დასაწყისი ( 10 )
რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა თვალები, არაფერი შეცვლილა, ირგვლივ უკუნეთი სიბნელე სუფევდა, ზურგს უკან გაკრული ხელები საშინლად ტკიოდა, სკამზე იყო მიბმული, ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომისგან მთელი სხეული ჰქონდა დაბუჟებული, ბევრი არაფერი ახსოვდა, საპირფარეშოდან გამოსვლისას ორი მამაკაცი გადაუდგა წინ მერე ყველაფერი ბუნდოვნად დარჩა მეხსიერებაში ახლა კი აქ ამ ჩაბნელებულ სარდაფში გაეღვიძა, ვარაუდით სარდაფში რადგან ირგვლივ აუტანელი ნესტის, მტვრის და სიძველის სუნი იდგა, პირი აკრული არ ჰქონდა, თუმცა თავში აზრადაც კი არ გაუვლია რომ ეყვირა, დარწმუნებული იყო, გამტაცებლები ისეთ ადგილზე არ ჩაკეტავდნენ სადაც მის ყვირილს ვინმე გაიგონებდა, ნეტავ რამდენი ხანია აქ არის, ალბათ ალექსი გიჟს ჰგავს, ალბათ როგორ ნერვიულობს... იმედია ეს ყველაფერი იმ უდღეური მახოს ნამოქმედარი არ არის, მისi კიდევ ერთხელ ნახვა, მის შეხება, ჯანდაბა, ამის წარმოდგენაც კი არ უნდოდა... თვითონაც ვერ მიხვდა როგორ ჩათვლიმა, თვალები თავისთავად დაეხუჭა, საკეტის ჩხაკუნის ხმამ გამოარკვია, მერე მკვეთრმა შუქმა მოსჭრა თვალი, როგორც კი მხედველობა აღუდგა მის წინ ორიოდე ნაბიჯის დაშორებით მდგარი მამაკაცი შეათვალიერა და რატომღაც საერთოდ არ გაჰკვირვებია როცა მასში ვინჩენცო ამოიცნო, თავიდანვე არ მოეწონა მისი ცივი და ანგარიშიანი მზერა, სარდაფის შესახებაც არ შემცდარა, პატარა, უფანჯრო, გაჯით შელესილი, კედლებდამპალი ოთახის შუაგულში იჯდა, სკამზე მიბმული. - დილა მშვიდობის სინიორიტა, -ვინჩენცოს მშვიდი არაფრისმთქმელი ხმა ჰქონდა. - დილა? ანუ რა გამოდის რომ მთელი ღამეა აქ ვარ? -ძლივს ამოიხრიალა, ყელი გამშრალი ჰქონდა და ძლივს ლაპარაკობდა, ვინჩენცომ იქვე პატარა მაგიდაზე მიგდებული წყლის ბოთლი აიღო, გახსნა და ტუჩებთან მიუტანა, ხარბად მოსვა ელენემ წყალი. - არ მეტყვი რა ხდება და აქ რატომ ვარ? -ახლა როცა მიხვდა რომ აშკარად არ აპირებდნენ მის მოკვლას, უფრო თამამად კითხა. - გატაცებული ადამიანის პირობაზე ზედმეტად მშვიდად ხარ, მომწონხარ, იცოდე პირადი არაფერია, უბრალოდ ასეთი ბრძანებაა, წინასწარ გიხდი ბოდიშს იმის გამო რისი გაკეთებაც მომიწევს. - რაა? რისი გაკეთება? -ელენემ ძლივს მოასწრო მისკენ მოქნეული მუშტის დანახვა, მარცხნივ გადაქანდა და სკამთან ერთად დაასკდა ბეტონის იატაკს, ყბას თითქმის ვეღარ გრძნობდა, მისდა გასაკვირად არ ტკიოდა, მაგრამ ხვდებოდა როგორ ევსებოდა პირი სისხლით, მხარი რომლითაც დაეცა საშინლად ტკიოდა, სკამის საზურგეს ხელი ჩაავლო ვინჩენცომ და ისევ პირვანდელ პოზიციაში გაასწორა ელენე, ორი ნაბიჯი უკან გადგა და შემფასებლური მზერით შეხედა, მერე ისევ მომუშტა ხელი, პირში დაგროვილი სისხლი გადააფურთხა ელენემ და თვალები დახუჭა, მეორე ლოყაზე იგრძნო დარტყმა, ამჯერად უკან გადაქანდა, თუმცა ვინჩენცომ ჰაერშივე დაიჭირა სკამი რატომღაც არ მისცა ბეტონზე დანარცხების უფლება, ისევ გაასწორა, სისხლიანი ტუჩები მოილოკა ელენემ, ყბების გამოძრავება სცადა მაგრამ ვერ შეძლო, საშინელი ტკივილის გამო სახე დაემანჭა და ძლივსშეკავებული კვნესა წასკდა, დანა ამოიღო ვინჩენცომ უკანა ჯიბიდან მიუახლოვდა, კაბის გულისპირში ხელი ჩაავლო, გაუჭრა და მერე ხელით მუცლამდე ჩაუხია, მერე ფეხთან ჩაჭრა და ისედაც მოკლე კაბიდან მომზირალი ფეხები საცვლამდე გამოუჩინა. - რას აკეთებ, -ძლივს ამოილუღლუღა ელენემ. - შენს გაუპატიურებას არ ვაპირებ თუ ეს გაინტერესებს, -სრულიად უემოციოდ მიუგო ვინჩენცომ, უკან დაიხია, ტელეფონი ამოიღო და სხვადასხვა რაკურსით რამდენიმე ფოტო გადაუღო. - ამ ფოტოების გამო მომექეცი ასე? -ელენემ საკუთარი ხმა ვეღარ იცნო. - ვერაფერს ვიზავთ, დამკვეთის მოთხოვნა ასეთია, ახლა გავდივარ, წყნარად იჯექი, იმედია ეს ფოტოები გამოდგება და ვიდეოს გადაღებას არ მოგვთხოვენ სხვა მსახიობების მონაწილეობით. - რას გულისხმობ? - მაგას მაშინ ნახავ თუ ვიდეო დაგვჭირდება, -ცივად ჩაიცინა, შუქი ჩააქრო და კარი გაიხურა, არ იცოდა რამდენ ხანს იყო იქ, საშინელი ტკივილებისგან კვნესოდა და ყველანაირად ცდილობდა გონება არ დაეკარგა, უკვე სუნთქვაც კი უჭირდა, ბუნებრივმა მოთხოვნილებებმაც შეაწუხა, ისიც კი იფიქრა რომ დაეყვირა და მოეთხოვა საპირფარეშოში გაეყვანათ, ცადა მაგრამ, გასიებული ყბების და დახეთქილი ტუჩების გამო ყვირილი ვერ შეძლო, სიმწრის ცრემლები მოადგა თვალებზე, უიმედობა იგრძნო, მთელი ძალა და სიმამაცე რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ერთბაშად შემოეძარცვა და შეეშინდა... შეეშინდა რომ ისევ დაბრუნდებოდნენ, შეეშინდა რომ მასზე იძალადებდნენ, შეეშინდა რომ შეიძლებოდა აქედან ვეღარასოდეს გაეღწია და ალექსი ვეღარასოდეს ენახა, რაღაც სასწაულით ძლივს დალაგებული ცხოვრება ერთ დღეში ჩამოემხო თავზე, ნერვიული კანკალი აუტყდა და უხმოდ აქვითინდა. მოიბუზა როცა საკეტის ხმა გაიგო, ისევ მოსჭრა სინათლემ თვალი, ამჯერად ვინჩენცოს ორი შავებში ჩაცმული კაცი მოჰყვებოდა უკან. - შენ რა იტირე? არც ისეთი ძლიერი ყოფილხარ როგორადაც თავს გვაჩვენებდი, ასე უკეთესია, როგორც ვატყობ გადაღებებისთვის უკვე მზად ხარ, -ირონიული ღიმილით შეხედა ელენეს და მერე კაცებს მიუბრუნდა, რომლებიც ხარბ მზერას არ აშორებდნენ მის ნახევრად შიშველ სხეულს. - ხელები გაუხსენით, გააშიშვლეთ და თქვენც გაიხადეთ, -ელენეზე ანიშნა და ტელეფონი მოიმარჯვა, ამაზრზენი ღიმილით და ანთებული თვალებით დაიძრნენ მისკენ, სუნთქვა შეეკრა ელენეს, იგრძნო როგორ შეაჩერა გულმა ფეთქვა, უწყლოდ დარჩენილი თევზივით აღებდა პირს მაგრამ ჩასუნთქვას ვერ ახერხებდა, ერთ-ერთმა დანა ამოიღო რომ თოკები გადაეჭრა, ზუსტად ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შავებში ჩაცმული და ნიღბით სახედაფარული, იარაღიანი კაცები შემოიჭრნენ, ელენემ ხმადაბლა შეჰკივლა როცა ვინჩენცო უსულოდ დაეცა მის ფეხებთან და მისი კაცებიც მას მიჰყვნენ. - მგონი მოვუსწარით ძმაო, -ნაზი, წკრიალა ხმით გადაულაპარაკა ერთ-ერთმა მეორეს იტალიურად, აშკარად არ იყო მამაკაცი. - ამას თუ მოსწრება ჰქვია, შეხედე რა დღეში ჩაუგდიათ, ჩემი ბრალია, ძალიან დავაგვიანეთ, -მეორემ ელენე ელვარე მწვანე თვალებით შეათვალიერა და ნიღაბი გადაიძრო, გოგომაც მას მიბაძა, თვალებგაფართოებული და პირდაღებული უყურებდა ელენე, ორ სრულიად იდენტურ ახალგაზრდას, ზუსტად ერთი ფერის წაბლისფერი სწორი თმები, ერთნაირი დიდი მწვანე თვალები, ერთნაირი ტუჩები, ბიჭმა შუბლზე ჩამოყრილი თმა მოხდენილი მოძრაობით გადაიყარა უკან და გოგოს თავით ანიშნა. - მიდი ხელები გაუხსენი. - შენ გაუხსენი რა, მემგონი მარცხენა ხელი ვიღრძე როცა იმ ახმახ მელოტს დავარტყი, გარეთ რომ იდგა კართან, -გოგომ დაწუწუნა და მაჯის ამოძრავება სცადა. ბიჭმა სწრაფად გაუხსნა ხელები და წამოდგომაში დაეხმარა, თუმცა ელენემ ფეხზე დადგომა ვერ შეძლო, ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჩაიკეცა და ხელი რომ არ შეეშველებინათ წაიქცეოდა. - ჯანდაბა, მომიწევს ხელით ვატარო, -ჩაიბურტყუნა. - ისე რატომ ლაპარაკობთ თითქოს აქ არ ვიყო, სხვათაშორის ყრუ არ ვარ და ყველაფერი მესმის რასაც ამბობთ, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა ელენემ და ხელზე დაეყრდნო ბიჭს რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა. - შენ რა იტალიური იცი? -გოგო აშკარად გაკვირვებული იყო ამ სიახლით. - გეყოფათ, მერეც მოასწრებთ ჭორაობას, ახლა აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, სანამ გამოფხიზლებულან. - რას ნიშნავს სანამ გამოფხიზლებულან? მე მეგონა ისინი დახოცეთ. - დავხოცეთ? ნუ მაცინებ, მკვლელებს ვგავართ, -ერთმანეთს გადახედეს და ორივეს ერთდროულად აუტყდათ სიცილი. - ცოტათი ვგავართ მაგრამ არავინ მოგვიკლავს უბრალოდ სძინავთ, -ბევრი აღარ ულაპარაკიათ, ბიჭმა ელენე ხელში აიტაცა და ცოტა ხანში შენობიდან საკმაოდ მოშორებით გზაზე გაჩერებულ ავტომობილთან იყვნენ, ელენე ფრთხილად დასვეს უკანა სავარძელზე და თვითონ წინ მოთავსდნენ. - ბოლოს და ბოლოს მეტყვით თუ არა ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ? -ჰკითხა ახალ გამტაცებლებს მხოლოდ მაშინ როცა უკაცრიელი გზიდან, გზადკეცილზე გავიდნენ. - შენგან არაფერი გვინდა, მეგონა იმდენად ჭკვიანი იყავი მიხვდებოდი რომ გადაგარჩინეთ, -ბიჭს ირონიული და ცოტა არ იყოს გაბრაზებული ტონი ჰქონდა. - გეყოფა ლეო, ნუ უბრაზდები მან ისედაც ბევრი გადაიტანა, -უსაყვედურა გოგონამ ბიჭს და მერე ელენეს მიუბრუნდა, -მგონი დროა რომ ერთმანეთი გავიცნოთ, მე ნიკოლეტი ვარ, შეგიძლია ნიკი დამიძახო, ის უჟმური კი ჩემი ტყუპისცალია ლეონარდო, ოღონდ ვერ იტანს ასე რომ მიმართავენ, ასე რომ უბრალოდ ლეო დაუძახე. - სასიამოვნოა ნიკ, ახლა სად მივდივართ? -ელენე თავს ძალას ატანდა რომ თვალები არ დახუჭვოდა. - მე და ლეოს წყნეთში სახლი გვაქვს ნაქირავები. - არ გინდათ რომ პირდაპირ ჩემს სახლში წამიყვანოთ? - სახლში ვერ წაგიყვანთ ეს ჯერ კიდევ სახიფათოა. - მაშინ ტელეფონი მათხოვეთ რომ მეგობრებს დავურეკო ალბათ უკვე ძალიან ნერვიულობენ. - დარწმუნებული ხარ რომ შენი მეგობრები სანდოები არიან? - რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ. - როგორ შეგიძლია ასეთი დარწმუნებული იყო? - ადამიანებში არასოდეს ვცდები, ვინჩენცო დანახვის დღიდანვე არ მომეწონა აი თქვენ კი მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც ერთი საათია გიცნობთ გენდობით, დარწმუნებული ვარ რომ თქვენი ნდობა შეიძლება. უკვე თბილისში შედიოდნენ, ნიკმა ლეოს გადახედა, თითქოს ნებართვას იღებსო და როცა მან თავი დაუქნია ელენეს ტელეფონი მიაწოდა. - - - - - - - - - ვინჩენცოს არავინ იცნობს, ჩვენს პარტნიორებთან არ მუშაობს, ასე როგორ გამაბრიყვა, როგორი სულელი ვარ, -გიორგიმ მუშტი მთელი ძალით დასცხო მაგიდას და მის ხელზე შემოხვეული თხელი თითების დანახვისას ერთბაშად მოდუნდა და დამშვიდდა. - ბებიამისიც რატომღაც არ პასუხობს ტელეფონს, ალბათ ახლა თვითმფრინავშია და მოფრინავს, -ლილიამ აივანზე უძრავად მდგარ ალექსს გახედა. - წამოდი, -თავით ანიშნა კახამ ლადოს და თვითონ აივანზე გავიდა, ალექსს ამოუდგა გვერდით, რომელიც დაძაბული, თვალებამოშავებული და მთლად გაფითრებული უმიზნოდ იყურებოდა სივრცეში. - იქნებ ცოტა დასვენება გეცადა, -შემპარავი ხმით უთხრა და ლადოსაც ანიშნა შენც დამეხმარეო. - შემოდი ალექს ცოტა ხნით დაჯექი დაისვენე, ასე თვითგვემით რის მიღწევას ცდილობ? - დამცინით? დასვენება როგორ შემიძლია, როცა უამრავი ხალხი და პოლიცია ეძებს ელენეს და ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს მის კვალს, -ჩახლეჩილი, ჩამწყდარი ხმა ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა და ხელს მთელი ძალით ურტყავდა ქვის მოაჯირს. - გეყოფა ბოლოს და ბოლოს, -ლადომ ხელი ხელში სტაცა და აიძულა მათკენ შემობრუნებულიყო, -თავს ტყუილად ნუ იტანჯავ, ყველაფერს აკეთებ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, მთელი ღამეა არ გიძინია, თვალიც არ მოგიხუჭავს, გიჟივით ეძებდი მთელს ქალაქში, არაფერი გიჭამია და დაგილევია არც კი დამჯდარხარ, ასე დიდხანს ვერ გაქაჩავ ძმაო. - ვერ შევძელი, მისი დაცვა ვერ შევძელი, -ამ ორიოდე სიტყვას თითქოს გული ამოაყოლა და ძალაგამოცლილი ჩაიკეცა. - ალექს უპასუხე, -ლილია აივანზე სირბილით გამოვიდა და ტელეფონი ხელში მიაჩეჩა, ნომრისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა და ნაცნობი ხმის გაგონებისას სახე გაებადრა, ფეხზე წამოხტა, ერთხანს ხმა ვერ ამოიღო, - ალექს მე ვარ, -უცნაურად მისუსტებული და გამტყდარი ეჩვენა მისი ხმა და თითქოს რაღაც ეტკინა შიგნით როცა წარმოიდგინა ახლა რა დღეში შეიძლება ყოფილიყო, ახალი ენერგიით სავსე შეიჭრა მისაღებ ოთახში, მისი გაბრწყინებული თვალების დანახვისას გიორგი მაშინვე მიხვდა რომ აშკარად კარგი ამბავი შეიტყო ალექსმა და შვებით ამოისუნთქა. - ელენემ დარეკა, კარგად არის წყნეთშია, მე ახლავე მივდივარ მის სანახავად, თქვენ აქ დამელოდეთ, -გასაღებს ხელი წამოავლო და გავიდა. - რას ჰქვია აქ დაველოდოთ, აბა სწრაფად ყველა წავედით, -გიორგიმ ლილია კახა და ლადო წინ გაიგდო და თვითონაც უკან მიჰყვა. ავტომობილში ალექსის გვერდით იჯდა გიორგი, დაძაბული მართავდა ალექსი, თვალს არც კი ახამხამებდა, საჭეს ჩაფრენილი საშინელი სისწრაფით მიქროდა გზაზე, გიორგი არ აღიარებდა მაგრამ უკვე ეშინოდა. - ცოტა შეანელე ძმაო თორემ იქამდე ასვლას ვერ მოვასწრებთ ისე აღმოვჩნდებით ჯოჯოხეთში. - შენ მაგის არ უნდა შეგეშინდეს, შენისთანები პირდაპირ სამოთხეში ხვდებიან, ამის ასპროცენტიან გარანტიას გაძლევ, -გაიღიმა და უფრო მოუმატა სიჩქარეს. - და შენ ალექს? - მე დიდი ხანია შევეგუე იმას რომ ჯოჯოხეთში მოვხვდები, თუკი რათქმაუნდა არსებობს, -სრულიად მშვიდად თქვა და გიორგი შეზარა მისმა ასეთმა სიმშვიდემ და იმის გააზრებამ რომ ალექსი სრულიად უსამართლოდ მიიჩნევდა თავს მონტრად, ისეთ არსებად ვინც პირდაპირ ჯოჯოხეთში წასვლას იმსახურებს. - ისეთი არაფერი გაგიკეთებია რომ ასე ფიქრობდე, -ეცადა მშვიდად ეთქვა. - შენ მაინც ნუ მეუბნები ამას, მხოლოდ შენ ლადომ და კახამ იცით სინამდვილეში რაც მოხდა, ვინც ვარ და როგორიც ვარ. - ზუსტად მაგაშია საქმე რომ ვიცი ვინ ხარ, კაცი რომელიც ოჯახის და ახლობლებისთვის სულსაც არ დაიშურებს, კაცი რომელიც საყვარელი ადამიანებისთვისთვის სიცოცხლეს უყოყმანოდ გაიღებს. - საარჩევნო ლოზუნგივით ჟღერს, -ჩაეღიმა ალექსს. - კარგი რა როგორ შეგიძლია, ყოველთვის ყველაფრის გაფუჭება. - უკვე მოვედით, -მწვანედ შეღებილი ჭიშკრის წინ გაჩერდა და გადავიდა, გიორგიც უკან მიყვა, მათ უკან გაჩერდა კახას ავტომობილი და კახა ლადო და ლილია გადმოვიდნენ, აქ დამელოდეთო ანიშნა ალექსმა, ის და გიორგი ჭიშკრისკენ წავიდნენ, ჭიშკარი ღია დახვდათ, შეაღო და შევიდა თუ არა, ორსართულიანი სახლის ვერანდაზე მდგარი სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი, თმაგაშლილი ელენე დაინახა. გულზე ხელი დაიდო ელენემ მისი დანახვისას და მოაჯირს ჩაეჭიდა რომ იმ სისუსტის გამო რომელსაც ფეხებში გრძნობდა არ ჩაკეცილიყო, თვალები აუწყლიანდა და ოდნავშესამჩნევმა ღიმილმა გაუპო ბაგე, თითქმის სირბილით წავიდა ალექსი მისკენ, მიუახლოვდა, ხელში აიტაცა და გულში ჩაიკრა, ერთხანს ასე გაუნძრევლად იდგნენ, თითქოს უსიტყვოდ ეუბნებოდნენ ერთმანეთს თუ როგორ შეაშინათ უერთმანეთობამ, უსიტყვოდ ცდილობდნენ ერთმანეთის სულში ჩაწვდომას და ერთმანეთის ტკივილის და მონატრების გათავისებას, ალექსი თვალებდახუჭული ისუნთქავდა სანატრელ სურნელს და ბედნიერებისგან საჰაერო ბუშტივით იბერებოდა, მხოლოდ ელენეს ძლივსგასაგონმა კვნესამ მოიყვანა გონს, მოშორდა და შეათვალიერა, გული მოეწურა და სიბრაზემ ყელში წაუჭირა როცა მისი დალურჯებული სახე და გახეთქილი ტუჩი დაინახა. - ასე ნუ მიყურებ, ახლა არც თუ ისე კარგად გამოვიყურები, -თავი დახარა და თითები უხერხულად გადააჭდო ერთმანეთზე, ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მოიქცია ალექსმა ხელებში ელენეს სახე და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე, თვალები მილულა გოგონამ და მოზღვავებული გრძნობებისგან თავგზაარეული მიეყრდნო მკერდზე. - გეყოფა, მეც მომეცი საშუალება რომ ჩემს გოგოს ჩავეხუტო, -გიორგი გვერდით ამოუდგათ და ბედნიერი ღიმილით მიაჩერდა წყვილს რომელიც გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა. - შენც აქ ხარ? -როგორც იქნა გამოერკვა ელენე. - აბა როგორ, ამ გიჟს მარტო ხომ არ დავტოვებდი, ლამის შეიშალა როცა შენი დაკარგვის ამბავი გავიგეთ, ადამიანს აღარ ჰგავდა. ახლაღა შეხედა დაკვირვებით ელენემ ალექსს, სახეზე ენით აღუწერელი ტანჯვა და სიხარული ერთდროულად ეწერა, თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა და ტუჩები გაფითრებული. - ნუ აზვიადებ, -ჩაიბურტყუნა ალექსმა და როგორც იქნა შეძლო მონატრებული გოგონასთვის ხელი გაეშვა, მაშინვე ეცა გიორგი ელენეს და ჩაეხუტა, თუმცა ცივად გაუშვა ხელი რადგან როგორც კი მხარზე ოდნავ მოუჭირა ელენემ თავი ვეღარ შეიკავა და დაიკვნესა. - რა გჭირს, გტკივა? რა გტკივა, სად გტკივა? -დაფეთებული ეცა გიორგი და სათითაოდ დაუწყო სხეულის ყველა ნაწილის შემოწმება, ტკივილის მიუხედავად სიცილი ვერ შეიკავა ელენემ. - გეყოფათ არაფერი არ მჭირს, უბრალოდ ცუდად დავეცი და მხარი დავარტყი ეს არის და ეს. - ჰო ჯობია იმაზე ვისაუბროთ რა მოხდა და აქ როგორ აღმოჩნდი, -ალექსმა ნაზად მოხვია ხელი წელზე და თავზე აკოცა. - წამოდით სახლში შევიდეთ და ყველაფერს აგიხსნით. - გიორგი იმათ უთხარი წავიდნენ, ტყუილად ნუ დაგველოდებიან, -გიორგის ჭიშკრისკენ ანიშნა ალექსმა. - გარეთ ვინმე გელოდებათ? ვინ არიან? - ლილია კახა და ლადოც აქ არიან, სახლში არ დარჩნენ, შენი ნახვა უნდოდათ. - მერე შემოიყვანე რატომ ალოდინებ, მიდი მიდი, რას დგეხარ, -გიორგის ღიმილით წაჰკრა მუჯლუგუნი და თვითონ ალექსს გაუძღვა შესასვლელისკენ. - - - - - - - - - ესე იგი ნიკი და ლეო შენი იტალიელი ბიძაშვილები არიან? -მასზე კნუტივით მიკრულ ელენეს რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა საავადმყოფოში წასვლაზე თავზე ხელი გადაუსვა ალექსმა და ფრთხილად გაუსწორა პლედი, ცივ და ნესტიან სარდაფში გატარებულ ღამეს უკვალოდ არ ჩაუვლია, გაცივდა და ახლა მიღებული სიცხის დამწევების მიუხედავად, ოცდათვრამეტი ჰქონდა სიცხე. - ჰო შენ წარმოიდგინე ბიძაშვილები მყოლია, ვერ წარმოიდგენ ამ ამბავმა როგორ გამახარა, ძალიან საყვარლები არიან ორივე, მამაჩემს ორი წლით უფროსი ძმა ჰყავდა რომელიც მანამდე ოთხი წლით ადრე გარდაიცვალა სანამ მამაჩემი დედაჩემს შეხვდებოდა და ცოლად მოიყვანდა, ბიძაჩემს მეგობარი გოგო ჰყოლია რომლის ცოლად მოყვანაც უნდოდა მაგრამ ბებიაჩემი სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა, რადგან გოგო ღარიბი ოჯახიდან იყო, როცა ბიძაჩემი დაიღუპა, მისმა შეყვარებულმა ერთი თვის შემდეგ გაიგო რომ მისგან ფეხმძიმედ იყო, ბებიაჩემთან მისულა და ყველაფერი უთქვამს თუმცა ბებიამ გამოლანძღა, აფერისტი, მატყუარა, გამომძალველი უწოდა და აბორტისთვის ფული მისცა, გოგონამ რათქმაუნდა საყვარელი კაცის შვილების მოშორება ვერ შეძლო და რამდენიმე თვეში ტყუპები გააჩინა, ბებიამ მათ შესახებ არაფერი იცოდა და არც ახლა იცის, ისინიც ჩემსავით მარტო გაიზარდნენ, ჩემს გარდა ახლო ნათესავი არ ჰყავთ, მხოლოდ დედა, გასულ წელს გაუგიათ ჩემს შესახებ, ჯერ არ ვიცი როგორ გაიგეს ამდენი არ გვისაუბრია, მას შემდეგ მეძებდნენ და ბედად მაშინ მომაგნეს როცა ბაბუაჩემის ძმისშვილმა ჩემზე როგორც უზარმაზარი ქონების ერთადერთ მემკვიდრეზე ნადირობა გამოაცხადა, ვინჩენცო მისი კაცია, მისი დავალებით გამიტაცეს და ჩემი მეშვეობით აპირებდნენ ბებიის დაშანტაჟებას რომ ქონებაზე უფლება მათთვის გადაეცა და სხვათაშორის ეს ქონება იმაზე გაცილებით მეტი ყოფილა ვიდრე მე წარმომედგინა. - მათი მადლობელი ვარ რომ გამტაცებლებისგან გადაგარჩინეს, მაგრამ არ მესმის როგორ შეგიძლია ასე უბრალოდ ენდო? მხოლოდ იმისთვის რომ ბიძაშვილი გაეცნოთ, იტალიიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და ფაქტიურად სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს? - ვაღიარებ ცოტა უცნაურები არიან მაგრამ ორივეს საკუთარი თავივით ვენდობი, მითხრეს რომ სპეციალური სამხედრო წვრთნა აქვთ გავლილი, პლიუს ამას ლეონარდო ჩინური საბრძოლო ხელოვნების ოსტატია, -მათ წინ რბილ სავარძელში ერთი შეხედვით უდარდელად მჯდარ ლეონარდოს გაუსწორა მზერა ელენემ და გაუღიმა. - მიხარია რომ ასეთი კარგი მეგობრები გყავს ბიძაშვილო, -ლეომ ბიჭებს და ლილიას შეავლო ღიმილიანი მზერა, რომლებიც ნიკს სუფრის გაშლაში და კერძების მომზადებაში ეხმარებოდნენ, -თუმცა აშკარაა რომ შენ და მაგ ბიჭს, ერთი წუთითაც რომ არ შორდები მეგობრობაზე მეტი რამ გაკავშირებთ. - ალექსი მთელი ჩემი ცხოვრებაა, -მოკლედ მიუგო ელენემ, თავი ასწია და ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს, ყბაზე ხმაურით აკოცა. - ესე იგი მთელი ცხოვრება არა? -ჩასჩურჩულა ალექსმა და უფრო მაგრად ჩაიკრა გულში. - მეგონა იტალიური არ იცოდი. - მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ გამეგო რაც თქვი და რამაც ძალიან გამაბედნიერა. - ახლა რა იქნება ალექს, ვინჩენცომ რომ ისევ სცადოს ჩემი მოტაცება? -ელენეს შეაჟრჟოლა იმის გაფიქრებაზე რომ კიდევ ერთხელ შეიძლებოდა გადაეტანა ის საშინელება რომელსაც სასაწაულის წყალობით დააღწია თავი. - შენს ბიძაშვილებს შენთვის არ უთქვამთ? მათი ინფორმაციის საფუძველზე ვინჩენცო და მისი დამქაშები დააპატიმრეს, ახლახანს ვესაუბრე გამომძიებელს, ვარაუდობენ რომ აქ საქართველოში ვიღაც უწევთ დახმარებას, ვიღაც ჩვენთან დაახლოებული პირი. - ფიქრობ რომ ეს შეიძლება მახო იყოს? - არ გამოვრიცხავ, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, აქედან როგორც კი წავალთ პოლიციაში მისვლა მოგვიწევს რომ ჩვენება მისცე, მერე კი რაც შეიძლება ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინჩენცოს შემდეგ ალბათ კიდევ გამოაგზავნიან ვინმეს და ეცდებიან რამე დაგიშაონ თუმცა... - ყველაფერი მზად არის, მოდით დაჯექით, -კახამ საუბარი შეაწყვეტინათ, ალექსს მხარზე ხელი დაჰკრა და ისევ ნიკის მოხიბვლის უაზრო მცდელობებს მიუბრუნდა თუმცა ნიკს ეს ყველაფერი სასაცილოდაც არ ყოფნიდა, ლილიას ინგლისურად ესაუბრებოდა და ორივე მხიარულად კისკისებდნენ კახას დაბღვერილი სახის შემხედვარე. - პრინცესა ნება მომეცით მაგიდამდე მიგაცილოთ, -ლადომ ხელი გაუწოდა ელენეს და სასაცილო რევერანსი გაუკეთა, მის ხელს დაეყრდნო ელენე და ასე მივიდა მაგიდამდე, ალექსიც გვერდით მიუჯდა, ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა, მეგობრებით, ბიძაშვილებით საყვარელი ადამიანით იყო გარშემორტყმული, დალურჯებული სხეულის და მაღალი ტემპერატურის მიუხედავად თავს საოცრად კარგად გრძნობდა, ჭამდნენ, ერთმანეთს სასმელს და კერძებს სთავაზობდნენ, იგლისურით, იტალიურით და ქართულით ცდილობდნენ ერთმანეთთან საერთო ენა გამოენახათ, ამჩნევდა ელენე რომ ლეო და ალექსი ჯერ კიდევ ეჭვით უყურებდნენ ერთმანეთს თუმცა ნიკი ლეოზე უფრო მეტად კომუნიკაბელური და მხიარული აღმოჩნდა, ახლაც რაღაც აშკარად სასაცილო ისტორიას უყვებოდა ლილიას. - ლილია ძალიან კარგი გოგოა, მშვენივრად გაუგო ნიკს და ლეოს, -მხიარულად მოკისკისე გოგოზე თვალგაშტერებულ გიორგის გადაულაპარაკა ელენემ. - საოცარი ვინმეა, -გიორგიმ ამოიოხრა და უცნაურად დაუსევდიანდა სახე. - მერე რას აპირებ? - იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა უფრო კარგად გავიაზრე რომ არაფრის გამო არ ღირს იმაზე უარის თქმა რაც გაბედნიერებს, ჩემს შემთხვევაში კი ეს მისი გაბრწყინებული თვალებია, ხვალვე ჩავშლი ნიშნობას, არ მინდა მთელი ცხოვრება სინანულმა დამტანჯოს. - მე თქვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ვარ, ძალიან გამიხარდება თუ ერთად იქნებით... -მოულოდნელმა ხმაურმა შეაწყვეტინათ საუბარი, შემოსასვლელი კარი გაიღო, მისაღებში შავებში ჩაცმული იარაღიანი მამაკაცები შემოცვივდნენ და ნახევარწრედ განლაგდნენ, უეცრად ჩამოვარდნილ სამარისებურ სიჩუმეში, მოპრიალებულ ხის იატაკზე მკაფიოდ გაისმა ფეხის ხმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.