შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (თავი 11)


10-04-2022, 01:05
ავტორი თმარი.K
ნანახია 12 968

თავი 11


ზაქრო.


ჩემი, დეტექტივობის განმავლობაში ათასი სიბინძურე გამომიაშკარავებია თუმცა, ვახტანგის ცოლის მხრიდან მსგავს საქციელებს ნამდვილად არ მოველოდი. წლების განმავლობაში მე და ვახტანგი კარგად ვტანამშრომლობდით, მის მეუღლესაც ვიცნობდი პირადად, თუმცა მასზე ცუდ წარმოდგენა არასდროს შემქმნია. ალბათ რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ფასადური იყო. მითვის თავის ტავად მარტივი იყო, საზოგადოების წინაშე ერთგული და პატიოსანი ცოლის როლის თამაში, თუმცა, მეც კი გამომეპარა მისი ნამდვილი სახე.
კლინიკაში გამორკვეულ ამბავს, რა თქმა უდნა არ დადვჯერდი, ირინეს საქმესთანდ აკავსირებით კდიევ ერთი კანალი გავჭერი, რომელსაც ,,კიჭა’’ ერქვა. კიჭა ერთ ერთი ჩემი ინფორმატორი იყო შავ ბაზარზე. თუ ვინმე გაინტერესებდა თბილისსში, რა თქმა უდნა ელიტარული საზოგადოებიდან ,,კიჭა’’ ყველას იცნობდა და ყველაზე ყველაფერი იცოდა.
გათენდა თუ არა კიჭას შეხვედრა დავუთქვი. მშვენიერი შაბათი იყო, ოდნავ მზეს გამოეჭყიდა, და გუშინდელი თოვლი აქა იქ მიედნო. კიჭას მუხადგვერდის სასაფლაოს მიმდებარედ დავუთქვი შეხვედრა, ინფორმატორებთა ერთად ქალაქში დღისით მოძრაობა დაუშვებელი იყო, სასაფლაო კი მსგავსი შეხვედრებისთვის იდეალური.
- აბა კიჭა, დაფქვი რა ხდება....
- მოკლედ, გუშინ მთელი დღე ვარკვევდი ამ ქალზე, რა.... დიდი ვერაფერი ტო, გასაოცარი, თუმცა რაც გავიგე, დედის გლანდებს ხევს ტო...
- მიდი კიჭა გისმენ, ფაქტები გაქვს ?
- კი, ტო, *ვილი ვიყო, მაგარი რთული იყო მაგ ქალზ რამის მოძებნა
- რატო?
- მარტო არაა ბრატ, ჰაი კლასის ტიპების ირგვლივაა...
- ვინ ტიპების.
- ღადაობ ტო, ჩინოვნიკების *ვილი ვიყო.
- სახელები შეგიძლია მითხრა?
- სახელებს თავის საფასური აქვს ზახარ!
- პრობლემა არაა, სახელები გაიგე, რა დვიჟენიაა?
- კაროჩე, ეს ქალი, მაყუთის გათეთრებაშია ტიპებთან... სირ*ბა სალონებით ათეთრებენ მაყუთს....
- რომელი სალონებით, სახელები მჭირდება.
- გექნება ზახარ ტო. ეხლა ნახე. კაროჩე, ეს ნაშა, დვიჟენიობს ვირაც გამო*ირებულ კაცთან ერთად, დავითას ეძახიან ძველები, ეს კაცი ხო მაგარი ჩობანია, და ეს ქალი მაგრად ავერბოვვკებს, კაროჩე ეს ნაშაა ამ მაფიაში გლავნი.
- დალშე...
- დალშე, სადღაც მუშაობდა ეს ყ*ლე, იქიდან გამოაგდეს, კომპანიები სადაც ფულებს რიცხავდნენ, არც არსებობდნენ, ფიქტიური იყო, დანარჩენი რასაც იპარავდნენ იმენნო სუ ვალებში არასხოდებდნენ.
- კაზინოს ვალები...
- არა ამრტო ზახარ, ეს ტიპი მაგარი ნარკუშაა, სერიოზული კუში აქვს ვალი ტო, ტიპებს რო არ გაუსწორდს იმენა გაპიზდ*ვენ, და ეს ნაშაც შეიძლება ზედ დაატყ*ან.
- ანუ, ფულს იპარავენ, ათეთრებენ, კაზინოში ყომარობენ, ვალები აქვთ, და პარალელურად ეს მისი საყვარელი ნარკუშაა?
- კი ტო, ყველაზე კაიფი რა არის შე ჩემა იცი, რო ყველამ იცის მაგ ნაშას ქმარი რო ყავს ბიზნესმენი.
- სერიოზულად კიჭა?
- კი, შვ*ლი ვიყო ტო, პროსტა მაგ კაცის იმენა ყველას ეშინია.... ყველა კატეგორიის კლანებში ბლატი აქვს ტიპს, აზრზე არ ვარ ვინაა, მარა იმენო, ყველასთან ჯიგარო უჭირავს, არავინ ეხება და არავის ეხება....
- მე ვიცნობ მის ქმარს, არ ეშლება ურთიერთობები...
- ხო და , რა ყლ*ს ეძებს ეს ქალი ტო, რა უნდა მილიონერი ყავს ქმარი....
- რას გაიგებ, მიდი კიჭა დავაი აბა, დაწვრილებით ველოდები სახელებს.
- მიდი ბრატ, გაგიგებ დაგირეკავ.
კიჭა მანქანიდან გადავიდა, და ქალაქისკენ წამოვედი, ფაქტებს ზედმეტად შავ წყალში შევყავდი, რომელიც ბოლომდე უნდა გამეცურა, უკან დახევა არ შეიძლებოდა. ამასობაში, კერესას დავურეკე, კლინიკიდან ინფორმატორს.
- კერეს, დავაი გამო, ზღვის სასაფლაოზე რა ეკლესიიდან მარჯვნივ, გადასახედთან ერთ საათში!
- ბაზარი არაა!
კერესა მედიინის ლამის დოქტორი იყო, ჭკვიანი და განათლებული იყო, ბარიგობაზე დავაკავეთ რამდენიმე წლის წინ, საავადმყოფოდან გაქონდა მორფი, მორიგებით და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით კი, დღეს თავისუფლებაზეა და მუშაობს.
ყავა ვიყიყიდე, ვიფიქრე გამომაფხიზლებდა და გამათბობდა, მალევე მივედი დათქმულ ადგილზე. დიდხანს ლოდინმა არ მომიწია კერესაც მალევე მოქანდა.
- რა ამბებია კერეს ?
- მშვიდობაა ზაქრო.
- მიდი დასცხე!
- რაც გითხარი გითხარი, ანას ფაილები წამოგიღე.
- ყოჩაღ, სერიოზული FBI ს აგენტი დადგებოდა შენგან...
- ხო კი აბა როგორ არა, ხან ვის ვკერავ და ხან ვის რომ შემეძლოს ფაილებსი ნახვა.
- ჰე, ნუ წელავ, რა ხდება.
- მოკლედ, ანას ფაილში მხოლოდ ისაა, რომ განაყოფიერება გაიკეთა, ეს იმას ადასტურებს რაც ამას წინად გითხარი, რო ის ბავში მისია... ახლა ვაფშე მაგარს გეტყვი, გამოგა*ლევებ, ქალიშვილი იყო.
- კერეს ღადაობ?
- არა, ტო, ხო მითხარი რომ სუროგატი იყო ადრეო, მის პირად ფაილებში მსგავსი არ ფიქსირდება, კითხვარი აქვს შევსებული, და მონიშნული აქვს რომ არასდროს უმშობიარია, ამას კიდევ ისიც ემატება რომ გინეკოლოგთან არასდროს არააა ნამყოფი.
- პირველი სუროგაციაა?
- ეგრეა ტო, ამ კითხვარის შევსებისას გინეკოლოგები აფრთხილებენ რომ დაფიქრებით შეავსონ, ხელს აწერენ, უზუსტობები რომ არ იყოს რა ხო ხვდები არაა... ბოლოში ყოველი შემთხვევისთვის არის გრაფა ქალიშვილი ხართ თუ არა, ამას მონიშნული აქვს რომ განაყოფიერებამდე ქალიშვილი იყო.
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რაღაც მიზეზია რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო არა?
- ზახარ, ვალები ტო, იასნად ვალები ქონდა, მაგარი კუში აიღო ....
- ხო, მაგრამ, ეს ბავში მისი როა იცის ?
- არა მგონია ტო, მაგრამ ირინეს ფაილებთან ერთად რომ ანას ფაილებში ვინმემ ჩაიხედოს, ლოგიკურ ბმას იპოვის...
- დანამდვილებით როდის გვეცოდინება რომ ეს ბავში ანასია?
- DNM ის ანალიზია საჭირო, ამას კიდევ სანამ ბავში არ დაიბადება ჩუმად ვერ გავაკეთებთ....
- ვახ, რა გახლართული ამბავია კერეს ტო.
- მაგარი. კაროჩე მის მერე რაც გნახე ბევრი ვიფიქრე და ესეთი ამბავია. ამ ქალმა ირინეა თუ ვინცაა, ქმარი მოატყუა, რომ დაორსულება არ შეუძლია, პარალელურად მეორე ფაილი არსებობს რომლის მიხედვითაც ირინე სრულიად ჯანრთელია, შესაბამისად შესაძლოა არსებობდეს პროცენტული მაჩვენებელი იმისა რომ ირინეს კვერცხუჯრედი იყოს განაყოფიერებული და არა ანასი, მაგრამ ანას ფაილში ჩანაწერი რომ მისი კვეცხუჯრედი განაყოფიერდა, მაეჭვებს.... იგივე ჩანაწერია ირინეს მეორე ფაილშიც.... დიდი ალბათობით ბავში ირინესი არ არის!
- გასაგებია, ყველაფერი. სხვა რის გარკვევა შეგვიძლია, DNM ვერ დავაჩქარებთ?
- ჯერ ნაყოფი საკმაოდ პატარაა, თუმცა 99% ით დარწმუნებულ ავრ ამ ფაილების გადამკიდე რომ ბავშვი ანასია...
- როგორ დავაჩქაროთ კერეს, გაანძრიე ტვინი ტო
- როგორ და, იმ კაცმა,მოიყვანოს ანა, ჩვეულებრივ შემოწმებაზე, რაზეც მოსვლა უეჭველი მოუწევს, მე უნდა ვიცოდე როდის მოდის, რომ მორიგეობა დავუმთხვიო და ანალიზი სისხლის მე ავუღო, შევეცდები ყოველ შემთხვევაში.
- კარგი კერეს, გაგაგებინებ როდის მოვლენ, და აბა შენ იცი, ხომ იცი ბევრი რამაა დამოკდიებული ამ ყველაფერზე.
- ზაქრო, შენ არ გჭირდება ამის თქმა, მაგრამ ამ გოგოს უკან მოთხარე, მასაც ექნება სკილეტები კარადაში.
- იასნად კერეს. მიდი.
ეს უკვე საინტერესო იყო, ირაკლისთან დარეკვა ახლა ანამდვილად აღარ მეცქარებოდა, ჯობდა ანას უკანაც გამომეძია სიტუაცია. ამიტომ ცოტა ხანს დასვენება და საქმის გაგრძელება მერესთვის გადავდე. მანამდე სიტუაცია მოვსინჯე და ანას ძველ უბანში გავიარე.
დიდი ვერაფერი, ერთი ჩვეულებრივი უღიმრამო უბანი იყო, დიდად არც ბიჭობა ჩითავდა უბანში, აქა იქ რამდენიმე მოხუცი დადიოდა, ანას სახლში კი მიტოვებული ჩანდა.
რამოდენიმე ხნით სახლში მივედი და ანას და ირინეს ფაილებს დავუწყე თვალიერება. ზედმეტად გასაკვირი იყოა ანას ქალისვილობის ამბავი, მის კარმიდამოს თუ დავაკვირდებოდით ნამდვილად რომ რაღაც გამოუვალი სიტუაციაში იყო და ეს ნაბიჯიც ამის გამო გადადგა. მოვლენებს წინ არასდროს ვუსწრებდი, ამიტომ ცოტა მოსაღამოვებას დაველოდე.
მანამდე კი ლეპ ტოპი გავხსენი და ანას პირადი ნომრით მისი ცხოვრების ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძებას შევეცადე. უძრავ ქონებას რაც შეეხებოდა არაფეი გააჩნდა, მათ შორის არც აქტივები და არც პასივები, ცარიელ ტარიელი იყო ეს გოგო. საინტერესო იყო, ვინ იყო იმ სახლის მესაკუთრე სადაც ცხოვრობდა. მისი პირად მონაცემებში მსგავსი ვერაფერი მოვიძიე.
საინტერესო იყო, მისი მშობლების დაღუპვის ფაქტი, გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული. ამ ამბის მიტოვება ესე მარტივად არ მინდოდა, თითქმის ათ წელზე მეტი იყო გასული ამ შემტხვევიდან. ძირითადი პრობლემების გამოაშკარავების შემდეგ ამ ამბავის გამოძებას დავიწყებდი. მანამდე კი ამჟამინდელი მისი ამბით დავინტერესდი.
ცოტა დავისვენე, და მოსაღამოვდა თუ არა ანას უბანში დაბრუნება გადავწყვიტე. შესაფერისი ისტორია მოვიფიქრე და ჩაცმულობაც შევუხამე. მანქანა იქვე გავაჩერე და გადავედი. ირგვლივ დიდი ინტერესით ვიყურებოდი, ვაკვირდებოდი მაცხოვრებლებს, ხალხს ვინც მოძრაობდა. იქვე უცებ ერთი მოხუცი ქალბატონი დავინახე.
- საღამო მშვიდობის ქალბატონო
- გისმენთ - გაოცებული მიყურებდა.
- ჩემ შვილს მარტო ცხოვრება უნდა, მინდა პატარა სახლი ვუყიდო, მშვიდ და წყნარ უბანში, რამე ხომ არ იყიდება აქვე ახლო მახლოს ?
- უი, არა გენაცვალე, არაფერი რამდენადაც ვიცი.
- არც ქირით არ არის ქალბატონო?
- არ მგონია ვინმე აქირავებდეს.
- იმ სახლზე რას მეტყვით, რაღაც სიბნელეა შუქიც არ ჩანს, ცხოვრობს იქ ვინმე ?
- კი, შვილო, ცხოვრობენ, ახლა არ არიან აქ, წასულები არიან დროებით.
- რას ამბობთ, სად არიან?
- რას გაიგებ შვილო, ეს გოგო ავადმყოფ ბაბუას უვლიდა დილა სარამო, ღამე არ ქონდა და დღე საცოდავ გოგოს, ხან სად მუშოაბდა და ხან სად...
- რა სამწუხაროა, ხო ცოცხალია ბაბუამისი?
- კი შვილო ცოცხალია, ქალაქში არ არის, მგონი ოპერაცია გაიკეთა ალემ, და სად არიან ახლა არ ვიცი, ანას აღარ ჩანს ამ ეზოში, ალბათ უვლის ბაბუამისს.
- მძიმედ იყო ქლაბატონო?
- ძალიან მძიმედ იყო, თირკმელების პრობლემა ქონდა, სახსრებისაც, სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა, აბა... ყოჩაღი გოგოა, გაახარებს ამ მთავრობას ღმერთი, ოპერაცია სრულად დაუფინანსებიათ.
- უი რას ამბობთ, ძალინ სასიხარულო ამბავია.
- კი შვილო, აბა რა....
- კარგით ქალბატონო, დაგტოვებთ, რამდნეიმე დღეში ისევ გამოვივლი, თუ ვერაფერი ვიპოვე შესაფერისი.
- როგორც გენებოს შვილო, მანამდე მეც მოვიკითხავ, გაგახაროს ღმერთმა.
- კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო.
მშიდობით დავიშალეთ. როგორც ქალბატონის ნათქვამიდან გავარკვიე, დიდი ალბათობით ვახოსგან მიღებული ფულით ბაბუამისს ოპერაცია გაუკეთა. ახლობლები და მზობლები კი მოატყუა რომ ეს სახელმწიფოს დაფინანსებით მოხდა. საინტერესო იყო სად გაიკეთა ბაბუამისმა ოპერაცია. ისევ კერესას დახმარება დამჭირდებოდა. მხოლოდ ის შეძლებდა ალე ბაბუაზე ინფორმაციის მოძიებას. თანხაც თუ დაემთხვეოდა ოპერაცის ჯეკ პოტი იქნებოდა.
სიმართლე ვთქვა შემეცოდა. არც ისე მარტივი ცხოვრება ქონია ამ საწყალ გოგოს. ავადმყოფი ბაბუის მოვლა დღევანდელ რეალობაში არც თუ ისე მარტივია. მშობლები არ ყავდა, ალბათ ბაბუამსი ზრდიდა, ამ ქალისგან ზედმეტი ინფორმაციის მიღება ჩემ ისტორიას ეჭვის ქვეშ მოაქცევდა, ამტომ კითხვებისგან თავი შევიკავე, თუმცა ორჯერ ორი ოთხი იყო, ბაბუის გადასარჩენად ღირსება გაუყიდია.
კერესას დავურეკე, ანას პირადი ფაილებიდან ნათელი იყო რომ ალექსანდრე მამამისის ავთოს მამა იყო, შესაბამისად ალექსანდრე მოდებაძის სამედიცინო წიგნის მოძიება ვთხოვე. კერესაც რა თქმა უნდა არ დამზარდა და მითხრა ხვალვე გექნებაო. ისღა დამრჩენოდა კვირის გათენებას დავლოდებოდი.
საათს რომ დავხედე საღამოს ათი საათი სრულდებოდა, გადავწყვიტე ვახტანგისთვის დამერეკა, გამეგო ირინე სახლში იყო თუ არა, ნებისმიერი პასუხის მოსმენისთვის კი მზად ვიყავი, თუ რა ღონისძიებები უნდა გამეტარებინა.
- რა ხდება ზაქრო აბა, მშვიდობაა?
- მშიდობის რა გითხრა ჩემო მეგობარო, ნელ ნელა ვარკვევ რაღაც რაღაცებს...
- მაინც?
- ჯერ, ესე თქმა არ მინდა, ფაქტებს შევაჯერებ და ერთად გეტყვი, სახლში ხარ?
- არა, არ ვარ სახლში, ანასთან მოვედი...
- შენი ცოლი სახლშია ?
- მაგას მე მეკითხები? - გაეცინა.
- ხო, ამ ეტაპზე კი....
- არ ვიცი სიმართლე გითხრა.
- როგორც წესი ამ დროს არასდროს არაა შენი ცოლი ვახო სახლში, ვივარაუდებ რომ არც ახლა.
- ხო რა, დიდი ალბათობით.
- კარგი ვახო, დაგირეკავ ჩემო მეგობარო მოგვაინებით კიდევ.
ვახოს ტელეფონი გავუთიშე თუ არა, ტუზს დავურეკე.
- ტუზი სადა ხარ?
- რულეტკასთან, რა ბაზარია ?
- ის ხო არ ჩანს ახლო მახლო ?
- აუ, კი ტო, პოკერის მაგიდასთან არიან, მაგარი კუშები წააგეს....
- დიდი ხანია მანდ არიან ?
- რამდნეიმე წუთია, მაგრამ მოასწრეს გაკოტრება - იცინოდა.
- თვალყური ადევნე რა შენებურად, მქონდეს შენი იმედი ტუზი?
- ჩემი დედა მოვტყ*ნ, არ გრცხვენია ბიჭო?
- ჯიგარი ხარ ტუზი.
- დაგირეკავ ზახარ, ესლი შტო რა...
- გელდოები.
ტუზი, ყველა კაზინოს ეზიზღებოდა, მაგრად ითვლიდა ბანქოს, მხოლოდ რულეტკასთან სვავდნენ, ისიც იმიტომ შედიოდა რომ ჩვენთვის ინფოები გამოეტანა. არც ის გახლდათ კერესასგან განსხვავებული. ისიც შეთანხმების საფუძველზე იყო გარეთ, შესაბამისად ჩემთან ვალშიც იყო ცხოვრების ბოლომდე. მე ორივეს ვეხმარებოდი, ისინი კი მაწვდიდნენ იფნორმაციას რასაც ვთხოვდი, ზოგი ფულის სანაცვლოდ, ზოგიც იმიტომ რომ თავისუფლება ჩემი დამსახურებით ქონდათ. ერთი სიტყვით კანალები ყველგან მქონდა.
მთელი ღამე, ისევ ანას ირგვლივ ვტრიალებდი, დიდი ვერაფერი ახალი და საინტერესო ვერ გავიგე, მისი მშობლების ავტოშემთხვევის შესახებ ვეძებდი ინფორმაციებს, ყველა სიკეთესთან ერთად აშკარად ეტყობოდა ჩინოვნიკების ხელი. ასე უკვალოდ, დამნაშავის გაშვება, საქმის თაროზე შემოდება. ფაქტი უტყუარი იყო, მიჩქმალეს და ამ მიჩქმალვაში დიდი თანხა იდო. ამ ყველაფრის გამოქექვა კიდევ, ცოტა არ იყოს სახიფათოდაც მეჩვენებოდა. მაშინდელი ჩინოვნიკები დღესაც ძლიერ სტატუსს ატარებენ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტამდე თუ მივიდოდი, ძალიან ფრთხილად უნდა გამომექექა დეტალები, ისე კვალი მელიასავით კუდით წამეშალა.
დაახლოებით 11 საათი იყო დილის, როცა ტუზმა დამირეკა, მისმა ზარმა გამაღვიძა
- ზახარ, გღვიძავს ტო?
- გამაღვიძე, გისმენ....
- გუშინ ვეღარ დაგირეკე ტო, მოკლედ იმ ქალმა და კაცმა იჩხუბეს.... ყური მოვკარი, ამ ქალმა სიფათში გლიჯა, მაგრად ვიღადავე.
- რატო?
- ბევრი წააგო ამ ყლ*მ და ამ ქალს აწვებოდა შენ ქმარს დაახიე ფულიო, ამანაც იდი ნახუ*ო გააჯმე*ნა.
- ვითომ აღარ შეხვდებიან ერთმანეთს?
- ვნახოთ ტო, კაზინოში თუ გაიჩთნენ გეტყვი, ეგაა გუშინ რაც მოხდა და დავინახე
- გვიან იყო ეგ ინციდენტი?
- არა, ტო, ესე ათი საათი იქნებოდა რა თერთმეტი, ჩორტ ევო ზნაეტ, დრო არ მახსოვს ზუსტად რა
- კარგი, არაუშავს, სხვა ?
- არაფერი, ზახარ მეტი.
- ჯიგარი, დამირეკე თუ რამე.
- ბაზარი არაა ბრატ.
ირინეს და დავითის ურთიერთობა ნელ ნელა იძაბებოდა, როგორც მატყობინებდნენ, დიდი დრო არ ეწერათ, ფაქტი იყო ეს კაცი ამ ქალის ვახოს მეშვეობით მაგრად წველავდა და საკუთარი შავ-ბნელი ინტერესებისთვის მაგრადაც იყენებდა, იგივეს თქმა შემიძლია ირინეზეც, ფულს ისიც კარგად ატეხვინებდა, ასე რომ ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო, ამათზე იყო ნათქვამი.
თუმცა ამ ყველაფერში, ყველაზე საინტერესო ირინეს და დავითის თანდემი იყო. მართალია ვახოს ტანაშრომელი იყო დავითი, თუმცა ირინეს და დავითის დაახლოება, და ამგვარი ცხოვრების დატრიალება როგორ მოახერხეს, ჯერ-ჯერობით ჩემთვის უცნობი იყო. გათხოვილ ქალს ყავდეს საყავრელი, ეს მარტივი გასაგებია, თუმც ვვარაუდობ რომ ეს ყველაფერირ ამდენიმე თვის ამბავი არ არის, საქმე შეიძლება ბევრად რთულად იყოს.
ანა, ანა , ანა, ავარია, ავარია ავარია, სულ იმ შემთხვევაზე ვფიქრობდი, დაახლოებით გადავთვალალე დრო, იმ პერიოდისთვის ჯავახა იყო პროკურატურაში, ჯავახასთან კონტაქტზე გასვლა, არც ისე მარტივი იყო, თუმცა თუ მოვინდომებდი ნამდვილად შევძლებდი. მაგრამ ბოლომდე კი შემეძლო მისი ნდობა? აი ამაში კი დარწმუნებული არ ვიყავი, სხვისი ამბავის მოკვლევით, საკუთარი თავი გამეშარა, ეს ნამდვილად არ მინდოდა. მოკლედ ბევრი გამოძება, ბევრი შავი და თეთრის გარჩევა მომიწევდა. ძველი დრო ბრუნდებოდა.




ანა.



როგორც იქნა, 31 დეკემბრის დილა, ნამდვილად რომ ბედნიერი დილაა, მანანა თავის ოჯახთანაა, მიუხედავად იმისა რომ ამხელა სახლში სრულიად მარტო ვარ უზარმაზარ ნაძვისხესთან ერთად, მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ბაბუა ნელ-ნელა უკეთესად იყო, ლამარა დეიდაც მამშვიდებდა, და ექიმებც კარგ იმედებს გვაძევდნენ, ერთი სიტყვით, ბაბუას დამშიდებული ხმის მოსმენა და მისი ჯანმრთელობა ამად ნმავილად ღირდა.
კარგა ხანს ვუყურებდი ნაძვის ხეს, ციმციმებდა ნათურები, სათამაშოები ლამაზად ანათებდნენ, ოცნება კი ნამდვილად ამიხდა, ამხელა ნაძის ხე მხოლოდ ფილმებში თუ მქონდა ნანახი, ალბათ ჩემ სახლ არც კი დაეტეოდა იმ სიმაღეა, დიდი ალბათობით წვერი გადაღუნული ექნებდა. ამ ნაძვისხის მდგომარეობის წარმოდგენაზე ოდნავ გამეცინა. უბედნიერეს ვიქნებოდი ბაბუა და ვენერა დეიდა ახლა აქ რომ მყავდნენ, თუმცა არაუშავს.
ის ის იყო, ჩავიცვი გავემზადე, კარზე ზარი გაისმა, კარი გავაღე თუ არა, ვახო შემოვარდა, ეს არ გავდა მის ტიპიურ სტუმრობას, რაღაც აშკარად ისე ვერ იყო როგორც ყოველთვის.
- ძალიან კარგია ჩაცმული, რომ ხარ, დროა ექიმთან წავიდეთ.
- ექიმთან, კი მაგრამ, სხვაგან ასლას ვაპირებდი, რა ხდება ?
- არაუშავს სხვგან წასვლა მოიცდის, ექიმი არა.
ამ კაცისგან, მოულოდნესლს უნდა მოელოდეს ადამიანი და ამას მივეჩვიე კიდეც, თუმცა, დღეს რაღაც არ მომწონდა, ვგრძნობდი რომ, ეს დღე კარგად ვერ დასრულდებოდა.
- რაღას ელოდები ანა, წავდით.
- ჩანთას ავიღებ, და დავბრუნდები.
ცოტა, არ იყოს დაბნეული ვიყავი, ექიმთან თუ მივდიოდით წინასწარ ეთქვა მაინც, სხვანაირად მოვემზადებოდი, ასეთი ერთპიროვნული როგორ იყო, არ ვიცი.... ერთი სიტყვით ჩანთა ავიღე, სხვადასხვა ნივთები ჩავალაგე და მისაღებ ოთახში გავედი. პალტო გაეხადა და იქვე დივანზე ჰქონდა ნაზად გადაკიდებული. თვითონ კი დიდი ფანჯრებთან იდგა, შარვლის ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩალაგებული და სადღაც შორს იყურებოდა. მისი ამოუხსნელი იდუმალება, მზაფრავდა. ამდენი ხნის მერეც კი მიჭირდა მისი რეალური სურვილების და აზრების გაგება.
- მე მზად, ვარ.
- კეთილი.
პალტოს ხელი დაავლო და კარისკენ წავიდა. კარი გავიხურე და გასაღებით გაავკეტე, სანამ შევამოწმე კარი ნამდვილად კარგად გაავკეტე თუ არა, უკან რომ მოვიხედე ვახო არსად ჩანდა. პირველ სართულზე ჩავედი და ის უკვე გარეთ მანქანაში იჯდა, მშვიდი და ცივი სახით, როგორც ყოველთვის. ფრთხილად გავაღე მანქანის კარი და დავჯექი.
- სად მივდივართ? - კითხვის დასმა გავბედე.
- ექიმთან ანა.
- ხომ შეგეძლოთ წინასწარ გეთქვათ ექიმთან დაჯავშნილი ვიზიტის შესახებ, მოვემზადებოდი მაინც, არ ვიცი, არა?
- რა უნდა მეთქვა ანა წინასწარ, შენ ვერ უნდა ხვდებოდე ექიმთან ვიზიტი შენ დმგომარეობაში გარდაუალი რომ არის, ან ამას რა წინასწარ შეთანხმებები უნდა, რამე სხვა გეგმები გქონდა გადაუდებელი?
- არა, უბრალოდ, გეთქვათ გუშინ, ან მაშინ როცა ჯავშნიდით, უფრო ლოგიკური და სწორიც იქნებოდა.
- ანა, ლოგიკური და სწორი ისაა, ექიმთან ვიზიდი დროულად განხორციელდეს, შენ არ ვიცი სხვა რა ლოგიკას ეძებ.
ხომ, ვამბობდი, დღეს უცნაური იყო ეს კაცი, და თან ზედმეტად. მერე და როგორ გამოიყურებოდა, ეს სიმკაცრე და ამოუცნობი პიროვნულობაც კი მომწონდა. ისევ და ისევ უაზრ ფიქრების გამო, საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი. მას მერე რაც ირინეს ამბავი გაიგო, ძალიან შეცვლლილი იყო. ისც არ ვიცი რა მოხდა, კიტხვის დასმასაც ვერ ვბედავდი. მისი ინიციატივით კი არასდროს მეტყოდა არაფერს.
კლინიკამდე მივედით, ეს ის კლინიკა არ იყო სადაც პროცედურა გაიკეთე. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა, თუმცა რა გაეწყობოდა, აქ ყველაფერი მისი სურვილის შესაბამისად ხდებოდა და ჩემ აზრს მნიშვნელობა არ ქონდა. პატარა ბავშივით უნდა დავმორჩილებოდი, ყოველგვარი ზედმეტი პროტესტის გარეშე.
წინ წავიდა, როგორც ყოველთვის ფინია ლეკვივით მივყვებოდი უკან, მისაღბში გაჩედა რამენიმე წუთი, შემდგომ კი ლიფტიკენ წავიდა, მეც გავყევი. ექიმის კაბინტთან მივედით დააკაკუნა და შეაღო.
- მოგესალმებით, მობრძანდით დაბრძანდით. - შუახნის მამაკაცი დაგვხვდა, ექიმი.
- ანალიზებზე, და ზოგად გამოკვლევებზე მოვედით, ბატონო დემურ, და აღრიცხვაზე დავდგებით თქვენთან.
- მშვენიერია. რამოდემიმე ანალიზზე და გამოკვლევაზე მოგცემთ მიმართვას, შემდეგ კი ერთად განვიხილოთ შედეგები. წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
- არა, რა თქმა უნდა როგორც თქვენ გვეტყვით ისე მოვიქცევით
ექიმს მიერ დასულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევდა. ისე ვგრძნობდი თავს როგორც საცდელი კურდღელი გალიაში, ცოტაც და ალბათ ტირილს დავწყებდი. ამ კაცის ირგვლივ ყოვეთვის ასე დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ნუთუ არ შემეძლო ექიმისთვის პასუხი მე გამეცა? რატომ არ მაძლევდა ამის საშუალებას? საერთო ჯამში ამ კაცთან ფარ-ხმალი დიდი ხსნის წინ დავყარე.
სხვადასხვა გამოკვლევა და ანალიზები ამიღეს, პასუხებს რაც შეეხება გვითხერს ერთ კვირაში იქნებაო, ექიმთან შევედით დავემშვიდოებთ და კლინიკიდან გამოვედით. მანქანაში ჩავსხედით და ისევ სიჩუმე სუფევდა. ალბათ ისევ მე უნდა დამერღვია ეს სიჩუმე.
- სახლში მივდივართ?
- კი.
- თქვენ?
- რა მე ანა?
- ანუ, მაღაზიაში მინდა შევიარო, რაღაც - რაღაცები ვიყიდო და თქვენ აპირებთ ამოსვლას თუ, ამის კითხვა მინდოდა
- არა, იყიდე რაც გინდა, მე საქმე მაქვს.
- ახალ წელს სად ხვდებით თუ საიდუმლო არ არის?
- ოჯახთან ერთად, როგორც ყოველთვის, შემდეგ ვნახოთ.
- გასაგებია.
- სადმე თუ გინდა წასვლა შეგიძლია მძღოლს თხოვო და წაგიყვანს, თუცა თავს ნუ გადაიტვირთავ.
- არა, თუმცა, ბარში მინდოდა მისვლა, წინა ახალ წელს იქ შევხვდით, ბაბუაც არაა ქალაქში, ჩემი მეგობრები ყვველა იქ იქნება, ყოველ შემთხვევაში სახლშ მარტო ჯდომას, ჯობია ნაცნობებთან ერთად შევხვდე ახალ წელს.
- როგორც საჭიროდ ჩათვლი, არ გზღუდავ, თავს გაუფრთხილდი.
ოჯახთან ერთად, ანუ ირინესთვის არ უთქვამს არაფერი, და იმ ღამეს მშვიდობით ჩაუვლია, ამან ძალიან გამახარა, ასე ტუ ისე რაღაც მაინც გავიგე. სახლთან გააჩერა მანქანა.
- რამე მძიმე ნივთების ყიდვას ხომ არ აპრირებ?
- არა, გასნაკუთრებუულის არაფრის.
- მოხმარბა ხომ არ გჭირდება ?
- არა, მადლობა დიდი.
- დროებით.
მანქანიდან გადმოვედი, და მინდოდა დამდეგი მიმელოცა, თუმცა არ მოიტყუები თუ იმას ვიტვი, რომ მისგან ველოდი მოლოცვას, თუმცა უშედეგოდ, არც კი იყურებოდა ჩემი მიმართულებით. ისღა დამრჩენოდა, საკუთარი სურვილი სურვილად დამეტოვებინა და არც მე დამეხარა თავი მის წინაშე. ამიტომ კარი მივუჯახუნე და მაღაზიისკე წავდეი. ადგილიდან მაქანა მოწყვეტით დაძრა, და რამდნეიმე წამში თავლიც კი ვეღარ მოვკარი.
მაღაზიაში რამოდეიმე ნივთი ვიყიდე და სახლში ავედი, მივალაგ მოვალაგე და ჩამოვჯექი, ტელეფნს ხელი მვკიდე დაბესკას დავურეკე.
- აბა რას შვებით როგორ ხართ?
- კარგად, ანი კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად, ამაღამ მინდა ბარში გესტუმროთ, ახალ წელს ერთად შევხვდეთ
- კი კი მოდი, მაგარი ამბები იქნება, ბევრა უკეთესი ვიდრე წინა წელს, დეკორაციებიც შევცვალეთ, აი ძალიან ლამაზია. რომლსკენ მოხვალ?
- ესე საღამოს ათისკენ, გვიანი ხომ არაა?
- არა არა, მოდი, გოგოებიც იქნებიან.
- წინასწარ გილოცავ დამდეგს ბესკა.
- შენც ანი, ხომ მართლა, ის ყელსაბამი ხომ არ გაგიყიდია?
- არა, არა, ჯერ ჯერობით არა.
- აპირებ კიდევ?
- არ ვიცი ბესკა, ამ ეტაპზე გავჩერდი, ვინმეს ხომ არ უნდა?
- არა, გოგო, ვეძებ მსურველებს და გავაგრძელო?
- კი, კი, ვიე თუ გამოჩნდება გამაგებინე.
- კარგი ან.
ყეელსაბამის ამბავი ისე ისე მდორედ მიდოდია, არც ისე მარტივი აღმოჩნდა მისი გაყიდვა როგორც მეგონა, თუმცა რა გაეწყობოდა.
აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ცოტა ხანს საწოლზე მივწექი და დავსვენე. ტელეფონში რაღაცებს ვათვალიერებდი, როცა უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. ვუპასუხე:
- გისმენთ.
- ანა, გამარჯობა, როგორ ხარ?
- ბოდიშს ვიხდი ვერ გიცანით.
- მე დაინტერესებული ვარ თქვენი სახლის შეძენით, მითხრეს აქ აღარ ცხოვრობენო.
- არა, ბატონო გეშლებათ რაღაც, დროებით რაიონში ვართ, ნამვილად არ ვაპირებთ სახლის გაყიდვას.
- მე სხვანაირად მითხრეს, ახალი იყიდეს და ძველს ყიდიანო.
- არა ბატონო რას ბრძანებთ, ახალი ნამდვილად არ გვიყიდია, და ამ ეტაპზე გეგმაშიც კი არ გვაქვს, ამიტომ სახლსაც არ ვყიდით.
- კეთილი, რა გაეწყობა.
- არაუშავს, ხდება ხოლმე.
- ბოდიშს ვიხდი.
- ნახვამდის.
ერთ, ხანს დავფიქრდი, ვის უნდა ეთქვა მსგავსი, თუმცა ამაში ვრც ვერაფერი დავინახე საეჭვო, ამიტომ ტელფონი გვერდით გადავდე და ისევ ტელეფონის ზარი გაისმა. ვახო.
- ექიმმა რომ წამლები დაგინიშნა, ვიტამინები, ეგ ფურცელი თან წაიღე?
- დიახ, აქ მაქვს.
- შენ იყიდი?
- მე ვიყიდი.
- კარგი.
ტელეფონი გამითიშა. ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. დრო მალევე გავიდა, ერთ ხასნ გარდერობთან გავჩერდი, არ ვიცოდი რა ჩამეცვა, მაინც ახალი წელი იყო, ამიტომ გადავწყიტე, ყოველ დღიურობისგან ოდნავ განსხვავებული იმიჯი შემერჩია საკუთარი თავისთვის. ამიტომაც ძველი შავი კაბა გამოვიღე, არ მოკლე იყო და არც გრძელი, რომ ჩავიცვი მუხლზე დადგა, მკლავები არ ქონდა, მხოლოდ ოდნავ გადმოდიოდა მხრებზე, დიდად არც გული ქონდა ამოჭრილი, ერტი სიტყვით სადა და მშვიდი კაბა იყო. ფეხსაცმელს კიდევრ აც შეეხება, ამ კააბისავით ერთი მქონდა, რომ იტრვან სადაც ტაშტი გარახუნდება ყველგან ეს კაბა და ფეხსაცმელი მეცვა.
დიდად, თმას და მაკიაჟს რაც შეეხებოდა ვერ ვერკვეოდი თუმცა, პატარ პატარა ნივთები მქონდა, არაყოველდღიურობისთვის თუმცა მაინც, გოგო ვიყავი ყველაფერთან ერთად.
ოდნავ ნესტიანი თმა ფენით გავიშრე, ბუნებრივდ ტალღოვანი თმა მქონდა, უბრალოდ ცოტა სილამაზისთვის ფენს სავარცხელიც მივაშველე, და მას ოდნავ უკეთესი ფორმა მივეცი, ყოველ შემთხვევაში შევეცადე. ტონალური, ცოტა ეგრედ წოდებული რუმიანა და ტუში წავისვი, საერთო ჯამში სახემ ერთი ტონალობა მიიღო და ძალიან მომეწონა. ზემდეტი არც არასდროს მიყვარდა სახეზე არაფერი, თუმცა გადავწყიტე პომადაც წამესვა. არჩევანი დიდი არ მდონა, ცოტა ვფიქრობდი, ღია ვარდისფრ-ხორცისფერი წამესვა, თუ ბაბაუას საყვარელი მოწითალო-მოშვინდისფრო პომადა. ვინაიდან ახალი წელი იყო, გადავწყვიტე საახალწლო ფერის პომადა მაინც მსმოდა.
საერთო ჯამში სარკეში რომ ჩავიხედე, არც ისე უგმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავის. მომეწონა რაც დავინახე, ზედმეტად არაფერი მეჩვენა, მიუხედავად იმისა რომ ასეთი ჩაცმულობა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი არ იყო, ამ იმიჯშიც კი არ ვიყავი სხვა, ეს უკვე ნამდვილად მახარებდა.
პალტო ჩვიცვი და ქვემოთ ჩავედი. მძღოლი ერთ ხანს გაკვირვებით იყურებდა, თითქოს ვერ მიცნო, მერე გაიღიმა და კომპლიმენტი მითხრა.
თეთრმეტი საათი დაწყებული იყო ბარში რომ მივედი, თავისთავად მომნატრებია აქაურობა, ანდა რა მოსანატრებელი იყო ტუალეტების ხეხვა, მარამ , მაინც გარემო მაინც სხვა იყო. ვიზუალური და დეკორატიული მხარე საახალწლო განწყობის ზენნიტს გავდა, საოცრად ლამაზი და სინთეზურად მორთული იყო ირგვლივ ყველაფერი, გარდამავალი წითელი ფერები ერთმანეთს საოცრად ერწყმოდა, აქ არც მწვანე არც ლურჯი და არც ვერცხლისფერი ფეები იყო ზედმეტი. საერთო ჯამში, კი ყველა ფერი ერთ განწყობას ქმნიდა.
ბესკა ბარის მეორე მხრიდან სტუმრებს ემსახურებოდა, გოგოებიც შეკვეთებს დაატარებდნენ, უცებ ლეილა, შეხვდა.
- ანა, რა ლამაზად გამოიყურები, როგორ ხარ?
- მადლობა კარგად თქვენ როგორ ხართ?
- გამეხარდა რომ გვესტუმრე ანა, იმედია მშვენიერ საღამოს გაატარებ, ახალ წელსაც ერთად შევხვდებით.
- რა თქმა უნდა, წავალ გოგოებს და ბსკას ვნახავ.
- მიდი მიდი, თუ რამ დაგჭირდეს არ მოგრიდოს.
- მადლობა, გილოცავთ დამდეგს.
- ასევ ანა.
ნინო ვიცოდი დღეს არ იყო, ამიტომ პირდაპირ ბესკას ბარისკენ გავეშურე, ფუსფუებდა და თან ცეკვავდა, განწყობა იდეალური ქონდა.
- ერთი უალკოჰოლო კოქტეული თუ შეიძლება - დავუყვირე ბესკას.
- ანაა, რა კარგად გამოიყურებიი, მანდ ხომ არ უნდა იჯდე, მოდი მომეხმარე არ გინდა?
- ეხლა მოვედი და დამაცადე, ცოტა მივიხედ მოვიხედო, ეგრევე ჭიქები უნდა მარეცხინო - სიცილით ვუპასუხე.
- არა, გოგო არა, კაი მიდი მაგარ რარაცას დაგალევინებ, ალკოჰოლის გარეშე გინდა მართლა?
- ხო, ხო არ მინდა მერე მალე დამაძინებს.
- ოქეი, როგორც გენებოს.
გოგოებიც მალევე მოცვიდვენნ ბართან, რამოდენიემე წუთი ვისაუბრეთ, მომნატრებიან, რა თქმა უნდა, თუმცა ლელა, რომ დაინახეს წამიერად სტაცეს ხელი ლანგრებს და სეკვეთების დარაგიგებლად გავარდნენ. მე კი დავრჩი ბესკასთან ერთად ბართან ჯდომი, გემრიელ სასმელთან ერთად.
მშვენიერი მუსიკა იყო, როგორც ყოველთვის დამღლელი არა, საახალწლო მუსიკა იყო ოდნავ ასე ვთქვად სასიამოვნოდ გარემიქსებული. ადგილზე ცოტა არ იყოს მეც კი ამაცეკვა, ნამდვილად მჭირდებოდა ცოტა განწყობის გამოკეთება და ეს ის შემტხვევა იყო, რომელიც ჩემზე კაგრად მოქმედებდა.
უცნაურად დაწყებული დღე, მგონი კარგად მიდიოდა.ხახლის რაოდენობამ იმატა, მე ისევ ჩემ ადგილას ვიჯექი, როდესაც ჩემ გვერდით თავისუფალი ადგილი დაიკავა მამაკაცმა. თითქოს უცნაურად გამომხედა, მაგრამ შევეცადე მისი მზერისთვის მზერითვე არ მეპასუხა ამიტომ, ხელი ტელეფონს მოვკიდე და ინსტიქტურად რაღაცებია ძებნა დავიწყე. ვგრძნობდი რომ მიყურებდა, აქა იქ თითქოს მოძრაობდა, რაღაც სასმელს სვავდა, თითქოს მომიახლოვდა.
- გილოცავთ დამდეგს!
- თქვენც გილოცავთ - იმილით ვუპასუხე და კვლავ ტელეფონს ცავაჩერდი.
- ახალი წლის ღამეს მარტო ხართ?
- არა, ჩემი მეგობრებიც აქ არიან.
- სასმელზე დაგპატიჟებთ წინააღმდეგი თუ არ ხართ?
- დიდი მადლობა მაგრამ, მაქვს, მეტინამდვილად არ მინდა.
- როგორც გენებოთ, მე ლაშა, თქვენ?
- ანა.
მეგობრობის თუ მოსალმების ნიშნად ხელი ჩამომართვა-სავით. ერთი შეხედვით, იმ მამაკაცთა კატეგორიას არ გავდა, რომლებიც ღამის კლუბებში სანაცნობო წრეს იმრავლებდეს, თუმცა ჩემგან რას უნდოდა ვერ გამგეო.
- აქ პირველა ხართ ანა?
- არა, არა, პირველად არა.
- ერთანეთი უკეთ რომ გავიცნოთ წინააღდეგი ხომ არ ხართ?
- არ მინდა არასწორად გამიგოთ, ნაცნობების შესაძენად არ ვარ აქ, ბოდიშს გიხდით.
- მე, პრადად მარტო ვარ მოსული, სასიამოვნო მოსაუბრესთან საუბარს მგონი წინ არაფერი უდგას, უბრალოდ ვისაუბროთ, როგორც დაგაკვირდით დიდად, ცეკვა-გართობის მოყვარული არ ხართ, რაღა დაგიმალოთ და არც მე, ვისაუბროთ და ახალ წელსაც შევხვდებით, მხოლოდ ვისაუბროთ.
- სასიამოვნო მოსაუბრის ასე მარტივად ერთ შეხეედვით რა მეტყობა?
- სიმართლე გითხრათ და მიკიბულ მოკიბულის აუბრები ნამდვილად არ მიყვარს, თან ძალიან პირდაპირი ვარ, ერთი შეხედვით ს გეტყობათ, რომ აქ მყოფი საზოგადოებისგან საკმაოდ გამოირჩევით.
- რა საინტერესოა, და მაინც რით გამოვირჩევი?
- გარეგნობა და მანერა გაქვთ სხვანაირი.
- ხვანაირი?
- დიახ, განსხვავებული, აკადემიური უფრო, რაც ერთი შეხედვით თქვენ პიროვნებას უსვამს ხაზს.
- აკადემიური, ანუ, არც თქვენ გავხართ ღამი სცხოვრების მოყვარულს, და აშ რას აკეთებთ აქ და ახლა?
- ვცდილბ თქვენთან საინტერესო საუბარი მქონდეს.
- არა, მე ეს არ მიგულისხმია, მე ჩემ მეგობრებთან მოვედი, და თქვენ ვისთან მოხვედით აქ, როგორც ამბობთ ამრტო ხართ? ახალი წლის ღამეს, დავიჯერო მარტო ხვდებით უცნობი საზოგადოებსი გარემოში მარტო?
- საინტერესო კითხვაა, და რომ გითხრათ დიახ, მარტოობა მირჩევნიათქო რას იტყვით?
- არც არაფერს, ზოგჯერ მარტოობა ჯობს ....
- დიახ, უბრალოდ ჩავთვალოთ რომ მე გამიმართლა ჩემ გვერდით მჯდომ ქალბატონში.
- ასევე უნდა მივიჩნიო მეც?
- ქედმარლობაში არ ჩამომართვათ მაგრამ, კი, რატომაც არა.
- მშვენიერი წარმოდგენა გქონიათ ბატონო თქვენ თავზე.
- რატომაც არა. და მაინც ზოგადად მომყევი თქვენზე.
- ასე მარტივად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ბოდიშს გიხდით დაგტოვებთ.
მალევე ავექი სკამიდან და გარეთ გავედი, სუფთა ჰაერი ძალიან სასიამოვნო იყო, ციოდა საკმაოდ, სიცივეც კი მესიამოვნა თითქოს, თავში სიგარეტი მიტრიალებდა, განა რა დაშავდებოდა ერთ ღერს თუ მოვწევდი, მაგრამ მაინც ბავშვზე მეფიქრებოდა, ამიტომ სიგარეტი ადავაგდე და იქვე კიბეზე ჩამოვჯექი, მოხურებული პალტო ჩავიცვი და ცას დავუწყე ყურება. ჩემი მარტოობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
- მარტო ყოფნა თუ გინდოდა გეთქვა, დისკომფორტს არ შეგიქმნიდი ჩემი ყოფნით.
- არა, დისკომფორტი რა მოსატანია, უბრალოდ ასე მარტივად არ ვსაუბრობ უცხო ხალხთან, მით უმეტეს მამაკაცებთან.
- და რა არის ამაში ცუდი? ახალი წელი მოდის, სულ რაღაც ორმოცი წუთი დარჩა.
- ცუდი არც არაფერი ალბათ, უბრალოდ არ ვარ დაინტერესებული, ვინე გავიცნო.
- გყავთ საყვარელი მამაკაცი, ან მეუღლე, ვის გამოც უკან იხევთ?
ვის გამოც უკა ვიხევდი, არც არასდროს მქონია მსგავსი საუბრები, ახლა მით უმეტეს, ჩემ მდგომარეობაში ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. საყვარელი მამაკაცი? ამ ფრაზის მოსმენისას რატომ ტრიალებდა ერთი მამაკაცი ჩემ გონებაში, რა შუაში იყო, ან რატომ ,,საყვარელზე’’ ამომიტივტივდა გონებაში. ყველა სიკეთესთან ერთად ირაკლიზე რომ დამეწყო ფიქრი ალბათ უფრო მარტივად გავცემდი პასუხს, მაგრამ არა, ამ წუთას ვახო მიტრიალებდა გონებაში.
- არა, ჩემ ცხოვრებაში მამაკაცი არ ფიგურირებს.
- საყვარელი მამაკაცი ანუ?
- დიახ, სხვა მხრივ არის ერთი მამაკაცი, ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი - ბაბუა.
- მშურს თქვენი, მე ორივე ბაბუა დაღუპული მყავს, ნამდვილად საყვარელი და მნიშნელოვანი მამაკაცი ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, და მამა ?
- მშობლები წლების წინ დამეღუპა ავტოკატასტროფაში, ასე რომ ...
- ვწუხვარ, ბოდიშს ვიხდი, წარმოდგეაც კი არ მქონდა.
- საიდან გეცოდინებოდათ.
- ხომ არ ვიმეგობროთ ანა?
ღიმილით დამისვა კითხვა და ისევ ხელი გამომიწოდა მეგობრობის ნიშნად.
- კეთილი, რა გაეწყობა, შევეცადოთ მაშინ - მეც ღიმილით ჩამოვართვი ხელი და ერთ ხანს ორივეს კარგად გვცინებოდა.
- ისე, არასწორად არ ამიგოთ მაგრამ, არც ტავიდან მქონია თქვენ მიმართ რაიმე ცუდი აზრები, ხვდებით ალბათ.
- არა, რას ამბობთ.
- თბილისსში სად ცხოვრობთ?
- თემქაზე, კერძო დასახლებაა, ამგრამ ამ ეტაპზე მეგობართან ერთდ.
- როგორც ვხვდები მეგობარში მამააცი არ იგულისხმება არა? - სიცილნარევი ღმილით მკითხა., მეც გამცინა.
- არა, არა, რას ამბობთ.
- ძალიან კარგი, ახალი წლის დრეებში რა გეგემებ გაქვთ?
- ჯერ-ჯერობით არც არაფერი, ალბათ კარგად დავისვენებ და დავიძნებ.
- დასვენება, ბოლოს როდის მეძნა კარგა არც მახსოვს, რამე რომ მოვიფიქროთ რას ფქრობთ?
- ამ..... არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მე....
- კარგი, კარგი, ბოდიში, ძალიან ბევრი მოვინდომე ვხვდები.
ფეხზე წამოდგა და ჯიბეებში რაღაცას დაუწყო ძებნა, შემდეგ საფულე ამოირო და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა.
- საკონტაქტო ნომერი რო გთხოვოთ, დარწმუნეული ვარ უარს მეტყვით, ამიტომ ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, ჩემი პირადი ნომერი წერია, როცა სურვილი გექნებათ დამირეკეთ, როცა საინტერესო მოსაუბრესთანს აუბარ გენდოებათ.
ერთ ხანს მის ბარათს დავაკვირდი, ლაშა ჯავახიშვილი - ქირურქი.
- ექიმი ხართ?
- დიახ, წლებია, ექიმი ნაკლებად უფრო ქირურქი, უფრო კონკრეტულად კი ნეიროქირურქი.
- ძალიან საინტერესოა, უხერხული კითხვა რომ დაგისვათ?
- კი ბატონო.
- რამდენი წლის ხართ?
კითხვის დასმა მოვახერხე თუმცა პასუხის მოსმენა ნამდვილად წარმოდუგენელი იქნებოდა, როდესაც ზურგიდან ჩემი სახელი გავიგონე, და თან ნაცნობი ხსმის:
- ანა!
ფეხზე წამოვხტი შეშინებული ბავშივით, ბარათი ჯიბეში ჩავიდე და გაშტერებული ხან ერთს და ხან მეორეს ვუყურებდი.
- რა ხდება ანა ?
- რა უნდა ხდებოდეს, ბოდიშს ვიხდი რა კითხვებია ? - გაბრაზებულმა კითხა ლაშამ.
- თქვენთვის არ მიკითხავს, ანას ვეკითხები.
- ვსაუბრობდით, სანამ თქვენ მოხვედით. საკმარისია პასუხი? - უპასუხა ლაშამ.
- ანა, რა ხდება ამიხსნი?
- რა უდნა აგიხნათ, ვერ ვხვდები, ან თქვენ რას აკეთებთ აქ?
- მაგას რა მნიშნელობა აქვს... აქ რა ხდება?
- ვფიქრობ, მეც და ანამც გაგეცით კიტხვაზე პასუხი, არ კმარა?
- ლაშა, ჯობია დაგვტოვთ...
- კი, ჯობია დაგვტოვო ლაშა.
ლაშა გვერდით გავიყვანე, უხერხული სიტუაციისთვის ბოდიში მოვუხადე, დავპირდი რომ დავურეკავდი. ამ იმედით აღარ ჩაერია ჩემსა და ვახოს საუბარში და წავიდა.
- რა ხდება ბატონო ვახტანგ?
- ამ კითხვას მე გისვამ ანა, აქ რა ხდება, ან რა მოხდა...
- არაფერი...
- როგორ თუ არაფერი, ამ ბარში იმისთვის მოხვედი რომ მამაკაცებთან მსუბუქი ფლირტით დაკავდე?
- ვერაფერს ვხედავ თუნდაც ფლირტში დასაძრახს და ცუდს, დავაშავე რამე, მშვენიერი მოსაუბრე იყო, რა პრობლემას ქმნთ ამსენით თუ შეიძლება.
- ხო, ასე ვიცით ხოლმე კაცებმა, ლამაზი გგოებისთვის თავბრუს დახვევა.
- საერთოდ არ ცდილობდა ჩემ მოტყუებას, და როგორც თქვენ ამბობთ ვიცით მამაკაცებმაო - თავბრუს დახვევას.
- დავიჯერო ასე მარტიად მოგატყუა ?
- არ უცდია მოტყუება.
- ანა, ნუ ცდილობ ჩემ ნერვებზე ითამაშო. წავედით გეყოფა.
- არსად არ მოვდივარ.
- არავინ გეკითხება.
ხელი მკლავში მსტაცა და მანქანისკენ მიმათრევდა, ამ სიტყვის სრული მნიშნელობით. აი დაახლოებით ისე, როგრც ეჭვიანობის ნიადაგზე მოექცეოდა მამაკაცი საყვარელ ქალს, მაგრამ აქ სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე, მე მისი არც საყვარელი ქალი ვიყავი და არც ეჭვიანობის ჩანდა რამე, იმის მიუხედავად რომ მარჯვენა მკლავს ნახევრად ვეღარ ვგრძნობდი, საკუთარ თავს მაინც გამოვუტყდი რომ მსიამოვნა მისი ამდაგვარი დამოკდიებულება ჩემ მიმართ. საბოლოო ჯამში ყველა სიკეთესთან ერთად ისიც მახარებდა, რომ ახალ წელს მასთან ერთად თუნდაც მანქანაში შევხვდებოდი. ამ ფიქრების კიდევ და კიდევ მრცხვენოდა, თუმცა, ყველაფერი ჩემდა უნებურად ხდებოდა.
მანქანის კარი გამოაღო და შიგნი შემაგდო, კარი ძლიერად მომიჯახუნა, ერთ ხანს გამაჟრიალა, და არ მესიამოვნა, ვგრძნობდი რომ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რთული საუბარიც არ იყო შორს.
მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა, ქალაქში თითქოს უმისამართოდ დაიწყო სიარული, საურის დაწყებას ნამდვილად არ აპირებდა თითქოს, ან ჩემგან ელოდა. არც დავაყპვნე.
- რა ქვია თქვენ საქციელს?
- რამე არ მოგეწონა ანა ?
- რა ქვია თქვენ საქციელს, გამეცით პასუხი.
- მე იმ ტიპისგან გიხსენი, როგორც გინდა ისე გაიგე, და რაც გინდა ის დაარქვი.
- ვერ ვხვდები ვისგან მიხსენით, ლაშაზე ამბობთ?
- ა, ბოდიში მომითხოვია, სახელებით მიმართავთ ერთმანეთს, უკაცრავად.
- და მერე?
- არაფერი ანა, კაცმა რომ გკითხოს ჭკვიანი გოგ ხარ და თავს არავის დააჩაგვრინებ, და შუაღამისას ბარში, გამომწვევი იმიჯით მამაკაცს ეფლირტავები, თან მამაკაცს როლსაც იმ წამს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალბდა თავში.
- ძალიან ცდებით ასე თუ ფიქრობთ, ჯერ ერთი რა დაინახეთ ჩემ გარეგნობაშ გამომწვევი, და მეორე, აფასებთ თქვენთვის სრულიად უცნობ მამაკაცს არასწორად.
- მამაკაცები ბარში ქალების გაცნობის მიზნით დადიან ანა, ამას თუა ქამდე ვერ მიხვდი, ჰე, მე გიხსნი და გეუბნები, შენ კიდევ ორი წუთის გაცნობილ მამაკაცზე მეუბნები რომ ,,ეს ისარაა რაც მე მგონია’’? გამომწვევ იმიჯს რაც შეეხება, შეხედე საკუთარ თავს.... ლამაზი კაბა ჩაგიცამს, თმაც სხვანაირად გაქვს, ტუჩებზეც წაგისვამს პომადა, და ეს ისაა, რაც მამაკაცებს იზიდავს ანა. შენ რომ იმ ბარში ისევ უნიტაზები გეხეხა, დამიჯერე ,,ლაშა’’ შენთან ფამილიარულ საუბრებს არ გამართადა. თვალები გაახილე! ტვინი გაანძრიე ბოლოს და ბოლოს!
- მე არც თქვენი მეგობარი ვარ, არც თქვენი ახლობელი ადამიანი, მით უმეტეს არც თქვენი საყვარელი ქალი და არც ცოლი, მსგავსი მამაკაცებისგან ჩემი დახნსა რომ გჭირდებოდეთ, რა მიზნით გააკეთეთ ეს, ეს არ იყო დახსნა, მშვენივრად ვსაუბრობდი ადამიანთან, იქნებ მას მხოლოდ მეგობრობა უნდოდა, წრფელი და სუფთა გაზრახვით მესაუბრებოდა რა იცით, რატომ აყენებთ მასაც და მეც შეურაწყოფას. დავიღალე ბოლოს და ბოლოს თქვენი ამდაგვარი შეხედულებით ჩემ მიმართ. ან და საერთოდ, ვინ გეკიტხებათ მე ვისთან მექნება ურთიერთობა, იქნებ დიახ და სურვილი ქმონდა მასთან ღამე გამეტარებინა, თქვენ ვინ გეკითხებათ ჩემ პირად ცხოვრებაში ხელები აფათუროთ და ამდაგვარად ჩაერიოთ, ვინ გგონიათ თავი გეკითხებით და გამეცით პასუხი!
მანქანის მუხრუუჭს სწრაფად დააწვა, მადლობა ღმერთს ღვდი მეკეთა, თორემ ალბათ საქარე მინას თავით გავიტანდი. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ხევის მიმდებარედ იდგა, ისტერიულად დაიწყო სიარული. მივხვდი რომ უკან არ უნდა დამეხია, და ამიტომ მეც გადავედი მანქანიდან.
- ნუ ცდილობთ ბატონო ვახტანგ პასუხებს გაექცეთ!
განაპირა მდგომმა, ჩემკენ გამოიხედა, ერთ ხანს მიყურებდა, მეც ვუყურებდი, თავალს არ მაშორებდა. მიუხედავად იმისა რომ მისთვის ამდენ ხანს თვალებში ყურება არც თუ ისე მარტივი იყო, ჯიუტად მზერას არ ვაშორებდი, თუმცა ვგრძონდ რომ მისი გამოხედვა მთლიანად მწვავდა. წამიერად თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
- ასე ნუ მიყურებ....
გავშეშდი ადგილზევე, თვალები გაახილა, ისევ ჯიუტად ვუყრებდი წარბის აწევით.
- არ გინდა ანა... გთხოვ!
ღრმად სუნთქავდა, ცოტაც და ალბათ ცეცხლი მომეკიდებოდა, მერე და რა სანახავი იყო ჩემ წინ ასეთი გაცცხლებული, ჯიბიდან მარცხენა ხელი ამოიღო და საათს დახედა. ნამდვილად არ ვიცოდი რომელი საათი იყო, ამ დრო ეს ყველაზე ბოლო იყო რაც მაინტერესებდა.
- პასხუხებს ველოდები....
- არ გინდა, გთხოვ...
ორი ნაბიჯი გადავდგი მისკენ და გავუმეორე:
- პასუხებს - კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ - ველი - კიდევ ერთ ნაბიჯი მისკენ თქვენგან!
სულ რაღაც ორი ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს, რაც არ უნდა მომხდარიყო, პასუხები უნდა მიმეღო, ჯიუტად ვედექი წინ გაყინული, აკანკალებული ამ კითქვებზე პასუხების მოლოდინში.
- გეყოფა!
- არა, არ მეყოფა.
- გითხარი, გთხოვე, ნუ მიყურებ ამ თვალებით!
- გელოდებით.
- დასწყევლოს ეშმაკმა....
ამ ფრაზის თქმა და ჩემი წამიერი გაშეშება ერთი იყო. ფიქრები, აზრები, გრძნობები, ემოციები, ყველაფერი ერთმანეთში ამერია. მისი შეხება, მისი სურნელი ასე ახლოს და ასე მძაფრად არასდროს მიგრძვნია, ამ კაცის შეხება ასეთი სასიამოვნო არ წარმომედგინა. რამდენიმე წამი გაგრძელდა ეს შეხება და გიჟივით მომწყდა, თმა ხელით გადაიწია და ისევ ჩემკენ მობრუნდა. მიყურებდა, და გახშირებულად სუნთქავდა, მე კი ისევ ისე გაშეშებული ვიდექი, კანკალმა ამიტანა და უარესად გავიყინე. ახლა უკვე სხვა მზერით ვუყურებდი, თითქოს ვთხოვდი იგივე გაეკთებინა, მინდოდა? დიახ მინდოდა, ამ კაცთან ამდაგვარი სიახლოვე ამ კოცნის მერე ნამდვილად მინდოდა. მისი ცოლის არსებობა, ნამდვილად აღარ მაინტერესებდა.
- მაპატიე....
ისევ თმა გადაიწია ხელით და არა ერთხელ გაიმეორა:
- ეს არ უნდა მომხდარიყო ანა.
გაშეშებული სიტყვის თქმასაც ვერ ვბედავდი, ან რა უნდა მეთქვა, კიდევ მაკოცეთქო? სახლში ცოლი გელოდება, რა მოხდა მერეთქო? თუმცა, მომხდარ ფაქტის გამოყენება სხვანაირად ვცადე.
- და თქვენ რა გიტრიალებთ გონებაში?
- რა?
- ხო, აი ხომ ამბობთ მამაკაცები ერთ რამეზე ფიქრობენო, აი დღეს ასეთი ,,იმიჯი’’ რომ არ მქონოდა ალბათ არც ეს მოხდებოდა არა? ჩემმა ვიზუალმა განაპირობა არა ეს ყველაფრი.
- რას ამბობ - გაოცებული მიყურებდა.
მისკენ ისევ გადავდგი ნაბიჯი, ისევ ახლოს მივედი, იმდენად ახლოს რომ, ეს სიახლოვე ცოტა მაშინებდა კიდეც, თუმცა მინდოდა.
- რაც გესმით, ანუ, თქვენ ამბობთ რომ მიმზიდველი და გამომწვევი ვარ?
- მამაკაცებისთვის კი ანა, ასეთი გარეგნობით ნამდვილად.
- და თქვენთვის?
- გეყოფა...
- არა გამეცით პასუხი, ვარ თუ არა მიმზიდველი?
- გეყოფა....
- ანუ, თქვენც ცდილობთ ასეთი ვიზუალის გამო თავბრუ დამახვიოთ?
- გაჩუმდი...
- ანუ, ეს კოცნაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი რამ გიტრიალებთ თავშ...
წამიერად მაკოცა და სიტყვის დასრულების საშუალება არ მომცა. ეს ერთი შეხედვით არ გავდა მოჩვენებით კოცნას, ბევრა ვნევიანი და სასიამოვნო იყო. ვგრძნობდი რომ მისი თითოეული შეხება გულს და სულს მიფორიაქებდა, მსიამოვნებდა, მისი გაყნული ხელები ჩემ სახეზე, მისი ბაგეები კი ჩემსაზე. გაჩერდა, თვალები ისევ დახუჭული მქონდა, მუს სუნთქვას ისევ ახლოდან ვგრძნობდი, მისი ხელები ჩემ სახეზე ისევ იგრძნობოდა, თვალების გახელა არ მინდოდა, ეს თუ სიზმარი იყო, არც გაღვიძება მეჩქარებოდა. შუბლზე ძლიერად მაკოცა, ღრმად ამოისუნთქა და მითხრა:
- ახალ წელს გილოცავ ანა !
გამეღიმა, და მიუხეავად იმისა რომ თვალები ისევ დახუჭული მქონდა, ვიცდოდი რომ მზერას არ მაშორებდა და ეს ტუჩის მიღმა ჩემი ღიმილი მხედველობიდან არ გამოეპარებოდა.
- მგონი ყველა კითხვაზე გაგეცი პასუხი, წავედით გაცივდები.
ხელები გამიშვა და მაქანისკენ წავიდა. რამოდენიმე წუთი სარგადაყლაპულივით ვიდექი და მეღიმებოდა. ზუსტად ვიცოდი მანქანაში მჯდომი, მიყურებდა და ხედავდა ჩემ ემოციებს. ალბათ გმაყოფილიც იყო, მე ყოველ შემთხვევაში ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ყველა სიკეთესთან ერთად, ეს სიზმარი ძალიან მომწონდა. გამოღვიძება კი ვიცოდი რომ გულს ძალიან მატკენდა. თუმცა, ეს ამად ღირდა.



№1  offline წევრი გ უ გ უ

აუუ ძაან კარგი იყოო❤️❤️❤️ არ დააგვიანო დადება გთხოვ..❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მირანდა

დედეთ კიდე რა ძალიან კარგი იყო

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

სასწაული გოგო ხარ შენ . არ მყოფნის შენ თამამად შეგიძლია თქვა რომ შემდგარი მწერალი ხარ . შეძლებისდაგვარად მალე დადე რა ❤️ .

 


№4 სტუმარი

რა უთავმოყვარეოა ეს გოგო

 


№5 სტუმარი მინი ჯუზე

ვაიმე უკვე მომწონს ,ველოდები ვახტანგის და ქალბატონის ბევრ და საინტერესო მომენტს

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი ბოლო ნაწილი იყო შოკის მომგვრელი, ვახტანგი ნელ ნელა აჩენს ინტერესს ანას მიმართ და საინტერესოა როგორგაგრძელებაეს ამბავი. ზაქრო ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს სავარაუდოდ და დაინახავენ ანას და ირინას ნამდვილ სახეს❤️❤️❤️ აღარ დაიკარგო ასე მალე დაგვიბრუნდი ახალი თავით

 


№7  offline წევრი Elka Popova_2

Мовквди лодинит. Карги ико мадлобаа

 


№8  offline წევრი Tako_elizbarashvili

აუ არ დადებ ახალს ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent