დასაწყისი ( 1 )
გაჭირვებით გაახილა თვალები, თავიდან ვერ მიხვდა სად იყო, კიდურები არ ემორჩილებოდა და თავი ისე ტკიოდა ხმის ამოღება რომ შესძლებოდა ალბათ იყვირებდა ტკივილისგან, პირს აღებდა მაგრამ რატომღაც ხმა არ ამოსდიოდა, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და როგორც კი დაბინდული მზერა დაეწმინდა მიხვდა რომ ავტომობილის უკანა სავარძელზე იწვა, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა, რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გააანალიზა რომ ავტომობილი უძრავად იდგა და სალონში მარტო იყო, მერე კიდურებში გრძნობა დაუბრუნდა და მიხვდა რომ ციოდა, ვერ არჩევდა ფეხის თითები სიცივისგან ჰქონდა დაბუჟებული თუ უმოძრაობისგან, უკანა კარის ნახევრად ჩაწეული მინიდან შემომავალი ცივი ჰაერი სახეზე მიელამუნა და აიძულა ლამაზი წარბები შეეჭმუხნა, სასაცილოდ აპრიხა პატარა სწორი ცხვირი და ვარდისფერი, სავსე ტუჩები მოილოკა, დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმისთვის რომ თავი წამოეწია და იქაურობა მოეთვალიერებინა, საქარე მინიდან ძველისძველი გადათხრილი ქვიანი გზა და ტყეებით დაფარული გორაკები მოჩანდა, ცოტა კიდევ წამოიწია და ახლა უკანა მინიდან დააკვირდა გარემოს, რამდენიმე მეტრის დაშორებით მეორე ავტომობილი იდგა, თავი რაც შეეძლო ჩაწია როცა დაინახა როგორ გაიღო კარი, როგორ გადმოლაგდნენ ერთმანეთის მიყოლებით სამი მისთვის უცნობი მამაკაცი და მისი მიმართულებით წამოვიდნენ, ერთი ქერა იყო მაღალი, მეორე საშუალო სიმაღლის და ჩაფსკვნილი შავგვრემანი, თუმცა მათ შორის მომავალმა ხორბლისფერსახიანმა და სახეზე წაბლისფერთმა ჩამოყრილმა ბიჭმა მოსტაცა თვალი, მაღალი იყო, გამხდარი, თუმცა თხელ გრძელმკლავიან ღია ფერის მაისურში შესამჩნევად იკვეთებოდა დაკუნთული სხეული, გამოკვეთილი ყბები, სწორი ცხვირი, ლამაზად მოხაზული სავსე ტუჩები და მუქი ფერის თვალები ჰქონდა, ძლივს მოსწყვიტა თვალი, ისევ სავარძელზე მიწვა და თავი მოიმძინარა, თუმცა გაფაციცებული უსმენდა ფეხის ხმას, როგორც მიხვდა ზუსტად, იმ კართან გაჩერდნენ რომლის მინაც ნახევრად იყო ჩაწეული და ამიტომ ყოველი სიტყვა გარკვევით ესმოდა. - თქვენ სულ გაგიჟდით ბიჭო? რას აკეთებთ ან მე რატომ მხვევთ ამ ყველაფერში? -გამწარებულმა იღრიალა ერთ-ერთმა და კარს ისე დასცხო ხელი გოგო შიშისგან შეხტა, უნდოდა თვალი გაეხილა და დაენახა ვინ იყო ამ ხმის პატრონი მაგრამ შეეშინდა, მოიბუზა და ათრთოლებული თითები მოიჭირა თავზე. - მახოს ბრალია, ხომ იცი ეს გოგო რამდენი ხანია ამოჩემებული ჰყავს, გუშინ შენც ხომ იცი მთელი ღამე ვსვავდით და მერე... - ვიცი რომელია, პირველად დავლიე ჩემს ცხოვრებაში ამდენი და გამოფხიზლებულმა აღმოვაჩინე რომ რაღაც უბედურებაში გამხვიეთ. - შენმა ბიძაშვილმა ალექსის გარეშე გოგოს არ მოვიტაცებო, ჰოდა გათიშული იყავი მანქანაში რომ ჩაგსვით, მერე სახლთან მივაკითხეთ, ვიცოდით რომ დილით ადრე გამოვიდოდა, დილაუთენია დარბის ხოლმე, ჰოდა მოვიტაცეთ რა... - რას ჰქვია მოიტაცეთ, სულ გამოსირდა ეგ უბედური? ხანდახან მართლა მინდა რომ ჩემი ხელით დავახრჩო, ჩემი ბიძაშვილი მაინც არ იყოს, რა გაუჭირდა ასეთი, რაღა დროს მოტაცებაა, დალაპარაკებოდა ადამიანურად. - დაელაპარაკა კიდეც მაგრამ გოგომ ზედაც არ შეხედა, არ მოსწონს, თანაც პატარაა. - რამდენი წლისაა? -ახლაღა შებრუნდა და დაკვირვებით შეათვალიერა სავარძელზე უღონოდ მისვენებული სხეული, სპორტულ ელასტიკში გამოკვართულ გრძელ გამხდარ ფეხებს და წვრილ წელს თვალი ააყოლა და მისი გაფითრებული სახის დანახვისას გული მოუკვდა. - თითქმის თერთმეტი წლით პატარაა მახოზე თვრამეტი წლისაა, ელენე ჰქვია, -მის გვერდით მდგარმა მაღალმა ქერა ბიჭმა თავი ჩაღუნა და გვერდულად გახედა ალექსის გვერდით მდგარ საშუალო სიმაღლის შავთმიან დაკუნთულ ბიჭს, ალექსმა საფეთქლებზე შემოიჭდო გრძელი თხელი თითები და ღრმად ამოიოხრა. - კარგი ჰო, ვთქვათ ჩემს ბიძაშვილს ტვინი არ აქვს, თქვენ რაღა დაგემართათ, ეს ბავშვი რამ მოგატაცებინათ სულ გაგიჟდით? რომ გიჩივლოთ მერე სად მიდიხართ? იმაზე არ გიფიქრიათ რომ ალბათ უკვე ეძებენ? - დიდი ალბათობით არავინ ეძებს, მარტო ცხოვრობს, დედ-მამა რამდენიმე თვის წინ დაეღუპა ავტოკატასტროფაში, და-ძმა არ ჰყავს, ერთადერთი ბებია ჰყავს იტალიაში და მასთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, არავისთან მეგობრობს, მუშაობს და სწავლობს, მთელი დღეები წიგნს არ უშვებს ხელიდან... უსმენდა ალექსი და უფრო და უფრო ერეოდა თავგზა, ის ყველაფერი რაც ხდებოდა მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, გოგოს მოტაცება? ჯანდაბა, იმ სულელმა მახომ იმის გაკეთება აიძულა რის გამოც სხვებს კიცხავდა და უპირისპირდებოდა... გოგოს გატაცებაში გარია და თანაც მის სახლში მიყავთ, თითქოს სხვა ადგილს ვერ იპოვიდნენ მის წასაყვანად. - ჰმ, კარგად შეგიგროვებიათ მის შესახებ ინფორმაცია, იმ იდიოტს იმის იმედი ჰქონდა რომ გოგოს არავინ მოიკითხავდა და იმიტომ მოიტაცა? ახლა რას აპირებს, მის გვერდით ყოფნა და მისი ცოლის სტატუსის ტარება უნდა აიძულოს და უნდა გააუბედუროს? - არ ვიცი რა, -ქერამ უხერხულად აიწურა მხრები. - დრო გავა და შეუყვარდება, ალბათ... -არც თუ ისე მტკიცედ გამოაცხადა შავთმიანმა, ალექსის გაცოფებული სახის დანახვისას თავი შეაბრუნა და ატალახებულ გზას გახედა. - დაურეკეთ, სად ჯანდაბაშია ამდენ ხანს? - წეღან ველაპარაკე, გზიდან იმიტომ გაბრუნდა რომ პატარა პრობლემა ჰქონდა ბენდელიანთან, ხვალ დილით ადრე ამოვალო, ჩვენც მოგვიწევს დაბრუნება, ასე რომ გოგო შენ უნდა წაიყვანო. - მე საერთოდ რა შუაში ვარ? - მახომ ალექსის გარდა არავის ვენდობი, თქვენ საქმეში მჭირდებით, ალექსმა გოგო აიყვანოს სახლში, ყურადღება მიაქციოს რომ არსად გაიქცეს და ჩვენც ავალთ დილითო, -ჩამოარაკრაკა შავთმიანმა. - რომელი ცხრა თავიანი გველეშაპი მე მნახა მაგ ჩემისამ, -უგულოდ გადააფურთხა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი უძრავად მწოლიარე გოგონას, ისეთი პატარა იყო, გამხდარი, უმწეო, იწვა გაუნძრევლად და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა ელოდა, საკუთარი თავივით იცნობდა ალექსი მახოს, ბოლოს და ბოლოს მისი ბიძაშვილი იყო და ერთად იყვნენ გაზრდილები, მიუხედავად იმისა რომ მახო მასზე სამი წლით დიდი იყო, ბავშვობაში მაინც ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, უფროს ძმად მიიჩნევდა თუმცა ცასა და დედამიწასავით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, უხეში იყო მახო, სასტიკი, თავისი სურვილების ასრულებას და თავისი ყოველი სიტყვის გატანას ჩვეული, ფეხებზე ეკიდა სიყვარულიც და ქალის მიმართ პატივისცემაც, ახლაც დარწმუნებული იყო ალექსი, ეს გოგო იმიტომ ამოიჩემა რომ მან უარი უთხრა ურთიერთობაზე, არც მის ასაკს და არც იმას მიაქცია ყურადღება რომ არ უნდოდა, ასე უბრალოდ ადგა და მოიტაცა, ახლა რაღას იზავს, როგორ აიძულებს რომ ცოლად გაჰყვეს, მასზე იძალადებს? ყბები დაჭიმა და კბილები ერთმანეთს დააჭირა, გუშინდელი უაზროდ ბევრი სმის გამო თავი ჯერ კიდევ უსკდებოდა და ნორმალურად ვერ აზროვნებდა, იქნებ მართლა სჯობს რომ ბიჭები გაუშვას და გოგო სახლში აიყვანოს, მერე დაჯდება და დამშვიდებული, დაწყნარებული მოიფიქრებს რა უნდა გააკეთოს, ჰო ასე ჯობია, აუცილებლად მოიფიქრებს რამეს და ამ ბავშვს მახოს ხელში არ ჩაუგდებს, როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და ცოტა არ იყოს გულზე მოეშვა. - წადით თქვენ, მე ავალ სახლში და დაგელოდებით, -ბიჭებს მხარზე დაკრა ხელი და მანქანისკენ მიუთითა, გამოემშვიდობნენ და უკანმოუხედავად წავიდნენ, უყურებდა როგორ ტორტმანით მიიწევდა დაღმართზე ავტომობილი და მოსახვევს მოეფარა თუ არა თვითონაც მიუჯდა საჭეს, ერთხანს ასე უხმოდ იჯდა, მერე გასაღები გადაატრიალა და პედალს ფეხი დააჭირა... - - - - - - - - იწვა ელენე გაუნძრევლად და ალექსის თითებს შესცქეროდა რომლებსაც ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე, უკვე მთლად გამოფხიზლდა თუმცა წამოჯდომას ვერ ბედავდა, მიუხედავად იმისა რომ ბიჭების საუბარი თავიდან ბოლომდე მოისმინა და მიხვდა რომ ალექსის შიში არ უნდა ჰქონოდა მაინც ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, აშკარად სადღაც უკაცრიელ ადგილზე იყო და ამ ღამის უცხო მამაკაცთან ერთად გატარება მოუწევდა, ხვალ დილით კი ისევ მოუწევდა იმ აუტანელი კაცის ხილვა, თვალები დახუჭა და უნებურად ის უკუღმართი დღე დაუდგა თვალწინ როცა პირველად შეხვდა მახოს… ერთი კვირა იყო გასული რაც დედ-მამა დაკრძალა ორი საყვარელი სხეული ერთ დღეს მიაბარა მიწას და ამ სამყაროში სულ მარტო დარჩა, დაკრძალვის შემდეგ მაშინვე შემოეფანტნენ შორეული ნათესავები და ნაცნობები, მეგობრები ისედაც არ ჰყავდა, უბრალოდ არ შეეძლო სწავლის გარდა დრო სხვა რამისთვის მაგალითად გართობისთვის ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობისთვის დაეთმო, ყველანაირად ცდილობდა დედ-მამის ამაგი დაეფასებინა რომლებიც წელებზე ფეხს იდგავდნენ იმისთვის რომ მისი უნივერსიტეტის თანხა მოეგროვებინათ და მოსამზადებელი კურსების თანხა გადაეხადათ, სანიმუშო მოსწავლე იყო, სანიმუშო შვილი, თუმცა არ იცოდა რა იყო, ბავშვობა, გართობა, დასვენება, თავდავიწყება... სკოლის დამთავრების შემდეგ მთელი დღეები მეცადინეობდა, კურსიდან კურსზე დადიოდა და ასე აღამებდა მერე შერგავდა თავს თავისი ოროთახიანი ბინის პატარა საძინებელში, გადაშლიდა კონსპექტებს და დედას ხანდახან საჭმელი რომ არ შეეწოდებინა ხოლმე ალბათ შიმშილით მოკვდებოდა. ულამაზესი იყო ელენე, საშუალო სიმაღლის, თეთრი კანით, დიდი მუქი ფერის, ოდნავ მომწვანო თვალებით და საჯდომამდე ჩამოყრილი ბუნებრივად შავი, სქელი დატალღული თმით, გრძნობდა როგორ აყოლებდნენ ხოლმე მზერას და როგორ ოხრავდნენ მისი დანახვისას უბნის ბიჭები ვერაფრის თქმას ვერ უბედავდნენ, ამაყად ყელმოღერებული ჩაუვლიდა ხოლმე წინ და არც კი შეხედავდა ისე მიუგდებდა სალამს, არ ეცალა ელენეს სიყვარულისთვის, მოწონებისთვის ან ფლირტისთვის, ცხოვრებისთვისაც არ ეცალა... ერთხელაც როცა სახლში დაბრუნებულს მის სადარბაზოსთან შეკრებილი ხალხი დახვდა, უცნაურად რომ უყურებდნენ, ზოგი ცრემლიანი თვალებით, ზოგი ისე თითქოს რომ ენანებოდათ და ეცოდებოდათ, კარის მეზობელმა უცნაურად ხალისიანი სახით რომ მიახალა ახალი ამბავი მთელი სამყარო თავზე ჩამოექცა, დაკრძალვის შემდეგ ერთი კვირა რომ გავიდა, ძლივს გაბედა სახლიდან გამოსვლა, შავი კაპიუშონიანი ზედა, ამავე ფერის შარვალი და კეტები ჩაიცვა, ფული ჯიბეში ჩაიტენა და უხმაუროდ გამოიხურა კარი, მარკეტი სადაც მიდიოდა იქვე ახლოს რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მდებარეობდა ასე რომ ავტობუსს არ დალოდებია, გვერდით არ გაუხედავს ისე გადაჭრა ქუჩა, მუხრუჭების ღრჭიალმა მოიყვანა გონს, მანქანა არც კი შეხებია, მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით გაჩერდა, თუმცა შიშისგან მუხლები მოეკვეთა და ჩაიკეცა, გაცოფებულმა გამოგლიჯა კარი მძღოლმა, ელენეს მივარდა, მხრებში სწვდა და ისე ააფრიალა ჰაერში თითქოს საერთოდ არ ჰქონოდეს წონა. - რას აკეთებ შენ, გაგიჟდი? წინ არ იყურები? -უღრიალა მთლი ხმით და შეანჯღრია, ფრთხილად ასწია ელენემ თავი და მასზე ორი თავით მაღალ მამაკაცს ნაცრისფერ, სასმლისგან ამღვრეულ თვალებში მიაშტერდა, მთელი სხეული უთრთოდა, ხმას ვერ იღებდა და სადაც იყო ატირდებოდა, დაინახა როგორ შეეცვალა სახე კაცს, თითქოს ერთბაშად დამშვიდდა და ახლა მის თვალებში უცნაური გაურკვევლობა იკითხებოდა, ხელი გაუშვა, დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა, თითქოს ამოწმებდა კარგად იყო თუ არა, მერე შებრუნდა, ავტომობილში ჩაჯდა და საბურავების წუილით მოწყდა იქაურობას. მას შემდეგ ყოველთვის გრძნობდა ელენე რომ ვიღაც უთვალთვალებდა, თავიდან ამას ნერვიულ აშლილობას აბრალებდა მაგრამ როცა მის სიახლოვეს რამდენჯერმე ის ავტომობილი შეამჩნია რომელმაც კინაღამ გაიტანა უკვე მიხვდა რომ ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო, თუმცა არაფერი გაუკეთებია ან რა უნდა გაეკეთებინა, გადაწყვიტა ყურადღება არ მიექცია მითუმეტეს რომ ამისთვის არ ეცალა, ახლა სწავლის გარდა სამსახურიც დაემატა, კონსულტანტად მუშაობდა ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში, კვირაში ექვსი დღე შუადღიდან გვიან საღამომდე უწევდა მუშაობა, იღლებოდა თუმცა ჭირდებოდა ეს სამსახური, თავი ხომ უნდა ერჩინა როგორმე, არ აპირებდა მშობლების დანაზოგის ხარჯვა დაეწყო, ისედაც უამრავი ხარჯი ექნებოდა როცა უნივერსიტეტში დაიწყებდა სწავლას. მაისის შუა რიცხვები იყო, როცა სამსახურიდან გამოსულს მახო დახვდა ქუჩაში, ავტომობილზე მიყრდნობილი ხელში გასაღებს ათამაშებდა და დიდი ხნის ნაცნობივით უღიმოდა, სახლში წაყვანა შესთავაზა თუმცა ელენემ სასტიკი უარი უთხრა, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო მახო, თუმცა იყო მასში რაღაც ისეთი რაც მისგან თავის შორს დაჭერას აიძულებდა, თითქოს შინაგანი ხმა აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, მეორე საღამოსაც იგივე განმეორდა თუმცა ახლა სახლში წაყვანის მაგივრად გასართობად დაპატიჟა და მოსმენილი უარის შემდეგ, უხმოდ ჩაჯდა ავტომობილში და იქაურობას მოშორდა, ერთი კვირა არ გამოჩენილა და ელენეც ცოტა დამშვიდდა, იმ დღეს როცა მახომ მესამედ მოაკითხა სამსახურში ძალიან დაღლილი იყო, ნახევრად მძინარე გამოვიდა ქუჩაში, ციოდა, ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სახლში, როდის მიიღებდა თბილ შხაპს და დაიძინებდა, რამდენიმე მეტრი ჰქონდა გავლილი როცა წინ მახო გადაუდგა, გვერდის ავლა დააპირა ელენემ თუმცა ბიჭმა უხეშად ჩაავლო მკლავში ხელი და შეაჩერა. - მგონი უკვე საკმარისად დაიფასე თავი, -ცივი ირონიული ხმა ჰქონდა, არ იყო ელენე მშიშარა მაგრამ მისი შეეშინდა, უმზერდა ცარიელი ნაცრისფერი თვალებით და აიძულებდა შიშისგან აცახცახებულიყო. - გამიშვით, რა გინდათ ჩემგან, -ძლივსგასაგონად ამოიკნავლა. - მგონი გასაგებია რაც მინდა, პატარა ბიჭი არ ვარ რომ კუდში გდიო და გეხვეწო, პირდაპირ გეტყვი, მომწონხარ, მინდიხარ და მინდა შენთან ახლო ურთიერთობა მქონდეს, მგონი გასაგებად აგიხსენი. ასეთი პირდაპირობისგან გაოცებული ელენე თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა მამაკაცს და ვერ გაეგო რა უნდა ეთქვა. - ენა გადაყლაპე? -ჩაიცინა მახომ და მანქანისკენ დაქაჩა, -წამოდი სახლამდე გაგიყვან. - არა, არა არის საჭირო, ახლოს ვცხოვრობ და მირჩევნია ფეხით წავიდე, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა. - ვერ გაიგე რა გითხარი? -თითქმის იღრიალა მახომ და უფრო მაგრად მოუჭირა ხელი მკლავზე, ბოლოს და ბოლოს ელენეს მოთმინების ფიალაც აივსო, ხელი გამოგლიჯა და კბილებში ცივად გამოსცრა. - ყველაფერი მშვენივრად გავიგე, მაგრამ აშკარად შენ არ გესმის რომ იმ ურთიერთობას რაც გინდა ორი მხარის თანხმობა სჭირდება, აქ კი მხოლოდ ცალმხრივ აკვიატებას ვხედავ, იცოდე მეორედ თუ კიდევ დამხვდები აქ, გიჩივლებ იმის გამო რომ მაწუხებ და მანიაკივით დამდევ, -მისი გაცოფებული სახისთვის აღარ შეუხედავს შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა გზა, თვითონაც უკვირდა თავისი გამბედაობა, მიდიოდა და ცდილობდა ფეხი არ არეოდა, სახლში რომ შევიდა და კარი ზურგს უკან მიიხურა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, იქვე კედელთან ჩაჯდა და სახე ხელებში ჩარგო, დიდხანს იჯდა ასე, ბოლოს ძლივსძლივობით წამოდგა, საძინებელში შევიდა გაუხდელად მიეგდო საწოლზე და რამდენიმე წუთში უკვე ღრმად ეძინა. ისევ ერთი კვირით დაიკარგა მახო და ელენესაც კიდევ ერთხელ გაუჩნდა იმედი რომ მისგან გათავისუფლდა, თუმცა ერთ სამსახურიდან მომავალს სადარბაზოსთან დახვდა, სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა, ელენე დაინახა თუ არა მისკენ ბარბაცით გადადგა ორიოდე ნაბიჯი, ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და მის წინ ჩაიჩოქა. - რას აკეთებთ? ახლავე ადექით, -შეშინებულმა მიმოიხედა და მხრებში დასწვდა რომ წამოეყენებინა თუმცა ვერ შეძლო. - ვიცი, მივხვდი რომ ისეთი გოგო არ ხარ ერთჯერად ურთიერთობებზე რომ თანხმდება მამაკაცებს, ამიტომ ცოლად უნდა გამომყვე, - ლუღლუღებდა და ფეხებზე ეხვეოდა, სასოწარკვეთილმა ელენემ აღარ იცოდა როგორ უნდა დაეხსნა მისგან თავი, ისევ შემთხვევით საიდანღაც გამოჩენილმა მეზობლად მცხოვრებმა ბიჭებმა უშველეს, იმ ბიჭებმა რომელთათვისაც სალამსაც ძლივს იმეტებდა ხოლმე, ძალით მოაშორეს მახო. - შენ სახლში შედი დაიკო ამას ჩვენ მივხედავთ, -ღიმილით უთხრა ქერათმიანმა ოცდახუთიოდე წლის ბიჭმა რომლის სახელიც კი არ იცოდა და ხელით ანიშნა სადარბაზოსკენ, ათრთოლებული ხმით გადაუხადა მადლობა ელენემ და სირბილით აიარა კიბეები, იმ ღამით არ უძინია, დედ-მამის სურათი ჰქონდა გულში ჩახუტებული და ტიროდა, პირველად ნანობდა რომ აქამდე ასე განდეგილივით ცხოვრობდა, ახლა როცა ასე ძალიან აწუხებდა მარტოობა, დამლაპარაკებელიც არავინ ჰყავდა, დილით თვალებამოღამებულს ჩაეძინა და დაძინებამდე თავს პირობა მისცა რომ რამეს აუცილებლად შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებაში, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე არ გამოჩენილა მახო, დილით ჩვეულებისამებრ ჩაიცვა სპორტულები ელენემ, თმა კოსად შეიკრა და სარბენად გავიდა, ის იყო პარკამდე მივიდა და უნდა შესულიყო რომ მის წინ ნაცნობი ავტომობილი გაჩერდა, კარი გაიღო, ბიჭები გადმოცვივდნენ, ერთ-ერთმა დაიჭირა, მეორემ პირზე თეთრი ნაჭერი ააფარა და მერე აღარაფერი ახსოვს, მანამდე სანამ სადღაც მთებში, შუა გზაზე, ავტომობილის უკანა სავარძელზე არ მოვიდა გონს... ფიქრებიდან მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიყვანა, თვალები ისევ დახუჭა, სხეული შეძლებისდაგვარად მოადუნა და დაელოდა რა მოხდებოდა, კარი გაიღო, შეხება იგრძნო მხრებზე, მერე შეძლებისდაგვარად ფრთხილად გადაიყვანა მანქანიდან ძლიერმა ხელებმა, ჰაერში აწია, გულზე აიხუტა და ფართო ნაბიჯით წაიყვანა სახლისკენ რომელსაც ელენე ბუნდოვნად ხედავდა ოდნავ ღია თვალებიდან, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ბიჭმა და მერე რატომღაც შეჩერდა, ელენე გაინაბა, უფრო მჭიდროდ მიეკრა მკერდზე და მისმა უცნაურად სასიამოვნო სურნელმა გონება დაუბინდა. - ვიცი რომ არ გძინავს, -პირდაპირ ყურთან მოესმა სიცილნარევი ჩურჩული, დაფეთებულმა დააჭყიტა დიდი შავი თვალები და მის მუქყავისფერ თვალებს გაუსწორა მზერა, სიცილი სახეზე შეეყინა ბიჭს, პირი გაუშრა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, გულზე აკრულ გამხდარ სხეულს ხელი გაუშვა და უკან დაიხია, რამდენიმე წამს ერთ ადგილზე ტორტმანებდა ელენე, ფეხებში სისუსტეს გრძნობდა, თავი ვერ შეიმაგრა და პირდაპირ ჩაჯდა წვრილი თეთრი ქვით მოკირწყლულ ბილიკზე. - ჯანდაბა, მეტკინა, -დაიწუწუნა და თეძოს ზელვა დაიწყო წვრილი თითებით, ახლაღა გამოერკვა ალექსი და ხელი გაუწოდა რომ წამოეყენებინა, უცნაური ღიმილით დახედა ელენემ გამოწვდილ ხელს, დაეყრდნო, წამოდგა და ისევ თავბრუსხვევა და სისუსტე რომ იგრძნო ორივე ხელით მოეჭიდა მკლავებზე და შუბლით მკერდზე მიეყრდნო, იგრძნო როგორ გააცახცახა ბიჭს და ეს რატომღაც ძალიან ესიამოვნა, უფრო მეტად მიეკრო სხეულზე და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. - რას აკეთებ? -ძლივს ამოთქვა ბიჭმა და ელენეს მხრებზე მიაწვა რომ მოეშორებინა. - რას უნდა ვაკეთებდე, ვცდილობ რომ არ წავიქცე, იქნებ ისევ ხელში ამიყვანო და ისე შემიყვანო სახლში, თორემ ფეხზე ძლივს ვდგავარ, -არც კი იცოდა საიდან ჰქონდა ამდენი გამბედაობა, თვითონვე უკვირდა საკუთარი თავის და საკუთარი საქციელის, ალექსის ადგილზე ახლა მახო რომ ყოფილიყო ალბათ შიშისგან მოკვდებოდა, ალექსთან კი ყველაფერი სხვანაირად იყო, მისგან უცნაური, დამამშვიდებელი იმპულსები მოდიოდა და გულს უთბობდა, ქვემოდან შეხედა ბიჭს, საყვარლად გაუღიმა და თვალები აუხამხამა, საპასუხოდ კი ცივი და ბრაზიანი მზერა მიიღო, თუმცა ხელში აყვანაზე უარი არ უთქვია ალექსს, მსუბუქად აიტაცა ელენე ხელში, რამდენიმე კიბე აიარა, კარი შეაღო, პატარა დერეფანი გაიარა და მისაღებში დივანზე დასვა. - აქ იყავი, მე მანქანას შემოვიყვან ეზოში, საჭმელსაც მოვიტან და რამე მოვამზადოთ ალბათ გეშიება. - ძალიან მშია, -დაუდასტურა ელენემ და ისე გულთბილად შესცინა სახეში რომ ერთი წუთით ეჭვი შეეპარა ბიჭს... - რაღაც უნდა გკითხო, დარწმუნებული ხარ რომ აქ საკუთარი ნებით არ ხარ? - ამას რატომ მეკითხები? -გოგონას სახეზე გაურკვევლობა გამოესახა. - მითხრეს რომ მოტაცებული ხარ, შენ კი აშკარად რაღაც გიხარია, ოღონდ ვერ ვხვდები რა, წესით ახლა უნდა კიოდე, ტიროდე და პანიკაში უნდა იყო. - ვინც მომიტაცა აქ არ არის და შენ რას გერჩი, შენ რატომ უნდა გეჩხუბო? -ისე გულწრფელად გაიკვირვა რომ ალექსმა ღიმილი ვერ შეიკავა, აქედან ფეხი არ მოიცვალოო დაუბარა და გარეთ გავიდა. ავტომობილი ეზოში შემოაყენა, საბარგულიდან საჭმლით სავსე პაკეტები ამოიღო და ერთსართულიან, წითელი კრამიტით დახურულ, სიმწვანეში ჩაფლულ სახლს შეავლო თვალი, უყვარდა აქაურობა, ბაბუისგან მემკვიდრეობით დარჩენილ სახლს საკუთარი ხელით გაუკეთა რესტავრაცია, ისე მოაწყო როგორც თვითონ სურდა, და როცა განმარტოება მოუნდებოდა ყოველთვის აქ მოდიოდა ხოლმე, ეს კი ძალიან ხშირად ხდებოდა, სხვა სახლებისგან განცალკევებით, ფაქტიურად ტყეში იდგა სახლი, საოცარი სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ, ღრმად შეისუნთქა სუფთა ჰაერი და ღიმილით წავიდა შესასვლელისკენ, მისაღებში შესულს ჩაძინებული დახვდა ელენე, დივნის კუთხეში იწვა საცოდავად მოკუნტული, აქამდე კოსად შეკრული თმა ჩამოშლოდა და მბზინვარე ტალღებად ეყარა ზურგზე, ხელი ლოყის ქვეშ ჰქონდა ამოდებული, დროდადრო გრძელ წამწამებს ახამხამებდა და ძილში იღიმოდა, ნამდვილად იშვიათი სილამაზე იყო, ბევრი არ უფიქრია, პაკეტები სამზარეულოში დააწყო, მერე ფრთხილად მიუახლოვდა, ერთი ხელი მუხლებქვეშ ხოლო მეორე წელზე შეუცურა, მკერდზე მიიხუტა და საძინებლისკენ წაიყვანა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.