შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 5 თავი

18-01-2022, 08:34
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 479

თათია როგორ ხარ?-ლაშა მომღიმარი ახით დააცქერდა ზემოდან გაოგნებულ გოგონას, რომელიც დაბნეულობისგან კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა
-კარგად შენ?-დაიჩურჩულა ბოლოს, როცა აზრზე მოსვლა შეძლო და სათქმელ სიტყვებს თავი მოუყარა
-მაინტერესებდა გუშინ ჩემი და იოანეს გამო პრობლემები ხომ არ შეგექმნა მამაშენთან? როგორც მივხვდი მისი დარწმუნება მარტივი არაა
-ყველაფერი რიგზეა-დარწმუნებით უთხრა გოგონამ და ოდნავ უკან დაიხია რადგან ლაშას ზედმეტი სიახლოვე საშინლად ძაბავდა
-ძალიან კარგი-კმაყოფილი ტონით თქვა ბიჭმა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, მშვიდად მოუკიდა და გააბოლა თან ისე რომ წამით თავლი არ მოუშორებია თათიას არეული სახისთვის- მაშინ... თუ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, მინდა ერთ ძალიან ლამაზ ადგილას წაგიყვანო, უკეთ რომ გაგიცნო- მისმა პირდაპირობამ თათია ისე დააბნია და დაძაბა, რომ კარგა ხანს ხმის ამოღება ვერ შეძლო, ამიტომ ისევ ლაშამ განაგრძო საუბარი- იმედია ამ შემოთავაზებაზე უარს არ მეტყვი
-მე, არც კი ვიცი რა გითხრა-გულწრფელად უთხრა თავგზააბნეულმა გოგონამ და თავი დახარა, რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ მზერას, რომელიც კანს უწვავდა
-უბრალოდ, კი-მომღიმარი სახით უთხრა ლაშამ და ცივი მზერა ჩააყოლა მის დაძაბულობისგან ოდნავ ათრთოლებულ სხეულს
-ასე მარტივად?- შეიცხადა თათიამ და გაუღიმა ამ უეცრად შექმნილი უხერხული სიტუაციისგან თავის დასაღწევად თავაწეულმა და როგორც იქნა გაბედა და ცარიელ, ცივ, ჩამუქებულ თაფლისფერ თვალებში ჩააცქერდა ამღვრეული მწვანე სფეროებით
-გამომყვები ხო?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ და სიგარეტის თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია
-ლაშა მე-როგორც იქნა გაბედა ხმის ამოღება თათიამ, მაგრამ ძალა არ ეყო თანხმობის ან უარის სათქმელად, ამიტომ გაჩუმდა და თავი დახარა ანერვიულებულმა
-ნუ იძაბები-ღიმილით უთხრა ლაშამ უკვე სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას, ნიკაპზე ხელი ნაზად მოჰკიდა, თავი ააწევინა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში. მის უეცარ შეხებაზე თათია, წამიერად დენ დარტყმულივით შეკრთა, შემდეგ კი ერთ ადგილზე გაიყინა სუნთქვა შეწყვეტილი- სახლში პრობლემები არ შეგექმნება გპირდები- ხმა დაბალი ტონით უთხრა ლაშამ და ხელი ჩამოსწია, რადგან არ უნდოდა ზედმეტი სიახლოვით უარესად დაეძაბა დაბნეული გოგონა
-კარგი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და არეული მზერა მისი თაფლისფერი თვალებიდან უნებურად საფეთქელზე გადაიტანა, რომელზეც ხუთი წლის წინანდელი ავარიის მძიმე კვალი, ნაირევის სახით შერჩენოდა სახეზე. ლაშას, თათიას დაჟინებულმა მზერამ, უსიამოვნო შეგრძნებები გაუღვივა და წამიერად წარსულის მძიმე მოგონებებში დაიკარგა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე, ღრმად ჩაისუნთქა ივნისის ცხელი, დახუთული, მშრალი ჰაერი და კარგა ხნის სიჩუმის მერე, როცა საბოლოოდ შეძლო აზრზე მოსვლა და დამშვიდება, ხმა დაბალი ტონით უთხრა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას
-მაშინ წავიდეთ-და თავისი მანქანისაკენ მიუთითა, თან მეორე ღერს სწრაფად მოუკიდა აკანკალებული თითებით და ნერვიულად გააბოლა.
მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა მანქანაში, რომელიც თბილისის ხმურიან ქუჩებში, გადაჭარბეული სიჩქარით მიჰქროდა, თათიასთვის უცნობი ადგილისაკენ.
-მოგწონს?-ინტერესით ჰკითხა ლაშამ როცა რესტორნის ეზოში, განცალკევებულ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ
-ძალიან-გულწრფელად უთხრა გოგონამ და აღფრთოვანებული მზერა მოავლო მისთვის უცნობ და საუცხოო გარემოს
-რას დალევ?
-მე...-რატომღაც საშინლად დაძაბა ამ კითხვამ თათია
-ვიცი რომ ალკოჰოლურ სასმელს ვერ, ვებრი მიზეზის გამო...სწორედ ამიტომ გეკითხები და ჩემი გემოვნებით არ ვუკვეთავ-მომღიმარი სახით აუხსნა ლაშამ-ანუ ყავა უფრო გიყვარს თუ ჩაი იმის გარკვევას ვცდილობ.
-ყავა
-შაქრით თუ შაქრის გარეშე?-ამ მარტივი დიალოგის დაწყევით ერთმანეთზე ბევრუ რამის გაგება შეძლეს, შესაბამისად პირველი უხერხულობის განცდა მალევე გაქრა და ერთმანეთთან საუბარი ზედმეტუ ემოციების და დაძაბულობის გარეშე დაიწყეს.
-გუშინ მამაშენის დარწმუნება ვერ შევძალი ხომ ასე?- ინტერესით ჰკითხა ლაშამ და მინერალური წყალი მოსვა
-ვერ-გულწრფელად უთხრა თათიამ და სევდიანად გაუღიმა
-ესე იგი პრობლემები შეგექმნა ძმასთან და მამასთან ჩემი და იოს გამო?!
-არა, თქვენს გამო არა-დარწმუნებით უთხრა თათიამ დ აკარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით დაამატა-ისინი ასეთები არაიან არავის ენდობიან და ყოველთვის უხეშად იქცევიან
-შენს დაცვას ცდილობენ
-ვიცი მაგრამ ზოგჯერ ეს ყველაფერი ძალიან გამაღიზიანებელია-ბრაზნარევი ტონით თქვა თათიამ და დაძაბული მზერა ისევ ლაშას ნაირევი საფეთქელისკენ გაექცა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ისევ რომელიც მოულოდნელად ბიჭის გამყინავმა ხმამ დაარღვია
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?-ისეთი ინტერესით ჰკითხა რომ თათია დააბნია- გაბრაზებული კიდევ უფრო ლამაზი-დარწმუნებით უთხრა და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს მომღიმარი სახით მოუკიდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია გოგონას გაწილთლებული სახისთვის, რომელიც ამ მოულოდნელმა კომპიმენტმა ისე გააოცა რომ კარგა ხანს ვერ შეძლო ხმის ამოღება, თუმცა როგორღაც მაინც შეძლო მოწოლილი გიჟური ემოციების მოთიკვა გაყინულ სხეულში და და აფორიაქებულმა მხოლოდ ამის თქმა მოახერხა
-მადლობა-ისევ სიჩუმე გამეფდა, რომელიც ამჯერად თათიას ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია- შეიძლება რომ წავიდეთ? დიდხანს დარჩენა არ შემიძლია
-კარგი როგორც გინდა-მშვიდი ტონით უთხრა ლაშამ და ფეხზე წამოდგა უემოციო სახით
-წასვლა არ მინდა... მაგრამ-საყვედურით უთხრა თათიამ და თავადაც ადგა მაგიდიდან
-გასაგებია-მომღიმარი სახით მიაჩერდა ბიჭი დაძაბულ გოგონას და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფერიებში-ანუ მე კი არ გამირბიხარ მამაშენის დაშენი ძმის გამო გარბიხარ
-ასეა-გაბედულად დაეთანხმა თათია და გაუღიმა.
......შინ დაბრუნებულ, შეშინებულ თათიას თითქმის ორ საათიანი დაგვიანების გამო ჯერ ნიკასთვის მოუწია ახსნა განმარტებების გაკეთება, შემდეგ გვიან ღამით დაბრუნებული მთვრალი გიგასთვის, ბოლოს კი თინას ერთ საათიან ლექციას ისმენდა თიკასთან ერთად ღირსებაზე, პატიოსნებაზე, ადამიანიბაზე და წესიერებაზე.
-ღმერთო-თვალები აატრიალა დაღლილმა გოგონამ და საწოლზე გადაწვა
-არ მესმის როგორ არ იღლება ამდენი ლაპარაკით-სიცილით თქვა თიკამ და კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა თათიას-მიდი ჰე მოყევი ახლა რეალურად რატომ დააგვიანე მთელი საათი და 45 წუთი
-ლაშასთან ერთად ვიყავი-აღფრთოვანებული ტონით უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ დას და ფეხზე წამოდგა
-რაააა?-გაოგნებისგან ლამის პირი დააღო თიკამ
-უნივერსიტეტში მომაკითხა და რესტორანში დამპატიჟა
-სერიოზულად?!-ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მის ნათქვამ სიტყვებს გაოცებული თიკა
-გავყევი
-გაგიჟდი გოგო?
-აუ იცი რა ძაან საყვარელია-გატაცებით თქვა თათიამ და უსახურ, მობეზრებულ, ერთფეროვან სივრცეს გახედა თეთრი, მოძველებული, საღებავ აყრილი ფანჯრიდან
-მამამ ან ნიკამ რომ გაიგონ ხვდები რა მოხდება?
-ვერ გაიგებენ!
-რატომ გაჰყევი?-წარბები შეკრა თიკამ-ხომ იცი რომ მამას და ნიკას თვალში არ მოუვიდათ... ეგ ლაშა
-მინდოდა და გავყევი, უფლება არ მაქვს ადამიანებთან ვიურთიერთო მათი ნებართვის და სურვილის გარეშე? -ასლუკუნდა გაბუტული თათია
-გაქვს, რა თქმა უნდა გაქვს, მაგრამ ხომ იცი მამა და ნიკა როგორები არიან...
-ვიცი-ბრაზნარევი ტონით თქვა გოგონამ და ცრემლები მოიშორა სახიდან-მაგრამ მათი არ მეშინია
-თათია გთხოვ პრობლემებს ნუ შექმნი
-თიკა!
-დარწმუნებული ვარ ლაშასთან მხოლოდ იმიტომ გინდა ურთიერთობა, რომ მამასგან და ნიკასგან ამის აკრძალვა გაქვს და არა იმიტომ, რომ მოგეწონა ეგ ბიჭი
-ცდები-ნაწყენი ტონით უთხრა თათიამ და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
...... იოანე უკმაყოფილო სახით მიაჩერდა ლაშას
-ესე იგი მაინც მიაკითხე უნივერსიტეტში- ბრაზნარევი ტონით უთხრა და ღვინის ბოთლი გახსნა
-დამისხი-ჭიქა გაუწოდა ლაშამ
-ილაპარაკეთ?-არ მოეშვა იოანე და მისი სურვილი მომენტალურად შეასრულა
-რესტორანში დავპატიჟე და გამომყვა
-სერიოზულად?!-შეიცხადა ბიჭმა და ბოთლი მოიყუდა -ასე ყ...რად რატომ იქცევი- დანანებით უთხრა მეგობარს და ისევ მოიყუდა თითქმის ნახევრად დაცლილი ბოთლი
-რას გულისხმობ?-წამიენთო ლაშა
-იმას რომ მასთან მხოლოდ იმიტომ ურთიერთობ რომ ხატიას ძალიან ჰგავს
-და შენ ეს ყველაფერი ასე ძალიან რატომ გაღელვებს?-ავარდა ლაშა და ღვინით სავსე ჭიქა მოისროლა
-იმიტომ რომ მინდა აზრზე მოხვიდე-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა სახე მონგრეულ მეგობარს და ხმაურით დადო ბოთლი მაგიდაზე- მინდა ბოლოსდაბოლოს გააცნობიერო რომ ხატია მოკვდა! აღარაა და მის დაბრუნებას ვერ შეძლებ იმ გოგონათი რომელიც მას გარეგნულად ძალიან ჰგავს
-ჩემი და თათიას ურთიერთობა შენ არ გეხება!
-შეეშვი რა იმ გოგოს
-ნუ ერევი-ზიზღით უთხრა ლაშამ მეგობარს და თავზე წამოადგა
-ცხოვრებას გაინადგურებ და მასაც გაანადგურებ!
-იოანე ნუ ცდილობ რომ არჩევნის წინაშე დამაყენო
-თორემ ჩვენს მეგობრობას ხაზს გადაუსვამ და მასთან ურთიერთობას აირჩევ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ხატიას ძალიან ჰგავს, რადგან ზუსტად იცი, რომ მე მუდამ წინააღმდეგი ვიქნები თქვენი სულელური ურთიერთობის გაღრმავების!-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე გაცეცხლებულ ბიჭს და უხეშად აუქცია გვერდი მეგობარს, ოათახიდან სწრაფად გავიდა და კარი გამეტებით გაიჯახუნა
-არჩევანის გაკეთებას არ ვაპირებ-უკან მიჰყვა ლაშა გაღიზიანებულ ბიჭს -შენ მაიძულე რომ ეგ სისულელე მეთქვა
-იცი მაგარი მკ.დია ჩვენი მეგობრობა თათიას ხატიასთან მსგავსებას თუ შეეწირება...
-აზრზე ხარ რას ბოდავ?
-ლაშა ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რატომ გადაეკიდე იმ გოგოს...და ისიც კარგად ვიცით რომ თათია ხატიას ვერ დაგიბრუნებს მაგრამ შენ ეს არ გესმის, უფრო სწორად არ გინდა რომ გაიგო! მე კი არ მინდა მონაწილება მივიღო შენი და თათიას მითუმეტეს მარიამის ცხოვრების დამახინჯებაში

№1 მოდერი ნეაკო

მეგობრებო ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის და ასეთი პატარა თავისთვის მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხე საიტზე შემოსვლა და წერა. :(

№2 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო.კარგი იყო ნეაკო,მაგრამ ამლაშასი არ მესმის თათიას რო დაუახლივდება და მერე ცოლად რო მოიყვანს რა გონია რაღან ხატიას გავს ეს რამე შეცვლის.იოანე მართალია უნდა შეეშვას თათიას.უსიყვარულოდ და ხატიას მოგენებებით მცხოვრებას როდემდე აპირებს არ ვიცი,ყველახე მეტათ აქ თათია მეცოდება.

№3 სტუმარი Gvanca

ნეაკო როგორ ხარ?პირველ რიგში ყველაფერს ერთად გილოცავ შობა ახალ წლებს და დამდეგ ნათლისღებას.რაც შეეხება ისტორია ყვეკლა თავი წავიკითხე აქ დაწერილი კომენტარების ჩათვლით უბრალოდთავს ვიკავებდი რომ კომენტარი დამეწერა მოვლენებისგანვითარებას ველოდებოდი.იცი რომ ყოველთვის გულწრფელად ვწერ. თათიას ისედაც ყავს ორი ტირანი სახლში და მესამე ლაშას სახით ცოტა ზედმეტია უბრალოდ ცოდოა.რაც შეეხება ზურასძალიან ანტიპატიურად განვეწყვე კაცი თავის გახალისებას ცდილობს და ოჯახი კიდია...მაგრამ აქ ზურა არაა მთავარი აქ ლაშა მისი პატარა და თათიაა მთავარი....თუმცაღა როგორც ავღნიშნე თათია ძალიან ცოდო იქნება როცა რეალურ მიზეზს გაიგებს რატომ დაინტერესდა ლაშას პირობვნება მისით.ეს შენი პირველი ისტორია არაა და ვფიქრობ რაღაც მონახაზი გექნება,მაგრამ ძალიან გთხოვ თუკი აპირებ რომ ეს ორი წყვილად მოიაზრო ცოტა დაათბე სიტუაცია თორე ძალიან ჰყინავს...და ვფიქრობ რომ ყველას არ მოეწონება .თუმცაღა ნება შენია.იცი ჩემი სიმპატოიები შენი ისტორიების და შენს მიმართ,და მომიტევე ამხელა კომენტარისთვის....აბა ველოდები შემდეგს ვნახოთ რა იქნება...ჩემი დიდი პატივისცემა შენ

№4 მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო.კარგი იყო ნეაკო,მაგრამ ამლაშასი არ მესმის თათიას რო დაუახლივდება და მერე ცოლად რო მოიყვანს რა გონია რაღან ხატიას გავს ეს რამე შეცვლის.იოანე მართალია უნდა შეეშვას თათიას.უსიყვარულოდ და ხატიას მოგენებებით მცხოვრებას როდემდე აპირებს არ ვიცი,ყველახე მეტათ აქ თათია მეცოდება.

სწორი ხარ ელა, ის რომ თათია ხატიას ჰგავს არაფერს არ შეცვლის ლაშას ცხოვრებაში, მაგრამ მას ეს არ ესმის, შესაბამისად ყველაფერი უფრო გართულდება დროთა განმავლობაში ❤❤❤❤❤

nene gelovani
განწირულია ეს ისტორია ცუდი დასასრულისთვის. თათიას მდგომარეობას თანავუგრძნობ confused გასაგებია რატომაც უნდა დემონი მამის და ძმის ტერიტორიიდან გაცლა და სამწუხაროა, რომ ვაის გაყრილი უის შეეყრება, ლაშას სახით. :(((

სწორედ ასეა ნენე, თათიას ეგონება რომ ლაშას მეშვეობით ამ აუტანელ და რთულ მდგომარეობას თავს დააღწევს, ამიტომაც გაუცნობიერებლად გაჰყვება ცოლად რაც შესაბამისად ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს პირადად მას. ❤

Gvanca
ნეაკო როგორ ხარ?პირველ რიგში ყველაფერს ერთად გილოცავ შობა ახალ წლებს და დამდეგ ნათლისღებას.რაც შეეხება ისტორია ყვეკლა თავი წავიკითხე აქ დაწერილი კომენტარების ჩათვლით უბრალოდთავს ვიკავებდი რომ კომენტარი დამეწერა მოვლენებისგანვითარებას ველოდებოდი.იცი რომ ყოველთვის გულწრფელად ვწერ. თათიას ისედაც ყავს ორი ტირანი სახლში და მესამე ლაშას სახით ცოტა ზედმეტია უბრალოდ ცოდოა.რაც შეეხება ზურასძალიან ანტიპატიურად განვეწყვე კაცი თავის გახალისებას ცდილობს და ოჯახი კიდია...მაგრამ აქ ზურა არაა მთავარი აქ ლაშა მისი პატარა და თათიაა მთავარი....თუმცაღა როგორც ავღნიშნე თათია ძალიან ცოდო იქნება როცა რეალურ მიზეზს გაიგებს რატომ დაინტერესდა ლაშას პირობვნება მისით.ეს შენი პირველი ისტორია არაა და ვფიქრობ რაღაც მონახაზი გექნება,მაგრამ ძალიან გთხოვ თუკი აპირებ რომ ეს ორი წყვილად მოიაზრო ცოტა დაათბე სიტუაცია თორე ძალიან ჰყინავს...და ვფიქრობ რომ ყველას არ მოეწონება .თუმცაღა ნება შენია.იცი ჩემი სიმპატოიები შენი ისტორიების და შენს მიმართ,და მომიტევე ამხელა კომენტარისთვის....აბა ველოდები შემდეგს ვნახოთ რა იქნება...ჩემი დიდი პატივისცემა შენ

გვანცა ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზირებისთვის ❤❤❤❤❤ მეც გილოცავ ყველაფერს ერთად.

ამ ისტორიას რაც შეეხება, თათიას და ლაშას ურთიერთობა არ დათბება პირიქით ყველაფერი უფრო აირება როცა მეტად დაახლოვდებიან რადგან ამ სიახლოვის მიზეზი ორივესთვის სხვადასხვაა რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიყვარულთან... ანუ ლაშას, ხატიასთან საოცარი მსგავსების გამო ექნება ინტერესი თათიასადმი, ხოლო თათიას უნდა რომ თავი დააღწიოს მამის და ძმის სისასტიკეს

№5 სტუმარი სტუმარი ელენე

რა გჭირს, გამოგცავალეს?
ნეტა ძველი ნეაკო სად დამალეს?

№6 სტუმარი სტუმარი Nazi

თავიდანვე რომ გვითხარი რომ ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული არ ექნებაო მე მაგის შემდეგ აღარ წამიკითხავს ეს ისტორია რატომღაც ვერ მოვიდა ჩემამდე არ მინდა რომ საწყენად მიიღო ნეაკო ეს ჩემი აზრია პირიქით მომწონს რომ წერ მარა მე პირადად არ მომწონს ველოდები ახალ ისტორიას ახალ ისტორიაში გამოგყვები აუცილებლად წარმატებები ❤️❤️❤️❤️

№7 მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
რა გჭირს, გამოგცავალეს?
ნეტა ძველი ნეაკო სად დამალეს?

არა ტკბილო ისევ მე ვარ, უბრალოდ როგორც ყოველთვის ისტორიის დასაწყისი ყველა მკითხველის უკმაყოფილებას იწვევს დროებითი ბანალური გავითარების გამო

სტუმარი Nazi

ეს იმიტომ ვთქვი ჩემო კარგო რომ ძალიან ირონიული კომენტარები წამოვიდა მკითხველის მხრიდან.

სტანდარტული და ბანალური ჰეფი ენდი არ ექნება ამ ისტორიას, თორემ ცუდი დასასრული არ ექნება ნამდვილად (უბრალოდ ის ავღნიშნე რომ ლაშას თათია არ შეცვლის და კარგ მამაკოდ არ აქცევს როგორც ეს ყველას ჰგონია) თორემ სხვა მხრივ ყველაფერი დალაგდება ბოლოს რადგან მე არ მიყვარს საშინელი დასასრული ისტორიებში.

თუ შენს გულამდე არ მოდის ეს ისტორია და არ მოგწონს არ უნდა წაიკითხო რა თქმა უნდა. მადლობას გიხდი რომ დღემდე მომყვებოდი და მიზიარებდი შენს აზრს, იმედია მომავალი ისტორია დაიმსახურებს შენს მოწონებას და დაგვიბრუნდები ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ნეაკო

მე დაგვიანებები და პატარა თავები ვიგულისხმე. :დ

№9 მოდერი ნეაკო

მხოლოდ ეეგ ბავშვი? მაშინ შვებით ამოვისუნთქავ მეკიდე თავის მართლების ტექსტებს ვამზადებ ყოველი ახალი თავის დადების მერე joy

ამ ეტაპზე ისეთი სიტუაცია მაქვს რომ დრო მხოლოდ ასეთი პაწაწინა თავების საწერად და ასატვირთად მყოფნის :(

№10 სტუმარი სტუმარი Nona

Yvelaferi sheizleba moxdes..ar sheizleba martlac realurad sheuyvardes is gogo..sul cuds ratom xedavt.sulis siaxlove yvelafers cvlis iqnebada lashas es ufro metad sheuyvardes,radgan metad tbili suli agmoachndes am gogos..da is mkvdari samydamod daaviwyos..chven adamianebi warsuli sxovrebidan gamomdinare vwert,amitomac shesazlebeli ratom araa rom yvelaferi uketesobisken wavides..sul shavferebshi arunda uyurot situacias..iqneb lasha am gogom gadaarchinos..tavisi lamazi sulit..da daaviwyos tkivili.roca didi tkivili gvewveva uketesobit icvleba..adre tu gvian..cuds yoveltvis mosdevs kargi..cudi tkivilis gadasafarad.gmerts tkivikistvis ar gauchenivart..

№11 მოდერი ნეაკო

სტუმარი Nona

გეთანხმებით სწორედ ასეა, მაგრამ მთავარი აქ ისაა რომ თათიას და ლაშას შორის მთავარი გრძნობა, სიყვარული არაა, შესაბამისად ერთამენთის ცხოვრების შეცვლას მხოლოდ უარესობისკენ შეცვლიან ❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent