შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჰყევი ოცნებას (თავი 2)

28-02-2022, 00:18
ავტორი Niako261995
ნანახია 9 095

შხაპის ქვეშ მდგარმა გოგონამ სწრაფად ჩამოირეცხა ტალახი სხეულიდან და სარკეში მომზიმარმა სველი მოკლე თმა ჩამოივარცხნა, სივრცეში იყურებოდა,სადღაც სარკის მიღმა,კითხვებზე პასუხს ეძებდა,სტკიოდა მშობლების ტრაგედია.დღეს ისიც მსხვერპლი ხდებოდა, მანქანას შორის მოყოლილი უსუსური არსება.წარმოიდგინა,როგორ სტკიოდა სხეულიდან გამოჟონილი სისხლი,როგორ ისუნთქავდა ხარბად ჰაერის ბოლო ნაკადს.გამოფხიზლებულს სხეული ერთიანად გაყინვოდა.სწრაფად გაეხვია პლედში და ახლაღა აიღო ტელეფონი სადაც უამრავი გამოტოვებული ზარი და წერილი იყო.არ ჰქონდა თავი ვინმესთვის მოესმინა,აეხსნა.სიმშვიდე უნდოდა და ლიკა.თავისი ერთადერთი დაქალი,რომელიც მისი თანამგზავრი იყო ჭირსა თუ ლხინში.
-სად იყავი მთელიდღე გოგო,აგაფეთქე
-მანქანა დამეჯახა
-რა?როგორ ხარ?სად ხარ?კარგად ხარ?
-კი,კი დამშვიდდი,ცოტა გავაზვიადე დამეჯახასავით,მაგრამ გადავრჩიი.
-სად ხარ ახლა?
-სახლში..
-მოვდივარ
ლიკამ სწრაფად გათიშა ყურმილი და სიცარიელეში დარჩენილი სალომე კვლავ ეკრანს დააჩერდა.იქამდე უყურებდა გაშტერებული მანამ სანამ ეკრანზე შუქი არ ჩაქრა.ხელში კიდევ ცოტახანი ათამაშა ტელეფინი და სწრაფად აკრიფა საძიებო სისტემაში ,,დათა ჩიტაძე,,..
დაბადებული 1980 წლის 5ოქტომბერს,ბიზნესმენი.შემოსავლების უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ ბიზნესებიდან იღებს.აქციები,ობლიგაციები და ფასიანი ქაღალდები დაბანდებული აქვს არა ერთ კომპანიაში საქართველოშიც.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,არ ჰყავს შვილი.არსებობს ეჭვი,რომ ცოლის გარდა არაოფიციალური ,,ქალები,, ჰყავს.მათგან კი შვილი გაუჩინა ერთერთმა.
-როგორი სულ მდაბალი ადამიანია
გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა წაკითხულის შედეგად და უმოქმედოდ გადადო ტელეფონი.სამზარეულოში გასული ყავის კეთებას შეუდგა,იცოდა ლიკა მალე მიუკაკუნებდა და სწორედ ასეც მოხდა მეგობარს ფინჯნით ხელში შეეგება და გულ აჩქარებულს გაუწოდა დასამშვიდებლად. ყველაფერი დაწვრილევით მოუყვა და ბოლოს დამჯახებლის ვინაობაც დაამატა
-რა?დათა ჩიტაძე დაგეჯახა?
-კიი,
-ის დათა?
ხელებს არეულად იქნევდა და დასარწმუნებლად მეგობარს თვალებში შეჰყურებდა
-კი,ის დათა..
-აუ,მარათლა ისეთი სიმპათიურია როგორიც სოც.ქსელებში?
-ლიკა!
-რა იყო?მთავარია კარგად ხარ დაო.გული გამისკდა სანამ აქამდე მოვედი,მაგრამ ეგეთი კაცი მე,რომ დამჯახებოდა თავსაც კი მოვიმკვდარუნებდი მის მკლავებში მოსახვედრად
-რეებს ბოდიალობ გოგო,ბიძის ტოლა კაცია
-რა?რა ბიძის სალო..
-ხო 35 წლისაა
-მერე რა?სულ რაღაც 10 წლით არის უფროსი
-ნუ ბოდიალობ ოღონდაც,თან ცოლიანია
-ისე ხო სიმპატიურია?
-რათ გინდა ეგეთი სიმპატიურობა?ადამიანი არარაობაა,წაგიკითხავს მაინც მისი ისტორია?
-შენ როდის მოასწარი?
-სანამ მოხვიდოდი
-რაო რას წერენ?სულ ინტრიგაშია ისე,იქნებ ბევრი რამ ტყუილიც კია?
-კი, ჩემ თავზე გამოვცადე, ადგილიდან გარბოდა, რა ადამიანია ხომ ხვდები?
-ხომ,მაგრამ სახლამდეც კი მოუყვანიხარ,რატომ განსჯი ერთი ფაქტით?
-არ ვიცი, ალბათ ეგეც მართალია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდაც?
-იქნებ და გაგიმართლოს?
-რა?ცოლიანიათქო გოგო..
სალომ გულიანად გადაიხარხარა დაქალის ნათქვამზე და ყავა ტუჩებთან ახლოს მიიტანა,წამიერად ისევ ფიქრებმა შეიპყრო და ისე გაუაზრებლად მოსვა ცხელმა სითხემ ტუჩები დაუფუფქა და ტკივილისგან დაიჭყანა.
დაქალი გვიან გააცილა და სარეცელზე დამხობილს კვლავ ფიქრებში ჩაეძინა,ჩაძინებამდე კი მამაკაცის შოკოლადის ფერები დაუდგა თვალწინ. ნამდვილად სიმპატიური იყო,მისი გადაჭიმული სახის კანი და შუბლზე დაყრილი თმები იმდენად იყო ერთმანეთთან სინქორნში,რომ ასაკის ზღვარს საგრძნობლად უმცირებდა, ალბათ ბევრისთვის საოცნებო სასიძოც კი იყო,მაგრამ მასზე აგორებული ჭორები, სიმართლე თუ ტყუილი ყველაფერს ცვლიდა,ფაქტი ერთი იყო,ცოლიანი და ,,შვილიანი,, კაცი მისი ფიქრების ნაწილი არ გახდებოდა,მითუმეტეს,რომ მხოლოდ ერთი დღე დაუთმო მას და განყოფილებიდან წამოსულმა ქუჩის გადაკვეთისას, დატოვა გზის მეორე მხარეს.
,,მარკეტინგული მომსახურება მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს და ქმედებებს,რომელებიც მიმართულია იმისთვის,რომ კომპანიამ მიაღწიოს გარკვეულ მიზნებსა და ამოცანებს.მომხმარებლის მოსაზიდად იქმნება მიმზიდველი რეკლამები, რომლის მეშვეობითაც ხდება მათ ემოციებზე ზემოქმედება.“ სწორედ ეს სფერო იზიდავდა სალომეს,მთელი გულით ცდილობდა შეექმნა პროდუქტები,რომლითაც ჯერ თვითონ იყო კმაყოფილი შემდეგ უფროსობა და მომხმარებლები,რომელთანაც აფორმებდნენ ხელშეკრულებებს.მასზე იყო დამოკიდებული მომხარებელს მიიზიდავდა თუ არა კომპანიის პროდუქტი, დაინახავდნენ თუ არა ამ პროდუქტის უპირატესობებს და ღირებულებებს,უღირდათ თუ არა შეძენა კონკურენტებთან შედარებით.
მთელი დღე ოფისში ატარებდა,ბევრჯერ კაბინეტშიც კი დაძინებია,მისი გაღებული შრომა დასაფასებელი და საპატივსაცემოც კი იყო.კომპანია სადაც ის მუშაობდა ნაწილობრივ მისი დამსახურევბაც იყო,ახლა ერთერთი წამყვანი,რომ გახდა ბაზარზე.
დღეები დღეებს მისდევდა,წვიმა კვლავ ატალახებდა გარემოს,ფოთლების ბოლო ერთეულები ცვიოდა ძირს და ღრუბლებს შორის გამოპარებული მზის სხივები მთელი ძალით ცდილობდნენ გარემოს გათბობას. ყოველ ჯერზე, როცა გზაზე გადასვლას დააპირებდა მისკენ მთელი ძალით მომავალი მანქანა ახსენდებოდა,შიში იპყრობდა და ცდილობდა გზაზე მარტო არ გადასულიყო.არ უნდოდა ამ შიშში ცხოვრება,მაგრამ ვერ ართმევდა თავს,არ შეეძლო დაეღწია ამ საშინელი შეგრძნებისგან თავი.
-სალეს რას შვები?
-რავი ლიკუ,ახლაღა მოვედი სახლში..
-იკამ დამირეკა,დღეს იუბილარია და რესტორანში გვეპატიჟება,ხომ წამოხვალ?
-აუუ,როგორ დამავიწყდა,არც კი მიმილოცავს..
-არაუშავს,ვიცი დაკავებულიაო
-ჩემი სირცხვილი,მოიცა დავურეკო
ტელეფონი სწრაფად გათიშა და ნაცნობი ნომერი მოიძია,ერთხანს ზეპირადაც კი იცოდა,მაგრამ ორივე მიხვდა მათ ურთიერთობას მომავალი არ ეწერა და რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ახლა მხოლოდ მეგობრებად დარჩნენ,თავს ვერ პატიობდა,როგორ დაავიწყდა მისი დაბადების დღე,როცა ყოველთვის სიხარულით ელოდებოდა,როდის მიულოცავდა.იქნებ დრომ თავის გააკეთა და მისდამი გრძნობები საბოლოოდ წარსულს გაატანა.
-გისმენთ..
ყველაფრის მიუხედავად მისი ხმის გაგონებაზე კვლავ ჩაეღიმა
-გილოცავ იკა,ბოდიში,რომ ასე გვიან გამახსენდა,სამსახურში ისეთი ამბები გვაქვს..
-ვიცი სალო,მადლობა,დღეს გელოდებით შენ და ლიკას.
-ხო მითხრა
წამით სიჩუმე ჩამოწვა
-სალო,
-ხო იკა
-მეგობრები ვართ?
-მეგობრები ვართ იკა
-მაშ დროებით.
უსიცოცხლოდ გადადო ტელეფონი და გამზადებას შეუდგა.ირაკლი გოგოლაძე,მისი ბავშობის სიყვარული,ახლა მხოლოდ მეგობრად წოდებული.უხაროდა მისი წარმატება,გულით ახარებდა,რომ ბედნიერება იპოვა და მისთვის დანარჩენ სხვას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
შავ კაბაში,მოკლე ქერა სწორი თმით და მუქი ყავისფერი თვალებით რესტორანში ისეთი ლამაზი არავინ იყო, როგორც სალომე. დაქალმა მეგობრის დანახვაზე ემოციები ვერ შეიკავა და ჩუმად შეჰკივლა
-რა გოგო ხარ სალე
-კაი რა
მორცხვად მოუჭირა ხელი პატარა ჩანთას და იუბილარისკენ გაემართა მისალოცად.
-იკა გილოცავ კიდევ ერთხელ
-სალო,როგორ გამახარე,რომ მოხვედი
მონატრებულები ერთხანს იდგნენ ერთმანეთზე გადახვეულები და საბოლოოდ გოგონას ჩახველებამ გამოაფხიზლათ
-სალ ეს ნატაა, ჩემი სიყვარული
-სასიამოვნოა
ხელი გაუწოდა გოგონას და მის მომღიმარ ,,სასიამოვნოა,,-ს თავადაც ღიმილი შეაგება.თავისი ადგილისკენ გაემართა და უსიცოცხლოდ დაესვენა სკამზე.
-კარგად ხარ სალ?
-კი ლიკუ,რატომ მეკითხები?
-რავიცი,სიყვარულიოო..მეგობარმა თვალი გააპარა და მორცხვად იკითხა
-ის ჩემი მეგობარია,მისი სიხარული ჩემი სიხარულია
-კარგი კარგი..აბა,ხომ არ ვიცეკვოთ?
-არა მოიცა რა,ცოტახანი გავჩერდები და წავალ
-ოო,რა უსიცოცხლო ხარ. ტუჩები აიბზუა დაქალმა და დოინჯ შემორტყმული საზურგეს მიეყრდნო.
რესტორანში ყოფნა თანდათან აუტანელი ხდებოდა,დაღლილ სხეულს სასმელი იმდენად მოჰკიდებოდა ქუთუთოებს დაბლა ექაჩებოდა და ძილისკენ უბიძგებდა.თითქმის ჩაძინებული კვლავ მეგობრის ჩუმმა კივილმა გამოაფხიზლა
-არ არსებობს...პირ დაღებული გაჰყურებდა მის წინ სუფრაზე მჯდომს
-რა მოხდა?
-ვერ წარმოიდგენ აქ ვინ არის
-ვინ?სალომემ ელვის სისწრაფით მიატრიალა თავი უკან და თვალებით შეეჩეხა მომღიმარ დათა ჩიტაძეს.
მამაკაცი სკამზე მიწოლილი და საზურგეს მიყრდნობილი,ცალ ხელში სანთებელას ათამაშებდა,მეორეში კი სასმლით სავსე ჭიქა ეჭირა და მის წინ მჯდომ პატარა სხეულს ცალყბად გაღიმებული შეჰყურებდა.
-ვის უყურებ?ფიქრებიდან მის გვერდით მჯდომმა მეგობარმა გამოიყვანა.
-მას ვინც მიჩივლა
-ის,შავკაბიანი?
-კი
ისე პასუხობდა მეგობარს თვალს არ აშორებდა სკამზე მოუსვენრად მჯდომ სხეულს.
-და როდიდან გიზიდავს ბავშვები ?
-25წლისაა
-მაგრად გაკლია გეფიცები
-უბრალოდ ნება მივეცი ეჩივლა
-და რას წარმოადგენს,ვინ არის?
-არავინ,არავინ არ ყავს,სულ მარტოა
-და ასეთი სითამამე საიდან?
-,,ცხოვრებამ უბოძა,,..
სალომეს სიტყვები გაიმეორა და ჩაეცინა,მისი სითამამე არ ასვენებდა,მისი დაჟინებული მოთხოვნები სისხლს უდუღებდა.ამ წამს სურვილს იკლავდა პატარა სხეული არ ჩაეგდო ხელში.იცოდა ამის უფლებას არ მისცემდა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.ერთი მოძრაობით შესვა სასმელი და გასასვლელისკენ წასულ გოგონას კარებში დაეწია.
-გამარჯობა სალომე
ყურთან ძალიან ახლოს ჩასჩურჩულა ისე,რომ გოგონას ერთიანად გააჟრიალა და მისი ხმით დაზაფრულმა ხელები სხეულს შემოხვია.სასმელს შერეული სუნამოს სუნმა მიაღწია ცხვირის ნესტოებამდე და სასიამოვნოდ აუწვა. უნდოდა გაქცეოდა მამაკაცის დაჟინებულ მზერას,მაგრამ რაღაც ძალა არ აძლევდა უფლებას ნაბიჯი გადაედგა.
-გამარჯობა
-ჩემმა დანახვამ შეგაშინა?რატომ გამირბიხარ?
სახეზე კვლავ ირონიის ღიმილი დასთამაშებდა ,უნდოდა სალომეს თვალებში დაენახა ის რაც ასე აგიჟებდა, უარყოფა.
-დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე ბატონო დათა
-რამდენად დიდი?
-იმდენად,რომ თავზე შეყვარებული იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებთ
ხმამაღლა გადაიხარხარა მის წინ მდგომმა,ჭკუიდან შლიდაა ასეთი პატარა გოგონას რეპლიკები.
-უკაცრავად მეჩქარება
წამოსვლა დააპირა მკლავში ძლიერი ჩაჭიდება,რომ იგრძნო და კვლავ მის ყურთან აღმოჩნდა მამაკაცის ტუჩები.
-როგორი თამამი ხარ პატარა სალომე
დააჟრიალა და სასიამოვნოდ დაეღვარა სხეულზე მამაკაცის სიახლოვით გამოწვეული ემოცია.
-მელოდებიან
წამში აარიდა მზერა და კარებში გასაცილებლად მდგარი იკასკენ გაემართა.დათამ უსიამოვნოდ გააყოლა თვალი გოგონას წელზე მოხვეულ ბიჭის ხელს და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.იმ საღამოს არ მოუსვენია დათას,იმ საღამოს ვერ დაიძინა სალომემ.ნუ თუ არსებობდა ოცნებები მამაკაცის ცხოვრებაშიც,რომელიც აქამდე არ აუხდენია.ნუ თუ უნდა მიჰყოლოდა ამ ოცნებებს,მაგრამ სად მიიყვანდა ეს ყველაფერი?ფაქტი ერთი იყო,სალომეს ჰქონდა ის რაც არ დაუნახავს სხვაში,რაღაცა რასაც ფულით ვერ იყიდდა.

№1 სტუმარი Mariami

ოოოო მომეწონა ძალიან
ველი!!!

№2 სტუმარი მე❤

Niako261995
Mariami
ოოოო მომეწონა ძალიან
ველი!!!

მადლობააა❤

ერთი რამ არ მესმის,შემოდიხარ კითხულობ(ზოგადად) არ მოგეწონა,არ წერ კომენტარს,ანლაიქს აძლევ.გავიგე,მაგრამ ეს დაჰაჰავება რა უბედურებაა?მე კარგად ვწერ თუ ვერ ვწერ ჩემი საქმეა და როგორც ვაკეთებ მსიამოვნებს და იცით ამით ყველანაირი სტიმული მიქრება ვწერო.მადლობა.ეს ზოგადად ყველა შემთხვევაში მაღიზიანებს ასეთი მიდგომა.

მომწონს,ვკითხულობ,ვალაიქებ და კომენტარს ნაკლებად ვწერ ხოლმე,მაგრამ ახლა უნდა დავწერო.
ძალიან კარგად წერთ და ასე გააგრძელეთ❤

№3  offline წევრი Niako261995

მე❤

მადლობა დიდი,არა მე იმ კატეგორიაზე დავწერე ვინც აჰაჰავებს.სასაცილოდ რატომ აღიქვამენ ვერ ვხვდები.ვიღაცას მოწონს ვიღაცას არა.მევ ვკითხულობ სხვებისას მაგრამ არ დავცინი ეგ რა დაგიწერიათქო

№4 სტუმარი მე❤

შეიძლება შემთხვევით დაეჭირათ და მერე ვეღარ ცვლი.დამმართნია????????

№5 სტუმარი სტუმარი ლელა

გამარჯობა
ლამაზად გადმოცებ ემოციებს. წერე და კარგი იქნება ცოტა დიდ თავებს თუ დადებ რომ გაგვიგრძელდეს კითხვით მიყენებული სიამოვნება????. უდაიდ ნიჭიერი ხარ????

№6  offline წევრი Niako261995

სტუმარი ლელა
გამარჯობა
ლამაზად გადმოცებ ემოციებს. წერე და კარგი იქნება ცოტა დიდ თავებს თუ დადებ რომ გაგვიგრძელდეს კითხვით მიყენებული სიამოვნება????. უდაიდ ნიჭიერი ხარ????

მადლობა დიდი,სტიმულია ჩემთვის.ვეცდები გავზარდო ❤

ეგეც მართალია,უვრალოდ ხშირია თითქოს და მეწყინაა ))

№7 სტუმარი მე❤

❤❤❤

№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

№9 სტუმარი სტუმარი კატო

ძალიან პატარა თავების, ცოტა დიდი რაა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent