შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება (თავი მეათე)


19-04-2022, 16:16
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 4 822

დავითი დილიდანვე თავგზააბნეული იყო, კატო გაურბოდა, რეალურად ვეღარ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ამ გოგოს მორჯულება, არც სიცივე შველოდა და არც სითბო, ხვდებოდა რომ კატოს საქციელს ჭკუიდან გადაყავდა. ვერანაირი საქციელით ვერ იმორჩილებდა.

- კატო კაბინეტში გელოდები-სპონტანურად აკრიფა ნომერი და როგორც კი გოგოს ხმა გაიგო ოთახში იხმო. კატოც მოხდენილი მანერით წამოდგა თავისი სამუშაო მაგიდიდან და დავითის კაბინეტის კარი შეაღო.
- გისმენ დავით- განსაკუთრებით ოფიციალურად მიმართა ქმარს
- კარს არ მიხურავ ? საბუთებიდან თავი არ აუწევია ისე მიმართა ქალს და ყელზე მობჯენილი ბრაზი ძლივს გადაყლაპა
- შეხვდი დღეს პარტნიორებს ?- ღვარძლიანად გამოკვეთა სიტყვა პარტნიორები მამაკაცმა და კატოც დააბნია
- დიახ შევხვდი.
- კვირის ბოლომდე გაძლევ დროს რომ შენი საქმეები ელენკას გადააბარო, სამსახურიდან განთავისუფლებული ხარ , კომპანია კი ყველანაირ კომპენსანციას აგინაზღაურებს- გამარჯვებული მშიდი სახით აათვალიერა ამჯერად ქალი , რომელიც სიგიჟემდე უყვარდა.
- მეხუმრები ? - აწითლებულმა და დაბნეულმა იკკითხა კატომ
- არა
- ამას რატომ მიკეთებ ?
- იმიტომ რომ ვეჭვიანობ.
- ავადმყოფი ხარ
- ავადმყოფობა ის არის როცა ვიცი რომ მე მეკუთვნი და მაინც ვეჭვიანობ , ახლა კი ჩემი არ ხარ , და არც ის ვიცი ვისთან როდის გაიგულავებ , შესაბამისად არ მინდა ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდეს. ბევრი ვეცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა, ელენკას უკვე ვთხოვე და ჩვენი განქორწინების საქმეც დაიწყო, რამდენიმე დღე სახლში არ დავრჩები შენი ნივთები რომ მშვიდად ჩაალაგო, რომ წახვალ გასაღები ელენკასთან დატოვე.

კატოს პასუხი არ გაუცია, დაბნეული და გაფითრებული გამოვიდა კაბინეტიდან , მაგიდიდან ჩანთა და მანქანის გასაღები აიღო და ლიფტისკენ გაემართა, ჩანთიდან რაღაც აბები ამოიღო და სწრაფად გადაყლაპა. დავითი ფეხაკრებით უყურებდა მისი კაბინეტის კარიდან, კატო წაბარბაცდა და ისევ ჯიუტად გააგრძელა სვლა. ანკას ნომერი სწრაფად აკრიფა
- როგორც არასდროს ისე მჭირდები,გთხოვ ჩემთან გამოდი სახლში
- დავითთან თუ სად შენთან
- ყიფშიძეზე ჩემს ბინაში
- 15 წუთში ვიქნები
- გელი .- ტელეფონი გათიშა , ემოციების გამოხატვის უნარიც აღარ შერჩენოდა , თავს დამცირებულად და განადგურებულად გრძნობდა,

ბინაში ავიდა თუ არა სწრაფად გაიძრო ტანსაცმელი და ხალათი შემოიცვა, იქვე ცივი წყალი ჩამოასხა და რაღაც აბი ჩააგდო, წყალს მოყვითალო ფერი მიეცა და სწრაფად მოსვა, მალევე კაკუნის ხმა გაიგო და ძალაგამოცლილმა უკანასკნელი ძალებიც მოიკრიბა და ანკას გასძახა შემოსულიყო.

ანკა სწრაფად მოთავსდა სავარძელზე კატოს გვერდით და გოგო მიიხუტა , არაფერი უკითხავს ისე დაიწყო კატომ მოყოლა.

- დავითმა სამსახურიდან გამომიშვა და განქორწინების პროცესიც დაიწყო.- ანკამ ვერაფერი უპასუხა უბრალოდ დაქალს მიეხუტა, სადღაც გულის სიღრმეში იცოდა რომ ისევ კატოს კაპრიზების თემა იყო , და ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა დაქალი დაედანაშაულებინა.
- უზომოდ მიყვარს , თვითონ კი ვერ ხვდება, არაადამიანურად მექცევა, რატომ შემიყვარდა ასეთი არაკაცი
- და ეს მისთვის გითქვამს?
- ვერც ვერასდროს გაიგებს
- რატომ იტანჯავ თავს
- ხომ იცი რომ ასეთი ვარ, მანაც იცის
- და ისიც ასეთია
- მე დათმობას არ ვაპირებ, ხვალვე ავიღებ ბილეთებს და ლიკასთან გავფრინდები ლისაბონში.
- მახსოვს ათი წლის წინაც , სწორად ასე მოიქეცი, რატომ არ გესმის რომ გაქცევა გზა არ არის.
- არსად გავბრივარ , ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო.
- იცი რა... ვფიქრობ ახლა არ აქვს საუბარს აზრი, დამშვიდდი და ხვალ ვილაპარაკოთ.
- ბავშვს დედაშენთან ვერ დატოვებ ? დღეს რომ აქ დარჩე, ხვალ უკვე მივფირინავ , ბილეთები წეღან შევიძინე.
- მგონი მართლა ჭკუიდან შეიშალე, დავტოვებ კი , უბრალოდ წეღან მეზობელს დავუტოვე ნიაკო, გავალ და დედას მივუყვან.
- კარგი , მალე მოდი რაა , გელოდები- ბავშივით შეევედრა დაქალს.

ანკამ სწრაფად დაძრა მანქანა კორპუსიდან და ანასა და დავითის ოფისს მალევე მიადგა. ძალიან სწრაფად აიარა კიბეები , და გაღიზიანებულმა დაცვა გამოლანძღა შეყოვნებისთვის, დავითის კაბინეტის კართან ორჯერ დააკაკუნა და როგორც კი მისი ბოხი ხმა გაიგო მაშინვე კარი შეაღო.

- ანკა ? ხომ მშიდობაა სწრაფად წამოდგა დავითი და ანკას თბილად გადაეხვია.
- არ ვიცი რამდენად მშვიდობა შეიძლება ვუწოდო. აღარ დავიწყებ ბევრი რამის ახსნას, ვიცი რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში არავინ უნდა ერეოდეს მითუმეტეს როდესაც საქმე შენ და კატოს გეხებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც არ უნდა სითავხედედ მიიღო ვთვლი რომ საჭიროა ჩემი ჩარევა. ანკას უყვარხარ, და ეს ვფიქრობ შენც იცი, უბრალოდ ახლა რომელიმემ თქვენი სიჯიუტე უნდა დაივიწყოთ. ბოლოს როდესაც პრობლემა შეექმნა 10 წლის უკან , მახსოვს ლისაბონში წავიდა და დაბრუნებას აღარ აპირებდა მისი ბავშობის დაქალი ლიკა ცხოვრობს იქ და მას ეხმარებოდა ბიზნესის მართვაში, მეორედ როცა კვლავ აქედან გაქცევაზე ფიქრობდა, და ვიცოდი რომ ასე რომ მომხდარიყო აქ არასდროს დაბრუნდებოდა შენ გადაარჩინე , დღეს რაც მოხდა მომიყვა და უკვე ლისაბონის ბილეთები აიღო. ხვალ მიფრინავს. სულ ეს იყო რაც ვფიქრობ უნდა მცოდნოდა. - ანკა ფეხზე წამოდგა და დაუმშვიდობებლად ტოვებდა კარს , როდესაც კვლავ ბოხმა ბარიტონმა შეაჩარა
- ახლა ალბათ ჩემთან არის და ბარგს ალაგებს
- არა , კატოს გაქცევისას ასეთები არ ჩვევია , ვერ იტანს ნივთებს რომელიც წარსულს ახსენებს, მოკლედ ყიფშიძეზეა.
- მადლობა ანკა, - დაღლილი ხმით უთხრა გოგოს და სკამზე ჩაფიქრებული ჩაესვენა - ამის დედაც , ერთი ხელის მოსმით გადმოყარა მაგიდაზე მდგარი ჭიქა და ბოთლი და მსხვრევის ხმაზე სწრაფად მისმა ასისტენტმა შეაღო კარი, დავითის ხელებში ჩარგული თავის დანახვიდას კი მიხვდა რომ ჯობდა ოთახის კარი კვლავ გაეხურა.
დავითი სწრაფად წამოდგა და ზუსტად ათ წუთში ყიფშიძეზე , კატოს ბინის კარებთან იდგა თავჩაქინდრული, სცადა თავი გაეკონტროლებინა და მშვიდი ყოფილიყო.
განადგურებული და გათეთრებული კატოს დანახვამ გული ატკინა
- რას ითხოვ ჩემთან - მშიდი ტონით დაიწყო და სავარძელში ჩაესვენა
- მე შენგან , რამეს ვითხოვ ? - მშვიდი იყო კატო როგორც არასდროს
- რა გავაკეთო რომ დამემორჩილო
- საქმეც ის არის რომ არაფერი, ჩემი დამორჩილება არ უნდა გინდოდეს
- რატომ იქცევი პატარა ბავშვივით , გინდა რომ მეკიდო ? გინდა რომ არ ვეჭვიანობდე, გინდა რომ არ მაინტერესებს ვინ შეეხება ქალს , რომლის შეხებაც უკვე თვეებია ოცნებად მექცა ?
კატომ პასუხი არ გასცა და ჩაეღიმა , დაღლილად მილულა თვალები
- ამის სათქმელად მოხვედი ? დაასრულე ?
- გინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს ?
- კი მინდა
- ჰოდა ჩაიცვი , ჩემთან მივდივართ.
- ვერ გავიგე ?
- უბრალოდ დავივიწყოთ რაც იყო და როგორც იყო, გარჩევების გარეშე ნოლიდან დავიწყოთ ყველაფერი. სამსახურიდან და სახლიდან იმისთვის არ გამიშვიხარ რომ ჩემი ცხოვრებიდან გამეშვი, გაგიშვი იმისთვის რომ ჩემგან დამოუკიდებლად გემოქმედა, და თანაბარ პირობებში მიგვეღო გადაწყვეტილებები, გაგიშვი იმიტომ რომ მოგნატრებოდი, მიმხვდარიყავი რა ან ვინ გინდა, მეგონა მიხვდებოდი ან ყველაფერს და ნულიდან შევძლებდი , წარსული შრამებისგან თავისუფლად ურთიერთობის დაწყებას , და შენ ? შენ რა ქენი, გადაწყვიტე რომ გაიქცე და მარტივად დათმო ყველაფერი და ყველა ვინც გიყვარს ?
- მე შენ არ მიყვარხარ. - ჯიბრით უპასუხა კატომ
- ამიტომ ვერ ხარ ბედნიერი , აღიარება რომ არ შეგიძლია, თორემ შენზე უკეთ მე ვხედავ შენს თვალებს, რომელიც შენს გრძნობებს ძალიან სწრაფად ყიდის.
- თუ დაასრულე დამტოვე.
- არ დამისრულებია , თუმცა გტოვებ , უბრალოდ იცოდე რომ აუცილებლად გაგრძელდება



№1 სტუმარი სტუმარი მარი

მომდევნო თავი ვერ ვნახე.

 


№2 სტუმარი თინიკო

ცოტა დააგრძელე თავები, ძალიან მოკლეა

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

ასეთი დიდი ინტერვალებით ნუ დებთ რა თავებს, მოსაბეზრებელია ამდენი ლუდინი…

 


№4 სტუმარი სტუმარიი

ასე იშვიათად რატოო დებთ და თან პატარა თავებს

 


№5 სტუმარი ,,

როდის დადებ შემდეგს

 


№6 სტუმარი სტუმარი Sopio

Metertmrte tavi ver vnaxe tü jer ar dagimatebiat .velodebi interesit

 


№7 სტუმარი სტუმარი თამარი

რამდენი ისტორიაც წავიკითხე დასასრული არც ერთს არ აქვს და რატომ?????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

ასეთი უპასუხმგებლობა არ მესმის, კარგით არ ამთავრებთ, დაწერეთ მაინც მიზეზი ასე მკითხველის მასხარათ აგდება არ მესმის.სირცხვილია უბრალოდ მეტი რომ არაფერი ვთქვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent