შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელი არ გამიშვა {8}

6-04-2022, 17:26
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 115

ქორწინების შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. მძიმედ, ბევრი სირთულით ,მაგრამ მაინც ერთად. საკუთარ თავთან უფრო რთული ბრძოლა ჰქონდა ვიდრე გარესამყაროსთან ,ყველაზე მეტად მაინც სულში დაბუდებული სიბნელის გაქრობა უჭირდა . დუდას გვერდით ცხოვრება იმაზე მეტად მრავალფეროვანი და დინამიური აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა. მუდამ მოგზაურობდა, ერთ ადგილას დიდხანს ვერ რჩებოდა. კირას არ ჰქონდა ისეთი საქმე რაზეც უარს ვერ იტყოდა ამიტომ მის გრაფიკს მიჰყვებოდა და ნებისმიერ დროს მზად იყო ბარგის ჩასალაგებლად. მოსწონდა უცხო გარემოში აღმოჩენა, იქ სადაც ცოტა იცნობდა და ნაკლებს საუბრობდნენ, ზოგ ქვეყანაში მის შესახებ არაფერი იცოდნენ, დუდას კი ყველგან ჰყავდა ბრენდის ათასობით მომხმარებელი. ბოლო წლის განმავლობაში კიდევ უფრო ცნობილი გახდა, რამდენიმე ახალი ფილიალი გახსნა და კირას მისი ინსპირაციის წყაროდ ყოფნაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მტრებიც და მოშურნეებიც ,მაგრამ ყველას უმკლავდებოდა მოთმინებითა და გონიერებით. მისი ცხოვრების ნაწილად ქცევამ უამრავი დაფარული მხარე გამოააშკარავა, იმდენი უცნობი თვისება დაინახა მანამდე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა. მას იცნობდა,მაგრამ საკუთარ თავს კვლავ ვერ პოულობდა, სიმშვიდე ვერ მოიპოვა ეს მხოლოდ დრო იყო,რომელსაც მართავდა ,რომელიც მუდამ სხვადასხვა საქმიანობით ჰქონდა დაკავებული. ძველებურად ებრძოდა სიზმრად მოსულ წარსულის მოჩვენებებს, რომლებიც არ ცნობდნენ ტერიტორიებს, მიჰყვებოდნენ ყველგან, ყველა ქვეყანაში და გონებას მოსვენების საშუალებას ართმევდნენ. ამჯერადაც მოეჩვენა კარის გაღება, მძიმე ნაბიჯები, ხმაურიანი, ამაზრზენი სუნთქვა და ხელები ,რომლებიც საბნის ქვეშ შეცურდნენ.
-დუდა - სუნთქვაშეკრულმა გაახილა თვალები, წამოჯდა და მაგიდასთან მჯდომ კაცს გახედა
-აქ ვარ- მუშაობა შეწყვიტა და ქალს მიუახლოვდა- მშვიდად - თმაზე მოეფერა, აკოცა და მოეხვია
-რატომ არ გძინავს? ბოლო დროს მიეჩვიე ჩემს მიძინებას არადა მე მიბრაზდები დარღვეულ ძილის რეჟიმზე
-ვმუშაობ ... ხომ იცი მნიშვნელოვანი შეკვეთა მაქვს
-განტვირთვა გჭირდება- სათვალე მოხსნა, გვერდით გადადო და მსუბუქი ბიძგით დააწვინა საწოლზე- უჩემოდ რას ხლართავთ შენ და ის წითური ეშმაკი? შეეშვება შენთან ფლირტს თუ ვუქციო ცხოვრება ჯოჯოხეთად- კითხვის დასრულებამდე სრულიად შიშველი იყო და ქმარს უხილავი ჯაჭვით იზიდავდა - როგორ მოვიქცე ?
-შენს მესაკუთრეობას საზღვრები არ აქვს ,ხომ? თითქოს არ იცოდე შენს გარდა არავინ ,რომ არ არსებობს - ისე უყურებდა როგორც ღვთაებას, კირას კი მაინც ღრღნიდა პოზიციის დაკარგვის შიში
-არავის მისცე ნება შენთან ყოფნაზე ფიქრისაც კი!
-თორემ ისე შეარცხვენ როგორც ნიტას?- მომენტალურად გაბრაზდა და კირასაც გაექცა სადავეები - შენ გაავრცელე ის კადრები,ხომ?
-არ წყვეტდდა შენზე ფუჭ ოცნებას და მე უბრალოდ მოვაშორე მონაზვნის იერი ... -დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდა , კმაყოფილი იყო იმით რომ ნიტა ბოლოს და ბოლოს მოიშორა -სად მიდიხარ - საწოლიდან წამომდგარს წარბებშეკრულმა ახედა
-ვცოფდები ეშმაკი რომ გისახლდება სულში და ადამიანების ცხოვრებას ანგრევ
-ჩემი რეპუტაცია შელახულია,მაგრამ ხომ ვცხოვრობ
-სამსახურიდან არ გავუშვებ და ეს იქნება შენი სასჯელი - მაისური გადაიცვა და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა
-შენ რა , მის განცხადებას ხელი არ მოაწერე?
-ნიტა მუშაობს იდეალურად, მისი შემცვლელის პოვნა გამიჭირდება და არ ვაპირებ სამსახურიდან გავუშვა !
-თავად მიდის და შენ არ უშვებ? იქნებ იმაზე მეტად მიეჯაჭვე ვიდრე ფიქრობ და ხვდები, იქნებ მოგწონს და ვერ ივიწყებ. იმ ღამის შემდეგ უჩემოდაც რამდენჯერ გაიმეორეთ... მასთან რეალურად მეტ დროს ატარებ და ბარემ ის შეგერთო ცოლად მე რაში გჭირდები . გეთქვა ამხელა სულიერი კავშირი თუ გქონდა , არ გამოვავლენდი მის სახეს- არც ამოუსუნთქავს ისე თქვა ყველაფერი, პენუარი გადაიცვა შიშველ სხეულზე და უჯრაში სიგარეტის ძებნას შეუდგა , ხმაურით ყრიდა ნივთებს ,მაგრამ ვერსად იპოვნა რასაც ეძებდა
-აღარ არის
-რატომ არ არის
-მე არ მიყიდია და შენც დაგავიწყდა
-ყველაფერი შენი ბრალია...
-რა არის ჩემი ბრალი მოწევა რომ იშვიათად გინდება?
-სულ აღარ მომინდებოდა ნერვებს რომ არ მიშლიდე... ოდნავადაც არ გადარდებს ჩემი აზრი,თორემ შენს საყვარელს იქ არ დაიტოვებდი
-ჩემი საყვარელი რა ლოგიკითაცაა იმ ლოგიკით შენიც არის და რა ვქნათ? რამეს გრძნობ მის მიმართ?
-მე მასთან მეტჯერ არ ვყოფილვარ და მე საერთოდ არავის მიმართ არაფერს ვგრძნობ , ერთადერთი შენ ხარ და ისიც მაღონებს
-წეხან რომ დამადანაშაულე დაგაიგნორე და ახლა ისევ იმეორებ...ეს სისულელე საიდან მოიტანე- ოთახში მოსიარულე ქალს წინ გადაეღობა - კოშმარში მნახე ნიტასთან ერთად და სიმართლე გგონია?
-მე სიზმრებში რეალობებს ვხედავ !
-სერიოზულად , მართლა სიზმარი ნახე?
-ქალბატონმაც მახარა დიდი ხნის წინ და მერე კოშმარებშიც დამემატა როგორი გაბრწყინებული სახით ჟ.მავ იმ წაკლა დედაკაცს - მუშტები შეკრა და ღრმად ჩაისუნთქა, თავი უკან გადასწია, იწვოდა და სახეც სულ მთლად წითელი ჰქონდა- რატომ არ შემიძლია დავაიგნორო, დავივიწყო და ტვინიდან ამოვიგდო. რატომ მაღელვებს ვის შ.უდებ - კიოდა დუდა კი ერთხანს ჩუმად უყურებდა მერე კი ისე იღრიალა ადგილზე გააქვავა
-შენ გგონია,რომ მე შენს გარდა სხვებთანაც ვარ და მშვიდად აგრძელებ მთელი ეს დრო ჩემს გვერდით ცხოვრებას? შენ საერთოდ ვინ ხარ , რა დონის მაზოხისტი ხარ ასეთი...ასე როგორ შეგიძლია საერთოდ ყოფნა. გღალატობ და რეაქცია არ გაქვს? სიზმრებს ხედავ, შენი სული წამობს და შენ არაფერს აკეთებ იმის გარდა,რომ ნიტას თავიდან იშორებ?
-სამსახურიდან არ უშვებ და გამოდის,რომ ვერ მოვიშორე- ჩუმად უთხრა და დამრგვალებული თვალებით შეხედა-ჩხუბი არ მინდა, უბრალოდ იმ ქალს ვერ ვიტან . უნდა შენი თავი წამართვას, მხოლოდ შენთან დაწოლა არ აკმაყოფილებს და მე ვერ დაგთმობ ,მითუმეტეს მას ვერ დავუთმობ შენს თავს
-და სხვას ? ვინმე უკეთესს ? - ბრაზისგან დაჭიმული სიტყვებს ისე მძიმედ ამბობდა კირა გაკვირვებული უყურებდა , უკანაც კი დაიხია და მკლავები მკერდთან გადაიჯვარედინა
-არის ვინმე ვისთანაც გინდა ყოფნა და ჩემ გამო არ შეგიძლია? -გულწრფელად იკითხა, იმდენად რომ დუდას სიმწრის სიცილიც გამოიწვია
-ღმერთო გაძლება მომეცი და გზა მაჩვენე ამ ქალის გონებაში სინათლის შესაყვანად თორემ გეფიცები, გეფიცები რამეს დავმართებ
-ასე რატომ ბრაზობ, არ უშვებ და ნუ გაუშვებ. როგორც გინდა ისე იყოს - ისევ დისტანციას იჭერდა ,თითქოს თავდაცვით პოზიციას ირგებდა. დუდა ერთხანს ვერ ხვდებოდა ასე რატომ იქცეოდა ახლა კიდევ უფრო მკვეთრად დაინახა მისი ქმედება მას შემდეგ რაც ხმას აუწია
-როგორც მინდა ისე იყოს ,ვისთანაც მინდა იმასთან დავწვე ოღონდ შენ არ დაგტოვო. პრობლემა არ გაქვს ,სწორად გავიგე?
-მე ხომ თავიდანვე გითხარი ,პრობლემა არ მაქვს ... არაფერს ვითხოვ შენს გარდა-თქო
-და რატომ ...
-თავისუფლებას არ გიზღუდავ , ზღვარს არ გიწესებ . ვიცი რამდენად რთული ასატანია შენთვის ჩემთან ყოფნა და ზედმეტი მოთხოვნებით არ გთრგუნავ ...
-ვცდილობ გაგიგო,მაგრამ მაინც მაგიჟეებ იმდენად სულერთი ვარ რომ არ გაინტერესებს ვისთან ვიქნები ? არა არ ვარ ! ვიცი,რომ იმაზე მეტი ვარ ვიდრე შენ გგონია,მაგრამ აბა რანაირად შეგიძლია ფიქრობდე,რომ გღალატობ და ყველა ემოციას შენში მარხავდე. მე აქ ვზივარ შენს სიზმრებს ვუყურებ და შენ თურმე მეც მხედავ კოშმარებში
-არაუშავს, მე სულ ცუდ სიზმრებს ვხედავ და მათ შორის ეგ ყველაზე მსუბუქია
-კირაა - ისევ დაიყვირა, ამჯერად განზრახ და კვლავ ქალისკენ დაიძრა ის კი სახეზე ხელებაფარებული იდგა და ცახცახებდა -რას აკეთებ - სიტყვა ძლივს თქვა , ქალს ზემოდან დაჰყურებდა და სუნთქვა ეკვროდა - კირა
-მე , მეძინება... დავიძინებ . შენ იმუშავე- უცებ გამოფხიზლდა, თითქოს მიხვდა მის წინ ვინ იდგა და დასხლტომა სცადა
-გგონია გღალატობ , შემიძლია გცემო და საპასუხოდ არაფერს აკეთებ?
-ცუდი სიზმარი ვნახე, უბრალოდ უნდა დავიძინო... ახლა საუბარს აზრი არ აქვს. ვერ ვიგებ რას ამბობ, მე არაფერი მგონია
-აქ მოდი, ჩემთან- გააჩერა და თავისკენ მიიზიდა, ისეთი არეული მზერა ჰქონდა დაკარგულ ბავშვს ჰგავდა ასე ხშირად ემართებოდა, მაგრამ მალევე ირგებდა ნიღაბს - რა უნდა გიყო აღარ ვიცი, როგორ გაგაგებინო ,რომ შენს გარდა არავინ მინდა - მკლავები მოხვია, ლოყაზე აკოცა , თავზე მოეფერა და მისი თვალებიც იპოვნა- მხოლოდ შენ ხარ , შენ და სხვა არავინ , არასდროს! აღარასდროს იფიქრო ,რომ გიღალატე, არ დაიჯერო მეც რომ გითხრა , მეც კი არ დამიჯერო
-მე არ ვითხოვ
-მღალატობ? ქორწინების შემდეგ ვინმესთან იყავი? - თავი ააწევინა ,თვალებში უყურებდა და ხედავდა ყველა მის რეაქციას
-არა, მართლა არ - ისევ დაფრთხა, შიშმა მოიცვა მთლიანად , მაგრამ წამსვე გააკონტროლა თავი და სრულიად შეიცვლა გამომეტყველება- სულ ჩემთან ხარ, როდისღა უნდა მომინდეს სხვა , რომ არ იქნები მერე არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია -ერთს ამბობდა და მეორეს გამოხატავდნენ მისი თვალები
-დამშვიდდი, მჯერა და ვიცი . ზუსტად ასე დარწმუნებული უნდა იყო შენც,რომ მე არავისთან ვიქნები ... საკუთარ თავს ვავნებ, მაგრამ შენ არასდროს ! აღარ მისცე ოდესმე ვინმეს უფლება,რომ გატკინოს, გაწყენინოს ან შეურაცხყოფა მოგაყენოს. შენ საოცრება ხარ, შენნაირი არავინაა , ერთადერთი ხარ - სახეს უკოცნიდა და თან ჩურჩულებდა -მე შენ მიყვარხარ . შევძლებთ , მჯერა !
....................
გარეთ წვიმდა,მზე მთელი კვირა არ გამოჩენილა , ფარდებიც სულ გადაწეული ჰქონდა დუდას და კირა იგნორირებას ვერ ახდენდა. სახურავზე წვეთების დაცემის ხმა, ქარი და სიბნელე თითქოს საკმარისი არ იყო . იმ დღეს სტუმრად წავიდნენ, სიცივეს გრძნობდა და მტევნის ყველა ძვალი სტკიოდა ან ეგონა,რომ სტკიოდა . ხელი უკანკალებდა, მის დამალვას ცდილობდა , სულ უფრო მეტად იძაბებოდა ბოლოს კი დუდასთან ერთად მარტო დარჩა თეთრი როიალის წინ კლასიკურ მუსიკაზე საუბრით გატაცებულ ადამიანებს შორის . ჩიხში იყო , გასაქცევად ძალა არ ეყოფოდა , წნეხი იზრდებოდა და წარსულის კვალიც სულ უფრო ძლიერ უჭერდა ყელზე ჩამოცმულ ყულფს
-მე და კირაც ვუკრავდით , ჩემზე უკეთ გამოსდიოდა მიუხედავად იმისა,რომ არ აღიარებს
-არ ვიცოდით თუ უკრავდით , გთხოოვთ შეგვისრულეთ რაიმე
-რატომაც არა, გავიხსენოთ ტკბილი ბავშვობა- არც დაუშვია ,რომ კირას არ უნდოდა . ისე მიისვა გვერდით ვერაფერი შეამჩნია. ქალს უკვე სუნთქვა უჭირდა , უყურებდა კლავიშებს და მათზე მოძრავ დუდას ლამაზ თითებს. მოსწონდა, კვლავ საოცრად სიამოვნებდა ამ სანახაობით ტკბობა, მთელი ძალებით ეცადა სულში გაჩენილი სხივების ერთ კონად შეკვრას, სულ რამდენიმე წამს შეძლო დაკვრა. შემდეგ მოულოდნელად ქუხილის ხმა გაისმა, ქარმა ფანჯარა გააღო და მარჯვენა მტევანში დავლილი ტკივილი იმდენად ნამდვილი ეჩვენა,რომ ძველებურად წამოიყვირა. რეალობის აღქმა დაკარგა, ხედავდა დამტვრეულ თითებს, დაკვრის დროს ქალმა მოულოდნელად დახურა ფორტეპიანოს თავი ერთი ხელი გაწეული ჰქონდა,მაგრამ მეორე კლავიშებზე დარჩა.
-მტკივა...მტკივა, ღმერთო საშინლად მტკივა. მიშველე, მიშველე გთხოვ , გთხოვ მტკივაა - არ იცოდა დუდას სთხოვდა შველას თუ ქალს ,რომელიც გაჩუმებისკენ მოუწოდებდა. არ იცოდა ვისი შეხება არ სურდა დუდასი ,რომელიც გაოგნებული ცდილობდა შეეჩერებინა, თუ მამინაცვლის,რომელიც ამბის დანახვის შემდეგ განრისხდა და ნონა უმოწყალოდ სცემა. გაქცევა უნდოდა, ოთახში შესვლა და კარადაში ჩაკეტვა, თავის ტკივილთან ერთად გამოკეტვა , მაგრამ არ გამოუვიდოდა
-დამშიდდი,მე შენთან ვარ. უსაფრთხოდ ხარ. ეს მხოლოდ წარსულია ...გაიარა ,დასრულდა . შენთან ვარ - დუდა ეფერებოდა, ეჩურჩულებოდა და მკლავებს არ უშვებდა. სრულიად უცხო ადამიანებთან ისტერიკა დაეწყო , ტიროდა და დუდას ჰყავდა ჩახუტებული, ეს რომ გაიაზრა სპაზმი კიდევ უფრო გაძლიერდა, წამით გაუსწორა მზერა შეშინებულ კაცს , უშედეგოდ შესძლო ჰაერის ჩასუნთქვა და გონება დაკარგა.

-უკრავ? შენ რა მგლოვიარე არ ხარ? მამაშენი ჯერ კიდევ არ გახრწნილა მიწის ქვეშ შე პატარა ეშმაკო. ისე იქცევი თითქოს გინდა უკან მიჰყვე და შენ უკრავ?- მთვრალი იყო, არეული ნაბიჯებით უახლოვდებოდა და მერე იყო ხმაური, რომელსაც მოჰყვა ტკივილი.
-რა გააკეთე ... თითები მოტეხე ? შე ფსიქოპატო ... - კაცს ვერ ხედავდა , ხმები ნაწყვეტებად ესმოდა, მისი ღრიალი, გინება და მერე კადრები ,დაბინდული თვალებით ხედავდა როგორ სცემდა იატაკზე დაგდებულ ქალს,რომელიც სიცილს არ წყვეტდდა, გალეშილს სისხლიც კი სდიოდა ცხვირიდან, ის კი იმდენად უგონოდ იყო რომ ხარხარებდა. ტკივილი ირდებოდა, ვეღარ მოერია პრინცესა კირა , ის არ იყო ჩვეული გაუსაძლისის გაძლებას.
თაბაშირში ჩასმული ხელით საძინებელში იყო გამოკეტილი, აღარც საუბრობდა და აღარც ჭამდა. საწოლზე დამხობილი იწვდა და მერე იქაც აღარ შეეძლო დარჩენა, იქ კაცი მიდიოდა , მზრუნველი ტონით, საფერებელი სიტყვებითა და შეხებით, აუტანელი სიახლოვით. კარადაში ჩაკეტვამდე კარი შიგნიდან გადაკეტა, იფიქრა გასაღებს შიგნით თუ შევიტან თავად გავაკონტროლებ ,რომ არავინ შემოვიდესო,მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შემდეგ ყველაფრისგან შორს ყოფნის ერთადერთ საშუალებად ხის უზარმაზარი კარადა აირჩია, დიდხანს ვერ პოულობდნენ, იქ იკეტებოდა მაშინ, როცა გარედან ჩხუბის ხმა ისმოდა, როცა ნონა თავდასხმისთვის ემზადებოდა და მაშინაც ,როცა მან იქ საყვარელი მიიყვანა.
ყველა კადრი ერთბაშად გაცოცხლდა, წვიმდა და გონს მოსვლას ვერ ახერხებდა, დუდას შეხებასაც გრძნობდა, მისი აჩქარებულ გულისცემა ესმოდა, მაგრამ წარსულის ლანდებს თავს ვერ აღწევდა.
კიოდა, პრინცესა კირასთან ერთად ხმის დაკარგვამდე კიოდა და საწოლში მჯდომი მუშტადშეკრულ ხელებს ბალიშებს უშენდა . გამოფხიზლდა, გონს მოვიდა და გაქვავებულ დუდას ამჯერად თავისი ნებით ჩაეხუტა. ფერმკრთალი,ცრემლებით დაღარული სახე კაცის ყელში ჩამალა, თითები მის თითებს ჩაჰკიდა და მთელი ძალით მოეხვია.
-მაპატიე, მაპატიე გთხოვ... შეგარცხვინე, პრობლემა შეგიქმენი. არ მინდოდა, მაპატიე ... უბრალოდ ფხიზელი გონებით მეტს აღვიქვამ, ბევრს ვიხსენებ და ვერ ვაკონტროლებ თავს. გემუდარები მაპატიე - რამდენიმე წუთის შემდეგ ასწია თავი, კაცის სახე ხელებში მოიქცია და რამდენჯერმე შეეხო მთრთოლვარე, ცრემლებით დანამული ტუჩებით
-იმ ერთ წელში შენ რამდენი რამ დაგმართეს , ჩემო კირა - თვალებამღვრეული უყურებდა ჯერ მის სახეს შემდეგ თითებზე გადაიტანა მზერა , ორივე მტევანი ხელისგულში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა- რა დაგმართეს ... რატომ არ მითხარი, ჯანდაბა ,როგორ არ მითხარი . მაშინ ყველაფერი ,რომ მოგეყოლა მე შენ არასდროს გაგიშვებდი
-არ დამიჯერებდი, არც შენ და არც არავინ... მაშინ ხელი რომ არ გაგეშვა შენც ჩემთან ერთად ჩაიძირებოდი, შენი ცხოვრებაც განადგურდებოდა
-არა! მე და შენ რომ ერთად ვყოფილიყავით ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. როგორ ვერ მივხვდი
-ვერავინ მიხვდებოდა, მითუმეტეს შენ , უკეთილშობილესი არსება - თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა კაცის სურნელით გაჯერებული ჰაერი - ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. საკუთარი თავი გავინადგურე , გონება არ მეყო სწორი გზის საპოვნელად და ყველაზე უარესი ავირჩიე. ასეთი საზიზღარი რომ ვარ მხოლოდ ჩემი ბრალია - სრულიად გამოიფიტა, მოდევნო რამდენიმე დღე დუდა გვერდიდან არ შორდებოდა და ისე უვლიდა როგორც პატარა ბავშვს და მაინც , ის გონების ბნელ მხარესთან ბრძლაში სულ მარტო იყო
……………
_თათული ჩამოფრინდა საქმროსთან ერთად ... ქორწილის სამზადისს იწყებს
_არ გაუკვირდა შენ რომ დაასწარი? _ აღელდა, მაგრამ არ იმჩნევდა
_ ჭკვიანი გოგოა , მიცნობს და მას მერე ელოდა ჩვენს ერთად ყოფნას რაც დავბრუნდი
_თითქოს ჩემ გამო დაბრუნდი _ აზრებით სხვაგან იყო, ბავშვს იხსენებდა რომელიც ზრდასრული მხოლოდ ფოტოებში ჰყავდა ნანახი. წარსულის ბედნიერ მოგონებას ხედავდა , გიორგის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რომ წავიდა ქვეყნიდან და სრულიად სხვა ადამიანი დატოვა. ახლა ვინ დახვდებოდა , როგორ უნდა შეხვედროდა და რომ შეხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. გულისცემა აუჩქარდა მღელვარებისგან და კიდევ უფრო აირია როცა დუდას სიტყვები გაიაზრა
_იქნებ მართლაც შენ ხარ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ამ ადგილს დავუბრუნდი _ ქალს მის მკერდზე ედო თავი , წამსვე წამოიწია და მზერა გაუსწორა _ ქვეცნობიერად ვიგულისხმე
_თათულის ნახვა არ მინდა...ქორწილის სამზადისში ჩართვა მომიხდება რისი ენერგიაც რომ მქონოდა საკუთარს დავგეგმავდი. უთხარი, რომ საქმეები მაქვს
_მაგრამ არ გაქვს, კიდევ ერთ შემოთავაზებაზე თქვი უარი
_კონტრაქტი არ მომეწონა. აქ მომიხდებოდა მუდმივად ყოფნა და ჩვენ ორ თვეში ისევ უნდა წავიდეთ_თავი ისევ გულ_მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა _ ესეც რომ არ იყოს ხომ იცი მომბეზრდა ამ ყალბი როლის მორგება
_გასაუბრებაზე არ წახვალ? _ პაუის შემდეგ ჰკითხა, ხელზე ეფერებოდა და თან მთელი სხეულით გრძნობდა მისი გულისცემის ცვლილებას. უყვარდა ასე რომ ჰყავდა ჩახუტებული , სიტყვების ნაცვლად გრძნობები ესმოდა
_არც კი ვიცი რატომ მითხარი, მე ხომ ჟურნალისტი არ ვარ .
_ზუსტად ის ხარ ვინც სჭირდებათ
_ვიცი, რომ მივიდე უარს არ მეტყვიან. წლებია მაგ არხის დირექტორს მოვწონვარ და არ მჭირდება ადგილი სადაც ვიღაცის უაზრო ფლირტს უნდა გავუძლო . არ ვარ მე მუდმივი სამუშაოსთვის შექმნილი, რეჟიმი და მთელი ეს დამღლელი რუტინა
_მიეცი თავს უფლება სცადო , სხვა დანარჩენი დააიგნორე. ხომ ამბობ ჩემთვის სიამოვნებაა მთავარი ამ ცხოვრებაშიო
-არ გამომივა...
-რატომ გგონია,რომ არსებობს რაიმე რასაც ვერ შეძლებ
-იმიტომ რომ უამრავი რამაა რაც მინდა,მაგრამ ვერ ვაკეთებ
-მაგალითად?
-დუდა გთხოვ , არ გვინდა ამაზე საუბრი. შეგიძლია თათულისთან წახვიდე - გაიქცა, მაგრამ საკუთარ სურვილებს ვერ ემალებოდა . ძალიან უნდოდა გასაუბრებაზე წასვლა, ყველაფრის შეცვლა და საოცნებო საქმის კეთება,მაგრამ საკუთარ თავს ვერ ენდობოდა.
.................
_არ მეგონა ასე მალე თუ დაბრუნდებოდი... დაბინავდნენ უკვე?-საღამოს სახლში რომ დაბრუნდა დუდა შინ დახვდა .
_ჩვენს სასტუმროში არიან , თათული ელოდება შენს ნახვას . ნომერი მთხოვა , მინდა ვესაუბროო, სოციალურ ქსელს აშკარად არ იყენებსო... უცდია დაკავშირება და სულ ფან ფეიჯები აღმოჩენილა_საუბრობდა და თან აკვირდებოდა, ჩუმი იყო , მაგრამ არა დაღლილობისგან , უცნაურად ბრწყინავდა
_მასთან საუბარს არ ვაპირებ...ქორწილში წამოვალ
_შენ რას აკეთებდი _რომ მოეხვია და მის სურნელში უცნობი სუნის ძიება დაიწყო საკუთარმა აზრებმა არიეს. არ მოეწონა ეს შეგრძნება, ეს შიში და საერთოდ მდგომარეობა, რომელსაც მუდამ ებრძოდა და ვერასდროს აქრობდა
_ვსეირნობდი
_ივახშმე თუ მოვამზადო რამე
_ძალიან მეძინება , დავწვები კარგი?
_ასეთი რა აკეთე რომ გამოიფიტე
_ბევრი ვიარე _ ჩუმად თქვა და საბანში გაეხვია.

ეჭვი არ ასვენებდა, მთელი კვირა ერთი და იგივე ხდებოდა . კირა მიდიოდა გაურკვეველ ადგილას და ბრუნდებოდა საღამოს . უკვე ისე იყო დაძაბული ყველაფერს აკვირდებოდა თავადაც არ იცოდა რას ეძებდა, რისი აღმოჩენა უნდოდა. ბოლოს ვეღარ გაუძლო , სახლთან ახლოს მანქანით დაელოდა და უკან გაჰყვა. ქალაქიდან მართლაც გავიდა, მაგრამ პარკში სეირნობის ნაცვლად დუდასთვის უცნობ მისამართზე გაჩერდა. ეზოში მანქანა შეიყვანა და დუდას აზრებიც თავდაყირა დააყენა. რა დრო გავიდა არ იცოდა, მაგრამ ჭიშკარი რომ გააღო და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა იქ კირას უცნობ საყვარელს ელოდა , ანდაც ნარკომანების ბუნკერს სხვა არაფერი აფიქრდებოდა . სახლის კარი დაკეტილი არ იყო, ისიც დაუბრკოლებლად გადალახა და აღმოჩნდა სრულიად ფერად გარემოში . წამიც არ გასულა ისე მივარდა უცნობი პატარა ბიჭუნა , ხელში სათამაშო ხმლითა და ზოროს ფორმით სასაცილოდ გამოიყურებოდა . უცნობი კაცის დანახვისას დაფრთხა , უკან დაიხია და ოთახში იმ წამს გამენილ მოზრდილ გოგონას მიეკრა
_თქვენ ? აქ რას აკეთებთ? კირას არ უთქვამს სტუმრად თუ მოგიყვანდათ... რა კარგია რომ მოხვედით , ისე მაინტერესებდა როგორი იყავით სინამდვილეში _ ჟღალი გოგონა გაბადრული სახით საუბრობდა და მერე კაბაზე ჩაბღაუჭებულ ბიჭს მიმართა _ ნუ გეშინია ის ხომ კირას ქმარია ... რომ გვიყვებოდა
_ის ლამაზი არაა, მე უკეთესი ვარ მე უნდა გამომყოლოდა ცოლად
_სესილ სად წახვედით? დღეს რა გამეცადინოთ დეას მოსვლამდე ? წიგნები მოგიტანეთ , მე ამათ ვკითხულობდი თქვენს ასაკში და _ მანამ არ ეჯერა სანამ თავად კირა არ დაინახა და მერე შოკისგან წონასწორობა დაერღვა. კედელს მიეყრდნო და ისე უყურებდა ქალს
_რატომ არ გვითხარი დუდა რომ დაპატიჟე? კექსს გავაკეთებდი , ხომ თქვი უყვარსო და
_სტუმრად არ არის... მალე წავა. მიდით ყუთები გახსენით, ნახეთ რა მოგიტანეთ _ კაცს უყურებდა და ეტყობოდა როგორ წამში ჩაუქრა მზერა
_ ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყავი, ის არ მომწონს _პატარა ბიჭმა გასვლამდე უთხრა და მერე ძუნძულით გაეკიდა უფროს დას
_ისინი ვინ არიან ?
_ჩემი საყვარელი არცერთია... ეგ თუ გაინტერესებსა არ გღალატობ
_ვიცი ცუდად ჩანს, მაგრამ ისე არ არის როგორც გგონია . მე უბრალოდ მაინტერესებდა ...მე იმიტომ გამოგყევი , რომ დრო შენთან ერთად გამეტარებინა
_ტყუილის თქმა არ გამოგდის . არაუშავს, მესმის რთულია მენდო. გინდა, ვიცი , რომ გინდა ,მაგრამ არ გამოდის. არ ვბრაზობ , ნუ ღელავ ... შემდეგისთვის გაითვალისწინე ღალატი რომ მომინდეს თავს არ შევიწუხებ დამალობანას თამაშით _ თითქოს მშვიდად დატოვა , ტონი არ აუმაღლებია და წყენაც არ ეტყობოდა , მაგრამ იმედგაცრუებული რომ იყო ამას მარტივად ხვდებოდა დუდა. დანაშაულის შეგრძნება შემდეგ უფრო გაუმძაფრდა ბავშვებთან მარტო დარჩენა რომ შეძლო და კირას მათთან შეხვედრის ამბავი მოისმინა
_ დედას ქმარი მცემდა, ქუჩაში გავრბოდი და არავინ მეხმარებოდა სანამ კირამ არ გააჩერა მანქანა . სულ არავინ მოვიდოდა და ალბათ ვიღაც დამეჯახებოდა _გოგონას თვალები აუწყლიანდა და პატარა ბიჭიც წამსვე ჩაეხუტა _არ ვიტირებ , ყველაფერი კარგადაა . კირა დაგვეხმარა და ამ სახლში გადმოგვიყვანა , ჩვენი უფროსი დაც იპოვნა , რომელიც სრულწლოვანია . ის საერთოდ არ წამოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად მარტო ცდილობდა სწავლას, მუშაობას. ფულს აგროვებდა მეც რომ წავეყვანე
_კიდევ აქ ხარ ? მეგონა თათულის ეხმარებოდი დეკორაციების შერჩევაში , შეხვედრებს რას უშვები ანა დილიდან გითანხმებდა _კირამ შეკვეთა მოიტანა, მზა კერძები მაგიდაზე დაალაგა და ბიჭუნას დააცქერდა _ ხელები დაიბანე თორემ შოკოლადს არ მოგცემ დესერტად
_გავიგეე ხო , ნუ მეჯუჯღუნები სულ... დამითხელდა თითები იმდენჯერ მაბანინებ ამ ერთ კვირაში. უუჰ როდის დაბრუნდება დეა , რამდენხანს უნდა ისწავლოს _ მძიმედ მიაბიჯებდა და ბუზღუნებდა
-ცოლად მირთავდი და თან ვერ მიძლებ... ყველა კაცი ერთნაირი ხართ _ დუდას წაკბინა და მერე ადგომა აიძულა საღამოს მოვალ. დროულად წადი თუ არ გინდა, რომ გავგიჟდე და საერთოდ აღარ დავბრუნდე
_ჩვენთან დარჩები? დარჩი რაა , რა გინდა ამასთან სულ არააქვს ისეთი ლამაზი თვალები შენ რომ ამბობდი _ბიჭი გამოჩნდა ისევ და აწუწუნდა
_გეყოფა , უკვე _ისე შეუღრინა ბიჭს თვალები აუცრემლიანდა ,მაგრამ კირას რეაქცია არ ჰქონია _ წახვალ თუ მე წავიდე
_მეც რომ დავრჩე არ შეიძლება?
_არ შეიძლება , აქ რა სათნოების სახლია? მე უბრალოდ ვრჩები სანამ ის გოგო კურსებზე დადის , უნდა დააწინაურონ _ღელავდა, საშინლად აფორიაქებული იყო. ასე ალბათ მაშინაც არ იდარდებდა საყვარელთან ერთად რომ გამოეჭირა დუდას

სახლში დაბრუნების შემდეგაც პირველი რაც გააკეთა თავისმართლება იყო . დუდას ზედაც არ უყურებდა ისე დაიწყო ტანსაცმლის გამოცვლა , სააბაზანოსკენ მიდიოდა და ჩქარ_ჩქარა ამბობდა სიტყვებს
_მე ასე არავის ვეხმარები, სესილია უბრალოდ ჩემს ბედს იზიარებდა და დროულად დავიცავი.კოშკებს ნუ ააგებ ჩემი კეთილი გულის შესახებ, ფული საკმარისზე მეტი მქონდა და რამდენიმე ოჯახის დახმარება თავისუფლად შემეძლო, სხვებს აღარც ვჭირდები უკვე თავიანთი საქმეები აქვთ . ლილი საერთოდ ლონდონში სწავლობს _ზედმეტი წამოსცდა და წამსვე გაჩუმდა _ჯანდაბა ასე ნუ მიყურებ
_ არაფერს ვამბობ , ვერ ვხვდები რა გაბრაზებს _ იღიმოდა, თვალები უციმციმებდა და მანძილს ტანსაცმლის მოშორების პარალელურად ამცირებდა _ დამშვიდდი, მე ისედაც ვიცი შენ რომ საოცრება ხარ და ეს გული, რომელიც ჩემია , დიდებულია _ ჯერ ხელით შეეხო მკერდზე , აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა და ქალს ათრთოლებულ ტუჩებს მონაცვლეობით უკოცნიდა
_ასე არ არის ... მე მათ არც კი ვხვდები. მხოლოდ ფულს ვაძლევ, ეს უბრალოდ ჩემი ცოდვების გამოსყიდვაა . ცოდვილების ტიპიური ქმედებაა, იყიდონ სიკეთე და
_დამშვიდდი , მოდუნდი , ისუნთქე და მომეფერე _ ქალს ზემოდან დაჰყურებდა და ისევ უღიმოდა ის კი სახეზე წამოწითლებული, სრულიად არეული , გრძელი წამწამების ფახუნით შესცქეროდა
_მიგეფერო მეე? ეს შენ უნდა ცდილობდე ჩემს სიამოვნებას იმ უნდობლობის დემონსტრირების შემდეგ . უკან რომ მომყვებოდი რა გეგონა კაცთან გამომიჭერდი? ეს დღეები იმიტომ მხვდებოდი სახლში ასეთი დაძაბული? ჩემში ცვლილებებს ეძებდი , მაკვირდებოდი კაიფში ვიყავი თუ არა, ზედმეტად ბედნიერი ხომ არ ვჩანდი ... მე არასდროს მიღალატია ერთის საწოლიდან მეორეში არ დავბრუნებულვარ და საერთოდ მე აქამდე არავისთან დამიდია ფიცი . მე რა ვიღაც მდაბიო კ.ხპა ვარ ჩუმად რომ ღალატობს ქმარს, არც ერთს კარგავს და არც მეორეს? სხვა თუ მომინდება გაიგებ და ახლა ისე ვბრაზობ , აქ რომ მოგიყვანო ვინმე ვინც შენც გაგ.მავს არც უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ რატომღაც ბოლო დროს მესაკუთრეობა დამჩემდა და არ მინდა ვინმე შეგეხოს
_მორჩა? მგონი შენი ფარი შესანიშნავად გამოიყენე აიი გატყობ მშვიდად ხარ ... განვაგრძო დაწყებული თუ
_ მეტი არ მინდა დილამდე გაჩერდე _ კვლავ თავისკენ მიიზიდა და ამჯერად თავად აკოცა.
კვლავ გულში შეინახა წყენა, ტკივილი რომელიც დუდას იმდღევანდელმა ქცევამ გამოიწვია. არადა ფიქრობდა ჩემი სჯერაო, იცის რომ არ ვუღალატებო, დაიჯერა მისი სიტყვები, მაგრამ ქმედებით საპირისპირო დაამტკიცა. დუდა კირას არ ენდობოდა!
....................
ერთხანს სიმშვიდე იყო და კირაც ცდილობდა ახალი გამოწვევა მიეღო , ჟურნალისტობა ეცადა. ამჯერად ნამდვილად ჰქონდა განზრახული სურვილების ასრულებისთვის ბრძოლა , ახალი ფურცლიდან დაწყება და ყველა კომპლექსის მოშორება. განგება დასცინოდა, გასაუბრების გავლის შემდეგ დუდასთან ერთად კლუბში წავიდა, აღნიშნავდნენ , ბედნიერად საუბრობდნენ ქალბატონი ნინა რომ გამოჩნდა მთელი თავისი აღმატებულებით.
_სწავლა დაასრულა პატარა ნინამ და დაუბრუნდა სახლს? _ ჭიქას დაჰყურებდა და ისე ესაუბრებოდა გვერდით მჯდომს , რომელიც უტეხად უყურებდა მოშორებით მდგომ დუდას
_მშვენივრად იცი , რომ ჩემი წასვლის მიზეზი სწავლის დაუოკებელი სურვილი არ იყო
_არადა დუდას სამყაროში ყველაზე ბეჯითი ბავშვი ჰგონიხარ _ღიზიანდებოდა, ვერ იტანდა მას რომ უყურებდა _ იქნებ ჩემთანაც გეთამაშა
_რა საჭიროა, ნიკომ ყველაფერი გაიგო შენი დამსახურებით, სასჯელიც მივიღე. ორი წლით გადამასახლა, განმარიდა თქვენს წყვილს
_შენ იმდენად პატარა ხარ, რომ მას დამორჩილდი? მეგონა სრულწლოვანი , დამოუკიდებელი გოგო იყავი , რომელსაც ჩემთვის ქმრის წართმევის პრეტენზია დღემდე აქვს და ვერ ხვდება, რომ სამყაროში არაფერი არსებობს რაც მას ჩემგან წასვლას აიძულებს
-შენი ქმარი ნიკოს დამსახურებითაა, სიყვარულმა და პატიების უნარმა კი არა მისმა მტკიცებულებებმა მოიყვანა შენამდე... _ კირას გამომეტყველება რომ შეეცვალა და კითხვისნიშნები გაუჩნდა მზერაში მაშინვე სიცილით განაგრძო მოიცა, შენ რა ასე თავდაჯერებული იმიტომ ხარ, რომ გგონია დუდამ უპირობოდ გალატია და შენი ყურმოჭრილი მონაა? შენ მას მართლა არ იცნობ. ისევ ვერ გაიცანი ხომ? შენთან მოსვლამდე ნიკო ესაუბრა, ზუსტად არ ვიცი რა უთხრა ან რა აჩვენა, მაგრამ ვიცი რაღაც ვიდეოს უყურებდნენ მერე დუდა შენთან გამოიქცა. დარწმუნებული ვარ თავს არასდროს მოიკლავ, უბრალოდ კაიფბ სიკვდილის პირას ყოფნით და ელოდები როდის შეებრალები ვინმეს... ის შენთან შიშის გამოა, ეცოდები და არ უნდა შენი სიკვდილი ტვირთად დააწვეს მხრებზე. ერთ დროს ძალიან უყვარდი, მაგრამ ახლა? ახლა ვინ ხარ , უუნარო ქალი , რომელსაც საკუთარი თავის კონტროლიც არ შეუძლია, სურვილების მართვა და სილამაზეც ნელ_ნელა ქრება ამ შენი ბინძური ცხოვრების წესის დამსახურებით _ქალის ყურთან ჩურჩულებდა, შხამს ანთხევდა და კლუბის ხმაურიც ვერ ფარავდა მის სიტყვებს. კირას ყელში ბურთი გაეჩხირა, სიტყვა ვერ თქვა მხოლოდ ერთი რამ სურდა ,გოგო სამუდამოდ გაეჩუმებინა. ნინა გაეცალა, ცეკვა- ცეკვით მივიდა დუდასთან , ისიც მოეხვია , თავზე აკოცა და გაბადრულმა გაუბა საუბარი .
თავბრუსხვევას გრძნობდა, გონება დაებინდა, ისე დაცალა წინ მდგომი ბოთლი რომ ვერც გაიაზრა, შემდეგ წამოდგა და მოცეკვავე ბრბოს შეერია. მანამ არხევდა სხეულს სანამ ვიღაც ბიჭი არ მიეტმასნა, მოშორება არ უცდია, მისკენ შებრუნდა და წამით ისიც იფიქრა ვაკოცებო, ფიქრი წამიერ გაელვებად დარჩა დუდას მზერა რომ იგრძნო და მისკენ გაიხედა. შეამჩნია, როგორც იქნა მისი ყურადღება მიიპყრო, ისე უყურებდა ,ისე მშვიდად , რომ ქალმა არ იცოდა რას გრძნობდა ამ დროს. მისი გამოწვევა უნდოდა ბნელ მხარეს, ნათელმა კი აიძულა ყველაფერს განრიდებოდა

№1  offline წევრი დარინა

კირას ემოციური არასტაბილურიბა მკლავს ადამიანს საკუთარი თავი ასე არ უყვარდეს არ ვიცი რაა კომპლექსები რომა რ აწუხებდეს და საკუთარ თავს მეტად აფასებდეს ასეთ დღეში არ იქნებოდაა და დუდასაც არ ექნებოდა ის ეჭვებიი, არ ვიცი ამათ ურთიერთობაში რა უნდა მოხდეს რომ ერთმანეთი უფრო მეტად შეიყვარონ და უფრო მეტი ნდობაც ქონდრღ, გადაიყოლად ჩემი ნერვები კირამ, გალანძღვის სურვილიც არ მიჩნდრბა რადგან ძალიან მებრალებაა, ბედნიერი წუთების და წამების დაფასება უნდა ისეავლოს და არა სისულელეები აკეთოს. როგორი დასასრული ექნება ამ წყვილს ვერ წარმომიდგენიაა.

№2  offline წევრი duchi_duchi

უფ ორი დღეა გელოდები და არ მეყოო რაა.ნინა ნერვებს მიშლის.კირაც მაგრამ ახლა ნინა უფრო.

№3  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
კირას ემოციური არასტაბილურიბა მკლავს ადამიანს საკუთარი თავი ასე არ უყვარდეს არ ვიცი რაა კომპლექსები რომა რ აწუხებდეს და საკუთარ თავს მეტად აფასებდეს ასეთ დღეში არ იქნებოდაა და დუდასაც არ ექნებოდა ის ეჭვებიი, არ ვიცი ამათ ურთიერთობაში რა უნდა მოხდეს რომ ერთმანეთი უფრო მეტად შეიყვარონ და უფრო მეტი ნდობაც ქონდრღ, გადაიყოლად ჩემი ნერვები კირამ, გალანძღვის სურვილიც არ მიჩნდრბა რადგან ძალიან მებრალებაა, ბედნიერი წუთების და წამების დაფასება უნდა ისეავლოს და არა სისულელეები აკეთოს. როგორი დასასრული ექნება ამ წყვილს ვერ წარმომიდგენიაა.

ლანძღვის სურვილი რომ არ გიჩნდება ეგეც დიდი მიღწევაა

№4  offline წევრი elene2619

მარიამ რამდენი ხანია კომენტარის დაწერის სურვილი არ გამჩენია და შენი გაოჩენით ააფორიაქე heart_eyes
ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ კირას ნაირი ქალები მაღიზიანებდნენ და თავიდან, რომ დავიწყე კითხვა იგივე შეგრძნება დამეუფა მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა (კირას წარსულ ვგულისხმობ) კირა თანაგრძნობასღა იწვევს ახლა ჩემში.. პატარა გოგო რომელსაც საკუთარი დედაც კი სწირავს. ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა მოხდეს ადაიანის ცხოვრებაში. შეიძლება ვიღაცამ გაკიცხოს ამდენ კაცთან დაწოლით რას მიაღწევსო მაგრამ ყვეალსპსიქოლოგია ერთნაირი არ არის. სულიც კი წაართვეს ამ გოგოს მის ადგიას ვინ როგორ მოიქცეოდა კაცმა არ იცის. სასწაულია რომ ასეთი ადამიანი ყავს გვერდით დუდა. კაცი რომელიც ყველანაირ ჭორ-მართალს აიგნორებს მხოლოდ მისი ქალი სჭირდება. ძალიან რთულია კირას ნაირ ქალთან ყოფნა და მისი სიყვარული მაგრამ ყველანაირად ცდილობს რომ მისი საყრდენი გახდეს.
აი რაც შეეხება ნინას პერსონაჟს სხვის ცხოვრებაში ხელების მოფათურე გოგოა, რომელსაც ფაატურად უყვარს ძმის ძმაკაცი და გაიდიალებული ჰყავს. არასწორია იბრძოლო კაცისთვის/ქალისთვის როცა მას სხვა უყვარს და მითუმეტეს ცოლი/ქმარი ყავს .
მოუთმენლად ველოდები ახალთავს მარიამ. როგორც ყოვრლთვის სასწაუად მომწონს შენი ისტორია heart_eyes

არ ვიცი რა იყო მიზეზი და დუდამ რატომ მოიყვანა კირა ცოლად, მაგრამ სურვილი მაქვს ნინას ის გრძელი ენა ამოვაცალო. წაკლა ეგ. (მიზეზს ალბათ შემდეგ თავში გავიგებთ და იმედია გადავრჩებით :დ)

კირასი არ მესმის. ამდენი ხანია დუდას გვერდითაა და ბოლომდე არ/ვერ ენდობა. როდემდე უნდა იყოს მუდმივად თავდაცვით პოზიციაში? დროა ამ კომპლექსებისგან განთავისუფლდეს და არ შერცხვეს თავისი სიკეთის❤ იმდენად არ უყვარს ამ გოგოს საკუთარი თავი, რომ დანაშაულად მიაჩნია თუ ვინმეს დაეხმარება და მალავს ამ ყველაფერს. როდის დადგება ის დრო რომ კირამ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოს და წყენა რომელსაც დუდას მიმართ განიცდის უთხრას ხოლმე. აღარ გვინდა ამდენი ნიღაბი :(
დუდას უნდობლობას თან ვამართლებ და თან ვერა :( ვფიქრობ, ჯერ კირა უნდა ენდოს დუდას. ესაუბროს რას გრძნობს რეალურად, რა უნდა სინამდვილეში და ამის შემდეგ პრობლემაც აღარ იქნება.

არადა ბავშვივით გაბუტული კირას სახე ერთი სიამოვნებაა❤ საერთოდაც ამ ორს შორის წუთიერად გაბრწყინებული სიყვარულის წუთები ძალიან მიყვარს❤ ამ დროს კირა საკუთარ თავს ეკუთვნის და ის ეჭვიანობაც კი უხდება❤
ბამიხარდა ბოლო ეპიზოდში დუდას კირამ რომ გაიმარჯვა❤

მარიამო, ასე მგონია ნინას გამოჩენა ბომბის აფეთქება იქნება და არ მომწონს, დროულად მოაცილე ის გოგო ამათ.
ეს თავი რაღაც ისეთის დასაწყისია რაც ბევრს არ მო(გვ)ეწონება და რაც (გვ)აიძულებს კირა გაილანძღოს :(

შემდეგამდე, მარიამო❤

№6  offline მოდერი sameone crazy girl

duchi_duchi
უფ ორი დღეა გელოდები და არ მეყოო რაა.ნინა ნერვებს მიშლის.კირაც მაგრამ ახლა ნინა უფრო.

ნუ ნინამაც რა ქნას უყვარს

elene2619
მარიამ რამდენი ხანია კომენტარის დაწერის სურვილი არ გამჩენია და შენი გაოჩენით ააფორიაქე heart_eyes
ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ კირას ნაირი ქალები მაღიზიანებდნენ და თავიდან, რომ დავიწყე კითხვა იგივე შეგრძნება დამეუფა მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა (კირას წარსულ ვგულისხმობ) კირა თანაგრძნობასღა იწვევს ახლა ჩემში.. პატარა გოგო რომელსაც საკუთარი დედაც კი სწირავს. ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა მოხდეს ადაიანის ცხოვრებაში. შეიძლება ვიღაცამ გაკიცხოს ამდენ კაცთან დაწოლით რას მიაღწევსო მაგრამ ყვეალსპსიქოლოგია ერთნაირი არ არის. სულიც კი წაართვეს ამ გოგოს მის ადგიას ვინ როგორ მოიქცეოდა კაცმა არ იცის. სასწაულია რომ ასეთი ადამიანი ყავს გვერდით დუდა. კაცი რომელიც ყველანაირ ჭორ-მართალს აიგნორებს მხოლოდ მისი ქალი სჭირდება. ძალიან რთულია კირას ნაირ ქალთან ყოფნა და მისი სიყვარული მაგრამ ყველანაირად ცდილობს რომ მისი საყრდენი გახდეს.
აი რაც შეეხება ნინას პერსონაჟს სხვის ცხოვრებაში ხელების მოფათურე გოგოა, რომელსაც ფაატურად უყვარს ძმის ძმაკაცი და გაიდიალებული ჰყავს. არასწორია იბრძოლო კაცისთვის/ქალისთვის როცა მას სხვა უყვარს და მითუმეტეს ცოლი/ქმარი ყავს .
მოუთმენლად ველოდები ახალთავს მარიამ. როგორც ყოვრლთვის სასწაუად მომწონს შენი ისტორია heart_eyes

ძალიან მიხარია კომენტარის დაწერის სურვილი რომ გაგიჩინა ამ ისტორიამ და კირას ამბავმა ზოგადად ♡
მინდა საინტერესოდ განვაგრძო და დავასრულო იმედია გამომივა

რუსკიმარუსია
არ ვიცი რა იყო მიზეზი და დუდამ რატომ მოიყვანა კირა ცოლად, მაგრამ სურვილი მაქვს ნინას ის გრძელი ენა ამოვაცალო. წაკლა ეგ. (მიზეზს ალბათ შემდეგ თავში გავიგებთ და იმედია გადავრჩებით :დ)

კირასი არ მესმის. ამდენი ხანია დუდას გვერდითაა და ბოლომდე არ/ვერ ენდობა. როდემდე უნდა იყოს მუდმივად თავდაცვით პოზიციაში? დროა ამ კომპლექსებისგან განთავისუფლდეს და არ შერცხვეს თავისი სიკეთის❤ იმდენად არ უყვარს ამ გოგოს საკუთარი თავი, რომ დანაშაულად მიაჩნია თუ ვინმეს დაეხმარება და მალავს ამ ყველაფერს. როდის დადგება ის დრო რომ კირამ საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოს და წყენა რომელსაც დუდას მიმართ განიცდის უთხრას ხოლმე. აღარ გვინდა ამდენი ნიღაბი :(
დუდას უნდობლობას თან ვამართლებ და თან ვერა :( ვფიქრობ, ჯერ კირა უნდა ენდოს დუდას. ესაუბროს რას გრძნობს რეალურად, რა უნდა სინამდვილეში და ამის შემდეგ პრობლემაც აღარ იქნება.

არადა ბავშვივით გაბუტული კირას სახე ერთი სიამოვნებაა❤ საერთოდაც ამ ორს შორის წუთიერად გაბრწყინებული სიყვარულის წუთები ძალიან მიყვარს❤ ამ დროს კირა საკუთარ თავს ეკუთვნის და ის ეჭვიანობაც კი უხდება❤
ბამიხარდა ბოლო ეპიზოდში დუდას კირამ რომ გაიმარჯვა❤

მარიამო, ასე მგონია ნინას გამოჩენა ბომბის აფეთქება იქნება და არ მომწონს, დროულად მოაცილე ის გოგო ამათ.
ეს თავი რაღაც ისეთის დასაწყისია რაც ბევრს არ მო(გვ)ეწონება და რაც (გვ)აიძულებს კირა გაილანძღოს :(

შემდეგამდე, მარიამო❤

კიდე რაღაც ამბების გახსენება და დაწერა მომიხდება იმ ამბავდე და მერე ვნახოთ რა მოხდება მეც არ დამიწერია ისევ ♡♡♡♡
შენ აზრს ვეთანხმები ნამდვილად კირას ისევ საკუთარ თავთან აქვს პრობლემები

№7 სტუმარი სტუმარი ელენა

არ ვიცი რატომ, მაგრამ.. კირას პერსონაჟი თავისი ამ თვისებებით, ხასიათით, თუნდაც ერთგვარი არეულობით ძალიან მომწონს. თავისი ამ არასტაბილურობით შეიძლება ბევრ რამეს ჰკარგავდეს მათ შორის დუდასთან უფრო მეტ სიახლოვეს.. უფრო მეტ გაგებას... მაგრამ ძალიან ძალიან მომწონს მათ შორის არსებული ეს ერთგვარი ,,სიშორე''. რატომღაც დუდასგან უფრო მეტს ველი.. ახლა შეიძლება იფიქროთ მეტი რაღა უნდა ქნას დუდამ ფაქტიურად სიკვდილს აცილებს თავიდანო,რავქნა ... ასეთი შეგრძნება მაქვს. :დ აუუ.. ცუდად არ გამიგოთ რა... უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ...ბოლოს თუ კირა მოკვდა :დ რაღაცნაირი თავისებური ხიბლი ექნება.ეს ბოლო ჩემი პირადი აზრია, უბრალოდ არ მიწყინოთ<3 ისე შენს თითოეულ ნაწარმოებს.. ვაკონკრეტებ თითოეული წანაკითხი მაქვს :დ თან რამოდენიმეჯერ .. ყველას მართლაც რომ შესაფერისი დასასრული აქვს.. ამიტომ მჯერა ესეც არ გავიცრუებს იმედებს.<3 <3

№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ელენა

დასასრული ჯერ დაწერილი არ მაქვს და არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჩემს ისტორიებში უშედეგო ბრძოლას ვერ ვიტან . ყოველთვის რაღაც შედეგამდე მიმყავს ისტორია და არმგონია ეს კირას სიკვდილი აღმოჩნდეს

№9  offline წევრი თ. ა.

რაღაც მომენტებში ვუგებ ერთსაც და მეორესაც, თითქოს ის გრძნობა რომ დუდას არ იმსახურებს ნელნელა ქრება მაგრამ არ ვიცი რას მოიმოქმედებს ის ხომ უკონტროლოა და არავინ იცის როდის რას იზამს.
ერთი სიტყვით სასიამოვნო თავი იყო პატარა სიახლეებით.

№10  offline მოდერი sameone crazy girl

თ. ა.
რაღაც მომენტებში ვუგებ ერთსაც და მეორესაც, თითქოს ის გრძნობა რომ დუდას არ იმსახურებს ნელნელა ქრება მაგრამ არ ვიცი რას მოიმოქმედებს ის ხომ უკონტროლოა და არავინ იცის როდის რას იზამს.
ერთი სიტყვით სასიამოვნო თავი იყო პატარა სიახლეებით.

heart_eyes kissing_heart kissing_closed_eyes
მიხარია სასიამოვნო რომ გამოვიდა საბოლოო ჯამში

№11  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ერთი რაც ვიცი ისაა რომ კირას ძაიან ბევრი ცხოვრებისეული ტრამვა აქ გადატანილი ამას ისიც ემატება რომ არავინ უგებს და მარტო უწევს ბრძოლა, დუდას უყვარს მაგრამ ბოლომდე მაინც არ ესმის მისი, :( კირა თავის თავთან და თავის მახინჯ წარსულთან ერთად მარტოა ეს გოგო იმსახურებს ბედნიერებას!

№12  offline მოდერი sameone crazy girl

ablabudaa
ერთი რაც ვიცი ისაა რომ კირას ძაიან ბევრი ცხოვრებისეული ტრამვა აქ გადატანილი ამას ისიც ემატება რომ არავინ უგებს და მარტო უწევს ბრძოლა, დუდას უყვარს მაგრამ ბოლომდე მაინც არ ესმის მისი, :( კირა თავის თავთან და თავის მახინჯ წარსულთან ერთად მარტოა ეს გოგო იმსახურებს ბედნიერებას!

ზუსტად ეგრეა მაინც მარტოა და მარტო ვერც ახერხებს

№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნინამ ძალიან გამაბრაზა ახლა,აი ძალიან.დუდაზე რა ვთქვა,უყვარს,ცდილობს ყველანაირად გაუგოს,ენდოს მაგრამ ბოლომდე არ გამოსდის.თუმცა პირველ თავში ყველაზე დიდი ტკივილი ჩანს მისი. კირას იმდენი ტკივილი და ტანჯვა დაატყდა თავს გიორგის მერე,მესმის მისი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვუგებ.ქალური სოლიდარობაც რომ გამოვიჩინო მაინც.ამდენად როგორ უნდა შეიძულოს თავი,რომ ამდენი რამ დამართოს?აი როგორ ველი კირას დაბრუნებას ვერ წარმოიდგენ, მაგრამ რამდენად შეძლებ? მითუმეტეს მას შემდეგ რაც ისევ მოკლა მისი ნაწილი და დუდასაც კი უარი ათქმევინა მასზე.გელი ჩემო კარგო ❤️❤️ ვიცი ისე შემოაბრუნებ ისტორიას თუ მოინდომებ ყველას გაგვაოცებ.ოღონდ ჯერ ვერ მიგიხვდი როგორი დასასრული ექნება ამ ისტორიას
--------------------
ლანა

№14  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na

არ ვიცი შემობრუნებას რამდენად შევძლებ ან შესაძლებელია საერთოდ? საოცრრბას ვერ მოვახდენ ვეცდები ლოგიკურად განვითარდეს პერსონაჟების ხასიათიდან გამომდინარე
ნინამ თავის წილი სიმართლე თქვა რას ვერჩით გამწარებული ბავშვია წაართვეს პირველი სიყვარული

№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

sameone crazy girl

ვაი რომ არ არის შესაძლებელი,თუმცა შეუძლია რაღაცეები დათმოს დუდას გამო(უფრო საკუთარი თავის გამო)და ამის შემდეგ მაინც ისწავლოს სწორად ცხოვრება.ახლა მთავარია დუდა რამდენად აპატიებს.რამდენად შეძლებს დაივიწყოს
--------------------
ლანა

№16  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

მოვედი Ძლივს

დუდაზე გაბრაზებული ვარ

ისედაც ამდენი უარყოფიᲗი ემოციიᲗ სავსე კირას რომ კიდევ იმედგაცრუება დაუმატა

მესმის რᲗულია ნდობა კირას Ძველი ცხოვრების წესის გამო მაგრამ საერᲗოდ არ ვფიქრობ რომ ეგეᲗი იაფფასიანი ტიპია

Თან იმდენად მიჯაᲭვულია დუდაზე რომ კარგი რა

Თავის მხრივ კირა მაგიᲟებს მაგრამ საერᲗოდ არ ვერᲩი

მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არაფერი მიკვირს საერᲗოდ

ფსიქოლოგᲗან სიარულიც არ უნდა და ასე ვერ მოერევა Თავის ᲨიᲨებს და კომპლექსებს

კი ყავს უკვე ორი წელია დუდა მაგრამ ფაქტია ვერ უგებს ბოლომდე

კირაც არ იხსნება და როგორც ბავᲨვობაᲨი მიეᲩვია ისევ მარტოს ურᲩევნია ბრᲫოლა
მაგრამ ამასობაᲨი დუდას ისევ დაკარგავს

ნინა

ნინა და ჯანდაბა
მაᲦიზიანებს უზომოდ

საᲭირო იყო მისი გამოᲩენა სიმარᲗლისᲗვის მაგრამ აუტანელია
ტუტუცი
ᲨტერივიᲗ Შეყვარებული

არ ვიცი ვერ ვხვდები ასეᲗი რა უნდა ეᲗქვა ნიკოს დუდასᲗვის
რა უნდა ენახებინა
ზედმეტად გაბრაზებული იყო მაᲨინ დუდა

საინტერესოა

ნინამ რომ კიდევ უფრო არასაᲭიროდ აგრᲫნობინა Თავი Ძალიან ვᲦიზიანდები

ისედაც არ უყვარს Თავისი Თავი
ვერ იᲦებს და ეს საზიზᲦარი სიტყვები Ძალიან არავეს ახლა ვიცი

არც კიᲗხავს დუდას გული მიგრᲫნობს

საერᲗო ჯამᲨი კარგი იყო

Შემდეგამდე.

№17  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე

ამ ისტორიას არ ჰყავს იდეალური გმირები და ეს გაგრძელებაში დამტკიცდება. მხოლოდ კირას არ აქვს პრობლემები , სისუსტეები და კომპლექსები .
მაკლდი .
შემდეგამდე ♡

№18 სტუმარი სტუმარი ანაბელი

აქამდე, კირას როცა წარმოვიდგენდი, ახალგაზრდა, სექსუალურ, გადატკეცილი კანის და დიდი ტუჩების მქონე გოგოს ვხედავდი. ძალიან სასურველს და მაცდური გარეგნობისას. ამ თავში თითქოს ჩემ წარმოსახვაში დაბერდა. ოღონდ განა იმიტომ რომ ორი წელი გავიდა? არა, უბრალოდ წარმოვიდგინე ოდნავ როგორ მოეხორკლა და მოემჩვარა სახის კანი, უფრო გახდა(რატომღაც) და ხელის მტევნბზეც ოდნავ დაეტყო ვენები. და ჩემ თვალში უფრო გალამაზდა. უფრო სწორად, აქამდე სექსუალური იყო და ახლა ლამაზი. ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს ახლა ეს :დდ და სინამდვილეში კირა ისევ ისეთი ახალგაზრდა და ვნებიანია, როგორც თავიდან მაგრამ პერსონაჟის ცვლილება მოხდა ჩემთვის. ეს ცვლილება ვიცი რომ არ იქნება მუდმივი და დუდასი არ იყოს, ამაზე არ უნდა ავაგო კოშკები, რომ აი შეიცვალა 180გრადუსით და მორჩა, მაგრამ რაღაც სცენაში დავინახე შეცვლილი და ეს საკმარისი იყო. მომწონს. ძალიან მომწონს, რომ არაფერია მარტივად. მომწონს კირას განცდები. მარტივად ვერ იქნებოდა. ვერაფრით ვერ იქნებოდა. განვითარება მაინტერესებს, მაგრამ მეშინია, რომ დუდა უმტყუნებს. კირა არა, დუდა. ერთი პაწაწინა წამით შეიძლება მოხდეს ეგ, მაგრამ თუ მოხდა და მოიშალა კირა თუნდაც ერთი ღამით, ყველაფერი დაინგრევა, ასე მგონია

№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანაბელი

არც კი ვიცი რა გითხრათ იმდენად ემოციური იყო თქვენი აზრების მოსმენა. ბედნიერებაა ჩემთვის ამდენად რომ მოგწონთ ასე რომ მოდის თქვენთან პერსონაჟების სახეები და კირას როგორც ხედავთ ♡♡♡
დღეს აუცილებლად ავტვირთავ მეცხრე ნაწილს და ვფიქრობ კიდევ ბევრი რამ გაირკვევა

№20 სტუმარი ანისია

არ დაიკარგო რა <3

№21  offline მოდერი sameone crazy girl

ანისია
არ დაიკარგო რა <3

დავდებ ცოტახანში

№22 სტუმარი სტუმარი ნატალია

ვკითხულობ, ვკითხულობ და მინდა იქ გავჩერდე სადაც მეტ-ნაკლებად ბედნიერები არიან. ისტორია ისე დაიწყე ვიცი აირევიან და კარგი არაფერი მოხდება და მეშინია.
არ მემეტება ეს ორი ცუდი დასარულისთვის.
არ მინდა სრულად დადებული გავხსნა და ბოლო წავიკითხო.
შარში ვარ, თან მინდა გავიგო რა მოხდება და თან მეშინია

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent