შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყარო შენი თვალებით (ნაწილი 3)


6-03-2022, 20:09
ავტორი khatia tsurtsumia
ნანახია 1 369

გონს რომ მოვედი  ალბათ უკვე შუაღამე იქნებოდა.გადაწეული ფარდებიდან სუსტად,მაგრამ მაინც აღწევდა ლამპიონების ნათება.ოთახში მხოლოდ ღამის სანათი ენთო.წამიერად გამახსენდა მომხდარი და სხარტად წამოვჯექი.მაშინვე თავბრუ დამეხვა და საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი.ხელები თავზე მოვიჭირე მეგონა სადაცაა გამისკდებოდა.
--ეი ეიი მშვიდად__ხელები ჩამომაწევინა დანიელმა.სახიდან თმა გადამიწია და სახეში შემომაჩერდა.შიში გამქრალიყო მისი სახიდან.ისევ ის გამომეტყველება ცივი და არაფრის მთქმელი წარბები შეჭმუხვნოდა.
--როგორ ხარ??
--არვიცი თითქოს ხმები შორიდან მესმის ცოტა გაბრუებული ვარ.
--ყველაფერი  კარგად არის ახლა უსაფრთხოდ ხარ__მეჩვენებოდა თუ მართლა გაბრაზებული იყო? ვისზე ბრაზობდა ან რატომ?? მინდოდა მეკითხა თვითონ როგორ იყო მან ხომ ამდენი იწვალა ჩემთვის თავისი სიცოცხლეც საფრთხია ქვეშ დააყენა ჩემს გამო.
--დანიელ მადლობა რომ სიკვდილს გადამარჩინე.შენი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდე ჩემ გამო..
--ნებისმიერი ასე მოიქცეოდა__მითხრა ცივად. გულის არეში ტკივილი ვიგრძენი. მას იმიტომ არ გადავურჩენივარ რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ.მისი სიტყვებით კიდევ ერთხელ მიმანიშნა რომ ის გააკეთა რასაც ყველა გააკეთებდა მდინარეში ჩავარდნილი ადამიანი რომ დაენახა.
--იქ რა ჯანდაბას აკეთებდი?__იფეთქა უცებ.მის სახეზე ისეთი სიბრაზე იკითხებოდა რომ შიშის ჟრუანტელმა დამიარა.კისერზე ძარღვი დააბერვოდა და მძიმედ სუნთქავდა__ ნუთუ ისეთი სულელი ხარ რომ მარტში როცა თოვლი დნება და ამ დროს დინება ძლიერია ყინულივით ცივ წყალში გადაწყვიტე გაგრილება?ევა რაზე ფიქრობდი??__დამიყვირა განრისხებულმა და შეშინებული შევხტი.
--მე უბრალოდ ტელეფონის აღებას ვცდილობდი__ავბლუყუნდი ჩუმად ენა მებმოდა.პატარა ბავშვს ვგავდი რაღაცას რომ გააფუჭებს და მერე თავის მართლებას ცდილობს.
--მერე ღირდა??__დაიყვირა ისევ და მე ისევ შევხტი__ღირდა ეგ დედა მო**ნული ტელეფონი შენი სიცოცხლის გარისკვად??ლამის ორივე დავიხრჩეთ?? მე რომ არ წამოვსულიყავი შენ საძებნელად რა მოხდებოდა??დინება წაგიღებდა და ღმერთმა იცის სად გიპოვნიდნენ მკვდარს.მითხარი ამად ღირდა ეგ ყველაფერი??__ყვირილს არ წყვეტდა ის.
-- მადლობა ხომ მოგიხადე კიდევ რა გინდა რომ გავაკეთო??__ვიკითხე გულუბრყვილოდ
--მადლობა არ მჭირდება. მინდა რომ მეტი გონება დაატანო იმას რასაც აკეთებ და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შენ ქმედებას.მე რომ არ მეპოვნე ახლა უკვე მკვდარი იქნებოდი__მითხრა გაცხარებულმა და კბილები დააჭირა ერთმანეთს.
--ახლა ასე უნდა დამაყვედრო რომ სიკვდილს გადამარჩინე??__გავბრაზდი მეც
--რააა??__გაბრაზებული და გაოგნებული დაიძრა ჩემკენ__გაიმეორე რა თქვი??
--რაც გაიგე.თუ ყოველთვის უნდა შემახსენო რომ სიკვდილს გადამარჩინე ჯობდა იქ დაგეტოვე დასახრჩო...
--გაჩუმდიიი__მიღრიალა ისე რომ სიტყვის დამთავრება არ მაცადა მკლავში მწვდა და წამომაყენა__ჩავთვალოთ რომ არაფერი გამიგონია??ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო.ჩემს მოთმინებას ნუ ცდიი__ავის მომასწავებლად სისინებდნენ მისი ბაგეები
--ხელი გამიშვი მტკივა__ხმა გამებზარა.სადაც იყო ავტირდებოდი.დავინახე როგორ გაეღიმა. მოსწონდა იმის ყურება როგორი უსუსური ვიყავი მის მკლავებში.მერე ჩემ სახეს მოარიდა თვალი და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.ისტიქტურად მეც იგივე გავაკეთე. იმ წამს ვინატრე მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე.მისი მაისური მეცვა რომელიც საჯდომს ძლივს მიფარავდა.სახეზე სისხლი მომაწვა  და მთლიანად გავწითლდი.
--ეა ჩემ ტანზე როგორ მოხვდა??
--მე ჩაგაცვი__მითხრა ისე თითქოს ეს ისეათ მარტივ კითხვაზს პასუხი იყოო რომელის პასუხსაც ჩემით უნდა მივმხვდარიყავი.
--შენ გინდა თქვა რომ გამხადე და შენი მაისური ჩამაცვი?__კიდევ ერთხელ ვცადე დაზუსტება.გულში ღმერთს ვეხვეწებოდი რომ ეს სიმართლე არ ყოფილიყო.
--გერჩივნა სველი ტანსაცმელი გცმოდა და ჰიპოთერმია დაგმართოდა??__მკითხა ორაზროვნად
--კიი__წამოვაყრანტალე გაუაზრებლად.ისევ გაეცინა და ჩემსკენ დაიძრა.უკან უკან ვიხევდი მანამ სანამ კედელს არ ავეკარი.ერთი ნაბიჯის დაშორებით გაჩერდა და მაცდური ღიმილით დამაჩერდა.
--ევა გუშინ გამომიცხადე ზრდასრული ქალი ვარო შენ კი ბავშვივით იქცევი.შენი სხეულის ფორმების ნახვის სურვილი რომ მქონოდა გუშინვე მოგცემდი მაგის უფლებას აი იქ იმ ბნელ ჩიხში.თავად აპირებდი ჩემთვის "ყველაფრის" ჩვენებას
--როგორ ბედავ??__გავცხარდი და სილის გაწვნა დავაპირე.მოქნეული ხელი რომ გამიკავა და თავზემოთ დამაჭერინა. იგივე ბედი გაიზიარა ჩემმა მეორე ხელმაც. კედელზე ვიყავი აკრული ხელები თავ ზემოთ მქონდა გაკავებული ერთმანეთს მკერდით ვეხებოდით.სუნთქვა გამიხშირდა.
--არ გაბედო მეორედ მსგავსი რაღაცის გაკეთება__ცხელი სუნთქვა მომაფრქვია სახეზე__მე იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთნები ვინც რამდენიმეჯერ გაგაფრთხილებს. მე არ ვარ ის ადამიანი ვისთან  თამაშიც. შეიძლება.ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება__თვალებში მიყურებდა დრო და დრო მისი მზერა ჩემი ბაგეებისკენ გადაინაცვლებდა და მერე ისევ თვალებს უბრუნდებოდა.
--ხელი გამიშვი თორემ.....
__ავფართხალდი და ხელების დახსნა ვცადე.
--თორემ რაა??__უკვე ჩურჩულზე იყო გადასული.ვცდილობდი თამაშში არ ავყოლოდი.ვიცოდი თავს დავკარგავდი.
--ინანებ ჩემთან რომ დაიჭირე საქმე...
--ნუ მიწვევ ბავშვო.. უკვე ვნანობ რომ ეს გავაკეთე. ჩემი ნერვული სისტემის წყობიდან გამოყვანას წამებში ახერხებ.
ნანობდაა... ნანობდა რომ შემხვდა.ნანობდა რომ გავახსენდი და მიცნო. მე არარაობა ვიყავი მის თვალში ბავშვი რომელიც მისი ბავშვური ქცევებით მას ახალისებდა. მე მხოლოდ დროებითი გართობის საგანი ვიყავი.ხელები გავინთავისუფლე და ვცადე მომდგარი ცრემლები დამემალა.თვალებით ჩემი აწ უკვე მშრალი ტანსაცმელი მოვძებნე. რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან.
--ლილე აქ არ არის __შეცვალა თემა მან__უშგულში დარჩნენ და კარვები გაშალეს. როცა ავტობუსთან არ იყავი მე შენს საძებნელად წამოვედი. ელენეს ვუთხარი რომ გზაში დავეწეოდით. აქ რომ მოგიყვანე ლილეს დავურეკე და ვუთხარი რომ თავს შეუძლოდ გრძნობდი. ვუთხარი,რომ სერიოზული არაფერი იყო.თუ მოყოლას გადაწყვეტ დეტალები თავად მოუყევი.
--ჯობდა იქ დაგეტოვე__ვუთხარი გაბზარული ხმით__სანანებელი აღარ გექნებოდა არაფერი..
--გგონია შენ გადარჩენას ვნანობ??__მის ხმაში ყველაფერი იგრძნობოდა წყენა, ბრაზი, იმედგაცრუება,ტკივილი.არ ვიცი ეს რატომ ვუთხარი.
--ევა ძალიან გთხოვ შენს ოთახში დაბრუნდი__ნერვიულად მოისრისა შუბლი..
მის ნებას დავყევი ჩემ ტანსაცმელს ხელი დავავლე და ოთახიდან მაისურის ამარა გამოვვარდი.კარსუკან რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგე.გული მტკიოდა.მასაც გული ვატკინე.
სწრაფად შევაღე ჩვენი ოთახის კარები და საწოლზე პირქვე დავემხე.ღაწვებზე ცრემლები დამეკიდა.თავშეკავება არც მიცდია სახეზე ბალიში ავიფარე და ემოციებს გასაქანი მივეცი.ვტიროდი.მივტიროდი დაკარგულ თავმოყვარეობის გრძნობას,დაკარგულ ადამიანობას,მადლიერების გრძნობას,იმ ადამიანს ვტიროდი ვინც დანიელის გამოჩენის შემდეგ გავხდი. ღმერთო რა შტერი ვიყავი.რა მეგონა?დანიელი მიცნობდა მაში ძველი გრძნობები გაიღვიძებდა და შემიყვარებდა?? ან რომელ გრძნობებზე იყო საუბარი?მას არც არასდროს ვყვარებივარ.ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო.არ ვიცი როდის ჩამეძინა. ძილშიც კი მესიზმრებოდა ტკივილნარევი სიმწვანე შეპარული შავი სფეროები.

შემდეგი ორი დღე ჯოჯოხეთი გამოდგა ჩემთვის. გადავწყვიტე მეორე დილით ლილესთვის არაფერი მომეყოლა.ვუთხარი რომ ისევ მაღალმა ჰაერმა იმოქმედა ჩემზე და თავი შეუძლოდ ვიგრძენი.
განუწყვეტლივ დავდიოდით ქალაქში ვნეხულობდით მუზეუმებს ღირსშეაანიშნაობებს. მოვინახულეთ უამრავი ლამაზი ადგილი. ყველა აღფრთოვანებული იყო ამ კუთხის სილამაზით,ზოგს დარჩენაც კი უნდოდა.საღამოობით კაფეში იკრიბებოდა ყველა,ყველა ჩდმს გარდა. ლილე რაღაცას ხვდებოდა გამუდმებით მეკითხებოდა რაღაცეებს,მაგრამ რატომღაც სურვილი არ მქონდა მისთვის რამე მომეყოლა.
დანიელი მაიგნორებდა ორი დღის მანძილზე ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის,რაც ლილეს ეჭვებს უფრო უმყარებდა და განუწყვეტლივ მეკითხებოდა თქვენს შორის რა მოხდაო?..
მუზეუმებშიბთან დაგვყვებოდა დანიელი გვიხსნიდა დეტალურად ყველაფერს და თავის კუთხეს გვაცნობდა. იშბიათად იღიმოდა.მერე მთელი დღით სადღაც ქრებოდა ხოლმე.


ის დღე ბოლო იყო სვანეთში. გამთენიისას ეს საოცარი კუთხე უნდა დაგვეტოვებინა და სამეგრელოსკენ აგვეღო გეზი.ბოლო მუზეუმიც მოვინახილეთ დალექტორმა თავისუფლება მოგვცა. ცოტახანს ვისეირნეთ მე და ლილემ ერთად მერე ნომერში დაბრუნდა.ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა და მითხრა არ დააგვიანოო.კაპიშონი წამოვიმხე და უგზო უკვლოდ მოვყევი ხეტიალს.ხან კოშკები ვათვალიერე ხანაც ხალხმრავალ ადგილებში ვიარე.დანიელსაც მოვკარი თვალი ისევ იმ გოგოსთან.მანაც მომკრა გვალი მაგრამ მზერა ამარიდა.აბა რა მეგონა ის ზრდასრული კაცია. რატომ დაიჭერს საქმეს ბავშვთან როცა უკვე მოწიფული ქალები ახვევია გარს.დიახ ნამდვილად ბავშვი ვიყავი. სხეულის ფორმები არ ნიშნავდა არაფერს.ხასიათი და ქცევები ისევ ბავშვური მქონდა. ისევ ბავშვურად ვიბუტებოდი. ცივად ავარიდე მზერა და ისევ ქალაქში ხეტიალი გავაგრძელე.ვიარე ბევრი.ერთი ადგილიდან მეორეზე და მეორიდან ისევ თავდაპირველს ვუბრუნდებოდი. იმდენ ხანს ვიარე ვერც კი გავიაზრე როგორ გვარიანად დაბინდებულიყო.სასტუმროში უნდა დავბრუნებულიყავი,მაგრამ გული არ მიმიწევდა იქით.სვანურ კოშკებს ჩავუარე და ერთ ერთის ქვეშ პატარა ხის სკამზე ჩამოვჯექი. რამდენ საიდუმლოს და ისტორიას ინახავდნენ ეს კოშკები.რამდენი წლის იყო თითიეული ქვა. რამდენი თაობის ბავშვები დაიზარდნენ მათ ჩრდილ ქვეშ და მაინც როგორ ამაყად იდგნენ უდრეკად შეურყევლად.დროთა ცვლას მათთვის ვერაფერი დაეკლო.იდგნენ და ამაყად იმზირებოდნენ.ღამით კი როცა ყველა მიიძინებდა ჩუმად ჩურჩულებდნენ ერთმანეთთან,თავს იწონებდნენ, უცნობ ისტორიებს უზიარებდნენ ერთმანეთს.ზოგიც ერთმანეთის მტერი იყო. შურისძიებით ემუქრებოდნენ ერთმანეთს.
საათს რომ დავხედე თითქმის თერთმეტი საათი იყო.უკვე გვარიანად დაღამებულიყი და სუსხი ძვლებში ატანდა.წამოვდექი.სასტუმროში დაბრუნება არ მინდოდა.გადავწყვიტე სადმე კაფე მომეძებნა თუ კიდევ რამე იყო ღია და ცხელი ჩაის მეშვეობით გამეთბო გაყინული კიდურები.იმ ჩიხს ჩავუარე პირველად რომ მისი ხელები შემეხო. სიცილის ხმა მომესმა."ალბათ რომელიმე წყვილმა შეაფარა თავი" ვიფიქრე მე.სიბნელეში სახეებს ვერ ვარჩევდი.დამტვრეული ქართული აქცენტიც მისწვდა ჩემ ყურთასმენას.
--რა სექსუალური და მხურვალე ხარ__ვნება მორეოდა ქალს ხმაში.
--გაჩუმდი.არ მიყვარს ბევრს რომ ლაპარაკობენ__ეს მბრძანებლური ტონი.... ის იყი... დანიელი იყოო...აქ იყო ვიღაც უცხო ქალთან..ხელიდან ჩანთა გამივარდა და მოწყვეტით დაეცა ძირს. წამით ფაჩუნი შეწყდა. სწრაფად ვაქციე ზურგი. იმედია ვერ დამინახავდა. აქაურობას უნდა გავცლოდი მნიშვნელობა არ ქონდა რა მიმართულებით წავიდოდი სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა ეს ადგილი.ჩანთას ხელი დავავლე და ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული გამყინავი ხმა რომ მომესმა ზურგსუკან.
--გაჩერდი_ავტომატურად დავყევი მის ნებას. დაპროგრამებულივით შევტრიალდი მისკენ.თმაბუწერიგოდ გადაეწია სუნთქვა ქონდა გახშირებული.
--აქ რას აკეთებ?__მკითხა მკაცრად
--მე იცი კაფეს ვეძებ მინდოდა ჩაი დამელია....
--სასტუმროში დაბრუნდი ევაა ჩაის დალევას იქაც შეძლებ....
--აქ შემთხვევით მოვხვდი... არ მეგონა აქ თუ იყავით.... ხელს არ შეგიშლით__მხოლოდ ღმერთმა იცის რად მიჯდებოდა მშვიდად წარმოთქმული ეს სიტყვები და როგორ მიჭირდა თავის შეკავება რომ ცრემლად არ დავღვრილიყავი.
--ევა სასტუმროში დაბრუნდი. უკვე გვიანია. გარეთ არ უნდა იყიო__ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
-- აქ შენთან ერთად არ მოვსულვარ ვალდებული არ ვარ ის გავაკეთო რასაც მეტყვი__რა უფლებით მაძლევდა მითითებებს.ის არ იყი რამდენიმე დღის წინ რომ მეუბნებოდა ვნანობ რომ შენთან საქმე დავიჭირეო.ზურგი ვაქციე და კაფის ძებნა გადავწყვიტე მკლავში ხელი რომ ჩამავლო და მისკენ მიმატრიალა.
--აღარასდროს გაბედო ჩემთვის ზურგის შექცევა როცა გესაუბრები.
--ხელები მომაშორე...
--ჯიუტობას მორჩი და სასტუმროში დაბრუნდი.იქ ვილაპარაკებთ როცა დავბრუნდები
--შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს__ხელი გამოვგლიჯე გაგულისებულმა__შეგიძლია მიბრუნდე და მშვიდად დაამთავრო დაწყებული საქმე..
--შენ რა ეჭვიანობ??__მაცდურმა ღიმილმა გაუპო სახე??
--საიდან მოიტანეე__გავბრაზდიი
--აქედან ფეხი არ მოიცვალო დამელოდე__მიბრძანა და სიბნელეში შებრუნდა. რამდენიმე წუთი შეყოვნდა. დაბრუნებულმა ხელი წამავლი და გაურკვეველი მიმართულებით წამათრია..
--სად მიმათრევ??ხელი გამიშვი
--უნდა ვილაპარაკოთ თანაც ახლავე...
მიუხედავად ჩემი თხოვნისა ხელის გაშვებასთან დაკავშირებით რეაქცია არ ჰქონდა.სადღაც შევედით სკვერში.მსხვილ ტანიანი ხის ძირას მდგარ სკამთან მიმიყვანა. მერე ხელი გამიშვა და წინ და უკან მოჰყვა ბოლთის სცემას.
--მითხარი ჩემგან რა გინდა??შენთვის არასდროს მომიცია იმედი არც მაშინ და არც ახლოა.. არც ეჭვიანობის საბაბი.. მითხარი ჩემგან რას მოითხოვ?? აჩრდილად რატომ დამყვებიი__ვხვდებოდი როგორ ბრაზობდა,როგორ უჭირდა თავშეკავება.არვიცი რა დამემართა ემოციები მომაწვა და მომდგარი ცრემლები ვერ შევიკავე.
--არვიცი დანიელ__ტირილი ამოვაყოლე ამ ორ სიტყვას__არ ვიცი რა მემართრბა. არვიცი გესმის.შენ რომ გხედავ მთელი ბავშვობა თვალწინ მიდგება. ვცდილობდი მეჩვენებინა შენთვის რომ ბავშვი აღარ ვარ.. არვიცი რა მინდა შენგან.მაშინ როცა პირველად გამოგიტყდი გრძნობებში მითხარი  ჩემი შესაფერისი არ ხარო.მაშინ ჩემი თავი შემზიზღდა. ამდენი წლის შემდეგ როცა ისევ გამოჩნდი ვცდილობდი დამემტკიცებინ რომ შემეძლო შენი შესაფერისი ვყოფილიყავი.ვიცი იმედი არ მოგიცია ვიცი არ მოგწონვარ ვიცი მაგრამ მაშინ იმ ჩიხში როცა მითხარი ბავშვი იყავი და იმიტომ არ ვცდილობდი არაფერსო მეგონა მეგონააა...__სიტყვა ვეღარ დავასრულე განწირული ვტიროდი პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი.სულს ვეღარ ვითქვამდი ერთად მივტიროდი ყველაფერს,დაკარგულ თავმოყვარეობას,იმასაც რომ მითხრა ჩემთან არანაირი შანსი გაქვსო.ჩემ სულელურ ბავშვურ გრძნობებს.მივტიროდი იმას რომ მეცხრე კლასია მერე თან დამყვებოდა მისი აჩრდილი და იმხელა ზეგავლენას ახდენდა ჩემზე რომ ვერავისთვის შევძელი ჩემი გულის კარის გაღება.ვიდექი თავჩახრილი და მოთქმით ვტიროდი.
--ღმერთო ჩემო ,ევაა__ხელები მომკიდა და მისკენ მიმიზიდა.ჩემი ხელები მის  წელზე შემოიხვია თავისი ძლიაერი მკლავები  მხრებზე მომხვია და გულზე მიმიხუტა.
--არ შემიძლია ევა გესმის არ შემიძლია__მიმეორებდა და თავზე მკოცნიდა__შენ სიყვარულისთვის ხარ ევა შექმნილი გესმის..არშემიძლია გაიგეე არმინდა გული გატკინო.... შენ არ ხარ ფლირტისა და ბინძური ურთიერთობებისათვის შექმნილი...შეშინებულივით ცახცახებ როცა გეხები.... არვიცი როგორ შევძლებ შენთან თავშეკავებას გესმის ევა??არმინდა გული გატკინო ბავშვო..
--შენ უკვე წამართვი ბავშვობაა__თავი დავიძვრინე მისი ხელებიდან__იცი მაინც რამდენ ხანს მეზიზღებოდა ჩემი თავი? საათობით ვუყურდბდი ჩემ გამოსახულებას სარკეში და მძულდა ის ვინც იქიდან მიყურებდა...ყოველ ჯერზე როცა ფუმფულას მეძახდი ან ლოყებს მიწელავდი ჩემი სხეული უფრო მძულდა მეგონა მსუქან სხეულში გამოკეტილი მახინჯი სული ვიყავიი..შენ მე ჩემი თავი წამართვიი... ამიტო მეზიზღებოდა ჩემი თავი... შენც მეზიზღები__ცრემლები მოვიწმინდე__მეზიზღები გესმის,მძულხარ,შენ მე ბავშობა წამართვი, მაიძულე უცებ გავზრდილიყავი, მაიძულე დამეცვა ათასი საზიზღარი დიეტა, მძულხარ დანიელ ქალდანო გესმის მძულხარ__გავყვიროდი ბოლო ხმაზე და მკერდზე მუშტებს ვუშენდი.არც კი განძრეულა.მერე ხელები გამიკავა.ახლოს მიმიზიდა.
და ტუჩებზე დამჩურჩულა.
--ნუ მეუბნები რომ გძულვარ,არ გაბედო ამის მეორედ თქმა....
--მძულხარ__არ შევეპუე მეც.მის ტუჩებთან დავიჩურჩულე. ერთი არასწორი მოძრაობა და ერთმანეთის ბაგეს შევეხებიდით.
--ევაა__ასეთი მკაცრი ხმა არასდროს ჰქონია__ შენ თავს დააბრალე.. შენ მე მიწვევ და ეს ყველაფერი უპასუხოდ არ დარჩება... მე გაჩვენებ რა არის ზრდასრული ქალის და მამაკაცის ურთიერთობა.... და როცა შეშინებული ბეღურასავით აცახცახდები ინატრებ რომ ისევ ბავშვად აღგიქვაა.....
--მაგასაც ვნახავთ
მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა..
--არც კი იცი რა შარში გაები..__მითხრა და ტუჩის კუთხეში სველი კოცნა დამიტოვა
--მადლობა თქვი რომ შენი ბაგეები საკოცნელად ვერ გავიმეტე__ჩურჩულებდა ვნებიანად__არმინდა გულის შეტევა დაგემართოს.ისედაც შენი გულისცემა მთელ მესტიაში ისმის.
მხოლოდ მაშინ დავუგდე ყური ჩემს გულს საგულედან ამოვარდნას რომ ცდილობდა.რაც არ უნდა მეთქვა მასთან სხეული ყოველთვის გამცემდა. მის შეხებაზე ყოველთვის მაცახცახებდა და ტაო მაყრიდა.... ამას ვერსად გავექცეოდი ნელნელა შემიშვა ხელი თვალი არ მოუშორებია ჩემი თვალებისთვის როცა საბოლოოდ დავიგულე თავი სამშვიდობოს და მასთან გარკვეული დისტანცია დავიჭირე უხმოდ შემოვბრუნდი და სასტუმროსკენ ავიღე გეზი..
--სულელი
გავიგონე უკნიდან ჩაქირქილება და კიდევ ერთხელ ვისურვე რომ დანიელ ქალდანი ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკულიყოო
კისრის ტეხვით მივრბოდი სასტუმროსკენ და ცრემლები მახრჩობდა.ორჯერ წავიქეცი კიდეც,მაგრამ არ შევჩერებულვარ.მივრბოდი თითქოს სასტუმროში შევძლებდი დამალვას.შემეძლო მისგან დავმალულიყავი მაგრამ საკუთარ აწ უკვე დაკარგულ სინდისს და მის ქენჯნას ვერსად დავემალებოდი.
სასტუმროს შესასვლელში მამას ჯიპს მოვკარი თვალი. ისიც იქვე იდგა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო,სიცივისგან მხრები აეწურა და ერთ ადგილზე ცქმუტავდა.აქეთ-იქით იყურებოდა ალბად მე მეძებდა.შორიდანვე დავიწყე მისი  სახელის ძახილი.ჯერ გაურკვევლად მოავლო გარემოს თვალი. მერე რომ დამინახა სახე გაებადრა და ხელები გაშალა.მე თავშეკავება არც მიფიქრია ზედ შევახტი ფეხები წელზე შემოვხვია და მთელი ძალით ჩავეხუტე.
--მამას პრინცესაა როგორ მომენატრე მააა__თავზე მკოცნიდა და ხელს მისვამდა
--მეც ძალიან მომენატრე მა__კიდევ უფრო მივეკარი და უარესად ავქვითინდი.
--რამოხდა მამი__დააფრთხო ჩემმა ტირილმა__ვინმემ ხომ არ შეგაშინა??
--არა მა__ამოვისლუკუნე მე__ყველაფერს მოგიყვები ოღონდ ახლა ჩამეხუტე.
--მამას პრინცესა__მანაც ძლიერად მომხვია ხელები__რომ ვერ დაგიკავშირდი მივხვდი,რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, გულმა მიგრძნო,არ იტირო მა,მე აქ ვარ ყველაფერი კარგად იქნება..

სასტუმროს ჰოლის მყუდრო ნაწილში ვისხედით. უკვე გვიანი იყო.ჰოლი მხოლოდ რეგისტრატურის თანამშრომლები დარჩენილიყვნენ.მამას კალთაში ვიჯექი.დიახ  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მამას მუხლებზე ვიყავი წამოსკუპული სამი წლის ბავშვივით და განაბული ვტკბებოდი მამას სითბოთი. თმაზე მეფერებოდა და მკოცნიდა. მისი აქ ყოფნა მამშვიდებდა.თურმე როგორ მომნატრებია.მაკლდა მისი სითბო და ყურადღება.სულ რაღაც სამი დღე იყო რაც არ მინახავს მაგრამ ეს დღეები ახლა საუკუნედ მეჩვენებოდა.
--მააა იცი რაღაც მინდა მოგიყვე...
გაეღიმა მივხვდი რომ ჩემგან სწორედ ამას ელოდა გვერძე გადამსვა და ინტერესიანი მზერა მომაპყრო.
--გისმენ,მთელი გულისყურით.
მერე გავაკეთე ის რაც წესით აქამდე უნდა გამეკეთებინა. ავდექი და მამას ყველაფერი მოვუყევი დაწყებული მეცხრე კლასიდან დამთავრებული რამოდენიმე საათის წინ მომხდარით.მართალია რაღაც დეტალები გამოვტოვე.სრულიად მოვუყევივრას ვგრძნობდი,რას განვიცდიდი,რა მტკიოდა. მოუყევი ყველაფერი დეტალურად და თითქოს მომეშვა.ხომ გაგიგიათ ანდაზა ,,კარგის მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება"_ო მამა ზუსტად მსგავსი მსმენელი იყო.მოყოლის დროს ხშირად ეცვლებოდა სახეზე ემოციები.ხან ეღიმებოდა ხან მოიქუფრებოდა ხანაც ჩაფიქრდებოდა.ერთხელაც კი არ შემაწყვეტინა სათქმელი. მისმენდა.თითქოს იცოდა რომ ჩემი თითოეული სიტყვა გულიდან ამოძახილი იყო და თითოეული მათგანი მტკიოდა.
მოყოლა რომ დავასრულე ღრმად ამოვისუნთქე და მამას შევაჩერდი. როგორც ბრალდებული სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეჰყურებს მოსამართლეს განაჩენის მოსასმენად.
--მე პირადად ეგ ბიჭი მომწონს__წარმოთქვა უცებ
--მოიცა რაა??__ გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა
--ფიზიკურად გაიზარდე მაგრამ აქ და აი აქ ჯერ ისევ ბავშვი ხარ მა__ჯერ გულზე შემდეგ თავზე მომადო ხელი
--შენ წარსული გტანჯავს მა.. როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის უნდა გაუშვა დაივიწყო. თუ წარსულზე იქნები მიჯაჭვული მომავალი თავზე ჩამოგენგრევა ევა.მე ასე მოვიქეცი.დედაშენი რომ ჩემგან წავიდა თავი ყველაზე არარაობა მეგონა.საყვარელი ქალის შენარჩუნება რომ ვერ შევძელი.მერე შავი ფარდა გადავწიე და იქ შენ დაგინახე. მე რომ წარსულს მივჯაჭვებოდი ვერ შევძლებდი შენთვის ნათელი მომავლის შექმნას.შენ შენ თავს უნდა მისცე ევა ნათელი მომავალი. გაუშვი წარსული დაივიწყე რაც იყოო.
--კი მაგრამ მამა ეს არ ცვლის მის დამოკიდებულებას ჩემდამი....
--როგორ გინდა რომ მოიქცეს??ევა ის სწორად იქცევა.. შენ თავად უნდა გაერკვე შენ თავში.შენ გრძნობებში.მას ვერაფერს მოსთხოვ სანამ შენ თვითონ არ ჩამოყალიბდები. გინდა რომ ქალად აღგიქვას ეს გასაგებია..მაგრამ რატომ? იმოტომ რომ მოეწონო?იმიტომ რომ სინდისის ქენჯნა იგრძნოს? თუ იმიტომ რომ გინდა წარსულის გამო შური იძიო.შენი გონება ევა ამღვრეულ წყალს გავს. სანამ წყალი ამღვრეულია მასში გამოსახულებას ვერ დაინახავ.გადაწყვიტე რა გინდა. ჩამოყალიბდი შენს გრძნობებში.მისგან რას მოითხოვ როცა თავად არ იცი რა გინდა.შურისძიება??სიყვარული??ჯერ თავად უნდა გააკეთო არჩევანი ევა.
მეტი აღარაფერი უთქვამს მხოლოდ გამიღიმა.
--როგორიც არ უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება იცოდე რომ მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის.
იცით როგორი შვება ვიგრძენი??მძიმე ტვირთს რომ მოიხსნი და დასასვენებლად ჩამოჯდები. აი რა მჭირდებოდა თურმე. საუბარი. საუბარი მასთან ვისაც ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი. შემეძლო ლილესთვის მომეყოლა ყველაფერი,მაგრამ გულმა მიკარნახა რომ მამა იქნებოდა ის ერთადერთი,რომელიც არ განმსჯიდა,არ გამკიცხავდა, უბრალოდ მომისმენდა და სწორ გზაზე დამაყენებდა.
თითქმის ორი საათი იყო რომ დავიშალეთ.დილის თერთმეტ საათზე სვანეთი უნდა დაგვეტოვებინა.მამა დილით ჩემთან ერთად ისაუზმებდა და ქალაქში დაბრუნდებოდა.
ნომერი აიღო მეცმითხრა დაისვენეო და ოთახამდე გამაცილა.
--იფიქრე ევა იმაზე რაც გითხარი__კიდევ ერთხელ მაკოცა შუბლზე და თავისი  ნომრისკენ წავიდა.
ლილეს უკვე ღრმად ეძინა.ბალიში ძირს გადმოვარდნოდა თმები სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი და უდარდელად ფშვინავდა.ტანსაცმლიანი შევწექი საწოლში. ძილი არაფრით არ მომეკარა. მამას ნათქვამმა თვალები ამიხილა.მე ისევ ბავშვი ვიყავი. წრფელ და ჭეშმარიტ სიყვარულზე მეოცნებე.ბავშვი რომელიც ბეღურასავით ცახცახებდა მამაკაცის შეხებაზე.მინდოდა დანიელს სტკენოდა ისე როგორც მე მაგრამ განა რა დამიშავა?? მას არასდროს მოუცია ჩემთვის იმედი. ის არასდროს ყოფილა ჩემთან უსამართლო.რატომ ვცდილობდი მასზე შურისძიებას?? იმიტომ რომ ვერ შემიყვარა მაშინ??განა შეიძლება ვინმეს შენი შეყვარება აიძულო??მე მომწონდა დანიელი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ დანიელი ვალდებული იყო ჩემ მიმართ იგივე ეგრძნო.
საწოლში ვწრიალებდი. რაღაც არ მასვენებდა. რაღაც მჭამდა შიგნიდან.ნუთუ ეს სინდისის ქენჯნა იყო?ღმერთო რა სულელი ვიყავი? ბევრჯერ შევცდი მასთან.რატომ ვცდილობდი მის პროვოცირებას.
ავდექი.ეს ყველაფერი უნდა გამომესწორებინა.ქურთუკი მოვისხი და ოთახიდან გავედი.ფეხაკრდფით მივედი მის ნომრამდე და კარზე გაუბედავად დავაკაკუნე.ხელები მიკანკალებდა,მაგრამ ახლა უკან დახევის დრო არ იყო.ჩემი შეცდომები უნდა გამომესწორებინა სანამ ამის შესაძლებლობა კიდევ მქონდა.ყურთასმენას საკეტის გადატრიალების  ხმა მისწვდა და კარს უკან ის გამოჩნდა.წელზევით შიშველი მხოლოდ სპორტული შარვალი ეცვაა
--ევააა??__გაკვირვება შეეტყო ხმაში
--შეიძლება დავილაპარაკოთ??__ვთქვი აღალვებულმა და თითების მტვრევა დავიწყე.არაფერი მიპასუხა განზე გადგა და კარები ფართოდ გააღო.გაუბედავად გადავაბიჯე ზღურბლზე ფეხი და შევხტი როცა კარის დახურვის ხმა გავიგე.
--რა მოხდა??ყველაფერი რიგზეა??__მის ხმაში არაფერი იკითხებოდა გარდა ინტერესისა.ჩემ თავს ვაიძულე გამბედაობა მომეკრიბა
--იცი დღეს ერთი ადამიანის დახმარებით თვალი ამეხილა.და აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი...
დავინახე როგორ აზიდა წარბები მაღლა. მივხვდი რომ ამას ნამდვილად არ ელოდა.
--შენ მართალი იყავი დანიელ. მე ისევ ბავშვი ვარ რომელმაც წყენა ვერ დაივიწყა და ამ წყენამ იმდენად დამიბინდა გონება ვეღარ შევძელი გამერკვია რა იყო მართებული და რა არა.მერე კარგად დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემი წყენა უსაფუძვლო იყო.შენ არასდროს მოგიცია ჩემთვის იმედი.არც არასდროს დაგიმცირებივარ.არვიცი რატომ მეგონა,რომ შენ ჩემს მიმართ რამეს გრძნობდი.მინდოდა შური მეძია,მაგრამ მერე ჩემ თაავს კითხვა დავუსვი რატომ? რა დამიშავე? დანაშაულუ არ არის რომ არ გიყვარვარ და არ მოგწონვარ. ურთიერთობას ვერავის დააძალებ. ის ,რომ მე შენს მიმართ კიდევ გამაჩნია გრძნობები  არ ნიშნავს იმას,რომ ვალდებული ხარ შენც იმავეს გრძნობდე. შენ ამის თქმას ცდილობდი მაშინაც და ახლაც მე უბრალოდ მოსმენა არ მინდოდა. მინდოდა გულის ტკივილს გავქცეოდი.მინდა ბოდიში მოგიხადო კიდევ ერთხელ ჩემი ბავშვური გამოხტომების გამო. მადლობა რომ სიკვდილს გადამარჩინე__ბოლო სიტყვები წარმოვთქვი და მივხვდი რომ ერთიანად ვცახცახებდი. მე ეს შევძელი.შევძელი მოვრეოდი ჩემ თავს. გამომესწორებინა შეცდომა სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ იყო.მივხვდი რომ ამ დროის განმავლობაში თავდახრილი ვიდექი.მეშინოდა მისთვის შეხედვა. ვიცოდი დავიბნეოდი და სათქმელს ვერ მოვაბამდი თავს.მონოლოგს რომ მოვრჩი და მისკენ გავაპარე მზერა იღიმოდა.ცოტა მაცდურად, ეშმაკურად.არ ვიცოდი და არც იმაზე ფიქრის ენერგია მქონდა შერჩენილი რას ნიშნავდა მისი ეს გამიხედვა და ღიმილი.
--აბა რას იტყვი__დავიწყე გაუბედავად__შეძლებ მაპატიო??შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ __ვუთხარი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად.
--მეგობრები არა??__უკვე ღიად იცინოდა.ასეთი არასდროს მინახავს. მთელი სახე უცინოდა.არაფერი შეფარული არ იკითხებოდა მის სახეზე.ნეტავ რამ გაანხიარულა.მე აქ ლამის ენა მოვიტეხე სათქმელი რომ ბოლომდე მეთქვა. მოიცა ის რა დამცინოდა??
--მინდა რომ შემომედო__უცებ სახე შეეცვალა და საშინლად მომთხოვნი გახდა მისი ინტონაცია.წინააღმდეგობის გარეშე დავყევი მის ნებას და თვალდბში შევაჩერდი.
--შენ თუ გჯერა იმ ყველაფრის რაც ორიოდ წუთის წინ თქვი??აი აქ თუ გჯერა გულის სიღრმეში?__მითხრა და მკერდზე მომაბჯინა ორი თითი
--მე ის მჯერა რომ სიყვარული საჩუქარია და ვერავის აიძულებ შეგიყავროს..
--კარგი მაშინ შეგვიძლია მეგობრობა ვცადოთ__ჩამოსართმევად გაწვდილი ჩემი ხელი თავის ხელებში მოიქცია და უნაზესი კოცნა დამიტოვა კანზე.მერე კარებამდე მიმაცილა გამოაღო და დამელოდა სანამ გავიდოდი.
--ღამე მშვიდობის ევა.
--ღამე მშვიდობის დანიელ.
ზურგი ვაქციეე და ოთახისკენ ავიღე  ჰეზი.სამი ნაბიჯი მქონდა გადადგმული როუ უკნიდან მომესმა.
--ევა ლიტერატურა გიყვარს??__ორაზროვანი იყო მისი კითხვა
--კი ძალიან__სახეზე რომ შევხედე შეფარულად მიღიმოდა.
--თუ შეძლებ ჩემი თხოვნა იქნება უახლოეს მომავალში ერიკ ემანუელ შმიტის, „სიყვარულის ნექტარი. სიყვარული საწამლავია“
წაიკითხეე.
--კი მაგრამ რატომ.
--წიგნი წაიკითხე ევა__მითხრა მაცდურად და კარები მოხურა.თითქოს ყველაფერი დალაგდა,მაგრამ მისმა ბოლო სიტყვეა გონებაში ქაოსი დამიტოვა.რა შუაში იყო ჩვენ საუბართან წიგნი? მისი ეს ქმედება ძალიან უცნაური იყო....



№1 სტუმარი მე❤

კარგად წერთ,წარმატებები❤

 


№2  offline წევრი Soraya

ვერ გავიგე ევასი, კარგი ვთქვათ შანსი არ მიუცია დანიელს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა რომ მეცხრე კლასელისთვის ეთქვა შენ გამო დამცინებენო ან ევამ ბოდიში რატომ მოუხადა? საბოდიშო ბატონ დანიელს ჰქონდა, ან რა მეგობრობა, იმას არ ვგულისხმობ რომ მეგობრები არ შეიძლება იყვნენ,(და ხო არ შეიძლება, თითქოს არ მოუხდებათ) მაგრამ ერთი სიტყვით ევამ იცის რომ ქალდანი უყვარს უბრალოდ თავს ისულელებს.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან კარგია

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Bolos zan chaxlarte da ver gavige ra shuashi Ari's megobroba Roca adamiani giyvars rogor imegobreb velodebi Debi axal tavs iqbeb rame gairkves chaixlarta tvelaferi

 


№5 სტუმარი სტუმარი Keta

Velodebi shemdeg nawils

 


№6  offline წევრი Niako261995

კარგია,მაგრამ არ ვთვლი ევა თავს უნდა იმცირებდეს დანიელის წინაშე და ახსნას უკეთებდეს მის ქმედებებს.არც მათი მეგობრიბა შედგება და ეს ცხადია,რადგან არც დანიელია გულგრილი.

 


№7  offline წევრი Xutu

Male dade ra gagrzeleba es nu toveb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent