გზა შენამდე [თავი 1]
ის დღე დიდად არ განსხვავდებოდა სხვა დღეებისგან, დიდი არეულობა იყო ოფისში, კადრების ნაკლებობის გამო პოლიციის მე-5 განყოფილება საქმეებს ვეღარ აუდიოდა. -მე4 კვარტალთან მაღაზიაში ძარცვა მოხდა, ვინე გავიდეს სანახავად! -ვერავის გავუშვებთ ხალხი არ გვყავს. -არ მადარდებს, თუნდაც დამწყები იყოს ვინმე გაუშვით. -მე2 კვარტალში მკვდარი კაცი იპოვნეს, ვინმე აქაც წავიდეს. კარი ვიღაც მაღალმა კაცმა შემოაღო, პირს ზემოთ სქელი ულვაში ჰქონდა, რომელზეც ჭაღარები შეჰპარვია, ეს განყოფილების უფროსი იყო, ბატონი კახა უკვე 50 წლის იყო თავის ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ სამსახურში მუშაობას შეწირა, თუმცა ყოველთვის განიცდიდა იმ ფატს, რმ ვერ შეძლო მაფიოზური დაჯგუფეფების განადგურება. შემოვიდა ირგვლივ მიმოიხედა, ოდნავ ჩაახველა და წარმოთქვა. -ნუ ღლავთ მთავარი განყოფილებიდან კაცი გამოგვიგზავნეს, რომელიც ბანდების და დაჯგუფებების საქმეზე იმუშავებს, ის ჯგუფს შეკრებს და ერთად იმუშავებენ, ხოლო დანარჩენები სხვა საქმეებს მიხედავენ, ასე გადავნაწილდებით და ამდენი არეულობაც აღარ იქნება, რადგან აწი ყველას ეცოდინება თუ ვის რა ევალება და თავის საქმის გარეთ აღარაფერში ჩაერევიან, ეს ჩვენ მოწესრიგებულ განყოფილებად გვაქცევს...... ახლა კი ნება მიბოძეთ ჩვენი განყოფილების ახალი წევრი, ბატონი სანდრო წარმოგიდგინოთ. ბატონი კახას უკან ახალგაზრდა ყმაწვილი გამჩნდა, მაღალი და სუსტი , გრძელი ფეხეი ჰქონდა,ძალიან თეთრი წმინდა კანი, შავი მუქი თმა და ყავისფერი თვალები, თითქოს არაფრით გამორჩეული იყო, მაგრამ მისი ქარიზმა თავისას შვებოდა და მაინც ყველა მას მიშტერებოდა. ყველას უკვირდა ასეთი ახალგაზრდა ბიჭი ასეთ თანამდებობაზე, როგორ მოხვდა. წინ წამოვიდა და თავ აწეულმა ამაყად წარმოადგინა თავისი თავი. -მოგესალმებით, მე სანდრო ვარ, ამიერიდან თქვენთან ერთად ვიმუშავებ ამ განყოფილებაში იმედი მაქვს, რომ ერთად კარგად ვითანამშრომლებთ, მე ვაპირებ ჩემს ჯგუფთან ერთად დავუპირისპირდე ისეთ დაჯგუფებებს, რომლებიც ამ ქალქის მოსახლებას შიშის ქვეშ ამყოფებს. მალე ჯგუფის შეკრებას დავიწყებ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემ ჯგუფში გაწევრიანებაზე უარის თქმის უფლება ყველას გაქვთ. ყველა გაშტერებული მისჩერებოდა სანდროს, არავინ ელოდა რომ ამ პატარა ბიჭს ამხელა ეგო და მისწრაფებები ექნებოდა. კახამ ჩაიცინა და ყმაწვილს მხარზე ხელი დაარტყა. -ჯგუფისთვის ორი წევრი მყავს, მათ გაგაცნობ და თუ მოგეწონება აიყვანე. -კარგით. კახამ ერთ გოგნას ხელი დაუქნია, ანიშნა რომ მასთან ახლოს მისულიყო, გოგონა სირბილით მივიდა კახამდე. კახა:-ეს ემაა, ყველაზე მეტი ამან იცის მაფიოზურ დაჯგუფებაზე, რაც აქ მოვიდა მათი უფროსის გამოაშკარავებას ცდილობს. კარგია ხელჩართულ ბრძოაში და ამ განყოფილებაში საუკეთესო სნაიპერია. ემა ტანით პატარა იყო, ყავისფერი მოკლე თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა, როცა იღიმოდა მის გარშემო ყველაფერი ანათებდა, განყოფილებაში ის ყველას უყვარდა, თუმცა როცა ბრაზობდა მასთან ახლოს მისვლასაც ვერავინ ბედავდა. შემდეგ კახამ იქვე მდგომი მაღალი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი. -ის ტომია, ტექნოლოგიებზე ყველაფერი იცის, ის ჩვენი კომპიუტერის ჭიაა. ტომი სუსტი მაღალი ქერა ბიჭია, მრგვალი სათვალეები უკეთია მუდა, გამოირჩევა გონებრივი შესაძლებლობით, ოფისს გარეთ იშვიათად გადის, ის კმპიუტერიდან მუშაობს და ასე ეხმარება დანარჩენებს. სანდრო:-ამ ორს ავიყვან, კიდევ მჭირდება ერთი გამნაღმველი და ერთი ფიზიკურად ძლიერი. ხო კიდევ მინდა გაგაფრთხილოთ ერთი ჩემიანი მყავს მოყვანილი, რომელიც არაა რეგისტრირებული პოლიციელად, ისიც გუნდის ნაწილი იქნება. კახა:- კარგით როგორც ისურვებთ. თქვენი ჯგუფის შეკრების ოთახს გაჩვენებთ და თქვენ პირად კაბინეტს, საღამოსთვის ჯგუფის იმ ორ წევრსაც გიპვნით. -კარგით შევთანხმდით, გავიგე რომ ცხედარი იპოვნეს იქ წასვლა მინდა. -კარგით ემასთან ერთად წადით და გაარკვიეთ რამე კავშირი თუ აქვს ამ მკვლელობას მაფიასთან. ემა და სანდრო დანაშაულის ადგილზე წავიდნენ. გვამი ჯერ კიდევ იქ იყო, ხალხი გარშემო იყო შემოკრებილი, ცხედარი შემოესაზღვრათ რათა ხალხი არ შესულიყო, ცხედრის გარშმო კრიმინალოგები ტრიალებდნენ. ემა და სანდრო ცხედარს მიუახლოვდნენ, მამაკაცს თავი სულ მთლიანად გადამსკდარი ჰქონდა შუაზე, ყველა ძვალი მოეტეხა, აშკარად სახურავიდან გადმოხტა ან გადმოაგდეს.ემამ ცხედრის დათვალიერებ დაიწყო, სანდროც მოიხარა და ცხედარს შეხედა, შემდეგ ემას შეხედა და კითხა. -შენ რას ფიქრობ? შენი აზრით თვითმკვლელობაა? -თვითმკვლელობას გავს, მაგრამ ასე არ მოგნია. -რატომ? -შეიძლება ბევრი ჩალურჯება აქვს, მაგრამ ფეხებზე დაბმის კვალი კვლავ ეტყობა, არავინ დაიბავს თავს და მერე თავს მოიკლავს. სანდროს აღარაფერი უთქვამს ისევ ცხედარს შხედა, ცოტა ხანს ფიქრობდა შემდეგ ადგა და გარემოს დათვალიერება დაიწყო, ბნელი და ჭუჭყიანი ჩიხი, იქ გვამის გადაგდება ძალიან მარტივი იყო, ცხედრის გვერდით კედელზე ლამაზი ნახატი იყო, გოგონა რმელსაც მზესუმზირები ეჭირა, ქვემოთ კი ჯერ კიდევ სავსე საღებავები ეყარა. სანდრ:- ამ ნახატზე ანალიზი ჩაატარეთ მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ხნის წინ დახატეს. ემა:-რატომ გაინტერესებთ ეგ? -ზედმეტად ახალი ჩანს, თანაც არცერთი მხატვარი არ დატოვებს სავსე საღებავის ქილებს თუ რამე საშინელი არ ნახა. -გასაგებია სერ, ხომ გაიგეთ შეამოწმეთ საღბავიც! საღამოსთვის უკვე ყველაფრის პასუხები შეაგროვა ემამ და სანდროს კაბინეტში გახარებული შვარდა. -ბატონო მოვიტანე ექსპერტიზის პასუხები... ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ცხედარი სიკვდილის შემდეგ გადმოაგდეს სახურავიდან, რადგან მოტეხილობის უმეტესობა და თავზე დაზიანებაც სიკვდილის შემდეგაა მიყენებული, რაც ძლიერმა დაცემამ გამოიწვია, სიკვდილის მიზეზი კი ვერ დაადგინეს, რადგან სხეულზე არა სიკვდილის გამომწვევი დაზიანება ვარაუდობენ რომ თავში ჩარტყმით მოკლეს და შემდგომ სახურავიდან გადმოგდებამ ეს კვალი დამალა. -ნახატზე რას იტყვი. -მაგაზეც მართალი იყავით, ნახატი დაახლოებით 1 დღისაა და ეს კაციც 1 დღის მკვდარია. -მინდა რომ ტომს მხატვრის მოძებნა დავალო. -კარგით, რაც შეეხება ცხედარს მისი ვინაობა ჯერ ვერ დავადგინეთ. -კარგი შეგიძლია წახვიდე. კიდევ მალე ყველა ჩვენს ოთახში შევიკრიბებით ჯგუფის ახალი წევრების გასაცნობად. -კარგით გასაგებია. ემამ კარი გააღო და ოთახიდან გავიდა. ტომის კაბინეტში შევიდა, უამრავი კომპიუტერის ეკრანი იყო გარშემო, იქაურობა რობოტს გავდა, ტომთან მივიდა და სანდროს დანაბარები გადასცა. შემდეგ მაგიდაზე ჩამოუჯდა და ღრმად ამოისუნთქ. ემა:-რას ფიქრობ გუნდის კაპიტანზე? ტომი:-ის მაგარი ჩანდ. -ჩემი აზრით საშიშია. -ჩემთვის შენც საშიში ხარ. -მე? რას ამბობ მე ამ განყოფილებაში ყველაზე საყვარელი ვარ. -საშიში ხარ, რადგან რთულია გაიგო რადროს რაზე ფიქრობ. მგონია რომ აქ ყველა ჩვენგანის მოკვლის გემას ინახავ ჩანთაში. -კარგი რა გეყოფა ხო იცი ყველანი მიყვარხართ. თქვა და ჩაიცინა ემამ, შემდეგ ტომს ხელი გადახვია ახლოს მიიზიდა და მეორე ხელით შუბლზე წკიპურტი დაარტყა. ორივემ სიცილი დაიწყო, შემდეგ ემა წამოდგა და კარისკენ წავიდა. ემა:- მე მას არ ვენდობი. -შენ არავის ენდობი. -არა, მე შენ გენდობი ტომი. ჩაიღიმა და გავიდა. ტომი სკამის საზურგეზე გადწვა, ამოისუნთქა სათვალე მოიხსნა და ჭერს შეხედა, შემდეგ კი ჩუმად ჩაილაპარაკა. - ჩემ თვს მეც კი არ ვენდობი და შენ როგორ მენდობი. მალე ოთახში ყველა შეიკრიბა, ემას და ტომის გარდა იქ კიდევ სამი ადამიანი იყო. მაღალი შავკანიანი გოგონა,ნინი ის მთელ განყოფილებაში საუკეთესო მებრძოლი იყო მასზე ძლიერი ალბათ მთელ ქალაქში არავინ იყო, სუფთა ლამაზი კანით და დიდი შავი თვალებით ყველასგან მარტვად გამოირჩეოდა. ზი, მისი ნამდვილი სახელი არავინ იცოდა, ის ერთ-ერთი საუკეთეს გამნაღვმელი იყო, თავის ნივთებს სულ ზურგჩანთით დაათრევდა, საშუალო სიმაღლის ყავისფერთმიანი ბიჭი, დიდად არაფრით გამოირჩეოდა, თუ იმას არ ჩავთვლით რომ ყველა დეტონატორის და ბომბის გამორთვა შეეძლო. და მესამე ბიჭი , ის აქამდე აქ არასდროს ყოფილა, მას ამ განყოფილებაში არავინ ცნობდა, საშუალო სიმაღლის თეთრკანოანი ბიჭი, ყავისფერი თმა და თვალები, გრძელი ლამაზი წამწამები, სქელი ტუჩები, სწორი ცხვირი და გამოყვანილი სახის ფორმა, თითქოს ხელით გამოძერწესო. ოთახში ყველა ჩუმად იყო და ამ ახალ ბიჭს მიშტერებოდნენ, სანდრომ კარი შემოაღო და ეს სიჩუმე დაარღვია. -მოგესალმებით, მე როგორც უკვე იცით ამ სპეციალური გამოძიების ლიდერი ვარ, ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ამ გუნდის ახალი წევრი დათო, ის ამ გუნდში მე დავამატე, იმედი მაქვს ერთმანეთს მალე დაუახლოვდებით, რადგან მინდა რომ შეკრული გუნდი ვიყოთ. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს საქმეს. ჩვენ გუნდს ევალება ამ ქალაქის ყველაზე ძლიერი მაფიოზური დაჯგუფების გამოაშკარავება და განადგურება. ჩვენ ქალაქში აღმოვაჩინეთ გვამი, რომელიც სავარაუდოდ ამ დაჯგუფების მსხვერპლი გახდა, უნდა გავიგოთ ყველა ამბავი რაც ამ გვამის გარშემო ტრილებს. ემა რა გაარკვიე ვინაობაზე? -დიახ მე და ტომმა ბევრი ვეძებეთ და საბოლოოდ დაკარგულების სიაში ჩვენი ცხედარის ვინაობას მივაგენით, ის 1 წლის წინ გამოაცხაედეს დაკარგულათ, მთელი ეს 1 წელი მასზე არანარი ინფორმაცია არ გვხვდება, თუმცა მისი ოჯახი ვიპოვნე და ხვალ მათთან მისვლას ვაპირებ, მინდა გავარკვიო დაკარგვამდე როგორ ცხოვრობდა. -კარგი ხვალ მე და შენ ერთად წავალთ მათთან. ტომ შენ რა გაარკვიე მხატვარზე. -ყველა კედლის მხატვარი ნახატში თავის ინიციალებს ტოვებს, არც ეს იყო განსხვავებული, მის ნახატში ინიციალები ,,ზ.მ“ შევამჩნიე და ქალაქში სხვა მის ნახატებსაც მივაგენი, შემდეგ ქუჩის მხატვრების ჯგუფს მივაგენი სოციალურ ქსელში და მისი აქაუნთიც ვიპოვნე, ის ჩვენ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, მისი მისამართი ყველას ტელეფონზე გამოგიგზავნეთ. -კარგი, ხვალ მე და ემა ოჯახთან წავალთ, ნინი მხატვარს იპოვნის და განყოფილებაში დასაკითხად მოიყვანს. ტომ შენ და ზიმ გაარკვიეთ რას აკეთებდა ჩენი გარდაცვლილი ბოლო ერთი წელი. -კარგით. -ემა და ტომ მინდა აქ დარჩეთ და ჩვენი წასვლის შემდეგ, დაფაზეე ყველა ჩვენი მოპოვებული ინფორმაციისთვის ადგილი გამოყოთ, ასევე არქივში წადით და ამ დაჯგუფებაზე რაც კი საქმეებია ყველა მოიტანოთ, დაჯგუფების უფროსზეც ყველა ინფორმაცია მოიპოვეთ და მოიტანეთ. -გასაგებია ბატონო სანდრო ყველაფერს გავაკეთბთ. მალევე ყველა დაიშალა და სახლებშიც წავიდნენ, ოფისში მხოლოდ ტომი და ემა იყვნენ დარჩნილები. ემა:-ეს საშინელებაა, მარტო ჩენ რატომ უნდა ვუმუშაოთ გვიანობამდე,ასე საშინლდ რატომ გვექცევა. -გაჩუმდი და იმუშავე, თორებ დღეს სახლში საერთოდ ვერ წავალთ. -ხოდა აქ დავიძინებ, ნახოს მაგ ნაგავმა როგორ გვაწვალებს. -ცოტა ჩუმად ილანძღე თორემ თუ გაიგო მოგვკლავს. -საიდან უნდა გაიგოს, მიმოიხედე ამ სართულზე ჩვენ გარდა არავინაა, ორი გიჟი პოლიციელი. -ემა -ჰო რაიყო. -გინდა ამ დიდ ეკრანზე ვიდეო თამაშბი ვითამაშოთ. -ჰეჰე მინდა ლუდსაც მოვიტან, კარგად გავერთობით. -მოდი სწრაფად გავაკეთოთ რაც დაგვავალა და მერე ეს დიდი ეკრანი ჩვენ განკარგულებაშია. -კარგი თანახმა ვარ. მალე ყველაფერი გააკეთეს რაც სანდრომ დაავალა, ლუდიც მოიტანეს და თამაში დაიწყეს,თამაშს ისე შყვნენ რომ სახლში წასვლაც კი დაავიწყდათ. ემა:-მე მოვიგებ, გზიდან გადადი უმაქნისო. -უმაქნისს ვის ეძახი მე ტექნიკის მამა ვარ. -მე კი გამარჯვების ღმერთი და ყოველთის ვიმარჯვებ ჰეჰეჰ...... დრო ისე გავიდა რომ თამაშის დროს ორივეს იქვე ჩაეძინა, დილით ადრე ტომიმ თვალები გაახილა ირგვლივ მიმოიხედა და შშინებული ფეხზე წამოხტა. -არა ჩენ რა ისევ ოფისში ვართ?! ფუ აქაურობა საღორს გავსს, რომელი საათია, ჯერ 1 საათი კიდევ არის სანამ ხალხი მოვა. ჰეი ემა გაიღვიძე მალე. ტომმა ემას ფეხი მიარტყა, თუმცა ემა უბრალოდ გვერდით გადატრიალდა, ახლა ტომმა უფრო ძლიერად ჩაარტყა და ემასაც გაეღვიძა, გაბრაზებული წამოხტა. -იდიოტო რა გინდა, რატო მირტყავ?! -ირგვლივ მიმოიხედე და დალაგება დაიწყე 1 საათში სანდრო მოვა და ორივეს მოგვკლავს. -რაა? აქაურობა საღორეს გავს,ასე როგორ დავთვერით,მალე დავალაგოთ. ორივემ დალაგება დაიწყო. სანდროს მთელი ღამე არ ეძინა, დაჯგუფების ბოსზე ფიქრობდა, გათენებისას ჩაეძინა, თუმცა მალევე მაღიძარამ დარეკა, მაშინვე ადგა და აბაზანისკენ წავიდა, ტანსაცმელი გაიხადა და სარეცხის კალათაში დაკეცილი ჩააწყო, მისი სახლი მთლიანად ბრწყინავდა, მტვერსაც კი ვერსად იპოვიდით, ამ წუთას ერთადერთი არეული რამ მხოლოდ სანდროს თმა იყო, რომელიც წოლისას აეჩეჩა. დაიბანა და კარადიდან ლამაზად დაკეცილი ტანსაცმელი გამოიღო, სამოსში არ ეტყბოდა, თუმცა კარგი აღნაგომის სხეული ჰქონდა, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა, თავისი მანქანით განყოფილებაში მალევე მივიდა, განყოფილებაში შესვლისას ყველა მას მიესალმა, მაშინვე თავის კაბინეტში შვიდა ნივვთბი დააწყო და საერთო ოთხისკენ წავიდა, ოთახში შესულ იქ ემა და ტომი უკვე დახვედროდნენ, ყველაფერი დალაგებული იყ და რაც დაავალა ისინიც შესრულებული დახვდა, ყველაფერი იდეალურად იყო , მაგრამ სანდროს ჰაერში გაფანტული ლუდის სუნი შეუმჩნეველი არ დარჩენია, თუმცა რატომღაც ამაზე იმ წუთას არაფერი უთქვამს. მალე დანარჩენებიც შემოუერთდნენ. -ტომ და ზი აქ არსებული ფაილების შესწავლაც თქვენ გევალებათ, როცა ჩენ ოთხი საქმიდან დავბრუნდებით, დანარჩენებიც მოგეხმარებიან, ახლა კი ყველა საქმეს შევუდგეთ. ნინი მხატვრის მოსაძებნად წავიდა, სანდრო და ემა კი გარეუბანს ეწვივნენ, სადაც გარდაცვლილი გაიზარდა. იქაურობა დანგრეული იყო, საშინელი ქუჩები იყო, ყველგან მთვრალი ხალხი და უსახლკაროები იყვნენ, გარდაცვლილი ამ უბნის ერთ პატარა ნახევრად დანგრეულ სახლში გაიზარდა, კარზე დააკაკუნეს და კარი შუახნის ქალმა გააღო. -ვინ ხართ? ემა:-ჩენ პოლიციიდან ვაერთ, შეიძლება შმოვიდეთ? თქვენ შვილზე უნდა გესაუბროთ. -ჩემ გიას რამე დაემართა? შემოდით. ქალმა ორივე სახლში შეიყვანა, იქაურობა სახლს ნამდვილად არ გავდა, ყველაფერი არეული იყო. -რაც ის დაიკარგა ჩენ ოჯახში ყველაფერი აირია, ის იოვნეთ? ემა:-ვწუხვართ ქალბატონო მაგრამ ის მკვდარი ვიპოვნეთ. -ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდებოდა. თქვა და ტირილი დაიწყო, ფრთხილად ჩამოჯდა იქვე მდგარ სკამზე. ემა:-ვწუხვარ მაგრამ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ. -კი მკითხეთ. -თქვენი შვილი როგორი იყო დაკარგვამდე. -ის კრგი ბიჭი იყო, შარში ხშირად ეხვეოდა, რადგან ყველა დაჩაგრულის დახმარება უყვარდა, ამისგამო ქუჩის ბიჭები ხშირად ეჩხუბებოდნენ. 14ის იყო როცა მუშაობა დაიწო, თავის პატარა დისთვის მუშაობდა, რომ მას კარგად ეცხოვრა. მე არ ვიყავი კარგი დედა მათთვის ყველაფრის მიცემა არ შემეძლო. სანდრო:-შეიძლება მისი ოთახი ვნახო. -დიახ გაგაცილებთ. -არა დარჩით და მას ესაუბრეთ, ოთახს მეთვითონ ვნახავ. -მაშინ მეორე სართულზეა პირველივე ოთახი. სანდრო კიბისკენ წავიდა, ემამ კი ქალთან საუბარი განაგრძო. ემა:-ამ ერთი წლის მანძილზე რას აკეთებდა ხომ არ იცით? -არა. -ცუდ ხალხთან თუ ჰქონია კონტაქტი. -არა ის კარგი ბიჭი იყო, არავის არაფერს დაუშავებდა. სანდრო ოთახში შევიდა, ჩვეულებრივი ოთახი იყო არანაირი პლაკატები კედელზე, ტანსაცმელიც კი ისევ თავის ადგილზე ეკიდა, თითქოს აქედან არც არასდროს წასულა, ვი ტოვებს ყველა ნივთს გაქცევისას, ალბათ ის ვისაც ცხოვრების თავიდან დაწყება უნდა, წარსულის მოჩვენებების გარეშე.სანდრომ იქაურობა გადაათვალიერა საინტერესო ამ ოთახში არაფერ იყო. უცბად სანდროს ტელეფონმა რეკვა დაიწყო. -გისმენ ტომი, რამე იპოვნე? -გარდაცვლილის წარსულს ვქექავდი, ყოფილი მასწავლებლების და მეზობლების დახასიათებით ის ანგელოზი იყო, რომელიც ყველას ეხმარებოდა, თუმცა სავაადმყოფოში ხშირად ხვდებოდა მოტეხილობებით და ჩალურჯებებით, ამაში დიდი უცნაურობა არაფეია რადგან ხშირად ეხვეოდა შარში.თუმცა შემდეგ ოჯახის ანგარიშებს გადავხედე და გავარკვიე, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე დედის ანგარიშზე დიდი თანხები ყოველ თვე ირიცხებოდა, თუმცა ვინ რიცხავდა ეს კარგადაა დამალული, თუმც ეს ჩარიცხვები გიას დაკარგვიდან 1 თვის შემდეგ დაიწყო,ამის შემდეგ ტელეფონის ზარები შევამოწმე და აღმოვაჩინე რომ გიას დაკარგვიდან 2 თვის შმდეგ დედამისს უცხო ნომრიდან დაურეკეს და აბა თუ გამოიცნობ ამ ზარიდან ერთ დღეში რა მოხდა, ქალბატონმა თამარმა გიას დაკარგვაზე გამოცხადებული ძებნის შეჩერება მოითოვა. მე არ ვიცი ვინ დარეკა, მაგრამ ამ საქმეს რაღაც უცნაური სუნი ასდის, -მადლობა ტომ, კარად გიმუშავია. სანდრომ ტელეფონი გათიშა და ქვემოთ ჩამოვიდა, ქალს მიუახლოვდა და კითხა. -დაკარგვის შემდეგ თქვენი შვილი დაგეკონტაქტათ? -არა მასზე არაფერი ვიცოდ. -ჩემ მოტყუებას როგორ ბედავთ, ვიცი რომ ყოველ თვე ფულს გირიცხავდათ და დაკარგვიდან მალევე დაგირეკათ კიდეც, ან ყველა ყველაფერს მეტყვით ან არადა გამოძიებას დავხურავ და თქვენი შვილის მკვლელს დაუსჯელს დავტოვებ. -გთხოვთ მაპატიეთ ასე ნუ მოიქცევით, მე ყველაფერს მოგიყვებით. -მოყოლა დაიწყეთ. -გაქრობიდან 1 თვეში ვიღაცამ 2000 დოლარი ჩამირიცხა, თავიდან მეგონა შეცდომა იყო ამიტომ ხელიც არ მიხლია, შემდეგ თვეს იმავე რიცხვში 3000 დოლარი ჩამერიცხა და მალევე ზარიც შემოვიდა, როცა ვუპსუხე იქიდან გიამ გამცა ხმა, მითხრა რომ კარგად იყო სამსახური იპოვნა და ჩვენ რჩენას შეძლებდა, ვთხოვე უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ უარი მითხრა, როცა ვკითხე სად მუშაობდა ან სად ცხოვრობდა, მან უბრალოდ დამამშვიდა და მითხრა რომ ყველაფერს თავად მიხედავდა. მან გამაფრთხილა რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, ამიტომ დაგიმალეთ, მაგრამ სხვა დანარჩენზე არ მმიტყუებიხართ, ის მართლა კარგი ბიჭი იყო. გთხოვ მითხარით რომ მის მკვლელს იპვნით. სანდრო ადგა და გარეთ გავიდა, ემაც წამოდგა ქალს მხარზე ხელი ნაზად დაადო და გაუღიმა. -ნუ ღელავთ მის მკვლელს დავიჭერთ, თუ რამე მნიშვნელოვანი გაგახსენდებათ დამირეკეთ. -კარგი. ემა გარეთ გამოვიდა სანდროს დაეწია და გაბრაზებულმა მიაძახა. -ასე რატომ იქცევი, ქალმა შვილი დაკარგა ოდნავი ადამიანურობა მაინც გამოგეჩინა. -როდის აქეთ დაიწყე ჩემთან არაფორმალურად საუბარი. -ეს რა შუაშია, უბრალოდ ამ ქალს არაფერი დაუშავებია და თქვენ ძალიან აწყენინეთ. -ასე ჯობია, სჯობს ფორმალურად ილაპარაკო უფრო გიხდება. -რა? სანდრო მანქანაში ჩაჯდა, ემა გაშტერებული იდგა ნერვები ეშლებოდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. ემა:-ეს კაცი უკვე ნერვებს მიშლის. ნინი მხატვრს სახლში იყო, სამსახურშიც, თუმცა ვერსად იპოვნა, ამიტომ მის სახლში დარჩა, როცა დაბრუნდებდა მას მაშინვე აიყვანდა. სანდრო და ემა განყოფილებაში დაბრუნდნენ, ემა მაშინვე ტომის კაბინეტისკენ გავარდა, კარი შეაღო და გაბრაზებული შვარდა. ემა:-ამ კაცს მოვკლავ, კიდევ ერთი დღე მსთან და ჩემი დამამშვიდებლებიც ვეღარ მიშველის. ზი:-შენ რა დამამშვიდებელს სვავ? ემა:-ეს მახინჯი აქ რას აკეთბს. -მინდა შეგახსენო, რომ მე და ტომი სანდროს დავალებით ერთად ვმუშაობთ და შენ ახლა ხელს გვიშლი. -ოჰ ღმერთო ჩემო მაგ კაცს ნუღარ მიხსენებთ, წავედი და როცა ეს წრიპა აქედან წავა მერე მოვალ. ემა ისევე სწრაფად გამოვიდა, როგორც შევიდა. ზი:-მაინც ვერ გავიგე რა უნდოდა? -მაგას ვერც ვერავინ გაიგებს. საქმეს დავუბრუნდეთ. -არის სერ. ზიმ წამოიყვირა და თანს გაიცინა, ტომმა ჩაიღიმა და თავი გაიქნია. სანდრო თავის კაბინეტში შევიდა, სხვა საქმეების კითხვა დაიწყო, ცდილობდა საქმეში უფრო გარკვეულიყო. უკვე მოსაღამოვდა სახლში წასვლის დრო იყო, როცა კარი ნინიმ შემოაღო თან ახალგაზრდა ბიჭი მოყავდა ბორკილებით, მაშინვე დასაკით ოთახში შეიყვანა და იქ მარტო დატოვა. მალე ყველა ამ ოთახთან შეიკრიბნენ. სანდრო:-მის დასაკითხად მე და ნინი შევალთ დანარჩენებმა სარკის მეირე მხრიდან მოგვისმინეთ. ორივე ითახში შევიდნენ, სანდრო მხატვრის წინ დაჯდა და ბიჭის წინ მაგიდაზე ფურცელი დაუგდო. -ეს შენი ნახატია ამ კედელზე? -მე არ ვიცი რა გინდათ ჩემგან, არაფერი დამიშავებია. -მე ეს არ მიკითხავს, რაც გკითხე მიპასუხე იმაზე, ეს ნახატი როცა დახატე რა მოხდა მაშინ. -არაფერი მომხდარა. -მაშინ საღებავებით სავსე ქილები რატო დატოვე. -კარგით მისმინეთ არ მინდა რომ პრობლემებში გავეხვიო ბევრი არაფერი ვიცი. -შენ მოყევი და მე გადავწყვეტ მნიშვნელოვანია თუ არა ის რაც იცი. -კარგით მაგრამ უნდა დამპირდეთ, ვერავინ გაიგებს რომ მე გითხარით. -ამის დაპირება შემიძლია. -კარგით, იმ ღამეს იმ კედელზე დახატვა გადავწყვიტე, ხატვას უკვე ვამთავრებდი როცა შენობასთან მანქანა გაჩერდა, თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია და ხატვა განვაგრძე და უცბთ მაღლიდან კაცი ჩამოვარდა, ლამის შიშით იქვე ჩავისვარე, ძირს დავვარდი და ცოტახანში შენობიდან ის ორი კაცი ისევ გამოვიდა მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, მათი მანქანის ნომერიც დავიმახსოვრე ყოველი შემთხვევისთვის. ნინი:-ცოტათი უცნაურია ეგრეთ სიტუაციაში ნომრის დამახსოვრება. -უბრლოდ მივხვდი რომ რაღაც ცუდი მოხდა და ჯობდა ამ რაღაცაზე მცირედი ინფორმცია შემომენახა. სანდრო:- ნომერი გვითხარი და თავისუფალი ხარ. -კარგით დაგიწერთ ფურცელზე. სანდრო ოთახიდან გამოვიდა და ტომსს ფურცელი მისცა. -სასწრაფოდ გაარკვიე მანქანა ვის ეკუთნის. ემა:-მხატვარს რა ვუყოთ? -გაუშვით აღარ გვჭირდება და მასზე არავისთან არაფერი თქვათ. სანდრო თავის კაბინეტში იჯდა და პასუხებს ელოდებოდა, როცა ტომმა კარი შემოაღო, ღიმლით და ღრმა სუნთქვით შემოვიდა. -მე ის ვიპოვნე. -რას მიაგენი? -მანქანა დარეგისტრირებულია ქალაქის ერთ-ერთი მდიდარი კომპანიის სახელზე, კონკრეტულად ის კომპანია ,,FREE,,-ს სახელზე, ამ კომპანიის უფროსი კი არის ბატონი ცოტნე, რომელც ამ განყოფილებაში ბევრჯერ იყო დაკითხვაზე მოყვანილი, თუმცა ვინაიდან ვერაფერი დაუმტკიცეს გაუშვეს. ძრითადი მიზეზები რატოც აქ მოიყვანეს ისაა,რომ მისი კომპანიიდან ვინც კი მოდიოდა მალე ყველა კვდებოდა, უფრო თუ დავკონკრეტდებით ისინი სუიციდის მცდელობით კვდებოდნენ. ასევე რამდენჯერმე მოიყვანეს იმ მიზეზით, რომ ქვეყნის გარეთ არალეგალურად ყიდდა იარაღებს და ნარკოტიკი შემოჰქონდა ჩვენ ქვეყანაში, თუმცა ესენიც ვერ დაუმტკიცეს. -ასეც ვიცოდი, რომ ის იქნებოდა გარეული ყველაფერში. ტომ გუნდი შეკრიბე გეგმა უნდა გავაცნოთ. ყველა ოთახში შეიკრიბა და სანდროს ელოდა, სანდრო დაფასთან მივიდა და ზედ ცოტნეს ფოტო გააკრა. სანდრო:-ის ჩვენი მთავარი სამიზნეა. იქ მყოფებს არ გაკვირვებიათ, რადგან გულის სიღრმეში ყველამ იცოდა, რომ ამ ქალაქის მთავარი სენი ცოტნე და მისი კომპანია იყო. ზი:-და რა გეგმა გვაქვს? სანდრო:-აქ უკვე დათო გვჭირდება, მე მას ცოტნესთან სამუშაოდ გავუშვებ და ის ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყარო იქნება.თუმცა ეს სიდუმოა ამიტომ არავისთან არ უნდა თქვათ. ემა:-დანარჩენებს რა გვევალება. სანდრო:-ჩვენ სამხილებს შევაგროვებთ, თუ მტკიცებულება არ გვექნება მას ვერ დავიჭერთ. უცბად კარზე კაკუნი გაისმა. -შემოდით. -ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ გვამი იპოვნეს და ბატონი კახა კაბინეტში გელოდებათ. სანდრო მაშინვე ადგა და კახასთან წავიდა, ყველა ოთახში დარჩა სანდროს დაბრუნებას ელოდნენ. როდესაც სანდრო დაბრუნდა კითხვის დასმაც კი არავის აცალა მაშინვე ხმამაღლა ყველას გასაგონად თქვა. -მხატვარი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავუშვით აქვე ახლოს ჩიხში მკვდარი იპოვნეს. ჩვენ საქმეს რაც ეხება ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა. ეს თქვა და უკან გავიდა, თავის კაბინეტში შესვლისთანავე დაიღრიალა, ძალიან გაბრაზებული იყო, ვერ გაეგო ასე მალე როგორ გაიგეს მხატვრის შესახებ. -ყველაფერში ის ა დამნაშავე, მაინც დაგიჭერ და შენი გისოსების წინ ვიცინებ. ნივთები აიღო და განყოფილებიდან გავიდა, იქვე ბარი იყო დასალევად შევიდა, მთელი ღამე იქ იყო და სვავდა, ის წარმოსადეგი და ეშხიანი კაცი სასმელმა უსახლკარო კაცს დაამსგავსა. უკვე 4 საათი იყო მალე გათენდებოდა, სახლში ფეხით წასვლა გადაწყვიტა, ბარბაცით მიდიოდა და თან რაღაცებს ბუტბუტებდა, სახლში მისულმა პერანგის ღილები ნაწილობრივ შეიხსნა, ლავიწები და გულ-მკერდი გამოუჩნდა, საწოლთან მივიდა და სახით დაეცა ზედ, მკვდარივით ეძინა. დილით კარზე კაკუნმა გააღვიძა, ძლივს ადგა და კარი გააღო, კარს უკან გაღიმებული დათო იდგა. დათო:-მე მზად ვარ. შენ რა გჭირს? -არაფერი შემოდი. -კარგად არ გამოიყურები. -ჰო ვიცი, დღეს ის დღეა როცა ცოტნეს კომპანიაში უნდა შეგაგზავნოთ არა?! -ხო მე უკვე მზად ვარ, აბა როგორ გამოვიყურები? -მოდი აბა შეგხედო, კი კარგია ნამდვლ განგსტერ ტვინიკოსს გავხარ. -ეგრე ნუ ხუმრობ, თორემ წასვლას გადავიფიქრებ. -ხომ იცი თუ საფრთხეში იქნები უნდა გამოიქცე უკან მოუხედავად. -ვიცი ნუ ღელავ ვერ დამიჭერენ. -კარგი ჩავიცვავ და წავიდეთ. სანდრო მოემზადა და ორივე სახლიდან გავიდა. სანდრომ დათოს საბუთები მისცა, ახალი სახელით და გვარით, ახლა დათო საერთოდ სხვა ადამიანი უნდა გამხდარიყო. 12 საათისთვის დათო უკვე კომპანიის დირექტორის, ცოტნეს პირადი დაცვა გახდა. დაცვას არ მიუწვდებოდა ბევრ საბუთებთან ხელი, თუმცა ი მუდმივად ცოტნესთან იქნებოდა, ამასთანავე მის სახლში იცხოვრებდა და ეს საშუვალებას აძლევდა გუნდისთვის სხვადასხვა სახის ინფორმაცია მოეძია. დათ მანქანასთან უცდიდა ცოტნეს, კომპანიდან მაღალი სიმპათიური ყმაწვილი გამოვიდა. ლამაზი აღნაგობა, შავი მოკლედ შეჭრილი თმა, ხორბლისფერი კანი, მუქი ლურჯი თვალები და გამოყვანილი სახის ნაქვთები, რომ შეხედავდი მაშინვე მიხვდებოდი, რომ ბოსი იყო, თუმცა სახე ისეთი მშვენიერი და მშვიდი ჰქონდა ვერც იფიქრებდი რომ ამდენი დანაშაული ჩაიდინა. დათოს მიუახლოვდა. ცოტნე:-შენ ალბათ ახალი დაცვა ხარ, მიხარია შენი ჩვენს კომპანიასთან შემოერთება. დღეს ჩემი მძღოლი არ არის და როცა ასე მოხდება შენ მოგიწევს მანქანის მართვა, იმედი მაქვს ეს არ შეგაწუხებს. მისი ხმა ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო, თითქოს ღმერთს რაც კარგი ქონდა ყველაფერი ამ ბიჭს მისცაო. -არა პრობლემა არ არის, წაგიყვანთ. ორივე მანქანაში ჩაჯდა და ცოტნეს ერთ-ერთი რესტორნისკენ წავიდნენ, ასე დაიწყო დათოს სამუშაო. სანდრო კაბინეტში იყო და დათოზე ღელავდა, როცა ხმა გაისმა. -მე8 კვარტალთან პარკში 3 ცხედარი იპოვნეს, ჯგუფი გაუშვით. დათო კაბინეტიდან გამოვიდა და წამოიძახა. -ჩემ ჯგუფთან ერთად წავალ, მაგ საქმეს ჩვენ მივხედავთ. 3 ცხედარი იყო მინდორზე დაგდებული, პარკებში იყო სამივე გახვეული, 1 კაცი და 2 ქალი იყო, ქალები ნახევრად შიშვები იყვნენ და კაცი მთლიანად,თუმცა საბუთები ყველას პარკში ეყარათ, თავი სამივეს გატეხილი ქონდა. სანდრო:- ემა მათი აიდი ბარათების ინფორმაცია ტომს გადაუგზავნე, გაარკვიოს რას საქმიანობდნენ და ვინ იყვნენ. -კარგით. სანდრომ გარეო დაათვალიერ, ღია ტერიტორია იყო, აქ ხალხი მუდმივადაა ცხედრის გადაგდება რთული უნდა ყოფილიყო ისე რომ არავის დაენახა. -ბატონო სანდრო ეს უნდა ნახოთ. -რა მოხდა? -მამაკაცის ცხედარს ენა აქვს მოჭრილი. -გაარკვეთ ეს ენა სიკვდილამდე მოაჭრეს თუ შემდეგ. მალე განყოფილებაში დაბრუნდნენ, ტომის კაბინეტში შევიდნენ ყველა. სანდრო:- რა გაარკვიე ტომ? -კაცი ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის ქსელის მფლობელი იყო,ბევრ შარში გაეხვია, ნარკოტიკების გაყიდვაშიც ხშირად დებდნენ ბრალს, მაგრამ უცნაური ისაა რომ 2 დღის წინ ეს რესტორნის ქსელი გაყიდა და აბა თუ მიხვდებით ვინ შეიძინა. ემა:-ცოტნემ?! -მართალია, მთელი თავისი ქონება ცოტნეს მიყიდა. სანდრო:-უნდა გავარკვიოთ ეს კაცი როდის მოკვდა. ქალებზე რას იტყვი? -ექსპერტიზის პასუხებს მალე ზი მოიტანს. რაც შეეხება ქალებს, ორივე მაღლ ანაზღაურებადი მეძავები იყვნენ, უბრალო მეძავები არ გეგონოთ, ისინი მხოლოდ მდიდრებისთვის იყვნენ და სპეციალურ კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც სავსებით ლეგალურია. ისე არ მეგონა ასეთი რამ თუ არსებობდა. ემა:-იმიტომ რომ ღარიბი ხარ. ამ ლაპარაკის დროს კარი ზიმ შემოაღო. ზი:- პასუხები მოვიტანე, მათი თქმით სამივე თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკვდა, კაცს ხელებზე და ფეხებზე დაბმის კვალი აქვს, ასევე სხეულსზე მარტო კაცს ქონდა დალურჯებები, ასევე დაადგინეს რომ გარდაცვლილებს სექსუალური კავშირი ჰქონდათ გარდაცვალებამდე. რაც შეეხება დროს ისინი 2 დღის წინ 23:00 საათზე გარდაიცვალნენ . სანდრო:- ეგ არის, წადით და დაკითხვისთვის ცოტნე მოიყვანეთ. -არის სერ. ემა და ნინი ერთად წავიდნენ ცოტნეს მოსაყვანად. ცოტნე თავის რესტორანში იჯდა და ყავას მიირთმევდა, როცა გოგონები მის წამოსაყვანად მივიდნენ. ემა:- ბატონო ცოტნნე პოლიციის სახელით თქვენს დასაკავებლად მოვედი, უნდა წამოგყვეთ რათა დაგკითხოთ. -რაში მდებთ ქალბატონებო ბრალს? -ბატონი ბორისი გარდაიცვალა მას შემდეგ რაც თქვენ გადმოგიფორმათ თავისი რესტორნის ქსელი, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. -საწყალი ბორისი, როგორც ვიცი შვილები ჰყავს. კარგით რა გაეწყობა წავიდეთ. მალე ეამ და ნინიმ განყოფილებაში ცოტნე მოიყვანეს და დასაკითხ ოთახში დასვეს. სანდრო შევიდა მის დასაკითხად, სკამს მიუახლოვდა და მშვიდად ჩამოჯდა. სანდრო:-მოგესალმებით ბატონო ცოტნე. ცოტნე:- და აი ჩვენც შევხვდით, როგორც ხალხი აღგწერთ ზუსტად ისეთი ხართ. -თქვენ ჩემს შესახებ იცით. -რა თქმა უნდა, ამ ქალაქში ახალი ადამიანის მოსვლა შეუმჩნეველი არ რჩება. მითუმეტეს თქვენნაირი ადამიანის. -ჩემნაირი? -დიახ ჭკვანი, მიზანდასახული და იდიალური კაცის შესახებ ხალხი ბევრს საუბრობს, ყურადღების ცენტრში ნამდვილად მოხვდით. -არც თქვენ ხართ ნაკლებად ცნობილი. -ეგ მართლია, ჩვენნაირი ხალხის ერთხელ ნახვაც საკმარისია დასამახსოვრებლად. -ბატონ ბორისს იცნობდით? -კი, მან მე რესტორნის ქსელი მომყიდა. -სწორედ მაგაზე მსურს საუბარი, გადმოფორმებიდან მალევე მოკლეს ბატონი ბორისი, ბოლოს რომ ნახეთ რა მოხდა. -არაფერი, მისი ბიზნესი ჩაძირვის ზღვარზე იყო, ამიტომ გაყიდვა გდაწყვიტა და მეც ვიყიდე. საბუთებზე ხელი მის ერთ-ერთ ბინაში მოვაწერეთ და შემდეგ წამოვედი. სანდრომ წინ ფოტოები დაუწყო ცოტნეს და კითხა. -ეს ქალები ხომ არ გეცნობიან. -კი, ისინი ბორისთან ერთად იყვნენ, როდესაც ხელი ოვაწერეთ, როცა წამოვედი ისინი იქ დარჩნენ. -ზედმეტად კარგი მახსოვრობა გაქვთ, ერთხელ ნანახი ქალები ასე უცბად როგორ გაიხსენეთ? -რა გითხრათ, ასეთი ლამაზი ქალების დავიწყება მარტივი არ არის. -რა ქენით წასვლის შემდეგ. -საღამოს 8 საათი იყო, როდესაც ყველაფერს მოვრჩით ჩემს ერთ-ერთ ბარში წავედი და მთელი ღამე იქ ვიყავი. -ამის დამტკიცება ვინმეს შეუძლია. -კი იქ მყოფ ყველას, ასევე ბარმენებს, მიმტანებს და მენეჯერს. -კარგით გადავამოწმებთ. ეს თქვა და ფეხზე ადგა, როდესაც კარს მიუახლოვდა უკნიდან ცტნემ მოაძახა. -იცით ბატონო სანდრო ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანხართ, უკვე მომწონხართ. სანდროს არაფერი უპასუხია უბრალოდ სვლა განაგრძო. როდესაც ოთახიდან გამოვიდა დანარჩენებს უთხრა. -ალიბი გადაამოწმეთ და გაუშვით. ემა:-ასე როგრ შეიძლება მან 2 ადამიანი მოკლა. -მტკიცებულების გარეშე ვერ დავაკავებთ, თანაც ამდენი ადამიანი ყავს ალიბად ვერაფერს გავხდებით. ცოტნე გაუშვეს, როდესაც განყოფილებიდან გადიოდა გაიღიმა და იქვე მდგომ ნინის და ემას თავი დაუხარა და უთხრა. -შეხვედრამდე ქალბატონებო. ემა გიჟს გავდა, ნინიმ გააჩერა თორემ ალბათ ცოტნეს თავში რაღაცას ესროდა. მთელი განყოფილება გიჟად იყო, მხოლოდ სანდრო იყო ზედმეტად წყნაარად, ის იმ სიჩუმეს გავდა ომისწინ რომ იცის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.