შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ აისი XIV თავი


17-04-2022, 23:05
ავტორი n-strovet
ნანახია 1 631

ღვინის სავსე ჭიქით ხელში ვიდექი და ვუყურებდი შვიდად მომზერილ დათას, რომელიც საერთოდ არ ჩქარობდა და თითოეული წამით ტკბებოდა. სახლის ინტერიერს აკვირდებოდა, კმაყოფილებით თავს დააქნევდა და ღვინოს მოსვამდა. როდესაც მობეზრდა სიარული სახლის უკანა მხარეს დადგა, საიდანაც აუზი და განათებული ბაღი მოჩანდა. იქვე მდგარ მაგიდას ხელით დაეყრდნო და კიდევ ერთხელ მოსვა სასმელი. თავიდან ძალიან არ მომწონდა მისი, შესაძლოა ვთქვათ, სულელური საქციელი,მაგრამ შემდეგ დავჯექი მის ქმედებებს ვაკვირდებოდი. მას შემდეგ, რაც შევძელი ჩემი ხარჯებით ჯერ ქირით, შემდეგ კი ყიდვით საკუთარი ჭერი შემექმნა მარტოობა ძალიან კომფორტულლი ზონა გახდა ჩემთვის. ჩარლიც კი იშვიათად რჩებოდა ჩემთან,რადგან იცოდა, თუ როგორი მნიშვნელოვანი და კომფორტული იყო ჩემთვის მარტო ცხოვრება. ოდნავ ხმაურსაც კი ვერ ვიტანდი. ახლა,როდესაც დათა დაუკითხავად დადის ჩემი სახლის ოთახებში,მირღვევს მარტოობის იმ წესებს, რომელიც დაწესებული მაქვს იმის ნაცვლად, რომ ავდგე მოკლედ მოვუჭრა და დავასრული მოსათან ყველაფერი, გაჩუმებული ვაკვირდები და ქვეშ-ქვეშა ღიმილიც კი გამეპარება.ვერ ვხდები,რატომ მაგრამ დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნიდა მისი აქ ყოფნა. ძველი დრო გამახსენდა, გამოუცდელი ბავშვები,რომლებმაც ცხოვრების სირთულეებზე არაფერი იცოდა.
-კარგად მოწყობილხარ-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა, დივანათან მოვიდა და ისევ ჩემს წინ დაიკავა ადგილი.-მიხარა,მართლა, მთელი გულით-სიამაყის თვალებით შემომეხედა-აქედანა ისეთი უსუსური წახვედი,რომ მეგონა დაიკარგებოდი. კარგია,როდესაც საკუთარ თავს იპოივნი.
-მადლობა,დათა-მეც თბილად გავუღიმე და ოცნავ ღვინო მოვსვი-შენი ამბები კარგად არ ვიცი,მაგრამ როგორც გავიგე მთავარი ექიმი ხარ. საკმაოდ კარგი სახელი გაქვს,ეს შენ თავიდანვე გინდოდა.
-საინტეროა,რომ გახსოვს ის, რაც მე მინდოდა-მწარედ ჩაიცინა-უფროსწორად ნაწილი გახსოვს. ბევრი რამე მინდოდა და ვიბრძოდი,რომ მიმეღო. განსაკუთრებით შენი სიყვარული,რომელიც მიუწვდომელი აღმოჩნდა.
-მე მიყვარდი,იმაზე მეტად ვიდრე გამოვხატავდი.უბრალოდ, რაღაც მიზეზებისგამო მომიწია, რომ დამეთმე.
-ნუ სულელობ-ჩაიცინა-ხელი როგორ გაქვს?
-მადლობა,კარგად. რისთვის მოხვედი?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა-ალბათ,მინდოდა მენახე შენც და შენი შემდგარი ცხოვრება-კიდევ ერთხელ დაისხა ღვინო ჭიქაში-იმედია, შენი მამაკაცი ამას სწორად მიიღებს და ეჭვიანობის სცენებს არ გაგიმართავს-გვერდულად გაიცინა.
-ჩარლი არ არის ეგეთი,დამშვიდდი. ლონდონშია, ვერც კი გაიგებს ჩვენი შეხვედრის შესახებ. არ მთხოვს ჩავაბარო ჩემი ყოველი ნაბიჯი, რასაც საჭიროდ ვთვლი მხოლოდ მას ვეუბნები.
-კარგია,საბოლოოდ იპოვნე,როგორიც გინდოდა ისეთი-სარკასტულად წარმოთქვა.
-იმედია, შენც იპოვნე ისეთი,როგორსაც ეძებდი.-თბილად გავუღიმე-მომიყევი შენზე, რას საქმიანობ?
-მოსაყოლი დიდად არაფერია-მხრები აიჩეჩა-ექიმი ვარ, ვცდილობ სხვისი სიცოცხლე ვიხსნა. პირადშიც არსებობს ერთი ადამიანი,თუმცა რამდენად ისარის ვისაც მე ვეძებ ამას ვერ გეტყვი-ინტერესით შემათვალიერა-სრულიად სხვა ხარ, ცხონებული მამაჩემისთვის, რომ დამეჯერებინა და საძებნელად წამოვსულიყავი ვერც კი გიცნობდი.
-დათა გავიზარდე-გავიცინე,თუმცა, როგორც კი დათას ნათქვამი გავიაზრე ღიმილი სახეზე შემაშრა-მიცადე,რას ნიშნავს ცხონებული მამაჩემი? არ მითხრა, რომ..
-კი,ჩემი კონსტატნინე აღარ არის. სიმსივნემ სიმსინემ დამიჩაგრა ეს მთა კაცი-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.თქვენთვის არ ვიცი,მაქვს თუ არა ნათქვამი,მაგრამ კოტე ის ადამიანი,იყო რომელსაც პატივს ვცემდი და მიყვარდა უზომოდ. იმის მიუხედავად,რომ მე მისი რძალი აღარ ვიყავი, ყოველთვის ვფიქრობდი და ტკბილად ვიგონებდი მას. ჩემთვის ძალიან დინჯი და თბილი ადამიანი იყო,არ მალავდა მის სიყვარულს ჩემდამი და ასევე დიდ პატივისცემას იმის მიუხედავად,რომ ბავშვი და მასზე ძალიან პატარა ვიყავი. ხშირად მარიგებდა,მესაუბრებოდა ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე და მელანოსთან ბრძოლაში მუდამ ჩემს გვერდით იდგა. ყოვლთვის მეუბნებოდა,რომ მისი პატარა და ნანატრი ქალიშვილი ვიყავი. კინოს კადრებივით გამიელვა თვალწინ ამ ყველაფერმა, თავი ვერ შევიკავე,ჩემს თვალებიდან ის ტკივილის დამადასტურებული მლაშე,ცხარე სითხე გადმოვიდა.
-მელანო, როგორ არის?-ჩახშობილი მხით შევეკითხე.
-მამას სიკვდილის შემდეგ სრულიად დაიკარგა,საკუთარ თავში ჩაიკეტა. მე და თიკა ხშირად დავდივართ მასთან,ცოტა მაინც, რომ მოვიყვანოთ ხასიათზე.
-ძალიან მეტკინა გული,მართლა,კოტე ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ჩემთვის. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებდა ერთმანეთთან-მზერა ავარიდე.იმის მიუხედავად, რომ ასეთი მძიმე საუბარი იყო ყურადღება ქალის სახელზე გავამხვილე,რომელიც ჩემთვის უცნობი იყო. დათას და არ ჰყავდა, მისი ახლობლებიდან კი თიკა არავინ იყო.
-ჰოომ…-კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა-ღვინო არ გაქვს სახლში?
-კი,მაგრამ ბევრი მოგივა-ცარიელი ბოთლოი გამომიწოდა და დივანზე გადაწვა. თახმობის ნიშნავ თავი დავუქნიე. ჩემს მეგობრებს ძალიან უყვარდა ღვინო, ამიტომ სულ მქონდა მომარაგებული. ისინიც ხშირად ღვინით ხელში მოდიოდნენ და საჩუქრად მიტოვებდნენ საკმაოდ ძვირადღირებულ სასმელებს . იმის მიუხედავად,რომ ჩემი მეგობრების 90% აქ არ ცხოვრობდნენ და მეც დროებით ვიყავი ჩამოსული ჩემი კოლექცია ისეთი მდიდრული არ იყო,თუმცა იმის გამო, რომ შეხვედრებს შეძლებისდამიხედვით სახლში ვაწყობდი, მარაგი ყოველთვიას მქონდა. რამდენიმე წუთი მოუნდი ღვინოს არჩევას ბოლოს კი ჩემი მეგობრის წარმოებულ ღვინოზე გავაკეთე არჩევანი, თან ისეთი მე რომ მიყვარდა. წითელი მშრალი.
მისაღებ ოთახში ვბრუნდებოდი,როდესაც დათას ხმა გავიგე ვიღაც მანდილოსანს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, ფეხაკრებით მივეყდენი კედელს და მოსმენა დავიწყე.
“თიკა, ახლა გინდა, რომ მოვიდე?...არ ვიცი….იქნებ სხვა დროს, ახლა მნიშვნელოვან საქმეზე ვარ…….არ გეწყინოს….როდესაც მოვაგვარებ,კარგი მოვალ…მეც” ტელეფონი გაუთიშა მივხვდი, რომ თიკა მისი საყვარელი იყო. იმის გამო, რომ გავარკვიე ვინ იყო ლიკა ცოტა გავმხიარულდი,ღიღინით შევედი ოთახში, ღვინო მივაწოდე, რომ გაეხსნა და ჭიქა მივუწიე. “გადავწყვიტე მეც ცოტა დავლიო’
მას შემდეგ კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, დავიწყე ჩემი ისტორიის მოყოლა ,ცოტა ჩარლიზეც მოვუყევი, თუმცა ძირითადად მაინც, როგორ მივაღწიე ამდენს იმაზეე გავამახვილე ყურადღება. მანაც მომიყვა, როგორ შეიცვალა ყველაფერი საქართველოში და ქვეყანასთან ერთად, როგორ გაიარეს მოსახლეობამ ევოლუცია. არაფერი არ უთქვამს თიკაზე ან რომელიმე გოგოზე,რომელიც ჩემს შემდეგ ყოლია.ძირითადად ჩემზე და მის კარიერაზე ვსაუბრობდით, ასე დაიცალა შემდეგი ბოთლი. ამჯერად თავად გადაწყვიტა არჩვა მე კი გზა ვაჩვენე. “აირჩიე და ამოდი,მანამდე ტელეფონს დავტენი” მივაძხე უკან უნდა ამობრუნებულიყავი,მაგრამ გამაჩერა.
-ჩარლი იმდენად გიყვარს რამდენადაც მადლიერი ხარ?-მისმა შეკითხვამ გაოცება გამოიწვია ჩემში. ვერ მივხდი, რა შემეძლო მეპასუხა ან რას მოელოდა ჩემგან. არაფერი მითხვამ, ზემოთ ავედი, სატენი და ტელეფონი მოვიძიე და დასამუხტად დავდე “როდის გამოირთო?” გაკვირვებით დავხედე დასამუხტ ტელეფონს და საათს გავხედე. პირველი სრულდებოდა ჩვენ კი ნელ-ნელა უფრო ვთვრებოთ. “როდემდე აპირებს აქ დარჩენას?”
ბოთლით ხელში ისევ შემოვიდა და წინ დამიდგა.
-კითხვაზე ჯერაც არ გიპასუხია
-მისმინე,არ ვიცი,რა გამოძრავებს ან აქ რატომ მოხვედი. აშკარაა,რომ გყავს საყვარელი ადამიანი და მას სჭირდები. არ ვაპირებ ამ შეკითხვაზე გიპასუხო, იმიტომ რომ…-გავჩერდი და უბრალოდ მზერა ავარიდე, მან კი ხელი ნიკაპზე მომკიდა და თვალებში ჩამაშტერდა. მაიძულებდა მისთვის მაყურებინა და პირდაპირ მეთქვა, თუ რას ვგრძნობდი. მე კი მისი ზღვისფერი თვალების ყურებისას ვერც კი ვაზროვნებდი, ჩემი თავი არ ვიყავი და ნელ-ნელა უფრო სუსტი ვხვდებოდი იმისათვის,რომ ჩემს თავს შევწინააღმდეგებოდი.
-რატომ არ გინდა?-კიდევ უფრო დამაჯერებელი მზერით მაშტერდებოდა.
-იმიტომ, რომ არ მინდა, წარსულთან ჭიდილი-ჩემი სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის,რომ ის თავდაჯერებული მზერა წამის მეასედში შეეცვალა გაკვირვებით-შეიძლება მართალი იყო, ან არც,მაგრამ ერთადერთი, რაც ვიცი, ის არის, რომ წარსულთან ჩაბღაუჭება არ მინდა. მე აქ დავტოვე წარსული და ვცდილობ, ყველა ტკივილი იმ,ბნელ ოთხმოცდაათიანებში დარჩეს. რომც მიყვარდე,ყოველ დღე შენზე ვფიქრობდე, არ შემიძლია. არ მაქვს ძალა იმისსათვის,რომ კვლავ ვიბრძოლო. ვებრძოლო მელაანოს, დედაჩემს,შენს ახალ გოგოს და ჩემს თავს. სიწყნარე მინდა, შეიძლება სიხარულით ცაში არ ავიჭრა, მაგრამ სიმშვიდეში ვიქნები. ძალიან დიდი ვარ უკვე-დანანებით გავუქნიე თავი,თვალებიდან კი ის მოღალატე ცრემლი მოვიშორე, რომელიც ჩემსდაუკითხავად გამოჩენა გადაწყვიტა, მის წინაშე. ველოდი დათასგან საპასუხო სიტყვებს, თუმცა ხმას არ იღებდა. ბოთლი იქვე დახლზე დადო, წამის მეასედში მის მკლავებში მომაქცია და მხურვალედ დამაცხრა ტუჩებზე. ყველა გრძნობამ ერთიანად იფეთქა. ის ჟინი,განცდები,ჟრუანტელი, რაც თხუთმეტი წლის წინ ვგრძნობდი ისევ გაცოცხდა. იმ მომენტში ყველაფერი გავთიშე და ავყევი კოცნაში,რა თქმა უნდა,ალკოჰოლის ეფექტმაც თავისი გააკეთა. არ ვფიქრობდი,იმ თავშეკავებაზე, რაც მისი დანახვის შემდეგ განვიცდიდი, ერთი ხელის მოსმით წავშალე, ის ლექციები,რომელსაც ჩემს თავს ვუკითხავდი/ უბრალოდ ავდექი და გავაკეთე ის,რაც იმ მომენტში ჩემს გულს სურდა,უფროსწორად ჩვენს…
წლების შემდეგ თითოეული მისი შეხება, რაღაც ახალი,მაგრამ ამავედროს ნაცნობი იყო. ის კანის გრილი სურნელი,რომელიც ჩემს ნესტოებს წვავდა კვლავ ვიგრძენი, ისევ ისეთი,გამაგიჟებელი. იმ საღამოს არ არსებობდა საერთოდ არაფერი, მათ შორის დრო, არ არსებობდა დათა ან მელისა, იყო ორი ერთმანეთზე გაგიჟებული და მონატრებული ადამიანი,რომლმკებმაც გააშიშვლა გრძნობები და აღარ დამალა. ის ემოციები და განცდები მართლაც, რომ დაუვიწყარი იყო, როგორც ჩემთვის ასევე დათასთვის. იმ ღამეს ყველაფერი შესანიშნავად იყო. ერთმანეთისთვის ვიყავით ხილი,რომლებიც დიდი ხნის აკრძალვის შემდეგ გავბედეთ და დავაგემოვნეთ. სხეულების ერთმანეთში შეერთება და ასტრალში გასვლა.გრძნობებისა და ემოციების ერთმანეში არევა, შემდეგ კი ვულკანივით ამოფრქვევა. “შეუდარებელი და ერთადერთი ხარ, ჩემი ერთადერთ” გახშირებული ხმით ჩამსჩურჩულა. მხოლოდ მისმა ხმამა დამაბრუნა წამიერად რეალობაში და აღმოვაჩინე, რომ უკვე ჩემს ოთახში ვიყავიდა და საწოლზე ნახევრად შიშვლები ვიწექით. “დათა” მხოლოდ ამის აღმოთქვა შევძელი და მკერძე მივაბჯინე გაყინული ხუთი თითი.
-მითხარი, რომ ისევ გინდა, მე ამას შენს თვალებში მკითხულობ-თვალებში ჩაშტერებული მესაუბრებოდა, ცალი ხელი კი ქვემოთ საცვლისაკენ ჩაასრიალა. არც დავფიქრებულვარ პასუხის გასაცცემად. ეს ის დღე იყო. როდესაც მხოლოდ ჩემს გულს ვუსმენდი, ჩემს გულს კი მასთან უნდოდა..დაუფიქრებლად-მითხარი…
-მინდა…შენთან მინდა-კონცებს შორის დავუჩურჩულე და საპასუხოდ მთელი ძაალით ავეკარი სხეულზე
ერთად შევეგებეთ ემოციების ვულკანსა და საზეიმო ფეევერკებს,რომელიც სულ სხვა სამყაროშო გადააგვისროლა. გასაოცარი სამყარო, რომელშიც მხოლოდ მე და დათა ვიყავით და არავინ სხვა.
……
დილით მისმა ხმამ გამაღვიძა, თან ფრთხილად არხევდა ჩემს სხეულს. სასმლის გამო თავი დამძიმებული და გაბრუებული მქონდა, ძლივს გავახილე თვალები და გაბრაზებული სახით მომზერალ დათას შევანათე ჩემი ამღვრეული თვალები.
-უპასუხე ტელეფონს ან საერთოდ გათიშე, სანამ ავიღე და ხუთჯერ გაღვიძებისთვის ვაგინე, ანბანის მიხედვით-წინ გამომიწოდა ტელეფონი, გამოვართვი და დავხედე ბრაიანი იყო,როგორც ჩანს კლინიკის ამბავაზე რეკავდა. საათს დავხედე, რვა საათს უჩვენებდა ამ დროს წესით საჭმელს უნდა ვიმზადებდე ნავარჯიშები და შხაპმიღებული.
-შემდეგ გადაურეკავ,როდესაც გამოვფხიზლდები-თავი ძლივს ავწიე ფეხზე წამოვდექი და ხალათი მოვიცვი-ჯერ უნდა ვიბანაო-სარკეში ჩემს შესიებულ სახეს დავაკვირდი და დავიჭყანე. დათა ფეხზე წამოდგა,ქვემოთ ამოიცვა და ჩემთან მოვიდა. შეკუმშული კოპები გახსნა და ფართოდ გამიღიმა,ხელი წელშე შემომიცურა და კისერში სველი კოცნა დამიტოვა.
-ვინ არის?-დაბოხებული ხმით მკითხა, კისრიდან კი ქვემოთ ჩაცოცხდა.
-ჩემი პარტნიორია,საქმე აქვს თუ მაცდი გამოფხიზლებას კარგი იქნება-გახსნილი ხალათის შეკრა ვცადე, მაგრამ კვლავ გამიხსნა-ბევრი საქმე და სასაუბრო გვაქვს, მე კი სახლიდან მშიერი არ გავდივარ-ქვემოდან ავხედე-იმედია, რამის მომზადება იცი-გავუღიმე ტუჩთან ახლოს მოწყვეტით ვაკოცე და აბაზანაში შევედი.მართლაც ბევრი საქმე მხქონდა სწრაფად ვიბანავე ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. დათა მოწესრიგებული და სამზარეულოში მოფუსფუსე დავინახე მეც მასთან მივედი, ყავის აპარათან დავდექი და კაფსულებს ვარჩევდი დასალევად. თავჩახრილი ვიდექი და ველოდებოდი,როდის გამზადებოდა ყავა.მისკენ არც ვიხედებოდი და ხმასაც ვერ ვიღებდი. შორიდან გეგონებოდათ,რომ ვნანობდი ან მცხვენოდა ჩემი გუშინდელი საქციელის, თუმცა მშვენივრად ვიცოდი, როგორც მე ასევე დათაც, რომ არაფერს არ ვნანობდი. ჩემთან მოვიდა და მისკენ გამახედა მთელი ტანით შემომაბრუნა,რამდნეიმე წამი მაკვირდებოდა შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და ინტერსიანი თვალებით შემხედა
-ყოველთვის ასე რატომ ხდება?-დანანებით წარმოთქვა. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და გაკვირვებული ავხედე-მაშინ,როდესაც უზომოდ ბედნიერი ვარ და აღარაფერი მანაღელვებს ამ ცხოვრებაში, გიყურებ და ისევ იმის განცდა მეჩება, რომ ჩემითან ხარ. ისეთი თბილი შეგრძნება მაქვს,როგორც წლების წინ, მაგრამ გხედავ და სახე ჩამოგტირის მეტიც, ზედაც არ მიყურებ-ის ანთებული თვალები,რომელოიც დილით ჰქონდა ჩაქვრა და სევდა შერეოდა.
-ღმერთო ჩემო, არა.-გავიცინე-არ გეგონოს,რომ ვნანობ. უბრალოდ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ-უხერხულად ავიწურე -ჩარლისთან, ასე არ უნდა მმხდარიყო, ხო გესმი? თორემ არ იფიქრო, რომ ეს გუშინ მე არ მინდოდა ან სასმელის ბრალია-მისი სახე ხელებს შორის მოვიქციე-ახლა კი,ვჭამოთ-მოწყვეტით ვაკოცე და ბარს მივუჯექი.
…………….
იმ დღეს გადავწყვიტეთ,რომ ერთმანეთისთვის შანსი მიგვეცა მე ჩარლის ის კი თიკას დაელაპარაკებოდა და დაშორდებოდა. გადავწყვიტეთ, ჩვბენი ახალი ისტორია დაგვეწერა და თუ გამოვიდოდა,როდესაც ყველაფერში დარწმუნებული ვიქნებოდით მაშინ გავაგებინებდით მეგობრებბსა და ოჯახის წევრებს.
მას შემდეგ მე უკან ლონდონში მომიწია დაბრუნება, თვეების დაგრლოვილმა საქმემ ერთიანად მოიყარა თავი და სამი თვე ვერც კი გავიაზრე ისე გავიდა მუშაობაში. გადავწყვიტე კიდევ ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას შევერთებოდი,რომლიც მოიაზრებდა ბავშვების დახმარებას და დახსნას შიმშილისა და აქედან გამოწვეული დაავადებისაგან. იმდენი საქმე დამიგროვდა,ვერც კი გავფრინდი კლინიკის გახსნაზე და მხოლოდ ბრაიანი გავუშვი. მეგობრებიდან მხოლოდ ვიქტორიას ვუთხარი ჩვენი ამბავი და გავაფრთხილე, რომ არც შეემჩნია. ვერ გეტყვით, რომ გაუხარდა.
-მელისა,ისევ უკან დგამ ნაბიჯს შენ ხომ თქვი..
-ვიცი-გავაწყვეტინე-რომ დავინახე ის გრძნობები განახლდა თავს ვიკავებდი, გეფიცები,მაგრმა რომ გავიგე ვიღაც ყავდა…ხომ იცი, რა ეიგოისტიც ვარ?-გავუცინე-კარგი საღამოს გეჭორევაბი გოგონებიც მოვლენდა ეხლა უნდა გავიქცე თათბირზე მაგვიანდება-ჰაეროვანი კოცნა გავუგზანე და ლეპტოპი დავხურე.
თათბირი იმაზე დიდხზანს გაგრძელდა ვიდრე დაგეგმილი მქონდა, მთელი ოთხი საათ ვუიხსნიდი პარტნიორებს, თუ რატომ უნდა მოეცათ კლინიკასთვის ეს დანადგარები.
-ჩვენი კლინიკა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, გადახედეთ ჩვენს მონაცემებსა და სტატისტიკას. საუკეთესო მედ-პერსონალი გვყავს. პროფესორები,რომლლებიც მსოფლიოს უმაღლესი სასწავლლებელები ლექციის ჩასატარებლად იწვევენ. რამდენი განკურნებული და ფეხზე დამდგარი ადამიანი ყავს ჩვენს კლინიკას. შანს თუ მოგვცემთ და თვენ არაჩვეულებრივ გამოგონებას, ზუსტად ამ კლინიკაში ჩადებთ მერწმუნეთ, ჩვენ ყველანი კიდევ მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ. ეს კოლაბორაცია კი იდეალური იქნება,ისე გავაკეთებთ,რომ არცერთი მხარე არ იქ ნება უკმაყოფილო. აბა, რას იტყვით?-ამის შემდეგ კიდევ ბევრი ვისაუბრე,წავბიყვანე პრეზენტაცია და უამრავი დადებითი მხარე ვაჩვენე ჩვენთან პარტნიორობის. საბედნიეროდ დავითანხმე და კონტრაქტის პირობები გავაცანი, თუ რას ვითხოვდით ჩვენ, ასევე რას ითხოვდნენ ისინი და საბოლოო ჯამში ყველაფერი იდეალურად გამოვიდა-რამდენიმე დღეში შევხვდებით-გავუცინე და დავემშვიდობე. ჩემი კაბინეტისაკენ წავედი უკან კი ბრაიანი მომყვა.-აბა?-გასწორებული დავჯექი ჩემს სავარძელში-რას იტყვი,როგორი იყო?
-მოლაპარაკებები შენი ძლიერი მხარეა-თავი დამიქნია-ყოჩაღ! ყოველი შენი შედეგის შემდეგ ვრწმნუნდები,რომ არ შევცმდარვარ შენს არჩევაში-ქედი მოიხადა ჩემს წინაშენ.
-შენ ხარ ჩემი საუკეთესო პარტნიორი და კიდევ უფრო საუკეთესო მეგობარი-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
………..
როგორც ვთქვი საქველმოქმედო აქციაში დავიწყე აქტიურად ჩართვა. საბედნიეროდ ეს იყო მსოფლიო და მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნისათთვის არ იყო ორიენტირებული. რამდენიმე ქვეყანაში მეც,როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი მომიწია წასვლა და გასაუბრება დაინტერესებულ პირებთან. საბედნიეროდ დაემთხვა ბერლინში ყოფნისაას დათას ვიზიტი. ოთხი თვის შემდეგ პირველად ვნახე და ის ემოციები პეპლები მუცელში და ტანზე პატარა ჭიანჭველების სიარული კვლავ განახდა.
-აქ, რომ არ მენახე პირდაპირ შენთან მოვდიოდი-თბილად ჩამეხუტა
-ჰო,მეც ძალიან მომენატრე. უბრალოდ,ხომ ხვდები ჩემი ცხოვრება აქ არის საქართველოში არაფრი გამაჩნია,ამიტომ ვერ ჩამოვდივარ ხშირად-ლოყაზე ჩამოვუსრიალე ნაზად ხელი-მაგრამ შენ შეგიძლია აქეთ წამოსვლა-ნაზად გავუღიმე
-ეჰ…და როგორ ვიცხოვრო ჩემი გადარეული მეგობრების გარეშე?მელანოსაც ვერ მივატოვებ. შემთხვევით, ხომ არ გინდა ეგეც წამოვიყვანო-მაცდურად აათამაშა წარბები-როგორი იდეაა?-ლოყაზე ჩახუტებული ხელი თუჩისკენ ჩამოწია და ნაზად მაკოცა ხელის გულზე.
-არა იყოს-უკმაყოფილოდ დავიჭყანე და ხელი გამოვაცალე-არ მინდა, ისევ ისე მოხდეს-უხერხულად ავიწურე-მელანო კი არასდროს მიმიღებს,რადგან “მისი შვილი დავტანჯე”
-ეგეთი აღარ არის-მისკენ დამექაჩა და მეც კალთაში გადავითავსე-მელანო იმას მიიღებს ვინც მე მიყვარს, არ მიიღებს და ,არაუშავს, მოუწევს შეეგუოს ჩემს გადაწყვეტილებას. წლების შემდეგ კი შვილიშვილით ხელში,მოვა და გეტყვის, რომ საუკეთესო რძალი ხარ-თავის სიტყვებზე თავადაც გაეცინა. მეკი დანანებით დავაქნიე თავი იმის მანიშნებლად,რომ არაფერი ეშველებოდა-მისმინე,მე რამდენიმე დღე შემიძლია გამოვითავისუფლო-ნელ-ნელა დაიწყო ჩემი კისრის დაგამოვნება-შენც გამოითვისუფლო შენი მეტად მნიშვნელოვანი დრო-ლავიწზე ჩამოყრილი თმები ზურგზე გადამიწია.. თავად კი კისრიდან ლავიწის დაგემოვნებაზე გადავიდა-ავდგეთ და პარიზში გადავფრინდეთ ყოველნაირი ჟურნალისტებისა და დაცვის გარეშე-ჩემი ყბა თითებს შორის დაიჭირა-ცორტა რომანტიკა არცეთს არ გვაწყენს-მოწყვეტიც მაკოცა ტუჩებში.
-მაცდური წინადადებაა–კონაზე კოცნით ვუპასუხე.
………..
პარიზში გატარებული ის რამდენიმე დღე საოცრება იყო. იმის მიუხედავად, რომ ცალკე ჩემი სამეგობრო ცალკე კი დათას ძმაკაცები ყოველ ერთ საათში ურეკავდნენ,იმის გასაგებად თუ რატომ გადაწყვიტა ასე უეცრად გეგმები შეეშცვალა და კიდევ განეხარგძლივებინა ევროპაში ვიზიტი. ყველას ეგონა, რომ ისევ ბერლინში იყო, მანამ სანა პარიზის აეროპორტში მისი ნაცნობი არ ნახა, მან კი საქართველოში ჩასვლისთანავე არ თქვა ამ შემთხვევითი შეხვედრის შესახებ. მას შემდეგ ყველანი მორიგეობით ურეკავდნენ.
-ხო შეიძლება, რომ დამაძინოთ ეს დედა@@ლი?-დათას ღრიალმა გამომნიყვანა მორფეოსის სამყაროდან. შეშინებულმა სწრაფად გავახილე თვალები და გაფითრებული სახით დათას შევხედე.
“შენ მანდ ცეცხლოვან ღამეებს ატარებდე და ჩვენ გამოცნობანა ვითამაშოთ მთელი ღამე?”-ლამის ტელეფონში გამოუძვრა ლადო.
-მისმინე ძმაო ჩემო, საქმე მქონდა და ჩამოვედი, რა გინდა თქვენს გარეშე ფეხი ვერ გადავდგა?
“შენ რაღც სხვანაირად ჭიკჭიკებ ძმაო,ჩემო”-ეჭვის თვალით შეათვალიერა ლუკამ
“თიკასთან უეცარი დაშორება,გაბადრული სახე,ტელეფოში ხარ თავიდა და უცებ მოულოდნელი სტუმრობა სიყვარულისა და რომანტიქის ქალაში. კიდე ჩვენ გვაბოლებ არაფერი არ ხდებაო?”-არ ჩერდებოდა ლუკა-”რაღაცეებს ვხვდები და ვაი,თუ მართალი აღმოჩნდა”
“კარგი,ლუკა შეეშვი. დათა ძმაო, დაგვანახე, როგორ მოეწყე,როგორია შენი ოთახი”-გიორგი ჩაერთო საქმეში.
-ამ შუა ღამისას რომ არ ავდგე და არ მოგოწყოთ რუმ ტური არ შეიძლება?-ყველა ერთხმად უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია. დიდი დაჯინების შემდეგ მანიშნა, რომ სააბაზანოში შევსულიყავი. მე კი საპასუხოთ ზურგი ვაქციე, კარგად დავიფარე გადასაფარებელი და დასაძინებლად მოვემზადე. დათამ ტელეგონი იქვე დააგდო და ჩემთან მოვიდა.-ესენი არ მომეშვებიან. ორი ვარიანტი გვაქვს ან ადგე დაიმალო, რომელიმე ოთახში ან ერთად დავენახოთ და ვუთხრათ თუ, როგორი ბედნიერები ვართ. და ხო, როგორც შეამჩნიე არცერთ არჩევანში არ შედის გადაბრუნება და დაძინება-წარბები ზემოთ აზიდა.
-როგორც მეზიზღები, შენი დეგრადირებული ძმაკაცების ჩათვლით-დავუჩურჩულე უკმაოფილლოდ წამოვდექი ფეხზე და გასასვლელად მოვემზადე,როდესაც ხელი მომკიდა და ხალათი მომაწოდა,”შეგცივდება,მოიცვი”
თავად კი ტელეფონი მოიმარჯვა. მისაღებში ვიყავი და მესმოდა მათი შეძახილები თუ ვინ “ააგდო” ისეთი, რომელმაც საპრეზიდენტო ნომერი აუღო.
-ამ სასტუმროს მენეჯერი ჩემი პაციენტი იყო, პატივი დამდო და უფასოდ შემომიშვა-უხსნიდა დათა და მისაღებში გამოვიდა.
“ხო დავიჯერეთ”-ირონია არ დააკლო დიმიტრიმ. მისაღების დათვალიერება, რომ დაიწყო მე ისევ ოთახში დავბრუნდი და საწოლში შევწექი. რამდენიმე წუთში ისიც მოვიდა.
-დაიჯერეს რომ მარტო ხარ და არანაირი “sugar mammy” არ გყავს?
-არამგონია მაგათ რაიმე დაეჯერებინათ-ზურგიდან ამიკრო და ბეჭზე ნაზად მაკოცა-შენს გადაწყვეტილებას ვცემ პატივს, თორემ უკვე კარგა ხნის ნათქვამი მექნებოდა.
-ცოტახანს მხოლოდ მე და შენ მინდა ვიყოთ, ყველანაირი ხალხისა და დისტანციის გარეშე-ნახევარ მძინარამ ძლივ ამოვიღლუღე.
მეორე დღეს შევეცადეთ მაქსიმალური გაგვეკეთებინა დავიწყეთ რესტორანში და დავასრულეთ კლუბში. ძალიან ბევრი დავლიეთ და ვიცეკვეთ ვიგრძენი,როგორია იყო თავისუფალი ადამიანი ისეთი, რომელიც არავინ გიცნობს და საერთოდ არ აინტერესებს შენ ვინ ხარ, არც ის თუ ვინ გყავს გვერდით პარტნიორად. ეს ბედნიერება მაკლდა და დათას წყალობით მივიღე კიდეც. ბარში ყოფნისას, სამწუხაროდ, მამაკაცების თვალი ჩემზე იყო მომართული, დათამ პროტესტი გამოთქვა ჩემს კაბის სიგრძესა და დეკოლტეზე,მაგრამ მაინც შეცადა მამაკაცების მზერა გაენეიტრალებინა. იმის გამო,რომ არ სურდა ეს საღამო ჩემთვის ჩაეშხაბინა. ნერვების დასაწყნარებლად სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ბართან ვიჯექი და ჩემს კოქტეილს ვსვამდი, როდესაც ერთი უცხოელი მოვიდა გატეხილი ფრანგულით მესაუბრებოდა. როგორც აღმოჩნდა ეძებდა ბაზრობას, სადაც ფოტოაპარატების ყიდვას შეძლებდა. კავკასიელის აღნაგობა ჰქონდა და გამიკვირდა ინგლისურად ან რუსულად, რომ არ შემომთავაზა საუბარი. მადლობის ნიშნად ხელის ზურგზე მაკოცა, გამიღიმა და წავიდა.ზოგადად დამთხვევების მჯერა ამიტომ არ მიმიქცევია ყურადღება,მეორე დღესაც, რომ შემხვდა კავკასიელი მამაკაცი,მაგრმა ამჯერად მოშორებით. რამდენჯერმე კიდევ გამომელაპარაკა და რუკაზე, რამდენიმე მუზეომი შემომახაზინა. მითხრა,რომ ფრანგულად კითხვა არ შეეძლო. ყველაზე უცნაური ის იყო დათა,როგორც კი გვერდიდან მომშორდებოდა მხოლოდ იმ დროს მიახლოვდებოდა.
გამგზავრების წინა საღამოს ერთ-ერთ ძვირადღირებულ რესტორანში დამპატიჟა,საიდანაც ულამაზესი პარიზის ხედი და თვით საფრანგეთის სიამაყე ეიფელი ულამაზესი კოშკი მოჩანდა. ვახშმობის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტეთ, ბოლოს კი ეიფელის კოშკთან შეჩერდა. განათებულ ეიფელს ჩვენი არაჩვეულებრივი სამოსი ამშვენებდა. ღია ნაცრისფერი ბრჭყვიალებიანი კაბითა და დათა კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, მართლაც, რომ ულამაზეს ხედვს ვქმნიდით. იქვე გამვლელმა ბიჭმა,რომელიც ფოტოგრაფიით იყო გატაცებული ნებართვა ითხოვა, რათა ჩვენთვის ფოტოები გადაეღო. ჩვენც უპრობლემოდ დავთახმდით მშვენიერი მოგონების ნიშნად.
-არც კი ვიცი, საიდან დავიწყო-ნერვულად გაიცინა-ეს ძალიან დიდი ხნის წინ უნდა გამაკეთებინა, მაგრამ რადგან ჩვენი დაოჯახება ძალიან უცნაური აღმოჩნდა. უცნაურზე მეტად მტკივნეული-ლოყაზე ჩამომისვა ხელი-ყოველთვის ყველა მათ შორის მეც გეუბნებოდი,რომ ძალიან მიყვარხარ და ვცდილობდი ეს მეჩვენებინა. თუმცა არასოდეს არ მოვსულვარ და არ მითქვას ისე,როგორც საჭირო იყო. წარსულში თუ დავბრუნდებით,პირველივე დანახვისას შემიყვარდი და ვიგრძენი, რომ შენ ხარ ის ერთადერთი,რომელთან მიმართებაშიც ვხედავ ოჯახს,მომავალს. არ ვიცი,იცი თუ არა,რომ არ ვაპირებდი ყველაფერი ასე მომხდარიყო. შენი მოტაცება,ტანჯვა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო,მაგრამ იმ ნაძირალას გამო მომიწია ამ რისკზე წავსულიყავი. მაგიჟებდა იმის წარმოდგენა, რომ წაგიყვანდა და შეგეხებოდა. რაც იმ მომენტში სწორად მიმაჩნდა უბრალოდ ავდექი და გავაკეთე. აი,ასე ყველანაირი გააზრებების გარეშე. ყოველი შენი ცრემლი გულს მტკენდა და მეზიზღებოდა საკუთარი თავი, რამდენჯერმე გავიფიქრე კიდეც, იქნებ დამებრუნებინე და აღარმეყურებინა შენს ცრემლებზე, მომეცა თავისუფლება,მაგრამ ბიჭებმა გადამაფიქრებინეს. მობრუნებული, “დაწუნებული” გოგოს სახელით ცხოვბას და ტანჯვას აჯობებდა ისევ ისე დავრჩენილიყავით. შემდე დაიწო ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი დღეები,როდესაც შენი ღირსი გავხდი,მაჩუქე შენი გული და ვკითხულობდი შენს თვალებში იმ სიყვარულსა და სითბოს,რომელიც ძალას მმატებდა. შემდეგ იყო ბავშვი-მუცელზე ნაზად მომადო ხელი და აცრემლებული თვალებით შემომხედა-როგორ ველოდი,ეხლა როგორი დიდი იქნებოდა, ღმერთო ჩემო-ღრმად შეისუნთქა ჰაერი-მისმა დაკარგვამ გამანადგურა, ზურაბიც არ ჩერდებოდა და ერთიანად ვიფეთქე. თითქოს შემდეგ მოვგვარდით,ყოველშემთხვევაში ასე მეგონა-დანანებით ჩაიცინა-ბოლოს კი წახვედი. დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი,რომელიც წლები გაგრძელდებოდა. გამანდგურე და მიწაზე დამანარცხე. ბევრი გეძებე,ვათენე ღამეები, შეგიძულე შენ და საკუთარი თავი. მაშინ, როდესაც საბოლოოდ ამოვლუქე ჩემს გულში შენი სახელი და გრძნობები, ისევ ამირიე ყველაფეირ. იმ დღეს, როგორ მინდოდა გამეყვანე და შენს თითოეული ნაკვთს შევხებოდი.შემდეგ ჩარლიზე გავიგე და უარესი გრძნობა დამეუფლა. რამდნეიმე თვის უკან საბედნიეროდ დაასრულე ჩემი ჯოჯოხეთი და მინდა გითხრა,რომ მიყვარხარ! შენ ხარ ქალი,რომელმაც ჩემი გული აიღო და უბრალოდ ყველალნაირი კითხვის გარეშე მიისაკუთრა. შენი თითოეული ნაკვთი მიყვარს და ვერც კი აგღიგწერ ეს სიყვარული, როგორი უძიროა. ის, რასაც წლების წინ ვგრძნობდი არაფერი არ ყოფილა ამ შეგრძნებაზე რაც ახლა განმაცდევინე. უშენოდ ძალიან მიჭირს და შენი დაკარგვის მეშინია. ვეღარ გიშვებ და იმ სიხარულს, რაც შენ მანიჭებ ვერ ვმალავ. ეს გასაგიჯებელი გრძნობაა,სიგიჟეა.
მიყვარხარ ჩემი ზურმუხტისფერ თვალებავ.
ჩემი ხელები აიღო და ნაზად მაკოცა თითებზე.
-ვერც კი წარმოიდგე, როგორ თავდაყირა დამიყენე ცხოვრება. ის გეგმები, რაც კი მქონდა სრულიად აურია და გრძნობები? ყველანაირი ლექცია,შეზღუდვები,დარიგებები,რაც ჩემს თავს ვუწესებდი უბრალოდ აიღე და ნაგავში მოისროლე. არ ვიცი,ჩემთვის პარადოქსია,მაგრამ მეც უზომოდ მიყვარხარ-გავუღიმე და მის ტუჩებს დავეწაფე.
……….
პარიზის ულამაზესი დღეების შემდეგ ისევ ჩვენს საქმეს დავუბრუნდით, მე ინგლისში დათა კი საქართველოში დაბრუნდა. როდესაც დრო გვქონდა ერთმანეც ვურეკავდით და თუ ვინმე არ გაგვაწყვეტინებდა შეგვეძლო მთელი დღე გვესაუბრა და გვეყურებინა ერთმანეთისთვის. ერთ დღესაც დათას გახარებული სახით ვუთხარი,რომ საქართველოში ვბრუნდებოდი საქმიანი ვიზიტით და შევძლებდი მინიმუმ ერთი თვე მიანც დავრჩენილიყავი.
საქართველოში,როგორც კი ჩავედი გოგონები ვნახე. უკვე კარგად გაბერილი ქრისტინეც და გიორგი,რომელიც თავზე დაფოფინებდა. მართალია, რასაც ქვია მეგობარი ვიქტორიასთან მქონდა მხოლოდ ეგეთი ურთიერთობა და ჩემს უცხოელ მეგობრებთან, მაგრამ ქრისტინე,ეკა,მერი, როგორც ჩემი ბავშვობა ძალიან მიყვარდა და ვცდილობდი ძვველებურად თუ არა,მაინც კარგი ურთიერტობა დამეჭირა.
ჩამოსვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში ჩემმა მეგობარმა თავისი ბრენდის უიბილეზე დამპატიჟა. მე და დათას საერთო მეგობარი აღმოჩნდა ნიკოლოზი,მაგრამ იმის გამო, რომ ბიჭების მეგობარიც იყო მათაც ქონდათ წვეულებაზე წამოსვლის პატივი. სამწუხაროდ ერთად წასვლაზე უარი განვაცხადე,რაზეც დათას პროტესტი მოჰყვა. ისეთ პიკზე იყო ბიჭებს ურეკავდა, რომ პირდაპირ ტელეფონიდან ეთქვა მე და მელისა ერთად ვართ და მოლოცვებს შემდეგ მივიღებთო,მაგრმა გადავაფიქრბინე. წვეულებაზე მარტო წასვლა ნამდვილად არ მინდოდა,თანაც ორი მოსაწვევი მქონდა ამიტომ ჩემს აქაურ უცხოელ მეგობარს ლოგანს დავუკავშირდი და ისიც, როგორც წვეულებებისა და ალაფურშეტების დიდი მიყვარული სიამოვნებით დამთახმდა. არ დამავიწყდება დათას სახე, როდესაც ლოგანთან ერთად დამინახა. მიკვირს, როგორ შეიკავა თავი და არ მოვიდა ჩვენთა. ბიჭებს მივესალმე, რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ დათას გასაგონად გავაცანი ჩემი მეგობარი ლოგანი,რომელიც ამ წვეულებაზე ჩემი პარტნიიორი იქნებოდა. როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი,რომელიც თითქმის ყველანი თავისთვის არიან,ალაფურშეტი,წყნარი კლასიკური მუსიკა. მე ცოტახნით აივანზე გავედი, რამდენიმე წუთში კი დათა ამომიდგა გვერდით.
-აი, ამ სცენისთვის ძლიან,ძლაიან დაისჯები-კბილებში გამოსცრა.
-ვერ მივხვდი-გავიცინე-მარტო წამოსვლა ძალიან მეზარებოდა,თან ლოგანი მართლა ჩემი დიდიხნის მეგობარია
-შენს მეგობარ ლოგანზე გავისაუბრებთ დაახლოებით ერთ საათში.
-ჯერ სახლში წასვლას არ ვაპირებ-გავიცინე
-არც მე-ჩაახველა და აქეთ-იქეთ გაიხედა.
-წავედი, მოიწყენდა ლოგანი-ნაზად გავუღიმე-ჭკვიანად-უკანალზე ხელი მივარტყი და მარტო დავტოვე. შიგადაშიგ უკან ვიხედებოდი დათასკენ და ვიცინოდი. უკან ყურებისას კი მამაკაცს შევეჯახე-უკაცრავად, ჩემი ბრალია.
-არაუშავს-მოკლედ მომიჭრა. სახეზე შევხედე, მან მზერა მომაცილა და მალევე გამეცალა. მე კი კითხვის ნიშნის ქვეს დამტოვა. ძალიან გავდა, როგორც ხმით ასევე აღნაგოვით იმ კავკასიელ მამაკაცს,რომელიც პარიზში არაერთხელ შემხვდა.
-აი,სად ყოფილხარ. გეძებდი-ლოგანის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდა.
პრეზენტაციასა და ნიკოლოზის სიტყვას დავესწარი, დაახლოებით ორი საათი მაინც გაგრძელდა ეგ ყველაფერი წასვლა გადავწყვიტე. ნიკოლოზს გავესაუბრო ვუთარი,რომ ძალიან მიხარია მისი წარმატება და ბოდიში მოვუხადე,რადგან მალე უნდა წავსულიყავი ბევრი საქმეები მქონდა ხვალისთვის. მანაც გულით გადამიხადა მადლობა. წასასვლელად მოვემზადე,თვალებით დათას ვეძებდი,რომ მენიშნაბინა. გასავლელისკენ გავედი, როდესაც ვიღაც მამაკაცის ხმამ შემაჩერდა.
-ქალბატონი მელისა ბრძანდებით?-მისკენ გავიხედე და ისევ ის მამაკაცი იყო, რომელსაც რამდენიმე საათის უკან შემთხვევით დავეჯახე. აღნაგობაზე და ცილინდრზე ვიცანი,რომელიც ეხურა. რატომღაც ამომიტივტივდა გონებაში, რომ ის კავკასიელი მამაკაციც ყოველთვის ცილინდრი ეხურა.
-დიახ
-მე ზურა ვარ-ხელი გამომიწოდა, მეც ჩამოვართვი-როგორც ვიცი, ფსიქოლოგი ხართ თქვენი დახმარება მჭირდება-მავედრებელი მზერა მომანათა-შენობის გვერდით ჩემი მეგობარია,რომელსაც ნერვული შეტევა აქვს. ბავშვი დაკარგა, ძალიან განიცდის განსაკუთრებით ნერვიულობს, როდესაც ფეხმძიმეს ხედავს. მისგან საუბედუროდ აქ, რამდენიმე ფეხმძიმე ქალბატონი დაიარება და ნერვებმა უმტყუნა. იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება, არც კი მისმენს არც მის მეუღლეს, რომელიც ჩახუტებული ჰყავს და ცდილობს არ გაუშვას,თავი,რომ არ დაიზიანოს…გთხოვთ,დაგვეხმაროთ.
იმდენად შოკში ჩამაგდო მისმა ამბავმა,რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო უპრობლემოდ დავთანხმდი და გავყევი. შენობას საკმაოდ გამოვცდით გოგონა კი არასად ჩანდა. “მარცხნივ უნდა შევუხვიოთ” უკნიდან მომაძახე. მეც ბრძანებას გავყევი და ჩიხში შევედი, სადაც ძალიან ბნელოდა.
-მოიცა,აქ…სად…სად არის გოგონა-მისკენ გავბრუნდი და განცვრიფებული შევხედე
-არ არის-მხრები აიჩეჩა და ხმა დაათბო-მაპატიე მელ-უცებ მიმიზიდა მისკენ და ნაჭერი ამაფარა ცხვირზე,რომელსაც იმდენათ ძფრსი სუნი ჰქონდა პირდაპირ ტვინს მიკლავდა. ბოლოს, რაც შევძელი ხელფეხის აქეთ-იქეთ გაქნევა იყო თავდაცვისთვის, შემდეგ კი წყვიადი ჩამოწვა.


........
მაპატიეთ დაგვიანებისთვის.
იმედია,მოგეწონებათ და როგორმე ავანაზღაურებ იმ დაკარგულ დროს.



№1  offline წევრი მე მინე

ახლა წავიკითხე მთლიანად და აღფრთოვანებული ვარ,როგორ გაიზარდა ისტორია თავიდან თავამდე,პერსონაჟები მოკლედ ძალიან კარგი,საოცრად სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია არის.ველოდები კულმინაციას❤
--------------------
მ.კ

 


№2  offline წევრი n-strovet

მე მინე
ახლა წავიკითხე მთლიანად და აღფრთოვანებული ვარ,როგორ გაიზარდა ისტორია თავიდან თავამდე,პერსონაჟები მოკლედ ძალიან კარგი,საოცრად სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორია არის.ველოდები კულმინაციას❤

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent