შენ ხარ აისი X თავი
ორი დღე ვფიქროდ გაქცევის გეგმაზე,თუმცა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა, ღამით ფანჯრიდან გადავმხტარიყავი და გავქცეოდი ამ ჯოჯოხეთს. სამწუხაროდ,ვერავის ვერ ვუყვებოდი ამ გეგმის შესახებ, ნდობა არცერთი გოგონას მიმართ არ მქონდა,ძალიან მაწუხებდა ეს ფაქტი,მაგრამ იმ მომენტში სხვა გზა არ მქონდა ან საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა ან მათთან ერთად ჭაობში ჩავფლულიყავი. შუაღამით გავიპარე. არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც მეგონა. ღობედან ფეხი გადავადგი თუ არა უკანმოუხედავად გავიწეცი. მხოლოდ მას შემდეგ გავჩერდი, რაც მივხვდი, რომ სამშვიდობოს ვიყავი. იქვე სკვერში საქანელაზე დაავჯექი და გავიაზრე,რომ სრულიად მარტო ვიყავი აქ. არავინ არ მყავდა, ვისაც ოდნავ მაინც დავეყრდნობოდი.ბავშვურმა სისუსტემ მძილა და დედასთან ჩახუტება ისე მომინდა, როვგორც არასდროს. ვიჯექი და ვფიქრობდი, იმაზე თუ რაც მოხდა. ვერ ვბედავდი მეფიქრა რა მელოდა დღეს,სად უნდა წავსულიყავი,როგორ უნდა მეცხოვრა ოჯახის გარეშე. ცოტაოდენი გადანახული ფულით სასტუმროს ოთახი დავიქირავე,თუმცა სამი დღის გადახდა შევძელი მხოლოდ მანსამ სანამ სამსახურს ვიპოვნიდი,მომიწია ჩემი ოქროს გულსაკიდის გაყიდვა. დღები გადიოდა და მეც შეძლებისდაგვარახდ ვახერხებდი გავმხდარიყავი დამოლუკიდებელი ადამიანი. სამსახურიც ვიშოვნე დალაგებებზე დავდიოდი, მდიდრების უზარმაზარ ვილებს ვასუფთავებდი. საღამოს დაღლილი და გამოცლილი სწავლას ვიწყებდი. ვწალობდი ენასა და ჩემს თავზე საათობით ვარჯიშობდი,მნიშვნელოვანი იყო მესწავლა და გამემართა წინადადებები კოლეჯში სასწავლებლად. დღეები დღეებს მისდევდა ჩემი სამუშაოს ჯაფა უფროდაუფრო ემატებოდა. ესეც არ ვიკმარე და ენის საშუალო დონის სწავლების შედეგ, მიმტანა დავიწყე მუშაობა. დღე დალაგებებზე საღამოს კი ბარში მიმტანად ვმუშაობდი. როდესაც ბარში მივედი გამაფრთხილეს, რომ ბევრ უხამს რაიმე მეტყოდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლები და არ უნდა შემემჩნია თითქოს და არც გამიგია. ბევრი საჭირო რჩევა მომცეს და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებდი. თუმცა ახალგაზრდა მამაკაცების რეპლიკები და მიმიკები არაფერი იყო, იმ დამცირებასთან, რასაც დალაგების დროს ჩემი ასაკის "მამიკოს ბიჭები" მაყენებდნენ. ძალიან მძიმეა გავიხსენო თუ რა გამოვიარე. როდესაც იმ მზერას,სიტყვებსა და აგდებულ ქცეებს ვხედავდი სულ რაღაც ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭებიდან და გოგონებიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე სოციალური ფენით დაბლა ვიდექი. იყვნენ კეთილებიც,რა თქმა უნდა, დედის ტოლა ქალები, რომლებიც საცოდხავი სახით მიიყურებდნენ იმის ნაცვლად, რომ სკოლაში/კოლეჯში ვყოფილიყავი იატაკებს ვრეცხავდი. ერთ დღეს, სარკეში ჩავიხედე და სამი წლით დაბერებული ჩემი თავი დავინახე გეგონებოდა სამი თვე კი არა წელი ვყოფილიყავი აქ. შეშფოთებით დავხედე ხელებზე,რომელიც გაუხეშებული და დამსკდარი იყო. ყოველ საღამოდ დაწოლის წინ ვტიროდი, თითქოს ღამის რუტინად გადამქცეოდა. მენატრებოდა ოჯახი,დათა,რომელიც სამყოროში ჩემზე ძლიერ არავინ ძულდა. არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ვფიქრობდი,შევძლებდი და მყარად დამდგარი რამდენიმე წელში მათ წინაშე დავდგებოდი. თუმცა ნელ-ნელა იმედი მეწურებოდა. საქართველოში ვერასდროს ჩავიდოდი,მრცხვენოდა და მეშინოდა. მრცხვენოდა იმისიც, რომ დედაჩემი ცოცხლად მგლოვობდა და მე ვერაფერს ვაკეთებდი,რომ ის მაინც გაეგო ჩემგან,რომ ცოცხალი ვიყავიდა. მეშინოდა. ყველაფრის-რომ გაევგოთ, სადაც ვიყავი მერე რა მოხდებოდა? დათა ჩამოვიდოდა ჩემს მოსაკლავად თუ მამაჩემი მომაკითხავდა ქეჩოში მომკიდებდა ხელს და დათან მიუგდებდა ჩემს თავს. “გაძლევ უფლებას, შენი ხელით გამოჭრა ყელი” და დათა რას იზამდა ამ დროს?. თავად აიღებდა პასუხისმგეებლობბას კაცობის დასაბრუნებლად თუ ხალხს მიანდობდა ჩემს ბედს და ხალხიც ჩემს ცოცხლად ჩაქოლვას არ დაზარდებოდა. ყოველ დღეს ვფიქფობდი, რა იყო ჩემი მომავალი.ფაქტია,რომ ის ვერ შევძელი, რასაც ვგეგმავდი. საბედნიეროდ,შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ჩემსვით ემიგრანტები იყნენ. სასტუმროდან სასერთო სხლში გადავიდეთ 5 გოგონა ვიყავით და ქირასაც ერთად ვიხდიდით. ერთ დღესაც ბარში წავედით, არა სამუშაოდ, არამედ გასაართობად და ტესას დაბადებისღის აღსაღნიშნავად. გადავწყვიტე იმ დღეს დამელია და ყველა ტკივილი,დარდი,ფიქრი და შიში სასმელისთვის გამეყოლებინა. -ნუ სვამ ამდენს ცუდად არ გახდე-გამაფრთხილად ტესამ მე უდარდელად ავიქნიე ხელი, რომ არ ეჯავრა და შევსთავაზე იმ ბიჭთან ეცეკვა,რომელიც თვალებით მჭამდა-კი,მაგრამ ის ხომ, შენ გიყურებს?-გაიცინა -შენთვის დამითმია-უდარდელად გავეცი პასუხი-არ არის ჩემი სტილი -და ხარ-გადაიკისკისა და ცეკვით მისკენ წავიდა. მე მათი ფლირტის ყურება არ შემეძლო დახუთულმა სივრცემ თავი ამატკივა, ამიტომ გარეთ ჰაერზე გავედი. იქვე კლუბის ახლოს ჩამოვჯექი,სიგარეტს გავუკიდე დასაწყნარებლად. “ძალიან დამოკკიდებული გახდი, მელისა” ჩემს თავს გავუბრაზდი. ფიქრებში წავედი, ნეტავ დათა რას ააკეთებდა ახლა,მეძებდა თუ დამიკიდა და უკვე სხვა ყავდა. -ფილტვების კიბოს აიკიდებ-მომესმა ბიჭის ხმა, რომელსაც ბრიტანული არცენტი ჰქონდა. არაფერი არ მიპასუხია-არ საუბრობთ ინგლისურად?-ახლოს მოვიდხა და დაუკითხავად დაჯდა ჩემს გვერდით. -მარტო მინდა ყოფნა.-მოკლედ მოვუჭერი. -სჯობს ვინმეს მოუყვე, რაც გტანჯავს და არა სიგარას.-გამომართვა და იქვე ჩაწვა-ასე სჯობს. მხოლოდ ეხლა დავაკვირდი,რომ ჩემს წინ იდგა- მაღალი, ქერა, ცისფერთვალება და სპორტული აღნაგობის დაახლოებით 23 წლის ბიჭი. მისი სიმაღლიდან და დაკუნთული სხეულიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით კალათბურთელი იყო. -”ვინმეში” შენს თავს გულისსხმობ? -თუნდაც-უდარდელად აიჩეჩა მხრები-მე ჩარლი ვარ. -სასიამოვნოა ჩარლ. ვაფასებ,რომ გინდა დამეხმარო დარდის გაქარწყვლაში,მაგრამ არამგონიკა დამეხმარო. ზედმეტად უცხო ხარ.-ვეცადე თავაზიანად მომეშორებინა. -ვფიქრობს,სწორედ, მაგიტომ უნდა ამირჩიო მე-პოზიციას არ თმობდა ჩარლი-უბრალოდ მოგისმენ, ზედმეტი რჩევებისა და ფილოსოფიის გარეშე. ვუყურფებდი და ვერ ვხდებოდი, რა უნდოდა მოვეწონე და გაცნობის ხერხად ეს აირჩია თუ იმდენად შეაღონა ჩემმა დადარდიანებულმა სახემ,რომ გადაწყვიტა მოსულიყო და დამხმარებოდა. არაფერი მიკთქვამს, რამდენიმე წუთი უბრალოდ ვუყურებდი, შემდეგ თავი დავხარე და ჩემს ფეხებს დავაშტერდი. იქებ მართალიი იყო და მე მართლაც მჭირდებოდა ვინმესთვის გულის გადაშლა, მომეყოლა ჩემი გრძნობებისა და განცდების შესახებ. მეთქვა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე სულელი ადამიანს ესაუბრება,რომელმაც არც სიყვარულის და არც ოჯახის ფასი არ იცოდა. მეთქვა და ერთიანად დავცლილიყავი? სრულიად უცხო იყო მართალია და შესაძლოა სულელურად ჟღერდა გადამეშალა გული მისთვის ,მაგრამ ერთ რამეში მართალი იყო ის მეგობრებიკსგან განსხვავებით არ მომცემდა რჩევებს და არ შემომხედავდა საცოდავი თვალებით,არ ქვითინდებოდა ჩემთან ერთად, უარესად არ იმოქმედებდა. -ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და მივხვდი,რომ ყველაფერი რაც ჩემს ირგვლივაა არ მეკუთვნის. მე იმ სამყაროს არ მივეკუთვნებოდი,ზოგახდად,სადაც გავიზარდე ბევრად სხვა რამე მინდოდა და იქ ყველაფერი საწინააღმდეგო ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ნარცისი ვარ ყველასა და ყველაფერის წინ საკუთარი თავი დხავაყენე. ჩემს სურვილსა და ნებას მოვუსმინე და საკუთარი თავის ბედნიერებისათვის ოჯახი და სიყვარული დავთმე. სახლის კარები მივხურე და წამოვედი ისე, რომ არც იციან სასერთოდ ცოცხალი ვარ თუ კვდარი, სხვა რომ არაფერი.-ვუყურებდი და ველოდი პასუხს, რომელიც არსად ჩანდა. -საინტერესოა-ცოტახნის შემდეგ ლაკონურად შეაფასა ჩემი ისტორია. -მხოლოდ ეს?-გამიკვირდხა-არ მეტყვი ცუდად მოიქეცი,ოჯახი წმინდაა, სიყვარული, როგორ დათმე და ათას რაიმეს? -არა! -კარგი-გამეცინა და თავი გავაქნიე.-ჩემი წასვლის დროა. მართალი იყავი მომეშვა,ცოტა-ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე. -იქ, სადაც ბედმიერი არ ხარ სხვასაც გააუბედურებ-ერთი ნაბიჯის გადადგმის შემდედ მისი სიტყვები ჩემს ყურს მისწვდა. -ვერ მიგიხვდი-მისკენ მივბრუნდი. -შენ თქვი, რომ ბედნიერი არ იყავი. სწორად მოიქეცი. რომ დარჩენილიყავი თუნდაც იმიტომ, რომ შენს საყვარელ ადამანი გაგებედნიერებინა სისულელე იქნებოდა, რადგან ვერასდროს ვერ გააბედნიერებ ადამიანს თუ შენ ამ დროს უბედური ხარ. ისიც არ გაგიშვებდა, არა იმიტომ, რომ ვერ შეხედავდა, რომ ბედნიერი არ იყავი.არამედ იმიტომ, რომ ყველანი დედა მო@@ნული ეგოისტები ვართ და გვკიდია სხვა, როგორ არის მთავაროა მას არ დაეკარგე. ერთადერთი რასაც გეტყვი ის არის,რომ მშობლებს დაუკავშირდი დედას ნუ გაწირავ იმისთვის, რომ არ იცოდეს, როგორ და სად ხარ. შეიძლება სიყვარული დაივიწყო, მაგრამ დედა მაინც სხვაა თუ შეეშალა უნდა აპატიო. მე ასე ვფიქრობ. დანარჩემი შენ იცი. მე ბრიტანეთში ვცხოვრობ, თუ დაგჭირდი შემეხმიანე თვის ბოლომდე აქეთ ვარ. შეგიძლია ბრიტანეთში წამოხვიდე, ბევრად ჯობს აქაურობას.-მისი საკონტაქტო ნომერი გამომიწოდა მადლობა გადავუხადე და გაუჩინარდა. არ ვიცი, რატომ მაგრამ ძალიან იმლოქმედა მისმა სიტყვებმა ჩემზე, თითითქოს ძალა მომცა და მეგონა, რომ დიდი ხანია ვიცნობდი. თვის ბოლო ახლოვდებოდა ვიფიქრე, რომ წასვლამდე მენახა და მადლობა გადამეხადა. ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში დამპატიჟა. არც მიფიქრია, რომ ოდნავ მაინც გამოვპრანჭულიყავი და მისთვის თავი მომეწონებინა. კაბა და კლასიკური დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, გაბის დაჟინებით ისიც. მსუბუქი მაკიაჟი გამიკედა და გაბადრულმა შემომხედა. -ძალიან ლამაზი ხარ-აღფრთოვანებით წამოიძახა. -ეგონება, რომ ვეპრანჭები. მომაშორე. -არც იფიქრო!-კატეგორილად გამაფრთხილა.-ისეთ რესტორანში დაგპატიჟა შენი კედებით და ჯინსებით დაცვა არ შეგიშვებს. რესტორანს ნუ უმახინჯებ იმიჯსო და გამოგაგდებენ -კარგი,ეგ გავიგე, მაგრამ მაკიაჟი რა საჭიროა? -უხდება კლასიკურ სტილს და საერთოდ, გაგვიანდება.-სწრაფად გავიდა ოთხაიდან. სხვა გზა არ მქონდა, მართლაც, მაგვიანდებოდა ავდექი და ტაქსით წავედი იმ ლოკაციაზე სადაც ჩარლმა დამიბარა. ზუსტად შვიდ საათზე რესტორანთან ვიდექი. ღრმად ჩავისუნთქე და შევედი ძალიან ლამაზი რესტორანი იყო,თბილ ფერებში ჩარლს კი ყველასგან მოშორებით დაუჯაშვნია მაგიდა. იქვე იჯდა და ულამაზესი ხედით ტკბებოდა. -გამარჯობა-ჩაფიქრებულს თავხე დავადექი. -ღმერთო ჩემო,მელისა მოხვედი? ჯერ არ გელოდი-შემეგება სავარძელი გამომიწია და დამაჯინა. -ადრე მოვედი?-გამიკვირდა. -არა-გაიცინა-ზუსტად. ქალებს კი დაგვიანება გჩვევიათ. -მე არ მივეკუთვნები მაგ კატეგორიას. -მოხარული ვარ,ძალზედ! ცოტა ვისაუბრეთ შემდეგ კი საუბარი ბრიტანეთხე გადავიტანეთ. ჩარლიმ ძალიან ბევრი რამ მიამბო. იმ საღამოს დიდად არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ გადავწყვიტე ბრიანეთში გამგზავრება. კიდევ ერთხელ ვრისკავდი და ვენდობოდი ადამიანს. “ჩარლ ვილსონი პირობას ყოველთვის ასრულეს” ბოლოს ეს მითხრა და დამემშვიდობა. მოკლედ, რომ გითხრათ ბრიტანეთში ტოლვილის სტატუსით ჩავბარდი. ამაში კი ჩარლი და მისი მეგობარი ენდი დამეხმარა. გოგონებს ცრემლიანი თვალებით გამოვემშვიდობე და ფეხი შევდი გაოცარ სამყაროში. ლონდონში დავსახლდი. იქ სააგენტომ ოჯახს ჩამაბარა დროებით თვიური საზღაური მომცეს და საბუთების მოწესრიგების, შემდეგ შევძლებდი სწავლის დაწყებასაც. მანამ სანამ ყველაფერი მოწესრიგდებოდა, ჩარლი უკეთ მასწავლიდა ინგლისურს. ცდილობდა აქცნტით მესაუბრა, მიხსნიდა მათ ქვეყანაზე,კულტურაზე ახალგაზრდები, როგორები იყვენენ და რა უნდა მექნა დავიდანვე ჩემი ადგილი, რომ დამეკავებინა და “ცუდი ბავშვებს” არ დავეჩაგრე. ჩემი ცხოვრება საოცარი სისწრაფით იცვლებოდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კარგისაკენ. ჩარლიმ თავისი მეგობრები გამაცნეს და ფაქტობრივად ჩემი მეგობრებიც გახხდნენ. მეტიც მათი სრულფასოვანი წევრი გავხდი. ერთ საღამოსაც ინგლისურშო ვარჯიშობდი უკეთ, რომ დამეხვეწა საუბარი კარებზე კაკუნი გაისმა გავაღე და ჩარლი ტორტითა იდგა, მის უკან კი მისი გიჟი მეგობრები, ბუშტებით. -დაბადების დღეს გილოცავ-ერთხმად დაიძეხენ. ჩემი მეთვრამეტე დაბადებისდღე ჯერ სახლში, შემდეგ კი კლუბში აღვნიშნეთ. საკმმად მთვრალები ვიყავით ყველა ცეკვავდა ჩარლის გარდა. ენდისთან ცეკვა შევწყიტე და მასთან მივედი,გვერდით მივუჯექი. -მშვენივრად ცეკვავ, რატომ გაჩერდი?-გამომხედა მხიარულად. -იმიტომ, რომ შენ არ ცეკვავ და ვცდილობ აგიყოლიო. -დავიღალე,რაიმე წყნარ მუსიკაზე გეცეკვები-მთელ ხმაზე ყვიროდა. -უფრო ხმამაღლა მითხარი, ძლივს ვგებულობ სიტყვებს,მუსიკა ძალიან მაღალია.-ხელი მომკიდა და გარეთ გამიყვანა. -რასაკეთებ?-გამიკვიდა. -შენს სხმის იოგებს ვუფრთხილდები. -გამიცინა. -ჩარლი -გისმენ -დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა-დამიქნია თავი-მინდა, რომ რაღაც კითხვაზე გამცე პასუხი. ვიცი მეტყვი მთვრალი ვართ სხვა დროს იყოსო, მაგრამ არა. მთვრალი მე ვარ შენ მხოლოდ ნასვამი, ამიტო პასუხის გაცემა არ გაგიჭირდება. -გისმელი,მელისა. -რატომ ამირჩიე და დამეხმარე?. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. შემდეგ კი სრულიად სერიოზულად მითხრა. -ზეციურმა ძალებმა მიბიძგა შენსკენ. -კარგი რა, მე ხომ გთხოვე-გავუბრაზდი. -კარგი,მაგრამ არ მინდა ცუდ ხასიათზე დადგე-ალმაცერად შემომხედა.”გისმენ!’ მხოლოდ ეს ვუთხარი.-როდესაც დაგინახე,მივხვდი, რომ ძალიან დიდი სევდა ტრიალებდა შენში მეც არ ვიცი, რატომ, მაგრამ გამიჩნდა სურვილი მოვსულიყავი და გამეგო,იქნებ დაგხმარებოლდი იმ მომენტში. შემდეგ შენი ისტორია მოვისმინე.მივხდი, რომ ქვეყანაში კი არა სამყაროს წინაშე მარტო იყავი, უფრო გამიმძაფრდა სურვილი დაგხმარებოდი. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მიხარია, რომ იმედები არ გამიცრუვდა შენთან მიმართებაში. …. სააგაანტოდან ძალიან დაღლილი დავბრუუნდი სახლში. საკმაოდ სიცხე იყო და გადავწყვიტე შხაპი მიმეღო, თუმცა კარზე კვლავ ლკაკუნი გაისმა. კარები გავაღე და ჩარლის დანახვა გამიკვირდხა. -ვარჯიში არ გაქვს?-გაკვირვებით ვკითხე -კი, მაგრამ სანამ წავალ ეს უნდა მომეტანა-ფურცელი ამიფრიალა. -ეგ, რა არის?-ინტერესით ვიკითხე. -რამდენიმე დღის წინ ენდის ვთხოვე, გაერკვია ისე თუ შეიძლებოდა წერილის გაგზავნა, რომ არ ყოფილიყო მაჩვენებელი, საიდან გზავნიდი. -მერე?-სუნთქვაშეკრულმს ვიკითხე -ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება ძვირფსო,მელისავ. ამ წერილს ვისაც მიწერ არა მხოლოდ უკან ვერ დაგიბრუნებს, არამედ ისიც არ ეცოდინება, საიდან მიიღო.-მაგიდაზე დადო და კარებიკსაკენ დაიძრა-შენ იცი,აბა. საღამომდე წინდაუკან დავდიოდი არ ვიცოდი,რა დამეწერა,საიდან დამეწყო ღირდა კი საერთოდ? თუმცა დედა მეცოდებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მკვდარი ვეგონე,ჩემი ხმა უნდა მიმეწყვდინა მისთვის. გონებაში უშველებელი ტექსტს ვწერდი, თუმცა ფურცელზე არცერთი არ გადამიტანია. მაგიდასთან დავჯექი კალამი და ფურცელი მოვიმარჯვე და ყველანაირ შემზადების გარეშე დავიწყე წერა. “გამარჯობა,დედა. როგორ ხარ? ალბათ,ეს მოკითხვა ფორმალური უფროა, რადგან ვიცი, რომ ძალიან ცუდად ხარ. მთლიანად გაგანადგურე და მიწასთაან გაგასწორე ვიცი,რომ ამას ფიქრობ. მაგრმა მინდა იცოდე,რომ ეს არ იყო ჩემი მიზანი. არ მინდა, ამ წერილში დავიწყო იმაზე საუბარი, რამდენად მართებულია ჩემი ქცვა. მინდა გაცნობო, რომ კარგად ვარ,არ მცივა და არ მშია. ღია ცისქვეშ არ ვარ, მაქვს საცხოვრებელი. ერთადერთი ძალიან მენატრები- შენც, მამაც და ჩემი ძმაც, რომელიც არც კი ვიცი, დად მაღიარებს თუ არა. დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ ვსწავლობ ერთ-ორ წელში უნივერსიტეტში შევაბიჯებ. გადავწვიტე სამედიცინოზე ჩავაბარო. წინასწარ ვერაფერს გეტყი,მაგრამ ყველაფერი, რომ ჩაცხრება გპირდები,დე, რომ ჩემთან წაგიყვან. არც კი გაიფიქრო, რომ ამ სიტყვის დაძახებას ამიკრძალავ. ვერავინ და ვერაფერი ვერ წამართმევს უფლებას დედა დაგიძახო და უარი ვთქვა შენზე. მამაც ყოველთვის შეუცვლელი იქნება,მაგრამ ვიცნობ,და ვერ ვბედავ მას რაიმე მივწერო. არც ის ვიცი, ამას წაიკითხავ თუ არა. ან წაკითხვის შედეგ გაამხელ თუ არა ამ წერილის არსებობას ოჯახშიც კი. იმედია ბებოც და ბაბუც კარგად არიან. ძალიან მომენატრნენ. არ იყო ჩემი მიზანი თქვენი მოლარულად განადგურება. არც დათას გაუფასურება ხალხის თვალში. უბრალოდ, ასე გამოვიდა. ჩემი ხმა,შეგრძნებები,გასაჭირი ვერცერთმა ვერ დაინახეთ და ვერ გაივონეთ. ამიტომ მივედი ამ მდგომარეობამდე. ალბათ ოდესმე ამაზედაც ვისაურებთ. გკოცნი და ძალიან მიყვარხარ. არ ინერვიულო,ცოცხალი და უნებელი ვარ. შენი მელისა.” ….. -რა ხდებოდა სკოლაში. -ტესტი მქონდა ანატომიაში საშინლად დავიღალე. სამი საათვი ვწერდი-დავიწუწუნე. -ჰმ, რა გგონია სამედიცინო?-გაიცინა. -მშია,წავიდეთ კაფეში?-ლექკვის თვალებით ავხედე-მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და კაფესკენ დავიძრით. იქვე კაფესთან მდგარ ტელეფონის ჯიხურს დავაკვირდი.-ეს საერთაშორისოა?. -საერთაშორისოა. -თბილისში დავრეკავ?-თავი დამიქნია.-დამელოდე. ტელეფონის ჯიხურში შევედი და ნაცნობიკ ნომერი ავკრიფე. -ალო-გავიგონე ჩემთვის ძალიან ნაცნობი ადამიანის ტემბრი-გისმენთ -ა.ლლ..-ვერაფერი ვთქვვი -გაჩუმდი არფაფერი არ მესმის. ლადო აუკარი პირი ეგებ აღარ იმ ღეროს-გაუწყრა ბიჭებს-ალოოოო -გამარჯობა,ლუკა-გაუბედავი ხმით ამვილაპარაკე. -გამარჯმობა?-გაკვირვებით დამიბრუნა პასუხი. აშკარა იყო,რომ მიცნო და დარწმუნება უნდოდა. -გთხოვ,არ შეიმჩნიო ბიჭებთან. -იცით,კი გამიარდა უთოს მოგება, მაგრამ ეხლა ვერ დაგელაპარაკებით ჩემი სახლი ოკუპერიბულია ჩემი ძმაკაცების მიერ, სხვა დროს სცახდეთ.-ყურმილკი დამიკიდა. ..... ესეც მორიგი თავი იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.