შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერცხლისფერი დასასრული


12-03-2022, 21:28
ნანახია 1 289

ნელა იკვეთებოდა მისი გამხდარი სილუეტი სიბნელეში. ჩემსკენ მოდიოდა. იქაურობა განათებული იყო. ის რაღაცას მელაპარაკებოდა, ბევრს ლაპარაკობდა თუმცა მე არ მესმოდა, ყურები დაგუბებული მქონდა. აზროვნების უნარი მაშინ დავკარგე როცა ხუთი უსიცოცხლო, სისხლში ამოსვრილი გატაცებული მამაკაცის გვამი დავინახე. ციებიანივით ვცახცახებდი კუთხეში მიყუჟული და იმასაც ვერ ვახერხებდი გავქცეულიყავი რომ საკუთარი თავისთვის მეშველა.
მის ხელში დანა ელავდა ვერცხლისფრად. ვიცოდი ამის შემდეგ ვეღარავინ და ვეღარაფერი მომაგნებდა, ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს. ნელ-ნელა კიდევ უფრო მიახლოვდებოდა.
- welcome to my darkside. - თქვა და საზარლად გაიცინა. შუქები ჩაქრა. ჩემი აღსასრულის დრო დადგა.
იქ არაფერი იყო. უსასრულო სიბნელე და სიცარიელე. მარტოობა, იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება ყველაფერმა ერთად შემომიტია. ეს უსასრულობა იყო. სულისშემძვრელი სიჩუმე გამეფებულიყო, ხანდახან თუ წაიჩურჩულებდნენ ვიღაცეები გაუგებარ სიტყვებს.
მე მისი სულის ბნელ ნაწილში ვიყავი, რომელიც თეთრ ნაწილზე დიდი იყო. ვნახე ის რაც არ უნდა მენახა და ასე ვისჯებოდი. არ ვიცი, რა დრო გავიდა, მგონი ბევრი. დაუღალავად დავიარებოდი სიბნელეში, იმის იმედით რომ რამეს მივაგნებდი. ეს პროცესი ისევ და ისევ მეორდებოდა დაუსრულებლად. იმედი გადამეწურა და სიარულს თავი ვანებე, ვიჯექი ერთ ადგილას და რაღაცას ველოდი ან ვიღაცას.
დავფიქრდი. მე მკვდარი არ ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მე უბრალოდ მის სულში ვიყავი რადგან, მას ასე უნდოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე ერთ პოზაში. ჩემი მაჯის საათი აღარ მუშაობდა. უეცრად სიბნელე, თვალისმომჭრელმა სინათლემ გაანათა. ეს ის იყო ვიზეც ყველა ლაპარაკობდა, რომელსაც ათასი სახელი ქონდა. რომელსაც ყველგან ქონდა სახლი სხვადასხვა სახით. მასზე ბევრი ლეგენდა არსებობდა. ია იესო ქრისტე იყო.
-არასდროს დანებდე! - მითხრა და ისე გაუჩინარდა როგორც, მოვიდა. მოულოდნელად, უხილავმა ხელმა ჰაერში ამწია მაღალ სიმაღლეზე და იქ ხელი გამიშვა.
შიშით წამოვხტი, გარშემო მიმოვიხედე. ოთახში ფანჯრიდან მოურიდებლად იჭრებოდნენ მზის სხივები. ჩემს საწოლში ვიყავი, ჩემივე სახლში. ეს უბრალოდ სიზმარი იყო, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ეს მალე გავაცნობიერე, საბანი გადავიძრე და ახალი დღს დაწყებას შევეგებე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent