19:19(8 ნაწილი)
* უწყვეტი წუილი და მომენტებად ჩარჩენილი კადრები..მუხლებზე დავარდნილი ნინი და პალატაში დანახული ივა,რომელსაც ექიმებმა ზეწარი გადააფარეს..მე გიგი ბოჭორიშვილი ვარ,ივას ბავშვობის მეგობარი და ამჯერად ჩემგანაც მოისმენთ ამ ისტორიის გაგრძელებას.. არ მქონდა დაბნევის უფლება..ერთადერთი ვიყავი ვისაც ცივ გონებაზე უნდა ემოქმედა...დავითსაც მე დავურეკე..წარმოუდგენელი ტკივილი აღმოხდა ერთ სიტყვაში - "შვილო"..ნინი შეურაცხადი იყო,ვერც ვესაუბრებოდი წესიერად,დამამშვიდებლები გაუკეთეს ექიმება,იქნებ ცოტახნით გათიშულიყო.გადმოსვენების საქმეს ვაგვარებდი და თან ნინის ბარგს ვულაგებდი..ფერდაკარგულს იქვე დივანზე ეძინა. * მახსოვს როდესაც დედას გარდაცვალების ამბავი მითხრეს ჩემშიც მოკვდა რაღაც ნაწილი..ამჯერად მეც მოვკვდი ივასთან ერთად..არ მახსოვს რა და როგორ..იმ ღამით ძალიან ცუდად იყო და საავადმყოფოში წავიყვანეთ..ძილისნ წინ ძლიერად მაკოცა მხოლოდ ისევ ის სიტყვები გაიმოერა: "როდესაც მოგენატრები,დახუჭე თვალები და წარმოიდგინე რომ შენთან ვარ"..გავებუტე ისევ, ამ სიტყვებზე.. -ნი,რაღაცას მინდა დამპირდე..ვიცი როგორ სულელურად ჟღერს ჩემგან ეს სიტყვები,მაგრამ არც ისე ეგოისტი ვარ როგორიც ვჩანვარ..გავა დრო და ისევ იგრძნობ თბილ და სიყვარულით სავსე მზერას..სხვისგან..მე არ ვიცი ვინ იქნება ის სხვა,მაგრამ მინდა ისევ შეიყვარო..მე ჩემი ადგილი ყოველთვის მექნება შენს გულში..ესეც კმარა..მიყვარხარ. ბოლო წუთამდე ანათებდა მისი ყავისფერი თვალები და ვიძირებოდი მასში.. არ მახსოვს როგორ ჩამოვედით საქართველოში.. 10 აგვისტო იყო..საშინლად ცხელოდა და წვავდა აგვისტოს მზე..ივა აღარ იყო..ჩემი სიყვარული გამქრალიყო და სადღაც უსასრულობაში დამტოვა,მარტო.. "-რა უნდა ნის? ნიმ წყნარად თქვა: -ნის იგისთან უნდა" *** 1თვე გავიდე ამ ამბებიდან და უჩვეულო სიჩუმე სუფევდა..ნინის ძირითადად ეძინა,დავითმა შვებულება აიღო და მთხოვდა კომპანიისთვის მე მიმეხედა ცოტახანით,შემოდგომის პირველი ნაბიჯები იწყებოდა და ამ მძაფრ სიმშვიდეს,შემოდგომისფერს ძენდა.. -ნი უნდა ჭამო,გთხოვ..ყოველდღიური ფრაზა..ნინი ისევ საწოლშია და ყველაფერზე უარს მეუბნება..არავის დანახვა არ უნდა და არავის იკარებს..მე და ილია ავდივართ ხოლმე,მეგისთანაც არ კონტაქტობს.. -ნი-ს ნუ მეძახი! ხმადაბლა,მაგრამ მკაცრი ტონით მითხრა და საბნიდან ამოწია თავი. -კარგი,ოღონდ უნდა ვჭამოთ ეხლა,სხვანაირად არ გამოვა..გაიბუტა და ტუჩები როგორც ჩვეოდა წინ წამოსწია. -არ შევჭამ! საბნიანად მოვკიდე ხელი და სამზარეულოში გავიტანე..აივნის კარი გავუღე,წინ საჭმელი დავუდე და შეძლებისდაგვარად მკაცრად შევხედე.. * შავი წარბები მაღლა ამიწია და საჭმლისკენ მითითებდა თვალებით.. -მაწუხებს მზის სხივები..ამოვილუღლუღე ჩუმად.. -შეგაწუხებს ნინი! 1 თვეა ვამპირივით ცხოვრობ,ლამის ნიორი ჩამოვკიდო ოთახში..იმდენად სერიოზულად საუბრობდა 1 თვის შემდეგ პირველად გამეღიმა..არ გამოპარვია.. -გაგეღიმა? გაუნათდა თვალები .. -შევჭამ,ოღონდ ნუ დამაძალებ ბევრის ჭამას.. -ოღონდ შენ ჭამე და.. -რახდება კომპანიაში? დავითი სად არის? -რავიცი მშვიდობაა ყველაფრის ფონზე. დავითი წყნეთშია გამოკეტილი 2 კვირაა,მე მთხოვა კომპანიისთვის მიმეხედა.. -გიგი! არვიცი შენს გარეშე რა გვეშველებოდა..უფრო და უფრო ვრწმუნდები რატომ უყვარდი ივას ასე ძალიან..ივას ხსენებაზე შიგნით,სხეულის ყველა ნაწილი ამტკივდა..ავტომატურად მოაწვა ცრემლები თვალებს და ცოტა მაკლდა ტირილამდე,საშინელი გულისრევის შეგრძნება ვიგრძენი..სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე,მაგრამ თავბრუს დახვევა და ირგვლივ ყველაფრის გაქრობა ერთი იყო.. * ფეხზე წამოხტა და წამიერად გონება დაკარგა.ძალიან შემეშინდა,სასწრაფოდ ავიყვანე და საავადმყოფოში მივედით..გზაში თითქოს და მოვიდა გონს,მაგრამ მთლიანად თეთრი ფერი ედო და ძალაც გამოცლოდა.. დერეფანში ვუცდიდი ექიმს და ანალიზის პასუხებს.. -გიგი ბოჭორიშვილი! წამოვხტი ფეხზე და ექთანთან მივვარდი..-ექიმი გიბარებთ კაბინეტში ,დერეფნის ბოლოს მესამე კარები.. "ნია მესხი" ,მხოლოდ სახელი და გვარის წაკითხვა მოვასწარი..ფრთხილად დავაკაკუნე და შევედი კაბინეტში..ექიმს ვერ ვხედავდი,მხოლოდ თეთრი ხალათი ჩანდა მაგიდის ქვემოდან..უცებ ლამაზი გოგონა ამოხტა,ლოყები გაწითლებოდა და სასწრაფოდ ბოდიში მომიხადა..გრძელი ,მუქი ყავისფერი თმა და მუქი ლურჯი თვალების დუეტი საოცარ ეფექტს ქმნიდა.. -მაპატიეთ,საყურე დამივარდა და ვეძებდი..თქვენ ნინის მეუღლე ბრძანდებით? შემომანათა ლურჯი თვალებიდა გამიღიმა..ზუსტად ჩემსავით ჩნდებოდა მის ლოყებზეც ფოსოები ღიმილის დროს. -ექიმო მშვიდობაა? -შემიძლია მოგილოცოთ!! ისევ გაღიმებული სახით აგრძელებდა საუბარს..-ქალბატონი ნინი ფეხმძიმედ არის..სანერვიულო არაფერია...ვიტამინებს გამოვუწერთ და მითითებებსაც მივცემთ..აგრძელებდა საუბარს ნია და ვხვდებოდი,რომ აღარაფერი მესმოდა..ნუთუ..ნინი ივას შვილს ელოდებოდა..ეს ხომ ასე საოცრად შეცვლიდა ყველაფერს.. -წამომყევით და ერთად გავახაროთ მომავალი დედიკო..გამომაფხიზლა ნიას სიტყვებმა..მუქი ჯინსი ეცვა და ღია ცისფერი პერანგი,ფეხზე თეთრი კედები და ყურზე ცალი საყურე..აშკარად არ იყო ასაკოვანი,როგორი წარმოდგენაც მე მქონდა ხოლმე ექიმებზე..საოცარი სუნამო ესხა,მთელს ოთახში იდგა სუნი,მოტკბო-მოგრილო ატმის ..ასე ახსნა ჩემმა ტვინის და ყნოსვის ორგანოებმა ექიმის სურნელი,ოთახიდან გავდიოდი,როდესაც კუთხეში პატარა საყურე დავინახე,ბრჭყვიალებდა..სასწრაფოდ ავიღე და მუჭში დავმალე..ნიას გავყევი უკან.. * თვალები რომ გავახილე გიგი და ვიღაც ლურჯთვალება გოგო მიღიმოდა..ორივეს ერთნაირად ეხატებოდა ფოსოები ლოყებზე.. -ექიმო,სახლში მინდა წასვლა.. -წახვალთ აუცილებლად,მანამდე კი კარგი ახალი ამბავი უნდა გითხრათ..ისევ გაბადრული სახით მიყურებდა ექიმი..ფეხმძიმედ ხართ..5 კვირის..საშიში არაფერია..ახლა ორნი ხართ და გულის რევაც და თავბრუსხვევაც ნორმალურის სიმპტომებია..რამდენიმე ანალიზს და ვიტამინებს დაგინიშნავთ.. ნელ-ნელა ყრუდ მესმოდა ექიმის საუბარი..ცხელი წვეთი ვიგრძენი როგორ ჩამოგორდა ლოყაზე..თვალები მაგრად დავხუჭე და ვიგრძენი..ის ჩემთან იყო..არ მიმატოვა..შვილი დამიტოვა.. ხელი მუცლისკენ წავიღე და ვიგრძენი ჩემივე სწრაფი გულის ცემა..ახლა უკვე ორი გული ფეთქავდა ჩემში.. ახლიდან დაბადება.. ცხოვრების წრიულ მოძრაობას უნდა მივყვე..ყოველთვის როდესაც საყვარელ ადამიანს ვკარგავდი,ჩნდებოდა "სხვა" ვინც ამ სიცარიელეს მივსებდა..ალბათ ყველაფერს გავიღებდი ივას სიცოცხლის სანაცვლოდ,მაგრამ ასე გადაწყდა..ბედნიერი ერთი წელი მაჩუქა-ჩემთან ერთად..ახლა კი ჩვენს შვილთან ერთად უნდა გამეგერძელებინდა ცხოვრება..ტელეფონს დავხედე,9 სექტემბერი იყო..19:19 საათი..აივნიდან ნაზმა ნიავმა დაუბერა,ჩემს წინ მდგომ ლარნაკს გავხედე,რომელიც თეთრი ვარდებით იყო სავსე..შენ ჩემთან ხარ..ვგრძნობ. მეორე დილით ადრე ავდექი..სტაფილოს და ვაშლის წვენი გავიმზადე და აივანზე გავედი მზის სხივებთან მისასალმებლად..უაზროდ ბედნიერი ვიყავი ჩემი შვილის არსებობის გაგებით..ჩემს თავს და ივას დავპირდი,რომ ყველაფერს გავაკეთებდი "ჩვენი პატარასათვის".. არც დეპრესიის და არც ცუდად ყოფნის დრო არ მქონდა..მუცელზე ნაზად მივიდე ხელი..- "დე" ..წამო მამიკოს ვახაროთ ეს ამბავი.. დაკრძალვის შემდეგ საფლავზე არ ვყოფილვარ,ვერ ვბედავდი იქ მისვლას..ან როგორ მივსულიყავი,როდესაც არ ვიაზრებდი რომ ჩემი ივა აღარ იყო..მიწა ჯერ კიდევ ამოწეული იყო.."ივანე შენგელია" ..ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე ბალანსი დამეცვა..თვალები ამიჭრელდა საფლავი ქვის დანახვისას..არვიცი როდის გავიაზრებდი მის არ ყოფნას..იქვე ჩამოვჯექი და მუცელზე დავიწყვე ხელები..- " იცი,როდესაც პირველად შენი ავადმყოფობის ამბავი გავიგე,იმ წამს რაც თავში აზრად მომივიდა შვილი იყო..მაგრამ საკუთარ თავზე გავბრაზდი..ანუ მე ავტომატურად დავუშვი მაშინ შენი სიკვდილი,მალევე გავიქრე ეს აზრები თავიდან..ბოლო თვებიი კი ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი..თურმე ჩვენი პატარაც ჩემთან ერთად იყო..არ დამტოვე მარტო და დამიტოვე ცხოვრების დიდი საჩუქარი..ნეტა გოგოა თუ ბიჭი? გახსოვს?ერთხელ მითხარი,არ გენდომება ჩვენს შვილს ჩემი ხასიათი გამოყვესო..დარწმუნებული ვარ შენი ასლი იქნება ვინც არ უნდა იყოს..და ისიც ვიცი შენი თვალები ექნება"..თვალები რომლებმაც შემოანათეს ჩემს ცხოვრებაში..მენატრები ივა.. ცრემლები მოვიწმინდე და წამოვდექი..-ხშირად მოვალთ მამიკოს სანახავად..გპირდები ჩემო სიყვარულო.. ტელეფონი რეკავდა -ხო გიგი -სად ხარ ტოო,ხომ კარგად ხარ? -კი,კი..ჩემზე არ ინერვიულო დღეიდან..ივას საფლავზე ვიყავი და დავპირდი,რომ ჩვენი შვილისთვის გავაგრძელებ სიცოცხლეს.. -ეე..მიხარია ნი..დაუთბა ხმა გიგის..აუ რაღაც უნდა გთხოვოო.. -რახდება? -იქნებ კომპანიაში დაბრუნებაზეც იფიქრო? რა თქმა უნდა არ დაგტვირთავთ..თორემ ივა იქედანაც მომწვდება მოსაკლავად..სიცილი შეურია ხმაში..ამ ეკამ ამჭრაა.. -მოვალ გიგი,მუშაობა დამეხმარება კიდევ უფრო გამოსვლაში..თან მართლა ეკას კლანჭებში ხომ არ დაგტოვებ.. -ოქრო ხარ..გადამარჩინე.. * ხელში პატარა ლურჯთვლიან საყურეს ვათამაშებდი და ექიმის თვალები მახსენდებოდა.. -ეს ღიმილი არ მეცნობა მე! რახდება?წარბაწეული დამაგდა ნინი თავზე და საყურეს დახედა..სასწრაფოდ დავმალე მუჭში და თემის გადატანას ვეცადე.. -აუუ ნი,რაკარგია რომ მოხვედი..სიღნაღის პროექტის დედლაინი გვეწურება,მე კი საქმე თავზე მაყრია..ხვალ შეხვედრა მაქვს თან ინვესტორებთან..მოკლედ პიზდ.. -მოდი დამშვიდდი,ეხლა ყველაფერი ამიხსენი და დავალაგოთ ..ხვალ კი მშვიდად წადი შეხვედრაზე და ყველაფერს მოვასწრებთ.. -მართლა ანგელოზი ხარ..გამიღიმა გიგიმ და მაგრად მომეხვია..იცოდე,დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დამირეკე თუ რამე მოგინდეს..გაუჩენელს გაგიჩენთ..ლაშაც ჩამოვა და ორივე პატარა შენგელიას ბრძანებებს დაველოდებით.. დილით ადრე ავდექი და სიღნაღში წასასვლელად გავემზადე. სასტიკად მეზარებოდა მარტო მგზავრობა,ჩავრთე ჩემი საყვარელი ფლეილისტი და დავადექი კახეთის გზას..ავტობანზე ავარიულებ ჩართული,ლურჯი ტოიოტა იყო გადაყენებული,წინ კაპოტი აეხადა..ბოლიც შეინიშნებოდა..მძღოლს ვერ ვხედავდი,იქვე მივაჩერე და დასახმარებლად გადავედი... -არარის რა ნია ეს მანქანები შენი ძლიერი მხარე..შენ ხარ ექიმი..რა ჯანდაბა ვქნა ახლა? მომესმა ნაცნობი ხმა....თმა აბურდულად აეკრა ზემოთ..თეთრი მაისური და ჯინსი ეცვა..გაბრაზებული სახე ქონდა..ლოყები და ტუჩები ერთნაირად გაწითლებოდა,დოინჯი შემოეკრა წელზე და დიდი დაკვირვებით უყურებდა მანქანას.. -რაო ექიმო,მანქანის ორგანოებს ვერ გავუგეთ? სიცილი ვერ შევიკავე ..სწრაფად ამომხედა და მისი ლურჯი თვალებით გაბრაზებული მზერა მესროლა.. -თქვენ? -დიახ მე.. რა დაგემართათ? -არვიცი,ბოლი ამოუშვა,შემეშინდა და გავჩერდი..მაინც უშვებდა ბოლს..ხელით შუბლი დაიზილა და იმედიანი სახით შემომხედა.. -ჯანდაბა..დავაგვიანებ კონფერენციაზე..საათს დახედა და შფოთვა განაგრძო.. -სად მიდიხართ? თავი არ ამომიწევია მანქანიდან,ისე შევეკითხე.. -სიღნაღში..აუ თქვენც გაცდენთ..ევაკუატორს დავურეკავ და რამეს უნდა გავყვე იქამდე.. -გაგიკვირდებათ ნია და მეც სიღნაღში მივდივარ..შევამჩნიე როგორ გაუბრწყინდა სახე და ფოსოებიც გამოჩნდა ლოყებზე.. თმები გაპუწვოდა და აქა-იქ ჩამოყროდა..ჩაჯდა თუ არა მანქანაში,მისი ატმის სურნელიც თან მოიტანა..ყურზე გავხედე,ისევ ცალი საყურე ეკეთეა..ჩამეცინა -საყურე ისევ ვერ იპოვეთ? -ვერა..თითქოს დაიმორცხვა და ყურზე მიიდო ხელი.. -ძვირფასი საყურეა? -არა,უბრალოდ ჩემი საყვარელი ადამიანის საჩუქარია..ისევ მორცხვად განაგრძო საუბარი..არვიცი რატომ,მაგრამ სისხლი წამომაწვა და საჭეს მაგრად მოვუჭირე ხელი.. -ნინი როგორ არის?კონსულტაციაზე უნდა მოიყვანოთ იქეთა კვირაში,ხომ გახსოვთ? -მახსოვს!ზედმეტად უხეშად გამომივიდა ნათქვამი..მივხვდი ეწყინა და ფანჯრისკენ შეტრიალდა გაბუსული.. -ანუ საყვარელი ადამიანის ნაჩუქარია.. -ჰო,უემოციოდ მომიგდო პასუხი.. -რომელ სასტუმროში მიდიხართ? -არ მახსოვს სახელი,ლოკაცია მაქვს და მივაგნებ..გაბუტული შეყვარებულივით მიბრუნებდა პასუხებს..უცებ ტელეფონმა დაურეკა..სახელის წაკითხვა მოვასწარი "საბა" -ხო საბუ,როგორ ხარ? წამში დაუთბა ხმა..-მართლა? უკვე სიცილიც დაიწყო..- მეც ძალიან მომენატრე,ზეგ დავბრუნდები და მაგრად ჩაგეხუტები..ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა და დაემშვიდობა..ისედაც მივხვდი,რომ შეყვარებული ყავდა..რა საჭირო იყო ტელეფონიდან სიყვარულის ახსნები და ჩახუტებები..კიდევ კარგი შევედით უკვე სიღნაღში,ბრაზისგან გავსკდებოდი მალე.. -აი ეს სასტუმროა,მხიარულად წამოიყვირა.. -კარგია,ანუ ერთ სასტუმროში ვართ..ცალყბად ჩავიცინე და მანქანიდან გადავედით.. * დავითს როდესაც შვილიშვილის ამბავი ვუთხარი სიხარულით ლამის ყვირილი დაიწყო.. -ახლავე წამოვალ შვილო თბილისში..ჩემი ივას შვილი.. შემდეგი ილია იყო..ალბათ გაგიკვირდათ სად გაქრა..არსად არ გამქრალა..არცერთი წამი არ მივუტოვებივარ..ის თეთრი ვარდებიც,რომელიც ყოველ დილით მხვდებოდა ლარნაკში ილიას მოჰქონდა..ცოტა გიგი ეუხეშებოდა,მაგრამ არც ამას აქცევდა ყურადღებას..საბოლოოდ გადმოიყვანეს თბილისში სამუშაოდ და ყველანაირად ცდილობდა ყურადღება მოექცია.. -რახდება ნი? -ილია..შეგიძლია დღეს ჩემთან გამოხვიდე? -აუცილებლად..ახლა საქმეზე ვარ,დაგირეკავ გვიან.. კარზე ზარი იყო..მაგრად ჩამეხუტა..-მიხარია,რომ ფეხზე გხედავ და თანაც მხიარულს.. -ფეხმძიმედ ვარ.. პირველად სახე გაეყინა..რამდენიმე ემოციამ ერთიანად გადაურა სახეზე..გონს რომ მოეგო გაიღიმა , მაგრად მომეხვია და ჰაერში დამაბზრიალა..წამით ვერ მოვედი გონს ის იყო თუ ივა,ისე გაუხარდა როგორც საკუთარი შვილი.. -ძალიან მიხარია ნი,ახლა არ გაქვს დანებების უფლება..ლოყები მის ბოტოტა ხელებში მოიქცია და პატარა ბავშვივით ცხვირზე მაკოცა..შემდეგ მუცელთან ჩაიმუხლა და ყური მიადო..სიცილი ამიტყდა..მეათასედ წარმოვიდგინე ივას რეაქცია როგორი იქნებოდა..ილიას თავზე დავადე ხელი და წამიერად მივხვდი,რომ იქ სხვა ადამიანი იყო..ცივად მოვაშორე ხელი და ყურადღება სხვა თემაზე გადავიტანე. * მაგარი დაგრუზული ვიყავი და სულ არ მეხალისებოდა ახლა შეხვედრაზე ჩასვლა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა..ლიფტის კარი გაიღო და დაბნეული ნიას სახე შემომეფეთა.. -უი,ისევ თქვენ? ლიფტში შევედი უხმოდ და გვერდით დავუდექი..ორივემ ერთდროულად დავაჭირეთ ხელი ღილაკს და ვიგრძენი მისი ფაფუკი თითების შეხება..ოდნავ უკანკალებდა კიდეც.. -გცივათ? არც გამიხედავს ისე ვკითხე -ხო,ცოტა შემცივდა..ისევ დაიმორცხვა.. -არაუშავს,თბილისში გაგათბობენ..ჩავილაპარაკე ჩემთვის.. -რამე მითხარით? სახე ახლოს მომიწია და ნიას ატმის სურნელი მძაფრად შემომიძვრა ნესტოებში..კიდევ უფრო გავღიზიანდი..-წარმატებული დღე..ეშმაკურად გამიღიმა და ლიფტიდან გავიდა.. ამის დედაც... პ.ს მაპატიეთ დაგვიანებისთვის..ვიცი როგორ გულშემატკივრობდით ივას სიცოცხლეს,თუმცა ზოგჯერ უძლური ვართ ყველაფრის წინაშე..და ასე სასტიკად გვეცლებიან საყვარელი ადამიანები..თუმცა ცხოვრება ყოველთვის გრძელდება..ტკივილს ყოველთვის მოსდევს სიხარული.. მადლობა რომ კითხულობთ<3 ყველა კომენტარი დიდი მოტივაციაა ჩემთვის.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.