შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {7}


2-04-2022, 22:57
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 632

არავის ისე არ სტკიოდა როგორც მას არადა ირგვლივ იმდენი ადამიანი იყო. რამდენი მოდიოდა მწუხარებას გამოთქვამდა, ამღვრეული თვალებით იხსენებდა გიორგის .იმ გიორგის საათების წინ რომ აკეთებდა კეთილ საქმეებს ,რომ იყო და ახლა აღარ. მოდიოდნენ და პატივს მიაგებდნენ თავდაცვის მინისტრის ხსოვნას. გარეთ დიდი ამბავი ტრიალებდა, ყველა შეშინებული იყო საკუთარ ტყავზე დარდობდა , ომის ეშინოდათ . მარტივად გაუშვეს წარსულში , „არის“ „იყო“ გახდა . უმამოდ დარჩენილი, შავებით მოსილი სხეულით წყვდიადში ჩაკარგული სულით, გაუნძრევლად იჯდა და ცდილობდა შეექმნა კვლავ მასთან ყოფნის ილუზია . იქაც მოგონებები იყო, წარსული, წარსული და ისევ წარსული არა აწმყო, ვერა მომავალი. სახლის კარი ღია იყო , ყველა შემოდიოდა ის კი უძრავად იწვა, სამსახურიდან დაბრუნებულს ყელზე ვერ მოეხვეოდა და ტუჩების ატკიებამდე ვერ დაუკოცნიდა სახეს , გეგმები აღარ ექნებოდათ ... აღარასდროს ...ვეღარასდროს .
სიკვდილი ერთადერთი შეუცვლელი, დაუმარცხებელი, შეუქცევადი მოვლენაა როცა გროვდება უთვალავი არასდროს და იქმენება ერთი დიდი წარუშლელი წერტილი,რომელთანაც სრულიად უძლური ხარ .

ცეცხლი სულ უფრო მეტად გიზგიზებდა, წესით აქამდეც ვერ უნდა გაეძლო მის პატარა უბედურების უნახავ გულს ,მაგრამ ისევ არ წყვეტდდა ფეთქვას. სურვილი ჰქონდა, მოლოდინი დიდი იყო ,მაგრამ სიცოცხლე მის ლამაზ სხეულში კვლავ გრძელდებოდა. თავისი ჩამქვრალი მწვანეებით სახლის ზღურბლზე გამოჩენილი დედად წოდებული ქალი და მისი ქმარი რომ დაინახა შიშმაც დაუწყო დაუცველ სულში ტეხვა. გულისამრევი სანახავი იყო ყალბი მწუხარება , ცრემლები და სიტყვები რომლებიც ყველას ატყუებდა, ყველას გოგონას გარდა,რომელიც კარგად ხედავდა ქალის ანგელოზის გარეგნობის მიღმა დემონს . კაცის ავხორცი მზერა , კოცნა ლოყაზე და თითებზე მისი ცხელი მტევნის აუტანელი შეხება . უძლურების მძაფრი განცდა, გაუსაძლისი მარტოობა ბოროტების გარემოცვაში.

და’კრძალვა , გა’სვენება , გარდა’ცვალება სულის იმქვეყნიურ სამყოფელში გადასვლა და სხეულის ღრმად გათხრილ ,მეტრების სიღრმის ორმოში ჩაშვება . დამანგრეველი სანახაობა ,გამომშვიდობება, უკანასკნელი მზერა რომელიც ცალმხრივია შენ უყურებ, ცდილობ დაიმახსოვრო მისი შეცვლილი უფერული,უმეტყველო,მარამ მაინც მისი სახის ნაკვთები. გიჩნდება დაუოკებელი სურვილი მისი თვალების კვლავ ხილვის, გენატრება მისი შენს მიმართ არსებული განუსაზღვრელი სიყვარული ,რომელსაც ვეღარასდროს იგრძნობ. გული კვლავ ანელებს მუშაობას, ტკივილისგან დაუძლურებული თითქმის ჩერდება. სული სხეულს ებრძვის, უნდა გამოაღწიოს ,გაექცეს ჯოჯოხეთის წყეულ ცეცხლს ,მაგრამ არ გამოდის მხოლოდ ის ასრულებს შენ კი ისევ აგრძელებ არსებობად გადაქცეულ ცხოვრებას. ვერაფერზე ფიქრობ, გზა საერთოდ არ ჩანს მხოლოდ ხის კედლებში გამომწყვდეული საყვარელი სხეული ,რომელსაც მიწის ქვეშ მარხავენ და თან მიაქვს სინათლე ,რომლის ნათებაც მხოლოდ მას შეეძლო.
ზენიტში მყოფი მცხუნვარე მზე თავზე დაჰნათოდა , ვარვარებდა ,იწვოდა ყველა ის კი სიბნელეში ,სრულიად გაყინული იდგა და იძულებული იყო თან გაჰყოლოდა საყვარელ სახლში ორ საძულველ არსებას. ზღურბლის გადალახვამდე ჯერ კიდევ ვერ იფიქრებდა თუ იმ კედლების ტყვე გახდებოდა. არაფერი უნდოდა მამის ნივთებთან ერთად გამოკეტვის გარდა, პირველი დარტყმაც ეს იყო ,ოთახი სრულად დაცარიელებული დახვდა იქ ნონა და პეტრე დაბინავდნენ. მთელი სახლი მოარა, ძლივს იპოვნა სარდაფში მისი ტანსაცმელი . რამდენიმე პერანგი გულში ჩაიკრა და ლასლასით გაუყვა გზას ერთადერთი თავშესაფრისკენ . ირგვლივ ნაცნობი ვერავინ დაინახა, დაცვის წევრები, მოსამსახურეები, მზარეულიც კი სხვა იყო , სრულიად მარტო დარჩა საყვარელი სახლის დაპყრობილ კედლებში .
თეთრად გათენებული კიდევ ერთი ღამე, დაღლილობისგან გათიშული გონება და დილაადრიან შემონგრეული ოთახის კარი ქალის ბრძანებით- ჟურნალისტები მოვლენ და დროულად მოემზადე !-სპექტაკლისთვის ემზადებოდნენ და კირა მთავარ მოქმედ გმირად ჩართეს. მისაღებში უამრავი ჟურნალისტი და კამერა იდგა ისე ემზადებოდნენ თითქოს შოუში მონაწილეობდნენ- სანამ მოთქმას დაიწყებ გახსოვდეს ისე უნდა გამოიყურებოდე ,რომ ფოტოების ნახვისას ხალხმა თქვას მგლოვიარეც ლამაზიაო - ეს იყო სიტყვები ,რომლებიც ამდენი დღის შემდეგ უთხრა, ხელი მოხვია და მასთან ერთად შევიდა ოთახში.
ვერ გაუძლო, გამოფიტულს სულს უხუთავდა იმ ორის არაადამიანობა. ჟურნალისტების კითხვები, განათება, კამერები , ყველაფერი რაც ასე უყვარდა ერთ დროს ახლა ისე ეუცხოებოდა თითქოს პირველად ხედავდა. დამუნჯებული იჯდა და უსმენდა ყალბ მუქარას მკვლელის მიმართ , ფიცს,რომ აუცილებლად ბოლომდე მიიყვანდნენ გამოძიების საქმეს, რომ ასე არ დატოვებდნენ კირას დაობლებას. დიახ, მასზე საუბრობდნენ ის კი ისე უსმენდა,თითქოს მათთან საერთო არაფერი ჰქონდა.
-შეწყიტეთ! - ფეხზე წამოდგა, ბრძოლის დაწყება სცადა . ათრთოლებული სხეულით, გაფითრებული , წონასწორობადაკარგული ,სიწითლით მოცული მწვანეებით უყურებდა დედადწოდებულსა და მამინაცვალს . ყველა კამერა მისკენ იყო მიმართული , მას კი ნორმალურად ხედვაც აღარ შეეძლო ,პირში გაჩენილი მწარე გემო, უეცრად მოსული სისხლის სუნი და სხეულის თავდაცვითი რეაქცია, გონება დაკარგა ,იატაკზე მუხლმოკვეთილი დავარდა . ფიქრობდა,რომ ახლა მაინც გაჩერდებოდა გული , ის კი ისევ აგრძელებდა ფეთქვას.

-გამოფხიზლდი ...თვალები გაახილე - ფიზიკურ ტკივილს გრძნობდა, ყბებზე მოჭრილი ცივი თითები ანჯღრევდნენ, თავის ტკივილს უმძაფრდებდნენ. სახეში რამდენჯერმე ხელის გარტყმა იგრძნო და თვალები ზანტად გაახილა, ქალის ცივი ხმა ყინულის ბასრი ნატეხებივით მოქმედებდა- რის თქმას აპირებდი ,ჰაა? შემომხედე შე საზიზღარო , თვალებში მიყურე და თქვი რას აპირებდი თორემ მაგ ენას ამოგაცლი
-გაუშვი თორემ ისევ შეწუხდება - კაცის ხმა გაიგო და თავისუფლება იგრძნო- გადი რა დამამშვიდებელი დალიე და დაიძინე .მე მივხედავ - გველის სისინს ჰგავდა მისი ხმა, თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა , მოეფერა, თავზე აკოცა და ოთახიდან გაუშვა. თავი საწოლზე უღონოდ ედო, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ვერ ახერხებდნენ მის გამოფხიზლებას, მზერაც კი გაშეშებული ჰქონდა . შორიდან ესმოდა კაცის ნაბიჯების ხმა, წყლით სავსე ჭიქით ხელში დაჯდა საწოლზე გოგონას მსუბუქი სხეული მარტივად ასწია, ბალიშები გაუსწორა და ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში მყოფს სახეზე ჩამოსული ცრემლები შეუმშრალა. არეული თმა ფრთხილად მოშორა , თავზე ხელი გადაუსვა და ტუჩებთან წყლის ჭიქა მიუტანა- დალიე და უკეთ გახდები - მისი შეხება აღიზიანებდა, პირი ძალით გააღებინა წყალი მოსვა, მაგრამ მომღიმარ კაცს პირდაპირ სახეში შეასხა და ნიღაბიც ჩამოხსნა. სველ სახეზე ხელი ჩამოისვა და წამსვე სწვდა ყელში . დიდი იყო, ძლიერი და მასთან სრულ უძლურებას გრძნობდა სუნთქვას უკრავდა არა მისი თითები არამედ სიახლოვე ,უმანძილობა სხეულებს შორის და კაცის მზერა - აღარ გაბედო ჩემთან მსგავსი თავხედური ქცევა! ჩემგან ვეღარავინ დაგიცავს საკუთარი თავის გარდა... რაც უფრო დამყოლი იქნები მით უფრო მარტივი გახდება შენი ცხოვრება. თუ არ დამიჯერებ ნონას კლანჭებში ჩაგაგდებ , მისი ისტერიკისა და სიგიჟის მსხვერპლი გახდები - მისი სახე იმდენად ახლოს იყო სუნსაც კი გრძნობდა, ცხელ ჰაერს რომელიც მალე ყელზე ეხებოდა. ცხვირის წვერი კანზე შეახო , მხრებზე ჩამოშლილი ქერა ხვეულებიდან სურნელი ჩაისუნთქა და ყელზე მოჭერილი თითები ზურგისკენ ჩააცურა - როგორი ტკბილი ხარ ... ნუ გამაბრაზებ, გთხოვ - აკანკალებულს , სრულიად გაყინულს თვალებში უყურებდა სანამ კიდევ ერთხელ მიუახლოვდებოდა . დამფრთხალი გოგონა საწოლის თავს ეკვროდა, გასაქცევი არსად ჰქონდა კაცის თითები ლოყაზე ეხებოდა, თავის შებრუნების საშუალებას არ აძლევდა ტუჩებზე უყურებდა მერე კი შუბლზე შეახო სველი ბაგეები და სწრაფად მოშორდა . კარი იმ დღეს პირველად ჩაუკეტეს, მას შემდეგ შეზიზღდა საკეტის გადატრიალების ხმა . მათგან გათავისუფლების შემდეგ არასდროს, არასდროს იყენებდა გასაღებს . მუდამ ღია იყო სახლი და სახლში ყველა ოთახის კარი.
.................
-სახლიდან ჩემი ნებართვის გარეშე არ გახვალ. გაწერილ გეგმას მიჰყვები , ძველებურად შენს ნებაზე აღარ იქნება ყველაფერი ! გადავხედე შენს კონტრაქტებს, მალე დაუბრუნდები კლიპის გადაღებას და ადამიანურ სახეს დროულად თუ დაიბრუნებ კარგი იქნება. შიმშილობას როდემდე აპირებ ,თუ გგონია ჩემი ხელით გაჭმევ - თითქმის დაცლილი ღვინის ჭიქით ხელში იდგა და ახალი შეზღუდვების შესახებ ესაუბრებოდა მას შემდეგ რაც სახლიდან გასვლის პირველი მცდელობა ჰქონდა. გასეირნება უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო , უნებართვოდ აღარ .
-ჩვენთან ერთად ივახშმე -წინადადება არა, ბრძანება იყო. მაგიდასთან აღმოჩნდა, მადა არ ჰქონდა მხოლოდ წყალი დალია . ცდილობდა ორივე დაეიგნორებინა , ყურადღება არ მიექცია ,მაგრამ არ გამოსდიოდა. სკამი უკან გასწია და წამოდგომა სცადა, მაგრამ გააჩერეს. ბოლოს ისტერიკაში მყოფი ნონა წინააღმდეგობისგან გაგიჟებული ძალით ატენიდა საჭმელს . ისევ ტიროდა, დამცირებული , დათრგუნული გაქცევასაც ვერ ახერხებდა .
-ასე რატომ გეზიზღები- ერთადერთი კითხვა ჰქონდა, რომელსაც ვერ ხსნიდა. წარმოუდგენელი იყო როგორ შეიძლებოდა საკუთარი შვილის მიმართ დედას ასეთი სიძულვილი ჰქონოდა .ადრე ფიქრობდა,რომ მენტალური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვერ გამოხატავდა სიყვარულს ახლა კი მის გარემოცვაში მარტოდ დარჩენილი განიცდიდა დაუფარავ ზიზღს.
-აქედან გაეთრიე . ახლავე ოთახში წადი თორემ მაგ წყეულ თვალებს დაგთხრი - ისე უყურებდა , ისეთი ხმით უყვიროდა ინსტიქტურად დახუჭა თვალები და შეშინებული გაიქცა საძინებლისკენ.
კიდევ ერთხელ გაახსენდა რამდენიმე მონაკვეთი წარსულიდან და არჩეულ გზას მტკიცე ნაბიჯებით მიჰყვა.
-საღამო მშვიდობისა _ გაღიმებულმა შეაბიჯა სასტუმრო ოთახში და მაგიდასთან მსხდომ წყვილს მიესალმა. ისე საოცრად გამოუყურებოდა თითქოს მისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო ვახშმობთ , შემოგეჭერით .
_კირა , მობრძანდი ... კარგია რომ მოხვედი _კაცმა სათვალე შეისწორა, ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა _ როგორ ხარ? _მსუბუქად მოეხვია შემდგ კი ცოლს გახედა რომელიც ჩვეულებისამებრ არ იჩენდა დიდ სიხარულს შვილის დანახვსიას
_კირა დე, რა სიურპრიზია
_ ცოტა ხნის წინ გამახსენდა, რომ დღეს დედაა დაბადების დღეა
_შეგეშალა, დღეს არ არის ... იმდენად იშვიათად ხედავთ ერთმანეთს , რომ _კაცმა შეუსწორა და გულწრფელად გაეცინა. ქალმა კი იგრძნო კირასგან წამოსული საფრთხე და მაჯაზე ისე ძლიერად მოუჭირა თითები ბავშვობაში რომ უკეთებდა , მაგრამ ამჯერად ვერ გააჩუმა, ტკივილის შეგრძნება რომ აღარ ჰქონდა არ იცოდა , არც ის წარმოედგინა თუ ოდესმე ეყოფოდა მისი განადგურების ძალა
_გილოცაავ , ვწყევლი იმ დღეს დედაშენმა ბორდელის ერთ_ერთ ბინძურ ოთახში , რომ გაგაჩინა კლიენტის მომსახურების შემდეგ და დაე ჯოჯოხეთში დაიწვეს შენი გადარჩენისთვის. არადა მასზე კარგი დედა იყო, იცით ბატონო ახალო მამავ_გაოგნებულ კაცს გვერდით მიუჯდა, გაბაბთული ყუთიდან ფოტოები ამოიღო და მაგიდაზე გაშალა_ისე მინდოდა შენი გახარება , ნახე რა ფოტოები ვიპოვნეე. როგორი მზრუნველი დედიკო გყავდა , ბავშვობიდანვე შეგასწავლა თავისი პროფესია. მერე ისეთ კაცს მისთხოვდა შენც წარჩინებულ ოჯახისშვილად გარდაისახე და ასე გამოიჭირე მამაჩემი. აიი რამხელა მეტამორფოზა შეუძლია ადამიანს მოახდინოს ცხოვრების განმავლობაში...აქედან აქამდე _ ფოტოზე სხვა გოგონებთან ერთად იყო, აშკარად მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ _ გარეგნობა, თორემ შინაგანად ისევ ის კახ.პაა დედას მხოლოდ ამით დაემსგავსა და არა იმ დედობრივი ინსტიქტით. ქალი მასზე ზრუნავდა, ზრდიდა, უვლიდა მან კი მამას გადაულოცა ჩემი თავი. არც ეს იცოდით? ხო , როგორც კი სამშობიაროდან გამოუშვეს მამაჩემთან დამტოვა თავად კი სამოგზაუროდ წავიდა, განქორწინების შემდეგ წლები ისე გადიოდა რომ ჩემი არსებობა ერთხელაც კი არ გახსენებია. მხოლოდ შემდეგ დაბრუნდა მისმა ნაბიჭვარმა ქმარმა გაკოტრება რომ დაიწყო, მამას ჯერ სასამართლოში ჩივილით დაემუქრა , ის ღორი , ხომ მოსამართლე იყო და ფიქრობდნენ ასე გავასულელებთ , ბევრ ფულს გამოვართმევთ და განვაგრძობთ ჩვენს ბინძურ ცხოვრებასო , მაგრამ მამა არ იყო ის კაცი ამ არარაობებს რომ დამორჩილებოდა. გეცოდინებათ , მამა მოკლეს , საკუთარ დაბადების დღეზე სნაიპერიდ ტყვიამ ისე იმსხვერპლა, რომ მასთან გამომშვიდობებაც ვერ მოვახერხე. ეს სულ ჩემი საყვარელი დედიკოს და მისი გახრწნილი მეორე ქმრის დამსახურებით_კაცი ჯერ კიდევ ფოტოებს აკვირდებოდა და ფერდაკარგულ ქალს უყურებდა რომელიც ამაოდ ცდილობდა შვილის გაჩუმებას
_გეყოფა_მეთქი ! ხმა გაიკმინდე და აქედან წაეთრიე, შეშლილო გოგო
_მადროვე, ღვინო დალიე და ისე მისმინე როგორც მაშინ უსმენდი ჩემს ვედრებას
_გაჩუმდი _მეთქი _ ამჯერად ყვირილს არ დასჯერდა ხელი მოუქნია და ისე მწარედ გაარტყა როგორც ძველად, მაგრამ მის ეინ მდგომს უკვე აღარაფერი შეაჩერებდა, მას აღარ ჰქონდა შიში , არც რიდი და არც სირცხვილის შეგრძნება. ბავშვი გაიზარდა და ზუსტად ახლა აპირებდა სამართლის აღსრულებას
_რამდენჯერ უნდა გამარტყა, არ გბეზრდება ხომ? შენ ეს სიამოვნებას განიჭებდა მე კი მტკიოდა . დაობლებულს , დაცემულს მანამ მირტყამდი სანამ არ დაიღლებოდი ან შენი პედოფილი ქმარი არ მოგვისერებდა. რატომღაც არ უყვარდა რომ მცემდი , მაგრამ იცით რა უყვარდა ყველაზე მეტად? _ კაცს გახედა ისევ , რომელიც ფერდაკარგული უყურებდა დედა _შვილს _ჩემს ოთახში შემოსვლა, ჩემი გაშიშვლება და თავისი ბინძური ხელებით შეხება . ისე თქვენ რა კრიტერიუმით აგარჩიათ? სცემთ ხოლმე, თქვენც პატარა ბავშვები გიყვართ თუ რაიმე სხვა
_რას ამბობს ეს გოგო ...
_გიჟია, სულ მთლად შეიშალა ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ... ალბათ ახლაც ალკოჰოლთან ერთად წამლები მიიღო და ბოდავს. ბიჭებს დაუძახე წასვლის ნება არ მისცენ , მე ექიმს დავურეკავ _ უკან იხევდა, იცოდა გასაქცევი გზა უნდა ეპოვნა
_ის ექიმი დაიჭირეს, ციხეში ლპება ჩემნაირ ბავშვებს რომ კეტავდა ფსიქიატრიულში და მათ გაგიჟებას ცდილობდა. ხოო , ჩემმა დედიკომ ერთი კვირით გამიშვა დასასვენებლად , გიჟებთან ერთად მას შემდეგ რაც ვუთხარი შენი ქმარი ჩემზე ძალადობს_თქო, შენ თუ არაფერს გააკეთებ მე ყველა ჟურნალისტს დავურეკავ და მოვუყვები ამ ამბავს_თქო. სულელი ვიყავი, მეგონა არ ესმოდა ჩემი ყვირილი და მუქარა გაჭრიდა
_შენ ვინ ყოფილხარ _კაცი 70 წელს გადაშორებული იყო, ამბავმა იმდენად ააღელვა, რომ საუბარიც აღარ შეეძლო
_მე ახლა დაგტოვებთ, თავს გაუფრთხილდით და რაც შეიძლება მალე განქორწინდით თორემ მას შეუძლია მოგკლათ და თქვენი ქონება მთლიანად მიითვისოს.
_შე პატარა ძკნა ხომ იცი რომ გაგანადგურებ ... ამ ყველაფერს არ შეგარჩენ და ნუ იფიქრებ, რომ
_დედიკოო რა სიტყვებია, ასე მოქცევა შეგფერის? მე ახლა უკანასკნელად გხედავ, შენ ჩემ ცხოვრებაში აღარ ხარ, ოდესმე რომ შემახსენო შენი არსებობა ყველა იმ დოკუმენტს გამოვიყენებ რაც ხელთ მაქვს და პირდაპირ ციხის ბინადარი გახდები. ასლები აქ არის, ყუთში...გილოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა დაგწყევლოს და დროულად გადაგიხადოს ყველა ცოდვისთვის

ყველაფერი დაასრულა, უკანასკნელ შიშს მოერია, გაიზარდა. კარადაში დამალული გოგონა სამუდამოდ დაემშვიდობა ქალს , რომელიც სამყაროში ყველაზე მეტად უნდა ჰყვარებოდა , მაგრამ ამის საშუალება არ მისცა. წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავდა ნამდვილი დედა _შვილობა, მხოლოდ წაკითული, მოსმენილი ან შორიდან ნანახი ჰქონდა და ყოველ ჯერზე ნაწილებად იმსხვრეოდა ახლა კი გათავისუფლდა მისი ბნელი ჩრდილისგან.
.............
ბინის კარი ნინამ რომ გაუღო წამში გაქრა ყველა ხმა, რომელიც იქედან წასვლას შთააგონებდა, ეჭვიანობის გრძნობამ საკუთარი დანაშაულიც კი დაავიწყა. თვალებგაფართოებულ გოგონას გვერდი აუარა და სახლში დაუკითხავად შეაბიჯა. ჩანთა იქვე დატოვა, ისე იქცეოდა თითქოს იქ პირველად არ იმყოფებოდა
_თქვენ ...
_მე მოვედი? დღეიდან აქ ვიქნები , შეგიძლია წახვიდე, დაისვენო , თავისუფალი ხარ _ზემოდან დახედა თავისზე დაბალს და გაიგო კიდეც მონატრებული ხმა
_ნინაა , პატარავ სად წახვედი... ხომ გითხარი არ მჭირდება _ ხელი ისევ თაბაშირში ჰქონდა, ზემოდან წარწერები და ნახატები გაეკეთებინა გოგოს რომელიც იმ დროს სულაც არ იყო ხუმრობის ხასიათზე
_თავად შემოვიდა ისე რომ არაფერი უთქვამს
_როგორ არ მითქვამს, მაგრამ პატარებს გამეორება გჭირდებათ . მე მოვედი, შენი წასვლის დროა _გოგონას გახედა ., ისე კი მთელი სხეული ეწვოდა დუდას რეაქციის მოლოდინში
_თქვენ ვინ მოგცათ უფლება სხვის სახლში გადაწყვიტოთ
_ნინა, გთხოვ დაგვტოვე. მოგვიანებით დაგირეკავ, ნიკოს უთხარი ხვალ მოვიდეს _ სუნთქვა შეეკრა კაცი გოგონასთან რომ მივიდა, ხელი თავზე გადაუსვა , შუბლზე აკოცა და ასე მშვიდი, სიყვარულით სავსე ხმით უთხრა თითოეული სიტყვა
_როგორც შენ იტყვი _ქვემოდან უყურებდა, დამრგვალებული თვალებით და კირა შორიდანაც გრძნობდა მის ემოციებს. ისიც იცოდა კარის მიხურვისთანავე რომ იტირებდა და შეებრალა ამ ტკივილისთვის, მაგრამ ეგოისტი უნდა ყოფილიყო, თავის გადასარჩენად სხვა გზა აღარ ჰქონდა, ეს იყო უკანასკნელი .
დუდას მდუმარედ მიჰყვა, თვალს ადევნებდა მის მოძრაობას , ჩამოშვებულ მხრებსა და მდუმარე , ნელ ნაბიჯებს . არაფერს ამბობდა, გაუფერულებული მზერა გაუსწორა სავარძელში მჯდომმა და კითხვაც კი უსიტყვოდ, ცარიელი თვალებით დაუსვა.
_არაფერს მეტყვი, ხომ? ამ სიჩუმით მაჩვენებ, რომ დავსრულდი , იმდენად სულერთი გავხდი, რომ არც მეჩხუბები , არ გამლანძღავ, არ მისაყვედურებ, არ მეტყვი რომ მოღალატე ვარ
_თავს როგორ გრძნობ, სასიამოვნოდ იმოქმედა ჩემმა დასჯამ?
_დუდა
_ვცადე, ღმერთია მოწამე, მე ყველაფერი ვცადე შენს დასაბრუნებლად, მაგრამ ყოვლისშემძლე არ ვარ. შენში აღარაფერია ჩემი
_ტყუილია ! გთხოვ მომისმინე ... მე ყველაფერი მოვაგვარე, მთელი ძალით ვეცდები შევიცვალო
_შენი მოსმენა აღარ შემიძლია,მხოლოდ ერთს გეტყვი იმ შენს საყვარელს უთხარი, რომ აუცილებლად მივაკითხავ და ყველა წუთისთვის მოვთხოვ რაც დამაკარგვინა ! შენ კი იმედია ამ დროს მის გვერდით არ იქნები, მეშინია ეშმაკმა არ მძლიოს და რამე არ გავნო!
_დუდა გთხოვ მასთან ყველაფერი მოვაგვარე, შენ რომ რამე მოიმოქმედო მეორედ არ დაგინდობს , მოგკლავს და გემუდარები ნუ ჩაერთვები ამ ომში . შენ ხომ არ ხარ ასეთი
_როგორ მოაგვარე , რამდენიმე დღე გჟმავდა და იმდენად კმაყოფილი დარჩა , რომ მეც მაპატია? გმადლობ, როგორი მზრუნველი ხარ
_ამაზე არ გვინდა, გთხოვ ... დავივიწყოთ . ხომ გინდოდა აქედან წასვლა. წავიდეთ , ყველაფერი დავტოვოთ და წავიდეთ. ნებისმიერ ადგილას გამოგყვები . ამ წამსვე რომ მითხრა გავფრინდეთო
_მე და შდნ ერთად აღარასდროს გავფრინდებით !
_დუდა , გთხოვ . შენ ხომ შეგიძლია წყენის დავიწყება, მიმტევებლობა შენი ჩემთვის ყველაზე გაუგებარი თვისება იყო . გებრალებოდნენ ისინი ვინც შენთვის რაიმეს წართმევას ან დაშავებას ცდილობდა , ვინც _ინსტიქტურად დაეშვა იატაკზე, კაცის ფეხებთან მუხლებზე იდგა , თითები მის მტევანს შემოჰხვია და ამღვრეული მზერით ცდილობდა მის გატეხვას
_შენი დანახვა აღარ მინდა ! შენ არარაობად ქცეული , დამახინჯებული, გახრწნილი სულით არ მინდა ოდესმე ჩემს ცხოვრებაში კიდევ გამოჩნდე. ვნანობ ყველა წუთს რომელიც შენთან გავატარე
გემუდარებიო კაცის ტუჩებთან დაიჩურულა, ან იქნებ არც უთქვამს უბრალოდ გაიფიქრა და ისე აკოცა როგორც პირველად, სასოწარკვეთილმა შვებისძიებაში, ისე ფრთხილად თითქოს ამ ერთ შეხებაში იყო უკანასკნელი იმედი . ამჯერადაც არ გამოვიდა , მაშინ ბიჭისგან წამოსული ემოციების ზღვა იგრძნო ახლა კი მხოლოდ სიცივე , სულს რომ მოედო და მთლიანად გააქვავა.
აღარაფერი უთქვამს , მხოლოდ უკანასკნელად შეავლო მზერა მის თვალებს და უკანმოუხედავად წავიდა.
ტიროდა, მაგრამ ვერ გრძნობდა. მიმიკა არ ეცვლებოდა, ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, მანქანაც კი დაავიწყდა და ფეხით გაუყვა ხალხით გადავსებულ ტროტუარს. ფოტოებს უღებდნენ, ვიდეოებს და ირგვლივ ყველას ყურადღება მისკენ იყო მიმართული. შემდეგ ერთი ნაბიჯი გადადგა, ორი და მანქანის საბურავების ხმაც გაიგო, დამუხრუჭებისას რომ გამოსცა. ხალხის კივილი , ხმაური და ცივ ბეტონზე დაცემისას ცის ვიწრო ზოლი , რომელივ სიბნელეში ჩაიკარგვამდე დაინახა.

პირველად არ იყო ამ მდგომარეობაში, მაგრამ გამოფხიზლება ასე რთული არასდროს ყოფილა. ახლა ალექსანდრეს გაბრაზებული სახე არ დახვდებოდა და თავად მოუწევდა ყველაფერზე ზრუნვა. სიმარტოვის მსგავსი შიში ჯერ არ ჰქონია, მას შემდეგ არ რაც სანდროს გადაეყარა და მანამდეც მუდამ პოულობდა ვინმეს ვინც გვერდით ეყოლებოდა .
_ქალბატონო , კირა ჩემი გესმით ? _ უცნობი ხმა სულ უფრო მკვეთრად ესმოდა, დამძიმებული ქუთუთოები რომ დააშორა გამოსახულება დაბინდული იყო, მაგრამ ნელ_ნელა გაიწმინდა და დაინახა კიდეც თეთრხალათიანი ქალი წითელი თმითა და მუქი შავი თვალებით _ არ აღელდეთ , ყველაფერი რიგზეა ... უსაფრთხოდ ხართ _დაბალი, მშვიდი და თბილი ტონი ჰქონდა , სასიამოვნოდ ჟღერდა და სრულიად გამოფიტულ კირას ჭირვეულობის მიზეზს არ უჩენდა
_ავარია _ გამშრალი პირით ძლივს მოახერხა სიტყვის თქმა და პასუხს დაელოდა
_მძღოლმა დამუხრუჭება მოასწრო , თქვენ კი გონება დაკარგეთ და მსუბუქი ნაკაწრები გაქვთ დაცემის შედეგად მიღებული, მაგრამ დეჰიდრატაცია გაქვთ დაწყებული,როგორც სჩანს დიდი ხანია შიმშილობთ ...
-წასვლა მინდა... ჩემი ნივთები მომიტანონ
-ჯერ ვერ წახვალთ, წვეთოვანი უნდა დასრულდეს, განმეორებითი ანალიზის პასუხები
-ლამაზო, ნუ მომაწყობინებ სკანდალს ,გთხოვ - წამოიწია და თავბრუსხვევის მიუხედავად შეასრულა გეგმა. ოთახიდან გასულს წინ ნიკო რომ დახვდა უკან დაიხია- რა ჯანდაბაა
-გინდა მოკვდე და დუდას მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა აწუხებდეს? - წინ წასულს მიჰყვა და კბილებსშორის გამოსცრა
-უკვე ვეღარ ვიგებ დუდა შენ უფრო მეტად გიყვარს,თუ შენს პატარა დას... იქნებ სიძედ გინდოდა სულ, შენ ხომ ყველაფერს წინასწარ განსჭვრეტ - უნდოდა სწრაფად მოეშორებინა,არავის აჩვენებდა რამდენად იყო დაუძლურებული
-რას ბოდავ- მკლავზე ხელი მოუჭირა და თავისკენ შეაბრუნა- ნინა რა შუაშია
-აჰ,ანუ შენ გიყვარს და იმიტომ ვერ მიტან. გეი არ არის, არც ბი ...შანსი არ გაქვს ვერასდროს გაჟ.მავ აი შენი პატარა პრინცესა კი დიდი შანსებითაა
-ნინაზე ნუ საუბრობ , არ გაბედო
-არ იცი? ღმერთოო ნიკომ არ იცის მისი პრინცესას ფარული ზრახვები,მისი ფანტაზიები შენთვის მიუწვდომელია ... ფრთხილად იყავი, დუდა ახლა ისეთი გატეხილია შესაძლოა შეაცდინოს შენმა პატარა ეშმაკუნამ
-ენა ჩაიგდე !
-სიმართლე მუდამ მწარეა, რას ვიზამთ- ჩანთას უჭერდა თითებს, ცდილობდა ძალა მოეკრიბა, პირველივე გამვლელ ტაქსს ხელი დაუქნია და ნიკოს დაუსხლტა- თამაშიდან გავედი, მოედანს შენს პაწაწუნას ვუტოვებ . უთხარი ქორწილში დაპატიჟებაზე თავს ნუ შეიწუხებს, მაინც არ მოვალ - კარის მიხურვამდე თქვა და შემდეგ სავარძელს მიეყრნო. მძღოლს ხელით ანიშნა წადიო და კორპუსის გამოჩენამდე თვალებდახუჭული ,გაუნძრევლად იჯდა.
......................
-თავი ვინ გგონია, ჰა? როგორ ბედავ ჩემს ცხოვრებაში ჩარევას - დივანზე იწვა, გაბრუებული გამოსახულებასაც ვერ არჩევდა, შემდეგ ნინას სახე გაარჩია და ინანა კარი ,რომ არ ჩაკეტა
-ესაა მომავალი თაობა? სადაა ზრდილობა, იცი რამდენი წლით უფროსი ვარ ? თუმცა ჩემი ასაკის კაცი ქმრად გინდა და - წამოჯდა , ფეხი ფეხზე გადაიდო, მაგიდაზე დადგმული ჭიქა წყლით შეავსო და გამშრალი ყელი ჩაიწმინდა
-შენ საერთოდ რა იცი ჩემი გრძნობების შესახებ. ერთი გულქვა, უგრძნობი ქალი ხარ რომელსაც კაცებით თამაშის გარდა არაფერი ეხერხება... თავი შეუცვლელი გგონია?
-მე თუ შეუცვლელი არ ვარ , შენ მუდამ ჩამნაცვლებელი იქნები ... ის ვინც ჩემი ადგილის შევსებას შეეცდება. საკუთარი თავი არ გებრალება? მე ძალიან მაწუხებს შენი მდგომარეობა ,იცი? გულწრფელად, საშინელება იქნება როდესაც იცი არ უყვარხარ, ქალად ვერ აღგიქვამს და ერთდროულად ცდილობ ცხოვრების ქალი დაავიწყო და თან თავი შეაყვარო, ცდილობ შენზე დამოკიდებული გახდეს, დასჭირდე და ფუნქცია მოგანიჭოს. ყველაფერზე წამსვლელი ხარ? გგონია გაუძლებ ჩემს აჩრდილს?
-შენ თუ გონებას არ აურევ , მისთვის არ არსებობდი
-როგორი გულუბრტყვილო ხარ- გულწრფელი იყო, სცადა ,მაგრამ ისე ვერ მოექცა როგორც სხვა ქალებს - ვწუხვარ,მართლა
-უბრალოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან ...უარი თქვი მასზე და იპოვნე ვინმე სხვა. შენთვის ხომ სულერთია, იმდენი გყავს ვინმე სხვა აარჩიე, ნებისმიერი ოღონდ დუდა არა
-ხო, ჩემთვის სულ ერთია- სიტყვა დაანაწევრა და ჩაიცინა - შენც ხომ ბევრს მოსწონხარ, დარწმუნებული ვარ შენი თანატოლები მოსვენებას არ გაძლევენ . რატომ მაინცადამაინც დუდა
-თავი გამოცდილი ,ჭკვიანი ქალი გგონია. სინამდვილეში კი ჩამოყალიბებელი ბავშვივით იქცევი, ვერ გადაგიწყვეტია რა გინდა . მე კი ზუსტად ვიცი რა მინდა , ვისგან მინდა და რაზე ვარ წამსვლელი
-გითმობ, ისეთი რამ გავაკეთე დუდა გადმოგილოცე ... ნიკოსაც შენს ნაცვლად გავაგებინე . ახლა ჯერი შენზეა, თავი შეაყვარე და გააბედნიერე - ბოლო წამს გაუსწორა მზერა და მერე ისევ ჩაიცინა- მაინც თავი დაიზღვიე , შორს წაიყვანე შემთხვევით რომ არ გადავეყარო
-იმედია შენც იპოვნი ოდესმე სიმშვიდეს, მე მინდა კარგად იყო,ყველასთან დუდას გარდა
-ვიცი, ჩემით აღფრთოვანებული ხარ . შეიძლება ითქვას ბავშვობიდან გიყვარვარ ,ჩემი გულმხურვალე გულშემატკივარი იქნებოდი რომ არა დუდა- ისევ მოიშორა ნიღაბი და საბოლოოდ დაემშვიდობა გოგონას- შენ მე უკვე მიგებ , ცხოვრებით
............
ნინასთან საუბრის შემდეგ რაიმე თუ გამოაფხიზლებდა ვერ წარმოედგინა ,მაგრამ გაიგო ის რამაც სახლიდან გასვლა აიძულა. სრულიად გათიშული უყურებდა კადრებს სადაც ალექსანდრე მშვიდად საუბრობდა. მისი მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები კი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ. არ იცოდა რამდენი ხნის წინ გავრცელდა ეს ინფორმაცია, დროის აღქმა დაკარგული ჰქონდა .
-ცოცხალია . ალექსანდრე არ მომკვდარა! _გონებაში სხვა არაფერი ჰქონდა , ყველაფერი წაიშალა და მხოლოდ ეს ინფორმაცია დარჩა. ვერ იჯერებდა, მაგრამ მაინც ბედნიერების ნაპერწკლები ღვივდებოდნენ მის არსებაში. სად წავიდოდა თუ არა მასთან, უამრავი მეგობარი ჰყავდა ალექსანდრეს,მაგრამ კირას იმ ორს არასდროს აცნობდა. ქალმა კარგად იცოდა თორნიკეს და გაბრიელის ადგილი მის ცხოვრებაში, მუდამ ელოდა დღეს როცა მათ შეხვდებოდა ,მაგრამ ეს დრო არასდროს დადგა. ამჯერად თავად გადაწყვიტა, სანდროს ნებისგან დამოუკიდებლად
_შენთან შემოსვლა ყოველთვის რთულია _ ბართან მდგომ მაღალ სკამზე მჯდომ კაცს მიუახლოვდა _გილოცავ მეგობრის დაბრუნებას , გაბრიელ
_ჩვენ ვიცნობთ ,მშვენიერო? _ჭიქა დაცალა და ისე ურცხვად აათვალიერა კირა თითქოს პირველად ხედავდა.
_მგონი იმიტომ არ გაგვაცნო ერთმანეთი , რომ მე და შენ ზედმეტად ბევრი საერთო გატაცება გვაქვს _ სასმელი დაისხა და თავადაც სულმოუთქმელად დაცალა _ მართლა ცოცხალია?
-თქვენს მშვენიერ თითზე ბეჭედს ვერ ვხედავ ,გზა ხსნილია?- ხელზე შეეხო კირამ კი წარბები შეკრა
_გეყოფა ! არ მაქვს უფლება გავიგო ცოცხალია თუ არა? ამდენი წელი თვალს ვხუჭავდი, თავს ვისულელებდი და თამაშში ვყვებოდი. ორი განებივრებული მდიდარი ბავშვის სიყვარულის ისტორია ყველამ დაიჯერა ... ჯანდაბა , რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ რაც აქ პირველად მოვხვდი. ამ ბინძურ უბანში , იმ ნაბიჭვრებთან ერთად ... შენ იყავი ხომ? მაშინ სანდროსთან ერთად ვინც ჩხუბობდა, თქვენ გადამარჩინეთ _სიგარეტის ღერს მოუკიდა და პაუზის შემდეგ განაგრძო საუბარი_აქედან დაიწყო ჩემი და მისი ურთიერთობა
_ეს ადგილი ბევრ ისტორიას ინახავს... ბევრი გზაარეული შეუფარებია
_როდის დაბრუნდება, მარიამთან ერთადაა ხომ? ვიცი ისიც სადღაც წავიდა
_ერთად არიან ... დაბრუნებას არ აპირებენ . რამე რომ აურიო პასუხს მაგებინებს _ქვემოდან გახედა და სიგარეტის ღერი ააცალა _ იუველირთან რას აპირებ ? გავიგე მისი და ზურასთან ჯახის ამბავი. მაგარი შენძრ.ეული ვინმეა ხომ იცი
_მოვაგვარე
_დარწმუნებული ხარ?
_ ჩემი ამბები სულ იცოდა ხომ? მანაც და თქვენც
_ჩვევას ვერ ვღალატობ . სულ მევასებოდი , ტეხავს ძმაკაცის ქალებთან ჟმაობა რომ არ შემიძლია ... მომენტალნად იმპოტენცია მემართება
_მე თუ მოვინდომებ დაივიწყებ მაგ ფაქტს- გაბრიელის წინ იდგა, მისკენ დაიხარა და გაუღიმა- შენც მახინჯ წარსულს მალავ ამ ნიღბის მიღმა, არა?
-ერთად გადავლახოთ ჩვენი პრობლემები ? - თითები თმაში შეუცურა ,თითქმის შეეხო ქალის მსხვილ ტუჩებს
- საშინელებაა გარედან რომ ასეთი ღვთაებრივი ხარ და შიგნიდან მთლიანად დაფერფლილი -თავი უკან გასწია, ნაბიჯით დაშორდა და ხელი გაუწოდა- მგონი დროა ვაღიაროთ ,რომ ერთმანეთს ვიცნობთ
-დამიკავშირდი ნებისმიერ დროს - ხელი ჩამოართვა ,შემდეგ ხელისზურგზე აკოცა და წასვლამდე მხოლოდ ეს უთხრა
-მეეჭვება კიდევ რაიმე დამჭირდეს ამ ცხოვრებაში, იქ თუ შევხვდებით თავიდან დავიწყოთ - შორს იყო უკვე, თვალი ჩაუკრა და წავიდა.
უცნაური სიმშვიდე მიჰყვებოდა თან, ალექსანდრე ცოცხალი იყო ეს თავისთავად მარტოობის შეგრძნებას უქრობდა,მაგრამ მასში არსებულ ქალს ისევ ჩაკეტვა, სამყაროს დატოვება სურდა.
ქუჩაში მიმავალმა დაინახა უზარმაზარ ბილბორდზე საკუთარი ფოტო და მანქანა გზიდან გადაიყვანა. დიდხანს უყურებდა სუნთქვაშეკრული, შემდეგ გადავიდა , ფეხით განაგრძო სვლა ყველა მას აკვირდებოდა , მიჩვეული იყო,მაგრამ ამჯერად სხვა ემოციის გავლენის ქვეშ იყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, დუდას კატალოგის წარდგენა ფურორს მოახდენდა.
მიწვეული არ იყო და ეს სრულ უარყოფას კიდევ ერთხელ ამტკიცებდა. პირველად არ მიდიოდა წვეულებას არასასურველი სტუმრის სტატუსით, მაგრამ ამჯერად საკუთარ თავს წირვას გამოუტანდა . ირგვლივ ყველგან ფოტოები იყო, კატალოგს განიხილავდნენ, გამოფენილ სამკაულებს ათვალიერებდნენ, ელოდნენ ახალ ნამუშევრებს და ძველებს შესცქეროდნენ. მიდიოდა მანამ სანამ ყველაზე ხალხმრავალ ადგილს არ მიაღწია . შეჩერდა თუ არა წამსვე მასზე გადმოინაცვლა ყურადღების ცენტრმა და დაინახა , დუდას პირადი ფოტოალბომიც გაესაჯაროებინა. მოშორებით, სრულიად სხვა მხარეს იდგა, ნინა უმშვენებდა გვერდს და კვლავ იმ ცივი მზერით უცქერდა . ეს იყო დასასრული, პირველი ფოტო რომელიც საზოგადოებამ იხილა მისი შექმნილი იყო, მან დაიწყო და დაასრულა.
არაფერი უთქვამს, უამრავი დასმული კითხვიდან ერთისთვისაც არ უპასუხებია. ბოლოჯერ მოავლო მზერა საკუთარ გამოსახულებებს , დუდას უკანასკნელად შეხედა, გაუღიმა და წავიდა. მიდიოდა და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ელოდა მისი ხელის შეხებას, მაგრამ ის ისევ იქ იდგა, ნინას გვერდით გაქვავებული, გაყინული მზერით მიაცილებდა.
..................

-კირა ... შემომხედე - ბურანში მყოფი ნაცნობ შეხებას გრძნობდა, საკუთარი სახელი ჩაესმოდა და გათიშული გონება ცოცხლდებოდა . ლოყაზე თბილი ტუჩები რომ მიეკრო ემოციების სიჭარბისგან ცრემლებმა იწყეს სვლა
-მოხვედი , მაპატიე...- გაყინული თითები წვერიან ლოყაზე შეახო და კოცნას კოცნით უპასუხა
-დაივიწყე, ყველაფერი წარსულში დავტოვოთ!
-ეშმაკსაც წაუღია - მკრთალად გაუღიმა და ისევ აკოცა . მონატრებას გრძნობდა, ისეთს მანამდე რომ არ განუცდია
-რამდენი დღეა შიმშილობ, სარკეში ჩაიხედე? -ეფერებოდა და ძალაგამოცლილს სხეულზე იკრავდა
-შენი მომზადებული საუზმე და ვახშამი არ იყო ,სხვა არაფერი მინდოდა- ყელში აკოცა და თვალები დახუჭა- მეძინება , დავიღალე
-რა მიიღე
-არ ვიცი...არ მახსოვს -ქუთუთოებს ძლივს აშორებდა ერთმანეთს, ყველაფერი მოჩვენებას ჰგავდა, საკუთარი ხმაც შორიდან ესმოდა. მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებები ქმნიდნენ საერთო მუხტს და ტვინს ტალღებად მიეწოდებოდა. გონს მოსვლის შემდეგი ეპიზოდისას წამლის მოქმედება განვლილი იყო , გონებაში ჩარჩენილმა კადრებმა ერთიანად გამოაფხიზლა , საწოლიდან სწრაფად წამოდგა და აივანზე მდგომი რომ დაინახა წამებში დაფარა მანძილი. უნდოდა მოხვეოდა, მაგრამ ვერ გაბედა, ისევ ისე უყურებდა, კვლავ უმეტყველო ჰქონდა გამომეტყველება
-დაბრუნდი?
-მე კი, შენ?
-შენთან ვარ - თვალები გაუბრწყინდა, გალეული მკლავები ყელზე შემოჰხვია და მთელი სახე დაუკოცნა, ასე ცხოვრებაში პირველად იქცეოდა
-დამიმტკიცე ,რომ საბოლოო გადაწყვეტილებაა შენი ჩემთან ყოფნა
-ყველაფერს გავაკეთებ,სადაც გინდა იქ წამოგყვები
-ცოლად გამომყვები ! - ზემოდან დაჰყურებდა თავისი ცისფერი თვალებით - ან სამუდამოდ დამკარგავ
-არ გჭირდები, ცოლად ვერ ...
-განხილვა არ მჭირდება, მხოლოდ დადებითი პასუხი ან მშვიდობით
-ჩიხში მიმიმწყვდიე - წარბები შეჭმუხნა, მაგრამ სხვა არაფერი შეეძლო, მანძილსაც კი ვერ ზრდიდა, მთელი სხეულით მიეყრდნო და გაირინდა.

მზის სხივებმა გააღვიძეს, უჩვეულოდ დაიწყო დილა . სხეულზე შემოხვეულ კაცის მკლავები დადებითი მუხტით ავსებდნენ, მათი მოშორების სურვილი წამითაც არ უგრძვნია . ყელზე ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა, ძილშიც კი ეფერებოდა და ამის გააზრებისას გაეღიმა. ჯერ ფანჯრიდან გაიხედა,მიხვდა,რომ იქ ცხოვრების მანძილზე ფარდა ბოლომდე გადაწეული პირველად იყო და გაღვიძებულს ხედით ტკბობა შეეძლო. გარეთ ბუნება ყვაოდა, მტრედები დაფრინავდნენ და რამდენიმე მათგანი აივნის მოაჯირზეც დაჯდა იმ წამს.
-მოხვედი და მშვიდობა მოგყვება - ჩუმად თქვა, ფრთხილად გადაბრუნდა და დუდას პირისპირ დარჩა. ერთხანს უყურებდა, შემდეგ ტუჩები თვალთან ახლოს შეახო და მკერდზე მიეკრო. მოკეცილი იწვა, მის მკლავებში მოქცეული პატარა ჩიტივით და კაცის მშვიდ გულისცემას უსმენდა -წასვლის ნებას აღარასდროს მოგცემ . მაპატიე , მჭირდები და ვერ დაგთმობ
ალექსანდრეზე არ უსაუბრიათ, კირას საერთოდ არ ახსოვდა მხოლოდ ხელმოწერაზე ფიქრობდა და დუდა მზადების პროცესშიც ნიუსებს ადევნებდა თვალს.
-ერთ საათში ხელს ვაწერთ , ცოლად მირთავ და აპირებ ცხოვრება დამიკავშირო . მიდიხარ ბრბოს წინააღმდეგ ... შენი პრობლემა ისევ ის არის?- თეთრი კაბით იდგა და ზემოდან დაჰყურებდა გაბრაზებული გამომეტყველებით
-ცოცხალია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში ... განა სხვა ვინმეს შეუძლია ჩვენს შორის ჩადგეს?
-ჩვენს შორის რა დარჩენია, მარიამი ჰყავს რომელზეც უგონოდაა შეყვარებული
-და შენ , არ გინდა მასთან?
-შენ გინდა შენს ქალებთან ? არ მაინტერესებს, მაინც არავის დავუთმობ შენს თავს ასე რომ მომბაძე
-ქალები არ მყავს , არავის აქვს ჩემთან ის კავშირი რაც შენ და მას გქონდათ . არ აქვს მნიშვნელობა სიყვარულს უწოდებ თუ რაიმე სხვას, არ მინდა ჩემს გარდა ვინმესთან იყო
-მე კი არ მინდა ვიქორწინოთ, მაგრამ შენ მაწვები და მეც გნებდები
-წარმოუდგენლად მიყვარხარ - მზერა ვეღარ მოაშორა, თავი დახარა , მაჯაზე პაწაწინა ხალი იპოვნა და ტუჩები ნაზად შეახო
-შენს გარდა ამ ხალზე არავინ იცის - ბავშვობა გაახსენდა და კვლავ გაეღიმა
-ეცადე თავიდან შემიყვარო , ძველებურად
-ვერაფერს დაგპირდები იმის გარდა ,რომ ხელს არ გაგიშვებ!



№1  offline წევრი duchi_duchi

წინ კიდე ბერვი არეულობა გველოდება ვატყობ,ასე ადვილად ეს ჭკუას ვერ შეიცვლის.და ჰო კიდევ დუდამ ცოლად რატო მოიყვანა ასე მალე რა მოხდა ვერ გავიგე,რამეს აწყობს და არვიცი?ჭკუა უნდა ასწავლოს და ვერ ვხვდები?არვიცი არა ერთი ის ვიცი რო მინდა კირა ვნახო რქებ მოტეხილი,სიყვარულისგან და ეჭვიანობისგან გაგიჟებული.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მამის მკვლელობაში კირას დედის როლი ამან დამშოკა, ღმერტო ეს ქალი ასეთი საშინელი როგორ შეიძლება ყოფილიყო, შვილს ასე ვინექცევა, ახლა მესმის კირას სამივე აბორტის მიზეზი :( ძალიან მძიმეა, ამ გოგომ რომ შეინარჩუნა ასე თუ ისე საღო გონება კოდევ გასაკვირია, გაბრიელის გამოჩენა ისტორიაში, მიყვარს ეს ბიჭი და რა ვქნა. დუდას ქცევის მიზეზი, ასე იცებ აზრია ცვლილება ვერ ვხვდები რას ემსახურობა, ვფიქრობ რომ კარგი ზრახვები აქვს მაგრამ მეტამორფოზა ასე უცებ ვერ მოვხვდი როგორ მოხდა, მოკლეს საოცრად გამოგდის წერა ამ ისტორიის მიგვაჯაჭვევა და ეგაა, დღეს მთელი დღეა ვარეფღეშებდი საიტს რომ მენახა თუ დადე, ველოდები მოუთმენლად გაგრძელებას მგონი მალე მივალთ ხომ აწმყოსთან, როთაც პირველი თავი დაიწყე…

 


№3  offline წევრი დარინა

კირა ისევ რომ აურევს ფაქტია, ორივეს ასგილზე დავაყენე საკუთარი თავიი, დუდა რომ ვიყოო არ ვიცი რამდენად მეყვარებოდა კირასნაირი ქალიი, რომელსაც ფაქტია გამოსწორება და ცხოვრების სწორ გზაზე დადგომა არ უნდაა ჯერჯერობით მაგის სურვილს ვერ ვხედავ. კირას ადგილზე წარმლდგენისას კი გავქვავდი რამდენად გავუძლებდი იმ ყველაფერს არ ვიცი, ფაქტია არასწორი გზა აირჩია საკუთარი ცხოვრების წარმართვის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვია რომელიც 15 წლის ასაკში ჩარჩა, სიბრალულის გრძნობას იწვევს ჩემში კირა ჯერჯერობით, მარიამ შენ კი როგორც ყოველთვის ოქროს ხელება მარიამი ხარ ❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Life is beautiful

მომავალს ვნებდები და ველოდები...
ნეირონების ძირები ამეწვა ფიქრით.
ახლავე ვბრაზდები კირაზე, რომ ვიცი ფეხი დაუცდება და გული მიჩერდება!
ნუ , რაც არის, არის!
გელოდები ♡

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
წინ კიდე ბერვი არეულობა გველოდება ვატყობ,ასე ადვილად ეს ჭკუას ვერ შეიცვლის.და ჰო კიდევ დუდამ ცოლად რატო მოიყვანა ასე მალე რა მოხდა ვერ გავიგე,რამეს აწყობს და არვიცი?ჭკუა უნდა ასწავლოს და ვერ ვხვდები?არვიცი არა ერთი ის ვიცი რო მინდა კირა ვნახო რქებ მოტეხილი,სიყვარულისგან და ეჭვიანობისგან გაგიჟებული.

რაღა ჭკუა უნდა ასწავლოს ამას კიდე რამის დაშავება უნდა? არ ვიცი შურისძიების თემა ნამდვილად არაა და რაც მოხდა გაირკვევა შემდეგ თავში ან იმის შემდეგ ზუსტად არ მახსოვს რომელში მიწერია :დ

ablabudaa
მამის მკვლელობაში კირას დედის როლი ამან დამშოკა, ღმერტო ეს ქალი ასეთი საშინელი როგორ შეიძლება ყოფილიყო, შვილს ასე ვინექცევა, ახლა მესმის კირას სამივე აბორტის მიზეზი :( ძალიან მძიმეა, ამ გოგომ რომ შეინარჩუნა ასე თუ ისე საღო გონება კოდევ გასაკვირია, გაბრიელის გამოჩენა ისტორიაში, მიყვარს ეს ბიჭი და რა ვქნა. დუდას ქცევის მიზეზი, ასე იცებ აზრია ცვლილება ვერ ვხვდები რას ემსახურობა, ვფიქრობ რომ კარგი ზრახვები აქვს მაგრამ მეტამორფოზა ასე უცებ ვერ მოვხვდი როგორ მოხდა, მოკლეს საოცრად გამოგდის წერა ამ ისტორიის მიგვაჯაჭვევა და ეგაა, დღეს მთელი დღეა ვარეფღეშებდი საიტს რომ მენახა თუ დადე, ველოდები მოუთმენლად გაგრძელებას მგონი მალე მივალთ ხომ აწმყოსთან, როთაც პირველი თავი დაიწყე…

მალე მივალთ ნამდვილად ... დღეს მგონი ვერ დავდებ რაღაცები ჩასასწორებელი მაქვს და ცოტა დარჩა ძალია დასრულებამდეც ♡♡♡♡♡ იმედია ყველაფერი გასაგები იქნება ბოლოს

დარინა
კირა ისევ რომ აურევს ფაქტია, ორივეს ასგილზე დავაყენე საკუთარი თავიი, დუდა რომ ვიყოო არ ვიცი რამდენად მეყვარებოდა კირასნაირი ქალიი, რომელსაც ფაქტია გამოსწორება და ცხოვრების სწორ გზაზე დადგომა არ უნდაა ჯერჯერობით მაგის სურვილს ვერ ვხედავ. კირას ადგილზე წარმლდგენისას კი გავქვავდი რამდენად გავუძლებდი იმ ყველაფერს არ ვიცი, ფაქტია არასწორი გზა აირჩია საკუთარი ცხოვრების წარმართვის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბავშვია რომელიც 15 წლის ასაკში ჩარჩა, სიბრალულის გრძნობას იწვევს ჩემში კირა ჯერჯერობით, მარიამ შენ კი როგორც ყოველთვის ოქროს ხელება მარიამი ხარ ❤️❤️❤️❤️

დედამისის მოშორება ვფიქრობ ის იყო რაც სწორედ ცვლილებისკენ გადადგმულ ნაბიჯად წარმოედგინა კირას... მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გააკეთებდა . დუდასთან მისვლაც ამის მანიშნებელი იყო თორემ თავისი ნებით არასდროს მივიდოდა ბრძოლის სურვილი რომ არ გასჩენოდა.
ნამდვილად ისევ იმ ასაკშია ჩარჩენილი თავისი აზროვნებით

Life is beautiful
მომავალს ვნებდები და ველოდები...
ნეირონების ძირები ამეწვა ფიქრით.
ახლავე ვბრაზდები კირაზე, რომ ვიცი ფეხი დაუცდება და გული მიჩერდება!
ნუ , რაც არის, არის!
გელოდები ♡

თან ვამბობთ იდეალური არავინაათქო და თან მაინც იდეალურობას ველით ყველასგან :დ
კირა ფსიქოლოგიურად იმდენად ლაბილურია ყველაფერი მოქმედებს და მიუხედავად იმისა რომ ეცდება მაინც არ გამოვა ამ ეტაპზე

 


№6  offline წევრი Life is beautiful

ხო, რავი მე მაინც მჯერა იდეალურობის, იმ ასპექტში რომ ყველა, არაიდეალურად იდეალურია. :დ (გაიგე ახლა რა ვთქვი. :დ)
ის რომ წინასწარვე ვბრაზობ, ნამდვილად ის ფაქტია, რომ გავბრაზდები, მაგრამ ვიცი მიზეზს მაინც გამონახავ, რომ გავუგო, გავუგოთ.
ვნახოთ, ვნახოთ, კირა კირაა, ანგელოზი ეშმაკის ფრთებით და ესეც რაღაც მხრივ გამართლებაა. ;დ

 


ნელ-ნელა საწყის წერტილს ვუბრუნდებით.

ასეთი საშინელი ქალის ხელში კირა სრულ ჭკუაზე რომ არის გასაკვირიცაა pensive
დუდას და კირას დაშორებაც ამ ქალის ბრალი ყოფილა. დუდამ ხომ უთხრა გწერდი და სანახავადაც მოვდიოდი, მაგრამ არავინ მიშვებდა შენამდეო pensive
ალექსანდრეს გაკვეთილები კარგად აუთვისებია ქალბატონს smile დედამისის შეშლილო სახის წარმოდგენა ნამდვილი ნეტარება იყო smile ასეთი დედის შემხედვარეს შვილი რომ არ გინდა რაღაც მომენტში გასაგებიცაა, მაგრამ დუდასგან შვილის მოშორებას ვერ ვამართლებ და სანამ ფარდას არ ახდი რატომ მოიქცა ასე ვერც გავამართლებ pensive
რაღაც არ მომწონს ეს ნაჩქარევი ქორწინება. იმედია დუდა არ ფიქრობს რომ უღელის დადგმით კირაში რამეს შეცვლის. რადგან ძალიან რთულია შეცვალო შენი ცხოვრების წესი რომლითაც ნახევარი ცხოვრებაა ცხოვრობ. გძულს შენი თავი, სიკვდილს ნატრობ მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლი. დუდას სახით შანსი აქვს საკუთარი თავი დაიბრუნოს, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას, მაგრამ თუ დასაწყისს გავიხსენებთ რაღაც სწორად ვერ წავიდა pensive
შემდეგამდე, მარიამო❤

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

Life is beautiful
ხო, რავი მე მაინც მჯერა იდეალურობის, იმ ასპექტში რომ ყველა, არაიდეალურად იდეალურია. :დ (გაიგე ახლა რა ვთქვი. :დ)
ის რომ წინასწარვე ვბრაზობ, ნამდვილად ის ფაქტია, რომ გავბრაზდები, მაგრამ ვიცი მიზეზს მაინც გამონახავ, რომ გავუგო, გავუგოთ.
ვნახოთ, ვნახოთ, კირა კირაა, ანგელოზი ეშმაკის ფრთებით და ესეც რაღაც მხრივ გამართლებაა. ;დ

არამგონია სხვა მიზეზი გამოჩნდეს იმის გარდა რაც უკვე ვიცით , მაგრამ ვნახოთ

რუსკიმარუსია
ნელ-ნელა საწყის წერტილს ვუბრუნდებით.

ასეთი საშინელი ქალის ხელში კირა სრულ ჭკუაზე რომ არის გასაკვირიცაა pensive
დუდას და კირას დაშორებაც ამ ქალის ბრალი ყოფილა. დუდამ ხომ უთხრა გწერდი და სანახავადაც მოვდიოდი, მაგრამ არავინ მიშვებდა შენამდეო pensive
ალექსანდრეს გაკვეთილები კარგად აუთვისებია ქალბატონს smile დედამისის შეშლილო სახის წარმოდგენა ნამდვილი ნეტარება იყო smile ასეთი დედის შემხედვარეს შვილი რომ არ გინდა რაღაც მომენტში გასაგებიცაა, მაგრამ დუდასგან შვილის მოშორებას ვერ ვამართლებ და სანამ ფარდას არ ახდი რატომ მოიქცა ასე ვერც გავამართლებ pensive
რაღაც არ მომწონს ეს ნაჩქარევი ქორწინება. იმედია დუდა არ ფიქრობს რომ უღელის დადგმით კირაში რამეს შეცვლის. რადგან ძალიან რთულია შეცვალო შენი ცხოვრების წესი რომლითაც ნახევარი ცხოვრებაა ცხოვრობ. გძულს შენი თავი, სიკვდილს ნატრობ მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლი. დუდას სახით შანსი აქვს საკუთარი თავი დაიბრუნოს, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას, მაგრამ თუ დასაწყისს გავიხსენებთ რაღაც სწორად ვერ წავიდა pensive
შემდეგამდე, მარიამო❤

დედამისთან იმ დიალოგის შემდეგ დუდასთან რომ მივიდა იქ დაიწყო საკუთარ თავთან საკუთარი ცხოვრებისთვის ბრძოლა კირამ . მანამდე რომ უმოქმედო იყო სრულიად შემდეგ ეცადა და დუდამ საბოლოოდ ცოლად შეირთო და მერე რაც ხდებოდა მთავარ ამბებს ვნახავთ შემდეგ თავში

 


№9 სტუმარი სტუმარი Eleonor

დღეს ველოდოთ ახალ თავს? blush

 


№10  offline წევრი foreigner

აუ ვეღარ ვითმენ შემდეგი თავი მინდა

 


№11 სტუმარი სტუმარი ანკა

ბოლომდე ვცდილობდო თავი შემეკავებინა და კითხვა არ დამეწყო მანამ სამამ ბოლო თავს ად დადებდი მაგრამ ვეღარ გავუძელო, ახლა ემოციებისგან დაცლილი ვარ. როგორ მომენატრა შენი ისტორიები❤️❤️ არ მინდა კირან ისევ აურიოს ყველაფერი, მაგრამ აურევს???? გელოდები მოუთმენლად ახალი თავით❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინო

ნეტავ იცოდე რამხელა მოთმინება მქონია. ყველა შენს ნაწერს სულმოუთქმელად ვკითხულობ. ყველა რამდეჯერმე მაქვს წაკითხულ გადაკითხული. ვიცი ნაწილ-ნაწილ წასაკითხად ნერვები არ მეყოფა და დასრულებას ველოდები. დღეს გავტყდი და ზოგი კომენტარი გადავიკითხე. მივხვდი რომ რაღაც სხვაა, არა შენეული. იმედი მაქვს ფინალი მაინც დამამშვიდებს. მოკლედ გამძაფრებული მოლოდინის რეჟემში ვარ…….

 


№13 სტუმარი ანისია

მარიამ? სად გაქრი?

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანკა
ბოლომდე ვცდილობდო თავი შემეკავებინა და კითხვა არ დამეწყო მანამ სამამ ბოლო თავს ად დადებდი მაგრამ ვეღარ გავუძელო, ახლა ემოციებისგან დაცლილი ვარ. როგორ მომენატრა შენი ისტორიები❤️❤️ არ მინდა კირან ისევ აურიოს ყველაფერი, მაგრამ აურევს???? გელოდები მოუთმენლად ახალი თავით❤️❤️

იმედია ბოლომდე დაგაინტერესებს და არ ინანებთ დაუსრულებლის დაწყებას ♡♡♡♡

სტუმარი ნინო
ნეტავ იცოდე რამხელა მოთმინება მქონია. ყველა შენს ნაწერს სულმოუთქმელად ვკითხულობ. ყველა რამდეჯერმე მაქვს წაკითხულ გადაკითხული. ვიცი ნაწილ-ნაწილ წასაკითხად ნერვები არ მეყოფა და დასრულებას ველოდები. დღეს გავტყდი და ზოგი კომენტარი გადავიკითხე. მივხვდი რომ რაღაც სხვაა, არა შენეული. იმედი მაქვს ფინალი მაინც დამამშვიდებს. მოკლედ გამძაფრებული მოლოდინის რეჟემში ვარ…….

პასუხისმგებლობის გრძნობა მეზრდება ახლა უსაზღვროდ და ძალიან მინდა დავასრულო ადეკვატურად ♡♡♡♡♡

სტუმარი Eleonor
დღეს ველოდოთ ახალ თავს? blush

foreigner
აუ ვეღარ ვითმენ შემდეგი თავი მინდა

ანისია
მარიამ? სად გაქრი?

ამ საღამოს ვეცდები დავდო ♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent