შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა უსასრულობამდე


5-03-2022, 02:39
ავტორი ann nna
ნანახია 949

როგორ იწყებენ გოგოები თავიანთი ამბის მოყოლას? ალბათ პირველი რიგში გაცნობით,მოდი მეც ასე დავიწყებ ????
სალამი, ალბათ რაიმე საინტერესო ბიოგრაფიას ელოდებით თუმცა იმედების გაცრუება მომიწევს.ანა, ერთი ჩვეულებრივი 18 წლის გოგო რომელმაც ცხოვრებაში ბევრი გადაიტანს,ბევრ დამცირების გაუძლო მაგრამ დღეს მყარად დგას.. შეიძლება ოდესმე მოგიყვებით სხვებისთვის ფერად ჩემთვის კი შავ-თეთრი ცხოვრების შესახებ :)) უფლებათა დამცველი და სულით, ფიზიკურად, გულით ფემინისტი ადამიანი.ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ როგორი ჯიუტი, პირდაპირი და საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი ვიქნები. შეყვარებული? ეს უბრალოდ დროის ფლანგვაა და უაზროდ გულის ტკენაა ჩემთვის, აუტკივარ თავს ვერ ავიტკიებ ამიტომ მირჩევნია მარტომ დავტკბე ცხოვრებით და გავერთო ჩემს გემოზე.
ივნისამდე ასე მეგონა, სიყვარული გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან მაგრამ ბედმა ან ცხოვრებამ შემახვედრა ადამიანს რომლის მწვანე თვალებშიც დავიკარგე ✨
გავიდა დღეები, თვეები მაგრამ იმ მწვანე თვალებს ღრმად გაედგს ჩემს გონებაში ფესვები და აღარ მშორდებოდა. მოდით წარსულზე ნუღა ვილაპარაკებთ და დღევანდელობას დავუბრუნდეთ, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ახლახანს გავხდი სრულწლოვანი ვმუშაობ რადგან საკუთარი შემოსავალი მქონდეს,ვერ ვიტან შვილებს რომლებიც მშობლებს კისერზე აზიან. ერთ-ერთ პრესტიჟულ კომპანიაში ვმუშაობ, დღეს კომპანიაში წვეულება იმართებს და მე როგორც მომუშავე პირი ვალდებული ვარ დავესწრო, რვა საათისთვის მზად უნდა ვიყო ჯერ წინ თითქმის ორმოცი წუთა დარჩენილი.დროზე მოვემზადე, სპეციალურად მომზადებული კაბა მოვირგე და იმ ადგილისკენ გავემართე სადაც ჩემი ცხოვრება სრულიად ამოტრიალდა. დანიშნულების ადგილზე მივედი და მეც მოხდენილი ნაბიჯებით შევედი რესტორანში, მთელი თბილისის ელიტა იქ იყო შეკრებილი..არც მიკვირს, უმდიდრესი კომპანიის წვეულებას როგორ გამოტოვებდნენ.
თითქმის ორი საათია აქ ვარ, შემოვტრიალდი და წასვლა დავაპირე როდესაც ის თვალები დავინახე, ხო ის მწვანე თვალები რომლებმაც ჩემი გონება თავდაყირა დააყენეს.ლუკა შეყლაშვილი, ცნობილი ბიზნესმენის შვილი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და სახეში მიყურებდა.სუნთქვა შემეკრა და ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვახერხე, ნელნელა მიახლოვდებოდა და აი ეს მომენტიც დადგა, ადამიანი რომელიც მოსვენებიდ საშულებას არ მაძლევდა ჩემს წინ იდგა.
შემიფასეთ დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, დამიწერეთ კომენტარებში ეს შეცვალო, რა არ მოგეწონათ ან ღირს თუ არა გაგრძელებად.წინასწარ მადლობა ყველასს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent