დასაწყისი ( 4 )
ღიმილი პირზე შეაშრა როცა სავარძელში ნებიერად მოკალათებული მახო დაინახა, კახა და ლადო ფეხზე იდგნენ და პიდაღებულები უყურებდნენ ჯერ კიდევ ალექსის ტანსაცმელში გამოწყობილ, ფეხშიშველ, თმაგაშლილ გოგონას, რომელიც შიშისგან გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა მახოს და ნელ-ნელა იხევდა უკან, ერთდროულად წამოდგნენ ფეხზე მახო და ალექსი. - ამას აქ რა უნდა, -ბრაზისგან სახემოღრეცილმა იღრიალა მახომ და ელენესკენ ნაბიჯი გადადგა, უკან დაიხია ელენემ, ზურგით კედელი რომ იგრძნო და მიხვდა წასასვლელი აღარ ჰქონდა შიშისგან აცახცახდა, მხარში ჩაავლო ხელი ალექსმა მახოს უკან დაწია, ელენესთან მივიდა და წინ აეფარა, ინსტიქტურად მოხვია გამხდარი მკლავები გოგომ წელზე და ზურგიდან აეკრა. - გთხოვ უფლება არ მისცე მომიახლოვდეს, გთხოვ, -ჩურჩულებდა, უფრო და უფრო მჭიდროდ ხვევდა მკლავებს, და ალექსი უკვე ვეღარ ხვდებოდა მისი მკლავები უკრავდა სუნთქვას თუ მისი სიახლოვე, იმის გაფიქრებაზე თუ ალბათ როგორი კომიკური გამოჩნდებოდა ეს სიტუაცია გარეშე პირებისთვის ღიმილი გაჭირვებით შეიკავა, იცოდა ახლა მაქსიმალურად უნდა შეეკავებინა თავი, წინ გაცოფებული ბიძაშვილი ედგა რომელსაც ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის ცხოვრებაში და იცოდა ახლა თუ ასე გაუშვებდა აქედან საბოლოოდ გადაეკიდებოდა მახო, ის კი არადა მათი ოჯახების დაპირისპირებამდეც კი შეიძლებოდა მისულიყო საქმე, თანაც თუ მამის და ბიძის დაძაბულ ურთიერთობას გაითვალისწინებდა... მაგრამ ახლა მის წელზე შემოხვეული სუსტი ხელების და ათრთოლებული თითების პატრონისთვისაც რომ არ შეეძლო ეღალატა... იცოდა, გრძნობდა, ახლა ამწუთას, ამქვეყნად მხოლოდ მისი იმედი ჰქონდა ელენეს და ამ იმედს ვერ გაუცრუებდა, კაცთა მოდგმის ნდობას საბოლოოდ ვერ დაუკარგავდა. - ეს აქ რას აკეთებს? -მახო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, -შენთან შესარიგებლად მოვდივარ და რას ვხედავ, თურმე სახლში მოგიყვანია... - ისეთს ნურაფერს იტყვი რასაც მერე ინანებ, ელენეს საძინებელში გავიყვან, მერე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, გავარკვიოთ ყველაფერი, -ძლივს გააშვებინა გოგონას წელზე მოხვეული ხელები და საძინებლისკენ უბიძგა. - თქვენ რა ერთად გეძინათ? შენს საძინებელში, შენთან ერთად... -ძლივს ამოიხრიალა და ჩასისხლიანებული თვალები მიაპყრო შიშისგან გაფითრებულ და აცახცახებულ ელენეს. - ესე იგი რა ხდება, ქალი რომელიც მომწონს და რომლის ცოლად მოყვანასაც ვაპირებ, შენს ბინაში მოგყავს და მასთან ერთად ატარებ ღამეს? თურმე როგორ შევმცდარვარ, თუ ასეთი იაფფასიანი კახპა იყო მე რატომ მითხრა უარი და შენ რატომ ჩაგიგორდა საწოლში? მის ბოღმისა და ზიზღისგან დამანჭულ სახეს რომ შეხედა მიხვდა ალექსი ამაო იყო მშვიდად და წყნარად რამის მოგვარებაზე ფიქრი, თითქოს პირველად ხედავდა მახოს ნამდვილ სახეს, იმ მახოსას რომელსაც საკუთარი თავის გარდა არასდროს არაფერი აინტერესებდა. - წადი აქედან სანამ ცოტაოდენი მოთმინება კიდევ მაქვს შერჩენილი, -ცივად გამოსცრა კბილებში და კარისკენ მიუთითა. - ესე იგი საკუთარ ბიძაშვილს სახლიდან აგდებ? რა გიქნა ამ კახპამ ჯადო გაგიკეთა თუ საწოლში ისეთი მაგარია რომ ვეღარ ელევი? -ჩაიქირქილა და ალექსის წაშლილი სახის დანახვისას ინტიქტურად დაიხია უკან, ელვისსუსწრაფესად გაჩნდა ალექსი მასთან, გულისპირში ხელი დაავლო და ცინიკურად მომღიმარ სახეზე დააცქერდა ზემოდან. - რა გინდა? რის გაკეთებას ცდილობ მაინცდამაინც გინდა რომ ხელში შემომაკვდე? - ზედმეტი მოგდის მახო, -როგორც იქნა ხმა ამოიღო კახამ, ჯობია წახვიდე აქედან. - თქვენ საერთოდ ვინ ჩემი ფეხებიხართ რომ ჩემი და ალექსის საქმეში ერევით, -მახომ გულიანად შეუკურთხა ბიჭებს და ისეთი დარტყმა მიიღო ალექსისგან რომ ტუჩიდან და ცხვირიდან ერთდროულად წასკდა სისხლი, სახეზე ხელი აიფარა და ამოიღმუვლა. - ამას არ შეგარჩენთ, არცერთს, ეს ძუკნაც იმას მიიღებს რასაც იმსახურებს. - გთხოვ არ გინდა, გთხოვ, -ძლივსგასაგონი ჩურჩული მოესმა ალექსს და მერე მაჯაზე ჩაბღაუჭებული სუსტი თითები იგრძნო. - არ მინდა ჩემი გულისთვის იჩხუბოთ, მე წავალ, საერთოდ გავქრები თქვენი ცხოვრებიდან, მართლა გეუბნები, უბრალოდ წავალ და ყველაფერი მორჩება, -გაუცნობიერებლად ბუტბუტებდა ელენე ამ სიტყვებს და თან შიგნიდან თითქოს რაღაც უგლეჯდა გულს, თავში ჭიანჭველებივით ფუთფუთებდნენ უაზრო ფიქრები, -მართლა რომ გამიშვას? მართლა რომ მითხრას წადიო? ოღონდ ეს არა... მისკენ შებრუნდა ალექსი და გაფითრებულ სახეზე დახედა, მზერა გაუსწორა და წამში მოეშვა დაძაბული კიდურები, იგრძნო როგორ მშვიდდებოდა ნელ-ნელა და როგორ ეღვრებოდა სხეულში მისგან მომავალი უცნაური სითბო, თავისკენ მიიზიდა და გულზე მიიკრა, გამხდარ ზურგზე მოხვია ხელები, ნიკაპით თავზე დაეყრდნო და ამოიხვნეშა, ახლა მკლავებში მოქცეული, მახეში გაბმული ჩიტივით მთრთოლვარე ელენეს გარდა არაფერი არ აინტერესებდა, თუნდაც მთელი სამყარო თავზე დამხობოდა. - მახოს ჩვენ გავაცილებთ, შენ არაფერზე იფიქრო, -ლადომ ალექსისკენ შემპარავი ნაბიჯით მომავალ მახოს მხარში ჩაავლო ხელი და კარისკენ ძალით წაიყვანა, კახაც უკან მიყვათ. - - - - - - - - აბა მაჩვენე სახე, -ლადომ თავი ააწევინა ელენეს და გახეთქილი ტუჩი და დალურჯებული ლოყა დაუთვალიერა. - ნახე ბიჭო რა დღეში ჩაუგდია იმ ცხოველს, -კახას თავით ანიშნა ელენეზე და თვითონ ისე გადაუსვა თმაზე ხელი პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან ხოლმე, კახა ერთხანს უსიტყვოდ უყურებდა სახეზე ბოლოს მის წინ ჩაიმუხლა და მისი ხელი ხელებში მოიქცია. - მე და ლადოს შენთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ახლაც ვერ ვხვდები რამ აგვაცანცარა ამხელა ხალხი, ჯერ ნორმალურმა ადამიანმა ვინმეს მოტაცება როგორ უნდა იფიქრო რა მიზნითაც არ უნდა იყოს და მერე რომ გვცოდნოდა... ოდნავადაც რომ გვქონოდა წარმოდგენა მახო რასაც აპირებდა... უმწეოდ აცეცებდა თვალებს ელენე და ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, გრძნობდა რომ არ იყვნენ ცუდი ადამიანები უბრალოდ თავს უხერხულად გრძნობდა. - კარგი გეყოფათ ხომ ხედავთ ნერვიულობს, -ალექსმა ყავით სავსე ჭიქები მაგიდაზე დადგა, ლადო გვერდით გაწია და თვითონ მიუჯდა ელენეს, გოგონაც მაშინვე მიეკრა, მხარზე ლოყა მიადო და გრძელი წამწამების ქვეშიდან გამოხედა ბიჭებს - რაღაცნაირად უხდებით ერთმანეთს, -კახამ ღიმილით გადახედა ლადოს რომელიც ამაოდ ცდილობდა სერიოზული სახის შენარჩუნებას. - აქ რას აკეთებთ, მახო არ უნდა გაგეცილებინათ? -ალქსმა სიტყვა ბანზე აუგდო კახას. - გაგვეცილებინა რა სახლამდე ხომ არ მივიყვანდით, მანქანაში ჩავსვით და გავუშვით, ყელში ამოვიდა უკვე მაგის კონცერტები, ან აქამდე როგორ ვუძლებდით, ისევ შენს გამო თორემ... - ჰოო? მე კიდევ მეგონა რომ ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა ბიძაშვილში გამცვალეს, -ძლივსშეკავებული ღიმილის გამო ტუჩის კუთხე შეუხტა ალექსს. - ჰო მართლა ელენე, ეს ორი ცანცარა უნდა გაგაცნო, ლადო და კახა, ჩემი ბავშვობის მეგობრები, მართალია ხანდახან ნერვებს მიშლიან და უცნაურად და გაუგებრად იქცევიან მაგრამ... - საერთო ჯამში არ ვართ ჩვენ ცუდი ძიები, -დაასრულა ლადომ და გულიანად გადაიხარხარა. - ხმას რატომ არ იღებ, არ გველაპარაკები თუ უბრალოდ ასეთი მორიდებული ხარ? -ახლა კახა დაინტერესდა. - მე... მე უბრალოდ ჯერ კარგად არ გიცნობთ, -ძლივს ამოღერღა ელენემ. - არაუშავს გაიცნობ და შეეჩვევი, -ალექსმა თავზე აკოცა გოგონას და წამოდგა, ბიჭებიც მაშინვე წამოხტნენ ფეხზე. - ელე ცოტახნით მარტო უნდა დაგტოვო, სულ რაღაც ორიოდე საათის საქმე გვაქვს, მალე დავბრუნდები, სამზარეულოში საჭმელია, რამე მოიმზადე და ჭამე კარგი? საღამოს თუ გინდა შენს ბინაში წაგიყვან და შენი ნივთები და ტანსაცმელი წამოვიღოთ, ხომ იცი სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები აქედან არ გიშვებ. ღიმილით უყურებდა ალექსს, თავს უქნევდა და მხოლოდ მისი ნათქვამი ელე ესმოდა, ისე ლამაზად ჟღერდა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ელე... - ეს ტელეფონი გამოიყენე, ჩემი ნომერიც ჩაგიწერე, თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დამირეკე, -მობილური მიაწოდა და ნაზად მოეფერა დალურჯებულ ლოყაზე. - კარგი რა ძმაო, ისე იქცევი თითქოს ომში მიდიოდე, წამოდი ახლა დაგვაგვიანდება, -ლადომ ძლივს აიძულა რომ გოგოს მოშორებოდა. - კარი ჩაკეტე და ჩემს გარდა ვინც არ უნდა მოვიდეს არავის გაუღო, -ბოლო დარიგება მისცა სანამ კარს გაიხურავდა. - კარგად ხარ ძმაო? -კახამ ლიფტის კედელზე მიყრდნობილ ალექსს რომელიც გამწარებული იზელდა საფეთქლებს მხარი გაჰკრა. - არ ვიცი, არ ვარ კარგად, -ჩაიბურტყუნა და ლიფტიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. - ელენე მოგწონს არა? - რა მოწონება ბიჭო, მაგას უკვე მოწონება აღარ ჰქვია, ვერ დაინახე როგორ უყურებენ ერთმანეთს, -ეშმაკურად ჩაიხითხითა ლადომ. - გეყოფათ, მე თვითონაც ვერ ვხვდები რას ვგრძნობ და თქვენ რა იცით? - შენ შეიძლება ვერ ხვდები მაგრამ ჩვენ ვამჩნევთ. - არ მინდა ამაზე ფიქრი. - მახოს გამო? - მახო საერთოდ რა შუაშია? მახომ მაშინ დაკარგა მასთან მიახლოების უფლებაც კი როცა მასზე ძალადობა სცადა. - ანუ იმედგაცრუების გეშინია? - კარგი რა კახა ნუ დაიწყებ ახლა ფსიქოლოგიური სეანსის ჩატარებას, ფსიქოლოგობა თუ გინდა ფსიქოლოგად იმუშავე, ის დიპლომი და სერთიფიკატები მაინც ტყუილად გიდევს სახლში, -ბურდღუნით ჩაჯდა ავტომობილში, მთელი ძალით მიაჯახუნა კარი და ძრავა ჩართო. - ფსიქოლოგია რა შუაშია, უმარტივესია რაც ხდება, შენ უბრალოდ გეშინია, მის მიმართ რაღაცას გრძნობ და ეს რაღაც მოწონებაზე მეტია, მაგრამ გეშინია რომ ის შეიძლება იმავეს არ გრძნობდეს, ანდა თუ გრძნობს ეს გრძნობა იმ ყველაფრით არ იყოს განპირობებული რაც მოხდა, ხომ გესმის, ის ჯერ პატარაა, შენ ახლა მისთვის მამაცი მხსნელი ხარ, როგორც მის გადამრჩენელ გმირს ისე გხედავს, ძალიან ცოტა ხანია გიცნობს და უკვე შენზე ზედმეტად არის დამოკიდებული, სინამდვილეში შეიძლება არაფერსაც არ გრძნობდეს შენს მიმართ, ამის გეშინია? ალექსს არაფერი უთქვამს, საჭეს ჩაფრენილი უხმოდ მართავდა ავტომობილს და იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა რომ შეიძლება კახა მართალი ყოფილიყო. - - - - - - - - - კარი გადაკეტა თუ არა მაშინვე აბაზანაში შევიდა, იძულებული იყო ალექსის შამპუნი და შხაპის გელი გამოეყენებინა, თუმცა ვერ იტყვის რომ არ ესიამოვნა როცა მის თმას ალექსისთვის დამახასიათებელი სურნელი აუვიდა, შიშველ ტანზე პირსახოც შემოხვეული გამოვიდა საძინებელში, ალექსის მოკლემკლავიანი მაისური და თხელი სპორტული შარვალი გამოიღო კარადიდან, დიდხანს იყოყმანა სანამ მის საცვალს ჩაიცვავდა, თმა ოდნავ შეიშრო, კეფაზე შეიკრა და სამზარეულოში გავიდა რომ რამე მოემზადებინა, საშინლად შიოდა, მაცივარი გამოაღო, მისდა გასაკვირად პროდუქტით იყო სავსე, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა ეს პროდუქტი როგორ უნდა მოემზადებინა, ახლა თაროები დაათვალიერა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა მაკარონი იპოვა, ყველაზე მარტივად მოსამზადებელი რამ, ახლა მაკარონს მოამზადებს ბოლონეზეს სოუსით, ტელეფონი მოიმარჯვა რომ ინტერნეტში რეცეპტი ეპოვა და მომზადებას შეუდგა, თავისდა გასაკვირად გამოუვიდა, თვითონაც არ სჯეროდა როცა გასინჯა და ეგემრიელა, თეფშის ძებნას შეუდგა, ლამაზად დააწყო ყველაფერი სამზარეულოს მაგიდაზე, ის იყო საჭმელად უნდა დამჯდარიყო რომ კარზე კაკუნის ხმა გაისმა, შეცბა, რატომღაც შეეშინდა, ალექსი რომ ყოფილიყო, უბრალოდ შემოვიდოდა აშკარად ვიღაც უცხო იყო, გაახსენდა როგორ უთხრა ალექსმა გასვლის წინ რომ კარი არავისთვის გაეღო, ფეხაკრეფით მივიდა კართან და სათვალთვალოში გაიხედა, კართან მაღალი ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი იდგა საოცრად ნაცნობი ნაკვთებით, ერთხანს ელოდა როდის გაუღებდნენ, მერე გაბრაზებული სახით დასცხო კარს ხელი. - ალექს გააღე კარი, ბავშვივით ნუ იქცევი, ვიცი რომ მანდ ხარ, ფეხის ხმა გავიგე, გააღე რა თავს ნუ იფასებ, შენი დახმარება მჭირდება. - ალექსი სახლში არ არის, -როგორც იქნა გადაწყვიტა ელენემ რომ მისთვის ეპასუხა, რამდენიმე წამს სიჩუმე იდგა, დაუპატიჟებელ სტუმარს აშკარად გაუკვირდა რომ ალექსის მაგივრად ვიღაც სხვამ უპასუხა. - შენ ვინ ხარ? -იკითხა ბოლოს. - მე? მე ალექსის მეგობარი ვარ ელენე. - ალექსის მეგობარო ელენე, არ შემომიშვებ რომ ჩემს ძმას სახლში დაველოდო? - მისი ძმა ხარ? -ელენემ კიდევ ერთხელ გაიხედა სათვალთვალოში და შეათვალიერა, აი თურმე რატომ ეცნობოდა ასე ძალიან, მართლაც ჰგავს ალექსს, ძალიან ჰგავს... - აბა შემომოშვებ თუ არა? - საიდან უნდა ვიცოდე რომ ნამდვილად მისი ძმა ხარ და არ მატყუებ? -მაინც ვერ გარისკა ელენემ კარის გაღება, -ალექსმა მითხრა რომ მის გარდა კარი არავისთვის გამეღო, ასე რომ მაპატიე მაგრამ ვერ გაგიღებ. - კარგი რა სერიოზულად? ისედაც ძლივს გამოვძებნე დრო აქ მოსასვლელად, ბავშვებივით იქცევით, ერთი ზღაპარი გამახსენდა ამაზე, დედა თხა რომ გადის გარეთ საძოვარზე და ციკნებს უბარებს კარი არავის გაუღოთ ჩემს მეტსო. - ჰოდა ისიც გეცოდინება ბოროტი მგელი როგორ ინიღბება რომ ციკნები მოატყუოს და კარი გააღებინოს, ის კი არადა მჭედელ დათვთან მიდის და ენაზე უროს არტყმევინებს რომ ხმა დაიწვრილოს. - ვაა, შენც იცი ეს ზღაპარი? რა მაგარია, საინტერესო იქნებოდა შენთან საუბარი, შემომიშვი რა. - ვერ გაგიღებ, წადი და მერე მოდი ალექსი რომ სახლში იქნება. - მოდი კარგად შემომხედე, -ბიჭი კარს მოშორდა რომ ელენეს შეძლებოდა თავიდან ფეხებამდე შეეთვალიერებინა, -აბა რა მიგავს მგელს? მართლა სასწრაფო საქმე მაქვს, შეხედე რამდენი საბუთები მოვიტანე, -საქაღლდეებზე ანიშნა რომელიც ძლივს ეტეოდა მკლავებში, -ასე ხომ არ გამიშვებ უკან. არა, ნამდვილად არ იყო ეს ბიჭი ბოროტი მგელი, თანაც ისე ძალიან ჰგავდა ალექსს... ფრთხილად გააღო კარი და გვერდზე გადგა რომ შემოეტარებინა, შემოვიდა და ინტერესით შეათვალიერა უხერხულად აწურული გოგონა. - მოგესალმები პატარა ციკანო, მე გიორგი ვარ, -შესცინა მხიარულად, -დედა თხა სად გყავს? - ალექსს გულისხმობ? - ჰო აბა სხვას ვის? სად არის? რა თქვა როდის მოვალო? -მიაყარა ერთბაშად და მისაღებისკენ წავიდა, საქაღალდეები იქვე მაგიდაზე დააწყო და დივანზე ჩამოჯდა, კარი დახურა ელენემ, უკან მიყვა და მის პირდაპირ დაჯდა, ახლაღა მოახერხა მისი შეთვალიერება, მაღალი იყო, კლასიკურად ჩაცმული, სახის ნაკვთებით ალექსს გავდა, მხოლოდ თმა და თვალები უფრო მუქი ჰქონდა ვიდრე მას. - მითხრა რომ ცოტა ხანში მოვიდოდა, ალბათ მოვა მალე. - ჰოო, დაველოდოთ მაშინ სხვა რა გზაა, რა კარგი სუნია რამეს აკეთებდი? -სასაცილოდ შეჭმუხნა ცხვირი და სამზარეულოსკენ წავიდა, ქვაბს თავი მოხადა და შიგნით ჩაიჭყიტა. - საინტერესოდ გამოიყურება, რა არის? - მაკარონია ბოლონეზეს სოუსით. - არ მაჭმევ? შიმშილით ვკვდები, -ისე საყვარლად უშუალოდ უთხრა თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს, ღიმილი ვერ შეიკავა ელენემ. - გაჭმევ ოღონდ არ ვიცი როგორია, პირველად გავაკეთე და საერთოდ არ მეხერხება საჭმელების კეთება. - მიდი, მიდი ჩემთვისაც გადმოიღე და ერთად ვჭამოთ, რაც არის ეგ არის, მზად ვარ გავრისკო, -მხიარულად გაიკრიჭა, პიჯაკი გაიხადა, იქვე სკამზე გადაკიდა და მაგიდას მიუჯდა, უხმოდ ჭამდნენ, გაუკვირდა ელენეს როცა დამატება სთხოვა. - მართლა მოგეწონა? - არა უბრალოდ ძალიან მშია, -სრულიად უემოციოდ თქვა და როცა ელენეს მოღუშულ სახეს შეხედა გულიანად გადაიხარხარა. - გეხუმრე სულელო, ძალიან გემრიელია, მართლა გემრიელია, აშკარა პოტენციალი იგრძნობა. - ახლა დამცინი? - არა რატომ? მართლა კარგია, რამდენი წლის ხარ, -მიახალა უცბად. - თვრამეტის. - არადა უფრო პატარას გავხარ, ესე იგი შენ და ალექსი მეგობრები ხართ? - ჩვენ... ის... დაახლოებით, -დაიბნა და ენა დაება ელენეს. - საოცარია, პატარა ულამაზესი გოგონა, უბრალოდ მეგობარი რომელიც მის სახლში ცხოვრობს, ბოლონეზის სოუსიან მაკარონს ამზადებს და მისი ტანსაცმელი აცვია, ალექსს ასეთი მეგობრები არ ჰყავს. - ახლა უკვე ჰყავს, თანაც მე აქ არ ვცხოვრობ, უბრალოდ რამდენიმე დღით ვრჩები, -მოღუშულმა წამოკრიფა თეფშები, ნიჟარაში ჩააწყო, დარეცხა, იქაურობა მიალაგა, გიორგი ჩუმად, ღიმილით ადევნებდა თვალს. - მაპატიე ზედმეტი მომივიდა, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო გკითხე რაღაცეები, -გინდა ყავას მოგიდუღებ? შენ შეეშვი, -მადუღარა გამოართვა და ყავა და შაქარი გადმოალაგა. - წადი დაჯექი, მოვადუღებ და მოვალ, ჰო და კიდევ ნუ მებღვირები ასე რა. - არ გებღვირები უბრალოდ... - მესმის, გაგაბრაზე, გამიკვირდა როცა აქ დაგინახე, ამ ბინაში ქალი არასდროს მინახავს, ამ ბინაში კი არა მის გვერდითაც არ მინახავს არავინ, არ არის ჩემი ძმა ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობების მომხრე. - ამას მე რატომ მეუბნები? -ელენეს ლოყები ისე უხურდა რომ ხვდებოდა ახლა ალბათ საშინლად იყო გაწითლებული, -ხომ გითხარი რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ, მე რა შუაში ვარ მის ქალებთან? - კარგი იყოს ისე როგორც შენ გინდა, -ჩაიცინა და ყავა ჭიქებში ჩამოასხა. - წამოდი სანამ ალექსი მოვა რაღაცეებს უნდა გადავხედო, შენ უბრალოდ ჩემთან ერთად იყავი რა, არ მიყვარს მარტო ყოფნა. ფეხმორთხმით მიუსხდნენ დაბალ მაგიდას, გიორგიმ პერანგის რამდენიმე ღილი შეიხსნა, სახელოები აიკეცა და საქაღალდეებიდან საბუთები ამოალაგა, ხელებზე ნიკაპდაყრდნობილი უყურებდა ელენე, უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა, სულაც არ იყო შებოჭილი, როგორც სხვებთან, არც ლაპარაკი უჭირდა მასთან, შეიძლება იმიტომ რომ ალექსს გავდა. - ეს რა საბუთებია? რას აკეთებ? -კითხა და გვერდით მიუჯდა რომ საბუთებში უკეთ ჩაეხედა, ღიმილით დახედა ბიჭმა ზემოდან. - კომპანიის საბუთებია, რაღაც არეულობა მაქვს და ვერაფრით ვაგვარებ, ალექსი რომ აქ იყოს რამდენიმე წუთში მოაგვარებდა ყველაფერს, ფილმებში ხომ გინახავს რობოტები რომ არიან წამებში რომ კითხულობენ უამრავ რაღაცას, აანალიზებენ და აგვარებენ, ასეთია ალექსი, თანაც ჩვენი კომპანიის საქმეები თავისი ხუთი თითივით იცის, მამას დროსაც საკმაოდ დიდი იყო ჩვენი კომპანია, ოცდასამი წლის იყო ალექსი რომ გადაიბარა და ორ წელიწადში გააორმაგა კაპიტალი, საოცრებებს აკეთებდა. - თუ ასეთია ახლა რატომ აღარ მუშაობს კომპანიაში? - ალექსს თავისი საქმეები აქვს, თავისი ოცნებები, არავის აძლევს უფლებას რომ მის ცხოვრებაში ჩაერიონ, მას ეყო გამბედაობა რომ მამასთვის წინააღმდეგობა გაეწია და საკუთარი სამყარო შეექმნა სადაც თავს ბედნიერად იგრძნობდა, მე ასეთი გამბედავი არ აღმოვჩნდი... სევდიანი ხმა ჰქონდა, თავი ასწია ელენემ და შეხედა, სადღაც შორს, ფანჯრის მიღმა იყურებოდა გიორგი და ნაძალადევად იღიმოდა, ნეტავ რა იმალებოდა ამ ერთი შეხედვით ძლიერი და წარმატებული ბიჭის ნიღბის ქვეშ? - ანუ კომპანიაში მუშაობა არ მოგწონს და ბედნიერი არ ხარ? - არცერთს არ მოგვწონდა, უბრალოდ მან მოახერხა წასვლა, მე ვერა, ალბათ ზედმეტად სუსტი აღმოვჩნდი იმისთვის რომ წავსულიყავი. - ან ზედმეტად ძლიერი იმისთვის რომ დარჩენილიყავი. - მართლა ასე ფიქრობ? -მის ხმაში იმედის ნოტები გაჩნდა. - რათქმაუნდა ასე ვფიქრობ, შენ რაც გააკეთე და რასაც ახლაც აკეთებ იმას სიძლიერე სჭირდება, არ ხარ სუსტი, ნამდვილად არ ხარ. - ჰმ, იცი რომ ეს აქამდე არავის უთქვამს ჩემთვის. - სამაგიეროდ ახლა გითხრეს, -ელენემ სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი, -გინდა რომ მუშაობაში დაგეხმარო? - შენ როგორ უნდა დამეხმარო? - უბრალოდ ამიხსენი რას აკეთებ, სერიოზულად გეუბნები, მართლა შემიძლია რომ დაგეხმარო. ერთხანს ეჭვით სავსე თვალებით უყურებდა გიორგი, მერე ელენეს ზედმეტად სერიოზულ და მონდომებულ სახეს რომ შეხედა გაიღიმა, ხელები ერთმანეთზე გაუსვა და ასახსნელად მოემზადა. - - - - - - - საკმაოდ გვიან დაბრუნდა ალექსი სახლში, ღამის ათი საათი იქნებოდა კარი რომ შეაღო, მისაღებში შევიდა თუ არა გაოცებული გაშეშდა ერთ ადგილზე, დივანთან მდგარ დაბალ მაგიდასთან პირდაპირ იატაკზე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ გიორგი და ელენე, თავი მაგიდაზე გაშლილ საბუთებზე ედოთ და ეძინათ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.