19:19(ნაწილი 7)
ტუჩები გაებუსა და ლოყებზე ჩამოსულ ცრემლებს თითებით იშორებდა,თანაც გულმოდგინედ ალაგებდა ჩანთებს.. ვერ გავბედე ხმის ამოღება..სიხარული,ტკივილი ყველაფერი ერთად ირეოდა ჩემში..იმდენად ეგოისტი ვარ არც ჩემგან გავუშვი და მისი დაკარგვის შიშით სიმართლეც ვერ ვუთხარი.. -რას დგახარ მანდ? დროულად ბილეთების თემა მოაგვარე.-მკაცრი მზერა მესროლა -ნინი არსად არ წავალთ! გვიანია უკვე -არაფერი არ არის გვიანი ივა,ადგები და ჩემთან ერთად წამოხვალ! -დღეს ამ სახლიდან მხოლოდ ერთი ადამიანი წავა და ის შენ იქნები.. შევეცადე უგრძნობი,ცივი სახე მიმეღო და რაც შეიძლებოდა მკაცრად მეთქვა..ჩანთის ჩალაგება შეწყვიტა,თვალები საშინლად აემღვრა და ვიგრძენი,როგორ ყინულივით გაუშეშდა მთელი სხეული.. რამდენიმე წამი თვალებში ჩამაშტერდა და სიცილი დაიწყო.. -არ გააკეთო ეგ სისულელე ივა.. ვხედავდი როგორ ერეოდა ცრემლი და ნერვული სიცილი ერთმანეთში. -წადი! ბოლო ხმაზე ვიყვირე -არა ივა! არ წავალ გესმის? არ მიგატოვებ..მუდარა გაერია ხმაში და აკანკალებული ჩემსკენ მოდიოდა.. სასწრაფოდ ჩავავლე მხარში ხელი, სწრაფი ნაბიჯებით კარისკენ გავიყვანე..ტიროდა,მემუდარებოდა.. ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავაგდე..სასწრაფოდ კარი მივუჯახუნე და იქვე ჩავიკეცე.. * არ მახსოვს როგორ ჩამოვედი სახლში,კარებთან ჩავიკეცე და გაყინული სახით ერთ წერტილს მივშტერებოდი,აღარც ცრემლები მეკარებოდნენ..უცებ კარის ძლიერმა ხმამ გამომაფხიზლა,სასრაფოდ აივანზე გავვარდი..ივა მანქანაში ჩაჯდა და უსწრაფესად მოსწყდა იქაურობას. * But every stroke of luck has got a bleed through It's got a bleed through You held the balance of the time That only blindly I could read you But I could read you It's like you told me Go forward slowly It's not a race to the end.. ისევ ეს სიმღერა იყო რადიოში..თითქოს რომელიმე ფილმის მთავარი გმირი ვყოფილიყავი და საუნდტრეკივით მუდამ თან დამყვებოდა.. ახლა რომ, ნამდვილად რომელიმე ისტორიის გმირი ვიყო ნეტა მწერალი რა ბედს სწევდა ჩემს პერსონაჟს? მოკლავდა? თუ რაიმე სასწაულის მეშვეობით გადაარჩენდა? ნინი აპატიებდა ივას ყველაფერს? წესით სცენარში ივა ასე სულელრუად არ მოიქცეოდა და მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს არ გააგდებდა სახლიდან..მკითხველიც გაოგნებული იქნებოდა,როგორ შეიძლება ადამიანი სიცოცხლისთვის ბრძოლაზე ამბობდეს უარსო..ალბათ გულშემატკივარიც მეყოლებოდა,ვისაც სასიკვდილოდ დავენანებოდი.. ტელეფონზე ნინი ზარები არ წყდებოდა..ჩავლილმა მომენტებმა გამიარა თვალწინ,როგორ ვატკინე,როგორ საშინლად მოვექეცი და სასწრაფოდ დავამუხრუჭე მანქანა.. * You were the better part Of every bit of beating heart that I had Whatever I had I finally sat alone Pitch black flesh and bone Couldn't believe that you were gone... არ ვწყვეტდი ივასთან ზარებს და ისიც ჯიუტად არ მპასუხობდა..როგორ შეეძლო ასე მომქცეოდა,როგორ გამიმეტა ამ ყველაფრისთვის..სასწრაფოდ გიგისთან გადავრეკე.. -ნი გეფიცები არც ჩემთვის უთქვამს არაფერი... -მჯერა გიგი,როგორც ჩანს არავისთვის უთქვამს. ხომ არ იცი სად შეიძლება იყოს? მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.. -მისი თავშესაფარი წყნეთის სახლი იყო ყოველთვის,შეიძლება იქ იყოს,ჩაგიგდებ ეხლავე მისამართს. * წყნეთის სახლი ჩემი ბავშვობის მოგონებებით იყო სავსე,ელენეს ძალიან უყვარდა აქ ყოფნა,სიცოცხლის ბოლო წუთებსაც კი აქ ატარებდა..ყველაფერი დედას მახსენებდა,ამიტომაც არ უყვარდა დავითს აქ ამოსვლა..მისი ოთახი ხელუხლებელი იყო,ისევ ტრიალებდა ელენს სურნელი,ყველა საყვარელი ნივთი ადგილზე იყო,ჩვენი საერთო ფოტოები..დიდი ხნის განმავლობაში არ ვიაზრებდი დედაჩემის სიკვდილს..უბრალოდ მეგონა,რომ ის წყნეთში მე კი ამერიკაში ვიყავი და ვერ ვახერხებდით კონტაქტს..რა რთულია როდესაც იცი რომ ვეღარ ნახავ,ვერ ჩაეხუტები,ვეღარ შეიგრძნობ მის სურნელს..გინდა მისი ხმა გაიგო,სიცილს უყურო..ეძებ თვალებით,ეძებ ყველგან და ხვდები რომ ვეღარასდროს შეხვდები. ელენე საოცარი ქალი,მეუღლე და დედა იყო..მახსოვს მისი წვრილი,გამოთლილი თითები,თბილი ზღვისფერი თვალები და ღიმილი..ყოველ დილით ლამაზად ივარცხნიდა გრძელ,ოქროსფერ თმებს..საუზმის გარეშე არასდროს გამიშვებდა სახლიდან,უგემრიელს ბლინებს აკეთებდა..მამა ყოველთვის იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა მის ყველა მიხვრა-მოხვრას. სულ სხვა ადამიანი იყო დავითი ელენეს გვერდით,ვერასდროს უბრაზდებოდა და ამით ხშირად ვსარგებლობდი..არ მახსოვს ოდესმე ელენეს ხმის ტონისთვის აეწია,ჩემი ტკბილი ბავშვობა.ყველაზე მოსიყვარულე და თბილი გარემო მქონდა,რაც შეიძლება ბავშვმა ინატროს.. პირველი დღეები როდესაც დიაგნოზი გავიგეთ...ყველა ტიროდა და განიცდიდა ელენეს გარდა,მისი ღიმილში ოდნავ თუ შეამჩნევდით სევდას..არანაირი შიში არ ისახებოდა მის ქცევებში და ხასიათში,ხშირად მელაპარაკებოდა მომავალზე,მარიგებდა როგორი კაცი უნდა ვყოფილიყავი:-" როდესაც ცუდად ან არასწორად მოიქცევი,გაიხსენე რომ მე ყოველთვის გიყურებ და შენს გვერდით ვარ..გამოსწორება არასდროს არის გვიანი.." და ახლა დედა? ახლა რა ვქნა? რამე ნიშანი მაინც მომეცი... მაგრად ჩავიკარი ელენეს სურათი გულში და თითქოს ველოდებოდი როდის მეტყოდა რაიმეს.. -ივა!!! საყვარელი ქალის ხმამ გამომაფხიზლა,ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა..- შე სულელო! რა გგონია,ასე მარტივად ავდგები და წავალ? ვერ ეღირსები ივა შენგელია... ცხვირი მის თმებში ჩავაცურე და ღრმად შევისუნთქე ჩემი გაზაფხულის სუნი..კისერზე ნაზად ჩამოვატარე ტუჩები ,წელზე მოვხვიე ხელი და კიდევ უფრო ახლოს მივიკარი..ცრემლები ისევ ავტომატურად მოსდიოდა ლამაზ ლოყებზე და ტუჩებს უსველებდა.ხარბად დავეწაფე მის მარილიან ტუჩებს და გონება გავთიშე..არვიცოდი მეტად ცხადი ნიშანი რა უნდა მიმეღო,როდესაც თავად ნინი იყო ყველაზე დიდი ნიშანი,ნიშანი იმის რომ სიცოცხლისთვის მებრძოლა. წამიერად ხელი მკრა და ისევ ყვირი დამიწყო: -როგორ იფიქრე რომ მიმატოვებდი?იმეორებდა განუწყვეტლივ.- მხოლოდ შენ მყავხარ.. ზედმეტად ეგოისტი ვარ იმისათვის,რომ დაგკარგო.. ისევ მომვარდა და მთელი ძალით მომეხვია.. რამდენიმე კვირა გავატარეთ წყნეთის სახლში,მივიწყებული დარდით და წუხილით..ძველი ნი დამიბრუნდა..თუმცა ჩემთვის მოცემული წელიწადი იწურებოდა.. მდგომარეობა გართულდა..დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი...ჩემს საწოლთან გატარებული ღამეები,ნინას სევდიანი თვალები..დავითის დამძიმებული სუნთქვა..გიგის წაშლილი სახე... -არ შეიძლება მისთვის მგზავრობა,რისკია,თუმცა უკანასკნელი შანსია... * ფრენის ძალიან მეშინოდა,მაგრად ჩავჭიდე ხელი ივას და დაველოდე როდის აფრინდებოდა თვითმფრინავი.. იმ წამს ფრენას ვაბრალებდი ჩემს კანკალს..არადა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დამეკარგა ჩემი ცხოვრების მთავარი მამაკაცი.. პატარა ბავშვივით მომეხუტა და მისი ყავისფერი თვალები მომენათა.. -იცი ჩემ თავს ყოველთვის ვეკითხებოდი,ჩემს ცხოვრებაში რატომ გამოჩნდი მაშინ,როდესაც სიკვდილს უკვე დანებებული ვიყავი..ნი,მაპატიე რომ დაგიმალე..უბრალოდ ვერც გაგიშვი,მეორედ შემეშინდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის,გრძნობები ერთმანეთში ამერია..მაპატიე ყოველი უხეში მოპყრობა..მინდოდა შეგძულებოდი.. -და ამ დროს უფრო და უფრო მეტად მაყვარებდი თავს..გავუღიმე და ლოყაზე ჩამოვატარე თითები. -თუ კი ამას ვერ გავუმკლავდები.. -ივა ამაზე არც კი იფიქ... -დამამთავრებინე.. ახლა შენ ჩამისახე იმედი,მაგრამ ვიცით სიკვდილის შანსები უფრო მეტია...მე გპირდები ვიბრძოლებ ბოლომდე,მაგრამ თუ ერთ დღეს შენ ჩემს მკლავებში აღარ გაიღვიძებ..არ იტირო ბევრი,სადაც არ უნდა ვიყო ყველაგნ მეტკინება შენი ცრემლები..მინდა ცხოვრება 9 სექტემბრის 19:19 წუთიდან გააგრძელო და მე იმ ლამაზ მოგონებად ვიქცე,რომელსაც შვილებს ზღაპრად მოუყვები..ოღონდ კარგი დასასრულით..სადაც შენ ბედნიერი იქნები..ხშირად არ მოხვიდე ჩემს საფლავზე.. სანამ ჩემი მონატრება შეგაწუხებს ლარნაკში მუდამ გქონდეს თეთრი ვარდები..როცა შეხედავ,დახუჭავ თვალებს და წარმოიდგენ,რომ მე ისევ შენს გვერდით ვარ..თუმცა დიდხანს არ გააკეთო ასე..მინდა მალე გაგიაროს უჩემობამ... ამ სიტყვებს ვისმენდი საყვარელი კაცისგან და ცრემლები მდინარესავით ეშვებოდა ლოყებზე.. -აქ რა დაკრძალვა მოაწყვე შე*ჩემა? უცებ გიგის ხმამ გამოგვაფხიზლა უკნიდან.. ხო გიგი წამოგვყვა..ეს პერიოდი სულ გვერდით გვედგა და არ გვტოვებდა.. -შენ მეტი საქმე არ გაქვს ყური რომ აქ დააგდე? უცებ მოვიდა ივა ხასიათზე -აი გეფიცები,შენ თუ ასეთ დრამა ქინგს გნახავდი ოდესმე ვერ წარმომედგინა.. მაღლა აზიდა მისი შავი თვალ-წარბი და გამჭოლი მზერა ესროლა ძმაკაცს.. -ბევრს თუ იტლიკინებ პარაშუტის გარეშე გისვრი იცოდე აქედან.. სასაცილოდ დაემუქრა ივა -აი,იმ ქერა სტიუარდესას თუ გადმომაყოლებ არ დავიწუწუნებ! სრული სერიოზულობით თქვა და გაბუტული გაბრუნდა უკან. -თქვენი მეგობრობა ნამდვილად შესაშურია..გავუღიმე და თმაზე გადავუსვი ხელი.. -ხო,შენი და ილიასიც.. გამებღუსა -ეხლა არ მითხრა,კიდევ ვეჭვიანობოო -არაა,კარგი ბიჭია..მართლა.დამაჯერებლად აზიდა თვალები ზემოთ..-მაგრამ არმიყვარს ვინმე როცა გეხება ჩემს გარდა..აი შვილიც რომ გვყავდეს,მასზეც ვიეჭვიანებდი.. შვილი..ჩემი და ივას შვილი..ამაზე არასდროს მიფიქრია.ნეტა როგორი იქნებოდა?იმედია მამის გოროზი ხასიათი არ გამოყვებოდა,დანარჩენი დამსაგვსებოდა,არ მაქვს პრეტენზია.. -ჩვენი შვილის წარმოდგენა დაიწყე ხო? ქვემომდან ამომანათა ივამ -როდემდე უნდა ძვრებოდე ჩემს თავში? სიცილი ვერ შევიკავე -ზუსტად ვიცი გინდა მე დამემგვანოს..ერთის გარდა.. ჩემი ხასიათი არ გამოყვეს ოღონდაც.. კვდებოდა სიცილით.. -ყველაფერი რომ ჩაივლის ვიფიქროთ...ჩავუკარი თვალი -ჯერ დიდი ქორწილი უნდა გადავიხადოთ. -შენ გინდა დიდი ქორწილი? შუბლზე ხელი დავადე.-არადა სიცხე არ გაქვს დიალოგი მხიარულ ოცნებებში გადაიზარდა და მალევე ჩაგვეძინა.. მომდევნო 1 კვირა თეთრი კედლები და ქვასავით ცივი ივას ყურებაში გაილია..ვცდილობდი ყველანაირად ამეწყო მისთვის ხასიათი,თუმცა ეს ქიმიები,მკურნალობა ცუდად ხდიდა და ვეღარც ემოციებს აკონტროლებდა,მიყვიროდა,პალატიდან გამოვრბოდი და კუთხეში ტირილით ვკვდებოდი...გიგი თავზე მადგა და ამ ხნის განმავლობაში მამშვიდებდა.. -იცი,როდესაც ელენე გარდაიცვალა,იმ დღეს დაიფიცა ივამ რომ არავის შეიყვარებდა.. არ უნდოდა ოდესმე გამოეცადა საყვარელი ადამიანის დაკარგვა,მაშინ ბავშვები ვიყავით,და ვეუბნებოდი რომ ეგ გარდაუვალი იქნებოდა..ოდესმე გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ქალი რომელიც ამოაყირავებს დედამიწას მეთქი..სულ კუდში დავსდევდი,იმდენად ჩათრეული ყავდა სასმელს და ნარკოტიკებს..მესმის ახლა სხვა სიტუაციაა მაგრამ სულ ვჩხუბობდით,მიყვიროდა..მეუბნებოდა მისი ცხოვრებიდან წავსულიყავი..წამითაც არ მიფიქრია მის დატოვებაზე..როდესაც ეს ამბავი გავიგე შენგან,უადგილო იყო,მაგრამ მეწყინა რომ დამიმალა..ისევ გაიქცა ყველასგან და ყველაფრისგან.. შეიძლება ახლა ამას არ უნდა გეუბნებოდე..ცივი გონებაც ჩართე..ვიცი შენც დაკარგე საყვარელი ადამიანები,არც შენ გინდა იგივე განიცადო..სიკვდილი ოდესმე ყველასთან მოდის..ზოგთან ადრე,ზოგთან გვიან..ზოგიც ნატრობს..საბოლოოდ კი გარდაუვალია.. პირველად მახსოვს 8 წლისები ვიყავით,შემთხვევით სკოლის ფანჯარა ჩავტეხე..ძალიან ვნერვიულობდი,ჩემს მშობლებს არ ქონადთ იმის საშუალება აენაზღაურებინათ სკოლისთვის ზარალი..პლუს სასწავლო ნაწილი გამოვარდა კივილით,სკოლიდან გავაგდებ ვინც ეს ჩაიდინაო..მაშინ ძალიან შემეშინდა და ავტირდი..ივა მოვიდა ჩემთან და ბეჭზე მაგრად ჩამჭიდა ხელი.. ახლაც მახსოვს როგორი სერიოზული სახით მითხრა:-" გიგიი! კაცები არ ტირიან! ადე ბიჭო და ჩემზე იყოს ეგ საქმეო" მაშინ ეს სიტყვები ბევრს ნიშნავდა,საკუთარ თავზე აიღო ჩემი დანაშაული,დათოსგანაც კარგად მოხვდა,მაგრამ ოდნავაც არ დაუხევია უკან.. იმ დღის მერე დავიფიცეთ ,რომ არასდროს მივატოვებდით ერთმანეთს..დღემდე ვასრულებთ ამ პირობას..და ასე იქნება.. ახლა კი ნუ ტირი გთხოვ! დამიჯერე უფრო ცუდად ხდება,შენც კარგად იცი ეს..დაე თუ მალე უნდა დაგვტოვოს გავუბედნიეროთ ბოლო წუთები..ლოყებიდან ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა..არა პირდაპირ,მაგრამ ექიმებიც კი მაგუებდნენ ივას მოსალოდნელ სიკვდილს.. * მალე მინდა მოვკვდე! ვერ ვუძლებ ტკივილს..ვერ ვუძლებ ამ ყველაფერს..ესეც შენი ძლიერი და ყველაფრის შემძლე ივა..ვეღარც ნერვებს ვაკონტროლებ,ყველაფერი ნინიზე გადამაქვს და კიდევ უფრო ვტკენ..ვიცი უაზროდ ვეპოტინები არარსებულ იმედებს,მხოლოდ მისი ხათრით..არმინდა იფიქროს რომ მარტივად ავდექი და მივატოვე..გარდავიცვალე..პალატის კარი ოდნავ გაიღო და დავინახე ჩემი ნი,როგორ დაპატარავებულა,სახე გამოცლია ნერვიულობისგან და ტირილისგან..მის გვერდით გიგი.. მახსოვს 8 წლისებმა შევფიცეთ ერთმანეთს სამუდამო ძმობა და უპირობოდ ასრულებდა სიტყვას..არცერთ რთულ მომენტში არ მივუტოვებივარ..ახლაც ჩემი ნისთვის შემოუხვევია მკლავები და ამხნევებს.. მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბეთ მწარედ..მეცხრე კლასში ერთი და იგივე გოგო შეგვიყვარდა..დღემდე სასაცილოდ არ გვყოფნის ეს ამბავი გასახსენებლად.ომი გამოცხადდა ჩვენს შორის,ვინც მოიგებდა ლილიანას გულს,მისი გახდებოდა..როგორ პაემნებს არ ვუწყობდით,რა სიურპრიზებს..პარალელურ რეჟიმში ერთმანეთის დაგეგმილ საღამოებს ვშლიდით..რამდენიმე კვირის შემდეგ ისე მოგვენატრა ერთმანეთი,იმ გოგოს დავადეთ ერთდროულად და ძმობა გავაგრძელეთ.. ჩემი შავტუხა გიგი..კუპრივით შავი თვალები აქვს..მისი საფირმო ღიმილი..ლოყებზე ლამაზად ფოსოები უჩნდება ხოლმე,რაც გოგოებს შოკში აგდებს..ყველას ვუსურვებ ასეთ მეგობარს,რომლისთვისაც ყველაფერი საუკეთესო მემეტება... როგორც იქნა სახლში გამომწერეს.. თითქმის 10 დღეა აქ ვართ და ნინი საავადმყოფოს კედლებს არ გაცდენია..საღამოს ძალა მოვიკრიბე და გიგის ვთხოვე გაგვესეირნა..აღფრთოვანებას ვერ მალავდა დიდი შენობების დანახვისას,პატარა ბავშვივით აცეცებდა აქეთ იქეთ თვალებს..გემრიელად შეექცეოდა ნაყინს და ემოციებით უყვებოდა მეგის იაქურობის შესახებ..ამჯერად ნათლად დავინახე თბილი მზერა,რომელსაც სიმართლე გითხრათ ველოდი.. და ეს მზერა არ მეკუთვნოდა მე.. -ნი,დღეს ყიყლიყოებს მომიმზადებ?მუდარით გავხედე -აბა რას ვიზამ,მხიარულად წამოხტა და სამზარეულოსკენ გაეშურა.. -ხომ მიხედავ? გიგისკენ გავაპარე მზერა -ეე ძმაო! ახლა ნუ ახურებ -გიგი..ჩვენც მოვიკატუნოთ თავი? -ყველანაირად გვერდით დავუდგები,რაც შემეძლება.. შევატყვე როგორ აემღვრა შავი თვალები და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი -მინდა ძალიან ბედნიერი იყოს,თუნდაც სხვის გვერდით.. -არამგონია ნინიმ ოდესმე სხვა გაიკაროს გვერდით.. -შეუყვარდება ახლიდან..ადამიანი როდესაც ცოცხალია ყველაფრის განცდა შეუძლია ახლიდან..შეუძლია რამდენჯერმე იგრძნოს.. რა განდა ლილიანა არ გვეგონა ჩვენი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი სიყვარული? ვეცადე ხუმრობაში გადასულიყო საუბარი -ეეე! სად გაგახსენდა რო არ მითხრაა -რახდება?რა გაახსენდა? მომცინარი სახით გამოიხედა ნიმ -რადა ერთი გოგო გვიყვარდა და რამდენიმე კვირა ვმტრობდით ერთმანეთს..იცინოდა გიგი -ანუ ამ ვაჟბატონს ჩემამდე ვინმე უყვარდა?წარბ აწევით დაძაბა იქედან ნინიმ -რანაირები ხართ ეს ქალებიი,ერთი გოგო გვიყვარდათქო და ეგ არც კი შეუმჩნევია,პირდაპირ ეჭვიანობაზე გადავიდა.. -დიახაც,ეგ არასდროს მოგიყოლია ჩემთვის.. და ბოლოს ვის დარჩა ის გოგო? -არცერთს..ნინი ნუ ნერვიულობ..აუ გახსოოვს იმ გოგოს გულს რომ ვუნთებდი და შენი წყალობით ლამის რომ გადავუწვი ეზო? მხიარულ მოგონებებში გადაეშვა გიგი... საათი 19:19-ს უჩვენებდა..თვალები დავხუჭე და სურვილი ჩავიფიქრე..იქნებ ეს ჩემი ბოლო სურვილიც კი იყო.. პ.ს ბოდიშით რომ დამიგვიანდა ახალი თავის დადება..მადლობა რომ კითხულობთ და მელოდებით..საყვარელი ადამიანის დაკარგვა მტკივნეულია,მაგრამ ზოგჯერ გარდაუვალი..ემოციებისთვის მოვემზადოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.