შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი ( 9 )


13-03-2022, 17:23
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 236

- ეს კაცი არ მომეწონა, უცნაური ვინმეა, ცოტა არ იყოს მაშინებს, ისეთი მზერა აქვს თითქოს უნდა შენს გონებაში შემოაღწიოს და იქ ყველაფერი აურ-დაურიოს, -ელენეს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა და წამოდგა რომ კაბინეტიდან გასულიყო რათა თავი დაეღწია იმ უსიამოვნო ატმოსფეროსთვის რომელიც ვინჩენცოს წასვლის შემდეგაც კი სუფევდა მის ირგვლივ.
- გეთანხმები, მართლაც რომ უსიამოვნო ვინმეა, თანაც ასე დაუგეგმავად მოსვლა, თავი მოიკლა სასაუბრო მაქვს თარჯიმანი მჭირდებაო და ისე უცბად წავიდა რომ ორიოდე სიტყვა ძლივს გავცვალეთ, დღეს ამისთვის არ მცალია და ხვალ აუცილებლად დავუკავშირდები ჩვენს პარტნიორებს, საინტერესოა რა მიზნით ჩამოვიდა ვინჩენცო საქართველოში.
- მე გავალ კარგი? ლილიას როგორც ყოველთვის უამრავი საქმე აქვს, ძლივს აუდის და დახმარება სჭირდება.
- მოიცა, რის თქმას ცდილობ რომ მე ტირანი უფროსი ვარ და ზედმეტად ვტვირთავ თანამშრომლებს?
-გიორგის ეშმაკური ღიმილის დანახვისას თვითონაც გაეღიმა ელენეს.
- რას ამბობთ ბატონო გიორგი, სულაც არ მიმაჩნიხართ ტირანად, უბრალოდ ლილიასნაირ კარგ თანამშრომლებს ხანდახან ბონუსად განტვირთვის დღეს თუ აჩუქებთ ცუდი არ იქნება, დასვენებული და ბედნიერი თანამშრომლები უფრო ნაყოფიერად მუშაობენ.
- ნუ მასხარაობ რა, ხომ გითხარი როცა მარტო ვართ არანაირი ბატონო გიორგი, -უცაბად ჩაფიქრდა და მზერა გაუშტერდა თითქოს ახლაღა დაფიქრდა ელენეს სიტყვებზე...
- რას გულისხმობდი, განტვირთვის დღე რომ ახსენე?
- რა ვიცი როგორ გითხრა, გააჩნია ვის როგორ ესმის განტვირთვა, ზოგს სახლში ყოფნა და უბრალოდ ძილი მოსწონს, ზოგს პიკნიკი ქალაქგარეთ, ზოგს საღამოობით მეგობრებთან ერთად გართობა, მუსიკის მოსმენა, ორიოდე ჭიქის დალევა და ცეკვა.
- რას ფიქრობ, შენი აზრით ლილიას რა შეიძლება რომ მოსწონდეს? -უცნაურად აჟიტირებულმა ჰკითხა და მერე თითქოს მიხვდა ზედმეტი წამომცდაო, წელში გასწორდა, საზურგეს მიეყრდნო და სახეზე სერიოზული გამომეტყველება აიკრა, ცოტა დააკლდა ელენეს რომ გულიანად არ გაეცინა.
- რატომ გაღელვებს ის თუ რა შეიძლება მოსწონდეს ლილიას? -არაფრისმთქმელი ტონით თითქოს სასხვათაშორისოდ ჰკითხა.
- საიდან მოიტანე რომ მაღელვებს უბრალოდ ვცდილობ რომ კარგი უფროსი ვიყო და რაც შეიძლება მეტი რამ ვიცოდე თანამშრომლების შესახებ.
- ზუსტად დღეს ვსაუბრობდით და მითხრა რომ ცეკვა უყვარს...
- მართლა? მაშინ კარგი იდეა მაქვს, ალექსმა მითხრა რომ დღეს საღამოს სადღაც მივდივართ გასართობად, ჰოდა შეგიძლია ლილიაც დაპატიჟო.
- მოიცა, მე რატომ უნდა დავპატიჟო, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ შენ უნდა დაპატიჟო და არა მე.
- მე რატომ? -ისე გულწრფელად შეიცხადა გიორგიმ ელენემ წამით იფიქრა რომ შეცდომა დაუშვა როცა იფიქრა რომ მას ლილიას მიმართ გრძნობები ჰქონდა.
- კარგად დაფიქრდი, საღამოს მე და ალექსი როგორც წყვილი ისე მოვდივართ, შენ მარტო ხარ, ამიტომ ლილიაც შენ უნდა დაპატიჟო რომ თავი ზედმეტად არ იგრძნოს.
- ნამდვილი პატარა ეშმაკუნა ხარ, -გიორგიმ სიცილით დაუქნია თითი, -მშვენივრად ვხვდები რის გაკეთებასაც ცდილობ, თუმცა სხვას რას უნდა ველოდო გოგოსგან რომელიც ჩემს ერთადერთ ძმაზე ფსონის დადებას აპირებდა.
- აუ კარგი რა ეს აღარ გამახსენო, ისედაც ძალიან მრცხვენია, -ელენემ იგრძნო როგორ აუხურდა ლოყები და სიბრაზემ შეიპყრო როცა დაინახა რომ სულაც არ აპირებდა გიორგი სიცილის შეწყვეტას.
- კარგი ჰო, ჩუმად ვარ, გაცუნცულდი ახლა გარეთ და ლილიას უთხარი ნახევარ საათში ჩემთან შემოვიდეს,
-როგორც იქნა თავს მოერია და ჩვეული სერიოზული გამომეტყველება მიიღო გიორგიმ, ღიმილით გამოვიდა ელენე კაბინეტიდან, ძალიან მოსწონდა ეს ბიჭი და არამარტო იმიტომ რომ ალექსის ძმა იყო, მისგან იმ სიახლოვეს და სითბოს გრძნობდა რაც დედმამიშვილის არყოლის გამო არასოდეს უგრძვნია, გახალისებული შევიდა ოთახში.
- უფროსმა გადმოგცა რომ ნახევარ საათში მასთან შეხვიდე, -საბუთებში თავჩარგულ ლილიას უთხრა და მაგიდას მიუჯდა.
- შეეძლო დაერეკა და თვითონ ეთქვა, -უსიამოვნოდ შეჭმუხნა წარბები.
- ბარემ იქ ვიყავი და...
- რა გჭირს ღიმილი არ გშორდება სახიდან, -ლილია დაკვირვებით უმზერდა ელენეს.
- ეს ბატონი გიორგის დამსახურებაა, ყოველთვის ახერხებს ხოლმე რომ გამახალისოს.
- ჰოო? -ლილიამ უცნაურად ასწია წარბი და ელენემ აშკარად იგრძნო რომ თუ ახლა ყველაფერს არ აუხსნიდა, იმის მიუხედავად რომ მისი და ალექსის ახლო ურთიერთობის შესახებ იცოდა მაინც არასწორად გაიგებდა მისი და გიორგის ასეთ ურთიერთდამოკიდებულებას.
- სულ რაღაც ცოტა ხნის წინ საკმაოდ სერიოზული პრობლემა მქონდა და ალექსი და გიორგი ძალიან დამეხმარნენ, განსაკუთრებით ალექსი, თუმცა გოირგის მიმართ სხვა გრძნობები მაქვს, იმ ძმასავით მიყვარს რომელიც არასდროს მყოლია, -პირდაპირ დაიწყო და გამომცდელად შეხედა ლილიას.
- ამას მე რატომ მიყვები?
- უბრალოდ მომინდა რომ ვინმესთვის მომეყოლა, შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ საერთოდ არ მყავს მეგობრები, შენ კი მაშინვე მომეწონე როგორც კი დაგინახე, იმისთვის რომ გენდო მარტო ის კმარა რომ შენც ჩემსავით ვერ იტან მახოს.
- ჰოო, ნამდვილად ამაზრზენი პიროვნებაა, მეზიზღება, ნეტავ ვინ ჰგონია თავისი თავი, ფიქრობს რომ ყველა ფეხქვეშ უნდა ეგებოდეს, საერთოდ არ ერიდება რომ ნებისმიერ გოგოს ვინც თვალში მოუვა უხამსი წინადადებები შესთავაზოს
ელენემ შეატყო, როგორ მოეშვა და მოდუნდა ლილია მას შემდეგ რაც მიხვდა რომ საერთოდ არ ჰქონდა საბაბი გიორგიზე და ელენეზე ეეჭვიანა, მახოზე ისეთი ზიზღით საუბრობდა რომ მიხვდა აშკარად უხამს წინადადებაზე მეტი იყო მათ შორის მომხდარი.
- მხოლოდ იმის გამო ხარ ასეთი გაცოფებული რომ რაღაც შემოგთავაზა?
- ჩემზე ძალადობა სცადა, ერთხელ საკმაოდ გვიან მომიწია სამსახურიდან გასვლა, მაშინ მანქანა არ მყავდა, ავტობუს ველოდებოდი, გამოიარა და სახლში მიყვანა შემომთავაზა, უარი ვუთხარი მაგრამ არ მომეშვა, მაშინ კარგად არ ვიცნობდი და ვერ ვიფიქრებდი რომ ასეთი რამის კადრება შეეძლო, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ქალაქგარეთ წამიყვანა, მერე კი მანქანაშივე დააპირა ჩემი გაუპატიურება, რაღაც სასწაულით კარის გაღება მოვახერხე, გადმოვხტი და გავიქეცი, ტყიანი ადგილი იყო, რამდენიმე წუთს მდია მაგრამ მერე შემეშვა, მაშინ ძალიან შემეშინდა ელე...
უხმოდ წამოდგა ელენე ლილას მიუახლოვდა და ჩაეხუტა, ძალიან კარგად ესმოდა მისი, ვინ ვინ და მან ნამდვილად კარგად იცოდა მახო რა არაკაციც იყო.
- შიშით გზაზე ვერ გამოვდიოდი, ტყე-ტყე ვიარე სამი თუ ოთხი საათი, ფეხშიშველი ვიყავი და ტანსაცმელშემოხეული, ადამიანს აღარ ვგავდი, რომელიღაც ბენზინგასამართ სადგურამდე მივაღწიე და ჩემს ბიძაშვილთან ლილისთან დავრეკე რომ ჩემს წასაყვანად მოსულიყო...
- ასე უბრალოდ ჩაიარა ამ ყველაფერმა? რატომ არ უჩივლე? თუმცა შენ რას გეკითხები მისთვის ხომ არც მე არ მიჩივლია, -ელენემ თავი გადააქნია და გაოცებულ ლილიას მოშორდა.
- რას გულისხმობ? შენზე ძალადობაც სცადა?
- ჩემს შემთხვევაში უფრო სრულმასშტაბიან ოპერაციასთან გვქონდა საქმე, -ელენეს უნებურად გაეცინა.
- უცნაური გოგო ხარ, როგორ შეგიძლია ასეთ რამეზე ასე უბრალოდ და მსუბუქად ისაუბრო და თან იცინო?
- რაც იყო იყო, უკვე ჩაიარა, თან ამ ყველაფერმა ალექსი მაპოვნინა, მან გადამარჩინა მახოსგან.
- მომიყვები რა შეგემთხვა? არა ზოგადად ცნობისმოყვარე არ ვარ მაგრამ შენმა ამბავმა ძალიან დამაინტერესა, მითუმეტეს როცა იმ არაკაცს ეხება საქმე...
- თავიდან რამდენჯერმე დამხვდა სამსახურთან, ურთიერთობაზე უარი რომ ვუთხარი, მერე სახლთან მომაკითხა დამიჩოქა და ცოლობა მთხოვა.
- კარგი რა, არ მჯერა, -ლილია გაფართოებული თვალებით, სუნთქვაშეკრული უსმენდა ელენეს.
- ჰო, ნამდვილად ასე იყო, მერე უარი რომ ვუთხარი, ეტყობა რაღაც გადაუტრიალდა ტვინში და ჩემი მოტაცება გადაწყვიტა, მომიტაცა, ჩემს გაუპატიურებას აპირებდა, მცემა, რამდენჯერმე დამარტყა, ალექსმა გადამარჩინა, ის რომ არა...
- ნაძირალა, არაკაცი, -ლილია ფეხზე წამოხტა და ნერვიულად გაიარ-გამოიარა, -როგორ შეუძლია ასეთი არაადამიანი იყოს, ამიტომ ცხოვრობ ალექსთან, მახოს გამო?
- მე არავინ მყავს, მარტო ვცხოვრობ და იმის გამო რომ მახოს კიდევ არ დაეშავებინა ჩემთვის რამე მასთან ცხოვრება შემომთავაზა, ჩემი გულისთვის ბიძაშვილს და საკუთარ დედასაც კი დაუპირისპირდა...
- გიყვარს არა? -უცაბედმა კითხვამ ძალიან დააბნია ელენე.
- მე... მე... არ ვიცი, უფრო სწორად...
- გიყვარს, -ამჯერად უბრალოდ ფაქტი აღნიშნა ლილიამ და ღიმილით ჩააცქერდა თვალებში.
- უბრალოდ მეშინია რომ შეიძლება ისიც იგივეს არ გრძნობდეს რასაც მე ვგრძნობ.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ძალიან კარგი თუმცა დღეს დილით სამსახურში წამოსვლამდე ცოტა ვიკამათეთ.
- რატომ?
- ერთ საძინებელში დაძინებაზე, -ელენემ უხერხულად აიჩეჩა მხრები და გაწითლდა.
- მოიცა რას გულისხმობ? ესე იგი თქვენ...
- არა, არასწორად გაიგე, ჩვენს შორის ასეთი არაფერი ხდება.
- ვერ მივხვდი რაზე ვერ თანხმდებით, ალექსს უნდა რომ ერთად გეძინოთ?
- არა, პირიქით, მე მინდა რომ ერთად გვეძინოს, ალექსი კი მეუბნება რომ ჯობია სხვადასხვა საძინებლებში გვეძინოს.
- სერიოზულად? -ლილიამ წარბი ასწია და ისე შეხედა ელენეს თითქოს უცხოპლანეტელს უყურებდა.
- აგიხსნი რაც ხდება, იმის მერე რაც მახოსთან შემემთხვა, ღამე სულ კოშმარები მესიზმრება ხოლმე, მთელი ღამეები ვერ ვიძინებდი ჰოდა ალექსი ჩემთან ერთად იძინებდა რომ თავი უკეთ მეგრძნო, ახლა კი აიჩემა ცალ-ცალკე დავიძინოთო, რა ჭირს ვერ გავიგე, არადა დილით მაკოცა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მერე კი რაღაც წესებზე და სხვადასხვა საძინებლებზე დაიწყო საუბარი...
უსმენდა ლილია თვალებანთებულ ხელებით მოსაუბრე ელენეს და ძლივს იკავებდა ღიმილს, ესმოდა რატომ ვერ შეძლო ალექსმა მის მიმართ გულგრილი დარჩენილიყო, ბოლოს ვეღარ გაუძლო, დაჯდა, თავი ხელებში ჩარგო და სიცილისგან მხრები აუცახცახდა.
- რა გჭირს, შენ რა იცინი? მე რჩევას ველოდები შენ კი დამცინი? -ელენე ცოტა არ იყოს ნაწყენი ჩანდა.
- აჰ როგორ გამომრჩა, უკვე ნახევარი საათი გასულა, -სიტყვა ბანზე აუგდო, საათზე დაიხედა ლილიამ და ფეხზე წამოხტა, -მაპატიე მაგრამ უფროსი მელოდება, ჰო და შენ რაც შეგეხება, ამაზე აქ ვერ ვისაუბრებთ, მაგ თემაზე მე და შენ ცოტა უფრო ხანგრძლივად მოგვიწევს საუბარი, სხვა ადგილას, -ელენეს თვალი ჩაუკრა და ტანის მაცდური რხევით გავიდა ოთახიდან.
შვებით ამოისუნთქა ელენემ, თურმე როგორ სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი, ვინმესთან ვინც მოუსმენდა და გაუგებდა, ალექსთან და გიორგისთანაც შეეძლო ესაუბრა მაგრამ ლილია სხვა იყო, ვერც კი იფიქრებდა თუ ასე მცირე დროში მისი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა, ახალი სამსახური აქვს, მეგობრები ჰყავს და შეყვარებული, შეუძლია კი შეყვარებული უწოდოს, რათქმაუნდა შეუძლია, ამ ფიქრებში გართულს არც კი გაუგია როდის შემოვიდა ლილია, მხოლოდ მაშინ დაინახა როცა ლილიამ სკამიდან წამოაფრიალა და ჩაეხუტა.
- ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა, ბატონმა გიორგიმ დღეს საღამოს გასართობად დამპატიჟა, შენთან და ალექსთან ერთად.
ალბათ ზუსტად ეს იყო მეგობრობა, უყურებდა ელენე ლილიას ბედნიერებისგან გაბრწყინებულ სახეს და მისი ბედნიერება აბედნიერებდა.
- - - - - - - -
სარკის წინ იდგა წელსზემოთ შიშველი ალექსი და ცდილობდა შარვლისთვის იმ ორი მაისურიდან რომელიც ხელში ეჭირა რომელიმე შეეხამებინა, როცა აბაზანიდან გამოსული ელენე დაინახა უკვე გვიან იყო, ვეღარ მოასწრო რომ მაისური გადაეცვა, შუბლშეკრული მიუახლოვდა ელენე და დალურჯებულ სხეულს დააკვირდა, ფერდთან საკმაოდ დიდ სისხლჩაქცევაზე ფრთხილად გადაატარა თითები და მერე ზურგს აუყვა, ფრთხილად სათითაოდ სინჯავდა ყოველ ჩალურჯებას და დარტყმებისგან გაწითლებულ ადგილს, მერე ნაზად შემოხვია წელზე ხელები და ზურგზე აეკრა.
- ძალიან გტკივა? -მოესმა ალექსს მისი ათრთოლებული ხმა, შემობრუნდა მის წინ მდგარ თვალებაწყლიანებულ გოგონას ღიმილით დახედა ზემოდან, მერე ხელში აიტაცა, იქვე მდგარ სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩაისვა, კნუტივით მოკალათდა მის მუხლებზე ელენე, თავი ხარზე დაადო და ხელი წელზე მოხვია, თმებში შეუცურა ალექსმა გრძელი თითები, ერთხანს უხმოდ, ნაზად ეფერებოდა და მერე გაბზარული ხმით დაიწყო მოყოლა...
- ყოველთვის მარტო არ ვყოფილვართ მე და გიორგი, და გვყავდა, პატარა ლამაზი მარიამი ოთხი წლით იყო ჩემზე უმცროსი, მაშინ მე თვრამეტი წლის ვხდებოდი ის კი თოთხმეტის, დაბადების დღე ჰქონდა, წავედი რომ სკოლიდან წამომეყვანა, მაინცდამაინც იმ დღეს არ დამელოდა, როცა მივედი მისმა კლასელებმა მითხრეს რომ ფეხით წავიდა სახლისკენ, გზაში მაშინ დავეწიე როცა უკვე მანქანაში ტენიდნენ...
ალექსმა ამოიოხრა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა, მიხვდა ელენე როგორ უჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი, ხელი ხელზე მოუჭირა და ქვემოდან ახედა თვალებში, ღიმილით გადააქნია ალექსმა თავი.
- უკვე დიდი ხანი გავიდა და ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
- ჰო მაგრამ...
- მისი დახმარება ვერ შევძელი, ხუთნი იყვნენ, მკერდის არეში სამ ადგილას დამჭრეს დანით, სისხლისგან ვიცლებოდი... ახლაც გუშინდელივით მახსოვს მისი სასოწარკვეთილებით სავსე თვალები, მევედრებოდა რომ დავხმარებოდი, მე კი ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი, ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოში მოვედი გონს, დიდხანს მიმალავდნენ რა მოხდა, ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს ჩემი მარიამი, მიუხედავად იმისა რომ მათი ყველა მოთხოვნა შეასრულა ჩემმა ოჯახმა, მაინც არ დაინდეს, თოთხმეტი წლის ბავშვი მხეცურად მოკლეს, გააუპატიურეს, გაგუდეს და წყალში გადააგდეს, მის დასაფლავებასაც კი ვერ დავესწარი... -ლაპარაკი შეწყვიტა, ფრტილად მსწმინდა ელენეს ლოყებზე ღვარად ჩამოდენილი ცრემლები და გააგრძელა.
მაშინ სულ რაღაც თვრამეტი წლის ვიყავი, ჩემი ოცნებები მქონდა, გატაცებები, მიზნები, მარიამის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ფსიქოლოგიურად განადგურებული ვიყავი, ფაქტიურად გავგიჟდი, ყველაფერში ჩემს თავს ვადანაშაულებდი, სწორედ მაშინ მოვხვდი იმ სამყაროში, სხვათაშორის ძალიან დამეხმარა, მთელ ბრაზსს, რისხვას, ენერგიას იქ ვხარჯავდი, დაახლოებით ოთხი წელი ყველასგან და ყველაფრისგან შორს გავატარე, არალეგალური რბოლები, ბრძოლა წესების გარეშე, ღამის ცხოვრება, გართობა, მერე მამამ როგორღაც დამითანხმა რომ კომპანიაში დავხმარებოდი, თუმცა დიდხანს ვერ გავძელი იქ, როგორც კი საქმეები კარგად წავიდა ყველაფერი გიორგის გადავაბარე...
- გამტაცებლებს რა დაემართათ? -უნებურად წამოსცდა ელენეს და იგრძნო როგორ დაიძაბა ალექსი, -მაპატიე არ უნდა მეკითხა.
- არა უშავს როგორც უკვე გითხარი ყველაფერი წარსულში დარჩა, მართალია ხანდახან მაინც მახსენებს თავს ის საშინელი დღეები მაგრამ ვცდილობ დავივიწყო, მაშინ როცა დავინახე თუ როგორ აპირებდა მახო შენზე ძალადობას, ამდენი ხნის წინ ჩემში სადღაც ღრმად დამარხული ტკივილი თავიდან გაცოცხლდა და არც კი ვიცი თავის შეკავება როგორ მოვახერხე რომ არ მომეკლა.
- ახლა როგორ ხარ? -ელენემ თითები ფრთხილად გადაუსვა მკერდზე და მერე ტუჩებით შეეხო ნაიარევს, გააჟრჟოლა ალექსს და უფრო მაგრად ჩაიკრა გულში
- ახლა კარგად ვარ ისე კარგად როგორც არასდროს ვყოფილვარ, შენ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალე, ვერც კი წარმოიდგენ იმდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის.
პირველად გაბედა ელენემ და საკუთარი ინიციატივით მოძებნა მისი ტუჩები, თმებში ხელები შეუცურა, თავისკენ მოქაჩა, მისი ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია და ალექსის რეაქციით გახალისებულმა უფრო თამამად განაგრძო კოცნა, ტუჩებიდან ყბაზე გადავიდა, ყურს ქვემოთ აკოცა, შემდეგ ყელში მიაკრო ტუჩები და როცა იგრძნო როგორ ასრიალდა მის ფეხებზე ალექსის ხელი კატასავით ამოიკრუტუნა, თვალები მილულა და თავი უკან გადააგდო რომ მისთვის საშუალება მიეცა უფრო თავისუფლად მოფერებოდა, ფრთხილად გადაუწია მხრებზე თხელი ხალათი ალექსმა და ყოველი მილიმეტრი კოცნით დაუფარა, ჯერ არგანცდილი სიამოვნებისგან თავდავიწყებამდე მისულმა უცნაური სიმხურვალე და სისველე იგრძნო ფეხებს შუა, თვალები დააჭყიტა, დაიძაბა უხერხულად შეიშმუშნა, მაშინვე შეჩერდა ალექსი, ფრთხილად გაუსწორა ხალათი, მკერდზე მიიკრა და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას დაელოდა, მის მკლავებში განაბული იჯდა ელენე და არ ასვენებდა გრძნობა რომ რაღაც აწყენინა.
- ალექს მაპატიე, მე უბრალოდ... -ტუჩებზე თითი მიადო ალექსმა და ღიმილით ანიშნა არაფერი თქვაო, მერე კი წამოაყენა კარადა გამოაღო და ვითომ ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს, ისეთი სახით ანიშნა ტანსაცმელზე,
- თუ გინდა ტანსაცმლის შერჩევაში დაგეხმარები, თუ რათქმაუნდა ამ ხალათით არ აპირებ წამოსვლას.
- - - - - - - -
ბარში საკმაოდ სასიამოვნო სიტუაცია იყო, ალექსი და ელენე რომ მივიდნენ გიორგი და ლილია იქ დახვდნენ, სვავდნენ და მხიარულად საუბრობდნენ.
- საცოდაობაა ახლა ამათთვის ხელის შეშლა, -ალექსმა ღიმილით შეავლო თვალი წყვილს.
- იქნებ სხვაგან წავსულიყავით.
- კარგი იქნებოდა მაგრამ უკვე შეგვამჩნიეს, -მომღიმარი ლილიასკენ ანიშნა ელენეს რომელიც ხელს უქნევდათ და მაგიდისკენ ანიშნებდათ, მათ გვერდით ჩამოსხდნენ, ელენე დაჯდა და ისედაც მოკლე კაბა რომელიც დაჯდომისას ზემოთ აიწია გამეტებით დაქაჩა ქვევით.
- ნუ ექაჩები, არც ისეთი მოკლეა და თან ძალიან უხდება შენს ულამაზეს ფეხებს, -უჩურჩულა ალექსმა, მხრებზე თავისუფლად ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და მოშიშვლებულ ლავიწზე ცხვირით გაეხახუნა.
- ისე სხვათაშორის მარტო არ ხართ, ჩვენც აქ ვართ, მოგვაქციეთ ყურადღება, -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გიორგიმ და სასმლით სავსე ჭიქები მიაჩოჩა მათკენ.
- შენ დღეს არ სვავ, -ალექსმა მუქარით დაუქნია თითი ელენეს.
- სულ ერთი ჭიქა რა, -ელენემ მომწვანო სითხით სავსე ჭიქას დახედა და ტუჩები მოილოკა.
- არც ერთი, ჯერ არ დამვიწყებია, ჩემზე ფსონის დადება რომ გინდოდა, -ალექსმა ღიმილით შეხედა გაბუსხულ ელენეს და პატარა ბავშვს რომ ეფერებიან ზუსტად ისე გადაუსვა თავზე ხელი.
- ამას არ დაივიწყებთ არა?
- რა დაგვავიწყებს, -გიორგიმ გულიანად გადაიხარხარა და მაგიდის ქვეშ ხელი გააპარა ლილიას თითებისკენ, ლილიას ხელი არ გაუწევია, პირიქით უფრო ახლოს მიჩოჩდა მასთან.
- რა ფსონებზე ლაპარაკობთ?
- ოო, ეს ალექსის და ელენეს საქმეა, -მხიარულად ჩაუკრა თვალი წყვილს და მერე მაგიდაზე მიგდებულ აზუზუნებულ ტელეფონს დახედა.
- ალექს ერთი წუთით გამომყევი გარეთ, ცერცვაძე რეკავს და მაგას შენ თუ გააგებინებ რამეს.
- ახლავე დავბრუნდებით, -ალექსმა შუბლზე აკოცა ელენეს და წამოდგა.
- აბა როგორ მიდის შენი და გიორგის საქმე, -ელენე ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა.
- არ მჯერა მაგრამ მგონი მოვწონვარ, მე კი მასზე დიდი ხანია ვგიჟდები.
- მაგას მაშინვე მივხვდი როცა პირველად დაგინახეთ ერთად, ძალიან მინდა რომ ერთად იყოთ უბრალოდ არ ვიცი იცი თუ არა მაგრამ...
- გიორგის საცოლეს თუ გულისხმობ მის შესახებ ვიცი.
- სერიოზულად?
- რათქმაუნდა ვიცი, შენი აზრით დღესასწაულებზე გიორგის მაგივრად ყვავილებს და საჩუქრებს ვინ არჩევს ხოლმე მისთვის, უბრალოდ ერთადერთი რაც მამშვიდებს ის არის რომ დარწმუნებული ვარ გიორგის არ უყვარს მოდი ჩემზე ლაპარაკს მოვრჩეთ და ის მითხარი თქვენ როგორ ხართ, კიდევ ხომ არ კამათობთ?
- შენ მითხარი რომ ამ საკითხზე დავილაპარაკებდით.
- ჰოო, რაც შეეხება ამ საკითხს, ისეთი პატარა ნამდვილად არ ხარ რომ არ იცოდე როცა ორი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანი ერთ საძინებელში ერთ საწოლში ატარებს ღამეს მათ შორის რა ხდება, ალექსი შენზე გიჟდება ელე, შენ კი აშკარად არ ხარ ჯერ იმისთვის მზად რომ მასთან ურთიერთობა გააღრმავო, მას კი შენთვის ძალის დატანება არ უნდა, ალექსი ბავშვი არ არის, ჩამოყალიბებული მამაკაცია და სურვილები და მოთხოვნილებები გააჩნია, როცა შენს გვერდით წევს წარმომიდგენია რა ძალისხმევად უჯდება თავის შეკავება, რომ ზედმეტად არ შეგეხოს.
- ამაზე არ მიფიქრია, -ელენემ თავი ჩაღუნა რომ აწითლებული ლოყები დაემალა.
- ჰო რათქმაუნდა არ გიფიქრია, ასე რომ გადადი სხვა ოთახში და ეცადე როგორმე მარტო გაუმკლავდე ღამეულ კოშმარებს.
- უფ, ხომ არ გეჩვენება რომ ცოტა სასტიკად ჟღერს რასაც ამბობ.
- რას იზამ ასეთია ცხოვრება, -ლილიამ მეტად ვეღარ შეძლო სერიოზული სახის შენარჩუნება და გულიანად გადაიკისკისა.
- საპირფარეშოში გავალ და რამდენიმე წუთში დავბრუნდები, -ელენე წამოდგა და დარბაზიდან გავიდა თუ არა მისი ტელეფონი აწკრიალდა, ეკრანს დახედა ლილიამ უცხოური ნომერი იყო, რამდენჯერმე ზედიზედ დარეკვის შემდეგ გაბედა და უპასუხა.
- ელენე მადლობა ღმერთს მიპასუხე, კარგად ხარ? სად ხარ? -დამტვრეული ქართულით შეშფოთებული ხმით ერთბაშად მიაყარა ქალმა.
- მე ელენე არ ვარ, მისი მეგობარი ვარ ლილია, კლუბში ვართ, ელენე გასულია და ამიტომ გიპასუხეთ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე მისი ბებია ვარ, იტალიიდან ვრეკავ, ელენეს საფრთხე ემუქრება, ახლავე მოძებნე, სახლში წაიყვანე და გარეთ არ გამოვიდეს სანამ საქართველოში არ ჩამოვალ, ახლავე მოძებნე და უთხარი რომ ფრთხილად იყოს, ძალიან ფრთხილად და არავის ენდოს, -ტელეფონი გაითიშა, რამდენიმე წამს გაშტერებული იჯდა ლილია ყურთან მიტანილი გათიშული ტელეფონით.
- რა გჭირს, ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენება დაგენახოს, -გიორგის ხმა მოესმა და თავი ასწია.
- ელენე სად არის? -ალექსმა დარბაზს თვალი მოავლო.
- საპირფარეშოში გავიდა, მერე მისი ტელეფონი რეკავდა და რომ აღარ გაჩერდა ვუპასუხე, ბებიამისი იყო იტალიიდან.
- ბებიამისი? მისი ნომერი საიდან გაიგო ან რა უნდოდა? -ალექსმა გაკვირვებულმა შეხედა ლილიას.
- მითხრა რომ საფრთხეშია, რომ არავის უნდა ენდოს, საქართველოში მოვდივარ და ჩემს ჩამოსვლამდე სახლიდან გარეთ ცხვირი არ გამოყოს საფრთხე ემუქრებაო.
- ჯანდაბა, ახლა რაღა ხდება, წამოდი მოვძებნოთ, -გიორგის ანიშნა ალექსმა, ლილიაც მათ გაყვათ, კარგა ხნის ძებნის შემდეგ, როცა მიხვდნენ რომ ელენე ბარში არ იყო ალექსმა კამერების ჩანაწერები მოითხოვა, რადგან ბარი გიორგის მეგობარს ეკუთვნოდა უმალვე შეუსრულეს ეს მოთხოვნა, ცოტა ხანში სამივე უყურებდა როგორ გამოიყვანა ბარიდან გოგონა ორმა მამაკაცმა, ელენეს აშკარად ეტყობოდა რომ გონზე არ იყო ფეხზე ძლივს იდგა, ფაქტიურად მიათრევდნენ, იქვე გაჩერებულ შავ ავტომობილში ჩასვეს, წინა სავარძლიდან ვიღაც გადმოვიდა კაცებს რაღაც მითითება მისცა ისევ ჩაჯდა და ავტომობილიც დაიძრა.
- მოიცადე, გააჩერე, უკან გადაახვიე, -იყვირა გიორგიმ.
- ვინმე გეცნო? -ალექსი აღელვებას არ იმჩნევდა მაგრამ სადაც იყო ბრაზისგან აფეთქდებოდა.
- ეს , ის არის...
- ვინ ის?
- ჩვენი იტალიელი პარტნიორების წარმომადგენელი, ვინჩენცო...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვინჩენცო და ჯანდაბა მაგაააას....

რა მომენტი გამიფუჭა ნახეთ რა....

ძლივს მეღირსა წინ დაძრული გოირგი და ლილია და გამოხტა....

 


№2  offline წევრი Koala°

ვინცენცოს მოვახრჩობ და გავგუდავ. შენ კიდე დაძაბული მომენტების დედოფალო რას გვიკეთებ❤️ საოცრებაა უბრალოდ. მარა მაინც გული დამწყდა ელენე რომ გაიტაცეს❤️❤️❤️ წარმატებები

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

Koala°
ვინცენცოს მოვახრჩობ და გავგუდავ. შენ კიდე დაძაბული მომენტების დედოფალო რას გვიკეთებ❤️ საოცრებაა უბრალოდ. მარა მაინც გული დამწყდა ელენე რომ გაიტაცეს❤️❤️❤️ წარმატებები


მადლობა <3
ამ ბოლო დღეებში რაღაც ხდება და წერის ხასიათზე ვარ, ხვალ კიდევ ავტვირთავ ახალ თავს blush

 


№4  offline წევრი lilit

ღმერთო ჯერ იყო და მახოო და იმის მოკვლის სურვილი მაწუხებდა, ეხლა ვინჩენცოო შენ ვიღაცას მომაკვლევინებ დდ
კაი ხუმრობა იქით იყოს და მაგარია ეხლა ცოტა ანერვიულებული ვარ ეს გოგო სულ საფრთხეში რანაირად არის ან ბებიამისმა საიდან გაიგო ამ გოგოს ნომერი
ვფიქრობ ალექსას დედას ნამოქმედარი იქნება ყველაფერი, შესაძლებელია მისი ხრიკები იყოს რომ ჩამოშორდეს ალექსას მარა სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება
ველოდები შემდეგ თავს <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სტუმარი ანი
ვინჩენცო და ჯანდაბა მაგაააას....

რა მომენტი გამიფუჭა ნახეთ რა....

ძლივს მეღირსა წინ დაძრული გოირგი და ლილია და გამოხტა....

????????????????????ცუდად ვარ რამდენი ვიცინე რა ჯანდაბად უნდოდა ვინჩენდოს ერთი მახო არ გვეყოფა სრული კატასტროფუსთვუდ????????????????ვინჩენცო არ გამოგეძახათ იტალიიდან,საცოდავი ალექსი ვისგან დაიცვას ელენე ვერ გაუგია????ველოდები ახალ თავს მადლობა წრმატებები

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ნესტანი
სტუმარი ანი
ვინჩენცო და ჯანდაბა მაგაააას....

რა მომენტი გამიფუჭა ნახეთ რა....

ძლივს მეღირსა წინ დაძრული გოირგი და ლილია და გამოხტა....

????????????????????ცუდად ვარ რამდენი ვიცინე რა ჯანდაბად უნდოდა ვინჩენდოს ერთი მახო არ გვეყოფა სრული კატასტროფუსთვუდ????????????????ვინჩენცო არ გამოგეძახათ იტალიიდან,საცოდავი ალექსი ვისგან დაიცვას ელენე ვერ გაუგია????ველოდები ახალ თავს მადლობა წრმატებები


რა კარგად გამეცინა laughing blush

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

lilit
ღმერთო ჯერ იყო და მახოო და იმის მოკვლის სურვილი მაწუხებდა, ეხლა ვინჩენცოო შენ ვიღაცას მომაკვლევინებ დდ
კაი ხუმრობა იქით იყოს და მაგარია ეხლა ცოტა ანერვიულებული ვარ ეს გოგო სულ საფრთხეში რანაირად არის ან ბებიამისმა საიდან გაიგო ამ გოგოს ნომერი
ვფიქრობ ალექსას დედას ნამოქმედარი იქნება ყველაფერი, შესაძლებელია მისი ხრიკები იყოს რომ ჩამოშორდეს ალექსას მარა სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება
ველოდები შემდეგ თავს <3


დიდხანს არ გალოდინებთ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent