ტკივილი რომელიც გვასახიჩრებს.! (1-2 თავი)
იტალიური ეზო,ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი იქნება სიტუაცია რომელიც ასეთ ეზოებში ვითარდება. ერთად შეკრული, დიდ ოჯახად ქცეული სამეზობლო, სადაც არცერთი ოჯახის კარი საკეტით არ იკეტება.ერთი ჩვეულებრივი შემოდგომის დღე იყო, უჩვეულოდ თბილი ამინდით. ეზოს ბავშვების მხიარული ხმები აცოცხლებდნენ, ხის არამყარი მოაჯირებიდან კი უფროსები მათი სილაღით ერთობოდნენ. -აბა ამათ უყურეთ რა?!-ფანჯრის რაფას იდაყვებით დაყრდნობილი ახალგაზრდა ქალი გულწრფელი ღიმილით უყურებს შვილს. დიასახლის დაღლილობისგან ჩაცვენილი ჰქონდა თვალები. სახე უჩვეულოდ გამხდარი, გამოკვეთილი ღაწვები და მისი ფერმკრთალი კანისთვის რომ შეგეხედათ მარმარილოს ცივ ლოდს მიამსგავსებდით.-რა ეტყობა ჩემსას რომ გოგოა.. შემთხვევით გავაჩინე..-გულწრფელი სიცილის უკან, დაკვირვებულის თვალი კარგად შეამჩნევდა დიასახლისის მძიმე ტვირთს. ჩამქრალი თვალები პატარა ქალიშვილს მაინც ნაპერწკლებით უყურებდა. -ნახე, ნახე როგორ ერევა დემნას - მოპირდაპირე აივანზე შავებში გამოწყობილი ქალი იდგა. მიუხედავად იმ ტრაგედიისა რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაატყდა თავს მის ოჯახს მაინც მხნედ გამოიყურება და ეზოში მორბენალ შავგრემან ბიჭსს დიდი იმედით უყურებს. ვუყურებ მათ, კარგად ვაკვირდები თითქოს და ბედნიერ ოჯახებს, მხიარულ დიასახლისებს მაგრამ თვალების იქით, სულის სიღრმემდე ვაღწევ, ვხედავ მათ წილ უბედურებას. ისეთი შეგრძენა მიჩნდება, რომ აქ მცხოვრებ ყველა ქალს კუთვნილი ტკივილები გადატანილი აქვსთ ან მომავალში ელით. -დეე დაინახე?!-ფანჯრამდე ააღწია პატარა გოგონას, წკრიალა ხმამ. მომენტალურად მიიქცია დედის ყურადღება და უკვე გატანილ გოლზე ანიშნა.- მოვუგე დეე.- ლოყებ აწითლებულმა, სიცილით შემოურბინა ცენტრში მდგარრ ბიჭებს ნიშნის მოგებით და მოედნის კარებში მდგარ მეგობარს ენის გმოყოფით დაეჯღანა. შუადღის მზე რომ ჩაესვენებოდა, ყველა გარეთ გამოიშლებოდა და ერთად ატარებდნენ საღამოს. შემოსასვლელ კარებში მოხუცი კაცები ნარდს აგორებდნენ. რამდენჯერ წამოშლილან ერთიანად როცა ბავშვების ნასროლ ბურთს მთლიანად აურევია თითქმის მოგებული ხელი. ახალგაზრდები კიმათი გაბრაზებით კიდევ უფრო იხალისებდნენ გუნებას. ამდენი წელია რაც ერთად ცხოვროდნენ და მხოლოდ ერთხელ იყო მდუმარე ეს ეზო. აი მაშინ როდესაც თაბაგარების ოჯახში დიდი ტრაგედია მოხდა, ოჯახის უფროსი გულის შეტევამ იმსხვერპლა. *** მტრედისფერ ცას და წვიმის ხმა საოცარ კონტრასტს ქმნიდა. იტალიურ ეზოში გამეფებულ სიჩუმეს კი წვიმის წკაპუნი არღვევდა, არც ბავშვების ხმა ისმოდა, შემოდგომამ ყველას აჯობა. ფრთხილი ნაბიჯით დაეშვა პატარა ბიჭი სახლიდან, კედელთან ოდნავ დარჩენილ მშრალ ადგილს მიუყვება ფეხის წვერებით, მიაღწია კიბეებამდე და მეორე სართულზე საყვარელი ადამიანის კარებს მიადგა. დანამული თმა შუბლიდან გადაიწია, ფანჯარაზე სპეციალურად თებეს გასაგონრად რამდენჯერმე დააკაკუნა. მსუბუქი ნაბიჯების ხმა რომ მოესმა კარს მიღმა უფრო აუფანცქალდა მუჭისოდენა გული. რამდენიმე წამი საათად გადაექცია და როგორც იქნა ზღურბლთან გამოჩნდა თებეა წერეთელი. -რა გინდა დემნა აქ?-დაიჩურჩულა. -წამო რა. -წვიმს გაგიჟდი.. -თებე წამოდი რაა.-თვალები მომაბეზრებლად გადატრიალა და კარები ფართოდ გააღო.არაფერი უთქვამს წერეთელს, ერთი კი შეიხედა სახლში მაგრამ, მაინც უჩუმრად გაყვა ბიჭს. -სად მივდივართ დემნა.. -მკლავებზე შემოიხვია პატარა თითები და გასახურებლად რამდენჯერმა გაახახუნა. -გცივა? -ღიმილით დახედა გოგოს. -კი.-მალევე გაუწითლა სიცივემ ცხვირის წვერი წერეთელს. -წამო მალე..-ხელი მტევანში ჩაავლო, სირბილით ჩაირბინეს კიბის ხვეულა.-თავი დახარე, არ მიარტყა.-ჯერ თვითნ შევიდა სამალავში, თებეც ფრთხილად შეიყვანა.როგორც სჩანს თაბაგარი მომზადებული იყო, ჯიბიდან თეთრი ნახევრად ჩამწვარი სანთელი ამოაძვრინა და წვალებით აანთო. -დემნა რა გვინდა აქ? მეშინია..-გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ახლად აღმოჩენილ ადგილს. -თებე დედას მივყავარ. -სად დემნა?-უცნაურმა ემოციებმა თითის წერიდან შეაღწია თებეას ორგანიზმში და მეტაზტაზებივიტ მოედო იქაურობას. -შორს თებე... ძალიან შორს. შენგან, ბიჭებისგან ძალიან შორს.-გამტყდარი ხმით, ჩურჩულით ელაპარაკებოდა და ქვიან საფარს მზერას არ აშორებდა. -კი მაგრამ დემნა, შენ ხომ შემპირდი.. ხომ მითხარი სულ აქ ვიქნებიო.. -ნუ მიწყრები რა.! დედას ვეხვეწე. არ უნდა ბებოსთან და ბაბუსთან დამტოვოს. თან მივყავრა.. -იმედია მალე ჩამოხვალ.. -სამუდამოდ მივყავარ თებე.-მწყობრიდან გამოსულმა იყვირა. ამის გაგება და წერეთლის იქვე ცივ ლოდზე ჩამოჯდომა ერთი იყო.. -მერე ჩვენ დემნა? მე ასე მტოვებ?-ღვარ-ღვარა ცრემლებით დანამული სახით ახედა თაბაგარს. -ჩემზე არა ხომ იცი, თებე.. თებე შემომხედე. -არ მინდა, აღარ მინდა შენი დანახვა! მატყუარა ხარ! შენ დამპირდი, დამპირდი სულ შენთან ვიქნებიო მაგრამ, მიდიხარ. მიდიხარ მამუკა ბიძიასავით სამუდამოდ. მე კიდე მტოვებ რგორც თამრიკო დეიდა დატოვა მარტო. -რას ამბობ სულელო..-გულიანად გაეცინა.-მამუკა მოკვდა მე კი სიკვდილს არ ვაპირებ. -რა მნიშნველობა აქვს როგორ წახვალ.. მაინც სამუდამოდ მტოვებ ცოცხალი. -18ის გავხდები და ჩამოვალ, მოგძებნი ხომ იცი.! არ დაგივიწყებ თან ხშირად დაგირეკავ ხოლმე.დედას გეფიცები არასდროს დაგივიწყებ! - გამოქვაბულში ექოსავიდ გავრცელდა თაბაგარის ტიტანივიტ ძლიერი სიტყვები. გოგონასტან მიახლოვებლუმა სუსტი მკლავები შემოხვია სიცივისგან თუ ტკივილისგან აკანკალებულ წერეთელს და გულში ჩაიკრა. ერთხანს ასე უზიარებდნენ სხეულის სითბოს.ნახევარი თავით მაღალი ბიჭი უცნაური ღიმილით დაჰყურებდა მოწყენილ თებეას. სადღაც ადრე ტელევიზორში ნანახი ჰქონდა მსგავსი სცენა დემნას. გონებაში კარგად აღიდგინა მომენტები და მთავარი გმირის მსგავსად მოეფერა გაფითრებულ სახეზე, ცალად ჩამოგორებული გულწრფელი ცრემლი ცერა თითით მოწმინდა. ემოციების ტალღები დამანგრეველად უტევდა წერეთელს, ამღვრეული მზერის გამო საერთოდ არ ჩანდა მის წინ მომღიმარი ბიჭის სახე.წამის მეასედი დასჭირდა პატარა შავგრემანს მთელი სიძლიერე მოეკრიბა და ის ნაბიჯი გადაედა... გონებაში წარმოდგენილი რომელიც გულს ბედნიერებისგან უხეთქავდა. ერთი...ორი... სამი... და გაბედა! ფეიერვერკივიტ აფეთქდა მათი სიყვარული და ბნელი გამოქვაბული გაანათა. ცენტრში მდგარი წყვილი, ტუჩებით ერთმანეთზე მიკრობილნი. სიხარულისგან გაფართოებული ყავისფერი სფეროები და იმედი, იმედი რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გაჰყვება და არასდროს დაავიწყებს მის ბავშვური, ყველაზე წმინდა გრძნობას. -დღეიდან ჩემი ცოლი ხარ! მე გაკოცე პირველმა და ჩემი ხარ. ხოდა დავბრუნდები რომ კანონიერად მოგიყვანო ცოლად. -დემნა მეშინია! რომ დააგავიწყდე? სხვა უფრო ლამაზი, ნაზი და გოგოური გოგო რომ გაიცნო? მერე მე რა მეშველება? -თებე, ხომ გითხარი..-შარვლის ჯიბეები მოიქექა, ღიმილით შეხედა წერეთელს. მტევანში ლამაზი, ხელით დაწნული ჟანგიანი მავთული ეჭირა, ბეჭედად ქცეული. მუჭით მოიწმინდა წერეთელმა ცრემლები, ჯერ გაშლილ ტევანს უყურა, შემდეგ თაბაგარს.-ჰა აბა გამომყვები ცოლად?-სიცილით თქვა. -დედაჩემი გეგიჟდება...-ეშმაკურად ცკმუტავდა.-კი, კი დემნდა გამოგყვები. -თვითონვე გაიკეთა ჯანგის რგოლი თითზე და სიამაყით დახედა თითქოს ყველაზე ძვირადღირებულს. ემოციებისგან დადუმებულები დიდხანს იჯდნენ ქვის ლოდზე მანამ, სანამ სანთელი ბოლომდე არ ჩაიწყვა. -დემნა როდის გახდები 18წლის? -მხარზე ედო თავი და სიბნელეში ცდილობდა ბეჭდის დანახვას. -6 წელში თებე. -დიდი დროა ხო? -კი დიდი დროა.. მაგრამ მაინც მალე გავა.. მთავარია ჩვენი ველოდოთ ამ დროის გასვლას. -მე დაგელოდები დემნა.. -ვიცი თებე.-ამაყად თქვა და ლოყაზე აკოცა.-წამო ახლა წავიდეთ სახლშ თორე გავიყინებით აქ. -წამო.. ჯერ არ ვეტვი დედას რომ გავთხოვდი კარგი? -ჰო არ უთხრა, თორემ გაბრაზდებიან. ხომ იცი როგორები არიან უფროსები ყველაფერს ართულებენ. მე ჩამოვალ და მამაშენს დაველაპარაკები. -სიამაყით გაიჯგიმა და კიბის დასაწყისში გაჩერდა.-მიდი აირბინე!- ორივე ხელები ჯიბეებში დამალა და მხრებით მოიბუზა. ნაზი, ქარიზმატული ღიმილით გამოხედა მის „ქმარს“. -თებე დემნასთვის, დემნა თებესთვის. -ხო თებე.. თებე დემნათვის.! -ახლა თავისუფლად ამოისუნთქა და სახლისკენ გაუყვა ისევ კედელთან დარჩენილ მშრალ ადგილს. *** -სად დადიხარ დე ამ სიცივეში?-არ გამოუვიდა სახლში ჩუმად შესვლა. -დემნამ დამიძახა, ვითამაშოთო..სულელია ეგ ბიჭი ვის გაუგია ამ სიცივეში თამაში..-მაშინვე გადააბრალა თაბაგარს და დედასთან „ჭკვიანი გოგოს“ როლი მარტივად მოირგო. -პატარა მაიმუნო..-სიცილით გადაუსვა თმაზე ხელი და სამზარეულოში გგავიდა. -დე. -ჰო თებე. -სიყვარული რა არის? ან როგორ გრძნობ რომ გიყვარს? -ვაიმე თებე რეებს მეკითხები.-სიცილად არ ეყო 10 წლის ბავშვის კითხვები. -აიი.. ნიკუშამ მითხრა ვიღაც გოგო მიყვარსო.. მმ ხოდა მაინტერესებს რაა..-ცოტა დაბნეულმა ძლივს შეძლო სიტუაციის გამოსწორება. -სიყვარული? მარტივად რომ აგიხსნა..-დაფიქრდა ქალბატონი მაიკო. არ უნდოდა რთული სიტყვებით აეღწერა ეს დაუტეველი გრძნობა. არადა სწორად ჰქონდა შერჩეული სიტყვები.-შოკოლადივით არის. აი რომ ჭამ ხომ ძალიან ბედნიერი და გახარებული ხარ?! -შვილმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ხოდა როცა ვინმე გიყვარს ზუსტად ისეთივე ბედნიერი ხდები როგორიც მაშინ როცა შენ საყვარელ შოკოლადს ჭამ. -ანუ შეიძლება იმ ადამიანის შეჭმა მომინდეს როცა მიყვარს? -ვაიმე დედიკო რა სასაცილო ხარ.-გამხიარულდა მაშინვე ქალი შვილის კითხვაზე. -ნუ დამცინი რა მართლა მაინტერესებს.. -ხოო აი მე ძალიან ძალიან მიყვარხარ და ახლა შეგიჭამ ამ ლოყებს.-ხელში აიტაცა შვილი და ხმაურით დაუკოცნა ლოყები.. ყოველთვის როცა დედა-შვილურ სიყვარულზე ვფიქრობ, ვხვდები რომ გალაქტიკისავით ამოუცნობია. ბევრის დაწერა შეიძლება, ბევრსაც დაუწერია ამ გრძნობაზე მაგრამ სანამ თავად არ გამოცდი, სანამ პატარა ხელებით არ მოგეფერება და გაალამაზებს ცხოვრებას, მანამ იმ სიღრმეებში ვერ ჩახვალ სადაც ეს გრძნობები იმალება. საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ მშობლის მიერ გაწირული მისივე სიცოცხლე?! რანაირად უნდა გაიფიქრო, ამხელა სამყაროსავით უზარმაზარი გრძნობის შემდეგ გაწირულ შვილზე?! მაგრამ დამახინჯებულ საზოგადოებაში მრავლად შეგხვდებათ ქალები, აი ის მშობლები ამავე საზოგადოებაში პატივსაცემი სახელით რომ სარგებლობენ! *** როცა ვფიქრობთ ცხოვრების შესახებ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერანაირი შფოთვა ვერ შეცვლის იმ მომავალს რომელიც გველოდება. ცხოვრება გატკენს, ზოგჯერ მხოლოდ უხეში იქნება შენს მიმართ! ზოგჯერ კი უნდა იტირო რომ უბრალოდ წინ წასვლა შეძლო, გქონდეს იმის საშუალება, რომ საკუთარი ძალებით აღიდგინო გულის რიტმი. ცხოვრება ის ურჩხულია რომელიც უმოწყალოდ გაგიმასპინძლდება მუშტებით მაგრამ, არ უნდა დანებდე. ათი წლის თებეს ის დრე ცხოვრების დასასრული ეგონა. მთელი გულით ტიროდა ავტომობილის წინ, სადაც მისი სიყვარული ჰქავდათ „გამომწყვდეული“. გული ამოვარდნას ჰქონდა, მთელი არსებით ეგონა რომ ვიღაცა შეიცოდებდა, მის გრძნობებს გაუგებდა და მისცემდა უფლებას „თებეს დემნას“ დარჩენილიყო.ბავშვის ცრემლები მდუმარების ტირილზე მტკივნეული იყო, სამწუხაროდ უფროსებს უჭირთ მათი ადამიანებად აღქმა. დეკემბრის ცივი და სუსხიანი დილა, სისხლ-ძარღვებს უყინავდა პატარა ადამიანებს. გაუჭირდა მაგრამ, ბოლოს დანებდა. გაყინული გაჩერდა იმ კარის წინ, სადაც დემნა იჯდა. -თებე დემნასთვის.. დემნა თებესთვის. ხო?-ტუჩებდაბრეცილმა ძლივს გარკვევით თქვა. -დემნა თებესთვის.. თებე დემნასთვის.-მის მტნევანს გაუსწორა თავისი ხელი, ცრემლები გადმოსცვივდა თაბაგარს. ხელის ქნევით, მომღიმარი მაგრამ მაინც ოდნავ დასევდიანებული მზერით აცილებდნენ დედა-შვილს. მხოლოდ პატარა გოგონა მისდევდა მანქანას რომელსაც სამუდამოდ მიყავდა მისი. „ახლა გაჩერდება და გადმოვა! არ წავა, დემნა არ წავა.“ -ზემოთაც ვახსენე ვერანაირი შფოთვა არ შეცვლის იმ მომავალს რომელიც უკვე დაწერილია ჩვენთვის! ავტომობილიც დაეშვა დაღმართზე და საბოლოოდ გაუჩინარდა. -თებე წამოდი სახლში.-შორიდან მოესმა დედის ხმა. -არ წამოვალ. თქვენ ბოროტები ხართ.-თავიდან მოაწვა ემოციები და ძლივს შეკავებული ცრემლები კვლავ გადმოუშვა. -გიხარიათ დემნას წასვლა.. -დედი წამოდი სახლში.-დაუყვავა შვილს და ხელზე ოდნავ დაქაჩა. -არ მინდა სახლში. -ტირილი უფრო აუვარდა. -ჩემი გულჩვილი შვილი..-გულზე მიიხუტა და პატარაც უფრო გათამამდა.-ჩუ დეე, დამშვიდდი. -მომენატრება მე... -ყველას მოგვენატრება დე, მაგრამ რას ვიზამთ მათ გადაყვეტილება იყო. -ჩამოვა და წამიყვანს დემნა.ხომ გაატან ჩემ თავს?-ამღვრეული თვალებიტ, დაბრეცილი ტუჩით ახედა დედას. -აუცილებლად დედას გოგო! -ჩუმად ჩაეცინა. (თავი 2) დრო... დრო რომელიც გვიმორჩილებს, მის ნებაზე გვატარებს და ხანდახან იმ ყველაზე ძვირფას გვავიწყებს რომელიც გვგონია, რომ არასდროს... გესმით? არასდროს გაქრება ჩვენი გონებიდან. ზუსტად ეს დრო გავიდა. სულ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელმა წელმა შეცვალა ყველაფერი. თვალსა და ხელშუა გაიზარდა წერეთელის ქალიშვილი. კონტაქტი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდებოდა შეყვარებულ წყვილს შორის,როგორც ხშირად ხდება ბავშურ გატაცებას დრო უკვალოდ შლის. თინეიჯერის ასაკში გადასულ წერეთელს იშვიათად თუ გაახსენდებოდა დემნა, ისიც მხოლოდ მაშინ როცა კარადის ბნელი კუნჭულიდან გამოღებულ სკივრს გახსნიდა და შიგნით კიდევ უფრო დაძველებულ რგოლს ნახავდა. თაბაგარების გადასვლის შემდეგ მალევე დაიწყვეს სხვა მაცხოვრებლებმაც ამ სიყვარულით სავსე იტალიური ეზოს მიტოვება. წერეთლებმაც შეიცვალეს ბინა. ბატონი მიხეილი სამსახურში დააწინაურეს, შესაბამისად შემოსავალიც გაიზარდა და ფუფუნების უფლებაც მისცეს საკუთრ თავს. რამდენიმე წელში კი საერთოდ უცხო ხალხით შეივსო ეზო, აღარსად ისმოდა ბავშვების მხიარული ხმები არემარეს რომ ახალისებდა. მხოლოდ კედლებს ჰქონდათ შემორჩენილი მათი კვალი ფერადი საღებავებით და აი ის დრო რომელიც ყველაფერს ცვლის ალბათ ამ ნაკვალევსაც წაშლის. *** წლის ბოლო საღამო იყო, წერეთელის ოჯახში საახალწლო განწყობა მატულობდა. ოჯახის უფროსი რამდენიმე სახის ღვინოს სინჯავდა და მათ შორის საუკეთესოს არჩევას სცდილობდა. დიასახლისი წინსაფარ შემხვეული როგორც ყოველთვის უგემრიელეს კერძებს ამზადებდა. თებეა წერეთელი კი წითელ ნაქსოვ საახალწლო ჯემპრში გამოწყობილი, ლოტუსის ფორმაში იჯდა მისაღებში და გასართობ შოუს ბედნიერი სახით უყურებდა. საათის ისრები ნელ-ნელა კულმინაციურ რიცხვს უახლოვდებოდა, სადღესასწაულო ფორმაში გამოწყობილ თებეას გონებაში ფეიერვერკივით რომ აფეთქდა დავიწყებული ადამიანი. „დემნა თაბაგარი“-იფეთქა ცენტრალურ ჰემისფეროში. იმის და მიუხედავად, რომ გული სწრაფად უცემდა მაინც მშვიდი ნაბიჯით შევიდა კუთვნილ ოთახში. გამორთული ლეპტოპი გაანათა, მოუტმენლად აამოძრავა კლავიატურაძე თითები და კვლავ ის ძალიან ნაცნობი, დავიწყებული სახელი და გვერი ჩაწერა. უამრავ ადამიანში მალევე შეძლო იმ კონკრეტულის მოძებნა. გაოცებისგან ბაგეები ერთმანეთს დაშორებოდა, მონაცვლეობით გადადიოდა სახეზე ემოციები. მარტივი ხომ არაა ამდენი წლის შემდეგ კვლავ ტკბილ მოგონებებში დაბრუნება. მეგობრობის თხოვნა დაუფიქრებლად გაუგზავნა და მაშნვე დახურა ლეპტოპი, ერთ ხანს ოთხში გაჩერდა გულის ცემა დაირეგულირა, ღრმად ამოისუნთქა და ისევ მშობლებთან დაბრუნდა. *** ერთი კვირა გავიდა, მუდამ ამოწმებდა სოციალურ ქსელს მაგრამ თანხმობა არსაიდან ჩანდა. უკმაყოფილოდ გაიქნია თავი უცებ შეტყობინების ხმა რომ გაიგო, ფრთხილად გააპარა თვალი და ნაცნობი სახელი რომ ამოიკითხა უცნაურად აკანკალდა. -რომელი ხარ? -ჯერ გამარჯობა.! -სწრაფად აკრიფა ტექსტი მაგრამ გაგზავნა ოდნავ დააგვიანა. -გაგიმაჯროს.-უხასიათო ჩანდა ვირტუალური სამყოროს მეორე მხარეს მყოფი თაბაგარი. -ჩვენ ბავშვობაში მეგობრები ვიყავით...-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ნერვიულად აათამაშა თითები... -არ მითხრა რომ დემნას თებე ხარ.?! - სკამიდან შეშფოთბული წამოხტა, თავზე შემოიწყო ხელები და გაეღიმა „ღმერთო ვახსოვარ... ახლა გავაფრენ.. ვსო თებე დამშვიდდი და უპასუხე. „-მორჩა საკუთარ თავთან საუბრას და კომპიუტერს მიუბრუნდა. -ჰმმ.. თებე ვარ კი. მაგრამ რამდენად დემნასი...? -რა ხდება უბანში..-კი გაუკვირდა ასე რომ გადაუტანა საუბარი მაგრამ აბა რას გახდებოდა თვითონ. -არ ვიცი დიდი ხანია ჩვენც გადავედით, თამრიკო დეიდა როგორ არის? - კარგად, უფრო სწორედ მშვენივრად. შენები? -ჩემებიც.-აქ დასრულდა მათი პირველი დიალოგი, დიდი ხანი კი ელოდა საუბრის გაგრძელებას მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მოწყენილმა დახურა ლეპტოპი და ისევ სასწავლს მიუბრუნდა. *** -ერთი ბიჭი მომწონს მგონი.-მეგობართან წამოიწყო საუბარი, თან რვეულის ფურცელს უმოწყალოდ ანაკუწებდა. -ჰა? მომესმა?! -ნუ დაიწყე პანიკობები რა.. ჯერ არ ვიცი.-ჩუმად თქვა და მასწავლეებელს გახედა რომელიც გულმოდგინედ ავსებდა ჟურნალს. -ვინაა მე ვიცნობ? -არა ანა არ იცნობ.. შენ კი არა მეც არ ვიცნობ. -ხომ შეიძლება დაიწყო და დაამთავრო რაა, თუ ასე უნდა გაგლიჯო სიტყვები.-გაბრაზდა იაკობიძე. -მოკლედ ბავშვობაში გვიყვრდასავით ერთანეთი.-საკუთრ ნათქვამზე გაეღმა.-მერე გერმანიაში წავიდა დედამისი და ესეც თან წაიყვანა. ხოდა ერთი თვის წინ გამახსენდა და მეგობრებში დავამატე. -ვაუ.. მიკვირს როგორ გაბედა თებე წერეთლმა ბიჭს მეგობრებში დამატება.. არა მართლა ძაან მოგწონებია ეგ ბიჭი ამდენი რომ გარისკე..-ფხუკუნებდა იაკობიძე და მეგობრის დაცინავს არ წყვეტდა. -მიდი მაჩვენე აბა ჩვენი ჩიტი რა ბიჭია.. -კაი, დაიცა..-მალევე გახსნა მობილურში თაბაგარის სურათი და სიამაყით წარუდგინა მეგობარს. -აიი ეს მესმის.. პატარა თებეს უყურე როგორი ეშმაკუნა ყოფილა ბავშვობაში. -არ მწერს თვითონ.. -მაინც აღიარა თავისი სატკივარი. -ხოდა შენ მიწერე, გაახსენე ბავშვობა. -კაი რა სულ მე ხომ არ მივწერ იფიქრებს მეტენებაო.. -აუუ კაი რა თებე..-მეგობრის სახელი გაწელა ანამ და დაიწყო საუბრის წამოწყება წერეთლის მსხვერპლთან. „-დიდხანს უნდა დაიფასო თავი?“ -არ გამაგიჟო რეებს წერ ანი, მომეცი ტელეფონი.-წართმევა სცადა. -„ქიიფ ქალმ ბებე“.. აი გწერს.-მობილური ხელში დაუბრუნდა და თვითონაც დააკვირდა ეკრანს. „-უყურე პატარა თებეს, როგორი მონდომებულია. „-სულაც არა უბრალოდ მინდა ბავშვობის მეგობართან ურთერთბის აღდგენა, შენ კიდე ძაან გერმანელივით იქცევი.“ „-მაინც როგორ. ?!“ „-აი უემოციოდ.!“ „-აჰაა ანუ ახლა ბედნიერების ცრემლები უნდა გადმომცვივდეს რადგან ღრმა ბავშვობის მოგონებამ გაღვიძება მოინდომა?!“ „-ბოდიში.“-წერტილი დასვა და დაუყოვნებლივ გაგზავნა, მაშინვე გათიშა ინტერნეტი და აწყლიანებული თვალებით გახედა დაფას. -თებე, ბოდიში რა.- მიხვდა სიტუაციას იაკობიძე და მიეხუტა კლასელს. -უხეში ვირია, რა შენი ბრალია.. -გაღიმება სცადა და სწორედ მიმიკის დახმარებით გადმოცვივდა ცრემლები. „-საერთოდ არაფერს აღარ მივწერ, საერთოდ არ არის ის დემნე თებეს რომ უყვარდა.!“-გულში საკუთრ თავს უთხრა და კიდევ ერთხელ სცადა ფიქრები თაბაგარიდან კლასისკენ გადმოეტანა. **** -კაი ახლა რა გეწყინა.. -სასწავლი მასალის გვერდით შეტყობინების ველი ამოხტა.- დიდხანს უნდა იყო გაბუტული? როგორც მახსოვს ბავშვობაში არ იყავი ბუტია..-სიცილის ემოციებიც მოაყოლა შეტყობინებას და წერეთელმაც როგორც იქნა გახსნა შუბლი. -ახლა აღარ ვიღვიძებ? -უკვე გაიღვიძე. გილოცავ დემნას თებე.! -რაღაც ისე კარგად მოხვდა თვალში „დემნას თებე“ გული გაუთბა. სანამ ბიჭი აგრძელებდა შეტყობინების წერას მანამ კიდევ ერთხელ დაათვალიერე თაბაგარის სურათები და მათგან საუკეთესოები ტელეფონშც შეინახა. -აბა გისმენ მომიყევი შენზე რამე. -რა გითხრა აბა, წლებია იმ ეზოდან გადმოვედით საბურთალოზე. დედა ისევ დიასახლისობს მამა კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, მე როგორც ყოველთვის მათ პრიკაზებს ვასრულებ.დავდივარ სკოლაში და რუტინული ცხოვრება მკლავს.-მოკლედ მოუყვა მისი ცხოვრების შესახებ. -შენ.. როგორ ხარ მანდ? -თავიდან გამიჭრდა, სიმართლე გითხრა შენს გარეშე და ბიჭების გარეშე ვერ ვეგუებოდი ჩემს ცხოვრებას. ახლა უკვე შეგუებული ვარ და რიტმს არ ვუჩივი.. -რაღაცას გაჩვენებ.. -მიდი აბა..-სირბილით მივიდა კარადასთან, ბნელი კუთხიდან გამოაძვრინა რკინის სკივრი, ბავშვობის მოგონებებთან შეხვედრამ ემოციური ფონი უმატა, მალევე იპოვა ბეჭედიც და კვლავ საწოლთან დაბრუნდა. სურათი გადაუღო რომელიც მალევე აღმოჩდა თბაგარის შეტყობინებებში. -კაი ტო, კიდე ინახავ? -რათქმაუნდა.! -ეწყინა კიდეც ეს კითხვა. -რატომ? -ალბათ იმიტომ რომ არ დამავიწყდეს, თებეა დემნასთვის, დემნა თებესთვის.! -გაგზავნა, პასუხს არ დალოდებია ისე დახურა ლეპტოპი და საბანი ცხვირამდე აიქაჩა. ძალიან მოსწონდა მასთან ასეთი თამაში..მთელი ღამე მოუსვენრად იყო, ინტერესი კლავდა მაგრამ ჯინაზე არ შედიოდა სოციალურ ქსელში. გულაღმა იწვა ფუმფულა საწოლზე და იხსენებდა წარსულს, კარგად გაიხსენა ის ემოციები რომელიც თბაგარის წასვლამ დაუტოვა წერეთლს. *** 18 წლის თაბაგარი, აი ეს იყო ახლა მისი გონების მთვარი ემოცია. გათებენასთან ერთად მოდიოდა სასიამოვნო შეტყობინებები და დღეც ისევე კარგად იწყებოდა. შეეჩვია მის ცხოვრებაში გამოჩენილ, თუ დაბრუნებულ ადამიანს და თითქოს დარჩენილი ცხვორებაც დაგეგმა მასთან ერთად. ნელ-ნელა შეეპარა გრძნობები წერეთელს და თაბაგარზე ფიქრებიც აჩემდა. ასე გულაღმა დაწვება ხოლმე საწოლზე, ხელებს მკერდზე დაიწყობს და ორგანოს ცემასთან ერთად წარმოიდგენს მათ შეხვედრას. პირველ მზერას რომელიც გულს ორივეს საგრძნობლად აუჩქარებს. მათ შორის უხილავ ძაფებს გაავლებს და კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. -აქ ხარ?- საწოლზე იწვა მკლავზე იყო დაყრდნობილი და გადაშლილ წიგნს სულაც არ აქცევდა ყურედღბას ტუმბოზე არსებულ კომპიუტერში შეტყობინების წკარუნი რომ გაისმა. წერილის ავტორი, რომ იცნო მაშნვე გასწორდა, ლოტუსის ფორმა მოირგო. -კი აქ ვარ.. -მოლოდინში ლამის ტუჩები დაიჭამა. -პატარავ, რომ დაგირეკო მიპასუხებ? გცალია ჩემთვის?-დაცხა.მიუხედავად ზამთრის სეზონისა მის ოთახში საოცრად ჩამოცხა. -კი მცალია.-მალევე გაისმა ზარი და სუნთვა დაირეგულირ. -გისმენ. -როგორ ხარ?-არა.! ყვლაფერს მოელოდა მაგრამ ასეთ ხმას არა.! ვერ წარმოედგინა, მისი ფანტაზიის ნაყოფიდან არცერთ ხმა არ გავდა თაბაგარისას. უფრო ძლიერი, ბოხი და ხავერდოვანი ტონი ჰქონდა დემნას. -კარგად შენ? -მეც კარგად .ჩართე ვიდეო თვალი დაგინახო.. -კაი დაიცადე ერთი წუთი. -ახლა არ დაიწყო გამოპრანჩვა რაა. -მეორე მხრიდან ისეთი სიცილის ხმა მოესმა მომენტალურად დაუარა ტანშ ჟრუანტელმა, ფეხის თითიდან შემოძვრა ცხელი ტალღა და ტვინის ბოლო უჯრედამდე ააღწია. -როგორც ხარ ისე იყავი. -კაი დემნა.-მაინც გაექცა თვალი სარკისკენ, თმა ნატიფი თითებით ჩამოივარცხნა და გაბედა ვიდეო თვალის ჩართვა. -ეგრე რაა..-ეკრანზე გამოჩნდა ბიჭი, სინათლეზე ვერ ჩანდა ისეთი თვალებით როგორიც ნამდვილად ქონდა მაგრამ მაინც მოახერხა გოგოს გაქვავება.-ჰა რა იყო.. -დემნაა..-ენა დაიბნა და ვერ მოახერხა ხმის ამოღბა. -საერთოდ არ გავხარ იმას.. -ვინც ვიყავი ხომ?-ქვევიდან მომღიმარმა ამოხედა და ქვედა ბაგე კბილებს შორის მოიქცია. -თებე 6 წელი გავიდა უკვე დიდი ბიჭი ვარ. აბა რას შვებოდი სანამ მე მოგაცდენდი. -ვკითხულობდი.-ეკრანი ოდნავ ქვემოთ დაწია და მის გვერდით უღიმღამოდ მიგდებული წიგნი დაანახა. საერთოდ არ შეუხედია გადაშლილი საკითხავისთვის, კამერაში კარგად მოსჩანდა შიშველი წვივი და მეც კი ვიგრძენი როგორ მოიმატა სხეულის ტემპერატურამ კილომეტრების იქით. -ისე დემნა არავის აღარ ეხმიანები ჩვენი ეზოდან? -არაა, რავი რამდენჯერმე ვცადე. იმათგან არ მოდიოდა ინტერესი და ხომ არ შევეტენებოდი.. ისე რამ გაგახსენაა ჩემი თავი გაფიცებ რა.. -არ ვიცი ახალ წელს გამახსენდა 6 წელი რომ გავიდა შენი წასვლიდან, უცებ ამოტივტივდი და მოგძებნე. -გინდა დანაპირები შევასრულო?! -საერთოდ არ გავდა ეს კითხვას. -რა დანაპირები? -აი ჩემი ცოლი რომ ხარ და ახლა რომ უკვე შემიძლია კანონიერად გაგხადო.. -თან რაღაცას ფათი-ფუთბდა ოთახში თბაგარი, ხან ეკრანს დახედავდა ხანაც სივრცეში იყურებოდა. -მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ იყოს არ მინდა. -სიცილით ცადა მღლვარების დამალვა. -ჰა ახლა დაფიქრდი კარგად.. იცოდე ასეთი შანსი არ გექნება მეორედ.. ახლა უფრო კარგად შემიძლია გაკოცო. -დემნა კაი რააა.-დამორცხვებულმა აიფარა სახეზე თავისუფალი ხელი. -მაშინ არ იყავი ასეთი მორცხვი რომ მკოცნიდი. ახლა რა შეიცვალა? -მაშინ პატარა სულელი გოგო ვიყავი.. -უგონოდ შეყვარებული.. - დემნა როდის აპირებ აქ ჩმოსვლაას? -შენთან? -ზოგადად საქართველოში..-მომღიმარმა გადაატრიალა თვალები. -შენ ის გაინტერესებს საქართველოში როდის ჩამოვალ თუ შენთან?-გამომცდელად გამოხედა გოგოს ეკრანიდან, მისი აწითლებული ლოყები ისე ესაყვარლა, რომ შეძლებოდა ალბათ ხელს გამოჰყოფდა ეკრანიდან და სანატრელ სახეს წლების შემდეგ კვლავ შეეხებოდა. მე ვგრძნობ! ამ ორ ადამიანში ის მიძინებული, გულის ღრმა კუნჭულში კარგად დამალული გრძნობები სააშკარაოზე გამოდის და ისევ ისე იბყრობს მათ გულს.-კაი კაი ნუ გაწითლდი. ახლა ის მითხარი შენ შეყვარებული ხომ არ გყავს? -არა რა შეყვარებული..-მორცხვად დახარა თავი, ბაგეები გაეპო და უარის ნიშნად თავი გააქნია. -ხო მაინც გადავამოწმე. დიდი ხანია არ მიჩხუბია და.. -დემნა..-სიტყვა გაუწყდა. ვერ გაბედა თქმა, მაინც გაუჭრდა იმის აღიარება რომ რაც მისი არსებობა დააბრუნა წერეთელმა ცხოვრებაში სხვა ყველამ დაკარგა ფერი და ათას კაცცში მხოლოდ თაბაგარი იყო სიყვარულის ფერებით გაფერადებული. -არაა საჭირო დემნას თებე სიტყვები. ბიძია დემნმა ყველაფერს ხვდება და ხედავს.-სიცილით თქვა. -პატარ ახლა უნდა წავიდე, მეგობრები მელოდებიან. -კაი დემნა.-დაღონებულმა გაუღიმა. -ტკბილი ძილი.-პასუხს არ დააელოდა ისე გათიშა. ერთი ამოიხვნეშა დადარდიანებულმა და საწოლზე გადაწვა. მიუხედავდ იმისა რომ თაბაგარი სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო გოგოსთვის, მაინც აშინებდა მომავალი. არაფრის სურვილი აღარ ჰქონდა. წიგნი უგულოდ დახურა და ტუმბოზე გადადო, თვითონ გაეხვა საბანში ტოლმასავით და თვალები დახუჭა. გულის ცემის ხმა ყურებში ესმის და ცოცხლად გრძნობს ეს ორგანო როგორი სიძლიერით ურტყავს ბიჭის გახსენებისას. დიდი ხნის ჩძინებული იყო, ალბათ უკვე მერამდენე სიზმარს ხედავდა, ტუმბოზე დადებულმა ტელეფონმა ვიბრაცია რომ გამოსცა რამდენჯერმე. „-დემნას თებე.. შენს გამო ყველამ ფერი დაკარგა.! „ -დემნას თებე, მგონი ბავშვობაში ვბრუნდები.!“ *** უჩვეულოდ მიედინებოდა ცხოვრება, არც ერთი ცდილობდა დინების საპირისპიროდ ცურვას. ორივე მიჰყვებოდა რიტმს და ნახვის მოლოდინში უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს. ოთახში სიჩუმეა. მარტოობაში თაბაგარი ოცნებას აღვივებს. კვლავ გამოჩნდა ჰორიზონტზე ახალი სამყარო, ახალი ოცნება და ბედნიერება. ფიქრთან ერთად ხეტიალში გადის მთელი ღამე და იმ გარდამავალ წამს როცა რელობას სახით შეასკდა მთელი არსებით იგრძნო მონატრება. მონატრება ადამიანის რომელიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა მის პატარა, ვიწრო სამყაროში და ახლა სასიცოცხლოდ სჭრდებოდა ეს მონატრება. ***** ეს ისტორია ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწერა, ძალიან სათუთი თემა აღმოჩნდა ჩემთვის. მტკივნეული და ემოციების გარეშე შეუძლებელი გახდა ამ ნაწარმოების დაწერა. მძიმე და სასტიკი. დიდი ხანი იმალებოდა ჩემი ლეპტოპის ერთ-ერთ ფაილში და მის გამოქვეყნებას არც კი ვჩქარობდი. უკვე სამი წელია ვკითხულობ და თქვენ წარმოიდგინეთ ისევ იმ ემოციებს განვიცდი რასაც წერის დროს. არც ერთხელ არ ჩაუვლია ცრემლის გარეშე და დიდი იმედი მაქვს თქვენც დაგამახსოვრებთ თავს. ახლა უკვე როგორც დედა ისე გამოგეცხადეთ და ისედაც გადატვირთული გრაფიკი კიდევ უფრო დამეტვირთაა მაგრამ, მწყურია ჩემს მკითხველთან ურთიერთობა. სანამ ეს ისტორია ბოლომდე დაიდება მანამ "ჩემი ედემი"-ც დასრულდება და ისიც აუცილებლად გამოიფინება.. მადლობა გაგებისთვის და მოუთმენლად ველით მე და ანინი(ჩემი ქალბატონი) თქვენს შეფასებას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.