არეული გრძნობები 15 თავი
ლაშა დაჟინებით მოითხოვდა თათიასგან ქუჩაში გასვლას და მის ნახვას, გოგონა კი ამაოდ ცდილობდა მის დარწმუნებას იმაში, რომ მამამ და ძმამ კატეგორიულად აუკრძალეს გარეთ გასვლა და ვერაფრით შეძლებდა მის ნახვას დღის განმვლობაში. ბოლოს იმ დონემდე მივიდა მათი დაძაბული საუბარი რომ დამფრთხალი და აღელვებული გოგონა ასლუკუნდა -კარგი-იმავე წამს დაშოშმინდა გაღიზიანებული ბიჭი და კარგა ხნის სიჩუმის მერე ბრაზნარევი ტონით დაამატა-გვიან ღამით დაგირეკავ! ტელეფონთან ყურადღებით!-ფაქტიურად უბრძანა და გაუთიშა, რის გამოც თათია მთელი დღე დაძაბული და აფორიაქებული იყო. ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ საღამოს ვახშმის დროს უცხო ნომრიდან ზარი შევიდა მის მობილურ ტელეფონზე, რომელიც გიგას მოთხოვნით ამჯერადაც მაგიდაზე იდო, შესაბამისად ყველას ყურადღება მისკენ იქნა მომართული -უპასუხე!-უბრძანა გიგამ დამფრთხალ გოგონას თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის. თათიამ ოდნავ ათრთოლებული ხელი ტელეფონისკენ ნელა გააცურა და მაქსიმალურად მშვიდი ტონით უპასუხა უცხო ნომრიდან შემოსულ ზარს. შვებით ამოისუნთქა როცა ყურმილს მიღმა გიორგის მხიარული ხმა გაისმა -როგორ ხარ უჟმურო? -გიორგი ისევ უცხო ნომრიდან რატომ მირეკავ?-უფრო გიგას გასაგონად, ვიდრე გულწრფელი ინტერესით ჰკითხა ბიჭს და მაგიდიდან ადგა, რაც მისდა გასაკვირად არავის გაუპროტესტებია, ამიტომ მშვიდად ავიდა მეორე სართულზე და ოთახში სწრაფად შეიკეტა -იმიტომ რომ ჩემს ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობ იმ დღიდან რაც მანქანიდან გადამიხტი- სიცილით უთხრა ბიჭმა -ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა-თქო უკვე ათასჯერ აგიხსენი! -უეცრად წყობრიდან გამოვიდა გოგონა -როდემდე აპირებ ჩემთვის თავის არიდებას და ისე მოქცევას თითქოს ჩვენს შორის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა?-ავარდა გიორგი -იქამდე სანამ ამას მე ჩავთვლი საჭიროდ!-ხმა გაიმკაცრა თათიამ და ფანჯრიდან გადაიხედა გაბრაზებულმა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა როცა გიორგის ფარებანთებულ მანქანას ჰკიდა თვალი ქუჩაში -ასე იმ ნაბ.ჭვარი ლაშას გამო იქცევი?- ინტერესით ჰკითხა გიორგიმ და მოთმინებით დაელოდა გოგონას პასუხს -ზედმეტი მოგდის!-წამოენთო გოგონა -გიყვარს?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა გიორგიმ და თათიას დუმილით გაღიზიანებულმა ფაქტიურად უყვირა-გიყვარს-მეთქი? -ჩემი და ლაშას ურთიერთობა შენ არ გეხება!- მკაცრი ტონით უთხრა თათიამ და სანამ გაგიჟებული ბიჭი კიდევ რამეს ეტყოდა გაუთიშა. გიორგი საშინლად გააღიზიანა მისმა ქცევამ, ამიტომ უწყვეტა დაიწყო რეკვა მის ნომერზე, რის გამოც თათიამ ტელეფონი უხმო რეჟიმზე დააყენ. თუმცა გაჯიუტებული გიორგი იქამდე არ გაჩერდა სანამ წონასწორობა დაკარგულმა გოგონამ არ უპასუხა მერამდენეღაცა ზარზე და ბრაზნარევი ტონით არ ჰკითხა -თავს რატომ არ მანებებ? რა გინდა? -მინდა რომ ჩემს კითხვას უპასუხო! -როგორც ჩანს ზედმეტად ბევრი გაქვს დალეული -თათია! -გიორგი მორჩი! -გიყვარს თუ არა? -ეს შენ არ გეხება -შენ რა ჩემი გაგიჟება გინდა?-უეცრად წყობრიდან გამოვიდა ბიჭი -მინდა რომ თავი დამანებო! -მარტივ კითხვას გისვამ... პასუხიც მარტივია...კი თუ არა?-არ მოეშვა გაღიზაიანებული ბიჭი დაძაბულ გოგონას -გეყოფა -უფლება მაქვს ვიცოდე! -არ ვიცი-კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ და სანამ გაოგებული და დაბნეული ბიჭი რამეს ეტყოდა გაუთიშა. კარგა ხანს იჯდა გიორგი ერთ ადგილზე მიყინულივით და ცდილობდა დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა, თითქოს გრძნობდა რომ ეს ღამე გადამწყვეტი იყო მისი და თათიას ურთიერთობაში და უნდოდა სწორად სათქმელი სიტყვები ეპოვა თავგზააბნეული გოგონასთვის რომ სამუდამოდ არ დაეკარგა ის, მაგრამ ამაოდ, რაც მეტს ფიქრობდა მით მეტად ერეოდა თავგზა. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა რომ ძალდატანებული ურთიერთობის მსხვერპლად არ ექცია სხვაზე შეყვარებული, საყვარელი გოგონა. მაგრამ მასზე უარის თქმაც არ შეეძლო, რადგან ბავშვობიდან უყვარდა, გაგიჟებით უყვარდა ის, შესაბამისად განზე ვერ გადგებოდა და ასე მარტივად ვერ დაუთმობდა სხვას... მითუმეტეს მაშინ როცა ხედავდა როგორ თავხედურად ცდილობდა ლაშა თათიასთვის გონების ამღვრევას და მისაკუთრებას, ამიტომ ამ ყველაფერზე ფიქრი უბრალოდ შეწყვიტა და გრძნობებს მინდობილმა საყვარელი გოგონას ნომერი აკრიფა. სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე როცა თათიამ მისი 7-ვე ზარი უპასუხოდ დატოვა ამიტომ შეტყობინება გაუგზავნა მოთმინება დაკარგულმა ,,მიპასუხე რა გთხოვ" შემდეგ კი კვლავ დარეკა, მისდა გასაკვირად ამჯერად თათიამ უპასუხა -რა გინდა?-უკმაყოფილო დაღლილი ხმით ჰკითხა გოგონამ -ცოტა ხნით გარეთ გამოდი მინდა რომ გნახო-ჩამწყდარი ხმით უთხრა ბიჭმა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა-მომენატრე -არა! -გთხოვ რა, სულ რამდენიმე წუთით -არა-მეთქი! -რა მკაცრი ხარ-გაეცინა გიორგის -აღარ დამირეკო!-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ და გაუთიშა. გაეცინა როცა იმავე წამს შეტყობინება მიიღო მისგან ,,ძილინებისა უჟმურო" თუმცა ცივად მიეყინა სახეზე ღიმილი რადგან ლაშას ნომრიდან ზარი შევიდა, რატომღაც რამდენიმე წამის განმავლობაში საშინლად დაიძაბა და აღელდა, ხელებიც კი გაეყინა მაგრამ უარესი დაემართა როცა ზარი შეწყდა და ცოტა ხნის შდეგ ისევ განმეორდა -ლაშა-ჩამწყდარი ხმით უპასუხა -როგორც კი შეძლებ გარეთ გამოდი-მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და გაუთიშა. კარგა ხანს ელოდა თათიას გამოჩენას მოთმინება დაკარგული ლაშა, თუმცა როგორც კი ბნელ ღამეში მისი მაღალი და სუსტი სილუეტი დალანდა მაშინვე დაშოშმინდა და მიახლოებულ, აფორიაქებულ გოგონას ტუჩებში აკოცა -დაბადების დღეს გილოცავ პატარავ-ყურში ჩასჩურჩულა და კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებში -მადლობა-უკმაყოფილო ტონით უთხრა თათიამ და გაწვდილი სასაჩუქრე ყუთი უხალისოდ გამოართვა -მოხდა რამე?-წარბები შეკრა, მისი უჟმური სახის შემხედვარე ლაშამ -ზოგჯერ ძალიან მძაბავ-გულწრფელად უთხრა გაბუტულმა გოგონამ და მოულოდნელად ამოვარდნილი ქარისგან აწეწილი თმების დამორჩილება ამაოდ სცადა -ვიცი-გულწრფელად უთხრა ლაშამ და გაუღიმა -კარგი უნდა წავიდე-უარესად მოიღუშა თათია და მიტრიალება გადაწყვიტა მაგრამ ლაშამ მაშინვე წელზე შეცრა ხელი, თავისკენ მიიზიდა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -საშინლად ლამაზი ხარ როცა ბრაზდები-შემდეგ ყურს დაბლა აკოცა და ნაზად ჩააყოლა ხელის ზურგი მის გაფითრებულ სახეს, ნიკაპზე ოდნავ უხეშად მოკიდა ცივი თითები თავი ააწევინა და ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა მჭვანე ჩამუქებულ სფეროებში- ჩემს შეცდომას ხვალ გამოვასწორებ-გამომწვევი ტონით და უცნაური ღიმილით უთხრა ისევ ტუჩებზე დააცხრა. კარგა ხანს ვერ შეელია ლაშა ზედმეტად სასუველ გოგონას ვნებიან ტუჩებს, მაგრამ თათიას თხოვნას მალევე დაემორჩილა და სახლში წასვლის უფლება მისცა. ლაშას სიტყვების გამო თავგზააბნეული, აფორიაქებული და დაბნეული გოგონა ეზოში სწრაფად შევიდა, რკინის კარი უხმოდ დაკეტა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, მაგრამ წამს აივანზე, სიგარეტის მოსაწევად გასულ გიგას დანახვამ ადგილზე გააშეშა. სიბნელეს თვალ მიუჩვეველმა მამაკაცმა ოდნავ მოგვიანებით შენიშნა ის, რის გამოც უმალ თავზე კონტროლი დაკარგა და ბოლო ხმაზე უღრიალა -სად ეგდე ამ შუა ღამისას?-თათიამ შიშიგან ხმა ვერ ამოიღო, რამაც კიდევ უფრო გააცოფა გაგიჟებული გიგა და იგივე კითხვა იგივე ტონალობით გაუმეორა -მამა მე...-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა შეშინებულმა გოგონამ და იგრძნო, როგორ გაეყინა ცხელი სისხლი ძარღვებში მამამისის მიახლოებისას -მასთან ერთად იყავი არა?- ზიზღით ჰკითხა გიგამ და სანამ დაფეთებული გოგონა რამეს ეტყოდა სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი. ატირებული გოგონა მაშინვე სახლში შევარდა, ოთახში შეიკეტა და საწოლზე პირქვე დაემხო. დილით, უძულობისგან და ტირილისგან თვალებდასიებული თათია უმოძრაოდ იჯდა სასაუზმოდ შეკრებილ ოჯახისწევრებთან ერთად მაგიდასთან, გიგას დაჟინებული მოთხოვნით. მოულოდნელად საზარელი სიჩუმის ხმა მუდმივად გაღიზიანებული მამაკაცის ბოხმა ხმამ გკვეთა -დღეს საღამოს ონისე მოვა და მესტიაში გაჰყვება ეს შტერი გოგო, მანამდე სახლში იჯდება და ფეხს არსად გაადგამს -რას ბოდავ-უეცრად აყვირდა გაგიჟებული თინა- ბავშვს დღეს ბოლო გამოცდა აქვს -მკ.დია თქვენი ჩათვლები და გამოცდები-მაგიდაზე გამეტებით დაარტყა ხელი გაცოფებულმა კაცმა- მესტიაში ეგდება ბიძაჩემთან სანამ აზრზე არ მოვა -მამა-ჩაერია ნიკა -დღესაც გავუშვათ უნივერსიტეტში ჩააბაროს ეს ბოლო გამოცდა და მერე სადაც გინდა იქ გავუშვათ -არა-მეთქი -უფლება არ გაქვს ასე მოექცე-გაბრაზდა თიკა -შენ! -თვალები დაუბრიალა გიგამ -ხმას ნუ იღებ!- უბრძანა და თათიას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით -შენი ნივთები ჩაალაგე!- მკაცრი ტონით უთხრა და კიბეებისკენ მიუთითა. გოგონა უხომოდ ადგა მაგიდიდან და ყოველგვარი პროტესტის გარეშე მაღლა ავიდა. -მამა ბოლო გამოცდა აქვს ჩააბაროს და მერე გაუშვი სადაც გინდა-არ ჩუნდებოდა ნიკა- ბოლო კურსზეა, ფინალურებზე ვერ გავა და უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს თუ ამ გამოცდებს არ ჩააბარებს -ბავშვს გინდა რომ ცხოვრება დაუნგრიო?- ბოლომდე მიაწვა თინაც რის გამოც კარგა ხნის ჩხუბის და ყვირილის მერე თათიას უნივერსიტეტში გაშვებაზე დაითახმეს ვერ დაშოშმინებული კაცი. თათიას რთულ მდგომარეობას ისიც დაემატა რომ ეზოში გასულმა დაინახა თვალცრემლიანი მაია როგორ ელაპარაკებოდა თინას გიორგიზე -ისევ წავიდა?-შეიცხადა თინამ-კი მაგრამ მამამისი ხომ გამოუშვეს -არ ვიცი გუშინ რა მოხდა -ბრაზნარევი ტონით თქვა მაიამ და მკვლელი მზერით გახედა თათიას- მაგრამ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო შუაღამისას ისევ მამამისთან წასვლა გადაწყვიტა და პირველივე რეისით გაფრინდა გამთენიისას -მერე უნივერსიტეტი? -არ ვიცი რას იზამს-ხელახლა ატირდა მაია და თათიადან მზერა, ისევ შეწუხებულ თინაზე გადაიტანა -ისევ მამამის ხომ არ აქვს პრობლემები და შენ დაგიმალა? -არა, ასე არაა, სხვა მიზეზით წავიდა ზუსტად ვიცი!- ისევ ხმა გაიმკაცრა მაიამ და თათიას გახედა რომელიც ერთ ადგილზე მიყინულივით იდგა და ცრემლიანი თვალებით უყურებდა მას. -აქ რას დამდგახარ მანქანაში ჩაჯექი გამოცდაზე დაგაგვიანდება- შეეხმიანი მიახლოებული ნიკა გარინდებულ დას და საჭეს გაღიზიანებული მიუჯდა. გამოცდაზე შესვლა ვერ შეძლო თათიამ, იცოდა რომ ვერ ჩააბარებდა რადგან სრულიად დახშული ჰქონდა გონება, ახლა ამ წამს არავისზე და არაფერზე ფიქრი არ შეეძლო, ამიტომ შენობის უკანა გასასვლელიდან ქუჩაში გავიდა ნიკას რომ არ დაენახა და ჩქარი ნაბიჯით გაურკვეველლი მიმართულებით წავიდა ატირებული. კარგა ხანს იბოდიალა უმისამართოდ თბილისის, მისთვის უსახურ ქუჩებში. ცივი, წვიამიანი და ქარიანი ამინდი კიდევ უფრო ამძაფრებდა მის სულში გამეფებულ სევდას, ტკივილს სასოწარკვეთას და იმედგაცრუებას, ამიტომ შეუჩერებლად მიდიოდა სადღაც, რომ როგორმე გაჰქცეოდა საკუთარ უსუსურებას, სისუსტეს, მომავლის შიშს, სიმხდალეს მაგრამ ამაოდ, რაც მეტად ცდილობდა გაქცეოდა საკუთარ თავს მით უფრო მტკივნეულად შეიგრძნობა საკუთარ უმეცრებას. კარგა ხანს იარა ასე უმისამართოდ, უაზროდ, უმიზნოდ, გონს მხოლოდ ტელეფონის ხმამ მოიყვანა რომელიც ჯიუტად რეკავდა რამდენიმე წუთის განმავლობში. კარგა ხანს ფიქრობდა ეპასუხა თუ არა, რადგან გრძნობდა რომ ლაშას ეს ერთი ყველაზე დროული ზარი მის ცხოვრებაში გარდამტეხ ცვლილებებს გამოიწვევდა, რადგან ახლა ყველაზე უმწეო მდგომარებაში იყო და ზუსტად იცოდა ლაშას სიახლოვე, ძალა და მზრუნველობა კიდევ უფრო სუსტ და დაცველ ადამიანად აგრძნობინებდა თავს, რომესაც აუცილებლად სჭირდება სხვისი, მისი დახმარება, სიყვარული და სითბო. ისიც კარგად იცოდა რომ ამ მდგომარეობაში სათანადო წინააღდეგობას ვერ გაუწევდა ლაშას სურვილებს, მაგრამ მაინც უპასუხა! იცოდა, იცოდა რომ შეცდომას უშვებდა! იცოდა რომ არასწორად იქცეოდა! ისიც კარგად იცოდა, მათი ეს შეხვედრა რითიც დასრულდებოდა მაგრამ მაინც უპასუხა...ალბათ ძალა აღარ ჰყოფნიდა დაუნდობელი ცხოვრების მარტო გასაგრძელებლად და სჭირდებოდა ვიღაც, ვიღაც თავისზე ძლიერი, რომ მას დაყრდნობოდა, მინდობოდა და ეგრძნო რომ მისთვის სასურველი, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადამიანია. -თათია რა ხდება სად ხარ? გამოცდაზე რატომ არ შეხვედი?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ლაშამ როგორც კი ყურმილს მიღმა გოგონას აჩქარებული სუთქვის ხმა გაისმა -ვერ შევძელი-სლუკუნით უთხრა თათიამ და მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მოწოლილ ცრემლებს -რატომ? მოხდა რამე?-მოიღუშა ბიჭი -განსაკუთრებული არაფერი-უღიმღამოდ უპასუხა გოგონამ და სახეზე ჩამოყრილი თმა აკანკალებული ხელით ყურს უკან გადაიწია -ახლა სად ხარ? -ზუსტად არ ვიცი -მითხარი!... მოგაკითხავ -ლაშა გთხოვ ახლა ვერ შეგხვდები -თათია! -არ მინდა რომ მოხვიდე...თავს საშინლად ვგრძნობ -თათია! -ლაშა გთხოვ-ხმა აუკანკალდა გოგონას -მითხარი!-არ მოეშვა ბიჭი და როგორც კი გოგონას ათქმევინა სად იყო, რამდენიმე წუთში მასთან გაჩნდა -რა გჭირს-მოიღუშა ლაშა როცა თათიას არეულ სახეს ჰკიდა თვალი -მამაჩემი-მარტო ამის თქმა მოახერხა ასლუკუნებულმა გოგონამ და როგორც კი გაღიზიანებული ბიჭი მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა ატირდა -წავიდეთ-ყურს უკან დაუჩურჩულა ლაშამ მისი სურნელით და სიახლოვით გაბრუებულ გოგონას და თვალებში ჩააცქერდა გამომწვევი მზერით -სად?-უღიმღამოდ ჰკითხა თათიამ და თავი დახარა რადგან ვერ გაუძლო მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას -შორს-გაურკვევლად უპასუხა ლაშამ და მისი გაფითრებული სახე ხელებშორის მოიქცია -ლაშა... -გამომყვები?-აციმციმებული თვალებით ჰკითხა ბიჭმა და სანამ თავგზააბნეული გოგონა ხმას ამოიღებდა ტუჩებზე დააცხრა, ჰკოცნიდა მთელი, გრძნობით, ვნებით, ემოციით, რადგან კარგად ხვდებოდა რომ თათიას ამ მდგომარეობაში, მისთვის წინაადეგობის გაწევის ძალა კი არა სურვილიც არ ჰქონდა, ამიტომ როგორც კი მის გაცრეცილ ტიუჩებს მოწყდა ხელი გადახვია და მანქანისაკენ წაიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.