არეული გონება
ვარ 15 წლის გოგონა. მაქვს რთული ცხოვრება. მშობლებს არეული აქვთ ურთიერთობა. დედა გათხოვების წამიდან ძალადობის მსხვერპლი იყო მამის მხრიდან. ამ ყველაფერმა აქამდე მოაღწია: სამი შვილი და ორი შვილიშვილი. ამ ბოლოს ძმებმა დედაჩემის ლანძღვისა და ჩემი ცრემლების გამო ჩხუბი წამოიწყეს მასთან. ისიც გაბუტული სოფელში ჩენ ძველ სახლში გდავიდა მეზობლად. სოფლის პატარა უბანში ვცხოვრობთ, აქ ყველამ ყველას ყველაფერი იცის. მოდის ხოლმე შვილიშვილების სანახავად, მთვრალი. მის დანახვაზე მიპყრობს: შიში, ზიზღი, ტკბილი და მწარე მოგონებები. დედამისის სახელი დამარქვა, ძველი რაღაც უცნაური.ამის გამო ხშირად ვკომპლექსდები. სკოლიდან გადასვლა ხშირად მიფიქრი მაგრამ სახელს შევუკავებივარ, რადგან სოლა უკვე მიჩვეული იყ იქ კი ახალი ბარიერი დამხვდებდა. კარგად ვსწავლობ კონკურსებზეც ხშირად მიწევს სიარული. ვლოცულობ ხოლმე სახელით გამოცხადება არ იყოს ხოლმე საჭირო. აუტანელი ხასიათი მაქვს ზოდად, ვარ სენტიმენტალური, მეტიჩარა, ცანცარ, არასდროს ვყოფილვარ "ძაან გოგო". მეგობრები ხშირად მეუბნებიან ნუ ცანცარებ! მეც გატეხილში ვვარდები ხოლმე და ვჩუმდები. მერე მეკითხებიან რა გჭირს? ვერ გავიგე რა უნდა გვაკეთო. ყველანაირი საქციელი როგორაა გამაღიზიანებელი ჩემი მხრიდან. ზოგჯერ დაკონტაქტება მიჭირს ადაიანებთან რადგნ მგონია ის არ გამოვდგები რომელის მოლოდინიც მათ აქვთ. რამდენიმე წელი ბიჭი მიყვარდა, ის დიდად ყურადღებას არ იჩენდა ჩემს მიმართ, ახლა მწერს ხოლმე. მითხრა ადრე გოგომ მიმატოვა და მეშინოდა შენც იგივეს გააკეთებდიო. კარგად გავიცანი. რომწერს იგივე გრძნობა აღარ მეუფლება. აღარ მიყვარს? მართალი ყოფილა ოცნება საოცარი გრძნობაა, ახლა როდესაც იმას მივაღწიე რაც მინდოდა ხიბლი დაეკარგა. ვერც ვერაფერს ვეუბნები ჩვეულებრივ ვწერ ხოლმე რადგან არ მინდა ეჭვი გავუმაღტლო და საერთოდ ავაცრუებინო გული ყველაფერზე. ხშირად საკუთარ თავში მეპარება ხოლმე ეჭვი. ზოგჯერ ბრაზი ისე მიპყრობს ლამისსაა ბოღმით გავსკდე. სკოლაში ზოგჯერ კლასელებთან მექმნება პრობლემა რადგან ყველა მაშინ მოდის ჩემთან როცა ვჭირდები. ეს ძალიან მიშლის ნერვებს. უხეშ პასუხებზე და ნაგლობებზე ხო საერთოდ ვჭედავ. გაკვეთილიდან გავდივარ ხოლმე და ჰაერზე ვმშვიდდები. ზოგჯერ საკუთარ თავშიც ვიკეები ვტირი არვიცი ყველაფერს ვაკეთებ. ახლა ცოტა დასერიოზებული ვარ. ზედმეტ ცანცარს და მეტიჩრობას მოვეშვი, ნუ როგორც ჩემი მეგობრებ უწოდებენ. ვცეკვავდი. საკუთარ თავს და თავისუფლებას ცეკვაში ვპოულობდი. მასწავლებლები მიდიოდნენ და მდიოდნენ. ახლაც ახალია მოსული. თავიდან დავიწყეთ ისევ. გული ამიცრუვდა ცეკვაზე თუმცა ვაგრძელებ მაინც. ამ ბოლოს ბედი წერაში ვცადე. კლავიატურაზე თითები დავაწყე და მათ მივენდე. ფბზე ფეიჯები ჯგუფები გავაკეთე და იქ დავიწყე ჯერ. მერე მეგობარმა ეს საიტი მირჩია. დავრეგისტრირდი, ავტვირთე პირველი მოთხრობა "ქვა", და თუ გინდათ თქვენც ნახეთ პირველი კომენტარი, დამამცირეელი გულის მტკენელი. ამაზეც გული ამაცრუებინეს. მითხარით რა გავაკეთო? ღმერთის დიდად არასდროს მწამდა. ახლა რწმენა სულ დავკარგე. როდესაც ცხოვრება უდიდეს ტკივილს მაყენებდა მისი ჩემთან ყოფნა არსდროს მიგძვნია. იღბალი საერთოდ არ მაქვს არაფერშ. რასაც მივაღწიე ჩემით მივაღწიე არავინ და არაფერი დამხმარებია და გვერდში დამდგომია. მირჩიეთ რა მოვუხერხო ჯერ ჩემს თავს, მერე საზოგადოებსთან ურთიერთობას, ოჯახს, მეგობრებს და რწმენას?
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.