შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჰყევი ოცნებას (თავი 5)


9-03-2022, 23:43
ავტორი Niako261995
ნანახია 1 640

-დაგაგვიანდა
-დიდი ხანია ანგარიშს არავის ვაბარებ.
სასტუმროს შესასვლელში მდგარი დათა დააიგნორა და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ოთახამდე გზას.თითქოს უნდოდა მასთან სიახლოვე,მაგრამ თავს უფლებას ვერ აძლევდა მიახლოებოდა.არ უნდოდა ადვილად მოსაპოვებელი გამხდარიყო, იგრძნო სწრაფი ნაბიჯების ხმა,რომელიც მის ზურგს უკან ისმოდა,მძიმედ მოაბიჯებდა და სალომეს გაქცევას უქადდა.იცოდა მისკენ იყო მიმართული .მალევე იგრძნო მამაკაცის ძლიერი ხელის ჩაჭიდება სუსტ მაჯაში და სადღაც,როგორც პეპელა ისე გააფრიალა.შეწინააღმდეგება ვერ მოასწრო,რომ პატარა ოთახში აღმოჩნდნენ,სავარაუდოდ დამლაგებლების ოთახი იქნებოდა.დათამ კარი გადაკეტა და საყვირლად მომზადებულ სალომეს თითი ტუჩებთან მიუტანა
-ჩჩშშ..როგორი სიფრიფანა ხარ სალომე
სიმჭიდროვით გამოწვეული უხერხულობა სალომეს სუნთქვას უკრავდა.მათი გახშირებული სუნთქვა,ერთი მეორეს ეხეთქებოდა სახეზე და ორ სხეულს უფრო მეტად უკიდებდა ცეცხლს.
-რა გინდა დათა?
ძლივს ამოიჩურჩულა გოგონამ და კედელს აეკრა მიახლოებული მამაკაცისგან გასაქცევად
-ბატონო სად გაქრა?
მბჟუტავ სინათლეზეც ნათლად ჩანდა დათას ცინიკური სახე.
-ვფიქრობ ამ სიტუაციას ბატონო არ შეეფერება.
თვალი თვალში გაუყარა გოგონამ და ახლაღა შეამჩნია,როგორ უყურებდა მამაკაცი მის ბაგეებს.წამში თითი გადაატარა ტუჩებზე ისე კბილებს,რომ შეეხო.სუნთქვა შეკრულს,გულის ცემა გაუხშირდა,დათა უკან დახევას არ ცდილობდა ,მაგრამ არც სალომე უწევდა წინააღმდეგობას.ყველა ფიქრი,რომელზეც ცოტახნის წინ ასე დარწმუნებით საუბრობდა სადღაც გაქრა.სუნთქვა გაუხშირდა,მათი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდნენ,ბაგე გახსნილი აფრქვევდა ცხელ ჰაერს გაგიჟებულ მამაკაცს, რომელსაც ასე სურდამათი დაგემოვნება.ქურთუკის შიგნიდან ცივი ხელი იგრძნო სალომემ,წამიერად შეხტა.დათას მის ლოდინში ხელები მთლად გაყინვოდა, მაგრამ სხეული ერთიანად უხურდა სალომესგან გამოწვეული ვნებიანი სიმხურვალით.ტანზე გაჩენილ ბუსუსებს ხელი ააყოლა მამაკაცმა და იგრძნო ის,რაც ასე ძალიან უნდოდა გაეგო.არც სალომე იყო მის მიმართ გულგრილი
-იმ ასაკში არ ვარ პატარა ბიჭივით სიყვარულობანას ვთამაშობდე,მაგრამ შენ..შენ, საოცარი ხარ სალომე
ხმა ხრინწიანი და ჩუმი გახდომოდა,კიდევ ერთხელ დააყარა გოგონას ტაომ..
-პირველად,რომ დაგინახე არაფერი მიგრძნია,მეორედ,რომ დაგინახე ის ვიგრძენი რაც დიდი ხანია არ მიგრძნია,მესამედ,რომ დაგინახე…სიჩუმეს მათ გულის ცემას იმპულსურად აყოლილი სუნთქვა არღვევდა
-რა, მესამედ რა იგრძენი? ლოყებ შეფაკლულმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ტუჩები ენით დაისველა,ასე,რომ გამოშრობოდა.არ გამოჰპარვია დათას,პატარა სახე მტევნებში მოიქცია
-ეგრე არ გააკეთო გამაფრთხილებლად გამოსცრა კბილებიდან.
-მესამედ თუ კიდევ შეგხვდებოდი, აღარ გაგიშვებდი
ამის გაგონებაზე სალომემ კიდევ ერთხელ გაისველა ტუჩები,თან ისე მამაკაცისთვის თვალი არ მოუშორებია.თითქოს იწვევდა,უნდოდა ეგრძნო რამდენად კლავდა მისი სურვილი კაცს.თავად კი ერთიანად სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა მოსმენილზე.
-ხომ გაგაფრთხილე?
-და რა?
ირონიამ გადაურბინა და მასზე ჩაჩერებული დათა გვერდით გაწია,რომ გასულიყო.
-ისე წახვალ არაფერს მეტყვი?
-რისი მოსმენა გინდა? რომ შენზე ვგიჟდები?რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული შენს სიტყვებში?იქნებ მეც ის მორიგი გოგო ვარ სტატიებში,რომ წერენ? -ეგრე,რომ იყოს აქამდე სხვანაირად ვიმოქმედებდი. ხელზე ისე ჩაჰფრენოდა თავადაც ვერ გაიაზრა
-მეტკინა,გამიშვი
სწრაფად შეუშვა პატარა მკლავს ხელი დათამ და სალომეც ოთახიდან მთელი სისწრაფით გაიქცა.ნომერში ლიკა არ დახვდა,ახლა მაინც მარტო დარჩენა უნდოდა.ბალიშს ძლიერად ჩაეხუტა, ემბრიონის ფორმაში მოიკუნტა და ტირილი დაიწყო.ოთახში გამკრთალი მთვარის შუქი ანათებდა წყვდიადს.სიჩუმეს არღვევდა სალომეს ქვითინი.საბანზე ჩაფრენილი მთელი ძალით უჭერდა პატარა თითებს,დაუცველი ბავშვივით შიშს შეეპყრო. ეშინოდა,რომ თუ თავს უფლებას მისცემდა ეოცნება,ისევ მარტო აღმოჩნდებოდა.წარსული ყოველ წამს ახსენებდა თავს. ეშინოდა,რომ მიატოვებდნენ.ისიც ისიე მიატოვებდა,როგორც მისმა მშობლებმა მიატოვეს.თუმცა მის სხეულში და გულში შემოჭრილ ნაპერწკალს ვერაფერს უხერხებდა.დათას დანახვაზე გამოწვეულ შინაგან აფორიაქებას სახელს ვერ არქმევდა.რაც მეტად ცდილობდა გაქცევას უფრო მეტად უახლოვდებოდა.ფიქრებით დაღლილს მალევე ჩაეძინა.არ გაუგია ლიკა,როდის დაბრუნდა.დილით თავი ისე სტკიოდა ფეხზე ძლივს წამოიმართა,ოთახს თვალი შემოავლო,ლიკა ისევ არ ჩანდა -სად დადის ეს გოგო ტელეფონს ძებნა დაუწყო,ის ის იყო უნდა დაერეკა ყავით ხელში ოთახში,რომ შემოვიდა მეგობარი
- არ ვიცი გუშინ სად იყავი მთელი დღე დაო,მაგრამ ვიცი ეს დაგჭირდება
- მაგას მე მეუბნები გოგო?
გაეცინა სალომეს
- თავად სად დადიხარ?
- აუ,მოკლედ სანდროს და დათას ძმაკაცები გავიცანი,აი ძალიან კარგი ადამიანები არიან.
დათას ხსენებაზე წინა საღამოს მომხდარი გაახსენდა და სხეულში სასიამოვნოდ თბილი სითხე ჩაეღვარა.
-გიორგი და ირაკლი.თხრობას განაგრძობდა მეგობარი.
-მერე?
გაეღიმა სალომეს და ყავა ტუჩებთან ახლოს მიიტანა
-ნუ მოკლედ ვითამაშეთ კარტი რამერუმე.მარტო სანდროს ვერ ვუგებ თორემ იმათ ძალიან კარგად შევეწყე.
ბოლო სიტყვები ისე თქვა აშკარა იყო მისი გრძნობები ბიჭის მიმართ.
-დაანებე ლიკა თავი სანამ უფრო გტკენია გული,ის გოგო არ ხარ ვინმეს გაეკიდო.აქეთ გამოგეკიდოს ეგ მუტრუკი.მაცადე მაგას თუ თვალები არ დარჩეს შენზე.გადაიხარხარეს გოგონებმა და ერთმანეთს გადაეხვივნენ.

***

-გილოცავ…
ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა ლიკა და შამპანურის ჭიქას ერთი მეორის მიყოლებით ცლიდა.
-გეყოფა ლიკ ბევრი დალიე
-დღეს ხომ ახალი წელია? სხვანაირად არ შეიძლება ყველა საჭირო პროდუქტი ნომერში ჰქონდათ მომარაგებული.ბიჭებმა დაპატიჟეს რესტორანში,მაგრამ სალომეს თხოვნით ლიკამაც უარი განაცხადა. სარკმელს მიყრდნობილი,ფანჯარას ამოფარებული ჩუმად ადევნებდა თვალს მიმავალ მამაკაცებს,რომლებშიც დათას ამოცნობას ცდილობდა.ფიფქებში არეული მალევე შენიშნა თეთრ პერანგში,შავი მანტოთი მანქანისკენ მიმავალი.თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორ ეკვროდა პერანგი ტანზე და ყველა დეტალს უკვეთდა.ნერწყვი გადასცდა სალომეს გაფიქრებულზე და დაორთქლილ მინაზე,სადაც მამაკაცი უკვე წასული ეგულებოდა,თავისი პატარა თითებით გული შემოხაზა და სწრაფადვე გადაშალა.
შუაღამე იქნებოდა,ლიკა უკვე კარგად ნასვამი იყო.მეგობარმა საწოლში დააწვინა და გვერდით მიმჯდარმა საათს დახედა.მხრები აიჩეჩა და წამოდგა.კიდევ ერთხელ გახედა სარკმელში უიმედოდ შემონათებულ ლამპიონებს და თვითონაც საწოლში შეგორდა.ძილს უნდა მისცემოდა მანქანის გაჩერების ხმა,რომ გაიგონა და წამებში წამოხტა.ფეხშიშველმა გაირბინა გზა ფანჯრამდე და თითის წვერებზე აწეულმა ჩუმად გაიხედა.
-მოვიდა
თითქოს შვებით ამოისუნთქა,რა დროსაც მანქანის მეორე მხარე გაიღო და მანდილოსანი გადმოვიდა. უსიამოვნოდ გასცრა სალომეს.გულის არევის შეგრძნება იმდენად ძლიერად მოაწვა სააბაზანოში გაიქცა.თავბრუ ესხმოდა და რამდენიმე დღის წინ გახსენებულზე კიდევ უფრო ცუდად ხდებოდა.დაპატარავდა სამყარო,ოთახის კედლებმა იწყეს თითქოს სვლა და შუაში მომწყვდეული გოგონა დაუნდობლად გასრისეს.მოწოლილ ცრემლებს საშუალება არ მისცა გადმოეკვეთათ ჯებირები,თუმცა ერთი მაინც დაეკიდა ურცხვად ღაწვზე.სიმწრით მოიწმინდა და კვლავ საწოლს დაუბრუნდა.არ უნდოდა ეფიქრა რა ხდებოდა რამდენიმე ნომრის იქით.ხვალვე წავიდოდა აქედან,ოღონდ დღეს შესძლებოდა ღამე გაეყვანა ასე,რომ იწელებოდა.გამთენიისას ჩაძინებულს მზემ მალევე მოუღიტინა ქუთუთოებზე ასე,რომ დამძიმებოდა.ზანტად გაახილა თვალები და უენერგიოდ ისევ დახუჭა.დიდხანს არ გასტანა მისმა ძილმა,მალევე ლიკას ზმუილმა გამოაფხიზლა,თავის ტკივილით,რომ კვდებოდა. -ღირსი ხარ,რა ლოთი კაცივით სვამდი
-ახლა არა გთხოვ
გეზი აბაზანისკენ აიღო ლიკამ და ხელით ანიშნა მეგობარს გაჩუმებულიყო.უსაქმურად მყოფს უსიამოვნო ფიქრები,რომ გაეფანტა ტელეფონი აიღო და ეკრანზე შემოსული შეტყობინება გახსნა ,,გილოცავ,სიფრიფანა სალომე,,
იცოდა ვინ იყო ადრესატი.ტელეფონი მოისროლა და საწოლზე მიესვენა. როგორც თქვა საღამოს უკვე სხვა სასტუმროში იყვნენ.აქ კიდევ რამდენიმე დღე დარჩებოდნენ, არ უნდოდა დასვენება ჩაშხამებოდა დათას ,,ქალების,,ყურებაში.
***
-წავიდნენ,ქლოშინით შევარდა სანდრო ბიჭებთან -ვინ,სად? -ლიკა და სალომე წავიდნენ -სანდრიკ,მგონი ,,ჩვენ,, უფრო შენ..საკმარისი გააკეთე და ახლა შეეშვი რა.
-როგორ აქამდე მოსული ასე მივატოვო?
-35წლის კაცია,როგორმე გოგოს მოაწონებს თავს. მხარი აუბა ირაკლიმ გიორგის და სანდროც იქვე ჩაესვენა მოდუნებული,მართალი იყო ეს ორი.თითქოს ლოდი მოეხსნაო მშვიდად გადაყლაპა სასმელი,აქამდე ხორხში,რომ ეჩხირებოდა.

***

გაცოფებული ტკეპნიდა სივრცეს ოთახის კედლებში მოქცეული დათა.ყელზე ბრაზის და დამცირების მარწუხები ძლიერად შემოხვეოდა და მის დახრჩობას ცდილობდა.არ იყო მიჩვეული ზურგის ქცევას.ვერ აიტანა სალომეს უთქმელი წასვლა ,,გაქცევა,,როგორც თვითონ უწოდებდა.სასტუმროს კედლებში გამეფებული სიჩუმე დაარღვია მამაკაცის ღრიალმა,ასე რომ ჰგავდა დაჭრილი ცხოველის ხმას.არ მიიკარა არავინ,ჭრილობის მოშუშება თავად უნდოდა,მაგრამ ჯერ უნდა ენახა სალომე.სწრაფად დასწვდა ტელეფონს და მალევე გაიგო მისამართი სადაც იქნებოდა.1 იანვრის ღამე სრულდებოდა.ყინვის სუსხში გახვეული ბროლის ბურთი ეკიდა ცაზე,ღრუბლებს შუა მოქცეულს მაინც შეეძლო მბჟუტავად გაენათებინა წყვდიადში გახვეული ქუჩები.ხალხი ახალ წელს აღნიშნავდა,სახლებიდან მხიარულების და სიცილის ხმა სწვდებოდა სმენას.სასტუმროში შესული სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გოგონების ოთახისკენ.მთელი ძალით დააკაკუნა კარზე,მიხვდა რომ უხეში იყო მისი ქცევა ჩუმად და გარკვევით ჩაილაპარაკა
-დათა ვარ სალომე
იგრძნო,როგორ მიუახლოვდა სალომე კარს,გასაღები ფრთხილად გადაატრიალა და სახელურს დასწვდა. არ შეუხედავს ისე სწვდა ხელში და გვერდით ნომერში შეიყვანა
-როგორ ვერ მივხვდი,რომ ეს სასტუმროც შეიძლებოდა შენი ყოფილიყო
-მეგობრისაა
ვალის მოხდის მიზნით უპასუხა და სიფრიფანა სხეულისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიწყო სვლა.ოთახის შუაგულში მდგარი სალომე არ ცდილობდა გაქცევას,არც რამის ახსნას აპირებდა.მიახლოებულმა დათამ მის თვალებში დანახულ სიმშვიდეზე კბილები გააღრჭიალა -რატომ წახვედი?
-არ მინდოდა იქ.
მშვიდი, აუღელვებელი ხმა ჰქონდა სალომეს. -გინდა,რომ გავქრე?არ გინდა მხედავდე სალომე? გოგონას არა სასიამოვნოდ გასცრა სხეულში.ერთი ნახევარი არ აპირებდა დაეთმო გრძნობები ასე,რომ აგიჟებდა ,მეორე ნახევარი ჯიუტად უბიძგებდა მისი ცხოვრებიდან გაექრო
-გეკითხები ,გინდა რომ გავქრე?
წელზე მხურვალე ხელი შემოხვია სუროსავით.მისკენ ძლიერად მიიზიდა,მკერდზე აიკრა.ცალი ხელი სახეზე ჩამოუსვა,კისრიდან თმებში შეცურებული თითებით,როგორც პატარა ბავშვი ჩაებღაუჭა და უკან დაქაჩა.შველივით მოღერებულ ყელს დიდხანს ვერ უყურა,დასწვდა და ცხელი კოცნა დაუტოვა. ქვემოდან ამოხედა მისი კოცნით განაბულ სხეულს.ვნებების ცეცხლში იწვოდა სალომე.მამაკაცის სიახლოვე იმაზე მეტად იზიდავდა, ვიდრე ამას გონებაში წარმოიდგენდა.მისი ტუჩების შეხებაზე ერთიანად აცახცახებულს სხეულზე ტაომ დააყარა,სუნთქვას ამოყოლებული გმინვა აშკარას ხდიდა მის გრძნობებს.ტუჩზე სიმწრით იკბინა და თავის და უნებურად გამოსცრა
-მაკოცე
მამაკაცის თვალებში დანახულ აგიზგიზებულ ვნებას დაჰყვა,მათი ბაგეები მოწყურებულივით დასწვდა ერთი მეორეს.გამალებით უკოცნიდა დაბურცულ ტუჩებს დათა,დრო და დრო კბენდა კიდეც, გრძნობდა გოგონას სხეული,როგორ სთხოვდა მეტად შეეგრძნო სიამოვნება.ხელებს სხეულზე დააფოთიალებდა და პატარა სიფრიფანა ტანს ზედმიწევნით სწავლობდა.მკლავებში უკრთოდა სალომე,არ ცდილობდა დაძვრენას,პირველად იგრძნო გოგონა არ გაჯიუტებულიყო.ამან უფრო მეტად აღაგზნო.ძარღვები ერთიანად დაეჭიმა გრძნობა მოწოლილს.კისერზე მოხვეული პატარა მკლავებიც კი ჭკუას აკარგვინებდა.ზრდასრულ მამაკაცში გამოწვეული ეს გრძნობა ახალი იყო დათასთვის.წამით ორივე შეჩერდა.ხშირ სუნთქვას აფრქვევდა სახეზე, შუბლ მიდებული ორი სხეული. -სალო კარგად ხარ?
კარებზე კაკუნი გაისმა,ლიკა იყო.დენდარტყმულივით დაიხია უკან გოგონამ.ისე უპასუხა მეგობარს თვალი არ მოუშორებია დათასთვის.
-კი ლიკა მალე მოვალ.
სამარისებური სიჩუმე სუფევდა ჩაბნელებულ ოთახში.მკრთალად დალანდული სხეულები,მაინც ნათლად მოჩანდა,ერთ ადგილას,რომ გაშეშებულიყვნენ.სახეზე ხელები აიფარა დათამ,ღრმად ამოისუნთქა და ჩაიმუხლა
-რას ვაკეთებ? თავის თავს კითხვას დაუსვა და მუხლებზე დაყრდნობილმა,თავი დაბლა დახარა. -რა გინდა ჩემგან პატარა სალომე.რატომ გამოჩნდი? ფეხზე წამოიმართა და გოგონას მიუახლოვდა. ოროსანი ბავშვივით მის წინ ატუზული ხმას ვერ იღებდა.თუმცა სიტყვები არ იყო საჭირო იმ მომენტში.თვალები ლაპარაკობდა ორივეს მაგივრად.გული ამოვარდნას ჰქონდა.სხეულს სიმხურვალის კვალი კვლავ გადაურბენდა ხოლმე.კბენით ნატკენი ტუჩებიც ახსენებდა თავს.ინსტინქტურად ხელი მოისვა ბაგეებზე
-გატკინე?მაპატიე,ვერ მოვითმინე.ძალიან გემრიელი ტუჩები გაქვს. ისეთი მშვიდი და აუღელვებელი ხმა ჰქონდა დათას, სალომეს ლოყებზე სიწითლის ელფერმა დაჰკრა.ცალი ხელით ნიკაპი ზემოთ ააწევინა და კიდევ ერთხელ დაუტოვა სველი კოცნა,ისეც გაურკვევლობაში მყოფს.
-აღარ გააკეთო გთხოვ
-უკვე გვიანი.
ღიმილის კუთხე ჩატეხა,ასე,რომ უხდებოდა.შუბლზე ჩამოყრილი თმები ტალღებად,რომ დაჰკლაკნოდა მის ღიმილს კიდევ უფრო მომაჯადოებელს ხდიდა. -ვიცი გაჯიუტდები და წახვალ,ვიცი უარით გამისტუმრებ კიდევ,მაგრამ არ დაგთმობ.
-ქალი,ვინ იყო ის ქალი?
ქალის ხსენებაზე ხმამაღლა გადაიხარხარა დათამ,აქამდე ასეთი მხიარული არ ენახა სალომეს.მოქუფრული სახე გადაეშალა და გაუნათდა გაზაფხულის მზიანი დღესავით.
-აი თურმე რატომ გამომექეცი
-არ გამოგექეცი,წამოვედი
-თავს ნუ აჯერებ სალომე,აშკარაა გიჟდები ჩემზე კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და გასაქცევად გამზადებული გოგონა კარებში დაიჭირა
-გეხუმრე, ჩემი ბიძაშვილია დამშვიდდი ისევ ირონია დასთამაშებდა და გოგონას რეაქციებზე ხალისობდა.
-გამიხარდა,რომ იეჭვიანე.
-არ ვიეჭვიანე,გავბრაზდი მეგონა ის სიტყვები რაც მანამდე თქვი სრული სიცრუე იყო.
-35წლის მამაკაცი ვარ,დიდი ხანია ტყუილებს გადავეჩვიე.
-მე კიდევ 25 წლის,ჯერ კიდევ ბავშვი ვარ იცი? -გაგზრდი,შენ მაგაზე არ იდარდო.აშკარად გამხიარულებული ჩანდა დათა.
-მე უნდა წავიდე ლიკა მელოდება.საცოდავად ამოთქვა
-ხვალ ვბრუნდები ქალაქში,ბიზნეს შეხვედრა მაქვს,რესტორანში ვიკრიბებით.მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე,რას იტყვი?
-ასე ცხადად?
-დასამალი არაფერი მაქვს,საოცარი ქალბატონი მეყოლება გვერდით ხელისგული გადაატარა ლოყაზე და თმები ყურებს უკან გადაუწია.
-მართლა საოცარი ხარ
-ვერ წამოვალ,მაპატიე.ლიკას არ ვაწყენინებ. დათამ მთელი ძალით ჩაიკრა გულში,ძლიერი მკლავები შემოხვია და თავზე აკოცა.
-იცი პირველად რა მომეწონა შენში?
-სხვაზე,რომ ზრუნავდი.მაშინაც სხვების სიცოცხლეზე ფიქრობდი,რომ დაგეჯახე.
-კარგად დაგიმახსოვრებია
მამაკაცის მკლავებიდან პატარა ბავშვივით ამოყო თავი,სხეულიდან აყოლილი სასიამოვნო სურნელი ცხვირში უღიტინებდა და სალომეც ხარბად,თუმცა ჩუმად ისუნთქავდა, დიდხანს,რომ გაჰყოლოდა სუსხიან ღამეებში გასახსენებლად.

ოთახში ფეხ აკრეფით შეიპარა და საწოლში ჩაწოლით უნდოდა თავის დაძვრენა,ლიკამ სინათლე,რომ აანთო.
-სიმართლე თუ სიმართლე?
თავზე დასდგომოდა მეგობარი და ჯერ კიდევ ლოყა შეფაკლულ სალომეს ინტერესიანად დასცქეროდა. -უნდა წაჰყვე
-გაგიჟდი?არა.იმაზე ბევრად მეტის უფლება მივეცი ვიდრე უნდა გამეკეთებინა,მაგრამ ლიკა თავი ვერ შევიკავე გესმის?მის თითოეულ გადმოდგმულ ნაბიჯზე გული კიდევ უფრო მეტად იწყებს ფეთქვას და ჩემს თავს არ ვგავარ.ისეთი სურნელი აქვს ჯერ მარტო,ჭკუა საბოლოოდ დავკარგე,რომ არ ეკოცნა ალბათ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი იქიდან. გაბადრული სახით უსმენდა ლიკა,ასეთს პირველად ხედავდა.უხაროდა გამოცოცხლებული გოგოს დანახვა.
-მგონი ასეთი არასდროს ყოფილხარ,სწორედ ამიტომ უნდა წაჰყვე
- არა-თქო და მორჩა.
-მე სანდროს გამოვყვები.წარბები აათამაშა ლიკამ თავისი გეგმა ასე ძალიან,რომ მოეწონა.
-გადაირიე?
-არა დაო,არა.მინდა ბედნიერი იყო.აშკარაა შეყვარებულია შენზე დათა.თუ ბედნიერება გინდა უნდა იბრძოლო მისთვის.
ბრძოლა ნამდვილად დასჭირდებოდა.მას ხომ მამაკაცი უყვარდებოდა,ისეთი მამაკაცი სასურველ სასიძოდ,რომ მიიჩნეოდა.



გამარჯობა,მადლობა,რომ კითხულობთ,პატარა თავების გამო ბოდიში.როგორც ვახერხებ ისე ვწერ.ვცდილობ.სიმართლე გითხრათ ცოტა მოსაწყენი გახდა თითქოს ისტორია.გამიზიარეთ აზრები,რომ მეტი სტიმულით გავაგრძელო წერა.



№1  offline წევრი Koala°

კარგია და სულაც არ მიმაჩნია მოსაწყენად❤️ თავებს რაც შეეხება არც ისე პატარებია❤️ წარმატებები❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Kkk

Araa dzaan kaiaa momwons araperi araaa mosawkeni gadasarevia . Gazarde ra tavebi da male dade gtxov

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი ისტორიაა!
ბედნიერი, ლაღი, მარტივი, ცოტა დაძაბული, თან არა ბანალური

გააგრძელე აუცილებლად!

 


№4 სტუმარი M

იმედია არ შეწყვეტ წერას, ველოდები ახალ თავებს♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

კარგი ისტორიაა და საინტერესოდაც წერ.არ შეწყვიტო.

 


№6 სტუმარი 11

აღარ აგრძელებთ?:((

 


№7 წევრი Xutu

Zaan kargia magram mal Malé dade

 


№8  offline წევრი Niako261995

გამარჯობა,ბოდიშს ვიხდი იცაბედი გაქრობისთვის..ხვალ აუცილებლად დავდებ,უბრალოდ ვერ მოვახერხე აქამდე.ზოგადად არ მიყვარს ასე მოქცევა და გამოვასწორებ

 


№9 სტუმარი სტუმარი კატო

რაღას ელოდები დადე რაა. თან იქნებ ცოტა გაადიდო თავები ძაან პატარებია

 


№10  offline წევრი Niako261995

თავი დამატებულია უბრალოდ ჯერ არ იდება რატონღაც.ველოდები დასტურს

 


№11  offline წევრი Marikagogolqdze

მოსაწყენი სულაც არააა. უბრალოდ არ გააფუჭო და დათა გააბედნიერე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent