შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება ( თავი მეცხრე)


6-04-2022, 17:58
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 4 115

პირველ რიგში მადლობა ყველას ვინც ამ ისტორიის გაგრძელებას ელოდებოდა.
მე დავბრუნდი და ვეცდები კვლავ გავაქტიურდე, თქვენი იმედები გავამართლო და არ გალოდინოთ<3


მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა კატომ , ვერ იძინებდა, ვერც საძინებელში ჩერდებოდა, საშინლად უნდოდა დავითის საძინებელში შესულიყო და ჩახუტებოდა, თუმცა რაღაც ძალა არ უშვებდა, ხან სიამაყეს არქმევდა ამ ძალას, ხან სიბრაზეს ხან თავმოყვარეობას. რატომღაც მთელი ცხოვრება ელოდა კაცი რომ შეიყვარებდა მის გამო მთები უნდა გადაედგა , ამიტომ სურდა რომ დავითს მის გამო ყველაფერი გადაეყლაპა, თუმცა კარგად იცოდა , ასეთ დავითს ვეღარ შეიყვარებდა, ამ პრინციპებისა და სიჯიუტის გამო აღმერთებდა დავითზე, მის გარეშე გატარებული ყოველი წუთი კი ჯოჯოხეთად ქონდა ქცეული.

საათს რომ დახედა ღამის პირველი საათი იყო , არ იცოდა მოუსვენრობისგან რა ექნა. ძალიან იშვიათად სქროლავდა სოციალურ ქსელებს და ახლაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა,
საიტზე მწვანედ აციმციმებულს ანკას შეტყობინება მოუვიდა....

- როგორ ხარ ? ვერ იძინებ ?
- აფორიაქებული ვარ...
- გინდა მელაპარაკო ?
- იცი რა მენატრება ? შუაღამისას რომ შეგვეძლო ხოლმე ერთმანეთის სანახავად გასვლა, ღამეებს რომ ერთმანეთთან ვათენებდით ხოლმე ... რაღაცნაირად ძალიან მინდა ისევ ის დრო იყოს.
- დავითი სახლშია ?
- ჰოო, სძინავს.
- გეტყოდი გამოდი ჩვენთან მეთქი , მაგრამ მგონი ჯობს სახლში იყო. რაო რა გითხრა
- სიმართლე გითხრა გამოვიდოდი მაგრამ შენი ქმრის მერიდება.
- ძალიან მინდა ახლოს მყავდე, და დაგამშვიდო, დავითი რომ არ იყოს მე მოვიდოდი , მაგრამ არამგონია საუბარი შევძლოთ, თან მინდა რომ ჩემთან გამოხვიდე მაგრამთან არ მინდა მაგის გამო დავითთან ურთიერთობა დაგეძაბოს.
- დიტოს სძინავს ?
- კი , ახლახანს დაიძინა
- აუ გამოვალ და ყავა დამალევინე რა, უბრალოდ ძალიან მინდა ახლა გარეთ გასვლა თორემ სული მეხუთება.
- დარწმუნებული ხარ ? დავითი ხომ არ გაბრაზდება
- ანკა , ჩავიცმა და გამოვდივარ - სიტყვა მოუჭრა კატომ.

დავითი გრძნობდა საყვარეი ქალის მოუსვენრობას და ფორიაქს, ვერც მან დაიძინა , ესმოდა მისი ნაბიჯების ხმა. ბოლოს კი კატოს კეტების ხმა იგრძნო , მიხვდა რომ გოგო გარეთ გასვლას აპირებდა, ნერვები მოეშალა, ნელა გამოვიდა საძინებლიდან და გოგოს აკვირდებოდა, კარის გაღება რომ დააპირა , კატოს ზურგს უკან ამოუდგა და გასაღებით კარგი გადაუკეტა, კატო შეკრთა
- რა ხდება ? - მოულოდნელობისგან წამოიძახა კატომ
- მე მეკითხები ?- ბრაზნარვი ხმით კითხა დავითმა- ღამის სამი საათი დაიწყო , სად მიდიხარ
- კლუბში
- კატო !
- ანკასთან
- ანკას ვაფასებ , მაგრამ მას მისი ოჯახი ყავს , არასწორია ყველა ჩვენს კამათზე მათთან გარბოდე, ჩვენი პირადი ჩვენია , და ჩვენ ორი უნდა ვაგვარებდეთ . - მშვიდად გაუსწორა თვალები კატოს ბაგეებს.
- ჩვენი პირადი არ არსებობს
- ისევ იმავეს იმეორებ- მობეზრებული სახით შემობრუნდა დავითი, სცადა მშვიდი ყოფილიყო მაგრამ სიბრაზემ აიტანა- რაც გინდა ის დაარქვი მაგრამ შენ , ჩემი ცოლი ხარ და ასე იქნება სიცოხლის ბოლომდე , გაიაზრე, ზუსტად ვიცი რომ შენც გინდა რომ ასე იყოს , ამიტომ შეცდომის უფლებას არ მოგცემ . იფიქრე, დრო გაქვს ფიქრისთვის , დაისვენე , არაფერს გაძალებ და არც გაჩქარებ, მაგრამ იცოდე რომ ჩემგან არ გაგიშვებ , და თუ წახვალ , უკან ვეღარასდროს დაბრუნდები.
კატოზე მოქმედებდა როცა ვიღაც გადაჭრით რაღაცას უმტკიცებდა და კვლავ მოწინააღმდეგე იღვიძებდა მასში.
- ჩვენ კონტრაქტით ვართ ცოლქმარი- სცადა მტკიცე ყოფილიყო მისი სიტყვები
- თუ ასე გააგრძელებ , შენი ნების საწინააღმდეგოდ გახდები ჩემი ნამდვილი ცოლი და სარეცელსაც გაიყოფ ჩემთან , ამიტომ დაფიქრდი, იქნებ ნებით უფრო მოგეწონოს- ირონია ჩააქსოვა დავითმა, კატო კი მამაკაცის სიტყვებზე აწითლდა
- ანკა მელოდება
- ვერსად წახვალ
- წავალ
- ვერ წახვალ
- მელოდებაა
დათომ ტელეფონზე ანკას ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა
- ანკა გამარჯობა როგორ ხარ ?
- კარგად დავით შენ , აფორიაქდა ანკაც
- კატომ მითხრა რომ ელოდები, თუმცა გვიანია უკვე და ხვალ რომ ნახოთ ერთმანეთი ?
- არ არის პრობლემა , როგორც შენ იტყვი , - დაეთანხმა ანკაც.
კატო გაბრაზდა
- არავის ჭკუაზე არ ვაპირებ სიარულს
- გამოიცვალე და საძინებელში ეგელოდები
- მელოდე
- მაშინ მე მოვალ - გაიცინა დავითმა
კატომ საძინებლის კარი გაიჯახუნა და კარი შიგნიდან გადაკეტა, ასე რომ იმორჩილებდა მამაკაცი ჭკუიდან იშლებოდა.

დილაც უჩვეულოდ გათენდა , დავითი სამსახურში წასული დახვდა.
ოფისში მისულს ისევ ძველებურად ცივად ექცეოდა , რისი ატანაც უკვე აღარ შეეძლო.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ეს ისტორია ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე, არ მეგონა ამდენი ხნის მერე თუ გააგრძელებდი თუმცა ძალინ კარგია გარძელების ნახვა, იმედია ასე აღარდაიაკრგები და დაასრულებ ამ
ისტორიას :) წავალ ძველ თავებს გდავიკითხავ სიუჟეტი კრგა დრომ აღვიდგინო ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი maco maco

ვაიჰ დაბრუნდი…რა მაგარია

 


№3  offline წევრი Soraya

გამარჯობათ, დღეს აღმოვაჩინე ეს ისტორია და წინა თავები წავიკითხე. ამ თავში რაღაც ვერ გავიგე, დავითმა რომ უთხრა უკან ვერ დაბრუნდებიო ანკას თან წასვლა ზე იყო საქმე?მერე რა რომ ღამე იყო, ვფიქრობ რომ ახლა კატოს სჭირდებოდა დალაპარაკება, შეიძლება “ქმრის” აზრს პატივს სცემდე, მაგრამ პატივის ცემასა და დაჩმორებას შორის დიდი განსხვავებაა,მაგრამ მაინც ურევენ ერთმანეთში.
დავითმა უნდა მოტვინოს ხოლმე რომ კატოს ლაპარაკი სჭირდება, არა მასთან არამედ სხვა ადამიანთან, რომელიც მოუსმენს.
წარმატებები და ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის!

 


№4  offline წევრი Tako_elizbarashvili

ablabudaa
ეს ისტორია ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე, არ მეგონა ამდენი ხნის მერე თუ გააგრძელებდი თუმცა ძალინ კარგია გარძელების ნახვა, იმედია ასე აღარდაიაკრგები და დაასრულებ ამ
ისტორიას :) წავალ ძველ თავებს გდავიკითხავ სიუჟეტი კრგა დრომ აღვიდგინო ❤️


როგორ მიხარია რომ ისევ მელოდებოდით)) დავბრუნდი და ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

სტუმარი maco maco
ვაიჰ დაბრუნდი…რა მაგარია

როგორ მიხარია რომ მელოდით ))) მიყვარხართ

Soraya
გამარჯობათ, დღეს აღმოვაჩინე ეს ისტორია და წინა თავები წავიკითხე. ამ თავში რაღაც ვერ გავიგე, დავითმა რომ უთხრა უკან ვერ დაბრუნდებიო ანკას თან წასვლა ზე იყო საქმე?მერე რა რომ ღამე იყო, ვფიქრობ რომ ახლა კატოს სჭირდებოდა დალაპარაკება, შეიძლება “ქმრის” აზრს პატივს სცემდე, მაგრამ პატივის ცემასა და დაჩმორებას შორის დიდი განსხვავებაა,მაგრამ მაინც ურევენ ერთმანეთში.
დავითმა უნდა მოტვინოს ხოლმე რომ კატოს ლაპარაკი სჭირდება, არა მასთან არამედ სხვა ადამიანთან, რომელიც მოუსმენს.
წარმატებები და ბოდიში ცენზურის დარღვევისთვის!


იგულისხმა თუ ჩემგან და ჩემი ცხოვრებიდან წახვალო, მაგრამ აბსოლიტურად გეთანხმებით თქვენს გამოთქმულ მოსაზრებაში <3

 


№5 სტუმარი n

kargia imedia agar daagvianeb

 


№6  offline წევრი M.Z°_°

თარიღს არ დავკვირვებულვარ ისე დავიწყე კითხვა,ძალიან მომეწობა პირველივე თავი და რომ გადახედე დანარჩენ თავებსაც მაშინ მომხვდა თვალში თარიღი,ვიციქრე შეჩერებულია არ ღირს წაკითხვა თქო მაგრამ იმდენად მომეწონა ნახევარზეც თანახმა ვიყავი,ახლა კი რომ დავაკვირდი და გუშინ აგიტვირთავს ახალი,ბედნიერებისგან ცას ვეწიე,არიქა გამიმართლა და კიდევ გრძელდება თქო????ძალიან მომწონს და მაინტერესებს გაგრძელება,წარმატებები????

 


№7 სტუმარი სტუმარი Mnemosyne

ახალ თავს არ დებთ?

 


№8 სტუმარი თინიკო

შემდეგი თავებიც მალე დადო არ გინდა?????ისეთი დიდი ინტერვალით დადე 9 თავი წინა თავების გადაკითზვა დამჭირდა გამეხსენა რა ხდებოდა.????

 


№9  offline წევრი Tako_elizbarashvili

ახალი თავი დადებულია, დადასტურებას ველით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent