შენ ჩემი სამყარო გააფერადე (2)
7 საათი ხდებოდა ნინიმ რომ მიწერა გამოგივლი და ერთად წავიდეთ კაფეში , დანარჩენებიც მოვლენო. ნენემ მომზადება დაიწყო.თმა გაიშალა შავი ჯინსი , თეთრი მაისური და ფეხზე ‘’all starebi’’ ჩაიცვა , ჟაკეტიც შემოიცვა და სახლიდან გავიდა. სადარბაზოსთან ნინი ელოდებოდა. -ეი რა კარგად გამოიყურები , გიხდება გაშლილი თმა-შეაქო ნინიმ მეგობარი და თბილად გაუღიმა. -შენც ძალიან კარგად ხარ - არა ნაკლები სითბოთი უპასუხა ნენემ. -კარგი წამო თორემ დავაგვიანებთ და რა გაუძლებს მერე ბავშვების წუწუნს-ნინიმ ხელმკლავი გამოსდო ნენეს და ქუჩას გაუყვნენ.მალე კაფეშიც მივიდნენ.ნინიმ თავის მეგობრები რომ დაინახა გახარებულმა შეჰკივლა.ნენე ცოტა მორიდებით იდგა მის უკან და ელოდებოდა როდის გააცნობდა ბავშვებს. -გაიცანი ნენე ესენი ნიკო , დემე, გიო, სალი და თაკოა , ჩვენი კლასელები და ჩემი უახლოესი მეგობრები-უთხრა ნენეს და სათითაოდ მიუთითა ბავშვებისკენ- ხო მართლა თაკო და დემე შეყვარებულები არიან - გადაუჩურჩულა კისკისით ნენეს და ორივემ კუთხეში მჯდარ წყვილს გახედა რომელიც ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ. -ძალიან სასიამოვნოა, მიხარია თქვენი გაცნობა ბავშვებო, იმედია გავუგებთ ერთმანეთს- მორცხვად გაუგიმა ნენემ მათ. -აბა რაა დღეიდან უკვე შენც ჩვენი მეგობარი ხარ - აღფრთოვანებით წამოიძახა ნიკომ და გოგოს მსუბუქად მხარზე ხელი დაჰკრა.საღამო კარგად მიდიოდა ბევრს მხიარულობდნენ, კისკისებდნენ, ერთმანეთის შესახებ რაღაცეებს ყვებოდნენ . თუმცა ნენე იცინოდა მაინც სევდა უდგებოდა თვალებში.ის დღე გაახსენდა დედასთნ და მამასთან ერთად კაფეში რომ იჯდა და ნაყინს მიირთმევდნენ, როგორი ბედნიერი და ლაღი იყო მაშინ.გოგო ფიქრებს მიეცა. რას არ დათმობდა რომ ისევ ენახა დედ-მამა, ჩახუტებოდა , მათი ხმა გაეგო და შეხება ეგრძნო, დედის ღიმილი დაენახა , როგორ უხდებოდა ღიმილი, ისე უბრწყინავდა თვალები როცა მამას უყურებდა,მათ კი ისე უყვარდათ ერთმანეთი..ნენე ბევჯერ გაიფიქრებდა ხოლმე ნეტავ მეც ეგეთი გულწრფელი და უანგარო სიყვარული მაპოვნინაო.ფიქრებიდან თაკოს ხმამ გამოაფხიზლა. -ეიი სად დაფრინავ - სახესთან ხელია აუქნია -ბოდიში ჩავფიქრდი- შეეცადა გაეღიმა და ისე უპასუხა თაკოს.ნინიმ შეხედა მის სევდიან სახეს და მიხვდა რაშიც იყო საქმე.თუმცა ერთი დღეა ჯერ რაც იცნობს მაგრამ მაინც შეძლო მისი გრძნობების გამოცნობა. ამ ორს რაღაც განსაკუთრებულად ესმოდა ერთმანეთის.ნენემაც ხომ გულწრფელად გაუმხილა თავისი ტკივილის შესახებ, როცა ამაზე არასდროს საუბრობდა. -არაუშავს -უთხრა ნინიმ და ისე შეხედა ნენეც მიხვდა რომ იცოდა რაშიც იყო საქმე. თითქოს თვალებით უთხრა ‘’მიგიხვდი შენი სავდის მიზეზს’’. საღამომ მშვენივრად ჩაიარა , მართალია ნენე ცოტა დასევდიანებული იყო მაგრამ მაინც არ ჩანდა უკმაყოფილო. სახლში რომ დაბრუნდა 10 საათი ხდებოდა. თეო ჯერ კიდევ სამსახურში იყო, ნენეს გაახსენდა დეიდის დანაბარები ‘’დღეს დამაგვიანდება არ მელოდო დაიძინე’’ რომც სდომოდა დალოდება ისე გადაღლილიყო რომ მაინც ვერ შეძლებდა. ოთახში შევიდა საღამურები ჩაიცვა და ლოგინში შეწვა.მელევე ჩაეძინა. -ღმერთო როგორ დავიღალე- ამოილუღლუღა თეომ და მდივანზე მიესვენა. დაღლილს იქვე დაეძინა.2 საათი ხდებოდა ნენე წყლის დასალევად რომ გამოვიდა და დაინახა მდივანზე სიცივისგან მოკუნტული დეიდა. -დეიი გაიღვიძეე- შეეცადა ნენე მის გაღვიძებას. -ოოუუ, ჩამძინებია. რომელი საათია?- თვალების ფშვნეტით ამოთქვა თეომ და ნენეს შეხედა. -ორი საათია ადექი მიდი დაღლილი ხარ და ლოგინში დაწექი- მზვრუნველი ტონით უთხრა დიშვილმა. -კარგი წავალ დავიძინებ - წამოდგა და ისიყო უკვე უნდა გასულიყო ოთხიდან რომ მოტრიალდა- მითხარი ძვირფასო როგორი იყო სკოლის პირველი დღე? -კმაყოფილივარ. კარგი ბავშვები არიან რამოდენიმე მათგანთან ერთად საღამოს კაფეშიც ვიყავი.ნინიმ გამაცნო ყველა, მასთან ძალიან დავახლოვდი ამ ერთ დღეში . მერე აუცილებლად გაგაცნობ მოგეწონება- გაუღიმა ნენემ. - დეი, ძალიან მიხარია რომ ასე მალე გამონახე საერთო ენა ბავშვებთან და ნინისაც აუცილებლად გავიცნობ. ეხლა კი წავალ დავიძინებ დილით ადრე უნდა ავდგე- შუბლზე აკოცა ნენეს და ტკბილი ძილი უსურვა. დილით დეიდა უკვე წასული დახვადა და ამიტომ მარტომ ისაუზმა. ცოტახანში ნინისაც მიწერა გამომიარე და ერთად წავიდეთო. მოემზადა ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა. ნინი დაბლა ელოდებოდა. ნახა თბილად მოიკითხეს ერთმანეთი და სკოლისკენ წავიდნენ. სკოლაში საინტერესო არაფერი მომხდარა , გაკვეთილები უკვე ჩვეულ რეჟიმში ტარდებოდა. სკოლის შემდეგ მეგობრები კაფეში იკრიბებოდნენ ხოლმე. თუმცა ნენე ხშირად უხასიათოდდ იყო და არუნდოდა მათთან ერთად წასვლა , მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნის წინააღმდეგ ვეღარ მიდიოდა და მაინც თანხმდებოდა. ასე გავიდა ერთი კვირა , ერთი თვე დრო მიდიოდა მაგრამ ნენესთვის ბევრი კარგი რამ მოჰქონდა. მეგობრები , მათი მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული , რომელსაც არანაკლებით პასუხობდა. -ნენე არგინდა დღეს ჩემთან ამოხვიდე?-- პასუხის მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ნინი. -კიი რატომაც არა, მეცადინეობას რომ მოვრჩები ამოვალ. ნინიმ სიხარულისგან როგორც ჩვეოდა შეჰკივლა. -ძალიან კარგი, დედაჩემი და ჩემი ძმაც დღეს სახლში იქნებიან და გაგაცნობ. - კარგი მაშინ 6 საათისკენ შენთან ვიქნები- თბილად შეხედა და თან დააყოლა - იცოდე საუკეთესო ყავა უნდა დამახვედრო როგორიც მე მიყვარს - და საჩვენებელი თითი დაუქნია. ამაზე ორივეს გაეცინათ. ექვსი ხდებოდა ნენემ მოსაცმელი აიღო და სახლიდან გამოვიდა. ჯერ მაღაზიაში შევიდა და ტკბილეული იყიდა , იფიქრა პირველად მივდივარ თან გავახარებ ნინისაც , ის ხომ გიჟდება ტკბილეულზე.გამყიდველს ფული გადაუხადა მაღაზიიდან გამოვიდა და ტროტუარს გაუყვა.ლიფტში შევიდა მეექვსე სართულს დააჭირა და ლიფტიც დაიძრა. დააზარუნა და საკეტის ხმაც გაისმა, კარი გაიღო და ნინამ შეჰკივლა -ნენეე მოხვედი, შემო მიდი რას დგახარ. მისაღებში შეიყვანა - არმოგერიდოს რა როგორც საკუთარ სახლში ისე მოიქეცი- ჩვეული ღიმილით გაუღიმა ნენეს. ამდროს ოთახში ნინის დედა შემოვიდა ლალი. -დეე გაიცანი ეს ნენეაა -გამარჯობა- მორიდებულად მიესალმა ნენე ლალის. -გაგიმარჯოს შვილო, ესეიგი შენ ხარ ის სახელგანთქმული ნენე რომელზეც სულ ლაპარაკობს ნინი-თბილი დაბალი ტონით უთხრა ლალიმ და გაეცინა. -იმედია მხოლოდ კარგი გესმით-გაეცინა ნენესაც. -კარგით ჰო თქვენ იჭორავეთ და მე გავალ ყავას გავაკეთებ. მოიცა ეს რა არის?- დახედა მაგიდაზე დადებულ ყუთს. -უი სულ დამავიწყდა, ნამცხვარია ვიფიქრე ყავას მოუხდებათქო- ეშმაკურად გაიღიმა ნენემ. -მმმ როგორ მიყვარს- ყუთს ხელი დაავლო და სამზარეულოში შეირბინა. -ნენე არიყო საჭირო შვილო-თავი უხერხულად იგრძნო ლალიმ. -არა როგორ გეკადრებათ ლალი დეიდა. ამდროს კარის ხმა გაისმა და ოთახში ორი ახალგაზრდა გამოჩნდა და 2 წყვილი ინტერესის თვალი მიაშტერდა ნენეს. -ვაა ესენი ვინ მოსულან -გახარებულმა წამოიძახა ნინიმ და ყავის ფინჯნები მაგიდაზე დააწყო.ერთერთთან მივიდა და გადაკოცნა მოიკითხა. -ჰო მართლა გაიცანით ბიჭებო ეს ჩემი მეგობარია ნენე-და ხელი მისკენ გაიშვირა- ესენი კი ჩემი ძმა გიო და მისი ძმაკაცი გაბრიელია, ნუ შემოკლებით გაბის ვეძახით და შეგიძლია შენც ეგრე მიმართო- ჩაიხითხითა ნინიმ და გოგონას გვერდით მიუჯდა. -გამარჯობა-ორივე ერთდროულად მიესალმა ნენეს.-სასიამოვნოა შენი გაცნობა -გაუღიმა გიომ გოგოს. -ჩემთვისაც- მორცხვად უპასუხა ნენემაც. -აუ ნიინ ჩემო სიცოცხლე- ასე რომ დაიწყებდა გაბი მიმართვას ნინი უკვე ხვდებოდა რომ რაგაც უნდოდა. -ყავა ხოო? - მიუხვდა სურვილს ნინი-ხო კაი გაგიკეთებთ თქვენც -წამოხტა მდივნიდან და სამზარეულოში გავიდა.ამდროს გიომ დროიხელთა და ნენეს მიუსკუპდა გვერდით.-ნენე , ნენე- რამდენჯერმე გაიმეორა ბიჭმა და თვალებში მიაშტერდა.ნენე დაიძაბა, თავი უხერხულად იგრძნო შერცხვა და ლოყები შეუფერადდა.გიოც მიუხვდა და გულიანად გაიცინა.-კარგი ხო რაიყო რა სახე გაქვს, კარგი გოგო ჩანხარ და იმედია ვიმეგობრებთ ბოლოსდაბოლოს ჩემი დის მეგობარიხარ -გაუღიმა გიომ.გაბი ამყველაფერს აკვირდებოდა,გოგოს აწითლებულ ლოყებს რომ ხედავდავდა გულში ეღიმებოდა.ამდროს ფინჯნებით ხელში ნინი შემოვიდა . -ოხოხო მოკლედ რაკარგი დაიკო მყავს რა- სიამაყით თქვა გიომ . -ეს რომ არა ყავას ვინ მომიდუღბდა- დაამატა გაბიმაც. შექებამ გაათამამა ნინი. -ნენეც არანაკლები მყავს რომიცოდეთ- და ეშემაკურად გადახედა გაბის. -ეჭვიც არ გვეპარება მაგაში -სიეშმაკეს მიუხვდა და ნენეს გადახედა რომლიც ყავის ფინჯანს დაჩერებოდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. -ეი რა გჭირს-მხარი მიჰკრა გიომ და გოგოც გამოფხიზლდა- იცოდე ჩვენ გვერდით მოწყენილი არ დაგინახო , ან როგორუნდა მოიწყინო ადამიანი პოზიტივი გიმშვენებს გვერდს-თავი შეიქო ბიჭმა.ნენეც გაამხიარულა გიოს ასეთმა სითამამემ და დამოკიდებულებამ.ყავას და ნამცხვარს მიირთმევდნენ , საუბრობდნენ , იცინოდნენ. გაბი დროდა დრო გახედავდა ხოლმე ნენეს როგორ იღიმოდა და რაღაცნაირად მასაც ეღიმებოდა.... ესეც მეორე თავი იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.