შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 3 )


4-04-2022, 14:24
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 805

- დილა მშვიდობის ანა, გინდა დღეს ერთად წავიდეთ სამსახურში? -ჩემი მეზობელი სოფი გვერდითი ბინის აივნიდან ხელს მიქნევდა და მიღიმოდა, ზანტად შევბრუნდი მისკენ, მოაჯირს იდაყვებით დავეყრდენი და სახეზე ნაძალადევი ღიმილი ავიკარი, უკვე ერთი წელია სოფი ჩემი მეზობელი იყო და ჩემი სამსახურის გვერდით მდებარე ბარში მუშაობდა, ახალგაზრდა იყო, ოც წელზე მეტს ვერ მისცემდი, საშუალო სიმაღლის, გამხდარი ქერათმიანი, ცისფერთვალება, ფერმკრთალი, ხშირად ჰქონდა ჩემთან დაახლოების მცდელობა, ხან ტორტით ან თავისი გამომცხვარი შოკოლადიანი ორცხობილებით მომადგებოდა ხოლმე ხან კი თავისთან მეპატიჟებოდა თუმცა ყოველთვის თავს ვარიდებდი, ნამდვილად არ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში რომ მეგობრები გამეჩინა, თუმცა ის ჯიუტად არ იშლიდა და ათას რაღაცას იგონებდა რომ როგორმე ჩემთან დამეგობრება მოეხერხებინა, ბოლოს და ბოლოს ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, თანაც უკვე დიდი ხანია მშვიდად ვცხოვრობ, მარტოობაც მომბეზრდა და ნელ-ნელა იმის გათავისებაც დავიწყე რომ სისულელე იყო მუდმივად შიშში ცხოვრება და ყოველდღე რაღაცის და ვიღაცის ლოდინი...
ვიღაცის? გულში უსიამოვნოდ შემეკუმშა იმის გაფიქრებაზეც კი რომ ის ‘’ვიღაც’’ შეიძლებოდა არასდროს გამოჩენილიყო, თავი გავაქნიე რომ მასზე ფიქრები როგორმე გამეფანტა.
- კარგი დღეს ერთად წავიდეთ, ოღონდ მანამდე შემომიარე რამე ვჭამოთ და ვისაუბროთ, -გავძახე და გამეღიმა როცა მისი გაკვირვებული სახე დავინახე, კინაღამ აივანს გადმოაფრინდა, დაფეთებული შევარდა ოთახში და ორიოდე წუთში გულამოვარდნილი აკაკუნებდა ჩემს კარზე, გავუღე თუ არა მაშინვე შემოვარდა თითქოს ეშინოდა რომ კარს ცხვირწინ მივუხურავდი, თეძოების რხევით შევიდა მისაღებში და ნამცხვრით სავსე თეფში რომელიც ხელში ეჭირა სამზარეულოს მაგიდაზე დადო, მერე კი ირგვლივ მიმოიხედა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა.
- ნამცხვრის გამზადება როდის მოასწარი? -გულწრფელად გამიკვირდა.
- სულ მზად მაქვს ხოლმე ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა ხდება და ჩემს უცნაურ მეზობელს როდის მოუნდება რომ საუზმეზე დამპატიჟოს, -ჩემს აწეულ წარბს რომ შეხედა მაშინვე დაამატა, -ეს ხუმრობით, ისე კი ძალიან გამიკვირდა რომ დამიძახე, მეგონა რომ ეს დღე არასოდეს დადგებოდა, -უხერხული ღიმილით შემომღიმა.
- არ დაგიმალავ და მე თვითონაც გამიკვირდა მაგრამ ვიფიქრე რომ უკვე ორი წელია გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, გვერდიგვერდ ვმუშაობთ და ერთმანეთს ნორმალურად არ ვიცნობთ ეს არ არის სწორი.
- მეც მაგას არ ვამბობ? სულ ვცდილობდი შენთან დაახლოებას მაგრამ შენ...
- მაპატიე, არც თუ ისე კომუნიკაბელური ადამიანი ვარ მაგრამ გამოვასწორებ ამ ყველაფერს, არ მისაუზმია, უნდა ვჭამო შენც ჭამე რა ჩემთან ერთად, დავიღალე ყოველდღე მარტო საუზმობით, -ისეთი სახით შევეხვეწე ჩემთან ერთად რომ ეჭამა თვითონვე შემეცოდა საკუთარი თავი, ძლიერი გოგოს როლს ვთამაშობდი, ალბათ გარეგნულად ვგავდი კიდეც ძლიერ ადამიანს, თუმცა სინამდვილეში მიჭირდა მარტოობა, ჩემს თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა იმაზე თუ როგორ მარტივად ამომშალეს ჩემმა მშობლებმა და ნაცნობებმა საკუთარი ცხოვრებიდან, არავის ვახსოვდი, არავის ვაინტერესებდი, დღესასწაულებზე არავინ მირეკავდა, არავინ კითხულობდა თუ როგორ ვგრძნობდი თავს, რამე მიჭირდა თუ არა, უკვე თვითონაც არ მესმოდა რას ვაკეთებდი და რისთვის, რატომ? განდეგილივით ვცხოვრობდი და უკვე სიზმარს და ცხადს ვეღარ ვარჩევდი ერთმანეთისგან, უკვე ცხრამეტი წლის ვიყავი, ჩემს გარშემო ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა, მე კი... მე...
- რაზე ჩაფიქრდი? -სოფი ინტერესით მიყურებდა და ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, აშკარად არ სჯეროდა რომ ახლახანს ერთად საუზმობა და შორეულ პერსპექტივაში მეგობრობა შევთავაზე, წამოვდექი და გაღიმებული გავედი სამზარეულოში, ისიც უკან გამომყვა, თავს უცნაურად მსუბუქად ვგრძნობდი, ამ უმნიშვნელო გადაწყვეტილებამ რომ ჩემი ცხოვრება რაღაცით მაინც შემეცვალა გამაბედნიერა, ერთად მოვამზადეთ საუზმე, სოფი საკმაოდ კომუნიკაბელური, თბილი და გონებამახვილი გოგო აღმოჩნდა, სანამ საუზმეს დავასრულებდით მთელი თავისი ისტორიის მოყოლა მოასწრო, წარმოშობით საფრანგეთიდან ყოფილა, მშობლები ადრეულ ასაკში დაღუპვია, მაშინ მხოლოდ თორმეტი წლის ყოფილა და ბიძას და ბიცოლას რომელიც სასამართლომ მეურვეებად დაუნიშნა ამერიკაში წამოუყვანიათ.
- ოთხი ბიძაშვილი მყავს, ორი ჩემზე უმცროსია, ორი კი შედარებით უფროსები არიან, -სახე უცნაურად დაემანჭა ბიძაშვილების გახსენებაზე, თვალი ამარიდა და ჩაი მოსვა.
- მგონი არც ისე ძალიან გიყვარს ბიძაშვილები, -ხმამაღლა გამოვაცხადე ჩემი დასკვნა, ეს ისედაც ფაქტი იყო ერთი წელია ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ჩემსავით სულ მარტო იყო, მასთან სტუმარი არასოდეს დამინახავს, ქუჩაშიც ყოველთვის მარტო მხვდებოდა ხოლმე, მარტო მიდიოდა სამსახურში და ასევე მარტო ბრუნდებოდა უკან.
- ჰარი პოტერის და დადლის ურთიერთობა რა მოსატანია ჩემი და ჩემი ბიძაშვილების ურთიერთობასთან ისე საშინლად მექცეოდნენ, თანაც დადლი ერთი იყო, ახლა კი წარმოიდგინე ოთხი დადლისმაგვარი, დეიდა პეტუნია კი ბიცოლაჩემთან შედარებით ნამდვილად ანგელოზია, მათთვის ყოველთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი, მშობლებისგან დიდძალი ქონება დამრჩა და მხოლოდ ეს ფული უნდოდათ სხვა არაფერი, მათ სახლში უუფლებო მონასავით ვცხოვრობდი და ყოველ ლუკმას მაყვედრიდნენ, ბიცოლაჩემს მოახლესავით ვემსახურებოდი, როგორც კი წამოვიზარდე მამაჩემის ადვოკათტან დაკავშირება მოვახერხე, მამა და ჟაკი მეგობრობდნენ, მეც ძალიან ვუყვარდი, გაგიჟდა როცა გაიგო რა დღეშიც ვიყავი, დამეხმარა, მალევე სრულწლოვანიც გავხდი და მათი კლანჭებისგან გავთავისუფლდი, ქონება ხელში ვერ ჩაიგდეს და ალბათ ამის გამო ახლა გულზე სკდებიან.
სრულიად მშვიდად ლაპარაკობდა, იმის მიუხედავად რაც გაუკეთეს, არანაირი ბოღმა, წყენა, შურისძიების სურვილი არ იგრძნობოდა მის ხმაში, ეტყობოდა რომ კარგი ადამიანი იყო.
- თუ ამდენი ფული გაქვს, ამ ღარიბულ უბანში და მაგ მოცუცქნულ ბინაში რას აკეთებ, ბარში მუშაობითაც თავს იკლავ, თან სწავლობ, ამას რატომ აკეთებ? -გაკვირვებულმა ვკითხე, თვალი გამისწორა და გაეღიმა.
- იმ პატარა მტვრიან სათავსოსთან შედარებით სადაც ბიძაჩემის სახლში რამდენიმე წელი გავატარე, ეს ბინა ნამდვილი სასახლეა, თანაც რა მნიშვნელობა აქვს რამდენი საძინებელი ექნება ჩემს სახლს, ან რამდენი ავტომობილი მეყოლება, მთავარი ხომ ის არის ბედნიერი ვიქნები თუ არა ამ ყველაფრით, ასე ნუ მიყურებ, დიდი ხანია გაკვირდები და ვიცი შენც არ ხარ ისეთი ადამიანი მხოლოდ ფული რომ აბედნიერებთ.
ვუყურებდი და ვხვდებოდი რა კარგი გადაწყვეტილება მივიღე მასთან დაახლოება რომ გადავწყვიტე, მისგან საოცრად პოზიტიური იმპულსები მოდიოდა და უჩვეულოდ მახალისებდა, მგონი დრო იყო ზმანებებს დავმშვიდობებოდი და რეალური ცხოვრებისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო, ინსტიქტურად ყელსაბამს წავავლე ხელი რომელიც მას მერე არ მომიხსნია რაც მონასტერში ცხოვრების ბოლო ღამეს გავიკეთე, სისულელეა ეს ყველაფერი, გონებაში კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემს თავს, შევიხსენი და სანამ ჯიბეში ჩავიდებდი დავინახე როგორ გააყოლა თვალი სოფომ.
- ლამაზია, ზუსტად შენი თვალების ფერია, შევამჩნიე რომ ყოველთვის გიკეთია ხოლმე, ალბათ შენთვის ძალიან ძვირფასია.
- ძვირფასი? სულაც არა, უბრალოდ ჩვევაა, თუმცა დღეს სამსახურში წასვლამდე მინდა შენთან ერთად საყიდლებზე წავიდე და არამგონია იმ ტანსაცმელს მოუხდეს რის ყიდვასაც ვაპირებ.
- მოიცა, შენ რა ახლახანს მთხოვე რომ მაღაზიებში გამოგყვე? -აღფრთოვანებული იყო.
- ჰო მგონი ასე გამოვიდა, -ხელები გავშალე და გავიღიმე.
- ჩემთვის დიდი პატივია, -ძლივსშეკავებული სიცილით, მომხიბვლელი ჟესტით დამიკრა თავი.
- ვფიქრობ მე და შენ კარგი მეგობრები გავხდებით, -ღიმილით გავუწოდე ხელი და მანაც ჩამომართვა.
- - - - - - -
თავისი ტანსაცმლით სავსე პაკეტები ჩემების გვერდით უწესრიგოდ მიყარა კარადასთან და ჩემს გვერდით გულაღმა დაეშვა საწოლზე.
- კარგი იყო არა? -თვალებმოჭუტულმა გავხედე, აწითლებული სახე ბედნიერებისგან უბრწყინავდა, მივხვდი მასაც ჩემსავით ჭირდებოდა დღევანდელი დღე, ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე.
- მგონი მეძინება, არ მეგონა საყიდლებზე სიარული ასეთი დამღლელი თუ იქნებოდა.
- შენ რა პირველად იყავი სავაჭრო ცენტრში? -გაიკვირვა და ისე გადმომხედა თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი.
- არ დაიჯერებ და პირველად ვიყავი, აქამდე სულ რამდენჯერმე ვიყიდე ტანსაცმელი, აქვე კუთხეში რომ პატარა მაღაზიაა იქ.
- ჰოო, მე კიდევ მიკვირდა რატომ გეცვა ასე უცნაურად, არ გეწყინოს მაგრამ შენი ძველი ჩაცმულობა არც თუ ისე მოდურად გამოიყურებოდა, აშკარად გჭირდებოდა გარდერობის განახლება და ამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებით დაგეხმარები ხოლმე.
- რაც გინდა ის მითხარი, არ მწყინს, ნაკლებად მაინტერესებს რა მაცვია ხოლმე, ახლა კი ადექი და გავემზადოთ თორემ სამსახურში დავაგვიანებთ, -წამოვხტი და მასაც ვაიძულე ადგომა, ცოტა ხანში ჩაცმულები ვიდექით სარკესთან და გაოცებულ-აღფრთოვანებული ვათვალიერებდი საკუთარ ფიგურას.
- ასე ჯობია, მოგწონს არა? ვერ ვხვდები აქამდე რატომ არ იცმევდი ჯინსებს და სპორტულ ფეხსაცმელს მონაზონივით დადიოდი, ეს მაისური და თმაც ძალიან გიხდება, -კეფაზე კოსად შეკრულ თმაზე მიმითითა, ვერაფერს ვიტყოდი მისი არჩეული ტანსაცმელი მართლაც ძალიან მიხდებოდა.
- მადლობა სოფი, შენ რომ არა მე ვერაფერს შევარჩევდი, -მართლა გულწრფელად გადავუხადე მადლობა.
- კარგი რა ისეთი ფიგურა გაქვს ყველაფერი გიხდება, ულამაზესი ხარ და ძალიან სექსუალური, მარტო შენი თვალები ღირს ერთ რამედ, მიკვირს რატომ ხარ მარტო, დარწმუნებული ვარ უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლება, -ისეთი ანთებული მზერა შემავლო წამით მის სექსუალურ ორიენტაციაში ეჭვი შემეპარა.
- ასეთი ურთიერთობებისთვის დრო არ მაქვს, -ცივად მივუგე, თვალები მაგრად დავხუჭე და გონება დავძაბე რომ ჩემს შავთვალებაზე არ მეფიქრა, ‘’ჩემი’’ ჰმ, როდის დავიჩემე, როდის დავისაკუთრე და შევისისხლხორცე ისე რომ სხვა მამაკაცზე ფიქრი უბრალოდ არ შემიძლია, სურვილიც კი არ მაქვს რომ უბრალოდ ვცადო და ვინმესთან ურთიერთობა დავიწყო, -ამასაც გადალახავ ანა, გადალახავ, დაივიწყებ, -გონებაში ვუმეორებდი ჩემს თავს და კიბეზე ჩამავალ ანას მივდევდი რომელიც რაღაც სასაცილო ისტორიას მიყვებოდა, სახეზე ღიმილი მქონდა აკრული თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მესმოდა...
სამსახურში ნახევარი საათით ადრე მივედი და რაკი სოფის სამუშაოც ნახევარ საათში იწყებოდა, შემომთავაზა რომ მასთან ერთად შევსულიყავი ბარში ყავის დასალევად, იმ დღეს ბარში საოცარი სიხალვათე იყო, ორიოდე მომხმარებელი იჯდა და სასმელს წრუპავდა, ანა მხიარულად ესალმებოდა თანამშრომლებს, ისინიც თბილად უღიმოდნენ, აშკარა იყო მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბართან მიმიყვანა, მაღალ სკამზე შესკუპდა და მეც მიმითითა რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი.
- ნიკ გაიცანი ჩემი მეგობარი ანა, -ახალგაზრდა ქერათმიან ბარმენს რომელიც ინტერესით მიყურებდა ჩემი თავი წარუდგინა, ნიკმა თბილი ღიმილით შემომხედა და ხელი ჩამომართვა.
- ესე იგი ჩვენი სოფის მეგობარი ხარ? რატომ აქამდე არაფერი გამიგია შენს შესახებ?
- ახლახანს დავმეგობრდით, თქვენ აქ გაიცანით ერთმანეთი?
- ჰო, სოფი უკვე რამდენიმე თვეა ჩვენთან მუშაობს, -ისეთი მზერა შეავლო, აშკარად მივხვდი რომ მის მიმართ გულგრილი არ იყო.
- ოჰ ქალბატონო მობრძანდი? საჭორაოდ გცალია? ჯობია წახვიდე და გამოიცვალო, -თავზე მაღალი, გამხდარი, ოცდახუთ წლამდე გოგო დაგვადგა და ლამის ბარზე ჩამოალაგა სიგამხდრისთვის შეუსაბამოდ დიდი მკერდი, ნიკს თვალებს უჟუჟუნებდა და დროდადრო სოფის გადახედავდა ხოლმე მტრულად, აშკარა იყო რომ ნიკზე ეჭვიანობდა.
- რას მერჩი ნანი, ჯერ დრო მაქვს და მეგობართან ერთად ყავას ვსვამ, -სოფი შესაშურად მშვიდი იყო.
- ეს ლამაზი გოგო შენი მეგობარია? -ხმა საეჭვოდ დაიშაქრა და უცნაური მზერით შემათვალიერა, -ძალიან კარგი ახლა შენ და მას ნამცხვრით გაგიმასპინძლდებით.
- კარგი რა, რა საჭიროა? -სოფიმ უხერხულად აიჩეჩა მხრები.
- ხომ არ უნდა ეგონოს რომ მონსტრი ვარ, გგონიათ არ ვიცი რომ ასე მეძახით? -შებრუნდა და თეძოების რხევით წავიდა სამზარეულოსკენ.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩვენი მენეჯერია არადა ქვეყნის პრეზიდენტი ჰგონია თავი, -ნიკმა გულიანად გაიცინა და ყავის ჭიქები მოგვიწია, ცოტა ხანში ნანიც დაბრუნდა თეფშებით ხელში, წინ დაგვიდო და როგორც კი მადლობა გადავუხადეთ უსიტყვოდ გაბრუნდა.
- რა გემრიელია, -კმაყოფილმა ამოიკრუსუნა სოფიმ როგორც კი პირველი ნაჭერი გასინჯა, შოკოლადმოსხმული ნამცხვარი მართლაც რომ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, სანამ გავსინჯავდი თვალი მოვკარი სამზარეულოში შესასვლელ კარს ამოფარებული როგორი გაბოროტებული სახით უყურებდა ნანი სოფის, ინსტიქტურად წავიღე ხელი მისი თეფშისკენ და ავაცალე უკვე ნახევრად შეჭმული ნამცხვარი.
- რა გჭირს, შენი ხომ გაქვს, მომეცი, -წაეტანა თეფშს სოფი.
- ალბათ არ დამიჯერებ მაგრამ რატომღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ამ ნამცხვარს ნუ შეჭამ, -არც კი ვიცი ეს რატომ ვუთხარი, უბრალოდ ვხვდებოდი რომ არ უნდა ეჭამა, ახლაღა მოგვაქცია ყურადღება ნიკმა და ნამცხვარს დააშტერდა.
- ჯანდაბა სოფი, ეს ხომ თხილიანია.
- თხილიანი? -ჩემსკენ გამოწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა სოფის.
- მერე რა, -გაოცებულმა ვიკითხე.
- თხილზე საშინელი ალერგია აქვს, -გაფითრებული ნიკი ბარს გადმოევლო და მასთან მიიჭრა, სოფი უკვე ვეღარ სუნთქავდა, გალურჯდა, გაწითლდა, სახეზე დააყარა.
- ახლავე სასწრაფოში დარეკეთ, -იღრიალა ნიკმა, -თითქმის გონდაკარგული სოფი სკამიდან ჩამოიყვანა და ძირს დააწვინა, მეც მის გვერდით ჩავიმუხლე, უკვე აღარ სუნთქავდა, სასწრაფო ვერ მოუსწრებდა, კვდებოდა, ნიკი გაფითრებული დაჰყურებდა და ტუჩებს იკვნეტდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას და ყველაფერს, ამას ვერ დავუშვებდი, ყველაფერი თავისთავად მოხდა, ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, თითქოს ეს ადრეც მქონოდა გაკეთებული, ფეხმორთხმით დავჯექი და მისი თავი კალთაში ჩავიდე, ჩვენს თავს დახვეული ხალხი არაფრად ჩამიგდია, ფრთხილად მოვხვიე თითები, ხელისგულები საფეთქლებზე მივაკარი და თვალები დავხუჭე, ყველაფერი თავისთავად მოხდა, მშვიდად მიედინებოდა ჩემს ძარღვებში სასიცოცხლო ენერგია და მასში გადადიოდა, როცა გავიგე როგორ ამოისუნთქა თავისუფლად, საოცარი ბედნიერება ჩამეღვარა სულში, ისეთი სიმსუბუქე ვიგრძენი თითქოს მხრებზე წამოკიდებული ტონობით ტვირთისგან გავთავისუფლდი, თვალები გავახილე და ახლაღა მივხვდი რომ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი, სულ ცოტა ათი კაცი მაინც დამჩერებოდნენ თავზე თვალებგაფართოებულნი და ცდილობდნენ გაეგოთ რას ვაკეთებდი.
- ნიკ გამოფხიზლდი, -გაშეშებულ ნიკს მხარზე ხელი დავარტყი, კარგად იქნება, უბრალოდ დამეხმარე რომ სადმე დავაწვინოთ.
- გასახდელ ოთახში შევიყვანოთ, იქ დივანი დგას, -ნიკმა ხელში აიტაცა სოფი და ოთახისკენ წაიყვანა, მეც უკან გავყევი, რამდენიმე წუთი მის თავთან ვიჯექი და ველოდებოდი როდის გამოფხიზლდებოდა, როგორც იქნა სასაწრაფოც მოვიდა, ექიმმა გასინჯა და თქვა რომ საგანგაშო არაფერი ჰქონდა და კარგად იყო, რეცეპტი დაგვიტოვა და წავიდა, როგორც კი მივხვდი რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდა ნიკს ჩავაბარე, რომელიც ხანდახან ისე გადმომხედავდა ხოლმე აშკარად ვხვდებოდი ჩემთან კითხვები ჰქონდა რომელთაც რათქმაუნდა ვერ ვუპასუხებდი.
- უკვე დავაგვიანე ნიკ, მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე, რომ არ მივიდე ალბათ გამანთავისუფლებენ, მე კი ეს სამსახური მჭირდება.
- ნუ გეშინია წადი მე მივხედავ, -მისი ხელი ხელიდან არ გაუშვია და მისი გაფითრებული სახისთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიპასუხა, გამეღიმა, დარწმუნებული ვიყავი მართლაც კარგად მიხედავდა, ფრთხილად გამოვიხურე კარი და ნანის შევეჩეხე.
- სოფის სანახავად მოვდიოდი როგორ არის? -ისე მშვიდად მკითხა ცოტაც და დავიჯერებდი რომ სპეციალურად არ აჭამა თხილიანი ნამცხვარი, თანაც რის გამო, იმის გამო რომ მასზე იეჭვიანა...
- რომ მომკვდარიყო, მერე რას იზავდი? მაშინაც ასე მშვიდად იქნებოდი? -პირდაპირ მივახალე და მისი არეული სახის დანახვისას მივხვდი, მშვენივრად გაიგო რისი თქმაც მინდოდა.
- რას გულისხმობ მე რა შუაში ვარ? -ამოიკნავლა და დააპირა ჩემთვის გვერდი აექცია, გულისპირში ხელი ჩავავლე და მთელი ძალით მივანარცხე კედელზე.
- დებილი გგონივარ? ვიცი რომ მისი ალერგიულობის შესახებ იცოდი, ახლავე სიმართლე მითხარი, მითხარი, -დავუყვირე და დავინახე როგორ შეეცვალა სახე არ ვიცი რას ხედავდა ჩემს თვალებში მაგრამ საერთოდ არ მიწევდა წინააღმდეგობას და შიშისგან ცახცახებდა, რატომღაც ჩემი ბოლო ფსიქოლოგი გამახსენდა, მასაც ასეთი სახე ჰქონდა მაშინ როცა იმის მაგივრად რომ ჩემთვის ჰიპნოზი გაეკეთებინა, ჩემს წინ ნახევრად შიშველი იჯდა და თვითონ მიყვებოდა თავის საყვარლებზე და იმაზე თუ როგორ სძულდა თავისი სამსახური, მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა, ნანისთან უფრო ახლოს მივიწიე, თვალი თვალში გავუყარე და შედარებით თბილი ხმით ჩავჩურჩულე...
- მინდა რომ სიმართლე მითხრა, ყველაფერი მომიყევი, -ერთბაშად მოდუნდა, ხელები ჩამოუშვა და მთელი სხეული მოემჩვარა, ლაპარაკი დაიწყო...
- ნიკი მიყვარს, სოფის კი ვერ ვიტან ნამდვილი კახპაა, დიდი ხანია ვცდილობ როგორმე დავაინტერესო ნიკი, სოფი კი სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და მოახერხა რომ გაეგიჟებინა, მისი მოკვლა არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა რომ გამემწარებინა, მაგრამ რომც მომკვდარიყო დიდად არ ვიდარდებდი, -გაჩუმდა თუმცა თვალს ვერ მაშორებდა, ვუყურებდი და გულისრევის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი, როგორ შეეძლო ასეთი სულელური მიზეზის გამო ასეთი რამის გაკეთება, რა ადამიანი იყო...
- ახლა რა გავაკეთო? -საცოდავი ხმით იკითხა.
გამომივიდა, ჯანდაბა, არც კი მჯეროდა რომ ასე მარტივად გამომივიდა, დაპროგრამებული რობოტივით იმას აკეთებდა რასაც ვეუბნებოდი, თავი ძლივს შევიკავე რომ არ ავღელვებულიყავი და სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- ახლა შეხვალ სოფის ბოდიშს მოუხდი მერე კი სამსახურიდან წასვლაზე დაწერ განცხადებას და აქედან გადაიკარგები, გასაგებია, -გაცოფებულმა შევანჯღრიე.
- გასაგებია, -თავი დამიქნია, ხელი გავუშვი, შებრუნდა და გასახდელში შევიდა, რამდენიმე წუთი ერთ ადგილზე ვიდექი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, გაღიმებული გამოვედი გარეთ, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყოვლისშემძლე ვიყავი და ეს ძალიან მომწონდა, თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი რომ საერთოდ არ მაინტერესებდა სონიას ლეგენდები, ჩემზე მონადირეების შესახებ, იმ დღეს ისე ვმუშაობდი პირზე ღიმილი არ მომშორებია, თანამშრომლები გაკვირვებულები მიყურებდნენ, შეჩვეულები იყვნენ ჩემს მუდამ მოღუშულ სახეს, ღამის თერთმეტ საათზე გამოვედი სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელთან ერთად.
- ანა გინდა სახლამდე მიგიყვანო? -რობიმ რომელიც ყოველთვის პატარა მშიერი კნუტივით შემომცქეროდა და ჩემთან დალაპარაკებასაც კი ვერ ბედავდა, როგორც იქნა გაბედა და სახლამდე მიყვანა შემომთავაზა, იდგა ავტომობილზე მიყრდნობილი და დაძაბული ელოდა რას ვუპასუხებდი, მისი წყენინება არ მინდოდა მაგრამ ახლა ფეხით გასეირნება ყველაფერს მერჩივნა, თავაზიანად ვუთხარი უარი და გზას ფეხით გავუყევი, უჩვეულოდ თბილი და წყნარი თუმცა უკუნეთი ღამე იდგა, ქუჩის მბჟუტავი განათებები ოდნავ თუ ანათებდნენ გარემოს, დაფიქრებული მივუყვებოდი ქუჩას, ალბათ სოფის გამო მქონდა დილიდან ცუდი წინათგრძნობა, სხვა რაღა უნდა მომხდარიყო, დღე ფაქტიურად დასრულდა, ცოტა ხნის წინ მომწერა რომ უკვე სახლში იყო, მეც ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი ჩემს ერთ ციდა ბინაში, თბილ შხაპს მივიღებდი და დავიძინებდი, ჩაბნელებულ ჩიხში გადავუხვიე რომ მეზობელ ქუჩაზე გადავსულიყავი, რამდენიმე ნაბიჯი თუ მექნებოდა გავლილი რომ ზურგიდან ნაძალადევად დაბოხებული ხმა მომესმა.
- გაჩერდი და არ შემობრუნდე თორემ გესვრი, მხოლოდ ფული მჭირდება, საფულე გადმომიგდე და წადი, მიდი სწრაფად რას ელოდები...
რატომღაც საერთოდ არ შემშინებია, ის საცოდავი სამასი დოლარი გამახსენდა რაც საფულეში მედო და სამზარეულოში სანტექნიკის შესაკეთებლად მჭირდებოდა რომ ჩემი ოთხმოცი წლის შარიანი მეზობლისთვის წყალი არ ჩამეშვა, მისი გაცოფებული სახე და შესაკეთებელი ჭერი რომ წარმოვიდგინე გულიანად გამეცინა, ნეტავ რომელი ფულით ვაპირებდი მეზობლის ჭერის შეკეთებას...
- რა გაცინებს, გიჟი ხარ? ფული მეთქი, -ხმა გაიმკაცრა მძარცველმა.
- ფული არ მაქვს, უფრო სწორად კი მაქვს, სულ რაღაც სამასი დოლარია მაგრამ ვერ მოგცემ მჭირდება და სანამ რამეს იტყვი მანამდე შემოვბრუნდები რა, არ შემიძლია ასე ვინმეს ვესაუბრებოდე და ვერ ვხედავდე.
-ხელებაწეული შევბრუნდი მისკენ, გამეღიმა როცა ჩემგან ორიოდე ნაბიჯის დაშორებით მდგარი გამხდარი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე რომელსაც აცახცახებული თითებით ეჭირა იარაღი და მიმიზნებდა.
- ოჰო, მართლა გქონია იარაღი მე კი მეგონა ხუმრობდი, არა რა ერთადერთი რის გამოც ამერიკა არ მიყვარს ისაა რომ ყველა გამვლელ-გამომვლელს იარაღი უკავია ხელში...
- გაჩუმდი, -იღრიალა მოთმინებადაკარგულმა და ჩემი სიმამამაცით აშკარად გაკვირვებულმა ბიჭმა, -ფული თორემ გესვრი.
- კარგი რა, სროლა რომ გინდოდეს აქამდე მესროდი, აშკარად არ გაქვს ასეთი განზრახვა, არც ისეთ ვინმეს ჰგავხარ ფული რომ სჭირდებოდეს, ალბათ უფრო გასართობად იქცევი ასე, ასე რომ შენ შენთვის და მე ჩემთვის,
-შებრუნება დავაპირე.
- მართლა გესვრი, -ხმა აუკანკალდა, რატომღაც შემეცოდა, მისკენ ნაბიჯი გადავდგი, მან უკან დაიხია თითქოს მე მქონოდა იარაღი და არა მას.
- არ მომიახლოვდე, იცოდე ნაბიჯი აღარ გადმოდგა თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, -ისეთი ხმა და სახე ჰქონდა მივხვდი მიახლოების საშუალებას არ მომცემდა ასე რომ როგორმე შორიდან უნდა მეცადა მასზე ზემოქმედება, ხელები გავშალე, გავუღიმე და სიბნელეში უცნაურად მოციმციმე მის თვალებს თვალი გავუსწორე, ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ მოეშვა, მოდუნდა და ხელი ჩამოსწია, მივუახლოვდი ფრთხილად ავწიე ხელი და ლოყაზე მოვეფერე, თვალები დახუჭა და ამოიხვნეშა, შიში, სასოწარკვეთა და სიცარიელე მოდიოდა მისგან და რატომღაც გულს მტკენდა, ახლოდან კიდევ უფრო ახალგაზრდა ჩანდა, ალბათ თვრამეტი ან ცხრამეტი წლის იქნებოდა...
- პროტესტი ოჯახის მიმართ? რა მოხდა შენი გოგო არ მოსწონთ? შენს გოგოს და მის მეგობრებს კი ასეთი თავზეხელაღებული უფრო მოსწონხარ? იქნებ სახლში წახვიდე, დამშვიდდე და დაფიქრდე, გიღირს კი იმ ადამიანის გამო სისულელეების გაკეთება ვისაც ფეხებზე კიდია რა მოგივა ამ ბნელ ჩიხში, -თბილი შემპარავი ხმით ვეჩურჩულებოდი და თითქოს ნათლად ვხედავდი როგორ ილექებოდა მის გონებაში ჩემი სიტყვები და ნელ-ნელა იკიდებდა ფეხს.
- შენ საიდან იცი ეს ყველაფერი, -ძლივს ამოილუღლუღა.
- უბრალოდ ვივარაუდე, ახლა კი წადი და დაფიქრდი იმაზე რაც გითხარი, -მხარზე ხელი მეგობრულად დავუტყაპუნე და გავუღიმე, საპასუხოდაც მკრთალი ღიმილი მივიღე, შებრუნდა და ნელ-ნელა გაუყვა გზას განათებული ქუჩისკენ, რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი და ბედნიერი და კმაყოფილი გავყურებდი, დღეს კიდევ ერთი ვიღაც გადავარჩინე, მგონი ვიპოვე ჩემი დანიშნულება ამ ცხოვრებაში, მგონი ჯობია სუპერგმირის ფორმა შევიკერო, რაღაც საშუალო სუპერმენსა და ქალი კატას შორის, ამის გაფიქრებისას გიჟური სიცილი ამიტყდა, ვიდექი შუაღამისას ჩაბნელებულ უკაცრიელ ჩიხში და გიჟივით ვიცინოდი, მეგონა მომეჩვენა როცა ტაშის დაკვრა გავიგე, შემოვტრიალდი და დავინახე ჩიხის მეორე ბოლოდან ჩემსკენ ნელი შემპარავი ნაბიჯით მომავალი სილუეტი, ნელ-ნელა იკვეთებოდა სიბნელეში მისი მაღალი მოხდენილი სხეული, შავი ჯინსი, ბოტები, მოკლე ტყავის ქურთუკი... მისი სიარულის მანერით მოხიბლული გაშეშებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, უკვე სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა, არ მომჩვენებია, ნამდვილად არ მომჩვენებია როცა თითები გაატკაცუნა და ერთმანეთის მიყოლებით აინთო აქამდე უმოქმედოდ თავჩახრილი ქუჩის ფანრები.
- საკმაოდ შთამბეჭდავი სპექტაკლი იყო, -ჩაილაპარაკა საოცრად სულშიჩამწვდომი, ნაცნობი, თუმცა ცივი და ირონიული ხმით, თავი ასწია, გრძელი თითებით შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა უკან გადაიწია და თვალი გამისწორა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩვენს გარშემო დრო გაჩერდა და უწონადობაში აღმოვჩნდი, სუნთქვა შემეკრა, პირი გამიშრა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და გაფართოებული თვალებით მივაშტერდი, ეს შეუძლებელია, ესე იგი მხოლოდ სიზმარი არ ყოფილა, ჩემს წინ იდგა, ცოცხალი, ხორცშესხმული, წარმოუდგენლად რეალური, უზომოდ სიმპათიური და სექსუალური, ის იყო, ნამდვილად ის იყო, ჩემი სიზმრისეული შავთვალება...



№1  offline წევრი Koala°

ძაან ჩახლართული ამბავია მარა თან ძალიან საინტერესო❤️❤️ ველოდები შემდეგს ❤️❤️

 


№2 სტუმარი one

anu gamochnda chveni princi)))
kargi iyo , rogorc yoveltvis❤️

 


გამოჩნდა ჩვენი შავთვალება ბიჭი, მაგრამ გამოჩენაცაა და გამოჩენაც. საკმაოდ ეფექტურად გამოეცხადა ჩვენს ანას, მაგრამ მის საუბარში და მოძრაობაში ირონია ჭარბი რაოდენობით იგრძნობოდა.
ჯერ ვერ გავიგე რა ძალა აქვს ანას, აშკარად რამდენიმეს ერთად ფლობს. და სანამ ყელსაბამი ეკეთა ესეთი "უცნაური" სურვილები არ უჩნდებოდა. ყელსაბამის მოხსნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და შავთვალებაც უეცრად გამოჩნდა. რაღაც არ მომწონს ეს ამბავი მე და კიდევ რაღაც ეჭვები მაქვს, მაგრამ დაველოდები შენ რას გადაწყვეთ და მერე გეტყვი.
ველი შემდეგ თავს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent