დასაწყისი ( 13 ) დასასრული
- ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ, ჩემი სახელია მასიმო, მასიმო როსი, ალექსს და გიორგის უკვე ვიცნობ, ახლა კი დროა ჩემი საყვარელი ბიძაშვილების შვილები გავიცნო, ისეთი ღიმილით წამოვიდა ჩვენსკენ თითქოს დარწმუნებული იყო რომ ხელს სიხარულით ჩამოვართმევდით, პირველი მე მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა, დაბნეული ვიყავი, ვერ გამეგო რა ხდებოდა, ნუთუ ეს ის მასიმო იყო ვისი მოთხოვნითაც გამიტაცეს და ვისაც ბებიაჩემის ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ასე რომ იყოს ალექსი რატომ შეხვდებოდა მას და ჩვენც რატომ მოგვიყვანდა ამ შეხვედრაზე თანაც სულაც არ ჰგავს მონსტრს, ისეთი კეთილგანწყობილი ჩანს... ალექს შევხედე თითქოს მისგან ველოდი ნებართვას მანაც ღიმილით დამიქნია თავი, მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე და ტყუპებისკენ გავაპარე მზერა, ლეოს არანაირი ემოცია არ ეტყობოდა ნიკი კი აშკარა იყო რომ ღელავდა, რამდენიმე წამი გაიჩერა მასიმომ ჩემი ხელი ხელში მერე ლეოს ჩამოართვა, ნიკმა ზუსტად ისე შეხედა ძმას როგორც მე ალექსს და როცა მისგან თანხმობა მიიღო მანაც გაუწოდა ხელი მასიმოს. - გთხოვთ დავსხდეთ ბევრი სასაუბრო გვაქვს, -თავაზიანად მიგვითითა, დაელოდა როდის დავსხდებოდით და თვითონაც ჩამოჯდა. - ალბათ გიკვირთ აქ რატომ ვარ, ნება მომეცით ყველაფერი აგიხსნათ... - ვფიქრობ და ვერ ვხვდები რას თამაშობთ, -ნიკმა ვეღარ მოითმინა და სიტყვა შეაწყვეტინა. - გეყოფა ნიკ აცადე თქვას რისი თქმაც უნდა, -შეაჩერა ლეომ. - ძალიან ჰგავხარ მამაშენს, -მასიმო ღიმილით შესცქეროდა სიბრაზისგან აწითლებულ ნიკს, -დომენიკო შენსავით იმპულსური იყო, მოუთმენელი, ყოველთვის იმას ამბობდა რასაც ფიქრობდა, კეთილი იყო სამართლიანი და მოსიყვარულე, თავის პატარა ძმაზე ლუკაზე გიჟდებოდა, ძალიან უყვარდა, ჰო ელენე შენს მამაზე ვსაუბრობ, შენც ძალიან ჰგავხარ მას, ზუსტად მისნაირი თვალები გაქვს. - ასეა მართლაც ძალიან ვგავდი მამას მაგრამ ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რა შუაშია, იქნებ მოკლედ მოჭრათ და მთავარ სათქმელზე გადახვიდეთ, -ბრაზი ვერ მოვთოკე როცა ნიკის აწყლიანებული თვალები დავინახე და ეს ხმაზეც შემეტყო. - მაპატიეთ ბავშვებო, როგორც წესი სენტიმენტალური არ ვარ მაგრამ რომ დაგინახეთ თავს ვერ მოვერიე, ისე ძალიან ჰგავხართ ლუკას და დომენიკოს, მე ისინი ძალიან მიყვარდა, მე და ჩემი ბიძაშვილები ერთად გავიზარდეთ ძმებივით და მათ გარდა არასდროს არავინ მყოლია, ცოლი არ მყავს, არც შვილები, ფაქტიურად ნათესავებიც კი არ მყავს თქვენს გარდა. - ახლა რას ელოდებით რომ შეგვეცოდებით და ცხარე ცრემლით ვიტირებთ? თუ ამას ელოდებით ნურას უკაცრავად, არ გამოვა ეგ საქმე ასე მარტივად, -ჩემმა ცივმა ხმამ მევე გამაკვირვა. - ელე გთხოვ ცოტაც მოითმინე და ყველაფერს გაიგებ, -მისმა ხმამ როგორც ყოველთვის დამამშვიდებელივით იმოქმედა ჩემზე, თავი დავუქნიე და ვეცადე რომ გამეღიმა, მასიმომ თავი დამიკრა და გააგრძელა. - დომენიკოს სიკვდილი ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო, ძალიან ძნელად გადავიტანე, ლუკა რომ არა ალბათ მეც თან მივყვებოდი, ის პერიოდი ლუკამ გადამატანინა, ისიც ძალიან ცუდად იყო და ერთმანეთს ვეხმარებოდით რომ არ გავგიჟებულიყავით, მერე ლუკამ ნინო გაიცნო და შეუყვარდა, ლეილა მათი სიყვარულის წინააღმდეგი იყო, მეორეჯერ მაშინ მოვკვდი კინაღამ როცა ლუკამ საყვარელ ქალთან ერთად საქართველოში წასვლა გადაწყვიტა, წავიდა და ჩემი გულის ნაწილიც თან გაიყოლა, საოცარი ადამიანი იყო, იმის მიუხედავად რომ მილიონერი იყო, ყველაფერზე უარი თქვა და ცარიელ-ტარიელი წამოვიდა იტალიიდან, მიუხედავად იმისა რომ მასზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ბევრჯერ შევთავაზე დახმარება თუმცა ყოველთვის უარს მეუბნებოდა... - როსი არა? შენ რომ იტალიური გვარი არ გაქვს? -გიორგი ჩაგვერთო ლაპარაკში. - მამას არ უნდოდა რომ მისი გვარი მქონოდა, არ ვიცი რატომ მოიქცა ასე მაგრამ როცა ვკითხე მიპასუხა რომ არ უნდოდა ბაღში და სკოლაში ვინმესგან გამორჩეული ვყოფილიყავი და ამიტომ ერჩივნა ქართული გვარი მქონოდა. - მამაშენს ეშინოდა შვილო ამიტომ არ მოგცა თავისი გვარი. - რისი ეშინოდა? - იმის რაც ცოტა ხნის წინ მოხდა, ნიკოლეტის და ლეონარდოს შემთხვევაშიც ამის გამო არ ვურთიერთობდი მათთან და ამის გამო ვეხმარებოდი მათ დედას ფარულად, მაშინ გავიგე ბავშვების შესახებ როცა ერთი წლის იყვნენ, მათ ასე უპატრონოდ ვერ დავტოვებდი, მითუმეტეს რომ სოფის ძალიან უჭირდა მათი გაზრდა, სამწუხაროდ მხოლოდ ფინანსურად შემეძლო მათი დახმარება ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ არავის გაეგო მათი არსებობის შესახებ, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა საქმეებში იყვნენ გახვეულები მამაჩემი და ბიძაჩემი, თავიანთი შავბნელი და უკანონო საქმეების გამო უამრავი მტერი ჰყავდათ, როცა მამაჩემი დაიღუპა მე ყველანაირად ვეცადე რომ მისი საქმეებისგან დამოუკიდებლად მეწარმოებინა ბიზნესი, დღეს ასე თუ ისე ჩემი საქმიანობა კანონიერია და ნაკლებად ვერევი მაფიის საქმეებში თუმცა ბებიაშენმა ბიძაჩემის საქმე გააგრძელა და დღეს არ არის კაცი იტალიაში რომელსაც მისი სახელის გაგონება შიშის ზარს არ სცემდეს, თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ რა მასშტაბების ძალაუფლებაზე და ქონებაზეა საუბარი. - გინდათ თქვათ რომ ბებიაჩვენის გამო შეიძლება რამე დაგვიშაონ? -ახლა ლეო ჩაერთო საუბარში. - თქვენ, შენ ნიკი და ელენე უზარმაზარი იმპერიის მემკვიდრეები ხართ თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თქვენს შესახებ აქამდე არავინ არაფერი იცოდა და ბებიათქვენიც არ გაღიარებთ, შენ და შენს დას აქამდე არანაირი საფრთხე არ გემუქრებოდათ, აი ელენეს რაც შეეხება უკვე უამრავი ვინმე ნადირობს მასზე, - როგორც ჩვენ გვითხრეს მათ შორის ერთ-ერთი თქვენც ხართ, -ნამდვილად არ მორიდებია ელენეს იმის თქმა რაც ასე ძალიან აწუხებდა. - ჰოო ლეილას ყოველთვის ეხერხებოდა ინტრიგების ხლართვა თუმცა გეფიცებით წარმოდგენა არ მაქვს ჩემგან რა უნდა, წინასწარ ვერასდროს ვხვდები რა აქვს დაგეგმილი, -მასიმომ გულიანად გაიცინა, გრძელი თითებით მოხდენილად მიიტანა ტუჩებთან ჭიქა და წითელი ღვინო მოსვა. - ჩემს შესახებ მისმა მტრებმა საიდან გაიგეს? მათი გვარიც კი არ მაქვს თანაც ამდენი ხანი მშვიდად და უპრობლემოდ ვცხოვრობდი. - ამის შესახებ ჯობია ბიჭებმა ილაპარაკონ მე კი მოვუსმენ, -ალექსს და ლეოს გადახედა და მშვიდად მიეყრდნო საზურგეს. - რა ხდება ალექს? -მოციმციმე თვალებში შევხედე, ხელზე ხელი დამადო და მაგრად მომიჭირა, მერე თბილი, დაბალი ხმით დაიწყო მოყოლა. - როცა გატაცების შემდეგ სახლში დაგაბრუნეთ რათქმაუნდა რაღაც-რაღაცეების გარკვევა დავიწყეთ, ამ ყველაფერში ლეო ძალიან დამეხმარა, მასიმოს დავუკავშირდით გავარკვიეთ რომ არაფერ შუაში იყო, თუმცა დღევანდლამდე არ ვიცოდი ვინ იყო ის ჩვენი ახლობელი ვინც იტალიელებს შენს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და შენს გატაცებაში ეხმარებოდა. - ახლა იცით? -აცახცახებული ხმით ვკითხე, ალექსმა იგრძნო როგორ დავიძაბე, მხარზე ხელი მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ლეოს ანიშნა გააგრძელეო, - ამ ყველაფრის თავი და თავი მახო იყო, იტალიელებს დაუკავშირდა და რათქმაუნდა ფულის სანაცვლოდ გაყიდა ინფორმაცია, ჯერ არ ვიცით საიდან გაიგო იმის შესახებ რომ მდიდარი იყავი... - მე მდიდარი არ ვარ ლეო, არაფერი გამაჩნია, -გამწარებულმა შევაწყვეტინე, -იმ ქალის ქონება არაფერში მჭირდება. - გინდა თუ არა ბებიამ შენ დაგასახელა მემკვიდრეთ, ასე რომ თუნდაც მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შენი გახდება, ჯერ დაზუსტებით არ ვიცით მაგრამ მახომ როგორთღაც თავიდანვე იცოდა შენს შესახებ, ამიტომაც მოგიტაცა და უნდოდა ეიძულებინე ცოლად გაყოლოდი, მაშინ უკვე ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ასე ცდილობდა თავის გადარჩენას, თუ მისი კანონიერი ცოლი გახდებოდი შენს ქონებას ხელში ჩაიგდებდა, - შენ ეს ყველაფერი იცოდი და მე არ მითხარი? საზიზღარო, -ნიკმა ისე მწარედ გაჰკრა ფერდში რომ ლეომ სიმწრისგან დაიღმუვლა. - ამჯერად ასე სჯობდა დაო, მე და ალექსს რაც შეიძლებოდა უხმაუროდ უნდა მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი. - ანუ მე ხმაურიანი ვარ? - ნუ ბავშვობ რა ძალიან გთხოვ, -ლეომ ლამის მუდარა დაუწყო ნიკს რომ გაჩერებულიყო. - ახლა ვხვდები რამდენი რამ დავკარგე თქვენგან შორს ყოფნით, -სევდიანი ხმით თქვა მასიმომ და კამათში გართულ ტყუპებს ღიმილით შეავლო თვალი. - ანუ ყველაფერს ჩუმჩუმად აგვარებდი და კიდევ მე მეძახი ცუღლუტს? -ელენემ ალექსს შესცინა, - ისეთი გაიძვერაა მეც კი არმითხრა არაფერი, -გიორგი ცოტა არ იყოს ნაწყენი ჩანდა. - ჩემს ბიჭს გაიძვერას ნუ ეძახი, -საყვარლად გაბუშტა ტუჩები და მათი საუბრით გამხიარულებულ ალექს უფრო მჭიდროდ აეკრა სხეულზე. - მე გითხარი რომ ყველაფერს გავაკეთებდი შენი უსაფრთხოებისთვის და ასეც იქნება, ამისთვის ჯოჯოხეთში ჩასვლა და თვით სატანასთან რომ დამჭირდეს გარიგების დადება უკან არ დავიხევ. - ისე რომ ვაკვირდები სულაც არ ჰგავს მასიმო სატანას. - ჰოო, ამ შემთხვევაში უბრალოდ გაგვიმართლა მაგრამ ამის შემდეგ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ხოლმე, ბებიაშენის მტრები ალბათ არ გაჩერდებიან. - რას მთავაზობ, სახლიდან გარეთ აღარ გამოვიდე თუ დაცვის თანხლებით ვიარო ქუჩაში, - დაცვის თანხლებით სიარულში ცუდი არაფერია ელე, შენს უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ. - ნება მომეცით რაღაც შემოგთავაზოთ, -მასიმომ საუბარი შეგვაწყვეტინა, -ყველანაირად ვეცდები რომ ეს პრობლემები მოვაგვარო მაგრამ მანამდე შემიძლია ამერიკაში წამოსვლა შემოგთავაზოთ, ძალაინ საინტერესო ახალი პროექტი მაქვს რომელსაც ტყუპებს ჩავუყენებ სთავეში, ელენე კი მათთან ერთად იქ ბევრად უფრო დაცული იქნება ვიდრე აქ, ალექსს არაფერი უთქვამს, უბრალოდ უფრო მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი და ვიგრძენი როგორ დაიძაბა, ქვემოდან ავხედე მღელვარებაჩამდგარი თვალებით მიყურებდა და ჩემგან პასუხს ელოდა რომელსაც მთელი ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეეძლო, გამეღიმა როცა კიდევ ერთხელ ვიგრძენი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის, - შემოთავაზებისთვის მადლობა, -მასიმოს ღიმილით მივმართე, -ნიკი და ლეო რას გადაწყვეტენ ეს მათი საქმეა მაგრამ მე არსად არ ვაპირებ წამოსვლას, ყველაფრის მიუხედავად, აქაურობის მიტოვების არანაირი სურვილი არ მაქვს. - კარგი, იყოს ასე, დრო გაქვთ რომ იფიქროთ ამ ყველაფერზე, ახლა კი სანამ უფრო სერიოზულ საკითხებზე გადავალთ კიდევ ერთი ჭიქა ხომ არ დაგველია, -ღვინით სავსე ჭიქა ასწია და გულწრფელი ღიმილით განათებული თვალებით შემოგვხედა. - - - - - - სახლისკენ მიმავალ გზაზე ავტომობილს გიორგი მართავდა, ელენე უკანა სავარძელზე ფეხებაკეცილი და ალექსის მხარზე თავმიყრდნობილი იჯდა, დაღლილობისგან და ალექსის სურნელისგან გაბრუებულს თვალები ებლიტებოდა. - კარგად ხარ? -სახეზე ალექსის მსუბუქმა შეხებამ გამოაფხიზლა, - კი კარგად ვარ უბრალოდ ამ ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა, არც კი ვიცი რომელ ერთზე ვიფიქრო, ტვინი მთლად ამერია, თავში იმდენი რამ მიტრიალებს... - იმედია ამერიკაში წასვლაზე არ ფიქრობ, ვიცი რომ ეგოისტურად ვიქცევი, ვიცი რომ უნდა გაგიშვა მაგრამ იმის გაფიქრებაც კი მკლავს რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და აღმოვაჩენ რომ ჩემთან ერთად აღარ ხარ. - არსად წასვლას არ ვაპირებ, მხოლოდ ერთადერთი რამ თუ მაიძულებს შენგან წასვლას, -ალექსის მუხლებზე გადაცოცდა, თავი მხარზე დაადო და პატარა შემცივნული კნუტივით მოიკუნტა მის მკლავებში. - და რა არის ის ერთადერთი რამ? - ღალატი. - ოჰჰჰ, როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე, ესე იგი ჩემგან არასდროს წახვალ, -ფრთხილად ააწევინა თავი და მსუბუქად შეეხო გახურებულ ბაგეებზე, ხელში აყვანილი აიყვანა სახლში, მისაღებში შეიყვანა და მასთან ერთად დაეშვა დივანზე. - დღეს ორივე საკმაოდ დავიღალეთ, გინდა აბაზანა მოგიმზადო? - ოღონდ თუ შენც ჩემთან ერთად შემოხვალ... - მაგაზე უარს როგორ გეტყვი, -იქვე მაგიდაზე უყურადღებოდ მიგდებული მეხსიერების ბარათისკენ გაექცა მზერა, -ეს რა არის შენია? - დღეს მოიტანეს, კართან დატოვეს, კონვერტში პატარა ბარათი იყო სადაც ეწერა რომ მარტო უნდა მეყურებინა. - მერე? - არ მინახავს, შენ გელოდებოდი, -ელენე ალექსის მუხლებიდან ჩამოცოცდა და ადგა, -წავალ ლეპტოპს მოვიტან და ერთად ვუყუროთ. - ჰო მაგრამ აკი ეწერა რომ მარტოს უნდა გეყურებინა? -გაეღიმა ალექსს. - კარგი რა, დარწმუნებული ვარ რომ ბებიაჩემის გამოგზავნილია, ალბათ შენს შესახებ შეთითხნა რამე და უნდა რომ დავიჯერო და დაგშორდე, ამიტომაც მინდა რომ ერთად ვუყუროთ თან ვიხალისებთ ამ სისულელეებზე. - იქნებ სულაც არ არის სისულელეები, -უცნაურად დასერიოზულდა ალექსი, ხმაც კი შეეცვალა. - ისე ლაპარაკობ თითქოს უამრავი შავბნელი საიდუმლო გქონდეს, -მოიღუშა ელენე. - კარგი, მოიტანე ლეპტოპი ოღონდ დაიმახსოვრე, ამ მეხსიერების ბარათზე რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ნახო, იცოდე რომ ჩემი შენს მიმართ გრძნობები ნამდვილია და ურყევი, ამას ვერასდროს ვერაფერი შეცვლის. - ამაზე უკვე ვილაპარაკეთ გახსოვს? - ჰო მაგრამ რატომღაც მეშინია, ცუდი წინათგრძნობა მაქვს, არასდროს მიგრძვნია ასეთი რამ, შენ რომ ჩემგან წახვიდე, რომ მიმატოვო... წამოდგა, მის წინ უძრავად მდგარ თვალებაწყლიანებულ ელენეს მიუახლოვდა, წელზე ფრთხილად მოხვია ხელი, მეორე ხელი კეფაზე შეუცურა, სახე მის თმებში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი თითქოს დამახსოვრებას ცდილობსო, მერე მისი ტუჩები მოძებნა, მკლავებში ჩაადნა ელენე, გარს შემოჯარული ვნებისგან და გიჟური სურვილისგან აცახცახებული მოეხვია და ალერსში აყვა, ისე ააფრიალა ჰაერში ალექსმა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ყოფილიყოს, თეძოებზე შემოისვა და საძინებლისკენ წაიყვანა თან მისი მოშიშვლებული მკერდის კოცნა არ სწყვეტდა, სიამოვნებისგან კრუტუნებდა ელენე და უფრო და უფრო ახელებდა ისედაც თავდავიწყებაში გადავარდნილ ბიჭს... - - - - - - - მისაღებში ისხდნენ და უხმოდ შეჰყურებდნენ ეკრანს, ელენე ვერ ხვდებოდა რატომ ეშინოდა ასე ძალიან ალექსს და უკვე ყველანაირი საშინელების სანახავად იყო მზად, ისეთ მსუბუქ რამეზე არც უფიქრია როგორიც ქალთან ერთად გადაღებული კადრები იქნებოდა, იცოდა რომ ალექსი არ უღალატებდა ასე რომ ეს რაღაც თუკი მასთან იყო დაკავშირებული რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო, თვალებში შეხედა და როცა მისგან თანხმობა მიიღო ღილაკს დააჭირა... - კადრები ერთმანეთს ცვლიდნენ, არც თუ ისე კარგი ხარისხის მიუხედავად მაინც საშინელი სიცხადით ჩანდა ყველაფერი, ხმა ბოლომდე იყო აწეული და საშინელი გინების, დარტყმის და ძვლების მსხვრევის ხმა მკაფიოდ ისმოდა მისაღებში, გაშეშებული და გაფითრებული იჯდა ალექსი, სხეული თითქოს პარალიზებული ჰქონდა და განძრევას ვერ ახერხებდა, უყურებდა აქამდე სადღაც გონების ბნელ კუნჭულში შენახულ საშინელ მოგონებებს და გრძნობდა როგორ აგურ-აგურ ენგრეოდა ცხოვრება თავზე. - ამის ყურება აღარ შემიძლია, -ელენე წამოხტა, სამზარეულოში გავიდა, ცივი წყალი დაისხა და ერთი მოსმით გამოცალა ჭიქა, თვალები მაგრად დახუჭა, რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა რომ როგორმე აცახცახებული სხეული დაემშვიდებინა, ფეხის ხმა არ გაუგია, როცა მკლავზე შეხება იგრძნო შიშისგან შეხტა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ნამსხვრევებად გაიფანტა იატაკზე, ალექსის თვალებში დანახულმა ტკივილმა შეძრა, მაგიდას დაეყრდნო რომ ძალა მოეკრიბა, არაფერი უთქვამს, არც ახსნა უთხოვია ისე დაიწყო ალექსმა. - ალბათ გახსოვს ჩემს დაზე რომ მოგიყევი, ის არაადამიანები პოლიციამ ვერ იპოვა ან უბრალოდ არ იპოვეს რადგან ერთ-ერთი მოძალადე მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ძმისშვილი იყო, დანარჩენი გამტაცებლებისგან განსხვავებით მას ფული არაფერში სჭირდებოდა, თურმე ერთობოდა, წარმოგიდგენია? საკუთარი პირით მითხრა რომ უბრალოდ გართობა უნდოდა და ამიტომ გააუპატიურა, -დაიღრიალა მაგიდას მუშტი დასცხო და არც კი უცდია სახეზე ღვარად ჩამოდენილი ცრემლები მოეწმინდა. - ამიტომაც ვაწამე ყველაზე დიდხანს და ყველაზე ბოლოს მოვკალი, მე ლადოს და კახას საკმაო დრო დაგვჭირდა მათი პოვნისთვის მაგრამ ბოლოს და ბოლოს მივაგენით, თუმცა კაცმა რომ თქვას ძალიან ბევრი არც გვიწვალია, გგონია ასეთი რამის შემდეგ შეშინებულები იმალებოდნენ სადმე? არა, ვიღაც კახპებთან ერთად ერთობოდნენ და ჩემი დის სიცოცხლისთვის გადახდილ ფულს ხარჯავდნენ, მოვახერხეთ და ყველანი ერთად შევკრიბეთ ერთ მიტოვებულ შენობაში, ოთხივე საკუთარი ხელით გამოვასალმე სიცოცხლეს, საშინელი ტანჯვით მოვკალი და გეფიცები არ ვნანობ არცერთ დარტყმას, არცერთ ჭრილობას, მათ არცერთ ბინძურს და არაფრისმაქნის სიცოცხლეს არ ვნანობ, ახლაც იგივეს გავაკეთებდი... კედელზე ზურგით ჩაცურდა, თავი მუხლებზე დააყრდნო და მხრები აუცახცახდა, ეშინოდა რომ ელენე წავიდოდა, დარჩენას ვერ სთხოვდა იცოდა რომ ამის უფლება არ ჰქონდა, დაძაბული ელოდა ნაბიჯების ხმას, ელოდა როდის გავიდოდა ელენე და როდის გაიჯახუნებდა კარს, სუნთქვაშეკრული იჯდა და არ ინძრეოდა, თითქოს მეორედ დაიბადა როცა გვერდით ნაცნობი სურნელი და მხრებზე ნაზი ხელების შეხება იგრძნო, ფრთხილად გაახილა თვალები, თითქოს ეშინოდა რომ მის სახეს ვერ დაინახავდა, მის გვერდით იჯდა ელენე და ჩვეული დამატყვევებელი ღიმილით უღიმოდა, არაფერი უთქვამს თავი კალთაში ჩაუდო და გაყუჩდა. - თუ ფიქრობდი რომ ამ ყველაფრის გამო თავიდან მომიშორებდი შეცდი, ჯერ კიდევ ძალიან დიდხანს მოგიწევს ჩემი ატანა, -ხუმრობა სცადა და თლილი თითებით თმები აუჩეჩა. - სხვას არაფერს მეტყვი? -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა ალექსმა. - არ ვიცი რას ელოდები, გინდა გითხრა რომ ვგმობ შენს საქციელს? გინდა რომ აქედან შეშინებული გავიქცე? ან უფრო უარესი პოლიციაში ხომ არ დაგასმინო იმის გამო რომ თავიანთი საქმე არ გააკეთეს და მათ გამო იძულებული გახდი საკუთარი დის მკვლელებზე შური გეძია, არ ვიცი შენს ადგილზე მე რას ვიზავდი ან სხვა რას იზავდა, შეიძლებოდა უარესი რამ გაგვეკეთებინა ან საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ მოგვეხერხებინა და მთელი ცხოვრება იმის ფიქრში გაგვეტარებინა რომ ის ნაძირლები სადღაც ჩვენს გვერდით თავისუფლად დადიან და დაუმსახურებლად სუნთაქავენ იმ ჰაერს რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ერთადერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია ის არის რომ მე შენ არაფერში გადანაშაულებ... - როგორ შეგიძლია ასეთი იყო, ამას როგორ ახერხებ? - უბრალოდ ასეთი ვარ ალექს, ერთადერთი ის არ მესმის, ეს ვიდეო რატომ გადაიღეთ და მერე რატომ შეინახეთ? - არ ვიცი არც კი მახსოვს მაშინ რას და რატომ ვაკეთებდით, კახამ გადაიღო, მერე მახსოვს რომ წავშალეთ, ალბათ სადღაც მაინც დაგვრჩა ასლი. - ეს მუქარაა ალექს, ახლა ვხვდები მისი გამომგზავნი ვინც არ უნდა იყოს მშვენივრად იცოდა რომ ამის გამო არ დაგშორდებოდი, უბრალოდ მემუქრება რომ თუ არ დაგშორდები... - მე კახას და ლადოს პოლიციაში დაგვასმენს, -დაასრულა ალექსმა, -დარწმუნებული ხარ რომ ეს ბებიაშენია? ზუსტად იმ წამს მოსულ შეტყობინებას დახედა ელენემ და ღიმილით გაუწოდა ტელეფონი ალექსს, -შეხედე ხომ ხედავ არ ვცდებოდი. - ძვირფასო შვილიშვილო, როგორ ისიამოვნე ფილმით? იმედია ხვდები რომ სალაპარაკო გვაქვს, -ეწერა შეტყობინებაში. - ბებიას მე დაველაპარაკები ალექს. - ერთად დაველაპარაკებით, ხვალ დილითვე... -საუბარი კაკუნმა შეაწყვეტინათ. - არ გამიბრაზდე რა კახას და ლადოს მივწერე რომ მოსულიყვნენ, ვიცი რომ ახლა მათი თანადგომა გჭირდება, -ელენემ წამწამების ფახუნით ახედა ალექსს, არ დააცადა რამე ეთქვა წამოხტა და კარის გასაღებად წავიდა, როხროხით შემოცვივდნენ ბიჭები და ელენეს გადაეხვივნენ, მერე ალექსს ეცნენ, საერთოდ არ შეიმჩნიეს მისი ჩაწითლებული თვალები და მოღუშული სახე, მაშინვე გასასვლელისკენ წაიყვანეს, გასასვლელთან შეჩერდა და ელენეს მოუბრუნდა... - ხანდახან მგონია რომ არ გიმსახურებ, -ჩავარდნილი ხმა ჰქონდა და ნაძალადევად იღიმოდა, არასდროს ასეთი შორეული არ მოჩვენებია ალექსი ელენეს, მიუახლოვდა და ხმაურით აკოცა ლოყაზე, მერე ბიჭებს მიუბრუნდა ღიმილით. - იცოდეთ ამ ალექსს რომელსაც ძლივსღა ვცნობ თქვენ გაბარებთ, წაიყვანეთ და ძველი ალექსი დამიბრუნეთ. - შენ მაგაზე ნუ იდარდებ პრინცესა, ყველაფერს მოვაგვარებთ, -ლადომ თვალი ჩაუკრა და თავზე აკოცა. - რომ დავბრუნდები ხომ აქ დამხვდები? -ფეხს ითრევდა, თვალს ვერ აშორებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს უკანასკნელად ხედავდა, თითქმის ძალით გათრიეს ბიჭებმა გარეთ, კარი მიხურა თუ არა თითქოს მთელი დაღლილობა და სტრესი ერთბაშად იგრძნო, ღიმილი და ყალბი სიმხნევე ჩამოერეცხა სახიდან და თავმობეზრებულმა უპასუხა ტელეფონს, ბებიამისის ხმის გაგონებისას უსიამოვნოდ გასცრა სხეულში. - როგორც მივხვდი შენ დარეკვას არ აპირებდი ამიტომ ისევ მე დაგირეკე, აშკარად ვერ ხვდები საქმე რამდენად სერიოზულად არის, მიპასუხე ნახე ჩანაწერი? - ვნახე. - მერე? - მერე? ეს შენ უნდა მითხრა მერე რა მოხდება, რა გაქვს გეგმაში. - იმის მერე რაც ნახე ასე მშვიდად როგორ ხარ? -ელენემ აშკარად იგრძნო როგორი გაკვირვებული იყო ქალი. - საინტერესოა რას ელოდი, გეგონა რომ ალექსს დავშორდებოდი? იქნებ გეგონა რომ პოლიციაში წავიდოდი, აჰ, არა შენ იფიქრე რომ პირიქით ხვეწნას დაგიწყებდი ალექსი პოლიციისთვის არ ჩაგებარებინა, მიდი მითხარი რომელი ვერსიაა უფრო ახლოს სიმართლესთან? - რაკი ასეა კარტები ბოლომდე გავხსნათ საყვარელო, -ლეილას ხმაში სიბრაზე შეეპარა, -მშვენივრად იცი რომ თუ ეს კადრები პოლიციაში მოხვდება შენს ბიჭს სამუდამო პატიმრობა არ ასცდება, ასე რომ... - ნუღარ გააგრძელებ, არ გინდა, საბოლოოდ ნუ დაისამარებ თავს ჩემს თვალში, სულელი არ ვარ, ჩემს წინააღმდეგ ეს ერთადერთი კოზირი გაქვს და როგორ ფიქრობ ვერ ვხვდები რომ არ გამოიყენებ? ესეც რომ გამოიყენო მერე რაღას გააკეთებ, რითი დამაშანტაჟებ? მაღალსართულიანი შენობის კიდეზე დადგები და გადმოხტომით დამემუქრები? არ გირჩევ, იმიტომ რომ ფეხებზე თუ ტვინს ასფალტზე დაასხავ. ტელეფონი გათიშა და მოისროლა, იქვე ჩაიკეცა და ატირდა, დიდხანს იწვა იატაკზე ასე ემბრიონის პოზაში გაუნძრევლად, უკვე აღარ ტიროდა თუმცა ვერ ახერხებდა იმ ტკივილს მორეოდა რომელიც შიგნიდან ღრღნიდა, მაშინღა მოვიდა გონს როცა კარზე ბრახუნი ატყდა, ძლივს წამოიზლაზნა, კართან მივიდა და გააღო, კართან ლეო და ნიკი იდგნენ. - სად ხარ აქამდე, უკვე ათი წუთი მაინც არის ვაბრახუნებთ, -უსაყვედურა ნიკმა. - არ ვიცი, არ გამიგია, -ბიძაშვილებს ზურგი შეაქცია, ლასლასით გავიდა მისაღებში და დივნის კუთხეში საცოდავად მოიკუნტა, ლეო გვერდით მიუჯდა. - რა გჭირს კარგად ხარ? -მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. - ისეთი არაფერია, ლეილამ მომიშალა ნერვები, მაშანტაჟებს ქალბატონი თავისი ჭკუით, -თავს გაღიმება აიძულა რომ მეტი აღარაფერი ეკითხათ, -თქვენ რამ მოგიყვანათ ამ დროს? - შენთან დარჩენა გვინდოდა ამაღამ, ამ ეტაპზე ეს ჩვენი ბოლო ღამეა თბილისში და შენს გვერდით, -ნიკმა უხერხულად გაუღიმა ელენეს, ისე უყურებდა თითქოს მის წინაშე დანაშაული ჰქონოდეს ჩადენილი. - რას ნიშნავს ბოლო ღამე? - მე და ლეო მასიმოს მივყვებით ამერიკაში, ხვალ დილით ათზე მივფრინავთ, თქვენი წამოსვლის შემდეგ კიდევ ვისაუბრეთ და საოცარი პროექტი აქვს, ლეო გააფრენს ამ საოცრებას თუ გამოაკლდება. - არ გეგონოს რომ სულ გტოვებთ, -ახლა ლეომ გააგრძელა საუბარი, -სულ რაღაც ხუთი თვით მივდივართ. - ყველაფერს ისე მიხსნით თითქოს ჩემს წინაშე რამე დანაშაული მიგიძღვოდეთ, -გაეღიმა ელენეს. - უბრალოდ შენი მარტო დატოვება არ გვინდოდა, კარგი კი იქნებოდა რომ შენც წამოსულიყავი. - ჰო მაგრამ მე და ალექსს... -ტელეფონის განათებულ ეკრანს დახედა და შუბლშეჭმუხნულმა გაუსვა თითი, ერთხანს გაშეშებული, სუნთქვაშეკრული და პირდაღებული უყურებდა ფოტოებს, ნიკმა ძალით გამოართვა ხელიდან ტელეფონი და დახედა, - ეს შეუძლებელია ელე, ალბათ რაღაც შეცდომაა, ვიღაც მაიმუნობს ან უბრალოდ თქვენს დაშორებას ცდილობს, ალექსი ამას არ გააკეთებდა, - ფაქტია რომ გააკეთა, სულაც არ ეტყობა რომ ვიღაცამ აიძულა, თავს აშკარად მშვენივრად გრძნობს, მე ვუთხარი, ვუთხარი რომ ყველაფერს ვაპატიებდი ღალატის გარდა, ვუთხარი... -ისტერიული სიცილი აუტყდა, რამდენიმე წუთს გადაბმულად იცინოდა სანამ ხველა არ აუტყდა და თვალებიდან ცრემლები არ წამოსცვივდა, ახლა უკვე ტიროდა, ბავშვივით ღრიალებდა და ნიკი და ლეო ვერაფრით ახერხებდნენ მის დამშვიდებას, როგორც იქნა დაწყნარდა და წამოდგა, ტყუპებიც მაშინვე წამოხტნენ ფეხზე. - სად მიდიხარ, რას აპირებ? - ორი წუთით დამელოდეთ, ნუ გეშინიათ თავს არ მოვიკლავ იმის გამო რომ მიღალატეს, -კბილებში გამოსცრა და საძინებლისკენ წავიდა, ცოტა ხანში პატარა ზურგჩანთით ხელში დაბრუნდა. - წავიდეთ აქედან, იმედია მასიმო უარს არ იტყვის თუკი მეც თქვენთან ერთად წამოვალ. - რათქმაუნდა უარს არ იტყვის მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ გინდა ისე წახვიდე ალექსს არაფერი უთხრა? - მეხუმრებით? იმის მერე რაც ვნახე თქვენი აზრით იმსახურებს რომ რამე ავუხსნა? აღარ მინდა მეტი ლაპარაკი, ადექით, მივდივართ, -კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას და თავი ძლივს შეიკავა რომ კიდევ ერთხელ არ აღრიალებულიყო, მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა გაეხსენებინა, მის გონებაში ერთმანეთის მიყოლებით ცოცხლდებოდა კადრები, ყველგან ის იყო, ალექსი... როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ ენდო და მიეკედლა სრულიად უცხოს, როგორ უვლიდა და ყველასგან და ყველაფრისგან იცავდა, როგორ უყვარდა... ღრმად ამოისუნთქა, ჩამრთველს ხელი ჩამოკრა და კარი გაიხურა. - - - - - - - - ხომ მითხარი რომ დაბრუნებულს სახლში დამხვდებოდი? -ყურთან მოესმა ნაცნობი ხმა და მერე ცხელი სუნთქვაც იგრძნო მოშიშვლებულ მხარზე, გაბრაზებულმა შეხედა სარეგისტრაციო რიგში მის წინ მდგარ ლეოს. - მაპატიე ბიძაშვილო, არ შემეძლო რომ არ მეთქვა, ის ნამდვილად არ იმსახურებდა იმას რომ ასე წასულიყავი. - წამოდი სალაპარაკო გვაქვს, -ალექსმა მსუბუქად მოქაჩა ხელზე და რიგიდან გაიყვანა. - ასე რატომ მოიქეცი, მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ. - ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, თუ მაინცდამაინც შეგიძლია ჩემი წასვლის შემდეგ ამ ეროტიულ-პორნოგრაფიული ფოტოებით გაერთო, -ტელეფონი ხელში მიაჩეჩა და მის რეაქციას დაელოდა, გაფითრდა ალექსი, უძილობისგან ისედაც ჩაწითლებული თვალები თითქოს უფრო მეტად ჩაუწითლდა. - შენ რა გეგონა რომ იმ ვიდეოს გამო გადავწყვიტე შენი მიტოვება? მე შენ გითხარი რომ ღალატის გარდა ყველაფერს გაპატიებდი. - ეს... მე შემიძლია აგიხსნა. - არ გინდა, ისედაც ძალიან ბევრი რამ მოხდა და კიდევ რაღაც სისულელეს ნუ დაამატებ, გთხოვ, წასვლაზე უარს არ ვიტყვი, ვერ გადამაფიქრებინებ. - კარგი ასე იყოს, -უჩვეულოდ მალე დანებდა, -წადი, ახლა მარტო ყოფნა და ყველასა და ყველაფრისგან დასვენება გჭირდება მაგრამ იცოდე ყოველთვის დაგელოდები, დაველოდები როდის დაბრუნდები, როდის მოხვალ ჩემთან რომ ყველაფერი აგიხსნა... რამდენიმე ხანს თვალმოუშორებლად უყურებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთი არ ეთმობოდათ, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა ელენემ რომ მისთვის ზურგი შეექცია, უყურებდა ალექსი როგორ მიდიოდა მისგან მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული და კლავდა იმაზე ფიქრი რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. - - - - - - - - უკვე ორი თვე გავიდა, ზუსტად ორი თვე რაც აქ ჩამოვედით, როგორ ფიქრობ დრო არ მოვიდა რომ დაურეკო? -ნიკი ელენეს გვერდით წამოკოტრიალდა ბალახზე და თავი მხარზე დაადო. - მე რატომ უნდა დავურეკო? -ჩაიბუზღუნა და ცხვირი აიბზუა. - ისე ნუ იქცევი თითქოს სიგიჟემდე არ გენატრებოდეს, ცუდად ხარ მის გარეშე, ვერ გძინავს, კოშმარები გესიზმრება, ყველა კაცში მას ხედავ, უკვე მოლანდებები დაგეწყო. - ნუ აზვიადებ რა, ის მოღალატე არაფერში მჭირდება. - კარგი რა, რა მოღალატე, ახსნის საშუალებაც კი არ მიეცი. - თუ ახსნა უნდოდა ამდენი ხანი რას აკეთებდა, დაერეკა მაინც. - ხუმრობ? მგონი მართლა ვერ ხარ კარგად, -ნიკმა შუბლთან მიიტანა საჩვენებელი თითი, დაატრიალა და გულიანად გადაიხარხარა. - კომპიუტერს არ იყენებ, ტელეფონი არ გაქვს, მე და ლეოს სასტიკად აგვიკრძალე მისი სახელის ხსენება და მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოწოდება, სრულ ვაკუუმში ხარ და რითი უნდა დაგკავშირებოდა ხომ ვერ მეტყვი, მტრედის ფოსტით? - გგონია რომ მაგრად ხუმრობ? -ელენე გაწიწმატებული წამოხტა და სახლისკენ წავიდა. - მოიცა, მოიცა, საერთოდ არ გაინტერესებს გკითხულობს თუ არა? -ჩაეცინა ნიკს როცა დაინახა როგორ შედგა ელენე და როგორ მოტრიალდა ქვედა ტუჩს კბილებს შორის აწვალებდა და უხერხულად იღიმოდა. - გირეკავთ ხოლმე? -ისეთი ხმით იკითხა ნიკი მიხვდა უარყოფითი პასუხი რომ მიეღო იქვე მოკვდებოდა. - რათქმაუნდა რეკავს თანაც დღეში რამდენჯერმე, ოღონდ ისიც შენსავით გვაფრთხილებს რომ არაფერი გითხრათ. - ანუ ის დღეში რამდენჯერმე რეკავს, მე კი არცერთხელ არ მიკითხავს არავისთვის მისი ამბავი. - ეგოისტურად მოიქეცი, თანაც მას შენთვის არ უღალატია. - შენ საიდან იცი? ფოტოები ხომ ნახე, ხომ ნახე იმ მკერდმოშიშვლებულ კახპას როგორ კოცნიდა, ანუ ეს მხოლოდ კოცნა იყო? რა მნიშვნელობა აქვს, ლილიას უნდა დავურეკო, შეიძლება შენი კომპიუტერი გამოვიყენო? - რათქმაუნდა, მისაღებშია და გამოიყენე, -ღიმილით შეხედა სახლისკენ მიმავალ ელენეს და ისევ გულაღმა გადავარდა ფაფუკ ბალახებზე. - - - - - - - - - როგორ მომენატრე, სად ხარ დაკარგული, ვერ გირეკავთ, ვერ გწერთ, შენზე ვნერვიულობდით, ლეოსგან და ნიკისგან თუ ვგებულობდით შენს ამბებს. - რამდენს ლაპარაკობ, აცადე გვითხრას როგორ არის, -ლილიას გვერდით წელსზემოთ შიშველი გიორგი მიუჯდა, მოეხვია, მსუბუქად აკოცა ტუჩებზე და ელენეს გაოცებული სახის დანახვისას გულიანად გადაიხარხარა. - თქვენ რა ერთად ხართ? - ჰო რატომ გიკვირს? - ვიცოდი რომ ერთმანეთი მოგწონდათ მაგრამ ლილიას ბინაში ნამდვილად არ გელოდი? უყურე შენ, რამდენი რამ მოგისწრიათ ამ ორ თვეში. - შენ კიდევ ყველაფერი არ იცი, -ლოყებაწითლებულმა ლილიამ ხელი ასწია და ელენეს ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი დაანახა, -დავინიშნეთ მაგრამ სანამ შენ არ ჩამოხვალ ქორწილს არ ვაპირებთ ასე რომ მალე ჩამოდი რა. - გილოცავთ, მართლა ძალიან გამახარეთ, დედაშენი რას ამბობს გიო? - ხომ იცი რომ გახარებული არ იქნება მაგრამ შეეგუება სხვა გზა არ აქვს, ნიშნობა რომ ჩავშალე გაცოფდა, თუმცა მთავარია რომ გავბედეთ და ახლა ერთად ბედნიერები ვართ, ყველაფერი კარგად მიდის, მახოც დაიჭირეს, როგორც გავიგეთ, მასიმოს ბებიაშენთანაც მოუგვარებია საქმე, ვერ ვხვდები მანდ რა გაჩერებს? - ალექსი როგორ არის? -როგორც იქნა იკითხა რაც აინტერესებდა. - არაუშავს მიუხედავად იმისა რომ ღალატში დაადანაშაულე და ახსნის საშუალებაც კი არ მიეცი, მოიცადე, მათქმევინე, იმ ღამით მეც იქ ვიყავი, ალექსმა ძალიან ბევრი დალია, მერე ის შტერი თეკლა გამოჩნდა და კალთაში ჩაუხტა, აშკარად ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა როცა სასმლისგან გათიშულმა ალექსმა კოცნისას ელენე დაუძახა, გამწარებული წამოხტა და გაიქცა. - იქ აეროპორტში რატომ არ ამიხსნა ეს ყველაფერი, რატომ არ მაიძულა რომ მისთვის მომესმინა? - იმიტომ რომ ისევ შენზე ფიქრობდა, ჩათვალა რომ ყველაფრისგან მოშორება და დასვენება გჭირდებოდა ასე უკეთ მიხვდება რა უნდა სინამდვილეშიო, ასე მითხრა. - მართალი იყო, -ჩაეღიმა ელენეს. - ანუ მიხვდი რა არის შენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი? - მივხვდი და ახლა მივდივარ ბარგი უნდა ჩავალაგო, -მხიარულად მომღიმარ წყვილს თვალი ჩაუკრა და კომპიუტერი გათიშა. - - - - - - სულისშემხუთავი სიცხით და უჩვეულოდ ლურჯი ცით შეეგება თბილისი ელენეს, აეროპორტში იდგა ბარგს ელოდა და დროის გასაყვანად სარეკლამო ბანერს შესცქეროდა რომელზეც ერთმანეთს ცვლიდა რეკლამები, ერთ-ერთი რეკლამის დანახვისას მიხვდა რომ რამდენი ხანია მენსტრუაცია არც კი გახსენებია, მას შემდეგ არ ჰქონია რაც თბილისიდან წამოვიდა, უჩვეულოდ აუძგერდა გული, ნუთუ... ნუთუ ეს შესაძლებელია? იქვე აეროპორტში მდებარე აფთიაქში იყიდა ტესტი და ახლა გულისცფანცქალით ელოდა შედეგს, დადებითი შედეგის დანახვისას სიხარულისგან დიდხანს ვერ მოვიდა გონს, ბოლოს როგორც იქნა გამოფხიზლდა, აეროპორტიდან გავიდა, ტაქსში ჩაჯდა და მისამართი უკარნახა. ფრთხილად შეაღო კარი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იქვე შემოსასვლელში გაიხადა და ფეხშიშველი შევიდა მისაღებში, ოთახში არავინ იყო, წყნარი, მშვიდი მუსიკის ხმა მოესმა და მიყვა, იმ ოთახის კართან მივიდა რომელიც მუდმივად დაკეტილი ჰქონდა ალექსს, ფრთხილად ჩამოსწია საკეტი, მისდა გასაკვირად გაიღო, ოთახი ნახატებით იყო სავზე, ფანჯარასთან მოლბერტი იდგა, მოლბერტთან კარისკენ ზურგშექცევით იჯდა ფეხშიშველი, თმაგაჩეჩილი ალექსი და გატაცებით ხატავდა, ხელები თმა და მაისური ფერადი საღებავებით ჰქონდა დასვრილი, მის გრძელ თითებში მოთავსებული ფუნჯი ოსტატურად დასრიალებდა ტილოზე, სასიამოვნო მუსიკა უხილავ ტალღებად იღვრებოდა ირგვლივ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნიდა, ამ სანახაობით გაოცებული და აღფრთოვანებული ელენე გაუნძრევლად იდგა და თვალს ვერ აშორებდა, უეცრად შეწყვიტა ხატვა ალექსმა, ფუნჯი დადო, წამოდგა და მისკენ შემობრუნდა, უღიმოდა, ქათქათა კბილებს აჩენდა და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. - გელოდი, -თბილი ხმით უთხრა და მისკენ ნაბიჯი გადმოდგა. - შენ.. შენ საიდან იცოდი რომ ჩამოვედი? - მე სულ გელოდი ელე, წუთიც კი არ გასულა რომ შენზე არ მეფიქრა, ვიცოდი რომ დამიბრუნდებოდი, უბრალოდ დრო გჭირდებოდა და ახლა აქ ხარ ჩემთან, -მიუახლოვდა, სახე ორივე ხელით დაუჭირა და ნაზად, ძალიან ნაზად შეეხო ტუჩებზე, თითქოს ამოწმებდა ეჩვენებოდა თუ ნამდვილად იდგა მის წინ საყვარელი ქალი. - მომენატრე ალექს, ძალიან მომენატრე, -ახლა თვითონ მოეხვია და მისი ტუჩები მოძებნა. - - - - - - ვნებადამცხრალები სრულიად შიშვლები იწვნენ ფუმფულა ხალიჩაზე და ერთმანეთის ფერებას არ წყვეტდნენ. - ესე იგი ხატავ? რატომ არ ვიცოდი? -ელენემ ოთახს თვალი მოავლო, -მოიცა შენ რა მე მხატავ, ყველგან მე ვარ, რა მაგარია, როგორი რეალური ნახატებია. - მიხარია რომ მოგწონს, წლებია არაფერი დამიხატავს, იმის მერე რაც ჩემს დას შეემთხვა, ფუნჯი ხელში არ ამიღია, მხოლოდ შენი გაცნობის შემდეგ მომინდა ისევ დამეხატა, ავდგეთ რაღაც მინდა რომ გაჩვენო, ალექსის მაისური გადაიცვა და წამოდგა, უყურებდა როგორ მივიდა ალექსი კედელთან და უზარმაზარ ნახატზე ჩამოფარებული ტილო როგორ ჩამოხსნა, ერთდროულად აღმოხდა გაკვირვების და აღფრთოვანების შეძახილები. - მოგწონს? -ალექსი უკნიდან მიეკრო, წელზე ხელები მოხვია და თავზე ნიკაპით დაეყრდნო, ნახატზე ელენე იყო გამოსახული, ხრამში გადასავარდნად განწირული ებღაუჭება ალექსის ხელს და სასოწარკვეთით და იმედით სავსე თვალებით შეჰყურებს მშველელს. - ზუსტად ასე მიყურებდი მაშინ, ელავდა და ისე საოცრად ჩანდა შენი სახე, შენი შეშინებული თვალები, სწორედ მაშინ მივხვდი რომ ვერასდროს შევძლებდი შენს გაშვებას, იცი რა დავარქვი? დასაწყისი. - დასაწყისი? - ჩემი და შენი დასაწყისი. - მომწონს, ძალიან მომწონს მაგრამ ვფიქრობ მეორე დასაწყისის დახატვაც მოგიწევს. - რას გულისხმობ? - ჩემი, შენი და ამ პატარა სიცოცხლის დასაწყისის, -შებრუნდა, მისი ხელი აიღო, მუცელზე მიიდო და ღიმილით ჩახედა თვალებში, ერთხანს გაშეშებული იდგა ალექსი, არც კი სუნთქავდა, მერე როგორც იქნა გონს მოვიდა, სახეზე ბედნიერების ღიმილი გადაეფინა, ელენეს წინ დაიჩოქა, მაისური აუწია, მოეხვია და ლოყით მიეკრო მუცელზე. დ ა ს ა ს რ უ ლ ი ვიცი რომ ცოტა დამიგვიანდა მაგრამ საკმაოდ დიდი თავია და დიდი დრო წაიღო, ამის შემდეგ ცოტა ხნით შესვენებას ვიღებ :) დაახლოებით ერთ თვეში ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.