სიყვარული უდაბნოსავითაა. თავი 11.
უეცარი ჭექ-ქუხილი გაისმა და შიშისგან შეჰკივლა, ფანჯრებზე ფარდები ჩამოაფარა და შიშისგან ყურებზე ხელები აიფარა თითქოს ფარდების ჩამოფარებით ჭექა-ქუხილის ხმას დააახშობდა, მაგრამ ისევ კომპიუტერს გახედა და ისევ მიწერა. -სანდრო ვინ იპოვა. -რობერტიმ, ნენეს ბიძაშვილმა. რა ვქნათ, რას გვეტყვი. -ორივე მოიშორეთ. -გასაგებია. -ნენეს რა ისმის, იმედია სწორად გააკეთე ყველაფერი და მისი გამოჩენით სიურპრიზს არ გამიკეთებს. -ნენესგან საშიშროება არ გელოდება, მშვიდად იყავი. -ძალიანაც კარგი, რაც მალე მოიშორებ იმ ორს მით უკეთესი და შენც გაქრი. -აღარ ვარ საჭირო? -არა, ყველაფერი დასრულდა, მე რაც მინდოდს მივიღე, შენ რაც გინდოფდა გაქვს და ჩვენი გზებიც გაიყო. -გასაგებია, მშვიდობით. -მშვიდობით. ყველა მიმოწერა წაშალა და კომპიუტერიც გათიშა, თავად კი ფანჯრასთან იატაკზე ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. -შეჩერდი, საკმარისია ამდენი რისხვა ვისზე ბრაზობ ასე ძალიან. სახლში შაკო შემოვიდა და გაოცებული უყურებდა იატაკზე მჯდარ ნენეს და მასთან მივიდა. -რა გჭირს, აქ რას აკეთებ. -ზუზუნებს, გრგვინავს, განრისხებულია და ვისზე ბრაზობს ასე ძალიან. -რატომ ადექი, რომ დაეცე ვინ მოგეშველება ნენე. -კარგად ვარ, სააბაზანოში მინდოდა გასვლა, მაგრამ ეს საშინელი ხმები არ წყდება. -მე მოგეხმარები, მარტო ვერ შეძლებ სხეულზე ჭრილობები არ უნდა დასველდეს. -არა, სახეზე მინდოდა წყლის შესხმა. -გასაგებია, რამე ჭამე? -შენ რატომ არ მოდი გუშინ საღამოს. -ბევრი საქმე დამიგროვდა, ისევ მივდივარ. შაკომ შხაპი მიიღო გამოიცვალა და წასასვლელად მოემზადა. -დღეს მოხვალ? -მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და მოვალ, მაგრამ დამაგვიანდება შენ დაწექი არ დამელოდო. ტელეფონის ხმა გაიგონა და ნენემ აიღო -ლაშა არის............... -უპასუხე, რომ დამშვდდე რომ ნამდვილად ლაშაა. -რას ამბობ, გგონია ვეჭვიანობ? -არ მგონია ნამდვილად ასეა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ ძალიან შეიცვალე და ვეღარ გცნობ. შაკომ ტელეფონი აიღო და უპასუხა. -სად ხარ, სტუმრები სულ მალე აქ იქნებიან. -მოვდივარ, რამდენიმე წუთში მანდ ვარ. შაკომ ცივად შეხედა ნენეს და მიხვდა ნენემ რომ ზედმეტი მოუვიდა, შაკომ კი გაბრაზებულმა ძალიან დიდი სისწრაფით მივიდა კომპანიაში -არ მოსულან? ბექას არ მოეწონა შაკო და მიხვდა მას რაღაც აწუხებდა. -უკვე აქ უნდა იყვნენ, აგვიანებენ. ნერვიულობ? -ამ საქმიან შეხვედრაზე არ ვნერვიულობ, როგორც ნენეზე. -რა მოხდა, რამე გითხრა? -სოფელში წასვლა შევთავაზე და არ გაუხარდა ისე როგორც ველოდი. -ამნეზია ცუდია შაკო. -უცნაური შეგრძნება მაქვს, არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ ყველა ჩემი ფიქრი უცნაური შეგრძნებით არის მოცული. -რა გჭირს, რამეზე ეჭვობ? -არ ვიცი, მხოლოდ ერთი რამ მინდა. -რა გინდა, მითხარი რა გაწუხებს. -მინდა ვიგრძნო რომ ცოცხალი ვარ, ზოგჯერ მგონია რომ არც ვარსებობ. -ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ და ვიცი ამ განსაცდელსაც გაუმკლავდები, დარწმუნებული ვარ ესეც გაივლის. -ასე ფიქრობ? -მთავარია მშვიდად იყო, შენს გარშემო რაც ხდება ყველაფერს აქვს ახსნა და უნდა მიყვე ამ თამაშს მოთმინებით ბოლომდე, ვიცი შეძლებ შენ ძლიერი ხარ. -რას გულისხმობ ლაშა. -ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ შენ არ იჩქარო წერტილის დასმა, სანამ წერტილს დასვამ საბოლოოდ უნდა გაიარო ნელი და მძიმე ნაბიჯებით დიდი გზა, რომ დასასრულთან მიხვიდე. -პირდაპირ მითხარით რისი თქმაც გინდათ. -პირდაპირ გითხრა? მაშინ მზად იყავი მოსასმენად. შაკო გაოცებული უყურებდა ლაშას და შემდეგ ბექას შეხედა. -არ ვიცი რას იფიქრებ და რას იგრძნობ, მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ ჩვენ ნენე არ გვიპოვია. -გინდა გითხრა რა ვიგრძენი შენს სიტყვებზე? ლაშა ჩემს ფიქრებს შეუერთდი, მეც ვგრძნობ რომ ნენე არ არის ვინც ჩვენ ნენე გვგონია. -რა უნდა გავაკეთოთ, რამე იდეა გაქვთ? -მე მაქვს იდეა. თქვა ბექამ და მეგობრებს შეხედა. -გისმენ თქვი. შაკო ღელავდა და თან კარისკენ იხედებოდა, რადგან მნიშვნელოვანი სტუმრები სადაც იყო მოვიდოდნენ. -მოვაწყოთ საღამო ნენეს გამოჯამრთელების შესახებ. -საღამოს მოწყობას ისედაც ვგეგმავდი და სოფოსთან ერთად შევათანხმე. -კარგია, მივყვეთ მას და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს, მაგრამ სად არის ნენე. -ნუ ვიჩქარებთ, იქნებ ვცდებით და ის მისმა რთულმა დღეებმა მართლა შეცვალა. ცოტა არ გადაიტანა, ის აწამეს და სცემეს ეს ხომ ძალიან რთულია, ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ. -სტუმარი მოვიდა, შაკო არ ანერვიულდე რადგან მასაც ნენე ჰქვია მხოლოდ ასაკშია. ოთხივე ფეხზე დამდგარი დახვდა სტუმარს და ქალბატონი განსაკუთრებით შაკოს უყურებდა თვალებში. -მობრძანდით ქ-ნო ნენე. -მარია, მარი არის ჩემი სახელი და ნენე ჩემი ქალიშვილია. -ბიზნესს თქვენ ხელმძღვანელობთ? -რადგან შეხვედრაზე მოვედი გამოდის ხელმძღვანელიც მე ვარ. -ვიფიქრე რომ თქვენი.................... -ჩემი ქალიშვილი არ ცხოვრობს საქართველოში, მხოლოდ ორჯერ მაქვს წელიწადში ფუფუნება ის ვნახო და დავტკბე მისი სურნელით. -გასაგებია, მაშინ ვისაუბროთ რა პირობები გაქვთ თქვენ და რა პირობები გვაქვს ჩვენ. თქვა ბექამ და შაკოს შეხედა. -ვისაუბროთ, მაგრამ ჩემი შვილიც მოგვისმენს და იმედია წინააღმდეგი არ იქნებით. -როგორ, ის აქ არის. გაოცებულმა იკითხა შაკომ და კარს შეხედა. -არა, ნენე ამერიკაშია კერძოდ კალიფორნიაში და ვიდეო ზარით ჩაგვერთვება. შაკოს გულმა უცნაურად დაუწყო ფეთქვა და ხელები აუკანკალდა როცა კომპიუტერის ეკრანზე ნაცნობ სახეს შეხედა. -დედა ხაზზე ვარ, გისმენ. -მეც აქ ვარ, მაგრამ მარტო არ ვარ. -ვიცი რომ მარტო არ ხარ, გისმენთ. -გაიცანი ნენე ჩვენი პარტნიორი გახდება წარმატებული ბიზნესმენი შაკო ცაგარეიშვილი. -არ მოგეჩვენებათ თუ მკაცრი სახე მაქვს, ძალიან დიდი იმედგაცრიების შემდეგ არავისთან პარტნიორობა არ მინდოდა, მაგრამ ეს ჩემი პირადულია და თქვენ არ გეხებათ. -გისმენთ, რა არის თქვენი შემოთავაზება. -ნენე შვილო, თქვენ დაილაპარაკეთ და თქვენ შეთანხმდით მე კი შენი მარჯვენა ხელი ვარ შენს დაბრუნებამდე. თითქმის ერთი საათი ისაუბრეს და ნენე ყოველთვის შაკოს უყურებდა რაც შაკოს დაბნეულობის მიზეზი იყო. -იმედია შეთანხმება შედგა და დამიკავშირდებით მხოლოდ მაშინ, როცა სერიოზული თემა იქნება რადგან დროებით ვერ დავბრუნდები, საკონტაქტი ხაზი ძირითადად ქ-ონ მარისთან გექნებათ. -გასაგებია, იმედია გიხილავთ უახლოეს მომავალში. -მომავლის საკითხია. ხმა გაწყდა, ეკრანი გაითიშა და შაკო ჯერ კიდევ კომპიუტერს უყურებდა, რომ ლაშას ბიძგმა გამოაფხიზლა. -ჩემი შვილის მგზავრობა არ შეიძლება ის ფეხმძიმედ არის, სულ ცოტა ხნის წინ მან საყვარელი მეუღლე დაკარგა, ადამიანი ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. შაკომ როგორც თქვა სახლში გვიან დაბრუნდა და ნენე კართან დახვდა, მაგრამ შაკოს თვალებში ის სითბო აღარ იყო როგორც საავადმყოფოში უყურებდა და გულში მთავარი სიმი ჩაწყდა, გაიყინა ადგილზე როცა შაკო დაღლილი დივანზე დაწვა და მიხვდა, რომ ყველა მისი მცდელობა თუ რა გააკეთა საყვარელი მამაკაცის გამო ამაო იყო. -აქ გინდა დაიძინო დაღლილმა? -დაისვენე, ძალიან მეძინება და აქ დავიძინებ. -როგორც გინდა. პლედი გამოიტანა და გადააფარა, მოეფერა და ნაზი კოცნა დაუტოვა ბაგეებზე, შაკოს კი რეაქციაც არ ჰქონდა ნენეს კოცნაზე. -შაბათს წვეულება გვაქვს, შენი ნახვა უნდა ჩვენს პარტნიორებს. -ჩემს გამო აკეთებ წვეულებას? შაკომ ნენეს შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -არა, არა, ამ ბოლო დროს ჩვენი ურთიერთობა გაუფერულდა, ყავას ერთად მივირთმევთ, მაგრამ თითქოს სასაუბრო თემა არ გვაქვს. -დაძაბული პერიოდი გავიარეთ და იმედია ყველაფერი გამოსწორდება, წადი დაისვენე. -შენი ყველა სამეგობრო იქნება? -ყველა იქნება, ინასაც დაურეკავ ჩემს ბავშვობის მეგობარს და აუცილებლად მოვა. -ძალიან კარგი, მაგრამ ცუდია რომ არავინ მახსოვს. -გაიხსენებ, დრო უნდა შენს გამოჯამრთელებას. ამნეზია ცუდია, მაგრამ ერთ დღეს მახსოვრობა ბრუნდება შენც ყველაფერს გაიხსენებ. ნენე თავის საძინებელში შევიდა, შუქი ჩააქრო და ირონიულად ჩაიცინა. -შენ გგონია რომ არაფერი მახსოვს, მაგრამ მე რომ ყველა და ყველაფერი მახსოვს. -გაგაცილებ დეა. -მარტოც მივაგნებ სახლს. -არ შეგაშინოს ვინმემ უკვე გვიანი არის. -არ მეშინია და არც არავინ მაშინებს, ნახვამდის და ხვალამდე. თვალი გააყოლა მიმავალ დეას და ჩაილაპარაკა. -უკარება, სწორედ ამიტომ მომწონხარ. დაღლილი მივიდა სახლში და ტელეფონზე შეტყობინებები შეამოწმა, აბაზანა მიიღო და თავის დათუნიასთან ერთად ჩაეძინა, მაგრამ შუაღამით საშინელმა სიზმარმა გამოაღვიძა და ჩურჩულით თქვა. -რა გინდა ჩემგან ძილშიდაც რომ არ მასვენებ. ტელეფონი აიღო და შეტყობინება გააგზავნა. - ,,დილით გამომიარე, მანქანა სახელოსნოში დავტოვე''. დაწვა და ძილი შეიბრუნა, ტკბილად ეძინა ტელეფონის ხმამ რომ გამოაღვიძა და მძინარე ხმით უპასუხა. -გისმენ. -რა მისმენ, მზად არ ხარ? უცებ გამოფხიზლდა და უთხრა. -კი, კი, მზად ვარ და უკვე გამოვდივარ. -სამ წუთში ქვემოთ გელოდები, სამ წუთს გადააცილებ და მივდივარ. -რა მოგივიდა, რა სული ამოგდის როცა დახმარებას გთხოვ. -მეჩქარება, დეა მე ვმუშაობ. -მე ვთამაშობ? -დროს კარგავ, უკვე ორი წუთი გაქვს. სასწრაფოდ წამოფრინდა ფეხზე და რაც ხელში მოყვა ჩაიცვა, ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო და წავიდა, ზუსტად ორ წუთში ქვემოთ იყო და მის ფეხებში გაჩერდა მანქანა და მანქანაში სიცილისგან გალურჯებული შაკო იყო. -რა გაცინებს. შეუბღვირა დეამ და შაკომ სიცილით უთხრა. -დარწმუნებული ვარ სარკეში არ ჩაგიხედავს. -დრო არ მქონდა, თმას აქ დავივარცხნი. ჩანთიდან სავარცხელი ამოიღო და თმა გადაივარცხნა შემდეგ კი შაკოს შეხედა და უთხრა. -რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ დამცინებ. -დაგცინებ? როდის იყო რამე სერიოზული მითხარი და დაგცინე, მაგრამ შენ და სერიოზულობა? გამორიცხულია, ამიტომ....... -სულ დამცინი და სულ ჩემს ნერვებზე თამაშობ, მაგრამ მე წუხელ უცნაურმა სიზმარმა გამაღვიძა. -რა სიზმარი იყო, გველები შემოგესია? -არა, სადღაც წვეულებაზე ვიყავით და ხელში მოხდენილად მეჭირა წითელი ღვინით სავსე მაღალ ყელიანი ჭიქა, ღვინოს ნელა ნელა ვაგემოვნებდი და ჩემთან ჩემი უფროსი მოვიდა. -გოგო უფროსი გეჩალიჩება? -დამაცადე დავასრულო, თვალებში მიყურებდა და თან მელაპარაკებოდა. ჭიქა ხელიდან ამაცალა და ნელა ნელა წელზე მომხვია ხელი ჩვენ წყნარ მელოდიაზე ვცეკვავდით, მაგრამ მოულოდნელად ორივე ხელი წელს ქვემოთ ჩააცურა და............ -და....................... -მიბწკინა..... -სად გიბწკინა გოგო, ტრაკზე? სიცილს ძლივს იკავებდა შაკო. -ტრაკზე მიბწკინა იმ ველურმა. შაკომ იმხელა ხმაზე გაიცინა ყველა მას უყურებდა მღოლები. -ხომ ვთქვი დამცინებთქო, აღარაფერს აღარ გეტყვი. -ვაიმე დედიკო რა გულიანად გამაცინე, დეა დარწმუნებული იყავი მაგ სიზმარს მეტყოდი და მე არ გავიცინებდი? -მეზიზღები. -მე მიყვარხარ და შენზე ვზრუნავ, ამიტომ გეტყვი კაბა უკუღმა გაცვია. დეამ კაბაზე დაიხედა და თქვა. -ვაიიიი, მართლა უკუღმა მაცვია. -რას მომჩერებიხარ, შეაბრუნე. -სად, აქ შევაბრუნო? -არა, გავაჩერებ და ძირს გადადი გაიხად და ჩაიცვი ისევ. -ნუ დამცინი შაკო ისედაც ცუდად ვარ. -რატომ ხარ ცუდად უფროსის ნაჩქმეტი გტკივა? დეამ მანქანაშივე გაიხადა კაბა და შეაბრუნა, როცა კარგად მოიწესრიგა თავი შაკომ უთხრა. -მოვედით კიდეც, გადადი და სიზმარი ცხადად არ აგიხდეს დღეს მაგბ კაბაში. დეა სიცილით დაემშვიდობა შაკოს და გოგოებს შეუერთდა. -ვინ იყო ეს სიმპატიური ბიჭი დეა. -ბიძაშვილია...... -არ გაგვაცნობ? -დაიგვიანეთ, უკვე დანიშნულია. -შაკომ მოშორებით გააჩერა მანქანა და იქვე მდგარ ნაცნობ მამაკაცს დაუძახა. -ნიკა, ნიკა სვანიძე. მამაკაცი მიბრუნდა და შაკოსკენ ღიმილით წავიდა. -დაუჯერებელია აქ რომ გხედავ, როგორ ხარ. -როგორ მიხარია შენი ნახვა, ყავა? -უარი როგორ გითხრა, დრო არ მაქვს, მაგრამ მაინც ცოტა ხნით გავჩერდები. -აქ ჩვენი ბარია და მოდი მომიყევი, როგორ ხარ. -მე კარგად ვარ, აქ ჩემი ოფისი გავხსენი და რამდენიმე ფსიქოლოგი მყავს. -დაქორწინდი? -ბედი არ მაქვს მეგობარო, მომწონს ერთი მაგრამ ძალიან უკარებაა და ეს მაგიჟებს. -გინდა დაველაპარაკო? -არა, არა, არ მინდა შევაშინო. -მიეძალე, ნიკა გოგოებს თავის დაფასება უყვართ -ასე ფიქრობ? -მოსვენება არ მისცე, გაანებივრე ყვავილებით და საჩუქრებით და სახლშიდაც მიაკითხე. -მართლა? ეს არ მიფიქრია, მაგრამ.............. რომ მეჩხუბოს? -იუკადრისებს და ხმასაც აუწევს, მაგრამ ბოლოს მადლობას გეტყვის რადგან ძალიან გაუხარდება დაფასება და ყურადღება, თუმცა შესაძლებელიცაა არ შეიმჩნიოს. -რა კარგია რომ შეგხვდი, შაკო ძალიან გამახარე. -უნდა წავიდე, აუცილებლად გინახულებ. შაკო სიგნალით დაემშვიდობა კობას და წავიდა, მაგრამ თავისით იცინოდა. -მაშ ეს არის შენი უფროსი, შენზე ჭკუას რომ კეტავს? ნიკამ გაითვალისწინა შაკოს ნათქვამი და დეას სახლში მიაკითხა, დეა გაოცებული უყურებდა მის წინ ხელში ყვავილებით მდგარ ნიკას და უთხრა. -რა მოხდა, კობა აქ რას აკეთებ. -დეა ძალიან მჭირდები, რთული პაციენტი მყავს და ვფიქრობ შენ უკეთესად მოუსმენ მას და გამოსავალსაც იპოვი. -შემოდი, აქ ვიდგეთ და ვილაპარაკოთ. -არ შეგაწუხებ? -არა, არა შემოდი. რას დალევ? -რამე ძლიერი გვაქვს? -როგორ არ გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. -არაყი მომიტანე წყლის გარეშე. -არაფერი გაქვს სხვა სათქმელი თუ მართლა...................... -ფსიქოოგო ხარ და ძნელია შენი მოტყუება, შენს გამო მოვედი დეა. -ჩემს გამო? გაოცებული უყურებდა დეა ნიკას, მაგრამ ტელეფონის ხმა გაიგონა და გაბრაზებულმა უპასუხა. -გისმენ. -ბაააა, ნერვებზე ვართ მოშლილი და მეტყვი ვინ აგშალა და ვინ დაგშალა საყვარელო. -რატო მირეკავ, თქვი რა გინდა. -როცა რამე გჭირდება მაშინ რა ტკბილი ხარ მამიდაშვილო. -ვთიშავ. -რა მოგვიდა ცდილობდი სიზმრის გაგრძელებას და ხელი შეგიშალე თუ რატომ არ მელაპარაკები თუ ვინმე გყავს სახლი. -როგორ მიხვდი, სტუმარი მყავს. -ვინ გყავს ამ დროს, ახლავეს მოვდივარ. -არ წამოხვიდე, ვერ მოუსწრებ უკვე მიდის ჩემი სტუმარი. -არსადაც არ მივდივარ, საყვარელი გყავს და არ გინდა მოვიდეს რომ მე ვნახო თუ არ გინდა მე რომ ვნახო ის პიროვნება, გამოდის ნაცნობია, ასეა? -შენ მართალი ხარ, მე საყვარელი მყავს და სწორედ ახლა ველაპარაკები. -ვინ არის გოგო უცხო ხმა მესმის, მოვდივარ. -აქ დაგხვდები მოდი, მოდი. -დამშვიდდით, რა გჭირთ. -შენთან ერთად როცა ვარ მშვიდად ვერ ვარ დეა. კამათობდნენ, რომ კარზე ბრახუნი გაიგონა ორივემ და ნიკა ფეხზე წამოდგა. -მართლა მოვიდა, რა გიჟივით აბრახუნებს. -სააბაზანოში შედი, გცემს მოკრივე არის. ნიკამ გაბრაზებულმა შეხედა დეას და ენის ბორძიკით უთხრა. -მე, მე, მე შენ სულ სხვა თვალით გიყურებდი, შენ კი........... -გააღე კარი თორე მთელ ბინას ფეხზე დავაყენებ. ხმით ყვიროდა შაკო და თან იცინოდა. -გაჩუმდი რა გაყვირებს ველურო. -სად არის, მითხარი თუ არ გინდა აქაურობა დავანგრიო თქვი სად გყავს, სააბაზანოშია? სექსის წინ უნდა დაიბანოს? -გაჩუმდი იდიოტო, გაიგონებს. -აქ არის, ესე იგი აქ არის. დეამ ხელი მოკიდა და თხოვნით, ყვირილით და მუქარით მიიყვანა კართან და ბოლოს მუდარით უთხრა. -წადი, გთხოვ წადი. -ამჯერად წავალ, დილით ადრე მოვალ და აქ არ დამხვდეს. წავიდა და კიბეები სიცილით ჩაირბინა, ნიკამ კი თავი გამოყო სააბაზანოდან, შეშინებულმა მიმოიხედა პიჯაკს ხელი დაავლო და უხმოდ წავიდა, დილით დეას არც მიესალმა ისე ჩაუარა გვერდი და თავის კაბინეტში შევიდა. მუშაობდა გარედან ხმაური რომ შემოესმა და გაოცებულმა შეხედა მაღალ მამაკაცს რომელსაც უზარმაზარი თაიგული ეჭირა ხელში და ნიკას კითხა. -უკაცრავად დეა ბუაძეს ვეძებ. -ვისგან არის? იკითხა ეჭვიანად და თაიგულს თვალი შეავლო. -არ ვიცი ვისგან არის, მე მხოლოდ შეკვეთა მოვიტანე. -აქ არის ქალბატონი. მიუთითა დეას კარზე და მამაკაცმა ფრთხილად დააკაკუნა. -მობრძანდით. გაოცებულმა შეხედა უზარმაზარ და ულამაზეს თაიგულს დეამ და მასაც იგივე კითხვა გაუჩნდა. -ვისგან არის? -არ ვიცი ბარათიც აქვეა. დეამ თავაზიანად მადლობა მოუხადა მამაკაცს და თაიგული ჩამოართვა, ნიკა კართან იდგა და უყურებდა დეას ბედნიერებისაგან გაბადრულ სახეს და როგორ უნდოდა იმ წუთში ის თაიგული მისგან ყოფილიყო. დეამ კი ბარათი ამოიღო და წაიკითხა და გაიცინა. -ქვემოთ ვარ, გელოდები. -მოგკლავ, აქედან მკვდარს წაგიღებ. ყვავილები იქვე მდგარ მაღალ ვაზაში ჩააწყო, ბარათი კი მაგიდაზე დადო და ტელეფონზე გადარეკა. -ზემოთ ამოდი. -ვის ეპატიჟები, აქ უცხო პირთა შემოსვლა აკრძალულია. დეამ გაოცებულმა შეხედა ნიკას და უთხრა. -როდიდან აიკრძალა უფროსო? -დღეიდან, ეს წესები დღეიდან არის ძალაში. -გასაგებია, არ ინერვიულოთ მე თავად ჩავალ დაბლა რადგან მელოდებიან. -კარგსაც იზამ, აქ არ გვჭირდება ეროტიკული სცენები. დეამ გულიანად გაიცინა და მისი ხმა ექოსავით მოედო კედლებს, ნიკამ კედლებს თვალი შეავლო და ნაღვლიანად თქვა. -თქვენც გაიმეორეთ მისი სიცილის ხმა, რომ გულზე უფრო მტკივნეულად მომხვდეს. დეამ კიბეები ჩაირბინა და შეხედა გოგოები შაკოს როგორ უყურებდნენ, მაგრამ დეამ გაბრაზებულმა უთხრა. -რატომ არ ისვენებ, არ დაიღალე? -სიწყნარე მკვდრებისთვის არის ჩემო დეა. -დღეს უცნაურად მიყურებს, წუხელ აფიქრებინე რომ სახლში საყვარლები მაკითხავს დღეს კი თაიგულებს მიგზავნი და გინდა სამსახური დავკარგო? -სამსახურს არ დაკარგავ, გპირდები. -რატომ მოდი აქაც უნდა დამცინო, ყველა ჩვენ გვიყურებს. -მათაც ჰგონია რომ მე შენი საყვარელი ვარ? შაკომ გულიანად გაიცინა და დეაც აიყოლია სიცილში და უთხრა. -მოდი გვერდით მომიჯექი ბოლომდე გავაგიჟოთ შენი უფროსი. -შაკო მართლა დავკარგავ სამსახურს და თავს წაგაცლი. -გითხარი რომ სამსახურს არ დაკარგავ. -მითხარი რატომ მოდი, თვალებზე გატყობ რომ რაღაც გაწუხებს. შაკო უეცრად დასერიოზულდა, დეას შეხედა და უთხრა. -სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო და ნუ მაცინებ, ყველას თვალები ჩვენ გვიყურებს. -იდიოტი ხარ, წუხელ რაც გამიკეთე აქ შენს მოსვლას არ ველოდი. -რა იფიქრე შენმა რომელიმე პაციენტმა გამოგიგზავნა თაიგული? -თქვი რისთვის მოდი, უნდა წავიდე. -დეა უნდა დამეხმარო. -მეეე, რაში უნდა დაგეხმარო მე შენ. მოიცადე, შენ ახლა სერიოზულად მთხოვ დახმარებას? -სერიოზულად, ნენეზე მინდა დაგელაპარაკო როგორც ფსიქოლოგს და არა როგორც მამიდაშვილს. -შაკო ნენეს რა ჭირს, როგორც ვიცი უკვე კარგადაა. -უკეთესად არის, მაგრამ როგორც იცი ამნეზია აქვს და მითხრა შენთან მოვიდოდა. -ამნეზია აქვს და მე ვახსოვარ? -არა, მე დაველაპარაკე და შენი მისამართი მივეცი ისე როგორც ტელეფონის ნომერი, დამპირდა რომ მოვიდოდა. -არა, ჩემთან არ მოსულა. -მოვა და მინდა ყველაფერი ვიცოდე რას გეტყვის, რა აწუხებს, რა ტკივა. ვხვდები რომ რაღაც სერიოზული აწუხებს, მაგრამ არ მეუბნება და ვიცი რომ შენთან გახსნილი იქნება რადგან ის მის ტკივილზე დაგელაპარაკება. -არ ვიცი რამდენად გულწრფელი იქნება ნენე ჩემთან, მაგრამ მე არ შემიძლია პაციენტის საიდუმლო გავცე, შაკო ეს ჩვენს ეთიკას და ჩვენს წესებს ეწინააღმდეგება. -დაახლოებით რომ მითხრა. -შევეცდები მიგახვედრო, მაგრამ დამიჯერე მის საიდუმლოს ვერ გავცემ, რადგან თითოეული სიტყვა და მისი ტკივილი ჩემთან დარჩება. -გასაგებია........... -მაგრამ გპირდები თუ ძალიან სერიოზული არის მისი პრობლემები მე უფლება მაქვს პოლიცია ჩავრთო საქმეში, პოლიციამდე კი შენ გაიგებ. -ვნახოთ რას გეტყვის და რა არის ის რაც ასე ძალიან აწუხებს მას. ამიტომ მოვედი დეა და კიდევ ერთი რამ შაბათს წვეულება მაქვს და მინდა აუცილებლად მოხვიდე. -მაშაყირებ? -არა გეფიცები, სოფო მოგწერს მისამართს. -კარგი, აუცილებლად მოვალ. -ხო არ დაგავიწყდეს უფროსთან ერთად მოხვალ. უთხრა და დეას სიცილით დაშორდა, დეაც ასევე გაღიმებული აუყვა კიბეებს და გაოცებულმა გააყოლა თვალი ნიკას რომელიც კიბეებზე სირბილით ჩაუქროლა გვერდი და შაკოს გაბრაზებულმა დაუყვირა. -შაკო.............. -შაკო შემობრუნდა და მის წინ ნიკა იდგა. -არ მეგონა ასეთი მოღალატე თუ იყავი. -მოღალატე? მე გიღალატე შენ ჩემს მეგობარს? -შენ გუშინ მითხარი როგორ უნდა მოვქცეულიყავი და დეას ყურადღება როგორ უნდა მიმექცია და დღეს შენ მოდიხარ ყვავილებით და თაიგულებით ყველას დასანახად. -ხმას დაუწიე ნიკა და დეაზე ზედმეტად ნუ იტყვი რამეს, იცოდე საქმე ჩემთან გექნება. სიბრაზე შეერია ხმაში შაკოს რადგან ყველა მათ უყურებდა. -აქ აღარ მოხვიდე, გაიგე? -როცა მინდა მაშინ მოვალ და დეას სადაც მინდა იქ წავიყვან. -რას ქვია როცა მოგინდება დეას ნახვა ნახავ და სადაც მოგინდება იქ წაიყვან. -ნიკა წავიყვან დეას როცა მომინდება მისი წაყვანა და შენ წინ ვერ დამიდგები, გაიგე? -შაკო ძალიან გეშლება, მე ვფიქრობდი ჩვენ მეგობრები ვიყავით. -ვართ კიდეც, მაგრამ ამჯერად ზედმეტები მოგდის. შენ რა გაწუხებს, ჩემს მამიდაშვილს მე როდის ვნახავ და როგორ თაიგულს ვაჩუქებ, შენ უნდა გკითხო? -სწორედაც უნდა მკითხო..................... რა თქვი, დეა შენი მამიდაშვილია? -დეა მამაჩემის დისშვილია და ვერ გავიგე შენ რატომ მეკამათები. -შენ იყავი, წუხელ შენ იყავი დეასთან სახლში. -მე ვიყავი, შენ საიდან იცი. შაკო ძალიან იკავებდა თავს არ გასცინებოდა, ნიკა კი სიხარულისგან არ იცოდა რას აკეთებდა, დეა კი შაკოს გაბრაზებული მუჭებს უქნევდა. ნიკამ შვებით ამოისუნთქა და შაკოს გადაეხვია. -როცა გინდოდეს მოდი მეგობარო. შაკოს არ გაკვრვებია ნიკას რეაქცია და სიცილით შეხედა დეას, ნიკა კი დეასთან დაბრუნდა და უთხრა. -რა აზრს ხარ ქორწინებაზე. -ქორწინებაზე ჯერ არ ვფიქრობ, მაგრამ რომ ვიფიქრო შენზე არ დავქორწინდები და ნუ ოცნებობ. -ყველაფერს მოგცემ და ყველაფერს შენს სახელს დავარქმევ. -ფსიქოლოგი ხარ, მაგრამ შენ უფრო ფსიხიატრი გჭირდება და არ იქნება ურიგო თუ ეჩვენები ერთ კარგ ფსიხიატრს. -ნუ მტკენ დეა გულს. -გამხდი იძულებულს სამსახურიდან წავიდე. -არა, არსად გაგიშვებ აქ იქნები და თავად შემხედავ როგორ დავჭკნები შენგან უყურადღებოდ ყვავილი ნელა ნელა. -დაჭკნები და ფანჯრიდანაც მოგისვრი. ნიკამ დატოვა დეა და იმ დღეს აღარ შეუწუხებია, მაგრამ მოგვიანებით შეტყობინება მიიღო. - ,,შენ ძალიან მეტიჩარა ხარ, მამაკაცებში მხოლოდ ფიზიკურობას ანიჭებ უპირატესობას და არანაირი მნიშვნელობა აქვს განათლებას, ნიჭიერებას, ერთგულებას. მიწუნებ და მდევნი, მაგრამ დეა მე მაინც შენზე ვფიქრობ''. დეამ შეტყობინება წაიკითხა და გაბრაზებულმა წაშალა, ჩანთა აიღო და წავიდა. ჯერ უმისამართოდ იარა, შემდეგ სოფი მოინახულა ორივე კი ნენესთან წავიდა. -მობრძანდით. ნენე არ ელოდა მათ და დაიბნა. -მიდიოდი სადმე და შეგაჩერეთ? -არა, არა, ტელეფონის ნომერს ვეძებდი უნდა დამერეკა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ ხართ, რას დალევთ? -რამე ძლიერი მოიტანე, დღეს დალევა მწყურია და უნდა დავლიო, უნდა დავთვრე. ნენემ სასმელი მოიტანა და სიცილით თქვა. -ეს ვიპოვე, რაღაც ძალიან კარგია რადგან ცალკე აქვს შენახული და მოდი დღეს ბოლომდე დავცალოთ ეს სასმელი. -მე თანახმა ვარ, სოფო შენ? -დავცალოთ, მეც თანახმა ვარ ჩვენმა ქმრებმა იდარდოს ჩვენი დარდიც. კარგად გაბრუებული იყო სამივე რომ ნენე ჩაფიქრდა და სოფომ ხელი კრა და უთხრა. -აქ ვართ, შენ ვისზე ან რაზე ფიქრობ. -შაკომ მითხრა ქორწილი გადავიხადოთ და ჯვარი დავიწეროთო. -რა მაგარია, შენც ხომ ეს გინდოდა ნენე. -მინდოდა? არ მახსოვს რა გეგმები მქონდა და რაზე ვოცნებობდი, ამიტომ უკეთესია თუ მხოლოდ ხელის მოწერას დავჯერდებით ჩვენ კი ხელი უკვე მოწერილი გვაქვს. -რას ამბობ, ეკლესიაში ყოფნას სულ სხვა ელფერი აქვს და ვფიქრობ ჯვრისწერა უფრო აახლოებს წყვილს ერთმანეთთან. -როილა რას ამბობს, დარწმუნებული ვარ არ დაეთანხმება შაკოს. -მეც გეთანხმები, ქალი ერთხელ თხოვდება და საქორწილო კაბაც და ჯვრის წერაც აუცილებელია. სოფომ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და მხიარულად უპასუხა. -გისმენ უფროსო. -სოფო სად ხარ, კარგად ხარ? -თვალში დაგაკლდი? -რაღაც მხიარულ ნოტაზე ჭიკჭიკებ, კარგად ხარ? -გამოიცანი, ისე კარგად ვარ როგორც არასდროს. -შენ რა მთვრალი ხარ? -მარტო მე არა, ჩვენ სამივე მთვრალები ვართ უფროსო. -ნუ გლახაობ სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. -მოვდივარ, მაგრამ მანდ როგორ მოვალ არ ვიცი. სოფომ ტელეფონი გათიშა და მოწყენილმა თქვა. -არ დაგაცდიან და არც შეგარგებენ ბოლომდე სიამოვნებას, უნდა წავიდე. -დავიშალოთ, მეც მივდივარ. ფეხზე წამოდგა დეა და ნენეს უთხრა. -როცა დააპირებ ჩემს ნახვას დამირეკე, აი ჩემი სავიზიტო ბარათი. შაკო გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ მოქანავე სოფოს რომელმაც შაკოს შეხედა და უთხრა. -მო, მოვედი უფროსო. -სოფო? შაკომ დაროს დაუძახა და უთხრა. -შეხედე როგორ მდგომარეობაში მოვიდა, გაუკეთე მაგარი ორმაგი ყავა. -დარო სამმაგი გააკეთე. -ეგებ დაგარტყას გულმა. დარომ გაუკეთა ყავა სოფოს და იქვე დივანზე დააწვინა, შაკომ კი ბექას დაურეკა, მაგრამ ბექა ფერდაკარგული შევიდა შაკოსთან. -ვერ წარმოიდგენ რა მოხდა და დღეს რა განცხადება შემოვიდა განყოფილებაში. -რა მოხდა, რა განცხადებაზე ამბობ. -მოწმე არის და ამბობ, როცა საჭირო იქნება წარსდგება კიდევაც მართლმსაჯულების წინაშე, როცა ანა არაბულს დააკავებენ. -რა მოხდა, რა გააკეთა რომ დააკავებენ. -ანამ მოკლა საკუთარი დედა რადგან იყო ალკოგოლიკი და ასევე მოკლა მისი მეუღლე რომელსაც ანას დედა არასოდეს ჰყვარებია............ -მოიცადე, ის არ იყო ანას მამა? -შაკო ანას დედა იყო დაქორწინებული მამაკაცზე და ის მამაკაცი არის დემეტრე ცაგარეიშვილი. -ვიიინ? შაკო ფეხზე წამოდგა და გაოცებული უყურებდა ბექას. -მამაშენი შაკო, ის მამაშენი იყო და ეს რომ გაიგო ანამ კიბიდან გადააგდო ორივე. -რას ამბობ ბექა ეს სიმართლეა? -ერთი თვითმხილველი გვყავს, რომელიც გამოჩნდება როცა საჭიროება მოითხოვს.... -მეორე? -მეორე არ ვიცი ვინ არის, მან წერილი მომწერა და თავად წაიკითხე. შაკომ ტელეფონი გამოართვა და წაიკითხა. - ,,გამარჯობათ, ანა არაბული საკუთარი მშობლების მკვლელია და მას ძალიან ბევრი სისასტიკე აქვს გაკეთებული, შეაჩერეთ და დააკავეთ ის''. შაკო გაოცებული იყო და სიტყვა ვერ თქვა, შემდეგ კი ბექას შეხედა და უთხრა. -იცოდა რომ მამაჩემი დედამისთან ერთად ცხოვრობდა და არაფერი მითხრა ახლა კი ვხვდები რატომ იკავებდა თავს დაქორწინებაზე. -სოფო? რა ხდება, ცუდად გახდა? არ ეცინებოდა, მაგრამ გაეცინა და უთხრა. -შენთან ვრეკავდი რომ მეთქვა სოფოს დააგვიანდებამეთქი და შენც მოხვედი, შეიკრიბნენ დღეს და დეასთან ერთად დალია, დაურეკე საქმე მაქვსმეთქი და მთვრალი მოვიდა. -არ სვამს, დღეს რა მოუვიდა. -ქალებს ვერასოდეს გაუგებ ბექა. შაკო დამძიმებული გულით წავიდა სახლში, თითქოს არც უნდოდა მისვლა, მაგრამ ნენეს თამაშის ბოლო აინტერესებდა. ვახშამი ერთად მიირთვა ორივემ და ისევ გვიან ღამემდე მუშაობდა კომპიუტერით, შემდეგ კი მოუნდა ნენეს დალაპარაკებოდა და ბექამ რაც უთხრა ყველაფერი უამბო, ნენე დაიბნა და შაკოს არეულად უთხრა. -შე, შეუძლებელია ანა ასეთი სასტიკი იყოს. -მეც მასე ვფიქრობ, რაღაც შეცდომაა. დაისვენე, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ნენე ანერვიულდა და ძილი გაუქრა, მაგრამ ცდილობდა შაკოს არ დაენახა მისი ნერვიულობა, შაკომ დილით არ გააღვიძა ნენე და წავიდა, შუადღემდე თავაუღებლად მუშაობდა, დაიღალა და საათს შეხედა იგრძნო რომ ყავაც არ დაულევია დილით და უნდოდა ლაშასთვის დაერეკა, რომ კარი გაიღო და მარი ესტუმრა. -არ გაგიკვირდეს ჩემი გაუფრთხილებლად მოსვლა, როგორ ხარ. -არ მოგატყულებ და გეტყვი რომ ცუდად ვარ. -რატომ, რამე პრობლემები გაქვს თუ რამე გაწუხებს. -პრობლემებს რა გამოლევს ისინი ხომ არ ილევიან, კუჭი მაწუხებს, რადგან ცარიელია და შევსებას ითხოვს. მარის გულიანად გაეცინა და შაკოც აყვა სიცილში. -რა გულიანად იცინი ქ-ნო მარი. გაოცებული უყურებდა ლაშა მარის და შაკოს. -ლაშა სტუმარი გვყავს დაუძახე სოფოს რესტორანში მივდივართ.......... -არა, აქ მინდა ვიყო თქვენთან ერთად და მინდა ახლოს გაგიცნოთ. -ლაშა ასე თუ ისე სოფო მაინც გვჭირდება. -სოფო............ -ცუდად არის? არა უშავს, ორ-სამს დღესაც დალევს და გამოვა მდგომარეობიდან. თქვა სიცილით და ყველა ერთად წავიდა კომპანიის ბარში, შაკომ განაპირა მაგიდა აარჩია და მზარეულს შეკვეთაც მისცა. -როდის დაბრუნდება თქვენი შვილი, გავიცნობთ ასე ერთად ყველა მასაც. -დაბრუნდება, მაგრამ ჯერ ვერა. როცა საყვარელ ადამიანისგან შორს დარჩა გაიგო რომ მასში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა, ძალიან რთული დღეები ჰქონდა და შეგვეშინდა პატარა არ დაეკარგა ამიტომ ის აქედან უნდა წასულიყო. დაბრუნდება, მეც ველოდები მის დაბრუნებას და პენსიაშიც გავალ. -ალბად ბიზნეს მას გადააბარებთ. -მე მხოლოდ ის მყავს, მეც მარტო დავრჩი ცხოვრებაში და მხოლოდ ნენე მყავს, მაგრამ ყოველთვის იწყება რაღაც და ყოველთვოს მთავრდბა ისე როგორც მთავრდება ბედნიერი წუთებიც და ამის გააზრებაც გვიჭირს. უმანკო სული მიდის უსასრულობაში იქ სადაც ყველაფერია და თან არაფერიც და შავმა უსასრულობამ ჩაყლაპა ჩემი ბედნიერებაც ადრეულ ასაკში. წამართვა ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა, დავნებდი, ცხოვრება გაჩერდა და როცა ნენე მარტო დარჩა არ მინდოდა ისიც ჩემსავით დანებებულიყო ცხოვრებას, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი აქედან წასვლა იყო და გაუშვი კიდეც. -გარდაიცვალა? -არა, ის ცოცხალია, მაგრამ სხვასთან წავიდა. -გასაგებია, ღალატის მსხვერპლი ხართ. -ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს თქვენთან და გამიხარდება თუ თქვენც ასე თავისუფლად იქნებით ჩემთან. -ქალბატონო........... მარიმ ხელზე ხელი დაადო სოფოს და ღიმილით უთხრა. -უბრალოდ მარი მე ასე უფრო კარგად და ახალგაზრდულად ვგრძნობ თავს. -კარგი, ყავას .............. -ნალექიანი და უშაქრო. სოფომ ყავა შეუკვეთა და ცოტა ხანში მათ მაგიდას კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი მიუახლოვდა და მარის თვალებში შეხედა. -ქალბატონო შეიძლება თქვენი ფინჯანი ვნახო? მარის გაუკვირდა და შაკოს შეხედა, შაკომ კი დაამშვიდა. -მედიკო დადე ფინჯანი და წადი -4 თვეში თქვენ დიდ სიხარულს ელოდებით, მაგრამ ორ თვეში გეწვევათ ეს მოულოდნელი სიხარული და დაიბნევით. პატარას გამჭირვალე სახის კანი აქვს და ნუშისმაგვარი შავი თვალები, სასიამოვნო ქაოსია დედის გულში, მაგრამ მის გარშემო სიცარიელეა და თვალებით ვიღაცას ეძებს ის ვიღაც კი ჩრდილშია თუმცა ცოცხალია. -მედუ დაასრულე.............. -გოგონა, ის გოგონა რამდენიმე თვის წინ სისხლიანი იწვა მიწაზე, თქვენ მისი ხელი გიჭირავთ ხელში და გადარჩა, გოგონა თქვენ გადაარჩინეთ. -საკმარისია. თქვა მარიმ და ფეხზე წამოდგა, მაგრამ მედომ შეხედა თვალებში და უთხრა -თქვენ შვილი არ გყავთ, ეს გოგონა იპოვეთ და გყავთ როგორც შვილი. -საკმარისია................ -მარი......... შაკო ნერვიულობდა და გაუჭირდა სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ შაკოს მიუბრუნდა. -რაც მან თქვა სიმართლეა? -ახლა არა, მაგრამ ერთ დღეს მოგიყვებით ამ ისტორიას. მარიმ შაკოს შეხედა ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -მაპატიე, ვიცი ერთ დღეს სიმართლე გაირკვევა და მე ბევრს შევზიზღდები, მაგრამ მე გავაკეთე ის რასაც ბევრი გვერს აუვლიდა. მე ვგმობ სიძულვილს, ვგმობ ბოროტებას და ვიცი რომ ურთულესი ადამიანი ვარ, მაგრამ არასოდეს მიფიქრია სხვის ბედნიერებაზე ჩემი ბედნიერების აგება. შევეჩვიე ცარიელ და უემოციო ცხოვრებას, მაგრამ ნენეთი შევივსე და მხოლოდ ის მყავს. -როდის იპოვეთ ნენე სისხლიანი და უგონო მდგომარეობაში. შაკო მარის თვალს არ აშორებდა, უყურებდა და მისი პასუხის მოლოდინში გული უკანკალებდა. -გთხოვთ ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებთ. თქვა და წყალი მოსვა, ხელი უკანკალებდა და ბექამ შაკოს შეხედა. -მე უნდა წავიდე. მარი წავიდა და შაკო ისევ უძრავად იჯდა და ბექას ხმა შორიდან ესმოდა. -რას ფიქრობ შაკო. -ვფიქრობ ვინ არის ქალი ვინც ჩემს სახლში ცხოვრობს, ჩემს საწოლში ძინავს და ნენე ჰქვია, მაგრამ ვინ არის ქალი ვინც მარიმ იპოვა სისხლიანი,გადაარჩინა და მასაც ნენე ჰქვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.