შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამოთხე


11-03-2022, 22:26
ავტორი tearprincesess
ნანახია 974

უკვე დიდი ხანია ოჯახური ვახშამამი ოჯახურს აღარ გავდა . შვილები რომლებსაც მამის ეშინიათ, ცოლი რომელიც ყოველ წუთს მზადაა შენიშვნისთვის . ეს არ არის ოჯახი რომელზეც ფეფო ოცნებობდა. ჯერ კიდევ მაშინ ,როცა ფეფო სკოლის მოსწავლე იყო , უეცრად გამოჩენილმა დაქალის ბიძაშვილმა ხელი დაავლო და თავის ქალად აქცია . ალექსანდრე ფილფანი ,სვანი ბიჭი რომელიც პატარა ,ცქრიალა გოგომ მოხობლა .დიდ ხანს არც უფიქრია დაინახა თუ არა მშობლებთან მივიდა გამოუცხადა ცოლი მომყავსო. ბევრს ეხვეწნენ მშობლები კარგად დაფიქრებულიყო ,მაგრამ ვერაფერი შეასმინეს . რამდენიმე დღეში სკოლიდან მომავალი ,მეგობრებით სავსე მანქანაში ძალით ჩასვა და მთებში წაიყვანა . რა აღარ მოიმოქმედა, როგორ არ ეხვეწა ფეფო ,რომ გაეშვა ,მაგრამ არაფერმა გაჭრა . მიხვდა აზრი აღარ ქონდა არაფრის გაკეთებას, ჩუმად დაჯდა და ტირილი დაიწყო .

-სესილია , ჭამა დაამთავრე .
გაისმა ალექსანდრეს ხმა . სესო მაშინვე მოიღუშა ,ლამის ტირილი დაიწყო .
-სესო შენ ხო გინდა ,რო დიდი გაიზარდო და კალათბურთი ერთად ვითამაშოთ ხოდა ამიტომ ბოლომდე უნდა შეჭამო ხო ? .სიტუაცია მიშომ გამოასწორა ,სესომ ცრემლი მოიწმინდა და მამას გაუღიმა .
-კარგი მა , იცი რა მაგრა თამაშობს მიშო კალათბურთს რატო არ დადიხარ ხოლმე ჩვენთან ერთად თამაშებზე?
ლაპარაკი დაიწყო და აღარ ჩერდებოდა, ნელ-ნელა ალექსანდრეს სახე ეცვლებოდა. საბოლოოდ ამოსასხა , მაგიდაზე ხელი დაარტყა და ხმამაღლა დაიყვირა :
- გეყოფა, რამდენჯერ გითხარი ნუ საუბრობ მაგიდასთან თქო ! ავკრძალე ამ სახლში კალათბურთზე საუბარი, ფეფო რატომ არ ვიცი რომ მიშო კიდევ დადის ამ სპორტზე . გამაგებინეთ არ შეგიძლიათ მოიქცეთ ისე როგორც გეუბნებით , რთული გასაგებია ?!
მისაღებში უცებ ჩამოწვა შემზარავი სიჩუმე . აღარც პატარა სესოს უცინოდა თვალები,ფეფომაც ვეღარ გაიჩერა სახეზე ყალბი ღიმილი. სიჩუმე ისევ ალექსანდრემ დაარღვია.
-კიდევ ერთხელ გეუბნებით . აღარასდროს ახსენოთ ეს დაწყევლილი სპორტი და აღარ გაბედოთ .

- ცუდი ხარ , ძალიან ცუდი არ გიყვარვართ არცერთი . შენთან ერთად აღარ მინდა ყოფნა . სულ ყვირიხარ და მიშოს ეჩხუბები.
ტირილი დაიწყო სესომ . ფეფო მაშინვე მასთან მივიდა.
-დე ნუ იძახი ეგეთ რაღაცეებს .აბა როგორ შეიძლება ასე. მამიკოს ყველა ვუყვარვართ ,უბრალოდ ძალიან გაბრაზდა . ჩემო პრინცესა როგორ შეილძლება შენ ვინმეს არ უყვარდე დე .
თითქოს ამ სიტყვება გამოაფხიზლეს ალექსანდრე . სესოსთან მივიდა და ხელში აიტაცა .
-სესო, მა ხო იცი ხანდახან როგორ ვბრაზდები ხოლმე . როგორ შეიძლება შენ არ მიყვარდე . მაპატიებ მა?
სესომც მაშინვე გაუღიმა და კისერზე ხელები მოხვია . სწორედ ამიტომაა ყველაზე წმინდა ბავშვი ,მათ არ შეუძლიათ დიდი ხანი გულში წყენის ჩადება.
სესო კი ადვილად შემოირიგა ,მაგრამ მიშოსთან ვეღარაფერს გააკეთებდა ისეთს,რაც მის პატიებას მოაპოვებინებდა. მასთან შეეშალა , აღარ იყო პატარა ბავშვი ხელში ,რომ აეტაცებინა , კისერზე შემოესვა და მისი ღიმილი და კისკისი დაემსახურებინა.როგორ ვერ იტანდა საკუთარ თავს , მაგრამ არ შეეძლო ძველი დროის დაბრუნება . საკუთარი შეცდომები ყელში უჭერდა, ვერ სუნთქავდა. წარსული ,რომელმაც ოთხი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
- ლექსო, მოდი ვილაპარაკოთ.
დაღლილი ხმით უთხრა ფეფომ, როცა ბავშვებმა დაიძინეს .
- მე, შენ და წითელი ღვინო .
- აივანზე გადი და მე ღვინოს მოვიტან.
თითქოს ძველი დრო იყო , დრო სადაც არ იყო საჭირო ერთმანეთთან საუბარში მოზომილი სიტყვებით საუბარი, დრო სადაც ფეფო საყვარელ ქმართან ერთად საუბრობდა პრობლემებზე , დრო სადაც იყვნენ უბრალოს ალექსანდრე და ფეფო და არა პრობლემებისგან დაღლილი ცოლ-ქმარი.
- დაიღალე ფეფო?
- ხო,დღეს ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი
- ხომ იცი ,რომ მაგას არ ვგულისხმობ. დაგღალე ფეფო? არ დაიღალე ჩემი ატანით? როგორ მიძლებ ,როცა მეც კი ვერ ამიტანია ჩემი თავი .
- არა, არასოდეს. როგორ შეიძლება დამღალოს ადამიანმა ,რომელიც მიყვარს. შენ აქ ხარ ჩემთან ერთად ,ზოგს არ აქვს იმის საშუალება ,რომ საყვარელ ადამიანს მოეხვიოს, აკოცოს, მასთან ერთად იყოს. შენ კი ჩემთან ხარ. მთავარი ესაა.
- როგორ დაგიმსახურე ასეთი. ფეფო გაქრობ, არ მინდა ,რომ ჩაქრე.ხომ მაპატიებ ,ჩემ არაკაცობას, შენ ჩამოშლილ ოცნებებს ხომ მაპატიებ. ნეტა მას გაყოლოდი და ბედნიერი ყოფილიყავი .
- აქ გაჩერდი, ხომ იცი ვერ ვიტან მაგ თემაზე ლაპარაკს. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო , რომ არ ვნანობ შენთან ცხოვრებას,ნუთუ ვერ დაგიმტკიცე ,რომ ერთი წუთიც კი არ მინანია შენთან მიმართებაში. კიდევ არი საჭირო რამის მტკიცება .



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

უაზრობაა, როცა ადამიანმა იცის რომ არასწორად იქცევა, უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და მოექცეს საყვარელ ადამიანს, ისე როგორ ც შეჰფერის. ან პირიქით, დესპოტი ქმრის არანა არავის ევალება, ცოლი უნდა ეცადოს დაეხმაროს მას, წაიყვანოს სპეციალისტთან. თუ ქმარი არ ეთანხმება და არ ცდილობს ცოლს ხელი შეუწყოს მისთვის დახმარების გაწევაში, მაშინ ქალს სული უფლება აქვს წავიდეს როქსიკური ოჯახიდან და ბავშვებიც მოარიდოს ამ მდგომარეობას.

 


№2  offline წევრი tearprincesess

სტუმარი მარიამი
უაზრობაა, როცა ადამიანმა იცის რომ არასწორად იქცევა, უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა და მოექცეს საყვარელ ადამიანს, ისე როგორ ც შეჰფერის. ან პირიქით, დესპოტი ქმრის არანა არავის ევალება, ცოლი უნდა ეცადოს დაეხმაროს მას, წაიყვანოს სპეციალისტთან. თუ ქმარი არ ეთანხმება და არ ცდილობს ცოლს ხელი შეუწყოს მისთვის დახმარების გაწევაში, მაშინ ქალს სული უფლება აქვს წავიდეს როქსიკური ოჯახიდან და ბავშვებიც მოარიდოს ამ მდგომარეობას.

მეც გეთანხმებით და ასე ვფიქრობ დაელოდეთ განვითარებას და მიხვდებით რო მეც ასე მიმაჩნია❤️

 


№3  offline წევრი Niako261995

ძალიან გავს ერთ ისტორიას.თითქმის იგივე შინაარსით დაიწყო..წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent