არეული გრძნობები 19 თავი
რაღაც ეტაპზე თათიას ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდა რის გამოც დარჩენილი გამოცდა მარტივად ჩააბარა და უნივერსიტეტში სწავლა პრობლემების გარეშე განაგრძო. თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე და ყველაფერი მარტივად აირდაირია რადგან ლაშამ წამლის დალევისას შეუსწრო საძინებელში -რას აკეთებ?-ინტერესით ჰკითხა საწოლზე მჯდომ დაძაბულ გოგონას და სწრაფად მიუახლოვდა -არაფერს-ჩამწყდარი ხმით უთხრა მისი უეცარი გამოჩენით დაბნეულმა გოგონამ და უცნაური მზერით ახედა თავზე წამომდგარ ქმარს, თან სცადა მისგან შეუმჩნევლად წაეღო ზურგს უკან აკანკალებული ხელი, რომელშიც წამლის ფირფიტა ჰქონდა მოქცეული -არაფერს?!-შეიცხადა გაღიზიანებულმა ბიჭმა და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს -უბრალოდ თავი მტკიოდა და წამალი დავლიე- მაქსიმალირად მშვიდი ტონით უთხრა თათიამ და იქვე მდგარი ტუმბოს გამოწეულ უჯრაში ფირფიტის ჩადება სცადა. შეკრთა როცა ლაშამ მაჯაში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მიიზიდა- გამიშვი!-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და ძლიერად მოუჭირა აკანკალებული თითები, მუჭში მოქცეულ ფირფიტას -სიმართლე მითხარი!- დაუღრინა გაავებულმა ლაშამ და მეორე მაჯაც დაუჭირა -ხელი გამიშვი მტკივა-კიდევ ერთხელ გაიბრძოლა აღელვებულმა გოგონამ და ხელების დახსნა სცადა მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან -რატომ სვამ ამ ყ...ლეობა წამალს?!-ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა ბიჭმა რადგან თათის სახის გამომეტყველებით მარტივად მიხვდა რას და რატომ სვამდა ის მისგან მალულად -ალბათ საამისო მიზეზი მაქვს-დაუფიქრებლად მიახალა გაბრაზებულმა გოგონა და ფეხზე წამოვარდა, იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ლაშას ჰქონდა მისი მაჯები დაჭერილი -ამ ყ...ბას აღარ დალევ!-მბრძანებლური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა არეულ ცოლს -დავლევ! -ჯიუტად უთხრა თათიამ და თვალი თვალში გაუყარა მისი დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვების გამო გაგიჟებულ ბიჭს -ა ღარ და ლევ!-დამარცვლით და მკაცრი ტონით გაუმეორა ლაშამ უკვე თვალებაწყლიანებულ გოგონას და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა. -ლაშა!-რაღაცის თქმა დააპირა აღელვებულმა თათიამ, მაგრამ გაბრაზებულმა ბიჭმა უფლება არ მისცა -ჩშშ-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და ყურს დაბლა ვნებიანად აკოცა. თათია საშინლად გააღიზიანა ლაშას თავხედურმა ქცევამ, ამიტომ გაიბრძოლა და მისი უხეში, მარწუხივით შემოჭდობილი თითებისგან მაჯების დახსნა სცადა, რის გამოც გაღიზიანებულმა ბიჭმა კიდევ უფრო მტკივნეულად მოუჭირა ხელები სუსტ მაჯებზე -მტკივა-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა. ლაშა უცნაური მზერით ჩააცქერდა ცოლს დანისლულ წვანე სფეროებში და ხელები გაუთავისუფლა. თათიამ იმავე წამს გვერდძე წადგა ნაბიჯი და მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ სურვილისგან თვალებანთებული ბიჭი მაშინვე წინ აესვეტა და მომღიმარი სახით დააცქერდა ზემოდან -მიყვარხარ-სრულაიდ მოულოდნელად ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა დამფრთხალ ცოლს და მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი მკლავები, რათა ხელიდან არ გასხტომოდა ის. გაოგნებული და შეშინებული გოგონა კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახეში ქმარს. მისი სახის გამომეტყველების შემხედვარე ლაშას გაეღიმა და მაშინვე ტუჩებში აკოცა-მაგიჟებ-ყურს უკან დაუჩურჩულა და ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა -ლა შაა...-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას, მაგრამ ხმა ისევ ქმრის ვნებიანმა კოცნამ დაუხშო- გთხოვ ვილაპარაკოთ-შეეხვეწა თათია როცა როგორღაც შეელია გრძნობა მორეული ბიჭი მის წითელ ტუჩებს -რაზე?-უმალ წარბები შეკრა ლაშამ და უკმაყოფილო სახით დააცქერდა ზემოდან დაძაბულ ცოლს -წამლებზე-ჩამწყდარი ხმით, უმისამართოდ დაიჩურჩულა აფორიაქებულმა გოგონამ და თავი დახარა -სალაპარაკო აღარაფერია! აღარ დალევ და მორჩა!- მკაცრი ტონით უთხრა ლაშამ და საფეთქელზე ნაზად აკოცა -მინდა რომ შვილი გვყვავდეს- ყურს უკან დაუჩურჩულა და სანამ დაბნეული გოგონა კიდევ რამეს ეტყოდა ოთახიდან გავიდა. ღონემიხდილი თათია მაშინვე დივანზე დაეშვა და ცრემლიანი თვალები ერთ წერტილს გაუშტერა, თავს საშინლად გრძნობდა იმის გამო რომ მთელი ეს დრო ქმარს ატყუებდა, მაგრამ მაინც არ ნანობდა იმას რაც გააკეთა, რადგან ზუსტად იცოდა რომ ლაშას ასეთი აგრესიული რეაქცია ექნებოდა ნებისმიერ დროს ამ საკითხზე და ოდნავადაც კი არ შეეცდებოდა მის გაგებას, მითუმეტეს მაშინ როცა უნივერსიტეტის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა და ხელს ფაქტიურად არაფერი აღარ უშლიდა იმას რომ მშობლები გამხდარიყვნენ, რისთვისაც ჯერ, არც მორალურად, არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად მზად არ იყო. ამის უპირველესი მიზეზი იყო ლაშა, რადგან მისმა არასწორმა ქცევებმა თათიას ნელ-ნელა და მტკივნეულად გაუქრო მისდამი ნდობა, პატივისცემა და ინტერესი. გვიან მაგრამ მაინც დროულად მიხვდა თათია რომ ლაშასთვის მთავარი მხოლოდ საკუთარი თავი იყო, სწორედ ამ მიზეზის გამო არ უნდოდა რომ მისი შვილის დედა გამხდარიყო. გარდა ამისა ლაშამ პირველად უთხრა რომ უყვარდა, რამაც კიდევ უფრო მეტად დააბნია ისედაც თავგზააბნეული გოგონა რადგან მის ქცევაში, ქმედებაში და სიტყვებში არასდროს გამოიხატებოდა არანაირი გრძნობა ან ემოცია მითუმეტეს სიყვარული. ამ დამღლელი ფიქრებით თავგზააბნეულმა გოგონამ საგამოცდო საკითხებზე მეცადინეობა დაიწყო იმ იმედით რომ ყურადღების გადატანით, ოდნავ დამშვიდებას შეძლებდა მაგრამ ამაოდ. რამდენიმე ფურცელის ზედიზედ წაკითხვის შემდეგ აღმოაჩინა რომ მის დახშულ გონებაში ყველაფერი იმდენად ქაოსურად ირეოდა რომ წაკითხულიდან მხოლოდ რამდენიმე წინადადების დამახსოვრება შეძლო,ისიც სრულიად გაუაზრებლად, ამიტომ წიგნები და კონსპექტები შეინახა და საწოლში დაწვა, თვალები მაგრად დახუჭა და დაძინება სცადა. შეკრთა როცა საძინებლის კარი ხმაურით გაიღო, თუმცა ადგომა და მითუმეტეს ლაშასთან ლაპარაკი არც უფიქრია, რადგან ზუსტად იცოდა რომ ახლა, როცა ორივე ზედმეტად დაძაბული და გაღიზიანებული იყო მის დარწმუნებას ვერაფერით შეძლებდა, პირიქით ლაპარაკი ყველაფერს კიდევ უფრო გართულდებდა მათ ისედაც დაულაგებელ ურთიერთობაში, ამიტომ ისე მოაჩვენა თავი ქმარს თითქოს ეძინა. კართან მდგომი ნასვამი ლაშა დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა საყვარელი გოგონას სახეს სიყვარულით სავსე თვალებით, მაგრამ ეს გამოხედვა, ვნება და სიყვარული თათიას კი არა მასში დანახულ ხატიას ეკუთვნოდა, რასაც თავადაც კარგად ხვდებოდა, თუმცა ჯიუტად არ უტყდებოდა საკუთარ თავს რის გამოც კიდევ უფრო ერეოდა თავგზა და გრძნობა მორეული გამუდმებით წარსულასა და აწმყოს შორის იკარგებოდა. ბოლოს რაღაც გაურკვეველმა ხმაურმა მოიყვანა გონს, ერთი ღრმად ჩაისუნთქა სახლის სასიამოვნო ნაცნობი, გრილი ჰაერი და საძინებელში მძიმე ნაბიჯებით შევიდა.საწოლზე უხმაურად დაწვა და ზურგიდან აეკრო ცოლს -მიყვარხარ-ჩასჩურჩულა არეული ხმით და მუცეზე ძლიერად შემოაჭდო მძიმე ხელი. თათიამ მისკენ მიიხედა და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები რადგან სიგარეტის, ალკოჰოლის და სუნამოს მძაფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა -დალიე?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ქმარს და ზურგი აქცია -ცოტა-ჩასჩურჩულა ყურში ლაშამ და მხარზე აკოცა -მეძინება-გაუბედავად უთხრა თათიამ და თვალები მაგრად დახუჭა -კარგი-აშკარა უკმაყოფილება გამოკრთა ლაშას ხმაში, თუმცა თათიამ არ შეიმჩნია და გაუძრევლად იწვა იქამდე სანამ ლაშას სუნთქვის ხმა თანაბარი და მშვიდი არ გახდა. მთელი ღამე თეთრად გაათენა თამუნამ ვერაფერთ ვერ დაიძინა, რადგან ზურაზე საშინლად ღელავდა. მართალია მასთან განქორწინება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და სხვების დასანახად, მისით ოდნავადაც აღარ ინტერესდებოდა იმის მიუხედავად რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ მაინც ძალიან განიცდიდა იმას რომ ზურა შინ მუდამ გვიან ღამით და უზომოდ მთვრალი ბრუნდებოდა. ძალიან დაიღალა საწოლში წოლით და ამ უაზრო ფიქრით ამიტომ ადგა და მისაღებ ოთახში გავიდა, ტელევიზორი ჩართო და უინტერესოდ გადაჰყვა არხებს, საინტერესო რომ ვერაფერი ნახა გამორთო და სამზარეულოში შევიდა ყავის მოსამზადებლად. მალევე დაბრუნდა უკან ყავის ჭიქით ხელში. დივანზე აპირებდა დაჯდომას რომ შემოსასვლელის, რკინის მძიმე კარი ხმაუროთ გაიღო. თამუნამ უკმაყოფილო სახით შეხედა ქმარს, ზურამ კარი მშვიდად დაკეტა და სწრაფად მიუახლოვდა ცოლს. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა -მელოდებოდი?!-კმაყოფილი ტონით ჰკითხა ცოლს და ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო ცხვირის წვერით საფეთქელზე -უბრალოდ ძილი გამიტყდა-მომაბეზრებლად უთხრა თამუნამ და მისთვის გვერდის აქცევა სცადა, მაგრამ ზურა მაშინვე წინ აესვეტა აღელვებულ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -მომენატრე-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და ოდნავ ათრთოლებული ხელი ნაზად შეუცურა თმებში -რას აკეთებ-გაბრაზდა თამუნა და ამღვრეული თვალებით ახედა მომღიმარ კაცს, თან ოდნავ უკან დაიხია და ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო -ისევ გავიწყდება რომ შენ ჩემი ცოლი ხარ- მოულოდნელად დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა და მაშინვე წელზე შემოაჭდო ძლიერი ხელები -ზურა ხელი გამიშვი! ახლავე!- გაიბრძოლა აღელვებულმა ქალმა რის გამოც კიდევ უფრო მეტად მიიწება მისი სუსტი სხეული ვნება მორეულმა კაცმა-გეყოფა!- ხმას აუწია აფორიაქებულმა ქალმა როცა საყვარელი მამაკაცის ვნებინი ტუჩები ყელზე მიეწება -ვიცი რომ ეს შენც გინდა-ბოროტული ღიმილით ჩააცქერდა ზურა დაბნეულ ცოლს თვალებში და სანამ მისი სურნელით, კოცნით და შეხებით თავგზააბნეული ქალი აზრზე მოვიდოდა ზურამ საძინებელში შეიყვანა და კარი გასაღებით ჩაკეტა -გააღე! ახლავე-აყვირდა ძლივს აზრზე მოსული თამუნა როცა მამაკაცმა შარვლის ჯიბეში ჩაიდო გასაღები -დღეიდან აქ, ჩვენს ოთახში დაიძინებ!-მბრძანებლური ტონით უთხრა ზურამ და ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა სახეში დაბნეულ ქალს -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!...გააღე! -სანამ მე არ მომინდება აქედან ვერ გახვალ!- დაუღრინა გაღიზიანებულმა კაცმა ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით -ჩემს აქ გამოკეტვას აპირებ?-ცინიკური ტონით ჰკითხა თამუნამ და ოდნავ უკან დაიხია რადგან საყვარელი მამაკაცის სურნელი და ზედმეტი სიახლოვე საშინლად მოქმედებდა მასზე -სწორედ ასეა-კმაყოფილი ტონით უთხრა მომღიმარმა მამაკაცმა და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ წადგა, თამუნამაც ინსტიქტირად უკან დაიხია -ზურა ნუ სულელობ! ახლავე გააღე! -ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ-აღმოხდა გაღიზიანებულ კაცს და წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი -არ გაბედო და არ შემეხო-ლამის უყვირა შეშინებულმა ქალმა და მასთან დისტანციის გასაზრდელად კიდევ წადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი -ვიცი რომ შენც ისევე გინდა ჩემთან ყოფნა როგორც მე შენთან!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ვნება მორეულმა კაცმა აფორიაქებულ ქალს და წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, მაშინვე მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებზე დააცხრა. მისი ამ მოულოდნელი, ვნებიანი და მგზნებარე კოცნის გამო თამუნამ რამდენიმე წამის განმავლობაში აზროვნების უნარი დაკარგა და ქმრის გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით უპასუხა თუმცა მალევე მოვიდა გონს და მისი ძლიერი ხელებიდან გასხლტომა სცადა- ისევ რატომ მეწინაადეგები?-გაბრაზდა ზურა და ზემოდან დააცქერდა ჩაწითლებული თვალებით სახე ალეწილ ქალს -იმიტომ რომ უკვე ძალიან გვიანია ყველაფრის თავიდან დაწყება-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -ცდები, გვიან არასდროს არის-გაუღიმა ზურამ და გულზე მიიკრო თითქმის უკვე ატირებული ქალი -ძალიან მატკინე!-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ და აწყლიანებული თველებით ახედა სახე მონგრეულ ქალს-ვერ შევძლებ რომ გაპატიო -რატომ ხარ ასეთი კატეგორიული?-წამოენთო უცბათ ზურა -ნუთუ შენთვის ჩვენი 25 წლიანი თანაცხოვრება არაფერს ნიშნავს? -უკვე აღარ!-აფეთქდა თამუნაც და ხელიდან დაუსხლტა -კიდევ ერთი შანსი მომეცი -არ შემიძლია -გთხოვ-დაშაქრდა ზურა -ძალას ნუ მატან... უკვე ძალიან გვიანია! -გვიანა რასდროს არის -ზურა კარი გააღე!- უმისამართოდ დაიჩურჩულა აფორიაქებულმა ქალმა და ზურგი აქცია გაღიზიანებულ კაცს, რომელიც სწრაფად მიუახლოვდა მას ზურგიდან აეკრო სუსტ გამხდარ სხეულზე და მუცელშე ძლიერად შემოხვია უხეში ხელები- ზურააა-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს როცა საყვარელი მამაკაცის ცივი თითების შეხება იგრძნო მაისურის ქვეშ -შენთან ყოფნა მინდა-ყურს უკან ჩასჩურჩულა გრძნობა მორეულმა მამაკაცმა მოდუნებულ ცოლს და უმალ ყელზე მიაწება ვნებიანი ტუჩები, ნელნელა კი ლავიწის ძვალისკენ გააცურა -ზურაააა -ჩშშ-დაუჩურჩულა თავგზააბნეულმა კაცმა და სწრაფად მიატრიალა თავისკენ დაბნეული ქალი და მაშინვე ტუჩებზე დააცხრა, თან უკან-უკან წაიყვანა და საწოლზე ფრთხილად გადააწვინა. იმდენად მტკივნეული, საშინელი და ამავე დროს სასიამოვნო და ამაღელვებელი იყო ზურას ყოველი შეხება და კოცნა თამუნასთვის რომ ვეღარ ახერხებდა საკუთარ არეულ გრძნობებში გარკვევას. თუმცა როგორც კი მამაკცის უხეში თიყები კაბის ქვეშ შეცურდნენ თავი საშინლად იგრძო -ხელი გამიშვი-ზიზღით უთხრა ზემოდან მოქცეულ ქმარს და სახეში მიაჩერდა არაფრისმთმქმელი ზერით -მინდა რომ ისევ ჩემი გახდე-ჩავარდნილი ხმით უთხრა ზურამ სახე გადაფითრებულ ცოლს და ზემოდან დააცქერდა სიყვარულით სავსე თვალებით -არ მინდა რომ შემეხო!-მკაცრი ტონით უთხრა თამუნამ და თვალი თვალში გაუყარა -ჯერ კიდევ გიყვარვარ ამას ვგრძნობ-მშვიდი ტონით უთხრა მამაკაცმა და ყეზე შეაწება ვნებიანი ტუჩები -ჰო მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-გულწრფელად უთხრა აფორიაქებულმა ქალმა და ხელებშორის მოიქცია საყვარელი მამაკცის მომღიმარი სახე -მაგრამ შენ არ გიყვარვარ- ჩავარდნილი ხმით უთხრა და ოდნავ გვერდზე გიიწია. ზურა მაშინვე მოშორდა მის სხეულს და საწოლზე წამოჯდა -გააღე-ხმადბალი ტონით უთხრა კართან მისულმა ქალმა და როგორც კი ზურამ კარი გაუღო მარიამის ოთახში შეიკეტა ატირებული. დილით თამუნას და თათიას უხასიათობას ისიც დაემატა რომ სკოლიდან ატირებული დაბრუნდა ნინი -მოხდა რამე?-დაიძაბა თამუნა მისი არეული სახის შემხედვარე -განსაკუთრრბული არაფერი-სლუკუნით უთხრა გოგონამ და სკოლის ჩანთა დივანზე დააგდო, შემდეგ კი ოთახში შეიკეტა -ნინი? -გთხოვ ახლა არა-შეეხვეწა ტირილისგან თვალებდასიებული გოგონა -მითხარი რა მოხდა -უკვე ხომ გითხარი განსაკუთრებული არაფერი-თქო -ნინი რა ხდება?-გაბრაზდა თამუნა-ნუ მაიძულებ სკოლაში დავრეკო -უბრალოდ -რა? -სამოდელო სააგენტოდან მოვიდნენ... გოგონებს არჩევდნენ -და მაგ სისულელის გამო იკლავ ტირილით თავს?- გაოცდა თამუნა -ჩემთვის სისულელე არააა! -ყველა მოდელი და მსახიობი ვერ იქნება ხომ იცი არა? -ვიცი!- ხელახლა ატირდა ნინი -მაშინ რატომ განიცდი ასე ძალიან? -იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით მატკინეს გული ბავშვებმა ჩემი ზედმეტი კალორიების გამო, თითქოს მათ რამეს ვუშლიდე ჩემი ზედმეტი წონით -ნინი-ოთახში თათიაც შევიდა -გთხოვ იმ უმნიშვნელო ადამიანების გამო ცრემლებს ნუ ღვრი, ისინი ამას არ იმსახურებენ -ვიცი მაგრამ... -ვიცი რატომაც ტირი-თავზე წამოადგა თამუნა საწოლზე მჯდომ გოგონას- პირადად შენთვის იყო მუდამ პრობლემა სათვალეც, ხვეული თმაც და წონაც! სწორედ ამიტომ გტკენენ გულს ისინი და არა იმიტომ რომ ეს მათთვის რამეს ნიშნავს -ასე არაა-გაბრაზდა ნინი -მთელი ბავშვობა ამის გამო იტანჯებოდი, გაიზარდე და ისევ ისეთი დაკომპლექსებული ხარ, ვერ მიხვდი რომ ვისთვისაც მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი ხარ მათთვის სათვალე, წინა და თმა არაფერს ნიშნავს -მე არასდროს არავის მოვწონდი... არც ახლა მოვწონვარ ვინმეს-ატირდა ნინი - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.