თავნება ქალბატონი (თავი 11)
ანდრო მიქაძე სრულებით ბედნიერი,თავის თავნება ქალბატონთან და პატარა ბიჭუნას მოლოდინში ემზადებოდა ახალი წლისთვის და ახალი გამოწვევებისთვის.რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს,თეკლა საერთოდ არ იყო ჭირვეული და შუაღამეც არ უწევდა იქეთ აქეთ სირბილი.ნიკო და თემო,რომ აჟიტირებული იყვნენ ამ ამბით ისედაც ნათელია, აი, თათა კი საერთოდ გაგიჟდა,იმდენად მოულოდნელი იყო ამ პატარას გამოჩენა,რომ ყველას ორმაგად უხაროდა. ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა,ახლა უკვე ყველანაირი სიცრუის და თვალთმაქცობის გარეშე.ნუთუ ასე ადვილად შეიძლება სიმშვიდეს მოპოვება?კითხვა რომელიც თეკლასაც აწუხებდა და ანდროსაც.ალბათ ამდენი ტკივილის შემდეგ ბედნიერების გაცნობიერება რთულიც კი იყო,მაგრამ ორივე თავს ართმევდა ან ასე ეგონათ და ჯერ ყველაფერი წინ იყო.ეს ხომ თეკლაა,ადამიანი რომელიც მომავალს ვერასდროს ვერ განსაზღვრას,ვერც საკუთარ თავზე აგებს პასუხს,მაგრამ პირობა,რომელიც ჯერ არ დაბადებულ შვილს და ქმარს მისცა უნდა შეესრულებინა,რაც არ უნდა მომხდარიყო მათ გვერდით იქნებოდა!ვერც დატოვებდა,უბრალოდ ვერ ისუნთქებდა თავისი ანდროს გარეშე და ანდროს ნაწილის გარეშე. -ანდროოო -რა ხდება?რამე გტკივა?-სწრაფად გამოვარდა აბაზანიდან და ტეკლას მიაჩერდა,რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა: -ანდრეა გაგიჟდიი?ქაფი მაინც მოგეშორებინა ნორმალურად... -მეღადავები არა?-გაბრუნდა და ბოლოს ნორმალურად ჩაცმული გამოვიდა.-იცოდე რომ აუცილებლად დაგსჯი...ძალიან ბევრი ცოდვა დაგიგროვდა ხვდები?-მის გვერდით დაწვა და ყელში აკოცა. -ვგიჟდები ასეთს,რომ გიყურებ! -როგორს?-გამობერილ მუცელს ეფერებოდა და შიგადაშიგ კოცნიდა. -დაბნეულს! დამშვდდი ჯერ კიდევ ოთხი თვეა წინ და არაფერი არ დამემართება თან ჩვენი ბიჭი ძალიან ჭკვიანია. -ბიჭი,რომაა ეს ხომ იცი რასაც ნიშნავს? -რას? -იმას,რომ პატარა და სჭირდება ან დები! -მეორეც თუ ბიჭი იქნება?-იღიმოდა და თვალებს უბრიალებდა მიქაძეს. -მაშინ მესამეზე მოგვიწევს მუშაობა! -ანდრეაა!-ანდროს ტუჩის ჩატეხვას ვერ გაუძლო და ტუჩებზე აკოცა,-მალე ეს მუცელი შენამდე აღარ მომიშვებს... -ჩემი ბიჭი მამას არ გაწირავს ხო მა....ასე,რომ არ ინერვიულო!-ჯერ მუცელში მყოფ ბავშვს ესაბრებოდა,მერე კი თეკლას,რომელიც სიცილს ვერ იკავებდა და თვალები უბრწყინავდა.- -ანდროო -ეგრე ნუ მიყურებ! -აუ მიდი რა ჩამაცვიი ხო იცი როგორ მეზარებააა... -ხომ იცი, რომ უარს მაინც ვერ გეტყვი პირდაპირ,რომ მითხრა და ეგეთი თვალებით არ შემომხედო არ შეიძლება? -არა, არ შეიძლება! -თავნება!-ჩუმად ჩაილაპარაკა და გრძელი ნაქსოვი კაბა გადააცვა,ბოლოს მოწყვეტით აკოცა,ხელი ჩაკიდა და სამზარეულოსკენ გაემართა.კუ წუწუნებდა,მაგრამ თეკლას მაინც არაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევდა,ამიტომ ამჯერადაც საუზმე თვითონ მოამზადა და ერთი ლუკმის დატოვების უფლებაც არ მისცა ცოლს: -ვაიმე ანდრეა გავსკდიი....მეტი აღარ შემიძლიაა -შენ არ გინდა,მაგრამ ბავშვს უნდა! -შვილო მამაშენი მალე შემომაკვდება და იმედია მაპატიებ!-მუცელს უყურებდა და ისე საუბრობდა.-ანდრეა უბალოდ დამშიდდი,ჩვენ კარგად ვართ და ახლა მხოლოდ შენი ჩახუტება გვინდაა....აი ნახე მოძრაობა დაიწყო..-მუცელზე მიიდო ანდროს ხელი,რომელიც ყოველჯერზე ითიშებოდა და სადღაც დაფრინავდა,ამ დროს ისეთი გაბრწინებული სახე ჰქონდა,რომ თეკლა მზად იყო სამუდამოდ ეყურებინა ასეთი ანდროსთვის. -საოცრებაა!-დაიხარა და მუცელზე აკოცა და ბოლოს თავის მკლავებში მოიქცია თეკლას სხეული. *** -ჩემი გაბერილი დაქალი სად არიის?-თათა შემოვარდა და სავარძელში მოკალათებულ თეკლას სიმშვიდეც დაურღვია. -შენი გიჟი ნათლია მოსულაა,რომელიც აშკარად ვერ ხვდება,რომ გაბერილი სულაც არ ვარ და სულ რამდენიმე კილოგრამმი მოვიმატე!-წარბები შეკრა და ისე უყურებდა მოკისკისე თათას,რომელმაც დაიხარა და ლოყაზე აკოცა დაქალს და მერე მუცელზე მოეფერე. -ნათლი დედაშენი იმდენად დააშტერე,რომ ვეღარ ხვდება როდის ვეხუმრები და როდის არა?!-ანდრომ უკვე ფხუკუნი დაიწყო. -დაგაშტერებ მე შენ ახლა!დაჯექი და მოყევი აბა რა ხდება?ანდრომ დაგირეკა არა?-ანდროს ახედა წარბებ შეკრულმა.-ოფისში მიდიხარ და მაგიტო დაურეკე არა?მე რა ბავშვი ვარ,რომელსაც მოვლა სჭირდება? -თათა მე წავედი და როცა მოვალ იმედია გაბრაზებული არ დამხვდება!-დაიხარა ლოყაზე აკოცა და სწრაფად გავარდა. -იდიოტი! -კარგი რა...ხო იცი რომ უბრალოდ ღელავს. -და რა აქვს სანერვიულო?ყველაფერი რიგზე მაქვს,იმ დღეს ექიმს იმდენი კითხვა დაუსვა,რომ იმ ქალმა კინაღამ გამოგვაგდო.ვერ ვცნობ უკვე! -კარგი რა თეკლა.უბრალოდ იმდენად ბედნიერია,რომ თავს ვერ აკონტროლებს. -ჰო მეც ვამჩნევ და ეს ფაქტი მაშინებს კიდეც.მგონია, რომ რაღაც მოხდებადა და ეს ჩვენი ბედნირება დასრულდება. -თეკლა უბრალოდ შეირგე ის რაც ახლა გაქვს და ზემდეტს ნუ ფიქრობს.თქვენს თავს,როგორც იქნა ყველაფერი კარგად არის და ბოლომდე შეიგრძნე ეს!თან რა უნდო მოხდეს,როცა ავთო ციხეშია და მეტი არავინ და არფერი არ გემუქრება. -ავთო არც იყო ის ადამიანი ვინც ჩვენი ბედნირება დაანგრია...თავისდროზე ყველაფერს მე გადავუსვი ხაზი! ანდროსთვის სიმართლე თავიდანვე,რომ მეთქვა ყველაფერი უფრო ადვილი იქნებოდა.-უცებ მოექუფრა სახე. -იქნებ შეწყვიტო ყველაფრის საკუთარ თავზე დაბრალება! -თათა შენ ხომ იცი,რომ არაფერს არ ვნანობ,მაგრამ ზოგჯერ მას რომ ვუყურებ ვხვდები,რომ ამდენი ტკივილის მიყენების უფლება არ მქონდა! -ნუ გავიწყდება საიდან დაიწყო ეს ყველაფერი! -ყველაფერი ბევრად ადვილი იყო,როცა ყველაფერში მარტო მე ვიყავი დამნაშავე!ვიცი რომ ბავშვისგამო არაფერს არ ამბობს,მაგრამ მის თავს რაღაც ხდება! -საიდან მოიტანე? -რახაცაზე ფიქრობს და თავიდან ვერ იგდებს!აუცილებლად უნდა გვაიგო! -და რას აპირებ? -არ ვიცი მოვიფიქრებ რამეს.-წუთით ჩაფიქრდა,მაგრამ მალევე გამოვიდა ფიქრებიდან და ისევ თათას გახედა.-მომიყევი აბა შენსკენ რახდება?ისევ აგიჟებ არა ნიკოს? -მე ვაგიჟებ თუ აქეთ მაგიჟებს კიდევ საკითხავია!-უცებვე აენთო და თეკლამაც მაშინვე მიხვდა, რომ მორიგი შეტაკება მოხდა თათა და ნიკოსშორის -არ მითხრა,რომ ისევ ვირაც კა*პასგამო ეჩხუბე? -უნდა,რომ ერთად ვიცხოვროთ. -არ მითხრა რომ ეს წინადადება არ გიზიდავს და ქალიშვილი გოგოსავით ხელის თხოვნას ელოდები? -რა თქმა უნდა არა,მაგრამ შენი აზრით გაუძლებს ჩემს გიჟურ გრაფიკს?ჩემს ლოდინში ხომ ვერ გალევს სულს!თან ხომ იცი როგორი გიჟია,გუშინ კლინიკაში დამადგა და ისედაც გიჟი პაციენტები კიდევ უფრო გამიგიჟა!წარმოგიდგენია მთავარ ექიმს,რომ ენახა რა მოხდებოდა,გამომაგდებდნენ! -სამაგიეროდ თავისუფალი დრო,რომ გამოგიჩნდებათ ერთად იქნებით და ასე წინ და უკან სიარული არ მოგიწევთ.თან შენი ნიკო ისედაც ძალზედ დაკავებულია და სანამ შენ იმაზე დარდობ რა როგორ იქნება ნახევარი თბილისი ეჟღურტულება და ეფლირტავება.-თათამ თითქოს პირველად გაიზრა ეს და ყველაფერი თავის გონებაში გააცოცხლა-მგონი დროა ყველამ გაიგოს რომ ნიკო ბატონი დაკავებულია.-ჰაღიმებული უყურებდა თვალებ ანთებულ დაქალს. -ნამდვილად მოვკლავ! -რა იყო თათული?სხვა ქალი წარმოიდგინე მის გვერდით?-თეკლა კისკისებდა თათა კი ისეთი სახით იჯდა,რომ თეკლას მჟავე მოუნდა.-შენ ახლა ადგები და ნიკოსთან წაცუნცულდები და ყველაფერს მოაგვარებ მე კი ჩემს კიტრის მჟავეს მივაჩერდები სანამ ჩემი ამდრო დაბრუნდება. -არა სანამ ანდრო არ მოვა აქ ვიქნები. -ვაიმე თათა ავამტყოფი კი არ ვარ!შენ კი მერე მორიგეობა გეწყება და როდის გეცლება ახლავე წაბრძანდი და შეურიგდი შენს ნიკოს მერე კი ერთად ავღნიშნით თქვენი თანაცხოვრბის პირველი დღეები! -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ...მიდი ახლავე გაიქეციი.-როგორღაც დაარწმუნა,რომ წასულიყო,თვითონ კი მალევე მოემზადაა და სახლიდან გავიდა.ალბათ ისევ დაუფიქრებლად იქცეოდა ან ზუსტად ეს ჭირდებოდა, რომ საბოლოოდ ამოესუნთქა.თეკლას ყველაფერი ქონდა ბენიერებისთვის,შვილს ელოდებოდა,მოსიყვარულე ქმარი,არაჩვეულებრივი მეგობრები,რომელიც დიდ ოჯახს ქმნიდნენ,მაგრამ სულის რაღაც ნაწილი მაინც ცარიელი იყო.ვერ პატიობდა საკუთარ თავს იმ დაკარგულ წლებს,წლებს როდესაც ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი იყო და რომლის გამოსწორებაც ავთოს შეეძლო.ვერ იტანდა ამ ადამინს იმაზე მეტად ვიდრე ლექსოს!შეიძლება მას არ იცნობდა და ამიტომაც ვერ აღიქვამდა მკვლელად,მაგრამ ავთოს იცნობდა,რომელმაც მისი უმწეობით ისარგებლა.თითოელ მომენტს იხსენებდა,როდესაც მასთან ურთიერთობა უწევდა და საკუთარ თავს ვერ იტანდა,რომ ამდენი შეცდომა დაუშვა.შანსი,რომ მიეცა არაფერს არ გამოსწორებდა,მაგრამ ახლა მისი იქ გისოსებს მიღმა ნახვა სჭირდებოდა. იცოდა,რომ ანდრო იქ არ მიიყვანდა ამიტომ ჯერ მარტო წასვლა გადაწყვიტა და მერე ყველაფრის მოყოლა, რადგან დაპირდა, რომ არასდროს არ მოატყუებდა.სწრაფად გაემზადა და ტაქსი გამოიძახა.საშინლად არ ესიამოვნა ის გარემო,რომელშიც აღმოჩნდა,მუცელს მოხვია ხელები თითქოს ასე იცავდა იმ საშინელი აურისგან,რომელიც სუფევდა.ახლა უფრო ხვდებოდა რატომ იყო ანდრო კატეგორიულ უარზე.რაღაც მომენტში ინანა კიდეც,მაგრამ როგორც კი ავთო დაინახა,მხოლოდ ბრაზმა შთანთქა ყველაფერი: -ჩემმა საყვარელმა ძმისშვილმა იცის თავისი ფეხმძიმე ცოლი აქ,რომ ბრძანდება?-ჩვეული დამპლური ტონით საუბრობდა,რომელიც საშინლად აღიზიანებდა თეკლას. -არ მეგონა ასე ძალიანაც თუ მოგიხდებოდა აქაურობა! -გგონია,რომ გაიმარჯვე? -მა მაშინ გავიმარჯვე იქ კლინაკიში,რომ მოხვდეი და ჩემი გამოყენება გადაწყვიტე!რა გეგონა ერთ უმწეო გოგონას დააშტერებდი და საკუთარ ჭკუაზე ატარებდი?არასდროს არ იყავი ჭკიანი კაცი,ჯერ მამის ჩრდილის ქვეშ იყავი მერე ძმის და ბოლოს ძმისშვილისაც გშურდა.ალბათ ლექსოს გავხარ,იმანაც ვერ აიტანა მასზე ძლიერი პიროვნება ერთ სივრცეში და ჩამოიშორა კიდეც!- -აი თურმე რაა? შენში ის პატარა გოგონა გაცოცხლა,რომელსაც მამა მოუკლეს? -ის ხომ არავის არაფერს არ უშავებდა!როგორ შეგეძლოთ ასე მხოლოდ ბიზნესის გამო მოქცეულიყავით! -არა რა სულ ვამჩნევდი,რომ სულელი არ იყავი,რამაც მართლა დამღუპა!მაშინვე მიხვდი არა რომ აქ რაღაც სხვა რამ იმალებოდა! შენი ქმარიც გონიერია,აშკარად მამამის გავს,მაგრამ იმდენად ჩამოგვშორდა,რომ არცერთს არ გვიცნობდა სინამდვილეში! -რა მოხდა 5 წლის წინ? -სიმართლე გითხრა მებრალება ადამაინები,რომლებიც ქალის გამო თმობენ ყველაფერს!შვილსაც კი! -გამორიცხულია! მაის არაფერშუაში არ იქნებოდა!-დაიბნა ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა ეს ამაზრზენი კაცი. -რძალო ნუ მარცხვენ!გამოიჩინე შენი გონიერება და მიხვდი რომ მაია მხოლოდ ის ადამიანი იყო მამაშენისთვის,რომელმაც რთულს პერიოდში გვერდით დაუდგა და შვილის გაზრდაში დაეხმარა მიტოვებულ კაცს,რომელიც ბავშვობიდანვე უყვარდა.ეგ ქალი ყველაფერზე იყო წამსვლელი მამაშენისგამო,მაგრამ მაინც ვერ დაიმსახურა ისეთი სიყვარული,როგორითაც მამამაშენს მირანდა უყვარდა! -შენ საიდან იცი ამდენი რამ?მირანდას რა შეხება აქვს ამ ყველაფერთან?!-უკვე ვერ აცნობიერებდა ვერაფერს,ეგონა რომ მზად იყო,მაგრამ ახლა როცა კიდევ ერთ სიმართლეს უნდა შესჯახებოდა გამბედაობა არ ყოფნიდა. -ლექსომ მირანდა გამოიყენა მამაშენის გასანადგურებლად.იმ ქალს არც კი მოერიდა მეორეჯერ მამაშენის გრძნობებით თამაში.დედაშენს და შენ კარგად გამოგდით კაცების დაშტრერება.სიმართლე გითხრა მამაშენმა რატო გადაწყვიტა ეგ არ ვიცი და არც არავინ იცის მგონი,ალბათ სინდისმა შეაწუხა და თავის ცოლს თვალს ვერ უსწორებდა ან შენ,რომ გიყურებდა იმ ქალს ხედავდა,რომელიც თავდავიწყიბით უყვარდა და მან გამოიყენა.ნეტავ იცოდე,როგორ გავხარ იმ ალქაჯს!სხვა დეტალებს ვეღარ მოგიყვები,თორემ ისეთი სახე გაქვს მგონი აქვე მოკვდები და მე კი შენი ქმრის კიდევ უფრო გადაკიდება არ მჭირდება!კარგად დაიმახსოვრე,რომ რაც არ უნდა მოხდეს მშობლების კვალს ვერ გააქრობ! შენ კი აშკარად არ გაგიმართლა მათში!როგორ შეიძლება არც ერთს არ უყვარდე!-წამოდგა და გავიდა,თეკლა კი ერთ წერტილს უყურებდა და გაგონილის გააზრებას ცდილობდა.საშინლად არ უნდოდოა იმის დაჯერება,რომ ამდენი წლის შემდეგ მამამ იმ ქალის გამო მიატოვა,რომელის არაფერს არ წარმოედგენდა,ვერ იჯერებდა,რომ საკუთარი პრობლემების გამო შვილი ყველაზე ბოლო ადგილას დააყენა.საკუტარ მუცელს დახედა და ხელები მიიდო: -მოვკვდები და თავიდან გავცოცხლდები,მაგრამ შენ არასდროს არ მიგატოვებ,ჩემო ბიჭუნავ! გათიშული გამოვიდა ციხის კარებიდან და მანქანასთან მდგომი ანდრო,რომ დაინახა წამით გაქვავდა,უყურებდა და გრძნობდა,რომ ანდრო საშინლად იყო გაბრაზებული,დაძაბული და თვალებიც ჩაწითლებოდა.ალბათ უკვე ათასჯერ მივარდებოდა ხელს ჩაავლებდა და ღრიალს დაუწყებდა,მაგრამ ბავშვის გამო თავს იკავებდა,რაც იმაზე ეუფრო ცუდი იყო ვიდრე მისი გაცოფება.მიუახლოვდა,ანდრომ მზერა გაუსწორა და მანქანის კარი გამოაღო: -დაჯექი!-დიდი ხანია ეს მკაცრი და მბრძანებლური ტონი არ მოუსმენია. -ანდრო მე... -გაჩუმდი და რომ გეუბნები დაჯექი!-სხვა რა გზა ქონდა მანქანაში ჩაჯდა.ანდროს საერთოდ არ გაუხედავს თეკლას მხარეს,საჭეს უჭერდა ხელებს და სწრაფად მართავდა მანქანას.როგორც იქნა მიაღწიეს სახლამდე და გაგიჟებულმა ანდრომ იფეთქა კიდეც: -არასდროს შეიცვლები არა?გეგონა,რომ ვერ გავიგებდი შენს ციხეში ვიზიტის შესახებ?-ირონიული ტონი ჰქონდა მიქაძეს. -შენ კი იცოდი,რომ ყველაფერი მირანდას გამო მოხდა? -დიახ ვიცოდი და რა მერე?რა შეიცვალა,რომ გაიგე?უყურე საკუთარ თავს...ისევ განადგურებული ხარ!მოგწონს საკუთარ თავს ასეთს,რომ ხედავ?-ხელი ჩაავლო და სარკის წინ დააყენა.მართლაც,რომ წაშლილი სახე ჰქონდა და ვერც კი შენიშნა როდის წამოუვიდა ცრემლები,-რატომ აკეთებ ამას თეკლა? ნუ თუ არ გეყო ის რაც გადაიტანე? -და ნუ თუ საერთოდ არ ვუყვარდი არც ერთს?!აარსდროს არ მიგვრძნია მარტოობა ისე,როგორც ახლა.თურმე მთელი 28 წელი მარტო ვყოფილვარ და მე ეს ახლა გავიგე.-ისტერიკული სიცილი აუვარდა,რომელიც ისევ ტირილში გადაიზარდა.-თურმე როგორც 28 წლის წინ,5 წლის წინაც მირანდამ გადაატრიალა მამას და ჩემი ცხოვრება.ნუთუ შვილისადმი სიყვარულის გადაფარვა რამეს შეუძლია?! -იქ არ უნდა მისულიყავი! ისევ მომატყუე და დაუფიქრებლად მოიქეცი!ჯანდაბა უკვე აღარ ვიცი რა მოგიხერხო! -ჩვენ მას არასდროს დავტოვებთ არა?!-შემობრუნდა და ანდროს მიანათა თავისი ამღვრეული თვალები,შეკრული მუშტი გაუღსნა და მუცელზე მიიდო მისი ხელი.-ჩვენი ბუჭუნა ჩვენსავით არ დაიტანჯება! -რატო მგონია,რომ მის გამო დაბრუნდი? -რა..რას მეუბნები? -შენ ისევ წარსულში ხარ დაკარგული,უბრალოდ არ შეგიძლია იმ ტკივილს დავიწყება,რაც მოგაყენეს.ხომ იცოდი,რომ ავთოს ნახვა მთლიანად აგირევდა გონებას?თუ მაინც იმის გაკეთებას აპირებდი,რაც მხოლდო სენ გსურს რატომ დაბრუნდი?ბავშვზე გაიგე და შეგეშინდა არა?იცი რომ თავს ვერ აკონტროლებ! -მე მას საფრთხეს არასდროს არ შევუქმნი და მე,რომ მდომოდა ამ ბავშვის არსებობას ვერც კი გაიგებდი! და შენ თუ ფიქრობ,რომ მხოლოდ ბავშვისგამო ვარ შენთან,მე კი არა შენ ყოფილხარ დაკარგული იმ წარსულში,რომელიც შენც ვერ დაივიწყე!ამას ფიქრობდი არა მთელი ეს დრო?ასეთი უაზრობებით იტენიდი ტვინს?იქნებ ბოლოსდაბოლოს შეეჩვიო იმ ფაქტს,რომ მიყვარხარ და შენს გარდა არავინ არ მჭირდება!-ყვიროდა და ბოლოს სისუსუტე,რომ იგრძნო გაჩერდა და მუცელზე მიიდო ხელი. -არ შეიძლება შენთვის ასეთი სტრესული მდოგმარეობა და საკუთარი თავი თუ არ გადარდებს ბავშვზე მაინც იფიქრე!დაწექი და დაიძინე!-სწრაფად უთხრა და წავიდა.ნამდვილად არ უნდოდა,რომ ბავშვისთვის რამე ევნო,ამიტომ სწრაფად მიიღი შხაპი და დაწვა.რა თქმა უნდა ვერ დაიძინა.მირანდა ერთხელაც არ ჰყავდა ნანახი გარდა ფოტოსა,რომელიც ჯერ კიდევ მაშინ გაანადგურა,რომა 18 წლის იყო.ავთოს სიტყვები უტრიალებდა ტვინში და ვერ ისვენებდა,ყველა ის ჭრილობა გაეხსნა,რომლის შეხორცებასაც ცდილობდა.საკუთარ თავზეც ბრაზობდა,რომ ვერ ივიწყებდა მომხდარს.ყველაფერი თავდაყირა იყო მის გონებაში და დასამშვიდებელი ჭირდებოდა,რომელსაც მხოლოდ ანდრო წარმოადგენდა. გვიან დაბრუნდა სახლში,იგრძნო როგორ მიუახლოვდა საწოლს და დაიხარა,მუცელზე მოეფერა და ოთახიდან გავიდა.იმედი ჰქონდა,რომ მანდ მის გვერდით დაწვებოდა და ჩაეხუტებოდა,მაგრამ წავიდა,რამაც საშინლად გააბრზა: -მე აქ რამდენიმე საათია გელოდები და შენ ისევ მტოვებ!-დივანზე იყო მიწოლილი ქალბატონი რომ დაადგა თავზე,მოკლე პენუარი ეცვა,რომელშიც კარგად მოჩანდა თეკლას სხეულის კონტური. -მხოლოდ შენ თუ შეგიძლია მაშინაც კი ეჩხუბო ადამიანს,როცა თვითონ ხარ დამნაშავე!-გასწორდა,ხელები წელზე შეუცურა და ერთი ხელის მოძრაობით დაისვა მუხლებზე. -ძალიან გაბრაზდი? -ძალიან! -არ მაპატიებ ხო? -არა! -მაგრამ ჩემთან იქნები?! -სხავა გზას არ მიტოვებ! -ჩვენი ბიჭიც კი ხვდებოდა,რომ შენს გარეშე არ შემიძლია,მთელი ეს დროს არ ისვენებდა. -და შენ მაინც ყოველჯერზე ასე თავისუფლად მტკენ!-თამზე ეფერებოდა და ისე საუბრობდა. -როგორ შეგიძლია თან მეფერებოდე და თან მეჩხუბებოდე. -შენთან ჩხუბს მაშინ ვიწყებ,როცა გაბრაზებული ვარ ახლა კი.... -ნაწყენი ხარ! -ჰო -მირანდას შესახებ უნდა გეთქვა. -რატომ?უფრო მეტად,რომ გტკენოდა?მამაშენის საქციელს სულ გამართლებას უძებნიდი ახლა კი იმედგაცრუებული ხარ.მან უბრალოდ საკუთარ თავს ვერ მოერია! -მეც ვერ ვერევი საუთარ თავს.ავთო მართალია მეც მხოლოდ თამაში შემიძლია როგორც იმ ქალს! -შენ არავის არ გავხარ თეკლა... -ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი,როცა ჩემი მშბლების შესახებ ყველაფერი იცი,იმაზე მეტიც ვიდრე მე. ყველაფერი გამოიძიე არა? -შენ მათ არ გავხარ!მათ უმოწყალოდ მოექცნენ ერთმანეთს.შენ კი ყოველჯერზე როცა მტკენ,შენ თვითონ ორმაგად გტკივა და საკუთარ თავს ვერ იტან. -არ შეიძლება ასე კარგად მიცნობდე! -არ შეიძლება იმდენად გიყვარდე,რომ ჩემგამო თავისუფლება დაკარგო! -მე შენს გვედით ვარ თავისუფალი! -დარწმნებული ხარ?-საჩვენებელი თითით თავი ააწევინა და მზერა გაუსწორა. -სრულებით!-ანდრომ არაფერი არ უპასუხა,მაგრამ მისმა გულისცემამ ქალბატონი დაამშვიდა და მალევე ჩაეძინა კიდეც,ხელში აიყვანა და საძინებლისკენ გაემართა.ბოლოს გამოიცვალა და გვერდით მიუწვა ქალს,რომელსაც ერთი წამითაც კი ვერ აკონტროლებდა,რომელისგანაც ყველაფერი იყო მოსალოდნელი და რომლის გარეშეც სუნთქვა არ შეეძლო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.