტომობილი დავტოვოთ და გზიდან გადავიდეთ, აქაურობას ცოტათი მაინც მოვშორდეთ, არამგონია ვინმე მოგვდევდეს მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა,
- აქედან გზა ვიცი, შემიძლია ტყე-ტყე მიგიყვანო ჩვენს ბანაკამდე, -შევხედე, არაფრისმთქმელი მზერით მიყურებდა, ვერ ვიგებდი შეიძლებოდა თუ არა მისი ნდობა, ზურჩანთა ავიღე და ტყეში შევაბიჯე, რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ შევჩერდი და მასაც მივუთითე რომ ხის ქვეშ ჩამომჯდარიყო,
- რას აკეთებ? -გაიკვირვა, -უნდა ვიაროთ რომ დაღამებამდე ბანაკამდე მივიდეთ,
- შენ რა ფეხშიშველი აპირებ ტყეში სიარულს? თანაც ჭრილობები უნდა დაგიმუშაო და რამდენიმე კითხვაზეც უნდა მიპასუხო,
- ფეხშიშველი სიარული ახლა ყველაზე ნაკლები პრობლემაა, -ჩაიბურტყუნა მაგრამ მაინც მორჩილად ჩამოჯდა ხის ძირში და მომლოდინე თვალებით ამომხედა, ზურჩანთიდან წამლების პაკეტი, სველი ხელსახოცები და სათადაროგოდ წამოღებული კეტები ამოვიღე, ფეხსაცმელი და ხელსახოცები კალთაში ჩავუყარე და სახიდან თმა გადავუწიე რომ გახეთქილი, დასიებული ტუჩი კარგად დამეთვალიერებინა,
- ფეხები გაიწმინდე და ფეხსაცმელი ჩაიცვი, მე კი ჭრილობებს დაგიმუშავებ, -ვუთხარი და პაკეტი გავხსენი, ხმა არ ამოუღია, როცა ჭრილობების დამუშავებას მოვრჩი და მანაც ფეხსაცმელი ჩაიცვა, მეც მის წინ ჩამოვჯექი და ვანიშნე რომ საუბარი დაეწყო,
- ამ ყველაფერს რატომ აკეთებ ვერ ვხვდები, -ჩაიჩურჩულა ჩამწყდარი ხმით, -არ მიცნობ, შენთვის არავინ არ ვარ, ისიც კი არ იცი ჩემი ნდობა შეიძლება თუ არა,
- რა მნიშვნელობა აქვს გიცნობ თუ არა, დახმარება გჭირდებოდა და დაგეხმარე, ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა, -ვიგრძენი როგორ დაიძაბა, სახეზე შევხედე, უცნაურად გაოცებული მზერით შემომყურებდა და თითქოს ორჭოფობდა,
- რა გქვია?
- მე მია შენ?
- ლეას მეძახიან, ვინ ხარ მია, საიდან ხარ რომ ჯერ კიდევ გჯერა ადამიანების კეთილშობილების, მითხარი ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდაო, არადა არავინ არ მოიქცეოდა შენსავით, მთელი ცხოვრებაა ვუყურებ როგორ იბრძვის ყველა თავის გადარჩენისთვის და როგორ ყველას ფეხებზე ჰკიდია სხვისი ცხოვრება, შენ კი... შენ ჩემს გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდე, რატომ? ეს რაღაც ახალი თამაშია?
- რა თამაში? გაგიჟდი? რას გულისხმობ? მე უბრალოდ ვიფიქრე რომ დახმარება გჭირდებოდა,
- რატომ არ გაიქეცი, რატომ არ დაიმალე? -ლეა უკვე ხმამაღლა ყვიროდა და ცახცახებდა,
- გავქცეულიყავი და შენ იქ დამეტოვებინე? ასე სჯობდა? -აცახცახებულ ხელში ხელი ვსტაცე მეორე ხელი კისერზე მოვხვიე, მოვიზიდე და გულზე მივიხუტე, ვგრძნობდი რომ ახლა ორივეს გვჭირდებოდა ჩახუტება, -ჰმ, ჩემი გოგონები გამახსენდნენ, მაგდა და თეკო, ჩვევად გვქონდა როცა რომელიმეს რამე გვიჭირდა ჩახუტების თერაპიას მივმართავდით და ეს გვეხმარებოდა, ღმერთო, ახლა რამდენად შორს იყო ეს ყველაფერი ჩემთან, უცხო ადგილას, უღრან ტყეში მიწაზე ვზივარ და ახლად გაცნობილ ლეას ვეხუტები, ვგრძნობ როგორ მშვიდდება ნელ-ნელა, აღარ ცახცახებს და აღარც ტირის, ვშორდები და ჩაწითლებულ თვალებში ვუყურებ,
- მისმინე ლეა, ვიცი რომ გაინტერესებს ვინ ვარ და გპირდები ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ შენი ჯერია, უნდა მითხრა ვინ ხარ, ეს რა ადგილია და საერთოდ რა ხდება აქ?
- მე ძალიან დიდი ხანია აქ ვარ, არც კი ვიცი, არ მახსოვს რამდენი ხანია, -თავზე თითები შემოიჭდო და კბილი კბილს დააჭირა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა საუბარი, ხელი ხელზე მოვკიდე და გამამხნევებლად გავუღიმე,
- დაახლოებით შვიდი წლის ვიქნებოდი, აქ მოხვედრამდე ყველაფერი არცთუ ისე კარგად მახსოვს, და მყავდა და ბავშვთა სახლში ვცხოვრობდით, ერთ დღესაც აღმზრდელებმა ზოოპარკში წაგვიყვანეს, გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე ცოტა ხნის წინ რომ დავტოვეთ იმ ქალაქის მსგავს ქალაქში ვიყავი, სრულიად მარტო,
- ანუ აქ სხვა ქალაქებიც არის?
- კიდევ ორი იყო, მაგრამ ახლა ფაქტიურად აღარ არსებობს, გადამწვარი და განადგურებულია,
- სრულიად მარტომ როგორ მოახერხე გადარჩენა?
- მარტომ? ამ ტყეებში უამრავი ხალხია მია, საკმაოდ ხალხმრავალ ჯგუფებად ცხოვრობენ, ათი, თხუთმეტი, ოცკაციანი ჯგუფებია, თავიდან ერთ-ერთმა ჯგუფმა მიპოვა, ზუსტად იმათმა ვისი ერთ-ერთი წევრიც დღეს ჩემს წაყვანას ცდილობდა, რამდენიმე თვე ნამდვილ კოშმარში გავატარე, საშინელი ხალხია, ჯგუფი უმეტესად მამაკაცებისგან შედგება და ქალებს მხოლოდ გართობის მიზნით იყენებენ, იტაცებენ, იმონებენ, მათზე ძალადობენ, მერე შეიძლება ითქვას გამიმართლა, ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკებისას ისევ მომიტაცეს, ამჯერად არცთუ ისე ცუდ ადგილზე მოვხვდი და გუშინდლამდე სანამ მომიტაცებდნენ მათთან ვიყავი, ლიდერი ქალია და საკმაოდ კარგად მექცეოდა,
- რამდენი წლის ხარ ლეა? -შევეკითხე მტ ნაკლებად მშვიდი ხმით,
- ალბათ თხუთმეტის ან თექვსმეტის, ზუსტად არ ვიცი, იცი რომ დღეს ჩემი ქორწილი უნდა ყოფილიყო?
- რა ქორწილი რას ამბობ, თვითონვე თქვი რომ პატარა ხარ,
- უფროსმა ასე გადაწყვიტა, თავის შვილზე მათხოვებს, ბიჭი ჰყავს, ალბათ ოცდაათ წლამდე,
- შენ გინდა გათხოვება?
- ჰმ, მგონი ვერ გაიგე რა მოგიყევი, აქ ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ წინააღმდეგ რომ წავიდე სულ მარტო დავრჩები, მარტო დარჩენილს კი გადარჩენის არანაირი შანსი არ მექნება, მინდა თუ არა მაინც მომიწევს მასზე გათხოვება, თანაც აქ ძალიან ცოტა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ვართ, მამაკაცებზე თითქმის სამჯერ ნაკლები, ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ბრძოლა დაჯგუფებებს შორის ქალების გატაცების გამო ხდება, მათთან უნდა ვიყო თუკი სიცოცხლე მინდა,
- ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის, -ჩავილაპარაკე და როცა რატომღაც გამეღიმა, უნებურად ვიფიქრე ხომ არ შევიშალეთქო, არასდროს არცერთ სიტუაციას არ მოხდომია ასე ეს სიტყვები, ჯანდაბა, როგორ მჭირდებოდა ახლა წყნარად და მშვიდად დაფიქრება, ჩემი აივანი, ფუმფულა სავარძელი და ჭიქა ყავა,
- დანარჩენები? დანარჩენები საიდან მოვიდნენ აქ? -ვკითხე და მოლოდინით სავსე მზერით მივაშტერდი
- სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ადგილიდან, ზოგიერთი ძალიან დიდი ხანია უკვე რაც აქ არის, არავინ იცის რატომ და რის გამო მოხვდნენ აქ,
- გაქცევა, წასვლა, აქედან გაღწევა არავის უცდია?
- როგორ არა, ძალიან ბევრს, მაგრამ ეს ყოველთვის ცუდად დამთავრდა, აქედან წასასვლელი არ არის, რაოდენ დიდიც არ უნდა მოგეჩვენოს აქაურობა, საზღვრები არსებობს, შენც ტყუილად ნუ ეცდები, ვერსად წახვალ მია, უნდა შეეგუო რომ სახლში ვერ დაბრუნდები,
- ქალაქში რატომ არ ცხოვრობთ? იქ უამრავი შენობაა, წყალი, წამლები, საჭმელი,
- ტყეში ცხოვრება მეტად უსაფრთხოა, ქალაქში მხოლოდ საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის და სხვადასხვა ნივთებისთვის ჩავდივართ ხოლმე,
- არავის გიფიქრიათ რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ, რა მიზნით? რაღა მაინცდამაინც ჩვენ?
- ეს არავინ იცის? -ამოიხვნეშა და თავი ჩაქინდრა, -მგონი ჯობია წავიდეთ, უკვე გვიანია და ღამე ამ ტყეებში ყოფნა არც თუ ისე კარგი აზრია,
- სიმართლე მითხარი, ჩემთვის შენთან ერთად წამოსვლა უსაფრთხოა? -არ გამომპარვია როგორ შემავლო თვალი და როგორ მოიკვნიტა ტუჩი, ერთხანს თითქოს ყოყმანობდა და მერე თავი დამიქნია,
- არამგონია რამე პრობლემა იყოს, -მითხრა უცნაური ჩაწყვეტილი ხმით, -ჩემი ღამეული ზმანება გამახსენდა, არავის ენდოო რომ ჩამჩურჩულებდა, მაგრამ ახლა უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა, აქ მარტო ვერ დავრჩებოდი, ფეხზე ადგომაში დავეხმარე და ვუთხარი რომ წინ გამძღოლოდა.
* * *
შეუსვენებლად მივდიოდით, როგორც კი დაბნელდა ფანარი ამოვიღე მაგრამ ლეამ მისი გამოყენების უფლება არ მომცა,
- შენ რა გინდა რომ არასასურველი სტუმრები მოიზიდო? -მიჩურჩულა გაღიზიანებული ხმით,
- ნადირს გულისხმობ?
- მერწმუნე ამ ტყეებში ოთხფეხა ნადირზე უფრო საშინელი არსებებიც ცხოვრობენ, -თქვა და გვერდით ჩემთვის შეუმჩნეველ ბილიკზე გადაუხვია, თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ის კი ისე მშვიდად მიდიოდა როგორც მე დავსეირნობდი სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ღამის ლამპიონებით გაჩახჩახებულ თბილისის ქუჩებში.
- დარწმუნებული ხარ რომ სწორად მივდივართ?
- ფაქტიურად აქ გავიზარდე, ვიცი რასაც ვაკეთებ, -მიპასუხა ცოტა არ იყოს გაღიზიანებული ხმით და შედგა, ჩემსკენ მობრუნდა და ტუჩებზე თითი მიიდო მანიშნა რომ ჩუმად ვყოფილიყავი, მერე დაძაბულმა მიმოიხედა გარშემო,
- ლენ ვიცი რომ შენ ხარ, შენს სუნს ვგრძნობ, გამოდი, -მიმართა ჩაბნელებულ სივრცეს და უცბად მხიარული ხითხითი გაისმა, სიბნელეს მთლიანად შავად შებურვილი ლანდი გამოეყო და ღრუბლებიდან წამიერად გამონათებული მთვარის შუქზე დავინახე როგორ ჩაეხუტა ლეას, ხელები მაგრად შემოხვია და სახე მის გაწეწილ თმაში ჩარგო,
- ცოცხალი ხარ ლეა, მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ, ჩემთან ხარ, გეძებდი მაგრამ ვერ გიპოვნე და კინაღამ გავგიჟდი, -ჩურჩულებდა და მთელი სხეულით ეკვროდა, ბოლოს როგორც იქნა მოსცილდა და მეც შემამჩნია,
- ეს ვინ არის? -მიუთითა ჩემზე,
- ქალაქში შევხვდი, მან გადამარჩინა, თორემ ახლა იმ სადისტების ბანაკში ვიქნებოდი, -ეჩურჩულებოდა და თან სახეზე ეფერებოდა, როგორც ამ სიბნელეში გავარჩიე ბიჭი სულ რაღაც ჩვიდმეტი ან თვრამეტი წლის თუ იქნებოდა ლეამ მითხრა რომ მისი საქმრო ოცდაათი წლის იყო, არა აქ რაღაც სხვა ხდებოდა და ვერ ვიგებდი რა, ბიჭი მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა,
- მე ლენი ვარ, მადლობა რომ ლეა გადაარჩინე, -ხმა თბილი ჰქონდა და საიამოვნო იტალიური აქცენტით საუბრობდა,
- სამადლობელი არაფერია ლენ, ჩავილაპარაკე და გაღიმებას შევეცადე, -იტალიელი ხარ?
- იტალიელი ვარ, მაგრამ აქ უმეტესობა ქართველები არიან ასე რომ ყველამ ვიცით ქართული, წამოდით ბანაკამდე მიგაცილებთ, -გვითხრა და წინ გაგვიძღვა, ფეხს ავუჩქარე და ლეას გვერდით ამოვუდექი,
- რა ხდება ლეა, ეს ბიჭი ვინ არის? შენ ხომ მითხარი რომ თხოვდები?
- მე და ლენს ერთმანეთი გვიყვარს, უფროსმა ეს რათქმაუნდა იცოდა მაგრამ მაინც მაიძულებდა მის შვილზე დაქორწინებას,
- არ მესმის, თუკი ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი, უკან რატომ ბრუნდებით,
- იმიტომ რომ მგონი გამოსავალი ვიპოვე,
- რას გულისხმობ?
- ნახე მგონი უკვე გამოჩნდა ბანაკი, -მოკიაფე სინათლეებისკენ გაიშვირა ხელი და საუბარი ოსტატურად გადაიტანა სხვა რამეზე, -მატყუებს, გამკრა გულში, მაგრამ არაფერი მითქვამს, არ ვიცი შიშის გამო იყო თუ ცნობისმოყვარეობის მაგრამ მორჩილად ავედევნე უკან,
ბანაკი ტყის შუაგულში, მრგვალ, ხეებისგან გასუფთავებულ ტერიტორიაზე იყო განთავსებული, მაღალი ხის კედლებით იყო შემოსაზღვრული და შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვადასხვა ნაგებობა და დიდი კარვისმაგვარი შენობები იდგა, რაკი ლენთან ერთად ვიყავით, შესასვლელში უპრობლემოდ გაგვატარეს, თუმცა ჩირაღდნების შუქზე არ გამჭირვებია კბილებამდე სეიარაღებული მცველების გაოცებული სახეების დანახვა, ლენი პირდაპირ ყველაზე დიდი კარვისკენ დაიძრა, შესასვლელთან მდგარ მცველს რაღაც გადაულაპარაკა და გვერდზე გადგა, მცველი ერთხანს უხმოდ გვათვალიერებდა მერე კარავში შევიდა.
- რა ხდება? -ჩავჩურჩულე ლეას რომელიც თავდახრილი იდგა ჩემს წინ,
- ჩუმად იყავი, ალბათ უფროსის დასაძახებლად წავიდნენ, -უცნაურად მომეჩვენა მისი ცივი ხმა, გადავხედე, ისევ თავჩაღუნული იდგა და ყველანაირად ცდილობდა თვალებში არ შემოეხედა ჩემთვის, თითქოს ჩემს წინაშე რაღაც დანაშაული მიუძღოდა,
როგორც იქნა კარვის კალთა გადაიწია, ჯერ მცველი გამოვიდა და გვერდზე გადგა, მას უკან მაღალი მედიდური შესახედაობის ქალი მოყვებოდა, რომელსაც გვერდს ახალგაზრდა, ოცდაათიოდე წლის სიმპათიური მამაკაცი უმშვენებდა, დამინახა თუ არა რამდენიმე წამი გაშტერებული მიყურებდა, მერე ქალს რაღაც გადაულაპარაკა და წავიდა,
- ნამდვილი სასწაულია, სტუმარი გვყავს, -ჩაილაპარაკა ქალმა თითქოს თავისთვის და თავიდან ფეხებამდე შემფასებლურად შემათვალიერა, მერე ლეას მიუბრუნდა,
- მომიახლოვდი, -მიმართა მბრძანებლური ხმით, მოვასწარი დამენახა როგორ გადახედა ლეამ ლენს რომელიც არაფრისმთქმელი სახით იდგა მაგრამ სიბრაზისგან კბილს ბილზე აჭერდა, უცბად მოაშორა მზერა და ნელი ნაბიჯით თავდაღუნული მიუახლოვდა,
- შენ მოიყვანე სტუმარი ლეა? -მიმართა და თავზე ხელი დაადო,
- მან მე გადამარჩინა გამტაცებლებისგან, მერე კი აქამდე მომაცილა, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა ლეამ,
- წადი დაისვენე დაღლილი იქნები, ამ გოგონას ჩვენ მივხედავთ, -ლეა უხმოდ შეტრიალდა და წავიდა, ქალმა კი კარვის კალთა გადაწია და შიგნით შემიპატიჟა, შევედი თუ არა გაოცებისგან ერთ ადგილზე გავშეშდი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი, უზარმაზარი, რამდენიმე სივრცედ გადატიხრული კარავი, საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი, შუაგულში მისაღების მაგვარი სივრცე რბილი ავეჯით იყო გაწყობილი და ჩაის სასიამოვნო სურნელი იდგა, ზურგს უკან ჩაცინება მომესმა და შევკრთი,
- რას ელოდი გამოქვაბულს? -ამჯერად ხმამაღლა გაიცინა ქალმა, -მე მარი მქვია, მოდი დაჯექი, დაისვენე, ჩაი დალიე და მერე ყველაფერი მომიყევი, მანამდე კი აბაზანას მოგიმზადებენ, საშინლად ჭუჭყიანი ხარ მაილო კი სისუფთავის მოყვარულია,
- მაილო?
- ჩემი ბიჭი, ასე ჰქვია,
ახლა დასვენებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, ფეხზე ძლივს ვიდექი, იმაზეც კი ვეღარ გავამახვილე ყურადღება თუ რა შუაში იყო მისი შვილი ჩემს სისუფთავესთან, რომელსაც სასაცილო სახელი მაილო ერქვა, ზურგჩანთა იქვე მივაგდე, უახლოეს სავარძელში ჩავეშვი და არც გამოწვდილ ოხშივარ ავარდნილ ჭიქაზე მიტყვია უარი,
- აბა? მეტყვი ვინ ხარ და აქ როგორ მოხვდი? -მკითხა მაშინვე როგორც კი რამდენიმე ყლუპი მოვსვი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი, -ამჯერად უფრო დაკვირვებით შევხედე, საშუალოზე უფრო მაღალი იყო, გამხდარი, გრძელთმიანი და ერთი შეხედვით კეთილგანწყობილი, თუმცა მისი ცივი თვალები რატომღაც სხვა რამეს მეუბნებოდნენ,
- მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს, მია მქვია, ოცდაერთი წლის ვარ, სულ რამდენიმე დღეა რაც აქ ვარ, დავიძინე, გავიღვიძე და აქ ვარ, ეს არის და ეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,
- ჰო ნაცნობი ისტორიაა, -მარიმ უგემურად გაიღიმა და ოთახში შემოსულ შუა ხნის ქალზე მანიშნა, -მატილდა დაგეხმარება რომ იბანაო და გამოიცვალო, მერე კი დაიძინე, ხვალ მძიმე დღე გველოდება, -წამოდგა, სანამ გვერდით ჩამივლიდა გაჩერდა, ჩემსკენ დაიხარა და უცნაურად ცივი ხმით ჩამსისინა,
- კეთილი იყოს ჩვენ დიდ ოჯახში შენი შემოსვლა მია,
- მოვლენების ასე განვითარებას ნამდვილად არ ველოდი, სულელი არ ვიყავი და ნამდვილად ვხვდებოდი რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო და მართალია კარგად მექცეოდნენ მაგრამ აქ ტყვე უფრო ვიყავი ვიდრე სტუმარი, უბრალოდ ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩაიმაც უცნაურად მომთენთა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მიჭირდა, ასე რომ როცა მატილდა აბაზანისკენ გამიძღვა, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და უბრალოდ შევეცადე ცხელი წყლით მესიამოვნა, ბუნდოვნად მახსოვს როგორ მივაღწიე საწოლამდე, როგორ ჩავიცვი მატილდას მოტანილი პიჟამო და როგორ დავიძინე,
- დილით უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა, სახეზე შეხებას ვგრძნობდი და მძაფრი სუნამოს სურნელი უსიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში, ძლივს გავახილე თვალები და პირველი რაც დავინახე ჩემსკენ დახრილი მაილო იყო, სახე თითქმის სახესთან ჰქონდა მოტანილი და თითებს ჩემს თმაში დააცურებდა, დაინახა თუ არა რომ თვალები გავახილე, შემეშვა და ჩემგან ოდნავ მოშორებით საწოლზე ჩამოჯდა, პირზე მომდგარი კივილი ძლივს შევიკავე, საწოლში წამოვჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე, ჩვეულებრივი ოთახი იყო, რამდენიმე კარადით და რბილი ავეჯით სავსე,
- დილა მშვიდობის ლამაზო, -ჰმ, ხმა არც ისე ცუდი აქვს, გავიფიქრე და თავი ძლივს შევიკავე რომ ჩემს სულელურ ფიქრებზე არ გამღიმებოდა,
- როგორც ჩანს არც თუ ისე მშვიდობიანი დილაა მაილო, -დავმარცვლე რაც შემეძლო სერიოზული ხმით და მოღუშული სახით შევაჩერდი თაფლისფერ თვალებში,
- კარგია რომ ჩემი სახელი გახსოვს,
- ისეთი სახელია ძნელია დაივიწყო, -მაინც გამეღიმა, -იცი რომ მაილო ძაღლის სახელია? ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე მეგონა, -უცბად შეეცვალა აქამდე თითქოსდა კეთილგანწყობილი სახე, წამოხტა და ფეხი მთელი ძალით გაკრა იქვე მდგარ კომოდს,
- შენც ისეთი სულელი ხარ როგორც ყველა დანარჩენი, არ ვაპირებ შენთან საუბარში დროის დაკარგვას, ადექი და მოემზადე, ცოტა ხანში საქორწინო ცერემონია დაიწყება,
- საქორწინო ცერემონია? რა ცერემონია, ვინ ქორწინდება? -ძლივს ამოვილუღლუღე,
- ჩვენ ვქორწინდებით, -მომახალა და ისე უდარდელად და უტიფრად გამიღიმა თითქოს ამინდის შესახებ კითხვაზე გაეცა პასუხი, ვერც კი გავაცნობიერე ისე წამოვხტი ფეხზე და მასთან მივიჭერი,
- თქვენ რა სულ გაგიჟდით? არ ვაპირებ არავისზე დაქორწინებას, მითუმეტეს შენზე, თვითკმაყოფილო იდიოტო, ახლავე წავალ აქედან, -უკვე აღარ მესმოდა რას ვამბობდი საშინლად გაცოფებული ვიყავი, ვხვდებოდი რა შარშიც გავყავი თავი, -თავიდან მისმენდა და უხმოდ დამყურებდა თავზე, მერე გულისპირში ხელი ჩამავლო, მაღლა ამწია და კარადაზე მიმანარცხა,
- აქედან ვერსად წახვალ, არც გაბედო გაქცევა, ყველგან დაცვა დგას, მადლობა თქვი რომ ახლა დედაჩემი ბანაკში არ არის და ეს ყველაფერი არ ესმის თორემ ცოცხალი ვერ გადაურჩებოდი, მე უნდა მიმადლოდე რომ ახლა ასეთ პირობებში ნებივრობ, დაგინახე თუ არა მაშინვე დამატყვევა შენმა ლურჯმა თვალებმა და დედაჩემს დაქორწინების ნებართვა ვთხოვე, წყნარად იჯექი და მატილდას დაეხმარე რომ გაგამზადოს, დავქორწინდებით, ჩემი ცოლი გახდები, ჩემი საკუთრება და ისე მოგექცევი როგორც მომინდება, ამაღამ ისე მასიამოვნებ როგორც მორჩილ ცოლს შეეფერება, გასაგებია? -მთელი ხმით იღრიალა, ხელი შემიშვა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან,
- ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე, მართლაც მაგარ შარში ვიყავი, -ჯანდაბა, იფიქრე მია, იფიქრე, ტვინი გაანძრიე, რაღაც უნდა მოიფიქრო ასე არ შეიძლება, ასე უბრალოდ ვერ დანებდები და ამ მანიაკის ცოლი ვერ გახდები, ამას ვერ გადავიტან, ოღონდ ეს არა, -ვჩურჩულებდი და წინ და უკან ვირწეოდი, ასე უმწეოდ თავი არასოდეს მიგრძვნია, ჩუმი ფრთხილი ნაბიჯების ხმა მომესმა და ერთიანად ავცახცახდი,
- ახლა არა მატილდა, ცოტა ხანში შემოდი კარგი? -ძლივს ამოვილუღლუღე,
- მატილდა არ ვარ ლეა ვარ, -მომესმა დაბალი, ჩამწყდარი ხმა, ფეხზე წამოვდექი და მივბრუნდი, ჩემს წინ მართლაც ლეა იდგა საცოდავად მობუზული და ცრემლიანი თვალებით, დამნაშავის გამომეტყველებით შემომცქეროდა, უეცრად ჩემს არეულ გონებაში ყველაფერი დალაგდა და საოცარმა ბრაზმა შემიპყრო,
- ოჰ შენი, შენ... შენ... შენ ყველაფერი წინასწარ დაგეგმე ხომ ასეა? ქალაქიდან წამოვედით თუ არა მაშინვე მოიფიქრე გეგმა როგორ აგერიდებინა ქორწილისთვის თავი, -ლეა უხერხულად იმტვრევდა თითებს,
- ვიცოდი რომ მაილო დაგინახავდა თუ არა შენზე გაგიჟდებოდა, ლურჯი თვალები მისი სისუსტეა, ჩემზე კი უბრალოდ დედამისის მოთხოვნის გამო ქორწინდებოდა,
- ეს როგორ გამიკეთე, ეს რით დავიმსახურე?
- მაპატიე, მაპატიე, ყველაფერს გამოვასწორებ, მე და ლენი შენს წასაყვანად მოვედით, ლენმა ყველაფერზე თვალი ამიხილა, არასწორად მოგექეცი, ახლა კი აქედან უნდა წავიდეთ ახლავე,
- გგონია ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ გენდობი? -ფარდა გადაიწია და ოთახში თავი ლენმა შემოყო, გრძელი მოწითალო თმა მომხიბვლელად გადაიყარა გვერდზე და გულითადად გამიღიმა,
- ახლა კამათის დრო არ არის, შეგიძლია გვენდო, აი შენი ნივთები, -ტანსაცმელი და ზურგჩანთა შემოიტანა და ფეხებთან დამიდო, -დრო უნდა ვიხელთოთ, უფროსი ბანაკიდან არის გასული, მაილოსაც რაღაც საქმეზე დაუძახეს, ცოტა დრო გვაქვს აქედან გასაღწევად, ან ახლა ან არასდროს, -აციმციმებულ ცისფერ თვალებში ჩავხედე და მომინდა, რატომღაც ძალიან მომინდა რომ მისი ნდობა შემძლებოდა, მერე ლეას გადავხედე რომელიც ჯერ ისევ თავჩაღუნული იდგა და სასწრაფოდ დავწვდი ტანსაცმელს...


- - - - - - - - - - - - - - - - - -

სასწრაფოდ ჩავიცვი, ზურგჩანთა ავიღე და ლენს ვანიშნე რომ მზად ვიყავი, უნდა მეცადა, გაქცევის შანსი უნდა გამომეყენებინა, თუ არ გამოვიდოდა და ამაზე უარესი მაინც ვეღარაფერი დამემართებოდა, გამიკვირდა როცა მან და ლეამაც კარვის შესასვლელთან კედელთან მიწყობილი ზურგჩანთები აიღეს და ზურგზე მოიკიდეს.
- მოიცადეთ, ეს რას ნიშნავს? მეგონა მხოლოდ მე მივდიოდი და თქვენ უბრალოდ წასვლაში მეხმარებოდით,
- როგორ გგონია შენი წასვლის შემდეგ თუ აქ დავრჩებით რა დაგვემართება? -ჩაილაპარაკა ლეამ,
- ჰო ასეა, -დაეთანხმა ლენი, -უფროსი გაიგებს რომ ჩვენ დაგეხმარეთ და დაგვსჯის,
- ესე იგი ჩემი გულისთვის თავს საფრთხეში იგდებთ? -ცოტა არ იყოს დაეჭვებული მზერით შევათვალიერე, მხრებაწურული ლეა და რატომღაც ზომაზე მეტად აღტყინებული ლენი,
- მთლად ასეც არ არის, -ლენი უხერხულად შეიშმუშნა და შევატყვე რომ არ უნდოდა ტყუილი ეთქვა, -ყველა მიზეზს სათითაოდ დაგისახელებ მია, ოღონდ ჯერ აქედან გავიდეთ კარგი? -უხმოდ დავუქნიე თავი,
იმ მხარეს არ წავსულვართ საიდანაც შემოვედით, ლენმა მოპირდაპირე მხარეს ბანაკის კიდისკენ წაგვიყვანა, სიწყნარე და სიმშვიდე იყო, არავინ შეგვხვედრია, როგორც ლენმა თქვა, ჯგუფის ნახევარი ბანაკის გარეთ იყო გასული, ნახევარი კი საქორწილოდ ემზადებოდა და უფროსის მითითებებს ასრულებდნენ, ზუსტად რომ შესაფერისი დრო იყო გასაქცევად, როგორც იქნა ღობესთან მივაღწიეთ და ლენმა დიდი ალბათობით წინასწარ მორყეული რამდენიმე ფიცარი ადვილად ააძრო, თავისუფლად გავძვერით შიგ და ის იყო უკვე დამშვიდებულები ტყისკენ გზას ვავუყევით რომ მაღალმა დამცინავმა ხმამ სამივე ადგილზე გაგვაშეშა,
- სასაცილოა თუ გგონიათ რომ ასე ადვილად წახვალთ აქედან,
შემოვტრიალდით, ჩვენს წინ მაილო იდგა რამდენიმე შეიარაღებულ თანმხლებთან ერთად, სახეზე ცინიკური, ვითომ უდარდელი გამომეტყველება ჰქონდა აკრული და თვალებით მჭამდა, უცნაურად დამბურძგლა როცა წარმოვიდგინე რა მელოდა, უძლურების შეგრძნებამ და შიშმა ერთდროულად შემიპყრო, ყველაფერი სულაც არ ყოფილა ისეთი ადვილი როგორც ჩემს მძაფრსიუჟეტიან ოცნებებში წარმოვიდგენდი ხოლმე, სულაც არ ვყოფილვარ ძლიერი, თავს ვერაფერს ვუხერხებდი, ძნელია, ძალიან ძნელია თურმე რომ ასეთი არაკაცის წინ იდგე, მის უცნაური ჟინით სავსე თვალებს უყურებდე და არ გეშინოდეს, გამბედაობა ძლივს მოვიკრიბე რომ ხმა ამომეღო,
- გაგვიშვი მაილო, მე შენ არ მომწონხარ, შენზე დაქორწინება არ მინდა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, გთხოვ ყველაფერს ნუ გაართულებ,
- ჰმ, მოწონება? შენი აზრით ამას ჩემთვის რამე მნიშვნელობა აქვს? -ხელები მომუშტა და სიბრაზისგან მთელი სახე გაუწითლდა, -ქორწინებაზეც ნუღარ ვისაუბრებთ, ჩემი ცოლის სტატუსი არ გინდოდა, ასეა? ჰოდა ახლა ჩემი კახპა იქნები რომელსაც როცა მომბეზრდება სხვებს მივუგდებ,
იმ ყველაფრის წარმოდგენამ რაც მაილომ თქვა კინაღამ გული ამირია, რა ჯანდაბა ხდება, ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ამ დღეში ვიყავი, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ წარმოდგენაც კი არ მქონდა არაფერზე, საკუთარი ცხოვრება მქონდა, მეგობრები მყავდა, ვსწავლობდი, ვმუშაობდი, დამოუკიდებელი, შემდგარი ადამიანი ვიყავი, ახლა კი ამ გაუგებარ ადგილზე რაღაც ქაოსის შუაგულში ვარ და ეს დარტყმული მანიაკი ძალადობით და კიდევ ათასი სხვა საზიზღრობით მემუქრება, თურმე რა ტყუილად ვწუწუნებდი ხოლმე წვრილმან პრობლემებზე, ღმერთო ოღონდ ახლა აქედან გავიდე და არასდროს აღარ ვიწუწუნებ იმაზე რომ ხელფასი დამიგვიანეს, გამოცდაზე დაბალი ქულა მივიღე, ან გამოძახებული უმაიონეზო ბურგერის მაგივრად მაიონეზიანი მომიტანეს,
- გეყოფა ბოლოს და ბოლოს, გაგვიშვი მაილო, -ლენი გვერდით ამომიდგა და წელზე მსუბუქად შემახო ხელი, თითქოს მაგრძნობინა რომ ჩემს გვერდით იყო, მაილომ ამღვრეული თვალებით შეხედა ლენს და მერე ერთ-ერთ თანმხლებს რაღაც ანიშნა, კაცმა იარაღი ამოიღო და ლენს დაუმიზნა, ლეამ იკივლა და მერე რაც მოხდა არც თუ ისე კარგად მახსოვს, ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდნენ ძირს მაილოს თანმხლებები, იარაღის ხმა არ ისმოდა, არც სისხლი ჩანდა, გაშეშებულები ვიდექით და ვერ გაგვეგო რა ხდებოდა, ბოლოს მაილომაც ყელზე იტაცა ხელი თვალები აატრიალა და გულაღმა გადავარდა,
- რა ჯანდაბა ხდება? -ჩაიჩურჩულა ლეამ, მაილოს მივუახლოვდი და მის წინ ჩავიმუხლე, ცოცხალი იყო, სუნთქავდა, ყელი დავუთვალიერე, პატარა წითელი ნაჩხვლეტის გარდა არაფერი ჰქონდა,
- ცოცხლები არიან, ისინი უბრალოდ გათიშეს, -დავასკვენი და ფეხზე წამოვდექი,
- ვიღაც დაგვეხმარა, უფრო სწორად შენ დაგეხმარა მია, როგორც იქ ქალაქში, გახსოვს? -ლეამ ნერვიულად აიჩეჩა თმა და ლენს მიეკრო,
- აშკარად ასეა და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, სწრაფად ტყისკენ, -გაშეშებულ წყვილს ვუბიძგე და რამდენიმე წუთში როცა ტყეს შევაფარეთ თავი შვებით ამოვისუნთქე, ვიცოდით რომ მოგვძებნიდნენ და ჩვენს დევნას დაიწყებდნენ ასე რომ საღამომდე შეუსვენებლად ვიარეთ, ისევ ქალაქში ვაპირებდით დაბრუნებას, ლენს მიაჩნდა რომ ამ ეტაპზე იქ შედარებით უსაფრთხოდ ვიქნებოდით, უკვე დაბინდებული იყო რომ შესასვენებლად გავჩერდით და ჩამოვჯექით, წყალი დავლიეთ და ვჭამეთ, ლეა და ლენი ერთმანეთზე მიკრულები თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს, ლამაზი წყვილი იყო, მომწონდა როცა ლენის ცისფერ თვალებში ლეას მიმართ გულწრფელ ადამიანურ გრძნობებს ვხედავდი,
- მათ რატომ არ გავხარ ლენ? -ვერც კი მივხვდი რატომ ვკითხე, შემომხედა და ისე გამიღიმა მივხვდი რომ გაიგო რისი კითხვაც მინდოდა,
- შეიძლება ჩვენ ყველა იძულებით ვართ აქ, მოგვიტაცეს, იძულებით მოგვიყვანეს და ამ უცნაურ ქაოსში ჩაგვაბეს, მაგრამ იმ არჩევანის უფლება არავის წაურთმევია თუ როგორები ვიქნებოდით, ჩვენი დღევანდელი სახე ჩვენი არჩევანია და ყველაფრის სხვაზე დაბრალებით უბრალოდ გულს ვიმშვიდებთ ხოლმე, ეს არის და ეს,
ვუსმენდი და მართლა მიკვირდა რომ ამ პატარა ბიჭმა შეძლო და ამ სასტიკ სამყაროში ის ადამიანობა შეინარჩუნა რომლის ნაკლებობასაც ცივილიზებულ, კომფორტულ სამყაროში მცხოვრები არაკაცები განიცდიან, უნებურად გამეღიმა,
- ჰმ, ჭკვიანი ბიჭი ხარ ლენ, იქნებ ისიც გამანდო რა გეგმა გვაქვს და რას ვაპირებთ? -ლენმა ლეას გადახედა და შევამჩნიე როგორ დაუქნია ლეამ თავი თანხმობის ნიშნად,
- როგორმე საზღვრამდე უნდა მივაღწიოთ და აქედან გაღწევა ვცადოთ,
- სულ ეს არის? ასე უბრალოდ მივალთ საზღვართან და წასვლის ნებას მოგვცემენ?
- უნდა ვცადოთ მაინც,
- ის თუ მაინც იცით სად არის ეს დაწყევლილი საზღვარი, -ვგრძნობდი როგორ ვუწევდი ნელ-ნელა ხმას, ნერვები აშკარად ცუდ დღეში მქონდა, ნეტავ იმ აფთიაქიდან ანტისეპტიკებთან ერთად დამამშვიდებლებიც წამომეღო,
- დაწყნარდი მია, -ლეა გვერდით მომიჯდა და მომეხვია, შენი მესმის, აქ ახალი ხარ და მაინც მშვენივრად გიჭირავს თავი თუმცა ვიცი რომ ნერვიულობ და გეშინია, მაგრამ უნდა გაუძლო სხვა გზა არაა, მე და ლენმა დიდხანს ვიფიქრეთ ამ ყველაფერზე, ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ისეთ ადამიანსაც შევხვდით ვისაც საზღვარი უნახავს, ვიცით რომ ქალაქის გადაღმაა, ასე რომ მოგვიწევს ქალაქი გავიაროთ და შემდეგ ტყე სადაც რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფია დაბანაკებული,
- მადლობა, ძალიან დამამშვიდე, -გამეღიმა, ლენმაც ჩაიცინა და აციმციმებული თვალები მომაპყრო,
- ახლა შენი ჯერია მია, მოგვიყევი, აგვიხსენი რა ხდება, ვინ არის ის ვინც შენს დაცვას ცდილობს? -შევკრთი, ამ კითხვას არ ველოდი, თავის არიდება ვცადე
- საიდან მოიტანეთ რომ ჩემს დაცვას ცდილობს, ქალაქში მე და ლეა ვიყავით ერთად, ბანაკში კი სამივე გადაგვარჩინა,
- კარგი რა, ხომ იცი რომ ასე არ არის, დაფიქრდი ვინ შეიძლება იყოს?
თვალები დავხუჭე და შევეცადე მისი სახე გამეხსენებინა, შავი უძირო თვალები, ვნებიანი ტუჩები, ძლიერი ხელები და სურნელი, ოჰ ღმერთო, თითქოს ახლაც კი ვგრძნობ მის საოცარ სურნელს, ციტრუსის და ზღვის გრილ არომატს, ფიქრებიდან ლეას და ლენის მხიარულმა ხითხითმა გამომარკვია,
- მგონი ვიღაც შეყვარებულია, -ჩაილაპარაკა ლეამ და იდაყვი გამკრა, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე, ალბათ ახლა კიბორჩხალასავით წითელი ვიყავი,
- ეს არაფერ შუაშია ბავშვებო, რა სიყვარული რის სიყვარული, თვითონაც არ ვიცი რა ხდება, ვინ არის და რა უნდა, -ისეთი ხმით ვთქვი რომ ჩემს თავს თვითონაც არ დავუჯერე, წამოვხტი და მათაც ვაიძულე ადგომა,
- ნუ ზარმაცობთ, წავედით ჯერ კიდევ გღზელი გზა გვაქვს გასავლელი ქალაქამდე და იქ როგორც კი ჩავალთ შევისვენოთ და გამოვიძინოთ.
* * *
რადგან მდევრის შიშით მთავარ გზაზე ვერ გავდიოდით და ტყე-ტყე გვიწევდა სიარული, საკმაოდ გაგვიგრძელდა გზა და გამთენიისას ძლივს მივაღწიეთ ქალაქის შესასვლელამდე, ის იყო უკვე მთავარ გზაზე უნდა გადავსულიყავით რომ მახლობელი ბუჩქნარიდან მომავალი ხმაურის გამო შევჩერდით, ღრენა და უცნაური უმწეო ხმა მოგვესმა, შევჩერდი და მათაც ვანიშნე რომ გაჩერებულიყვნენ, მიახლოებას ვაპირებდი რომ ლენმა შემაჩერა,
- არ გინდა, ახლოს ნუ მიხვალ, ალბათ რომელიმე ნადირია,
- უნდა ვნახო რა ხდება, -რაღაც უცნაურად გავჯიუტდი, ლენმა იარაღი ამოიღო და მანიშნა დაგიცავო, ფრთხილად მივუახლოვდით ბუჩქებს, ჩვენი მიახლოებისას ღრენამ იმატა, მერე უეცრად გადმოგვიხტა წინ უზარმაზარი დრუნჩგასისხლიანებული მგელი და სანამ რამეს მოვიმოქმედებდით იქაურობას გაეცალა,
- სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან, -ლეას ხმა უკანკალებდა, მგლები არასდროს ნადირობენ მარტო, ახლა ალბათ დანარჩენებიც მოვლენ, -თავი დავუქნიე და ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი რომ კიდევ მომესმა ფაჩუნი და რაღაცნაირი, უცნაური და საწყალობელი ხმა, გაფრთხილებებისთვის ყური აღარ მიგდია, ბუჩქები გადავწიე და პატარა მდელოზე გავედი, მდელოს შუაგულში ყელგამოღადრული შველი ეგდო, გვერდით კი პატარა ახალდაბადებული, ჯერ კიდევ სველი ნუკრი ეწვა, მათთან მივიჭერი და ჩავიჩოქე, შველი ჯერ კიდევ თბილი იყო, თუმცა სიცოცხლის ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა,
- უნდა დამეხმაროთ, -ლეას და ლენს მივმართე რომლებიც თვალმოუშორებლად და ურეაქციოდ დაჰყურებდნენ ამ საცოდავ სცენას,
- როგორ უნდა დაგეხმაროთ მია, შველი უკვე მკვდარია აღარაფერი ეშველება, -გაიკვირვა ლეამ
- ჰო მაგრამ ნუკრი ცოცხალია ასე ხომ ვერ დავტოვებთ,
- კარგი რა ახლა არ თქვა რომ მის წამოყვანას აპირებ, კიდეც რომ წამოიყვანო მაინც ვერ გადაარჩენ, მას დედა და რძე სჭირდება, თანაც ვერ ვხვდები რა საჭიროა ამის გაკეთება, -ლენს შევხედე, თვალებში გულწრფელი გაკვირვება ედგა, მივხვდი რომ ამაო იქნებოდა მათთვის რამის ახსნა, ზურგჩანთა მოვიხსენი, ქურთუკი გავიხადე, პატარა, აცახცახებული არსება შიგ გავახვიე და გულზე მივიხუტე, როცა დიდი შავი უმანკო თვალებით შემომხედა და სახეში თბილი სუნთქვა მომაფრქვია, ცრემლები ძლივს შევიკავე,
- მე შენ ბეკის დაგარქმევ, დღეიდან შენზე მე ვიზრუნებ, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩავჩურჩულე და უფრო მაგრად მივიკარი გულზე,
- შენი მესმის მია მაგრამ ეს ცხოველი უბრალოდ ზედმეტი ტვირთია, -ლენის ხმა უცნაურად ჟღერდა,
- დაგავიწყდა რას მეუბნებოდი არჩევანზე, ეს არის ჩემი არჩევანი, ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი რომ აქ უპატრონოდ დამეტოვებინა, -გავიგონე როგორ ამოიოხრა მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია, ჩემი პატარა ბეკი ხელში აყვანილი შევიყვანე ქალაქში და პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ ლეას და ლენს სავაჭრო ცენტრისკენ გავუძეხი, იქ აფთიაქი იყო, აფთიაქში კი საბავშვო კვება, ახლა ბეკის რძე სჭირდებოდა ჩვენ კი გამოძინება და დასვენება, ჩვენდა ბედად არავინ შეგვხვედრია, მე და ლეას არც ის გამოგვპარვია რომ იმ ადგილზე სადაც დაჭრილი მოძალადე დავტოვეთ მხოლოდ სისხლის ლაქა დაგვხვდა,
- ალბათ მოაკითხეს და წაიყვანეს, -ჩაიჩურჩულა ლეამ, -თუ გადარჩა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ჩვენზე შური იძიოს, -ლენმა წარბები შეჭმუხნა და ლეა გულში მაგრად ჩაიკრა,
- ახლა ამ ყველაფერზე ნუ ვიფიქრებთ, უბრალოდ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, წამოდით ახლა უბრალოდ ცოტა დასვენება გვჭირდება და მერე მოვიფიქრებთ რა უნდა გავაკეთოთ,
ხელში ატატებული შვლის ნუკრით შევაბიჯე უკვე ნაცნობ სავაჭრო ცენტრში, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ როცა აქ ღამე გავათიე, პირდაპირ მარკეტს მივაშურე, საბავშვო კვების პოვნა არ გამჭირვებია, სალაშქრო მაღაზიაში კი პრიმუსს მივაგენი, როცა დანაყრებულმა ბეკიმ ძირს დაფენილ ტანსაცმელზე მშვიდად დაიძინა, მეც შვებით ამოვისუნთქე და გვერდით მივუწექი.
* * *
ქალაქი იმაზე დიდი და ვრცელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა, დაახლოებით ათი დღე დაგვჭირდა რომ გასასვლელამდე მიგვეღწია, რადგან ხანდახან ისე ხდებოდა რომ სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს ვაწყდებოდით და მთელი დღე მალვა გვიწევდა, ბეკი უკვე თავისუფლად დაკუნტრუშებდა და ამიტომ იძულებული გავხდი მისთვის თოკი ჩამება და ისე მეტარებინა ჩემს გვერდით, ძალიან შევეჩვიე და შემიყვარდა ის კი არადა უკვე ლეაც ვეღარ ძლებდა უმისოდ, საჭმელს აჭმევდა, გულში იხუტებდა და ეფერებოდა, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ასეთი სცენების ყურება, განსაკუთრებით კი ბეკისთან მოთამაშე ლეაზე მიშტერებული ლენის სიყვარულით სავსე თვალების ხილვა იწვევდა ჩემში დიდ ემოციებს.
დაახლოებით ათი დღის თავზე, ქალაქიდან გავაღწიეთ და ისევ ტყეს შევაფარეთ თავი, არაფერი მომხდარა, ყველაფერი უცნაურად მშვიდად და კარგად მიდიოდა, მე კი ნელ-ნელა ვიძაბებოდი რაღაც ცუდის მოლოდინში, მივდიოდით და მივდიოდით, ტყეს ბოლო არ უჩანდა, თითქმის ორი კვირა გავიდა სულიერი არ შეგვხვედრია, ქალაქიდან წამოღებული საჭმელი გაგვითავდა და ტანსაცმელი ტანზე შემოგვეძენძა, უკვე იმასაც აღარ ვეკითხებოდი ლენს სწორად მიდიოდა თუ არა, მგონი თვითონაც არ იცოდა, ლეაც დაიღალა, ბეკიც, უბრალოდ ერთმანეთს არ ვუტყდებოდით რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, კიდევ ერთი დღის დასასრულს სამივეს საშინლად გაგვიხარდა როცა წყაროს მივაგენით, ოდნავ მოშორებით დავბანაკდით, ლეამ პრიმუსი და შემორჩენილი ჩაის პაკეტები ამოალაგა, მე კი პატარა სალაშქრო ჩაიდანი ავიღე და წყლის მოსატანად წავედი, ჩაიდანი ავავსე, მერე ცივი, ანკარა წყლით ხელ პირი დავიბანე და გახალისებული მივბრუნდი უკან, პატარა მდელოზე გაღიმებული სახით შევაბიჯე და ღიმილი წამსვე სახეზე შემაშრა, მდელოს შუაგულში პირაკრული და ხელფეხშეკრული, ლეა და ლენი ისხდნენ, ბეკი არსად ჩანდა, გაფითრებულ ლენს მარჯვენა მკლავიდან სისხლი თქრიალით მოდიოდა,
- შემთხვევით ხომ არ იფიქრე რომ ყველაფერი შეგრჩებოდათ, -ჩამესმა ირონიული ხმა, შევტრიალდი და უკვე ნაცნობ ჭროღა თვალებს შევეფეთე, მერე რაც დავინახე ჩემსკენ მთელი ძალით მოქნეული მუშტი იყო და ტკივილმა გონება დამაკარგვინა.
- არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გონდაკარგული, მაგრამ ისევ ტკივილმა მომიყვანა გონს, თვალები ძლივს გავახილე, ლენი და ლეა ჩემს წინ რამდენიმე მერტის მოშორებით ხეზე იყვნენ მიბმულნი, მეც ზუსდად მათ მდგომარეობაში ვიყავი, ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული, მხრები, ყბა და გახეთქილი ტუჩი საშინლად მტკიოდა, მე მათგან განსხვავებით პირი აკრული არ მქონდა მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ვერ ვიყვირებდი და რომც მეყვირა არამგონია ჩვენს საშველად ვინმე მოსულიყო, მდელოს შუაგულში დანთებული პატარა კოცონთან ორნი ისხდნენ ჩემგან ზურგშექცევით, ერთი ის ჭროღათვალება და მეორე ალბათ მისი დამქაში,
- როდის მოვლენ, -გადაულაპარაკა ჭროღათვალებამ მეორეს,
- ცოტა ხანში, მაგრამ მანამდე ხომ არ გავერთოთ?
- უარს არ ვიტყოდი, -ჭროღათვალებამ ჩაიცინა და ბეკის თოკი მოქაჩა, ადამიანებთან ურთიერთობას მიჩვეული ბეკი, წამოდგა და მორჩილად დაუდგა წინ, არც იმაზე ჰქონია რეაქცია როცა ყელზე დანა დაადო, დიდი შავი წყლიანი თვალებით შეცსქეროდა და უბრალოდ ელოდა...
- რას აკეთებთ? -ძლივს ამოვიხრიალე და შედედებული სისხლი გადმოვაფურთხე,
- ოჰო პრინცესამ გაიღვიძა? -შემომხედა და როცა დაინახა როგორ ვუყურებდი შეშლილი თვალებით მის დანიან ხელს რომელიც ბეკის კისერზე ჰქონდა მიბჯენილი, მივხვდი რომ მისმა ავადმყოფმა გონებამ სულ რაღაც რამდენიმე წამში დასახა ჩემი გამწარების და განადგურების გეგმა,
- რაც არ უნდა უაზრობა იყოს, როგორც ვხედავ ეს ცხოველი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეა?
-შემეკითხა შემპარავი ხმით და საზარლად გამიღიმა,
- გთხოვთ ნურაფერს დაუშავებთ, გთხოვთ, რასაც გინდათ იმას გავაკეთებ, ოღონდ არაფერი დაუშაოთ,
-ახლა ფეხებზე მეკიდა სიამაყეც და თავმოყვარეობაც, ხვეწნა მუდარის მეტი არაფერი დამრჩენოდა, ოღონდაც მისთვის არაფერი დაეშავებინათ, ვემუდარებოდი და თან ვცდილობდი რომ როგორმე ჩემს ქამარში გაჩრილ დანას მივწვდომოდი, რომლის წართმევაც რაღაც სასწაულით გამორჩენოდათ,
- ესე იგი გიყვარს არა? -თავი გადააქნია და ტუჩები ენით მოილოკა, მივხვდი რომ ჩემი ხვეწნა მუდარით მასთან ვერაფერს გავხდებოდი და თვალები მაგრად დავხუჭე რათა ის საშინელება არ მენახა რის გაკეთებასაც აპირებდა,
- ასე არ გამოვა პატარავ, -მომესმა ისევ მისი ხმა, -თვალები გაახილე, მინდა ყველაფერს უყურო,
- არა, -ჩავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ გამოაღწია მაგრად დახუჭული თვალებიდან ცრემლებმა, უეცრად მოგუდული ყვირილის ხმა მომესმა და ამან მაიძულა თვალის გახელა, ჭროღათვალებას დამქაში ლენის ბარძაყიდან დანას აძრობდა, ამოაძრო თუ არა სისხლმა იფეთქა და გამხმარ მიწაზე ჩამოიღვარა,
- აი ხომ ხედავ შენს სიჯიუტეს რა მოყვება, -ჭროღათვალება ნელ-ნელა, ნება ნება ისროდა სიტყვებს, თითქოს ამით სიამოვნებას იღებდა, -რამდენჯერაც თვალებს დახუჭავ, შენი მეგობარი იმდენ ახალ ჭრილობას მიიღებს, ისედაც სისხლისგან იცლება და მეტს ნუღარ დაუმატებ,
- უხმოდ დავუქნიე თავი და თვალები აღარ დამიხუჭია... პირგამეხებული და ცრემლგამშრალი, ურეაქციოდ ვუყურებდი როგორ გამოუსვა, ჩემს შვილივით გაზრდილ ბეკის ყელში დანა, როგორ გაატყავა, როგორ წამოაგო ნაჭრები სახელთახელოდ გამოთლილ შამფურზე და როცა შემწვარი ხორცის სუნმა ცხვირში შემიღიტინა და პირზე ნერწყვი მომადგა, საბოლოოდ შემზიზღდა საკუთარი თავიც და მთელი კაცობრიობაც...
როცა ჭროღათვალებამ შაფური ცეცხლიდან მოხსნა და ახლოს მომიტანა რათა უფრო მეტად გავეღიზიანებინე, ხელების შეხსნა უკვე დამთავრებული მქონდა, ზურგს უკან მოქცეულ ხელებში ალესილ პირიანი დანა მეკავა, ის კი ზემოდან დამყურებდა და მიღიმოდა, ღმერთო, ისე უდარდელად მიღიმოდა... ბევრი არ მიფიქრია, არა, საერთოდ არ მიფიქრია, დანა მთელი ძალით გამოვუსვი ყელში, გადახსნილი ყელიდან სისხლმა იფეთქა და თბილი ბლანტი სითხე სახეზე შემომეფრქვა, დრო აღარ დამიკარგავს, ქამრიდან იარაღი ამოვაცალე და მუხლებზე დამდგარმა ვესროლე მის მეწყვილეს რომელიც საჭმლით პირგამოტენილი, გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა, ტყვიამ მარჯვენა წარბს ზემოთ გაიარა, კეფიდან გარეთ გავიდა და სისხლიანი ტვინის ნარჩენები გაიტანა...
მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს, მდელოზე ბანდის დანარჩენი წევრები შემოვარდნენ, გინება და ყვირილი ერთმანეთში აირია, მაღალი მხარბეჭიანი უცნობი რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ მათი მეთაური იყო, შუბლშეკრული, გაცოფებული ათვალიერებდა ყველაფერს, უგულოდ გადახედა გონდაკარგულ ლენს და თვალცრემლიან ლეას, მომიახლოვდა თმაში ხელი წამავლო და ფეხზე წამოდგომა მაიძულა, მის წინ ვიდექი და ვბარბაცებდი, ვუყურებდი სიბრაზისგან ჩასისხლიანებულ თვალებში და ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც შიშს, ვერც ტკივილს, ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო,
ერთხანს მიყურა, მერე ხელი მოიქნია და მთელი ძალით დამარტყა, ჩავიკეცე, უნებურად ტუჩი მოვილოკე, უკვე ვეღარ ვხვდებოდი ვისი სისხლით მქონდა ტუჩები შეღებილი, ჩემით თუ სხვისით, შუბლზე ცივი მეტალის შეხება ვიგრძენი და გასროლის ხმაც გაისმა, არაფერი მიგრძვნია, საერთოდ არაფერი, არც მაშინ როცა მზერაგაციებული ზორბა სხეული ჩემს გვერდით დაეშვა მიწაზე,
მოედანზე, ერთნაირ შავ ტანსაცმელში ჩაცმული კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები შემოცვივდნენ, ბანდა შუაში მოიქციეს და მანამდე გაანეიტრალეს სანამ ისინი ხელის გატოკებას მოასწრებდნენ, მერე მხრებზე ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი, არ გავძალიანებივარ როცა წამომაყენა, არც მაშინ როცა მიწას მომწყვიტა და მკერდზე მიმიკრა, თმაზე მეფერებოდა და რაღაცას ჩამჩურჩულებდა, თუმცა არაფერი მესმოდა, მთელი ძალით ვეკვროდი, სისხლის სუნს შერეული მისი გრილი სურნელით ვივსებდი ფილტვებს და თავი სახლში მეგონა, მშვიდ და უსაფრთხო ადგილას, ვგრძნობდი როგორ მივდიოდით სადღაც, მერე ძრავის ხმა მომესმა, ერთბაშად მოვითენთე, თვალები თავისთავად დამეხუჭა და გავითიშე...


- - - - - - - - - - - - - - -


ორი დღე ნახევრად წყვდიადში გავატარე, დროდადრო გონს მოვდიოდი, მაგრამ ყველაფერს მხოლოდ ლანდებად ვხედავდი, სახეებს ვერ ვარჩევდი და არ მესმოდა რას მეუბნებოდნენ, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი მისი სიახლოვე იყო, მის ხელებს, მის სურნელს ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდა, მისი თბილი ხმა საოცრად მამშვიდებდა და მაიძულებდა უფრო და უფრო ხშირად გამეხილა თვალები, თუმცა გამოფხიზლება არ მინდოდა, არ მინდოდა იმ ყველაფრის გახსენება რაც მოხდა, ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა ახლა ერთადერთ გამოსავლად მეჩვენებოდა, ისევ და ისევ ვხუჭავდი თვალებს და უსიზმრო წყვდიადში ვიძირებოდი,
როცა საბოლოოდ გამოვფხიზლი, მივხვდი რომ თავის მომძინარებას აზრი აღარ ჰქონდა და თვალები გავახილე, პირველი ვინც დავინახე ის იყო, ჩემს საწოლზე იყო ჩამომჯდარი, ხელში ჩემი ხელი ეჭირა და სიხარულით, იმედით, ტკივილით, მოლოდინით და შიშით სავსე შავი თვალებით შემომყურებდა, ნამდვილი იყო, რეალური, ჩემს გვერდით იჯდა, მეხებოდა... თმები ჩვეულებისამებრ გაჩეჩილი ჰქონდა, უბრალო, საყელო მოღეღილი შავი მაისური ეცვა, უპეები უძილობისგან ჰქონდა ჩაშავებული და უცნაურად იყო გაფითრებული,
- როგორც იქნა გაიღვიძე, როგორ ხარ? -გაღიმება სცადა და ხელი ხელზე მაგრად მომიჭირა, ვხვდებოდი რომ ღელავდა თითქოს არ იცოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან, ვუყურებდი და ჩემს თავში არსებული ქაოსი ნელ-ნელა იწყებდა დალაგებას, ის იქ იყო იმ ღამით, არ მომჩვენებია, არც დამსიზმრებია, იქ იყო და იმ ტყეში მარტოდმარტო მიმატოვა, მითხრა რომ მისი ბრალია და იქ მის გამო მოვხვდი, ასე მითხრა, მერე კი დაიგვიანა, ცოტა ადრე რომ მოსულიყო, მაგრამ ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, ბეკის გახსენებისას ისევ გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, ხელი გამოვგლიჯე და საწოლის კუთხეში მივიყუჟე, თითქოს ისევ ვიგრძენი, შემწვარი ხორცის სუნი, მერე კი სისხლის გემო, თითები სახესთან ახლოს მივიტანე, სუფთა იყო, საოცრად სუფთა, არადა მშვენივრად, ნათლად მახსოვდა რომ ცოტა ხნის წინ ეს ხელები სისხლით მქონდა შეღებილი, ადამიანი მოვკალი,
- ადამიანი? მხოლოდ ერთი? -უსიდისოდ ჩაიქირქილა ჩემმა ქვეცნობიერმა, მთელი სხეულით ავცახცახდი, ის რამდენიმე წამს უხმოდ შემომცქეროდა, ვიცოდი რომ ხვდებოდა რაზე ვფიქრობდი და რას ვგრძნობდი, მაგრამ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,
- ცუდად ხარ? გინდა რომ ვინმეს დავუძახო, -წამოდგა და უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, ახლა ისეთი უბრალო იყო, ისეთი ჩვეულებრივი და მაინც ისეთი უღმერთოდ მომხიბვლელი...
- გადი აქედან, -ძლივს ამოვთქვი და თავი ვაიძულე რომ მისთვის თვალებში შემეხედა, დავინახე როგორ დაიკავა მის თვალებში შიშის ადგილი სასოწარკვეთილებამ,
- მე... მე უბრალოდ მინდოდა რომ... -სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა,
- ახლა არა, შენთან ლაპარაკი არ მინდა, -ვერც კი ვხვდებოდი რომ უკვე ხმამაღლა ვყვიროდი, -არ მინდა გხედავდე, არ მინდა მეხებოდე, არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს გასაგებია?
- კარგი რაკი ასეა წავალ, -უცნაურად ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა და თვალი ამარიდა, -უბრალოდ მინდა იცოდე რომ მე არასდროს გავაკეთებ ისეთ რამეს რაც შენ არ გენდომება ან ზარალს მოგაყენებს, -შებრუნდა და მხრებჩამოყრილი გავიდა ოთახიდან, უცნაურად მეტკინა მისი ასეთი განადგურებულის დანახვა მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, უბრალოდ არ შემეძლო, ის იყო ყველაფერში დამნაშავე, მისი გამოჩენის შემდეგ აირია ჩემი ცხოვრება, მაინტერესებდა ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ სანამ ყველაფერს გავარკვევდი ჯერ მარტო ყოფნა და დასვენება მჭირდებოდა,
ოთახი მოვათვალიერე, ხის კედლები, პატარა ფანჯარა და უხეშად ნაკეთები ავეჯი, ერთი სიტყვით ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ საზაფხულო კოტეჯში ვიყავი, ფეხზე წამოვდექი და ის იყო ფანჯარასთან უნდა მივსულიყავი რომ კარი გაიღო და ოთახში ლეა შემოიჭრა, ხელში სინი ეჭირა რომელზეც წყლის ჭიქა და ოხშივარადენილი წვნიანით სავსე თეფში იდო, სინი იქვე მაგიდაზე დადო, მომიახლოვდა, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თვალებში და მერე ჩამეხუტა, მეც ინსტიქტურად მოვხვიე ხელები, ვიცოდი რომ ახლა ყველაზე კარგად მას ესმოდა ჩემი,
- როგორც კი გავიგე რომ გაიღვიძე მაშინვე შენთან გამოვვარდი და წვნიანიც მოგიტანე, -მომშორდა ძალით მიმიყვანა მაგიდასთან და დამსვა, -უნდა ჭამო, ახლა ძალების აღდგენა გჭირდება, -უგემურად შევხვრიპე რამდენიმე კოვზი და სახეგაბრწყინებულ ლეას მივაშტერდი, -აშკარად კარგად იყო, სახე უბრწყინავდა, ბზინვარე თმები ტალღებად ეყარა მხრებზე, უბრალო სადა შავი შარვალი და ამავე ფერის მაისური ეცვა,
- როგორც ვხედავ კარგად ხარ ლეა, ლენი როგორ არის? -ლაპარაკი მიჭირდა მაგრამ თავს ძალას ვატანდი,
- კარგად არის, მძიმედ იყო რადგან ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ახლა კარგად არის, ერთი სული აქვს ფეხზე დგომას როდის შეძლებს რომ მოგინახულოს,
- სად ვართ?
- სიმართლე რომ გითხრა, არ ვიცი სად ვართ, ჯერ ყველაფერში კარგად ვერ გავერკვიე, ერთადერთი ის ვიცი რომ იმ გაუგებარ ადგილზე აღარ ვართ, ეს ადგილი რაღაც სამხედრო ბანაკის მაგვარი ადგილია, აქ ტყვეები არ ვართ, არავინ არაფერს გვაძალებს, რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, ძალიან კარგად გვექცევიან, როცა შენმა ბიჭმა იქიდან წამოგვიყვანა...
- ჩემმა ბიჭმა? რას ამბობ ლეა, მისი სახელიც კი არ ვიცი,
- სამაგიეროდ მან იცის შენი სახელი და თან ძალიან სიმპათიურია, -ჩემი მოღუშული სახის დანახვაზე ბავშვურად შემომცინა და განაგრძო,
- ძალიან ცუდად იყავი, სიცხე გქონდა, ბოდავდი, კინაღამ გაგიჟდა, გვერდიდან არ მოგშორებია, არაფერი უჭამია და არ უძინია, არავინ მოგაკარა, თავისი ხელით გასმევდა წამლებს და შუბლზე საფენებს გიცვლიდა,
- მართლა ასე იყო?
- რათქმაუნდა ასე იყო, შენ რა გგონია მოგატყუებ? -იწყინა ლეამ, უნებურად ჩემი ცოტახნის წინანდელი საქციელისთვის და იმ სიტყვებისთვის რაც ვუთხარი თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ჯანდაბა, ეს ჩემი რბილი ხასიათი ერთხელაც იქნება ბოლოს მომიღებს, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ორიოდე თბილი სიტყვა და ყველაფერი მავიწყდებოდა, ახლაც თავს უცნაურად ვგრძნობდი, მაგრამ რათქმაუნდა მისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი, ის რომ კარგად მექცეოდა იმას არ ცვლიდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო, ფიქრებიდან ლეას ხმამ გამომარკვია
- არ გინდა ბანაობაში დაგეხმარო? -ნამდვილად არ იყო ცუდი შემოთავაზება, უღონოდ დავუქნიე თავი და უხალისოდ ავდექი ფეხზე, ოთახს საკმაოდ კომფორტული სააბაზანო ჰქონდა, რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ცხელი წყლით და უზარმაზარი აბაზანით, დიდხანს ვინებივრე ცხელ, სურნელოვან წყალში, ამოსვლის შემდეგ, ლეამ თმა გამიმშრალა და დამვარცხნა, მერე კი ტანსაცმელი მომიტანა, ზუსტად ისეთი შარვალი და მაისური თვითონ რომ ეცვა, ძალიან მსიამოვნებდა მისი გულწრფელი ზრუნვა, გამოვიცვალე და უღონოდ მივესვენე საწოლზე,
- არ გინდა გარეთ გავიდეთ? აქაურობას დაათვალიერებდი და აქაურებს გაიცნობდი, -შევატყვე რომ არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება, მე კი არანაირი სურვილი არ მქონდა მესეირნა და ვიღაცეები გამეცნო, ახლა მხოლოდ ის მინდოდა რომ დამეძინა რაც შეიძლება ღრმა ძილით, მერე კი ჩემს ბინაში, ჩემს საწოლში გამეღვიძა და გაღვიძებისას აღმომეჩინა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიზმარი იყო და სხვა არაფერი, ლეასთვის ყური აღარ მიგდია, თვალები მივლულე და ის გავაკეთე რისი გაკეთებაც ყველაზე ექსტრაორდინალურ სიტუაციაშიც კი არასდროს მიჭირდა, დავიძინე.
* * *
სახეზე რაღაც რბილის და ბეწვიანის შეხება ვიგრძენი, მერე კი თბილი, ხაოიანი ენა შემეხო ლოყაზე და თვალის გახელა მაიძულა, შეშინებული წამოვჯექი და მერე უნებურად გამეღიმა, გაოცებული ვუყურებდი ერთ ციდა, ნაცრისფერ ბეწვის გორგალს რომელიც პატარა ვარდისფერი ბრჭყალებით მეჭიდებოდა მაისურზე და ამოღოღებას ცდილობდა, ძალიან პატარა იყო, ალბათ ახალთვალახელილი, კნუტს გავდა მაგრამ ერთი შეხედვითვე მივხვდი რომ ჩვეულებრივი კატის ნაშიერი არ იყო, ხელში ავიყვანე და მრგვალ ქვიშისფერ თვალებში ჩავაცქერდი,
- აქ საიდან გაჩნდი? ვინ მოგიყვანა? -ჩავჩურჩულე და ცხვირი პატარა ვარდისფერ ცხვირზე გავუხახუნე, თვალები მინაბა და ლოყაზე მომეკრო, პატარა, საყვარელი, მიმნდობი ბეკი გამახსენდა, ცივად გავუშვი ხელი, საწოლზე მივაგდე და მისი განწირული კნავილისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, აცახცახებული ხელები თავზე შემოვიჭდე და ვერც კი შევამჩნიე ისე დავიწყე ერთ ადგილზე ნერვიულად წინ და უკან მოძრაობა,
- მგონი შია და მიტომ კნავის, -მომესმა ნაცნობი ხმა, არ გამკვირვებია, ოთახში მისი ყოფნა მანამდე ვიგრძენი სანამ ხმას ამოიღებდა და მერე ჩემს გვერდზე საწოლი ჩაიზნიქებოდა, სურნელმა გაყიდა, რომლითაც როგორც კი შემოვიდა მაშინვე მთელი ოთახი გაივსო, ხელები მუხლებზე დავიწყვე და მაგრად მოვუჭირე რომ ცახცახი შემეჩერებინა, ჩემს გვერდით იჯდა, სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, არ მეხებოდა, არ მიყურებდა, ჩემს მუხლებზე შემოღოღებულ ციცქნა არსებას თავზე ხელი გადაუსვა და ჩაეცინა,
- როგორი პატარაა და რამხელა ხმა აქვს, მგონი უკვე შეუყვარდი, იცი რომ გარეული კატაა? ცოტა ხნის წინ ტყეში ვიპოვე, მონადირეებმა დედა მოუკლეს და სულ მარტო დარჩა, ვიცი რომ მოუვლი და არ მიატოვებ, ამიტომ მოგიყვანე, წამოდი სამზარეულოს გაჩვენებ და რძე გაუთბე, ახლა მას მხოლოდ სითბო და სიყვარული სჭირდება რომ გადარჩეს,
- თბილად, რბილად, წყნარად საუბრობდა, ისე თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით და ჩვენს შორის არანაირი გაუგებრობა არ ყოფილიყოს, -ჰმ, მეგობრები? მე ხომ მისი სახელიც კი არ ვიცი, თუმცა ვერ უარვყოფ რომ მისი ასეთი საქციელი საოცრად მამშვიდებდა, იცოდა, ნამდვილად იცოდა როგორ ემოქმედა, იცოდა რომ ახლა ჩემთან ზედმეტად მოახლოება კარგს არაფერს მოუტანდა და თუ ძალას დამატანდა ჩვენი ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა ალბათ სამუდამოდ დამთავრდებოდა,
თავი ავწიე და თვალი გავუსწორე, მშვიდად მიმზერდა და მიღიმოდა თუმცა თვალები გამოუთქმელი სევდით ჰქონდა სავსე, ვერც კი მივხვდი ისე ჩამომიგორდა ერთადერთი ცრემლი ლოყაზე, მზერა შეეცვალა, ფრთხილად ასწია ხელი და ნაზი შეხებით მომწმინდა ცრემლი, ახლა ისე მინდოდა მასთან ჩახუტება როგორც არასდროს არაფერი მდომებია, თავის შეკავება ვეღარ შევძელი, ხელები კისერზე მოვხვიე, მთელი სხეულით მივეკარი, სახე მის მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილ თმებში ჩავრგე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი, თითქოს ამას ელოდაო თვითონაც მაგრად მომხვია ხელები და გაყუჩდა, არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი, უბრალოდ ელოდა როდის დავწყნარდებოდი, კარგახნის მერე გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა და ასლუკუნებული, აწითლებული ლოყებით მოვშორდი, სირცხვილისგან თვალს ვერ ვუსწორებდი, ორივე ხელით სახე დამიჭირა და მაიძულა მისთვის შემეხედა,
- კარგად ხარ? გთხოვ მითხარი, უნდა ვიცოდე რომ კარგად ხარ, -ხმა მუდარით ჰქონდა სავსე,
- კარგად ვარ, მე, მე უბრალოდ...
თავი გვერდზე გადაწია და გამომცდელი მზერით შემათვალიერა, მერე უცბად თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუციმციმდა, პატარა ანცი ბიჭივით გამიღიმა და სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე,
- მგონი მივხვდი რაც გვჭირდება, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ, ზუსტად ისე როგორც უნდა ყოფილიყო, მე კრისტიანი მქვია, შეგიძლია კრისი დამიძახო, -ხელი გამომიწოდა და როცა ჩემი ხელი შევაგებე, მომქაჩა საწოლიდან წამომაყენა და ერთი მსუბუქი მოძრაობით მის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი, სუნთქვა შემეკრა და ვიგრძენი როგორ სწრაფად დაიწყო მოძრაობა სისხლმა ჩემს ძარღვებში, სახე ახლოს მომიტანა სახესთან, ერთ ხანს ასე გაუნძრევლად იდგა, თითქოს ჩემთან სიახლოვით ტკბებოდა,
- თმაზე ჩემი შამპუნის სუნი გაქვს, -ჩამჩურჩულა, ხელი გამიშვა და რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა,
- უბრალოდ აბაზანაში მხოლოდ ეს შამპუნი იყო და.... -ისევ დავიბენი, ჯანდაბა, როგორ ახერხებდა ჩემს ასე დაბნევას ეს ცვალებად ხასიათიანი, იდუმალი და უზომოდ სიმპათიური უცნობი, თუმცა უკვე უცნობი აღარ არის, სხვა თუ არაფერი სახელი მაინც ვიცი, კრისტიანი, ჰმ, ვერაფერს ვიტყვი ეს სახელი ძალიან უხდება,
- გარეთ ძალიან კარგი ამინდია, -ისევ მისმა ხმამ გამომარკვია, -საცოდაობაა ეს დღე ამ ოთახში გამოკეტილმა გაატარო, წამოდი წავიდეთ,
- იქნებ არ ღირს, -უნებურად უკან დავიხიე,
- კარგი როგორც გინდა, -უცნაურად მალე დანებდა, ხელები მაღლა ასწია და კარისკენ შეტრიალდა წასასვლელად, -უბრალოდ იცოდე რომ ეს მჩხავანა დილიდან მშიერია და უკვე ნერვებს მიშლის, -ოჰ აღარც კი მახსოვდა, მივედი ავიყვანე და გულში ჩავიკარი,
- იქნებ შენ წაიყვანო და აჭამო?
- არავითარ შემთხვევაში, -თავი ისე გადააქნია უარის ნიშნად რომ ჩემსკენ არ შემობრუნებულა, -ის შენია, ხომ ხედავ უკვე როგორ შეუყვარდი, ჰოდა შენ უნდა მიხედო, -ვხვდებოდი რატომაც აკეთებდა ამას, ვიცოდი რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუკი მის ნებას დავყვებოდი და შიშს უფლებას არ მივცემდი მარწუხებში მოვიქციე,
- კარგი მოვდივარ, -როგორც იქნა გადავწყვიტე, არ დამინახავს მაგრამ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, კარი გამოაღო, გვერდზე გადგა და ადგილი დამითმო, გულზე აკრულ მჩხავანა არსებასთან ერთად, გაუბედავად გავაბიჯე მზის სხივებით გაჩახჩახებულ სივრცეში, ლეა მართალი იყო, ეს ადგილი რაღაცით სამხედრო ბანაკს გავდა, რომელიც ულამაზესი მდინარის პირას იყო გაშლილი, ირგვლივ რამდენიმე ხის კოტეჯი და კარვები იდგა, აქაურობა ხალხით იყო სავსე, ყველა შავად შემოსილი, შეიარაღებული და კუშტად მომზირალი მიმოდიოდა აქეთ-იქით, უკან ნაბიჯის გადადგმა ვცადე მაგრამ კრისტიანმა ამის საშუალება არ მომცა, წელზე მაგრად მომხვია ხელი და ძალით ჩამიყვანა პატარა ვერანდიდან რომელიც სულ რაღაც სამი საფეხურით იყო დაშორებული მიწას,
- სამზარეულო და სასადილო სივრცე იქ არის, -მდინარის ნაპირას მდგომი საკმაოდ მოზრდილი ხის შენობისკენ მიმითითა და ხელი ჩამკიდა, -წამოდი წავიდეთ.
იქამდე მისასვლელად სულ რაღაც ორი ასეული მეტრი გავიარეთ, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი ჩემზე მოშტერებულ თვალებს, ვხედავდი როგორ ჩერდებოდნენ ჩემი დანახვისას, სახემოღუშული მებრძოლები, კრისტიანს უცნაური მოწიწებით უმზერდნენ, მე კი მიღიმოდნენ და თვალები უბრწყინდებოდათ, ვხედავდი როგორ ანიშნებდნენ ერთმანეთს რაღაცას, შორიდან მესალმებოდნენ და თავს მიკრავდნენ.
- კრისტიან ყველა ასე უცნაურად რატომ მიყურებს? -ვეღარ მოვითმინე,
- ასეც უნდა იყოს, შენ აქ მყოფი ყველასთვის და კიდევ სხვა უამრავი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.
- ეს რას ნიშნავს? ვერ მივხვდი რისი თქმა გინდა,
- ჯერ რამე ვჭამოთ და გპირდები რომ ყველაფერს აგიხსნი, თავიდან ბოლომდე მოგიყვები ყველაფერს, -აღარ გამიპროტესტებია, უბრალოდ თავი დავუქნიე, კამათი აღარ მინდოდა, თან მართლაც ძალიან მშიოდა.
ცოტა ხანში უკვე სასადილო შენობის ღია ვერანდაზე ვისხედით რომელიც მდინარეს გადაჰყურებდა, ჩემს გვერდით სავარძელში დანაყრებულ ნაცრისფერ გორგალს ეძინა, მე კი შემწვარ კარტოფილს მივირთმევდი და მოლოდინით სავსე მზერით შევყურებდი კრისტიანს, რომელიც ღიმილის შესაკავებლად კბილებსშორის მოქცეულ ქვედა ტუჩს იწვალებდა,
- რა გაცინებს? -ვეღარ მოვითმინე, თეფში გვერდზე გავწიე და ხელები გულზე დავიკრიფე,
- უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ, -მითხრა სრულიად გულწრფელად და სერიოზულად, -ჯანდაბა მგონი ისევ გავწითლდი, თავი დავხარე რომ ვერაფერი შეემჩნია,
- აწითლებული ლოყები ძალიან გიხდება, -მომესმა სიცილნარევი ხმა და მეც ღიმილი ვეღარ შევიკავე
- შენ მითხარი რომ ყველაფერს მომიყვებოდი, -ვკითხე რომ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა,
- კარგი, რათქმაუნდა მოგიყვები, ოღონდ მანამდე ერთ რამეს შემპირდი, რაც არ უნდა გაიგო, კარგად დაფიქრდი სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებ, ცხელ გულზე არაფერი გადაწყვიტო კარგი?
თვალი გავუსწორე, მისი სახე არაფერს მეუბნებოდა მაგრამ თვალები... აშკარად ეშინოდა რომ იმ ყველაფრის გაგებას ვერ შევძლებდი რის მოყოლასაც აპირებდა, უნებურად გამეღიმა, იმის შემდეგ რაც გადავიტანე, არამგონია ისეთი რამ მომიყვეს რაც გამაოცებს და რის გაგებასაც ვერ შევძლებ,
- გპირდები რომ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებ დაუფიქრებლად, -ვუთხარი სრულიად დარწმუნებულმა და გამამხნევებლად გავუღიმე
- პარალელურ განზომილებებზე გსმენია რამე? -ვერაფერს ვიტყვი უცნაურად დაიწყო
- კი რათქმაუნდა მსმენია,
- მართლა? -აშკარად გაუკვირდა,
- მინიმუმ თხუთმეტი ფილმი მაინც მაქვს ნანახი ამ თემაზე, -ვუთხარი და როცა დავინახე როგორ შეჭმუხნა წარბები მივხვდი რომ ასე უბრალოდ სიტყვის მასალად ნამდვილად არ უკითხავს,
- თუ გეტყვი რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში არა სინამდვილეშიც არსებობს და ახლა ერთ-ერთ ასეთ პარალელურ განზომილებაში იმყოფები რა რეაქცია გექნება?
- მთავარია არ მითხრა რომ ისევ იმ საშინელ ადგილზე ვართ და პარალელურ სამყაროს როგორმე მოევლება,
- ვუპასუხე მშვიდად და დავინახე როგორ ამოისუნთქა შვებით,
- შემიძლია დაგამშვიდო და გითხრა რომ იქ აღარასოდეს მოხვდები, ახლა სრულიად ნეიტრალურ ადგილზე ხარ, საიდანაც უპრობლემოდ შეგიძლია შენს სამყაროში დაბრუნება, რათქმაუნდა თუკი ამის სურვილი გექნება, -დაამატა ბოლოს ჩუმი ძლივსგასაგონი ხმით,
- ამაზე ვიფიქრებ, მაგრამ ჯერ ყველაფერი უნდა გავიგო, გააგრძელე,
ერთხანს თვალმოუშორებლად შემომცქეროდა, თითქოს ცდილობდა გაეგო რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა ჩემგან, მერე გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა და განაგრძო,
- ეს სამყარო რაღაცით ჰგავს შენს სამყაროს, თუმცა ტექნოლოგიურად ბევრად უფრო განვითარებულია, ყველაფერი არც თუ ისე ცუდად იყო მანამდე სანამ ორ ძმას შორის რომელიც ყველაფერს მართავდნენ განხეთქილება არ ჩამოვარდებოდა, ეს მოხდა ოცდაათი წლის წინ, ახალგაზრდები იყვნენ, ერთ-ერთმა ძმამ მოინდომა მთელი ძალაუფლება ხელში ჩაეგდო, ამისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი, უფროსი ძმა ყველაფერს აკეთებდა რათა ეს არ მომხდარიყო, მშვენივრად იცოდა საკუთარი ძმის გეგმების შესახებ, იცოდა რომ მას ერთპიროვნული მმართველობა, ტირანია, დიქტატურა, ყველაზე და ყველაფერზე ბატონობა უნდოდა, ძალით რომ ვერაფერი მოახერხა, უმცროსმა ძმამ ეშმაკური გეგმა შეიმუშავა,
ერთ-ერთი თავყრილობის დროს რომელსაც ყველა მაღალი თანამდებობის პირიც ესწრებოდა, უფროს ძმასთან ყველას თანდასწრებით, გარიგება დადო, არ ვიცი ეს როგორ მოახერხა მაგრამ ფაქტია რომ დაითანხმა, ალბათ მის გრძნობებზე ითამაშა ან მისი სიფიცხე გამოიყენა...
ის ადგილი სადაც რამდენიმე დღე გაატარე, ძველად მხოლოდ გასართობი არენის როლს ასრულებდა, სადაც ჩვეულებრივი სპორტული, უსისხლო თამაშები იმართებოდა, სადაც ხალხი საკუთარი ნებით იღებდა მონაწილეობას და პრიზებს და ჯილდოებსაც იღებდნენ, საყვარელი ჩემპიონიც კი მყავდა, -ერთი წამით ჩაფიქრდა და სახე გაუნათდა, გაეღიმა, თითქოს ძველ კეთილ დროს იხსენებსო, -გარიგებამდე დიდი ხნით ადრე მუშაობდა თურმე ბიძაჩემი ხელოვნურ ინტელექტზე...
- ბიძაშენი? -ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე, -ესე იგი შენ? შენ...
- ჰო ასეა, ამ სამყაროს მმართველი, მამაჩემი იყო, არა ერთი ქვეყნის და ქალაქის, არამედ მთელი სამყაროს მმართველი, ყველას უყვარდა და ეთაყვანებოდნენ, მასაც უყვარდა ხალხი და მათი სჯეროდა, ერთადერთი ნაკლი ჰქონდა ძალიან გულუბრყვილო იყო და ბიძაჩემმაც ამით ისარგებლა, გარიგების დადებამდე დიდი ხნით ადრე მოუმზადებია ყველაფერი, არენა თავიდან ბოლომდე გადააკეთა, საზღვრები დააწესა და მისი მართვა მთლიანად თავის შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს მიანდო, რომელიც უმცირეს დეტალებამდე გააანალიზებდა ადამიანთა ქცევას, ჰოდა მამაჩემს ერთ წლიანი გარიგება შესთავაზა, არენაზე ოცდაათ კაციანი, ქალებისგან და მამაკაცებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი უნდა შეეშვათ, მონაწილეებიდან ნახევარი ბიძაჩემს უნდა აერჩია ნახევარი კი მამაჩემს, ისინი ერთი წლის განმავლობაში იქ დარჩებოდნენ, ყველა ქალაქში დამონტაჟდებოდა ეკრანები სადაც უწყვეტ რეჟიმში პირდაპირ ეთერში ყველა შეძლებდა თვალყურის დევნებას თუ რა ხდებოდა არენაზე, ამასთან ერთად ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა ქცევის ყოვედღიურ ანალიზს წარუდგენდა ხალხს, არენა მაშინ ასეთი არ იყო როგორც ახლა, არსად იყო ქალაქები ან სავაჭრო ცენტრები, და მაღაზიები, იქაურობა მახეებით და წინაღობებით იყო სავსე, არ იყო ყველასთვის საკმარისი წყალი და საკვები, მიუხედავად ამისა ყველა მონაწილე თავისი ნებით ჩაება ამ თამაშში, თუმცა კიდეც რომ მოენდომებინათ შეწყვეტა, იცოდნენ რომ სანამ ერთი წელი არ გავიდოდა მანამდე თავს ვერ დააღწევდნენ იქაურობას...
- მაპატიე რომ გაწყვეტინებ, -ისევ ვეღარ მოვითმინე, -გისმენ და ვერ ვხვდები რა იყო ბიძაშენის მიზანი, რის გაკეთებას ცდილობდა,
- როგორც მამაჩემს უთხრა, ეს იყო ექსპერიმენტი იმის შესახებ თუ რაოდენ არაადამიანურები შეიძლება გახდნენ ადამიანები, მამაჩემს კი... ჯანდაბა მამაჩემი ყოველთვის ვარდისფერი სათვალით უყურებდა ყველაფერს და სჯეროდა რომ ადამიანებს ყველანაირ სიტუაციაში შეუძლიათ ადამიანობის შენარჩუნება, გარიგება დადეს, თუკი ერთი წლის გასვლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მიერ გაანალიზებული მონაწილეთა ქცევები დადებით შედეგს მისცემდათ მმართველობა მამაჩემს დარჩებოდა სამუდამოდ თუკი უარყოფით შედეგს მიიღებდნენ, მამაჩემი აღარასოდეს გამოაცხადებდა პტრეტენზიას მმართველობაზე,
- მოიცადე რა გინდა მითხრა რომ, ასეთი უბრალო და სულელური გარიგებებით წყდება მმართველობა ვის დარჩება, არჩევნებზე ან რეფერენდუმზე არაფერი გსმენიათ?
- ეს არ არის სისულელე მია, თქვენს სამყაროში როგორ ხდება არ ვიცი მაგრამ ამ სამყაროში მმართველთა შორის დადებული ნებისმიერი გარიგება კანონია რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს და მამაჩემმაც უკან ვეღარ დაიხია,
თითქმის ერთი წლის განმავლობაში უყურებდა მთელი სამყარო როგორ კარგავდნენ ადამიანები ადამიანობას და როგორ ემსგავსებოდნენ ცხოველებს რომელთაც მხოლოდ პირველყოფილი ინსტიქტი ამოძრავებთ, უყურებდნენ როგორ ნელ-ნელა წითლდებოდა ტაბლო რომელზეც ანალიზის შედეგები იყო მოცემული და როცა წითელმა ნიშნულმა უმაღლეს ზღვარს მიაღწია ხალხს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, ეს ყველაზე სისხლიანი თამაში იყო თამაშების ისტორიაში, ბიძაჩემმა ყველაფერი ისე მოაწყო რომ ხალხს ეფიქრა თითქოს მამაჩემის სურვილით და მისგან ძალდატანებით, იძულებით უწევდათ მონაწილეებს ამ ყველაფრის კეთება, ხალხი აუჯანყა, ყველა ერთხმად მოითხოვდა მისი ხელისუფლების დასრულებას, მამაჩემი ფიქრობდა რომ ბიძაჩემი შედეგებს აყალბებდა,
- შენც ასე ფიქრობ?
- ასე არ ვფიქრობ, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე მია, შენი აზრით იმ ყველაფერს რაც იქ არენაზე ხდება გაყალბება სჭირდება? მაშინაც ასე იყო, ხელოვნური ინტელექტი საოცარი სიზუსტით აანალიზებდა თითოეულ დეტალს და ჩემი აზრით ის შედეგები რასად დებდა სრულიად სწორი იყო, ამიტომაც ერთი წლის შესრულებამდე ზუსტად თერთემეტი თვის შემდეგ გამოცხადდა რომ თამაში დასრულდა, მამაჩემი გადადგა, ბიძაჩემი მმართველი გახდა და მიუხედავად ხალხის მოთხოვნისა, არენა არ დაუხურავს, არც მონაწილეები გაუნთავისუფლებია, პროტესტი სისხლში ჩაახშო და ნამდვილი დიქტატურა დაამყარა, ყველა მოწინააღმდეგეს არენაზე აგზავნიდა, ამით სჯიდა, ამ ყველაფერს კი ხალხი ქალაქის მთავარ მოედნებზე დამონტაჟებული უზარმაზარი ეკრანებიდან უყურებდა,
რამდენიმე წელიწადში ეს სამყარო მკაცრი სასჯელაღსრულების კოლონიას დაამსგავსა, ნაწილ-ნაწილ დაყო რომ უკეთესად შესძლებოდა ხალხის დამორჩილება და მართვა, თავისუფალი ხალხი მშიერ მონებად აქცია, არენა კი სისხლიანი თამაშების მოყვარულ თავისნაირი ავადმყოფების გასართობ ადგილად, უკვე აქაურებს აღარ კმარობდა, მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა სამყაროდან მოტაცებული ხალხით გაავსო არენის ტყეები, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, ქალაქები თქვენი სამყაროდან დაკოპირებული ბრენდული მაღაზიებით და ოქრო ვერცხლით გაავსო, ალბათ იმის ჩვენება უნდოდა რომ ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს,
მამაჩემი გადადგომიდან ერთი წლის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, მე კი სულ მარტო დავრჩი, ბიძაჩემი საშინლად მექცეოდა, თითქოს მე მსჯიდა იმ ყველაფრისთვის რომ ხალხს არ უყვარდა და მუდმივად წინააღმდეგობას უწევდნენ, იყვნენ ისეთებიც ვინც მომავალ მმართველად მომიაზრებდა, იმედი ჰქონდათ რომ როდისმე მისი დიქტატურა დასრულდებოდა და მე გავხდებოდი მმართველი, ამიტომ შეშინდა, სახლში გამომკეტა და გამოაცხადა რომ მძიმე ავადმყოფობის გამო დავიღუპე,
ოჰჰ, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი, თურმე ბევრი რამ გადაუტანია, არადა როგორი ძლიერიჩანს, ერთი შეხედვით თითქოს უდარდელი და მხიარული, -შეამჩნია როგორ შემეცვალა სახე და გამამხნევებლად გამიღიმა
- ახლა ეს ყველაფერი ახლა წარსულია, გინდა გავაგრძელო?
- კი რათქმაუნდა მინდა, გისმენ, -მიუხედავად ამ მძიმე ისტორიისა ერთი სული მქონდა როდის გააგრძელებდა ყველაფრის მოყოლას,
- თხუთმეტი წლის ვიყავი როცა მამაჩემის მეგობარმა მოახერხა ჩემი ხსნა ბიძაჩემის ხელიდან და მაშინ მივხვდი რომ თურმე ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული და იმედი კიდევ არსებობდა, ის მის წინააღმდეგ პარტიზანულ მოძრაობას ედგა სათავეში, თავისუფლების მოყვარული პარტიზანები იბრძოდნენ, არ ნებდებოდნენ, ამ წლების განმავლობაში უამრავი მებრძოლი დავკარგეთ, უამრავი რესურსი დავხარჯეთ მაგრამ წინ ვერ წავიწიეთ სანამ შენ არ გამოჩნდი, -გაუბედავად გამიღიმა, თვალი ამარიდა და ხელი ნერვიულად გადაისვა აჩეჩილ თმაზე,
- როგორც იქნა იქამდეც მივედით თუ როგორ მოვხვდი არენაზე, ასეა?
- ასეა და იმედია როდისმე მაპატიებ ამ ყველაფერს,
- ამას მაშინ გადავწყვეტ როცა ყველაფერს მოვისმენ, -თვითონაც მიკვირდა როგორ ვახერხებდი ასე მშვიდად საუბარს, მაგრამ ვგრძნობდი როგორ ღელავდა კრისტიანი და აღარ მინდოდა მეც დამემატებინა,
- ერთხელ ჩვენს ბანაკს მოაგნეს, ყველა გავხიზნე და ბოლოს თავის გადასარჩენად იძულებული გავხდი დროსა და სივრცეში არსებული ნაპრალი გამომეყენებინა, ბედისწერის გჯერა? -შემეკითხა მოულოდნელად, არ ვიცოდი რა მეპასუხა უბრალოდ მხრები ავიჩეჩე,
- აშკარად არ გჯერა, მე კი ვფიქრობ რომ არსებობს და შენ ჩემი ბედისწერა ხარ, პირველად რომ დაგინახე წვიმდა, თეთრი კაბა გეცვა და შუა ქუჩაში თმაგაშლილი, ფეხშიშველი ცეკვავდი, ასეთი საოცრება არასდროს არაფერი მენახა, იმ დროს ჩემთვის ყველაფერი გაჩერდა და ყველაფერმა რაც აქამდე ვიცოდი და რაც აქამდე მენახა აზრი დაკარგა, იმწუთას ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობდი, ძალიან ლამაზი იყავი მია...
თვალები დავხუჭე და გამახსენდა ის დღე როცა თეკოსთან სანაძლეო წავაგე, გამეღიმა, -ესე იგი შენ იქ იყავი?
- ჰო იქ ვიყავი შენს სიახლოვეს, ვიდექი წვიმაში და გიყურებდი, მას მერე მოვუხშირე თქვენს სამყაროში სტუმრობას, მაგრამ შენთან მოახლოებას ვერ ვბედავდი.
- ჰოო? რაღაც გაუბედავს არ გავხარ,
- არ ვიცი დაიჯერებ თუ არა მაგრამ ქალებთან ურთიერთობის არც თუ ისე მდიდარი გამოცდილება მაქვს,
-გაოცებულმა შევხედე, მან კი მხიარულად გაიცინა და თვალები საყვარლად მოჭუტა, -მანამდე ვერ გავბედე შენთან მოახლოება სანამ სიგიჟემდე არ მომენატრე და რაღაც უბრალო საბაბით უზომოდ ბევრი არ დავლიე,
- ვერ დავიჯერებ რომ ჩემთან მოსაახლოებლად დათრობა დაგჭირდა,
- ნუ იცინი მართლა ასე იყო, პირველად ის შემთხვევა იყო ტაქსით კლუბამდე რომ მიგიყვანეთ, შემდეგ უბრალოდ ძალიან შევიჭერი როლში და თან ძალიან მსიამოვნებდა შენი წვალება და გაბრაზებული სახის დანახვა, ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად უჩვეულო იყო რომ აზარტული თამაშივით შევყევი და თავი ვეღარ დავანებე, იმ საღამოს როცა რესტორნიდან გამოსვლისას მოგიტაცეს, შენთან მოსვლას და შენთვის ყველაფრის მოყოლას ვაპირებდი, მაგრამ დავიგვიანე, უგზოუკვალოდ გაქრი, მთელი დღე და ღამე არსად ჩანდი, ვერსად გიპოვე, არადა სასწრაფოდ მიწევდა უკან დაბრუნება, როცა დაბრუნების შემდეგ დილით არენაზე დაგინახე, მდინარის პირას, საღამურებით, ფეხშიშველი...
- როგორ თუ დამინახე? რისი თქმა გინდა?
- მგონი ჩემი მონაყოლიდან რაღაც გამოგრჩა მია, -კრისტიანმა ნაძალადევად გამიღიმა, -ჩვენ ყველაფერს ვხედავთ რაც არენაზე ხდება, ამას ყველა უყურებს, მთელი სამყარო, ყოველ დღე, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ლამის ჭკუიდან შევიშალე როცა იქ დაგინახე, საქმე ისაა რომ არენას ძალიან ძლიერი დაცვა აქვს, შიგნით შეღწევა არავის შეეძლო, მე უკვე ვეღარ ვაზროვნებდი და სადაც იყო რაღაც სისულელეს ჩავიდენდი, პაული მამაჩემის მეგობარი და ჩემი გადამრჩენელი მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, აშკარა იყო რომ შენს სამყაროში სტუმრობისას ვიღაც მითვალთვალებდა, მიხვდა რომ ბიძაჩემი შენ გიყენებდა ჩემს მისატყუებლად, ამიტომაც არენაზე შესაღწევად ოპერაცია დაგეგმა, მხოლოდ იმისთვის რომ რამდენიმე წამით მენახე და იქ ჩემი ბიჭების დატოვება მომეხერხებინა რომლებიც შეძლებისდაგვარად დაგიცავდნენ, დედაქალაქში შეიპარა და საკუთარი ხელით გათიშა სისტემა...
- ახლა სად არის პაული?
- შეიპყრეს და ახლა ბიძაჩემის ხელშია, ჯანდაბა, -კრისტიანმა ხელი ისე მოუჭირა მაკიდის კიდეს რომ ერთიანად გაუთეთრდა,
- ჩემს გამო? -ჩაწყვეტილი ხმით ვკითხე,
- ჩემს გამო მია, ჩემი ბრალია, ყველაფერი ვერ გავთვალე, მაგრამ მთავარი ისაა რომ ბიძაჩემმაც ვერ გათვალა რაღაც სწორად, თაგვმა თხარა, თხარაო ხომ გაგიგია, სწორად ასე დაემართა.
- რას გულისხმობ?
- ჯერ კიდევ ვარკვევთ როგორ მოხდა და რატომ, მაგრამ არენაზე შენი გამოჩენის შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა ბიძაჩემის ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადა და ტაბლოზე სადაც ყოველდღიურ ანალიზს ვხედავდით, წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა მწვანე ხაზი რომელიც ყოველ დღე საოცარი სისწრაფით იმატებდა, წითელმა კი მოკლება დაიწყო, ბიძაჩემს პანიკური შიში გაუჩნდა, რადგან ხალხში იმედი დაიბადა იმედი რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ამას ისიც დაემატა რომ არენას ვეღარ აკონტროლებდა, და ბოლოს როცა... როცა ბოლო ინციდენტი მოხდა, მწვანე ნიშნული უკიდურეს ზღვარს გაუსწორდა და საზღვრები საბოლოოდ ჩამოიშალა...
- ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა? ასე ფიქრობ?
- ყველა დარწმუნებულები ვართ რომ ასეა,
- ჰო, ეს ხსნის იმას თუ რატომ მიყურებდნენ ასე, -მაგიდაზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დავყურებდი და ვცდილობდი ჩემს შიგნით არსებულ ქაოსს მოვრეოდი,
- ასეა, ყველა მხსნელად გთვლის, შენი გამოჩენის და არენის საზღვრების მოშლის შემდეგ, ბიძაჩემს უკვე საკუთარი დამქაშებიც აუჯანყდნენ, მათ შორის შიშმა დაისადგურა, ხალხში წინააღმდეგობამ იმატა, პარტიზანულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე მთავარი ქალაქი აიღეს, ახლა ერთადერთი რაც დაგვრჩა ბოლო და ყველაზე ეფექტური დარტყმაა,
- რის გაკეთებას აპირებ?
- დედაქალაქში ბიძაჩემი შეკრებას აწყობს, ეს იქნება ყველაზე ფართომასშტაბიანი წვეულება რაც კი ამ სამყაროს ახსოვს, უნდა თავის დამქაშებს და ხალხს აჩვენოს რომ არაფერი ადარდებს, არავისი ეშინია და ისევ ისეთი ძლიერია როგორც ადრე.
- წვეულება? ვერაფერს მივხვდი, თქვენ რა ხელს გაძლევთ ეს?
ჩემსკენ გადმოიხარა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია, თვალი თვალში გამიყარა და ნაცნობი დამათრობელი სურნელი შემომაფრქვია,
- მე და შენ მია იმ წვეულებაზე მივდივართ ...




- - - - - - - - - - - - - -



სამი დღე გავიდა მას შემდეგ რაც კრისტიანმა წვეულების შესახებ საკუთარი გეგმები გამიმხილა, ჩვენი იქ გამოჩენით მეამბოხეები ერთდროულად ორი კურდღლის მოკვლას გეგმავდნენ, ყველა ნახავდა რომ კრისტიანი ცოცხალი იყო და მეც მასთან ერთად ვიყავი, რაც ხალხში მეტ პროტესტს გამოიწვევდა ხელისუფლების მიმართ, თანაც ეს ერთგვარი დაბნეულობის გამოსაწვევი და ყურადღების გადასატანი მანევრი იქნებოდა პაულის გასანთავისუფლებლად, მერე კი უკვე საბოლოო დარტყმის მისაყენებლად მოუწევდათ მუშაობა, წვეულება უკვე ათ დღეში უნდა გამართულიყო მე კი ჯერაც არ მითქვამს მისთვის პასუხი, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა რომელთა დალაგებას ვერაფრით ვახერხებდი, კრისტიანს დღისით თითქმის ვერ ვხედავდი მაგრამ ღამით როცა საშინელი კოშმარების გამო ყვირილით მეღვიძებოდა ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ჩემს საწოლთან დაჩოქილი მამშვიდებდა და დაძინებაში მეხმარებოდა, თავზე ხელს მისვამდა შუბლზე მკოცნიდა და უფლებას არ მაძლევდა ღამეულ შიშებს დავნებებოდი, შემოთავაზებაზე მეტჯერ აღარაფერი უთქვამს უბრალოდ ჩუმად იყო და ჩემს პასუხს ელოდა...
- მია სად დაფრინავ? -ლეას ხმამ გამომაფხიზლა, კოტეჯის წინ პატარა ვერანდაზე ვისხედით, ლენიც ჩვენთან ერთად იყო, იმ ყველაფრის შემდეგ ჯერ კიდევ სუსტად იყო, იჯდა გაუნძრევლად მოწნულ სავარძელში და გაფითრებულ სახეს მზის სხივებს უშვერდა,
- რა გჭირს მია? რაც აქ მოვედით იმის შემდეგ ასე ხარ, ცოტას ჭამ თითქმის არ საუბრობ, ღიმილითაც მხოლოდ მაშინ იღიმი როცა კრისტიანს ხედავ,
- გეყოფა, კრისტიანი რა შუაშია? -უნებურად გავწითლდი, ლენმა მხიარულად ჩაიფხუკუნა და ლეას გადახედა
- თურმე კრისტიანი არაფერ შუაშია.
- ორივეს გეყოფათ, გთხოვთ, -ყველანაირად შევეცადე ხმაში სიბრაზე ჩამექსოვა მაგრამ არ გამომივიდა, ორივე ისეთი საყვარლები იყვნენ ნამდვილად ვერ გავუბრაზდებოდი, ამ ბანაკში მოსვლის დღიდან ლეა სულ ჩემს გვერდით იყო ახლა კი ლენიც არ მშორდებოდა გვერდიდან და ჩემს გამხნევებას ცდილობდა, მიხაროდა რომ ორი ასეთი მეგობარი შევიძინე, ისიც მიხაროდა რომ ასეთი ძლიერები აღმოჩნდნენ და იმ ყველაფრის მიუხედავად რაც გადაიტანეს, შეძლეს და ერთმანეთის სიყვარული არ შეუწყვეტიათ,
როგორც იქნა შეყვარებულ წყვილს თვალი მოვწყვიტე და თითქოს ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ მაიძულა მარჯვნივ მიმეხედა, ჩემგან არცთუ ისე შორს შავ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული გოგონა იდგა და დაჟინებით მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა, თითქოს ჩემი შესწავლა აქვს გადაწყვეტილიო, ულამაზესი იყო, მაღალი, გრძელი ფეხებით, კეფაზე შეკრული ქერა თმით და საკმაოდ შთამბეჭდავი სახის ნაკვთებით, ერთხანს შუბლშეჭმუხნილი მათვალიერებდა მერე კი უხმოდ შებრუნდა და სხვა მებრძოლებთან გააბა საუბარი,
- ვერ მეტყვით ეს გოგო ვინ არის? -ლეას და ლენს მივუბრუნდი, როგორც ვვარაუდობდი ლეას პასუხის გაცემა არ გასჭირვებია, ის იმდენად უკომპლექსო და კომუნიკაბელური იყო რომ აქ მოსვლის პირველივე დღესვე თითქმის ყველა გაიცნო და რამდენიმეს დაუმეგობრდა კიდეც,
- პირადად არ ვიცნობ მაგრამ ვიცი ვინც არის, კრისტიანის ერთ-ერთი რაზმის ხელმძღვანელია, გუშინ დაბრუნდა მისი ჯგუფი დავალებიდან, სხვათაშორის პაულის ქალიშვილია,
- ოჰო, სერიოზულად?
- ჰო ასეა და როგორც გავიგე ის და კრისტიანი... უფრო სწორად ახლა კი არა ადრე... -ლეა მთლად დაიბნა და სახე აუწითლდა, სულელი ნამდვილად არ ვიყავი და რათქმაუნდა მივხვდი რის თქმასაც ცდილობდა, ერთი წუთითაც კი არ გამივლია თავში რომ კრისტიანს არავინ ეყოლებოდა, მითუმეტეს რომ ის ისეთი ლამაზი და სექსუალურია, ისეთი საყვარელი, ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი ყავს, მე კი არც კი ვიცი რატომ მოვეწონე, იმ ქერათმიანს ხომ ვერც კი შევედრები, ამ ყველაფერზე ფიქრმა იმაზე მეტად მატკინა გული ვიდრე წარმოდგენა შემეძლო,
- ჯობია დაამთავრო რასაც ამბობდი, -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა,
- ამ გოგოს მაშას სიგიჟემდე უყვარს თურმე კრისტიანი, წლებია მასზე აბოდებს, ავადმყოფურ აკვიატებად ექცა, კრისტიანი კი თურმე პაულის ხათრით ვერაფერს ეუბნებოდა, არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა...
- კი მაგრამ შენ ასეთი რაღაცეები საიდან იცი? -ჩაერია ლენი
- მზარეულ მაიას ცოტა არ იყოს გრძელი ენა აქვს, -მხიარულად გაიკრიჭა ლეა
- ჰო, კარგი მერე? გააგრძელე, -ვეღარ მოვითმინე
- მერე ისეთი არაფერი, რომ დაბრუნდა და გაიგო აქ ხარ გაგიჟდა თურმე, გაცოფებული ყოფილა,
- ჩემს გამოა გაცოფებული? რატომ?
- კარგი რა მია, ხანდახან მგონია რომ თავის მოსულელება გიყვარს, აქ უკვე ყველამ იცის რომ კრისტიანს შენ უყვარხარ, შენზე აბოდებს, ღამეებს შენს საწოლთან ათენებს, ბოლოსდაბოლოს კიდევ რა უნდა გააკეთოს რომ დაინახო და დაიჯერო როგორ უყვარხარ,
რატომღაც ძალიან მესიამოვნა ლეას სიტყვები, კრისტიანს ვუყვარვარ, ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ სხვისი პირიდან ამის მოსმენა, იმის გაგება რომ სხვებიც ამჩნევენ მის ჩემდამი გრძნობებს, ეგოისტურად მესიამოვნა, უნებურად გამეღიმა
- რა ხდება რამე სასაცილო ვთქვი? იწყინა ლეამ
- არაა, უბრალოდ წარმოვიდგინე როგორ ემსგავსება ჩემი, კრისტიანის და მაშას ურთიერთობა, იმ სულელურ სასიყვარულო სამკუთხედს თურქულ სერიალებში რომ არის ხოლმე, -შევამჩნიე როგორი გაკვირვებული სახით მიყურებდნენ და მერეღა მივხვდი რაში იყო საქმე, მათ ხომ წარმოდგენაც არ ქონდათ არც თურქულ და არც ბრაზილიურ სერიალებზე
- მაპატიეთ რაღაც სისულეებზე გელაპარაკებით, -უხერხულად ავიჩეჩე მხრები და წამოვდექი, -ჯობია კრისტიანი მოვძებნო უნდა ვესაუბრო, თქვენ არ იცელქოთ ბავშვებო, -წყვილი ვერანდაზე დავტოვე ჩახუტებული და ერთ-ერთი მებრძოლისკენ წავედი რომელმაც მაშინვე როგორც კი მივუახლოვდი ფართოდ გამიღიმა და თავი დამიკრა, საპასუხო ღიმილი არ დამიყოვნებია
- კრისტიანს ვეძებ ხომ არ იცი სად იქნება?
- იარაღის საწყობში უნდა იყოს, -საკმაოდ მოშორებით მდგარი შენობისკენ მიმითითა, იმ გადაწყვეტილებით წავედი საწყობისკენ რომ წინადადებაზე უნდა დავთანხმებოდი და ჯანდაბას ის ყველაფერი რაც მოხდა, სულაც არ ვიყავი ისეთი სუსტი რომ მთელი ცხოვრება ტირილში გამეტარებინა, თანაც მე ის მომწონდა, ძალიან მომწონდა და ვაპირებდი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომესმინა ჩემი გულისთვის, მერე რა რომ ასე უცნაურად დავიწყეთ, იქნებ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად გაგრძელებულიყო, ჰო და რაც მთავარი იყო სულაც არ ვაპირებდი მისნაირი საოცარი ვინმე იმ ბრაზიანი ქერათმიანისთვის დამეთმო, ჩემი გადაწყვეტილებით გამხნევებულმა თამამად შევაღე კარი, ვიწრო მოკლე დერეფანი კიდევ ერთ კართან მიდიოდა, მივუახლოვდი და ის იყო უნდა შემეღო რომ ნაცნობი ხმა მომესმა და ადგილზე გავშეშდი, არა მიყურადება არც მიფიქრია, უბრალოდ წყეულ ცნობისმოყვარეობას ვერაფერი მოვუხერხე,
- ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ მაშა, მგონი საკმარისია, -კრისტიანის ხმა საკმაოდ ცივად ჟღერდა
- ყველაფერი მის გამო ხდება არა? კი მაგრამ როდის მოასწარი მისი შეყვარება, -მაშას ხმაში იმდენი ბრაზი და სასოწარკვეთილება ისმოდა ცოტა არ იყოს და შემეცოდა კიდეც,
- ეს შენ არ გეხება, ყოველთვის იცოდი რომ არ მიყვარხარ,
- თითქმის მთელი ცხოვრებაა შენს გვერდით ვარ, ყველაფერს ვაკეთებდი რომ შეგემჩნიე, შენ კი ერთხელაც არ შემოგიხედავს ჩემთვის როგორც ქალისთვის, მან რა ქნა რა, გააკეთა ისეთი რომ მასზე ასე გაგიჟდი, მითხარი რითი მჯობია, რა აქვს ისეთი რაც მე არ მაქვს?
ეს ხვეწნა-მუდარა უკვე ცუდად მხდიდა, უკან გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ როცა რატომღაც კრისტიანის პასუხი აღარ მომესმა ვეღარ მოვითმინე და კარი შევაღე, შევაღე და მოულოდნელი სცენის დანახვამ ადგილზე გამაშეშა, კრისტიანი ერთ ადგილზე უძრავად იდგა, მაშას კი ორივე ხელით ჰქონდა მისი სახე ჩაბღუჯული და კოცნიდა,
ალბათ იცით თუნდაც ერთ წამში რამდენი რამის გაფიქრება შეუძლია ადამიანს მე კი იმ რამდენიმე წამში სანამ შემამჩნევდნენ თავიდან ბოლომდე გადავხარშე სიტუაცია და როგორც კი მივხვდი რა ცუდ დღეში იყო კრისტიანი ღიმილი ვერ შევიკავე, აი ჩემი კიდევ ერთი უცნაურობა, სხვა ჩემს ადგილზე პანიკას ატეხდა, იწივლებდა, იკივლებდა, ისტერიკას დაიმართებდა და უკანმოუხედავად გამოვარდებოდა გარეთ, მე კი სწორედ ასეთ მომენტებში ვხვდები რომ ლოგიკურად და სწორად აზროვნებაზე უკეთესი არაფერია, არ ვიცი შეიძლება ასე უკეთესიც კია,
მსუბუქად ჩავახველე, ორივე ერთდროულად შემოტრიალდა ჩემსკენ, ვერაფერს ვიტყვი საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში ვიყავით, მაშა მტრულად და თანაც რაღაცნაირად გამარჯვებულის მზერით მიმზერდა, კრისტიანი კი ჩუმად იდგა და მის მზერაში ვხედავდი როგორ ცდილობდა გამოეცნო რის გაკეთებას ვაპირებდი, ღიმილი სახიდან არ მომშორებია ისე მივუახლოვდი მაშას და ხელი გავუწოდე,
- მე მია ვარ, მიხარია შენი გაცნოვბა მაშა, -ჩემდა გასაკვირად ხელი ჩამომართვა, ალბათ ჩემი კეთილგანწყობით და ღიმილით დაბნეულმა თორემ სხვა სიტუაციაში დარწმუნებული ვარ ჩემს შუაზე გაგლეჯაზეც არ იტყოდა უარს,
- შეგიძლია მე და კრისტიანი მარტო დაგვტოვო? მასთან სალაპარაკო მაქვს, -მივმართე კიდევ ერთხელ, მან კრისტიანს შეხედა მაგრამ საპასუხო მზერა ვერ პოვა რადგან მე არ მაშორებდა თვალს, გაბრაზებულმა პატარა ბავშვივით დააბაკუნა ფეხი და მერე უკანმოუხედავად გავარდა გარეთ,
- აბაა, არაფერს მეტყვი, -ჩემი ხმა ისე რბილად და თბილად ჟღერდა თვითონაც მიკვირდა, ერთხანს ეჭვით სავსე თვალებით მიყურებდა და მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო.
- მეტყვი რატომ იღიმი?
- ჯობია შენ მითხრა რას ელოდი,
- ყოველ შემთხვევაში იმას არა რომ არანაირი რეაქცია არ გექნებოდა, -მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა იმედგაცრუება, -სიმართლე მითხარი მია საერთოდ არ მოგწონვარ? ჯანდაბა, ვკვდები ისე მინდა გავიგო რას ფიქრობ ჩემზე, გთხოვ მითხარი...
საუბარი აღარ დავასრულებინე, მეტი მოცდა და თამაში თითქოს ყველაფერი ფეხებზე მეკიდა აღარ შემეძლო, სწრაფად მივუახლოვდი, ხელები წელზე შემოვხვიე და მკერდზე მივეკარი, ვიგრძენი როგორ გამოტოვა მისმა გულმა რამდენიმე დარტყმა და მერე არანორმალურად აჩქარდა, მკლავები მომხვია და ლოყა თავზე დამადო, დიდხანს ვიდექით ასე, ბოლოს როცა მომშორდა და ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ მივხვდი რომ სათქმელი აღარაფერი იყო, მე მის თვალებში ვხედავდი ყველაფერს, ის კი ჩემსაში, თმა ფრთხილად გადამიწია გვერდზე და ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო, უნებურად გამაჟრიალა და კიდევ ერთხელ მივეკარი მკერდზე,
- მგონი ჩემთან საუბარი გინდოდა არა? -მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმა.
- ჰო ასეა, მინდოდა შენთვის, თანხმობა მეთქვა შენთან ერთად წვეულებაზე წამოსვლის შესახებ, - ვიგრძენი როგორ მოვწყდი იატაკს და ჰაერში დავტრიალდი, კრისტიანი აღფრთოვანებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით,
- მადლობა რომ დამთანხმდი, -მითხრა როცა ძირს დამსვა და ხელი გამიშვა, -შენი თანხმობა ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს, ესიგი მენდობი, ასეა?
- რათქმაუნდა გენდობი, უბრალოდ ერთ საკითხზე უნდა ვისაუბროთ,
- გისმენ ნებისმიერი რაღაც შეგიძლია მითხრა,
მთელი გამბედაობა მოვიკრიბე რომ ის მეთქვა რაც ამდენი ხანი მაწუხებდა, ვიცოდი რომ გამიგებდა უბრალოდ არ ვიცოდი რამდენად შესაძლებელი იქნებოდა,
- სახლში დაბრუნება მინდა, -ჩემს ხელებს თვალი მოვაშორე და კრისტიანს შევხედე,
- კი მაგრამ შენ ცოტა ხნის წინ წვეულებაზე წამოსვლაზე დამთანხმდი, ესე იგი წვეულების შემდეგ გინდა დაბრუნება? წასვლა გინდა? ჩემგან წასვლას აპირებ? მე მეგონა... მე...
სიტყვებს თავს ვერ უყრიდა, პირველად ვხედავდი მას ასეთ უმწეოს და გული მტკიოდა რომ არასწორად გაიგო, მისი მიტოვება? აზრადაც კი არ გამივლია, ალბათ ახლა ყველაფერს გავაკეთებდი ამის გარდა, მივუახლოვდი, ერთი ხელით ლოყაზე მივეფერე ხოლო მეორე აბრეშუმივით რბილ, შავ თმაში შევუცურე, თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა,
- არსად წასვლას არ ვაპირებ კრისტიან, გესმის? მე უბრალოდ ოჯახის მონახულება მინდა, სულ რამდენიმე დღე მჭირდება, წვეულებამდე ჯერ კიდევ ათი დღეა ვიფიქრე მანამდე შევძლებდი მათ მონახულებას და მერე ისევ აქ დავბრუნდებოდი, -ვიგრძენი როგორ ნელ ნელა მოეშვა მისი დაძაბული სხეული, შვებით ამოისუნთქა,
- სერიოზულად? მართლა დაბრუნდები?
- რათქმაუნდა დავბრუნდები, როგორც ვხედავ ცოტა ხნითაც კი არ შეიძლება შენი მარტო დატოვება, -გულიანად გამეცინა მისი გაოცებული სახის შემხედვარეს,
- თუ მაშას გულისხმობ ჩვენს შორის არაფერი ხდება,
- ვიცი რომ არაფერი ხდება, სხვათაშორის სანამ შემოვიდოდი მანამდე მოვისმინე რაზეც საუბრობდით, მაპატიე უბრალოდ ასე გამოვიდა,
- ჩემი ჭკვიანი გოგო, -ჩაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, -წამოდი ახლა წავიდეთ, დღეს რაღაც საქმეები მაქვს საღამოს გაემზადე და ხვალ დილით წაგიყვან სახლში,
- ეს ასე ადვილია?
- რას გულისხმობ?
- სხვადასხვა სამყაროს შორის სიარულს ვგულისხმობ, ისე საუბრობ თითქოს ძალიან ადვილი იყოს,
- არც ისე ადვილია, ჩვენ წლობით გავდივართ სწავლებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ნუ შეგეშინდება ჩემთან ერთად იქნები, მე ვიზრუნებ რომ არაფერი დაგემართოს.
- ჰოო, ამაში დარწმუნებული ვარ, -შევცინე და მერე ასე ერთმანეთზე მიხუტებულები გამოვედით საწყობიდან.

* * *

ლეას და ლენს მაინცდამაინც არ მოეწონათ ის იდეა რომ რამდენიმე დღით სახლში დაბრუნებას ვაპირებდი, ლეამ იმდენი იწუწუნა რომ ლამის გადავიფიქრე, ლენმა კი შემაშინა, მითხრა რომ არცთუ ისე უსაფრთხო იყო ახლა ჩემი იქ დაბრუნება, ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა თუ კი იქ დაბრუნება უსაფრთხო არ იყო, კრისტიანი ასე ადვილად რატომ დამთანხმდა, ოჰ ღმერთო, რას მიკეთებს რომ მასზე ფიქრისასაც კი ასე ვღელავ, ჩემი იდუმალი შავთვალება ბიჭი, ყურებამდე გაღიმებული შევედი ოთახში, კარი ზურგს უკან მივხურე და საწოლზე მშვიდად მძინარე ბურძგლას გვერდით გავიშხლართე, იქამდე არ შემიმჩნევია ოთახში ვიღაცის ყოფნა სანამ დაბალი, მოგუდული ხმა არ მომესმა,
- როგორც ვხედავ თავს მშვენივრად გრძნობ,
შეშინებული წამოვხტი, ოთახის კუთხეში მიდგმულ რბილ სავარძელში მაშა იჯდა და თვალს არ მაცილებდა.
- აქ რას აკეთებ?
- იმის მერე რაც საწყობში ნახე, არ მინდოდა რამე არასწორად გეფიქრა და შენთან სალაპარაკოდ მოვედი, თუმცა მშვენიერ ხასიათზე ხარ.
- ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო?
- ვიფიქრე შენ და კრისტიანს უსიამოვნება მოგივიდოდათ, -მითხრა და ჯიქურ შემომხედა თვალებში, აშკარად ეტყობოდა რომ დადებითი პასუხის მიღება უნდოდა მაგრამ მას ამ სიამოვნებას ნამდვილად არ მივანიჭებდი,
- ააა, იმ ცალმხრივ კოცნას გულისხმობ? არაფერია, ამის გამო არ გვიკამათია, ვიცი რომ თქვენს შორის არაფერი ხდება, მე კრისტიანს ვენდობი,
- ჰმ, ცალმხრივი, შენ რა იცი ჩვენს შესახებ, არაფერი, სულ რაღაც რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდი, მე კი მას წლებია ვიცნობ, მე ვარ ის ვინც მას სჭირდება, შენ მის შესახებ საერთოდ არაფერი იცი, მისთვის უბრალოდ ახალი გასართობი ხარ, მობეზრდები და მიგაგდებს, ამიტომ გირჩევნია შენ თვითონ დაშორდე, წახვიდე და აღარასოდეს დაბრუნდე ამ სამყაროში თორემ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ, -თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და ვაღიარებ, ცოტა არ იყოს შემეშინდა, ისეთი გამოხედვა ჰქონდა ვიფიქრე რომ აქვე ახლა შეეძლო მოვეკალი, თუმცა რატომღაც მეცოდებოდა კიდეც, აჰ ისევ ჩემი რბილი და უცნაური ხასიათი, არა რა, რომელ შტერს შეიძლება შეეცოდოს ქალი რომელიც მოკვლას უპირებს, რათქმაუნდა მე, აბა სხვა ვის, დარწმუნებული ვარ ვერ მიხვდა რატომ ვიყავი ჩუმად და რატომ ვუყურებდი ასე თანაგრძნობით, წამოხტა, სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და კარი გაიჯახუნა.
ჩასალაგებელი ბარგი არ მქონდა ასე რომ არაფერი გამიკეთებია, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე და დასაძინებლად დავწექი, დიდხანს ვბორგავდი და ბოლოს როცა როგორც იქნა ჩამთვლიმა, მსუბუქმა ნაბიჯის ხმამ გამომაფხიზლა, ღამის ბინდბუნდში დავინახე როგორ მოუახლოვდა ჩემს საწოლს კრისტიანი და ჩაიმუხლა, თვალები დავხუჭე, ერთხანს უხმოდ მაკვირდებოდა და ჩემს სუნთქვას უსმენდა, ის იყო წასვლა დააპირა რომ ვეღარ მოვითმინე,
- ამაღამ ჩემთან დარჩები?
შეცბა, ამ წინადადებას ნამდვილად არ ელოდა, ერთხანს უხმოდ იდგა, მივხვდი რომ რაღაც უნდა მეთქვა,
- უბრალოდ მარტო დარჩენა არ მინდა, ჩამეხუტე და ისე დავიძინოთ კარგი? -არ დამინახავს მაგრამ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, არაფერი უთქვამს, ნელა მოუახლოვდა საწოლს, ბოტები, შარვალი და ქურთუკი გაიხადა და საცვლისა და მაისურის ამარა შემომიწვა საწოლში, მისი სიახლოვისგან ერთიანად ცახცახმა ამიტანა და ინსტიქტურად უკან დავიწიე რომ ჩვენს შორის დისტანცია გამეზარდა,
- მგონი ჩემთან ჩახუტება გინდოდა, -ჩაეცინა კრისტიანს, -არადა ასე თუ გააგრძელებ საწოლიდან გადავარდები, მოდი ჩემთან, -მითხრა თბილი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით, მერე წელზე ხელი მომხვია, მეორე ხელი თავქვეშ ამომიდო, მიმიზიდა და ჩამეხუტა, ამჯერად ჩემი გული გაჩერდა და ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე რომ მოვკვდი,
- ღრმად ისუნთქე, -ჩამჩურჩულა და თმაზე ფერება დამიწყო, მისმა სხეულის სითბომ, სურნელმა და ჩემს თმაში მოთარეშე თითებმა ისე გამაბრუა რომ ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა, უსიზმროდ მეძინა, ასე კარგად რამდენი ხანია არ მძინებია, დილით მასზე მიკრულს გამომეღვიძა, ხელებით და ფეხებით მთლიანად მასზე ვიყავი შემოხვეული, ვეცადე რაც შეიძლება ნელა და შეუმჩნევლად მოვშორებოდი, ნამდვილად არ მინდოდა გამოღვიძებისას ასე მასზე სუროსავით შემოხვეული ვენახე,
- რატომ ფართხალებ? -მომესმა, ერთბაშად გავყუჩდი და ვიგრძენი როგორ წამომახურა, კრისტიანმა მხიარულად ჩაიცინა და ერთი მოძრაობით მომექცა ზემოდან, ერთი ხელით ორივე ხელი თავს ზემოთ დამიკავა, მეორე ფრთხილად ჩამომისვა ლოყაზე და თან მზერას ჩემს ტუჩებს არ აცილებდა,
- დილამშვიდობის, -მითხრა და ისე გამიღიმა რომ ვიგრძენი, ცოტაც და ხელებში ჩავადნებოდი,
- ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად მშვიდობიანი დილაა, -ჩავიბურტყუნე და მის მომხიბლავ სახეს ასე რომ მაბნევდა, თვალი ავარიდე, დაიხარა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შემეხო ტუჩებზე, ამას კოცნას ნამდვილად ვერ დავარქმევდი მაგრამ ჩემში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია, თვალები დავხუჭე და ვერც კი გავიგე როდის მომშორდა, გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე როცა ბუმბულივით მსუბუქად ამაფრიალა საწოლიდან და პატარა ბავშვივით ხელში ატატებული მიმიხუტა მკერდზე,
- გთხოვ მითხარი რომ დაბრუნდები, მითხარი რომ არ მიმატოვებ, მითხარი, ამის მოსმენა ახლა ძალიან მჭირდება, -ჩურჩულებდა ჩემს თმებში სახეჩარგული.

* * *

დაახლოებით ათი წუთი ვიდექი ჩემი ბინის კართან და ვერ გადამეწყვიტა ზარი დამერეკა თუ არა, კრისტიანმა აქამდე მომაცილა, მითხრა რომ ზუსტად ხუთი დღის შემდეგ მომაკითხავდა და ისე გაქრა თითქოს არც კი არსებულა, წასვლისას არ დამმშვიდობებია, უბრალოდ დიდხანს, ძალიან დიდხანს მიყურებდა თავისი საოცარი შავი თვალებით, თითქოს ჩემი სახის დამახსოვრებას ცდილობსო, მერე კი უბრალოდ შებრუნდა და წავიდა, ვერ გეტყვით რა მირჩევნოდა, ჩახუტება და სიცილ-ტირილით გამომშვიდობება თუ ასეთი რამ, არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვიყავი, ისიც კი არ ვიცოდი როგორ ამეხსნა მშობლების და მეგობრებისთვის ის ყველაფერი რაც გადამხდა, რომც ამეხსნა დამიჯერებდნენ? რაღაც არა მგონია, ღრმად ჩავისუნთქე და ზარი დავრეკე, ცოტა ხანში ფეხის ხმა მომესმა და კარი გაიღო, ამას ნამდვილად არ ველოდი, კარში დედაჩემი იდგა, ჩემს დანახვისას ფერი დარგა, გულზე ხელი მიიდო და ხელის შეშველებაც ვერ მოვასწარი ისეთი სისწრაფით დავარდა იატაკზე,
- მაგდა, თეკო, სად ჯანდაბაში ხართ დამეხმარეთ, -ვიყვირე მთელი ხმით და დედაჩემს მივვარდი, მისაღებიდან გოგონები გამოცვივდნენ ვიღაც უცნობ ბიჭთან ერთად და ჩემი დანახვისას ერთ ადგილზე გაშეშდნენ,
- რას აკეთებთ, სასწრაფოს მაინც გამოუძახეთ, შევყვირე და ისევ დედაჩემს მივუბრუნდი,
- სასწრაფო საჭირო არ არის, კარგად ვარ, -ძლივს ამოილუღლუღა და თვალი გაახილა, ხელი მოვხვიე და წამოჯდომაში დავეხმარე, აცახცახებული ხელი გაუბედავად შემახო სახეზე
- ნამდვილად შენ ხარ შვილო? არ მეჩვენები?
მისმა ცრემლებით სავსე თვალებმა და ჩამწყდარმა ხმამ გული მომიკლა, წარმოდგენაც არ მინდოდა რა გადაიტანა იმ პერიოდში როცა მისი ერთადერთი შვილი უგზოუკვლოდ იყო დაკარგული, ჩავეხუტე და ორივე ერთდროულად ავქვითინდით, გოგონებმა ვეღარ გაუძლეს, ჩვენს გვერდით ჩაიმუხლეს და მოგვეხვივნენ,
- შენც მოდი, დაუძახა მაგდამ კედელთან უხერხულად ატუზულ ბიჭს, ჩემდა გასაკვირად უარი არ უთქვამს დაიჩოქა და თავისი გრძელი მკლავები შემოგვხვია...
როგორც იქნა დედაჩემი საძინებელში შევიყვანე და დასასვენებლად წამოწოლაზე დავითანხმე, დაწვა თუ არა მაშინვე ჩაეძინა, მე კი გოგონებთან ერთად სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად,
- დიდი ხანია ნორმალურად არ უძინია, თორემ ვერ გადაურჩებოდი, აი ჩვენ კი ნამდვილად ვერ გადაგვირჩები,
-თეკომ დოინჯი შემოირტყა და მრისხანე მზერით შემომხედა,
- თეკო მართალია, ახლავე მოგვიყევი სად ბრძანდებოდი, -არ ჩამორჩა მაგდა,
- ასე ძალიან გიხარიათ ჩემი ნახვა? -გავიკვირვე და სურნელოვანი ქაფქაფა სითხით სავსე ჭიქა ცხირთან მივიტანე, -საოცარი სურნელი აქვს,
- მია კარგი რა ასე რატომ იქცევი, იცი რა გადავიტანეთ როცა ასე სიტყვის უთქმელად გაქრი, -გოგონებს შევხედე, მივხვდი რომ მართლა გულწრფელად ნერვიულობდნენ ჩემზე, უბრალოდ არ შემეძლო მათთვის იმ ყველაფრის მოყოლა რაც გადამხდა,
- როდისმე აუცილებლად ყველაფერს მოგიყვებით მაგრამ ახლა არა, ჩემი ხომ გჯერათ, შესაძლებელი რომ იყოს ყველაფერს მოგიყვებოდით, რაც მთავარია დავბრუნდი და კარგად ვარ, ძალიან მომენატრეთ, -ხელები გავშალე და როცა ორივე სიტყვის უთქმელად ჩამეხუტა, მივხვდი თურმე რა კარგია როცა ნამდვილი მეგობარი გყავს, როცა ვიღაცას უანგაროდ უყვარხარ,
- არ მეტყვით ის ბიჭი ვინ არის? -მივუთითე მისაღებში მჯდომ საკმაოზე მეტად სიმპათიურ არსებაზე, რომელიც აშკარად ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე და თვალს არ გვაშორებდა, მაგდამ ჯერ მე შემომხედა მერე თეკოს და თავი ჩაღუნა,
- ბექაა, -წარბები მაღლა აზიდა თეკომ და სასაცილოდ დაიჭყანა
- ვინ ბექა? რომელი ბექა? ის ბექა? ახლა აღარ მიკვირს თურმე რატომ მეცნობოდა ასე ძალიან, -სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე,
- ჰო ნამდვილად ის ბექაა, -მაგდამ უცნაურად ჩაიღიმა და ბექას გადახედა, მე თეკოს შევხედე, მან თვალი ჩამიკრა და ასე თუ ისე მივხვდი რაში იყო საქმე,
- იცი რა მია, ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ, -დაიწყო მაგდამ და მე და თეკოს ერთდროულად აგვიტყდა სიცილი,
- მაგდა მართალია, -ძლივს მოითქვა სული თეკომ, -ბექა ძალიან დაგვეხმარა როცა შენ გაქრი, ყოველთვის გვერდით გვედგა, ყველანაირად გვეხმარებოდა შენს მოძებნაში და მხარს გვიჭერდა, ჰოდა მაგდაც მიხვდა რომ სინამდვილეში სულაც არ ყოფილა გაზულუქებული და საკუთარ თავზე შეყვარებული დედიკოს ბიჭი, ახლა კი სიგიჟემდეა მასზე შეყვარებული, -მაგდას შევხედე, გაწითლდა და თავი ჩაღუნა, -იცი რა დედაშენის ჩამოყვანაშიც ის გაგვეხმარა,
-გააგრძელა თეკომ, -საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ვერ ჩამოდიოდა, ბექამ უცებ მოაგვარა ყველაფერი,
- არც კი ვიცი თქვენ რომ არ მყოლოდით რა მეშველებოდა, -კიდევ ერთხელ ჩავიხუტე ორივე გულში და გავიტრუნე,
- მეც მინდა ჩახუტება, -მომესმა, თვალი გავახილე, თავზე ბექა გვადგა და გვიღიმოდა, -მერე მოდი ჩაგვეხუტე რას უცდი, -ვუთხარი და მისი გაბრწყინებული სახის დანახვაზე ღიმილი ვერ შევიკავე.

* * *

მეორე საღამოს მე და გოგონებმა დედაჩემი გავაცილეთ, წასვლა არ უნდოდა მაგრამ მეტი დარჩენაც აღარ შეეძლო, როგორც იქნა შეეგუა იმას რომ არაფერს ვეტყოდი, ის კი არადა იმაზეც კი დავითანხმე რომ კიდევ უნდა წავსულიყავი, გადამეხვია და დიდხანს მიყურებდა სევდიანი მზერით,
- კარგი იქნებოდა რომ ბექას მოეცალა და წამოვეყვანეთ ახლა ტაქსით სიარული არ მოგვიწევდა, -ამოიხვნეშა თაკომ და მაგდას მხარზე ჩამოეკიდა,
- მოიცა მაგდა, შენ კიდევ არ გყავს მანქანა? ახლა ბექასსთან ერთად რაკი ხარ მშობლები არ შეგირიგდნენ?
-გავიკვირვე მე.
- იმათ კი უნდათ შერიგება მაგრამ მე არ შევურიგდები, არ დამვიწყებია, როგორ გამყიდეს, ისე მექცეოდნენ როგორც უსულო ნივთს, ჰოდა ახლა ნახონ როგორია როცა არავის არაფერში სჭირდები, -მაგდა ისეთი კატეგორიული იყო რომ მეტი ვეღარაფერი ვუთხარი,
- ჩემს მშობლებზე საუბარს მოვრჩეთ და სადმე წავიდეთ თითო ჭიქა დავლიოთ, -გამოაცხადა და ახლახანს ბრძოლამოგებული მთავარსარდალივით ყელმოღერებული წაგვიძღვა წინ, აეროპორტიდან რომ გამოვედით უკვე ბნელოდა, მაგდამ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა, სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ერთ-ერთ ჩაბნელებულ ქუჩაზე ჩამოვედით, ადგილი არ მეცნო,
- აქ რა გვინდა? როდის აქეთია ასეთ ადგილებში დადიხართ?
- ნუ გეშინია, მაგარი ადგილია, ახლახანს აღმოვაჩინეთ, -თეკომ ქუჩის ბოლოში მოციმციმე აბრისკენ მიმითითა, კარგად გავერთობით, -ის იყო ტაქსი თვალს მიეფარა რომ უცნაური უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, გოგონებს ხელი ჩავჭიდე და ნაბიჯს ავუჩქარეთ,
- სად გეჩქარებათ? -ჩიხიდან სამი შავებში ჩაცმული მაღალი მამაკაცი გამოვიდა და წინ გადაგვიდგა, სახეები ცხირსქვემოთ მორგებული შავი ნიღბებით ჰქონდათ დაფარული და ქამარზე დამაგრებული იარაღიც აშკარად უჩანდათ, გოგონებმა შიშისგან შეჰკივლეს, მე არ შემშინებია, ჯანდაბას ჩემი თავი, არ მინდოდა მათ ჩემს გამო რამე მოსვლოდათ, აი თურმე რას გულისხმობდა ლენი, აქ არ უნდა წამოვსულიყავი, ჩემი დაბრუნებით მათაც საფრთხე შევუქმენი, ახლა რა უნდა გავაკეთო?
- არ მჯერა, ბიძაჩემი უკვე იმ დონემდე დაეცა რომ უმწეო გოგონების შეშინებას მიჰყო ხელი? -მომესმა ნაცნობი ხმა და დაძაბული სხეული მომიდუნდა, შევამჩნიე როგორ შეცბნენ დამხვდურები და მაშინვე იარაღზე იკრეს ხელი,
-მივტრიალდი, კრისტიანი ჩემს უკან იდგა, სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ზუსტად ისე გამოიყურებოდა როგორც მაშინ როცა არენაზე ტყეში მომაკითხა, შავი ტანსაცმლით, მხარზე მშვილდ-ისრით და ქამარში იარაღით, თვალებში მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემს მზერაში ამოეკითხა როგორ ვიყავი, როცა გავუღიმე, თითქოს შვებით ამოისუნთქა, საპასუხო ღიმილი დამიბრუნა და მშვილდი მოზიდა...



- - - - - - - - - - - - - - - - - - -



როგორც ყოველთვის, ჩემი უცნაურად მოწყობილი ტვინი არა შიშის არამედ მხოლოდ იმაზე ფიქრის საშუალებას მაძლევდა თუ როგორ უნდა გამკლავებოდა კრისტიანი მშვილდ ისრით, სამ კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცს, თუმცა ის ისეთი მშვიდი იყო ლოდინის მეტი არაფერი დამრჩენოდა, ელვისუსსწრაფესად მოარგო ისარი მშვილდს და ლარი დაჭიმა, შევამჩნიე როგორ უცნაურად ელავდა და ციმციმებდა ბუნიკი, ისიც შევამჩნიე როგორ მოიმარჯვეს მოიმარჯვეს მომხვდურებმა იარაღი, მაგრამ კრისტიანი მათზე სწრაფი აღმოჩნდა, ისარმა წუილით გააპო ჰაერი და ჩვენგან ორიოდე მეტრის დაშორებით ჩაერჭო გზაზე, გოგონებს ერთდროულად აღმოხდათ იმედგაცრუების აღმნიშვნელი ოხვრა, არც მე მჯეროდა რომ მიზანს ააცილა, ლურჯად მოელვარე ბუნიკიდან მოციმციმე ელექტრული ველი გამოიჭრა და ჩვენს წინ ფარივით დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე გაიჭიმა ქუჩის მთელ სიგანეზე,
გავიგონე როგორ უშვერად შეიგინა ერთ-ერთმა მებრძოლმა და ხელით იხმო დანარჩენები, ჩაბნელებული ჩიხიდან კიდევ სამი მათნაირი, იარაღში ჩამჯდარი მამაკაცი შეუერთდათ,
- სროლას აზრი არ აქვს, ფარს ვერაფერს დააკლებთ, -მოგვესმა ბოხი ხმა, -გამანეიტრალებელი ჩართეთ,
მერე რაც მოხდა ისეთი სცენები ბავშვობაში ნანახი ჯეკი ჩანის ფილმებიდან მახსოვს, კრისტიანი ნელ-ნელა მომიახლოვდა, ჩემი სახე ორივე ხელით დაიჭირა, თავი ამაწევინა და შუბლი შუბლზე მომადო,
- არაფრის შეგეშინდეთ, უსაფრთხოდ ხართ, უბრალოდ რამდენიმე წუთი მჭირდება რომ ამათ გავესაუბრო,
-ჩამჩურჩულა, საყვარლად გამიღიმა, რამდენიმე ნაბიჯით დამშორდა და ისე მსუბუქად გადაევლო ორმეტრიან ელექტრულ ველს რომ სამივე პირდაღებული დავრჩით, თეკოს და მაგდას შეშინებული და თან ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ახლა ის უფრო მაინტერესებდა როგორ აპირებდა ექვს კაცთან გამკლავებას მარტოდმარტო, საოცარი სისწრაფით მოახერხა სამი მებრძოლის განეიტრალება და ის იყო მეოთხეს იარაღი აართვა რომ ერთ-ერთმა რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ ჯგუფის მეთაური იყო, კეფაზე იარაღი მიადო, შიშისგან წამოვიყვირე და ისე რომ ვერც კი გავაცნობიერე რას ვაკეთებდი დამცავ ფარს მივაწყდი, ფარმა უსიამოვნოდ დაიზუზუნა და უკან გადმომაგდო, - ჯანდაბა ასე ხომ შეიძლება მოკლან, დახმარება სჭირდება, -ვბუტბუტებდი მუხლებზე დაჩოქილი და გოგონებს რომლებიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი.
- როგორც იქნა გაებით, უფროსი კმაყოფილი დარჩება როცა ერთის მაგივრად ორი არასასურველი პიროვნების სიკვდილის შესახებ გაიგებს, -მეთაური აშკარად კმაყოფილი იყო,
- ჰმ, არასასურველი? -ჩაეცინა კრისტიანს, -არადა აქამდე მეგონა რომ ბიძაჩემს ცოტათი მაინც ვუყვარდი,
- გაოცებული ვარ, სიკვდილის წინაც ხუმრობის ხასიათზე ხარ, -ჩაიღრინა და გასროლის ხმაც გაისმა, წამიერად თვალზე ბინდი გადამეკრა, მერე გავიგონე ღრიალის ხმა, დავინახე როგორ გააგდო მეთაურმა სისხლმდინარე ხელიდან იარაღი, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც კი მივხვდი საიდან გაჩნდა კრისტიანის გვერდით მთლიანად შავებში ჩაცმული, ნიღბიანი, კაპიუშონით თავდაფარული პიროვნება, აშკარა იყო ერთმანეთს იცნობდნენ და თანაც კარგად, სინქრონულად მოძრაობდნენ, თითქოს უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, რამდენიმე წამში განაიარაღეს დანარჩენებიც, მსუბუქი და გათვლილი მოძრაობები ჰქონდა უცნობს, ძალაუნებურად თვალში მომხვდა მისი მაჯა როცა ერთ-ერთი მოძრაობის დროს გამოუჩნდა, მაჯაზე სამი პატარა ვარსკვლავი ეხატა.
- გოგონები წაიყვანე, ამათ მე მივხედავ, -მომესმა ჩახლეჩილი, თითქოს ნაძალადევად დაბოხებული ხმა, კრისტიანმა მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და შემდეგ ისევ კედლის დახმარებით მსუბუქად გადმოაფრინდა ფარს, ფეხზე წამოვხტი, ორ ნაბიჯში გავჩნდი მასთან და მთელი ძალით ჩავეხუტე,
- შეგეშინდა პატარავ? -თბილად ჩამჩურჩულა და ყელში მომაკრო გახურებული ტუჩები,
- ძალიან შემეშინდა, შემეშინდა რომ გოგონებს რამეს დაუშავებდნენ, შემდეგ კი შენს გამო, მეგონა რომ წახვედი, შენ კი აქ ყოფილხარ... -შეუჩერებლად ველაპარაკებოდი და ხელს არ ვუშვებდი, ოჰ როგორ მამშვიდებდა მისი სიახლოვე...
- შენ რა მართლა იფიქრე რომ მარტო დაგტოვებდი? ასე ფიქრობ ჩემზე? -ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით მითხრა,
- ახლა წავიდეთ სახლში წაგიყვანთ და შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე, -ხმა აღარ ამომაღებინა ხელში ამიტაცა, გოგონებსაც ანიშნა წავედითო და ქუჩის ბოლოში გაჩერებული ავტომობილისკენ წავიდა.

* * *

- როცა მჭირდება მაინცდამაინც მაშინ არ პასუხობს ტელეფონს, -გაცოფებულმა მაგდამ ერთი გულიანად შეუკურთხა ბექას და ტელეფონი დივანზე მიაგდო,
- ნუ პანიკობ, გიპასუხებს, ალბათ არ ცალია, ისედაც ოცდაოთხი საათი შენ დაგტრიალებს თავზე, -თეკო სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა მის დაწყნარებას, მე და კრისტიანი დასჯილი ბავშვებივით ერთმანეთის გვერდით ვისხედით დივანზე და თვალყურს ვადევნებდით როგორ სცემდნენ ბოლთას, უეცრად შეთანხმებულებივით ერთად გაჩერდნენ და მოგვიბრუნდნენ,
- ქალბატონო შენ ხომ არ ფიქრობ რომ ასე ადვილად დაგვიძვრები ხელიდან? -მაგდა თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა, თეკომ უხერხულად გაშალა ხელები და გაღიმება სცადა,
- ცუდად არის ჩვენი საქმე, ახლა მხოლოდ იმიტომ რომ ბექა ტელეფონზე არ პასუხობს ჩვენზე იყრის ჯავრს,
-გადავულაპარაკე კრისტიანს და მივეხუტე, თითქოს მისი მრისხანებისგან დამიცავდა, კრისტიანმა გამამხნევებლად მომიჭირა ხელი ხელზე,
- დასხედით ქალბატონებო და დამშვიდდით, ყველაფერს აგიხსნით, -მიმართა გოგონებს თბილი ხმით და ისე გაუღიმა ქვასაც კი დაადნობდა, არ გამკვირვებია როცა უხმოდ ჩამოსხდნენ ჩვენს წინ და პატარა სპლიყვებივით მიაშტერდნენ კრისტიანს,
- როგორც მივხვდი თქვენ მაგდა და თეკო ხართ მიას მეგობრები, მსმენია თქვენს შესახებ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მეც მიას მეგობარი ვარ, კრისტიანი მქვია,
- აი ჩვენ კი არ გვსმენია თქვენს შესახებ, -დააბრეხვა თეკომ და მიამიტურად ააფახულა გრძელი წამწამები.
- კარგი რა, მე ხომ გიყვებოდით მის შესახებ, -ჩევერთე მეც,
- როგორ ეს ის არის? მართლა ის არის?
- მეგონა რომ სინამდვილეში არ არსებობდი და მიას წარმოსახვის ნაყოფი იყავი, არადა თურმე არსებობ და ზუსტად ისეთი სიმპათიური ხარ როგორც ამბობდა, -მაგდა სრულიად სერიოზული იყო,
- თვალებიც როგორი ლამაზი აქვს, ხმაც, თმას სად იჭრი? კარგად გამოიყურები, ვარჯიშობ? სადაური ხარ? რას საქმიანობ? რომელიმე მაფიოზური დაჯგუფების წევრი ხარ? ვინ იყვნენ ის კაცები? -ერთმანეთს არ აცლიდნენ ისე აყრიდნენ კითხვებს, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, კრისტიანს შევხედე რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს, უხერხული მდგომარეობიდან შემოსასვლელი კარის გაღების ხმამ გამოგვიყვანა, რამდენიმე წამში მისაღებში ბექა შემოვიდა, იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგი და კლასიკური შარვალი ეცვა, დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა მაინც მხიარულად იღიმოდა, მოგვესალმა და კრისტიანზე შეაჩერა მზერა,
- სტუმარი გვყავს? არ გამაცნობთ?
- მაგდამ განმგმირავი მზერა ესროლა და ხმა არ გასცა, ისევ თეკომ ითავა მათი ერთმანეთისთვის გაცნობა, -ეს კრისტიანია მიას მეგობარი, კრისტიან ეს ბექაა მაგდას შეყვარებული,
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია არის თუ არა შეყვარებული, -ჩაიბურტყუნა მაგდამ, ბექამ კრისტიანს ხელი ჩამოართვა და მაგდას მიუბრუნდა,
- მაპატიე რომ არ გპასუხობდი, შეხვედრა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და გამოსვლა ვერ მოვახერხე ხომ იცი ამ ბოლო დროს მამაჩემის მაგივრად მე მიწევს საქმეებისთვის მიხედვა, არ გამიბრაზდე რა, საყვარლად გაუღიმა და ხელები გაშალა, მაგდა ერთხან კიდევ ცდილობდა გაბრაზებული სახის შენარჩუნებას ბოლოს ვეღარ გაუძლო და ჩაეხუტა
- რა საყვარლები არიან ახლა ვიტირებ, -თეკომ გადაიკისკისა და არარსებული ცრემლი მოიწმინდა.
ერთად ვივახშმეთ, გოგონებმა ყველაფერი მოუყვეს ბექას, ბექა შუბლშეჭმუხნილი უსმენდათ და მაგდას მაგრად იკრავდა გულში, მერე კრისტიანს მოუბრუნდა და მადლობა გადაუხადა,
- ამის მერე მაინც მიხვდით რომ შუაღამისას ქუჩაში მარტოდმარტო ბოდიალი საშიშია,
- იმის გამო რომ ვიღაც მანიაკებს რაღაც მოელანდათ, ქუჩაში დაცვით უნდა ვიაროთ? წარმოდგენაც არ გვაქვს ვინ იყვნენ, მიაც არაფერს გვიხსნის, -აპილპილდა მაგდა
- კარგი რა ყველაფერს უკუღმა რატომ იგებ, -ამოიხვნეშა ბექამ და ლოყაზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია, უნებურად მომტაცა თვალი მისმა მაჯამ რომელზეც სამი პაწაწინა ვარსკვლავი ეხატა, -ოჰო, ეს შეუძლებელია, შეუძლებელია ის უცნობი ბექა იყოს, არადა აშკარად ის არის, ჯანდაბა კრისტიან ახლა რაღას თამაშობ? -კრისტიანს შევხედე რომელიც წყლის ჭიქით ხელში იდგა სამზარეულოს შესასვლელში და თვალს არ მაშორებდა, -როგორ მინდა გავიგო ახლა რაზე ფიქრობს, ალბათ ხვდება რომ ბექას შესახებ რაღაცას ვეჭვობ, იქნებ პირდაპირ მეკითხა? -წამოვდექი, აივნისკენ წავედი და მასაც ვანიშნე გამომყოლოდა, გარეთ სასიამოვნო სიგრილე და თბილისისთვის აგრერიგად იშვიათი სუფთა ჰაერი იყო, ჩემს საყვარელ სავარძელში ჩავეშვი და ფეხები ჩვეულებისამებრ მაგიდაზე შემოვაწყვე, კრისტიანი ჩემს გვერდით დაჯდა და მოპირდაპირე კორპუსში ვაჟას ბინის განათებულ ფანჯრებს გაუშტერა მზერა,
- კომფორტული ადგილია,
- ჰო ნამდვილად ასეა, იქ არენაზე ყოფნისას ხშირად ვოცნებობდი ხოლმე ამ აივანზე, ჩემს სავარძელზე და ერთ ჭიქა ყავაზე,
- ალბათ ახლობლებიც ძალიან გენატრებოდნენ,
- რათქმაუნდა, ისინი ჩემთვის ყველაფერი არიან, მხოლოდ იმაზე გაფიქრებაც კი რომ მათ ვეღარასოდეს ვნახავდი საშინელ ტკივილს მაყენებდა,
- აქ სულ სხვანაირი ხარ მია, შენს მეგობრებთან ერთად ისეთი ხალისიანი და თავისუფალი ხარ, უკვე ვფიქრობ იქნებ შეცდომაა რომ იქ დაბრუნებას გთხოვ, იქნებ ასე უხეშად არ უნდა ჩავრეულიყავი შენს ცხოვრებაში, ჩემს გამო უამრავი რაღაცის გადატანა მოგიხდა, -ისევ ვიგრძენი მის ხმაში ტკივილი, ისევ თავის თავს ადანაშაულებდა ყველაფერში, კაცმა რომ თქვას მართალიც იყო მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებდა ვის გამო რა მოხდა, უფლებას არ მივცემ რომ ასე უბრალოდ დაიტანჯოს თავი, წამოვდექი მის კალთაში მოვთავსდი და თავი მხარზე დავადე, მანაც წელზე შემომხვია ხელი და მაგრად მიმიკრა,
- ამ ყველაფერმა შენი თავი მაპოვნინა კრის, ასე რომ ასეთი რამ აღარ მითხრა, შენთან ერთად დავბრუნდები და ყველაფერში დაგეხმარები, -ვიგრძენი როგორ გაიღიმა.
- იცი რომ პირველად დამიძახე კრისი? ეს მომწონს, ძალიან მომწონს, -მარჯვენა ხელით მიმიზიდა და ახლოს სულ ახლოს მომიტანა სახე, ჩემს მოღეღილ მკერდზე მსუბუქად დააცურებდა მარცხენა ხელის თითებს, ხოლო აციმციმებული შავი თვალების მზერას ტუჩებზე არ მაშორებდა, ვეღარ გავუძელი, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავაგდე და ძლივსგასაგონი კვნესა აღმომხდა, ჩაეცინა, მშვენივრად იცოდა როგორ მოქმედებდა ჩემზე, ყელში ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება, მერე ყბაზე, ნელ-ნელ მოუყვებოდა ზემოთ, არ ჩქარობდა, თითქოს მეთამაშებოდა, როცა ტუჩის კუთხესთან ვიგრძენი მსუბუქი კოცნა, ვეღარ მოვითმინე, თმაში თითები შევუცურე და ტუჩებზე ტუჩებით მივეკარი, ასეთი რამ არასდროს განმიცდია, ეს ბიჭი ძალიან მარტივად ახერხებდა ჩემს გაგიჟებას და ჭკუიდან გადაყვანას, იქამდე არ მოვშორებივართ ერთმანეთს სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდა, სუნთქვაარეული მივეყრდენი მხარზე, დიდხანს ვიჯექით ასე ერთმანეთზე მიკრულები და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით, ბოლოს ისევ მე გამოვერკვიე
- ბექაზე მომიყვები?
- დარწმუნებული ხარ რომ ახლა ბექას შესახებ გინდა საუბარი? -გაეღიმა
- ნამდვილად მინდა, მინდა მის შესახებ ყველაფერი ვიცოდე, ბოლოს და ბოლოს მთელ დროს ჩემი გოგონების გვერდით ატარებს, მინდა ვიცოდე ვინ არის.
- ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მიხვდებოდი, ოღონდ ასე მალე არ ველოდი, ბექას დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობთ, დეტალებს ნუ ჩავუღმავდებით, მაგრამ მან ყველაფერი იცის ჩემს შესახებ, ის ჩემი ერთადერთი საიმედო ადამიანია, ამ სამყაროში, როცა შენ ბიძაჩემის ხალხმა გაგიტაცა, რათქმაუნდა შენს ახლობლებს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი, ასე რომ ბექას ვთხოვე დახმარება,
- ბექა და მაგდა ისედაც იცნობდნენ ერთმანეთს
- სწორედ ამიტომაც გაუადვილდა მათთან დაახლოება, სანამ აქ არ იყავი გოგონებს გვერდიდან არ მოცილებია, შენს მშობლებსაც აქცევდა ყურადღებას,
- ესე იგი სინამდვილეში მაგდა არ უყვარს და თამაშობს?
- სულაც არა, ბექა ის კაცი ნამდვილად არ არის რომ მაგდას გრძნობებით ითამაშოს, მთელი მისი ცხოვრება მხოლოდ ნიღაბია და სინამდვილეში ძალიან კარგი ადამიანია, მაგდა მართლა უყვარს, მასზე გიჟდება,
- ოოჰ, ძალიან კარგი, ვერ ავიტან რომ მაგდას ტყუილუბრალოდ ეტკინოს გული, ისე ის სპექტაკლი რა საჭირო იყო, ვითომ ერთმანეთს რომ არ იცნობდით,
- ასე იყო საჭირო, რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ შენს მეგობრებს მით უკეთესი მათთვის,
- კარგი იყოს ისე როგორც შენ იტყვი, -თანხმობის მეტი აღარაფერი დამრჩენოდა
- შენ? შენზე რას მეტყვი?
- რა უნდა გითხრა? რა გაინტერესებს?
- მართლა მზად ხარ იმისთვის რომ ჩემთან ერთად უკან დაბრუნდე? ხომ იცი ეს რა სახიფათოა, არ მინდა რამე დაგიმალო, სრულიად შესაძლებელია რომელიმე გეგმა ჩაგვეშალოს და ამას ცუდი შედეგი მოყვეს, თუკი ბიძაჩემმა გამოგვიჭირა ჩათვალე რომ ჩვენი საქმე წასულია, ნამდვილად გინდა რომ ამ გაუგებრობაში მიიღო მონაწილეობა?
არ იმჩნევდა მაგრამ ვგრძნობდი როგორ ღელავდა როცა ამას მეუბნებოდა, ეშინოდა ჩემს გამო, რომ რამე დამემართებოდა, მაგრამ იმისიც ეშინოდა რომ უარს ვეტყოდი, დაუჯერებელია, კრისტიანს ამ წარმოუდგენლად სიმპათიურ და ყველანაირად იდეალურ ბიჭს ჩემი დაკარგვის ეშინოდა, ღმერთო, ეგოისტურად მსიამოვნებდა მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა, მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ეს ძალიან აღმაგზნებდა, ამჯერად ჩემი ინიციატივით ვაკოცე, ისეთი კარგი იყო რომ შემეძლო მთელი ღამე გამეტარებინა მის ალერსში,
- ერთი წუთითაც კი არ მინდა უშენოდ ყოფნა, ასე რომ მოვდივარ, -ჩავჩურჩულე როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი და ამოსუნთქვა შევძელი.

* * *

ფართოდ გამოღებული ფანჯრიდან შემოპარულმა დილის გრილი ნიავი უსირცხვილოდ მომეალერსა ნახევრად შიშველ სხეულზე, თხელი საბანი დავქაჩე და ნიკაპამდე გადავიფარე, ჩემს გვერდით საწოლი ცარიელი იყო, სამაგიეროდ ბალიში იყო მისი სურნელით გაჟღენთილი, ბალიში ჩავიხუტე და მოვიკუნტე, მხოლოდ მისი არა, თითქოს მშობლიური სახლის სურნელიც ასდიოდა ბალიშს და უეცრად მივხვდი რატომ ვგრძნობდი აქ თავს როგორც საკუთარ სახლში, ჩემთვის უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა დროსა და ადგილს, მისი ჩემს გვერდით ყოფნა საკმარისი იყო იმისათვის რომ თავი მშობლიურ სახლში მეგრძნო, სწორედ იქ სადაც უნდა ვყოფილიყავი, იქ სადაც ჩემი ადგილი იყო...
- ნეტავ სად წავიდა ამ დილაადრიან, -ჩავიბურტყუნე და ჩემს ფეხებზე ამოცოცებულ ბურძგლას დავავლე ხელი,
-მოდი აქ შენ მაინც გამათბე,
- გინდა რომ ბურძგლაზე ვიეჭვიანო? -მხიარულად მომღიმარმა კრისტიანმა ფრთხილად მიხურა კარი და საწოლზე ჩამომიჯდა,
- დილა მშვიდობის, როგორ გეძინა?
- დილა მშვიდობის, სად იყავი? ჯერ ხომ ძალიან ადრეა,
- დილის წვრთნა გვქონდა, შენც მოგიწევს ადგომა, წვეულება ორ დღეშია და ყველაფერი უნდა გადავიმეოროთ არ მინდა რამე შეცდომა გაგვეპაროს, -თავზე ხელი გადამისვა და მერე ბურძგლას მიეფერა, -გაიზარდა არა?
- გაიზარდა და გული მწყდება რომ მალე მისი ტყეში გაშვება მოგვიწევს,
- რატომ უნდა გავუშვათ?
- ის ფოცხვერია კრისტიან, ისე ვერ მოვიშინაურებთ როგორც კატას, რაც არ უნდა ვეცადოთ როცა დრო მოვა თვითონ მოისურვებს წასვლას, მე კი მის ჩაკეტვას ან დაბმას არ ვაპირებ, ეს არასწორია, უბრალოდ გავზარდოთ და მერე როგორც თვითონ ენდომება ისე მოიქცეს კარგი?
- საოცარი ხარ მია, ყოველთვის ახერხებ ჩემს გაკვირვებას, ყოველ დღე უფრო და უფრო კარგად ვხვდები თუ რატომ მოგცათ გამარჯვების უფლება ხელოვნურმა ინტელექტმა, შენი ადამიანობის და სიკეთის გამო, ამიტომაც ვართ ყველა შენთან ვალში,
- კარგი რა ასე რომ საუბრობ თავს უხერხულად ვგრძნობ კრის, -ვიგრძენი როგორ გამიხურდა ლოყები, ჯანდაბა ალბათ ისევ გავწითლდი, კრისტიანმა მხიარულად გაიცინა
- მგონი გცხელა, გრილი შხაპის დროა, ერთი სწრაფი მოძრაობით გადამხადა საბანი, ხელში ამიტაცა და ასე გულზე მიხუტებული შემიყვანა სააბაზანოში.

კრისტიანმა იმდენჯერ მაიძულა ყველაფრის გამეორება რომ ალბათ გეგმას ძალიანაც რომ მომენდომებინა მაინც ვეღარასოდეს დავივიწყებდი, ლენიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, არ ვიცი როგორ დაითანხმა კრისტიანი, ის ხომ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, თუმცა უკვე არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა,
- არც კი მჯერა რომ დღეს საღამოს უკვე დედაქალაქში იქნებით, -ლეამ წვენით სავსე ჭიქა მომაწოდა და ჩემს გვერდით გაიშხლართა ბალახზე,
- ოფ, ძალიან დავიღალე ლეა, ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია და მე უკვე ოთხი საათია მღვიძავს, ერთი სული მაქვს ეს ყველაფერი როდის დამთავრდება რომ მინიმუმ ორი დღე გადაბმულად ვიძინო, მთელი დღეებია ვვარჯიშობთ, კრისტიანი ნამდვილი მონათმფლობელივით მექცევა,
- ნუ წუწუნებ, ვიღაცამ რომ მოგისმინოს მართალი ეგონება, მას უბრალოდ უნდა რომ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიაროს, ის შენზე ზრუნავს მია,
- შენ არ ნერვიულობ ლენზე?
- რათქმაუნდა ვნერვიულობ,
- როგორ ახერხებ ასეთი სიმშვიდის შენარჩუნებას?
- სიმართლე რომ გითხრა არ მინდოდა რომ ამ დავალებაზე წამოსულიყო, ის ჯერ ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული და თანაც წვრთნა აკლია, მაგრამ მივხვდი რომ ეს სჭირდება იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს, არ მინდა იმ წუწუნა შეყვარებულებს დავემსგავსო თავიანთ მეწყვილეებს სიცოცხლეს რომ უმწარებენ, ალბათ რომ მეთხოვა დარჩებოდა მაგრამ, ის დეპრესია გაუმძაფრდებოდა არენადან გამოსვლის შემდეგ რომ აქვს,
ვუსმენდი ამ პატარა გოგოს და მიკვირდა მისი აზროვნება
- ლეა იცი რომ მე და ლენს ძალიან გაგვიმართლა?
- შენ და ლენს? ვერ მივხვდი?
- ლენს იმიტომ რომ შენნაირი შეყვარებული ყავს, მე კი იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ხარ,
- ჩვენ ორივეს გაგვიმართლა მია, შენ რომ არა ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი, ასე რომ... -გაიღიმა და მოწმენდილ ცას ახედა, -ლენს ყურადღება მიაქციე კარგი?

* * *

აბაზანიდან ახალი გამოსული ვიყავი როცა ლეამ საღამოს კაბა შემოიტანა და საწოლზე გადაფინა, აღფრთოვანებისგან კინაღამ შევყვირე, საოცრად დახვეწილი კაბა იყო, ვეღარ მოვითმინე და მაშინვე გადავიცვი, მთლიანად შავი, თხელი რბილი ნაჭრისგან იყო შეკერილი, ღრმად გულამოღებული, არაჩვეულებრივად გამოკვეთდა ჩემს ფორმებს, წელიდან თავისუფლად ეშვებოდა ძირს კოჭებამდე, მარჯვენა ფეხთან თითქმის თეძომდე იყო შეხსნილი და ყოველ ნაბიჯის გადადგმაზე მთლიანად აშიშვლებდა ფეხს, მისივე შესაფერისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და დავტრიალდი,
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ლეა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თმა გამიშრო, დამივარცხნა და თავისუფლად გამიშალა, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი,
- კრისტიანი გარეთ გელოდება, მიდი, -ზურგში მიბიძგა ლეამ, კარი გავაღე, შავ სმოკინგში გამოწყობილი კრისტიანი, ვერანდის კიბეებთან მელოდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შემომხედა თუ არა თვალები გაუბრწყინდა, მისი თავბრუდამხვევი ღიმილის დანახვაზე ფეხი ამერია და ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ წავიქცეოდი,
- საოცრად გამოიყურები, დღეს ყველას მოხიბლავ, ჰო მართლა გეგმაში ცვლილებები შეიტანე?
- რას გულისხმობ?
- ფეხის არევას, წვეულებაზე თუ წაიქცევი ნამდვილად მივიქცევთ ყურადღებას,
- ასე ნუ გამიღიმებ და აღარ ამერევა ფეხი, -ჩავიბურტყუნე და მისი გამოწვდილი ხელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ამაყად ყელმოღერებულმა ჩავიარე კიბეები, უკან მხიარული სიცილი მომყვა და მეც მაიძულა გაღიმება.
- ოოო, -გაკვირვება ვერ დავმალე, წითელი სპორტული ავტომობილის დანახვისას,
- მაგარია, შენია?
- ჩემი არ არის, ვითხოვე, წვეულებაზე მხოლოდ შეძლებული ადამიანები იქნებიან, ასე რომ სხვა რამით რომ მივიდეთ არ შეიძლება, დროზე ადრე გამოვიწვევთ ეჭვს, -კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, გზაში კიდევ ერთხელ გავიარეთ დეტალები, მე და კრისტიანს მხოლოდ ყურადღების მიქცევა გვევალებოდა, ამისათვის კი მთავარ ცეკვამდე კრისის ბიძაშვილი და მისი საცოლე როგორმე უნდა შეგვეფერხებინა რომ ცეკვისთვის ვერ მოესწროთ, დანარჩენს და პაულის განთავისუფლებას უკვე ჯგუფის სხვა წევრები მიხედავდნენ.
როგორც იქნა ქალაქს მივუახლოვდით, შესასვლელში დაცვას საბუთები და მოსაწვევები წარვუდგინეთ და ჩემდა გასაკვირად უპრობლემოდ შეგვიშვა, გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, ასეთი საოცრება არასდროს მენახა, ეს ქალაქი არაფერს გავდა, ჩემს ყველაზე უცნაურ ფანტაზიებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი ასეთ საოცარ სილამაზეს,
- გიკვირს არა? -კრისტიანს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა,
- ჩემთვის არ გითქვამს რომ ასეთი ლამაზი იყო,
- მინდოდა საკუთარი თვალით გენახა, მონაყოლით ასე ვერ ირძნობდი, ჰმ, მომნატრებია აქაურობა,
-ჩაილაპარაკა და ტუჩი მოიკვნიტა, მგრძნობიარე იყო კრისტიანი, იმაზე მეტად მგრძნობიარე ვიდრე მაჩვენებდა, არაფერი მითქვამს, უბრალოდ გამამხნევებლად მოვუჭირე ხელზე ხელი.
მალე ქალაქის ცენტრში მდებარე დიდ და საკმაოდ შთამბეჭდავ, ფერადი განთებებით გაჩახჩახებულ შენობას მივუახლოვდით, მაღალ, რკინის კარიბჭესთან კიდევ ერთხელ წარვადგინეთ მოსაწვევები და როცა უზარმაზარი კარი ჩვენს უკან მიიხურა, მივხვდი რომ ახლა უკვე კიდეც რომ გადამეფიქრებინა, უკან დახევა აღარ შეიძლებოდა...


- - - - - - - - - - - - -


- მეშინია კრის, -როგორც იქნა ვაღიარე, მკლავზე მაგრად ჩავეჭიდე და შეშინებულმა ავხედე თითქოსდა თვალუწვდენლად მაღალ და ფართო, თეთრად მბრწყინავ მარმარილოს კიბეს, რომელიც ყველა სტუმარს უნდა აევლო რომ სადღესასწაულოდ მორთულ შენობაში შეებიჯებინა, კრისტიანმა გამამხნევებლად მომიჭირა ხელი, ქვემოდან შევხედე, უდარდელად მიღიმოდა, ჩემგან განსხვავებით საერთოდ არ ღელავდა, ის კი არადა მგონი ეს სიტუაცია ახალისებდა კიდეც.
- არაფრის არ უნდა გეშინოდეს პატარავ, აქ სანდო დამხმარე გვყავს ვისი მეშვეობითაც ყველაფერი ბოლო დეტალამდე მაქვს გათვლილი, როგორ ფიქრობ რამეში ეჭვი რომ მეპარებოდეს წამოგიყვანდი? -ლოყაზე ნაზად შემეხო ხელით და გამამხნევებლად გამიღიმა
- მითხარი ხომ მენდობი?
- რათქმაუნდა გენდობი, უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის ის ვინც გეხმარებათ?
- უკვე რამდენიმე წელია ანონიმურად გვიწევს დახმარებას, უამრავი სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა, არ ვიცით ვინ არის მაგრამ ნამდვილად სანდოა, პაულმა ბევრჯერ გამოსცადა,
- იმედია ამჯერადაც არ დაგაღალატებთ,
- იმედია, თუ არადა სათადარიგო გეგმაც მაქვს, ახლა კი წამოდი დარბაზში შევიდეთ, ასე კიბეზე მდგომები უკვე ზედმეტ ყურადღებას ვიქცევთ.
- გეშინია რომ გიცნობენ?
- მე ვერავინ მიცნობს, ალბათ მხოლოდ ბიძაჩემი, ისიც თუ ძალიან მოინდომებს მხოლოდ მაშინ, აი შენ კი ყველა გიცნობს და ასეც უნდა იყოს, შენ ხომ მათი რჩეული მოთამაშე ხარ, -მიმოვიხედე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორ მაკვირდებოდნენ კიბეზე ამავალი სადღესასწაულოდ გამოწყობილი წყვილები, რამდენიმემ მოურიდებლად მიუთითა ჩემზე მეწყვილეს, რამდენიმემ გამიღიმა კიდეც, ისე მიღიმოდნენ თითქოს მათი მეგობარი ან საყვარელი ნათესავი ვყოფილიყავი, ნელი ნაბიჯით ავუყევით კიბეს, სიმდიდრე და ბრწყინვალება არასდროს მიკვირდა მაგრამ ის რასაც აქ ვხედავდი ჩემს წარმოდგენებში არსებულ ყველანაირ სცენარს აჭარბებდა, უძვირფასესი ავტომობილები, ტანსაცმელი და სამკაულები, მომღიმარი უდარდელი სახეები... და მიუხედავად ამ ყველაფრისა არ შემეძლო არ შემემჩნია დაცვა, შეიარაღებული შავ ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, სახურავზეც კი იყვნენ განთავსებულები და ტერიტორიას აკონტროლებდნენ, მაკვირვებდა კრისტიანის სიმშვიდე როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფნა როცა შესაძლებელი იყო აქედან ცოცხალს ვეღარ გაეღწია.
როგორც იქნა შესასვლელს მივუახლოვდით, ჩვენს წინ უზარმაზარი ოქროსფრად მოელვარე კარი გაიღო და კრისტიანმა წელზე ხელმოხვეული შემიყვანა გაჩახჩახებულ დარბაზში, ძლივს შევიკავე აღფრთოვანების შეძახილი, უზარმაზარი დარბაზი სადღესასწაულოდ გამოწყობილი ხალხით იყო სავსე, წყნარი მუსიკა უკრავდა და იქაურობა ნაზი სასიამოვნო სურნელით იყო გაჟღენთილი, ხალხს შორის მოხერხებულად დაძვრებოდნენ თეთრ უნიფორმებში გამოწყობილი ოფიციანტები და ოქროს სინებით დაჰქონდათ საჭმელი და შამპანური, ყველა კუთხეში ძვირფასი ქანდაკებები იდგა, კედლები მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული ნახატებით იყო გაფორმებული,
- აქაურობა მოგწონს არა? -ეიფორიიდან კრისტიანის ხმამ გამომარკვია, შევხედე, თვალებში ძლივს დაფარული ბრაზი და მრისხანება ედგა, ჩემს წელზე მოხვეული ხელი უთრთოდა, ახლაღა მივხვდი რად უჯდებოდა მოჩვენებითი გულგრილობა,
- წარმოიდგინე რა რესურსები დახარჯა ბიძაჩემმა ყველაფრის მოსაწყობად, ამ ყველაფრის შემხედვარე იფიქრებ რომ ახლომახლო ქალაქებში ხალხი შიმშილს და სიცივეს ებრძვის? შიმშილით იხოცებიან, ტყეებში თავისუფლად ნადირობაც კი აკრძალული აქვთ, ამათ კი შეხედე რას გვანან, -ზიზღშერეული ღიმილით გაიღიმა და დარბაზს თვალი მოავლო, -ფეხებზე კიდიათ რომ სადღაც მათნაირი ადამიანები ახლა ზუსტად ამ დროს იმაზე ფიქრობენ თუ როგორ გადაიტანონ ხვალინდელი დღე, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ ხანდახან ბიძაჩემის მიმართ მადლიერებასაც კი ვგრძნობ ხოლმე...
- მადლიერებას? -გაოცებულმა შევხედე მოგიზგიზე ცეცხლით ანთებულ შავ თვალებში, ჩემი სახის დანახვაზე ახლა უკვე გულწრფელად გაეღიმა
- ბიძაჩემი რომ ასე არ მომქცეოდა ახლა ალბათ ჩემი ბიძაშვილივით გაზულუქებული და არაფრისმაქნისი ვიქნებოდი, ალბათ არც კი მეცოდინებოდა რომ სადღაც გაჭირვება არსებობს, ან მეცოდინებოდა მაგრამ ფეხებზე დავიკიდებდი, ვერ გავიგებდი როგორია ნამდვილი, რეალური ცხოვრება, არ მეყოლებოდა მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, შენ ვერასდროს გაგიცნობდი, -ამის თქმისას თვალებში უცნაური სითბო ჩაუდგა, ახლოს მიმიზიდა, ხელი კეფაზე თმებს შორის შემიცურა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მომაკრო, ცოტაც და მუხლი მომეკვეთებოდა, თვალები მივნაბე და გამშრალი ტუჩები ენის წვერით დავისველე, ვიგრძენი როგორ დაიძაბა და სუნთქვა აუჩქარდა,
- ჯობია დროზე მოგშორდე თორემ ყველას და ყველაფერს მავიწყებ, -ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით და ხელი გამიშვა, უცნაური სიცივე ვიგრძენი როგორც კი მისი მხურვალე სხეული მომშორდა, ნაძალადევად გავუღიმე, დავინახე როგორ აუციმციმდა თვალებში მხიარული ნაპერწკლები, საძაგელი, მშვენივრად ხვდებოდა როგორ მოქმედებდა ჩემზე მისი უბრალო შეხებაც კი, თვალი ჩამიკრა, ზურგი შემაქცია და დარბაზის ბოლოში მდებარე კარისკენ წავიდა რომელიც დერეფანში გადიოდა, მას გეგმის თავისი ნაწილი უნდა შეესრულებინა მე კი ჩემი,
- დალევთ რამეს? -ნაცნობი ხმის გაგონებაზე შევცბი მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია, გვერდით ლენი მედგა, თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი, ხელში სასმელებით სავსე ოქროს სინი ეჭირა და ურეაქციო სახით მიმზერდა, ნაცნობი სახის დანახვამ შედარებით დამამშვიდა, თითქოს მეტად გავმხნევდი, სინიდან შამპანურით სავსე ჭიქა ავიღე, ლენს ზურგი შევაქციე და დარბაზის შუაგულისკენ წავედი სადაც ჩემი ინტერესის ობიექტი მეგულებოდა, მეგობრებით გარშემოხვეული, კრისტიანის ბიძაშვილის საცოლე, ქერათმიანი მშვენიერი მირაი გულიანად კისკისებდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, სანამ მასთან მივაღწევდი რამდენჯერმე შემაჩერეს, მიღიმოდნენ, მესალმებოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ სადღაც გულის სიღრმეში მსიამოვნებდა რომ ასეთი პოპულარული ვიყავი, ჰმ, რის ხარჯზე არა? მაინც რა არის ადამიანი, იმის შემდეგ რაც გადავიტანე წესით აქედან კისრისტეხით უნდა გავრბოდე, ზუსტად მათ გამო, ამ გაზულუქებული საზოგადოების გამო გავატარე არენაზე ის საშინელი დღეები და კვირეები...
- ჩემთან ცეკვაზე რას იტყოდით მშვენიერო ქალბატონო? -ბოხი, სასიამოვნო ხმა მომესმა და წელზე თითების შეხება ვიგრძენი, ქვემოდან ავხედე ჩემზე ორი თავით მაღალ შუახნის მამაკაცს, საკმაოდ სიმპატიური იყო, თუმცა ისეთი თვალებით მიმზერდა ოდნავი საბაბიც რომ მიმეცა ალბათ საერთოდ არ მოერიდებოდა ჩემი შუა დარბაზში გაშიშვლება და გაჟიმვა, უზომო ჟინის და სურვილის გარდა კიდევ იყო მის თვალებში რაღაც რაც სულს მიყინავდა და ჩემს სხეულს აიძულებდა შიშით ეთრთოლა, თვალს არ მაშორებდა, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა, მთელი ძალა და გამბედაობა მოვიკრიბე და წელზე ხელი გავაშვებინე,
- მაპატიეთ მაგრამ ცეკვა არ მინდა, მითუმეტეს თქვენთან, -ჩემი ხმა თითქოს სადღაც შორიდან მომესმა, ჯანდაბა ცოტა მეტი თავდაჯერება არ მაწყენდა,
- დარწმუნებული ხართ? -ფართოდ გაიღიმა, მხოლოდ ტუჩებით იღიმოდა, თვალები კი თვალები...
-მეგონა უფრო თამამი იქნებოდით, იქ არენაზე სულაც არ ჩანდით ასეთი მორცხვი და მშიშარა,
- იქ არენაზე ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე მელოდა, თავს უფლებას ვერ მივცემდი სისუსტე გამომეჩინა, -კბილებში გამოვცერი და თვალი გავუსწორე
- მხოლოდ არენაზე? რატომ ხართ დარწმუნებული რომ აქ საფრთხე არ გემუქრებათ? -ისეთი სერიოზული იყო ტანში გამცრა და უნებურად მიმოვიხედე, თითქოს ასე აშკარა საფრთხის დანახვას შევძლებდი, ჩაეცინა
- იცი რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ხარ?
- რა? როგორ? -ვერაფერს ვხვდებოდი, -კი მაგრამ ვინ ხართ?
- მე ვინ ვარ ახლა უმნიშვნელოა, აი შენ კი ვინ ხარ მართლა მაინტერესებს, ვინ ხარ ასეთი რომ მთელი გეგმები ამირიე, როგორ მოახერხე და ასეთმა პატარამ და სუსტმა ჩემი წლობით ნაშენები და ნაწრთობი აბჯარი გაანადგურე, ფაქტიურად შიშველი დამტოვე დაცვის გარეშე,
- რას გულისხმობთ? -ძლივს ამოვილუღლუღე,
- შენ ხარ ერთადერთი რაც ვერ გავთვალე, არც კი ვიცი რა უნდა გიწოდო, შეცდომა? ნაკლი იდეალურ გეგმაში? ბზარი აბჯარში? კარგი ისაა რომ შეცდომა გამოსწორებადია, ახლა ისიამოვნე, გაერთე, მინდა ვნახო სადამდე შეგიძლია წასვლა,
შებრუნდა და წელში გამართული ფართო ნაბიჯით შეერია ხალხს, ერთხანს გაშეშებული ვიდექი, თავში უამრავი რამ მიტრიალებდა, უმწეოდ მიმოვიხედე, ჩემგან მოშორებით დარბაზის კედელთან მარმარილოს სვეტზე მიყრდნობილი კრისტიანის თვალებს შევეფეთე, უცნაურად დაძაბული მიმზერდა, ყბები დაჭიმული ჰქონდა და თვალები გაფართოებული, აშკარად შეესრულებინა თავისი გეგმა და ახლა მე მელოდა, ღრმად ამოვისუნთქე, თავი გადავაქნიე, სახეზე ხელოვნური ღიმილი ავიკარი და მოკისკისე გოგონებისკენ წავედი,
- ღმერთო ჩემო მაპატიეთ ვერ დაგინახეთ, -რაც შემეძლო შემეძლო შეწუხებული ხმით ვებოდიშებოდი ჩემი შამპანურით გაწუწულ მირაის და წინასწარ ვემზადებოდი მისი პანიკის ასატანად მაგრამ ერთიანად გაცოფებულმა და აჭარხლებულმა შემომხედა თუ არა მაშინვე გაჩუმდა და გრძელი წამწამები აახამხამა
- არ მჯერა, ეს შენ ხარ, მია ხარ ხომ ასეა? -წამოიყვირა გახარებულმა და პატარა ბავშვივით ერთ ადგილზე დაიწყო ხტუნვა
- კი ეს მე ვარ და ძალიან ვწუხვარ რომ დაგასველეთ, ნება მომეცით საპირფარეშოში გამოგყვეთ და მოწესრიგებაში დაგეხმაროთ,
- მე წავყვები, -უხეშად გამწია გვერდზე მისმა თანმხლებმა წითურთმიანმა გოგომ და თან ეჭვით სავსე მზერით შემომხედა
- გაგიჟდი ნანა? რას აკეთებ? ეს ხომ მიაა, თქვენ აქ დამელოდეთ და მალე მოვალ, -ხელი ჩამკიდა, გოგონებს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა ისე წამიყოლა საპირფარეშოსკენ, შევედით თუ არა კაბის წმენდა დაიწყო, თან ენას არ აჩერებდა,
- აქ არ გელოდი, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიკვირდა და გამიხარდა შენი ნახვა, პირველი დღიდანვე შენი მხარდამჭერი ვარ, იცი რომ შენზე ფსონებსაც კი ვაკეთებდი? -მხიარულად გადაიკისკისა და მხარზე ხელი დამადო, სხვათაშორის საკმაოდ ბევრი მოვიგე,
ვუყურებდი ამ ქერათმიან თავქარიან მდიდარ გოგოს და ვცდილობდი გადამეხარშა რას ამბობდა,
- ესე იგი ვითომ აქაც არაფერი ჩემზე ფსონებს დებდი?
- ჰო რათქმაუნდა ასეა, პირველი დღიდანვე მომეწონე, -გამომიცხადა და ისე შემომხედა მივხვდი ჩემგან აშკარა აღფრთოვანებას თუ არა მადლიერებას მაინც ელოდა მისი სიტყვების გამო,
- ეს ყველაფერი ძალიან მოგწონს მირაი?
- რა? -ვერ მიმიხვდა,
- ის რომ არენაზე ადამიანები ერთმანეთს წყლისა და საჭმლისთვის ხოცავენ ან მხოლოდ იმიტომ რომ ჭკუიდან იშლებიან, თქვენ კი გიხარიათ, უყურებთ, ფსონებს დებთ, ერთობით,
- რათქმაუნდა ეს ყველაფერი მომწონს, ისინი ხომ უბრალოდ ჩვენს გასართობად არსებობენ, აი აიზეკს კი ჩემს საქმროს არენა არ მოსწონდა, ერთხელ უტვინო და უგულოც კი მიწოდა როცა დაინახა როგორ ვდებდი შენზე ფსონს, მაგალითად შენ, მიუხედავად იმისა რომ მომწონხარ, მაინც დაბალ ფენას ეკუთვნი, დაბალი ფენის წარმომადგენლები კი მხოლოდ იმისთვის არსებობენ რომ ჩვენთვის იმუშაონ, იბრძოლონ და გაგვართონ, ჩვენ ვერასოდეს ვიმეგობრებთ,
- როგორ შემატყვე რომ შენთან მეგობრობა მინდოდა, -მწარედ გამეღიმა და წელთან კაბის თითქმის შეუმჩნეველ ნაკეცში მოთავსებულ ერთ ციდა ამპულას ხელი მაგრად მოვუჭირე,
- რა მიხვედრა უნდა, ჩემთან მეგობრობაზე ყველა ოცნებობს მითუმეტეს შენნაირები, -ცხვირი აიბზუა და ძლივშესამჩნევ ლაქას წარბშეჭმუხნილი დააჩერდა,
უნებურად თვალწინ მაგდა და თეკო დამიდგნენ, როგორ განსხვავდებიან ამ თვითკმაყოფილი არაადამიანისგან, მეტის მოცდა აღარ შეიძლებოდა, ამპულა ფრთხილად ამოვიღე, შეუმჩნევლად გავხსენი, შიგ მოქცეული სითხე ხელსახოცზე დავასხი და როგორც კი მირაი ერთი წამით შებრუნდა, სახეზე ავაფარე, სარკეში ვხედავდი შიშისგან და გაკვირვებისგან გაფართოებულ თვალებს, მერე ერთბაშად მოდუნდა, მოიღვენთა და გონება დაკარგა, ძლივსძლივობით მოვათავსე ერთ-ერთ კაბინაში, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი და დარბაზში დავბრუნდი, შევედი თუ არა განათება შეიცვალა, დარბაზის უმეტესი ნაწილი ნახევრად ჩაბნელდა, მხოლოდ შუაში დარჩენილი ცარიელი სივრცე და სცენისმაგვარი შემაღლებული ადგილი დარჩა განათებული, მუსიკაც შეჩერდა, სცენაზე მიკროფონთან მდგარმა თეთრსმოკინგიანმა კაცმა გამოაცხადა რომ წვეულების მასპინძელს ნიკოლას სალივანს რამდენიმე სიტყვის თქმა უნდოდა, თვალისდაუხამხამებლად შევცქეროდი სცენას, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი კრისტიანის ბიძას, ნეტავ როგორ გამოიყურება ის მონსტრი რომელმაც სიცოცხლე გაუმწარა და ბავშვობა დაუმახინჯა,
როცა მიკროფონთან მდგომი მამაკაცი დავინახე, გაოცების შეძახილი ძლივს შევიკავე, ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი ვინც იყო, როცა მითხრა რომ მისი შეცდომა ვიყავი, როცა მითხრა რომ მთელი გეგმები დავუნგრიე, ისევ ისე იღიმოდა მხოლოდ ტუჩებით, ხალხს თვალი მოავლო და ყველას მიესალმა, დარბაზში მდგომებს გადავხედე, ყველა შიშით, რიდით და მოწიწებით შეჰყურებდა, ერთხანს კიდევ დუმდა და შემდეგ დაიწყო...
- მოხარული ვარ რომ აქ ჩემს გვერდით გხედავთ, მინდა ყველამ კიდევ ერთხელ ნახოთ თუ რა ძლიერები ვართ ერთად და რას დაკარგავთ თუ ჩემს გვერდით არ იქნებით, ახლა კი თავს აღარ შეგაწყენთ, პირველ ცეკვას თავის მშვენიერ საცოლესთან მირაისთან ერთად ჩემი მემკვიდრე აიზეკი შეასრულებს, რომელიც ჩემს შემდეგ გადაიბარებს ყველაფერს რასაც ვფლობ, მიესალმეთ მათ...
დარბაზში ტაში და ოვაციები გაისმა, სცენა ჩაბნელდა და სასიამოვნო ნაზმა მელოდიამ მთელს სხეულში ჟრუანტელად დამიარა,
- მზად ხარ საყვარელო? -ჯერ ნაცნობი თბილი ხმა მომესმა და მერე ჩემს სხეულზე აკრული მისი სხეული ვიგრძენი, მისი სურნელით გაბრუებულმა თავი დავუქნიე,
- უბრალოდ მომენდე, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამჩურჩულა ისევ და მოედნისკენ წამიყვანა,
- არავის შეხედო, თვალებში მიყურე, -მითხრა და მეც მის ღამესავით შავ თვალებში ჩავიკარგე, მის გარდა ვერავის ვხედავდი, წელზე მისი ხელების და სახეზე მისი თბილი სუნთქვის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი, მთლიანად მმართავდა, საოცრად ცეკვავდა და მე მხოლოდ მივყვებოდი, უფლებას ვაძლევდი ყველაფერი ისე წარემართა როგორც უნდოდა, მესმოდა გაკვირვებული და აღფრთოვანებული შეძახილები მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა კრისტიანისთვის თვალი მომეშორებინა და მათთვის შემეხედა, მთლიანად მისით ვიყავი მოცული და ეს ძალიან, ძალიან მომწონდა,
ვერც კი მივხვდი როდის დამთავრდა მუსიკა, კრისტიანმა შემაჩერა, გამიღიმა და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე, დარბაზი ოვაციებმა შეძრა,
- ის არის, ნამდვილად ის არის,
- ძველი მმართველის შვილია,
- ცოცხალი ყოფილა,
- რატომ მოგვატყუეს რომ მოკვდა?
- ნეტავ აქამდე სად იყო?
ყველა მხრიდან ჩურჩული და შეძახილი გვესმოდა, -წასვლის დროა, -ჩაილაპარაკა კრისტიანმა, ხელი ჩამჭიდა და სირბილით წამიყვანა ჩაბნელებული სცენისკენ, სცენის უკან თითქმის შეუმჩნეველი პატარა კარიდან დერეფანში გავედით, სირბილით მივედით დერეფნის ბოლოში მდებარე კიბესთან და ქვევით ჩავუყევით, ჩაბნელებული ვიწრო დერეფნიდან შენობის უკანა ეზოში გავედით,
- კრის აქედან როგორ უნდა გავიდეთ, ყველგან დაცვაა, თანაც პაული?
- ნურაფერზე ფიქრობ პაული უკვე ბაღში გველოდება ვეტმფრენთან ერთად, კრისტიანმა სირბილით გადამატარა მწვანე მოლი და ხეებით შემოსაზღვრულ მოედანზე გამიყვანა, მოედნის შუაგულში სამხედრო ვეტმფრენი იდგა, მასთან კი ათიოდე შეიარაღებული მებრძოლი იდგა, თუმცა როგორც შევამჩნიე, ლენი არსად ჩანდა, დაგვინახეს თუ არა მებრძოლებს მაღალი, გამხდარი, თმაშევერცხლილი მამაკაცი გამოეყო, კრისტიანისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა და გადაეხვია,
- მიხარია შენი დანახვა ჩემო ბიჭო, -მერე მე მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და გულითადად გამიღიმა, ხელი ჩამოვართვი და მეც საპასუხოდ გავუღიმე, სასიამოვნო ადამიანი ჩანდა,
- მეც მიხარია შენი ნახვა პოლ, მაგრამ ახლა უნდა ვიჩქაროთ, -კრისტიანი მართლაც რომ ჩქარობდა,
- სად გეჩქარებათ? -ჰაერი მაღალმა ბოხმა ხმამ გაკვეთა, მოულოდნელობისგან შევხტი და მთელი სხეულით ავეკარი კრისტიანს, ხეებს უკნიდან კრისის ბიძა ნიკოლასი გამოვიდა მცველებთან ერთად რომელთა რაოდენობაც ჩვენსას ორჯერ მაინც აღემატებოდა, ნელ-ნელა გვიახლოვდებოდნენ და ჩემი გაოცებაც უფრო და უფრო მატულობდა, მმართველის გვერდით კბილებამდე შეიარაღებული მაშა მოაბიჯებდა, თავი ამაყად ჰქონდა აწეული, თუმცა მამამისს თვალს არიდებდა, კრისტიანს ავხედე, ოდნავშესამჩნევი ღიმილით, საოცრად მშვიდად ადევნებდა თვალს სიტუაციას, მივხვდი რომ ჯერ ყველაფერი არ იყო დამთავრებული, თორემ ასე მშვიდად ნამდვილად ვერ იქნებოდა,
- საყვარელო ძმისშვილო როგორც იქნა გადაწყვიტე ჩემი მონახულება, -ირონიული ტონი ჰქონდა,
- რომ მცოდნოდა რომ ასე გენატრებოდი უფრო ადრე გინახულებდი, -არ ჩამორჩა კრისტიანი,
- შენ რა გეგონა რომ ასე უბრალოდ შემოხვიდოდი ამ ქალაქში და პაულს წაიყვანდი?
- რა ჯანდაბას აკეთებ მაშა, -ვეღარ მოითმინა პაულმა, გაცეცხლებული უყურებდა ერთადერთ ქალიშვილს, მაგ ნაძირალას გვერდით რას აკეთებ?
- ეჰ სიყვარული რას არ გააკეთებინებს ადამიანს, -სალივანმა ისევ ღიმილისმაგვარი ნიღაბი აიკრა უმეტყველო სახეზე
- ეგ რაღა შუაშია, -დაიღრინა პაულმა,
- რა შუაშია? -მაშა თითქმის ყვიროდა, -შენ ვერასდროს მხედავდი მამა, ვერასდროს იგებდი რას ვგრძნობდი, შენთვის ყოველთვის მხოლოდ კრისტიანი არსებობდა, მე მასავით არასოდეს გყვარებივარ, კრისტიანმაც ვერ შემიყვარა, მთელი ცხოვრებაა მასზე ვაბოდებ, ის კი რამდენიმე თვის წინ გაცნობილ კახპაზეა შეყვარებული, ჩემთვის არასდროს შემოუხედავს ისე როგორც მას უყურებს, იცოდეთ ამის შემდეგ სხვადასხვა მახარეს ვართ, ყველას ყველაფრისთვის მოგთხოვთ პასუხს, -თვალებიდან ცეცხლს ყრიდა, ალბათ ერთი სული ჰქონდა შუაზე გავეგლიჯე,
- აიყვანეთ, -ანიშნა სალივანმა მცველებს ჩვენზე,
- მოიცადე ბიძია, შენ რა ფიქრობ რომ თავი არ დავიზღვიეთ თუკი ასეთი რამ მოხდებოდა? როგორ ფიქრობ არ ვიცოდით რომ მაშა ინფორმაციას გაწოდებდა? -კრისტიანი ისევ მსუბუქად იღიმოდა და ისეთი ტონით ესაუბრებოდა სალივანს თითქოს დიდი ხნის უნახავი საყვარელი ნათესავი ყოფილიყოს, -მაშას დამსახურებაა ახლა პაული რომ ჩვენს გვერდითაა, რომ არა მისი ინფორმაცია გატაცების შესახებ, იმ კარგად დაცული ციხიდან სადღაც სხვაგან გადასამალად არ გამოიყვანდით და ჩვენც მისი გზაში გატაცება არ გაგვიადვილდებოდა, რაც შეეხება ჩვენს აქედან უსაფრთხოდ გასვლას, ვფიქრობ ისეთი რამ გვაქვს რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება, -ბიჭებს ანიშნა, მათაც ვეტმფრენის კარი გააღეს და კიდევ ერთხელ დამრჩა გაოცებისგან პირი დაღებული, ვეტმფრენში ლენი იჯდა და გვერდით მჯდარი ნახევრად გათიშული ჩალისფერთმიანი ბიჭისთმის შუბლზე იარაღი ჰქონდა დადებული, მის გვერდით კი ჩვენს ერთ-ერთ მებრძოლს ამავე მდგომარეობაში ჰყავდა ჯერ კიდევ მძინარე მირაი.
- იცი რა ძვირფასო ბიძია, ვიფიქრე რომ აიზეკი შენს დასარწმუნებლად საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომაც შენი სტრატეგიული პარტნიორის ქალიშვილიც წამოვიყვანეთ, შენი ბიჭი კიდეც რომ გაწირო, მირაის არ გაწირავ, დარწმუნებული ვარ,
სალივანის სახის დანახვა ერთ რამედ ღირდა, გაცოფებული იყო, აღარ იცოდა სიბრაზე როგორ დაემალა,
- ხომ იცი რომ ეს არ შეგრჩება ,
- ამჯერად არაფერს გიპასუხებ, თუმცა დრო მოვა და ყველაფრისთვის გაგებინებ პასუხს, -კრისტიანი თვითონაც ძლივს იკავებდა თავს, -ახლა კი გაგვიშვი აქედან და გპირდები შენს მემკვიდრეს შეძლებისდაგვარად უვნებელს დაგიბრუნებ,
სალივანი ერთხანს ჩუმად იდგა და სიტუაციის შეფასებას ცდილობდა, მერე დაცვას ანიშნა რომ დაშლილიყვნენ, შებრუნდა და სიტყვის უთქმელად წავიდა, მაშა ერთხანს აწყლიანებული თვალებით უყურებდა პაულს, მერე კი პატარა მორჩილი ლეკვივით აედევნა უკან სალივანს,
დრო აღარ დაგვიკარგავს, სწრაფად ჩავსხედით ვეტმფრენში და როცა უკვე ჰაერში კრისტიანის გვერდით, მის მკერდზე მიკრულმა სამშვიდობოს დავიგულე თავი, ცოტა დავმშვიდდი, ის კი არადა გამეღიმა კიდეც,
- როგორც ვგრძნობ ისეთი დაძაბული აღარ ხარ ცოტა ხნის წინ რომ იყავი, -კრისმა თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, -იღიმი კიდეც? მაკვირვებ მია, მეგონა კარგა ხანს ვერ მოხვიდოდი გონს ამ ყველაფრის გამო,
- ასეთი სუსტიც არ ვარ კრისტიან, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია, მაგრამ მივეჩვევი, მთავარია შენ ჩემს გვერდით იყო,
- ყოველთვის პატარავ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, -ისევ გულზე მიმკრა და ლოყა თავზე დამადო, მთლიანად ჩავიკარგე მის სურნელში და სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი, ჩემს მოპირდაპირე მხარეს მჯდომი უკვე თითქმის გამოფხიზლებული აიზეკის შეთვალიერებაც მოვასწარი, საშუალოზე მაღალი, გამხდარი თუმცა სპორტული აღნაგობის მქონე ბიჭი იყო, ასე ოცდახუთ წლამდე, მუქი ჩალისფერი ოდნავ მოგრძო თმით, ხორბლისფერი კანით, მკვეთრი ნაკვთებით და ლამაზი ცისფერი თვალებით, მშვიდად იჯდა ლენის გვერდით და არანაირ ემოციას არ ამჟღავნებდა, არც შიშს, არც სიბრაზეს, მერე თითქოს იგრძნო რომ ვუყურებდი, თვალი თვალში გამიყარა, მომხიბვლელად გამიღიმა და დაბალი ხავერდოვანი ხმით მომმართა...
- დიდი ხანია ველოდი დღეს როდესაც შენი გაცნობის შესაძლებლობა მომეცემოდა, მე აიზეკი ვარ, ამ ველურის ბიძაშვილი, სასიამოვნოა შენი გაცნობა მია...


- - - - - - - - - - - - - - -


რატომღაც დავიბენი და იმის მაგივრად რომ აიზეკისთვის მეპასუხა, მოღუშულ კრისტიანს შევხედე თვალებში, მისი გამომეტყველება ამჯერად არაფერს მეუბნებოდა, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა დამეჭირა თავი მასთან, როგორც მტერთან თუ როგორც კრისტიანის ნათესავთან, ფიქრებიდან აიზეკის ჩაცინებამ გამომარკვია.
- ახლა არ მითხრა რომ ჩემთან საუბრისთვის მისი ნებართვა გჭირდება, -ღიმილჩამდგარი თვალებით პატარა ანცი ბიჭივით მიმზერდა და აშკარა იყო რომ მიწვევდა, უნებურად გამეღიმა, არ ჩანდა ცუდი ადამიანი, პირიქით საყვარელი და სასიამოვნოც კი იყო, ისეთი კარგი აურა ჰქონდა, სხვა სიტუაციაში მასთან მეგობრობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.
- ბიძაშვილო, იმის გამო რომ მამაჩემის შვილი ვარ, ხალხი სადისტს, დიქტატორს და კიდევ ათას უაზრობას მეძახის, არადა ამ საყვარელ და ჩუმ გოგოს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები რომ შენ უფრო გაქვს დიქტატურისკენ მიდრეკილება, -ვერ ისვენებდა...
- მგონი ძალიან გინდა რომ პირაკრული მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე, -ჩაიღრინა კრისტიანმა, აიზეკმა გაიღიმა, ხელები ასწია დანებების ნიშნად, საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და ხმა აღარ ამოუღია, მეც დავხუჭე თვალები და კიდევ უფრო მაგრად მივეკარი კრისტიანის მხურვალე სხეულს, მაშინვე ჩამთვლიმა, არ ვიცი რამდენხანს ვიფრინეთ, სახეზე ხელების ფრთხილმა შეხებამ გამომაფხიზლა,
- გაიღვიძე მია მოვედით, რამდენიმე წუთში ვეტმფრენი მიწაზე დაეშვება, ჯერ კიდევ დაბინდული მზერით შევხედე კრისტიანს რომელიც თავისი საოცარი შავი თვალებით მიყურებდა, მაკვირდებოდა, თითქოს ცდილობდა გაეგო როგორ ვიყავი,
- ძალიან დაიღალე არა? ცოტა ხანში დავეშვებით და დაისვენებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნო, -მითხრა და თავზე ხელი გადამისვა,
- არ მეგონა ასეთი რომანტიული თუ იყავი, -ისევ ვერ მოითმინა აიზეკმა,
- შემომაკვდება ეს იდიოტი, -ჩაილაპარაკა კრისტიანმა და სიბრაზისგან მუშტები ისე მაგრად შეკრა რომ ხელები მთლად გაუთეთრდა, აიზეკს შევხედე, ვერ ვხვდებოდი ამას რატომ აკეთებდა, რატომ იწვევდა კრისტიანს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ცუდი განზრახვა არ ჰქონდა, ასეთი გულწრფელი ღიმილის პატრონს ცუდი ზრახვები ნამდვილად ვერ ექნებოდა, მიხვდა რომ ვუყურებდი, შემომხედა და თვალი ჩამიკრა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა კრისტიანი, კარგი რა, ისღა მაკლია აიზეკზე იეჭვიანოს, ხელი ხელზე მოვუჭირე და ვეტმფრენიდან გარემოს გადავხედე, ქალაქის თავზე მივფრინავდით, საკმაოდ დიდი ქალაქი იყო, შთამბეჭდავად ფართო ქუჩებით და მაღალი შენობებით, მაგრამ ეს ქალაქი სულაც არ გავდა იმ სიმდიდრით და ხალისით სავსე ქალაქს სადაც წვეულებაზე ვიყავით და საიდანაც კრისტიანის ბიძა ყველაფერს მართავდა, შენობების უმეტესობა დანგრეული იყო, ქუჩებში ხალხი არ ჩანდა, თითქოს ცხოვრება ჩამკვდარიყო, სამაგიეროდ კარგად შესამჩნევი იყო, ალაგ-ალაგ განთავსებული სამხედრო ბლოგპოსტები და საბრძოლო ტექნიკა,
- გიკვირს არა? -კრისმა აშკარად შეამჩნია ჩემი ცნობისმოყვარეობა, -იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, ტყეში მდებარე ბანაკში ვეღარ დავბრუნდებოდით.
- ეს რა ადგილია?
- ცოტაც მოითმინე და ყველაფერს აგიხსნი, კარგი?
- ბიძაშვილი მათალია მია, პოტენციურ მტრებთან ერთად სტრატეგიული ობიექტების შესახებ საუბარი ჭკვიანური არ არის, -ერთდროულად შევხედეთ აიზეკს, პატარა ბიჭივით გაკრეჭილი მხიარული ღიმილით შემოგვცქეროდა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა კრისტიანი, თუმცა იმდენად სწრაფი იყო მისი შეჩერება ვერ მოვასწარი, აიზეკს ყელში სწვდა და საზურგეს მთელი ძალით მიანარცხა, შავი თვალები სიბრაზისგან უელავდა,
- მგონი ძალიან გეჩქარება მიწაზე ფეხის დადგმა “ბი ძა შვი ლო’’ გინდა დაგეხმარო? -თვალით ჯერ კიდევ ჰაერში მყოფი ვეტმფრენის კარისკენ ანიშნა,
- გამიშვი, რა გჭირს, ისეთი არაფერი მითქვამს, -ძლივს ამოიხრიალა, გაფითრდა, ეტყობოდა რომ ახლა უკვე აშკარად აღარ იყო ხუმრობის ხასიათზე, კრისტიანმა ხელი გაუშვა და ისევ მე მომიჯდა გვერდით, აიზეკმა გრძელი, თხელი თითებით გაწითლებული ყელი მოისრისა და თავი ჩაღუნა, რატომღაც გულში რაღაც ჩამწყდა, ღიმილი უფრო უხდებოდა ვიდრე ასეთი გაფითრებული სახე,
- შენ ნურაფერზე იფიქრებ, -ჩამესმა კრისტიანის ჩურჩული, -ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, გპირდები მალე ყველაფერი დალაგდება.
როგორც იქნა მიწაზე დავეშვით, შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფი დაგვხვდა, ჯგუფს შუახნის მაღალი მამაკაცი გამოეყო და პაულს გადაეხვია, მერე კრისტიანს მიესალმა, მე ხელი გამომიწოდა და თბილად გამიღიმა, მეც საპასუხოდ გავუღიმე და მივესალმე,
- გვიხარია რომ დღეიდან ჩვენთან იქნებით მია, -სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ეს ჩვენს მებრძოლებს მეტ მოტივაციას მისცემს.
ის იყო მეც რაღაც უნდა მეპასუხა რომ თვალი მოვკარი როგორ მიყავდა აიზეკი ორ შეიარაღებულ მებრძოლს შეჯავშნული მანქანისკენ, სანამ ჩაჯდებოდნენ შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა და გამიღიმა, ისევ უბრალო გულწრფელი ღიმილით, რატომღაც ავღელდი,
- კრისტიან აიზეკი მიჰყავთ, სად მიჰყავთ? კარგად იქნება?
- ნუ გეშინია მია, აიზეკი კარგად იქნება, არაფერს დაუშავებენ, -მშვიდად და უემოციოდ მითხრა, მხარზე ხელი გადამხვია და ისეთი მანქანისკენ წამიყვანა როგორშიც აიზეკი ჩასვეს.
* * *
თვალი გავახილე და ნაცრისფრად შეღებილი ჭერის ნაცვლად ხის მეჩხერ ფოთლებში მორცხვად მომზირალი მთვარე დავინახე, ციოდა, ხმელი ფოთლებით დაფარულ მიწაზე ვიწექი და რატომღაც ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებდი, თავი ოდნავ წამოვწიე და ირგვლივ მიმოვიხედე, გარშემო არავინ იყო, მე კი ხელებით და ფეხებით მიწაში ჩასობილ სოლებზე ვიყავი თოკებით მიბმული, თავის განთავისუფლება ვცადე მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, უხეში თოკები უფრო და უფრო იჭიმებოდა და კანს მიხეხავდა, მინდოდა მეყვირა, მინდოდა დახმარება მეთხოვა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, ფეხის ხმა მომესმა და დავინახე ზუსტად ჩემს პირდაპირ როგორ გამოვიდა ტყიდან ორი შავით მოსილი ფიგურა, ნელ-ნელა მიახლოვდებოდნენ და მეც შიში მიპყრობდა, უცნაურად ნაცნობი და სისხლით მოთხვრილი სახეები ჰქონდათ, ერთ-ერთს შუბლიდან შეუჩერებლად ჩამოსდიოდა სისხლი, ხოლო მეორის გამოჭრილი ყელიდან ჩამომავალ სისხლს უკვე მთელი მისი ტანსაცმელი გაეჟღინთა და ახლა უკვე მიწაზე ტოვებდა ნაკვალევს...
პირი გამიშრა, მთელი სხეული გამიშეშდა, -თქვენ ხომ მოკვდით, ცოცხლები არ ხართ, მე მოგკალით, ეს.. ეს... ეს არ არის რეალობა, ეს სიზმარია, უნდა გავიღვიძო, -ამოვიხრიალე როგორც იქნა და სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე აქეთ-იქით, არავინ ჩანდა სრულიად მარტო ვიყავი, ვიგრძენი შიში როგორ შემომიძვრა ფეხის თითებში და ნელ ნელა დაიწყო ზემოთ ამოცოცება, მოცოცავდა და მთლიანად მყინავდა,
- კრისტიან, სად ხარ კრის, -დავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ ჩამომეღვარა ორივე ლოყაზე ცხელი ცრემლები.
- ამჯერად ვერავინ დაგეხმარება, -ხმაც შემზარავი ჰქონდათ, სასტიკი და უემოციო, უკვე სულ ახლოს ვგრძნობდი მათ, ძალიან ახლოს, თავზე მადგნენ, თვალები დავხუჭე თითქოს თვალის დახუჭვით მათ სადმე გავექცეოდი,
- თვალი გაახილე, -მომესმა ღრიალი, -მინდა ნახო რაც ჩაიდინე, გაახილე, შემომხედე, მოგწონს ჩემი სახე? ეს შენ გააკეთე, შენ და სხვა არავინ,
შეხება ვიგრძენი, ხელებზე მეხებოდნენ, მკერდზე, სახეზე, მერე რაღაც თბილი ბლანტი სითხე დამეწვეთა ტუჩებზე, უნებურად გავახილე თვალები, სულ ახლოს იყვნენ, მიყურებდნენ ჩამქრალი თვალებით იმ თვალებით რომლებშიც ჩემს გამო ჩაქრა სინათლე, უფრო და უფრო მიახლოვდებოდნენ და მათი ჭრილობებიდან ჩამოღვრილი სისხლი სახეს მისველებდა, უკვე ზღვარზე ვიყავი, სადაცაა შევიშლებოდი და მაინც თვალწინ მხოლოდ კრისის სახე მედგა, ახლაც კი მასზე ვფიქრობდი,
- კრისტიან, სასოწარკვეთილმა ვიყვირე კიდევ ერთხელ მთელი ხმით, კრისტიან...
- მია შენთან ვარ, აქ ვარ, თვალები გაახილე, ეს მხოლოდ სიზმარია, -ჩემესმა ნაცნობი ხმა, მერე თბილი ხელები ვიგრძენი სხეულზე და სურნელი... ციტრუსის და ზღვის გრილი სურნელი, ერთბაშად მოვდუნდი და ჩემს თავს უფლება მივეცი მის ხმას გაჰყოლოდა, მის ძლიერ მკლავებში მოქცეულს გამომეღვიძა, აცახცახებულს და პატარა ბავშვივით ატირებულს, მეხვეოდა, გულში მიკრავდა, თმაზე მეფერებოდა, ცრემლებით დასველებულ სახეს მიკოცნიდა, ხელები სახეზე მოვისვი და მერე დავხედე, სუფთა იყო, სრულიად სუფთა,
- მართლაც სიზმარი ყოფილა, -დავიჩურჩულე და სახე მის ყელში ჩავრგე, ხელები მაგრად შემოვხვიე მხრებზე, მეშინოდა რომ არ წასულიყო, მეშინოდა რომ ისევ მარტო არ დავრჩენილიყავი,
- მე არასოდეს წავალ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, გესმის ჩემი? ჩემს გვერდით არაფრის უნდა გეშინოდეს, ახლა კი დამშვიდდი და დაიძინე, -ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასე უთქმელად გაეგო ჩემთვის, ყველაფერი ესმოდა, ჩემი სურვილები, გრძნობები, შიშები, მეჩურჩულერბოდა და თან შეუჩერებლად მეფერებოდა,
- მეშინია კრის, უკვე მეშინია ამ კოშმარების, ვერაფრით ვივიწყებ იმას რაც მოხდა, იმისაც მეშინია რომ გავიღვიძებ და ჩემს გვერდით არ იქნები, ხანდახან ვფიქრობ უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეს ყველაფერი სიზმარი რომ აღმოჩენილიყო, მაგრამ მერე ვხვდები რომ თუკი ეს ყველაფერი რაც მოხდა სიზმარი აღმოჩნდება, შენც იმ სიზმარში დარჩები, უშენობას კი უბრალოდ ვერ ავიტან, უშენოდ ვერ ვიარსებებ,
- არც უნდა დაივიწყო, ის ყველაფერი რაც მოხდა უკვე შენი ნაწილია და მასთან შეგუება, თანაცხოვრება უნდა ისწავლო, ამ ყველაფერში კი მე დაგეხმარები, სულ შენთან ვიქნები, ყოველთვის...
ვერც კი გავაცნობიერე ისე მივუახლოვე სახე და ტუჩებზე შევეხე, რბილი და ცხელი ჰქონდა ტუჩები, მანაც მიპასუხა კოცნაზე, ისეთი გრძნობით მკოცნიდა რომ მთლად დავკარგე თავი, თმაში თითები შევუცურე და დავქაჩე, ოხვრა აღმოხდა და უფრო მაგრად მიმიკრო სხეულზე, ამჯერად ყელზე ვიგრძენი მისი ტუჩები შემდეგ მოღეღილი მაისურიდან მომზირალ მკერდზე, ვიგრძენი როგორ გამიმკვრივდა კერტები და სასიამოვნო სიმხურვალემ მუცლიდან უფრო ქვემოთ, ფეხებშორის გადაინაცვლა,
- დარწმუნებული ხარ? -მისმა ჩახლეჩილმა თითქმის ჩამწყდარმა ხმამ გამომარკვია, თვალებში შევხედე, ამღვრეული მზერით მიყურებდა, შავი, უძირო თვალები ჩემი სურვილით იყო სავსე, მაგრამ თითქოს ეჭვობდა, არა, ახლა უფლებას ნამდვილად არ მივცემდი რამეში დაეჭვებულიყო, რადგან მეც სიგიჟემდე მინდოდა მასთან სიახლოვე, ახლა რომ მომშორებოდა, რომ წასულიყო უბრალოდ შევიშლებოდი, გამამხნევებლად გავუღიმე, ვაკოცე და სურვილისგან აცახცახებული ხელებით გავხადე მაისური, ღმერთო რა საოცარი სხეული აქვს, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სრულყოფილი იყოს, ერთხანს თვალი ვერ მოვაშორე, მერე ფრთხილად ავაყოლე ხელი ბრტყელ დაკუნთულ მუცელზე, მკერდზე, მხრებზე, ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ნელ-ნელა ვიკვლევდი მის სხეულს, ვგრძნობდი როგორ უჭირდა თავის შეკავება, თუმცა უფლებას მაძლევდა ყველაფერი ისე გამეკეთებინა როგორც მსურდა, მერე ზურგს უკან მომექცა, მარცხენა ხელით მაისური ამიწია და ჩემს მკერდს მისწვდა, ცხელი ტუჩები კისერზე მომაწება, მარჯვენა ხელი კი პიჟამოს შორტში ჩამიცურა და სიამოვნების ჯერ არგანცდილმა ტალღამაც აღარ დააყოვნა, თავი უკან გადავაგდე და კვნესა აღმომხდა, ოთახში თითქოს ჰაერი შედედდა, დაცხა, ყველაფერს სიამოვნების საბურველი გადაეფარა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ, ჩვენი ერთქმნილი სხეულები ერთ რიტმში მოძრაობდნენ და სხვას აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა...
მის მკერდზე თავმიდებულს გამომეღვიძა, ხელი ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული და მშვიდად ფშვინავდა, სრულიად შიშვლები ვიწექით და ჩემდა გასაკვირად სულაც არ მრცხვენოდა, წამოვიწიე და შევათვალიერე, მძინარე ისეთი მშვიდი და საყვარელი იყო, შავი ურჩი თმა ბალიშზე იყო გაშლილი, სწორი ცხვირი, მკვეთრი ნაკვთები, ვნებიანი ტუჩები, გრძელი, ხშირი წამწამები, და სხეული... უნაკლოა თავიდან ბოლომდე, ჰმ, არ მჯერა რომ ის ჩემია, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი.
- ჩემს შესწავლას მორჩი? -თვალი არ გაუხელია ისე მკითხა და ერთი სწრაფი მოძრაობით მომექცა ზემოდან, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე და ამიჩქარდა გულისცემა, კრისტიანმა თვალებით ჩემი თვალები მოძებნა და გამომცდელად შემომხედა,
- კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ, -ძლივს ამოვთქვი და გამშრალ ტუჩებზე ენა გადავისვი,
- სერიოზულად, მაინტერესებს თავს როგორ გრძნობ? -დაძაბული ჩანდა, მელოდა რას ვუპასუხებდი, მივხვდი აინტერესებდა ვნანობდი თუ არა წუხანდელს, ნეტავ შემეძლოს ჩემს გონებაში შემოვუშვა რომ ნახოს ახლა რა ბედნიერი ვარ და რა კარგად ვგრძნობ თავს.
- საუკეთესო თერაპისტი ხარ, მინდა გითხრა რომ წუხანდელმა სეანსმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა იმისთვის რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, მგონი კიდევ ერთი სეანსი მჭირდება, -ფართოდ გავუღიმე, ფეხები წელზე შემოვხვიე და თეძოები მისკენ ავზნიქე, შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა.
- ნუ ცუღლუტობ, ახალი სეანსი კი არა, ახლა მხოლოდ და მხოლოდ თბილი აბაზანა გჭირდება, -მითხრა მხიარული ხმით, წამოდგა და ხელში აყვანილი წამიყვანა სააბაზნოსკენ.

* * *
- რა ხდება მთლიანად ბრწყინავ, თვალები გინათებს და პირდაპირ ბედნიერებას ასხივებ, დარწმუნებული ვარ ეს კრისტიანის დამსახურებაა, -ლეა ეშმაკურად მიღიმოდა და თვალებში შემომციცინებდა, საერთო სასადილოში ვისხედით, ფაქტიურად მთელი ქალაქი სამხედრო გარნიზონს გავდა, მკაცრად გაწერილი წესებით და კანონებით, კრისტიანს გავხედე, ლენთან ერთად საუზმის რიგში იდგა, ყველასგან გამოირჩეოდა, მაღალი, ათლეტური, გრაციოზული მიხვრა-მოხვრით და უზომოდ სიმპათიური, მეთაური იყო, საკუთარი რაზმი ჰყავდა და უამრავი ბრძოლა ჰქონდა გამოვლილი, თუმცა არასდროს არსად არ იყენებდა თავის ავტორიტეტს, ისე იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცი, სწორედ ამიტომ, ასეთი ხასიათის გამო აღმერთებდა ყველა, ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ, მისთვის სიცოცხლესაც კი გაწირავდნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ ისიც იმავეს გააკეთებდა მათთვის, ახლაც სხვა მეთაურებისგან განსხვავებით რომლებიც განცალკევებულ შენობაში საუზმობდნენ, ის საჭმლის რიგში იდგა რომ მერე რიგით ჯარისკაცებთან და ჩვენთან ერთად ესაუზმა საერთო სასადილოში, თითქოს იგრძნო რომ ვუყურებდი შემომხედა და ისე გამიღიმა რომ მთლიანად დავდნი,
- ჰო აშკარაა რომ კრისტიანის სინდრომია, -გააკეთა დასკვნა ლეამ და გულიანად გადაიკისკისა,
- რა? რას ამბობ?
- რამდენიმე წუთია თვალმოუშორებლად უყურებ, ძალიან გიყვარს არა?
- არ ვიცი ლეა, უკვე აღარაფერი აღარ ვიცი, ხანდახან მგონია რომ თუკი თვალს მოვაშორებ გაქრება და მერე უიისოდ რას ვიზავ არ ვიცი, მგონი კარგად ვერ ვარ არა? ზედმეტი მომდის? შევიშალე, აშკარად შევიშალე,
- გიყვარს და თანაც ძალიან, ასე რომ ფიქრობ ბუნებრივია, გასაკვირი ის იქნებოდა მისნაირ ბიჭთან ერთად რომ იყო და სხვანაირად ფიქრობდე.
- აბა როგორ ხართ? -მომღიმარი ლენი ლეას მიუჯდა, კრისტიანმა კი ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მომიჭირა და იშვიათი ლაღი სიცილით შემომცინა, ახლა მივხვდი რას გულისხმობდა ლეა, ალბათ მეც კრისტიანივით სახეგაბრწყინებული ვიყავი და მასავით ვასხივებდი ბედნიერებას.
- პაული სად არის კრის, რატომ არ ჩანს?
- ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, ცოტა ხანში მე და ლენიც უნდა შევუერთდეთ, და თქვენთან ერთი შემოთავაზება მაქვს, -მე და ლეას მოგვიბრუნდა, -მინდა რომ წვრთნებში მონაწილეობა მიიღოთ, თავის დაცვა, იარაღის გამოყენება ისწავლოთ, დღეიდანვე მინდა რომ მომზადებას შეუდგეთ, რას იტყვით?
- სერიოზულად? მე მინდოდა რომ შენთვის იგივე რამ მეთხოვა, უბრალოდ არ ვიცოდი როგორ მეთქვა,
- რატომ არ მითხარი? გეგონა რომ უარს გეტყოდი?
- არა, უბრალოდ, არც კი ვიცი... -ჩემს ხელებს უაზროდ მივაშტერდი და თავი ჩავღუნე.
- სამაგიეროდ მე ვიცი რომ ეს გჭირდება, -ნიკაპში ხელი ნაზად მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა, თანაც საკმაოდ დიდი პოტენციალი გაქვს, შენგან საუკეთესო მებრძოლი დადგება.
- ამას სერიოზულად მეუბნები?
- რათქმაუნდა სერიოზულად გეუბნები, მე დიდი გამოცდილება მაქვს და მაშინვე ვამჩნევ აქვს თუ არა ვინმეს პოტენციალი, დამიჯერე არასდროს არ გეტყვი ტყუილს მხოლოდ იმიტომ რომ გაგამხნევო, ეს არასწორია, შენ და ლეა ჩემს რაზმში იქნებით, რათქმაუნდა ჯერ სათადარიგო წევრები და მერე ვნახოთ რამდენად ბეჯითად მიუდგებით საქმეს, თვალი ჩამიკრა და საკუთარი თეფშიდან შემწვარი კარტოფილი გადმომიღო, - ჭამე ვიცი რომ გიყვარს.
ისეთი საყვარელი იყო, ახლა მებრძოლებით სავსე დარბაზში რომ არ ვყოფილიყავით თავს ვერ შევიკავებდი და ალბათ ზედ შევახტებოდი, გაუთვითცნობიერებლად გადავხარე თავი გვერდზე და ტუჩი კბილებსშორის მოვიქციე, დავინახე როგორ დაენისლა თვალები და გრძელი თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე, ფეხებშორის სიმხურვალე ვიგრძენი ხელები მაგრად მოვმუშტე და ფეხები მჭირდროდ შევატყუპე, ვიგრძენი როგორ სახიფათოდ დაიმუხტა ჰაერი ჩვენს გარშემო, ჯანდაბა, რატომ მიზიდავს ასე არანორმალურად,
- ხელს თუ არ შეგიშლით, თქვენთან ერთად ვისაუზმებ, -ნაცნობმა ხმამ ერთმანეთს მოგვწყვიტა და მეც ცოტა არ იყოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა ახლა გაოცების დრო დადგა, თავზე აიზეკი გვადგა ლანგრით ხელში და ისე გვიღიმოდა თითქოს ჩვენი უახლოესი მეგობარი ყოფილიყო, კრისტიანმა უხმოდ ანიშნა დაჯექიო და ისიც პირდაპირ ჩემს წინ ჩამოჯდა, კარგად გამოიყურებოდა, არაფერი სჭირდა, მე კი რა აღარ ვიფიქრე.
- მეგონა გენერალ ლისთან ერთად ისაუზმებდი, -კრისტიანის ხმაში არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა.
- ჰო მეც ასე მეგონა ბიძაშვილო, მაგრამ საკმაოდ მოსაწყენი ხალხია, სანამ ჩამომეძინებოდა, გადავწყვიტე რომ თქვენთან ერთად საუზმობა ჯობდა, -გარშემო მიმოიხედა, დარბაზს თვალი მოავლო და მერე მე მომმართა,
- როგორც ვხედავ კარგად ხარ მია, მშვენივრად გამოიყურები,
- ჰო კარგად ვარ, მაგრამ შენ... შენ აქ რას აკეთებ? მეგონა რომ...
- ის იყო ჩვენი ინფორმატორი, -შემაწყვეტინა კრისტიანმა, -ბევრ რამეში დაგვეხმარა, ყოველთვის საჭირო დროს გვაწოდებდა ინფორმაციას, საკვებით და წამლებითაც ხშირად ეხმარებოდა ხალხს, წამლებს მხოლოდ დედაქალაქში აწარმოებენ და აიზეკი რომ არა, ალბათ ბევრ მებრძოლს დავკარგავდით, სხვათაშორის შენი მეგობარი თეკოს გადარჩენაც შეიძლება ითქვას რომ მისი დამსახურებაა, უფრო სწორად მისი მოწოდებული ახალი ექსპერიმენტული პრეპარატის,
სრულიად ცივად, უემოციოდ საუბრობდა აიზეკის შესახებ, თუმცა კრისტიანს უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობდი საიმისოდ რომ ეს ყალბი სიცივე დამეჯერებინა, უნებურად გამეღიმა.
- დიდი ხანია ეს იცი?
- ახლახანს გავიგე, -მითხრა და მივხვდი რომ მომატყუა, ჯერ ვერ ვხვდებოდი ასე რატომ იქცეოდა, რატომ ჰქონდა ცუდი რეაქცია აიზეკის ყოველ სიტყვაზე და საქციელზე, მაშინ როცა ვხედავდი რომ აიზეკი აშკარად ცდილობდა მასთან დაახლოებას, თუმცა ცოტა უცნაური მეთოდებით აკეთებდა ამას,
- ესე იგი შენგან დავალებული ვარ აიზეკ? -მივმართე და მისი გაოცებული სახის დანახვაზე გამეღიმა,
- დავალებული? რატომ?
- ჩემი მეგობრის გამო, რომელიც ახლა ცოცხალი და ჯანმრთელია, შენი მოწოდებული წამლების წყალობით, ის წამლები რომ არა გადარჩენის შანსი არ ექნებოდა,
- სამადლობელი არაფერია, ეს ყველაზე ცოტაა რისი გაკეთებაც შემეძლო, -სრულიად უბრალოდ საუბრობდა თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყოს დიქტატორი მამის წინააღმდეგ წასვლა და ამბოხებულებისთვის დახმარების ჩუმად მიწოდება.
- ახლა რას აპირებ? უკან დაბრუნდები?
- არ ვიცი, მგონი ახლა ჩემი უკან დაბრუნება არ ღირს, ვფიქრობ ახლა უკან რომ დავბრუნდე ვეღარასდროს გამოვაღწევ იქიდან, ყოველ შემთხვევაში ცოცხალი, -უდარდელად მიეყრდნო საზურგეს და გამიღიმა, საოცარი ვინმეა, როგორ ახერხებს ასეთ თემაზე ისაუბროს და თან იღიმებოდეს,
- ასე რატომ ფიქრობ? გგონია მამაშენი რამეს დაგიშავებს?
- როგორ გეტყობა რომ საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა იმაზე თუ რა შეუძლია მამაჩემს, თუკი შეატყო რომ რამე ან ვინმე საფრთხეს უქმნის მის მმართველობას ისე მოუღებს ბოლოს არც კი დაფიქრდება, თანაც ამ ბოლო დროს უკვე ეჭვობდა რაღაცას და ვხვდებოდი როგორ ჩუმად ცდილობდა ჩემს გაკონტროლებას
- კი მაგრამ შენ მისი შვილი ხარ,
- მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, -ისევ გაიღიმა მაგრამ ამჯერად არ გამჭირვებია დამენახა რომ ეს სიმწრის ღიმილი იყო, აი თურმე რის დამალვას ცდილობს აიზეკი ამ მუდმივად მხიარული და კეთილგანწყობილი სახის უკან, ტკივილი და იმედგაცრუება, ჰმ, დიადი მმართველის მეამბოხე შვილი რომელსაც მამის და ზოგადად ახლობლების სიყვარული აკლია და ახლა ამ სიყვარულის პოვნას ჩვენ გვერდით ცდილობს, ჩვენში და ჩვენი დახმარებით.
- მირაი? მას რას უპირებთ?
- ცოტა ხანს კიდევ მოუწევს აქ ყოფნა, აიზეკი მართალია მია, სალივანს ვერ ვენდობით, შეიძლება უკვე გაარკვია რაღაცეები აიზეკის შესახებ და ახლა უფრო დაზღვეულები ვიქნებით თუკი მირაი აქ გვეყოლება მანამდე სანამ სალივანს საბოლოო დარტყმას არ მივაყენებთ, ვერ გარისკავს და მირაის ვერაფერს დაუშავებს ასე თუ მოიქცევა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერას დაკარგავს.
კრისტიანს საუბარი მაგიდასთან მოახლოებულმა მებრძოლმა შეაწყვეტინა, თავი დაუკრა და მოახსენა რომ პაული ელოდა, რაღაც ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით სასაუბროდ, სასწრაფოდ წამოდგა,
- ცოტახნით დაგტოვებთ და რომ დავბრუნდები, თქვენთვის პროგრამა შევადგინოთ კარგი? -მე და ლეას მოგმართა მერე თვალი ჩამიკრა, მხიარულად გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ, ცოტა ხანში ლენი და ლეაც მას გაყვნენ, აიზეკმა კი მშვიდად გააგრძელა საუზმობა, ვითომ აქაც არაფერი, არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას, მისი შემხედვარე ყველა იფიქრებდა რომ ამ საუზმისგან უდიდეს სიამოვნებას იღებდა, ნეტავ რა ცხოვრება ჰქონდა ასეთი რომ ასე კარგად ისწავლა გრძნობების დაფარვა და თამაში, საუზმეს მოვრჩი თუ არა წამოვდექი,
- მე მივდივარ აიზეკ, იმედია აქაურობას მალე შეეჩვევი და იმ ბრწყინვალე ცხოვრების შემდეგ რაც გქონდა აქ არ მოიწყენ.
- მოიცადე, რაღაც მინდა გითხრა, -ჩაის ჭიქა გვერდზე გადადო და გვერდზე თავგადაწეულმა მომხიბვლელი ღიმილით მომაპყრო, ლამაზი ცისფერი თვალები.
- შენთან ცოტა ხანს კიდევ მინდოდა მესაუბრა,
- მეჩვენება თუ ჩემთან ფლირტს ცდილობ აიზეკ,
- ოჰო, საკმაოდ პირდაპირი ხარ,
- ასეა, მირჩევნია თავიდანვე გავარკვიოთ ყველაფერი,
- და რომ ვცდილობდე? -ეშმაკურად გაიღიმა და გრძელი წამწამები ააფახულა,
- კარგი რა, ხომ იცი რომ მე და კრისტიანი ერთად ვართ,
- ეს რამე ხელის შემშლელი ფაქტორია?
- შენ მითხარი,
- კარგი, კარგი, -ხელები დანებების ნიშნად ასწია და სკამზე მიმითითა, -გთხოვ ცოტა ხნით დაჯექი, გეფიცები ფლირტი არაფერ შუაშია, უბრალოდ გავიგონე როგორ საუბრობდით ვარჯიშზე, და ვიფიქრე დაგეხმარებოდით, ეს აქ ადაპტაციაშიც დამეხმარებოდა, თქვენთან მეგობრობაზეც არ ვიტყოდი უარს, იქნებ შემდეგში კრისტიანმა თავის რაზმშიც კი მიმიღოს, - გულწრფელი ჩანდა, მაგრამ ასე თუ ისე უკვე მეც შემეძლო ადამიანების ცნობა, მის წინ ჩამოვჯექი და თვალებში ჩავხედე,
- არ ვიცი ამას რატომ აკეთებ, მაგრამ ვხვდები რომ მხოლოდ კრისტიანისთვის ნერვების მოსაშლელად და მის გასამწარებლად გინდა გამომიყენო, მე კი ამის უფლებას არ მოგცემ, კრისი ჩემთვის ძალიან ძვირფასია აიზეკ, ვერ ვხვდები რა გინდა მისგან მაგრამ მე ამ ყველაფერში ნუ ჩამრევ, ძალიან მომწონხარ და შენთან მეგობრობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, ოღონდ ინტრიგების გარეშე კარგი?
ერთხანს თვალს არ მაშორებდა და თითებს უხეში ხისგან გამოჩორკნილ მაგიდაზე აკაკუნებდა, მერე თითქოს მხოლოდ თავისთვის გაეღიმა და უცნაური, სევდით გაჟღენთილი ხმით მითხრა,
- კრისტიანს გაუმართლა რომ შენ ჰყავხარ,
- ეს მე გამიმართლა რომ ის ჩემს გვერდითაა, ჰო და ვარჯიშს რაც შეეხება, თუ გინდა კრისს შეუთანხმდი და ჩვენთან ერთად ივარჯიშე, დაელაპარაკე აიზეკ, ვფიქრობ ერთმანეთს გაუგებთ, ბოლოს და ბოლოს ერთი სისხლი გაქვთ, ბიძაშვილები ხართ,
- ფიქრობ რომ დამეგობრებას შევძლებთ?
- არ ვიცი მაგრამ ჯობია სცადო, თუ არ ცდი ვერასოდეს გავიგებთ, -წამოვდექი და ის იყო უნდა წამოვსულიყავი რომ უკნიდან აიზეკის ხმა დამეწია,
- სხვათაშორის ჩემი ცხოვრება სულაც არ ყოფილა ისეთი ბრწყინვალე როგორიც გგონიათ.
* * *
მეორე დილით როგორც კი მე და ლეამ საწყობიდან ჩვენთვის განკუთვნილი სამხედრო ფორმები ავიღეთ, გამოვიცვალეთ და სავარჯიშო მოედნისკენ გავემართეთ, სადაც ჯერ კიდევ ვარჯიშობდა კრისტიანის რაზმი, თუმცა ცოტა ხანში მოედანი განთავისუფლდებოდა, და ჩვენ თავისუფლად შეგვეძლებოდა სროლაში გვევარჯიშა, მოედანზე შევედით თუ არა რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად მდგარმა მაღალმა, ახოვანმა ახალგაზრდამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, თავიდან ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა, მაგრამ როცა ჩვენსკენ შემობრუნდა, სიბრაზისგან ავცახცახდი.
- ეს იდიოტი აქ რას აკეთებს ლეა?
- ვინ? -ლეამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და დავინახე როგორ გაფითრდა, ჩვენს წინ სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით მაილო იდგა, პირდაპირ თვალებში გვიყურებდა და ურცხვად გვიღიმოდა...


- - - - - - - - - - - - - - -


- კარგი რა კრისტიან, შეგეძლო თავიდანვე გეთქვა ყველაფერი და ასეთი რეაქცია აღარ მექნებოდა, იცი მაინც რას ნიშნავდა ჩემთვის მაილოს იქ, იმ სავარჯიშო მოედანზე დანახვა? -გაცეცხლებული ვიყავი, და უკვე თითქმის ვუყვიროდი ჩემს წინ დამნაშავე ბავშვივით მდგარ მხრებაწურულ კრისტიანს, ბოლოს და ბოლოს ჩემს მოთმინებასაც ჰქონდა საზღვარი და ახლა ყველაზე მეტად ის მაცოფებდა რომ არც კი ცდილობდა ჩემთან შეპასუხებას, უბრალოდ სდუმდა და მელოდა როდის დავიცლებოდი იმ სიბრაზისგან რომელიც შიგნიდან მჭამდა და ნორმალურად აზროვნების საშუალებას არ მაძლევდა.
ერთხანს ასე უხმოდ მიმზერდა, მერე მომიახლოვდა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მთელი ძალით ჩამიკრა გულში, საძაგელი, მშვენივრად იცის ჩემი სუსტი წერტილები, იცის რომ არ შემიძლია მასთან ასე ახლოს ყოფნისას მასზე გაბრაზებული ვიყო, ვეღარ გავუძელი, ან რა აზრი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას მაშინ როცა მისი სიახლოვე ასე ძალიან მჭირდებოდა, ღრმად შევისუნთქე მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და მოვდუნდი, თუმცა ყელში გაჩხერილი ბურთი არა და არ მაძლევდა მოსვენებას, ნელ-ნელა იპყრობდა ჩემს სხეულს ნერვიული ცახცახი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ კრისტიანის ძლიერმა ხელებმა უფლება არ მომცა დავცემულიყავი, მისი კიდევ ერთი ნაზად ხელის შეხება სახეზე და ცრემლებმა თავისით იპოვნეს გზა,
- დამშვიდდი? -მკითხა ცოტა ხნის შემდეგ როცა საწოლზე მიწვა და მეც დაღლილი და მთლიანად გამოფიტული მივესვენე მკერდზე,
- თუ ახლა გინდა მოისმინო ვეცდები ყველფერი აგიხსნა,
უხმოდ ვანიშნე რომ გაეგრძელებინა,
- ვიცი რომ შენთვის ძნელი იყო მისი დანახვა, არ გეგონოს რომ არ მესმის რა გადაიტანე არენაზე, შენს თითოეულ ემოციას ვხედავდი და ვგრძნობდი, შენი ყველა ტკივილი მტკიოდა და ჭკუიდან ვიშლებოდი რომ ვერაფერს ვაკეთებდი, -თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა, წამოვიწიე და ზემოდან დავაცქერდი, თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული, ყბები დაძაბული და კბილებს შორის მოქცეული ქვედა ტუჩიდან სისხლი მოჟონავდა, ისევ მკერდზე დავადე თავი და ხელი წელზე შემოვხვიე,
- გააგრძელე თხოვ, -დავიჩურჩულე ძლივსგასაგონად, ვიგრძენი როგორ მოეშვა ოდნავ დაჭიმული სხეული,
- მაილოსთან დაკავშირებით მაპატიე, ყველაფერი ზუსტად ვერ გავთვალე, საერთოდ არ უნდა გენახა, დღეს დილით უკვე წასული უნდა ყოფილიყო ქალაქიდან, უბრალოდ რაღაცეები აირია, ძალიან დიდი ხანია ჩვენთან თანამშრომლობს, არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ ძნელია ისეთ გარემოში იცხოვრო სადაც ის ცხოვრობდა და ადამიანობა შეინარჩუნო, ვერ გეტყვი რომ მისი მაშინდელი საქციელი სწორი იყო მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, არ ვამართლებ, უბრალოდ მისი ასეთი საქციელი საჭირო იყო ჩვენთვის, თანაც შენი გამოქცევის დროსაც დაგვეხმარა როცა ის პატარა სპექტაკლი გავითამაშეთ, ხვალ დილით სხვა დანაყოფში გადადის და ქალაქიდან მიდის, გადამწყვეტ ბრძოლაში პირველ ხაზზე იქნება,
- ეს თვითონ მოითხოვა? -ვერ წარმომედგინა მისნაირი ლაჩარი ბრძოლის პირველ ხაზზე, ნუთუ ის სილაჩრეც და არაადამიანობაც თამაშის ნაწილი იყო,
- თვითონ მოითხოვა რომ გაგვეგზავნა, -დამიდასტურა კრისტიანმა,
- ჰმ, ალბათ ასე ცდილობს ცოდვების გამოსყიდვას,
- ალბათ, -გაეღიმა, ფრთხილად გამომაცალა მკლავი თავქვეშიდან და წამოჯდა,
- უნდა წავიდე პაულთან მაქვს საქმე, მას მერე რაც მაშას ღალატის შესახებ შეიტყო ძალიან ცუდად არის, ცდილობს არ შეეტყოს და რაც შეიძლება ბევრს მუშაობს, ყურადღების გადატანას ცდილობს, თანაც ბევრს სვავს, ჯობია მივხედო, -ხმაზე აშკარად ეტყობოდა რომ პაულზე გულწრფელად წუხდა, კალთაში ჩავუჯექი, ფეხები წელზე შემოვხვიე, თმაში თითები შევუცურე, და მთლიანად ჩავიკარგე მის უძირო თვალებში,
- და შენ კრისტიან?
- მე? ვერ მიხვდა, გაოცებული სახე ჰქონდა,
- შენ გეკითხება ვინმე როგორ ხარ? რას გრძნობ? გტკივა თუ არა? გეკითხება ვინმე რაზე ფიქრობ ან რაზე ოცნებობ? გეკითხება ვინმე რა გინდა?
ვხედავდი როგორ ეცვლებოდა სახე, როგორ ებრძოდა მასში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები ერთმანეთს და როგორ მოუყვებოდა ერთადერთი ობოლი ცრემლი ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყას.
* * *
დილით უჩვეულოდ ადრე გამეღვიძა, კრისს მშვიდად ეძინა ჩემს გვერდით, ფრთხილად მოვიშორე მისი ხელი წელიდან და წამოვდექი, თბილი სპორტულები ჩავიცვი, და გარეთ გავედი, ჯერ კიდევ ბინდბუნდში იყო გახვეული არემარე, ახლა თენდებოდა, ვიცოდი რომ ეგოისტურად ვიქცეოდი მაგრამ ახლა რომ ლეა არ გამეღვიძებინა, მასთან ერთად ყავა არ დამელია და ათას სისულელეზე არ მესაუბრა ალბათ გავაფრენდი, ის იყო რამდენიმე მეტრი გავიარე რომ ერთერთ შენობასთან გაჩერებულ დაჯავშნულ სამხედრო ავტომობილს მოვკარი თვალი, შენობიდან მაილო გამოვიდა, ზურჩანთა უკანა სავარძელზე მიაგდო და ის იყო უნდა ჩამჯდარიყო რომ თვალი მოკრა როგორ ვუყურებდი, ერთხანს გაშეშებული იდგა, შემდეგ ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ვერ მივხვდი რა უნდა მექნა, წავსულიყავი თუ დავლოდებოდი, არა, მძულდა და მეშინოდა კიდეც მისი მაგრამ ლაჩარვით ნამდვილად ვერ გავიქცეოდი,
არ ვიცი სახეზე შემატყო რამე თუ იგრძნო რასაც ვგრძნობდი მაგრამ ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა და სრულიად არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მომაშტერდა,
- მინდა სანამ წავალ რამდენიმე სიტყვა გითხრა, რადგან დიდია იმის შანსი რომ ვეღარასოდეს გნახავ, ცოცხალი რომ გადავრჩე მაინც,
- არაფრის თქმა არ არის საჭირო, კრისტიანმა ყველაფერი ამიხსნა, -ისე ვუპასუხე თვითონაც გამიკვირდა საკუთარი ხმის სიცივე,
- მაინც მინდა რომ ჩემგანაც მოისმინო, იმ ყველაფრის მიუხედავად რისი გაკეთებაც არენაზე მომიწია, შენ განსაკუთრებით ცუდად ჩამრჩი გულში, ალბათ უკვე იცი რომ ის ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თამაში იყო, შენ მე არაფერს დაგიშავებდი,
- არაფერს გარდა იმისა რომ ცოლად შემირთავდი და მერე ჩემზე იძალადებდი,
- ეს არ მოხდებოდა, არც მე მოგექცეოდი ასე და მშვენივრად იცი რომ ამას კრისტიანი არ დაუშვებდა, თანაც ხომ გეუბნები უბრალოდ ვთამაშობდი,
- არა მაილო, ისეთი კარგი მსახიობი ნამდვილად არ ხარ რომ ეს ყველაფერი ასე უნაკლოდ გეთამაშა, შენ ის ხარ რაც ხარ, უბრალოდ არენაზე შენი ნამდვილი სახის გამომჟღავნების საშუალება გქონდა და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მოგწონდა,
სახე შეეცვალა, ყბები დაჭიმა და კბილები ერთმანეთს დააჭირა, ჩემსკენ ნაბიჯი გადმოდგა და როგორც კი დაინახა როგორ დავიხიე უკან მაშინვე გაჩერდა,
- შენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გაატარე იქ მია, არც კი იცი სხვებს რისი გადატანა გვიხდებოდა თავის გადასარჩენად, არის რაღაცეები რისი გაკეთებაც მომიხდა და რისი გახსენებაც კი არ მინდა, იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი, -სასოწარკვეთილი ხმით ცდილობდა ყველაფრის ახსნას,
- ვერ ვხვდები ამ ყველაფერს მე რატომ მეუბნები, რაში გადარდებს დავიჯერებ თუ არა?
- როცა გუშინ სავარჯიშო მოედანზე დამინახე ისეთი სახე გქონდა... -წამით შეჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა, -უბრალოდ მინდა ვიგრძნო, მინდა დავიჯერო რომ ცოტაოდენი ადამიანობა მაინც შემრჩა, რომ ჯერ ჩემთვის ყველაფერი არ დამთავრებულა,
- შენ რა გინდა რომ ამაში მე დაგარწმუნო?
ჯანდაბა, მართლაც პატარა ლეკვივით შემომცქეროდა და თვალებით მევედრებოდა, თვითონაც არ იცოდა რას, ალბათ სტიმული სჭირდებოდა, საბაბი ცხოვრების გასაგრძელებლად, არა, მისთვის ჯერ ნამდვილად არ იყო ყველაფერი დამთავრებული, გამეღიმა,
- იღიმი? -გაკვირვებულმა შემომანათა აწყლიანებული თვალები,
- ვიღიმი, იმიტომ რომ ერთი ძალიან კარგი ბიჭის სიტყვები გამახსენდა,
- ჰოო?
- ჰო, იცი რა მითხრა იქ არენაზე, როცა ვკითხე როგორ იყო ასეთი ადამიანური, მითხრა რომ მათთვის არჩევანის უფლება არავის წაურთმევია, შენც გააკეთე შენი არჩევანი, მართალია ცოტა გვიან, მაგრამ სწორი, ერთ შანსს ყველა იმსახურებს, იმედია გადარჩები და შენს გზას იპოვნი, -ხელი გავუწოდე და თვითონაც რომ გამიკვირდა ისეთი გულწრფელი ღიმილით გავუღიმე, სახე გაუბრწყინდა, ორი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა, მერე გამიღიმა, თავი დამიკრა, შებრუნდა და თითქოს შემსუბუქებული, მხრებგაშლილი წავიდა ავტომობილისკენ.
- საოცარი ხარ, -მომესმა ზურგს უკნიდან და შემდეგ წელზე ნაცნობი ძლიერი მკლავი მომეხვია,
- შენ რა გვისმენდი?
- ძალაუნებურად ყველაფრის მოსმენა მომიწია, მინდა გითხრა რომ შენით ვამაყობ ყველა არ გააკეთებდა იმას რაც შენ გააკეთე,
- გეთანხმები, ყველა ნამდვილად არ გააკეთებდა, მე უბრალოდ სრულიად მარტივად შემიძლია საკუთარი თავი მის ადგილზე წარმოვიდგინო ეს არის და ეს, -მისკენ შევბრუნდი, თითისწვერებზე ავიწიე და მსუბუქად შევეხე ტუჩებზე.
- რატომ გაიღვიძე? ჯერ ძალიან ადრეა,
- ხომ იცი რომ უშენოდ საწოლში ვერ ვჩერდები,
- ჰოდა ძალიან კარგი, რაკი აქ ხარ ლეას აღარ გავაღვიძებ, ცოტა კიდევ იძინოს მაგ ძილისგუდამ, მოდი ერთად დავლიოთ ყავა და ცოტა ვისაუბროთ კარგი?
- კარგი, წამოდი, სასადილოში შევიპაროთ, -ეშმაკურად გამიღიმა და მხარზე ხელი გადამხვია, კუთხეში ფანჯარასთან დავჯექით და როცა ხელში ოხშივარავარდნილი სურნელოვანი სითხით სავსე ჭიქა დავიჭირე და მაცოცხლებელი სურნელი ღრმად შევისუნთქე დავასკვენი რომ ცხოვრება არც თუ ისე ცუდია, მითუმეტეს თუ გვერდით კრისტიანისმაგვარი ბიჭი გიზის.
- მყუდროებას თუ არ დაგირღვევთ იქნებ უფლება მომცეთ რომ ცოტახნით თქვენთან ერთად ჩამოვჯდე,
-თავზე აიზეკი გვადგა ჭიქით ხელში და გვიღიმოდა, ჩემდა გასაკვირად კრისტიანმაც გაუღიმა და მოპირდაპირედ მდგარ სავარძელზე ანიშნა,
- ნუ გიკვირს, -ჩამჩურჩულა მხიარული ხმით, -მაგალითს შენგან ვიღებ, ერთ შანსს ყველა იმსახურებს არა? თანაც მეც ძალიან მარტივად შემიძლია თავი მის ადგილზე წარმოვიდგინო, -გამეღიმა და მაგიდის ქვეშ ხელი ხელზე მოვუჭირე, რაც მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგა და ახლა ყველაფერი თავისთავად მოვიდოდა, აიზეკი ცოტა არ იყოს უნდობლად უყურებდა კრისტიანს,
- რა ხდება ბიძაშვილო ასე რატომ მიყურებ, -კრისი ძლივს იკავებდა სიცილს,
- კარგად ხარ? რა გჭირს? მია შენი ბიჭი მართლა კარგად არის? თუ მე მჭირს რაღაც და მეჩვენება რომ მიღიმის და თბილად მესაუბრება,
- კრისტიანს შევხედე და ერთდროულად აგვიტყდა სიცილი, აიზეკის განცვიფრებულ სახეს ვუყურებდით და ვერ ვჩერდებოდით, ჯერ კიდევ სიცილისგან ვცახცახებდი როცა თავზე შავ ფორმაში გამოწყობილი მებრძოლი დაგვადგა და კრისტიანი სასწრაფო თათბირზე იხმო, კრისმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, თუმცა არაფერი უთქვამს, წამოდგა, შუბლზე მაკოცა და მებრძოლს სწრაფი ნაბიჯით გაყვა,
- მგონი რაღაც სერიოზული ხდება, -აიზეკს შევხედე და მივხვდი რომ ისიც ჩემსავით ფიქრობდა,
- ჰო აშკარად ასეა, მაგრამ რაკი სანამ კრისტიანი არ დაგვიბრუნდება მანამდე ვერაფერს გავიგებთ, ჯობია იმაზე მიპასუხო თუ რა გჭირთ, ასე უცნაურად რატომ იქცევით,
- სულაც არ ვიქცევით უცნაურად, უბრალოდ კრისმა გადაწყვიტა თქვენს ურთიერთობას შანსი მისცეს, ეს არის და ეს, ბოლოს და ბოლოს ბიძაშვილები ხართ,
- ჰოო? არ მეგონა თუ ამას მოვესწრებოდი,
- არ მეტყვი რა მოხდა თქვენს შორის?
- ისეთი არაფერი მია, უბრალოდ მაშინ პატარა სულელი ბავშვები ვიყავით, ალბათ როდისმე მოგიყვები, ახლა კი რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ ყველაფერს გავაკეთებ კრისთან ურთიერთობის დასალაგებლად და იმისთვის რომ იმედი არასდროს გავუცრუო.
ვუყურებდი როგორი აღელვებული საუბრობდა, როგორ ახამხამებდა საყვარელ ცისფერ თვალებს და ერთი არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა,
- იცი რა აიზეკ, როცა ეს ყველაფერი დასრულდება, მინდა რომ ჩემს სამყაროში მესტუმრო, ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნო, ვფიქრობ კარგად გაუგებთ ერთმანეთს,
- მართლა? -სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა და ახლა უკვე მივხვდი, იმ ცხოვრების მიუხედავად რაც ჰქონდა მაინც როგორი მარტოსული იყო...
- მია უნდა დავილაპარაკოთ, -აზრაელმა საუბარი შეგვაწყვეტინა, აიზეკს თვალით რაღაც ანიშნა და გასასვლელისკენ წამიყვანა,
- რა ხდება, მეტყვი ბოლოს და ბოლოს?
- დაიწყო, -ჩემს წინ იდგა, ნაცრისფერი სამხედრო ავტომობილებით სავსე ქუჩაში, ჩვენს გარშემო უამრავი კბილებამდე შეიარაღებული ხალხი ირეოდა, თითქოს ამდენ ხანს ჩამკვდარი ქალაქი ერთბაშად გამოცოცხლდა, ყველა გამიზნულად მოძრაობდა, თითქოსდა გაწერილი ნაბიჯებით,
- დღეს საღამოს დედაქალაქზე შეტევა იგეგმება, საპასუხო შეტევის დროს ეს ქალაქიც და კიდევ ბევრი სხვაც დაიბომბება და მიწასთან გასწორდება, როგორც კი არმია ქალაქიდან გავა, ყველა ვინც კი ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებს, სპეციალურად დაცულ თავშესაფარში უნდა გადავიყვანოთ,
- მოიცა შენ რისი თქმა გინდა, იმ რაღაც თავშესაფარში უნდა ვიჯდე და ველოდო? არავითარ შემთხვევაში,
- არ ვხუმრობ მია, -კრისტიანი შეუვალი იყო, -შენი გაკოჭვა და ძალით წაყვანა რომ დამჭირდეს იმ თავშესაფარში მაინც წაგიყვან და უფლებას არ მოგცემ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
- კი მაგრამ კრის... -ჩემივე ჩამწყდარი ხმა ვეღარ ვიცანი,
- თუკი თავშესაფარში ყოფნა არ გინდა შენთვის კიდევ ერთი ვარიანტი მაქვს, შეგიძლია შენს სამყაროში დაბრუნდე და დამელოდო, -როცა მიხვდა რომ შეწინააღმდეგებას ვაპირებდი, ტუჩებზე ხელი ამაფარა და ჩვეული მომხიბვლელი ღიმილით გამიღიმა,
- ეს ყველაფერი განხილვას არ ექვემდებარება, თანაც მე შენს გაცილებას ვერ ვახერხებ და ისეთი მეგზური შეგირჩიე რომ დარწმუნებული ვარ მოგეწონება, უკან მიიხედე, -შევბრუნდი, ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შავ ფორმაში გამოწყობილი, შეიაღაღებული ბექა იდგა და მხიარულად იკრიჭებოდა, აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი, ვერც კი მივხვდი როდის გავჩნდი მასთან და გადავეხვიე,
- როგორ ხარ მიაკო?
- მე კარგად მაგრამ შენ აქ რას აკეთებ?
- კრისს ასეთ დროს ნამდვილად ვერ მივატოვებდი, -ჩემს ზურგს უკან მდგომ კრისტიანს შეხედა და მხარზე ხელი დაკრა,
- მე გაგაცილებ მიაკო, მერე კი უკან დავბრუნდები, იცოდე სანამ მე და კრისი დავბრუნდებით ჩემს გოგონებს შენ გაბარებ,
- შენს გოგონებს? -წარბი მაღლა ავწიე,
- კარგი ჰო ჩვენსას, -გადაიხარხარა და ამათვალიერ-ჩამათვალიერა, ბარგი სად გაქვს?
- ამის დრო არ გვაქვს ბექა, პირდაპირ უნდა წაიყვანო, ისიც და ლეაც,
- მოიცა ლეაც მოდის? -ვთქვი და თვალი ვკიდე ლენს რომელსაც სწრაფი ნაბიჯით მომავალი ლეა მოყვებოდა გვერდით, მომიახლოვდა თუ არა გადავეხვიე,
- მიხარია რომ ჩემთან ერთად მოდიხარ, ლენის მარტო დატოვება არ გიჭირს?
- ასე იყო საჭირო მია, არ მინდა ლენმა ბრძოლის დროს იმაზე იფიქროს თუ როგორ ვარ, თუ ეცოდინება რომ კარგად და უსაფრთხოდ ვარ ბრძოლასაც უკეთ შეძლებს და თავის დაცვასაც,
გამეღიმა, ეს პატარა სიფრიფანა გოგო როგორ ახერხებს ასე ბრძენი ადამიანივით აზროვნებას, მე კი ნამდვილი ეგოისტივით ვიქცევი ხოლმე, შევბრუნდი და მთელი ძალით მოვეხვიე მხრებზე კრისტიანს.
* * *
ტროტუარზე ვიდექით მე და ლეა, ჩემი ბინის აივანს შევყურებდით და რატომღაც არ მინდოდა შენობაში შესვლა, თითქოსდა ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უფრო და უფრო მაშორებდა კრისტიანს, ცოტაც და ვინანებდი ჩემს გადაწყვეტილებას, სულ ცოტაც და სიმწრისგან პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი, მხარზე, მსუბუქი, ნაზი შეხება ვიგრძენი,
- შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, მშვენივრად გესმის რომ იქ ვერ დავრჩებოდით, რომ წავყოლოდით ხელის შეშლის მეტს ვერაფერს გავაკეთებდით, არ წავყვებოდით და იმ თავშესაფარში ამოგვხდებოდა სული მათ მოლოდინში, ნუთუ არ გირჩევნია შენს მეგობრებთან ერთად გაატარო ეს რამდენიმე დღე და ისინი დაგეხმარნონ ამ ყველაფრის გადატანაში,
- რა კარგია რომ ჩემი ასე კარგად გესმის ლეა, მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ, -სრულიად გულწრფელად ვუთხარი და მოვეხვიე,
- პირიქით, მე უნდა გითხრა მადლობა რომ შენთან ერთად წამოსვლის უფლება მომეცი, იმედია ძალიან არ შეგაწუხებთ და თავს არ მოგაბეზრებთ,
- კარგი რა რა თავის მობეზრებაზეა საუბარი, უბრალოდ წინასწარ მინდა გაგაფრთხილო რომ ძალიან პატარა ბინა მაქვს და ორ მეგობართან ერთად ვცხოვრობ, იმ ველურებს ალბათ საძინებელი ექნებათ დაკავებული, ჩვენ მისაღებში მოგვიწევს დაძინება,
- ნუ მაცინებ, მგონი დაგავიწყდა სად და როგორ გვაქვს ღამეები გატარებული, ამაზე ნუ იფიქრებ, ახლა ერთი სული მაქვს შენს მეგობრებს როდის გავიცნობ.
- მია, მიაკო, -ჰაერი გაკვეთა მაგდას კივილმა და საუბარი შეგვაწყვეტინა, შენობას ავხედე, ორივე აივანზე იდგნენ, პიჟამოებით, თმაგაწეწილები და ფეხშიშვლები, გულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, მხიარულად დავუქნიე ხელი, არ გამკვირვებია რომ სანამ შენობის შესასვლელს მივუახლოვდებოდი უკვე ჩემს წინ იდგნენ და მეხვეოდნენ,
- სად დაიკარგე უსინდისო, აწი აღარსად გაგიშვებთ მარტო, ეს გოგო ვინ არის, კრისტიანი სად დატოვე?
-ერთმანეთს არ აცლიდნენ და თან ლეას არ აშორებდნენ თვალს,
- გაიცანით ჩემი მეგობარია ლეა, ცოტა ხნით ჩვენთან ერთად იცხოვრებს, ესენი კი მაგდა და თეკო არიან, ყურადღებას ნუ მიაქცევ თორემ გაგაგიჟებენ, ახლა კი ავიდეთ ზემოთ, მგონი არც ახსოვთ რომ პიჟამოებით დგანან შუა ქუჩაში, -გოგონებმა ახლაღა შეხედეს ერთმანეთს და სიცილი აუტყდათ, ცოტა ხანში უკვე მისაღებში ვისხედით, ლეას ჩემი სპორტულები ეცვა და მუხლებზე შეღოღებულ ფისოებს ეფერებოდა, მეც გამოვიცვალე, მშობლებთან ერთ საათიან საუბარს მოვრჩი და ახლა ყავას ვამზადებდი,
- უშენოდ ყველამ ძალიან მოვიწყინეთ, -გამოაცხადა თეკომ, თვალების ფახულით,
- ვინ ყველამ?
- ჩვენ ვაჟამ და ზურამ,
- თქვენ რა მეხუმრებით?
- არა რა ხუმრობა, -მაგდამ გადაიკისკისა და მოხდენილად გადაიყარა მხრებზე უკვე საკმაოდ მოზრდილი თმა, -უნდა ნახო ყოველ დილით როგორ გამოდის აივანზე ვაჟა და როგორი საწყალი მზერით ელოდება როდის გახვალ, აი ზურას რაც შეეხება, შენ რომ გაქრი მეორე დღეს ჩვენ მოგვადგა, საშინლად იყო ნაცემი, გვემუქრებოდა, მიას გამო მცემეს, ახლავე მითხარით სად არის თორემ პოლიციაში ვუჩივლებო იმუქრებოდა და კიდევ რაღაც სისულელეებს ბოდავდა, მერე რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ორ დღეში მოგვადგა და ბოდიში მოგვიხადა, შეშინებული იყო, გავიგეთ რომ სამსახურიდანაც წასულა და ქალაქიდანაც, ნეტავ რა გადაუტრიალდა თავში?
ეჰ, მე კი ვიცოდი რაც გადაუტრიალდა თავში და იმ რაღაცას ბექა რომ ერქვა მაგრამ თუკი ეს თვითონ არ უთხრა გოგონებს ესე იგი არც მე უნდა მეთქვა, უნებურად დავსევდიანდი, ნეტავ ახლა რას აკეთებენ, როგორ არიან, ხომ ყველაფერი რიგზე აქვთ, ჯანდაბა, ასე როგორ უნდა გავძლო?
- კარგად ხარ? -გვერდით ლეა მომიდგა და მხარზე მომეკრო.
- არ ვარ, კარგად არ ვარ, მაგრამ ამით რა იცვლება? არაფერი,
- თქვენ მანდ რას ჩურჩულებთ? -თეკო ეჭვით სავსე მზერით გვიყურებდა, მდგომარეობიდან მაგდას წუწუნმა გამოგვიყვანა,
- მხოლოდ ახლა ვიგებ რომ მამამისის მაგივრად უწევს საფრანგეთში რაღაც წყეულ კონფერენციაზე წასვლა და ისიც კი არ ვიცი როდის დაბრუნდება უკან,
- ვისზე უნდა ვილაპარაკო, შენი აზრით ვის შეუძლია ასე გამაცოფოს თუ არა ბექას, -ოჰ, როგორ დამავიწყდა რომ ლეა გამეფრთხილებინა, ის იყო ლეამ პირი გააღო რომ მოვასწარი და ვანიშნე რომ არაფერი ეთქვა,
- კარგი რა, ხომ იცი რომ კომპანიის საქმეებს მამამისი თითქმის აღარ უძღვება და ყველაფერი ბექას შეატოვა, -სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა მაგდას დამშვიდებას თეკო, მე კი საშინლად ვგრძნობდი თავს რომ ასე მიწევდა მეგობრების მოტყუება.
* * *
ოთხი დღე ისე გავიდა რომ ბექას და კრისტიანის შესახებ არაფერი გვსმენია, მე და ლეა ამ თემაზე არ ვსაუბრობდით, არც გოგონებთან არც ერთმანეთთან და არც საკუთარ თავთან, უდარდელობის ნიღაბს ამოფარებულები დავიარებოდით და ყოველდღიური საქმეებით ვნიღბავდით სასოწარკვეთას, ლეა კარგად შეეწყო გოგონებს, მოსწონდა ისინი, მოსწონდა რომ ზედმეტ კითხვებს არ უსვავდნენ და ტყუილების მოფიქრება არ უწევდა, მათაც შეუყვარდათ პატარა, ხალისიანი და დაუზარელი ლეა, მთელი დღე დავატარებდით ქალაქში, ღირშესანიშნაობებს ვაჩვენებდით, ვერთობოდით, საყიდლებზე დავდიოდით, მომწონდა მისი გაოცებულ-განცვიფრებული სახის ყურება ყოველი სიახლის დანახვისას, ყველანაირად ვცდილობდი, უფლებას არ ვაძლევდი სევდას მის თვალებში დაბუდებულიყო, მისი ბედნიერი და გახარებული სახის დანახვა მეც იმედს მაძლევდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა უკვე ერთი კვირა გავიდა და ვერაფერი გავიგეთ, ნელ-ნელა ჩამოვყარე ყურები, არც კი მინდოდა იმაზე ფიქრი რომ კრისტიანს რამე დაემართებოდა, რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა.
შორტში და მაისურში გამოწყობილი ვიდექი აივანზე და ქალაქს გავყურებდი, ბინდდებოდა და ნელ-ნელა იძირებოდა თბილისი, ღამის ქაოტურ ხმაურში,
- ნეტავ ახლა სად ხარ? -დავიჩურჩულე და ვეცადე ჰაერი ღრმად ჩამესუნთქა რომ ყელში ყულფივით წაჭერილ მონატრებას არ დავეხრჩე, შევამჩნიე როგორ გაიღო მოპირდაპირე მხარეს აივნის კარი და სპორტულ შარვალში და მოკლემკლავიან მაისურში გამოწყობილი ვაჟა გამოვიდა, პირდაპირ ჩემს აივანს მოაპყრო მზერა და ჩემი დანახვისას სახე გაუბრწყინდა, ჯანდაბა, ამ კაცს მართლა უხარია ჩემი დანახვა, ფართოდ გავუღიმე და ხელი ავწიე მისალმების ნიშნად, დაიბნა ირგვლივ მიმოიხედა და როცა მიხვდა რომ ნამდვილად მას მივესალმე სახე ბედნიერებისგან გაებადრა, ჰმ, ალბათ რა ძნელია, სხვასთან ცხოვრობდე და სხვა გინდოდეს, სხვისი სურვილით იწვოდე, გიყვარდეს და გენატრებოდეს, ზოგიერთს სრულიად უმნიშვნელო შეცდომის გამო ან მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც სხვანაირად გაიგო, მთელი ცხოვრების ბორკილებით გატარება უწევს, ალბათ როგორი ძნელია...
- მოვკლავ, მოვკლავ, ცოცხალი ვერ გადამირჩება ეგ მატყუარა და მოღალატე, -მაგდას კივილის გაგონებაზე შევხტი და ვიღას ახსოვდა ვაჟა და მისი გრძნობები, დაფეთებული შევვარდი მისაღებში, გაცოფებული მაგდა შუა ოთახში იდგა და სიბრაზისგან ცახცახებდა, ერთმანეთზე მიკრული ლეა და თეკო კი თვალებგაფართოებულები შეჰყურებდნენ,
- რა გჭირს მაგდა? რა გაყვირებს? გინდა რომ მეზობლებმა გვიჩივლონ?
- რომელმა მეზობლებმა, ნაზიკომ? მაგან ჯობია თავის ორ საყვარელს მიხედოს, -მაგდა თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
- მოიცა ორი თქვი? მე რომ წავედი ერთი ყავდა, რა მალე იცვლება ყველაფერი,
- კარგი რა მია, ახლა მაგის დროა? ჯანდაბაშიც წასულა ნაზიკო თავის საყვარლებიანად, ბექა მღალატობს, ის უსინდისო მღალატობს, -ამოიტირა მაგდამ, დივანზე დაეშვა და თავი ხელებში ჩარგო, ახლა ჩემი გაოცების დრო დადგა, საიდან მოიტანა რომ ბექა ღალატობს, გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე,
- მგონი რაღაც გეშლება მაგდა, საიდან მოიტანე რომ გღალატობს?
თავი აწია და ჩაწითლებული, ცრემლიანი თვალებით შემომხედა,
- მამამის ველაპარაკე, არანაირ კონფერენციაზე არ არის წასული, არავინ არ იცის სადაა, სახლში იციან რომ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად წავიდა, შენი აზრით სად არის მია? ალბათ სხვა ჰყავს, საყვარელი? ალბათ უფრო ცოლი ან შეიძლება შვილიც,
ვუსმენდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, ვინ ვინ და მე ნამდვილად ვიცოდი რომ ბექა მაგდაზე გიჟდებოდა და ახლა ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში რომ საყვარელთან ენებივრა, უბრალოდ მაგდას ყველაფერს ვერ ვეტყოდი, ეს ბექას უნდა გაეკეთებინა, ნიკაპზე ხელი მოვკიდე და თავი ავაწევინე,
- ბექა არ გღალატობს მაგდა, ახლა ვერ გეტყვი საიდან ვიცი მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არ გღალატობს, აუცილებლად დაბრუნდება შენთან, ჩემი ხომ გჯერა, ჰოდა მენდე, ბექასაც ენდე, შენგან უნდობლობას არ იმსახურებს, დაბრუნდება და თუ საჭიროდ ჩათვლის თვითონ აგიხსნის ყველაფერს,
ცოტა არ იყოს დაეჭვებული მზერით ამომხედა, მის თვალებში ვხედავდი როგორ უნდოდა ჩემი სიტყვების დაჯერება და როცა კარი გაიღო და ოთახში ბექამ შემოაბიჯა, დავინახე როგორ გაუქრა ყველა ეჭვი, ადგილიდან წამოფრინდა და ჩაეხუტა, აცახცახებული წამოვდექი, ტყუილად ვცდილობდი ბექას ზურგსუკან კრისტიანის დანახვას, იქ მხოლოდ კარის ჩარჩოს უხმოდ მიყრდნობილი აიზეკი იდგა და ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის თვალი თვალში არ გაეყარა, ბექამ როგორც იქნა მოიშორა ზედ აწებებული მაგდა და მე მომიბრუნდა,
- ბექა კრისი სად არის? რა ხდება? რატომ არ არის თქვენთან ერთად? -ძლივს ამოვიხავლე და მის თვალებში დანახულმა ცივმა სიცარიელემ ბოლო მომიღო,
- მაპატიე მია, ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ვგეგმავდით, მაგრამ ჯერ იმედი არ დაგვიკარგავს, ისევ ვეძებთ, აუცილებლად ვიპოვნით...
მისი ხმა უკვე შორიდან ჩამესმოდა, ძლივს ვსუნთქავდი, ამ ოთახში სული მეხუთებოდა, ბექას და გაშეშებულ აიზეკს გვერდი ავუარე და მთელი ძალით მივიჯახუნე ზურგს უკან კარი, ჩქარი ნაბიჯით უმისამართოდ მივუყვებოდი ქუჩებს, არ ვიცოდი სად მივდიოდი, ან რამდენ ხანს ვიარე, ვერც ის გავიგე როდის დაიწყო წვიმა, გალაკტიონის ხიდზე მოვედი გონს, ღამე იყო უმთვარო და უკუნეთი, წვიმდა და ამღვრეულ მტკვარში ლამპიონების სინათლეები ირეკლებოდა, სულ მთლად გალუმპული ვიყავი, ახლაღა მივხვდი როგორ მტკიოდა ფეხები დაღლილობისგან, მოაჯირს მთელი ძალით ჩავეჭიდე თუმცა ფეხებმა ვეღარ გაუძლო ვეღარც გულმა და ყელში მობჯენილმა ტკივილმა, ტროტუარზე ჩავცურდი და მთელი ხმით ავღრიალდი, როცა გვერდით ვიღაც მომიჯდა და მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი არ გამკვირვებია, ცრემლებისგან დაბინდული თვალებით ავხედე აიზეკს,
- მომიყევი რა მოხდა, -ჩემი ჩაწყვეტილი ხმა თვითონაც ძლივს მესმოდა, აიზეკი არ შემწინააღმდეგებია, უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ და ხელი მომხვია და მკერდზე მიმიხუტა თითქოს ასე დამიცავდა წვიმისგან, რომლის გამოც თავადაც გვარიანად იყო გალუმპული, ვხვდებოდი როგორ უჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი მაგრამ არ მაინტერესებდა, უნდა გამეგო რა მოხდა,
- ყველაფერმა არც თუ ისე ცუდად და მძიმედ ჩაიარა როგორც გვეგონა, მამაჩემის არმიები და დამქაშები შეიძლება ითქვას რომ უპრობლემოდ ჩაგვბარდნენ, ხალხს უკვე ყელში აქვს ამოსული მისი დიქტატურა, ასე რომ დიდ წინააღმდეგობას არ შევხვედრივართ, მერე რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გაქცევა სცადა, კრისტიანის რაზმი რომელშიც მეც ვიყავი მის შეპყრობას ცდილობდა, ტყეებამდე ვსდიეთ, მდინარეში შევიდნენ ნავით, იქ სადაც შესვლა არანაირად არ შეიძლებოდა, ნაპირიდან ვადევნებდით თვალს, ჯანდაბა მია, არც კი ვიცი ამის შემდეგ რა ადამიანი ვარ, ვუყურებდი როგორ იხრჩობოდა, როგორ ითხოვდა შველას და ხელი არ გამინძრევია, კრისი კი დაუფიქრებლად შევიდა წყალში, იმდენად სწრაფად გაიტაცა დინებამ ორივე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით, ახლაც ეძებენ, პაული გიჟს გავს, ალბათ როცა იპოვის ასეთი სისულელის გაკეთების გამო საკუთარი ხელით მოკლავს, მე მხოლოდ შენი ნახვა მინდოდა, მინდოდა გამეგო რომ კარგად ხარ და ისევ უკან უნდა დავბრუნდე,
- წამიყვანე აიზეკ, მეც უნდა წამოვიდე, აქ ვერ დავრჩები, გთხოვ, ძალიან გთხოვ, აქ მარტო არ დამტოვო თორემ გავგიჟდები, შევიშლები...
ერთხანს დუმდა, ბოლოს უხმოდ დამიქნია თავი, წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
* * *
ის ბრწყინვალე ქალაქი აღარსად იყო მე რომ მახსოვდა, ქუჩები ნაგრევებით, შეიარაღებული მებრძოლებით და სამხედრო ტექნიკით იყო სავსე, თუმცა ახლა არაფერი მაინტერესებდა კრისტიანის გარდა, ქალაქის შუაგულში მოთავსებული უზარმაზარი სამხედრო ჰოსპიტლის წინ დაგვხვდა ლენი მე და აიზეკს, ხელი გულზე ჰქონდა ჩამოკიდებული და ლოყაზე ღრმა იარა აჩნდა, თუმცა მაინც ცდილობდა რომ ჩემთვის გაეღიმა, სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და ჩავეხუტე,
- მიხარია რომ ცოცხალს გხედავ ლენ,
- მეც მიხარია შენი დანახვა მია, -მერე ჩემს გვერდით მდგარ მოღუშულ აიზეკს გადახედა, მადლობა აიზეკ რომ წამოიყვანე, ახლა მია ძალიან გვჭირდება,
- რა ხდება?
- კრისი ვიპოვეთ, მამაშენიც, ორივე ცოცხალია მაგრამ კრისს მძიმე ჭრილობა აქვს, ინფექცია და მაღალი სიცხე, ფაქტიურად გონზე არ არის მაგრამ მხოლოდ მიას კითხულობს, არც ჭამს, არც სვავს, ვერც ვამშვიდებთ,
- წამიყვანეთ მასთან, -მხოლოდ ეს ვთქვი და მუხლი მომეკვეთა, აიზეკმა ხელში აყვანილი შემიყვანა ჰოსპიტალში და მის პალატასთან ჩამომსვა, აკანკალებული ხელით გადავწიე ფარდა, შევედი და საწოლზე უმწეოდ მისვენებული, ლოყებჩაცვენილი, სიცხისგან აწითლებული კრისტიანის დანახვაზე, ცრემლი მომადგა და ერთ ადგილზე გავიყინე, ერთხანს ასე ვუყურებდი და მიახლოებას ვერ ვბედავდი მაგრამ როცა მისი სიცხისგან დახეთქილი ბაგეები ოდნავ შეირხა და ჩემი სახელი გავიგონე ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი, თავი მკერდზე დავადე და ჩავეხუტე,
- ეს შენ ხარ, ნამდვილად შენ ხარ, შენს სურნელს ათას სხვა სურნელში გამოვარჩევ, -ბუტბუტებდა და სიცხიანი თითებით ეფერებოდა მის მკერდზე დაფენილ ჩემს თმას, წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე რომლებიც სიცხისგან ჰქონდა დაბინდული, მერე ტუჩებზე შევეხე, ნაზად, ფრთხილად და როცა საპასუხო კოცნაც ვიგრძენი, ერთბაშად მოვეშვი და სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა.
* * *
უკაცრიელ გზაზე, ხეობის პირას გააჩერა ავტომობილი, გადავიდა, ციცაბო ნაპირიდან გადახედა ვიწრო კალაპოტში მონავარდე აქაფებულ წყალს, მხრები გაშალა, თავი მაღლა ასწია და ღრმად ჩაისუნთქა, სუფთა ჰაერი, მივუახლოვდი და ზურგზე მივეხუტე, ხელები მაგრად შემოვხვიე წელზე, ისე მაგრად თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა, ირგვლივ საოცარი სიმშვიდე სუფევდა, ყვითლად შეეფერა შემოდგომას ციცაბო ფერდობებზე შეფენილი ტყეები.
- მოგწონს აქაურობა კრის?
- ძალიან მომწონს, კარგი ვქენით რომ წამოვედით, ყველას გვჭირდებოდა ცოტა დასვენება და გულის გადაყოლება,
სვანეთის ტური გვქონდა დაგეგმილი, მაგდა და ბექა უკვე ორი დღეა იქ იყვნენ და გველოდნენ, ლენი, ლეა, თეკო და აიზეკი კი დღეს დილით ჩავიდნენ და ახლა ყველა ჩვენ გველოდა.
- როგორ ფიქრობ სწორად მოიქეცი როცა მმართველობა პაულს გადააბარე და წამოხვედი?
- ეს ყველაზე სწორი რამაა რაც კი აქამდე გამიკეთებია, პაული ყველაფერს მშვენივრად გაართმევს თავს, მისი სახით ხალხს საუკეთესო მმართველი ეყოლება, მე კი მთელი ჩემი თავისუფალი დრო მხოლოდ შენთვის მინდა რომ დავხარჯო, დრო მოვიდა რომ მხოლოდ ის ვაკეთო რაც მე მინდა და მე მხოლოდ ერთი რამ მინდა მია, შენს გვერდით ყოფნა.
ფრთხილად მოიცილა ჩემი მკლავები წელიდან, წინ დამიდგა, თავი მაღლა ამაწევინა და მზერა გამისწორა, მის უძირო შავ თვალებში ჩემი სახე ირეკლებოდა, და ვიცოდი ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეს არასოდეს შეცვლილიყო.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი ანუ

ამ სიტორიის დასაწყისი რო მიყვარს, ისე არცერთის ^-^

 


№2  offline წევრი NieMaND

ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება . ძალიან მომეწონა ❤❤
--------------------
L.T.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent