შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჰყევი ოცნებას (თავი 3)


1-03-2022, 15:34
ავტორი Niako261995
ნანახია 1 819

საწოლზე დამხობილი დილით მაღვიძარის ხმამ გამოაფხიზლა. ტანი ზანტად აითრია, ფეხის ფრატუნით და აჩეჩილი თმების ლაგებით გადაკვეთა აბაზანის ხაზი.ცხელი შხაპის ქვეშ ჩამოირეცხა წინა ღამის უსიამოვნო ფიქრები.მუქი ჯინსის და თბილი სვიტერის ქვეშ საგულდაგულოდ დაიფარა ხორცის ყოველი ნაწილი,გარეთ გამეფებული სიცივისგან,რომ არ შეწუხებულიყო.მუქი ყავისფერი მანტო მოისხა ტანზე და საბოლოო შტრიხად კაშნეც შემოიხვი ,,მახრჩობელასავით,,ფინჯანი ყავით ხელში,როგორც სჩვევია ამაყად შეაბიჯა სამსახურში და ღიმილიანი სახით შეეგება თანამშრომლებს.მათგან წამოსულმა გაურკვეველმა სახეებამა გოგონას განწყობა შეუცვალა.ვერ გაერკვია რა ხდებოდა.რატომ უყურებდნენ ისე თითქოს რამე დაეშავებინა.
-სალომე,ჩემს კაბინეტში
უფროსის ბოხმა ბარიტონმა სხეულს უსიამოვნო იმპულსები გაუგზავნა,ერთიანად აკანკალებულს ეგონა საქმე სასიკვდილო ცოდვასთან ჰქონდა.
-რა ხდება ბატონო გივი?
-ანუ ჯერ არ გინახავს!
-რა უნდა მენახა?
უფროსმა ცალი ხელის მოძრაობით შემოუტრიალა კომპიუტერის ეკრანი სადაც სურათზე აღბეჭდილი სალომე და დათა გარკვევით მოჩანდნენ.
-ეს,ეს რა არის?
გაოცება ვერ დამალა და იქვე მდგარ სკამზე მოწყვეტით დაეცა.
-ჩემი საქმე არ არის ეს ყველაფერი,მაგრამ როგორც მამა შვილს ისე გეუბნები,უფრთხილდი მაგ ადამიანს,ფული აქვს,მისთვის მიუღებელი არაფერია. შენ არ მიეკუთვნები იმ კატეგორიას,რომელიც მას სჭირდება. არც შენ გჭირდება ის.
-არასწორად გაიგეთ ბატონო გივი,მაშინ,რომ დამეჯახნენ ის იყო,გუშინ შემთხვევით მოვხვდით ერთად და უბრალოდ მომესალმა.
-კარგი,დამშვიდდი ახლა და საქმეს შევუდგეთ.
ოთახიდან გამოსულმა სწრაფი ნაბიჯებით გაიკვლია თავის კაბინეტამდე გზა.სავარძელში ჩასვენებულმა სახე ხელებში ჩარგო და მთელი ძალით მოისრისა,ყრუ კივილით მუშტი დასცხო მაგიდას და ამ წამს მხოლოდ იმას ნატრობდა დათა ჩიტაძე მის წინ მდგარიყო გემრიელად,რომ ეთავაზებინა სახეში.გააზრება ვერ მოასწრო კარზე კაკუნმა,რომ გამოაფხიზლა.
-დიახ
არაფრის მთქმელი ხმით და მოვალეობის მიზნით გასცა პასუხი კარს უკან მდგომს და უფლება მისცა შესულიყო კაბინეტში.საბუთების ქექვა დაიწყო საქმიანად,ეცადა არ შეემჩნია მის თავს დატრიალებული უსიამოვნება
-დილამშვიდობისა
ნაცნობი ხმის გაგონებაზე თავი დენ დარტყმულივით წამოწია და ფეხზე წამოიჭრა, კართან მომღიმარი დათა ჩიტაძე იდგა.
-ნეტა ყველა ნატვრა ასე მალე ამიხდეს.ჩუმად ჩაილაპარაკა მხოლოდ მან, რომ გაიგო ისე და სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მამაკაცს.
-თუ გინდა გამარტყი.სალომეს სახეზე კიდევ ერთხელ გადაითამაშა ირონიის ღიმილმა ,აშკარა იყო მის აზრებს კითხულობდა
-რა გინდათ ჩემგან?ან აქ რატომ მოხვედით?ის საკმარისი არ აღმოჩნდა რაც სოც.ქსელებში კაშკაშებს?იცი,ძალიან მაინტერესებს რას წერენ ,,ჩვენზე,,
-დათა ჩიტაძის მორიგი გოგო, არა, მორიგი საყვარელი,, კიდევ?კიდევ რა სიბინძურეებს აწერენ თქვენთან ერთად მყოფ გოგონებს?
ხმას არ იღებდა დათა,იდგა და უსიტყვოდ უსმენდა ანერვიულებულ გოგონას.დამშვიდებაც კი სცადა,მაგრამ ემოციებში შეჭრილ სალომეს ვერ შეეწინააღმდეგა.
-თქვენ რა ადამიანი ხართ?როგორ შეგიძლიათ ცოლს ასე მოექცეთ? თავი ვერ შეიკავა გოგონამ და კბილებში სიმწრით გამოსცრა ,,ცოლს,,
-დამშვიდდი, უკვე დავრეკე და სიახლეებს აიღებენ.
უემოციოდ წარმოთქმულ სიტყვებზე, ზურგი აქცია ოთახში მდგომს და კარისკენ გაემართა,წამით შეყოვნდა
-ჩვენზეც დაწერეს,რომ მორიგი გოგონა ხარ,მაგრამ სიმართლეა?
მეტი არაფერი უთქვამს.კარი ძლიერად გაიხურა და ასე დატოვა ოთახის ცენტრში გაოცებული სალომე,ათასი კითხვა ,რომ უტრიალებდა თავში.
-რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
დიდხანს არ მდგარა,მოსაცმელს დასწვდა და უფროსის კაბინეტში შესულს სახეზე ეწერა რა უნდა ეთქვა უფროსისთვის ,,day-off,,..თანხმობის ნიშნად გივიმ თავი დაუქნია და მრავლის მეტყველად ამოიხვნეშა,თითქოს ის დარდი ამოაყოლა,რომელიც სალომესთვის არ ემეტებოდა.
სწრაფი ნაბიჯებით აირა სადარბაზო და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ ლიკას საძინებელში შეეჭრა.ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში და დაქალის უცნაურ გამოხედვას ყურადღებას არ აქცევდა
-კარგი,დამშვიდდი და დაიწყე
-სამსახურში იყო მოსული
-ვინ?
-ის.ხელი აიქნია და ლიკას კითხვისნიშნიან სახეს,რომ წააწყდა დაუმატა-დათა
-რა?
საწოლზე წამოიწია და კარგად მოკალათდა ინტერესიანი და გაბრწყინებული სახით.
-გუშინ საღამოს ვიღაცამ ფოტოები გადაგვიღო და დილით უკვე სიახლეების ზოლში პირველი ადგილი ეჭირა ალბათ
-ალბათ?
-ხო,მე არ მინახავს გივიმ მანახა,მერე ის მოვიდა წავაშლევინებო
არეული,წინადადებებს ვერ ალაგებდა თავში მხოლოდ ის სიტყვები უტრიალებდა,რომლითაც კარის მეორე მხარეს მიატოვეს.
-იცი რა დაო..
ყველაფერი,რომ მოისმინა ლიკამ საბოლოო დასკვნა გამოუტანა დაქალის მონაყოლს
-მაგ კაცის ცოლის ამბავი არ მჯერა და მომკალი
სალომემ ტუჩის კვნეტა შეწყვიტა და დაქალს მიაჩერდა თვალებში
-რაა,როგორ გიყურებდა ვერ დაინახე გუშინ? მერე დღესაც მოვიდა.ცოლი,რომ ჰყავდეს ასე თამამად არ იმოქმედებდა. ბოლობოლო ალიმენტს გადაუხდიდა იმ ცოლს და გაშორდებოდა, მასზე ისეთები იწერება ვერცერთი ცოლი აიტანდა თუნდაც ტყუილო ყოფილიყო, სურათებშიც კი არსად ჩანს.ალბათ მაგიტომაც გითხრა ბოლო სიტყვები,რომ ტყუილია.
სალომეს იმედიანმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე, მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ ახარებდა დათას უცოლობა.მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.უდაო იყო ძალიან იზიდავდა მამაკაცი. მისი ხმის გაგონებაზე ახლაც ჟრუანტელად უვლიდა ტანში. მისი მამაკაცური მანერები,ღიმილი ბაგეს,რომ უპობს და იქიდან თეთრად დაფენილი კბილები ასე უმშვენებს ლამაზ ხორბლისფერ სახის კანს.სინქრონში,რომ ერთვის ლამაზი ცხვირის მოყვანილობა დაბურცულ ტუჩებს და ჯარად დაფენილი წამწამები მის შოკოლადის ფერებს.
-მართლაც სასურველი სასიძოა.ხმამაღლა გაიფიქრა და დაქალის გამოძახილს სამზარეულოდან ყურადღება არ მიაქცია. იცოდა არ უნდა ეოცნება იმაზე რაც მისი ვერ გახდებოდა,მაგრამ ცოტაოდენი ყურადღება მისთვის საკმარისად სასიამოვნო აღმოჩნდა გაღიმებოდა.,,მიჰყევი ოცნებებს,, თავს უფლება მისცა ეოცნება,თუნდაც საბოლოო ყოფილიყო მათი შეხვედრა დღეს მისმა გამოჩენამ და ყურადღებამ გააბედნიერა, დანარჩენი კი დროს მიანდო.
****
სახლში მისული დათა კვლავ ვისკის ბოთლს დასწვდა, ჭიქაში მოთავსებულ ყინულებს სწრაფად დაასხა სასმელი და მოწყურებულივით, ერთი ამოსუნთქვით შესვა.
,,თქვენ რა ადამიანი ხართ,,
სალომეს სიტყვებს წყობიდან გამოყავდა,თავს არარაობად გრძნობდა.ნუ თუ იმდენად ამაზრზენი იყო მის თვალში,რომ არაადამიანდ თვლიდა? მხოლოდ მასთან შეხვედრის შემდგე დაფიქრდა იმაზე თუ რას წერდნენ მასზე.არაფერი აკლია,ყველაფერი აქვს,ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია,ოჯახი საზღვარგარეთ ჰყავს,არავის დაუფასებია მისი შრომა.მხოლოდ აგორებული ჭორები,მისი ფული.ეს იყო რაც მასზე აი ტერესბდა ხალხს. ,,ცოლი,,.დიახ იყო ცოლი,მაგრამ ფულზე გაყიდული ქალი.სიყვარულით მოყვანილი და მწარედ შემცდარი მეორე ნახევრის გრძნობებში.ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა მაშინ,როცა საძინებელში სხვა მამაკაცთან შეასწრო.თავს უფლებას ვერ მისცემდა რამე დაეშავებინა,მაგრამ ვერც იმას აიტანდა სადმე კიდევ გადაყროდა.ისიც საზღვარგარეთ გაუშვა.დიახ,დღესაც ცოლი ჰქვია,მაგრამ საბუთზე დაწერილი ცარიელი სიტყვებით.
-სალომე,სალომე..
თითები თმაში შეიცურა და მუხლებზე დაყრდნობილმა ერთი ძლიერი მოძრაობით სცადა ძირებიდან ამოეგლიჯა მის თავზე დატრიალებულ უსიამოვნო აწმყოსთან ერთად.იმედის ნაპერწკალიც კი გაუკრთა თვალებში,როცა გოგონას სიჯიუტეს გადაეყარა.ეგონა ერთადერთი ადამიანი იპოვა ,რომელსაც მისი ფული არ აინტერესებდა,მაგრამ ისიც არაადამიანად თვლიდა,ალბათ,როგორ სძულდა სალომეს.ერთი ჭიქას მეორე მიაყოლა,მეორეს მესამე.სასმელი იყო რისგანაც ემოციურად დაცლას ახერხებდა.ხშირად იდგა მის კაბინეტში ალკოჰოლის სუნში შერეული თამბაქოს სურნელი.უსიცოცხლოდ წამოდგა ფეხზე და საძინებელში შესული პირქვე დამხობილი ძლიერად ჩაეჭიდა საბანს.ეგონა ოცნებებს უნდა მიჰყოლოდა,მაგრამ შეცდა.არ არსებობდა მის ცხოვრებაში არანაირი ოცნება.ყველაფერთან ერთად არ ჰქონდა არაფერი.ბოლო იმედიც გაუქრა თვალებიდან და დამძიმებულ ღამე ნათევ ქუთუთოებს უფლება მისცა მოდუნებულიყო,მალევე გადაეშვა ღრმა ძილში.ჯერ მხოლოდ შუადღე იყო,მაგრამ ძილი უნდოდა.მხოლოდ ასე გაექცეოდა მის თავზე დატრიალებულ უსიამოვნო რეალობას.
უკვე შებინდებულიყო,ტელეფონის წკრიალმა,რომ გამოაღვიძა.სახე მოიფშვნიტა და ზანტად წამოიწია ყურმილზე საპასუხოდ
-გისმენთ
-რას შვები ბიჭო
-არაფერს,სახლში ვარ
-რა ხმა გაქვს რაიყო?კარგად ხარ?
-ჰო,ჰო კარგად
საწოლიდან წამოდგომა სცადა,თავი საშინლად სტკიოდა.
-ბიჭები გამოგივლით ცოტახანში და გაბიდეთ სადმე კლუბში,არ გინდა?
-არა,არ მაქვს თავი.აქ ამოდით
აღარაფერი უთქვამს მეგობარს,ტელეფონი გათიშა და გვერდით მოისროლა,ფეხზე ძლივს წამომდგარი აბაზანაში შხაპის მისაღებად შევიდა.მალევე მოაკითხეს მეგობრებმა
-რას გავხარ ბიჭო.სერიოზული სახით ეკითხებოდა გიორგი მიქელაძე,აშკარა იყო მეგობრის მდგომარეობამ შეაშფოთა.ის ერთერთი მეგობართაგანი იყო,რომელსაც დათა ენდობოდა.კიდევ იყო ირაკლი ბერიძე და სანდრო ქაჯაია.სამივე ბავშობის მეგობარი.ერთადერთი ადამიანები ვისთანაც არ სჭირდებოდა დათას თამაში.იცნობდნენ ისეთს,როგორიც იყო და არა ისეთს როგორსაც ჟურნალებში და ქსელებში წერდნენ.
-რა გჭირს ამხელა კაცს.კითხვა გაუმეორა ბერიძემ
-არაფერი მეძინა
-კი,სახეზე გაწერია ის ,,გოგო,,
-რა გოგო.ოსტატურად სცადა თავის დაძვრენა.
-ქაჯაია,ერთი შემოუთხლაშუნე მაგას,ახლოში უზიხარ.არ ჩამორჩა პასუხს მიქელაძე.
-რაო ერთი მოყევი.ვინ არის ,რას წარმოადგენს,რა გინდა მისგან.
-სალომე.მისი სახელის ხსენებაზე შესამჩნევმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.მეგობრებმა ერთმანეღს გადახედეს და ჩაიღიმეს.
-ის გოგოა ხომ იმდღეს რესტორანში,რომ იყო.ბერიძემ კითხვის ნიშნიანი სახე მიაპწყრო დათას და მისგან თანხმობის ნიშნად დაქნეულ თავს ღიმილი შეაგება.
-პედოფილი, კბილებიდან გამოსცრა და გაეცინა
-ეე,მოიცა.დაიბნა ქაჯაია,რა პედოფილი,ვინ არის?
-პატარა ბავშვია ბიჭო,იმდღეს რესტორანში იყო,ფოტოებიც იმ გოგოს ეკუთვნოდა სასწრაფოდ,რომ წააშლევინა.
-რამდენი წლისა?
-25-ის,მუხლებს დაყრდნობილმა თავ ამოუღებლად ჩაილაპარაკა
-გამისკდა გული.შვებით ამოისუნთქა სანდრომ.
-25 წელი არც ისე პატარაა,მითუმეტეს ჩვენს ბიჭს ასაკი სულაც არ ეტყობა.მხარი გაკრა დათას და სკამზე შებარბაცებულმა ლუდის ბოთლი პირთან მიიტანა.
-კარგით ახლა ოცნებებს ნუ ამიგებთ,სულ 2ჯერ ვნახე და მორჩა.ამის შემდეგ თუ კიდევ შევხდები მხოლოდ მერე გადავწყვეტ რამე უნდა გავაკეთო თუ არა.
უკვე გვიანი იყო,ბიჭები სახლიდან,რომ გამოვიდნენ.ნასმობა სახის ნაკვთებზე ეტყობოდათ თუმცა ფეხი არცერთ ერეოდა.ტაქსის მოლოდინში ჩაფიქრებულმა ქაჯაიამ ნათელი წერტილივით მიანათა სახე ბიჭებს და თითი სახესთან ახლოს აწია
-მივხვდი,ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ორს
-როგორ ჭკუის კოლოფო.გიორგიმ თავზე ხელი შემოარტყა მეგობარს.
-როგორ და..სიტყვა გააგრძელა,მეგობრის ხელი არც კი შეიმჩნია
-ჯერ ის გოგო უნდა გავიცნოთ და მერე დავუმეგობრდეთ.
-ყოჩაღ სანდრიკ,მაგარი გეგმაა,შენ ისიც გეცოდინება ეგ,როგორ უნდა მოვახერხოთ. გიორგისაგან დაკლებული ხელი ირაკლიმაც შემოუქნია მეგობარს.
-ჰო,მაგაზე არ მიფიქრია.ახლა თავი არ მაქვს ფიქრის და ხვალ გეტყვით.
ამასობაში ტაქსიც მოვიდა და სამივე სახლში დაარიგა.
მარტო დარჩენილი დათა ღამის წყვდიადში ფრაგმენტებად ილანდებოდა,ფანჯარაში შემოჭრილი მთვარის შუქზე.ვერ დაიძინა.მხოლოდ გამთენიისას მოერია თვალებს სიმძიმე და იქვე სავარძელში ჩაეძინა.
***
-დილამშვიდობისაა
სამსახურში ახლად მისული სალომე თანამშრომლებს ღიმილიანად შეეგება და კაბინეტისკენ მიმავალს საბუთებით ხელში გივი შეეჩეხა.
-კარგი ამბავი მაქვს,1საათში თათბირი გვაქვს,იქ გაიგებთ
თვალები აშკარად აციმციმებული ჰქონდა უფროსს,ახალი ამბისგან
-კარგით.
ღიმილიანად გააგრძელა გზა და თათბირისთვის მზადებას შეუდგა.კალამი და წიგნაკი მოიმარჯვა და სათათბირო ოთახისკენ გაემართა.კართან მისულს გივიც შეხვდა და უკვე უნდა შესულიყვნენ გივიმ მზერა სხვებს ,რომ მიაპყრო
-გამარჯობა,მობრძანდით..კაცმა ხელი გაუწოდა ახალგაზრდა მამაკაცს,რიმელსაც უკან კიდევ ორი ამოსდგომოდა.
-გამარჯობა,ბატონო გივი
-თქვენ სალომე?
-გიცნობთ?
უკან მდგარმა გიორგიმ ხელი შეუმჩნევლად მიკრა სანდროს, თან ირაკლის გადახედა
-არა,ისეთი სახე გაქვთ ვიფიქრე სალომე ერქმევათქო
ბიჭების ფხუკუნზე სალომემ მზერა მათზე გადაიტანა და ისინიც წამში გაჩუმდნენ.ხმა ამოუღებლად შევიდა გოგონა ოთახში.
-ღმერთო ეს ვინ არის,შემეშინდა,როგორ შემომხედა.
-დებილი ხარ,აბა რეებს ბოდიალობ ამხელა კაცი.
-წამომცდა.
-შედი შედი,ირაკლიმ ხელი მიკრა და ოთახში შეაგდო მეგობარი.
-მოკლედ,აქ იმიტომ შეგკრიბეთ,რომ ჩვენი ახალი ინვესტორი წარმოგიდგინოთ.
-სანდრო გთხოვ.ფეხზე წამომდგარ სანდრის ღიმილი ყურებამდე გადასჭიმვოდა.მიქელაძემ ჩუმი მუჯლუგუნით ანიშნა სახე გაესწორებინა და სანდრომაც სერიოზულ სახესთან ერთად ჩაახველა.
-გამარჯობა,მოკლედ როგორც ბატონმა გივიმ აღნიშნა დაინტერესებული ვარ თქვენი კომპანიით და მსურს ინვეტიციის ჩადება.
-რა სახის ინვეტიციის ჩადებას აპირებთ?
სალომემ მოულოდნელად დასვა კითხვა და სანდროს შემცბარ სახეს მისი თვალები შეაგება.
-აქციები,ობლიგაციები ფასიანი ქაღალდები.ეს თქვენ შემომთავაზეთ,რომელი უფრო მომგებიანი იქნება ჩემთვის და თქვენთვის?
ბიჭმა ისევ ყურებამდე ღიმილი შეხედა სალომეს გამომცდელ მზერას და სათქმელი გააგრძელა.
თათბირის დასრულების შემდეგ გოგონა კაბინეტს მიუბრუნდა
-საიდან მეცნობოდა ეს ბიჭი?
თავი გააქნია და საქმეს შეუდგა,როცა კვლავ კარებზე კაკუნი გაისმა.წამით დათა გაახსენდა და მომლოდინე თვალები ჩაუქრა,როცა კარებში შემოსულ სანდრო ქაჯაია დაინახა.
-დაგეხმაროთ?მზერა მამაკაცს მიაპყრო
-ბატონმა გივიმ ძალიან გაქოთ,ალბათ ნამდვილად კარგი თანამშრომელი ხართ
-არვიცი ალბათ.
-კარგია,ამის შემდეგ თანამშრომლები ვიქნებით იქნებ დავმეგობრდეთ კიდეც.
სალომეს გაეცინა სანდროს თამამ განაცხადზე.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ახლა საქმეს უნდა მივხედო.
-კარგი,დროებით.
ღრმად ამოისუნთქა გარეთ გამოსულმა ქაჯაიამ და ბიჭების მომლოდინე მზერაზე ხელები ერთმანეთს გაახახუნა.
-მაგარი ვარ რა,აი ნახავთ ჩემი გეგმა როგორ იმუშავებს.
მის სიტყვებს კვლავ თავზე წამორტყმული ხელი მოჰყვა.ამასთან ერთად არ იცოდნენ რა შედეგები მოყვებოდა,როცა დათა ამ ყველაფერს გაიგებდა.



№1 სტუმარი Елка

Гаитарет каргиа далиан. Велодеби шемдег тавс. Царматебеби

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან მომწონს მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

 


№3 სტუმარი სტუმარი კატო

ეს გოგო არ გააბანძო, მაგრათ აწვალე დავითი, ინტერესიც მეტი ინება. კარგია

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Zalian momewona saintereso da saxaliso Tavi iyo velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️????

 


№5  offline წევრი Niako261995

დიდი მადლობა ყველას,ვეცდები ძალიან მალე დავამატო შემდეგი თავი ❤

 


№6  offline წევრი Marikagogolqdze

კარგ მეგობრებზე ძვირფასი აარფერია. ველოდები ახალ თავებს. მომწონს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent