არეული გრძნობები 18 თავი
მთელი დღე საშინლად დაძაბული და დათრგუნული იყო თათია, თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა, რადგან ვერფერს გრძნობდა და განიცდიდა ლაშასთან მიმართებაში გარდა მჩხვლეტავი სინანულისა -რა გჭირს?-მოიღუშა ლაშა როცა ვახშმისას მის არეულ სახეს ჰკიდა თვალი -არაფერი-ჩამწყდარი ხმით უპასუხა დაბნეულმა გოგონამ და მაშინვე თვალი აარიდა მის თაფლისფერ ამღვრეულ სფეროებს -უხასიათოდ მეჩვენები-არ მოეშვა ბიჭი -კარგად ვარ-დაუფიქრებლად უპასუხა თათიამ უსამოვნო საუბრისგან თავის დასაღწევად -უცნაურად იქცევი -რას გულისხმობ? -იცი რასაც ვგულისხმობ!-მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მაშინვე ფეხზე წამოდგა გაბრაზებული, აივნის კარი სწრაფად გამოაღო და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. ლაშას ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო დაძაბა აფორიაქებული გოგონა, რის გამოც უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა მას- თათია-მიულოდნელად შეეხმიანა ფიქრებში წასულ გარინდებულ გოგონას აღელვებული ბიჭი და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო, მაშინვე თავზე წამოადგა, ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი და თავი ააწევინა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმნეთს შეხვდა- შენ ჩემი ხარ-სრულიად უადგილოდ უთხრა ეს გამაღიზიანებელი ფრაზა და ოდნავ დაიხარა, სახე ზედმეტად მიაუახლოვა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-შენ ჩემი ხარ! მხოლოდ ჩემი-მკაცრი ტონით გაუმეორა და ტუჩებში აკოცა. თათია ამ წუთებში თავი საშინლად უმწეო მდგომარეობაში იგრძნო რის გამოც ისევ მოაწვა სიმწრის ცრემლები, თუმცა როგორღაც თავს მოერია, დამშვიდდა და არაფრის მთქმელი ზერით მიაჩერდა სახეში ქმარს-მთელი დღე მშიერი ხარ, არაფერი გიჭამია-მზრუნველი ტონით უთხრა ლაშამ და გაუღიმა-რამე შეჭამე!- უბრძანა და ყურს დაბლა ვნებიანად აკოცა, შემდეგ კი აივანზე გავიდა და რადენიმე ღერი სიგარეტი ზედიზედ მოწია. თათიამ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და სააბაზანო ოთახში შეიკეტა, თუმცა თავს უფლება არ მისცა რომ ეტირა, ამიტომ მოწოლილ სიმწრის ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობდა, მაგრამ ამაოდ, სარკეში ჩახედვისას და საკუთარი უაზრო ანარეკლის დანახვისას მაინც ჩამოუცურდა გაფითრებულ სახეზე ერთი წვეთი სასოწარკვეთის, ტკივილის და იმედგაცრუების ცრემლი. შეკრთა როცა ლაშამ კარზე მიუკაკუნა -თათია კარგად ხარ? -კარგად ვარ ახლავე გამოვალ-სწრაფად უთხრა ნიჟარაზე ორივე ხელით დაყრდნობილმა გოგონამ და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი საკუთარ გაცრეცილ ანარეკს სარკეში -თათია!-ისევ მიუკაკუნა მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა -მოვდივარ-ბრაზნარევი ტონით გასძახა გოგონამ და ონკანი მოუშვა უმიზეზოდ, შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში. დამშვიდება და აზრზე მოსვლა სცადა, მაგრამ ამაოდ, რადგან თვალში გიორგის ნაჩუქარი ყელსაბამი მოხვდა, რის გამოც საშინლად გაღიზიანდა და სრულიად გაუაზრებლად აკანკალებული თითებით ყელიდან ჩამოიწყვიტა, მუჭში მოიქცია და მისაღებში გავიდა-კარგად ხარ?-წინ აესვეტა აღელვებული ბიჭი სახე გადაფითრებულ ცოლს -შენი აზრით?-გაუბრაზდა თათია და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში. ლაშას გაეღიმა მის ქცევაზე და მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები, ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სუსტი, გამხდარი სხეული და ყურს დაბლა ვნებიანად აკოცა -ეს სურნელი მაგიჟებს-გამომწვევი ტონით ჩასჩურჩულა და ცხვირის წვერი ყელზე ნაზად გაუხახუნა, შემდეგ კი ტუჩებში აკოცა -ლა შა-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას როგორც კი ბიჭმა დივანზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა -ჩშშ-უბრძანა ვნება მორეულმა ბიჭმა და ყელიდან უკვე თითქმის მოშიშვლებული მკერდისკენ გააცურა მწველი ტუჩები -ლაშა-დაიძაბა თათია როცა მისი ცივი უხეში თითების შეხება იგრძნო ფეხებზე, უარესი დაემართა როცა თავხედურად შეუცურდნენ კაბის ქვეში და ზემოთ ასრიალდნენ-გაჩერდი- უნებურად აღმოხდა და მის შეჩერება სცადა როცა -მშვიდად-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა მისი წინააღმდეგობის გაწევით გაღიზიანებულმა ბიჭმა და კაბა მკერდამდე აუცურა, შემდეგ კი შეზნექილ მუცელზე შეაწება მწველი ტუჩები -გთხოვ-მისი არეული სახე ხელებშორის მოიქცია დამფრთხალმა გოგონამ და თვალებში ჩააცქერდა -არ გატკენ-ჩავარდნილი ხმით უთხრა განრაზებულმა ბიჭმა და ტუჩებზე დააცხრა, თან თითები მის მთრთოლარე თითებში ახლართა და თავს ზემოთ დაუჭირა. თათიას ერთიანად დაეჭიმა სხეული და ძალიან მტკივნეულად გაეყინა ცხელი სისხლი ძარღვებში, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობის უნარი დაკარგა. ლაშას რა თქმა უქმა უნდა არ გამოჰპარვია მის სახეზე, კანზე და სხეულზე აღბეჭდილი მძიმე ემოციები ამიტომ მაშინვე გაუთავისუფლა ხელები და უკმაყოფილო სახით დააცქერდა ზემოდან თვალებაწყლიანებულ ცოლს- რატომ არ მენდობი?-მოულოდნელად ჰკითხა და წარბები შეკრა -მე უბრალოდ-დაიბნა თათია და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ გამომწვევ მზერას -კარგი-გაეღიმა ლაშას მისი აწითლებული სახის შემხედვარეს და ცხვირზე აკოცა-ვხვდები ეს, რისი ბრალიცაა-გულიანად გაეცინა და დივანზე წამოჯდა კმაყოფილი სახით. თათიამ არაფერი უპასუხა, მაშინვე კაბა შეისწორა, დივანზე სწრაფად წამოჯდა, ფეხები მოკეცა და მუხლები მკერდთან მიიტანა, თან ლაშას პროფილს მიაყინა ცივი მზერა-ასე რატომ მიყურებ?-მისკენ არ მიუხედია ისე ჰკითხა ლაშამ და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა -გთხოვ გარეთ მოწიე-ბლუყუნით უთხრა თათიამ და გაუაზრებლად მიაშტერდა სიგარეტიან ხელზე -ჩემი პატარა, სულელი გოგო ხარ-მოულოდნელად წამოდგა ფეხზე ლაშა, თავზე წამოადგა დამფრთხალ ცოლს და საფეთქელზე აკოცა -იცი? ზოგჯერ საშინლად აუტანელი ხარ!-უკმაყოფილო ტონით უთხრა თათიმ და თვალი თვალში გაუყარა -ვიცი-გამაღიზიანებელი ტონით დაუჩურჩულა ყურს უკან მომღიმარმა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- იცი? ზოგჯერ მავიწყდება რომ გამოუცდელი ხარ-ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა -ვერ გიტან-გულწრფელად უთხრა თათიამ და მოიღუშა, ლაშამ არაფერი უპასუხა, მშვიდად მოიქცია ტუჩებშოროს სიგარეტის თითქმის ნახევრად ჩამწვარი ღერი და აივანზე არეული სახით გავიდა, რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია და მისაღებში ოდნავ გაღიზიანებული დაბრუნდა, რის გამოც მაშინვე კარადას ეცა და ღვინის ბოთლი გამოიღო ჭიქებთან ერთად -უნდა დალიო?-ნაწყენი ტონით ჰკითხა თათიამ და მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა მოწოლილ ცრემლებს. ლაშამ ამჯერადაც არაფერი უპასუხა და მშვიდად შეავსო ჭიქები , წითელი, ჟავე სითხით. ერთერთს ხელი წამოავლო და დივანძე მჯდომ დაძაბულ გოგონას გაუწოდა- არ მინდა- ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ფეხზე წამოდგა -არ მიყვარს-აგრესიულო ტონით დაამატა და წინ აესვეტა მომღიმარ ბიჭს რომელმაც მისთვის გაწვდილი ჭიქა ისე ჩაცალა რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი გოგონას ალეწილი სახისთვის -მე? გიყვარვარ?-გამომწვევი ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ მწვანე სფეროებში. თათია საშინლად დააბნია ლაშას ამ მოულოდნელმა კითხვამ, რის გამოც ხმის ამოღება კარგა ხანს ვერ შეძლო, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და კითხვა შეუბრუნა ამ საშინელი დგომარეობიდან თავის დასაღწევად -შენ? გიყვარვარ?-ინტერესით ჰკითხა და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში. ლაშას გაეღიმა და ისე, რომ მისი გადაფითრებული სახისთვის თვალი არ მოუშორებია ღვინის ბოთლს წამოავლო ხელი და ცოტა მოსვა, შედეგ ზედმეტად მიუახლოვდა გაბრაზებულ ცოლს და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ბნელით მოცულ ოთახში რომელსაც აივნის ღია კარიდან, მხოლოდ ქუჩიდან მომავალი მანქანების სუსტი ხმა და გარე განთების, მკრთალი ნათება ფანტავდა. -ხვალ? ნიკას უნდა შეხვდე?-უინტერესოდ ჰკითხა აივანზე, სიგარეტის მოსაწევად გასულ ქმარს თათიამ და სიცივისგან, მთელი სხეულით აკანკალებული გარეთ გავიდა. ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მერე ღერს ნერვიულად მოუკიდა -დარწმუნებული ვარ პრობლემებს შექმნის -ნუ ღელავ მარტივად მოვგვარდებით-დარწმუნებით უთხრა მომღიმარმა ბიჭმა და მისკენ მიიხედა -მამაჩემი?!-დაიძაბა გოგონა -მასთანაც მარტივად გავარკვევ ურთიერთობას! -რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? -ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლი პატარავ- ცინიკური ტონით უთხრა ლაშამ და თავზე აკოცა. -იქნებ კიდევ ერთი დღით დავრჩეთ აქ?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით ჰკითხა თათიამ ქმარს და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში -მიზეზი?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ და ზემოდან დააცქერდა სახე გადაფითრებულ გაფითრებულ ცოლს -მე...უბრალოდ... გთხოვ კიდევ ერთი დღე დავრჩეთ რა აქ- შეეხვეწა მოულოდნელად თათია ქმარს -ღელავ?-ირონიულად გაეცინა ლაშას და მომღიმარი სახით ჩააცქერდა თვალებში ცოლს-მათი გაცნობის ასე ძალიან რატომ გაშინებს არ მესმის- ინტერესით ჰკითხა და სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩაავჭყლიტა -უბრალოდ... მე...შენს ოჯახისწევრებს არ ვიცნობ მათზე არაფერი არ ვიცი საერთოდ... -მერე რა? ეს არაფერს ცვლის თქვენს ურთიერთობაში! - მკაცრი ტონით უთხრა ლაშამ და სახე ზედმეტად მიუახლოვა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას-შენ ჩემი ცოლი ხარ დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს-მშვიდი ტონით უთხრა და ტუჩებზე დააცხრა, რატომღაც სრულიად გაუაზრებლად თათიამ შეწინაადეგება სცადა, რის გამოც წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა მაშინვე მკლავებშორის მოიმწყვდია და უხეშად აკოცა, მაგრამ როგორც კი თათიამ აზრზე მოსვლა შეძლო და მისთვის წინაადეგობის გაწევა შეწყვიტა კოცნა ნაზი და ვნებიანი გახდა თუმცა გამაღიზიანებელი -შენ ჩემი ცოლი ხარ, ეს ნუ გავიწყდება- ბრაზნარევი ტონით უთხრა ლაშამ როცა მის გაცრეცილ ტუჩებს მოწყდა და მაშინვე მაგიდაზე დადებულ სიგარეტს და სანთებელას წამოავლო ხელი და ნერვიულად მოუკიდა. თვალებაწყლიანებული თათია იმ წამსვე მიტრიალდა და სახლში შესვლა გადაწყვიტა მაგრამ ლაშა მაშინვე წინ აესვეტა და მომღიმარი სახით ჩააცქერდა თვალებში-გამებუტე?- ცინიკური ტონით ჰკითხა გაბრაზებულ გოგონას და სახეზე ნაზად შეახო უხეში, ცივი თითები -ნუ მეხები-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან -თუ შეგეხები რა მოხდება?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ და თათიას არეული სახის შემხედვარეს ირონიულად გაეღიმა -სწორად აღნიშნე მე შენი ცოლი ვარ-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და თვალი თვალში გაუყარა -მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება გაქვს მეუხეშო! -საშინლად ლამაზი ხარ როცა ბრაზდები- ცინიკურო ტონით უთხრა ლაშამ, რომელმაც მნიშვნელობა საერთოდ არ მიანიჭა მის სიტყვების -ვიცი-არანაკლები ცინიზმით უპასუხა გოგონამ და სახლში ძალიან გაბრაზებული შევიდა. შეკრთა, როცა მოულოდენლად ზურგს უკნიდან ლაშა მიწება მის გაყინულ სხეულს, ძლიერი ხელები მუცელზე შემოაჭდო და ვნებიანი ტუჩები ყელზე შეაწება- არანორმალური ხარ- დარწმუნებით უთხრა გოგონამ და ინსტიქტურად თვალები დახუჭა როცა სასურველი მამაკაცის მხურვალე ტუჩები ლავიწის ძვალზე გაცირდნენ- ლა შა-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას როცა ვნებამორეულმა ბიჭმა თავისკენ შეატრიალა და ტუჩებში აკოცა -წამო დავიძინოთ-გამოწვევი ტონით უთხრა ლაშამ, როცა როგორღაც შეელია მის წითელ სავსე ტუჩებს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა წვანე ჩამუქებულ შფეროებში, ამღვრეული ჩაწითლებული თვალებით -არ მეძინება-ბრაზნარევი ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონა და მისი ხელებიდან გასხლტომა სცადა, მაგრამ ლაშამ კიდევ უფრო მეტად მიიწება მისი სუსტი, ნაზი სხეული ტანზე და მომღიმარი სახით ჩააცქერდა ზემოდან სახე ალეწილ ცოლს -საშინლად ლამაზი ხარ როცა ასეთი შეშინებული თვალებით მიყურებ ხოლმე -ცინიკური ტონით უთხრა და სანამ გაბრაზებული გოგონა რამეს ეტყოდა ოდნავ დაიხარა და ხელში აიტაცა. მოულოდნელობისგან თათია აკივლდა თუმცა მალევე დამშვიდდა და კისერზე შემოაჭდო ქმარს თლილი თითები- შეგიძლია მშვიდად იყო- დამცინავი ტონით უთხრა ლაშამ როცა საწოლზე დააწვინა დაძაბული გოგონა და ზემოდან სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა- ამჯერად მართლა ვიძინებთ-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და გვერდზე გადაწვა-ძილინებისა-გამომწვევი ტონით უთხრა და გვერდზე გადაბრუნდა თუ არა გაბუტული თათია, მაშინვე ზურგიდან აეკრო და ძლიერად ჩაეხუტა. იმის მიუხედავად რომ ლაშა თათიას არწმუნებდა მისი ოჯახის კეთილგანწყობაში ამ მოულოდნელი ქორწინებისადმი, თათია მაინც საშინლად გაღიზიანებული, დაძაბული და აფორიაქებული იყო, რის გამოც მთელი გზა ფაქტიურად ხმას არ იღებდა -ნუ იძაბები-გაუღიმა ლაშამ როცა მის სახლს მიუახლოვდნენ -არ ვიცი ამ დღეს როგორ გადავიტან -სანერვიულო არაფერია დამიჯერე-დარწმუნებით უთხრა მომღიმარმა ბიჭმა და მისი გაყინული ხელი თითებშორის მოიქცია, სახესთან ახლოს მიიტანა და მაჯაზე ნაზად აკოცა- ჩემი მშობლები სიხარულით მოგიღებენ -მარიამი?-აღმოხდა მოულოდნელად დამფთხალ გოგონას- ის როგორ გაიგებს ამ ყველაფერს?-ინტერესით ჰკითხა ქმარს და საქარემინას გაუშტერა აწყლიანებული თვალები. -ამაზე საერთოდ არ მიფიქრია-უმისამართოდ დაიჩურჩულა. ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის ვიდრე ლაშას გასაგონად წარმოსთქვა -თამუნა აუხსნიდა ნუ ღელავ-გაუღიმა ლაშამ და მისკენ გადაიხარა, მოულოდნელად ყურს დაბლა აკოცა და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა დიდი, შავი, მძიმე, რკისნის კარის წინ. იმისმიუხედავად რომ თათიას საოცარი მსგავსების გამო ხატიასთან ელდა ეცა ყველას მისი გაცნობისას, მაინც გულთბილად მიიღეს ის თამუნამ და ნინიმ. ზურამ კი სიხარულით, რადგან მას თავისი გეგმები ჰქონდა ცოლთან მიმართებაში ამ მოულოდნელ ქორწინებიდან გამომდინარე, თავს მაინც უხერხულად, უცხოდ და ზედმეტად გრძნობდა მისთვის უცნობ ადამინებთან ერთად. განსაკუთრებით გაუჭირდა მარიამთან ურთიერთობის აწყობა, რომლისთვისაც ჯერ კიდევ გაუგებარი იყო ის თუ რატომ იქცა სრულიად უცნობი გოგონა ასე მოულოდნელად მათი ოჯახის ახალ წევრად. მითუმეტეს არ ესმოდა რატომ უნდა ეცხოვრა მას მამამისის საძინელებელში. თუმცა თამუნას და ნინის დახმარებით, რამდენიმე დღეში მათ მარტივად და უმტკივნეულოდ შეძლეს დამეგობრება, რის გამოც თათის შენაგანი დაძაბულობა და ღელვა უკვოდ გაქრა. ხოლო მას შემდეგ რაც ლაშამ ნიკა შემოირიგა და ის მათ ოჯახში სტუმრადაც კი მივიდა გიგას ნებართვით საერთოდ მოეხსნა ყველანაირი შიში, შფოთი და სინანულის საშინელი განცდა. თამუნა აღფრთოვანებული იყო ახალი რძლით რადგან თათია, ლაშასგან განსხვავებით ყველაფერ იმით ინტერესდებოდა რაც მარიამს ეხებოდა. -ძალიან მიხარია რომ მარიამზე ასე ზრუნავ-ღიმილით უთხრა ქალმა, დივანზე მჯდომ მომღიმარ გოგონას და ყავის ჭიქა მაგიდაზე დაუდო -მადლობა-მოკრძალებით უთხრა თათიამ და მორიდებით შეხედა სახეში თამუნას როცა ის მის გვერდით დაჯდა -მარიამი ძალიან ჭკვიანი, კეთილი, თბილი, მზრუნველი და საყვარელი ბავშვია არ მესმის რატომ გაურბის დღემდე ლაშა მასთან ურთიერთობას -სიმართლე გითხრა მისი ბოლომდე არც მე მესმის-გულწრფელად უთხრა დაძაბულმა ქალმა და კიდევ ერთხელ სევდიანად გაუღიმა რძალს -იმედია მისი ეს გულგრილი დამოკიდებულება ოდესმე შეიცვლება, რადგან ვგრძნობ, როგორ განიცდის მარიამის მის სიშორეს -ლაშა ყოველთვის ასეთი იყო, არასდროს გამოხატავდა საკუთარ გრძნობებს-დანანებით თქვა თამუნამ და ყავის ჭიქას ოდნავ ათრთოლებული ხელი წამოავლო- თუმცა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე... ამიტომაც არ მესმის დღემდე რატომა აქვს მარიამის მიმართ ასეთი უჩვეულო დამოკიდებულება -მარიამი გამუდმებით წარსულში დაბრუნებას და საკუთარ, გაუაზრებელად დაშვებულ შეცდომებთან მარტო დარჩენას აიძულებს, რომელთა მსხვერპიც მისი საყვარელი გოგონა...მისი ცოლი იქცა- ჩამწყდარი ხმით თქვა თათიამ და ერთ წერტილს გაუშტერა მწვანე ჩამუქებული სფეროები- ალბათ ამიტომ არ ჰყოფნის ძალა მარიამისთვის თვალებში ჩასახედად -ასეა-დაეთანხმა თამუნა რძალს- მაგრამ ისე გამოდის თითქოს წარსულის შეცდომების მარიამს სჯის -მე მაინც მგონია რომ დანაშაულის საშინელი შეგრძნება ტანჯავს მარიამისადმი და სწორედ ამიტომ გაურბის მასთან ურთიერთობას -სწორედ ასეა-დაეთანხმა თამუნა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით განაგრძო საუბარი- სამწუხაროდ იმას ვერ აცნობიერებს რამდენად ტკენს მარიამს საკუთარი გაცნობიერებული დანაშაულის გამძაფრებულად შეგრძნების გამო -რაზე საუბრობთ ასე შეხმატკბილებულად რძალ-დედამთილი?- სათვალის სწორებით გამოვიდა საძინებლიდან თმაგაწეწილი ნინი -რაზე ვისაუბრებთ დედა?... მარიამზე! -ჩემი პატარა-სიყვარულით თქვა ნინიმ და თათიას გვერდით დაჯდა დივანზე- მარიამს ძალიან შეუყვარდი-მომღიმარი სახით უთხრა რძალს და გაუღიმა-თავიდან მე და დედას უჟმური გვეგონე -გულწრფელად უთხრა აკისკისებულ გოგონას და იმის მიუხედავად რომ თვალები დაუბრიალა თამუნამ გულწრფელი საუბარი განაგრძო-მაგრამ მარიამს ისე თბილად ექცეოდი გაცნობის წამიდან... მივხვდით რომ ვცდებოდით -ნინი-გაეცინა თამუნასაც თათიას სიცილზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.