გზა შენამდე [თავი მე2]
ამ ამბიდან უკვე 1 თვე იყო გასული, დათო სამსახურს კარგად შეეწყო, მეტიც ცოტნესთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ერთმანეთთან ხშირად საუბრობდნენ, ეს ფაქტი დათოს აოცებდა როგორ შეეძლო მაფიის ბოსს ასეთი კეთილი ყოფილიყო უბრალო დაცვის მიმართ. ეჭვებიც კი გაუჩნდა ნამდვლად მაფიის ბოსი იყო თუ არა ცოტნე. დღეს ღამით სანდრო და დათო უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ყოველ კვირა დღეს საღამოს 8 საათზე ხვდებოდნენ, რათა დათოს მთელი კვირის ამბები მოეყოლა. როგორც კი მოსაღამოვდა სანდრო კაბინეტიდან გამოვიდა და მანქანით შეხვედრის ადგილზე წავიდა, ერთმანეთს 1 დღით ნაქირავებ ბინაში ხვდებოდნენ, რომ ვინმეს არ შეეემჩნიათ. ბინაში მივიდა, დიდხანს უცდიდა, თუმცა დათო არსად ჩანდა, ბოლოს შეშინდა და დათოს მოსაძებნად წამოსვლა დაააპირა, სწორედ ამ დროს შემოაღო დათომ კარები. დათო:-ბოდიში სამსახურში ცოტათი შევყოვნდი. როგორ ხარ? -კარგად ვარ. მოდი დაჯექი, რატომ შეყოვნდი რამე მოხდა? -არაფერი უბრალოდ ბატონ ცოტნეს რაღაცაში ვეხმარებოდი. -ბატონ?! დათო მაგ კაცს ძალიან ნუ დაუახლოვდები. -კი მაგრამ ჩემი საქმე სწორედ ეგაა, რომ დავუახლოვდე. -ვიცი მაგრამ მასთან მეგობრობა არ ცადო, ის მკვლელია. -შეიძლება მკვლელია არცაა, ჯერ ეს ყველაფერი დამტკიცებულია არაა. -მაგით რის თქმას ცდილობ!? -მისმინე სანდრო შენ ირგვლივ ყველა ადამიანში ცუდს ეძებ, უკვე 1 თვეა ამ კაცს ვუყურებ და იცი რა?! ის ცუდი ადამიანი სულაც არ ჩანს, უბრალო მსახურებსაც კი კარგად ექცევა, არასდროს ბრაზობს, მუდამ მშვიდია და მომღიმარი. -და რადგან იღიმის ამის გამო მასზე ეჭვი არ უნდა მივიტანო?! -ამას არ ვამბონ, უბრალოდ შენ ასეთი ეჭვიანი ხარ ყველა დამნაშავე გგონია, რამე რო მოხდეს შეიძლება მეც კი დამადანაშულო. შენ არავის ენდობი. -ასე არ არის, კარგად იცი რომ გენდობი. -და გუნდზე რას იტყვი, მათაც ენდობი? -ხომ იცი რომ მათ არ ვიცნობ, თუმცა ვენდობი, მაგრამ ყველაფერში არა. -აი ხედავ შენ ასეთი ხარ ადამიანების არ გჯერა, მაგიტოა რომ ჩემ გარდა სხვა მეგობარი არ გყავს, ხანდახან საჭიროა ხალხთან კონტაქტი. -ჩემთვის შენც საკმარისი ხარ სხვა არ მჭირდება. -შენთან ლაპარაკი ხანდახან ძალიან რთულია სანდრო. და რა მოხდება თუ მე აღარ ვიქნები, მეშინია რომ მარტოობა მოგკლავს. -ნუ სულელობ შენ მე არ დამტოვებ და არაფერი მოგივა, ჩვენ სამუდამოდ მეგობრები ვიქნებით. -ხანდახან მართლა მინდა რომ დაგტოვო, რადგან მგონია რომ ხალხთან კონტაქტში მე ხელს გიშლი. -მორჩი ამას. გპირდები ჯგუფთან დამეგობრებას ვცდი. -მაშინ სამსახურის შემდეგ დასალევად წაიყვანე ბარში. -კარგი. -მპირდები? -გპირდები. დათო ფეხზე ადგა და კართან მივიდა, შემდეგ გაჩერდა უკან გამოიხედა სანდროს შეხედა და უთხრა. -ცოტნესთან ამ კვირაში არაფერი მომხდარა, ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ახლა წავალ, შეხვედრამდე. -ცოტახანს დარჩენილიყავი გვესაუბრა. -მეჩქარება დროულად თუ არ მივალ რამეს მიხვდება. -კარგი, შეხვედრამდე..... და ხო გრძელი თმა მოგიხდა. დათომ ჩაიღიმა, სანდროსაც ჩაეღიმა. დათო:- შენ კი ღიმილი გიხდება, ამიტომ არ დაგავიწყდეს გაღიმება. დათო წავიდა და ცოტნეს წამოსაყვანად რესტორანში დროულად მივიდა. ცოტნე მანქანაში დაჯდა და სახლისკენ წავიდნენ. ცოტნე:- დათო შეყვარებული გყავს? -მე? არა არ მყავს. -აბა სად იყავი წასული? რამეს მიმალავ? -არა როგორ გეკადრებათ, მე უბრალოდ გავისეირნე. აქ ცოტნემ სიცილი დაიწყო, წინ ხელი გადმოყო და დათოს მხარზე ხელი დაარტყა. ცოტნე:-კარგი რა დათო ასე ნუ იძაბები, მეგონა უკვე დავმეგობრდით, მერე რა თუ ვინმე გყავს ამას სულაც არ გიშლი, ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება. -თქვენც გაქვთ? -რა თქმა უნდა, არის ვიღაც ვის მიმართაც დიდი ინტერესი მაქვს. -ალბათ ძალიან ლამაზია, რადგან თქვენნაირი იდიალური მამაკაცი მოხიბლა. -კი საინტერესო ვიზუალი აქვს, მაგრამ მე მისი ხასიათი უფრო მაინტერესებს. -ყოველ დღე უფრო მაოცებთ სერ, არ ველოდი თქვენნაირ საქმიან ადამიანს ასეთი აზრებისთვისაც თუ ჰქონდა ადგილი ტვინში. -გატაცება და სიყვარული ყველა ჩვენგანს სჭირდება. -მართალი ხართ. მალე სახლში მივიდნენ ცოტნე თავისი ოთახისკენ წავიდა შემდეგ შეჩერდა და დათოს სასიამოვნო მშვდი ხმით მოაძახა. -დათო, დღევანდელი ჩვენი საუბარი სახალისო იყო კიდევ გავიმეოროთ, მიხარია რომ გაგიცანი. -მეც მიხარია სერ. ცოტნე ოთახში შევიდა, დათოც დაცვისთვის განკუთვნილ საძინებელში შევიდა, გაიხადა და დაწვა, ჭერს უყურებდა ეღიმებოდა, შემდეგ ჩუმად ჩაილაპარაკა. -გამიხარდება თუ ცოტნე მაფიის ბოსი არ აღმოჩნდება, ის კარგი ადამიანი ჩანს. სანდრო მარტო დარჩა ნაქირავებ ბინაში, არ იცოდა რა ექნა, მისი გონება სულ არეული აზრებით გაივსო, შემდეგ ადგა და ტომს დაურეკა. -ტომ მინდა ყველა ჩვენ განყოფილებასთან მყოფ ბარში შეკრიბო. -კარგით სერ. ტელეფონი გათიშა და ტომაა თავისთვის ჩაილაპარაკა ,,-ამ კაცს რა არსდროს ძინავს?!,, ნახევარ საათში უკვე ყველა შეიკრიბა, ყველა გაოცებული იყო მაგრამ ხმას არავინ იღებდა, ეს დუმილი ემამ დაარღვია. ემა:-იმ აყლაყმა იდიოტმა ასეთ დროს აქ რატო შეგვრიბა,სტრიპტიზის ცეკვა ხო არ უნდა დაგვავალოს?! ათას სისულელეს გვთხოვ არ გამიკვირდება მაგის გამო რო შევეკრიბეთ. ამაზე ხმა არავის გაუცია ყველა ჩუმად მიშტერებოდა ემას, ემას გაუკვირდა ეს სიჩუმე შემდეგ იგრძნო რომ მასთან ახლოს ვიღაც იდგა. ემა:- ჩემს ზურგსუკან დგას ხო?! ყველამ თავი ერთად დაუქნია, ემა შეტრიალდა და ხელში სანდრო შერჩა, სანდრო გაკვირვებული დაჰყურებდა ემას, ემამ უხერხულად ჩაიცინა. ემა:-სერ მომენატრეთ, როგორ ხართ? სანდრო:-ნუ ღელავ ემა შენი სტრიპტიზის ნახვა აქ არავის გვინდა. ტომი:-მართალია მაგის ნახვას მირჩევნია მოვკვდე. ყველამ სიცილი დაიწყო,ემამ თავიდან გაბბუტული სახე მიიღო, ლოყები დაბერა და ცხვირი აიბზუუა შემდეგ კი მასაც გაეცინა. ტომი:-სერ აქ რისთვის შეგვკრიბეთ. სანდრო:-უბრალოდ გასართობად დაგიძახეთ, მინდა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, სასმელი ჩემ ხარჯზეა. ემა:-ნუ სასმელი თუ თქვენ ხარჯზეა მაშინ მე არსად წასვლას არ ვაპირებ. -მართალია. ერთხმად დაეთანხმა ყველა. სასმელი შეუკვეთეს და დალევა დაიწყეს, მალე ყველა დათვრა, მაგრამ ემას განსაკუთრებით მოეკიდა სასმელი, გიჟივით იცინოდა, მერე ბარბაცით სანდროსთან მივიდა ფეხის წვერებზე აიწია და მხარზე ხელი გადახვია, ისე იდგნენ თითქოს დიდი ხნის მეგობრები ყოფილიყვნენ, ემა ვერც წვდებოდა სანდროს ამიტომ ფაქტიურად სანდროს კისერზე ეკიდა, ენის ბორძიკით ემამ დაიწყო ლაპარაკი, თან თავის ჭიქას აქეთ-იქით იქნევდა. ემა:-ჩვენს უფროსს, სანდროს გაუმარჯოს, მართალია თავიდან არ მომწონდი, ძალიან უჟმური და დეგენერატი მეგონე, იდიოტი რომელიც ჩვენ მოსამსახურეებად გვთვლიდა, თუმცა ნუ ნაწილობრივ მართალიც ვიყავი უჟმური კი ხარ, მაგრამ დღეს დაამტკიცე რომ სხვა დანარჩენზე ვცდებოდი. ემამ ჭიქა იმდენჯერ მოიქნია რომ შიგნით სასმელი თითქმის აღარ დარჩა, პირთან მიიტანა და ეს დარჩენილი სასმელიც დალია. სანდრო:-მიხარია რომ ერთმანეთს გავუგეთ. ემა:-აბა რა ჩვენ ამიერიდან განუყრელი მეგობრები ვართ. ემა ისევ ბარბაცებდა, სანდროს კისერიც ეტკინა , ამდენი ხანი ემას დაკავება მარტივი არ ყოფილა. შემდეგ ემა მოეშვა სანდროს და ტომთან მივიდა. ემა:-ტომ მართალი იყავი ის რაღაცნაირად მაგარი ტიპია. და ახლა ტომს გადაეხვია, მისი სიცილი ირგვლივ ყველაფერს ანათებდა. ემა:-გარეთ გავალ ჰაერზე. ნინი:-მეც წამოვალ. -წამოდი დაო, ამ კაცების ნერვები აღარ მაქვს. ჩაობურტყუნა ემამ, ორივე ბარის უკანა კარიდან გავიდნენ, ბნელი ჩიხი იყო, ემა იქვე კედელთან ჩაიცუცქა, ნინიმ სიგარეტს მოუკიდა. ნინი:-გინდა? -არა შევეშვი. -რატომ? -ვიღაცას დავპირდი რომ შევეშვებოდი. -კარგი გიქნია. რთულია ამდენ კაცთან მუშაობა, მუდმივად ზევიდან რომ გიყურებენ. -ნინი მე და შენ ქალები ვართ ჩვენ ყოველთვის სუსტი სქესი ვიქნებით მათთვის, მაგრამ ეს იდიოტი სანდრო ვფიქრობ ქალებს ზემოდან არ გვიყურებს, ის ნერვებს ძალიან მიშლის მაგრამ ჩემ სქესზე ხაზი არასდროს გაუსვამს. -ჰო მაგაში მართალი ხარ. -რა თქმა უნდა, მართალი ვარ ის მართლაც იდიოტია. ამაზე ორივემ სიცილი დაიწყო. სიბნელიდან ვიღაცის ხმა მოისმა, თითქოს მათ ვიღაც უახლოვდებოდა, ემა ფეხზე ადგა, მათკენ 3 კაცი მიდიოდა, მთვრალები იყვნენ, ბარბაცით მიუახლოვდნენ გოგონებს და ლაპარაკი დაუწყეს. -ჰეი გოგნებო ასე გვიან აქ რას აკეთებთ? გინდათ გაგაცილოთ? ემა:- აქედან დაახვიეთ. -ამას უყურეთ როგორი უხეში ყოფილა. -ასეთები კარგი გასართობები არიან. ნინი:-როგორც ჩანს ვიღაცას დღეს მაგრად მოხვდება. ემა:- დროული იყო, ხელები მთელი საღამოა მექავება. -ამ ორ კახპას შეხედეთ თავი როგორი მაგრები ჰგონიათ. ერთ-ერთი კაცი წინ წამოვიდა და ნინის მხარზე ხელი დაადო, ნინის არაფერი უთქვამს მკლავში ხელი წაავლო მეორე ხელი მუცელზე მიადო და მაღლა ისე აწია თითქოს ამხელა კაცი ბავშვი ყოფილიყო, შემდეგ კი ძირს დაანარცხა. ამის დანახვაზე იმ ორმა უკან დაიხიეს, თავიდან გაუნძრევლად იდგნენ, არ იცოდნენ რა ექნათ.თუმცა შემდეგ ემასკენ წავიდნენ, იფიქრეს ის მარტივი მოსაგერიებელი იყო. ნინიმ ერთს ფეხი მუცელში მთელი ძალით დაარტყა და ძირს დავარდა, ემამ კი მეორეს მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. -ამ არანორმალურმა კბილი მომტეხა. ემა:-სხვა რაღაცასაც მოგტეხ თუ ახლავე არ დაახვევთ. -ბიჭებო წავედით ამნაირებისთვის თავის შეწუხება არ ღირს. ნინი:-თქვენი ადგილი იცოდეთ ბინძურო ღორებო. ნინიმ ემას ხელი გადახვი, ერთმანეთს შეხედეს და სიცილი დაიწყეს. ემა:-მე და შენ კარგი გუნდი ვართ. -გეთანხმები. სიცილით, ხელიხელგადახვეულნი უკან ბარში შევიდნენ და ბიჭებთან მივიდნენ. ტომი:-ხელზე სისხლი რატო გაქვს, რა ჯანდაბა გაკეთეთ? ემა:-ისეთი არაფერი რაც კანონს დაარღვევდა. -კარგი დეტალები არ მომიყვე შეიძლება გავგიჟდე. -აი ეს არის ჩემი ბიჭი, მიდი კიდევ დამისხი. დალევა და გართობა განაგრძეს, თითქოს თავისი სამსახურიდან გაქცევას ასე ცდილობდნენ. უკვე 5 საათი ხდებოდა, გართობის დასრლების დრო მოვიდა. სანდრო:-მგონი ჯობს მეტი აღარ დალიო, ცუდად გახდები. ემა:-ახლა მომეჩვენა თუ ჩემზე ნერვიულობთ. -მე ყვეა თქვენგანზე ვნერვიულობ. -მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით, ხო ასეა? ტომი:-რო სვავს ცოტას უბერავს, ნუ მოუსმენთ სერ. ჯობს ყველა სახლში წავიდეთ. ზი:- ემა თავისით ვერ წავა, ვინ წაიყვანს? სანდრო:-ყველას მე წაგიყვანთ, მანქანით ვარ, თანაც არ დამილევია. ემა ტომზე იყო ჩამოკიებული, ამ დროს სანდროს შეხედა და მომღიმარი სახით უთხრა. ემა:-როგორი მაგარი უფროსი ხართ, ბატონო სანდრო შეყვარებული გყავთ. ტომი:-ღვთის გულისთვის უბრალოდ გაჩუმდი. ემა:-ნუ ეჭვანობ, შენ ყოველთვის ჩეი ბიჭი იქნები. ტომი:-ღმერთო გთხოვ დაეძინოს. ყველა სანდროს მანქანაში ჩასხდა, ტომი, ნინი და ზი უკან დასხდნენ, ემამ თავი გაიგიჟა წინ სანდროსთან მინდა ჯდომაო. სანდრომ ყველა სახლში მიიყვანა ემაღა დარჩა მისაყვანი. მშვიდი ღამე იყო, ეს სიჩუმე ისევ ემამ დაარღვია. -ბატონო სანდრო სულ ჩუმად რატომ ხართ? -უბრალოდ ასეთი ვარ. -მე კი ვფიქრობდი ცუდი ბავშობა ჰქონდა და ამიტომ ჩუმად ყოფნას შეეჩვიათქო. -შეიძლება ეგეც მართალია. -მართლა? რა დაგემართათ? -მნიშვნელოვანი არაფეი, მამაჩემს უფროსობა უყვარდა, ცოტათი მკაცრი იყო ამიტომ შევეჩვიე რომ ჩუმად ვიყო და ჩემი აზრები სხვას არ მოვახვიო თავს. -თქვენც გიყვართ უფროსობა, მაგრა დაიმახსოვრეთ მე გჩუმებას არ ვაპირებ. ლოყებ დაბერილმა წამოიძახა ემამ და საჩვენებელი თითი სანდროს ცხვირზე დაუკაკუნა. სანდროს ამაზე გაეღიმა. სანდრო:-გამიხარდება თუ არასდროს გაჩუმდები. -მართლა? ხალხის უმეტესობა მეუბნება რომ ჩემი ლაპარაკი თავს ატკიებთ. -მე მომწონს. -მაშინ ამიერიდან უფრო მეტს ვილაპარაკებ. მალე ემას სახლთან მივიდნენ, სანდრომ ემას გახედა, ემას უკვე ჩაძინებოდა. -ემა გაიღვიძე უკვე სახლში ხარ. ემა არ იღვიძებდა ამიტომ სანდრომ მხარში ხელი მოკიდა და შეაჯანჯღარა, ემა უცბად წამოხტა და სანდროს სახეში ხელი მთელი ძალით დაარტყა. -მომშორდი ხელი არ მახლო. -ემა მე ვარ სანდრო. -უი თქვენ ხართ, სად ვართ? -სახლში მოგიყვანე. -ააააა კარგ მაშინ მე წავალ, ნახვამდის. -კარგად იყავი. სანდრო უყურებდა ემას როგორ შევიდა სახლში, შემდეგ თვითონაც სახლში წავიდა. იბანავა და საწოლში დაწვა, დიდხანს არც უძინია, მალე ტელეფონის ზარმა გააღვიძა, განყოფილების უფროსი კახა იყო. -გისმენთ ბატონო კახა. -სანდრო გვამები იპოვნეს სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. -კარგით მალე გამოვალ, ლოკაცია მომწერეთ. -კარგი. სანდრო დაპროგრამებული რობოტივით ფეხზე ადგა და ადგილისკენ გაემართა, თითქოს მს პირადი ცხოვრება არ გააჩნდა და ერთადერთი რასაც აკეთებდა ეს მუშაობა იყო. სანდრო მალე ადგილზე მივიდა. ქალაქიდან სანამ გახვალ მანამდე ტყეა, სწორედ ამ ტყეში იპოვნეს 8 ადამიანი მკვდარი, 2 ქალი, 1 ახალგაზრდა გოგონა, 3 კაცი და 2 ბავშვი იყო ტყეში ტბასთან დაგდებული, თითქოს ვიღაცა მათ მოშორებას სწრაფად ცდილობდა. ირგვლივ არც მანქანის და არც ადამიანის კვალი არ იყო, უცნაური იყო როგორ აღმოჩნდა 8 სხეული აქ?! კახა:-სანდრო მოხვედი, მოდი ამათ შეხედე? სანდრო:- დიდი ხნის მკვდრები არიან? -ჯერ არ ვიცით, თუმცა დაახლოებით რამდენიმე დღის უნდა იყვნენ. -რით გარდაიცვალნენ? სხეულზე ისეთი ჭრილობა არ აქვთ რითაც მოკვდებოდნენ. ვითომ მოწამლეს? - ჯერ არ ვიცით, თუმცა საწამლავის ნიშნები არ აქვთ. -უცნაური 8 ადამიანის ერთად მოკვლა და გადაყრა ასეთი მარტივი არ უნდა ყოფილიყო. -გინდა შენს გუნდსაც დავურეკოთ? -არა ეძინოთ, მათთან ხვალ ვისაუბრება,თქვენც წადით აქურობას მე მივხედავ. -არა შენც ცოდო ხარ დავრჩები დაგეხმარები. -ბატონო კახა ამას ვაფასებ, მაგრამ აჯობებს ოჯახს დაუბრუნდეთ, მე სახლში საქმე არ მაქვს თქვენსავით. აქურობას მარტოც მივხედავ ნუ ღელავთ. -კარგი რადგან შენსას არ იშლი წავალ. სანდრომ მთელ ჯგუფს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა ამ საქმეზე, რათა დილისთვის ყველა საქმეს შედგომოდა. მთელი ღამე იქ იყო, გარემოს ათვალიერებდა, მაგრამ არანაირი კვალი არ იყო, ვიღაცამ იჩქარა გვამების გადაყრა, თუმცა კვალის დაფარვა არ უჩქარია და კარგად გააკეთა. ცხედრებს ბევრი ნაკაწრი ჰქონდათ, მაგრამ არანაირი დიდი ზიანი, ერთადერთი უცნაური რაც მათ სხეულებს ჭირდა ის იყო, რომ ყველა მადგანი საშინლად სუსტი იყო, ანორექსიით დაავადებულებს ჰგავდნენ. დილით სანდრო განყოფილებაში მივიდა, ჯერ ძალიან ადრე იყო, თუმცა იქ ემა უკვე დახვედროდა, სანდროს დანახვისას თავი დახარა და მიუახლოვდა. ემა:-ბატონო სანდრო მინდა გუშინდელისთვის ბოდიში მოგიხადოთ, მე ბევრი დავლიე და სისულელები გითხარით, იმედია ამას სერიოზულად არ მიიღებთ. -ნუ ღელავ უკვე დავივიწყე, ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ და ეგ იქნება, ახლა წავალ და როდესაც ყველა შეიკრიბებით გამაგებინე. -კარგით. მალე ყველა ოთახში შეიკრიბა და სანდროც გამოჩნდა, მისი გამოჩენისთანავე საქმის განხილვა დაიწყეს. ტომი:-ექსპერტიზის პასუხები მოვიდა, ისინი ზოგი 5 და ზოგი 4 დღის გარდაცვლილები არიან, მაგრამ იმ ადგილზე ყველა 2 დღის წინ დატოვეს. სიკვდილის მიზეზი კი ყველას ერთი აქვს, ისინი თვეების მანძილზე მშივრები იყვნენ, მათ არც წყალი და არც საჭმელი არ მიუღიათ დიდი ხნის მანძილზე. სანდრო:-8 ადამიანი ერთად როგორ უნდა გაიტაცო და აშიმშილო?! ეს ძალიან რთულია. ტომი:-ასევე მათი სხეულით დაადგინეს რომ სიცოცხლეში დიდი ხნის მანძილზე არ მოძრაობდნენ, მათი ძვლები უმოძრაობით დასუსტებული იყო. ემა:-ანუ სადღაც ყავდათ ჩაკეტილი. ზი:- ბატონი სანდრო მართალია, თუნდაც რამე ადგილი ჰქონოდათ 8 კაცს ვერ გააკავებდნენ ასე ადვილად. სანდრო:- და მათი ვინაობა დაადგინეთ. ტომი:- არა ყველა დაკარგულს შევადარე, ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, მათი სახით თუ ვიმსჯელებთ აღოსავლეთ აზიიდან უნდა იყვნენ. ემა:-ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თუ არ იყვნენ აქ როგორ აღმოჩნდნენ? მოგზაურები არიან? ტომი:-არა გადავამოწმე და არავინ შემოსულა მათი მსგავსი საზღვარზე. ზი:-მაშინ არალეგალები იქნებიან. სანდრო:-ტრეფიკინგი. ემა:-რა? სანდრო:- ტომმა თქვა რომ ეს ხალხი დიდხანს არ მოძრაობდნენ და შიმშილით დაიხოცნენ, გამოდის რომ ქვეყანაში არალეგალურად გადმოჰყავდათ ტრაილერით ან რამე დიდი მანქანით, აზიურ ქვეყნებში ხშირად იტაცებენ ხალხს, ზოგსაც ატყუებენ და კარგ ცხოვრებას პირდებიან, შემდეგ კი მათით ვვაჭრობენ, ეს ჩვეულებრივ ბიზნესად აქვთ ქცეული მაფიოზებს. ემა:- აქ მხოლოდ 8 იყო ანუ უფრო მეტნი უნდა იყვნენ, რადგან 8 ადამიანის გადმოყვანაზე ამხელა მაფიოზები თავს არ შეიწუხებდნენ. სანდრო:-მართალია კიდევ მეტი იქნება, სასწრაფოთ უნდა გავარკვიოთ ეს ცხედრები იქ ვინ დატოვა, სხვა მსხვერპლები უნდა ვიპოვნოთ. ემა:-მე იმ ადგილზე დავბრუნდები სადაც ცხედრები იპოვნეს, გუშინ ღამე იყო შეიძლება რამე გამორჩათ. სანდრო:-კარგი შენ და ნინი წადით. ტომ შენ და ზიმ მსგავსი საქმეები მოძებნეთ. ნინი და ემა ტყეში წავიდნენ, იქაურობა გადაქექეს მაგრამ ვერაფერს მიაგნეს, ნინი გზაზე გამოვიდა და იქ ათვალიერებდა, ემა კი ტყეში დარჩა. ტომმა და ზიმ რამდენიმე მსგავსი გაუხსნელი საქმეები იპოვნეს და მაშინვე სანდროს წაუღეს. ტომი:-ბატონო სანდრო ჩვენ მსგავსი საქმეები ვიპოვნეთ, ყველა მათგანში ცხედრები შიმშილით არიან მკვდრები. თავიდან უცნაური ვერაფერი ვნახეთ, მაგრამ ერთ-ერთ საქმეში მოწმე იყო ნახსენები, მან დაინახა როგორ ყრიდნენ 2 კაცი ცხედრებს, ამოიცნო კიდეც, თუმცა როგორც კი სასამართლომდე მივიდა საქმე, მან განაცხადა რომ ყველაფერი მოიტყუა. სანდრო:-ვინ იყო მოწმე, მოიყვანეთ. -სერ ის ამ ამბიდან 1 თვეში მოკლული იპოვნეს, თავი მოიკლა. -ვინც ეჭვმიტანელები იყვნენ სად წავიდნენ? -ისინი ისევ ქალაქში ცხოვრობენ, 3 არიან ძმები. ორს ცოლი და შვილები ჰყავს და ერთ-ერთ მათგანზე ტრეილერია რეგისტრირებული, ამბობს ქალაქში ავეჯი შემომაქვსო. -მინდა დააპატიმროთ და მათი ტრეილერი გაჩხრიკოთ, დეენემი აიღეთ და გარდაცვლილებისას შეადარეთ. -კარგით. ეჭვმიტანელელებთან მალე პოლიცია მივიდა და ორი მაშინვე აიყვანეს, ბავშვებმა ამის დანახვაზე ტირილი დაიწყეს, შეწინააღმდეგებაც კი არ უცდიათ. პოლიციის ნაწილი მესამის მოსაძებნად უკან გავიდნენ, ეზოში ტრეილერი იდგა, მესამე შიგნით იყო შესული, როცა კარი გამოაღეს, მას ხელში საწმენდი საშუალებებ ეჭირა.ალბათ კვალის გაწმენდას ცდილობდა. პოლიციის და იარაღების დანახვაზე შეშინებულმა წამოიყვირა. -არ მესროლოთ. -ყველაფერი დაყარე და გარეთ გამოდი. გარეთ გამოვიდა და ისიც დააკავეს, ტრეილერში კი შემოწმებები დაიწყეს. მალე სამივე სხვადასხვა დაკითხვის ოთახში დასვეს, უმცროსთან ემა შეუშვეს, შუათანასთან ზი და უფროსთან სანდრომ გადაწყვიტა შესვლა. ზი:-გამარჯობა ბატონო ერეკლე, როგორც ვხედავ აქ კომფორტულად მოეწყეთ იქნებ მომიყვეთ სად წაიყვანეთ არალეგალურად შემოყვანილი ხალხი! -არ მესმის რაზე ლაპარაკობთ, მე არაფერი ვიცი. -მე კი მგონია რომ ბევრი გაქვთ სათქმელო. -არა არაფერი. -ადვოკატს რატომ არ ითხოვთ? -რადგან არ მჭირდება, მე არაფერი დამიშავებია. იგივე პასუხები მიიღეს სხვა ძმებისგანაც, არცერთი არ ითხოვდა ადვოკატს და არცერთი არ აღიარებდა. სანდრო ეჭვმიტანელს ესაუბრებოდა, როდესაც ტომმა დაურეკა. ტომი:-სერ ექსპერტიზის პასუხებმა დაადასტურა, რომ რვავე მსხვერპლი ამ ტრაილერში იყო და სხვა ხალხის დეენებიც აღმოაჩინეს დაახლოებით 50 ადამიანის. -კარგი დანარჩენებსაც უთხარი. სანდრომ საუბარი დაამთავრდა და ნიშნის მოგებით ეჭვმიტანელს შეხედა. -რამე მოხდა? სანდრო:-კარგი ამბავი მაქვს. -გამიშვებთ? -არა ჩვენ თქვენი დაკავების სამხილები მოვიპოვეთ... რა? ასეთ სახეს რატომ იღებთ?! მე ხომ არ მითქვმას რომ ეს ამბავი თქვენთვის იყო კარგი. -ადვოკატს ვითხოვ. -რა თქმა უნნდა მიიღებთ. ყველამ მოულოდნელად ადვოკატი მოითხოვა. ადვოატთან საუბრის შემდეგ აღიარებაც გადაწყვიტეს. სანდრო:- მოყევით რაც მოხდა. -მე და ჩემმა ძმებმა ფულის შოვნის მიზნით ხალხის გადმოყვანა გადავწყვიტეთ უცხოეთიდან,თუმცა გზაში ყველაფერი სწორად ვერ წავიდა და რამდენიმე დაიღპა, ამიტომ ისინი გადავყარეთ. -თქვენი უფროსი ვინ არის? -უფროსი არ გვყავს ჩვენით ვმუშაობთ. -იტყუები. -არ გატყუებთ. -მაშინ უნდა იცოდე სად არიან გადარჩენილები. -უკვვე საზღვვარგარეთ გავიყვანეთ. -კონკრეტულად სად და როდის? -არ მახსოვს, მორჩა მეტს აღარაფერს გეტყვით, უბრალოდ ჩამსვით ციხეში. -ამას ნამდვილად ვიზავ, მაგრამ მალე მაგ შენ უფროსსაც მოგისვავ გვერდით. -უფროსი არ მყავს გეფიცებით. სანდრო ადგა და გარეთ გამოვიდა, ყველა გამოვიდა დასაკითხი ოთახიდან.სამივე ციხეში ჩასმას ითხოვდა. ემა:-ეს უცნაურია ყველას უნდა ციხეში ჩასმა, მაგრამ დეტალებს არცერთი ყვება. სანდრო:-ვიღაცის ძალიან ეშინიათ. ვფიქრობ არალეგალები ისევ აქ ყავთ, უნდა მოვძებნოთ. ტომ მინდა, რომ ჯიპიესით გაარკვიო სად იყო ტრაილერი, თუ ჯიპიესი არ აქვს ქალაქში ყველა კამერა შეამოწმე და მოძებნე სად იყვნენ. თუ საჭირო გახდება უკანონოდაც მოიპოვე. ტომი:-გასაგებია სერ. გაოგნებული ტომი თავის კაბინეტში გავარდა, მას ემა გაყვა, მაგიდაზე ჩმოუჯდა და ტომს მიაშტერდა. ემა:- მგონი სანდრომ გააფრინა. -უფროსზე ეგრე ნუ ამბობ. -რატომ?! მან თქვა რომ მოწონს ჩემი ლაპარაკი და უნდა რომ მეტი ვილაპარაკო. -რას მაბოლებ. -არ გატყუებ გეფიცები. -გინდა მითხრა, რომ იდეალური მამაკაცი, როგორიც სანდროა შენი დებილური საუბრით მოიხიბლა. -ხო იმ საღაოს მითხრა როცა დავლიეთ. -დარწმუნებული ხარ რომ არ მოგეჩვენა ან დაგესიზმრა? -ჰმმ ბოლომდე არა, მაგრამ 80%-თ დარწმუნებული ვარ. -ანუ დაგესიზმრა. -არ დამსიზმრებია. -უცნაურია სანდრო რატო მოგელანდა, ხო არ მოგწონს? -ღმერთმა დამიფაროს. თანაც ამ განყოფილებაში მარტო შენ მომწონხარ. -კი მჯერა. -აჰამ მხოლოდ შენ. ემამ ჩაიცინა და ტომს ხელი გადახვია. -ემა ამას შეხედე. -მგონი ამ ვიდეოს დახმარებით სანდროს ღიმილის ნახვას შევძლებთ. -სულ გაააფრინე. ტომი წამოხტა და სანდროსთან წავიდა. ემა:-რა ვთქვი ამნაირი. მალე სანდროც კაბინეტში შემოვიდა. ტომი:-სერ ყველა კამერა გადავამოწმე, ნუ კი გავტეხე ზოგი თუმცა მოდი ამას ნუ განვიხილავთ, და ტრაილერის მოძრააობა ავსახე, ზუსტად არ ვიცი სად გაჩერდნენ, თუმცა შემდეგ სქემა დავხაზე და დაახლოებითი ტერიტორია ვიცით სადაც უნდა გაჩერებულიყვნენ, მაგ არეალში შეგვიძლია ძებნა გავაგრძელოთ. -ყოჩაღ კარგად გიმუშავია. ჯგუფის გაგზავნას მოვითხოვ და მაგ არეალს დაათვალიერებენ. სანდრო ოთახიდან გავიდა, ტომი იღიმოდა უხაროდა რომ გამოსადეგი ინფორმაცია მოძებნა. ემა:-მაინც არ გაიღიმა. ჩაილაპარაკა და ტომს შეხედა. ემა:-ასე დებილივით რას იცინი? -დებილი თავად ხარ. ტომმა ღიმილი შეწყვიტა და ემას წკიპურტი შუბლში დაარტყა. ტერიტორია პატარა არ იყო, 2 დღე ეძებდნენ და საბოლოოდ ერთი მიტოვებული ფერმა ნახეს, ჯგუფი მის შესამოწმებლად წავიდა. ფერმა ტყის შუაგულში მინდორზე იყო, საკმაოდ დიდი ფერმა იყო შიგ ბევრი შენობა იდგა, ჯგუფებად დანაწილდნენ და ძებნა დაიწყეს, ერთ-ერთ სადგომში შევიდნენ და იქ კარი იპოვნეს რომელიც მიწის ქვეშ ჩადიოდა. -სე აქ რაღაც ვნახეთ, უნდა მოხვიდეთ. სანდრო და მისი რაზმი ამ სადგომში წავიდნენ, მიწის ქვეშ ჩავიდნენ და იქ იმაზე მეტი ადამიანი დახვდათ ვიდრე ელოდნენ, ალბათ 300 მაინც იქნებიდნენ, ბევრი ბავშვი იყო, ყველა შეშინებული იყურებოდა, საშინლად გმხდრები იყვნენ. ყველა გაოცებული უყურებდა ამ საშინელებას, თავად უემოციო სანდროსაც კი დასტყობოდა ემოციები.იქიდან ყველა გამოიყვანეს და უკან თავიანთ ქვეყანაში დააბრუნებას შეპირდნენ. უმეტესობა მოტაცებული იყო, მხოლოდ 30 ადამიანი იყო ვინც თავის ნებით წამოყვნენ გადამყვანებს. არავის ახსოვდა გამტაცებელი,ყველა ამბობდა რომ ისინი ნიღბებით დადიოდნენ, მხოლოდ 3 ძმა ჩაჯდა ციხეში დანარჩენი გადამყვანების ვინაობა ვერ დადგინდა, თუმცა ქალაქში შესასვლელის გაკონტროლება დაიწყეს, აწი იქ ტვირთის შეტანა ისეთივე რთული ვეღარ იქნებოდა. ამ ამბის მერე სამივე ძმა გაჩუმდა, ყველა აღიარებდა დანაშაულს, მაგრამ თავიანთ უფროსზე ხმას არცერთი იღებდა. სანდრო განრისხებული იყო ხვდებოდა რომ ტრეფიკინგი მაინც გაგრძელდებოდ და ასე მარტივად არ დამთავრდებოდა. ცოტნე იმ საღამოს საკმაოდ განრისხებული ჩანდა, მთელი დღე ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, დათოს აქამდე ასეთი ცოტნე არ უნახავს. დათო:-ბატონო რამე მოხდა? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ცოტნე:-არა, მარტო დამტოვე... გაეთრიე. დაიღრიალა ცოტნემ და ჭიქა ძირს მთელი ძალით დაანარცხა. -კარგით თუ რამე მოხდება დამიძახეთ. ცოტნე მთელი ღამე სვავდა და გამთენიისას მაგიდაზე ჩაეძინა. მეორე დღეს ისე ადგა თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, ძველი ცოტნე გახდა ყველასთვის ტკბილი და კარგი უფროსი, ეს ყველაფერი დათოს ძალიან ეუცნაურა, ასეთი სწრაფი ემოციური ცვლილება ნორმალური სულაც არ იყო. კვირას სასტუმროში სანდროსთან მისვლისას მას ყველაფერი მოუყვა.უამბო თუ ცოტნე, როგორი გაბრაზებული იყო. დათო:-ის საშიში იყო და მეორე დღეს ჩვეულებრივი გახდა, თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანი იყოსო. -ეგ კაცი ჩვეულებრივი ფსიქოპატია სხვას რას ელოდი. -კი მაგრამ ემოციების ასეთი არეული ფონი რამ გამოიწვია. -ვფიქრობ გაბრაზდა მისი საქონელი რომ ვიპოვნეთ და გავუშვით. -არ ვიცი ჩენ ყველა შეიძლება გავბრაზდეთ რამეზე, იქნებ სხვა მიზეზი იყო. -მაგალითად რა? -რავი იქნებ შეყვარებულს ეჩხუბა. -შეყვარებულს? მას რა შეყვარებული ყავს? -ჰო მითხრა რომ ვიღაცის მიმართ ინტერესი აქვს. -ინტერესი უცნაურად ჟღერს, იქნებ ინტერესში სასიყვარულო ინტერესი სულაც არ უგულისხმია. -არ ვიცი. -უნდა გაიგო ვიზე საუბრობდა, იქნებ ის ვინმე მნიშვნელოვანია. -შევეცდები. -კარგია, შენ როგორ ხარ? -მე კარგად ვარ, მასთან მუშაობა არცისე რთულია და შენ რას შვები ჯგუფს შეეწყვე? -კი როგორც მითხარი ისე ვქენი, ყველაფერს ვცდილობ. -კარგია მიხარია. -კარგი ახლა წავალ, მანქანის მოშორებით გაჩერებ მომიწია და იქამდე ფეხით უნდა მივიდე. -კარგი, თავს მიხედე. -შენც. დათო ქუჩაში გამოვიდა და ბნელ ცარიელ ქუჩას ჩაუყვა, უცბათ უკნიდან უცნაური ხმაური მოესმა, გაიხედა თუმცა იქ არაფერი ყოფილა, მთელი გზა ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ვიღაც მიყვებოდა. მანქანასში მალე ჩაჯდა და ცოტნეს წამოსაყვანად წავიდა. ცოტნე:-სახლში წავიდეთ. დათო:-კარგით. -დათო ბოდიშს გიხდი იმ ღამეს რომ გიყვირე, მე თავს ცუდად ვგრძნობდი. -არაუშავს სერ. -იმედი მაქვს ისევ მეგობრები ვართ. -დიახ, რა თქმმა უნდა. -რამე მოხდა? -არა, რატომ მეკითხებით? -უბრალოდ ანერვიულებული ჩანხარ. -არა არაფერია. -თუ რამე ხდება იცოდე, რომ შეგიძლია მენდო, მე ყველაფერში დაგეხმარები. -მადლობთ სერ. ცოტნემ საბუთებში ყურება განაგრძო, დათო კი ისევ ღელავდა, ცოტნე ისეთი მშვიდი იყო, რომ აშკარაა მას არავინ მიუგზავნია დათოსთვის, მაშინ ვინ იყო, ვინ დაყვება დათოს?! მთელი ღამე არ ეძინა, სანდროსთვის არ უთქვამს, გადაწყვიტა თავად გაარკვიოს თუ ვინ არის და რა უნდა. მეორე დილას განყოფილებაში შესულ სანდროს დიდი არეულობა დახვდა. სანდრო:-აქ რა ხდება. კახა:-სანდრო კაბინეტში შევიდეთ. -რა ხდება რატომ არის ყველაფერი არეული? -ტრეფიკინგის მსხვერპლებზე გამოძიება რომ დამთავრდა საბოლოოდ მათი სახლებში გაშვების საკითხი მოვაგვარეთ, მაგრამ როდესაც გადაგვყავდა გზაში თავდასხმა მოხდა და ყველა ავვტობუსი ააფეთქეს. -რა? ეს როგორ მოხდა. -არ ვიცით ვიძიებთ, ჯერ ყველა დაღუპულის ამოცნობაც არ მომხდარა. -ამ საქმეზე ყველაფერი მინდა რომ ვიცოდე. -როგორც კი რამეს გავიგებთ გეტყვი. სანდრო გამოვიდა და თავის კაბინეტში შევიდა, ძალიან გაბრაზებული ჩანდა. იცოდა ეს ცოტნემ გააკეთა, რადგან ეს ხალხი ვერ მიიღო, მაშინ გადაწყვიტა რომ მათი სიცოცხლეც საჭირო არ იყო. ბავშვივით იქცეოდა ,,თუ ჩემი არ იქნება, მაშინ არც არავისი იქნება,, ეს იყო მისი საქციელის ერთადერთი ახსნა. გადაწყვიტა რომ მოქმედების დრო იყო და მოეპოვებინა სამხილები, თუნდაც უკანონო გზებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.