შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა წარსულთან (თავი 11)


13-03-2022, 16:42
ავტორი donald duck
ნანახია 2 083

2010 წლის აგვისტო
ახალი ჩამოსული ვარ ლონდონიდან არდადეგებზე. სექტემბრისთვის ისევ გავფრინდები. საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრება ლონდონში. ბევრი რამის აღქმა სხვანაირად დავიწყე. პრიორიტეტებიც სხვანაირად მაქვს უკვე განაწიილებული. მე და მერაბი ხშირად ვსაუბრობდით „skype“-ით თითქმის ყოველ საღამოს.მაგრამ მაინც სულ სხვაა პირადად როცა ნახულობ. ეხლაც ერთად ვართ კუს ტბაზე ამოსულები და ნელი ნაბიჯებით მივუყვებით ტბის ნაპირს. ვიყვები ჩემ შთაბეჭდილებებზე და ვუზიარებ ჩემ ცოდნას. მეთვითონ მღლის ჩემი აღტაცება. ვცერდები და ღმად ვისუნთქავ ჰაერს.
-საქართველო მაინც სხვა არის - გავხედე ტბის ზედაპირს და ისევ მერაბს მივუბრუნდი - ლონდონი ძალიან მომწონს, მაგრამ იქ ალბათ ვერ ვიცხოვრებდი სამუდამოდ.
-ძალიან პატრიოტი ხარ - გაეღიმა მერაბს და მხარზე დამკრა ხელი - წამოდი ლუდი დავლიოთ.
-ფალიაშვილზე ჩვენ ბარში ჩავიდეთ - შევთავაზე იდეა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედით.
-ვაჟაზე გაიხსნა ახალი ლუდის ბარი, სამედიცინოსთან და იქ წავიდეთ. - არ დანებდა მერაბიც.
-კარგი - დავთანხმდი მეგობარს და მხიარულად გადავხვიე ხელი - ძალიან მომენატრეთ.
კუს ტბიდან ვაჟა-ფშაველას გამძირამდე სულ სიცილში გავიარეთ. გზაში დათოს და ირაკლის დავურეკეთ. ვახარეთ ჩემი ჩამოსვლა. ბარში შევედით. კარგი გარემო იყო. არც ბევრი ხალხი არ იყო. ნუ ინგლისის პაბებისგან საკმაოდ განსხვავდება, ქართული სული მაინც ტრიალებს. გარემო სასიამოვნო იყო, მე და მერაბი მაგიდას მივუჯექით და შეკვეთაც გავაკეთეთ. დიდი ხანი არ მოგვიწია ლოდინმა არც მეგობრებზე და არც ჩვენ შეკვეთაზე. ბიჭები რომ შემოვიდნენ ბარში შეკვეთაც მაშინ მოგვართვეს. მონატრებულ მეგობრებს ფეხზე ადგომით შევეგებე და გადავეხვიე. ისევ მაგიდას მივუჯექით და მოვიკითხეთ ერთმანეთი. ბიჭები თავის ცხოვრებაზე მიყვებოდნენ, მე ინგლისზე და იქ განვლილ პერიოდზე.
-შენ მგონი აღარც ჩამოცვალ იქიდან - გაეცინა ირაკლის და ლუდი მოსვა.
-შენ რა ჩამოხვიდოდი? - გამომესარჩლასავით დათო -აქ მაინც არაფერი ხდება და თუ შესაძლებლობა გაქვს უნდა გაეცალო აქაურობას.
-არა, იქ ნამდვილად არ ვაპირებ დარჩენას. - ხელები გავასავსავე - კი კარგია, მაგრამ ჩემებისგან შორს ძალიან ძნელია. კი გავიცანი ხალხი და დავუახლოვდი კიდეც, მაგრამ ქართველი ხალხი მაიც სულ სხვაა.
-ხო მართლა - ლუის მორიგი ნაკადი გადაუშვა დათომ ყელში და განაგრძო - იმ დღეს იცი ვინ „გავჩითე“? აი ის რა ერვქვა? - ცდილობდა სახელი გაეხსენებინა
-ჰა თქვი - მხარზე უბიძგა მერაბმა - ვინ ნახე ეგეთი?
-აი ის გოგო რააა - წაუსტვინასავით - შენ რომ მოგწონდა ეგ არა და მეორე - გამომხედა და გაეცინა.
მე რომ მომწონდა ის არა და მეორე. საკმაოდ კარგი ახსნაა, მაგრამ მე გავიგე და იქ მყოფები ყველა მიხვდა ვიზეც იყო საუბარი. არ შევიმჩნიე მაგრამ აშკარად ძველი ჭრილობა გამეხსნა და გულში რაღაც ჩამწყდა ძალიან მტკივნეულად. დიდი დრო იყო გასული და ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე რომ მასზე ფიქრები მომეშორებინდა და გამექრო ჩემი გონებიდან. ეხლა კი ისევ ამოტივტივდა და ზედაპირზე მოექცა. ნაძალადევად გავიცინე და ლუდი მოვსვი რომ არაფერი მეპასუხა. მერაბმა შემამჩნია დაბნეულობა და ცადა მდგომარეობიდან გამოვეყვანე.
-შარდენზე რაღც ახალი კლუბი გაიხსნა და ხომ არ წავსულიყავით საღამოს? - თემა შეცვალა მერაბმა
-ამოგვასუნთქე - გაეცინა ირაკლის- დღეს ლუდზე გადავიაროთ და ხვალ წავიდეთ.
-ხვალ კახეთში რომ არ წავიდე ბებიაჩემთან ანათემას გადამცემს - გამეციან და მიწისთხილს მივწვდი თეფშზე - სანამ წავალ მოვასწრებთ ყველგან გასეირნებას.
გვიანობამდე შემოვრჩით ბარში. ბევრი მოსაგონარი გვქონდა და ბევრი სიახლეც ერთმანეთსთვის გასაზიარებელია. სამი დღე იყო რაც ჩამოვედი და უკვე ვხვდებოდი თუ როგორ მომნატრებია აქაურობა და ჩემი სამშობლო.
მთელი აგვისტო წინ იყო და ბეევრი გეგმა მქონდა თუ სად წავიდოდი და ვის ვნახავდი. კახეთში ორი დღე გავჩერდი. ბებიაჩემმა რომ დამინახა იმდენი იტირა ლამის წაგვლეკა. მაიკო და ანდრია იცინოდნენ. ანდრია უკვე დიდი ბიჭია მესამე კლასში გადავიდა და „კაცობს“. ხანდახან ისეთ რაღაცას მეტყვის მეც კი გაოგნებული ვუყურებ. საღამოს მანქანაში ჩემს ნივთებს ვალაგებდი ბებიაჩემმა ორი დიდი ცელოფნით სურსათ-სანოვაგი გამომიტანა და ხელებში მომაჩეჩა.
-ბებია აქ ყველაფერი ნატურალურია - ცელოფნეს თავ უკრავდა ბებიაჩემი. - იქ სადღაც გადაკარგულში რას გაჭმევენ ღმერთმა უწყის. - ქოთქოთებდა და თან პარკებს ასწორებდა - სარკეში მაინც ჩაგახედა რას დაემსგავსე ბებო გენაცვალოს.
-კარგი რა ეთო - მოვეხვიე და ჭაღარა თმაზე გადავუსვი ხელი - ამას რომ არ გამატანენ იქ სადღაც გადაკარგულში ხომ იცი არა?
-სანამ წახვალ მანამ მაიც ჭამე ნორმალურაა - დამტუქსა ბებიამ - შენ და შენი და სულ თქვენ ნებაზე ხართ მიშვებული და იმ პატარა მაიმუნსაც თქვენებურად ზრდით.
-გეგიგოს - გამეცინა ბებიაზე და უფრო მაგრად მოვხვიე მკლავები
-დამემტვრა ძვლები გადარეული - სიცილით მომხვია ხელები ბებიამაც და ცრემლები ჩამოგორდა დანაოჭებულ ღაწვებზე.
-მალე ჩამოვალ - ორივე ლოყაზე მაგრად ვაკოცე ბებიას და მანქანაში ჩავჯექი - მძევლებს გიტოვებ და კარგად მიხედე - გავუღიმე ბებიას და მანქანა დავძარი
უკანა ხედვის სარკეში ვხედავდი როგორ გადამსახა ჯვარი ბებიამ და ცრემლები შეიმშრალა, მერე ეზოში შებრუნდა და მეც მოსახვევს გავცდი.
მთელი თუ არა ნახევარი ბავშვობა ბებიაჩემთან მაქვს გატარებული და როგორც წესი და კანონი ყველამ ვიცით ბებიების ხასიათი. ბავშვი მშიერი არ უნდა იყოს, რა ასაკიც არ უნდა ქონდეს. აი უკვე 23 წლის ვარ და შეუძლია ისევ კოვზით მდიოს უკან, რომ ლუკმა-ლუკმა დამაპუროს და გული დაიმშვიდოს მშიერი რომ არ ვარ.

2019 წლის აგვისტო
ცხელა საშინლად. ბათუმში ვართ მე და მერაბი. შუადღეს საშინლად არ მიყვარს ამ სიცხეში გარეთ გასვლა და ამიტომ სასტუმროს ვერანდაზე დიდი ქოლგის ქვეშ ვზივართ მე და მერაბი და ცივ სასმელს მივირთმევთ. მერაბი ტელეფონშია თავიდ გადაკარგული და ეკრანს უღიმის დროდადრო. რამოდენიმეჯერ ვცადე თვალი გამეპარებინა, მაგრამ ეკრანი მომარიდა. არც მე ჩამოვრჩები. ანანოს ველაპარაკები „WhatsApp”-ში , მაგრამ მერაბისგან განსხვავებით მე არ ვმალავ.
სექტემბერში გამოფენას აწყობს ანანო გალერიაში და ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად წამოსვლა. დროდადრო სურათებს მიგზავნის და მაჩვენებს როგო ემზადება გამოფენისთვის. ხან სახალისო მიმებს მიგზავნის და მეწუწუნება თუ როგორ ცხელა თბილისში. ჯერ ისევ არ მითქვამს ანანოსთვის ჩემი გრძნობების შესახებ. სამაგიეროდ მერაბმა იცის კარგად და მეჩხუბება რომ სანამ ვინმე ფუკასავით არ ამაცლის ცხვირწინ ანანოს მანამდე გამოვიჩხრიკო ყურები და ამჯერად გულწრფელად ავუხსნა სიყვარული. „ანანო ჯერ ისევ მეგობრის სტატუსით სარგებლობს შენთან და თუ დროზე არ ეტყვი შეიძლება ერთ დღესაც შეყვარებულთან ერთად მოგადგეს“-ო განმიცხადა ერთხელ მერაბმა.
სიმართლე გითხრათ დროც და საშვალებაც ბევრჯერ მქონდა, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ვუთხრა და გადმოვცე ის გრძნობები რასაც ეხლა მის მიმართ ვგრძნობ. მერაბი სადღაც მართალიც არის. ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე და მინდა რამე ორიგინალურად და გრანდიოზულად გავუკეთო ყველაფერი ანანოს, ისიც ვიცი რომ შეიძლება უბრალოდ ერთი სიტყვითაც რომ ჩავჩურჩულო ყურში „მიყვარხარ“-თქო ამანც კი გააბედნიეროს, მაგრამ აი ეხლა ამ ეტაპზე მზად ვარ მისთვის მტელი სამყარო თავდაყირა დავაყენო.
-გეყო რა - ტელეფონი დავდე მაგიდაზე და ყინულებით სავსე წვენის ჭიქას მივწვდი - დღეს რა გეგმები გვაქვს?
-ოჰო? - ღიმილის გამომხედა მერაბმა - მორჩი ჩუკჭუკს? - გაეცინა მერაბს და სიგარეტის კოლოფს მიწვდა - სანაპიროზე გასვლა ნამდვილად მეზარება, აღარც კლუბის მუღამი მაქვს, სკოლის ბანკეტზე მგონია თავი.
-დავბერდით მგონი - გამეცინა და კოლოფი გამოვართვი - ორ სამ დღესში ანანოც ჩამოვა და იქნებ უკეთ „მოვიხოდოთ“
-არადა ორი უცოლო კაცი - ღრმა ნაფაზი დაარტყა მერაბმა და კვამლი გამოუშვა - ვზივართ და რითი გავერთოთ ვერ ვხვდებით - გაეცინა მერაბს - მგონი დროა პენსიაზე გავიდეთ და ასპარეზი პატარა ბავშვებს დავუთმოთ.
-არაა - ვუარყავი სასტიკად - უბრალოდ ვისთან ერთადაც ყველაზე მაგარ დროს გავატარებდით ისინი არ გვყავს გვერდით. - დავასკვენი მე და სიგარეტს მოვუკიდე.
- ეგეც მართალია - დამეთანხმა მერაბი და წვენი მოსვა.
ანანოს ისევ შეეცვალა გეგმები. ვიღაც „ახალ გამოჩეკილი“ მხატვარი გამოძვრა და მთელი გეგმები თავდაყირა დაუყენა. როცა გავლენა აქვს მამიკოს ყველამ ვიცით როგორც ხდება საქართველოში. დილიდან უხასიათოდ დავდივარ.
სანაპიროზე ვართ გასულები მე და მერაბი. მერაბი წყალშია ჩასული, მე ნივთებს ვყარაულობ და „შეზლონგზე“ ვარ მიწოლილი თან ანანოს ველაპარაკები ტელეფონზე.
-ერთი მაკის კარგიც - შევუკურთხე უცნობ მხატვარს - დაიკიდე და წამოდი.
-ხომ იცი არ შემიძლია - მოისაწყლა თავი ანანომ - ჩემი კარიერა ამაზეა დამოკიდებული. თან დეკემბრისთვის იტალიაში ვგეგმავ წასვლას ჩემი პორთფოლიოთი და ეს გამოფენა მნიშვნელოვანია.
-მე გაგიხსნი გალერეას - შევპირდი გულწრფელად - ხელი დაადე სად გინდა უბრალოდ.
-ეგრე ადვილი რომ არ არის გალერიის გახსნა ხომ იცი არა?
-არა, არ ვიცი - ვიუარე - ჩამოდი თორემ ჩამოვალ და ძალით წამოგიყვან.
-ორი დღეც - ნათლად წარმოვიდგინე როგორ ბუსხავდა ტუჩებს ანანო და გამეღიმა
-ვიცი მე შენი ორი დღე - აქეთ მე გავიბუსხე და წამოვჯექი - ორი დღის წინაც ეგრე მითხარი.
-მერაბი მანდ არ გყავს? - ცადა თავი დაეძვრინა - მნიშვნელოვანი დეტალებია უბრალოდ დასაზუსტებელი თრემ მართლა არ გავჩერდებოდი.
-მერაბი გინდ გყოლია გინდ არა
-რატო რა მოხდა?
-სულ ტელეფონშია თავით ჩამძვრალი - ვუთხარი და თვალით დავიწყე მეგობრის ძებნა - მოიცა გადმოგირეკავ - ვუთხარი ანანოს როცა მივაგენი მერაბს ვიღაც გოგოსთან მოსაუბრეს.
-კარგი - უკვე შორიდან გავიგე ანანოს ხმა და ტელეფონი გვერდით გადავდე.
თვალებს არ ვუჯერებდი. მოშორებით ისხდნენ „შეზლონგზე, გოგო ზურგით იჯდა და ვერ ვხედავდი ვინ იყო, მაგრამ აშკარად მერაბს ემჩნეოდა რომ ეს ზუსტად ის გოგო იყო ვისაც ოცდაოთხი საათი ელაპარაკება ტელეფონით. შეყვარებული კაცის ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. რამოდენიმეჯერ საუბრისას ნაზად შეახო მერაბმა გოგოს შიშველ მუხლს ხელი. თავიდან გადავწყვიტე მივსულიყავი, მაგრამ მერე გადავიფიქრ. ჩავთვალე რომ თუ საჭირო იყო მერაბი თვითონ წარმიდგენდა თავის გულისსწორს.
2011 წლის იანვარი
საშობაო არდადეგებზე ვარ ჩამოსული. როგორც წესი ისევ მერაბთან ერთად ვარ და მასთან ერთად ვატარებ თითქმის მთელ დროს, როცა მას სცალია რათქმაუნდა. ათასი იდეით დატვირთული ჩმოვედი. ნელ ნელა მინდა სანამ სულ ჩამოვალ საძირკველი ჩაყრილი ქონდეს ჩვენი სტუდენტობის ოცნებებს და ტექნიკის მაღაზიებიდან მაღაზიებში დავდივართ მე და მერაბი.
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის წინ ერთი პატარა კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია იყო. მე და მერაბი საგულდაგულოდ ვამოწმებთ ყველაფერს და დეტალურად განვიხილავთ კომპიუტერებს, სისტემებს და აქსესუარებს.
-საკმაოდ ძვირია არა? - წაჩურჩულა მერაბმა -ლონდონში უფრო იაფი არ ეღირება?
-არც ეგრეა იქ საქმე - მეც ჩურჩულით ვიუპასუხე - შორიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს.
-შემიძლია რამით დაგეხმართ? - ძალიან მხიარული და ნაცნობი ხმა მოგვესმა მე და მერაბს და ინტიქტურად ორივემ გავხედეთ.
-გვანცა? - გაოგნებული სახით ვთქვით ერთდროულად მეც და მერაბმაც.
-როგორ ხარ მერაბ? - მერაბი გადაკოცნა გვანცამ და მე ალმაცერად შემათვალიერა - გამარჯობა- ძალიან ცივად მომიგდო მხოლოდ ეს ერთი სიტყვა.
- კარგად შენ როგორ ხარ? - თბილად მოიკითხა მერაბმაც - აქ რას აკეთებ?
-აი კომპიუტერს ვყიდულობ - სალაროსკენ მიიხედა გვანცამ
-აგარჩევინოთ? - შესთავაზა მერაბმა და მე გამომხედა - ზურა კარგად ერკვევა.
-არა შევარჩიე უკვე - იუარა და თან მე გადმომხედა
-მესმის გაბრაზებული ხარ, მაგრამ მეგონა აქამდე ცოტა მიანც გადაგივლიდა - ვცადე საუბარი ამეწყო გვანცასთან.
-იმედია აქ არ აპირებ საქმის გარჩევას - მაღაზიას მოავლო თვალი გვანცამ - კი ცოტა გამიარა გაბრაზებამ, მარამ ჯერ ვერ გაპატიე.
-საღამოს სადმე გავიდეთ და თან შერიგდებით- შემოგვთავაზა მერაბმა და კმაყოფილმა გადმოგვხედა ორივეს.
საღამოს მართლაც გავედით კაფეში. ცოტა დავლიეთ, ვივახშმეთ. როგოც აღმოჩნდა ცოტა არა ძალიან გაბრაზებული იყო გვანცა. სიმართლე გითხრათ არც მიცდია რამის ახსნა და თავის მართლება. იმ პერიოდში არც მე ვიყავი კარგ მდგომარეობაში. შესაბამისდ მხოლოდ „მაპატიე“-თი შემოვიფარგლე. ვეცდებიო გვანცამაც, მაგრამ არ გპირდებიო.
გვიანობამდე ვისხედით კაფეში და ვსაუბრობდით ყველაფერზე გარდა წარსულისა და სოფოსი. სურვილი მლავდა რამე მეკითხა სოფოზე, მაგრამ ვერ გავბედე და ვერც მომენტი დავიჭირე. თითქოს გვანცაც ხვდებოდა ჩემ მდგომარეობას და სპეციალურად სხვა გზით მიყავდა სულ ლაპარაკი.
გაურკვევლობა. ყველაზე საშინელი მდგომარეობა ყოფილა. იმაზე საშინელი შეგრძნება არაფერია როცა არაფერი არ იცი. გაინტერესებს და ვერ იგებ. რაღაც უხილავი გიშლის ხელს რომ გაარკვიო თუ რა ხდება ან როგორ არის, ან სულც ცოცხალია თუ არა. საშინელებაა ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა და აი ზუსტად ეხლა გავაცნობიერე თუ რას შეიძლება გრძნობდნენ მაშინ ჩემი მეგობრები როცა პასუხს არ ვცემდი მათ. მივხვდი თუ რამდენად ტკიოდათ ის გაურკვევლობა რაც მათ ქონდათ ცემს მიმართ.
თითქმის თერთმეტი ხდებოდა კაფიდან რომ გამოვედით. გვანცა მივაცილეთ სახლამდე. მანქანა ნაცნობ სადარბაზოსთან გავაჩერე და კორპუსს ავხედე.
-სწორად მოვედით? - გავუღიმე და უკანა სავარძელზე მჯდომ გვანცას გავხედე
-კი - გამიღიმა გვანცამაც - არ დაგვიწყებია მისამართი მეგობრებისგან განსხვავებით.
-კი მაგრამ ვის დაავიწყდა? - გაიკვირვა მერაბმაც და ისიც გვანცასკენ შებრუნდა.
-ცუდად გამომივიდა - გაეცინა გვანცას - მისამართი ახსოვს ხოლო მეგობრები არა - შეასწორა ნათქვამი.
-კიდე დიდხანს უნდა მახსენო? - გავიბუსხე და შერიგების ნიშნად ნეკი გავუწოდე
-მოვიფიქრებ - უარის ნიშნად საჩვენებელი თითი წაკრა ჩემს ნეკს და მანქანიდან გადავიდა
-კარგად - ფანჯარა ჩამოწია და ხელი დაუქნია გვანცას
-დროებით - ღიმილით გამოგვხედა გვანცამ და სადარბაზოში გაუჩინარდა.
2019 წლის ნოემბერი
ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, ხანდახან მეშინოდა რამე ცუდი არ მოხმდარიყო. მე და ანანო თინეიჯერი ბავშვებივით დავდიოდით პაემნებზე. ჩვენი შერიგება ყველას ძალიან გაუხარდა. ქორწილზეც ლაპარაკი ზედმეტი იყო. ანანოს მოკრძალებული ქორწინება უნდოდა. უბრალოდ ხელი მოვაწეოთ და ჯვარი დავიწეროთო. მაიკო და დედაჩემი კი არ ნებდებოდნენ. ურჩევდნენ კაბებს და სუფრის მენიუს განიხილავდნენ. ჩვენ კი ჯერ თარიღიც კი არ გვქონდა შერცეული.
მშობლების სახლში სასტუმრო ოთახში დივანზე ვისხედით მე და ანანო. ანანოს თავი ქონდა ჩემს მხარზე მოდებული და ტელეფონში ნახატებს ათვალიერებდა. დროდადრო ეკრანს მომიტრიალებდა და მაჩვენებდა შესაფასებლას. იტალიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა ვახშამს ამზადებდა. ვიღაცამ გიჟივით შემოგლიჯა შემოსასვლელი კარები და ინსტიქტურად შემოსასვლელისკენ გავიხედეთ ორივემ.
-არ დაიჯერებთ - ყურებამდე გაკრიჭული ანდრია შემოვარდა ოთახში - ჩემი თვალით დავინახე - სულს ძლივს ითქვამდა და თან ტელეფონს ეძებდა კურტკის ჯიბეებში - სურათიც გადავუღე აი ნახე - როგორც იქნა ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და ეკრანით მომიტრიალა.
-ამოისუნთქე - ვუთხარი დიშვილს და ტელეფონი გამოვართვი
-ეს ხომ ის არის - ცდილობდა სახელი გაეხსენებინა - ჩვენთანაც იყო რამდენეჯერმე, ხომ ის არის? მოიცა რა ქვია.
-გვანცა - ძლივს წარმოთქვა ანანომ და ისიც ჩემსავით ტელეფონის ეკრანს დაშტერებოდა.
-ხო, ხო გვანცა - შუბლზე მოისვა ხელი და თან ქუდიც მოიხადა - რა მაგარია არა?
-ხო - აღმომხდა ძლივს ეს ერთი სიტყვა და ანანოს გავხედე რომელსაც მხრები აეწურა.
სხვა სიტუაციაში ალბათ ამ სურათის დანახვა ძალიანაც გამახარებდა და ალბათ წლების წინ უფრო ვიდრე ეხლა. მეტყველების უნდარი წამართვა ნანახმა. ტელეფონი დავუბრუნე ანდრიას და ვერანდაზე გავედი ისე რომ სიტყვა არავისთვის მითქვამს. ანანოც უკან გამომყვა ქურთუკით ხელში. მოაჯირს ზურგით მივეყრდენი და სიგარეტს მოვუკიდე. ანანოც მოვიდა და კურტკა მომასხა და მომეხუტა მკერდზე.
იმდენად თბილი და საყვარელი იყო ანანო რომ ცოტა მეც მომეშვა და ცალი ხელი მეც მოვხვიე. ღმერთს მადლობას ვუხდიდი ამხელა საჩუქრის გამოგზავნისთვის ანანოს სახით. საუკეთესო მეგობარი და ადამიანი მაჩუქა მისი სახით. ყოველთვის შეეძლო თავისი ინტერესები უკანა ფონზე გადაეწია და შენი გაეთვალისწინებინა.
-კარგი რააა - გაბუშტული ტუჩებით ამომხედა ანანომ - ნუ იბუსხები - გამიღიმა და ცხვირზე წამკრა ხელი- გვანცა კარგი გოგოა.
-ვიცი - ძლივს გავუღიმე მეც - მაგრამ, ყველაფერს წარმოვიდგენდი ამის გარდა.
-ხომ ამბობდი რომ შეყვარებულიაო? - გაიკვირვა ანანომ და სიგარეტის კოლოფი გამომართვა
-კი ვიცოდი, ვხვდებოდი, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
-ვითომ რატომ? - შეიცხადა ანანომ და სიგარეტს მოუკიდა
-გაცივდებით - თავი გამოყო დედაჩემმა კარებიდან - შემოდით ივახშმეთ უკვე მზად არის
- ეხლავე - გაუღიმა ანანომ და ახალმოკიდებული სიგარეტი იქვე საფერფლეზე ჩააქრო- წამოდი ვივახშმოდ და დამშვიდდი.
-უბრალოდ - დავიწყე წინადადება მაგრამ ანანომ არ დამამთავრებინა, ტუჩებზე მომადო ორი თითი, სიგარეტის ნამწვი გამომართვა და ისიც საფერფლეში მოათავსა. მერე თითის წვერებზე აიწია და ოდნავ შემახო ტუჩები.
-არაფერი შეიმჩნიო - ჩუმად მითხრა - შენ არაფერი არ იცი, კარგი? - პირობა ჩამომართვა.
-კარგი - დავთანხმდი საყვარელ ქალ, ხელი მოვხვიე და კარებისკენ წავედით.
-ანდრიაც გააფრთხილე წაშალოს ის სურათი და ხმა არ ამოიღოს- შესვლისას გადმომჩურჩულა ანანომ.
-ვეტყვი - ვუთხარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე ანანოს თან მხრებზე მოგდებული პიჯაკი ჩამოვართვი და იქვე დივანზე დავდე.
-მოდით თორემ გაცივდა ყველაფერი - მაგიდასთან მიგვიპატიჟა დედაჩემმა
როგორც ყოველთვის ვახშამმა ძალიან მხიარულად ჩაიარა. მხოლოდ რამოდენიმეჯერ გადავხედეთ ერთმანეთს მე და ანანომ. მაიკომ და დედამ დეტალურად გამოკითხეს ანანო თუ სად და როგორ აპირებდა იტალიაში ყოფნას, რა უნდა გაეკეთებინა და ასე შემდეგ. მაიკომ რამოდენიმე მაღაზიაც კი ურჩია საქორწინო კაბების შესარჩევად. ანანო თავაზიანად და ღიმილით ეთანხმებოდა ყველაფერზე.
სახლში გვიან წავედით. გზაში ორივე ჩუმად ვისხედით. ორივეს ჩვენი ფიქრები გვაწუხებდა და ვერცერთი ევრ ვიწყებდით საუბარს. ასევე ჩუმად უხერხული ღიმილით ავედით სახლში. ანანო ვანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად, მე ვერანდაზე გავედი და ჰორიზონტს გავხედე. მანქანები თითქმის აღარ მოძრაობდნენ, სიგარეტი ამოვიღე და ღერს მოვუკიდე. ანდრიას გადაღებული ფოტო მეხსიერებიდან ვერ წავშალე.
-არ წვები? - კარებზე მოაკაკუნა ანანომ და თავი გამოყო - გაცივდები შემოდი სახლში.
-მოვდივარ - გავუღიმე ანანოს, ნამწვი საფერფლეში ჩავაგდე და ღიმილით წავედი ანანოსკენ.
-ამოიგდე თავიდან - კისერზე მომხვია ანანომ ერთი ხელი მეორე შუბლთან მომიტანა და თმაზე გადამისვა ხელი - მისი არჩევანია და პატივი უნდა სცე მის არჩევანს.
-რომ მიყვარხარ ხომ იცი? - გავუღიმე ანანოს და წელზე მოვხვი ხელი
-ვიცი - ღიმილით მიპასუხა და ჩემს ტუჩებს მოწვდა.
შეგრძნებები არ მტოვებდა. ვცდილობდი დამევიწყებინა ნანახი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. სამსახურშიც გულს ვერაფერს ვუდებდი. ირმამ რამდენჯერმე შემახსენა ერთი და იგივე საკითხი, მე კიდე თავი სხვა ფიქრებით მქონდა დაკავებული.
შუადღისთვის ოფისიდან გამოვდიოდი ირმამ კარებთან რომ შემაჩერა.
-ბატონო ზურა - ფეხზე წამოდგა ირმა - ხელის მოწერა დაგავიწყდათ - ფურცლები გამომიწოდა ირმამ - ისევ - ბოლოს ღიმილით დაამატა.
-სასწრაფო თუ არ არის ხვალ გადავხედავ - ერთი თვალით გადავხედე საბუთებს
-ვკითხავ ბატონ მერაბს. - მხრები აიჩეჩა ირმამ და უკან გამომართვა საბუთები.
-თვითონ სად არის?
-ახალი კონპანიაა, სახელი ზუსტად არ მახსოვს - თვალები მოჭუტა ირმამ - სერვერის და ქსელის მოწყობაზე ისაუბრეს თუ სწორად მახსოვს. თვითონ ობიექტის დასათვალიერებლად წავიდნენ.
-კარგი - ვეცადე გამეღიმა და ოფისიდან გამოვედი.
2011 წლის სექტემბერი
თითქმის თვეა უკვე ჩამოვედი. ჩემი სწავლა განათლება დასრულდა ინგლისში. ჯერ ახალი გახსნილი გვაქვს ოფისი. ვცდილობთ კომპანიებთან შეხვედრებს და პრეზენტაციის მოწყობას. ინფორმირებას თუ რა მნიშვნელოვანია დღეს დღეობით სწორი და გამართული ქსელის ქონა და დაცულობა. ვცდილობთ ფარხმალი არ დავყაროთ. ზოგი ზრდილობიანად გვიღიმის და „დაგიკავშირდებით“-ოთი გვაცილებენ. ზოგიც უბრალოდ უარს გვეუბნევა. „ჯერ ვერ ვხედავთ საჭიროებას“-ო
მორიგი დამღლელი შემოვლის შემდეგ მე და მერაბი ბარში შევედით ცოტა განსატვირთად. ლუდი და მისაყოლებელი შევუკვეთეთ.
-ესეთი რთული თუ იქნებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი - დაიწუწუნა მერაბმა.
-ნუ ჩამოუშვი ცხვირი - შემოვუძახე მეგობარს - ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ.
-საქართველოში ვცხოვრობთ - ამოიოხრა მერაბმა და ლუდი მოსვა - აქ ვინმე ნაცნობი თუ არ გყავს ხომ იცი არაფერი გამოგივა ისე. ვიღაცამ ბიძგი უნდა მოგცეს რომ რაზგონი აკრიფო.
-ასე ადვილად არ დავვნებდები - მტკიცედ გადავწყვიტე - ყველაფერი გამოგვივა.
-კიდევ კარგი შენ მაინც რომ ოპტიმისტი ხარ - გაეცინა მერაბს - შენი გაჭედვის მერე ვერც კი წამოვიდნენგი ამხელა ოპტიმიზმს თუ გამოავლენდი.
-მუშაობა მერაბ - საჩვენებელი თითი ავწიე - ყველაფერზე უნდა იმუშაო, პირველ რიგში საკუთარ თავზე და საკუთარ უარყოფით თვისებებზე.
-შენ კი ეს შეძელი - ქილა მომიჭახუნა და მორიგი ყლუპი გადაუშვა ყელში.
-ხო და ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ - გავუღიმე და მეც მოვსვი ლუდი.
-ხო მართლა - დაიწყო მერაბმა - გუშინ სარამოს გვანცა ვნახე.
-როგორ არის? - სმენად ვიქეცი და მერაბს მივაშტერდი, უფრო ალბათ სოფოს ამბის გაგებას ველოდი. არ ვიცი. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ სოფო ჯერ ისევ მართავდა ცემს გონებას.
-კარგად - მხრები აიჩეჩა - შემთხვევით შევხვდი, აფთიაქიდან გამოდიოდა. ფაქტიურად არ გვილაპარაკია.
-მარტო იყო?
-კი - თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად - საბერძნეთში მივდივარო, დედამისი იქ ყოფილა.
-მარტო მიდის?
-არ ვიცი - მხრები აიჩეჩა მერაბმა და ლუდი მოსვა - არ მიკითხავს.
-აბა რაზე ელაპარაკე? - სიმწრის სიცილით გავიცინე და ქილას დავუწყე წვალება.
-თითქმის არაფერზე, ეჩქარებოდა. ვიღაც ელოდებოდა მანქანით. შენ ვინც გაინტერესებს ის არ იყო მასთან ერთად, ბიჭი ელოდებოდა. სავარაუდოდ შეყვარებულია.
-არავინაც არ მაინტერესებს - დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით დავხარე თავი.
-ხო ეგრე აჯობებს - დამეთანხმა მერაბი - ეხლა სხვა საფიქრალი გვაქვს მეც და შენც - გამიღიმა და ახლად მოტანილ ცხელ-ცხელ ხინკალს გადაწვდა.
კი დავეთანხმე მერაბს, მაგრამ გული სხვას გაკიოდა. შიგნიდან ხმაურობდა და გამოშვებას ითხოვდა. თითქოს მივიწყებული გრძნობა იღვიძებდა და ძალებს იკრებდა. თითქოს შიშმაც შემიპყრო, რომ თუ კიდევ ერთხელ გადაიკვეთებოდა ჩვენი გზები ცდუნებას ვეღარ გავუძლებდი და ისევ მისი მონა გავხდებოდი.



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

გაგრძელება არ ექნება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent