19:19 (2 ნაწილი)
დილით კარებზე ბრახუნმა გამაღვიძა..ვინ ჯანდაბაა ნეტა,ექთანმა იცის რომ ღიას ვტოვებდი კარებს.. სამი დღე იყო გასული იმ ღამის შემდეგ, აშკარად ვარიდებდით მე და ივა თავს ერთმანეთის ნახვას,შემოივლიდა ხოლმე დამხედავდა და მიდიოდა.. წამოვდექი და მისაღებში გავედი -ვინ არის? ნახევრად მძინარე ხმით გავძახე -მე ვარ,შემოვიდა? მისი ბოხი,ახალგაღვიძებული ხმა იყო..ნეტა ამ დილა ადრიან რა უნდოდა? -შემო,დავუძახე და ხალათის ძებნა დავიწყე..თვითონ ლურჯ სპორტულებში იყო გამოწყობილი.. დღეს შაბათი არ არის? რა გინდა ამ დილა ადრიან ჩემთან? თან ხალათზე ვანიშნე თვალებით დამეხმარე ჩაცმაშითქო -დღეს სამწუხაროდ ჩემი მოსავლელი ხარ? -რა ვარ? თვალები გამიფართოვდა -ხოოო, ლიას შვილი ყავს ავად ვერ მივალო დამირეკა და სხვა გზა არ დამრჩა ერთი დღე გაგიძლებ -არა,არა.. მართა გამოვა დღეს დავურეკავ..მაინც შაბათია ეცლება -მართა გუშინ კახეთში არ გაუშვი მივლინებაში? ჩამიცინა გამარჯვებული სახით..მემგონი ტვინზე დარტყმამ ცუდად იმოქმედა, გვერდი ამიარა და დივანზე ჩამოჯდა.. აბა რა იდეები გაქ როგორ გავერთოთ დღეს? ოხ ეს გამოხედვა და ეს ეშმაკუნები მის თვალებში... * დილით ლიას ზარმა დამირეკა და მუდარით მითხრა დღეს ვერ შევძლებ ნინისთან მისვლასო. მართალია მამაჩემი იმდენ საქმეს მავალებს დასვენების დრო საერთოდ არ მაქვს და მინდოდა გამომეძინა, მაგრამ რა გაეწყობა..როგორც ჩანს დღეს ძიძის თამაში მომიწევს..თუმცა არც მწყენია, კარგად ვერთობი ნინაზე ზემოქმედებით და მომწონს მისი აფორიაქება..შხაპი გადავივლე,სპორტულები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.. ეს გოგო ბოლოს მომიღებს მისი ატლასის პერანგებით და ახალგაღვიძებული სახით, დილით რატომ აქვს ასე დაბერილი ტუჩები..ხალათი შემოვახურე და ისევ ის ლავანდის და იასამანის სუნი შემოღუტუნდა ჩემს ნესტოებში..ამ ცივ და მკაცრ შემოდგომას ნინი მოსიარულე გაზაფხული იყო მისი სურნელით. იმედია გამოიცვლის თორე არმგონია დღის ბოლომდე ნებისყოფა გამყვეს.. ამ ფიქრებში და მისი სხეულის თვალიერებაში ვიყავი როდესაც მის მკაცრ მზერას წავაწყდი,აშკარად გამფაქტა რასაც ვაკეთებდი.. -მშია.. პატარა ბავშვივით წამოიყვირა -პონჩიკს ვგევარ? ეჭვის თვალით გავხედე -რატო მეკითხები?სიცილ ნარევი ხმით მიპასუხა და აშკარად ნელ-ნელა წარბების გახსნა დაიწყო -როდესაც მხედავ სულ საჭმელი და შიმშილი გახსენდება,ნეტა როგორ ხარ ასეთ ფორმაში..ნაგლად ისევ ავათვალიერე და ავუსტვინე -პონჩიკს არა, მაგრამ ჰამბურგერის პურებს შეიძლება მივამსგავსოთ შენი კუბიკები,გადაიკისკისა და სამზარეულოსკენ მანიშნა თავით.. ყიყლიყო მინდა.. განმიცხადა და პატარა ბავშვივით ააცმაცუნა პირი -რა გინდა? სიცილი ვერ შევიკავე -ყიყლიყო და მურაბიანი ჩაი..ჩემი ყველაზე საყვარელი საუზმეა -ამხელა კომპანიის მთავარი დიზაინერი ქალი თურმე დილით ყიყლიყოებს და მურაბიან ჩაის მიირთმევს, გამეცინა ხმამაღლა..ჯარისკაცებადაც ხომ არ დაგიჭრა? -აუუუ კიი,იმ წამსვე გაუნათდა თვალები..ხანდახან როგორი ბავშვური და საყვარელი იყო -სხვათაშორის შენი ნამუშევრები ვნახე და კიდევ ერთხელ შემაწუხა ნამუსმა,მაგ ხელების დაზიანება ნამდვილად დიდი დანაშაული იყო.. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი,ახლა მივხვდი რატომ უყვარხარ მამაჩემს ასე ძალიან.. -ბატონი დავითი მეც ძალიან მიყვარს, ფაქტიურად მამობა გამიწია.. ამ სიტყვებზე რაღაცნაირად გამკრა გულში.. ერთია ფაქტია ნინის მამა არ ჰყავს და მეორე მამაჩემისგან ვიღაცის მიმართ გაღებული სითბო და მზრუნველობა უცნაური და სასიამოვნო იყო.. და შენ რატო გადმოხვედი აქ საცხოვრებლად? -მთელი დღე და სახლშიც დავითის ყურება ცოტა რთულია,გავუღიმე და გაცხელებულ ტაფაზე ყიყლიყოები დავაწყვე შესაწვავად.. -ხოო, თან სხვადასხვა გოგოებს ხომ ვერ აიყვან იქ.. ჩუმად ჩაილაპარაკა -შენ რა მითვალთვალებ? თან ყიყლიყოების გადაბრუნება დავიწყე.. აშკარად შერცხვა და გაწითლდა -არა,უბრალოდ საღამოს აივანზე როდესაც ვარ მხიარული ხმები ჩამოდის ხოლმე..მისი უხერხულობის დამალვას შეეცადა და ნიკაპით მადუღარა ჩართო.. არვიცი ეს გოგო რას მიშვებოდა ასეთს მაგრამ მასთან უბრალო,გულღია ივა ვხდებოდი..ის ივა რომელის 15 წლის ასაკში დავტოვე.. ამჯერად სუფთად მიირთვა ქალბატონმა, შემდეგ ლეპტოპი გამახსნევინა და შაბთ დღეს გადაწყვიტა გვემუშავა. ეკრანზე ნინის დავიღაც ქალის ჩახუტებული ფოტო ეყენა ,რომელიც საოცრად გავდა ნინის..ალბათ 20-30 წლის შემდეგ ზუსტად ასეთი იქნებოდა ნინიც. -ეს დედა ხო ალბათ? ავხედე ნინის..შევატყვე როგორ აუწყლიანდა ეს ლამაზი თაფლისფერი თვალები და დაუსევდიანდა სახე.. -"ხო" დაბალი ტემბრით მიპასუხა და გადავწყვიტე მისთვის მეტი არაფერი მეკითხა. -Magic9 მეილის პაროლია..დარცხვენილი გამომხედა.. -ჰმ. საინტერესო პაროლია,მე კი მეგონა შენი სატრფოს სახელს და დაბადების წელს გავიგებდი მეილის პაროლით..გახუმრება ვცადე მაგრამ ხმა არ გაუცია . ისე მოვიდა საღამო ვერც გავიგეთ, კომპანიის საქმეები მოვაგვარეთ და კმაყოფილი წამოდგა..-შეგიძლია წახვიდე,საათს დავხედე 19:19 სთ. * 1კვირაში თაბაშირიც მომხსნეს და სამსახურშიც გავედი..იმ დღის შემდეგ ივა არ გამოჩენილა,არც სახლში იყო,არვიცი რახდებოდა რატომ გაუჩინარდა მაგრამ შევეცადე ამისთვის ყურადღება არ მიმექცია. დილით ადრე გავიღვიძე, მოვემზადე და სამსახურისკენ გავეშურე,რა დავმალო ძალიან მომენატრა გარეთ გასვლა,ხალხი და მუშაობა,ოფისში შესვლისთანავე თვალების ცეცება დავიწყე,ვეძებდი იქნებ სადმე თვალი მომეკრა,მაგრამ არსად არ ჩანდა,ბატონი დავითის კაბინეტზე ფრთხილად დავაკაკუნე და შევედი,არც იქ იყო. -ნინაჩკა როგორ ხარ შვილო?ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა დავითს,მომიკითხა და ახალი პროექტების განხილვა დაიწყო ჩემთან ერთად,როგორც ჩანს ბევრი სამუშაო დამხვდა და აშკარად ღამეების გადათენება მომიწევდა.. - ხომ კარგად მოგხედა ივამ? გავგიჟდი რომ გავიგე შენ იყავი ის გოგო..უცებ წამოიწყო საუბარი დავითმა -კი,კი მადლობა თქვენც ამხელა ყურადღებისთვის..დავიმორცხვე არ ვიცოდი რა მეთქვა -რა მადლობა შვილო,ახლა ქუთაისში მყავს ობიექტზე გაშვებული და არ არის აქეთ,აი ეს პროექტია ქუთაისის,თუ შენც შეგეძლება მინდა რამდენიმე დღით შენც წახვიდე და ადგილზე შეხედო და შეაფასო ყველაფერი..მითხრა თუ არა დათომ,იმავე წამს გამინათდა სახეც და გულიც.. -წავალ არ არის პრობლემა,როდის? -ხვალ,ხვალ გაგიშვებ..ჩამიღიმა დათომ და ნახაზებზე გადავიტანეთ ისევ თემა.. ჩემი ქუთაისი..ადგილი სადაც დავიბადე და გავიზარდე,რამდენი ტკბილი და რამდენი მწარე მოგონება მაკავშირებს ამ ქალაქთან და ჩემი სახლი,ჩემი ძველი პატარა სახლი სადაც ერთ დროს დიდი,ხმაურიანი და ბედნიერი ოჯახი ცხოვრობდა.მე,დედა,მამა,ბებია და ბაბუა..როგორ მახსოვს ყოველთვის ბოლო ხმაზე გვქონდა ჩართული ტელევიზორი,ბებოს სმენის პრობლემების გამო,მათი სიყვარული ბოლო წუთამდე საოცრება იყო.. მამა-არ მახსოვს კარგად...5 წლის ვიყავი როდესაც ადგა და მიგვატოვა,აი ასე უბრალოდ შეუძლიათ ადამიანებს ადგნენ და მიგატოვონ,შუბლზე გაკოცონ,სახლიდან გავიდნენ და უკან არც კი მოიხედონ... 15 წლის ასაკში ბებო და ბაბუ გარდამეცვალა,ჩემი გამზრდელები და დავრჩით მე და დედა.. ახლა კი.. საშინლად წვიმდა,წარსულის გახსენებამ კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა,სასწრაფოდ მოვიწმინე ცრემლები და ვეცადე ჩამძინებოდა. * საღამო იყო სასტუმროს ბარში ვიჯექი და ყავას ვსვამდი,თან ნახაზებს ვასწორებდი როდესაც ნაცნობი ქოთქოთი შემომესმა.. -ბარგი ნომერში აიტანეთ რა გთხოვთ და ყავა,ყავა მესაჭიროება სასწრაფოდ..გამარჯობა ივა როგორ ხარ?რატომ მიყურებ გაოცებული არ გითხრა დავითმა რომ ჩამოვდიოდი?მოკლედ ხვალ დილის 10 საათზე ინვესტორთან ჩავნიშნე შეხვედრა... უცებ მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე,გაჩუმდა დაგაოცებული სახით შემომხედა -არვიცი ჩართვის ღილაკი სად გაქვს,მაგრამ გამორთვის ჩემებური ხერხები მაქვს..სხვათაშორის ხელებით უფრო ლამაზი ყოფილხარ..დამცინავად გადავხედე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე..მიყვარდა როდესაც პასუხს ვერ მიბრუნებდა და წინ ბუტავდა მის ლამაზ ტუჩებს.. * უზრდელი და ცინიკოსია,საერთოდ რატო ვხარჯავ ამ ბიჭზე ფიქრისთვის დროს ან ვიშლი ნერვებს,უცებ ტელეფონმა დაურეკა "Helen" თვალები გაუბრწყინდა სახელის დანახვაზე და სასწრაფოდ უპასუხა: -hello love of my life.. ფეხზე წამოდგა და იქეთ გააგრძელა საუბარი -miss u soo much.. მესმოდა შორიდან და ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი კისერთან..რა დებილი ხარ ნინი,კაცი ამერიკაში ცხოვრობდა ამდენი წელი და ვიღაც ნინი არჩვაძე მოეწონება,რომელსაც შემთხვევით დაეტაკა..სასწრაფოდ ავდექი და ნომერში ავედი..დღეს ზედმეტად ბევრი ემოცია დამიგროვდა,შხაპი გადავივლე და ლეპტოპს ჩავუჯექი სამუშაო მქონდა... * მეორე დღეს სრული იგნორის მსხვერპლი გავხდი ნინისგან,ვაა რახდება? ყველანაირად თავს მარიდებდა,ყველა შეხვედრა ჩავატარეთ და ბოლოს სასტუმროს ფოიეში დამემშვიდობა არადა ჯერ მხოლოდა 6 საათი იყო..მე ქვემოთ დავრჩი და ვისკის დალევას შევუდექი,გარეთ არ წვიმდა მაგრამ ციოდა..უცებ დიდ მწვანე დუტის ქურთუკში გახვეული ნინი დავინახე.. -ჰეიიი,უჩემოდ სად იპარები? გავძახე -სასეირნოდ მივდივარ მომაძახა და გზა გააგრძელა..ქურთუკს დავავლე ხელი და მეც გავყევი.. * ოღონდ ეს არა..ისედაც გაღიზიანებული ვარ.. -არ დამელოდები თუ გევასება რომ მოგსდევენ? -რა გინდა ვერ გავიგე,მარტო გასეირნება მომინდა არ შეიძლება? -და რა გჭირს არ მეტყვი? -არაფერი!! ვიგრძენი როგორ ჩამჭიდა ხელი მაგრად - მაინც ვერ მომიშორებ,ძაანაც რომ გინდოდეს,თვალი ჩამიკრა დალოყაზე მიჩქმიტა.. რატო მეთამაშება,მიხედოს მის ჰელენს... თეთრ ხიდზე მივსეირნებდით,არაფრით არ მიშვებდა ხელს,შორიდან რომ დაგენახეთ ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილებას ვტოვებდით,იქვე პატარა ლამაზი კაფეა,ადრე ხშირად დავდიოდი ხოლმე ჩემს მეგობრებთან ერთად.. -მე ცხელი შოკოლადი მინდა..ავიბუზე მის მხართან -წამო მერე შევიდეთ..whats problem? შევედით თუ არა კაფეში ჩემი ძველი მეგობარი შემეჩეხა ილია.. -ამას ვის ხედავს ჩემი თვალებიი შესძახა ბოლო ხმაზე და თბილად გადავეხვიეთ ერთმანეთს..არ გამომპარვია ივას გამჭოლი მზერა ,როგორ აათვალიერ-ჩაათვალიერა...-მომენატრე შე ტუტუცო ქალო,ერთი არ უნდა ჩამობრძანდე და ნახო შენი ძველი მეგობრები ხო?მისაყვედურა ილომ -რას ამბობ ილუშ,ისე ძალიან მომენატრეთ ვერ გეტყვი,ხვალაც აქ ვარ და შევიკრიბოთ,გავიხსენოთ ძველებურად,მხიარული ტონით გავაგრძელე საუბარი..ნამდვილად ძალიან გამეხარდა მისი ნახვა და ხასიათზეც იმოქმედა -გუშინ სანდროს მამის საფლავზე ვიყავით,ელენე დეიდასაც წავუქციეთ ერთი ჭიქა... * შევხედე როგორ აუწყლიანდა ნინის თვალები..ელენე? ნეტა დედამისია? რას მალავს ეს გოგო? დაემშვიდობა მის მეგობარს და იქვე კუთხეში მაგიდასტან დავსხედით -მე ერთი ჭიქა ხვანჭკარა მომიტანეთ,აღელვებული ხმით წარმოთქვა ნინიმ -ოჰ..მეგონა ცხელი შოკოლადისთვის შემოვედით -გადავიფიქრე.. ცივი და ამღვრეული თვალებით ამომხედა.. უკვე მეორე ბოთლ ღვინოზე ვიყავით გადასული,მომიყვა მის ბავშვობაზე ქუთაისში,თავგადასავლებზე,მეგობრებზე,თუმცა ოჯახი არ უხსენებია..ნელ-ნელა ხასიათზეც მოვიდა და უკვე ღვინის ფერი ედო ლოყებზე.. -გვიანია უკვე უნდა წავიდეთ..საჩვენებელი თითი მომიშვირა..ტავხედურად ლამაზი და მიმზიდველი იყო ნასვამი არჩვაძის ქალბატონი.. ნომერში "ავიტანე" და ოთახში შევაცილე..მეც დავლიე მაგრამ დიდად არ მომეკიდა,გამოსვლას ვაპირებდი როდესაც ხელზე მომქაჩა და მისკენ შემაბრუნა... -იცი? მე შენი სუნი მომწონს... ღემრთო რა ბავშვური და გამოუცდელია,როგორ წრფელი და ნაზი..რა გინდა ნინი რაა? რატომ მითრევ იქ სადაც არ უნდა შევიდე? -ელენე ვინ არის?ისევ გაბუტული და მოწყენილი თვალებით მომაჩერდა..სიცილი ვერ შევიკავე,აი თურმე რატომ მაიგნორებდა. -იმედი მაქვს ჩემს პატარა დეიდაშვილზე არ იეჭვიანე ქალბატონო ნინი..წამში შეეცვალა სახე და კიდევ უფრო აწითლდა.. იმდენად ახლოს იყო ჩემთან მისი წითელი ტუჩები, არა ივა! ამ შანს ვერ გავუშვებდი.. * არ მინდოდა წასულიყო და ჩემსკენ მოვიზიდე.. ვიგრძენი როგორ ნაზად მომიახლოვდა მისი ტუჩები , მესმოდა მისი ხშირი სუნთქვა და ეს სურნელი, თავბრუს მახვევდა..ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა სისხლი ძარღვებში და როგორ ვკარგავდი გონებას... ძლიერად დააცხრა ჩემს ტუჩებს..ღმერთო ეს გემო, ალბათ არასდროს დამავიწყდება,ვგრძნობდი მისი გული როგორ სწრაფად ცემდა.. მაისურში შემიცურა ხელი,წელზე მაგრად შემომხვია და მის სხეულს ავეკარი..ტუჩებით ჩემს კისერს ჩამოყვა,თავს ვერ ვიკავებდი და რამდენჯერმე სიამოვნებისგან კვენსაც აღმომხდა..მივხვდი ამან კიდევ უფრო აღაგრძნო.. ღილები მიყოლებით გახსნა და ჩემს მკერდს დაუწყო მოფერება,ხელი მკრა და საწოლზე დამაგდო,მაისური გადაიძრო და მისი მკვრივი, საოცრად მიმზიდველი სხეული ჩემსას შეეხო..ენით ჩამოყვა ჩემს მკერდს და თან შარვლის შეხსნას ცდილობდა..ვნება ფეთქდებოდა ჩემში და არც გულს და არც გონებას შეწინააღმდეგება არ სურდა, მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი დიდ შეცდომას ჩავდიოდი.. * მის საოცარ სხეულს დავეწაფე და ვგრძნობდი საოცარ ვნებას, მისი ნაზი კანი როგორ ცახცახებდა ჩემი შეხებისას,როგორ დაებერა მკერდის თავები..მესმოდა მისი ჩუმი კვნესა და როცა მის ვნებისგან აშლილი სახეს ვხედავდი..ვერცერთი ვუწევდით თავს წინააღმედგობას..ზემოდან მოვექეცი და მთლიანად დავეპატრონე მის სხეულს...ჩემი გახდა.. * დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა,თითქოს წინა დღით ვინმემ სასტიკად მცემა..უცებ მოვედი გონს და საწოლზე წამოვხტი..ოთახში მარტო ვიყავი,სხეულზე ჩალურჯებები უფრო მძაფრად მახსენებდა გუშინდელ ვნებიან ღამეს და კიდევ უფრო შემრცხვა საკუთარი თავის..ეს რა გავაკეთე..ტირილი ამივარდა,უფრო სწორად ქვითინი.სასწრაფოდ შხაპი გადავივლე და ქვემოთ ჩავედი.. -ბატონმა ივამ დილით დატოვა სასწრაფოდ სასტუმრო..მომახალა რეგისტრატორმა გოგომ,თავაიზანი ღიმილი სახეზე შემრჩა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.